You are on page 1of 4

მარიამ ლუკაშვილი

კარლ მარქსი

"პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი ბორკილების გარდა”: ბურჟუაზიული

წყობის მარქსისეული კრიტიკა “კომუნისტური მანიფესტის მიხედვით"

კარლ მარქსი ნაშრომში “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” განიხილავს

ყველა დროის პრობლემას - უთანასწორობას და კლასთა შორის მუდმივ

ბრძოლას. ავტორი საზოგადოებას ორ ნაწილად, ბურჟუებად და პროლეტარებად

ჰყოფს, რითაც ყველა დროის მცხოვრებთა დანაწილებას, კლასებად დაყოფასა და

უთანასწორობას უსვამს ხაზს. მარქსი ნათლად აღგვიწერს როგორც ბურჟუებს, ასევე

პროლეტარებს, გვაჩვენებს თავის შეხედულებას თითოეულ კლასზე, აკრიტიკებს

ბურჟუაზიულ საზოგადოებას და გვეუბნება, რომ “პროლეტარიატს არაფერი აქვს

დასაკარგი ბორკილების გარდა”.

მარქსი მეცხრამეტე საუკუნეზე მოგვითხრობს, ანუ იმ პერიოდზე, როდესაც

ფეოდალური წყობა ბურჟუაზიამ ჩაანაცვლა. თავად ბურჟუები, იგივე

კაპიტალისტები ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ, მესაკუთრეები იყვნენ. მარქსი

გვეუბნება, რომ “ბურჟუაზიამ უაღრესად რევოლუციური როლი შეასრულა

ისტორიაში” (მარქსი, 2017, 327). ფეოდალთა ბატონობის პერიოდში დაკნინებულმა

ფენამ ახლა თავად მოირგო ბატონის წოდება და დააკნინა მასზე დაბლა მყოფი

კლასი. მან დაისაკუთრა ყველაფერი, რასაც მისი ხელი მისწვდა, დაიქვემდებარა

პროლეტარები და მონებად აქცია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კაპიტალს

უქმნიდა თავად ბურჟუაზიას. პროლეტარები სწორედ ბურჟუების წყალობით

აღმოჩნდნენ გაუსაძლის პირობებში, ისინი გადაიქცნენ მონებად, რომლებიც

შრომობდნენ და შრომის შედეგს არა თავის სასიკეთოდ მოიხმარდნენ, არამედ

ამით ბურჟუებს უქმნიდნენ კაპიტალს. მარქსი გვეუბნება, რომ ბურჟუებმა თავიანთი


გამოჩენისთანავე შექმნეს იარაღი პროლეტარების სახით. მათ ჯერ დაიმორჩილეს

პროლეტარები, ხოლო შემდეგ უფრო და უფრო აკნინებდნენ აღნიშნულ კლასს.

ბურჟუაზია უფრო და უფრო მეტად ფართოვდება, აერთიანდებს ქვეყნებს და

სწორედ ამის შედეგად ეყრება საფუძველი საგარეო ვაჭრობას. ცივილიზაციისკენ

სწრაფვამ სხვადასხვა სამუშაო იარაღის შემოტანა და გავრცელება გამოიწვია.

აღნიშნული შესახებ ავტორი გვიწერს: „პროლეტარების შრომამ, მანქანების

გავრცელებისა და შრომის გადანაწილების გამო, სრულიად დაჰკარგა

თავისთავადი ხასიათი. მუშა მანქანის უბრალო დანამატად იქცა.“ (მარქსი, 2017, 331).

ბურჟუაზიამ თავისი ძირითადი იარაღი მანქანებით ჩაანაცვლა და დააკნინა, მან

მოსპო წარმოების საშუალებები, შეამჭიდროვა მოსახლეობა და თავის ხატად და

მსგავსად გადააქცია ქვეყანა. (მარქსი, 2017, 329)

კარლ მარქსი ბურჟუაზიულ წყობას კიდევ უფრო მკვეთრად აკრიტიკებს

ღირებულებებსა და ურთიერთობებზე საუბრისას. მარქსის მიხედვით ბურჟუაზიის

ხელი რასაც მისწვდა, ყველაფერი დაინგრა. ბურჟუების გამოჩენამ გაანადგურა

პატრიარქალური და იდილიური ურთიერთობანი. “არ დატოვა არავითარი სხვა

კავშირი ადამიანსა და ადამიანს შორის, გარდა გაშიშვლებული ინტერესისა, გარდა

უსულგულო “ნაღდად გადახდისა”. (მარქსი, 2017, 327). ავტორის მიხედვით

ბურჟუებმა ფეოდალური ჯაჭვის წყალობით შექმნილი ადამიანური ურთიერთობები

და სულიერი ღირებულებები მატერიალური ღირებულებებით ჩაანაცვლეს.

