You are on page 1of 9

პლატონი

ფილოსოფოსები არიან

-ისინი ვისაც სიკეთის იდეა ესმით

-მარად უცვლელისა და თვითიგივეობრივის წვდომის უნარი აქვთ

-ფილსოფოსი ქვეყნის ადათ წესებსაც უნდა იცავდეს

-ცნობილი უნდა იყოს ყოველი საგნის არსი

-პატივმოყვარენი და სწავლაზე შეყვარებულნი

-ვისაც არ შეუძლია ერთდროულად სიბრძნეც და სიცრუეც უყვარდეს

-სწავლის წყურვილი და არა დაძალებითი

-არ უნდა მიელტვოდეს ღვთაებრივსა და ადამიანურს ანუ არ უნდა იყოს სულმოკლე

-ვინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს

-უნდა იყოს ზომიერი ყველაფერში

მზის ალეგორია

სიკეთის იდეა მზის ანალოგიით შეიძლება გავიგოთ. ის, რომ მზე სინათლეს ასხივებს,
მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რაღაცის დანახვა შეგვიძლია. სინათლე რომ არა ,
შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. თანაც, მზე არა მხოლოდ ხილულობისა და ხედვის მიზეზია,
არამედ იმისაც, რომ ცოცხალი არსებები არსებობენ და ცოცხლობენ. – მზე არა მარტო
იმის უნარს ანიჭებს საგნებს, რომ მზერით აღქმულ იქნენ, არამედ კიდევაც ბადებს , ზრდის
და ასაზრდოებს მათ, თუმცა თვითონვე როდია დაბადება და ქმნადობა

ის, რაც არის მზე ხილულ სამყაროში, არის სიკეთის იდეა აზროვნებით საწვდომ
სამყაროში. მღვიმიდან ( ხილული სამყაროსდან) მაღლა ასვლა არის სულის აღმასვლა
გონით საწვდომი სამყაროს მიმართ.გონით საწვდომი სამყაროს მწვერვალი სიკეთის
იდეაა, რომელსაც გონების თვალი ძნელად გაარჩევს, თუმცა ბუნდოვნად აღქმაც კი
საკმარისია იმისთვის რომ მივხვდეთ რაოდენ დიადი, ჭეშმარიტი და მიუწვდომელი
რამაა.იგი პლატონისთვისაც ბოლომდე გაუგებარია. თუმცა გონით საწვდომ სამყაროში
უნდა ჩაწვდეს ადამიანი ყოველი საგნის არსს, მაგრამ როცა რაღაცის არსის გაგება
გვინდა მას მივყავართ იდეამდე. თუ სამართლიანოაბ გვინდა ვიცოდეთ რაარის უნდა
გავიგოთ მისი იდეა.

წრფის ალეგორია
ყველაზე მცირე-გრძნობადი საგნების ანარეკლი
გრძნობადი საგნების სფერო
მათემატიკური ობიექტები

ყველაზე დიდი- იდეები

სახელმწიფოს სათავეში:
– ვისაც იმისი ძალა შესწევს, რომ კანონებსა და ქვეყნის ადათ-წესებს იცავდნენ, სწორედ
მათ დავადგენთ მცველებად.
-ვისთვისაც ცნობილია ყოველი საგნის არსი
-ერთდროულად სიკეთესა და ბოროტებას ვერ ემსახურება
-უნდა იყოს სიბრძნის მოყვარე
-სწავლის უნარი უნდა ჰქონდეს, რათა არ სძულდეს ის რასაც ასწავლიან

ადიმანტის აზრით ფილოსოფოსი რომელიც მთელს თავის ცხოვრებას სწავლას უძღვნის


და სწირავს უსარგებლო ხდება ქვეყნისთვის და უქნარაა.

