You are on page 1of 2

მარიამ ღლიღვაშვილი: ჯგუფი 1

შუალედური N1

საკითხი I
ადამიანის უნივერსალური უფლებები, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში
განსხვავებული იყო და აქამდე მოვიდა, საკმაოდ მრავალმხრივია. როგორც ვიცით
ადამიანი დაბადებიდანვე თავისუფალია, ადამიანის უფლებები მოიცავს უფლებებს
სიცოცხლესა და თავისუფლებაზე, მონობისა და წამებისგან თავისუფლებას,
გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მუშაობისა და განათლების უფლებას, და
მრავალ სხვას. მნიშვნელოვანია რომ ადამიანს თანამედროვე სამყაროში აქვს
ქონებრივი უფლებები, რომელიც მაგალითად ქალების შემთხვევაში ხშირად
ირღვევა. ქალები იმიტომ ვახსენე, რომ
სწორედ მათ შემთხვევაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონებრივ უფლებებს,
მაგალითად იმისთვის, რომ სხვა მნიშვნელოვანი უფლებები არ დაირღვეს და ქალი
არ გახდეს ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი.
პირობითად შეგვიძლია მაგალითი მოვიყვანოთ, ქალის რომელსაც საკუთარ ძმასთან
ერთად მემკვიდრეობით ეკუთვნის სახლი და მას შეუძლია რეალურად გამოიყენოს
სახლის ის წილი რომელიც მისია, მაგალითად უნდა რომ გაშორდეს მეუღლეს
რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აყენებს მას. კი, უფლებრივად და
მემკვიდრეობით ეკუთვნის ქალს სახლი თუმცა, მას არ შეუძლია ამ უფლების
გამოყენება, ვინაიდან მორალურ და არანაირ სტანდარტებში არ ჯდება, ის რომ ქალს
გააჩნდეს ქონება გათხოვების შემდეგ. რეალურად კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ
ქონებრივ უფლებას, რომ არ დაირღვეს ის უფლებები რომელიც ქალს ზიანს მოუტანს.
პირობითად ქალს და არა მხოლოდ 

საკითხი II

ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ქალები მუდმივად კულტურული


ნორმების წნეხის ქვეშ იმყოფებიან, რაც ძალიან სამწუხაროა ფაქტია
თანამედროვეობაში განსაკუთრებით. მოცემულმა ქეისმა, გამოკვეთა ის
კუნტურული ნორმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სტერეოტიპს თუ
სტიგმას. 1. ქალი რომ გათხოვდება, ის უკვე ჩაბარებულია „პატრონს”
შესაბამისად მას აქვს სახლი.( მეუღლის) 2. გოგო როდესაც არის შვილი
კულტურული ნორმაა ის რომ მის ძმას არ ჩაუსახლდეს რადგან პირობითად
ისედაც ვიწროდ ცხოვრობს მისი ძმა, სწორედ იმ სახლში სადაც რეალური
წილი ეკუთვნის ქალს. 3.კულტურული ნორმაა ისიც,რომ ასეთ შმეთხვევაშიც
ქალი უკან არ დაბრუნდეს და მთავარია შეინარჩუნოს ოჯახი. ვინაიდან ესაა
ქალისთვის მთავარი ღირსება,შესაბამისად ეს ნორმაც განაპირობებს იმას რომ
ქალი ძალიან რთულ სიტუაციაში ვარდება. როგორც ქეისშია ნახსენები მას
მეუღლესთან ყავს შვილი გოგონა, მიუხედავად იმისა,რომ
ხელი აქვს წყვილს მოწერილი, თუ მამობა აღიარებულია შვილი კანონიერი
მემკვიდრეა მამის ქონებისა. თუმცა ამ შემთხვევაში ქალს შეეძლო მოეთხოვა
ალიმენტი მამისგან რომელიც მისი შვილის საჭიროებებს
უზრუნველჰყოფდა.ასევე საკუთარი ოჯახიდან შეეძლო მემკვიდრეობის
მოთხოვნა და უძრავი ქონების გამოყენება რაც რეალურად ეკუთვნოდა მასაც,
როგორც მის ძმას და ამგვარად დაეცვა თავი. კანონის თანახმად ქალის
ქონებრივი უფლება დაირღვა საკუთარი ოჯახის მხრიდან. ასევე დაირღვა
ბავშვის უფლება, რომ ის ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

საკითხი III
ამ ქეისშიხ მსგავსი ტიპის უფლება დარღვევებს ვხდებით რაც ზემოთ ვახსენე.
თუმცა აქ უფრო მკაფიოდაა დარღვეული გოგონას მორალური მდგომაორება.
რაც უბრალოდ ადამიანური ჭრილიდანაა მიუღებელი. რადგან სამწუხაროდ
კანონი ჯერ კიდევ ვერ რეაგირებს სწრორად ძალადობაზე. აქაც იკვეთება
კულტურული ნორმატიულობის აბსურდულობა, რომ ბიჭი შვილი რამე
განსაკუთრებულია… გოგონა ახსენებს რომ ახალგაზრდა წყვილის შვილია,
ოჯახი საკმაოდ უბედურია, შესაძლოა მისი მშობლებლების არასწორი
ნაბიჯების გამო. (ნაადრევი ქორწინება).სამწუხაროდ გოგონაც ნაადრევად
ქმნის ოჯახს, ამისგან თავის დასაღწევად თუმცა, მეუღლეც მოძალადეა და
სწორედ მასთან დაშორების შემდეგ იწყება უდიდესი სირთულე, ისევ
კულტურული ნორმები და ისევ გოგო შვილის მიწასთან სწორება იმის გამო
რომ მის ძმას თავზე არ უნდა დააჯდეს. ვფიქრობ გოგოს რომ დაეცვა კანონით
თავი უმჯობესი იქნებოდა პირველ რიგში იქიდან როდესაც მამამისი
ძალადობდა მათზე, შემდეგ მეუღლე და სამართლებრივად მოეთხოვა, გაეყო
წილი მემკვიდრეობიდან. სამწუხაროდ კულტურული ნორმები ისეთი მძიმე
სატარებელია , რომ ქალები კანონით ბრძოლასაც ერიდებიან, ამიტომაც ვართ
და ვიქნებით კიდევ დიდხანს ის ადამიანები ვინც მუდმივად ძალადობის და
უსამართლობის მსხვერპლი იქნება.იქამდე სანამ არ ვისწავლით ნამდვილად
ბრძოლას საკუთარი უფლებისთვის. საკუთარი დამოუკიდებლობისა და ასევე
ბედნიერებისთვის.

You might also like