ბურჟუაზიულმა საკუთრებამ მოიცვა ყველაფერი, მუშად აქცია “ექიმი, იურისტი,

მღვდელი, პოეტი, მეცნიერი...”. (მარქსი, 2017, 327). ბურჟუები საკუთრებამ,

კაპიტალმა აქცია ბურჟუებად და კაპიტალისტებად და სწორედ მათი საკუთრების

გამო ჩაიხშო საღმრთო ჟრუენტელი რელიგიური აღტკინებისა (მარქსი, 2017, 327),

მოისპო რაინდული აღფრთოვანება და გადაიქცა პირადი ღირსება საცვლელ

ღირებულებად. (მარქსი, 2017, 327). მარქსი მეტად ემოციურად აღწერს

ბურჟუაზიული წყობის დამყარების შედეგებს. აღსანიშნავია ის ნაწილი, რომელშიც

ავტორი ოჯახურ სიწმინდეზე გვესაუბრება. იგი გვეუბნება, რომ “ბურჟუაზიამ ოჯახურ


ურთიერთობას მგრძნიბიერ-სანტიმენტალური საბურველი ჩამოაფხრიწა” (მარქსი,

2017, 328). აღნიშნულით ავტორს სურს დაგვანახოს, რომ ბურჟუების ბატონობის

პერიოდში სულიერი მოისპო და მატერიალური გაბატონდა. ოჯახური სიწმინდე

შეილახა და ფული გადაიქცა ურთიერთობების მთავარ მამოძრავებელ ძალად.

"პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი ბორკილების გარდა” -

აღნიშნული წინადადებიდან გამომდინარე მარქსი საკუთარ დამოკიდებულებას

გვაჩვენებს ორ დაპირისპირებულ კლასთა მიმართ. ბურჟუაზიული წყობის

გაკრიტიკებასთან ერთად ავტორი პროლეტარულ წყობაზე, ანუ კაპიტალისტების

იარაღზეც მოგვითხრობს. მუშად წოდებული კლასი ბურჟუებს ექვემდებარება,

შრომობს და საკუთარ ნაშრომს კაპიტალისტებს გადასცემს, მონად იქცევა,

რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. მონაა, რომლის შრომაც არ

ფასდება და რომლის წყალობითაც იქმნება კაპიტალი ბურჟუებისთვის, რომელსაც

მუშისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. პროლეტარს არაფერი აქვს

დასაკარგი ბორკილების გარდა, რადგან იგი მონაა, რომელსაც უფლებები არ

გააჩნია, მას საკუთარი შრომით სარგებლის მიღების საშუალება ჩამოართვეს, იგი

ბორკილებით შებოჭეს და მატერიალურ იარაღად გამოჭედეს. თუმცა მარქსი

თვლის, რომ "ბურჟუაზიამ თვითონ შექმნა იარაღი,რომელიც მას სიცოცხლეს

გამოასალმებს"(მარქსი, 2017, 331). ეს იარაღი თავად პროლეტარებია, რომლებიც

კომუნისტების დახმარებით შეიხსნიან ბორკილებს და დაამხობენ ბურჟუაზიულ

წყობას. მარქსის მიხედვით მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, გარდა ბორკილებისა,

რომლებიც უნდა დაიკარგოს, რათა კლასთა შორის თანასწორობა დამკვიდრდეს

ქვეყნად.
გამოყენებული ლიტერატურა:

1. მარქსი, კარლ. „კომუნისტური პარტიის მანიფესტი.“ წიგნში შესავალი

თანამედროვე აზროვნებაში 1, 319-357. თბილისი: ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017

You might also like