სოკრატეს პასუხი კი ასეთია: როგორც ხომალდზე მესაჭე მიაჩნიათ ყბედად


არაფრისმცოდნედ და უმაქნისად დანარჩენ მეზღვაურებს ასე არიან სახელმწიფოში
ფილოსოფოსები დაუფასებელნი და გასაკვირი ის იქნებოდა რომ დაეფასებინათ და არა
პირიქით. დანარჩენ ზღვაოსნებს ჰგონიათ რომ მესაჭეობას სწავლა არ სჭირდება , თვლიან
რომ კარგ მესაჭედ გახდომისთვის გამოცდილებაც საკმარისია და მზად არიან ისინიც კი
გაანადგურონ ვინც თვლის რომ კარგი მესაჭე განათლებული უნდა იყოს.

ფილოსოფოსს ხრწნის და გადააგვარებს ყოველივე ის თვისება რაც ჩვენ, ადამიანებმა


მივიჩნიეთ რომ ნამდვილ ფილოსოფოსს უნდა ახასიათებდეს.ფილოსოფოსებს არ
ზრდიან სათანადოდ.სოფისტების ხელში არიან და მაგიტო.

ფილოსოფოსებს გმობენ- ბრბო, სოფისტები(ვინც ფილოსოფოსებად ასაღებენ თავს და


მხოლოდ გამოცდილლება აქვთ ცოდნა კი არა)

თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს ცოდნას. როცა სხეულს


სიძნელეთა დაძლევას აჩვევენ, ამით ის სულაც არ ხდება უარესი, მაგრამ სულში ძალით
ჩანერგილი ცოდნა არამყარია.

. ვისაც შეუძლია ყველაფერი ერთობლივად მოიცვას მზერით, დიალექტიკოსია , ხოლო


იმას, ვისაც ამის უნარი არ შესწევს, ვერც ჩვენ მივიჩნევთ დიალექტიკოსად

[ვინ არის იმის ღირსი, რომ იფილოსოფოსოს?]


ის ვისაც შეუძლია საკუთარ კეთილდღეობაზზე თქვას უარი
ვინც ფილოსოფიის ერთგული დარჩა ცხოვრებაში არსებული პრობლემების მიუხედავად
და თეაგეს მსგავსად იძულებული არ გახდა პოლიტიკაზე ეთქვა უარი
ის ვისაც აქვს ფილოსოფოსისთვის საჭირო მონაცემები და მათ იყენებს
სახელმწიფოს,მეგობრებს და საკუთარ თავს.

[როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ფილოსოფოსისადმი?]


სიყრმესა და სიყმაწვილეში ბავშვებს მათი ასაკის გათვალისწინებით უნდა ასწავლიდნენ
ფილოსოფიას და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ მათი სხეულის მიმართ ,
ვიდრე ის იზრდება და ვითარდება, რათა ფილოსოფიის სამსახურად მოამზადონ ისინი .
ხოლო მოწიფულობის ჟამს, როცა საბოლოოდ ყალიბდება სული, შესაბამისად უნდა
გაართულონ და გაახანგრძლივონ მისი წვრთნა. და ბოლოს, როცა ადამიანს ძალა
აკლდება, ასე რომ, აღარც სახელმწიფო მოღვაწეობის თავი აქვს და აღარც სამხედრო
სამსახურისა, მაშინ კი თავის ნებაზე უნდა მიუშვან, რათა მხოლოდ ფილოსოფიას
მიუძღვნას თავი, ვისაც სურს ნეტართა სიცოცხლით იცოცხლოს, სიკვდილის შემდეგ კი
ღირსეული სიცოცხლის საკადრისი სანაცვლო მიეგოს იმ ქვეყნად.

სიკეთის იდეა- პლატონის აზრით, სამართლიანობაცა და ყველა სხვა სიქველეც სწორედ


მისი წყალობითაა სასარგებლო და ვარგისი.
სიკეთის იდეას კარგად არ ვიცნობთ-მეთქი. და რაკი არ ვიცნობთ, ამიტომ ყოველივე
დანარჩენი კარგადაც რომ ვიცოდეთ, მერწმუნე, ეს ცოდნა არას გვარგია . ეს იმას ჰგავს ,
რაიმე ნივთს იძენდე და არ კი იცოდე, რაში გამოგადგება იგი.

