You are on page 1of 5

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II

მერაბ მამარდაშვილი

ლანა ლუტიძე

საშინაო დავალება

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები:თინათინ თურქია

სალომე პატარიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში, მაშინ როდესაც
საქართველოში საბჭოთა კავშირი ბატონობდა. „ქართველი სოკრატე“ მიჩნეულია ერთ-
ერთ ანტისაბჭოთა მოაზროვნედ,რომლის მიზანი იყო ქართველი საზოგადოებისთვის
თვალის ახილვა და გამოცოცხლება, ვინაიდან ამ დროს ადამიანთა უმრავლესობას
დაკარგული ჰქონდა ინდივიდუალიზმი და ისინი წარმოადგენდნენ საბჭოთა
საზოგადოების მარიონეტებს. ნაშრომი „საუბრები ფილოსოფიაზე“ არის ლექციების
კურსი,რომელიც მან 1990 წელს თბილისში ქართულ ენაზე წაიკითხა. მოაზროვნე ღიად
აკრიტიკებდა სისტემას და საჯაროდ გამოხატავდა დამოკიდებულებას სისტემისადმი.
იგი პირველივე ლექციის მეორე ნაწილში აღნიშნავს:“ჩვენ ვიმყოფებით
პოსტტოტალიტარულ სიტუაციაში, გამოვდივართ გვირაბიდან და საშუალება
გვეძლევა,დავინახოთ ჩვენი საკუთარი თავი.“(მამარდაშვილი 2018,421)

მოაზროვნე ნაშრომს იწყებს ცოდვის კონცეპტის განსაზღვრით. მისი ერთგვარი


მიზანიც იყო საზოგადოებაში რელიგიური კულტურის გაღვიძება. იგი განიხილავს
პავლე მოციქულის „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“. „მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ
ცოდვა,რომელიც ჩემშია.“ (მამარდაშვილი 2018,421) აქედან გამომდინარეობს ის,რომ
თავად ადამიანში არსებობს საკუთარი და ცოდვის ხმა.ავტორის თქმით.რთულია ამ ორი
ხმის ერთმანეთისგან გარჩევა.ცოდვის ხმა გვაწოდებს იმ ფიქრებს,რითაც საკუთარ
კომფორტს შევქმნით და ამგვარი მდგომარეობით პიროვნებას არ ძალუძს კარგი საქმის
ჩადენა,ის ხშირად იძულებულია გააკეთოს ის,რაც მას სურს ან პირიქით არ სურს.
პოსტტოტალიტარული სახელმწიფოს მიზანი სწორედაც რომ ისეთი იდეების
გავრცელება იყო ,რომელიც საზოგადოებაზე მოახდენდა ზეგავლენას და აიძულებდა
მათ ეფიქრათ,ემოქმედათ იმ კონკრეტული გზებით,რომელიც თავად სისტემისთვის იყო
ხელსაყრელი.ცოდვის ხმა ისაა,როდესაც ქმედებები აზრებს არ შეესაბამება. ბუნებრივია,
ეს დამღუპველია ადამიანისათვის და შემდგომ ქვეყნისათვის,ამიტომაც ჩვენმა
ქმედებებმა უნდა გაკვალოს გზა სიმართლისკენ და სამართლიანობისკენ. „რაღაცას რომ
ვაკეთებთ, კი არ უნდა ავირეკლოთ ის,რასაც ვხედავთ,არამედ ის,რასაც
ვხედავთ,პირველად ამ კეთების მეშვეობით უნდა დავინახოთ.“ (მამარდაშვილი
2018,422) ავტორს ასევე შემოაქვს სიკეთის ცნება,რაც ცოდვის საპირისპირო მხარედაა
განხილული.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანის ბუნებაში არ არსებობს სიკეთის კეთების სურვილი, მაშინ


მის მონდომებას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანში არსებული ცოდვა ყოველთვის
საპირისპიროსკენაა მიმართული.ცოდვა არ არის მხოლოდ რელიგიური თემის
ნაწილი,არამედ ეს არის საბჭოურ საქართველოში დამკვიდრებული მექანიზმი.ეს
მექანიზმი განსაზღვრავს ადამიანთა ერთობის,ერის ჩამოყალიბებას. მამარდაშვილი
ამბობს,რომ ქართველების გადარჩენა განაპირობა იმ ფაქტმა,რომ ჩვენ საბჭოური
ცხოვრების წესი საკმაოდ ადვილად გავითავისეთ,ვინაიდან „ინდივიდუალური
გადარჩენის მიზანი გვამოძრავებდა.“(მამარდაშვილი2018,422) რეალობიდან
გამომდინარე,საზოგადოება მოქმედებდა ისე,როგორც მათ ღირსებას შეესაბამებოდა,
ამიტომაც ძირითადად ქართველები ოპოზიციონერნი არიან.მათში თავისთავად სუფევს
სითბო და ურთიერთგაგება,რაც საშულაებას არ აძლევს კანონისამებრ მოქცევისა.

