You are on page 1of 18

„ნიქსონის დოქტრინა“ და „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში XX

საუკუნის 70-იან წლებში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის


დამყარებამ დიდი ბრიტანეთის მსოფლიო ჰეგემონობას ფაქტობრივად წერტილი
დაუსვა. იმპერიის პოზიციები შევიწროვდა, როგორც მისი მოკავშირე - შეერთებული
შტატების, ასევე ანტაგონისტურად განწყობილი სახელმწიფოების მიერ. სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაწყებულმა დეკოლონიზაციის პროცესმა დიდი
ბრიტანეთი აიძულა თავი აერიდებინა ფართომასშტაბურ კონფლიქტს ადგილობრივი
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი მხარდამჭერი სსრკ-სა და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღდეგ.

1947 წელს ბრიტანეთის ე.წ. „მარგალიტმა“ - ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა,


დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა ასევე პაკისტანი (1948 წლის 14 აგვისტო),
ბირმა (1948 წლის 4 იანვარი), შრილანკა (1948 წლის 4 იანვარი), მალაიზია (1957 წლის 13
აგვისტო), ქუვეიტი (1961 წლის 19 ივნისი) და იემენი (1967 წლის 30 ნოემბერი).

ასეთ ვითარებაში „იმპერიული გავლენების შენარჩუნებისთვის აუცილებელი


სამხედრო ხარჯები“ ბრიტანეთის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა. სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კოლონიების სისტემა-
ტიურად დაკარგვის გამო, ინგლისმა საკუთარი ეკონომიკური სიძლიერის აღდგენაც კი
ვეღარ მოახერხა. ამას დაემატა ფუნტი სტერლინგის (დიდი ბრიტანეთის ეროვნული
ვალუტა) გაუფასურება, როგორც დიდ ბრიტანეთში ისე მის კოლონიებსა და სამანდატო
ტერიტორიებზე, რომელიც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს კიდევ უფრო
გაღრმავდა. სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი
ბრიტანეთი მსოფლიო ჰეგემონიდან რიგით მესამე სახელმწიფოდ გადაიქცა.
სწორედ ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთის სამხედო ძალებს
ყველა სამხედრო ბაზა რომელიც „სუეცის აღმოსავლეთით“ მდებარეობდა დაეტოვებინა.
ეს რეგიონში ბრიტანეთის იმპერიის საუკუნოვანი ჰეგემონობის დასასრული იყო.

ამგვარად, ბრიტანეთის მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის ოკეანის


რეგიონიდან გასვლა განპირობებული იყო მსოფლიოში მიმდინარე მწვავე სამხედრო-
პოლიტიკური პროცესებით და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური დაქვეითებით.
ლონდონი იძულებული იყო გლობალურ პოლიტიკაში პოზიციები მისივე მოკავშირის,
ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ დაეთმო.

1967 წლის დეკემბერში ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „სუეცის აღმოსავლეთიდან“


სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვანი
გეოპოლიტიკური „რყევა“ მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპარსეთის ყურის
სტაბილურობას დასავლეთის ქვეყნებისათვის სტრატეგიული, ეკონომიკური,
სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი აშშ-დიდი
ბრიტანეთისთვის.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ცივი ომის პირობებში ახლო აღმოსავლეთის


ქვეყნები, განსაკუთრებით ირანი, თურქეთი და საუდის არაბეთი, მნიშვნელოვან
საყრდენს წარმოადგენდა სსრკ-ს წინააღმდეგ სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების
საქმეში.
ამგვარად, ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებამ ვაშინგტონი ახალი
გამოწვევების წინაშე დააყენა: 1) - ვიეტნამის ომში ჩართული შეერთებული
შტატებისათვის მნიშვნელოვანი იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობა და
ნავთობის უსაფრთხო მიწოდება. ამერიკელი სტრატეგები თვლიდნენ, რომ ბრიტანეთის
სამხედრო ძალების არსებობა სპარსეთის ყურეში დასავლეთის ქვეყნების ინტერესებისა
და სტაბილურობის დაცვის გარანტი იყო. ბრიტანეთის ჯარების მიერ რეგიონის
დატოვების შემთხვევაში, დასავლეთის ინტერესების დამცველ ძალაში ერთგვარი
ვაკუუმი შეიქმნებოდა; 2) - ძალის ვაკუუმის წარმოქმნის შემთხვევაში სსრკ-ს გავლენის
ზრდა რეგიონში გარდაუვალი იყო.

