You are on page 1of 533

1

ანა დოსტოევსკაია

ლიტერატურული
მოგონებები

თარგმნა
ანა აბულაშვილმა

2
წინასიტყვაობა
ჩემი მოგონებების წიგნად დაწერა ადრე არასდროს მიფიქრია.
მით უმეტეს, რომ საკუთარ თავში ლიტერატურული ნიჭის სრულ
არარსებობასაც ცხადად აღვიქვამდი; მთელი სიცოცხლის განმავ-
ლობაში იმდენად დიდი მონდომებით ვიყავი დაკავებული ჩემი ძვირ-
ფასი მეუღლის თხზულებათა გამოქვეყნებით, რომ მის ხსოვნასთან
დაკავშირებული სხვა საქმეების მოგვარებაზეც კი ძლივსღა მყოფნი-
და დრო.
მაგრამ 1910 წელს, როდესაც ჯანმრთელობის გაუარესებისა და
სისუსტის გამო, მეუღლის ნაწარმოებთა გამოქვეყნების ჩემთვის ესო-
დენ საინტერესო საქმის სხვისთვის გადაცემა და ექიმების დაჟინებუ-
ლი მოთხოვნით დედაქალაქიდან მოშორებით გადასვლა მომიწია,
ჩემს ცხოვრებაში წარმოიშვა უზარმაზარი სიცარიელე, რომელიც აუ-
ცილებლად რაიმე საინტერესო საქმით უნდა შემევსო, თორემ, და მე
ამას ცხადად ვაცნობიერებდი, ეს სიცარიელე უფრო მალე დაუსვამდა
ჩემს არსებობას წერტილს, ვიდრე შერყეული ჯანმრთელობა.
3
სრულ მარტოობაში მცხოვრები და მიმდინარე მოვლენებში ხან
მხოლოდ ნაწილობრივ ჩართული, ხანაც კი მათგან სრულად განყე-
ნებული, მთელი სულითა და ფიქრებით ნელ-ნელა
ჩემთვის უბედნიერეს წარსულში ჩავიძირე და ეს ჩემი ამჟამინდე-
ლი უმიზნო და ცარიელი არსებობის დავიწყებაში დამეხმარა.
ჩემი და ჩემი ქმრის უბის წიგნაკების გადაკითხვისას ჩანაწერებში
ისეთ საინტერესო წვრილმანებს ვპოულობდი, რომ ძალაუნებურად
მათი ახლიდან გადაწერა მინდებოდა, ოღონდ უკვე არა სტენოგრა-
ფიულად, როგორც აქამდე მქონდა ჩაწერილი, არამედ ყველასთვის
გასაგებ ენაზე, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ჩემი შვი-
ლებისა და შვილიშვილებისთვის იქნებოდა საინტერესო, ასევე ჩემი
ძვირფასი ქმრის ნიჭის ზოგიერთი თაყვანისმცემლისთვისაც, ვინც
იმის გაგებას მოინდომებდა, როგორი იყო ფიოდორ მიხაილოვიჩი
ოჯახურ გარემოცვაში.
უკანასკნელი ხუთი ზამთრის (1911-1916) განმავლობაში სხვადას-
ხვა დროს ჩაწერილმა ამ მოგონებებმა რამდენიმე რვეული შეადგი-
ნა, რომელთა მოწესრიგებასაც შეძლებისდაგვარად შევეცადე.
არ ვიცი, რამდენად თავშესაქცევ საკითხავად მიიჩნევს მკითხვე-
ლი ჩემს მოგონებებს, მაგრამ მე მათ უტყუარობასა და ზოგიერთ პირ-
თა მოქმედებების აღწერისას ჩემს სრულ მიუკერძოებლობაზე ვდებ
თავს, მათ კი საფუძვლად უმთავრესად წერილებითა და საგაზეთო
და საჟურნალო სტატიებით განმტკიცებული ჩემივე ჩანაწერები და-
ედო.
სამაგიეროდ აქვე გულახდილად ვაღიარებ, რომ ჩემს მოგონებებ-
ში ლიტერატურული ცდომილებაა ბევრი: გაწელილი თხრობა, თავე-
ბის არათანაზომიერება, თხრობის ძველებური სტილი და სხვა. მაგ-
რამ სამოცდაათი წლის ასაკში ახალი საქმის შესწავლა მართლაც ძა-
ლიან რთულია, ამიტომ ისღა დამრჩენია, ამ ცდომილებების გამო
მკითხველს პატიება ვთხოვო და თავი იმით ვიმართლო, რომ ჩემი

