You are on page 1of 6

პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები

ავტორი: გიორგაძე ეთო

რეფერატი შესრულებულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციოლოგიის ფაკულტეტის

კურსისთვის: შესავალი ფემინისტურ თეორიაში

ხელმძღვანელი: აია ბერაია

თბილისი, 2019

პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები


ფემინიზმის მსოფლმხედველობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ
სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და კულტურული უფლებები.
ამ უფლებების მისაღწევად ქალებს უამრავი წინააღმდეგობის გაწევა მოუწიათ და უწევთ
დღემდე. უამრავი იდეა არსებობს, რომ ქალებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ
თანასწორუფლებიანი კაცებთან. ერთნაირი შესაძლებლობა ჰქონდეთ ყველა საკითხში.
თუ რომელიმე ქალთა ჯგუფში იარსებებს ჩაგვრა, მაშინ სრულიად გათავისუფლება
ქალების ვერ მოხდება. 1913 წელს გამოქვეყნდა სტატია, ’’საშინელი ბოროტება და
როგორ მოვსპოთ იგი’’. ჰანკჰერსტიმ პირველმა ისაუბრა იმ უსამართლობაზე, რომელიც
საფუძვლად ედო პროსტიტუციას. ’’თუ ქალს არ შეუძლია გაყიდოს თავისი შრომა და
გამოიმუშავოს ფული ცხოვრებისთვის, მაშინ იგი იძულებულია გაყიდოს საკუთარი
სხეული დროებით, რoგორც მეძავმა ან სამუდამოდ - როგორც მეუღლემ.’’1

პროსტიტუცია არალეგალურია, თუმცა რეალურად მათ მუშაობას არავინ უკრძალავს.


ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია პროსტიტუციაში დაეთანხმება მოსაზრებას,
რომ პროსტიტუციის ლეგალიზება არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ თავი
დაცულად იგრძნონ. შესაბამისაც შეიქმენბა სპეციალური დაწესებულებები, სადაც
იმუშავებენ. შეიძლება ქალებს ფიზიკურ შეურაცყოფას ძალიან ხშირად არ აყენებენ,
თუმცა მათ უწევთ სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა. ლეგალიზებამ წესით ხელი უნდა
შეუწყოს და დაიცვას სექს მუშაკები ჯამრთელობის პრობლემებისაგან, ხშირია
სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრობლემატიკა. თითქოს და თავისი
სურვილით ქუჩაში არავინ დგას, ყველას რაღაც პრობლემებისგამო მოუწია ამ რისკზე
წასვლა. არასდროს არ იციან რა ელოდებათ, როდესაც ღამით ქუჩაში გადიან, მუდმივად
მსხვერპლად გრძნობენ თავს იმ მოძალადე სამყაროში, სადაც მათ დევნიან და
არარაობად მიიჩნევენ.

პროსტიტუციის ლეგალიზებით შევძლებთ კი მათ დახმარებას? არამგონია ეს ასე იყოს.


საქართველოში ქალები, რომლებიც სექს მუშაკები არიან, მართალია ითხოვენ
პროსტიტუციის ლეგალიზებას, თუმცა, მათი აზრით, უკეთესია ამ საქმიანობამ
საერთოდარ იარსებოს და ყველა ვინც ჩართულია ამ სფეროში ალტერნატიული
სამსახური შესთავაზონ. მხოლოდ სექს მუშაკებს უჭირთ თავიანთიუფლებების დაცვა,
საზოგადოება კი ხედავს არსებულ პრობლემებს, თუმცა არაფერს აკეთებს მათ
დასახმარებლად. სახელმწიფოს ვალია იზრუნოს ამ მოქალაქეებზე, მათ
უსაფრთხოებაზე, სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარონ და მკურნალობა
უზრუნველყონ.

1
Cristabel Pankhurst, ’’The Great Scourge and How to and It’’, adited by J. Marcus, 1987.
რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?! სექს მუშაკებს, რომლებსაც ეკონომიკური პრობლემები აქვთ
და სწორედ ამ მიზეზით დგანან ქუჩაში ხშირად აჯარიმებენ და ავიწროვებენ
პოლიციელები.

სექს მუშაკის ეგრედ წოდებული დამქირავებლები თვლიან, რომ მათ ისე მოექცევიან,
როგორც სურთ. ლეგალიზების შემთხვევაში კი ეს ურთიერთობა შეიძლება მეტად
ცივილური გახდეს, მაგრამ არასოდეს იქნებიან დაზღეული რაიმე საფრთხისგან.
სახელმწიფო ვერ იქნება სამართლიანი თუ იარსებებენ მარგინალიზებული ჯგუფები,
რომელთაც არანაირი კანონი არ იცავს. პროსტიტუცია კონსტიტუციის მიღმა რჩება.
მაგრამ ლეგალიზება არ არის საუკეთესო გამოსავალი. საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ
ადამიანების დახმარება, რომ ჩაერთონ ისეთ სამუშაო სფეროებში სადაც იძულებითი
შრომის გაწევა არმოუხდებათ. ასევე ხელი შეუწყონ მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ჩარვას, რათა არ იყვნენ განდევნილები ძველი საქმიანობს გამო.