ახალმა, რიჩარდ ნიქსონის რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ კი ბრიტანეთისგან


მოითხოვა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის და გარკვეული დროით გადაედო
ჯარების გაყვანა „სუეცის აღმოსავლეთიდან“. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა
ბრიტანეთმა შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად სამხედრო ძალების გაყვანის
თარიღი გადასწია, სპარეთის ყურის ქვეყნებში დაწყებული პოლიტიკური პროცესების
შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრიტანეთის გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირი და
მისი სატელიტი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების გააქტიურება მოჰყვა,
რომლებიც ცდილობდნენ პოსტბრიტანულ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური გავლენა
მოეპოვებინათ. განსაკუთრებით აქტიურობდა მოსკოვი.

ერ კიდევ 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ სსრკ შეუდგა ეგვიპტის


გადაიარაღებას, რაც მას დაახლოებით 500 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა,
სანაცვლოდ კი კრემლმა ქაიროსგან უფლება მიიღო ალექსანდრიისა და პორტ-საიდის
ნავსადგურები გამოეყენებინა როგორც სამხედრო-საზღვაო ბაზა; ანალოგიური უფლება
მიენიჭა სსრკ-ს ადენის ყურის ნავსადგურებში.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა და ვიეტნამში წარუმატებელმა ომმა


ვაშინგტონი აიძულა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, „თავისუფალი
სამყაროს“ დაცვის ახალი სტრატეგია შეემუშავებინა. სწორედ ამას ითვალისწინებდა
„ნიქსონის დოქტრინა“, რომელიც მსოფლიოსათვის 1969 წლის 25 ივლისს პრეზიდენტ
რიჩარდ ნიქსონის გუამში გამოსვლის დროს გახდა ცნობილი. „მსოფლიო იცვლება და
მასთან ერთად ჩვენი საგარეო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს... შეერთებულმა შტატებმა
უარი უნდა თქვას გლობალურ პასუხისმგებლობაზე... ამერიკას არ შეუძლია და არც
სურს საკუთარ თავზე აიღოს მსოფლიოს თავისუფალი ერების დაცვა“. „ნიქსონის
დოქტრინის“ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა ვაშინგტონის ახალი პოზიცია -
უსაფრთხოების დაცვის სფეროში ამერიკა დაეხმარებოდა ყველა თავისუფალ ერს,
თუმცა უარს ამბობდა ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტის „ამერიკანიზაციაზე“.

შეიძლება ითქვას, რომ ვიეტნამის შემდეგ, „ნიქსონის დოქტრინის“ რეალიზება


შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა, სადაც
ბრიტანელთა გასვლის შემდეგ შესაძლებელი იყო რიგი კონფლიქტები
წარმოშობილიყო. ახალ კონფლიქტებში ჩარევისაგან თავის არიდების მიზნით,
ვაშინგტონმა უარი განაცხადა იქ საკუთარი სამხედრო ძალების განთავსებაზე.
„შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სურვილი და მისწრაფება შეითავსოს ბრიტანეთის
როლი რეგიონში...“ (ნიქსონი 1971: 214).

„ნიქსონის დოქტრინა“ არ წარმოადგენდა შეერთებული შტატების უკან დახევას, ან/და


აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმას, ეს „რეალისტური შეკავების სტრატეგია“
(ლიარდი 1985: 7) და პარტნიორობის ახალი ფორმა იყო. დოქტრინით განსაზღვრული
სტრატეგია შეიძლება შეფასდეს როგორც ცივი ომის ყველაზე პრაგმატული
პოლიტიკური კურსი, რის შედეგადაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა
უფრო მოქნილი გახდა. ვაშინგტონი ერთი მხრივ, უარს ამბობდა ნებისმიერ სამხედრო
დაპირისპირებაში უშუალოდ ჩარევაზე და კონფლიქტის ზონაში საკუთარი სამხედრო
დანაყოფების გაგზავნაზე, თუმცა მაქსიმალურ სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას
უწევდა კონფლიქტში ჩართულ ქვეყანას, თუ ამას შეერთებული შტატების ინტერესები
მოითხოვდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ
აზიის საკითხებში იოსებ სისკომ მართებულად შენიშნა, რომ „ნიქსონის დოქტრინა“ ეს
იყო “ჩართულობისა და ჩაურთველობის პოლიტიკა შერჩევითობის საფუძველზე”
(„Disengagement and engagement on a more selective basis“) (სირიეჰი1984: 57).
რეგიონიდან ბრიტანეთის მოსალოდნელი წასვლის ფონზე, „ნიქსონის დოქტრინის“
ფარგლებში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაევალა
შეემუშავებინა პოსტბრიტანული სპარსეთის ყურის რეგიონალური პოლიტიკა. 1969
წლის 12 ივლისს, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში,
ჰენრი კისინჯერმა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ეროვნული უშიშროების საბჭოს #66
მემორანდუმი წარუდგინა. ეს იყო ის მთავარი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა
შეერთებული შტატების პოლიტიკა სპარსეთის ყურის რეგიონის მიმართ ბრიტანეთის
სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ. დოკუმენტის თანახმად სპარსეთის ყურის მიმართ
შემუშავდა „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია (Twin Pillar Strategy), რომლის მიხედვითაც
რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ორ წამყვან
სახელმწიფოს, ირანსა და საუდის არაბეთს უნდა ეზრუნა (სირიეჰი1984: 66-67, 81-83).
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში აქტიურობით თავიდანვე ირანი
გამოირჩეოდა, რომელმაც საკუთარი ინიციატივით აიღო აღნიშნული ვალდებულება და
აქტიურად იყო ჩართული რეგიონის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. გარდა ამისა,
ირანი იყო ერთ-ერთი არაარაბული, მუსლიმური სახელმწიფო ახლო აღმოსაველთის
რეგიონში, რომელიც ისტორიულად რეგიონის ლიდერ სახელმწიფოს წარმოადგენდა,
ფეჰლევთა მმართველი დინასტიის სეკულარული პოლიტიკის შედეგად, სახელ-მწიფო
მმართველობის სისტემა რელიგიური რადიკალიზმისა და ფანატიზმისგან
თავისუფალი იყო.37 თეირანი რელიგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირის-
პირებულიც კი იყო არაბულ სამყაროსთან, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტში თეირანი
მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს.

არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც


ყურის ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს წინააღმდეგობრივს ხდიდა. მხოლოდ 70-
იანი წლების მეორე ნახევარში, ნავთობის საკითხთან დაკავშირებით ირანის შაჰის
შეუპოვარი ურჩობის და ირანში მიმდინარე არასტაბილური ვითარების ფონზე საუდის
არაბეთის მნიშვნელობა შეერთებული შტატებისათვის კიდევ უფრო გაიზარდა.
ვაშინგტონის თვალსაზრისით ძლიერი ირანი რეგიონში უსაფრთხოების და წესრიგის
დაცვის გარანტი იქნებოდა. შეერთებული შტატების პოლიტიკა მდგომარეობდა
შემდეგში: ერთი სახელმწიფოს გაძლიერება მეორე სახელმწიფოს დასუსტების ხარჯზე
არ დაეშვა. ვაშინგტონისთვის ოპტიმალური ფორმულა იყო ირანისა და საუდის
არაბეთის თანამშრომლობა საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ.

ამრიგად, ბრიტანეთის მოსალოდნელი გასვლის, ასევე შეერთებული შტატების


რესპუბლიკური ადმინისტრაციის ახალი საგარეოპოლიტიკური მიდგომების ფონზე,
სპარსეთის ყურის მიმართ პრაგმატული პოლიტიკური კურსი შემუშავდა, რომელიც
ითვალისწინებდა რეგიონის სახელმწიფოებზე დაყრდნობით ვითარების
გაკონტროლებას და სტაბილურობის შეენარჩუნებას დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელობის მქონე რეგიონში. „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიის ფარგლებში შეირჩა
სამხედრო-პოლიტიკურად ძლიერი და ისტორიულად რეგიონის ლიდერი
სახელმწიფოები - ირანი და საუდის არაბეთი.

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რეგიონში უსაფრთხოების


შენარჩუნებისა და საკუთარი ინტერესების გატარების საქმეში ირანს დაყრდნობოდა,
განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: 1) - ირანის სტრატეგიული მდებარეობა; 2)
- ირან-აშშ-ს მჭიდრო პარტნიორობა; 3) - თავად ირანის სწრაფვა შეესრულებინა
დასავლეთის დაკვეთა. ამერიკელი მკვლევარი კენნეთ მ. პოლაკი მართებულად
შენიშნავს, რომ „მოჰამედ რეზა შაჰს სჭირდებოდა ამერიკა, თუმცა 1960-იანი წლების
ბოლოს ამერიკას უფრო მეტად დასჭირდა ის“ (პოლაკი 2004: 99).

ირანის ხელისუფლება ხშირად იწვევდა თეირანში სპარსეთის ყურის ქვეყნების


ლიდერებს, თავადაც აგზავნიდა მისიებს მეზობელ სახელმწიფოებში, უწევდა მათ
ფინანსურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სახის დახმარებას. ირანი ერთ-ერთი
პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საუდის არაბეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა,
როდესაც მის ტერიტორიაზე სამხედრო რეიდი მოაწყო სამხრეთ იემენის რესპუბლიკის
სამხედრო ნაწილებმა. გარდა ამისა, თეირანი ომანში აქტიურად იყო ჩართული,
დოფარის პროვინციაში კომუნისტი პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლებში.

