You are on page 1of 3

ჯგუფი: 36-1 სტუდენტი: დეა ბურჯანაძე

1. მერი უოლსტონკრაფტი, ინგლისელი ფილოსოფოსი, გვესაუბრება ქალთა


უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. მის ნაშრომში ,,ქალის უფლებების
დაცვა“ დიდი ადგილი უჭირავს ქალთა აღზრდასა და განათლების საკითხებს.
იგი გვიზიარებს აღზრდის მეთოდებს და უპირისპირდება ჟან-ჟაკ რუსოს
მოსაზრებას იგივე თემაზე. უოლსტონკრაფტს მიაჩნია, რომ ღმერთმა ქალსაც
და მამაკაცსაც თანაბარი უფლებები მიანიჭა და ორივე სქესის
წარმომადგენელი თანასწორია. საუკუნეების წინ გაბატონებული იყო ის აზრი,
რომ მამაკაცები მეტად განვითარებულნი და შეუზღუდავი შესაძლებლობების
მქონენი არიან, ვიდრე ქალები და ამით კაცები უპირატესობას განიცდიან. რაც
შეეხება ჟან-ჟაკ რუსოს, მას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია გოგონებისა და
ბიჭებისთვის შესაფერისი განათლება, მათი აღზრდის მეთოდები და თავის
ნაშრომში ,,ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ აყალიბებს შემდეგ აზრს, რომ
ბიჭებისთვის აუცილებელია თავისუფლების მინიჭება ადრეული ასაკიდანვე
და მათში აზროვნების უნარის განვითარება. ასევე გვირჩევს მათი ბუნებრივი
ცნობისმოყვარეობის წახალისებასა და სასწავლო მასალის შესაბამისად
შერჩევას. უფროს ასაკში კი მეცნიერებისა და ,,ზოგადი იდეების“ სწავლებას. ეს
მიაჩნია რუსოს ბიჭების აღზრდის საუკეთესო მეთოდად. ხოლო გოგონების
შემთხვევაში იგი განსხვავებულად ფიქრობს. მისი აზრით, ქალების
აღზრდისას მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს მათი მოსიყვარულე,
ერთგულ ცოლებად და დედებად ჩამოყალიბებისაკენ. ასე რომ გოგონებისთვის
რაციონალურობის განვითარებას, განათლებასა და მეცნიერების სწავლებას
საჭიროდ არ თვლის, იგი ზედმეტადაც კი მიაჩნია. რუსო წერს: ,,სწორმა
აღზრდამ ქალში მისი მგრძნობიარე, სენტიმენტალური ბუნება უნდა
განავითაროს“. მისი შეხედულების თანახმად, მთავარია ქალები კარგ
მეუღლეებად და მშობლებად ჩამოყალიბდნენ. უოლსტონკარფტი იზიარებს
რუსოსეულ განათლების თეორიას, თუმცა მისთვის მიუღებელია რუსოს აზრი
გოგონების სპეციალური აღზრდის შესახებ. მერი ამტკიცებს, რომ ისევე
როგორც ბიჭებს, გოგონებსაც სჭირდებათ ადრეულ ასაკში ლაღად სირბილი,
ფიზიკურად განმავითარებელი და სახალისო თამაშები. მისი რწმენით,
ნებისმიერი გონიერი ადამიანის აღზრდის მიზანი გონების განვითარება უნდა
იყოს. აუცილებელია ყველა საჭირო პირობის შექმნა, რათა ბავშვებმა
ბავშვობიდანვე გაიგონ რა არის თავისუფლება, განათლება. აღზრდის
მეთოდები არ უნდა იყოს მიმართული პიროვნების უფლებებისა და მისი
ინტერესების შეზღუდვისკენ, არამედ მიმართული უნდა იყოს ცნობიერების
ამაღლებისკენ და არცერთი აღზრდის მეთოდი არ უნდა თრგუნავდეს იმ
უნარის განვითარებას, რომელსაც განათლება ჰქვია. მერი აჟღერებს
მნიშვნელოვან აზრს: ,,სულს, გონებას და ზნეობას სქესი არ აქვს“. ყველა
ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი. მერი უოლსტონკრაფტი
ამბობს, რომ ბუნებითი თვალსაზრისით მდედრობითი და მამრობითი სქესის
წარმომადგენლები გონებრივი შესაძლებლობებით არ განსხვავდებიან.
როგორც მაღლა აღვნიშნე, ღმერთმა ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბარი
შესაძლებლობები და უფლებები უბოძა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
იმას, თუ როგორ გამოიყენებ და განავითარებ ამ სიკეთეებს. ამიტომ
აუცილებელია თითოეულ ადამიანს, განურჩევლად სქესისა მივცეთ
თავისუფლება და უფლება იმისა, რომ სრულყონ მათი პიროვნება.