საგნის სიკეთე მდგომარეობს მის მიერ თავისი დანიშნულების შესრულებაში , თავისი


ფუნქციის აღსრულებაში. მაგალითისათვის, წამლის სიკეთე იმაშია , რომ ის კურნავს, მზის
სიკეთე ისაა რომ გვეხმარება მზერით აღსაქმელი საგნები აღვიქვათ თავისი სხივების ,
სინათლის მეშვეობით.

ფილოსოფოსის ვალდებულება ისაა რომ როცა სიკეთის იდეას ეზიარება თავისი ცოდნა
სხვებსაც უნდა გაუზიაროს ისევე, როგორც მღვიმიდან ამოსული ადამიანი დაბრუნდება
უკან მღვიმეში და დანარჩენებს აუხსნის თუ რა არის რეალობა და რა არა

*ხუთი შესავალი მეცნიერება*


1.არითმეტიკა-შემეცნების მიზნით უნდა იყოს აუცილებელი რომ შეისწავლონ და არა
ვაჭრობისთვის
2.გეომეტრია- ბანაკის გაშლა იქნება, ხელსაყრელი ადგილის დაკავება, ლაშქრის
დარაზმვა თუ გაშლა, ან სხვა საომარი მოქმედებები როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჯარის
გადაადგილებისას, – ყოველივე ამას გეომეტრიის მცოდნე მხედართმთავარი გაცილებით
უკეთ გაართმევს თავს, ვიდრე არმცოდნე.
3.სტერეომეტრია-(სივრცითი ფიგურები)
4.ასტრონომია- წელიწადის დროების, თვეებისა თუ წლების მონაცვლეობაზე დაკვირვება
სასარგებლოა არა მარტო მიწათმოქმედისა თუ ზღვაოსნის, არამედ
მხედართმთავრისთვისაც.
თუ ასტრონომიას იმათი თვალსაზრისით შევხედავთ, ფილოსოფიურ მნიშვნელობას რომ
ანიჭებენ მას, მაშინ ის მაღლა კი არა, პირიქით, დაბლა მიმართავს მზერას.
5.ჰარმონია- აღსაზრდელებს არამც და არამც არ უნდა დავრთოთ რაიმე
არასრულყოფილის ან იმის შესწავლის ნება, რასაც ჩვენს მიერ დასახული მიზნისაკენ არ
მივყავართ, რომელსაც უნდა მიელტვოდეს ყველა; ამასვე ვამტკიცებდით წეღან
ასტრონომიასთან დაკავშირებით

დიალექტიკა-დიალექტიკა აგვირგვინებს მთელ ცოდნას, და არ არსებობს ხელოვნება ,


რომელიც შეიძლებოდა მასზე მაღლა დაგვეყენებინა, რადგანაც ის არის ცოდნის
უმაღლესი მწვერვალი.

პავლე

ღმერთთან არ არის მიკერძოება-ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე


დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან . რჯულის
მსმენელი კიარ გადარჩება არამედ შემსრულებელი.
იუდეველები ვინც წინადაცვეთილობით იკვეხნიან განკითხულნი იქნებიან
წინადაუცვეთელი მაგრამ რჯულის დამცველი ადამიანების მიერ .

იუდევდელთა უპირატესობა- მხოლოდ ისა რომ მათ აქვთ ღვთის სიტყვები მინდობილი .
ღმერთი მხოლოდ იუდეველებისა არაა წარმართებისაცაა.

რჯულით ვერავინ გამართლდება. რჟულით უბრალოდ ცოდვა შეიცნობა.სადაც რჯული არ


არის, იქ არც დანაშაულია.რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან
დამოუკიდებლად. მაგრამ რწმენა არ აბათილებს რჯულს.

აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ- წინადაცვეთით კი რწმენით გამაერთლებულის


ნიშანი მიიღო.მიუხედავად იმისა რომ უკვე ასაკიანები იყვნენ ის და სარა მაინც ირწმუნა
რომ ეყოლებოდათ ისაკი ვინაიდან უფალი დაჰპირდა და შეუსრულებდა კიდეც.
მაკიაველი

ქველი მმართველი-უნდა ცდილობდეს ნებისმიერი გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ,


უნდა იყოს სასტიკი, თუმცა უნდა გაურბოდეს ხალხის სიძულვილს.იმედებს დაქირავებულ
და მაშველ ლაშქარზე არ ამყარებს.( ნიჭიერებიც და უვიცებიც (მხედართმთავრები )
დაგღუპავენ ბოლოს)მთავარი არასოდეს არ უნდა ივიწყებდეს სამხედრო საქმეში
თვითწვრთნას, რასაც მშვიდობიანობისას უფრო მეტ დროს უნდა უთმობდეს , ვიდრე ომის
ჟამს; უნდა კითხულობდეს ისტორიას და ითვალისწინებდეს წინა მთავრების მიერ
დაშვებულ შეცდომებს რომ შემდეგ მანაც იგივე არ გაიმეოროს.მთავარმა სხვას უნდა
გადააბაროს ყველა უმადური საქმე, მადლიანი კი თვითონ იტვირთოს

*ტერიტორიის დაპყრობისას რომელსაც საერთო ენა და წესები აქვთ 1. უნდა გაავლო


მუსრი იქაურ მთავართა საგვარეულოს და 2.არ შეცვალოს წესები და არც გადასახადების
აკრეფის წესი.
(მაგ:ბურგუნდია, ნორმანდია, გასკონია... საფრანგეთისგან განუყოფელნი არიან იმის
გამო რომ საერთო ჩვეულებები აქვთ)
*უცხო ჩვეულებების, ენის და წესწყობილების მქონე ტერ. დაპყრობისას-იღბალი და
გამჭრიახობაა საჭირო.1. დამპყრობი დასახლდეს დაპყრობილ ტერიტორიაზე ( ადვილად
ჩაახშპბს მღელვარებას და ადრევე დაინახავ იქვე, მტერიც ფეხს ითრევს) (მაგალითი
თურქეთის სულთანი საბერძნეთის მიმართ)ქვეშევრდომები უშუალოდ ეკონტაქტებიან
მმართველს.
2. დაარსოს რამდენიმე კოლონია(ეს მხოლოდ იმათ უკმაყოფილებას გამოიწვევს ვისაც
მიწებს და სახლებს წაართმევს მთავარი იქ სხვების დასასახლებლად )/3. იქ ჰყავდეს
ცხენოსანთა და ქვეითთა რაზმები რაც ძალიან ძვირი უჯდება მთავარს და დაპყრობილი
ქვეყნისგან მოპოვებულ ნადავლს მის შენარჩუნებას მოახმარს სულ.იმდენადვე
უსარგებლოა რამდენადაც კოლონიებია სასარგებლო.

ძალადობა-ვინც დაეუფლება, მაგრამ ბოლოს კი არ მოუღებს თავისუფლებას ნაჩვევ


ქალაქს, თვითონ მოეღება ბოლო მისი ხელით, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ეცდება
ამბოხების გზით დაიბრუნოს თავისუფლება. სისასტიკეს მთავარმა ერთხელ უნდა
მიმართოს და შემდეგ უკვეხელი აიღოს მასზე.ერთხელ დააშოშმინოს რომ მერე
ყოველდღე არ დასჭირდეს სისასტიკის გამოყენება. ქველმოქმედება კი მერე წვეთწვეთად
უნდა შეაპარო რომ შეიტკბოს ხალხმა.მუდმივი არ უნდა იყოს სისასტიკე იმიტომ რომ ეს
მოსახლეობაში გამოიწვევს სიძულვილს, მმართველი კი უნდა ერიდებოდეს მას.

