You are on page 1of 3

EDX - ონლაინ სატრენინგო კურსების პლატფორმაზე რეგისტრაცია

office 365-ის ანგარიშის გამოყენებით


და კურსების გააქტიურება

თქვენ დამატებული ხართ ორ კურსზე:

იმისათვის, რომ დაიწყოთ კურსების გავლა პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ Edx -
ზე. გაითვალისწინეთ: Edx - ზე დასარეგისტრირებლად და კურსის გასავლელად აუცილებლად
უნდა გამოიყენოთ office 365-ის ანგარიში. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

1. გახსენით თქვენი მაიქროსოფტის ელექტონული ფოსტა office 365-ის ანგარიშის


გამოყენებით. ამისათვის, გახსენით საიტი http://email.mes.gov.ge და აირჩიეთ ბრძანება
„ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა“. გახსნილ გვერდზე Email ველში ჩაწერეთ თქვენი
ელ.ფოსტის მისამართი, მაგ.: ninoma@teachers.gov.ge და დააჭირეთ ღილაკს Next;
გახსნილ გვერდზე password ველში ჩაწერეთ თქვენი პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Sign in
(თუ არ გახსოვთ თქვენი ელექტრონული ფოსტის პაროლი გადადით გვერდზე
https://reset.emis.ge/pupil/check-pupil და აღადგინეთ პაროლი თქვენი პირადი ნომრის
საშუალებით. დროებითი პაროლი მოგივათ სკოლის (Eschool) ბაზაში მითითებულ თქვენს
მობილურ ნომერზე).

2. ელ.ფოსტის გახსნის შემდეგ შემოსულ წერილებში


მოძებნეთ edxsend@emis.ge ადრესატისგან შემოსული
ერთ-ერთი წერილი (გექნებათ ორი წერილი).
დააწკაპუნეთ წერილში მოცემულ ბმულს. თუ
edxsend@emis.ge ადრესატისგან წერილი შემომავალი წერილების ყუთში (Inbox) არ
მოიძებნა, მაშინ შეამოწმეთ თქვენი Spam საქაღალდე.

3. გაიხსნება გვერდი, სადაც Edx-ზე


რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად
აირჩიეთ ღილაკი Sign up with Microsoft.
შეგიძლიათ საიტის ინტერფეისის ენა
გადართოთ ქართულზე, მარჯვენა კუთხეში
მოთავსებული ენის მაჩვენებლის ღილაკის საშუალებით.

4. გამოსულ ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკს Next.


5. გაიხსნება გვერდი, სადაც უკევ შევსებული იქნება
გარკვეული მონაცემები, რომელსაც არ ცვლით.
თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ ქვეყანა -
საქართველო;
ჩართოთ მონიშვნები, რომ ეთანხმებით
მომსახურების პირობებს და ღირსების კოდექსს.
შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩემი TEEx-
ანგარიშის შექმნა.

6. გაიხსნება გვერდი

ყოველივე ამის შემდეგ მეილზე მოგივათ


edxsend@emis.ge - სგან ახალი წერილი.
დააწკაპუნეთ წერილში მოცემულ ბმულზე რის
შემდეგაც კურსი დაგემატებათ Edx-ზე თქვენს
პროფილში და გექნებათ შესაძლებლობა კურსის გავლის.

მეორე კურსის გასავლელად დაიმატეთ მეორე კურსი.

კურსების გსავალელად დააწკაპუნეთ ღილაკს იხილეთ კურსი ან კურსზე დაბრუნება

Edx-ზე შემდეგი შესვლისას თქვენ აღარ გჭირდებათ რეგისტრაციის გავლა. Edx-ზე შესვლა
შეგეძლებათ http://edx.emis.ge საიტიდან ღილაკით შესვლა, შემდეგ აუცილებლად ირჩევთ
ღილაკს შესვლა Microsoft-ით და შეგყავთ მაიქროსოფტის მომხმარებელი (office 365-ის
ანგარიში) და პაროლი. თუ ამ დროს პარალელურად გახსნილი გექნებათ ელექტრონული
ფოსტა შესვლა Microsoft-ით ღილაკზე დაწკაპუნებით ავტომატურად მოხდება თქვენი
მომხმარებლის გააქტიურება და შესაძლებლობა გექნებათ გააგრძელოთ კურსის გავლა.

კურსები წარმატებულად ჩაგეთვლებათ თუ კურსის საბოლოო შემაჯამებელ ტესტში


თქვენი შეფასება იქნება 0.75 (75 %) ან მეტი.
გაითვალისწინეთ:
თუ შემაჯამებელი ტესტი პირველ ჯერზე ვერ შეასრულეთ წარმატებულად პირველი
მცდელობის შემდეგ თქვენ გეძლევათ სამი დღე (72 საათი), იმისთვის რომ საკითხები
გადაიმეოროთ, თუ მეორეჯერ გადაწყვეტთ პასუხის გაცემას. მხოლოდ ამ პერიოდის
გასვლის შემდეგ შეძლებთ მეორედ სცადოთ სწორი პასუხის მიღება.
თუ გსურთ ნახოთ Edx-ზე კურსის გავლის
სადემონსტრაციო კურსი, კურსების კატალოგში
მოძებნეთ კურსი დასახელებით: სადემონსტრაციო
კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.

სადემონსტრაციო კურსის დანიშნულებაა მხოლოდ Edx-ზე მუშაობის პრინციპის გაცნობა და ის


არ ფასდება.

გისურვებთ წარმატებას!

You might also like