You are on page 1of 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

მუხლი 1. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის ამოცანები

რა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა


შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანა?
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა
საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური,
პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და
თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა,
დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი
წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების
უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და
განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების,
პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების
პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა
შესრულების სულისკვეთებით.

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ

რისგან შედგება ადმინისტრაციული


სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს
კანონმდებლობა?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა შედგება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ
კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
აქტებისაგან.

You might also like