You are on page 1of 32

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქეთევან ხარატიშვილი

ფემინიზმის კრიტიკა მარგარეტ ეტვუდის რომანში „მხევლის წიგნი“

კოლოკვიუმი

კოლოკვიუმის ხელმძღვანელი: პროფ. მანანა გელაშვილი

თბილისი- 2020
სარჩევი
შესავალი....................................................................................................................................................2

პრობლემატიკის მიმოხილვა...................................................................................................................3

შედარება სხვა დისტოპიურ რომანებთან...............................................................................................6

ჩვენ: თავისუფლების თემა...................................................................................................................7

საოცარი ახალი სამყარო: კასტებად დაყოფის თემა..........................................................................8

1984: წარუმატებელი ამბოხის თემა....................................................................................................9

ქალთა სოლიდარობის დაკარგვა..........................................................................................................11

ნაწარმოების ეპილოგი...........................................................................................................................18

დასკვნა.....................................................................................................................................................20

გამოყენებული ლიტერატურა...............................................................................................................22

2
შესავალი
მარგარეტ ეტვუდი ცნობილი თანამედროვე კანადელი ავტორია, რომლის
შემოქმედებაში ხშირადაა მოცემული დისტოპიური სიუჟეტები, რომელთა უმეტესობა
სამყაროს მომავალს წინასწარმეტყველებს. მწერალი საკუთარ ნაწარმოებებში აქტიურად
განიხილავს გენდერული თანასწორობის, მსოფლიო ძალთა განაწილების,რელიგიისა და
ეთიკის საკითხებს. გენდერული საკითხების კვლევისას ის აქტიურად წარმოაჩენს იმ
სოციალურ მითებს, რაც ქალურობას განსაზღვრავს, აგრეთვე ქალის სოციალურ და
ეკონომიკურ ექსპლუატაციას და ქალების ურთიერთობებს საკუთარი და საპირისპირო
სქესის წარმომადგენლებთან. ეტვუდის შემოქმედების „მაგნიუმ ოპუსია“ რომანი
„მხევლის წიგნი“, ავტორის ერთ-ერთი გამორჩუელი დისტოპიური ნაწარმოები,
რომელიც თანამედროვე ადამინების მომავალზე მოგვითხრობს. რომანი 1985 წელს
გამოქვეყნდა და გვიჩვენებს სამყაროს სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების
უფლება, სიყვარულით ქორწინება, ქუჩაში თავისუფლად სიარული. მათთვის
შეზღუდულია სასურველი გარეგნობის ქონა, მხოლოდ დადგენილი ჩარჩოების
ფარგლებში შეუძლიათ საუბარი და მოქცვა. ამ სამყაროში ქალები კასტებად არიან
დაყოფილი და მამაკაცების სურვილებს ემორჩილებიან და მათ მიერ მკაცრად
განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყოველივე კი, სამწუხაროდ, ღმერთისა და
რელიგიის სახელით ხდება.

ეს რომანი იმ მომავლის წინასწარმეტყველებაა, რომელიც შესაძლოა დადგეს თუ


რელიგიურ ფანატიზმს ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ მმართველები,
რელიგიას კი საშიშ იარაღად აქცევენ, რომელიც საუბედუროდ ჩვეულებრივ,
უდანაშაულო ადამიანებზეა დამიზნებული. კიდევ ერთი რამ რასაც ეტვუდის რომანი
ააშკარავებს არის ის თავზარდამცემი შედეგები, რაც ადამიანების უმოქმედობას მოყვება,
თუ ისინი თვალს დახუჭავენ ძალადობაზე და მიიჩნევენ, რომ ახალ ამბებში მოსმენილი
ამბავი სადღაც, სხვაგან ხდება და მათ არ ეხება. ამგვარი ზედაპირულობის შედეგად
სრულიად შესაძლებლია გავიღვიძოთ მარგარეტ ეტვუდის მიერ დახატულ სამყაროში
რომელიც მხოლოდ შემზარავი და შემაძრწუნებელი რეალობითაა სავსე.

3
მარგარეტ ეტვუდის რომანების დაყოფა შემდეგ სამეულებად შეიძლება, პირველი ტრიო
(„The Edible Woman“, „Surfacing“, „Lady Oracle“) ქალებისა და მამაკაცების
ურთიერთობებს იკვლევს, შემდეგი კი („The Handmaid's Tale“, „Cat's Eye“, „Robber Bride“)
ქალებს შორის ურთიერთობებს ეხება. მისი პირველი ხუთი რომანი ძირითადად
გამოხატავს გენდერული ძალაუფლების მრავალშრიანობასა და კომპლექსურობას
ყოველდღიურ ცხოვრებასა და პოლიტიკაში, რაც მყარ საფუძველს ქმნის იმის გასაგებად,
თუ როგორ ვითარდება ავტორის ფემინისტური სიმპათიები და რა გავლენას ახდენს ეს
„მხევლის წიგნის“ განვითარებასა და შინაარსზე.

პრობლემატიკის მიმოხილვა
‘The Edible Woman’ გვიჩვენებს პროტაგონისტის შიშს, რომ ქორწინებაში მისი პიროვნება
დაითრგუნება და ქმრის ძალაუფლების ქვეშ მოექცევა, ამდენად, ეტვუდი გამოხატავს
ტრადიციული ქორწინების ნაკლოვანებებს, რაც შემდეგ უფრო მკვეთრად ჩანს „მხევლის
წიგნში“. შემდეგი რომანი „Surfacing“ იკვლევს გაუცხოების პრობლემას პირად და
საზოგადო ურთიერთობებში, რაც ძალიან აწუხებს უსახელო ქალ პროტაგონისტს.
შემთხვევითი არაა რომ ამ ნაწარმოებშიც ისევე როგორც „მხევლის წიგნში“ მთავარი
მოქმედი გმირი სახელის გარეშეა, ეს მიანიშნებს მათი პიროვნულობის, პირადი
თავისუფლების დათრგუნვას, რაც „მხევლის წიგნის“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა
(Cooke 2004: 68). რომანში “Lady Oracle” ეტვუდი წარმოაჩენს პიროვნული გაორების
საკითხს, მთავარი მოქმედი გმირი თავის გადასარჩენად სხვადასხვა ვინაობას თხზავს;
პიროვნული გაორება „მხევლის წიგნის“ ერთ-ერთი პრობლემაა, სადაც პროტაგონისტის
გონებაში თავისი ორი ვინაობა თანაარსებობს, ერთი, რომელსაც მკაცრი სახელმწიფო
წყობა ავალდებულებს და მეორე, საკუთარი ნამდვილი ვინაობა, რომლის შენარჩუნებას
და დაცვას ცდილობს, რათა არ დაივიწყოს თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.

„მხევლის წიგნში“ ეტვუდი კიდევ უფრო ღრმად იკვლევს გენდერისა და პიროვნული


თავისუფლების პრობლემებს როგორც მცირე ის დიდ მასშტაბებზე. მისი გამოქვყნების
შემდეგ რომანი აქტიური კრიტიკის საგნად იქცა. ეს არის დისტოპიური ტექსტი რომლიც
მოქმედება მეოცე საუკუნის ბოლო ხანებში ვითარდება როცა ამერიკის შეერთებული
4
შტატებში თითქმის მიღწეულია გენდერული თანასწორობა, თუმცა რადიკალურად
განწყობილი რელიგიური დაჯგუფების გაძლიერების და სახელმწიფო ინსტიტუტებში
შეღწევის შედეგად ქვეყანა იშლება და როგორც კრისტიან ჯოუნსი სამართლიანად
აღნიშნავს, ამ ყოველივეს ქალების სიძულვილი და პატრიარქალური
ფუნდამენტალიზმის გაძლიერება მოჰყება (Jones 1996: 35). ეს ბოღმა და სიძულვილი
წარმატებით რეალიზდება გალაადის რესპუბლიკაში, პურიტანულ, რეაქციულ და
უმკაცრესი რეჟიმის მილიტარისტულ სახელმწიფოში. როგორც ჯოუნსი თავის ნაშრომში
წერს, მამაკაცებმა თავიანთი ადგილი მიუჩინეს „ურჩ და ქედმაღალ ქალებს“ რომლებიც
მეტისმეტად ბევრს ითხოვდნენ (Jones 1996: 38). სამოქალაქო ომის მიზანი თითქოს
მორჩილი ქალების შექმნაა, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ კაცების სურვილებს
(Goldblatt 1999: 275). ისინი პროტესტის გარეშე უნდა მიჰყვნენ სახელმწიფოს მიერ
განსაზღვრულ სოციალურ როლებს, წინააღმდეგ შემხვევაში „არქალებათ“ იქნებიან
აღქმულნი და მძიმე ფიზიკური შრომის შესრულება მოუწევთ. ეს სოციალური როლები
კასტების სისტემით განისაზღვრება, რაც ადგენს სტანდარტებს ქალის ყოველი
ქმედებისთვის, სამოსით დაწყებული, საუბრითა და მოქმედებით დამთავრებული, ამით
შესაძლებელი გახდა არასასურველი კულტურული ტრადიციების აღმოფხვრა, რაც
აგრევე საფუძველი გახდა პოტენციურად დაუმორჩილებელი და მეამბოხე
საზოგადოების იდენტიფიცირების და სამაგალითო დასჯისა.

ნათელია, რომ „მხევლის წიგნის“ კრიტიკული შეფასებები ძირითადად პატრიარალური


საზოგადოების შეფასებისკენაა მიმართული და გმობს ქალების უუფლებოდ დატოვებას,
რომლებსაც პირადი სურვილებიც კი უკონტრილდებათ. სხვადასხვა წყაროები აგრეთვე
საუბრობენ „მხევლის წიგნის“ ენაზე, როგორც კონტროლის იარაღზე, ბიბლიური ენით
საუბარი სახელმწიფოს თითქოს ქალების ფიქრებზე გავლენის საშუალებასაც კი აძლევს,
რათა აღმოფხვრას მათ პიროვნებებში ყველაფერი „ბილწი და მიწიერი.“ შესაბამისად, ენა
კიდევ ერთი იარაღია, სხვა მრავალთაგან, ქალების ექსპლუატაციისათვის. ფემინიზმი
არის ეტვუდის კრიტიკოსებისათვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ფემინიზმისა და
მეცნიერების ურთიერთმიმართება აქტიურ განხილვის საგანია, რაც რომანში
რეპროდუქციული სისტემის კონტროლითაა ნაჩვენები. ყველა ეს პრობლემა,
5
თავისთავად მეტნაკლები სიცხადითაა გადმოცემული რომანში, მაგრამ მთავარი რასაც
გალაადის რესპუბლიკის ძალა და დიდება ეფუძნება, ქალთა ერთმანეთისგან
განცალკავება და დაშორებაა. მაშინ როცა გალაადის კასტების სიტემა თრგუნავს ორივე
სქესის წარმომადგენლებს, ძირითადად ქალები თამაშობენ წამყვან როლს იმაში, რომ
სხვა ქალების ყოფა გაუსაძლისი და აუტანელი გახდეს. გალაადის რესპუბლიკის
კლასობრივი დაყოფა ქალთა მიმართ სიძულვილის ახალი ფორმითაა განპირობებული,
ეს ფორმა არ გულისხმობს მამაკაცების მიერ ქალთა სიძულვილს, ეს ქალთა მიერ
ქალების სიძულვილია. შესაბამისად, ეტვუდის ნაწარმოები მიზოგინიის ორი,
ტრადიციული და ახალი ფორმის სინთეზს გვიჩვენებს, რაც გალაადის რესპუბლიკის
მილიტარისტულ და მკაცრ სეკურალურ რეჟიმში რეალიზდა. ამ ქვეყანაში
პატრიარქალური ძალაულების განხორციელება პირველ რიგში ქალების დახმარების
შედეგად ხდება. ამგვარი სოციალური წყობის ფილოსოფია მხოლოდ გალაადისთვის არ
არის დამახასიათებელი, როგორც მთხრობელი ამბობს სახელმწიფოს შეფასებისას:
ფაქტობრივად, ყველა იმპერია, ძალასა თუ სხვა ღირებულებაზე აღმოცენებული,
შეიცავდა ამ ელემენტს: ადგილობრივ მკვიდრთა კონტროლს მათივე ჯგუფის წევრების
მიერ“ (ეტვუდი 2015: 399)1.

