You are on page 1of 8

სსიპ - დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი N-

ასპინძა 7სექტემბერი 202

სხდომის დაწყების დრო:__: __სთ.

სხდომას ესწრებოდნენ პედაგოგიური საბჭოს შემდეგი წევრები:


(ჩამოთვალეთ პედაგოგიური საბჭოს წევრები)

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა სსიპ -------------------------------------------------------- საჯარო


სკოლის დირექტორი ------------ -------------------- და დირექტორის მოადგილე
--------------------- (თუ დირექტორი ან/და დირექტორის მოადგილე ამავდროულად არის
მასწავლებელი, მაშინ კენჭისყრაში მიაღებინეთ მონაწილეობა).

პედაგოგიური საბჭოს სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ შემდეგი


მასწავლებლები:

სხდომას თავმჯდომარე -
სხდომის მდივანი -

სხდომა გახსნა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის


წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე: ---------
მოწინააღმდეგე: ------------

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:

1. პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო გეგმის/განრიგის დამტკიცება;


2. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხის განხილვა;
3. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული 2022-2023 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო
გეგმის დამტკიცება;
4. დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებელთა წარმომადგენლის, დისციპლინური
კომიტეტის წევრობის კანდიდატის არჩევის საკითხი.
5. საშემოდგომო გამოცდების შედეგების განხილვა;
6. სხვა მიმდინარე საკითხები.
თუ უფლებამოსილების ვადა გასდის პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარეს, დღის წესრიგს
პირველ საკითხად დაემატება პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევის
საკითხი (პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამი წლის ვადით).

საკითხი N1. პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო გეგმის/განრიგის დამტკიცება

მომხსენებელი: პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - -------------


მოისმინეს: -------------------------ის ინფორმაცია პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო
გეგმის შესახებ. მან დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ პედაგოგიური საბჭოს სამუშაო
გეგმაში გათვალისწინებულია ხუთი სხდომა, I სხდომა სასწავლო წლის დაწყებამდე, II – I
სემესტრის დასრულების შემდეგ, III - 20 მაისს, IV – 27 მაისს პირველკლასელებთან
დაკავშირებით, V – შემაჯამებელი სხდომა - სასწავლო წლის ბოლოს.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ------------------- განაცხადა, რომ მისი აზრით


სამუშაო გეგმა საკმაოდ მოცულობითია, თუმცა შეიძლება წლის განმავლობაში წარმოიშვას
საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული გეგმაში. აქედან გამომდინარე,
საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე სხდომა, სადაც პედაგოგიური საბჭოს
წევრებს საშუალება ექნებათ განიხილონ მიმდინარე საკითხები. ასევე, პედაგოგიური საბჭოს
წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს
სხდომა კონკრეტული საკითხის განსახილველად.

სხდომაზე შემუშავდა პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო გეგმა/განრიგი, სადაც


ჩამოთვლილი იყო საბჭოს სხდომების სავარაუდო დღის წესრიგი.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:

მომხრე : -------
მოწინააღმდეგე : ---------

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

დამტკიცდეს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის -------------------------ის მიერ


წარმოდგენილი პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმა 2021 – 2022 სასწავლო წლისთვის.

საკითხი N2. გრიფმინიჭიებული სახელმძღვანელოების ნუსხის განხილვა

მომხსენებელი: დირექტორის მოადგილე - ------------------------.


მოისმინეს: ქალბატონმა ------------------------ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის „ზოგადი
განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ N25, N56, 113 და 142
ბრძანებებით დამტკიცდა გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოთა ნუსხა დაწყებითი
საფეხურებისთვის. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად კი, პედაგოგიური საბჭო, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად,
სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სასწავლო მასალას მათ შორის
გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში
გამოსაყენებელი, სახელმძღვანელობეის ნუსხას.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ------------------------ დადებითად შეაფასა შერჩეული


სახელმძღვანელოები და განაცხადა, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოები შეირჩა
მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნების, მოსწავლის რვეულის გაცნობისა და დამუშავების
შედეგად. სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში თანაბრად იყო ჩართული სკოლის
თითოეული მასწავლებელი.
კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოები განიხილა და მოიწონა სსიპ ----------------
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ მოუწოდა
დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ კათედრების მიერ არჩეული გრიფირებული
სახელმძღვანელოების საკითხისათვის.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:

მომხრე : ----
მოწინააღმდეგე : ----

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:


დამტკიცდეს საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების ნუსხა დანართი N1 შესაბამისად.