4
მოგონებების წიგნად დაწერის მთავარ მიზანს წრფელი და გულითა-
დი სურვილი – მკითხველისთვის მთელი თავისი ღირსებებითა და
ნაკლოვანებებით, ისეთი ფ. მ. დოსტოევსკის ჩვენება წარმოადგენდა,
როგორიც ის თავის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში იყო.

5
ნაწილი პირველი
ბავშვობა და სიყმაწვილე
I. ჩემი დაბადება
პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრას ჩემი ცხოვრების
ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თუ მოვლენა უკავშირდება: ჩემმა
მშობლებმა ჯვარი ლავრის მთავარ კარიბჭეზე წამომართულ, ერთა-
დერთ სამრევლო (ამჟამად სამონასტრო) ეკლესიაში დაიწერეს. მე
ლავრის კუთვნილ სახლში 30 აგვისტოს, წმ. ალექსანდრე ნეველის
ხსენების დღეს დავიბადე და შემდგომ ლავრისავე სამრევლო
მღვდელმა დამლოცა და მომნათლა. ალექსანდრე ნეველის ლავ-
რის ტიხვინის სასაფლაოზე კი ჩემი ძვირფასი მეუღლეა დასაფლავე-
ბული და თუ ღვთის ნება იქნება, სამუდამო განსასვენებელს მეც მის
გვერდით ვპოვებ... თითქოს ყველაფერი სპეციალურად ერთ წერ-
ტილში იმისთვის გადაიკვეთა, რომ ალექსანდრე ნეველის ლავრა
ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფას ადგილად ქცეულიყო.

6
მე 1846 წლის ადრეულ შემოდგომაზე, “დედაბრის ყვავილობად”
წოდებული პერიოდის ერთ მშვენიერ დღეს – 30 აგვისტოს, როგორც
უკვე აღვნიშნე, წმ. ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს დავიბადე.
ეს დღესასწაული, შეიძლება ითქვას, დღემდე დედაქალაქის უმთავ-
რეს დღესასწაულად ითვლება. ამ დღეს ყაზანის ტაძრიდან ლავრაში
და უკან, ისევ ყაზანის ტაძრისკენ, ლიტანია სრულდება, რომელსაც
სადღესასწაულოდ სამუშაოდან განთავისუფლებული ხალხი მიჰყვე-
ბა, მაგრამ იმ ძველ, შორეულ დროს 30 აგვისტო კიდევ უფრო დიდი
ზეიმით აღინიშნებოდა:
ნევის პროსპექტის შუაგულში, სამ ვერსტზე მეტი სიგრძის, მიწიდან
ამაღლებული ფიცარნაგი იგებოდა, რომელზეც მზეზე მბზინვარე მო-
ოქროვილი ჯვრებითა და გაშლილი ბაირაღებით ხელში ნელი სვლი-
თა და ხალხის მასასთან შეურევლად მსვლელობა ყაზანის ტაძრის-
კენ მიემართებოდა. ოქრომკედით ნაქარგ ფარჩის შესამოსელში გა-
მოწყობილ სასულიერო პირთა გრძელ მწკრივს ლენტებითა და ორ-
დენებით მკერდდამშვენებულ წარჩინებულ პირთა და სამხედროთა
მწკრივი მიჰყვებოდა, მათ უკან კი რამდენიმე საპარადო, მოოქროვი-
ლი კარეტა მიდიოდა, რომელშიც სამეფო სახლის წევრები ისხდნენ.
მთელი მსვლელობა იმდენად იშვიათი სილამაზის სანახაობას წარ-
მოადგენდა, რომ ამ დღეს ლიტანიის საყურებლად მთელი ქალაქი
თავს ნევის პროსპექტზე იყრიდა.
სახლი, რომელშიც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, დღემდე ლავ-
რას ეკუთვნის, მეორე სართულზე მდებარე ბინას უზარმაზარი ფართი
ეჭირა (თერთმეტი ოთახისგან შედგებოდა), ხოლო მისი ფანჯრები ნა-
წილობრივ ამჟამინდელ შლისენბურგის პროსპექტს, ნაწილობრივ
კი, ლავრის წინ, მოედანს გადაჰყურებდა. ოჯახი დიდი იყო და უკვე
ხანდაზმული დედისა და მისი ოთხი ვაჟიშვილისგან შედგებოდა, რო-
მელთაგანაც ორნი, უკვე დაოჯახებულნი, თავადაც წვრილშვილის
პატრონნი იყვნენ. ოჯახი მეგობრულად, ძველებური სტუმართმოყვა-
რე მანერით ცხოვრობდა, ასე რომ, დაბადების დღეებსა და ოჯახის