სოციალური იერარქიის, ბიბლიური და ისტორიული მაგალითების მოყვანით, „მხევლის


წიგნში“ მატრიარქატი ცდილობს რეალური სიტუაცია შენიღბოს ქალთა
შეურაცმყოფელი და დამაკნინებელი კულტურული ყოფის შემოტანით. ოჯახების ახალი
წყობა ეყრდნობა ტრადიციას, „ცერემონიას“ რომელიც თვეში ერთხელ იმართება და
ფაქტობრივად მხევლების გაუპატიურებას ემსახურება, ამ „წმინდა“ ტრადიციას
მხევალთან და მეთაურთან ერთად მეთაურის ცოლიც ესწრება. გამომდინარე იქედან,
რომ ოჯახის ამგვარი წყობა ძირითადად მატრიარქატს ემყარება, ამ რესპუბლიკაში
კაცებზე მეტად საშიშნი ქალები არიან. რადგან ეტუდმა თავისი რომანის შექმნა
ფემინიზმისა და დისტოპიური ნაწარმოების ჭრილში გადაწყიტა, რომანის შინაარსი
გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ის ფემინიზმის მეორე ტალღის
კრიტიკას ემსახურება. ფემინიზმის მეორე ტალღა, რომელიც ლიბერალური ფემინიზმის

1
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
6
სახელითაა ცნობილი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა მუშათა კლასის
წარმომადგენლებსა და უმცირესობაში მყოფ ქალებს, რაც კრიტიკის ძირითადი
საფუძველი გახდა. ერთიანობის ნაცვლად ლიბერალური ფემინიზმის
წარმომადგენლები განცალკავებული გზით მიდიოდნენ და მიაჩნდათ რომ ქალური
ბუნება ბევრად უფრო კეთილშობილური და ნაზია, ვიდრე მამაკაცის. სწორედ ეს
ფორმულირება არის განსაკუთრებით გაკრიტიკებული „მხევლის წიგნში“ სადაც
ქალების ერთმანეთისადმი უნდობლობა, შური და გაუტანლობაა ნაჩვენები. თავად
მარგარეტ ეტვუდი ადამიანთა უფლებების აქტიური დამცველი იყო 1960 წლებიდან, მას
როგორც საღი აზროვნების მქონეს მიუღებლად მიაჩნდა ლიბერალური ფემინიზმის
იდეოლოგია და ქალების ერთმანეთისგან გამოყოფა, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა
ფემინიზმის პირველი ტალღის სულისკვეთებას, რომელიც არანაირად არ არჩევდა
ერთმანეთისგან სხვადასხვა კლასის წარმომადგენელ ქალებს.

საინტერესოა უფრო ვრცლად განვიხილოთ გალაადის რესპუბლიკის მატრიარქატი და


მისი ეტვუდისეული კრიტიკა. ქალთა გამათავისუფლებლი მოძრაობის შიშით და მისგან
გამომდინარე პოტენციური არეულობის არიდების მიზნით გალაადის პატრიარქალური
საზოგადოება ქალებს იზოლაციაში აქცევს და მათ საქმიანობას მხოლოდ სახლის
საქმეებითა და დიასახლისობით შემოფარგლავს. ცნობილია, რომ გალაადის
რესპუბლიკის დაარსებას წინ უსწრებს ლიბერალური ამერიკული კულტურის
უაღრესად დაძაბული გენდერული ურთირთობები რომელთანაც მკაცრი რეაქციის
შედეგად შედგა ახალი მილიტარული და სეკულარული წყობა. წარმატების მისაღწევად,
გალაადის რესპუბლიკაში მამაკაცებმა უნდა მოიპოვონ დომინანტობა და დათრგუნონ
ქალის ძალაუფლება, რადგან ეს უკანასკნელი საშიშ ძალას წარმოადგენს და დგება მისი
მკაცრი კონტროლის აუცილებელი საჭიროება. შესაბამისად ხელისუფლებაში
მოსვლიდან ძალიან მალე მათ ეკრძალებად მუშაობისა და საკუთრების უფლება,
ეყინებათ ანგარიშები და ამგვარი არეულობის შედეგად შიდა პატიმრები ხდებიან.
ქალების უფლებების დათრგუნვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბოს
კასტების სისტემა და მოახდინოს საზოგადოების კლასებად დაყოფა, რომლებიც მათზე
დაკისრებული პასუხისმგებლობით, ქცევითა და ჩაცმულობით არიან
7
დიფერენცრებული. როგორც ბევრ დისტოპიურ სიუჟეტში, კასტებად დაყოფა
წარმოადგენს ზეწოლის იარაღს, განსაკუთრებით ქალებზე ზემოქმდებისათვის.

გალაადის რესპუბლიკაში მამაკაცები აყალიბებენ ქალთა ქსელს, რომლებიც საშინაო


საქმეების განაწილებას განაგებენ. როგორც პატრისია გოლდბლატი აღნიშნავს თავის
სტატიაში „მარგარეტ ეტვუდის პროტაგონისტის რეკონსტრუქცია“, ქალები ისეთ საქმეს
ასრულებენ რათ მათ დამორჩილებასა და ექსპლუატაციას ემსახურება (Goldblatt 1999:
278). რომანის დასასრულს პროტაგონისტი სამართლიანად აღნიშნავს, რომ „თუ
რეპროდუქციული თუ სხვა მიზნებისთვის საჭირო ქალებს ქალებივე
გააკონტროლებდნენ, ეს შესანიშნავ შედეგს მოიტანდა და სახელმწიფოს უამრავ ფულს
დაუზოგავდა“ (ეტვუდი2015: 399).2 ეს სიტყვები კარგად აღნიშნავს ქალების როლის
მნიშვნელობას ახალი სოციალური წყობის შექმნასა და შენარჩუნებაში. ქალების
თვითკონტროლის მექანიზმის გამოყენებით გალაადის რესპუბლიკის მესვეურებმა
წარმატებით შეძლეს ქალური სოლიდარობის განადგურება. მხევლების მომზადების
სისტემისა და საოჯახო წყობის ინსტიტუტების წყალობით მათ მოახდინეს ახალი ტიპის
მატრიარქატის დამკვირდება საჯარო და კერძო სივრცეში.

შედარება სხვა დისტოპიურ რომანებთან


საინტერესოა ნაწარმოები განვიხილოთ სხვა დისტოპიურ რომანებთან მიმართებაში.
უტოპიური და დისტოპიური რომანების ისტორია მართლაც მდიდარი და
კომპლექსურა, ხოლო მისი საწყისები შეიძლება კლასიკურ ლიტერატურაში ვეძებოთ
(Northrop 1967: 205). თავად ეტვუდი დისტოპიურ ნაწარმოებს „ჰიპოთეტურ
ლიტერატურას“ უწოდებს და მიაჩნია, რომ თუ მწერლები თავს მიუძღვნიან ამ ტიპის
ნაწარმოებებს მათ უნდა ქონდეთ მომავლის განჭვრეტის უნარი (Ingersoll: 259). როგორც
ნორთროპ ფრაი აღნიშნავს თავის ტრაქტატში "Varieties of Literary Utopias" უტოპიური
ნაწარმოების ავტორი თავის საზოგადოებაში ხედავს გარკვეულ განსაკუთრებულ
თვისებებს, ხოლო შემდეგ უტოპიური ნაწარმოები გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა
აღნიშნული საზოგადოება ამგვარი თავისებურებები მთლიანად რომ განევითარებინა ,

2
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
8
შესაბამისად, უტოპიური ნაწარმოების ავტორი იწყებს აწმყოს გაანალიზებას და ახდენს
ამ ანალიზის პროექცირებას დროსა და სივრცეში (Northrop 1967: 205). ფრაის მსგავსად
ეტვუდსაც მიაჩნია, რომ ლიტერატურა შესაძლოა იყოს სარკე და ხალხმა მასში ჩახედვით
საკუთარი თავი ამოიცნოს, რაც შეიძლება გახდეს ცვლილებების საწინდარი ( Ingersoll:
44). გამომდინარე აქედან, დისტოპიური ნაწარმოებების ავტორები აანალიზებენ
საზოგადოების ყველაზე მანკიერ მხარეებს და რომანებში გვიჩვენებენ თუ რა შეიძლება
მოხდეს თუ ამ გზით განაგრძობს სვლას სოციუმი. ეტვუდი შემდეგ რომანებს: „ჩვენ“,
“საოცარი ახალი სამყარო“, და „1984“ ასახელებს, როგორც დიტოპიური რომანების
კლასიკურ მაგალითებს. მართლაც აღნიშნულმა ნაწაროებებმა დიდი როლი ითამაშეს ამ
ჟანრის ჩამოყალიბებაზე და ეტვუდის გაალადის სახელმწიფოს შექმნაზეც იქონიეს
გავლენა. ევგენი ზამიატინის,ოლდოს ჰაქსლისა და ჯორჯ ორუელის ამ რომანებში
გვხვდება ადამანიანთა ბუნების, მათი თავისუფლებების ლიმიტის ღრმა განხილვა,
აგრეთვე საზოგადოების იმ ნაწილის გამოაშკარავება, ვინც კონტროლს ხელში იღებს და
საბოლოოდ დიქტატორულ რეჟიმში ბატონობს დანარჩენებზე.