საკითხი N3. სსიპ - ------------------------------------------------------------------ საჯარო სკოლის


სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული 2021- 2022 სასწავლო წლის სასკოლო - სასწავლო
გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი: სკოლის დირექტორი - -------------------.
მოისმინეს: სკოლის დირექტორის --------------------------------------- ინფორმაცია სასკოლო
სასწავლო გეგმის შესახებ. ქალბატონმა ---------------- დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა
2018-2019 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც შედგება შემდეგი
ნაწილებისგან:

 სკოლის მისია;
 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით;
 სასწავლო წლის კალენდარი;
 დღის რეჟიმი;
 სასკოლო საათობრივი ბადე;
 გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა
კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
 სადამრიგებლო პროგრამა;
 საგნობრივი კათედრების მუშაობის პრინციპები;
 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი დამატებითი
საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
 ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების
დასაბუთება და აღწერილობა;
 მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს
ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის,
საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
 ინკლუზიური განათლება;
 ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეთათვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული სასკოლო-სასწავლო გეგმის შემადგენელი
თითოეული ნაწილი. პედაგოგიური საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სსიპ -
-------------------------------- საჯარო სკოლის საათობრივი ბადე შესაბამისობაშია ეროვნული
სასწავლო გეგმის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ის მოიცავს თითოეული
კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა
მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება. სსიპ - --------------------------------------------------
საჯარო სკოლა აპირებს --- კლასში განაყოფი შექმნას ინგლისური ენაში, სადაც მოსწავლეები
დაკომპლექტდებიან დონეების მიხედვით.
რაც შეეხება „აბიტურის საათს“, მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში
გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში,
გეოგრაფიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენასა და
ისტორიაში. აღნიშნული „საათის’’ მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეს თითოულ
კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებას სკოლის გამოსაშვები გამოცდისათვის
განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. ვინაიდან მე-
2018-2019 სასწავლო წლისათვის, სკოლა მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით
გაუთვალისწინებელი დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობის
სახით სთავაზობს გახანგრძლივებულის წრეს, --------------------- (ჩამონათვალი გააკეთეთ).
სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების
წესები.
ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სკოლა
უფლებამოსილია თავად განსაზღვროს წლიური გამოცდის დანიშვნა/არ დანიშვნის საკითხი.
წლიური გამოცდის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეროვნული სასწავლო
გეგმით დადგენილი შეზღუდვები, კერძოდ: გამოცდა ენიშნებათ მხოლოდ საბაზო ან/და
საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს წლიური
გამოცდა ენიშნება არაუმეტეს ორ საგანში ასევე, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის
არის ორწლიანი შუალედი.
2021-2022 სასწავლო წელს იგეგმება წლიური გამოცდების ჩატარება შემდეგ კლასებსა და
საგნებში:
1.
2.
3.
წლიურ გამოცდას გავლენა ექნება მოსწავლის საბოლოო შეფასებისას. I და II სემესტრის
ქულებს დაემატება წლიური გამოცდის ქულა და ჯამი გაიყოფა სამზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის მე-19მუხლის შესაბამისად, თითოეულ კლასს უნდა ჰყავდეს
დამრიგებელი. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და
ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ
დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს
მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების
გააზრებაში.

პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეხსენა, რომ 2012 წელს


შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სკოლაში მოქმედებდა 5 წლის
განმავლობაში. შესაბამისად, 2017 -2018 სასწავლო წლის ბოლოს ვადა გაუვიდა VII-XII
კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, თუმცა, ახალი სახელმძღვანელოების
არარსებობის გამო, სკოლამ უცვლელად უნდა დატოვოს და VII-XII კლასებში სწავლება უნდა
გააგრძელოს 2012 წელს არჩეული სახელმძღვანელოებით. რაც შეეხება I-
VI კლასის სახელმძღვანელოებს, აღნიშნული საკითხი უკვე განხილულ იქნა პედაგოგიური
საბჭოს მიერ. ქალბატონმა ------------ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კათედრების მიერ
შერჩეული დამატებითი სასწავლო მასალის ჩამონათვალი.

პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ და კენჭი ეყარა


წარმოდგენილი ფორმით სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებას.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:


მომხრე : - ----
მოწინააღმდეგე : -----

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

დამტკიცდეს სკოლის დირექტორის ------------------- მიერ წარმოდგენილი 2021-2022


სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა დანართის შესაბამისად.
საკითხი N4. დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებელთა წარმომადგენლის,
დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატის არჩევის საკითხი

მომხსენებელი: პედაგოგური საბჭოს თავმჯდომარე - ----------------


მოისმინეს: -------- ------------------------------------------ პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა
დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებელთა წარმომადგენლის, დისციპლინური კომიტეტის
წევრად წარდგენის საკითხი. დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობაში შედის
თანაბარი რაოდენობის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
პედაგოგიური საბჭოს მიერ არჩეულ წევრობის კანდიდატებთან ერთად, დისციპლინური
კომიტეტის მთლიან შემადგენლობას ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. დისციპლინური
კომიტეტის წევრები აირჩევიან ერთი წლის ვადით. -----------------------------მ დამსწრე
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა დისციპლინური კომიტეტის ფუნქციები და
მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდიატურები დისციპლინურ კომიტეტში.
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა დაესახელებინათ თავიანთი
კანდიდატურა.
აზრი გამოთქვეს:-----------------------------------------------. მათ განაცხადეს, რომ
დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებელთა წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ ------
--------------- და ------------------ .

პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატებზე და


და კენჭი უყარა მათი არჩევის საკითხს.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:


მომხრე : -------
მოწინააღმდეგე : ------

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებელთა წარმომადგენლად სამეურვეო საბჭოს


წარედგინოს ------------------ და ---------------- კანდიდატურა.

საკითხი N5. საშემოდგომო გამოცდების შედეგების განხილვა

მომხსენებელი: დირექტორის მოადგილე ------------------------


მოისმინეს: დირექტორის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა
ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში. მოსწავლე
საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე
(საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა). სსიპ
------------------------------------------------ საჯარო სკოლას წელს ჰყავდა ------- მოსწავლე,
რომელსაც სხვადასხვა საგნებში გამოყვათ საშემოდგომო გამოცდები. საშემოდგომო
გამოცდაზე გასულმა მოსწავლეებმა საშემოდგომო გამოცდა ჩააბარეს ტესტირების/ზეპირი
ფორმით. თითოეულმა მათგანმა მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისად გადავიდა
მომდევნო კლასში/ან მოსწავლეთა ნაწილმა ვერ მიიღო დადებითი შეფასება, რის გამოც
ისინი ვერ გადავიდნენ მომდევნო კლასში.
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა კენჭი ეყარათ
წარმოდგენილი საკითხისთვის.

კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს:


მომხრე : -----
მოწინააღმდეგე : ------

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

ცნობად იქნას მიღებული ჩატარებული საშემოდგომო გამოცდის შედეგები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა


დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: ____ სთ.

პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე: /_______________/


პედაგოგიური საბჭოს მდივანი: /_______________/

იმ შემთხვევაში თუ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის არჩევიდან გასულია სამი წელი


და გიწევთ ახალი თავმჯდომარის არჩევა, პირველ საკითხად ჩაამატეთ

საკითხი N1. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარისა არჩევა

მომხსენებელი: უხუცესი წევრი - --------------------------- .

მოისმინეს: -------------------------ის ინფორმაცია პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის


უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მან
დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი
სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების
უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა. პედაგოგიური საბჭოს
თავმჯდომარე აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რომელიც
ხელმძღვანელობს საბჭოს, იწვევს, წარმართავს საბჭოს სხდომებსა და განიხილავს მის
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.
პედაგოგიური საბჭოს სხდომის უხუცესმა წევრმა მასწავლებლებს მოუწოდა
დაესახელებინათ თავიანთი კანდიდატურა.
აზრი გამოთქვეს:-----------------------------------------------. მათ პედაგოგიურ საბჭოზე
თავმჯდომარედ დაასახელეს ------ ---------------ს კანდიდატურა. პედაგოგიური საბჭოს
წევრებმა ხაზი გაუსვეს წარდგენილი კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და
კვალიფიციურობას.

პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატზე და


კენჭი უყარა კანდიდატების არჩევის საკითხს:

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე :-----
მოწინააღმდეგე: ----------

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

სსიპ ----------------------------------------- საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს


თავმჯდომარედ 3 წლის ვადით არჩეულ იქნას -----------------------------.

You might also like