You are on page 1of 1

N გ-23-20/910 910-გ-23-20-2-202304250910

25/04/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,

ბატონ გიორგი ამილახვარს

ბატონო გიორგი,

მოგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საქართველოს


კომუნიკაციების კომისია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების
გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის,
ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის.

მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ ინფორმაცია კონკურსის, „ნამდვილი თუ


მოგონილი?!“ შესახებ (დანართი 1) ყველა საჯარო სკოლაში და უზრუნველყოთ აღნიშნული
ინფორმაციის გაზიარება/განთავსება სამინისტროს ოფიციალურ Facebook და ვებ
გვერდებზე.

პატივისცემით,

კახი ბექაური

თავმჯდომარე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

You might also like