You are on page 1of 5

საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

დიპლომატიური პარადოქსი.

1. საქართველოს ურთიერთობები ჩინეთთან ‘


2. საქართველოს ურთიერთობები აშშსთან
3. ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა და მეტოქეობა
4. დასკვნა

საქართველოს ურთიერთობები ჩინეთთან

საქართველო-ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების


თარიღად 1992 წლის 9 ივნისი უნდა მივიჩნიოთ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს
დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები,
ხოლო 1993 წელს გახსნა საელჩო თბილისში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს
პეკინში, მისი გახსნა შედარებით მოგვიანებით 2005 წელს მოხდა. მსგავსმა
ურთიერთობებმა ძლიერი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული
ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი


ზრდა საქართველოს ეკონომიკაში; 25-მდე ჩინური კომპანია უკვე წარმატებულად
საქმიანობს საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და
ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. ასევე, იზრდება ორმხრივი
ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი, ვითარდება ურთიერთობები
კულტურისა და განათლების სფეროებში. დღეისათვის, ჩინეთი არის საქართველოს ხუთ
უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის.

2017 წლის 13 მაისს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის


გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ჩინეთის კომერციის
მინისტრებმა.

შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო


პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული
პროდუქციის ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად დადებითად
აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და უმუშევრობის შემცირების
მაჩვენებელზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში
წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს გაუხსნის,
რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ხელშეკრულების
მიხედვით საქართველო ტარიფებს გააუქმებს ჩინეთის საექსპორტო კატეგორიის
95.6%-ზე, ხოლო ჩინეთში საქართველოს საექსპორტო კატეგორიის 91%
გათავისუფლდება გადასახადისგან. ამასთანავე, საქართველოს საექსპორტო
კატეგორიის დამატებით 3%გათავისუფლდება ტარიფებისგან, ხელშეკრულების
ძალაში შესვლიდან დაახლოებით ხუთი წლი განმავლობაში.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია


ვაჭრობაზე ბარიერებისმოსახსნელად, პროდუქციისა და სერვისებზე თავისუფალი
წვდომისა და ეკონომიკური სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის და სრულად
შეესაბამება ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარების დღევანდელ შეუქცევად
ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ევრაზიის რეგიონში პირველად სწორედ
საქართველოსთან გააფორმათავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე,
2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთისარტყელი, ერთი გზის“
ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც
ჩინეთმა მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამიტომ ეს შეთანხმება უაღრესად
მნიშვნელოვანია, როგორცჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების
განვითარებისთვის, ასევე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებს შორის
კავშირების გასამყარებლად.

ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განსაკუთრებით საგულისხმობა ქართული


ღვინის პოპულარიზაციის სწრაფი ტემპებით ზრდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს
მონაცემებით ღვინის ექსპორტი ჩინეთში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო
იმატებს. მაგალითისათვის, 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკაშიქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდამ
2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, რამაცჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ)
შეადგინა. 2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან
ჩინეთშიექსპორტირებული იყო 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატებოდა
2016 წლის მონაცემებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალის მონაცემებით ისევ შეიმჩნევა
ექსპორტის ზრდა 7%-ით, რამაც ჯამში 6,783 მლნ ბოთლს მოიცავს. დღეისათვის
ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამეადგილს
იკავებს.

გაზრდილი ექსპორტის კვალდაკვალ ჩინეთში იმატებს ქართული ღვინის სახლების


რაოდენობაც, რომელიც არა მხოლოდ ქართული ღვინის, არამედ ქართული
კულტურის გაზიარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. დღესდღეისობით
ქართული ღვინის სახლებს შევხვდებით სინძიანის პროვინციაში, სადაც ქართული
ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade
Co., LTD“ ქალაქ ურუმჩიში გახსნა ქართული ღვინის სახლი. აღნიშნული კომპანია
თავად სინძიანის პროვინციაში დაახლოებით 9 ქართული ღვინისა და კვების
ობიექტს აერთიანებს. ქართული ღვინის სახლს ასევე შევხვდებით ჭეძიანის
პროვინციის ქალაქ ივუსა და ხანგჭოუში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა
დასახელების ღვინოები, მათ შორის ჭაჭაც.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე ჩინეთის ქალაქ გუანგჭოუში, საქართველოს


სავაჭრო-სამრეწველოპალატის მხარდაჭერით, „ერთი სარტყელი-ერთი გზის“
საქართველოს ბიზნეს-სახლის გახსნა. აღნიშნული ბიზნეს-სახლი პირველ ეტაპზე 20-
მდე ქართული კომპანიის პროდუქციას აერთიანებს, რომელთა შორისაა ქართული
ღვინო, ჭაჭა, საკონსერვო პროდუქცია, მინერალური წყალი, თაფლი,ზეთისხილის
ზეთი, ლიმონათი, საფერავის ჩაი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.