სიქველეს ან იღბალს, – კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ ერთიცა და მეორეც თანაბრად


აიოლებს ამ სიძნელის დაძლევას. მაგრამ ის, ვინც იღბალს უფრო ნაკლებ უმადლის თავის
აღზევებას, უფრო დიდხანს ინარჩუნებს საკუთარ მონაპოვარს.
(მოსე, კიროსი, რომულუსი, თეზევსი მაკიაველის აზრით იყვნენ ყველაზე ღირსეულები
რომლებიც იღბლის კიარა სიქველის წყალობით გახდნენ მთავარნი)
გარემოებათა ამნაირი დამთხვევის გარეშე უთუოდ ჩაიშრიტებოდა მათი სულის სიმხნევე
და შემართება, ხოლო სულიერი შემართების გარეშე ფუჭი იქნებოდა გარემოებათა
ყოველგვარი დამთხვევა.
*ისინი ვინც სიქველით ხდებიან მთავრები რთულად ეუფლებიან სამთავროს მაგრამ
ადვილად ინარჩუნებენ. მაგალითად ჰიერონ სირაკუზელი, რომელიც სირაკუზის
მმართველი გახდა. შევიწროებულმა სირაკუზელებმა მხედართმთავრად აირჩიეს ანუ
გარემოებათა დამთხვევა იყო ეს და არა იღბალი.და მერე უკვე თავისი სიქველით ამათი
მმართველიც გახდა.ისეთი სიქველით გამოირჩეოდა, რომ ყველა, ვისაც მის ცხოვრებაზე
დაუწერია რამე, ერთხმად აღნიშნავს: საიმისოდ, რომ მეფე გამხდარიყო, მხოლოდ
სამეფო აკლდაო
*ხოლო ისინი ვინც იღბლით, ადვილად ხდებიან მთავრები მარა შენარჩუნება
უჭირთ.შეასანარჩუნებლად ისევ სიქველე სჭირდებათ და სვებედნიერება არა .

სიუხვე და სიძუნწე-თუ მთავარი იმიტომ იჩენს სიუხვეს, რომ გულუხვის სახელი ერქვას, ეს
მხოლოდ საზიანოა მისთვის. გონივრულად გამოჩენილი სიუხვე შეუმჩნეველი რჩება
ხალხისთვის, ზედმეტი სიუხვით ნიავდება მთელი ქონება და შემდეგ მთავარი ვეღარ
ინარჩუნებს ხალხის კეთილგანჭყობას და პატივისცემას ვიანიდან თანხის უქონლობის გამო
მათ გადასახადებით ხდის სულს და მებაჟედ იქცევა.ამმასთაავე ხალხი მაინც ვერ დაინახავს
მთავრის გულუხვობას, რადგან შეჩვეული იქნება ფუფუნებას და მხოლოდ იმას დაინახავს
როცა მთავარი ისე ვეღარ გამოიჩენს სიუხვეს და ძუნწად ჩათლის მას.
უმჯობესია ძუნწის სახელი ჰქონდეს ხალხში ესე უფრო კმაყოფილები დარჩებიან რადგან
ხელმომჭირნე მთავრის წყალობით სახელმწიფოში ბევრი რამ გაკეთდება ისე რომ ხალხს
არაფერს გამოართმევს ანუ დაბეგრავს. გულუხვი იქნება იმათ მიმართვისაც არააფერს
ართმევს ძუნწი კი იმათ მიმართ ვისაც არაფერს აძლევს.(მაგ:იულიუს მეორე-გულუხვი
კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და ამით ისარგებლა პაპობა რომ ხელში ჩაეგდო.
მაგრამ სახელის შენარჩუნებაზე არ იფიქრა რადგან საფრანგეთის მეფესთან აპირებდა
ომს და მრავალიომი გადაიხადა ისე რო ხალხი ერთხელაც არ დაუბეგრავს)სიძუნწეა ის
რაც განამტკიცებს მის ტახტს.სხვისი სიმდიდრე უნდა ფლაგოს და არიგოს ეს კარგია
მისთის(დაპყრობილი ქვეყნნებიდან აღებული ქონება)

