You are on page 1of 1

მე - 7 და მე -8 კლასის მოსწავლეებს სკოლა სთავაზობს მიიღონ მონაწილეობა ლიეტუაში, ამა

წლის 8 -13 დეკემბერს შემეცნებით საგანმნათლებლო პროექტში, რომელიც


ხორციელდება ჩვენი სკოლის დებატთა კლუბისა და ლიეტუვის ქ. მოლეტაის მერიის მიერ
დაგეგმილ პროექტში,,JUGEND VEIKIMO!” ( ახალგაზრდები ვმოქმედებთ!).

პროექტის საფასური სრულად მოიცავს:

 მგზავრობას
 ფრენა: ქუთაისის აეროპორტი - ვილნიუსის აეროპორტი და პირიქით. (ქუთაისის
აეროპორტამდე და აეროპოტიდან თბილისამდე ჯგუფის გადაადგილება
უზრუნველყოფილია სამარშრუტო ტაქსით)
 ვილნიუსის აეროპორტიდან ქ.მოლეტაიმდე და პირიქით ჯგუფის გადაადგილება
უზრუნველყოფილია სამარშრუტო ტაქსით.
 ექსკურსიებზე და შეხვედრებზე ჯგუფის გადაადგილება უზრუნველყოფილია
სამარშრუტო ტაქსით.

 საცხოვრებელსა და კვებას:
 ჯგუფის წევრები განთავსდებიან სასტუმროში, ღირებულებაში შედის სამჯერადი
კვება

 შემეცნებით ექსკურსიებს:
 ლიეტუის ეთნო- კოსმოლოგიის მუზეუმი:
 მინდუნაის სადამკვირვებლო კოშკი
 ვიდენიშკიაის მუზეუმი
 ლიეტუის ტექნიკის მუზეუმი
 ქალაქი მოლეტაის ღირშესანიშნაობები
 ქალაქი ვილნიუსის ღირშესანიშნაობები

 ვიზიტებს:
 ქალაქ მოლეტაის მერია
 ქარხანა ,,ტელტონიკა“
 ქალაქ მოლეტაის საშუალო სკოლა
 ქალაქ ვილნიუსის საშუალო სკოლა - ,, პილაიტეს სკოლა“
 ეთნოსოფელი
 ,,ოქროს ხანის პარკი“

პროექტს მენტორობას უწევს დებატთა კლუბის ხელმძღვანელი ნათია კახნიაშვილი.

ჯგუფის ხელმძღვანელია დირექციის წარმომადგენელი თეა დარსალია.

პროექტის ღირებულებას შეადგენს 1530 ევრო.

You might also like