You are on page 1of 2

06/03/2024

*MES6240000273841*
MES 6 24 0000273841

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსს,


ქალბატონ ლალი კალანდაძეს

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული


განვითარების დეპარტამენტის უფროსის,
კახა ხანდოლიშვილის

სამსახურებრივი ბარათი

ქალბატონო ლალი,

გაცნობებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან, შემოსულია ევროკომისიის


წევრის, ილიანა ივანოვას წერილი, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 25 მარტს ევროპის
მასშტაბით დაგეგმილია ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიებები,
რაც მოიცავს სხვადასხვა წიგნების განხილვებს, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების
ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა მიუერთდეს


აღნიშნული ღონისძიებების ციკლს. ამ მიზნით, გთხოვთ, დააიდენტიფიციროთ სკოლები
თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც შეძლებენ მსგავსი ღონისძიებების
ორგანიზებას/მასპინძლობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებმა რეგისტრაცია გაიარონ
ონლაინ მითითებულ ბმულზე 25 მარტამდე:
https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EuropeanAuthors2024#page0

აღსანიშნავია, რომ კითხვის ღონისძიება (reading event) შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა


ფორმატს (მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და ა.შ. მოწვევა ან კითხვის ღონისძიების
ორგანიზება მოწვეული სტუმრის გარეშე).

გთხოვთ, უზრუნველყოთ ინფორმაციის გავრცელება ზოგადსაგანმანათლებლო


დაწესებულებებში, წაახალისოთ მათი ღონისძიებაში მონაწილეობა და გვაცნობოთ იმ სკოლების
შესახებ, რომლებიც ჩაერთვებიან ხსენებული ინიციატივის განხორციელებაში.

აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, ღონისძიებაზე დარეგისტრირებულია ქუთაისის წმ. ნინოს


სახელობის N3 საჯარო სკოლა.
გთხოვთ, იხილოთ საფუძველი წერილი და ბმული:
https://culture.ec.europa.eu/cultural-and-creative-sectors/books-and-publishing/day-of-european-authors

პატივისცემით,

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და


ახალგაზრდობის სამინისტრო / საერთაშორისო
ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების
დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
ხანდოლიშვილი კახა

You might also like