You are on page 1of 3

მარქსიზმი

ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და სოციალურ–პოლიტიკურ შეხედულებათა სისტემა,


რომლის ფუძემდებლები არიან კ. მარქსი და ფ. ენგელსი. მოიცავს ფილოსოფიურ
მატერიალიზმსა და დიალექტიკას, ისტორიის მატერიალისტურ გაგებას
(საზოგადოებრივი ფორმაციების თეორია), კაპიტალისტური საზოგადოების
განვითარებას, ეკონომიკური კანონების დაფუძნებას (ზედმეტი ღირებულების
თეორია და ა.შ.), კლასებისა და კლასობრივი ბრძოლის, პროლეტარული
რევოლუციის, კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის თეორიას. არსებობს მ–ის
სხვადასხვა ინტერპრეტაცია: საბჭოთა მ., ტროცკიზმი, დასავლეთის მ., მესამე
სამყაროს მ., ნეომარქსიზმი და ა.შ. მარქსი ცნობილია, როგორც საზოგადოებისადმი
სისტემური მიდგომის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სოციალური
სისტემის მისეული მოდელი განიხილება როგორც სოციალურ ურთიერთობათა
სისტემა, რომლის საფუძველიც ეკონომიკური ბაზისია, ხოლო მთელი პოლიტიკური
და იდეოლოგიური ზედნაშენი ემყარება ძალაუფლებასა და ძალადობას. მარქსი
ასევე გვევლინება სოციალურ განვითარებაში კონფლიქტოლოგიური პარადიგმის
ერთ–ერთ პიონერად. კონფლიქტის საფუძვლად მას მიაჩნია ანტაგონიზმი.
წარმოებით ურთიერთობებსა და საწარმოო ძალებს, წარმოების საზოგადოებრივ
ხასიათსა და მითვისების კერძო კაპიტალისტურ ფორმებს შორის, რომლის
კლასობრივი გამოხატულებაა კაპიტალისტებსა და პროლეტარებს შორის არსებული
ანტაგონიზმი, ხოლო მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს სოციალისტური რევოლუციისა
და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შედეგად. ეს უკვე ნიშნავს
პროლეტარიატის გადაქცევას "კლასიდან თავისთავად“ „კლასად თავისთვის“. ე.წ.
გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი ნავარაუდები იყო კომუნისტური
საზოგადოების, როგორც ახალი საზოგადოებრივ –ეკონომიკური ფორმაციის
დამყარება. როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, მ–ის სუსტ მხარეს
წარმოადგენდა სოციალურ–პოლიტიკური და განსაკუთრებით, სოციალურ–
კულტურული ფაქტორების საზიანოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ეკონომიკური
ფაქტორების ადგილისა და მნიშვნელობის ცალმხრივი გაზვიადება, მხოლოდ
მუშათა კლასის როლის აბსოლუტიზაცია სხვა ძალების ჯეროვნად დაუფასებლობის
ფონზე; გაძლიერებული აქცენტი სოციალურ–პოლიტიკურ ცვლილებათა
ძალისმიერ, რევოლუციურ ფორმებზე; კაპიტალიზმის ისტორიული როლისა და
პერსპექტივების, მისი ახალ პირობებთან შეგუების შესაძლებლობების სათანადო
შეუფასებლობა, კლასობრივი გაზვიადება, უკიდურესი იდეოლოგიზაცია,
განსხვავებულ აზრთან შეუგუებლობა და ა.შ. ზემოაღნიშნულმა – მ–ის მოძღვრების
არსის სერიოზულმა დამახინჯებამ იგი მარქსისტულ ლოზუნგებს ამოფარებული
ტოტალიტარული რეჟიმების მსხვრევამ, მ. სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანა.
მარქსის ნააზრევმა არსებითი გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის მთელ რიგ
დასავლურ მიმდინარეობებზე, ეგზისტენციალიზმზე (ჟ. პ. სარტრი), შემეცნების
სოციოლოგიაზე, (მ. შელერი), ფრანკფურტის სკოლის სოციალურ ფილოსოფიაზე (მ.
ჰორკჰაიმერი, თ. ადორნო, ჰ. მარკუზე, ე. ფრომი, ი. ჰაბერმასი), სტრუქტურულ
სოციოლოგიასა და სხვ. ამავე დროს მარქსისტულ თეორიაში მისი კრიტიკოსები
ხედავდნენ „ღია საზოგადოების მტერს“ (კ. პოპერი), და მიაჩნდათ რომ მისი
თეორიიდან პრაქტიკულად გამომდინარეობს ტოტალიტარიზმი, სადაც
უგულებელყოფილია პიროვნების თავისუფლება.

