You are on page 1of 3

საქართველო - უკრაინა (კულტურა)

მე ვისაუბრებ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ კულტურულ კავშირზე,


თუმცა სანამ უშუალოდ მთავარ საკითხზე გადავიდოდეთ, მინდა ზოგადად
კულტურის მცნებას შევეხო და ავღნიშნო მისი მნიშვნელობა კონკრეტულად
სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებით, რაც უპირველესყოვლისა
ეროვნული იდენტობის დამადასტურებელ და განმამტკიცებელ გზად მიმაჩნია და
გამოიხატება ენის, დამწერლობის, ხელობის, უფრო დაწვრილებით კი სხვადასხვა
საზოგადო მცნებებისა და საგანმანათლებლო მიმდინარეობების საშუალებით,
როგორიცაა : ლიტერატურა, ხელოვნება... ამ ასპექტებს მე უშუალოდ საქართველო -
უკრაინის განხრით გავარჩევ და ამ ორი ქვეყნის კულტურულ თანამშრომლობას
განვიხილავ, რაც ოფიციალურად 1993 წლიდან იწყება, თუმცა აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ ეთნიკური თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ მე- 18 საუკუნეში
„ვცვლიდით“ (ასე თქვათ) კულტურულ მახასიათებლებს დიასპორული გზებით,
როდესაც ირანისა და ოსმალეთის იმპერიების წინააღმდეგ მებრძოლი და
შევიწროებული პოლიტიკური მიგრანტები, რუსეთის მხარდაჭერის იმედით,
უკრაინის ტერიტორიაზე დასახლდნენ და თავისთავად უზრუნველყვეს
კულტურების შერწყმის პროცესი, რასაც ერთგვარ პოლიტიკურ ფაქტორთან
თანხვედრის სახით, ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა და ე.წ „ზაპოროჟიეს
კაზაკების“ მხარდამხარ ბრძოლაც დაემატა. მხედველობაში მაქვს 1738 წელს,
რუსეთის იმპერატორ, ანა იოანოვნას მიერ, ქალაქ პოლტავაში შექმნილი „ქართული
ჰუსარის პოლკის“ არსებობა.

უშუალოდ საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის არსებული


კულტურული ურთიერთკავშირი, კი როგორც დასაწყისში ავღნიშნე 1993 წლის
აპრილიდან იწყება სპორტის, ჯანდაცვის, შემდგომ 1997 წელს ტურიზმის სფეროებში
მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების მიღწევით. აღსანიშნავია
აგრეთვე, 2002 წელს გაფორმებული მემორანდუმის როლი, რაც განათლებისა და
აკადემიური წოდებების შესახებ ორმხრივი აღიარების მყარ საბუთად შეგვიძლია
მივიჩნიოთ. უშუალოდ განათლებასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული
შეთანხმება კი 2017 წელს ხორციელდება. ამ ყოველივემ ხელი შეუწყო, საქართველოსა
და უკრაინის სახელმწიფოების დაახლოებას კულტურულ ჭრილში და შემდგომში
უამრავი ღონისძიების მოწყობას მათივე თაოსნობით... კონკურსების,
კონფერენციების, კონცერტების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვადასხვა საზეიმო
ცერემონიების თვალსაზრისით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
უკრაინის კინოფესტივალი, ე.წ „უკრაინა ფოკუსში“, რომელიც 2015 წლიდან
მოყოლებული, თითქმის ყოველი წლის გაზაფხულს ტარდება საქართველოში.
აგრეთვე აღსანიშნავია კიევის არიერგარდის ერთ- ერთი დამფუძნებლის, მატვეი
ვაისბერგის სამხატვრო გამოფენები, დმიტრო მურავსკის ფოტოგალერეა,
ჰოლოდომორის მსხვერპლთა და ზეციური ასეულის გმირების ხსოვნისადმი
მიძღვნილი ცერემონიები და ჩატარებული ლიტურგიები. ეს ღონისძიებები ორი
მთავარი მიზნის მატარებელ აქტივობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1- უცხო კულტურის
შეცნობა, საკუთარის გაზიარება და ზოგადად ინტერესის სფეროს გაფართოება და 2-
პარტნიორი სახელმწიფოს ფასეულობებისადმი პატივისცემის გამოხატვა, რაც კიდევ
უფრო მეტად ალაგებს და აუმჯობესებს ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის. ამ
უკანასკნელის მარტივ მაგალითს წარმოადგენს აგრეთვე უკრაინის საზოგადოებრივი
გაერთიანების, „გეორგიას“ ორგანიზებით გამართული ქართული კულტურის რიგით
მე-10 ფესტივალი მირგოროდში, რომელიც ამ ქალაქში დავით გურამიშვილის სახლ-
მუზეუმის დაარსების 50 წლისთავს მიეძღვნა, ან თუნდაც 2007 წელს, თბილისში
ტარას შევჩენკოსა და კიევში შოთა რუსთაველის ძეგლების გახსნის პროცესი. ამ
ღონისძიების სიმბოლური დატვირთვა კარგად იქნა წარმოჩენილი უკრაინაში
არსებულ ერთადერთ ორენოვან ჟურნალ „საქართველოში“, რომლის შექმნის მთავარ
მიზეზადაც სწორედ ქართული ემიგრაციის ზრდა და თანამედროვე თაობისთვის
კულტურული ელემენტების შენარჩუნება იქნა დასახელებული.

