You are on page 1of 3

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

მარი არევაძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები: ელენე გავაშელიშვილი, თორნიკე გოგინაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ წარმომადგენელი
ფილოსოფოსი, „გზა ბატონყმობისაკენ“ ავტორი გვესაუბრება ინდივიდის თავისუფლებაზე,
სოციალიზმზე, ლიბერალიზმზე, ეკონომიკაზე და სხვა ყველა ზოგად საკაცობრიო თემებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაიეკი ახალგაზრდობაში სოციალისტის მომხრე იყო საბოლოოდ ის


სოციალისტის კრიტიკოსად ჩამოყალიბდა და შექმნა ნაშრომი, რომელშიც პირდაპირ
ეწინააღმდეგება სოციალიზმს, სოციალურ რეჟიმს გვიხატავს როგორც ერთი ადამიანის
ხელში არსებულ ძალაუფლებას. ის უპირისპირდებოდა ადამიანთა თანასწორობის
დამკვიდრებას სოციალისტური რეჟიმით. სოციალიზმი ასევე უპირისპირდება
ინდივიდუალურობას, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ის ცნებებს ლიბერალიზმს და
სოციალიზმს უპირისპირებს ერთმანეთს. ეს დაპირისპირებული ცნებები სრულიად
განსხვავდება ერთმანეთისგან. სოციალიზმისგან განხვავებით ლიბერალიზმი სრულ
თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს, ხოლო ჰაიეკი თვლის, რომ ადამიანისთვის მთავარი
სწორედ თავისუფლებაა. მან უნდა აკეთოს ის რაც მის ინტერესებშია. “ადამიანმა
თავისუფლად განავითაროს ღმერთის მიერ საკუთრივ მისთვის ბოძებული ნიჭი და
მიდრეკილებები“ (ჰაიეკი 2018,219). ავსტრიელი ეკონომისტის აზრით სოციალიზმი
ზღუდავს არამხოლოდ ინდივიდის თავისუფლებას არამედ ეკონომიკურ თავისუფლებასაც.
თუ ბაზარზე ერთადერთი დამსაქმებელი და დამკვეთი იქნება სახელმწიფო მაშინ აღარ
იქნება კონკურენცია. ადამიანებს რჩებათ მხოლოდ იმის უფლება, რომ მიიღონ ის
გადაწყვეტილებები რაც ისევ და ისევ სახელმწიფოს ინტერესებშია და სახემწიფოს აწყობს.
თუ კი ამ დროს ვინმე ოპოზიციაში ყოფნას გადაწყვეტს ეს ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს
მისთვის. საბოლოოდ მზარდი და წარმატებული ეკონომიკური ზრდისთვის პირველ რიგში
ის თავისუფლებაა საჭირო, რომელიც სოციალური წყობის დროს ადამიანებს არ გააჩნიათ.
„იმ ქვეყანაში სადაც ერთადერთი დამსაქმებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა
შიმშილით ყოფნას ნიშნავს“ (ჰაიეკი 2018,2019) ჰაიეკი კონკურენციას აუცილებლად მიიჩნევს,
რადგან თვლის, რომ სწორედ კონკურენციაა ეკონომიკური ზრდის ძალა. „ეფექტური
კონკურენციის პირობების შექმნა ცალკეული პიროვნებების ძალისხმევის ხელშეწყობის
საუკეთესო საშუალებაა“ (ჰაიეკი 2019,635) ეკონომიკური და არამხოლოდ ეკონომიკური,
ასევე პიროვნული ზრდისთვისაც ადამიანისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენტუნარიანი
გარემო. სოციალიზმისგან განსხვავებით ლიბერალიზმის პრიორიტეტი ადამიანის
თავისუფლებაა, თავისუფალი ნების არსებობისთვის კი საჭიროა გამოირიცხოს ყოველგვარი
ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, მის შეხედულებებზე ზეწოლა თუმცა ის ასევე იაზრებს
და გვიზიარებს იმ აზრს, რომ სახელმწიფოს ჩარევა საჭიროა მცირე საკითხებში, როგორიც
არის მაგალითად საარსებო მინიმუმის დაწესება და ასე შემდეგ, რადგან შემდგომ ამ
ყველაფერმა თავი არ იჩინოს. მაგრამ თუ სახელმწიფო ჩაერევა ისეთ საკითხებში სადაც მისი
ჩარევა საჭირო არარის, ეს აუცილებლად იქნება ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი,
რაც საბოლოოდ არის პროგრესზე უარის თქმა.

