You are on page 1of 7

სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სხდომის


ოქმი № 1

დიდი ჩაილური _5.09.2022 წ.

სხდომის დაწყების დრო: __11:_00_ სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები:
1. მანანა მჭედლიშვილი
2. ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი


სხდომა გახსნა დირექტორმა . მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და
მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე: -2
წინააღმდეგი: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3. გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა VII- XII კლასებისათვის;
4. გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შერჩევა VII-XII
კლასებისათვის;
5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
7. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;
8. სხვა მიმდინარე საკითხები.
საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო
სკოლის დირექტორი

მოისმინეს: ქალბატონმა ლიამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის


მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ
ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი
სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს


კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა
არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ ლიამ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის
ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება,
ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის
კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული
განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;

ქალბატონმა ლიამ კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები


თავმჯდომარისა და მდივნის კანდიდატურაზე.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: მასწავლებელმა მანანა მჭედლიშვილმა, კათედრის


თავმჯდომარედ დაასახელა ეკა ჭიკაძე, ხოლო მდივნად მანანა მჭედლიშვილი მან ხაზი
გაუსვა დასახელებული კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას, მათ
კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


სასწავლო წლის ვადით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარედ
არჩეულ ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე იქნეს, ხოლო მდივნად მანანა მჭედლიშვილი.

საკითხი N2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება


მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მანანა მჭედლიშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა
თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-
5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო


გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში
განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის
წევრებს გააცნო 2022-2023 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.

აზრი გამოთქვა: ეკამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში


გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი
საქმიანობა.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო


გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

დამტკიცდეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის 2022 -2023 სასწავლო წლის


სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.

საკითხი N3. გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა X კლასისთვის;


მომხსენებელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო
სკოლის კათედრის თავმჯდომარე ეკა ჭიკაძე -ვეშაპიძე.

მოისმინეს: ქალბატონმა ლიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართის
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა
საგაკვეთილო პროცესისთვის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური
საბჭოსთვის წარდგენა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ
ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთი
სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში,
რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოთი/სერიით.

ამავე წესის მე-16 მუხლის თანახმად, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის


მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების
პერიოდით.
ვინაიდან 2011 წელს შერჩეულ X კლასის სახელმძღვანელოებს გრიფირების ვადა გაუვიდათ,
სკოლამ უნდა აირჩიოს 2022 წელს გრიფირებული ახალი სახელმძღვანელოები.
სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული X კლასის სახელმძღვანელოები.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
X კლასში გამოსაყენებელი გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს
დანართი N2 შესაბამისად.

საკითხი N4. გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შერჩევა VII-


XII კლასებისათვის;
მომხსენებელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო
სკოლის კათედრის თავმჯდომარე ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე.

მოისმინეს: ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს შერჩეული
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სკოლაში მოქმედებდა 5 წლის განმავლობაში.
შესაბამისად, 2019 -2020 სასწავლო წლის ბოლოს ვადა გაუვიდა VII-XII კლასის გრიფირებულ
სახელმძღვანელოებს, თუმცა, ახალი სახელმძღვანელოების არარსებობის გამო, სსიპ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლამ უცვლელად უნდა
დატოვოს და XI-XII კლასებში სწავლება უნდა გააგრძელოს 2012 წელს არჩეული
სახელმძღვანელოებით.

ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს VII-XII კლასის
სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭათ 6 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“
21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და
საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის
მოქმედების 6-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.

ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და


მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,
მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“
ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი
რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა


სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსისა და თვალსაჩინოების შერჩევა.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
1. უცვლელად დარჩეს 2012 წელს შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოები 2022-
2023 სასწავლო წლისთვის;
2. 2022-2023 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი სასწავლო რესურსების
ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად.

საკითხი N5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა


მომხსენებელი: ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე

მოისმინეს: ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის
მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით
ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება
და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი
დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის
შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება;
კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ
შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე
ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.
კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი
დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი
დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა
სკოლის დირექციასთან ერთობლივად შემუშავებული შემაჯამებელი დავალების
ანალიზების ფორმების გადახედვა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ
მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.

აზრი გამოთქვა: მანანა მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების


ანალიზი გვიჩვენებს მოსწავლეების მიერ მიმდინარე თემების ათვისების ხარისხს, რაც
საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ინდივიდუალურად
იმუშაოს მოსწავლეებთან.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


კათედრის წევრებმა იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების
ანალიზების ფორმებით ( იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი N4)
საკითხი N6. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების
განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო
სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარე ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე.

მოისმინეს: ქალბატონმა ეკამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის


მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი.
შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა
მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების
შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.

მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ


წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების
სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა
თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია
თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე
აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2018-2019


სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.

აზრი გამოთქვა: ლია როსტიაშვილმა აღნიშნა, რომ ღია გაკვეთილის ჩატარებისას


მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს
პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ
თემაზე ახდენს კონცენტრირებას და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის


კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

საკითხი N8. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება

მომხსენებელი: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო


სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი

მოისმინეს: ქალბატონმა ლიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების


სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში
დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
კათედრის წევრები გაეცნენ ამავე კათედრაში შემავალი მასწავლებელების სავარაუდო
დატვირთვას და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების


საკითხი.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის


კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 2
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:
ეკა ჭიკაძე- ვეშაპიძე -- --18 სთ კვირაში (V -2 სთ ჩვენი საქართველო,VI-3 სთ ჩვენი
საქართველო , VII – 2 სთ -ისტორია, VIII -2 ისტორია, X- 2სთ ისტორია +2 სთ საქართველოს
ისტორია, XI-3 სთ- ისტორია, XII-2 სთ ისტორია).
მანანა მჭედლიშვილი ------ 19 სთ კვირაში (III – 2 სთ მე და საზოგადოება, IV – 2 სთ მე და
საზოგადოება, VII -2 სთ გეოგრაფია, - VII -2 სთ მოქალაქეობა, VIII -2 სთ გეოგრაფია, VIII- 1
სთ -მოქალაქეობა, X -2 სთ გეოგრაფია, X-3 სთ სამოქალაქო განათლება, XI-2 სთ გეოგრაფია,
XII-1 სთ სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა


დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: _14:30 სთ

კათედრის თავმჯდომარე: ეკა ჭიკაძე-ვეშაპიძე. / /

მდივანი: მანანა მჭედლიშვილი. / /

You might also like