You are on page 1of 3

გიორგი ბერიძე-სამართლის სკოლა

კარლ მარქსი

ცნობილი გერმანელი ფილოსოფი კარლ მარქსი მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში,


მან შექმნა ახალი პოლიტიკური მიმდინარეობა მარქსიზმი, რომელმაც
მნიშვნელოვანი გარდატეხა და ძვრები შემოიტანა მაშინდელ საზოგადოებაში,
აღსანიშნავია მისი ნაშრომი „ კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, რომელშიც
ძირითადად ასახულია კლასობრივი საზოგადოება, ავტორი მის ნაშრომში გვისახავს
პროცესს, როდესაც ფეოდალური კლასი ჩაანაცვლა ბურჟუაზიულმა კლასმა, კარლ
მარქსი მიიჩნევს რომ, საზოგადოების ისტორია არის ერთმანეთში, კლასებს შორის
დაპირისპირება ძალაუფლებისათვის, ის კლასი, რომელიც საზოგადოების სათავეში
მოვიდოდა ბრძოლით, მჩაგვრელი ხდებოდა.
კლასობრივი დაპირისპირება მიმდინარეობს ბურჟუაზიულ და პროლეტარულ
კლასს შორის, ბურჟუაზიული საზოგადოება კაპიტალისტური საზოგადოების
შემადგენელი ნაწილი იყო, მარქსის აზრით ყოველთვის ყალიბდება ისეთი
საზოგადოებრივი კლასი, რომელიც იბრძვის და აჯანყდება მჩაგვრელი კლასის
წინააღმდეგ, რაც შეეხება პროლეტარებს, ეს კლასი ძირითადად წარმოადგენდა
ხელოსნებს, გლეხებს და ვაჭრებს, პროლეტარები შექმნეს ბურჟუაზიულმა ფენამ,
სწორედ მათი საშუალებით დაამარცხეს ფეოდალები ბურჟუაზიულმა კლასმა, თუმცა
დაპირისპირების ახალი კერა ბურჟუაზიულ და პროლეტარულ კლასს შორის
გაჩაღდა. პროლეტარების ძირითადი შემოსავალი მათ შრომაზე იყო დამოკიდებული,
თუმცა მათი შემოსავალი მცირდებოდა, რამაც გამოიწვია მათი აჯანყება. კარლ
მარქსი მის ნაწარმოებში განიხილავს საკუთრების საკითხს, მისი თქმით
პროლეტარებს არ ჰქონდათ არც კაპიტალი და არც საკუთრება, ისინი მხოლოდ
საკუთარი შრომის სანაცვლოდ იღებდნენ შემოსავალს, სწორედ პროლეტარების
ბრძოლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კაპიტალისა და საკუთრების გაუქმება, მათ
კონკურენციას დანადგარები უწევდათ, სწორედ ამიტომ ისინი ანადგურებდნენ
დანადგარებს, პროლეტარები ქმნიდნენ კაპიტალს, კაპიტალი კი არის საზოგადოების
საკუთრება და არა კერძო პირების, კაპიტალიზმში კი განსხვავებულად იყო, ვინც
შრომობდა მას არ ჰქონდა საკუთრება, ხოლო ვინც არ შრომობდა მას ჰქონდა. კარლ
მარქსი ყურადღებას ამახვილებს კერძო საკუთრებაზე, იგი მიიჩნევს, რომ საწარმოო
მმართველობა უნდა იყოს ხალხის ხელში, ამ ძალაუფლების მისაღებად კი ბრძოლა
და რევოლუციაა საჭირო.
როგორც ავღნიშნეთ , პროლეტარები იგივე თანამედროვე მუშების გაერთიანებაა,
რომელიც ცდილობს დაკარგული მუშის რეპუტაციის აღდგენას, ასევე ავტორი
აღწერს თუ ვინ იყვნენ ბურჟუაზიული ფენის წარმომადგენლები, ისინი ძირითადად
წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებსაც ჰყავდათ დაქირავებული მუშები, მუშა
ხელი კი ასრულებდა დავალებულ საქმიანობას, მეწარმეობას, მიწათმოქმედებას.
კარლ მარქსი მიიჩნევს, რომ ბურჟუაზიულ კლასს შეუძლია მართოს მსოფლიო,
რადგან ისინი ძირითადად დამოკიდებული არიან ვაჭრობაზე, მეწარმეობაზე,
ამიტომ თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი გახდა მათი მუშა, სწორედ
ბურჟუაზიულმა კლასმა წარმოქმნა პროლეტარული ფენა და ისინი
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დაპირისპირების მთავარი მიზანი კი მათ შორის
კონკურენციაა, რადგან ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს სამუშაო
