You are on page 1of 3

*MES2220001545035*

MES 2 22 0001545035
05/12/2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/
ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი
განათლების სამინისტროების ტერიტორიული
ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს

პატივცემულო ქალბატონებო/ბატონებო,

მოგახსენებთ, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩატარდება
პირველი ტური ტარდება ონლაინ რეჟიმში, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო


საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს(წინასწარი რეგისტრაციის გარეშე). ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდება:

ა) 9 დეკემბერს:
ა.ა) ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ა.ბ) ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მოსწავლეებისთვის);
ა.გ) ფრანგულ ენაში.

ბ) 10 დეკემბერს:
ბ.ა) ისტორიაში;
ბ.ბ) ქიმიაში;

გ) 11 დეკემბერს:
გ.ა) ინგლისურ ენაში;
გ.ბ) გერმანულ ენაში;
დ) 12 დეკემბერს:
დ.ა) მათემატიკაში;
დ.ბ) ბიოლოგიაში.

ე) 13 დეკემბერს:
ე.ა) გეოგრაფიაში;
ე.ბ) ფიზიკაში;
ე.გ) რუსულ ენაში.

პირები, რომელთაც სურთ სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ვალდებულნი არიან სსიპ - შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინონ შესაბამისი
ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები, რომელთაც სურთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში


მონაწილეობის მიღება, ვალდებულნი არიან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2022 წლის
5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
ყოფნის შესახებ.

გაცნობებთ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს ცენტრის დირექტორის
მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად.

ცენტრის მიერ დადგენილი კლასის/კლასების შესაბამისად, მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს
რამდენიმე საგნის ოლიმპიადაში ერთდროულად.

მოსწავლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ან უფრო მაღალი კლასისთვის/კლასებისთვის


განსაზღვრული საგნის ოლიმპიადაში.

თუ მოსწავლე ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ერთსა და იმავე საგანში სხვადასხვა კლასის
შესაბამისად ჩატარებულ ტესტირებაში და ორივე კლასის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგად
მოიპოვებს ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას, იგი ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი საგნის
უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილედ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის


მოსწავლეებს უფლება არა აქვთ უცხოურ ენად ჩააბარონ რუსული ენა.

პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია,


შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17:00 საათამდე პრეტენზია შეიტანოს შესაბამისი
საპრეტენზიო კომისიის სახელზე სსიპ - შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებისას მნიშვნელოვანია


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ჩართულობა. სასურველია ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა უზრუნველყონ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა მონაწილეობა
ოლიმპიადის პირველ ტურში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული კომპიუტერული რესურსის
გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ წერილში აღნიშნული ინფორმაცია და
წინამდებარე წერილი, თანდართული დოკუმენტებით, გადაუგზავნოთ თქვენს სამოქმედო ტერიტორიაზე
მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დანართის სახით გიგზავნით:

1. ,,2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგის
დამტკიცების შესახებ'' სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 5
დეკემბრის N160/22 ბრძანებას (იხ. საფუძვლები);

2. ,,2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების პროცედურისა და
კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად ტესტირებისთვის გამოყოფილი დროის განსაზღვრის
თაობაზე'' სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 5 დეკემბრის N161/22
ბრძანებას (იხ. საფუძვლები);

3. "2022-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში
შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულის დადგენის თაობაზე" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორის 2022 წლის 5 დეკემბრის N162/22 ბრძანებას (იხ. საფუძვლები);

4 ინსტრუქციას.

პატივისცემით,

დირექტორი
გორგოძე სოფიო

You might also like