You are on page 1of 4

სსიპ აკ. ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.

თბილსის N42 საჯარო სკოლის


საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის

სხდომის ოქმი N1

ქ. თბილისი 12 ოქტომბერი 2022 წ.

სხდომის დაწყების დრო: 15:30 სთ.

სხდომას ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:

1. ნინო გუგუნაძე, 10/1

2. ილია დოკაძე, 10/2

3. ნუცა რამაზაშვილი, 10/3

4. ნინო იმერლიშვილი, 10/4

5. თორნიკე მეფარიშვილი, 11/2

6. მარიამ ღიბრაძე, 11/4

7. სანდრო მამამთავრიშვილი, 12/2

8. გვანცა ვახტნგიშვილი, 12/3

9. ნიკოლოზ ლობჟანიძე, 12/4

10. ქეთევან პერანიძე, 12/5

11. ნიკოლოზ კოხტაშვილი, 12/6

სხდომა გახსნა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის უხუცესმა წევრმა,


დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის
წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

1. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისა და მდივნის


არჩევა;
2. დისციპლინურ კომიტეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგნელის
არჩევა.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე _ 11
წინააღმდეგი - 0

დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1.საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევა

მოისმინეს: მოსწავლეთა თვითმმართველობის უხუცესი წევრისმოხსენება მოსწავლეთა


თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. მან დამსწრე
საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ წინა სასწავლო წელს მოსწავლეთა
თვითმმართველობის წევრები, მათ შორის თავმჯდომარე, არჩეული იყვნენ მოსწავლეთა
შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე. შესაბამისად, მათ
უფლებამოსილება შეუწყდათ ახალი არჩევნების ჩატარების დღეს.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის
მიერ განსაზღვრულ თარიღში სასწავლო წლის დაწყებიდან 1 თვის ვადაში, 2022 წლის 12
ოქტობნერს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15
სექტემბრის N448 ბრძანების დანართი N1-ით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’
მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების
გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს,
რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას. შესაბამისად,
2022 წლის ---- ოქტომბერს არჩეულმა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა
თვითმმართველობამ თავისი შემადგენლობდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
უნდა აირჩიოს თვითმმართველობის თავმჯდომარე, მოსწავლეთა თვითმმართველობის
არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, რომელიც უხელმძღვანელებს
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას, წარმოადგენს მოსწავლეთა
თვითმმართველობას სკოლის დირექციასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე
წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობას სამეურვეო საბჭოში, კოორდინაციას გაუწევს
მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შექმნილი კლუბების საქმიანობას და
განახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს კანონმდებლობის შესაბამისად. უხუცესმა წევრმა
საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მოუწოდა დაესახელებინათ საშუალო საფეხურის
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის კანდიდატურები. დაასახელა მე-12/4
კლასის მოსწავლე ნიკოლოზი ლობჟანიძის კანდიდატურა.
თავმჯდომარემ თვითმმართველობის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ მოსწავლეთა
თვითმმართველობის თავმჯდომარეობის თითოეული კანდიდატისთვის.

ხმები განაწილდა შემდეგნაირად:


ნიკოლოზი ლობჟანიძე - 11 ხმა

კენჭისყრის შედეგად დადგინდა:


1. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ
იქნას 12/4 კლასის მოსწავლე ნიკოლოზი ლობჟანიძე, რომელიც ასევე იქნება
მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ,


სხდომას გაუძღვა ახალი არჩეული თავმჯდომარე ნიკოლოზი ლობჟანიძე.

საკითხი N2: დისციპლინურ კომიტეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის


წარმომადგნელის არჩევა
მომხსენებელი:მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნიკოლოზი ლობჟანიძე

მოისმინეს: მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოხსენება დღის წესრიგით


წარმოდგენილ მეორე საკითხთან დაკავშირებით. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ
სკოლაში ყოველწლიურად უნდა მოხდეს დისციპლინური კომიტეტის არჩევა, რომელშიც
თანაბარი რაოდენობით შედიან პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
დისციპლინური კომიტეტი აირჩევა 1 წლის ვადით. შესაბამისად, მოსწავლეთა
თვითმმართველობამ უნდა აირჩიოს დისციპლინური კომიტეტში მოსწავლეთა
თვითმმართველობის წარმომადგენელი. მან აღნიშნა, რომ დისციპლინური კომიტეტის
არსებობა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც, კომიტეტი იქმნება დისციპლინური
გადაცდომების განხილვის მიზნით და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესით
განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს. მოსწავლეთა თვითმმართველობის
თავმჯდომარემ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს მოუწოდა დაესახელებინათ
თავიანთი კანდიდატურა დისციპლინურ კომიტეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის
წარმომადგენლად.

განაცხადეს, რომ დისციპლინურ კომიტეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის


წარმომადგენლად აყენებს ნუცა რამაზაშვილი და ილია დოკაძე.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი
ეყარათ წარმოდგენილი კანდიდატებისთვის.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 11
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაადგინა: დისციპლინურ
კომიტეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლად წარდგენილ იქნას ნუცა
რამაზაშვილი და ილია დოკაძე
განსახილველი საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.

სხდომის დასრულების დრო: 16:00 სთ.

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის

თავმჯდომარე: /ნიკოლოზ ლობჟანიძე/

You might also like