ეტვუდის ნაწარმოებზე სხვადასხვა უტოპურმა და დისტოპიურმა რომანებმა გარკვეული


ხარისხით იქონიეს გავლენა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვილი სამი რომანი განსაკუთრებით
საყურადღებოა საკვლევი თემატიკის, მხევლის წიგნის, როგორც ფემინიზმის კრიტიკის
განსახილველად. აღნიშნულ ნაწარმოებებშიც გვხვდება ზედა კლასის ძალაუფლების,
გენდერული თანასწორობის თემები, აგრეთვე სხვა მრავალი მსგავსება ეტვუდის
ტექსტთან. ამ რომანებში მოცემული პრობლემატიკა, პოლიტიკური გავლენების
საშიშროება, ქალური სოლიდარობის უტოპიური იდეა, თავისუფლების შეზღუდვა,
საზოგადოების კასტებად დაყოფა, წარუმატებელი აჯანყება პოლიტიკური ძალების
წინააღმდეგ, ეტვუდმა თავისებურად გადაამუშავა და ჩააქსოვა საკუთარ ნაწარმოებში.

ჩვენ: თავისუფლების თემა.


ევგენი ზამიატინის 1921 წლის რომანში „ჩვენ“ ჩაგვრა და ზეწოლა ერთ-ერთი მთავარი
თემაა. ეს კლასიკური დისტოპიური რომანი უდაოდ ისთი ნაწარმოებების
წინამორბედია, როგორებიცაა „საოცარი ახალი სამყარო“ და „1984“. ზამიატინის მიერ

9
შექმნილი ამერიკის შეერთებულ შტატები მკაცრად კონტროლირებადი ადგილია, სადაც
თავისუფლება და ბედნიერება ორი შეუთავსებელი რამაა. ამ სამყაროში ხალხი
თავისუფლებას წირავს მატერიალური კეთილდღეობისთვის და „ურჩევნიათ მკაცრად
აკონტროლონ მათი თავისუფალი ნება“ (Rudy 1959: 8). საჯარო დაწასებულებები თუ
კერძო პირები ერთიანად ექცევიან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ნებიემიერი მოვლენა
წინასწარ დაგეგმილია, თარიღის, ადგილის და მონაწილეების ჩათვლით. ამის შედეგად
ქვეყანა მათემატიკურის სიზუსტით იმართება და მხოლოდ რაციონალურობას ანიჭებს
უპირატესობას. ყველაზე სამწუხარო ისაა, რასაც ზამიატანის წიგნი ააშკარავებს, რომ
„როგორი მეამბოხე არ უნდა დაიბადოს ადამიანი შინაგანად, მისი ფსიქოლოგია
იმდენად მყიფეა, რომ საბოლოოდ მაინც მოექცევა მსგავსი გრძელვადიანი კონტრლის
მარწუხებში“ (Rudy1959: 9). ნაწარმოების პროტაგონისტი დ-503 ამ სიტყვებით
გამოხატავს საკუთარ ნებას მორჩილებაზე: „Oh, how great and divinely limiting is the
wisdom of walls and bars! This Green Wall is, I think, the greatest invention ever conceived.
Man ceased to be a wild animal the day he built the first wall; man ceased to be a wild man only
on the day when the Green Wall was completed, when by this wall we isolated our machine-
like, perfect world from the irrational, ugly world of trees, birds, and beasts...“ ( Zamatian 1921:
89). ამ სიტვებიდან ჩანს, რომ დ-503-ის აზრით კონტროლი უსაფრთხოების გარანტია,
რაციონალურობა ირაციონალურობას არიდებს თავიდან, ხოლო მსგავსი წყობა ქაოსს
უშლის ხელს. მსგავსად ბევრი მკითხველისა, რომლებსაც ადარდებდათ ზამიატინის
ტექსტის რეალობად ქცევა, ეტვუდიც თავისი ნაწარმოებით გამოხატავს შიშს, იმ
გარდაუვალ, არასასურველ სცენარზე, რაც ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობის
მეორე ტალღას შეიძლება მოყოლოდა. ამ მოძრაობის სულისკვეთებამ, ამერიკაში
არსებულ სოციალური გათავისუფლებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაამწვავა
ტრადიციული ღირებულებების დამცველი საზოგადოების დამოკიდებულება.
გალაადის ლიდერებმა ამ ღირებულებების გაცოცხლება და გამკაცრება სოცილური
ქაოსის ჩასახშობად გამოიყენეს. როგორც დეიდა ლიდია ეუბნება მხევლებს ნაწარმოების
დასაწყისში: „ თავისუფლება მრავალნაირი არსებობს [...] თავისუფლბა წრაფვისა და
თავისუფლება თავდაღწევისა. იმ ანარქიის პერიოდში თავისუფლება იყო სწრაფვა,

10
აცალი კი გვაქვს თავდაღწეულთა თავისუფლება. დააფასეთ იგი“ (ეტვუდი 2015: 34). 3
მათთვის არჩევანის წართმევით სახელმწიფო აკონტროლებს ადამიანების ნებას და
აიძულებს მათ სოციალურად „მისაღებ“ ნორმების ფარგლებში ცხოვრებას. როგორც
რომანში „ჩვენ“ აგრეთვე „მხევლის წიგნში“ არჩევანი სოციალური ჰარმონიის მთავარი
მტერია. მხევლებმაც დაკარგეს თავიანთი სხეულის კონტროლი და შესაბამისად
ინდივიდუალურობაც.

საოცარი ახალი სამყარო: კასტებად დაყოფის თემა.


ოლდოს ჰაქსლიც წარმოგვიდენს თავისუფლების და იდენტობის თემებს თავის 1932
წლის დისტოპიურ რომანში „საოცარი ახალი სამყარო.“ ამ სამყაროში ადამიანებზე
კონტროლი ჩასახვისთნავე იწყება რადგან რეპროდუქცია ტექნოლოგიურად გახდა
შესაძლებელი და მთლიანად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. გესტაციის
პერიოდშივე ემბრიონებს კასტებად ყოფენ: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ეფსილონი.
ალფა ემბრიონები, მომავალი მოაზროვნები და ლიდერები იქნებიან, ძირითადად
მამაკაცები. ყოველი მომდევნო კასტის წარმომადგენლები ფიზიკურად და
ინტელექტუალურად წინაზე ჩამორჩენილი იქნება. გენეტიკური კოდირების ეს სისტემა
იმგვარდაა მოწყობილი, რომ კასტებს განსახვავებული ინტერესები და სექსუალური
მიდრეკილებბი ჰქონდეთ, მაგალითად დელტებს ნაკლებად იზიდავთ წიგნების კითხვა,
ისინი შედარებით მორჩილი და დამყოლები არიან. კასტების სიტემის დახმარებით
სახელმწიფო კონტროლს შეუძლია ძლიერი ემოციებისა და სურვილების გაქრობა და
ადამიანური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანა. ეს ღირებულებები
ჩანაცვლებულია საჭმლის, სექსის, სამომხმარებლო ნივთებისა და ნარკოტიკების
სურვილით. ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანი სრულიად კონტროლდება
დაბადებიდან გარდაცვალებამდე მისთვის ხელოვნური კმაყოფილების შექმნით.
ამგვარი დამოკიდებულებით ამ სამყაროს მთავრობა ადამიანებს ისე ექცევა როგორც
საგნებს და იყენებს მათ სრულ გაცვეთამდე ან დაზიანებამდე. მსგავსად ამისა, გალაადის
სახელმწიფოც ქმნის კასტების სისტემას და მათ წარმომადგენლებს მკაცრ კონტროლს
უწევს ქცევის, ჩაცმულობის და სოციალური მოვალეობის მიხდვით. ეს

3
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
11
დამოკიდებულება საშუალებას იძლება აღმოიფხვრას არასასურვლი კულტურული
ტრადიციები და რწმენები და შექმნას „ჰიპერ-პატრიარქატი“ სადაც მამაკაცები
დაკარგულ ძალაუფლებას იბრუნებენ ქალებზე“ (Jones: 4). გალაადის ეს ფსიქოლოგიური
იმპულსი შესანიშნავად მუშაობს ხალხის მასებზე. გალაადში ქალები სოციალური კიბის
უკანასკნელ საფეხურს წარმოადგენენ, ცოლები, დეიდები, მართები, მხევლები,
ეკონომცოლები და ქვრივები სახლის სივრცეს არიან მიჯაჭვული, ამის გარდა მათ ორი
ალტერნატივა აქვთ: გადასახლება ან პროსტიტუცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
მართალია, კაცები სოციალურად მაღლა დგანან ქალებზე, მაგრამ ყველა მათგანი როდია
ძლევამოსილი. კაცებიც იჩაგრებიან და მკაცრი პურიტანული წესების მსხვერპლნი
ხდებიან. ეს უფრო ხილვადია ხდება მათი საჯარო სიკვდილით დასჯით, მაგრამ
მიუხედავად ამისა, მამაკაცებს უფრო დიდი ძალაუფლება და თავისუფლება აქვთ
გალაადში. ისევე როგორც“საოცარ ახალ სამყაროში“ „მხევლის წიგნშიც“ მთავრობა
ამტკიცებს, რომ კასტების სისტემა მხოლოდ ადამიანების ცხოვრების გამარტივებას
ემსახურება. როგორც დეიდები აღნიშნავენ თავიანთ ლეციებზე:”რატომ უნდა
იტვირთოს ერთმა ქალმა ყველაფერი, რაც ოჯახური სიამტკბილობისთვისაა საჭირო? ეს
არც ჭკუასთანაა ახლოს და არაჰუმანურიცაა“ (ეტვუდი 2015: 207). 4 შესაბამისად ახალი
სოციალური წყობა ლიბელარულია. ეს დამოკიდებულება პატრიარქალური
საზოგადოების ყველაზე მზაკვრული იარაღია, რათა დაარწმუნოს ქალები რომ მათი
მორჩილება პირად კმაყოფილებას უზრუნველყოფს და საზოგადო სიკეთეს ემსახურება.

1984: წარუმატებელი ამბოხის თემა.


ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყაროს“ და ზამიატინის „ჩვენ“ მსგავსად ჯორჯ
ორუელის „1984“ ერთ-ერთი საკულტო დისტოპიური ჟანრის რომანია. პოსტ-ატომური
პერიოდის დიქტატორობის ორუელისეული ვერსია, სადაც თითოეული ინდივიდი
მკაცრად კონტროლიდება დიდ ტელეეკრანზე, ნამდვილად შემზარავი
წინასწარმეტყველებაა 1949 წელს, მაშინ როცა იწყება ატომური ეპოქა და ტელევიზორი
ნამდვილი ფუფუნების საგანია. „1984“ მნიშვნელოვანი რომანია იმ თვალსაზრისით, რომ
ის გაფრთხილებას იძლევა ავტორიტატული რეჟიმის სისასტიკის და მისი მასებზე

4
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
12
ზემოქმედების თვალსაზრისით. ყველაზე საყურადღებო კი არის ის, თუ როგორ
გამოხატავს ორუელი სიყვარულს როგორც ჩაშლილი პოლიტიკურ წინააღმდგობის
ფონზე, რასაც გვიჩვენებს უინსტონისა და ჯულიას ურთიერთობა. ოკეანეთის მთავრობა
ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს, მათ შორის ფიქრებს,
გავიხსენოთ, რომ ფიქრები კონტროლდება გალაადის რესპუბლიკაში ბიბლიური ენის
შემოღებით. ზემოთ განხილული დისტოპური რომანების მსგავსად ოკეანეთის
სახელმწიფო იყენებს ადამიანებს ერთმანეთზე ჯაშუშობისთვის, რათა თავიდან
აცილებულ იქნას ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები. უინსტონ სმიტი, რომელიც
მალავს თავის განწყობას სახელმწიფოს მიმართ თანდათან იგებს თუ რა დონეზე ხდება
მოქალაქეების კონტროლი. ერთი გზა, რითაც ის პარტიის წინააღმდეგ მიდის არის
თავის თანამშრომელ, სიმართლის სამინისტროში მომუშავე ჯულიასთან ურთიერთობა,
რაც კანონით იკრძალება. მაშინ როცა უინსტონი შეპყრობილია წინააღმდეგობის
ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და დიადი სოციალური იდეებით, ჯულია მეტად
ემოციური, პრაგმატული პიროვნებაა და მხოლოდ მოცემული მომენტით ცხოვრებას
ანიჭებს უპირატესობას. მიუხდავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, უინსტონს
ჯერა, რომ ჯულიას მის მსგავსად სძულს პარტია და მისგან გამოყოფაზე ოცნებობს.
რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, როცა წყვილი ფიქრობს რომ წინააღმდეგობის
საძმოს შეუერთდება, აღმოჩნდება რომ სწორედ მედიატორი ადამიანია ჯაშუში და
ორივეს აწამებენ სიმართლის გასარკვევად. ორივე მათგანი გატყდება და ვერ გაუძლებს
მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ორივე მათგანი თანახმაა მეორეზე
გაგრძელდეს წამება. „And perhaps you might pretend, afterwards, that it was only a trick and
that you just said it to make them stop and didn't really mean it. But that isn't true. At the time
when it happens you do mean it. You think there's no other way of saving yourself and you're
quite ready to save yourself that way. You want it to happen to the other person. You don't give
a damn what they suffer. All you care about is yourself (Orwell 1977: 158). მათი ორმაგი
ღალატის აქტი პარტიის გამარჯვებას ნიშნავს. ისინი ამტკიცებენ რომ ყველანაირი
ბრძოლა უძლურია წამების წინაშე, ფიზიკური ტკივილი და დაშინება ადამიანებს უარს

13
ათქმევინებს იდეალებზე. რომანი ამ სევდიანი განწყობით მთავრდება, როცა უინსტონი
და ჯულია ორივე ნებდება სახელმწიფო დიქტატურას.

ამის მსგავსად, ოფრედიც ნებდება გალაადის დიქტატურას ტკივილის თავიდან


აცილების მიზნით და წინააღმდეგობის გარეშე აქვს ურთიერთობა ჯერ მეთაურთან,
ხოლო მოგვიანებით ნიკთან, სერენას დავალებით. მეთაურთან გვიან ღამე შეხვდრების
შემდეგ ოფრედი ფიქრობს, რომ „ის უკვე სულერთი აღარ იყო ჩემთვის. აი, სად იყო
ძაღლის თავი დამარხული.ეს გრძნობა პირველად იმ ღამეს გამიჩნდა და მერე
გაღრმავდა. და ამან ყველაფერი გაართულა [...] მეთაური არ შემყვარებია, მაგრამ მე ის
მაინტერესებს, სიცარიელეს მივსებს; ის ხორცშესხმულია და არა-აჩრდილი. და მეც
მისთვის. მისთვის მხოლოდ სხეული აღარ ვარ“ (ეტვუდი: 204-208). ოფრედი მიიჩნევს,
რომ ძალაუფლება ეხლა მის მხარესაა, რადგან მეთაურის სისუსტეს მიაგნო. მართალია
მეთაურს ეგოისტური განზრახვა ამოძრავებს, მაგრამ ოფრედიც სარგებლობს ამ
მომენტით, კითხულობს აკრძალულ ჟურნალებს, სკრაბლს თამაშობს, ხელის ლოსიონს
იყენებს. რადგან ქალებს წერა-კითხვა ეკრძალებათ, ეს საღამოები ოფრედისთვის
განსაკუთრებულია. ის ფიქრობს, რომ აქ არ უყურებენ როგორც „მოსიარულე
საშვილოსნოს“, არამედ როგორც ადამიანს ისე აფასებენ. მისი მოქმედებები გალაადის
კანონებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ის მაინც კონტროლირდება მეთაურის მიერ.

ოფრედის ნიკთან ურთირთობა მხოლოდ დაფეხმძიმების სურვილით არ


შემოიფარგლება, მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს ურთიერთობა კმაყოფილებას გვრის
ოფრედს, რომელსაც არსებულ რეალობაში ცხოვრებისას ეშინია, “ჩვენ მხოლოდ
უსიყვარულოდ ცხოვრება გვღუპავს” (ეტვუდი: 129).5 სწორედ მათი ამ ურთიერთობის
და იმ ბავშვის გამო, რომლიც არსებობის იმედი წყვილს აქვს, ნიკი გაქცევას აწყობს
ოფრედისთვის. ეს არის ოფრედის ერთადერთი წინააღმდეგობრივი მოქმედება, რასაც
გალაადისგან თავის დასაღწევად აკეთებს. მაგრამ ვერც აქ იმარჯვებს სიყვარული,
რადგან არ ვიცით რა ბედი ეწია ოფრედს და ბავშვს, მაგრამ ცხადია, რომ ოფრედი და
ნიკი ვეღარასდროს ნახავენ ერთმანეთს.

5
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
14
რეალურად ოფრედს შეეძლო მეთაურის კაბინეტში ვიზიტების დაწყების შემდეგ
გარკვეული დახმარება გაეწია მაისის დღის წინააღმდეგობის ორგანიზაციისათვის,
მაგრამ მას არ სურს ნიკთან ურთიერთობას ხელი შეეშალოს, რადგან თავს ასე კარგად
გრძნობს და თავიდან იცილებს გლენისას მინიშნებებს, რომელიც დაჟინებით ითხოვს
მისგან დახმარებას. საბოლოოდ, მისი გაქცევა საკუთარი თავის გადარჩენას ემსახურება
და კავშირი არ აქვს რაიმე სახის სოციალური ცვლილების გატარებასთან, ან ღია
წინააღმდეგობასთან. „1984“-ის ნაცვლად, ფსიქოლოგიური ზეწოლა და შიში აქაც თავის
საქმეს აკეთებს და მოქალაქეებს ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილს უქრობს.
სერენა ჯოის და დეიდების მსგავსად ოფრედიც საკუთარი ჩაგვრის თანამონაწილეა.

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნში“ მოცემულია ის მთვარი თემატიკა და


პრობლემატიკა რაც დისტიპიურ რომანებისთვისაა დამახასიათებელი. ეტვუდის
ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მან შექმნა ნაწარმოები სადაც სატირის მეშვეობით
მოგვითხრობს მომავლის საშიშიროებაზე, სადაც ჩაგვრა და ზეწოლა უპირველესად
თავად ჩაგრულთა დახმარებითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს. ტექსტის
ანალიზისას, ნათელი ხდება რომ მას ღრმა კავშრები აქვს წინამორბედ დისტოპიურ
რომანებთან და საკმაოდ ბევრ თემატიკას იზიარებს, თუმცა აღნიშნული ნაწარმოების
უნიკალურობა, თავისთავად, ამ ყოველივეს ჰარმონიულ სინთეზში მდგომარეობს.

ქალთა სოლიდარობის დაკარგვა


მხევლები გალაადის რესპუბლიკის გადარჩენის მთავარ ძალას წარმოადგენენ, თუმცა
პარადოქსია, რომ გაფრთხილებასთან ერთად ისინი ყველაზე მეტად სძულთ.
შობადობის კონტროლის, ატომური და ქიმიური ნარჩენების დაუდევარი გაფანტვის
შედეგად გალაადს უწევს მოსახლეობის რაოდენობის მკაცრ ვარდნასთან გამკლავება,
რისი გამოსწორებაც მხევლებს ევალებათ. მეორე ქორწინების ან ნებისმიერი
არატრადიციული ურთიერთობის არალეგიტიმურად გამოცხადების შემდეგ მრავალი
ქალი, რომელთაც რეპროდუცული უნარი ჰქონდა მხევლებად გაამწესეს და დეიდებთან
სპეციალურ ცენტრში მიიყვანეს გადამზადებისთვის. რაქელის და ლეას ცენტრში, ან
როგორც მხვლები მას წითელ ცენტრს უწოდებენ, ისინი ეუფლებიან გალაადის
15
რესპუბლიკის ფუნდამენტებს, მის პატრიარქალურ იდეოლოგიას. დეიდებს ევალებათ
მხევლების გადამზადება, რადგან ისინი გალაადის პატრიარქალური საზოგადოების
ყველაზე ძლევამოსილ ქალებად არიან მიჩნეულნი. გალაადის მამაკაც მმართველებთან
შეთანხმებით დეიდები ძალებს არ იშურებენ იდეოლოგიას მოარგონ მხევლების
აზროვნება და მათ წინააღმდეგობის ყველანაირი ძალისხმევა ჩაუხშონ.

ნაწარმოების დასაწისში ოფრედი იხსენებს წითელ ცენტრში გატარებულ ერთ-ერთ


პირველ ღამეს:“ განათებას უწევდნენ, მაგრამ სულ არ აქრობდნენ. თვალყურს დეიდა
სარა და დეიდა ელიზაბეთი გვადევნებდნენ; ტყავის ქამრებზე ელექტროსახრეები
ეკიდათ“(ეტვუდი 2015: 6).6 ამ ნახევრად ბნელ ძელ სპორტდარბაზში, რომელიც ეხლა
მათი საწვრთნელი სკოლაა, მხევლები მდუმარედ, ზოგჯერ ჩურჩულით გლოვობენ
თავიან ჩამორთმეულ მეობას, კულტურას, თავისუფლებას და წარსულ ცხოვრებას, რასაც
როგორც რეალობა უჩვენებთ, ვეღარასდროს დაიბრუნებენ. ეხლა ისინი ეროვნულ
საგანძურს წარმოადგენენ, რომლებსაც დაცვა და შენარჩუნებას სჭირდებათ. თუმცა,
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ისინი ადამიანებად არ არიან აღქმულნი, როგორც
ოფრედი არაერთხელ აღნიშნავს, ისინი მოსიარულე, ორფეხა საშვილოსნოებს
წარმოადგენენ, გალაადის რესპუბლიკის შთამომავლობის გადასარჩენად მოვლილებს
და დაცულებს.

