You are on page 1of 2

*MES1200001147722*

MES 1 20 0001147722
02/12/2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის
დირექტორებს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს

ქალბატონო/ბატონო,

გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში,საქართველოს


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული
კორესპონდეციის (N1143058 01/12/2020) საფუძველზე ინფორმირების მიზნით წარმოგიდგენთ,
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონ
ლალი კალანდაძის სამსახურებრივ ბარათს (სამინისტროში რეგისტრაციის N1132282;
27/11/2020), რომელიც ეხება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის
„ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში „ევროპელ მკვლევართა ღამე“
გამარჯვებული პროექტის „CATAIN:Science is the captain“ ფარგლებში სატელევიზიო გადაცემის
- „დააბნიე მეცნიერის“ შესახებ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას
და გაცნობებთ, რომ სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო
პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსში „ევროპელ მკვლევართა
ღამე“ გამარჯვებულ პროექტს „CATAIN:Science is the captain“.

პროექტის მიზანია საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერთა


საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე; უბიძგოს ახალგაზრდებს
სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი
საზოგადოებაში. აღნიშნული საგრანტო პროექტის განხორციელებისას ჩართული არიან
მეცნიერების, განათლების და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები.

პროექტის ერთ-ერთი ღონისძიება მოიცავს სატელევიზიო გადაცემას „დააბნიე მეცნიერი“,


რომლის მიზანია აკადემიური სივრცის მიღმა ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული
სამეცნიერო ძიების პროცესზე ფოკუსირება. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლის
მოსწავლეები. გადაცემა წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც
ნებისმიერი ბავშვი შეძლებს მისთვის საინტერესო შეკითხვის დასმას მოწვეული სტუმრისთვის
(წარმატებული მკვლევარი/მეცნიერი).
მოსწავლეების გადაცემაში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში საჭიროა
ატვირთოთ ვიდეოები შეკითხვით პროექტის ფეისბუქგვერდზე მეცნიერება კაპიტანია
ჰეშთეგით #დააბნიემეცნიერი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
catpain2020.ge .(იხ. საფუძველი).

პატივისცემით,

გურიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი / დაბა


ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
რესურსცენტრის უფროსი
სიხარულიძე შორენა

You might also like