საბჭოთა სისტემის დროს ხალხისთვის „ურთიერთგაგება“ უმთავრესი იყო და სწორედ


ურთიერთგაგებას მიიჩნევს ავტორი აზროვნებისა და ჭეშმარიტების
მტრად.მაგალითი,რომელიც თვალსაჩინოებისთვის მოჰყავს ავტორს,შემდეგია:იმ
შემთხვევაში თუ ადამიანი საბჭოთა კავშირის დროს,ოჯახის კეთილდღეობის გამო
ქურდობას ჩაიდენდა, სხვა ადამიანები მას არ გააკრიტიკებდნენ,ვინაიდან ეს ქმედება
მიმართული იყო ცოლ-შვილის გადასარჩენად. მეორე მაგალითისთვის:როცა
ახალგაზრდა ბიჭი სჩადის მკვლელობას,ბუნებრივია,მამობრივი სიყვარულიდან
გამომდინარე,მშობელი ხელს დააფარებს დანაშაულს და აარიდებს შვილს ციხეს.ამგვარ
ნათესაობრივ ურთიერთობებში კიდევ უფრო რთულია რაიმე გადაწყვეტილების
მიღება,რადგან ურთიერთობიდან გამომდინარე,როცა ადამიანი გიყვარს, ე.ი არსებობს
რაღაც ნაპერწკალი.ამ დროს სუფევს გაურკვევლობა.თუ რა არის მართებული და რა არის
მცდარი. „ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს ნაპერწკალი ეწინააღმდეგება შენს სხეულს,ანუ
შენს ურთიერთობებს, სიყვარულს,გაგებას,ხათრიანობას და ა.შ. საბოლოოდ აკეთებ
იმას,რაც გძულს, ე.ი რაც იცი,რომ ბოროტებაა.“(მამარდაშვილი 2018,422) საქმე გვაქვს
პარადოქსთან:რაც გვსურს იმას არ ვაკეთებთ,სამაგიეროდ ვაკეთებთ იმას,რაც
სინამდვილეში არ გვსურს.იმ დროს,როცა ახლობლური და მეგობრული კავშირი
გადაწონის ზნეობრივ საკითხებს, სწორედ ამ დროს მოქმედებს ცოდვა ინდივიდში და ამ
ცოდვითვე არის ნაკარნახევი არასწორი ქმედება. უნდა ითქვას ისიც, რომ ავტორი
არათუ გმობს, არამედ ამართლებს ადამიანის უკანონოდ გახდომას, რადგან უკანონო
მოქმედება არის საბჭოურ დროში გადარჩენის გზა. „რაკი ოკახი მაქვს სარჩენი,
უკანონობის ტრიალი ჩემ გარშემო ჩემსავ გადასარჩენად უნდა გამოვიყენო. მაშასადამე,
უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ხერხი დამრჩენია: მეც უკანონო უნდა
გავხდე.“ (მამარდაშვილი 2018,423) მერაბ მამარდაშვილის აზრიტ,ცოდვისგან არიდების
გზა არის აზროვნების პროცესი, რომ აზროვნებაა სულიერი ცხოვრების არსი. გონებაზეა
დამოკიდებული ყველა ის პროცესი, რაც მიგვიყვანს კარგის და ცუდის, სწორის და
არასწორის გარჩევამდე. მახსენდება რენე დეკარტის ფილოსოფიური
მტკიცება:“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“,რაც მიუთითებს აზროვნების აქტის დროს
სუბიექტის თვითაღმოჩენის პროცესზე.ქართველ ფილოსოფოსს,რა თქმა უნდა, გული
შესტკიოდა აწმყოზე და ფიქრობდა მომავლზე.სწორედ იმ სიყვარულმა და მოვალეობის
გრძნობამ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზები.საბოლოოდ კი შემიძლია ვთქვა,რომ ამ
ლექციებით ავტორის მიზანი არის ხალხს დაანახოს რეალობა და უბიძგოს მათ
წინსვლისკენ. ერის ჩამოყალიბება კი მოხდება მაშინ, როცა ყველა ჩახედავს რეალობას
თვალებში და მოსახლეობა დაიბრუნებს ინდივიდუალიზმს.
ბიბლიოგრაფია

მამარდაშვილი ,მერაბ. „საუბრები ფილოსოფიაზე“,წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში II . 421-427. თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.

You might also like