აღნიშნული ღვინისა და ბიზნეს სახლების არსებობის მიზანი ორ ქვეყანას შორის


სავაჭროურთიერთობების ხელშეწყობა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და
ქართველი მეწარმეებისჩინური ბაზრის ათვისების შესაძლებლობაა.

საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის


მიმართულებითაც. საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის 2015 წელს ხელი
მოეწერა შეთანხმებას სასათბურე მეურნეობების პროექტის თაობაზე. ორ წლიანი
კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით
დასრულდა 2017 წელს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში,
საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენდა
სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ხუნანის
სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი
მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც
სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე
მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი წარმოების პოტენციალის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ხუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად


არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური
რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით
ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ
მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-
მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის
სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების
დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და
ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა.
ასევე იგეგმება პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რომელიც დასავლეთ
საქართველოში დაიწყება. თანამშრომლობის ფარგლებში მზის სითბური მოწყობის
სათბურები იმერეთის რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-
კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე განთავსდება. საქართველო და ჩინეთი
ერთმანეთთან განათლების კუთხითაც თანამშრომლობენ. ყოველწლიურად იმატებს
ჩინური ენით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი საქართველოში და აგრეთვე იმ
ადამიანების რაოდენობაც, რომელთაც სწავლის გაგრძელება და ჩინური ენის
გაღრმავება სწორედ ჩინეთში სურთ.  საქართველოს მოქალაქეებს კი ჩინეთში
სწავლის შანს ჩინეთის მთავრობა და კონფუცის ინსტიტუტი აძლევს. 

ჩინეთის მთავრობის სიპენდია გათვლილია როგორც ერთ წლიანი ენის


შემსწავლელი კურსის გავლის მსურველთათვის, ასევე მათთვის ვისაც ჩინეთში
სურთ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურზე სწავლა. აღნიშნული
სტიპენდია სრულიად ფარავს სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს და აგრეთვე
უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები
ყოველწლიურად ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ცხადდება და
კანდიდატების შერჩევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესბუბლიკის საელჩოს
წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. გარდა ამისა ბოლო რამდენიმე
წელია საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ჩინეთი-UNESCO-ს
ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ძირითადად ჩინური ენის
ერთწლიან პროგრამას მოიაზრებს. აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში
დაფინანსებულია სწავლის, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯები, ამასთანავე
უზრუნველყოფილია ყოველთვიური სტიპენდიაც.

ჩინეთის მთავრობის გარდა სტიპენდიებს ასევე გასცემს კონფუცის ინსტიტუტი,


რომელიც ჩინური ენის შემსწავლელ ერთწლიან პროგრამას სთავაზობს
დაინტერესებულ პირებს. აღნიშნული პროგრამაც სრულიად ფარავს სწავლისა და
ცხოვრების ხარჯებს და სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიით
უზრუნველყოფს.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტიპენდიების ფარგლებში ძალიან
ბევრ ქართველს საშუალება ეძლება მიიღონ უმაღლესი განათლება ჩინეთის წამყვან
უნივერსიტეტებში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიუმჯობესონ ჩინური ენა.
დღესდღეისობით ქართველ სტუდენტებს შეხვდებით ჩინეთის ისეთ წამყვან
უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ცინგხუას უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი,
ჭეძიანგის უნივერსიტეტი, ჟენმინის უნივრსიტეტი, ფუტანის უნივერსიტეტი

////////
ჩინეთთან „ძლიერი ურთიერთობები“ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,
განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 სექტემბერს
ჩინეთის ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონში ისეთი „დიდი მოთამაშის“ მზარდი როლი,
როგორიც ჩინეთია, „ბალანსს ქმნის“.

„ჩვენ წარმატებული ურთიერთობები გვაქვს ჩინეთთან. საქართველოსა და ჩინეთს


შორის ისტორიული კავშირები დღითიდღე ძლიერდება… ჩვენთვის უაღრესად
მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ძლიერი კავშირები“, – განაცხადა მან მსოფლიო
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ახალი აბრეშუმის გზა“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც 10 სექტემბერს ჩინეთის პრემიერს ლი


კეციანს შეხვდება, განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის
„შორსმჭვრეტელ ინიციტივას“; მას მხედველობაში ჰქონდა აბრეშუმის გზის „ერთი
სარტყელი ერთი გზა“ კონცეფცია, რომელიც აბრეშუმის გზის სავაჭრო კავშირების
აღდგენას და მარშრუტის გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას
ითვალისწინებს. 

„საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით შეუძლია ძალიან


მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ვგულისხმობ, რომ ბოლო ათი, ან თუნდაც ოცი
წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ სანდო სატრანზიტო
ქვეყანა… და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოგისტიკურ
ცენტრად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და ანაკლიაში დაგეგმილი ღრმაწყლოვანი
პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს გვინდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება;


ხვალ მექნება შეხვედრა ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან. ჩვენ განვიხილავთ
რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს“, – დასძინა მან.

You might also like