You are on page 1of 2

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოები ვალდებული

არიან პატივი სცენ, დაიცვან და განახორციელონ ადამიანის უფლებები. სახელმწიფოები


ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ეროვნული სამართლებრივი სისტემების ადაპტირება,
რათა განახორციელონ, პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე.

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

1. ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს


კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს
მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის
ხელშეწყობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა


შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:

ა) ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას;

ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას,


კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,
განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო
მოპყრობის გარეშე;

გ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად


ცხოვრებისთვის მომზადებას, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით −
მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და
სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდას;

დ) ბავშვის სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული


ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას;

ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა


და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას;

ვ) ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების


აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას;

ზ) ბავშვის მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარული საზოგადოების


განვითარების აუცილებელ ელემენტზე, ორიენტირებას.

ბავშვთა უფლებები

სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლება;

მოქალაქეობის უფლება;

ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლება;

დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის უფლება;

ოჯახში აღზრდის და მშობლებთან კონტაქტის უფლება (მათთან განშორების შემთხვევაში);


საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება;

ინფორმაციის მოძიების, მიღების და გავრცელების თავისუფლება;

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;

გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება;

განათლების უფლება;

ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო


ცხოვრების დონის უფლება;

სოციალური უზრუნველყოფის უფლება;

დასვენებისა და თავისუფალი დროის უფლება.

You might also like