You are on page 1of 8

მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე

31 მაისი – 7 ივნისი
2024 წელი

ათონის წმინდა მთის რუკა:

ვირტუალური ტური ათონის წმინდა მთაზე: https://mountathos360.com/


ზოგადი ინფორმაცია:
ათონის წმინდა მთის ყველა მონასტერში ორჯერადი კვება და დაბინავება
უზრუნველყოფილა.

მონასტრის ტიპიკონი/განრიგი: გამთენიას 4 სთ-ზე მსახურების დაწყება, დაახლოებით


დილის 9:00 სთ-ზე ტრაპეზი/საუზმე. ბარგის ჩალაგება და გადასვლა სხვა მონასტერში გემით
ან მიკრო-ავტობუსით. დაბინავება ახალ მონასტერში. საღამოს 16:00 სთ-ზე ლოცვა, 17:30 სთ-
ზე ტრაპეზი, დაძინება. გამთენიას 4 სთ-ზე მსახურების დაწყება.

მსახურებაზე დასწრება არ არის სავალდებულო. თუ სტუმარს სურვილი აქვს, მხოლოდ


ტრაპეზის დაწყებისას გაიღვიძებს.

წამოსაღები ნივთები: ერთი ზურგჩანთა, ერთი ცალი პატარა პირსახოცი, ერთი სპორტული
ფეხსაცმელი (კეტი, ბოტასი - კომფორტულად რომ იაროთ), ჩუსტები ყველგან არის,
თეთრეული ყველგან არის. თხელი პიჟამო და გრძელმკლავიანი მაისური ღამე დასაძინებლად
გამოგადგებათ.

31 მაისი:
17:00 სთ რეგისტრაცია ქუთაისის აეროპორტში

19:05 სთ - გაფრენა

საჭირო ნივთები:

- საერთაშორისო პასპორტი
- ამობეჭდილი ბილეთები
- ჩანთა:
ზომები იხილეთ სურათზე

20:50 სთ ჩაფრენა სალონიკში

21:00 – 23:00 აეროპორტში დაგვხვდება მინი-ვენი და წავალთ ურანოპოლისში.

23:00 - დაბინავება ურანოპოლისში

19:00 – 21:30 თავისუფალი დრო, ქ. თესალონიკის დათვალიერება


1 ივნისი:
09:00 - ათონის მთის ვიზის - დიამონიტირიოს აღება ურანოპოლისში და გემის ბილეთის
შეძენა.

10:00 სთ - ასვლა გემზე და წასვლა ათონზე.


12:00 - მისვლა დაფნიში (ათონის წმინდა მთის პორტი)

ფოტო: გემი შედის ათონის მთის პორტში (დაფნიში)

12:45 – 13:30 დაფნიდან მიკრო-ავტობუსით წასვლა ივერონის მონასტერში.

ფოტო: ივერონის მონასტერი

15:00 სთ - დაბინავება მონასტერში

16:00 – 17:30 ლოცვაზე დასწრება

17:00 – 18:00 ტრაპეზი (მსუბუქი ვახშამი)


18:00 – 18:30 ლოცვა

18:30 – 19:30 სთ თავისუფალი დრო/მონასტრის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება

19:30 - კელიაში (ოთახში) შესვლა და დასვენება. გამთენიას 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე არის
ლოცვის დრო.

2 ივნისი:
09:00 ივერონის მონასტერში ტრაპეზი; გასვლა მონასტრიდან და ავტობუსით წასვლა
პანტოკრატორის მონასტერში (მგზავრობის ხანგრძლივობა - 20 წთ)

დაბინავება მონასტერში. ტიპიკონი/განრიგი რაც ივერონში იყო, იგივეა ყველა მონასტერში.

ფოტო: პანტოკრატორის მონასტერი

3 ივნისი:
10:00 პანტოკრატორის მონასტერში ტრაპეზი და გასვლა მონასტრიდან. ავტობუსით ჩასვლა
დაფნიში (ათონის პორტი) და გემით გადასვლა გრიგორიუს მონასტერში
ფოტო: გრიგორიუსის მონასტერი

4 ივნისი:

09:00 – 10:00 ტრაპეზი

გრიგორიუს მონასტრიდან წასვლა სიმონოპეტრას მონასტერში (დაახლოებით 1 სთ მოგვიწევს


ფეხით სიარული ერთი გზა). თუ დაგვეზარება ფეხით სიარული, შეგვიძლია დავიქირავოთ
მინი-ვენი. საღამოს დაბრუნება გრიგორიუსის მონასტერში.
ფოტო: კლდეზე დგას სიმონოპეტრას მონასტერი

5 ივნისი:

13:00 სთ-ზე ათონის წმინდა მთის პორტიდან გამოსვლა გემით ურანოპოლისში.


ურანოპოლისიდან წამოსვლა ავტობუსით ქ. თესალონიკში. ქ. თესალონიკში დაბინავება 2
ღამით. (სალონიკში სასტუმრო ან AIRBNB_ზე ბინა გვექნება მოსაძებნი)

6 ივნისი: სალონიკიდან წასვლა მეტეორას სამონასტრო კომპლექსის დასათვალიერებლად


(ერთი გზა 2.5 სთ)

7 ივნისი: 21:25 - გამოფრენა სალონიკიდან ქუთაისში.

ბიუჯეტი:
ავიაბილეთის ფასი: 350 ლარი

ათონის წმინდა მთის ვიზა: 25 ევრო (ვიზას მომლოცველი იღებს ურანოპლისში, საიდანაც გემი
გადის ათონის წმინდა მთისკენ)

სამოგზაურო დაზღვევა - 7 ლარი


სალონიკის აეროპორტი - ურანოპოლისი (ტრანსფერი მინი-ვენით: საერთო ფასი - 200 ევრო)

ურანოპოლისი - სალონიკი (ტრანსფერი მინი-ვენით: საერთო ფასი - 200 ევრო)

დაბინავება ურანოპოლისში: თითო ადამიანი 30 ევრო.

ურანოპოლისი - დაფნი (გემით ათონზე შესვლა): 20 ევრო თითო ადამიანი.

ათონზე გადაადგილება ავტობუსით, მიკრო-ავტობუსით ან გემით: 100 ევრო თითო ადამიანი.

დაბინავება სალონიკში ორი ღამე: 50 ევრო თითო ადამიანი

სულ თითო ადამიანის ხარჯი: დაახლოებით 450 ევრო + კვება სალონიკში + ათონზე
სურვილისამებრ სუვენირების,ხატების,სანთლების შეძენა.

ღმერთმა ინებოს, რომ გავხდეთ ათონის წმინდა მიწის მოლოცვის ღირსი

დიდი მადლობა !!!

You might also like