ვინ არის ჩართული პროსტიტუციაში? უმეტესწილად ქალები. ამსფეროში ჩართვის


მიზეზი კი უამრავია. რაც შეეხება ფემინისტურ ხედვებს, ორი განსხვავებული მიდგომა
არსებობს პროსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით. რადიკალი ფემინისტები,
რომელთა ხედვასაც მე სრულად ვეთანხმები, მიიჩნევენ, რომ პროსტიტუცია
დანაშაულია, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი მსხვერპლი. პროსტიტუცია
შეუზღუდავ უფლებებს აძლევს მამაკაცებს, აშკარაა მათი დომინირება,
თავიანსურვილებს და ფანტაზიებს სექს მუშაკების დახმარებით ახორციელებენ. ხოლო
არ შემიძლია დავეთანხმო ეგზისტენციალის ფემინისტებს, რომლებიც თვიან, რომ
ლეგალიზება ქალის გათავისუფლების და გაძლიერების პერსპექტივაა,რომ ქალები აღარ
იქნებიან მამაკაცებზე ეკონომიკურად დამოკიდებული, თუმცა ვერ უგულვებელყოფენ
ფაქტს, რომ პროსტიტუცია ქალს ჩაგრავს,ამას კი იმ ფაქტიტ ამართლებენ,რომ
სექსუალურ მომსახურეობაში კავები ფულსიხდიან, ხოლოფულის გარეშე ძალას
კარგავენ. მე კი ვფიქრობ, რომ ვერანაირი მიზეზი, თუნდაც მაღალი ფულადი
ანაზღაურება მიიღოს სექს მუშაკმა ვერ გაამართლებს იმ უსამართლობას, რასაც
პროსტიტუცია გულისხმობს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადანაცვლებაა.
ქალების გათავისუფლემა მხოლოდ მაშინ არ მოხდება თუ ისინი ეკონომიკურად არ
იქნებიან დამოკიდებულნი კაცებზე. არ არის ეს სწორი ხედვა, ქალები მაშინ
გათავისუფლდებაინ, როდესაც თავითი სხეულის, სულიერების ’’მბრძანებლები’’
თავადვე გახდებიან.

მართალია პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ქალებს არ


ეხებათ, მაგრამ ისტორიული ფაქტები გვიჩვენებ, რომ სექს მუშაკთა უმრავლესობა
ქალია. პროსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს ქალთა ექსპლუატაციაზე, რომელიც
შედეგი არის პატრიარქალური კულტურის. ამყარებს სტერეოტიბს გენდერულ
უთანასწორობაზე, ქალი წარმოდგენილია სექსუალურ ობიექტად, რომელსაც კაცი
იყენებს. შესაბამისად პროსტიტუციის იდეა ეფუძვნება იმ დაშვებას, რომ ნებისმიერ
მამაკაცს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს სექსუალური
მოთხოვნილებები და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეს ქალზე და მის სხეულზეც. მაგრამ
რა გამოდის? ქალებზე არავინ ფიქრობს ამ შემთხვევაში. უმეტესად კლიენტების
მოთხოვნები პორნოგრაფიულია, ძალადობრივი და ამას ვერაფერი შეცვლის.
ლეგალიზაციამ ვერ გაამართლა იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია პროსტიტუცია. არ
არსებობს ქვეყანა, რომელმაც პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები
კანონიტ მოაგვარა. არსებული არგუმენტი, რომელიც გულისხმობს, რომ პროსტიტუციის
ლეგალიზაცია გააუმჯობესებს მასში ჩართული ქალების სამუშაო პირობებს, შექმნის
უსაფრთხო გარემოს და ა.შ ეყრდნობა აფსტრაქტულ მსჯელობას. რეალობა გვიჩვენებს,
რომ პროსტიტუციის ლეგალიზება აუარესებს სექს მუშაკთა მდგომარეობას, ხოლო
სარგებელს ბიზნესი, კლიენტები და სახელმწიფო ღებულობს.

