You are on page 1of 8

ეპოქა და

კულტურა
ავტორი: ლიკა კოპაზე
სასულიერო მწერლობა
ახალი წელთაღრიცხვით X საუკუნემდე ქართული მწერლობისთვის უცხო იყო საერო
მწერლობა, აქამდე არსებული ქართული ნაწარმოებები მხოლოდ ჰაგიოგრაფიას და
ქრისტიანულ ნაწარმოებებს მოიცავდა. ამის მთავარი მიზეზი საქართველოში
არსებული სიტუაცია იყო. საქართველოს მრავალი დამპყრობელი ყავდა და თითოეული
მათგანი ქრისტიანი ქართველების თავიანთ რელიგიაზე გადაყვანას ცდილობდა
რელიგიის დაკარგვა ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იყო. ბევრი
ქართველი თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ქრისტიანობას და ბუნებრივია
იმდროინდელი ლიტერატურა აღწერდა მათ ღვაწლს და მოღვაწეობას. იმ დროისთვის
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო ხალხს ერწმუნა რომ
ქრისტიანობისთვის თავგანწირვით შეძლებდნენ ზეციური სამყოფელის დამკვიდრებას
და ეს ნაწარმოებები მაგალითს აძლევდა მოსახლეობას.
აღმავლობის ხანა

XI-XII საუკუნეებში საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად


საკმაოდ გაძლიერდა. ამ დროს ავიდა ტახტზე დავით აღმაშენებელი
რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს გაძლიერებაში. ამ
პერიოდში განვითარდა განათლების და კულტურის სფეროებიც. ადრე
განათლების და კულტურის ცენტრები მონასტრებთან არსებობდა.
მონასტრის ბერები თარგმნიდნენ, იწერდნენ და ამრავლებდნენ სხვადასხვა
ნაწარმოებებს, მინიატურებით ამკობდნენ და ყდებში სვამდნენ მათ.
XII საუკუნის მეორე ნახევარში ქართული სამონასტრო ცხოვრება
საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსაც სცდებოდა.
ათონის ივერთა
მონასტერი
ივერონი ქართული კულტურის
ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კერა
იყო. ივერონში ითარგმნებოდა
ბიზანტიური კულტურის
უმნიშვნელოვანესი ძეგლები და
იქმნებოდა სასულიერო
ლიტერატურის საუკეთესო
ნიმუშები. აქ სასულიერო
ნაწარმოებების გარდა ითარგმნებოდა
თეოლოგიური და ფილოსოფიური
ლიტერატურა. ივერონს ერთგვარი
საელჩოს ფუნქცია ქონდა რადგან
ყველა ვისაც საქართველოსთან
ურთიერთობა აინტერესებდა,
ათონის ივერთა მონასტერის ბერებს
მიმართავდა.
იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია VI საუკუნეში


დაარსდა, იგი კახეთის ეკლესიებს შორის
ერთ-ერთი ძველი გუმბათიანი
ტაძარია. გადმოცემის თანახმად დავით
აღმაშენებლის მასწავლებელმა არსენ
იყალთოელმა XI-XII საუკუნეებში
მონასტერთან დააარსა აკადემია. იყალთოს
აკადემიაში ითარგმნებოდა ბევრი
მნიშვნელოვანი ნაწარმოები
ბერძნულიდან და მრავლდებოდა
ხელნაწერები. იყალთოს აკადემია
მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო
მთელ საქართველოში.
XI-XII საუკუნეებში მნიშვნელოვნად
განვითარდა ლიტერატურა. სახალხო პოეზიაზე
და სასულიერო მწერლობაზე დაყრდნობით
საერო ჩამოყალიბდა ახალი ლიტერატურული
მიმართულება საერო მწერლობა. საერო

მწერლობის მწერლობის საქართველოში განვითარების


მიზეზი, უპირველეს ყოვლისა იყო
კულტურული კონტაქტები, არა მხოლოდ
აღმოცენება ქრისტიანულ კულტურასთან არამედ
აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებთანაც.
საქართველო დიდ წინააღმდეგობაში იყო
პოლიტიკურად რელიგიურად და
იდეოლოგიურად მუსლიმურ ქვეყნებთან მაგრამ
ეს კულტურულ დაპირისპირებაში არასდროს
გადაზრდილა მაგალითად საქართველოში დიდ
პატივს ცემდნენ სპარს პოეტს ფირდოუსს.
სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა საერო
მწერლობის აღმოცენება საქართველოში.
საერო მწერლობა
ადამიანებმა თანდათან დააღწიეს თავი ბრმა მორჩილებას და
ირწმუნეს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების. თუ მანამდე
ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ ადგილი იყო სადაც უნდა გამოცდილიყვნენ
იმქვეყნიურ სამყაროში სამარადისოდ გადასასვლელად საერო მწერლობაში
ადამიანებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა ამქვეყნიური ცხოვრება და
ამქვეყნიური მორალის დაცვა. პერსონაჟები აღარ ღელავენ მხოლოდ
იმქვეყნიურ ცხოვრებაზე მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ამქვეყნიური
სიტუაცია და ამქვეყნიური მორალური ღირებულებები. მთავარი პერსონაჟები
არიან ფიზიკურად და მორალურად სრულყოფილი გმირები
რომელებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან. საერო მწერლობაში ელემენტები
აღებულია სასულიერო მწერლობიდან მაგალითად ბოროტების წინააღმდეგ
მებრძოლ წმინდანს სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი ცვლის ხოლო
ღმერთის განდიდებას ქალის პატივისცემა.
საერო მწერლობაში გაერთიანებულია მითი და
რეალობა მაგალითად "ამირანდარეჯანიანში" მთავარი
გმირი ებრძვის დევებს და გველეშაპებს მაგრამ ამას
სახელმწიფოს, კანონებისა და წესრიგის დასაცავად
აკეთებს. ასევე საერო მწერლობაში ჩნდება
ჰაგიოგრაფიისთვის უცხო და მიუღებელი მიჯნურთა

მითები და
სიყვარული. სამიჯნურო რომანებში სიყვარული
წარმოდგენილია საბედისწერო
ავადმყოფობად რომელიც არ ემორჩილება

სამიჯნურო ადამიანურ ლოგიკის კანონებს და უფრო ძლიერია


ვიდე ტრადიცია ის განგებით არის მოვლენილი ასე
რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. გორგანის
რომანები "ვის ო რამინი" რომელსაც ქართულად "ვისრამინი"
ქვია ისე ცოცხლად და მხატვრული ოსტატობით არის
პერსონაჟთა გრძნობები გადმოცემული რომ
ქართველმა მკითხველმა ქართული კლასიკური
ორიგინალური ნაწარმოებების გვერდით მიუჩინა
ადგილი. ასევე "ვეფხისტყაოსანი" რომელშიც დიდ
როლი ეთმობა რომანტიკას იყო და არის ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი და ნაქები ნაწარმოები.

You might also like