როდესაც საქართველო უკრაინას შორის არსებულ კულტურულ კავშირზე


ვსაუბრობთ, აუცილებელია ლესია უკრაინკას სახელის ხსენებაც, რომელსაც ორი
ქვეყნის პოეტ ქალადაც მოიხსენიებდნენ. თავად ლესიასაც უთქვამს, რომ, თუ იგი
უკრაინელად არ დაიბადებოდა, ისურვებდა ქართველობას. მართლაც თამამად
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელად დაბადების შემდგომ, მან მოახერხა ცხოვრების
გარკვეული ნაწილის გატარება, ქართველი ქალის ამპულაში, ქართველ მეგობრებთან
ერთად და აგრეთვე საქართველოს მიწაზე. შიდა ქართლში, კერძოდ სურამში,
დღემდე გრძელდება ერთგვარი „ლესიაობის“ ტრადიციის დაცვა, რაც სწორედ ორი
ქვეყნის პოეტი ქალის ხსოვნის საპატივსაცემოდ განკუთვნილ პოეზიურ კონკურსებსა
და უკრაინული ენის დღეების ჩატარებას მოიცავს.

ბოლოს კი მინდა სწორედ ენის საკითხს შევეხო. უკრაინული და ქართული ენების


შესწავლის პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც საელჩოებში, აგრეთვე საშაბათო,
საკვირაო სკოლებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში, კერძოდ ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღემდე
განაგრძობს არსებობას უკრაინისტიკის ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს
უკრაინული ზოგადი კულტურის, ისტორიისა და უპირველესყოვლისა ენის
შემსწავლელ პროგრამებს, რომელიც ისევ და ისევ კულტურული ღირებულებების
სათავეში მყოფ ერთ- ერთ მთავარ კომპონენტად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან სწორედ
ენა წარმოაჩენს (ყველაზე კარგად) ეროვნული, სახელმწიფოებრივი იდენტობის
მცნებას.

https://georgia.mfa.gov.ua/ka/spivrobitnytstvo/culture
http://iberieli.org/uploads/files/2016-08/1471533105_122007.pdf
https://mfa.gov.ge/News/ukrainashi-qartuli-kulturis-rigit-me-10-festivali.aspx?CatID=5
https://ukrainer.net/qarthvelebi-ukrainashi/
http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Georgian Hussars E.htm
https://www.radiotavisupleba.ge/a/ლესია-უკრაინკა---ორი-ქვეყნის-პოეტი-
ქალი/29789638.html

You might also like