You are on page 1of 1

ბავშვთა უფლებები, მათი ცოდინის საჭიროება და დაცვის

ვალდებულება
ბავშვთა უფლებები, მათი ცოდნის საჭიროება და დაცვის ვალდებულება
სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვების
სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, აღზარდოს
ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების,
განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის,
თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, ამ ყველაფერს მოიცავს
ბავშვთა უფლებების კონვენცია. კონვენცია 1989წელს ერთხმად მიიღო გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ის შედგება პრეამბულის, სამი ნაწილისა და
54 მუხლისაგან. კონვენცია საქართველოში 1994წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.
ბავშვთა უფლებების ცოდნა ბავშვებისთვის და ყველა მოქალაქისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს თავისი ღირსებები,
შესაძლებლობები და უფლებები, რადგან მომავალში ვერავინ დაჩაგროს და უსამართლოდ
არავინ მოექცეს. ცოდნის გაღრმავებაში და ყველაფრის კარგად გააზრებაში ადამიანები
იყენებენ წიგნებსა თუ ინტერნეტ რესურსებს, თუმცა უმჯობესია, ბავშვს მოზარდმა, თუმდაც
პედაგოგმა აუხსნას თავის ცხოვრებისეული უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ
ინფორმირებული ადამიანი ყოველთვის ძლიერი მხარისაა და ნებისმიერ სიტუაციაში
შეძლებს ის თავის დაცვას, ისევე როგორც სხვის დაცვას. ბავშვი უფრო სრულფასოვნად
განაგრძობს ცხოვრებას, როცა იცის მისი შესაძლებლობებისა და უფლებების შესახებ,
ამიტომ, ძალიან საჭირო ისწავლებოდეს სკოლებში ამ კონვენციაზე და ტარდებოდეს
სხვადასხვა ღონისძიებებიც, რათა ბავშვების ინტერესიც გააღვივონ და ცოდნაც
გაუფართოვონ.

You might also like