You are on page 1of 3

გამართული განათლების სისტემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი

პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის მივიჩნევთ,რომ საქართველოსთვის


მყარი განათლების სისტემის შექმნა უდიდეს პრიორიტეტს
წარმოადგენს,რადგან ქვეყნის მომავალს სწორედ ამ სისტემის
თანამედროვედ მცხოვრები ახალგაზრდები განაგებენ.საქართველოში
განათლების თვალსაზრისით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა
,რომელსაც კვლევებიც ადასტურებს. ყოველწლიურად "ერასმუმს+"-ის
გაცვლითი პროგრამით  დაახლოებით 350 სტუდენტი მიდის
საზღვარგარეთ, აქედან დაახლოებით 60% საჭირო კრედიტებს ვერ
აგროვებს და გაცვლითი პროგრამით სწავლა უჭირთ. ჩვენ გვაქვს
ფაქტობრივად ერთეული შემთხვევები, როცა გაცვლითი პროგრამებით
წასული სტუდენტები სრულად ფარავენ წინასწარ დაგეგმილ სასწავლო
კურსს.საქსტატის 2017 წლის მონაცემებით სტუდენტების რიცხვი
ქვეყნის მასშტაბით 150 00-ს აღწევს,რომელიც წლიდან წლამდე
მატულობს. თუმცა ეს, ამდენივე განათლებულ და კონკურენტუნარიან
კადრს სულაც არ ნიშნავს. ეს ცალსახად წარმოდგენას გვიქმნის ქვეყანაში
უმაღლესი განათლების დონეზე. პრობლემები კი შემდეგნაირია: სამუშაო
ადგილების სიმცირე, შესაბამისი განათლების არმქონე
კურსდამთავრებულები და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში
სტუდენტების ნაკლები ჩართულობა. ამ პრობლემათა გადასაჭრელად
ჩვენ გთავაზობთ :
1.მე-4 ან თუნდაც მე-5 არჩევითი საგნის ბარიერის აწევას
მაქსიმალური ქულის 35%-მდე,ძირითადი საგნების ბარიერი კი
დარჩება იგივე,რის შედეგადაც მივიღებთ ჩარიცხული სტუდენტების
ნაკლებ რაოდენობას,შესაბამისად სტუდენტებს,რომლებსაც ნამდვილად
უნდათ სასურველი პროფესიის უმაღლეს დონეზე შესწავლა და არა
სტუდენტებს, რომელთათვის უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ მოდაა.
სტუდენტები,რომლებიც ვერ გადალახავენ 35%-იან ზღვარს, ექნებათ
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების ალტერნატივა,
რითაც დაბალანსდება კურსდამთავრებულთა რიცხვი პროფესიული
თვალსაზრისით.
2.საჭიროა უმაღლესი განათლების სისტემის ჩართვა
საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში,ამისთვის კი სწავლების
პროცესი უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოში მოვიწვევთ 10 უცხოელ, საერთაშრისო დონის
ლექტორს.მათი ხელფასი წელიწადში განისაზღვრება 27 000 ევროთი,რაც
ჯამში მოგვცემს 270 000 ევროს, რომელიც დაფინანსდება განათლების
სამინისტროს ბიუჯეტიდან. ლექტორთა ნაკადის ცვლა მოხდება
წელიწადში ერთხელ.უცხოელი ლექტორები გაუძღვებიან
ინგლისურენოვან კურსებს მე-2და მე-3 კურსის სტუდენტებთან 10
საპილოტე სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ხელს შეუწყობს როგორც
ენობრივი დონის ამაღლებას,ასევე საერთაშორისო სტანდარტების უკეთ
გაცნობასა,დანერგვას.
ასევე ქართველ სტუდენტებს მივაწვდით უფრო კონკრეტულ,ვრცელ და
საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პროგრამების შესახებ და
ავუმაღლებთ მოტივაციას,რათა მიიღონ მათში მონაწილეობა.
რადგან,როგორც ვიცით,სახელმწიფო უნივერსიტეტებში შედარებით
ნაკლები გაცვლითი პროგრამაა.აღსანიშნავია,რომ მოცემულ
პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება უმაღლესი
განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.ჩვენ მათ ვთავაზობთ
კონკრეტულ პროგრამებს,რომლებიც დაფინანსდება არა
საქართველოს,არამედ ამ პროგრამების განმხორციელებელი
ქვეყნებისმიერ. პროგრამები შემდეგია:„ბალტიის ზღვის რეგიონის
პროგრამა/ვისბის პროგრამას“(Baltic Sea region Program/Visby Program),
ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედური
ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროგრამა (European Law and
Economics), DAADის ,ჩინეთისა,unescos და შვედური ინსტიტუტის
სასტიპენდიო პროგრამები და სხვა.
3.ასევე გთავაზობთ, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაკავშირებას
კერძო კომპანიებთან. კერძო კომპანიებმა არჩეული 10 საპილოტე
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან უნდა გამოყონ
უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტები და გაატარონ სტაჟირება,
საჭირო მიმართულებით.ამის შემდეგ კი მეტად მოტივირებულები და
წარმატებული სტუდენტები დაასაქმონ ამავე
კომპანიებში.სახელმწიფო,კი თავის მხრივ ამ პროგრამაში ჩართულ
კერძო კომპანიებს შეუმცირებს საშემოსავლო გადასახადების 4%-ს.
ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმების ზედმიწევნით გატარება ქვეყნის
უმაღლესი განათლების დონის ასამაღლებლად ერთ-ერთი
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რის შედეგადაც პროგრესი
გარდაუვალია.

You might also like