You are on page 1of 2

ლიზი სიგუა

ოცდაათი ნოემბერი
შემაჯამებელი წერაN3
გენდერული საკითხები ქართულ
ჰაგიოგრაფიაში
გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა.
საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის იყო განსჯის
საგანი.სხვადასხვანაირად აისახებოდა ეს პრობლემა და განსხვავებული დასკვნები
გამოჰქონდათ. ქალის დანიშნულებაზე ოჯახსა და საზოგადოებაში, მის
თანდაყოლილ თვისებებზე, ღირსებასა თუ ნაკლზე განსაკუთრებულ ყურადღებას
რელიგიაც ამახვილებდა. ათასწლეულების განმავლობაში ქალი მოკლებული იყო
საშუალებას სრულად გამოევლინა თავისი ინტელექტი.გენდერული თანასწორობა
ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა ვაწყდებით სტერეოტიპებს
როგორიცაა: ,,კაცი ოჯახის თავია,ქალს მორჩილება და მოთმინება
მართებს”,რომლებიც აფერხებს ქალთა მდგომარეობის გამოსწორებას.
ყოველდღიურად ათასობით ქალი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
ქრისტიანობამ თვისობრივად შეცვალა გმირობის სივრცე. მან ბრძოლის ასპარეზი
ადამიანში გადაიტანა და ამით ქალები ერთგვარად თანაბარ პირობებში ჩააყენა
მამაკაცებთან. თვითონ ღვთისმშობლის სახემ, საგრძნობლად წინ წაწია ქალის
როლი საზოგადოებაში.ქალებმა თავისი მოღვაწეობით და მოწამეობრივი
აღსასრულით დიდი როლი შეასრულეს ქრისტიანობის პოპულარიზაციაში, შეიძლება
გაცილებით მეტიც, ვიდრე მამაკაცებმა. ამიტომ მათი უფლებებისადმი
გულგრილობა, რბილად რომ ვთქვათ, იმ მსხვერპლის დავიწყებაა, რომელიც
ქალებმა ასწლეულების განმავლობაში ეკლესიის სახელით გაიღეს რელიგიური
თავისუფლებისთვის.
უძველეს ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმლებში გმირის როლს ქალი
ასრულებს. შუშანიკი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, რომელსაც აქვს ღვთის
შიში და რწმენა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ მისცა იმის საშუალება,რომ
გმირი ყოფილიყო.შუშანიკს გააჩნია თავისუფალი არჩევანი და სურვილი,რომ იყოს
პიროვნება, იყოს საკუთარი ქმრის ერთადერთი ცოლი და იმ რელიგიის
აღმსარებელი, რომელიც ჭეშმარიტად მიაჩნია.ვარსქენ პიტიახშისა და შუშანიკის
ურთიერთობა არის ოჯახური ძალადობის ისტორია, ბრძოლა თანასწორობისა და
აღიარებისათვის. ქმრისგან სასტიკად ნაცემი შუშანიკ დედოფალი ისეთივე
თანაგრძნობას იწვევს, როგორც დამცირებული და შეურაცხყოფილი თანამედროვე
ქალები.შუშანიკის სანუკვარი ოცნება სამართლიანობაა, რომელიც გენდერულ
თანასწორობას ეფუძნება. მისი ქმედებები უბრალო თავგანწირვა კი არა, შეგნებული
არჩევანი იყო, უმცირესობის ამბოხი ძლიერი უმრავლესობის წინააღმდეგ საკუთარი
უფლებების დასაცავად.
უთანასწორო სტერეოტიპი, რომელსაც შუშანიკი იცავს, რადგან საკუთარი რელიგიის
ხალყოფად მიაჩნია, არის ის, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად ჭამა არ
შეიძლება,ამით თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორ ყავდათ უკანა პლანზე
გადაწეული ქალები.აგრესიულ ქცევას ქალისაგან დღესაც ძნელად იღებს
საზოგადოება. გასაგები მიზეზების გამო ის მხოლოდ მამაკაცებს ეპატიებათ. იაკობ
ხუცესი არ ერიდება თავის პერსონაჟს თითქმის უდანაშაულო ქალისთვის, ჯოჯიკის
ცოლისთვის ღვინით სავსე ჭიქა სახეში შეალეწვინოს. ეს ყველაზე
წინააღმდეგობრივი საქციელია შუშანიკისა. ეს საქციელი თითქოს შეუფერებელია
ქალისთვისაც, დედოფლისთვისაც, ქრისტიანისთვისაც.საბედნიეროდ, დღეს ეს წესი
დარღვეულია და სქესთა შორის გამიჯვნა აღარ არის ასეთი კატეგორიული.
ვეთანხმები იმ ფაქტს რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებები უნდა იყოს ერთნაირი.
და ის სტერეოტიპეპი უნდა აღმოიფხვრეს რომელიც დღესაც არის შემორჩენილი
ზოგიერთ ოჯახში.

You might also like