You are on page 1of 9

გიოს ბუთკემპი-კოლოქვიუმების საკითხები

ქართული სასულიერო მწერლობის ჟანრები-ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია

აგიოგრაფია ქართული სასულიერო მწერლობის ერთი ძალზე


მდიდარი დარგია და სხვა ჟანრთაგან არამხოლოდ თავისი
ლიტერატურულ მხატვრული ღირსებით გამოირჩევა,არამედ იმითაც
რომ იგი ძველ ქართველ ავტორთა შექმნილი ორიგინალური
ლიტერატურის ბევრ ნიმუშს მოიცავს.
ჰაგიოგრაფია (ბერძ. άγιος — „წმინდანი“ და γράφω — „ვწერ“) —
სასულიერო მწერლობის დარგი, ქრისტიან წმინდანთა ცხოვრებისა და
მოღვაწეობის ანდა მათი მოწამებრივი აღსასრულის აღწერა. შინაარსობრივად
გამოიყოფა ჰაგიოგრაფიის ორი ძირითადი სახეობა — წამება
ანუ მარტვილობა და ცხოვრება-მოქალაქეობა.
ჰაგიოგრაფია აღმოცენდა რომის იმპერიაში. აქედან გავრცელდა სხვა
ქრისტიანულ ქვეყნებში. პირველი ჰაგიოგრაფიული ნამუშევრები IV საუკუნიდან
გვხვდება (ათანასე ალექსანდრიელის „ანტონის ცხოვრება“). IX–X საუკუნეებში
ჰაგიოგრაფიამ ევოლუცია განიცადა: მასში რელიგიურის გარდა
გამოიკვეთა ეთიკური და პოლიტიკური ტენდენციებიც. ბიზანტიელმა
ჰაგიოგრაფმა სიმეონ მეტაფრასტმა (X ს.) ამ დარგის ახალი
შესაძლებლობანი გამოავლინა და დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ და
აღმოსავლურ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაზე.
დღემდე მოღწეული პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლია იაკობ
ცურტაველის (ხუცესის) „შუშანიკის წამება“ (დაახლ. 476–483), რომელიც
ორიგინალური ჰაგიოგრაფიული თხზულებაა. მაღალი მხატვრული ოსტატობით
შესრულებული ნაშრომი მიგვანიშნებს შესაბამისი ლიტერატურული ტრადიციების
არსებობაზე, ამიტომ ქართული ჰაგიოგრაფიის უფრო ადრინდელი ძეგლები
ამჟამად დაკარგულად მიიჩნევა.
ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნამუშევრები უმთავრესად მიმართულია
საქართველოს დამპყრობელთა რელიგიების წინააღმდეგ
— ზოროასტრიზმისა („შუშანიკის წამება“; „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, VI
ს.; „რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა“, XII ს.), ისლამისა (იოანე საბანისძის „აბო
თბილელის წამება“, VIII ს.; „კოსტანტი კახის მარტვილობა“, IX ს.; „მიქელ-გობრონის
მარტვილობა“, X ს.), ასევე ადგილობრივი წარმართობისა („კოლაელ ყრმათა
მარტვილობა“, IX ს.). ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების თავისებურებების
გამო ქრისტიანობის ღალატი სამშობლოს ღალატს ნიშნავდა. ქართულმა
ჰიმნოგრაფიამ მომდევნო ხანის ქართულ მწერლობაში დასაბამი მისცა
ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობისთვის ბრძოლის სასიცოცხლო
ძალის მიმცემ ნაკადს. „ნინოს ცხოვრების“ რედაქციებში (IX–XIII სს.) აღწერილია
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება. ეროვნული თვითშეგნების მოტივები
იკვეთება ცხოვრება-მოქალაქეობის ჟანრის მრავალ თხზულებაშიც. ქართული
ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები უმნიშვნელოვანეს საისტორიო
წყაროს წარმოადგენს. იქ გადმოცემული ისტორიული მოვლენები როგორც წესი
თვითმხილველი ავტორების მიერაა ფიქსირებული (გიორგი მერჩულეს „გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება“, X ს.; ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“,
X ს.; „ასურელ მამათა ცხოვრებანი“, IX–XI სს.; გიორგი მთაწმიდლის „ექვთიმე
მთაწმიდლის ცხოვრება“, XI ს.; გიორგი მცირის „გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება“, XI
ს. და სხვ.).
ქართულ ჰიმნოგრაფიაში XI საუკუნიდან კიმენური
თხრობა ჩაანაცვლა მეტაფრასულმა მიმართულებამ. ორმხრივი ხასიათი ჰქონდა
კულტურულ ურთიერთობას მეზობელ ხალხებთან. მაგალითად, ქართულ
ჰიმნოგრაფიაშია შემონახული არაერთი იმ მნიშვნელოვანი ძეგლის თარგმანი,
რომელთა დედნები დღეს დაკარგულად ითვლება. გიორგი მთაწმიდლის
მიხედვით, ექვთიმე მთაწმიდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა „სიბრძნე
ბალავარისი“, რომელიც შემდგომში ბერძნულიდან ლათინურად ითარგმნა და
გავრცელდა ევროპაში (მ.შ. სლავურ ქვეყნებში) და ა.შ.
ეროვნული პრობლემატიკის დამუშავებასთან ერთად ქართულმა ჰიმნოგრაფიამ
საერო მწერლობას გადასცა დახვეწილი ლიტერატურული სტილი და
სინამდვილის მხატვრული ასახვის არაერთი მნიშვნელოვანი ხერხი.