დანადგარები, რამაც გამოიწვია ის რომ, მუშების შრომას და ხელმარჯვეობას ფასი
დაეკარგა, დანადგარებთან ერთად ისინი მხოლოდ უმნიშვნელო საქმეებს
ასრულებენ, დანადგარები კი ძირითად როლს ასრულებენ საწარმოებში. სწორედ
სამუშაო ადგილების შემცირებამ გამოიწვია ანაზღაურების შემცირება, ხოლო ამ
ყველაფერმა კი მუშების ფენაში წარმოქმნა პროტესტი და აჯანყების სურვილი,
რადგან მათ ნელ-ნელა უქრებოდათ ყოველდღიური არსებობის წყარო, მუშებს
შრომის მეტი არაფერი შეეძლოთ, შრომა კი მათთვის გადარჩენის ერთადერთი წყარო
იყო. შრომის გაუფასურება და დაუფასებლობა სწორედ ეს იყო პროლეტარული
კლასისა და ბურჟუაზიული კლასის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
კარლ მარქსი მიიჩნევს, რომ კლასობრივ ფენებს შორის დაპირისპირების
აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, თუ კლასობრივი დეფინიცია და
განსხვავება აღარ იქნება, ანუ ადამიანებს არ დაყოფენ შესაძლებლობებისა და
ანაზღაურების მიხედვით, ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, შემდეგში უკვე
ვეღარ დაჩაგრავენ საზოგადოებრივი კლასები ერთმანეთს, რაც საზოგადოებისათვის
სასარგებლო იქნება და ამით საბოლოოდ დასრულდება კლასებს შორის
კონკურენცია, ხოლო მარქსის აზრით კლასებს შორის ბრძოლა ხომ სწორედ
კაპიტალისა და კერძო საკუთრების გამო მიმდინარეობს, კაპიტალი კი ეკუთვნის
საზოგადოებას და არა რომელიმე პირს, შემდეგ დაფუძნდება ორგანიზაცია ან
ასოციაცია, რომელიც იქნება გარანტია თავისუფლებისა და განვითარების.
კარლ მარქსის იდეები კლასობრივი დაპირისპირებების შესახებ დღესაც
აქტუალურია საზოგადოებაში, რადგან ჩემი აზრით, სოციალურ ფენებს შორის
დაპირისპირება ყოველთვის მიმდინარეობდა, კარლ მარქსის იდეის შექმნამდე და
ახლაც, რადგან საზოგადოება ყოველთვის ებრძოდა ერთმანეთს რაღაცის გამო, ეს
რაღაცა კი კაპიტალი და საკუთრება იყო, ოდითგანვე მიმდინარეობდა ბრძოლები
კერძო მიწების და საკუთრების გამო, ძველ დროშიც მიმდინარეობდა დაპირისპირება
სოციალურ ფენებს შორის, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია, თითოეულ
ადამიანს არ აქვს ისეთი გონებრივი შესაძლებლობები, რომელიც მართავს
სახელმწიფოს თუ საწარმოებს, თუმცა მაღალი ფენების წარმომადგენლების ზეწოლას
დაბალი ფენის მიმართ გამართლება არ აქვს, მოქალაქის შრომის დაფასება და
სათანადო ანაზღაურება მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფოს შესანარჩუნებლად,
რადგან, საზოგადობა სახელმწიფოს ქმნის, ჩვენს ქვეყანაში დღესაც არის კლასობრივ
ფენებს შორის დაპირისპირება, ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდ კაპიტალს და
კერძო საკუთრებას ფლობენ ჩაგრავენ შედარებით დაბალ საზოგადოებრივ ფენას,
ჩვენს ქვეყანაში არ არის შრომა დაფასებული, სიღარიბე და სიმდიდრე ებრძვის
ერთმანეთს, ხოლო დაუფასებლობა ხშირად იწვევს პროტესტს და რევოლუციის
იდეებსა და განცდებს, თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა პირველ
რიგში უნდა აღმოიფხვრას დაბალი საზოგადოებრივი ფენების ჩაგვრა, რაც ხელს
უშლის განვითარებას, განვითარებისათვის კი საჭიროა სოციალური ბალანსი და
თვითშეგნება საზოგადოებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

კარლ მარქსი. წიგნი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, 329-366.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like