You are on page 1of 8

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ.

უდის #2 საჯარო სკოლის უცხო ენათა


კათედრის სხდომის
ოქმი № 1

29.09.2023 წ.

სხდომის დაწყების დრო: 12:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები: ნინო მელიქიშვილი,ანეტა ბალახაშვილი,თამარი პეტაშვილი

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: ნუნუ გიქოშვილი

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი
და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
4. საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა;
5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6. მასწავლებლის პროფესიული განვითარება;
7. გაკვეთილებზე ურთიერთ დასწრების განრიგის შემუშავება

საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა


მომხსენებელი: ნუნუ გიქოშვილი

მოისმინეს: ქალბატონ ნუნუ გიქოშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა


კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ
ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი
სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს


კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა
არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ ნუნუ გიქოშვილმა დეტალურად აღწერა კათედრის
თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის
წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის
ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა
მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ
არის გამორიცხული სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო გახდეს კათედრის სხდომების
ჩატარება დისტანციურად - ონლაინ რეჟიმში და მოუწოდა მასწავლებლებს აქტიურად
მიიღონ მონაწილეობა კათედრის მუშაობაში.

გარდა ამისა, ნუნუ გიქოშვილმა განაცხადა, რომ ჩატარებული კათედრის სხდომების


დასაოქმებლად საჭიროა მდივნის არჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ოქმების შედგენას.

ქალბატონმა ნუნუ გიქოშვილმა კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი


კანდიდატურები თავმჯდომარისა და მდივნის კანდიდატურაზე.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ინგლისური ენის მასწავლებელმა ანეტა


ბალახაშვილმა კათედრის თავმჯდომარედ დაასახელა თამარ პეტაშვილი ხოლო მდივნად
ნინო მელიქიშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების განათლებას,
გამოცდილებას და მათ კვალიფიციურობას.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


2022-2023 სასწავლო წლის ვადით უცხო ენათა კათედრის თავმჯდომარედ არჩეულ იქნას
თამარი პეტაშილი ხოლო მდივნად ნინო მელიქიშვილი

საკითხი N2. კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება


მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე თამარი პეტაშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა
თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-
5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავდეს კათედრის სამოქმედო გეგმა,


რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში
განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის
წევრებს გააცნო 2022-2023 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
თამარ პეტაშვილმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმით მოცემულია იმ სავალდებულო
სხდომების რაოდენობა და პერიოდულობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უნდა
ჩატარდეს. ნებისმიერ საკითხზე, რომლის განხილვაც კათედრის კომპეტენციაში შედის,
კათედრა შეიძლება შეიკრიბოს დამატებით საჭიროებისამებრ.

აზრი გამოთქვა: თამარ პეტაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა


კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად
წარმართოს თავისი საქმიანობა. ასევე, უზრუნველყოფს კათედრის თანმიმდევრულად და
ორგანიზებულად ფუნქციონირებას.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო


გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

დამტკიცდეს უცხო ენათა კათედრის 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი
N1-ის შესაბამისად.

საკითხი N3. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების


განხორციელება
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე თამარ პეტაშვილი

მოისმინეს: ქალბატონმა თამარ პეტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ


შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა
ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი.
შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა
მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების
შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები. თუმცა, პროექტების
განხორციელებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული არსებული გამოწვევები,
რათა სრულად იყოს დაცული სკოლაში მყოფ პირთა უსაფრთხოება. ამ კუთხით
მნიშვნელოვანია ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რაც გაცემულია სხვადასხვა
სახელმწიფო ორგანოს მიერ.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკითხი N4. საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე თამარი პეტაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა თამარ პეტაშილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ
ბრძანების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-
ერთი ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და
პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსების


ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული
სახელმძღვანელო/სერია;
გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

გამომდინარე იქიდან, რომ 1,2 და 11 კლასის ინგლისურის სახელმძღვანელოს გარდა


გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სხვა კლასებში არ შეცვლილა, სკოლამ უცვლელად
უნდა დატოვოს 2012 წელს (IX-XII კლასები), 2018 წელს (I-VI კლასები) და 2019 წელს VII
კლასში შერჩეული სახელმძღვანელოები.

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შეახსენა, რომ გარდა გრიფირებული


სახელმძღვანელოებისა, აუცილებელია სასწავლო პროცესში მასწავლებლებმა გამოიყენონ
სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები. სასწავლო პროცესი უნდა იყოს საინტერესო,
სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო
რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალის სიღრმისეულად შესწავლას. აღნიშნულ
საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სასწავლო წელს, რადგან აუცილებელია
დისტანციური სწავლების დროს კიდევ უფრო უნდა საინტერესო გახდეს მოსწავლისათვის
გაკვეთილის მიმდინარეობა.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს დამხმარე ლიტერატურა, ელექტრონული


რესურსები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება ‐ ყველაფერი, რაც მასწავლებელს
გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება.

