You are on page 1of 12

მე-7 კლასის მოსწავლეები:

დავით ზვიადაძე
ანდია ხიდეშელი
სასკოლო თვითმმართველობა
ადამიანის უფლება

ადამიანის ძირითადი განუყოფელი, არამატერიალური ღირებულება, რომელსაც ადამიანი


დაბადებისთანავე იძენს, იგი ავალდებულებს სახელმწიფოს და საზოგადოებას გარკვეული
მოქმედებების განხორციელებას ან ქმედებებისგან თავის შეკავებას.
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის ასოციაციის თავისუფლებას და
მშვიდობიანი კრებების თავისუფლების უფლებას.

კონვენცია „ბავშვთა უფლებების“ შესახებ 15 მუხლის 1 ნაწილი


რატიფიცირებულია 1994 წელს.
მოსწავლეს უფლება აქვს პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა
მიიღონ სკოლის მართვაში.

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების“ შესახებ მუხლი 11 ნაწილი 1.


მოსწავლეს აქვს კანონით დადგენილი წესით გაერთიანების უფლება.
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების“ შესახებ მუხლი 16 ნაწილი 1.
რა არის თვითმმართველობა?

მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების


მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, მოაგვარონ მოქალაქეთა წინაშე არსებული
საკითხები.
თვითმმართველობის სახეები:

1. ადგილობრივი თვითმმართველობა
2. საუნივერსიტეტო თვითმმართველობა
3. სასკოლო თვითმმართველობა
რა არის სასკოლო
თვითმმართველობა?

კონკრეტულ სკოლაში რეგისტრირებულ სკოლის მოსწავლეთა უფლება და


შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული სკოლის სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით,
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ სკოლაში არსებული
საკითხები.
სასკოლო თვითმმართველობა:

• სკოლის, მოსწავლეთა მიერ არჩეული, სტრუქტურული ერთეული.


• საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ
თვითმმართველობებს.
• არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,
გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით.
• ყოველი კლასიდან თვითმმართველობაში წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობის
მოსწავლე.
• ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავჯდომარე.
სკოლის თვითმმართველობის ფუნქციები:

• შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.


• უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის
მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით.
• ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში. (იხ. მუხლი 37 ნაწილი პირველი, საქართველოს
კანონი „ზოგადი განათლების“ შესახებ.)

• სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის


შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში.
• წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.

You might also like