You are on page 1of 5

ბარბარე ბონდარევა

განიხილეთ მერი უოლსტონკრაფტის კრიტიკა მის თანამედროვე


საზოგადოებაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით

მერი უოლსტონკრაფტი იყო ფილოსოფოსი, რომელმაც ქალთა მიმართ


დისკრიმინაციაზე ხმამაღლა საუბრით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მათი
უფლებების ჩამოყალიბებაში. მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში "ქალის
უფლებების დაცვა" საუბრობს XVIII საუკუნის ქალების მდგომარეობასა და არაერთ
პრობლემაზე. "ნაზი ქალები, პირდაპირი მნიშვნელობით, თავიანთი სხეულების
მონები არიან და ამ მონობაში ბრწყინავენ" (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 247). ამ
სიტყვებით მერი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალებს მონური ცხოვრების წესი ჰქონდათ და
ასევე იმას, რომ ქალბატონები თავიანთი სხეულის სისუსტეს სიფაქიზედ და
სილამაზედ მიიჩნევდენ, თუმცა მერი ამ სისუსტეს არასწორი აღზრდის შედეგად და
შეზღუდვად მიიჩნევს. ის წერდა,, რომ მშობლებმა "თავიანთი ქალიშვილების
სხეულის გაძლიერებაზე თუ არა, იმაზე მაინც უნდა იზრუნონ, რომ მშვენიერებისა და
ქალური სრულყოფილების მცდარი ცნებებით არ დაუსახიჩრონ მათ აღნაგობა" (მერი
უოლსტონკრაფტი 2019, 245). ის ეწინააღმდეგებოდა ჟან ჟაკ რუსოს მოსაზრებას, როცა
ამბობდა, რომ გოგონების რაციონალურად აღზრდა საჭირო არაა. მერი თვლიდა, რომ
აღზრდის არასწორი მეთოდების გამო იზრდებიან გოგონები სუსტებად და ამავე
მიზეზის შედეგია მათი ინტერესებიც. გოგო "არასოდეს დაინტერესდება თოჯინებით,
თუკი ჩაკეტილობამ მას ყველა ალტერნატივა არ წაართვა" (მერი უოლსტონკრაფტი
2019, 247). ამ სიტყვებით მერი ეთანხმება სიმონ დე ბოვუარის მოსაზრებას, რომ
"ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან" (სიმონ დე ბოვუარი 2019, 239).

XVIII საუკუნეში ქალებს არ ეძლეოდათ განათლებისა და გარეთ ყოფნისა და


თამაშის უფლება, ისინი გამოკეტილები იყვნენ სახლში მუდმივი მეთვალყურეობის
ქვეშ და მათი მზერა მუდმივად აღიქვამდა იმას, თუ როგორ ჭორაობდნენ ძიძები და
იპრანჭებოდნენ დედები. მაშინ, როდესაც ბიჭებს ჰქონდათ სრული თავისუფლება,
რათა განევითარებინათ სხეული და გონება. შესაბამისად უკვე გაზრდილები როგორც
ფიზიკურად, ისე გონებრივად დამოკიდებულნი ხდებოდნენ მამაკაცებზე (მერი
უოლსტონკრაფტი 2019, 246). ისინი ხდებოდნენ კაცის სურვილებსა და
გადაწყვეტილებებზე დაქვემდებარებულები. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ
ქალი დარჩეს მამაკაცის გარეშე. ამ დროს კი ასეთი სუსტი და გამოუცდელი
ადამიანებისთვის ღირსეულად შვილების აღზრდა და ქონების განკარგვა
წარმოუდგენელი იყო. დაქვრივებული ან მიტოვებული ქალებისათვის შვილების
პატივისცემის მოპოვებაც კი რთული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ სათანადოდ
აღზრდაზე. ეს იმიტომ, რომ მათ უნდა მოეძებნათ ქმარი, რომელიც სავარაუდოდ
მათი შვილების მთელს ქონებას მიითვისებდა ან უნდა მიემართათ
პროსტიტუციისათვის.(მერი უოლსტონკრაფტი 2019, 252). გოგონები აზროვნებაში
იმდენად იყვნენ შეზღუდულები, რომ მათ რელიგიაზე დამოუკიდებლად მსჯელობაც
კი არ შეეძლოთ. ისინი ასრულებდნენ იმ რელიგიურ რიტუალებს, რასაც მათი
მშობლები. (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 253).

მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში ასევე აღწერს ქალების კიდევ ერთ