პოლიტიკური სტრატეგიის ჭრილში შეერთებული შტატები მნიშვნელოვან სეგმენტად


შაჰის რეჟიმის შიდაპოლიტიკურ უსაფრთხოებას განიხილავდა. ეს „ნიქსონის
დოქტრინის“ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო. კერძოდ, ირანის
ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნება, მისი ფინანსური და ადამიანური
რესურსების კონცენტრირება სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ცივი ომის
პირობებში, ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის
სახელმწიფოები გამალებული შეიარაღების პროცესში ჩაერთო.

წინამორბედ პრეზიდენტთა ადმინისტრაციაზე დაკვირვების შედეგად, შეერთებული


შტატების პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების
საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავის მემუარებში აშშ-ს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო პოლიტიკის განხორციელების 3 მოდელი
წარმოადგინა60: 1) „დომინირებული საპრეზიდენტო“ მოდელი - ამ მოდელის
მიხედვით პრეზიდენტი თავად, ერთპიროვნულად წარმართავს ქვეყნის საგარეო
პოლიტიკას. მას ამ პროცესში დახმარებას უწევს ძლიერი და გავლენიანი მრჩეველი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. პრეზიდენტისა და მისი მრჩეველის ფონზე
სახელმწიფო მდივანი ფაქტობრივად ჩრდილშია, მისი უფლებამოსილება
ლიმიტირებულია, ხოლო პოლიტიკური გავლენა - სუსტი.
2) „დომინირებული სახელმწიფო მდივნის“ მოდელი - ამ მოდელის მიხედვით,
სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს მტკიცე პოზიციებს საგარეო პოლიტიკის
ფორმირებისა და განხორციელების სფეროში და პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკის
განხორციელების პროცესში ნაკლებად არის ჩართული. ეს მოდელი მოითხოვს პირად
პასუხისმგებლობას, მტიკცე გუნდურობას და ნდობას პრეზიდენტსა და სახელმწიფო
მდივანს შორის. ამ მოდელის პირობებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი
ხელმძღვანელის პოზიციები სუსტია.
3) – „გუნდური“ მოდელი - ამ მოდელის მიხედვით საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა
და რეალიზების უფლებამოსილება, კომპეტენციები და ძალაუფლება თანაბრად არის
გადანაწილებული პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო
მდივანს შორის. მათ თანაბრად აქვთ გაზიარებული პასუხის-მგებლობა და
უფლებამოსილება ჩამოაყალიბონ და განახორციელონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა
(ბჟეზინსკი 1983: 494).
რიჩარდ ნიქსონმა საგარეო პოლიტიკის განხორციელების დომინირებული
საპრეზიდენტო მოდელის მსგავსი სისტემა შექმნა, რომელშიც წამყვანი ადგილი
პრეზიდენტმა და მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი
კისინჯერმა დაიკავა.

ნიქსონის რესპუბლიკური ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საგარეო