1)ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესწავლისას გარდა თითოეული მათგანის


ლიტერატურულ-ისტორიული და მხატვრულ ესთეტიკური დახასიათებისა და
ინტერპრეტირებისა ,ყურადღება უნდა მიექცეს მათ ადგილს აგიოგრაფიული
სტილის განვითარების პროცესში.

მნიშვნელოვანია იმის კონსტატირება ,რომ ,,შუშანიკის წამება“ მომდევნო


ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან მხოლოდ მაღალი მხატვრულ-ბალეტრისტული
ოსტატობით კი არ გამოირჩევა,არამედ ბიზანტიური აგიოგრაფიის თავდაპირველ
ეტაპს შეესაბამება,რომელიც ბელეტრისტული სტილით მეტ სიახლოვეს წარმოაჩენს
ანტიკურ ბერძნულ მწერლობასთან და განსხვავდება უფრო მოგვიანებით,მეექვსე
საუკუნიდან ჩამოყალიბებულ აგიოგრაფიული მოდელისგან,რომელიც წმინდანის
სახის გამოკვეთისა და გამობრწყინებისთვის მის სამოქმედო ფონს გაამკრთალებს
და გააუფერულებს.

2) იოვანე საბანისძის ,,აბოს წამწბა“ ახალ ეტაპს ქმნის ქართულ აგიოგრაფიაში.იგი


არა მხოლოდ თავისი კომპოზიციითა და ფორმითაა ახლებური,არამედ იდეური
მიზანდასახულობითაც:სარწმუნოების გვერდით ეროვნულ იდეალს შემოიტანს,რაც
ქართული აგიოგრაფიის პრინციპულ თავისებურებად დამკვიდრდება:
ფამოიკვეთება ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ; ,,იოანესა და ეფთვიმეს
ცხოვრების ‘’ ძირითად იდეურ თემატურ ღერძად იქცევა.

ბიზანტიური ეპიტაფია ახლოს მიდის ენკომიასთან,ხოლო ენკომია


აგიოგრაფიასთან. აგიოგრაფია ბიზანტიური მწერლობის ერთი ყველაზე მეტად
სპეციფიკური ჟანრია.ამ ჟანრმა ბიზანტიური მწერლობის პირველივე პერიოდში
განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო,სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა
აგიოგრაფიული სტილის კლასიკური სახე. ბიზანტიური აგიოგრაფიის პირველი
ნიმუშები ცნობილ მეუდაბნოეთა ცხოვრების აღწერას ეძღვნება. რა ახასიათებს ამ
ნაწარმოებებს? პირველ რიგში ის, რომ ავტორები მხოლოდ ნაცნობებზე წერენ ,მათ
ცხოვრებაზე საგანგებო დაკვირვებით თანაც იმ წინასწარი განზრახვით რომ აღწეონ
ეს ცხოვრება.
ჰიმ
ნოგრაფია არის სასულიერო პოეზია, რომელშიც პოეტური ტექტსი გალობით
სრულდება.