ვფიქრობ ვერაფერი დაიცავს სექს მუშაკებს რაიმე ინციდენტისგან, ძალადობისგან და


იძულებითი სექსისგან. ლეგალიზაცია ვერ შეაჩერებს ვერანაირ ძალადობას- ფიზიკურ
თუ ფსიქოლოგიურ. შეუძლებელია ვიპოვოთ ქალი,რომელსაც არ აქვს ეკონომიკური
პრობლემები და თავისი სურვილით ჩაერთო პროსტიტუციაში, გარემო პირობებმა
აიძულა ყველა მათგანი. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ დასაქმებაზე, უფრო
მარტივიც იქნება, ვიდრე კანონები შეიქმნას და უზრუნველყოფილი გახდეს მათი
სრულფასოვანი დაცვა. რეალურად თავისუფალი არიან კი ქალები ამ არჩევანში? ალბათ
ვერც ერთი არგუმენტით ვერ გავამყარებთ, რომ თავისუფალნი არიან. უამრავი კვლევაა,
სადაც ნათლად ჩანს. რომ ქალები პროსტიტუციაში მხოლოდ გარემო მიზეზებისგან
გამომდინარე ებმებიან. რისკის ქვეშ არიან არა მხოლოს კლიენტების მხრიდანარამედ
დისკრიმინაციას განიცდიან საზოგადოების ნებისმიერი წევრისგან. აუცილებელია მათი
სოციალიზაცია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაიარონ, სტიგმა ჩაოიშორონ და
ჰქონდეთ შეგრძენა, რომ ისინიც სრულფასოვანი წევრები არიან საზოგადოების.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პროსტიტუციაში ჩართული ადამინათა რიცხვი არ
იკლებს,პირიქით იმატებს.იზრდება ტრეფიკინგის და იძულებით ჩაბმული სექს
მუშაკების რიცხვი, ასევე არასრულწლოვანთა პორსტიტუცია. არანაირი თავისუფალი
არჩევანი, აქ საქმე გვაქვს იძულებასთან, რომელიც ირიბად მოქმედებს ქალებზე.

ადრე შეიძლება პროსტიტუციას აუცილებელ ბოროტებად მიიცნევდნენ, რომელიც


ქალებს იცავდა გაუპატიურებისგან, ოჯახის ინსტიტუს კი ქმრებისგან, სექსუალური
მადის გამანადგურებელი ძალისგან, ხოლო ქალებისთვის ის ეკონომიკური
პრობლემების მოგვარების გზა იყო.მაგრამ დღეს, როდესაც ცივილიზაცია უფრო
განვიტარდა, ამ პრობლემების მოგვარებას უკეთესი გზებით უნდა ცდილობდეს. ერთი
ძლადობის თავიდან ასაცილებლად, მეორე ძალადობრივი გარემოარ უნდა შევქმნათ.
პროსტიტუცია არის დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებული ეკონომიკური
იძულება, ექსპლუატაცია და გაუცხოება. პროსტიტუციაში კაცის უფლება სექსზე
საჯაროდ არის აღიარებული. მას, როგორც ქალის სექსუალურ მფლობელს საჯარო
აღიარება ენიჭება. აი სწორედ ეს არის პროსტიტუციის სასტიკი უსამართლობა. ქალი არა
მარტო ყიდის თავის შრომას და სხეულს, არამედ ყიდის საკუთარ ’’მე’’ საც. რაც შეეხება
სხეულის გაყიდვას, შეიძლება ითქვას, რომ შებისმიერი მუშა ყიდის თავის სხეულს,
როდესაც ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ მათი სხეული უშვალოდ სექსუალური
მიზნით არ არის გამოყენებული, როგორც ეს სექს მუშაკების შემტთხვევაშია. არსებობს
მოსაზრება, რომ პროსტიტუცია შრომის ერთ-ერთ სახეობას, პროფესიად მივიღოთ,
მაგრამ იქნებიან კი თავისუფალნი ამ პროფესიაში? ვაცვენოტ ქალებს სხვა ალტერნატივა,
დავანახოთ თავიანთი შესაზლებლობები, ავუმაღლოთ თვით შეფასება, შევუქმნათ
პროგრესულად განვითარების შესაძლებლობა და იდეა, ’’პროფესიონალი მეძევეების’’
დარწმუნებული ვარ გაქრება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჭეიშვილი, გიორგი. პროსტიტუცია კონსტიტუციის მიღმა. ’’ლიბერალი’’. 2012წ.ნ


25 დეკემბერი.
2. ხუციშვილი, ქეთევანი. პროსტიტუცია საქართველოში: ქალთა გაძლიერება თუ
პატრიარქალური ჩაგვრა. სამაგისტრო ნაშრომი. თბილისი 2015წ.
3. ქეროლ ჰეითმანი. რა სჭირს პროსტიტუციას?
http://womensgaze.org.ge/2017/09/13/%E1%83%A0%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%9E
%E1%83%A0%E1%83%9D
%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%94/

You might also like