You are on page 1of 4

ნიკა მინაშვილი

XVIII საუკუნის ბრიტანეთში, როდესაც მერი უოლსტონკრაფტი მოღვაწეობდა, ქალის


განათლებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მინიჭებული. აქედან გამომდინარე,
განათლებული ქალი იშვიათობას წარმოადგენდა. ძირითადად, ქალები თავის
მოვლით იყვნენ დაკავებულები და განათლების მიღებაზე თავადაც არ ფიქრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ განათლების მიღების საშუალება მხოლოდ მაღალი ფენის
წარმომადგენლებს ჰქონდათ. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი სრულფასოვან ცხოვრებას
ეწეოდნენ: იღებდნენ განათლებას, ჰქონდათ სამუშაო და ხანდახან მეგობრებთან
ერთად განტვირთვის უფლებასაც აძლევდნენ საკუთარ თავებს. ქალბატონებს
გენდერული თანასწორობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ, ხოლო
მამაკაცები ყოველივე ამას სკეპტიკურად უყურებდნენ. მერი უოლსტონკრაფტი ერთ-
ერთი იყო, რომელმაც ღიად დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა ქალთა უფლებებთან
დაკავშირებით. იგი ფიქრობდა, რომ ქალებს კაცებთან გათანაბრებული უფლებები
უნდა ჰქონოდათ, ე.ი შესძლებოდათ განათლების მიღება და შესაბამისად სამუშაოს
დაწყება, რადგან შვილები სწორად აღეზარდათ. ამასთან, იგი განიხილავდა
შემთხვევას, როდესაც ქალი ქვრივდება და იმავე მიზეზით ვერ ახერხებ ოჯახის
მართვას. ავტორი ფიქრობს, რომ ადამიანად აღიარებისთვის აუცილებელია
განვითარებული გონება, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ ქალებს იმ დროინდელ
ბრიტანეთში, რაზეც მერი პროტესტს გამოთქვამდა: „ადამიანში ყველაზე ღირებული
მხარე მისი გონებაა (ესაა ადამიანში ღვთაებრივი) და მას ემყარება ყველა ადამიანური
სათნოება; სწორედ გონების განვითარებაა ადამიანის ცხოვრების საზრისი და
დანიშნულება“ (მერი უოლსტონკრაფტი, გვ. 238) უოლსტონკრაფტი ასევე საუბრობს
ქალის თვისებებზე, რომელიც მაშინ იყო სტერეოტიპად ჩამოყალიბებული.
ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ქალისა და მამაკაცის თვისებები მათი სექსიდან
მომდინარეობდა, ხოლო ავტორი ეწინააღმდეგება შესაძლებლობების
დიფერენციაციას განსხვავებული სექსის გამო. ეს გულისხმობს, რომ ორივე მათგანს
თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარების უფლება. იმ დროინდელ ბრიტანეთში ქალებს
აფასებდნენ მხოლოდ ფიზიკური მომხიბვლელობით, არ ინტერესდებოდნენ მისი
განათლებით, ამიტომ მათ არანაირი წვლილი არ მიუძღოდათ სახელწმიფოს
განვითარებაში. აქედან გამომდინარე, მათი არსებობდა დედამიწაზე უკვალოდ
ქრებოდა. ამასთან, მერი ამტკიცებს, რომ მამაკაცები და ქალები თანაბრად აღწევენ
სიმწიფის ასაკს, ხოლო მაშინდელ საზოგადოებას სჯეროდა, რომ მამაკაცები მეტად
ადრე ყალიბდებოდნენ. ავტორი უპირისპირდება მათ და ამბობს, რომ არანაირი
კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ იგი თავის მოსაზრებას აფიქსირებს. ეს
შეხედულებები მომდინარეობს ადამიანთა შეფასების კრიტერიუმებიდან სხვადასხვა
სქესის მიმართ, ხოლო თუ ჩვენ მათ ერთ დონეზე განვიხილავთ, მაშინ დავინახავთ,
რომ თანაბარი ტემპით ვითარდებიან. უოლსტონკრაფტის მსჯელობის მიხედვით,
მთავარია ქალი და მამაკაცი ერთნაირი კრიტერიუმებით შევაფასოთ, ვინაიდან
ადამიანში უმთავრესი არის გონება, ხოლო თუ ჩვენ ქალში მხოლოდ გარეგნულ
თვისებებს დავინახავთ და არ წარმოვაჩენთ მის გონებრივ შესაძლებლობებს,
შესაბამისად ის ადამიანად არ იქნება აღიარებული და ლოგიკურად ასე არ არის:
„ქალად არ იბადებიან, ქალად იქცევიან“ (მერი უოლსტონკრაფტი, გვ 239) ჟან ჟაკ რუსოს