პოლიტიკის სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაიზარდა62.
რიჩარდ ნიქსონმა საგარეო პოლიტიკური კურსის გატარების მიზნით თეთრ სახლში
გადაწყვეტილებების მიღების მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა ჩამოაყალიბა,
რომლის სათავეში თავდაპირველად ჰენრი კისინჯერის ხელმძღვანელობით,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოექცა (ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა
1947 წელს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების აქტის 101-ე მუხლის
საფუძველზე). ამიერიდან, სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა
და მუშავდებოდა ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდის შეერთებული შტატების
საგარეო პოლიტიკა და მასზე დაყრდნობით ღებულობდა პრეზიდენტი მნიშვნელოვან
gადაწყვეტილებებს. ცნობილია, რომ რიჩარდ ნიქსონი ანტისემიტი იყო, ხოლო
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰენრი კისინჯერი პრაიმერის პერიოდში
რესპუბლიკური პარტიის ნიქსონის საწინააღმდეგო ფრთას უჭერდა მხარს. ერთად
მუშაობის პერიოდშიც კი მათ მწირი პირადული ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად
იმისა, რომ ისინი ვერასდროს ვერ გახდნენ ახლო მეგობრები, პროფესიული
საქმიანობის შესრულების პერიოდში ერთმანეთისადმი ურთიერთნდობითა და
პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ, ხოლო საგარეო პოლიტიკის განხორციელების
სფეროში აბსოლიტურად იზიარებდნენ ერთმანეთის პოზიციებს. ნიქსონის
პრეზიდენტობას „საიმპერიო პრეზიდენტობასაც“ (Imperial Presidency) კი უწოდებდნენ.
ებრაული წარმოშობის გამო, თავდაპირველად ჰენრი კისინჯერს შეზღუდული ჰქონდა
ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და
რეალიზების საშუალება. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ფიქრობდა, რომ კისინჯერი
რადიკალურად პროებრაულ პოლიტიკის გატარებას დაუჭერდა მხარს, რაც კიდევ
უფრო დაძაბავდა არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და შეასუსტებდა შეერთებული
შტატების გავლენას რეგიონში. ამიტომ ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის
საკითხები მთლიანად სახელმწიფო მდივნის, უილიამ როჯერსის კომპეტენციაში
გადავიდა, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ანიჭებდა უპირატესობას.
„ნიქსონის დოქტრინის“ ფარგლებში სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთ
მთავარ სეგმენტს ირანში სამხედრო მისიის და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (U.S.
Army Mission in Iran/Military Assistance Advisory Group - ARMISH/MAAG) მივლენის
პროგრამა წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში შეერთებული შტატების სამხედრო
ძალებიდან ირანში მივლენილი იყო სპეციალური სამხედრო მისია, რომელიც აქტიურ
მონაწილეობას იღებდა ირანული არმიის მოდერნიზაციის, წვრთნის, აღჭურვისა და
სხვა სახის პროგრამებში.
ამრიგად, 1971 წელს, რეგიონიდან ბრიტანეთის მოსალოდნელი გასვლის ფონზე,
„ნიქსონის დოქტრინის“ თანახმად შეერთებულმა შტატებმა მოახერხა „ტყუპი
საყრდენის“ სტრატეგიის ფარგლებში, ირანზე დაყრდნობით რეგიონში დასავლეთის
ინტერესების დაცვის მექანიზმების შემუშავება, განსაკუთრებით კი რეგიონის
სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება.
ბუნებრივია, ირანის მიმართ შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა კიდევ
უფრო გაძლიერდა. ნიქსონის ადმინისტრაცია „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით
გათვალისწინებული პოლიტიკის გატარებას განაგრძობდა. თავის მხრივ, სამხედრო
ძალების გაძლიერებისა და მოდერნიზაციის საკითხებში კიდევ უფრო გააქტიურდა
თეირანიც. ირანის მონარქი უფრო შორს წავიდა და ამჯერად დასავლეთს ინდოეთის
ოკეანის უსაფრთხოების დაცვა შესთავაზა. ამასთან, შაჰი რეზა პეჰლევი გამოვიდა
ინიციატივით გაეტარებინა „დამოუკიდებელი ეროვნული საგარეო პოლიტიკა“.
1973-74 წლების „უოთერგეითის“ სკანდალთან დაკავშირებული შიდა-პრობლემების
გამო პრეზიდენტმა საკუთარი უფლებები საგარეო პოლიტიკურ საკითხებში კისინჯერს
(ამჯერად კისინჯერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გვევლინება და
თავდაცვის მდივანს ჯეიმს შლესინჯერს გადაუნაწილა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ
კისინჯერმა შეძლო უპირატესობის მოპოვება.
1975 წლის 19 ნოემბერს შლესინჯერი თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გადააყენეს
და მის ნაცვლად დონალდ რამსფელდი დანიშნეს. ამგვარად, საგარეო პოლიტიკურ
საკითხებში, განსაკუთრებით კი ირანის მიმართებაში, კისინჯერი ფაქტობრივად
ირანისთვის უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკას განაგრძობდა. მისი ასეთი კურსი
კვლავ ისრაელის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.
1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი ე.წ.
„ანაკონდას რკალის“95 გარღვევის მიზნით ინდოეთის ოკეანის მიმართულებით კიდევ
უფრო გააქტიურდა. 1970-იანი წლების დასაწყისში მოსკოვმა მოახერხა საკუთარი
გავლენის გავრცელება ინდოეთში, ახლადშექმნილ ბანგლადეშის სახელმწიფოში,
ავღანეთში, სამხრეთ იემენის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, სომალიში და ინდოეთის
ოკეანის აუზის სხვა ქვეყნებში. მოსკოვი ბანგლადეშს დახმარებას უწევდა ბენგალის
ყურის მთავარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავსადგურის ჩიტაგონის საზღვაო
ნაღმებისაგან გაწმენდის საქმეში. ამით კრემლს საშუალება მიეცა საბჭოთა სამხედრო-
საზღვაო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავსადგურში ფეხი
მოეკიდებინა. 1971 წელს სსრკ-მ ინდოეთთან მეგობრობის, მშვიდობისა და
თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის
სამხედრო-პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში
თანამშრომლობა ინტენსიური გახდა.

ვაშინგტონში განსაკუთრებულ შეშფოთებას წითელი ზღვის რეგიონში საბჭოთა


გავლენის ზრდა იწვევდა. როგორც ცნობილია, ეგვიპტესთან სტრატეგიული
თანამშრომლობით საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად სუეცის არხს და შესაბამისად
წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდა. 1960-იანი წლების მეორე
ნახევარში მოსკოვმა შეძლო წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილზე, კერძოდ კი ინდოეთის
ოკეანეში გასასვლელ ბაბელმანდების სრუტის როგორც აზიურ, ისე აფრიკულ
სანაპიროზე კონტროლი დაემყარება. 1967 წელს იემენმა დიდი ბრიტანეთისგან
დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა მემარცხენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლით
იემენი ფაქტობრივად სსრკ-ს სატელიტ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელსაც მოსკოვი
სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას უწევდა.