პლატონის განმართებით, ჰიმნი ეწოდება გალობის იმ სახეობას, რომელიც


ღვთაებისადმი აღვლენილი ვედრებაა. ჰიმნებით ღვთაებას სცემდნენ თაყვანს.
ჰიმნი, როგორც ჟანრი, განმტკიცებულია კლასიკური ელინური ტრადიციით,
რომელსაც ამშვენებენ სახელები მითოლოგიური და ისტორიული ჰიმნოგრაფებისა,
როგორებიც არიან: ორფეოსი, ჰომეროსი, კალიმაქე. ქრისტანული კულტურის
უდიდესმა ავტორიტეტმა, ნეტარმა ავგუსტინემ, პლატონის მსგავსად განმარტა
ჰიმნი: „თქვენ იცით, რა არის ჰიმნი? ესაა გალობა, რომელიც ღმერთს განადიდებს.
ღმერთს თუ ადიდებ, მაგრამ ამდაბლებ, ეს არ არის ჰიმნი, ხოლო თუ გალობ, მაგრამ
არ ადიდებ ღმერთს, არც ეს სიმღერაა ჰიმნი“.

2) ქრისტიანული საგალობელი, მსგავსად უძველესი საკულტო ჰიმნებისა, ღვთაების


სადიდებლად წარმოითქმოდა, მაგრამ ჰიმნის არსის ბიბლიური ინტერპრეტაციისას
მისი სპეციფიკაც გამოიკვეთა. გალობა მიიჩნიეს მსხვერპლშეწირვის ყველაზე
სრულყოფილ გამოხატულებად. ეს გაგება ეფუძნება დავით წინასწარმეტყველის
ფსალმუნებს: „შეწირე ღმერთსა მსხვერპლი ქებისაი და მიუსრულე მაღალსა
არნათქვამი შენნი“ (ფს.49). ფსალმუნებშივე განმარტებულია, რომ მსხვერპლი
ღმრთისაი არს სული მდაბალი და გული წმიდაი“.

3) ქრისტიანობამ ღვთაების ქების შინაარსი გააფართოვა. მან საგალობელში


შეიტანა წინარე რელიგიებისგან განსხვავებული ახალი ასპექტი ღვთაების
განდიდებისა. დაისვა კითხვა: „ხოლო რაი არს ქებაი ღვთისაი?“ პასუხი: „დიდებაი
და შესხმაი წმიდათა მისთაი“. ჰიმნოგრაფი მიმართავს მაცხოვარს: „რომელი
გალობაი, ანუ ვითარი ქებაი გშვენის შენ წმიდაი?“

ქართველი ჰიმნოგრაფები იმასაც განმარტავენ, რომ ქება უპირატესად თვით


მაქებელთათვის არის საჭირო. სასულიერო პოეზია განისაზღვრება, როგორც
სიტყვიერი მსხვერპლი, რომელსაც მორწმუნეები წრფელი გულითა და მდაბალი
სულით გაიღებენ უფლის წინაშე. მარტვილნი თუ სისხლიანი მსხვერპლით
ემოწმებიან უფალს, ბერ-მონაზვნები თუ უსისხლო მსხვერპლის გაღებით
ემოწმებოდნენ ღმერთს, სიტყვიერი ლოცვა აგრეთვე ღვთისადმი დამოწმებაა. იგი
ადამიანის სრულყოფას ემსახურება, ღვთაებასთან ადამიანის მიახლოებას
მოასწავებს.

