You are on page 1of 3

ბავშვთა უფლებების დაცვა

კოდექსის თანახმად ბავშვს აქვს უფლება:

 სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება;


 მოქალაქეობის უფლება;
 ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლება;
 დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის
უფლება;
 ოჯახში აღზრდის და მშობლებთან კონტაქტის უფლება (მათთან
განშორების შემთხვევაში); 
 საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება;
 ინფორმაციის მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლება;
 აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
 გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
 ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების
უფლება;
 განათლების უფლება;
 ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური
განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონის უფლება;
 სოციალური უზრუნველყოფის უფლება;
 დასვენებისა და თავისუფალი დროის უფლება

 როგორ შეიძლება დაირღვეს ბავშვის


უფლებები?
ბავშვთა უფლებები მრავალმხრივი გზით შეიძლება დაირღვეს, მაგალითად
შეიჭრა ბავშვის პირად სივრცეში მისი თანხმობის გარეშე, გამოაქვეყნო მისი
პირადი ცხოვრების შემცველი კადრები მისი ნების გარეშე, დაემუქრო,
აიძულო რაიმის გაკეთება, და ა.შ
 სად შეიძლება დაირღვეს ბავშვის უფლებები?
ბავშვის უფლებები შეძლება დაირღვეს სკოლაში, ოჯახში
ან თუნდაც სოციუმში.
 როგორ შეიძლება დაირღვეს ბავშვის უფლებები ოჯახში?
მშობლებმა ან ოჯახის წევრებმა შეიძლება დაარღვიონ ბავშვთა უფლებები
მაგალითად: მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის
მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს
უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან
რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა)

 როგორ შეიძლება დაირღვეს სკოლაში?


ჩვენ გვაქვს უფლება, ვიაროთ სკოლაში და ვისწავლოთ და მივიღოთ
განათლება მაგრამ ჩვენი უფლებები შეიძლება დაირღვეს სკოლაში
მოსწავლეებიის ან მასწავლებლების მიერ, მაგალითად გამოხატო რაიმე აზრი
და ამის გამო გახდე დაცინვის მსხვერპლი, აბუჩად აგდების, ბულინგის.
გქქონდეს სხვა შეხედულებები და მოსაზრებები და ბავშვებმა დაგამცირონ,
როგორც ბავშვებმა ისევე მასწავლებლებმაც დაარღვიონს ბავშვის უფლებები
იყოს კლასში მოსწავლე რომელიც არ სწავლობს გააცდინა და არ ცდილობ
გაუგო უბრალოდ ეჩხუბები, ის დამცირებულად გრძნობს თავს რადგან
მოსწავლე რომელიც სწავლობს მანაც გააცდინა და ხმასაც არ იღებს, შეიძლება
დაირღვეს ჩაცმულობის გამო რადგან მას არ აქვს საშუალება სხვა ტანსაცმელი
იყიდოს და ა.შ ამ დროს ირღვევა ბავშვთა უფლებები. იმისათვის რომ
შევამციროთ ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკი, მასწავლებლებმა
დაარიგონ ბავშვებს, ჩატარდეს დისკუსიები, ბავშვებმა მიიღონ
არაფორმალური განათლება, შეიქმნას კეთილგანწობილი გარემო სადაც
ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს პრობლემებს და ვიფიქრებთ მის გადაჭრის
გზებზე.

 როგორ შეძლება დაირღვეს საზოგადოებაში?


საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები შეიძლება დაირღვეს რასის,
ეთნიკური კუთვნილების და რელიგიის განსხვავებული
აზროვნების გამო სტილის, თმის ფერის, და ა.შ ეს ყველაფერი არ
შეიძლება რადგან ყველა ბავშვს აქვს შეხედულებების გამოხატვის
უფლება, ამიტომაც არუნდა დავამციროთ ამის გამო რადგან
შეიძლება ის ადამიანი ჩაიკეტოს, ქონდეს დეპრესია, შეერყეს
ფსიქიკა და სხვა.

You might also like