ირონიულია, რომ „წმინდა ჭურჭელი“ და "დროებითი სათავსო" სახელებთან ერთად,


დეიდები ცდილობენ მხევლების მისია დიდებისა და ღირსების საბურველში გაახვიონ.
ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ გალაადის რესპუბლიკამ ქალს წართმეული
ღირსება და პატივისცემა დაუბრუნა, ახლა ისინი, წარსულსიგან განსხვავებით
დაფასებულნი და მოფრთხილებულნი არიან, რადგან სწორედ „მათ ხელშია მომავალი.“
დეიდები თითქოს დედობრივ მზრუნველობას იჩენენ მხევლების პირველი თაობის
მიმართ, რათა გზა გაუკვალონ მათ გალაადის ახალ წყობასთან შესაგუებლად და
განსხვავებულ სამყაროში საცხოვრებლად. ისინი გალაადის მთავარ მისიას
წარმოადგენენ რადგან „...ქალები ერთიანი ძალით იბრძოლებენ ბედნიერებისთვის.
ერთმანეთს მიეხმარებიან ყოვლდღიურ საოჯახო საქმეებში და ერთად გაკვალავენ
6
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
16
ცხოვრების ბილიკს“ (ეტვუდი 2015: 207).7 დეიდა ლიდიას მოძღვრება ძალიან
ირონიული შინაარსისაა, რადგან ის ისეთ საზოგადოებას ხატავს გალაადში, როგორსაც
ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს. კასტების სისტემა სრულიად დაუნოდობელია ქალთა
მიმართ, რადგან ის მათ არწმუნებს რომ მამაკაცისადმი მორჩილება საზოგადოებისთვის
სარგებლის მომტანია და საზოგადო სიკეთეს ემსახურება. დეიდა ლიდია
გამოსვლებისას თავისი „სიმართლის“ დამტკიცებას ცდილობს და ამბობს: “ ტყავიდან
ვძვრები [...] ყველაფერს ვაკეთებ, რომ თქვენს კარზეც ჩამოდგეს იღბალი“ (ეტვუდი 2015:
72).8 „იღბალი“ რის მოცემაზეც დეიდები საუბრობენ, არის მუქარა ტვინის გამორეცხვით,
დამცირებითა და ფიზიკური წამებით.

ტვინის გამორეცხვის პროცესში მხევლებს სპეციალური წამლებით აჟრუებენ, მათ


სხეულებს დამყოლს ხდიან, რათა უყურონ პორნოგრაფიის არასახარბიელო და უხეშ
კადრებს. ეს დეიდების ერთ-ერთი საყვარელი ხერხია, რადგან ამ ფილმებში ნაჩვენებია
ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ამაზრზენი სცენები. ოფრედი
იხსენებს რომ „ერთხელ გვაყურებინეს, როგორ აუჩქარებლად აქნეს ერთი ქალი ასო-ასო,
თითები და ძუძუები ბაღის მაკრატლით დააჭრეს, მუცელი გამოუფატრეს და ნაწლავები
გადმოაყრევინეს“ (ეტვუდი 2015: 150).9 დეიდა ლიდია ამ კადრებს იმის საილუსტრაცოდ
იყენებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ ძველ დროში მამაკაცები ქალებს. მისი თქმით,
მამაცაცებისთვის ქალები უბრალოდ ცარიელი სხეულები იყვნენ თავიანთი
ფანტაზიების განსახორციელებლად და სიამოვნების მისაღებად. დეიდა ლიდიას ეს
სიტყვები სარკასტულად ჟღერს, რადგან ის ერთი მხრივ ფემინიზმის მეორე ტალღის
გამოძახილია, რომელთაგან ბევრი ფიქრობდა, რომ მამაკაცების მიერ ქალებს განივთება,
უსულო არსებებად წარმოდგენა, ამ უკანასკნელთა სოციალური ჩაგვრის მთავარი
იარაღი იყო, მეორე მხრივ იმიტომ რომ დეიდებს მხევლების მამაკაცებზე მორჩილების
გათავისება ევალებათ. რეალურად, გალაადის მამაკაცები ქალებს მართლაც ცარიელ
სხეულებად აღიქვამენ, თავიანთი მთავარი მიზნის განსახორციელებლად,
შთამომავლობის გასამრავლებლად. მამაკაცებმა ფემინისტემის მთავარი საპროტესტო
7
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
8
იქვე
9
იქვე
17
პირობა იმ ირაღად აქციეს, რომლის საშუალებითაც ქალების ერთმანეთის ჩაგვრა
შეუძლიათ.

წითელ ცენტრში ძალადობა ძირითადად ფსიქოლოგიურ დონეზე ხორციელდება.


დამცირება დეიდების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საშუალებაა. მაგალითად,
ჯენინი, ერთ-ერთი მხევალი მუდმივი საჯარო შეურაცხყოფისა და შერცხვენის
ობიექტია. ერთხელ დეიდებმა მას საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებაც კი არ
მისცეს რათა საჯაროდ დამცირებულიყო. ერთ-ერთი ცერემონიის დროს ჯენინს
მოაყოლეს თუ როგორ გააუპატიურა ის კაცების ჯგუფმა და „აღიარებინეს“ რომ
მთავარი დამნაშავე ის იყო, რადგან თავისი სხეულით აცდუნა კაცები. შედეგად კი
აბორტის გაკეთება მოუწია, რამაც მისი თინეიჯერობის წლებს დაღი დაასვა. დეიდა
ლიდია გმობს ჯენინისა და ყველა იმ ქალის მოქმედებას რომლებიც: “თავს
იმასხარავებდნენ, შამფურზე შესაწვავი ხორცივით ზეთით იპოხებოდნენ, შიშველ
მხრებსა და ზურგს ქუჩაში ყველას დასანახად აფენდნენ, სახალხოდ აჩენდნენ ფეხებს,
თან კოლგოტიც კი არ ეცვათ“ (ეტვუდი 2015: 71).10 დეიდა ლიდიასთვის სექსუალური
თავისუფლება, რის მიღწევასაც ქალები გალაადის წინარე ეპოქაში ცდილობდნენ
მხოლოდ მათ მსხვერპლად გახდომას ემსახურებოდა. ქალები სულელურად
ამზეურებდნენ სხეულის ნაწილებს და ამით კაცებს სექსუალურ ძალადობაში
იწვევდნენ. ასეთი ქალებს ღმერთი სჯის რათა, როგორც დეიდა ლიდია ამბობს: „ჭკუა
რომ ესწავლებინა! „ჭკუა რომ ესწავლებინა! „ჭკუა რომ ესწავლებინა!“ (ეტვუდი 2015:
92).11 შესაბამისად, დეიდებისთვის, რომლებიც გალაადის სახელმწიფოს იდეოლოგიის
მთავარი გამჟღერებლები არიან, ქალთა მიმართ მამაკაცის ძალადობა მხოლოდ ქალების
დაუდევრობის და მათი ზედმეტად თავისუფალი ქცევის შედეგია.

იმ შემთხვევაში თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ გაჭრის, დეიდები ფიზიკურ


ძალადობას მიმართავენ. ოფრედი ამის არაერთ მაგალითზე მოგვითხრობს თავის
ჩანაწერებში. მისი მეგობარი მოირა, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის იყო
დეიდების რისხვის მსხვერპლი გახდა, რადგან სისტემის დაუმორჩილებლობა არჩია.

10
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
11
იქვე
18
რადგან ქალის კიდურები არ არის მნიშვნელოვანო რეპროდუქციული მიზნებისათვის,
ისინი დეიდების წამების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. მოირა ისეთი ნაცემი იყო
გაქცევის მცდელობისათვის რამდენიმე კვირის განმავლობაში სიარული უჭირდა.
მიუხედავად ფიზიკური ზეწოლისა, მოირა ერთადერთია წითელ ცენტრში ვინც არ
ნებდება დეიდების ტერორს და მიზანს აღწევს კიდეც. ოფრედი მუდამ ნატრობს მისნაირ
გამბედაობასა და შეუპოვრობას, რომელიც ფუჭი არ აღმოჩნდა. მოირა საბოლოოდ
ახერხებს დატყვევოს ერთ-ერთი დეიდა, მისი ფორმა გადაიცვას და გარეთ
თავისუფლად გასვლა შეძლოს. ამით ის აჩვენებს, რომ გალაადის რეჟიმსაც კი არ
შეუძლის მისი იდენტობა საბოლოოდ გაანადგუროს და სათავისოდ გამოიყენოს.

მოირას გარდა, დეიდები ყველა მხევალზე წარმატებით დომინირებენ. ეს უკანასკნელნი


ცდილობენ წითელ ცენტრში ერთმანეთი როგორმე გაამხნევონ და მეგობრები გაიჩინონ,
მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. წითელი ცენტრის დატოვებისას ოფრედი მთლიანად
გალაადის მამაცებზეა დამოკიდებული. სახლებშიც კი, ყოველი ქალი ჯაშუშია და მათი
ნდობა არ შეიძლება, იგი ვერც სხვა მხევლების იმედად იქნება.

წითელი ცენტრის დატოვების შემდეგ მხევლები სხვადასხვა ოჯახებში ნაწილდებიან.


სახლებში მთავარი განმკარგველები ცოლები არიან, რომელთაც ბუნებრივია სძულთ
მხევლები. დაბადების ერთ-ერთი ცერემონიის დროს მეთაურის ცოლი მეგობრებს
ეუბნება: „ყველანი პატარა კახპები არიან, მაგრამ ასარჩევადაც რომ არა გვაქვს საქმე?!
ვინც გვერგება, იმას უნდა დავჯერდეთ, ასე არ არის, გოგოებო? (ეტვუდი 2015: 145).12
მხევლების ყოლა ცოლებითვის ერთგვარად დამამცირებელია, რადგან მათი არსებობა
მათ მუდამ ახსენებთ თავიანთ უნიათობას ოჯახისთვის მემკვიდრე გაეჩინათ. დეიდა
ლიდია აფრთხილებს კიდეც მხევლებს: “კაცებს კი არ უნდა შესციცინებდეთ თვალებში,
[...] მათ ცოლებს დააკვირდით. ყოველთვის ეცადეთ, მათ ადგილას წარმოიდგინოთ
თავი. რა თქმა უნდა, თქვენ მათ ჭირის დღესავით სძულხართ, მაგრამ ეს ხომ
ბუნებრივია. ეცადეთ თანაუგრძნოთ მათ. [...] ეცადეთ, გაუგოთ, მიუტევოთ, ვინაიდან არ
იციან რას სჩადიან.[...] უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი უბედური ქალები არიან. მათ

12
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
19
ღმერთმა არ მისცათ...“ (ეტვუდი 2015: 60).13 მართლაც ირონიულია, რომ მხევლებმა
უნდა გაუწიონ ანგარიში ცოლების გრძნობებს, როგორც „უბედურ ქალებს“, ეს კიდევ
უფრო ხაზს უსვამს იმ ანტაგონიზმს რასაც ქალები გალაადის რესპუბლიკაში ქმნიან.