ქრისტიანული სასულიერო პოეზია ჩაისახა ქრისტიანული საზოგადოების


შექმნასთან ერთად. მაცხოვარი და მისი მოწაფეები აგრძელებდნენ უძველეს
ტრადიციებს და თვითონაც თხზავდნენ საგალობლებს.გალობამ ერთ-ერთი წამყვანი
ადგილი დაიკავა ღვთისმსახურებაში მის დაწყებისთანავე.

საეკლესიო დღესასწაულს გალობა განსაკუთრებულად ამაღლებულ და საზეიმო


ხასიათს ანიჭებდა. საგალობლის არსს მისი ხოტბითი შინაარსი შეადგენდა, მაგრამ
დროთა განმავლობაში მან სხვა ფუნქციაც შეიძინა. საგალობელმა საეკლესიო
მოძღვრების, მისი დოგმების გავრცელებაც იტვირთა. საგალობელთა მეშვეობით
ქრისტიანები ავრცელებდნენ ორთოდოქსულ მოძღვრებას. ამიტომაცაა, რომ
ბიზანტიური ჰიმნოგრაფია ასახავს ეკლესიის დოგმატური იდეებისა და
დოქტრინების ევოლუციასაც. უდიდესმა ჰიმნოგრაფმა ეფრემ ასურმა (მე-4 ს)
იმისთვის, რომ დაეძლია, შეესუსტებინა სირიელი გნოსტიკოსების1 გავლენა

1
გნოსტიკოსი - „გნოსის“- ცოდნა, „გნოსტიკოსი“ - მცოდნე. სექტები, რომლებიც ცდილობდნენ, ყველა
მსოფლიო რელიგიისა და ფილოსოფიური სისტემის საფუძველზე შეექმნათ განსაკუთრებული
რელიგიური სწავლება, რომელიც უნაკლო და ყველა რელიგიურ სისტემაზე აღმატებული იქნებოდა.
მორწმუნეებზე, სწორედ გნოსტიკოსთა ჰიმნების მოტივებზე შექმნა ახალი ჰიმნები,
რომლებიც ეთანხმებოდნენ საეკლესიო მოძღვრებას.

ქრისტიანული პოეზია ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. მის უმთავრეს


წყაროებად ასახელბენ ძველ ბერძნულ, სირიულ და ებრაულ პოეზიას. თუმცა ამ
წყაროთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ებრაული პოეზია.

საეკლესიო გალობის ისტორიიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად ეკლესიაში


გალობდნენ ფსალმუნებსა და ბიბლიურ ჰიმნებს. ჰიმნოგრაფიული ელემენტი
ღვთისმსახურებაში მხოლოდ მე-5-მე-6 საუკუნიდან შემოდის. პირველი ჰიმნები
იქმნებოდა ბიბლიურ გარემოთა წაბაძვით. ბიბლიაში სულ 9 ასეთ გალობას
გამოყოფენ: მოსეს, მოსესა და მარიამის, ანა წინასწარმეტყველის, ესაიას, იონას,
სამი ბაბილონელი ყმის 2 საგალობელი, მარიამისა და ზაქარიას საგალობლები.

მე-5 საუკუნიდან ღვთისმსახურებაში მკვიდრდება ცალკეულ ავტორთა პოეტური


საგალობლები, რომლებიც თანდათან ავიწროებენ ფსალმუნურ ელემენტს. ამ
პირველ პოეტურ საგალობლებს ტროპარები ანუ დასდებლები ეწოდება. დასდებელი
არის პოეტური სტროფი, რომელიც ამა თუ იმ ფსალმუნთან ერთად უნდა
შესრულებულიყო. დასდებელი პოეტური სტროფის აღმნიშვნელი უძველესი
ტერმინია. ჩვენამდე მოღწეული ტროპარების ანალიზი ცხადყოფს, რომ სტილის და
აზრის თვალსაზრისით ისინი ძალზე დავალებული არიან ფსალმუნებით. ტროპარები
სრულდებოდა მარტივ მელოდიაზე, ხშირად თვით ფსალმუნთა ხმაზე.
თავდაპირველად ეს დასდებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ,
შემდეგში იწყება მათი გაერთიანება დამოუკიდებელ ტროპარიონებად, რომლებიც
ერთი აზრისა და გრძნობის გამოხატვას ემსახურებოდნენ. თანდათან შეიქმნა დიდი
და მცირე ფორმები. მათგან უძველესია კონდაკი - ბიზანტიური საეკლესიო პოეზიისა
და მუსიკის უძველესი ჟანრი. საგალობელი ამ სახელს ატარებდა იმიტომ, რომ
თავდაპირველად ასეთ ჯოხზე იყო დახვეული ამ საგალობელთა შემცველი ეტრატის
გრაგნილი. კონდაკების შემცველ კრებულს კონდაკრიონი ეწოდება. ამ ჟანრის
ფუძემდებელია რომანოს მელოდოსი.