სოციალიზმი

E. socialism

Fr. socialisme

L. socialis საზოგადოებრივი

პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის


სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების საშუალებებზე, განაწილებასა და გაცვლაზე
სახელმწიფო ან კოლექტიურ საკუთრებას; მისი მიზანია სოციალური
სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების
განხორციელება. ისე, როგორც კაპიტალიზმის, სოციალიზმის ბევრი სხვადასხვა
ფორმა არსებობს, სოციალისტებს შორის ძირითადი უთანხმოება უკავშირდება
სახელმწიფოს როლს ეკონომიკის ორგანიზაციისა და საკუთრების ფორმების
კონტროლის საკითხებში, აგრეთვე, წინააღმდეგობას რეფორმებისა და ცვლილებების
განხორციელების ევოლუციურ (პარლამენტარულ) და რევოლუციურ სტრატეგიას
შორის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.:


სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. -
(საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

1. მარქსიზმის თანახმად, კომუნიზმის როგორც საზოგადოებრივ–ეკონომიკური


ფორმაციის პირველი, უმდაბლესი, განუვითარებელი, მოუმწიფებელი ფაზა. იგი
გარდამავალი რევოლუციური პერიოდის შემდეგ უშუალოდ კაპიტალიზმის
სანაცვლოდ მოდის და კერძო საკუთრებისა და ექსპლუატატორული კლასების
ლიკვიდაციით, საწარმოო საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების
დაწესებითა და საზოგადოების სოციალურ–პოლიტიკური და იდეური ერთობის
ჩარჩოში მუშათა კლასის მოწინავე როლით ხასიათდება. ს–ის დროს სოციალური
სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების პირობების შექმნის
საფუძველზე ხორციელდება პრინციპი – „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით,
ყველას – შრომის მიხედვით“.
2. პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის
სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების, განაწილებისა და გაცვლის საშუალებებზე
კოლექტიურ ან სახელმწიფოებრივ საკუთრებას. დასავლეთ ევროპაში სოციალურ–
დემოკრატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა მარქსისტული მიდგომისაგან
განსხვავებით, „კეინსის“ იდეა აიღეს სახელმძღვანელოდ. მათი აზრით, სოციალური
სამართლიანობა და თანასწორობა ეკონომიკის ეფექტური მართვით მიიღწევა,
ამასთან ისინი გამოდიან მრეწველობის ნაწილობრივი და არა მთლიანი
ნაციონალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობის გადანაწილების იდეით:
სოციალ–დემოკრატები ითვალისწინებენ შერეული ეკონომიკის რეალიებს და
უარყოფენ კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზსა და წარმოების, განაწილებისა და
გაცვლის ძირითადი საშუალებების სოციალიზაციას. ს–ის მოდერნიზაციის,
გარდაქმნის და ახლებურად გააზრების ცდებმა ბოლო 25–30 წლის მანძილზე
მთელი რიგი „ახალი მემარცხენე“ იდეები წარმოშვა. ზოგიერთმა მათგანმა
ხორცშესხმა ჰპოვა სოციალისტური მოძრაობებისა და პარტიების საქმიანობაში,
ზოგიერთი კი საჭიროებს ახალი დოქტრინების გამოყენებას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.:


ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 -
351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
926-9-2 : [ფ.ა.]

You might also like