ოფრედი აცნობიერებს, რომ არც სერენა ჯოისთვის, მისი მეთაურის ცოლისთვის


მოუტანია სიკეთე ახალ წყობას და ამის გამო მის მიმართ სიბრალულს გრძნობს. თუმცა,
მას სძულს სერენა „ როგორც ჩემი გაუბდურების თანამონაწილე“ (ეტვუდი 2015:
204).14გარდა ამისა, სერენა ერთ-ერთი მთავარი აქტიური მხარადმჭერი იყო
ტრადიციული ღირებულების და ქალის საოჯახო საქმეებში დაბრუნებას ემხრობოდა,
მან გადამწყვეტი როლი ითამაშა გალაადის მთავრობის ხელისუფლებაში
მომსასვლელად. კიდევ ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ სძულს ოფრედს სერენა არის
ის რომ: „მას უნდა გაეზარდა ჩემი შვილი, თუ იგი ოდესმე მაინც ჩაისახებოდა“ (ეტვუდი
2015: 204). ეს მომენტი, ბუნებრივია, ყველაზე რთული და გაუსაძლისია
მხევლებისთვის. ისინი მხოლოდ იმისთვის არიან გამწესებული, რომ ბავშვები გააჩინონ,
ხოლო დედობა და მათზე ზრუნვა ეკრძალებათ. ოფრედს ამაზრზენად მიაჩნია
განაყოფიერების ცერემონია, რომლის დროსაც სიამოვნების მიღებაც კი არ შეუძლია:
„ფაქტობრივად, მე მისი საყვარელი ვარ. წარჩინებულ კაცებს მუდამ ჰყავდათ
საყვარლები, ვითომ ახლა რატომ უნდა იყოს სხვაგვარად? თუმცა, ახლა ამ ყველაფერმა
ფერი იცვალა. ადრე საყვარლები პატარა პატარა სახლებში ანდა საკუთარ ბინებში
ცხოვრობდნენ, ახლა ოჯახს შეუერთდნენ. მიუხედავად ამისა, მოვლენის არსი იგივეა.
ზოგიერთ ქვეყანაში საყვარლებს „საგარეო ქალებს“ უწოდებდნენ. მ საგარეო ქალი ვარ.
ჩემი საქმე სხვების ნაკლის შევსებაა.“ (ეტვუდი 2015: 207). ფაქტობრივად, მამაკაცებმა
მოახდინეს ღალატის ინსტიტუციონალიზება, რაც რეპროდუქციის აუცილებლობით
შენიღბეს. ცოლიც და მხევალიც იძულებულნი არიან ჰარმონიულად იცხოვრონ ერთ
ჭერქვეშ და თავიანთი ქმედებებით ხელი არ შეუშალონ სახელმწიფო ინტერესებს.

განაყოფიერება გალაადის ოჯახის მთავარი მიზანია. მაგრამ ნამდვილად


არაადამიანურია განაყოფიერების ცერემონია, რომელსც სარჩულად ვითომდა ძველი

13
მთარგმნლი: ანი კოპალიანი
14
იქვე
20
აღთქმის სიუჟეტი უდევს. გროტესკულია ცოლის ამ პროცესში მონაწილეობა (Calvalcanti
2000: 152), რაც ამ პროცესს კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ოფრედი აღნიშნავს: „აქ არც
ვნებაა, არც სიყვარული თუ რომანტიკა. არც ჩემი და არც სერენას აღგზნება ან ორგაზმი
არავის სჭირდება. ეს ისეთივე უადგილო იქნებოდა როგორც ამ ცერემონიაზე ნაყშიანი
წივსაკრავებითა და მიწებებული ხალებით გამოცხადება. ეს მოცლილთა ზედმეტი
ხარახურა აღარავის უნდა.“ (ეტვუდი 2015: 122).15 როცა ოფრედი სერენას მოსირმულ
საწოლზეა, წითელი კაბა წელამდე აწეული აქვს და ფიქრობს, რომ: „ჩვენ მოცლილები არ
გახლვართ, სხვათა შორის, არც მეთაური. იგი სერიოზულ საქმეს აკეთებს. თავის
მოვალეობას ასრულებს.“ (ეტვუდი 2015: 122).16 შესაბამისად სექსუალური
კავშირი,მხოლოდ მოვალეობად იქცა მასში მონაწილე ყველა პირისთვის.

იმისათვის რომ ცერემონიასთან შეგუება შეძლოს, ოფრედმა საკუთარი სხეული უნდა


დატოვოს, გრძნობებისგან დაიცალოს. დროთა განმავლობაში, ოფრედი სწავლობს
როგორ განიხილოს ცერემონია თავისი მოვალეობის ნაწილად და ზედმეტი ყურადღება
არ გაამახვილოს მასზე. მეორე მხრივ, სერენას არ შეუძლია გამოეყოს ამ პროცესს, ის
იძულებულია უყუროს როგორ მონაწილეობს საკუთარი მეუღლე სექსუალურ აქტში
სხვა ქალთან, რაც საშინლად შეურაცმყოფელი და დამამცირებელია. ეს პარადოქსი
ოფრედს ლოგიკურ შეკითხვას უჩენს: „ნეტავ, რომელი უფრო უბედური ვართ-მე თუ
ის?“ (ეტვუდი 2015: 123).17 სერენა ყოველი ცრემონიის ღამეს ტირის, რა თქმა უნდა,
ჩუმად და შეუმჩნევლად, რადგან ოფრედის აზრით „[სერენა] ცდილობს, ჩვენს თვალში
ღირსება შეინარჩუნოს.“ (ეტვუდი 2015: 117).18 ცერმონია სერენასთვის თავის
მეუღლესთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრების დამსხვრეულ იმედებს გამოხატავს.
მართალია ის იბრძოდა, რომ ქალს მეუღლისა და დედის ტრადიციული როლი
დაებრუნებინა, მაგრამ სინამდვილეში გალაადის სახელმწიფოს ცოლობა მისი
წარმოდგნებისგან ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა. ოფრედის კონტროლია ის
ერთადერთი გამოსავალი, რომლის საშუალებითაც სერენას შეუძლია სისტემით

15
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
16
იქვე
17
იქვე
18
იქვე
21
იმედგაცრუება გამოხატოს, რომელსაც ერთ დროს მხარს უჭერდა. ამიტომაც ამბობს
მასზე ოფრედი ნიშნის მოგებით: „ახლა ის აღარ ქადაგებს. დადუმდა. ერთთავად შინ
ზის, მაგრამ სულაც არ ეტყობა, რომ ასეთი ცხოვრება მოსწონს. ალბათ რა გაცოფებულია,
რომ თავის დროზე ენა არ ჩაიგდო.“ (ეტვუდი 2015: 59).19

ცერმონილის ღამეს თუ არ ჩავთვლის, ოფრედი მთლიანად მოწყვეტილია ოჯახს.


სერენას კონტროლ ქვეშ ოფრედს წითელ ცენტრში გატარბული დღეებიც კი ენატრება,
როცა შეეძლო სხვებთან რაღაც სახის კომუნიკაცია დაემყარებინა. ოფრედს დიდი
სურვილი აქვს ქალური სოლიდარობა აღადგინოს, ყავდეს მეგობარი ან ქონდეს
ერთობის გრძნობა ოჯახში მომსახურე სხვა ქალებთან. მაგრამ, მას ყოველთვის ახსენებენ
რომ მისი ხვედრია გარიყული იყოს. როგორც თავად აღნიშანვს რიტა და კორა, სახლის
მართები, „ჩემზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს იქ არ ვიყო. მათთვის მე საყოფაცხოვრებო
პრობლემა ვარ, მრავალთაგან ერთ-ერთი“ (ეტვუდი 2015: 63). 20 მართებიც კი ოფრედს
სახლის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ.

თუმცა, საინტერესოა რომ რიტას და კორას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ


ოფრედის მიმართ. რიტა მუდმივად აკრიტიკებს ოფრედს და მის მოვალეობას: „თვითონ
[რიტა] სწორედ მდაბიოდ მთვლის. უკვე სამოცი წლისაა, აზრს იოლად ვეღარ
შეაცვლევინებ.“ (ეტვუდი 2015: 62).21 მას მიაჩნია, რომ იმ მწირი არჩევანიდან რაც
ოფრედს ჰქონდა, მხევლობა არ უნდა აერჩია, რაც იმას ნიშნავს რომ ან გადასახლებაში
უნდა წასულიყო ან სიკვდილით დასჯიდნენ. ამის გამო რიტა ამცირებს ოფრედს და
ღიად გამოხატავს მისით უკმაყოფილებას. მისგან განსხვავებით, კორა, ახალგაზრდა
მართა, ბედნიერია იმ ფაქტით, რომ ოფრედს რეაულური შანსი აქვს ოჯახს ბავშვი
გაუჩინოს რომელიც სიხარულს შემოიტანს მათ ერთფეროვან ცხოვრებაში. ოფრედი
კორასთვის იმედს განასახირებს, რომელსაც შეუძლია ოჯახს ბედნიერება მოუტანოს.
ოფრედი ამჩნევს კორას განზრახვას და ხვდება მის სურვილებს, მისთვის ამგვარი სახის
ყურადრებაც კი დასაფასებელია: “გამიხარდა რომ ჩემი გულისთვის ტყუილსაც არ

19
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
20
იქვე
21
იქვე
22
ერიდებოდა, თუნდაც ასე უმნიშვნელოსა და მისთვისაც ხელსაყრელს. თითქოს
უხილავი ძაფი გაიბა ჩვენ შორის.“ (ეტვუდი 2015: 191).22 კორა ყოველთვის
პატივისცემით ეპყრობა ოფრედს, ზრუნავს მასზე, ცდილობს კარგი კვებით
უზრუნველყოს, რათა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეძლოს. მიუხედავად იმისა რომ
ოფრედი აფასებს ამ ზრუნვას და კეთილგანწყობას, ეს ფაქტი მას კიდევ ერთხელ
ახსენებს, რომ ის ცარიელი ჭურჭელია, ორფეხა საშვილოსნო, სხვების ინტერესების
შემსრულებელი.

