You are on page 1of 5

მათემატიკის კათედრის სხდომის ოქმი #1

----------------------------------------------------------------------------------------
კათედრის სხდომათა მოკლე აღწერა

-----------------------------------------------------------------------------
თარიღი: 11.09.2021 წელი

სხდომის დაწყების დრო: 13 სთ

სხდომის დასრულების დრო: 15 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:

სკოლის დირექტორი: ი.ცაავა დირექტორის მოადგილე : ს.იმედაძე

კათედრის წევრები:
თამთა მიქავა

მალვინა ყიფიანი

# სახელი,გვარი საგნის დასახელება

1 სოფიო გველესიანი ბიოლოგია

2 ნინო ბენიძე ქიმია

3 იოსებ ლომთაძე ფიზიკა


სხდომა გახსნა სკოლის დირექტორმა – ირინე ცაავამ ,მან დამსწრე საზოგადოებას
გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ,ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე
საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

 კათედრის თავჯდომარისა და მდივნის არჩევა.

 კათედრის სამუშაო გეგმის ძირითადი მიმართულებების შემუშავება

 სკოლის სასწავლო გეგმის გაცნობა.

 საგნობრივი პროგრამების გაცნობა.

 გრიფმინიჭებული ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების


გაცნობა/ დაზუსტება

 კათედრის წევრ-მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის


განსაზღვრა

 შეფასების კრიტერიუმების დადგენა.

 2021-2022 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ონლაინ


დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

მოისმინეს: კათედრის გამგისა და მდივნის არჩევა.

სკოლის დირექტორმა კათედრის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის


მუშაობის პრინციპები, გადაწყვეტილების მიღების წესები საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გააცნო დამსწრე მასწავლებლებს, რომ
უნდა აერჩიათ კათედრის თავმჯდომარე , ხოლო კათედრის სხდომების ოქმების
წარმოებისათვის კი მდივანიდა სთხოვა მათ კათედრის მდივნისა და
თავმჯდომარის დასახელება2021--2022სასწავლო წლისათვის .

აზრი გამოთქვეს: თამთა მიქავამ, მალვინა ყიფიანმა

დაადგინეს: 2021-2022 სასწავლო წელს კათედრას უხელმძღვანელოს თამთა


მიქავამ, მდივნად კი დასახელებულ იქნა მალვინა ყიფიანი.

მოისმინეს: კათედრის სამუშაო გეგმის ძირითადი მიმართულებების შემუშავება. 


კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი
ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.
კათედრისეფექტურადმუშაობისათვისსაჭიროაშემუშავებულიქნესკათედრისსამოქმე
დოგეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში
განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან
კათედრის წევრებს გააცნო  2021-2022სასწავლოწლისკათედრის 
სამოქმედოგეგმისსამუშაოვერსია.

დაადგინეს: აღნიშნული სამუშაო გეგმა მიღებულ იქნას კათედრის მიერ


განსახორციელებლად.

მოისმინეს: სკოლის სასწავლო გეგმის გაცნობა.

აზრი გამოთქვეს: კათედრის წევრებმა თამთა მიქავამ და მალვინა ყიფიანმა

გამართეს მსჯელობა ახალი გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

დაადგინეს: ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე დიდი ყურადღება


დაეთმოს გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას, გამოიყენონ ყველა
ხელმისაწვდომი რესურსი.
მოისმინეს:საგნობრივი პროგრამების გაცნობა

კათედრის წევრებმა თამთა მიქავამ და მალვინა ყიფიანმა

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი საგნობრივი პროგრამა სამუშაოდ.

მოისმინეს:გრიფმინიჭებულიძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების


გაცნობა/ დაზუსტება

აზრი გამოთქვეს: კათედრის წევრებმა თამთა მიქავამ და მალვინა ყიფიანმა ისაუბრეს


ძირითად სახელმძღვანელოებზე. რადგან,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე
მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო
გეგმის 25-ე მუხლის„ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული
სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით
გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება, აღნიშნულიდან
გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე
სახელმძღვანელოების შერჩევა.

დაადგინეს:2021-2022 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფმინიჭებული


ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა    განისაზღვროს დანართის
შესაბამისად. 
(თან ერთვის)

მოისმინეს:კათედრის წევრ-მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა

აზრი გამოთქვეს: ქალბატონმა დირექტორმა, ირინე ცაავამ , დამსწრე პედაგოგებს


გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა
კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში გამოეხატათ თავიანთი აზრი.კათედრის
წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების


გადანაწილების საკითხი.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი ცხრილი .

მოისმინეს:შეფასების კრიტერიუმების დადგენა


აზრი გამოთქვეს: კათედრის წევრებმა

დაადგინეს:უცვლელად დარჩეს ეროვნული სასწავლო გეგმაში მოცემული


შემაჯამებელი დავალებების რაოდენობები საგნების მიხედვით.

მოისმინეს : 2021-2022 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის ონლაინ


დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.

აზრი გამოთქვეს: ირინე ცაავამ კათედრის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის
მიზნები , კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა
ფუნქციები.გააცნო, რომ სასწავლო პროცესის ონლაინ დასაწყებად სკოლის
დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი და წარუდგინა კათედრის წევრებს
ონლაინ ცხრილი, რომლითაც წარიმართებოდა სასწავლო პროცესი 15.09 დან 04.10-
მდე კლასების მიხედვით.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი ონლაინ ცხრილი .

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით


სხდომა დაიხურა.

კათედრის თავმჯდომარე: თამთა მიქავა


მდივანი: მალვინა ყიფიანი

You might also like