ინდოეთის ოკეანეში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, „ნიქსონის


დოქტრინის“ უპირველეს მიზანს წარმოადგენდა ირანზე დაყრდნობით შეერთებული
შტატების რეგიონალური ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით კი პოსტბრიტანული
სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების სისტემის შექმნა.

ირან-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობა 1970-იან წლებში კიდევ უფრო


გაღრმავდა. პროსაბჭოთა ერაყი როგორც ისრაელისთვის, ისე ირანისთვის
მნიშვნელოვან საფრთხედ გადაიქცა. ამიტომ იყო, რომ 1960-1970-იანი წლების
მანძილზე ირანისა და ისრაელის მთავარ ამოცანას ერაყის შეკავება და მისი
დასუსტება წარმოადგენდა. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების
დასაწყისში ირანი და ისრაელი შეერთებული შტატების თანხმობითა და
მხარდაჭერით ერაყის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციას ახორციელებდნენ, რომელიც
ქურთების სეპარატისტული მოძრაობისთვის სამხედრო-ეკონომიკური და ფინანსური
დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. ირანის ქურთული პოლიტიკა შაჰის ე.წ.
„ქურთების სპარსელობის“ კონცეფციაზე იყო აგებული, რომლის მიხედვით ქურთები
ძველი სპარსელები იყვნენ და სპარსული ენის ერთ-ერთ დიალექტზე საუბრობდენ. ამ
თეორიის გაფართოებითა და გავრცელებით ირანის შაჰი ცდილობდა ერთი მხრივ,
ქურთთა მოძრაობა თავად ირანში გაენეიტრალებინა, ხოლო მეორე მხრივ, ერაყის
ქურთებისათვის დახმარების გაწევის „ლეგიტიმური უფლება“ მიეღო. ირანის და
ისრაელის სპეცსამსახურები და სამხედრო ინსტრუქტორები შეერთებული შტატების
ფინანსური და სამხედრო დახმარებით ირანის საიდუმლო სამხედრო ბაზებზე ქურთ
მეომრებს წვრთნიდნენ, ამარაგებდნენ მათ იარაღით, ამუნიციით, სურსათ-სანოვაგით
და პარტიზანული ბრძოლებისათვის აუცილებელი სხვა მატერიალური რესურსით.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ერაყის ქურთებს 16 მილიონი დოლარის
დახმარება და დაფინანსება გაუწია. მოკავშირეთა პოლიტიკის შედეგად ირან-ერაყის
საზღვარზე ქურთთა მძლავრი გამოსვლები დაიწყო (მიგლიეტა 2002: 80).
ერაყის ქურთების ამბოხით ირანმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა სასურველ
შედეგს მიაღწიეს. ერაყი იძულებული გახდა ყურადღება ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი
საფრთხისათვის დაეთმო. მან თავისი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილი
ქურთებით აჯანყებულ რეგიონებში განათავსა. ამით ერაყი იმ არაბულ ბლოკს (ეგვიპტე,
სირია და იორდანია) ჩამოაშორეს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ საომარი
ოპერაციების წარმოების მიზნით პერმანენტულ სამხედრო მზადებას ეწეოდა.

გართულებული საშინაო პოლიტიკური ვითარების გამო, ერაყი სპარსეთის ყურის


რეგიონალური ჰეგემონობის საკითხში ვეღარ უწევდა ირანს სათანადო
წინააღმდეგობას.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი, ისრაელი და შეერთებული შტატები აქტიურად
ეწეოდნენ ერაყის ქურთთა მხარდაჭერას, მოკავშირეები გამორიცხავდნენ ქურთისტანის
სახელმწიფოს ფორმირებას.

1970-იანი წლების დასაწყისში პაკისტანს ინდოეთის და მისი მხარდაჭერი საბჭოთა


კავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა. პაკისტანის განეიტრალება
ინდოეთს რეგიონალური ლიდერობის ბრწყინვალე საშუალებას აძლევდა, ხოლო სსრკ-
თვის „ანაკონდას რკალის“ გარღვევის სტრატეგიაში ერთ-ერთი პერსპექტიული
მიმართულება იყო. თუმცა ინდოეთ-სსრკ-ს ბლოკს ირანი-აშშ-ჩინეთის ბლოკი
დაუპირისპირდა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ რეგიონში ირანის გავლენის
გაზრდით, რათა დაეცვა საკუთარი ინტერესები სპარსეთის ყურის რეგიონში.

