You are on page 1of 4

პლატონი

„მენონი„

ლუკა სოხაძე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ქიმიის ფაკულტეტი

2020 წელი
პლატონის დიალოგში „მენონი“ მთავარი იდეაა გაირკვეს თუ რა არის
სიქველე. შეიძლება თუ არა მისი შესწავლა, თუ ის თავადვე სდევს
ადამიანს. ამისათვის განხილულია სხვდასხვა მაგალითები.
პლატონის თქმით სიქველე გონივრულობა და სამართლიანობაა, ასე
რომ, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ქალია თუ კაცი, ‘’თუკი მათ სურთ,
რომ ქველნი ერქვათ ერთი და იგივე რამს სჭირდებათ -
სამართლიანობა და გონივრულობა’’.1
გადავწყვიტე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სწორედ ამ
საკითხის განხილვით შემოვფარგლულიყავი, რადგან ვფიქრობ, დღეს
მწვავედ დგას საკითხი ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის
შესახებ. აქვს თუ არა ქალს იმის შესაძლებლობა და უნარები ან
ჰყოფნის თუარა მას იმდენივე „გონიერება“ რამდენადაც კაცს.
სავსებით ვეთანხმები სოკრატეს აზრს, რომ „ ვინც გონივრულად და
სამართლიანად მართავს სახელმწიფოს თუ სახლს, განა
სამართლიანობისა და გონივრულიობის წყალობით არ მართავს
ასე?!“2 ანუ არ აქვს მნიშვნელობა სქესს ან მასშტაბს იმისას თუ რამდენ
ადამიანზე გიხდება შენი სამართლიანობისა და გონივრულობის
განაწილება. თუ გაგაჩნია ეს ორი მნიშვნელოვანი თვისება ისევე
წარმართვ სახელმწიფოს, როგორც ოჯახს. სხვა საკითხადაც თუ
განვიხილავთ - სახელმწიფო ხომ იგივე ოჯახია.
ადამიანებს სურთ, რომ იყვნენ გამორჩეულები, შეაქონ ისინი,
შეადარონ ლამაზ ქმნილებებს ისინი, მოკლედ რომ ითქვას, კაცს ამის
უფრო დიდი სურვილი აქვს - გააჩნდეს ძალაუფლება. ამ ყველაფერს
ახსნა აუცილებლად უნდა მოეძებნოს, რატომ? რატომ უნდა იყოს კაცი
ყველაფრის სათავეში და რატომ არ შეუძლია ქალს მისი
გათანაბრება?
ადამიანი, რომელიც თავშეუკავებელი და უსამართლოა, მას
ვერაფერი აიძულებს საქმე ისე წარმართოს, რომ შეძლოს თავის
დამკვიდრება, როგორც ღირსეული მმართველი, ქალია ის თუ კაცი.
მთავარია გაგაჩნდეს თვისება, რომელიც გაიძულებს ღირსეულად
გაართვა თავი „მართველობის ფუნქციას“. როგორც სოკრატემ თქვა -
„ადამიანი სიქველის წყალობით არ არის კეთილი?!“,3 კეთილი კიდე,
კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, სამართლიანიც და უსამართლოც,
თავშეკავებულიც და თავშეუკავებელიც და გააჩნდეს ან არ გააჩნდეს
კიდევ სიქველის, რომელიმე სხვა სახე. თუ ზოგადად ადამიანის
თვისებების განსაზღვრას გავყვებით ვნახავთ, რომ ეს შესაძლოა
ქალსაც ახასიათებდეს და კაცსაც. ის რაც ორივეს შეიძლება
ახასიათებდეს, დაეხმარებათ ან ხელს შეუშლის, ორივეს თანაბრად,
ყოველგვარ საქმეში.
ასე რომ, „შეიძლება თუ არა სიქველის სწავლა, თუ ის ბუნებით თან
დაჰყვება ან სხვა რაიმით მიემადლება კაცს?!“ თუ სიქველე სწავლაა,
მას ისევე ისწავლის ქალი, როგორც მამაკაცი და თუ სიქველე ადამიანს
მიემადლება, ის ერთნაირი გზით მიემადლება ზემოთ ხსენებულთ.
ბიბლიოგრაფია:
1. პლატონი, „მენონი“ (Πλάτων – Μένω) . მთარგმნელი ბაჩანა
ბრეგვაძე.
გამომცემლობა: შპს iBooks. გვ: 5.
2. პლატონი, „მენონი“ (Πλάτων – Μένω) . მთარგმნელი ბაჩანა
ბრეგვაძე.
გამომცემლობა: შპს iBooks. გვ: 4.
3. პლატონი, „მენონი“ (Πλάτων – Μένω) . მთარგმნელი ბაჩანა
ბრეგვაძე.
გამომცემლობა: შპს iBooks. გვ: 20.
4. პლატონი, „მენონი“ (Πλάτων – Μένω) . მთარგმნელი ბაჩანა
ბრეგვაძე.
გამომცემლობა: შპს iBooks. გვ: 19.

You might also like