You are on page 1of 4

სსიპ ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის დემეტრე

ცერცვაძის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო


ჯგუფის (ისგ) სხდომის ოქმი N1

ქ.რუსთავი 18.09.2023

სხდომის დაწყების დრო 10:00 სთ.

სხდომას ესწრებოდნენ:

კლასის დამრიგებელი-ფიქრია ჯავახიშვილი

ქართული-ფიქრია ჯავახიშვილი

მატემატიკა-ფიქრია ჯავახიშვილი

ბუნება-ფიქრია ჯავახიშვილი

ხელოვნება-ფიქრია ჯავახიშვილი

ისტ-ნანა შავლაყაძე

სპორტი-ლელა წიკლაური

ინგლისური-მამუკა დევიძე

მუსიკა-ლალი რიჟამაძე

ჭადრაკი-ირმა ლაბაძე

სპეციალური მასწავლებელი- თამარ ბურდული

ფსიქოლოგი- მარიამ ჩუტკერაშვილი

სსსმ მოსწავლის ასისტენტი- გვანცა სვანი

სხდომა გახსნა ისგ ჯგუფის კოორდინატორმა, ფიქრია ჯავახისვილმა. დამსწრე


საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში
რაიმე საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

1. ისგ ჯგუფის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სამუშაო გეგმის


შემუშავება.
2. სსიპ - ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მე-2 კლასის მოსწავლის დემეტრე ცერცვაძის შეფასება და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება.

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1. ისგ ჯგუფის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სამუშაო გეგმის
შემუშავება
მომხსენებელი: ისგ ჯგუფის კოორდინატორი ფიქრია ჯავახიშვილი

მოისმინეს: ისგ ჯგუფის კოორდინატორის ფ.ჯავახიშვილის მიერ წარმოდგენილი


ინფორმაცია; დღის წესრიგით წარმოდგენილ პირველ საკითხთან დაკავშირებით. მან ისგ
ჯგუფის წევრებს შეახსენა რომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების #36 /ნ
ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტის
თანახმად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ
ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერტი
შემაჯამებელი შეხვედრა. შევედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და
გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების
მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

სწორედ ამიტომ შეიკრიბა ისგ ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ინდივიდუალური


სასწავლო გეგმის შემუშავებაზე და მის შემდგომ ცვლილებებზე საჭიროების მიხედვით.
პირველი სხდომა დაეთმობა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას, მეორე
სხდომა ინდივიდულური სასწავლო გეგმის მონიტორინგის შედეგების განხილვას, ხოლო
მესამე და მეოთხე სხდომა ჩატარდება I და II სემესტრის ბოლოს (შემაჯამებელი).

ისგ ჯგუფმა დაადგინა:


დამტკიცდეს ისგ ჯგუფის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სამუშაო გეგმა.

საკითხი N2. სსიპ ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მე-2 კლასის მოსწავლის დემეტრე ცერცვაძის ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შემუშავება.
მომხსენებელი: ისგ ჯგუფის კოორდინატორი ფ.ჯავახიშვილი

მოისმინეს: ისგ ჯგუფის ინფორმაცია სსიპ ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლაში
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მე-2 კლასის მოსწავლის დემეტრე
ცერცვაძის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების შესახებ. მან დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა რომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების #36/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 28 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ისგ
ჯგუფი უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო
საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ
შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ისგ უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას
ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი,
სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.
სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა
იყოს განსაზღვრული:
ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე
საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები,
მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი:
მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე მეცადინეობა შესაძლებელია
განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით და სხვა; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი
დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა და სხვა) საჭიროება;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის
საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.
ეროვნული სასწავლო გეგმის 28 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს
სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

მოსწავლის ინტერესებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით


მიზანშეწონილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება შემდეგ საგნებში:

ქართული,მათემატიკა,ბუნება,ინგლისური

აზრი გამოთქვეს:

დამრიგებლის დახმარებით ორი კვირის განმავლობაში მოხდება მოსწავლეზე


დაკვირვება ყველა საგნის მასწავლებლის მიერ. შეფასდება მისი აქტუალური
დონე.გამოვლინდება ძლიერი მხარეები და საჭიროებები,რის საფუძველზეც
დაისახება გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.მოსწავლე ასევე საჭიროებს
ასისტენტის დახმარებას საგაკვეტილო პროცესში. სპეცმასწავლებელი იმუშავებს
რესურს ოთახში ინდივიდუალურად დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით ისგ ჯგუფმა დაადგინა:

შემუშავდეს მე-2 კლასის მოსწავლის დემეტრე ცერცვაძის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა,


რომელიც შემდგომში დასამტკიცებლად წარედგინოს პედაგოგიურ საბჭოს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე –11
წინააღმდეგი –0

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა


დახურულად გამოცხადდა.

სხდომის დასრულების დრო: 11:00 სთ

კლასის დამრიგებელი- ფიქრია ჯავახიშვილი

ქართული-ფიქრია ჯავახიშვილი

მატემატიკა-ფიქრია ჯავახიშვილი

ბუნება-ფიქრია ჯავახიშვილი

ხელოვნება-ფიქრია ჯავახიშვილი

ისტ-ნანა შავლაყაძე

სპორტი-ლელა წიკლაური

ინგლისური-მამუკა დევიძე

მუსიკა-ლალი რიჟამაძე

ჭადრაკი-ირმა ლაბაძე

სპეციალური მასწავლებელი- თამარ ბურდული

ფსიქოლოგი- მარიამ ჩუტკერაშვილი

სსსმ მოსწავლის ასისტენტი-გვანცა სვანი

მშობელი-კანონიერი წარმომადგენელი- თამთა ცერცვაძე

You might also like