მიუხედავად მართების განწყობისა, ოფრედი მაინც ცდილობს კავშირი დაამყაროს,


სამზარეულოში მაგიდას მათთან ერთად მიუჯდეს: „მაგრამ რომ ვთხოვო კიდეც, თავი
რომც დავიმცირო, რიტა მაინც არ შემიამხანაგებს. ძალიანაც შეეშინდება. მართებს
ფიქრადაც არ მოსდით ჩვენთან ფრატერნიზება. ფრატერნიზება ლათინურად
დაძმობილებას ნიშნავს. ლუკმა მითხრა. მანვე თქვა, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც
დადობილებას ნიშნავს.სორორიზება იქნებოდაო, თქვა.[...] არ ვიღიმები. რატომ უნდა
ეგონოს, რომ მასთან დამეგობრებას ვცდილობ?“ (ეტვუდი 2015: 15).23

ერთმანეთის ღალატს და დასმენას ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვები გალაადში,


ოფრედი მეგობრის გაჩენას ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენს. ოჯახში ქალები ერთმანეთს
თავს არიდებენ, რადგან ასე არიან გაწვრთნილი, ან დაახლოების შედეგები საკუთარ
თავზე იწვნიეს. ამიტომაცაა რომ ოფრედის ირგვლივ მუდამ გამაყრუებელი სიჩუმეა,
რომლის დარღვევაზე ოცნებობს. ის თანახმაა ფორმალურად თითი-ოროლა სიტყვის
გაცვლაზე რიტასთანაც, რომლის მის მიმართ განწყობა ოფრედისთვის აშკარაა: „როგორ
მძულდა ასეთი ლაყბობა. ახლა კი მენატრება. საუბარი მაინც იყო. აზრთა გაცვლა-
გამოცვლა.“ (ეტვუდი 2015: 14).24

ერთადერთი ფსევდო მეგობრობა, რომლის უფლებასაც გალაადის რესპუბლიკაში


რთავენ, მხევლების კომპანიონებია, რომლებთან ერთადაც პროდუქტის მაღაზიებში
დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევებში ოჯახის ტერორისგან

22
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
23
იქვე
24
იქვე
23
თავისუფლდებიან მხევლები, მათი საუბარი მისალმებით, ღმერთისა და გალაადის
სახელმწიფოზე ხოტბის შესხმით შემოიფარგლება. გარდა ამისა, ქუჩები რომლებსაც
ისინი გადიან საგუშაგოებითაა სავსე და იმ შეგრძნებას ამძაფრებს, რომ მუდმივად ვიღაც
უთვალთავლებთ ან უსმენთ. ოფრედს და თავის კომპანიონ მხევლას კარგად
გააზრებული აქვთ, რომ ისინი ერთმანეთისთვის მეგობრები ან ახლობლები ვერ
იქნებიან, რადგან რომელიმეს თუ რაიმე მიზეზით დაიჭერენ კომპანიონ მხევალს,
როგორც ინფორმატორს ისე დაკითხავენ. ისინი ერთად სეირნობენ ყოველ დღე, მაგრამ
„სინამდვილეში ის მე მითვალთვალბს, მე კი-მას“ (ეტვუდი 2015: 26). გალაადის
სახლმწიფოს იდეოლოგია შიშსა და დასმენას ეფუძნება, სადაც ქალებს ერთმანეთის
ღალატისთვის აჯილდოვებენ. შესაბამისად, გალაადის კულტურა ქალთა გაუტანლობის
კულტურად შეიძლება მოვიაზროთ.

“მხევლის წიგნი” მოგვითხრობს ოფრედის ცხოვრებას გალაადის პატრიარქალურ


რესპუბლიკაში, მუდმუვი წნეხისა, შიშისა და ტერორის პირობებში. თუმცა, მისი
ნაამბობიდან ნათელია, რომ მხოლოდ კაცები არ არიან დამნაშავე ამგვარი რეალობის
შექმნაში, ქალებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში რომ სხვა ქალების ცხოვრება
აუტანელი და გაუსაძლისი იყოს. ამას კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის და
გადარჩენის ინსტიქტი აძლიერებს. დაკისრებული მოვალების შესრულების
კვალდაკვალ, ოფრედი ცდილობს საკუთარ თავში აღმოაჩინოს ძალები რათა შეეგუოს
თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დანაკარგებს: ოჯახს, ძველ კულტურას, საკუთარ
მეობას და ადამიანებთან გულწრფელ ურთიერთობებს. ახალმა წყობამ გააჩინა ღალატის
შიში, ამიტომ მისი ყოველი ნაბიჯი მოზომილია, რადგან მუდმივად უწევს იმაზე ფიქრი,
რომ არ დაასმინონ, არ აწამონ, რადგან იცის რომ ვეღარ გაუძლებს. მიუხედავად იმისა,
რომ წითელ ცენტში ასწავლიდნენ ოჯახის კულტურის, ერთობის შესახებ,
გაცნობირებული აქვს, რომ ოჯახური იერარქია შურსა და გაუტანლობას ემყარება.

ყველა მცდელობის მიუხედავად, ოფრედი ვერ გაექცევა მხევლის მარტოსულ და


სევდით სავსე ყოფას, ვერავინ და ვერაფერი დაიცავს „წმნიდა მისიის“ შესრულებისგან.
გარდა სხვა ვალდებულებებისა, ის იძულებულია დაესწროს ორ მნიშვნელოვან

24
ცერემონიას, ბავშვის დაბადებას და ქალთა სალხინებელს. პირველი ცერემონია მას
თავის სტატუსს ახსენებს, რა ევალება და რისთვის ზრუნავენ მასზე, აგრეთვე მეთაურსა
მის ოჯახზე ფიქრობს. მეორე მათგანი, კი შემზარავია და ოფრედს მიანიშნებს რა
შეიძლება დაემართოს, თუ გალაადში დაწესებულ კანონებს გადაუხვევს და ახალი
ცხოვრების სტილს არ შეეგუება. ყველა დანარჩენი აქტივობა მის რეპროდუქციული
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაა, ყოველდღიური ვარჯიშები თავის ოთახში,
მაღაზიებში ფეხით სიარული პროდუქტების მოსატანად, დაგეგმილი ბანაობა,
გინელოკოგთან ვიზიტები. ფაქტია, რომ ეს რუტინა მხევლების გალაადის რესპუბლიკის
წყობაში ინტეგრაციისა და მათ უფრო მარტივად დამორჩილებას ემსახურება (Daniels
2003: 423). შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხევლები სისტემის ორმაგი მონები არიან, პირველი
პატრიარქალური საზოგადოების, რომელმაც კასტების სისტემა ჩამოაყალიბა და ქალებს
იარლიყი მიაკრა, მეორე კი თავადა მატრიარქალური საზოგადოების, რომელმაც
აქტიურად შეუწყო ხელი სხვა ქალების გარიყვას და ახალი წყობის ძალაში შესვლას. ამ
ორმაგი ზეწოლის ქვეშ მხევლების არსებობა საშინლად შევიწროებულია, „მათ არ
გააჩნიათ უფლება იმისა, თუ როგორ მოეპყრან საკუთარს ხეულებს, აირჩიონ ადამიანები
ვისთანაც დროის გატარება სურთ, რადგან მათ დაკარგეს საკუთარი ცხოვრების
კონტროლი“ (Daniels 2003: 435). ოფრედს დიდი სურვილი აქვს შეეწინააღმდეგოს
სისტემას, აჯანყდეს მის წინააღმდეგ, მაგრამ მატრიარქატი უზრუნველყოფს იმას, რომ
ის და სხვა მხველები ერთმანეთისგან იზოლირებული იყვნენ და არავითარი ერთობა არ
ჰქონდეთ. სწორედ ეს შედეგი მოიტანა ქალების კაცებთან მორჩილებამ და სხვა
ქალებთან შუღლმა, ამან მიიყვანა მომავლის სამყარო ქალური სოლიდარობის
დანგრევასთან და მათი ერთმანეთისგან განცალკავებასთან.

ნაწარმოების ეპილოგი
„მხევლის წიგნი“ იმედგამაცრუბელი ბუნდოვანებით სრულდება. მკითხველი ოფრედის
მიერ დატოვებულ შეკითხვებთან რჩება: „სიბნელეში ვაბიჯებ; ან-სინათლეში“ (ეტვუდი
2015: 383).25 ვერ ვიგებთ მოახერხა თუ არა ოფრედმა გაქცევა, თუ გალაადის სახელმწიფო

25
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
25
ტირანიის მსხვერპლი გახდა? ტექსტში ამ კითხვების პასუხებს ვერ ვნახავთ. ამიტომ
ვუბრუნდებით ეპილოგს, იქნებ იქ მაინც ვიპოვოთ რამე ხელმოსაჭიდი, მაგრამ ამაოდ. ეს
არის ისტორიული ჩანაწერები გაალადური სწავლების მეთორმეტე სიმპოზუმიდან,
რომელიც გალაადის დაცემიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ იმართება. ეს
მონაკვეთი სრულიად განსხვავდება წიგნში მოთხრობილი სიუჟეტისგან იმ კუთხით,
რომ მშრალი ისტორიული ფაქტების შეფასებას წარმოადგენს და ადამიანური
გრძნობებისგან დაცლილია. მაშინ როცა რომანში მოთხრობილი ამბავი მოგვიწოდებს
თანავუგრძნოთ ოფრედს და გავიზიაროთ მისი უმძიმესი თავგადასავალი, ამ
ყველაფერში კი გალაადის ტირანია დავადანაშაულოთ, ეპილოგში პროფესორი
პიეიქსოტო, ისტორიკოსი კემბრჯიდან ამბობს, რომ „ჩვენი მოვალეობა მათი გაკიცხვა კი
არაა, გაგებაა.“ (ეტვუდი 2015: 390).26 ეს სიტყვები გაოცებას იწვევს, რადგან ამართლებს
წარსულის დანაშაულებრივ ქმედებებს და თითქოს ახსნას უძებნის მათ. ოფრედის
მონათხრობი ხდება შეფასების ობიექტი ისტორიული პერსპექტივიდან. მიუხედავად
იმისა, რომ მასში მრავალი დასაფასებელი ელემენტია გალაადის რესპუბლიკის
რეალობის გასაცოცხლებლად და სინამდვილის შესაფასებლად, პიეიქსოტო მაინც
კიცხავს ოფრედს და მიიჩნევს, რომ ტექსტი ძირითადად პირად განცდებს და დარდს
ასახავს, ისიც სახლში მიმდინარე მოვლენებიდან და არავითარ ხელჩასაჭიდს არ
გვთავაზობს, როგორიცაა მაგალითად მასალები მეთაურის კომპიუტერიდან ან
სახელმწიფო დონის დოკუმენტაცია, რაც მეტ ნათელს მოჰფენდა გალაადის შიდა
პოლიტიკურ საქმიანობას. ამგვარი მასალების აღებას, პიეიქსოტოს, აზრით ოფრედი
მარტივად მოახერხებდა მეთაურთან ახლო ურთიერთობის დამყარების შემდეგ „შეეძლო
ბევრი რამ მოეთხრო ჩვენთვის გალაადის იმპერიის შესახებ, შეეძლო, რეპორტიორის
ანდა ჯაშუშის ინსტიქტი გამოევლინა. [...] თუმცაღა, ჩვენ იმ ნამცეცებისთვისაც
მადლობა უნდა შევწიროთ ისტორიის ქალღმერთს, სამადლოდ რომ გადმოგვიყარა.“
(ეტვუდი 2015: 403).27 აქეედან გამომდინარე, პიეიქსოტოს და თავის კოლეგებს
არავითარი ინტრესი არ გააჩნიათ გალაადის მცხოვრებთა პირადი ცხოვრების,
ინტერესების თუ განცდების მიმართ.
26
იქვე
27
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
26
პიეიქსოტოს ამგვარი დამოკიდებულება ერთგვარად გალაადის რესპუბლიკის
პოლიტიკის გამოძახილია, რომელსაც სურდა მხევლები შეუმჩნევად ექცია. გარდა ამისა,
მსგავსი შეხედულება ძალიან გავს იმ განწყობას რაც გენდერულ ურთიერთობებში
სუფევდა გალაადის სახელმწიფომდე. სოციალური თავისუფლებითა და ძალის შიშით,
რაც ქალებმა მოიპოვეს მეოცე საუკუნის ბოლოს, მამაკაცებმა რადიკალურ მოქმედებებს
მიმართეს და ქალებს ყველანაირი უფლება ჩამოართვეს. თუ ქალებს გააჩუმებენ
შესაძლებელი გახდება მათი კონტროლი, შედეგად ისინი საკუთარ იდენტობას
დაკარგავენ. პიეიქსოტო საკუთარ მსმენელს ახსენებს, რომ ოფრედი "ერთ-ერთი
გახლდათ მრავალთაგან და მასზე უნდა ვისაუბროთ იმ ისტორიულ პერიოდის ზოგად
ჭრილში, რომელშიც ცხოვრობდა.“ (ეტვუდი 2015: 395).28

