You are on page 1of 3

აბიტურიენტთათვის

როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია?

აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით. ერთიან ეროვნულ


გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში უნდა გაიარონ.
სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

სად და როგორ გაივლიან აბიტურიენტები რეგისტრაციას?

2013 წელს აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის


ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge);

რა არის გამოცდის საფასური?

ერთი საგნის გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი.

სად და როგორ უნდა მოხდეს თანხის გადახდა?

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურეობის გადასახადი:

1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;

2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;

3) ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;

4) „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი;

5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.

სად მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს?


დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ,
სკოლადამთავრებული აბიტურიენტები კი რეგისტრაციისას თავად აირჩევენ ბარათის მიღების ადგილს
შესაბამისი ჩამონათვალიდან. ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, თითოეული
გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან
ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

რომელ ქალაქში გაიხსნება საგამოცდო ცენტრები?


საგამოცდო ცენტრები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი,
ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, სიღნაღი ხულო.
რამდენი პროგრამის არჩევის საშუალება აქვს აბიტურიენტს?

2013 წელს აბიტურიენტების მიერ არჩეული პროგრამების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული (2012
წელს მათ 20 პროგრამის არჩევა შეეძლოთ, 2013 წელს შეუძლიათ მიუთითონ ყველა სასურველი
პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება) - ამ ცვლილების მიზანი მეორადი
ჩარიცხვების საჭიროების მოხსნაა.

რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში


აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით


აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას - აქედან 3 სავალდებულო საგანსა (ქართული ენა და ლიტერატურა,
ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხოური ენა) და 1 არჩევითს _ შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა,
მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, იმ საგანს, რომელსაც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამისთვის ითხოვს.

რა იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა


გადალახოს კონკრეტული საგანმანთლებლო პროგრამის მიერ მითითებულ ყველა გამოცდაში – ანუ,
მიიღოს მაქსიმალური ქულის 20%–ზე მეტი უცხოურ ენებში, მაქსიმალური ქულის 25%–ზე მეტი
დანარჩენ გამოცდებში (გარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომლებმაც დააწესეს უფრო
მაღალი ზღვარი).

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო


პროგრამაზე?
საკონკურსო ქულის (რომლის მიხედვითაც ხდება ჩარიცხვა) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ
მინიჭებულ კოეფიციენტებზე და შედეგები შეჯამდება.

როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე?


ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება
აქვს საქართველოს მოქალაქეს. 2013 წელს გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო
გრანტი.

ვისზე არ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი?


სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
 იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან;
 იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ
ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ქართულ ენაში მომზადების)
საგანმანათლებლო პროგრამაზე;
 იმ პირებზე, რომლებმაც დააგროვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის
საკმარისი ქულა, მაგრამ ვერ მოიპოვეს 2013 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება;
 იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში (აღნიშნული არ ეხება ქართულ ენაში
მომზადების პროგრამას).

You might also like