You are on page 1of 3

*MES0230001593859*

MES 0 23 0001593859
22/11/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/


ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი
განათლების სამინისტროების ტერიტორიული
ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს

პატივცემულო ქალბატონებო/ბატონებო,

მოგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული
სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში,
სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულ მოსწავლეს.

ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდება:

27 ნოემბერს:
ა) ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ბ) ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მოსწავლეებისთვის);
გ) ფრანგულ ენაში.

28 ნოემბერს:
ა) ისტორიაში;
ბ) ქიმიაში;

29 ნოემბერს:
ა) ინგლისურ ენაში;
ბ) გერმანულ ენაში.
30 ნოემბერს:
ა) მათემატიკაში;
ბ) ბიოლოგიაში.

1 დეკემბერს:
ა) გეოგრაფიაში;
ბ) ფიზიკაში;
გ) რუსულ ენაში.

პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, შესაბამისი
ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17:00 საათამდე პრეტენზია შეიტანოს შესაბამისი საპრეტენზიო კომისიის
სახელზე სსიპ - შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებისას მნიშვნელოვანია


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ჩართულობა. სასურველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა
უზრუნველყონ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა მონაწილეობა ოლიმპიადის პირველ ტურში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული კომპიუტერული რესურსის გამოყენებით.

გაცნობებთ, რომ 24 ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის
პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი
ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ
ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

საცდელი ტესტირების გასავლელად მოსწავლეს შეუძლია მისთვის სასურველ დროს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს "საცდელი
ტესტირება" და შეასრულოს დავალებები (სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ წერილში აღნიშნული ინფორმაცია და წინამდებარე


წერილი, თანდართული დოკუმენტებით, მოსწავლეების ინფორმირების მიზნით გადაუგზავნოთ თქვენს სამოქმედო
ტერიტორიაზე მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დანართის სახით გიგზავნით:

1. ,,2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში
შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულის დადგენის თაობაზე'' სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორის 2023 წლის 8 დეკემბრის N195/23 ბრძანებას (იხ. საფუძვლები);

2. "2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე ტესტირებისათვის გამოყოფილი
დროის განსაზღვრის თაობაზე" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 15
ნოემბრის N196/23 ბრძანებას (იხ. საფუძვლები);

3. "2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგის დამტკიცების
შესახებ" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის N200/23
ბრძანებას (იხ. საფუძვლები);
4. "2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების პროცედურის
დამტკიცების თაობაზე" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის
N201/23 ბრძანებას (იხ. საფუძვლები).

პატივისცემით,

დირექტორი
გორგოძე სოფიო

You might also like