ვითარება ინდოეთსა და პაკისტანს შორის კვლავ დაიძაბა. ინდოეთის შორს მიმავალ


გეგმას წარმოადგენდა აღმოსავლეთ პაკისტანში ბენგალიის სახელმწიფოს შექმნა და
ამით დასავლეთ პაკისტანისთვის აღმოსავლეთის ჩამოშორება, ხოლო პენჯაბის ხალხის
მხარდაჭერით დასავლეთის პაკისტანის დაშლას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს
ინფორმაციით 1971 წლის ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტამდე საბჭოთა კავშირმა
აშკარად გამოხატა თავისი მხარდაჭერა ინდოეთის მიმართ.

1973 წელს მოსკოვის მხარდაჭერით ავღანეთში მეფე მოჰამად ზაჰირის მონარქიული


რეჟიმი დაემხო და იქ საბჭოთა გავლენა გაძლიერდა. მოსკოვის წაქეზებით, ავღანეთის
ახალმა ხელისუფლებამ პაკისტანს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა, ხოლო
ქაბულის თანხმობით და ხელშეწყობით, სსრკ-ინდოეთი-ერაყის კოალიცია აქტიურად
ჩაერთო ირანის, ავღანეთის და პაკისტანის საზღვრებზე მცხოვრები მეამბოხე ბელუ-
ჯებისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების ოპერაციაში. ეს ოპერაცია ირანის და
პაკისტანის წინააღმდეგ იყო მიმართული და სსრკ-ს მიერ ბელუჯების მარიონეტული
სახელმწიფოს შექმნას და მისი მეშვეობით ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე
გასასვლელის მოპოვებას ითვალიწინებდა.

1970-იან წლებში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მიმდინარე სამხედრო-


პოლიტიკურ დაპირისპირებაში ირანთან ერთად, ინდოეთისა და სსრკ-ს გავლენის
შესუსტებით დაინტერესებული მესამე მხარე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც
ჩაერთო. საბჭოთა კავშირთან სამხედრო დაპირისპირების109 შემდეგ, ჩინეთის
სტრატეგიულმა, გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვექტორებმა მნიშვნელოვანი
რეორიენტაცია განიცადა. საბჭოთა ბლოკთან დაპირისპირების პირობებში პეკინისთვის
მნიშვნელოვანი გახდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების
მხრიდან ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება. ასეთ ვითარებაში, აუცილებელი
იყო სპარსეთის ყურის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოსთან - ირანთან დაახლოება.

მაშასადამე, ირანმა მოხერხებულად გამოიყენა ჩინეთ-სსრკ-ს დაპირისპირება და


პეკინთან დაახლოებით შეძლო ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსში მნიშვნელოვანი
გარდატეხის შეტანა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დათბობის შემდეგ კი სსრკ-
ინდოეთის ბლოკის წინააღმდეგ ირან-აშშ-ჩინეთის „ანტისაბჭოთა“ ბლოკი შეიქმნა,
რომელიც მოსკოვს საკუთარი გეგმის რეალიზების საქმეში ეფექტურ წინააღმდეგობას
უწევდა.

1970-იან წლებში აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსკოვმა სცადა


ეთიოპიაზე დაყრდნობით სომალის ნახევარკუნძულზე თავისი გავლენა
გაევრცელებინა, საიდანაც შეძლებდა მთლიანად გაეკონტროლებინა წითელი და
არაბეთის ზღვები, რომელზედაც გადიოდა სუეცის არხისკენ მიმავალი, ასევე
სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აფრიკის შემოვლითი საზღვაო
მაგისტრალები. ე.წ. „აფრიკის რქის“ მეშვეობით შესაძლებელი იყო თვით არაბეთის
ნახევარკუნძულისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების გაკონტროლებაც. აღნიშნული
ვითარება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა როგორც შეერთებული შტატების და
დასავლეთის, ისე ირანის ინტერესებს არაბეთის ზღვაში. ამიტომაც, ვაშინგტონი და
თეირანი სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევდა სომალის სახელმწიფოს, რათა
შეეკავებინა საბჭოთა კავშირი და მისი მომხრე ეთიოპელთა გავლენის ზრდა სომალის
ნახევარკუნძულზე .

ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა შეძლო ირანში


ისტორიულად მოქიშპე ორი ძლევამოსილი იმპერიის, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ,
გავლენის მნიშვნელოვანი შესუსტება, ხოლო შემდგომ წლებში მათი პოლიტიკური
არენიდან სრული გამოდევნა. აშშ-ს პოლიტიკა ირანის მიმართ რადიკალურად და
თვისობრივად განსხვავდებოდა ინგლისისა და რუსეთის პოლიტიკისაგან. წლების
მანძილზე ლონდონი და პეტერბურგი (შემდგომში კი მოსკოვი) ირანის ეკონომიკური
და სამხედრო-პოლიტიკური დაუძლურებით ცდილობდენ კოლონიური გავლენის ქვეშ
მოექციათ ის. შეერთებულმა შტატებმა დაუძლურებული და ჩამორჩენილი ირანის
ნაცვლად, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძლიერი და განვითარებული
ირანის არსებობა არჩია, რომელიც წინ უნდა აღდგომოდა დასავლეთის სახელმწიფოთა
ინტრესების საზიანო საფრთხეებს ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის
რეგიონში (თავის მხრივ თეირანმა ამერიკაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკით
შეძლო ერთხელ და სამუდამოდ ამოეკვეთა რუსეთის ფეხი ირანიდან).
ნიქსონის დოქტრინის“ განუყოფელი ნაწილი იყო „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია,
რომლის მიზანს სპარსეთის ყურის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვა
წარმოადგენდა. ვაშინგტონის გათვლით ეს რეგიონის ლიდერ-სახელმწიფოებს - ირანსა
და საუდის არაბეთს უნდა შეესრულებინა. „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით ირანი
რეგიონში კომუნიზმის შემაკავებელ ბუფერულ სახელწიფოდ უნდა გადაქცეულიყო,
რომელიც ერთდროეულად შეაკავებდა როგორც სსრკ-ს, ისე პროსაბჭოთა არაბულ
სახელწიფოებს - ერაყს, სირიას და იემენის დემოკრატიულ რესპუბლიკას და
მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაშიც.
ირანს უნდა უზრუნველყო თავისი წილი ნავთობის საიმედო მიწოდება, როგორც
შეერთებული შტატების, ისე მისი მოკავშირე ისრაელისთვის, იაპონიისა და ევროპის
კავშირის ქვეყნებისათვის. ირანზე დაყრდნობით ვაშინგტონი ცდილობდა
გაეკონტროლებინა სპარსეთის ყურე, რომელიც წარმოადგენდა ნავთობის მიწოდების
მთავარ არტერიას დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისათვის.
1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების პირველ ნახევარში არაბული
ქვეყნებისაგან განსხვავებით, ირანი კრიზისის პირობებშიც ნავთობის საიმედო
მიმწოდებლად დარჩა. იგი არ ითვალისწინებდა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების
ორგანიზაციის პოზიციებს და მათთან განსხვავებული ნავთობპოლიტიკის გატარებით,
არღვევდა კიდეც ორგანიზაციის ერთსულოვნებას (შაჰი ნავთობის მწარ-მოებელი
ქვეყნების ორგანიზაციას არ წყალობდა, რადგანაც მასში ძირითადად არაბული
სახელმწიფოები იყვნენ გაერთიანებული, რომლებსაც შაჰი ირანის მოწინააღმდეგეებად
მიიჩნევდა). ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკის რეალიზებით თეირანი საკუთარი
ნავთობრესურსების ექსპორტს ზრდიდა, რომლიდანაც შემოსულ ჭარბ
„ნავთობდოლარებს“ მის მიერვე განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში აბანდებდა.

1972 წლის შემდეგ, ირანი ამერიკული შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის


ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა. მართალია, ამერიკული იარაღით ირანის
გაძლიერება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ მხარეებმა იარაღით
ვაჭრობის სფეროში კონტროლი დაკარგეს. ერთი მხრივ, შეერთებულმა შტატებმა ირანს
ფართოდ გაუღო სამხედრო ბაზრის კარები, ხოლო მეორე მხრივ, შაჰმა
დაუბრკოლებლად შეძლო ჭარბი რაოდენობით სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების
შესყიდვა, რაც უარყოფითად აისახა ირანის ეკონომიკურ განვითარებაზე და რეგიონის
შემდგომ სტაბილურობაზე. ირანის მიერ შესყიდული ამერიკული შეიარაღება
მოემსახურა არა მხოლოდ შაჰის რეჟიმს, არამედ ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც.
სწორედ შაჰის მიერ შექმნილი ძლიერი სამხედრო პოტენციალით შეძლო ირანმა,
ერაყთან 8-წლიან ომში, ტერიტორიული თვალსაზრისით სტატუს-ქვოს შენარჩუნება
საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხარდაჭერით თეირანმა შეძლო
გაეფართოვებინა გავლენა არა მარტო სპარსეთის ყურის რეგიონში, არამედ ახლო
აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უკვე 70-იანი
წლების დასაწყისში ირანის შაჰს გაუჩნდა ამბიცია, აღედგინა ძლევამოსილი სპარსეთის
იმპერიის დიდება, გაეტარებინა „დამოუკიდებელი ეროვნული საგარეო პოლიტიკა“ და
აეძულებინა საერთაშორისო საზოგადოება ეღიარებინა ის, როგორც მსოფლიოს
„მეხუთე დიდი სახელმწიფო“.

You might also like