You are on page 1of 1

როგორც, ჰობსი ამბობს „ლევიათანში“, რომ ადამიანი არასდროს აკეთებს ისეთ რამეს,

რისგანაც სარგებელს არ ელის, იგივე მოსაზრებას იზიარებს ადამ სმიტიც. მისი აზრით,
ადამიანს მოტივაციას, სწორედ რომ უკეთესად ცხოვრების სურვილი უჩენს.
შესაბამისად, როცა საზოგადოების თითოეული წევრი ცდილობს უკეთესი ყოფა
შეიქმნას საკუთარი თავისთვის, შესაბამისად ისადგურებს საყოველთაო
კედილდღეობაც. ამას სმიტი „ბაზრის უხილავ ხელს უწოდებს“. ბაზარს იგი
თვითრეგულირებად სისტემად მიიჩნევს, სწორედ ამიტომ მისი მსჯელობის ერთ-ერთი
მთავარი თემა არის ის, რომ სახელმწიფო არ უნდა არეგულირებდეს ბაზარს და
აძლევდეს მას სრულ თავისუფლებას. სწორედ მაქსიმალური თავისუფლების მინიჭებით
ხდება ბაზარი თვითრეგულირებადი, რომელსაც გულისხმობს თავად „უხილავი ხელის“
იდეაც. ასეთ სიტუაციაში კი რთულია მონოპოლების არსებობა.

ეკონომიკისა და ქვეყნის სიმდიდრის, დოვლათის გაზრდა სმიტის აზრით,


შეუძლებელია მაშინ, თუ მერკანტილური იდეას გავყვებით, რომელიც იმდროისთვის
საკმაოდ პოპულარული იყო ევროპაში. დოვლათს ქმნის არა რომელიმე ძვირფასი
ლითონი, არამედ საზოგადოების მიერ შექმნილი მომსახურება და საქონელი, აგრეთვე
სავაჭრო და საწარმოო უერთიერთობები. ეკონომიკის ზრდასთან არის დაკავშირებული,
აგრეთვე შრომის გადანაწილება. რაც შეეხება სახელმწიფოს, როლს ეკონომიკის
განვითარებაში, ადამ სმიტი ამბობს, რომ აქ სახელმწიფო მინიმალურად უნდა იყოს
ჩართული. ბაზარი, როდესაც იგი არის მაქსიმალურად თავისუფალი, ხდება
თვითრეგულირებადი, სწორედ ამაზე არის დამყარებული ეკონომიკური პრინციპიც,
რომ ბაზრის ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, როგორც
მარეგულირებელი ძალა, ბაზარი თავად დარეგულირდება. ერთადერთი შემთხვევა,
როდესაც სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი ძალა არის, სიტუაცია,
სადაც საზოგადოებრივ კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე.

You might also like