You are on page 1of 2

იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეული

21-27 ოქტომბერი 2019


თემა: „იტალიური ენა სცენაზე“

"იტალიური ენა აერთიანებს"


25 ოქტომბერი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანა პოლოტკოვსკაიას ქ. 61

ღონისძიება ორგანიზებულია ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია


"მინერვას", იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "CLCI Minerva"-სა და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მიერ, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით.
ღონისძიება გაიმართება 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციულ კორპუსში; ანა პოლოტკოვსკაიას ქ. 61.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული უკვე 19 წელია, აღინიშნება; წლევანდელი კვირეულის თემაა:
„იტალიური ენა სცენზე“.

ამ ღონისძიების მიზანია, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და კერძოდ


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით 2018-2019 სასწავლო
წლიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს იტალიური ენის შესწავლა. ამჟამად იტალიური
ისწავლება როგორც სამაგისტრო პროგრამაზე „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“ - არჩევით სასწავლო
კურსად, ასევე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ყველასთვის ცნობილია, აფხაზეთში განვითარებული


მოვლენების გამო ე.წ. "ლტოლვილის სტატუსით" თბილისში განაგრძობს ფუნქციონირებას. ამდენად,
მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორის კავშირების
განვითარება და გამყარება.

იტალიური ენისა და კულტურის ცენტრმა "მინერვამ" იტალიური ენისა და კულტურის ცოდნისა და


სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტში მოაწყო და აღჭურვა იტალიური ენისა და
კუტურის ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება არა მარტო იტალიური ენის ლექციების ჩატარება, არამედ
სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა, პროექტების განხორციელება, ფილმების ჩვენება და ა.შ.

სწორედ ამ მიზნით, ღონისძიებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიური ენისა და


კულტურის ცენტრ "მინერვას" შორის ხელი მოეწერება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
დღის წესრიგი

"იტალიური ენა აერთიანებს"


მოდერატორი: ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვასა და
იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი მინერვას პრეზიდენტი მაია ჯიჯავა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ანა პოლოტკოვსკაიას ქ . 61


2019 წლის 25 ოქტომბერი, 11:00 საათი

განრიგი აქტივობა გამომსვლელი

რექტორი, პროფესორი
11.00-11.15 შეხვედრის გახსნა/მისალმება
ზურაბ ხონელიძე
იტალიის რესპუბლიკის საგანგებო
მისალმება, მოხსენება: იტალია და სრულუფლებიანი ელჩი
11.15-11.30
საქართველოს ურთიერთოები საქართველოში: მისი აღმატებულება
ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და
11.30-11.40 კულტურათაშორისი კავშირების პროფესორი ინდირა ძაგანია
სამსახურის უფროსი
რექტორი, პროფესორი
ზურაბ ხონელიძე;
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციის,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კვლევისა და განვითარების
ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ინსტიტუტის - მინერვა ინტის
11.40-11.45
არასამთავრობო ორგანიზაცია და პრეზიდენტი და ქართულ-
იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი იტალიური საგანმანათლებლო
"მინერვა"; ხელმოწერა არასამთავრობო ორგანიზაცია
მინერვას ვიცე პრეზიდენტი
ბატონი ჯოვანი ჯაკომატონიო
- “სცენა რესტორანში” სოხუმის სახელმწიფო
11.45-11.55
- სტუდენტები სცენაზე უნივერსიტეტის სტუდენტები

იტალიური ენისა და კულტურის


11.55-12.00 საოპერო მუსიკალური ნომერები ცენტრის მინერვასა და
კონსერვატორიის სტუდენტები
ქართველი კომპოზიტორის ირაკლი
მათითაშვილის ორი სიმღერა
იტალიურ ენაზე; სიმღერების ახალგაზრდა მომღერალი
12.00-12.10
თარგმანში მონაწილება მიიღეს ნუცა თოფურია
სოხუმის უნივერსიტეტის
სტუდენტები

12.10-12.15 ღონისძიების დასასრული მოდერატორი

12.15-12.40 buffet

You might also like