სიყვარული,შიში სიძულვილი- მთავარი სასტიკი უნდა იყოს თუ უნდა რომ ძალაუფლება


შეინარჩუნოს,წესრიგი დაამყაროს და ქვეშევვრდომების განდგომის სურვილი მოსპოს .
უმჯობესია შიშიც ჰქონდეთ და სიყვარულიც მარა ეს შეუძლებელია და ერთერტს
აუცილებლად დათმობ ამიტომ უმჯობესია ეშინოდეათ შენი. ადამიანები
უმადურები,ხარბნი,ორგულები არიან და სიყვარულს რომ უნერგავდე შენთან იქნებიან და
ყველაფერ გაიღებენ შენთვის ოღონდ მანამ სანამ საფრთხე შორსაა.მისი
მოახლოებისთანავე ზურგს აქცევენ მთავარს.
*მთავარი შიშს ისე უნდა ნერგევდეს რომ სიძულვილი თავიდან აირიდოს ამ ორს
შეათავსებ ერთმანეთთან სიყვარულისა და შიშისგან განსხვავებით. სიძულვილის
თავიდან ასაცილებლად არ უნდა ხელყოს ქვეშევრდომის სიცოცხლე და საკუთრება .
შეუძლია სიცოცხლე ხელყოს თუკი საამისო სამხილი აქვს მარა ქონება არა რადგან მამის
სიკვდილს უფრო ადვილად გადაიტანენ ვიდრე ქონების დაკარგვას და მერე
ძარცვაგლეჯაზე გადავლენ.
ლაშქარში ერთსულოვნების შენარჩუნებისა და ბრძოლისუნდარიანობისთვის სასტიკის
სახელი უნდა ჰქონდეს რადგან განხეთქილება არ მოხდეს.(მაგალითად ჰანიბალი )
სციპიონი რო ლმობიერი იყო მაგიტო აჯანყდა ესპანეთში მაგისი ჯარი .
კაცთა სიყვარულს მათი ნება-სურვილი განაპირობებს, შიშს კი – მთავრისა;
ჰობსი

ბუნებითი მდგომარეობა-მდგომარეობა სადაც არაა სახელმწიფო(ხალხის დამაიკებელი


ძალა), სადაც არ მოქმედებს კანონები და არც არსებობს, ყველა თავისუფალია და
არაფერი ზღუდავს სწორედ ამიტომ ეს თავისუფლება თვითნებობაში გადასდით .ბუნებითი
მდგომარეობა იგივე ომის მდგომარეობაა და ესაა ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის
წინააღმდეგ. აქ მუდამ ეშინიათ ადამიანებს ძალადობრივი სიკვდილისა და ამიტომ
არაფერს აკეთებენ არ იციან მიიღებენ თუ არა შედეგს და არაფერი ვითარდება .ასევე
არავინაა დაცული რადგან ფიზიკურად სუსტსაც კი თავისუფლად შეუძლია ბოლო მოუღოს
ძლიერს თუ რაიმე ხრიკს მიმართავს. ადამიანები როცა ომის მდგომარეობაში არიან
შეჯიბრის შიშისა და პატივმოყვარეობის გამო მუდამ კონფლიქტია .

საზ.ხელშეკრულება- არის უფლებების ურთიერთგადაცემა.თავისუფლების დათმობა


უსაფრთხოების მიზნით.ადამიანები თანხმდებიან ისეთი ორგანოს ანუ სახელმწიფოს
შექმნაზე რომელიც უზრუნველჰყოფს მშვიდობას მათ შორის.