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა სხდომაზე შეერჩიათ სხვადასხვა


საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება, რომელიც გამოყენებული იქნება სასწავლო
პროცესში, მათ შორის გაეკეთებინათ ანალიზი რისი შეძენაა აუცილებელი, რათა დროულად
მოხდეს მათი შეძენა და ორგანიზებულად სასწავლო პროცესის დაწყება.

გარდა ამისა, კათედრის თავმჯდომარემ ისაუბრა მასწავლებლის მხრიდან სასწავლო


რესურსების შექმნის/მოძიების აუცილებლობაზეც.

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო


ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და
მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში. ეს შეიძლება
იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო
ხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებას.

ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოს, წარმოაჩენს მასწავლებლის


კომპეტენციას, მოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესში, იძლევა ინტერაქტივის
საშუალებას. აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს,
უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს, ამდიდრებს
სასწავლო პროცესს. თუ მასწავლებელი ხშირად მიმართავს ისტ-ის ტექნოლოგიების
გამოყენებას, მოსწავლეებიც ეჩვევიან ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნას.
გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების
უნარების განვითარებას.

აზრი გამოთქვა:ანეტა ბალახაშვილმა, მან აღნიშნა, რომ სასწავლო რესურსის შექმნის დროს
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
 განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას და
ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;
 დადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს,
საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;
 რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი (გასაგები),
სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და
თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა მომზადებულიყვნენ საგაკვეთილო


პროცესისთვის, წინასწარ დაეგეგმათ ჩასატარებელი გაკვეთილები და აქტიურად
გამოყენებით, მათ შორის შეექმნათ ან/და მოეძიებიათ სხვადასხვა სახის სასწავლო
რესურსები.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


1. 2021-2022 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი, მათ შორის შესაძენი სასწავლო
რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად;
2. ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია
საგანმანთლებლო რესურსების მნიშვნელობასა და მათი შექმნის, მოძიების და
გამოყენების აუცილებლობაზე.

საკითხი N5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა


მომხსენებელი: თამარი პეტაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა თამარ პეტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თითოეული
მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი
უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის
სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე,
მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი
დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი
ვიზუალური მასალა. აღნიშნული მასალა კათედრამ უნდა დაამუშაოს და გააკეთოს
შესაბამისი ანალიზი.
უცხო ენათა კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა სკოლის დირექციასთან
ერთობლივად შემუშავებული შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების
გადახედვა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა მიმდინარე
სასწავლო წელს და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

აზრი გამოთქვა: ნინო მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი


გვიჩვენებს მოსწავლეების მიერ მიმდინარე თემების ათვისების ხარისხს, ასევე
კონკრეტული შემაჯამებელი დავალების/დავალებების შესრულების შედეგად მიღებულ
შედეგს/შედეგებს. აღნიშნული საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შედეგების
გაუმჯობესების მიზნით, ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:


კათედრის წევრებმა იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების
ანალიზების ფორმებით ( იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი N4)

საკითხი N6. მასწავლებლის პროფესიული განვითარება


მომხსენებელი: თამარ პეტაშვილი

მოისმინეს: თამარ პეტაშვილი დამსწრე საზოგადოებას გააცნო მასწავლებლის პროფესიული


განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განხორციელებული ცვლილებები,
რომლის შესაბამისად მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში,
თვითშეფასების საფუძველზე შეადგინოს საგნობრივი სასწავლო გეგმა (კურიკულუმი).
მასწავლებელმა სასწავლო პროცესი უნდა წარმართოს საგნობრივი სასწავლო გეგმის
თითოეული თემის ფარგლებში და მოახდინოს განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია
(თვითშეფასება). ამასთან, მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებაა ყოველი
სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან, განიხილოს
პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების შედეგები, რის
შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან
მიიღებს განმავითარებელ უკუკავშირს;
მასწავლებელს ასევე ევალება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან
გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული
ტრენინგკურსის/კურსების გავლა. კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის მიხედვით უნდა
გაიარონ ტრენინგები და აგრეთვე ჩაატარონ გაკვეთილები.
მასწავლებლებს ასევე ევალებათ საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა პროფესიული
აქტივობების განხორციელება და კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის
განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

თამარ პეტაშვილმა მოუწოდა მასწავლებლებს გაითვალისწინონ აღნიშნული და სასწავლო


წლის განმავლობაში იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნას მიღებული ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთნ


დაკავშირებით.

საკითხი N7. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება

მომხსენებელი: თამარ პეტაშვილი

მოისმინეს: ქალბატონმა თამარ პეტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებს


გაკვეთილებზე ურთიერთ დასწრების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების
შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ ამავე კათედრაში შემავალი მასწავლებელების სავარაუდო


საგაკვეტილო პროცესზე დასწრების გეგმას.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა
დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: 13:30სთ

კათედრის თავმჯდომარე: თამარ პეტაშვილი

მდივანი: ნინო მელიქიშვილი

You might also like