კონდაკის კლასიკური ფორმაა 20-30 სტროფისაგან შედგენილი გალობა, რომელშიც


გაშლილია 1 თემა. მას აქვს შესავალი, იკოსები და მისამღერები. ხშირად
საგალობლები აკროსტიხით ანუ კიდურწერილობით არის შექმნილი. კონდაკი
სირიული წარმომავლობისაა. იკოსი ნიშნავს სახლსაც და სტროფსაც. კონდაკი
მოიაზრება დიდ შენობად, რომელიც შეიცავს მრავალ ოთახს, განლაგებულს
გარკვეული გეგმით.

კონდაკი ღვთისმსახურებიდან სწრაფად გამოდევნა კანონმა. ის მე-7 საუკუნეში


აღმოცენდა. ბიზანტიური ჰიმნოგრაფია კანონის შექმნას უკავშირებს დამასკოს
მკვიდრს, სირიელ პოეტს ანდრია კრეტელს (მე-7-მე-8 სს). პოეზიის ამ ფორმამ
განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მე-8 საუკუნეში იოანე დამასკელის და
კოზმან მაიუმელის შემოქმედებაში.

კანონი იგივე კონდაკია, ოღონდ უფრო მტკიცე ჩარჩოებშია მოქცეული, რთულ


არქიტექტონიკულ სამოსელში გახვეული. კანონი შედგება 9 გალობისგან,
რომელთაგან თითოეულს თავისი საზომი და მელოდია აქვს. ამ საზომს
განსაზღვრავს ე.წ. ძლისპირი - საგალობლის საწყისი ტროპარი - რიტმულ-
მელოდიური მოდელი. ძლისპირის ბერძნული შესატყვისია ირმოსი. თითოეული
გალობა შეიცავს სამ-ოთხ სტროფს. ბოლო სტროფი, როგორც წესი, ეძღვნება
ღვთისმშობელს და ღვთისმშობლისანი ეწოდება.

ბიზანტიური ჰიმნოგრაფია განვითარების 6 საუკუნეს მოიცავს და ორ პერიოდად


იყოფა:

I- კონდაკი - იწყება V ს-ის II ნახევრიდან და გრძელდება VII ს-მდე.

II- კანონი - იწყება VII საუკუნიდან და გრძელდება XI ს-მდე.

ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის II პერიოდი უშუალოდ დაუკავშირდა საბაწმინდის


მონასტრის ჰიმნოგრაფიულ სკოლას, კერძოდ იოანე დამასკელს და კოზმა
მაიუმელს.

ქართული ჰიმნოგრაფიის დასაწყის ხანად ზოგი მკვლევარი V საუკუნეს მიიჩნევს,


ზოგი - VII საუკუნეს. ქართული ლიტურგიული ჰიმნოგრაფია თავდაპირველად
ნათარგმნი იყო. ფიქრობენ, რომ მის განვითარებაზე გავლენას ახდენდა
იერუსალიმის საღვთისმეტყველო პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირი. აღმოსავლური
ქრისტიანული ცენტრებიდან ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში სრულიად
განსაკუთრებული როლი შეასრულა წმიდა საბას მონასტერმა. ქართველებს,
რომლებიც საბას მონასტერში უკვე მე-5 საუკუნიდან მოღვაწეობდნენ, ხოლო მე-8-მე-
9 სს-ში აქ მძლავრი სალიტერატურო კერა შექმნეს, საშუალება ჰქონდათ
საბაწმინდელ ჰიმნოგრაფებთან უშუალო კავშირისა.