პედაგოგიურ რომანში აღწერილია ვაჟებისა და გოგონების აღზრდა-განვითარება. მისი
გადმოცემით, ბიჭები მეტად აქტიურ და გონების განმავითარებელ ცხოვრებას უნდა
ეწეოდნენ, ხოლო გოგონებისთვის მეცნიერებისა და „ზოგადი იდეების“ სწავლება დიდ
მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მათი დანიშნულება მხოლოდ კარგი
ცოლობა და დედობა იყო. მიუხედავად იმისა მერი უოლსტონკრაფტისთვის
ავტორიტეტი იყო ჟან ჟაკ რუსო, სწორედ, გოგონების სპეციალური აღზრდის
მეთოდებს არ ეთანხმება იგი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ მათაც ანალოგიურად
სჭირდებოდათ გონების განვითარება ადამიანად აღიარებისთვის. აქედან
გამომდინარე, აზრს მოკლებულია პლანეტაზე მყოფი ქალების გონებრივი
განვითარება, ვინაიდან ვიცით, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის ცხოვრების საზრისად
ითვლება. ამასთან, მერი აუცილებლად მიიჩნევს გოგონების ფიზიკურ
განვითარებასაც: „სულს, გონებას და ზნეობას სქესი არ აქვს“ (მერი უოლსტონკრაფტი,
გვ 238) უოლსტონკრაფტს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის განსამტკიცებლად
მოჰყავს სხვადასხვა სახის არგუმენტები. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც
ადამიანს ადამიანად აღიარებს არის გონება და, სწორედ, გონების განვითარებით
ენიჭება მნიშვნელობა მათ ცხოვრებას. მისი მტკიცებით, ქალიც გონებრივი
შესაძლებლობებით უნდა ფასდებოდეს კაცის მსგავსად, ვინაიდან რთულია გააზრება
იმისა, რომ ნახევარი სამყარო ვითარდებოდეს გონებრივად, რადგან უკვე ვიცით, რომ
ადამიანი ამ უნარის გარეშე უფუნქციოა. სწორედ, ქალებისთვის ფუნქციის მინიჭებას
და მათი სარგებლიანობის გაზრდას ცდილობდა მერი. იგი განიხილავს შემთხვევას,
როდესაც ქალი შეიძლება არ გათხოვდეს ან დაქვრივდეს, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს
საკმარისი განათლება, რომ მომზადებული იყოს მსგავს სიტუაციაში, რადგან შვილები
მის იმედზე რჩებიან. გარდა ამ შემთხვევისა, ქალი მაინც ვერ მოახერხებს დედობრივი
მოვალეობის ისე შესრულებას, რომ მისი აღსაზრდელები სრულფასოვნები იყვნენ,
რადგან მას ამისთვის აზროვნების განვითარება სჭირდება. უოლსტონკრაფტი ასევე
აუცილებლად მიიჩნევს გოგონების ფიზიკურ განვითარებას, ვინაიდან ხელს უწყობს
პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია ნაწილია. ამასთან,
იგი აპროტესტებს ადამიანთა დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რაც გულისხმობს
მათში მხოლოდ სილამაზის დანახვას, ხოლო მერი ცდილობს ქალთა გონებრივი
შესაძლებლობების განვითარებას და მათ წინა პლანზე წამოწევას. მისთვის განათლება
უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამიტომ ეწინააღმდეგება იმ დროს დამყარებულ
სტერეოტიპს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქალისა და მამაკაცის თვისებები
ბუნებრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ აზრს იგი არ იზიარებს, არამედ
კატეგორიულად ემიჯნება და ქალის შესაძლებლობებს ათანაბრებს კაცის
შესაძლებლობებთან. ამავე დროს, ავტორი ეხება მაშინ გავრცელებულ მოსაზრებას,
რომ მამაკაცები მეტად ადრე ყალიბდებიან, ვიდრე ქალები. რეალურად ამ
დამოკიდებულებას ქმნის მათი შეფასების კრიტერიუმები: „ამრიგად, ერთი და იმავე
საზომით თუ შევაფასებდით, ქალებსა და მამაკაცებს შორის ვერ დავინახავდით
განსხვავებას სიმწიფის ასაკის მიხედვით“ (მერი უოლსტონკრაფტი, გვ 240)
ბიბლიოგრაფია:

1) მერი უოლსტონკრაფტი. „ქალის უფლებების დაცვა“, შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1, მე-7 გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2019.

You might also like