უუფლებობას მამაკაცებთან შედარებით. ეს არის მემკვიდრეობის უფლება. ქალებს არ
გადაეცემოდათ მშობლების ქონების არავითარი ნაწილი. შესაბამისად მშობლების
გარეშე დარჩენილი გასათხოვარი ქალის ცხოვრება დამოკიდებული იყო ძმის
გულკეთილებაზე. თუ ქალს გაუმართლებდა ძმა მას მისცემდა კუთვნილ უფლებებს.
მაგრამ მერი ასახელებს ვითარებას, როდესაც ძმას მოჰყავს ცოლი, რომელსაც აღზრდის
მეთოდების გამო არა მხოლოდ გონება, არამედ ჰუმანურობის შეგრძნებაც
შეზღუდული აქვს. ამ დროს ქალები დარდობენ იმაზე, რომ ქმრის დაზე იფლანგება
მათი შვილების ქონება ( მერი უოლსტონკრაფტი 2019, 263-264). ამ ყველაფრის
მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალის აღზრდის მეთოდები შემდეგში მის
ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას. მერის თავის ნაშრომში მოჰყავს მაგალითი, რომ
ქალები, რომებსაც ქმრისგან მინიჭებული აქვთ უფლება მართონ მოახლეები, ზედმეტს
მოითხოვენ მათგან. ასევე განიხილავს ამ ქალების ურთერთობას შვილებთან. "ასეთი
ქალი შვილების მიმართ ყურადღებას, როგორც წესი, მხოლოდ მათი ძვირფასად
გამოწყობის მიზნით იჩენს; ასეთი ყურადღება კი ერთნაირად მავნებელია იმის
მიუხედავად, ამაოებისგან წარმოდგება ის თუ სიყვარულისგან..." (მერი
უოლსტონკრაფტი 2019, 265). მერი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მამაკაცები ქალებზე
უპირატესობის მოპოვებას მაშინაც კი ცდილობენ, როდესაც ეხმარებიან ისეთ მარტივ
რაღაცებში, რისი გაკეთებაც თავად შეუძლიათ "თუ ხელს ოდნავ გაანძრევენ" (მერი
უოლსტონკრაფტი 2019, 258). ის ასახელებს ასევე იმას, რომ ხალხი განასხვავებს
ქალისა და მამაკაცის სრულყოფის ასაკებს მაშინ, როდესაც ქალისა და მამაკაცის
გარეგნული სრულყოფა მიიღწევა 20 წლის ასაკში, ხოლო გონებრივი 30 წლის ასაკში.
საზოგადოებაში კი ეს აზრი იმიტომაა, რომ ისინი ქალებში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ
გარეგნობას, ხოლო კაცებში გონებას. "ჩემი მხედველობით, ისინი მცდარ საფუძველზე
ამყარებენ თავიანთ არგუმენტებს" (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 266). ეს ყველაფერი
არის " ვითომდა ბუნებიდან გამოყვანილი და ამდენად გონივრულობის პრეტენზიით
წამოყენებული, არგუმენტი, რომელთაც მამაკაცები იყენებდნენ ქალთა სქესის
მორალურად და ფიზიკურად დასამდაბლებლად." (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 266).

მერი გულისტკივილით საუბრობს იმაზე, რომ მამაკაცებს მიაჩნიათ ქალები


გაჩდნენ მათთვის სიამოვნების მისანიჭებლად, "რომ ისინი შექმნილნი არიან
გრძნობისა და არა აზროვნებისათვის, და რომ მთელი თავიანთი ძალა მათ თავიანთი
მომხიბვლელობით და სისუსტიტ უნდა მოიპოვონ: ნაკლით მშვენიერი და
მომხიბვლელად სუსტი" (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 260). ამ მიზეზების გამოა, რომ
ქალები და კაცები სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ ქორწინებას. მამაკაცები
თითქმის უმნიშვნელოდაც კი აღიქვამენ ამას მაშინ, როდესაც ქალბატონებს "სხვა
არავითარი გეგმა არ გააჩნიათ" (მერი უოლსტონკრაფტი 2019, 259).
მერი მიიჩნევს, რომ ქალი არის ადამიანი, ხოლო ადამიანში უმთავრესი არა
გარეგნობა, არამედ გონებაა. თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს განივითაროს
გონება, რადგანაც სწორედ ის წარმოადგენს ღვთიურს ჩვენში. "ადამიანებში გონებაა
ის, რაც მათში ღვტაებრივია; შესაბამისად, გონების განვითარება და გამოყენებაა
ამქვრყნიურ ცხოვრებაში ადამიანის ნამდვილი დანიშნულება - და ეს ერთნაირად
ეხება ქალებსაც და კაცებსაც" (მერი უოლსტონკრაფტი 2019,236). ამიტომაც ამბობს,
რომ ქალებისათვის განათლების მიღება აუცილებელია. მათ უნდა შეეძლოთ სწორი
გადაწყვეტილებების მიღება და მათში ღვთიურის განვითარება.

მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში აკრიტიკებს ყველა ამ განსხვავებას


ქალისა და მამაკაცის მიმართ, და მიაჩნია, რომ აღზრდის მეთოდები და საზოგადოების
მიერ ქალთა უფლებების შეზღუდვა ბუნებრივთან ერთად ქმნის ხელოვნურ
განსხვავებასაც მათ შორის.( მერი უოლსტონკრაფტი 2019, 245). რაც, რა თქმა უნდა,
არასწორია და უნდა გამოსწორდეს საზოგადოების მიერ. მათ უნდა დაინახონ რომ
ქალებს უფრო დიდი მისია აქვთ, ვიდრე უბრალოდ სიამოვნების მინიჭება.

Მერი უოლსტონკრაფტი. ‘’ქალის უფლებების დაცვა’’. Წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში I, 245-247 239 252 253 263-266 258-260 236.

You might also like