აღმოსავლური ქრისტიანული ცენტრებიდან ქართული ჰიმნოგრაფიის


განვითარებაში სრულიად განსაკუთრებული როლი შეასრულა წმ. საბას
მონასტერმა. ქართველებს, რომლებიც საბას მონასტერში უკვე მე-5 ს-იდან
მოღვაწეობდნენ, ხოლო, მე-8-მე-9 სს-ში აქ მძლავრი სალიტერატურო კერა შექმნეს,
საშუალება ჰქონდათ საბაწმინდელ ჰიმნოგრაფებთან უშუალო კავშირისა . ისინი
კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ აქაურ ჰიმნოგრაფთა მრავალმხრივსა და ნაყოფიერ
მოღვაწეობას. სწორედ საბაწმინდაში შემუშავდა ქართულ ენაზე ისეთი
მნიშვნელოვანი ლიტერატურული კრებულები, როგორებიცაა იერუსალიმის
ლექციონარი, ე.წ. ჭილ-ეტრატის იადგარი და სხვ. აქ იქმნა შედგენილი
ირმოლოგიონის (ძლისპირების) პირველი ნიმუშები. ამ კრებულებში
წარმოდგენილია მდიდარი ჰიმნოგრაფიული მასალა, რომელიც ასახავს
იერუსალიმის უძველეს ლიტურგიკულ პრაქტიკას და შეიცავს უნიკალურ ცნობებს
ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეული საფეხურების
შესახებ.

ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სინის


მთის ქართულმა სალიტერატურო სკოლამაც, სადაც არსებითად გრძელდებოდა
საბაწმინდის ჰიმნოგრაფიული სკოლის ტრადიციები. ჩვენამდე მოაღწია მე-10 ს-ის
სინურმა იადგარებმა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავაშუქოთ ბიზანტიური და
ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საკვანძო საკითხები. არანაკლები
მნიშვნელობის ჰიმნოგრაფიული კრებულებია შემონახული იერუსალიმის ჯვრის
მონასტერში, სადაც ქართველები ინტენსიურად მოღვაწეობდნენ მე-12-მე-17 სს-ში.
საგანგებო როლი მიუძღვის ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში ტაო-
კლარჯეთის სალიტერატურო სკოლას. ამ სკოლის დამაარსებელს, გრიგოლ
ხანძთელს, გადაუწერია „საწელიწდო იადგარი“, რომელსაც ჩვენამდე არ
მოუღწევია. სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია მიქელ მოდრეკილის უზარმაზარმა
ჰიმნოგრაფიულმა კრებულმა - საწელიწდო იადგარმა, რომელსაც ჩვენმა
წინაპრებმა „საუნჯე ერისა“ უწოდეს. „იადგარი“ სპარსული სიტყვაა და ნიშნავს
სახსოვარს, ხსოვნას. რატომ მიიღო ქართულმა ჰიმნოგრაფიულმა კრებულმა
მაინცდამაინც სპარსული სახელი, უცნობია.