პიეიქსოტო უკუაგდებს ქალთა თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს,


რომ პოლიტიკა და პირადი განუყოფებელია. რადგან პიეიქსოტოსთვის პირადი
განცდები მიუღებელია, ოფიციალურ ანუ პოლიტიკურ დონეზე მიმდნარე მოვლენებმა
ჩანს რომ მას ვერ ასწავლა პოლიტიკური გაკვეთილი. გარდა ამისა მისი შეუსაბამო
სექსუალური ხუმრობები, როგორიცაა, „მამაკაცი კითხულობს ქალს“, გვიჩვენებს, რომ
მამაკაცების დამოკიდებულება ქალების და მათი უფლებების მიმართ გალაადის
სახელმწიფო წყობის დამხობის მერეც არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ „მხევლის წიგნის“
დასარული არ არის იმედისმომცემი, პირიქით ის მიგვანიშნებს რომ დავფიქრდეთ
გალაადის რესპუბლიკის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელთაც მომავალი თაობები
არც თუ ისე მძაფრად აღიქვამენ. ეტვუდის მიერ მოვლენების ისტრიულ პერსპექტივაში
გადატანა გვაფიქრებინებს რომ გალაადის სახლემწიფო წყობის რეალიზება ნამდვილ
სამყაროში არც თუ ისე რთული იქნება, განსაკუთრებით პიეიქსოტოს მსგავსი
ადამიანების საზოგადოებაში, რომლებიც თავიანთ სექსისტურ დამოკიდებულებას
პროგრესივიზმის ნიღბით მალავენ. დასასრულს ნათქვამი "ახლა კი მზად ვარ, თქვენს
შეკითხვებს ვუპასუხო"(ეტვუდი 2015: 405)29 ღიას ტოვებს მონათხრობს, ცხადია ამას
მოყვება დისკუსია იმ თემებზე რაც ოფრედის ნარატივშია მოცემული. როგორც ოფრედი

28
იქვე
29
იქვე
27
ამბობს: "მთავარი კონტექსტია" (ეტვუდი 2015: 185)30 და როდესაც წავიკითხავთ რომანს
ეტვუდის ფემინისტური სიმპათიების და დისტოპური ნაწარმოებების ტრადიციის
კონტექსტში, უფრო უკეთ დავინახავთ რომ ნაწარმოები ფემინიზმის მეორე ტალღის
კრიტიკას წარმოადგენს.

დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მარგარეტ ეტვუდი შესანიშნავი ოსტატობით
გვიჩვენებს ფემინიზმის მეორე ტალღის იმპულსების შესაძლო სავალალო შედეგებს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი რეალურ ცხოვრებაშიც წააწყდა მოძრაობის
არასასურველ შედეგებს, რამაც შთააგონა ნაწარმოების დაწერა. ეტვუდი აგრეთვე
შეესწრო რელიგიური კონსერვატული ძალების აღზევებას ამერიკასა და ბრიტანეთში,
რაც მკაცრად აკრიტიკებდა ქალების სექსუალურ თავისუფლებას, ამიტომ შექმნა
ნაწარმოები, რაც გაფრთხილებას წარმოადგენს იმ მოვლენებზე, რაც შეიძლება ამერიკის
შეერთებულ შტატებში ან სხვა ნებისმიერ ადგილას შესაძლოა მომხდარიყო. ნაწარმოები
გვისახავს ქალური სოლიდარულობის გაქრობის შედეგად კონსერვატული მოძრაობის
აღზევებას, რაც თავის მხრივ ფემინიზმის მეორე ტალღის იდეოლოგიიის შედეგია.
ფემინიზმის თეორეტიკოსი ბელ ჰუკსი აღნიშნავს, რომ: "although [the] contemporary
feminist movement should have provided a training ground for women to learn about political
solidarity, Sisterhood was not viewed as a revolutionary accomplishment women would work
and struggle to obtain" (Hooks 2000: 4). ჰუკსისა და ეტვუდისთვის სწორედ ეს
დამოკიდებულება იქცა ამ მოძრაობის დესტრუქციულ ძალად. ერთობისა და
სოლიდარობის გარშე ქალები კარგავენ ძალას რევოლუციური ცვლილებები მოახდინონ
საზოგადოებაში და მათ მიმართ არსებული სოციალური სტიგმა შეცვალონ. ამის
შედეგად, ისინი ხდებიან მათ მიმართ მიმართული ძალადობის იარაღები და იმ წნეხის
ქვეშ უწევთ ცხოვრება, რასაც მუდმივად გაურბიან. რადგან თავად ფემინისტებმა
მოახდინეს ქალების გარკვეული ნიშნით დაყოფა, მთლიანმა მოძრაობამ აზრი დაკარგა
და სუსტი გამოჩნდა.

30
იქვე
28
„მხევლის წიგნში“ ავტორი გვიჩვენებს რელიგიურ კონსერვატიზმს როგორც
საპირისპირო ძალას ფემინიზმის მეორე ტალღის იდეოლოგიასთან. ის რაც
ფემინისტების უდიდესი მიღწევა იყო 1970-აინ წლებში, კერძოდ, კონტრაცეფციის
ხელმისაწვდომობა და ქალ ამომრჩეველთა უფლებების გაუმჯობესება მთლიანად
გაუქმდა გალაადის რესპუბლიკაში, სადაც ქალებს, როგორც ნივთებს ისე ეპყრობიან და
ყველაზე ელემენტარულ პიროვნულ თავისუფლებას უზღუდავენ. როგორც ჯენიფერ
დანიელსი და ჰითერ ბოუვენი თავიან ნაშრომში აღნიშნავენ: "every step, every mouthful
of food, every move is observed, reported, circumvented or approved" (Daniels 2003: 428).
ქალებს მკაცრად აკონტროლებენ, რადგან მამაკაცების ძალაუფლება, რაც პრე-გალაადურ
ეპოქაში უკან იხევდა, ისევ განმტკიცდეს. გალაადში პატრიარქატის წარმატება
რეალურად ქალების კოლაბორაციაზეა დამოკიდებული, რომლებსაც იმგვარად
წვრთნიან, რომ პირველ რიგში მამაკაცებს უნდა სცენ პატივი და ქედი მათ წინაშე
მოიხადონ, ვიდრე თავიანთი სქესის წარმომადგენლებს. გალაადის სახელმიწიფოს
ფუნქციონირება მთლიანად შინაურ იერარქიას ეფუძნება. შესაბამისად, „მხევლის წიგნი“
დარღვეული ქალური სოლიდარობის, წარუმატებელი ფემინისტრული მოძრაობის და
ამის შედეგად აღზევებული კონსრვატული და რადიკალური ძალების გაბატონების
შესანიშნავ ილუსტრაციას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ეტვუდი, მ. მხევლის წიგნი. ბათუმი: გამომცემლობა წიგნები ბათუმში, 2015.

29
2. Atwood, M. Bodily Harm. New York: Simon and Schuster, 1981.
3. Atwood, M. The Edible Woman. Boston: Little Brown, 1969.
4. Atwood, M. The Handmaid's Tale. New York: Anchor Books, 1998.
5. Atwood, M. Lady Oracle. New York: Simon and Schuster, 1976.
6. Calvalcanti, I. "Utopias of/f Language in Contemporary Feminist Literary Dystopias." Utopian
Studies 11.2 (2000), 152-181.
7. Cooke, N. Margaret Atwood: A Critical Companion. Westport: Greenwood Press, 2004.
8. Daniels, Margaret J. and Heather E. Bowen. "Feminist Implications of Anti- Leisure in
Dystopian Fiction." Journal of Leisure Research 35.4 (2003), 423-440.
9. Frye, N. "Varieties of Literary Utopias." Utopias and Utopian Thought. Ed. Frank E. Manuel.
Boston: Beacon Press, 1967.
10. Goldblatt, P. "Reconstructing Margaret Atwood's Protagonists." World Literature Today
73.2,1999.
11. Hooks, B. Feminist Theory From Margin to Center. 2nd ed. Cambridge: South End Press,
2000.
12. Huxley, A. Brave New World. 1935. New York: Chelsea House Publishers, 1996.
13. Ingersoll, Earl G. ed. Waltzing Again: New and Selected Conversations with Margaret
Atwood. Princeton: Ontario Review Press, 2006.
14. Jones, C. "Women of the Future: Alternative Scenarios." The Futurist. 1996.
15. Orwell, G. 1984. 1949. San Diego: Harcourt Brace Jovanovich, 1977.
16. Rudy, P. Introduction. We. New York: E.P. Dutton, 1959.
17. Zamatian, E. We. 1921. New York, E. P. Dutton, 1959.

ელექტრონული რესურსები:
1. http://www.sou.edu/ English/IDTC/Issues/Gender/Resources/femtaxl.htm
2. http://www.nytimes.com/2006/02/05/national/05friedan.html

30
3. http://www.leamoutloud.com/Free-Audio- Video/History/ Speeches/ Speech-on-Womens-
Right-to-Vote/22919

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

31
Ketevan Kharatishvili

‘The Collector’Qritique of Feminism in Margaret Atwood’s novel

‘Handmais’s Tale’

Colloquium

Supervisor: Prof. Manana Gelashvili

Tbilisi - 2020

32

You might also like