აჯანყების უფლება- როგორც ჰობსი მესამე ბუნებით კანონში გვეუბნება ადამიანები


ასრულებენ ხელშეკრულებას, მისი დარღვევა უსამართლოა.ანუ აქედან გამომდინარე
ადამიანებს აღარ აქვთ იმისი უფლება რომ აწ უკვე დადებული ხელშეკრულება
დაარღვიონ და არჩეული მმართველის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვან ან აუჯანყდნენ
მას. თუ ეს ასე მოხდება ისინი ისევ ბუნებით მდგომარეობას დაუბრუნდებიან , რაც იმაზე
უარესია ვიდრე ტირანი მმართველის ყოლა. თუ ერთი გამოთქვამს სუვერენის მიმართ
უკმაყოფილებას სხვა გზა არ აქვს დანარჩენებს უნდა დაეთანხმოს , წინააღმდეგ
შემთხვევაში უსამართლო არ იქნება თუკი სხვებიმას გაანადგურებენ.
ლოკი

ბუნებითი მდგომარეობა-აქ ყველა ადამიანი თავისუფალია.ჰობსთან თვითნებობაა აქ


თავისუფლება. აქ ადამიანები ერთმანეთს ისე ექცევიან როგორც მათ უნდათ რომ
მოექცნენ. მიუხედავად იმისა რომ თავისუფლები არიან არიან თანასწორნიც და არავის არ
აქვს იმისი უფლება რომ სხვისი თავისუფლება ჯანმრთელობა ან ქონება. აქვს მეორის
დაქვემდებარების ან მართვის უფლება.

ბუნებითი კანონი-ჯანმრთელობა თავისუფლება და ქონება ხელშეუხებელი უნდა იყოს. მის


დამრღვევს განაჩენი შეუძლია ნებისმიერმა გამოუტანოს,მაგრამ არა ისე როგორც
თვითონ მოესურვება. მან დამნაშავეს კანონიერად უნდა მიაყენოს ზიანი ანუ სასჯელი
აღასრულოს. თუ დაზარალებული გადაწყვეტს რომ ზარალი ანაზღაურებადია შეუძლია
დასჯის მაგიბრად ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს რაშიც მას სხვებიც უნდა
დაეხმარნონ.ბუნებითი კანონის აღსრულება მშვიდობის დამყარებას ემსახურება . და თუ
საჭირო გახდება ამ მშვიდობისთვის საფრთხისშემქმნელი ადამიანი უნდა გაანადგურონ
კიდეც რათა სხვებსაც მაგალითი მიეცეთ რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინონ და
ამასათანავე საკუთარი უსაფრთხოებაც უზრუნველყონ.

საზოგადოებრივი ხელშეკრულება-იგივე რაც ჰობსთან მარა აქ მიმართავენ კიდევ თუ


სხვებთან კონფლიქტი მოუვიდათ და დაზარალებულნი არიან. ანუ ამ გზას ირჩევენ როცა
უნდათ რომ სხვამ მიიღოს დამნაშავის დასჯისთვის კანონები და უზრუნველყოს მათი
შესრულება.

სახელმწიფოს ფუნქციები-კანონების დაწესებისა და აღსრულების(მოიფიქროს სასჯელის


რაგვარობა და ასე დასაჯოს დამნაშავე რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს
თავისუფლებას ან საკუთრებას)
ომის და მშვიდობის ფუნქცია(დაიცვას გარეშე მტრებისგანაც)

აჯანყების უფლება- აქვს ყველას უმცირესობასაც კი (ესეც ჰობსისგან განსხვავებულია


იმიტორო ის ამბობს რომ არ აქვთ აჯანყების უფლება) ავტ იმიტომ რომ რა მნიშვნელობა
აქვს ბუნებით მდგომარეობაში შეიზღუდება შენი სიცოცხლის საკუთრებისა და
თავისუფლების უფლება თუ თვითონ მმართველი შეგზღუდავს ამაში.

You might also like