You are on page 1of 7

ინდოჩინეთის

მეორე ომი
(ვიეტნამის ომი)
ნია ლომაშვილი
თინანო ცაცუა
 ინდოჩინეთის მეორე ომი, აგრეთვე ცნობილი როგორც ვიეტნამის
ომი იყო 1964-1975 წლებში ინდოჩინეთში მიმდინარე ომი: ერთი
მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო
რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორე მხრივ ჩრდილოეთ
ვიეტნამის დაბომბვა. კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება.
სინამდვილეში, ამერიკის ვიეტნამში ინტერვენცია იყო 30 წლის
განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი,
რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური
ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.
მხარეები
 ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთ ვიეტნამის, ავსტრალიისა
და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ვიეტნამის
დემოკრატიული რესპუბლიკა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი),
რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ პარტიზანულ
ორგანიზაციას წარმოადგენდა.
 სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას
აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.
მიზეზი
 თავდაპირველად კონფლიქტი სამოქალაქო ომით დაიწო სამხრეთ
ვიეტნამში, რომელშიც სსრკ, აშშ და ჩინეთი ჩაერთო, ომის მიზეზი
დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.
 ჟენევის შეთანხმებით ვიეტნამი გაიყო ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად,
ჩრდილო ნაწილში სიმპატიები საბჭოთა კავშირისკენ იყო მიმართული,
ხოლო სამხრეთით ცენტრალური ევროპისკენ. ამერიკა თვლიდა, რომ მათ
არ უნდა დაეკარგათ ვიეტნამის სახელმწიფო და არ უნდა ჩაებარებინათ
რუსეთისთვის, ამიტომ ამერიკამ დაიწყო სამხრეთ ვიეტნამის დახმარება,
ამერიკის პრეზიდენტი - დუაით ეიზენჰაუერი აქტიურ პოლიტიკას ატარებდა
ვიეტნამში.
 1964 წელს ტონკურის ყურეში ამერიკის ხომალდ " მედოკს" თავს დაესხნენ
ვიეტნამელი აჯანყებულები, ამან ამერიკის მთავრობა გააბრაზა და 1965
წლის 7 თებერვალს ამერიკამ ჯარი შეიყვანა ვიეტნამში. რასაც უფრო დიდი
დაპირისპირება მოყვა ვიეტნამსა და ამერიკას შორის.
 სამხრეთ ვიეტნამი ამერიკის მხარეს იბრძოდა და მათი მეთაური -
დინ ზემი ძალიან ეხმარებოდა ამერიკის ჯარს ომში. ამერიკის
მხრიდან დაახლოებით 300 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომელთა
ნაწილიც ვიეტნამელი იყო. ხოლო ჩრდილოეთ ნაწილის მსხვერპლი
1 მილიონზე მეტი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის, ანუ საბჭოთა
კავშირის დანაკლისი ძალიან მცირე იყო, ისინი ომში თავიდან
აქტიურად ჩაებნენ თუმცა ბრძოლის ხაზზე მხოლოდ ვიეტნამელები
იბრძოდნენ, საბოლოოდ ამერიკამ უაზროდ ჩათვალა ომის
გაგრძელება და ჯარმა ვიეტნამის ტერიტორია დატოვა.
შედეგი
 უცნაური კი ისაა, რომ ომის დამწყებად არც ამერიკა და არც
საბჭოთა კავშირი არ მიიჩნევა, რადგან მათ ერთმანეთისთვის ომი
არ გამოუცხადებიათ, შედეგი კი მილიონობით ადამიანის დაღუპვა
და დაზარალება იყო. არც ამერიკას და არც საბჭოთა კავშირს
არაფერი დაჰკლებიათ ომის შემდეგ, გარდა ჯარის მსხვერპლისა. აი
ვიეტნამის სახელმწიფო კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა,
რადგან ქვეყანა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომი 1975 წელს
დასრულდა თუმცა მშვიდობა ნამდვილად არ მოჰყოლია აზიაში,
რადგან 1979 წელს ომი ამჯერად ავღანეთში დაიწყო.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like