ჰაიეკი ასევე საუბრობს დაგეგმარებაზე და იმაზე თუ როგორ განსხვავდება სოციალიზმის


და ლიბერალიზმის მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ
საზოგადოებაში, რომელიც გეგმიურია უნდა გამოირიცხოს ლიბერალიზმი, რადგან
დაგეგვმა თავისთავად დიქტატურის წინაპირობაა. კონკურენციის საპირისპირო მხარედაც
კი ითვლება დაგეგმვა. ჰაიეკი თვლის, რომ ხელისუფლება აუცილებელია შეზღუდული
იყოს, რათა მოხდეს დიქტატურისგან თავის არიდება. შესაბამისად რაც უფრო მეტად
გეგმიურია ხელისუფლება მით უფრო მეტად არის შეზღუდული ადამიანის თავისუფლება
და თავისუფალი, საღი აზრი. რადგან საბოლოოდ ისევ იქამდე მივდივართ, რომ ასეთ
მმართველობაში ადამიანი თავისი ნებით ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს და რაღაც მხრივ
ყოველთვის შეზღუდულია. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგეგმვა მხოლოდ და
მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი და გამართლებული და ეს კონკურენციას
გამოიწვევს, რაც შემდგომში იწვევს პროგრესს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე,
თუ ადამიანების თავისუფლება ეკონომიკაში შეიზღუდება საბოლოოდ ეს მიგვიყვანს
ტოტალიტარიზამდე, რადგან მოქალაქეები გახდებიან ყველა მზრივ შეზღუდულნი, აღარ
ექნებათ საშუალება გაააკეთონ ნებისმიერი სახის არჩევანი. ასეთ რეჟიმში ცხოვრებისას კი
არათუ თავისუფალი აზრი, არამედ ადამიანებს იმის გაპროტესტებაც კი არ შეუძლიათ რაც
ასეთ პრობლემებს უქმნით. ასეთ დროს ქრება ყველაფერი თავისუფალი, საღი და ჯანსაღი.
კონკურენციის გაქრობა საბოლოოდ დეცენტრალიზაციას გამოიწვევს. საბოლოოდ კი ასეთ
დროს ქვეყანაში ცხოვრება და მიმდინარე პროცესები აღარაფრით აღარ განსხვავდება
მონობისგან.

ფრიდრიხ ჰაიეკი ამბობს, რომ სამყარო უკეთესობისკენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ


შეიცვლება, როდესაც ყველა ადამიანს შეეძლება თავისი აზრი გამოთქვას საჯაროდ.
როდესაც საკუთარი, თავისუფალი აზრის დაფიქსირებისას ადამიანს არ ექნება რაიმე სახის
შიში ან არ იგრძნობს თავს რაიმე, ნებისმიერი სახით თავს შეზღუდულად. როდესაც არ
იქნება შეზღუდვები, კანონები ან წესები, რომლებიც პიროვნების თავისუფლებას,
თავისუფალ აზრს ანდაც ამ აზრის გამოხატვის გზებს შეზღუდავს. როდესაც თავად
საზოგადოება და სოციუმი შემდგარი იქნება პიროვნებებისგან, რომლებსაც გააჩნიათ და
მუდმივად მიისწრაფიან ახალი იდეებისა, განვითარებასა და საღი აზრისკენ.

ბიბლიოგრაფია

• ჰაიეკი, ფრიდრიხ აუგუსტ ფონ. „ გზა ბატონყმობისკენ“ წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 2, 630-641. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like