2. ადამ სმითის თქმით შრომის დანაწილება აადვილებს და აჩქარებს წარმოების


პროცესს. ამ პროცესს იგი სამ მნიშვნელოვან ეტაპად ჰყოფს. პირველ რიგში
ყურადღებას ვაქცევთ ხელმარჯვე ოსტატებს რაც სწორედ რომ შრომის
დანაწილების დროს ხდება თვალსაჩინო. ეს წინაპირობაა იმისა, რომ
ხელმარჯვეობის განვითარება ადიდებს ნაწარმის რაოდენობას და შრომის
დანაწილებას, რადგანაც მას თითოეული მომუშავის საქმიანობა მარტივ
ოპერაციაზე დაჰყავს. მეორე არის სარგებელი, რომელიც მიიღება იმ დროის
დაზოგვით, რომელიც ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლის დროს
იკარგება. როცა ორი სხვადასხვა სამუშაო შესაძლებელია ერთსა და იმავე
ადგილას შესრულდეს, დაკარგული დრო, რა თქმა უნდა, გაცილებით
ნაკლებია. საქმის დანაწილებას მივყავართ წარმოების ხარისხთან რაც
გამოიხატება იმაში, რომ თუ სხვადასხვა საქმეს ერთი ადამიანი აკეთებს,
ნაწარმიც უფრო ხარისხიანია, რადგან ამ დროს მომუშავე პირი უფრო
კონცენტრირებულია იმ ერთ კონკრეტულ საქმეზე/პროცესზე. მესამე, რაც
კიდევ უფრო ამარტივებს და ამოკლებს დანაწილებულ სამუშაო პროცესს, არის
იმ გამოგონებული მანქანებისა თუ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც
დიდი ალბათობით ასეთი დანაწილებული შრომის შედეგად მივიღეთ.
როგორც წინათ აღვნიშნე, აქაც განვმეორდები, რომ როდესაც თითოეული
მომუშავის ყურადღება ერთ მარტივ საგანზეა მიპყრობილი, ამ დროს იგი
უფრო ადვილ და სწრაფ მეთოდებს აღმოაჩენს თავისი სამუშაოს
შესასრულებლად. სწორედ ეს არის ამ მანქანების შექმნის მიზეზიც, რომელიც
ორმაგად ხარისხიან და რაოდენობრივად უფრო მეტ პროდუქტს აწარმოებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან დანაწილებული შრომის შესახებ ვასკვნით,
რომ „ის რაც საზოგადოების ველურ მდგომარეობაში ერთი ადამიანის
სამუშაოს შეადგენს, განვითარებულ საზოგადოებაში სრულდება რამდენიმე
ადამიანის მიერ.“1 ადამ სმითი რამდენჯერმე ახსენებს „უხილავ ხელს“,
რომელიც წარმოადგენს ფასის მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ბაზრები
საერთო წონასწორობაში მოდიან და ეკონომიკას ისე წარმართავს, რომ ხალხთა
სიმდიდრეს ზრდის. მაგალითად, ვაჭრობისას გამყიდველი და კლიენტი
აწარმოებენ ე.წ მოლაპარაკებას, ანუ გაცვლა-გამოცვლას, იმ პირობით რომ
ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. სწორედ ეს აყალიბებს წონასწორობას
ბაზარზე, თუმცაღა აუცილებელია საბაზრო საქმიანობის კონკურენტულ
ბაზრებზე წარმართვა. „უხილავი ხელი“ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს
აწარმოებს, რომლის შედეგებიც შემდგომ წინასწარ განუსაზღვრელად ხელს
უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას.

1
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2019. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში .
ციტატის ავტორი - ადამ სმითი.

You might also like