იადგარი არის საღვთისმსახურო კრებული, რომელშიც გაერთიანებულია


სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულთა და წმინდანთა მოსახსენიებელი
საგალობლები. ის იხსნება შობის დღესასწაულით და თანმიმდევრულად მთელი
წლის დღესასწაულთა საგალობლებს შეიცავს. საგალობლების ასეთი ტიპის
კრებული ადრეულ შუასაუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი. იგი ბიზანტიური და
ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყოსებთან დგას და საგალობელთა
უნივერსალურ კრებულად მიიჩნევა. იადგარის რამდენიმე რედაქციაა მოღწეული,
მაგრამ მათგან სრულიად გამორჩეული მნიშვნელობისაა მიქელ მოდრეკილის
იადგარი. იგი შედგენილია 978-988 წწ-ში. იადგარი შეიცავდა 1264 გვერდს, ჩვენამდე
კი მოღწეულია 544 გვერდი. მიქელ მოდრეკილის კრებული 200-მდე საგალობელს
შეიცავს. მას დართული აქვს ანდერძი. საწელიწდო იადგარში შეტანილია
სასულიერო პოეზიის უდიდეს წარმომადგენელთა საგალობლები. ეს
ჰიმნოგრაფებია: ანდრია კრეტელი, კოზმა მაიუმელი, იოანე დამასკელი და სხვ.
მიქელ მოდრეკილის იადგარი, პირველ ყოვლისა, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ
მასში შესულია ქართველ ჰიმნოგრაფთა ორიგინალური საგალობლები. ეს
ავტორები არიან: იონე მინჩხი, იოანე მტბევარი, სტეფანე სანანოის ძე ჭყონდიდელი,
ეზრა, იოანე ქონქოზისძე, კურდანაი და თვით მიქელ მოდრეკილი. მიქელ
მოდრეკილის იადგარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული მუსიკის
ისტორიისთვისაც, რადგან კრებულს დართული აქვს ნევმები - ერთგვარი
მუსიკალური ნიშნები.

ორიგინალურ ქართულ ჰიმნოგრაფიაში იკვეთება სასულიერო მწერლობისათვის


კარგად ცნობილი და დამუშავებული ზოგადქრისტიანული მოტივები. საგალობლები
ეძღვნება ამა თუ იმ ქრისტიანულ დღესასწაულს, ღვთაებას, მაცხოვარს, წმინდანს.
განდიდებულია შობა, აღდგომა, ნათლისღება. წარმოჩენილია წუთისოფლის
სწრაფწარმავლობისა და საკუთარ ცოდვათა მონანიების მოტივები. თემატიკისა და
მოტივების ერთგვაროვნების მიუხედავად, ქართულ სასულიერო პოეზიას ძალზე
დიდი მხატვრულ-გამომსახველობითი ძალა აქვს. მართალია, შუასაუკუნეთა
კულტურაში ყოველი ადამიანი თავის მიმართებას უზენაესისადმი გამოხატავდა მზა
რელიგიური ფორმულებით, მხატვრული ლიტერატურაც უმთავრესად ეფუძნებოდა
ამ რელიგიურ-დოგმატურ ფრაზეოლოგიასა თუ მზა სახეებსა და გამოთქმებს, მაგრამ
ცალკეული მხატვრული ნაწარმოები მაინც აღიქმებოდა, როგორც დამოუკიდებელი
ესთეტიკური ღირებულების მოვლენა. ყოველივე ამას განაპირობებს ის გარემოება,
რომ შემოქმედი ყოველ რელიგიურ ფაქტთან ამყარებს დამოუკიდებელ მიმართებას.
ესა თუ ის მოვლენა ხდება მისი პირადი რეფლექსიისა და განცდის საგანი.
ქართული საგალობლის პოეტურმა ფორმამ ბიზანტიური ჰიმნის ანალოგიური გზა
გაიარა. უკვე დადგენილია (პავლე ინგოროყვა), რომ უძველესი ქართული
საგალობლები იწერებოდა პოეტური პროზის ფორმით, სადაც მარცვალთა
შესაბამისობა დაცული არ იყო. ამ წყობას ეწოდებოდა წყობილი სიტყვა რიცხვედი.
მომდევნო პერიოდის საგალობელთა საზომი შეესაბამებოდა დამასკელის
შემდეგდროინდელ საზომს და ეწოდებოდა საგალობელი მარცვლედი.

ლიტურგიკული პოეზიის გვერდით ჩვენში ადრიდანვე განვითარდა ე.წ.


სამოძღვრო-მოთხრობითი პოეზია. აქ გამოყოფენ ორ ნაკადს:
 ჰაგიოგრაფიულ-ეორტალოგიური, რომელიც თავისი შინაარსით
წმინდანთა და დღესასწაულთა თემატიკას უკავშირდება და თავის
თავშივე შეიცავს ამაღლებულს,
 ბიბლიოგრაფიულ-ისტორიული, რომელშიც გადმოცემულია
ბიბლიური ისტორიები და ისტორიული ფაქტები.

You might also like