7
წევრთა დღეობებზე, შობასა და კალანდობაზე ყველა, მთელი ახლო
თუ შორეული ნათესაობა დილიდან ბებიასთან იკრიბებოდა
და დღესასწაულს გვიან ღამემდე მხიარულად აღნიშნავდა. მაგ-
რამ ყველაზე მეტი სტუმარი სახლში მაინც 30 აგვისტოს იყრიდა
ხოლმე თავს, ამ დღეს, კარგ ამინდში, მასპინძლები ფანჯრებს აღებ-
დნენ და სტუმრებს ნათესაობის ახლობლურ და მხიარულ წრეში
დროის გატარებასთან ერთად ფანჯრებთან მოხერხებულად მოკა-
ლათება და მსვლელობის თვალის დევნება შეეძლოთ.
ასევე მოხდა 1846 წლის 30 აგვისტოსაც. სრულიად ჯანმრთელი
და ხალისიანი დედა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სტუმრებს გული-
თადად შეეგება და გაუმასპინძლდა, მერე კი თვალს მიეფარა. ყვე-
ლას ეგონა, რომ ახალგაზრდა დიასახლისი სამასპინძლოდ შიდა
ოთახებში ფუსფუსებდა, ამასობაში კი დედაჩემმა, რომლისთვისაც
მოლოგინების დროს ჯერ არ მოეწია, როგორც ჩანს, დაღლილობისა
და აღელვების გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და მას შემდეგ, რაც მსა-
ხური ბებიაქალთან გაგზავნა, თავის საძინებელში განმარტოვდა. დე-
და ყოველთვის კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და უწინ უკვე
გაეჩინა კიდეც შვილები, ამიტომაც დროზე ცოტა ადრე მოწეულ მო-
ლოგინებას სახლში არავითარი არეულობა და მღელვარება არ გა-
მოუწვევია.
დღის ორი საათისთვის ტაძარში საზეიმო წირვა დასრულდა, აგუ-
გუნდა ლავრის კეთილხმოვანი ზარები და ლავრის მთავარი კარიბ-
ჭიდან ყაზანის ტაძრისკენ მიმავალი მსვლელობის დაძვრასთან ერ-
თად მოედანზე განლაგებული სამხედრო სასულე ორკესტრიც საზეი-
მო მუსიკის ჰანგებით ახმიანდა. მათ, ვინც ფანჯრებთან ისხდნენ და
მსვლელობას თვალს ადევნებდნენ,
დანარჩენი სტუმრებიც იხმეს და ყოველი ფანჯრიდან წამოძახი-
ლები გაისმა: “მოდის, მოდის, ლიტანია დაიძრა”. და აი, ჩემი გრძელი
ცხოვრებისეული გზისკენ მეც სწორედ ამ წამოძახილების, ზარების

8
რეკვისა და მუსიკის ჰანგების დედის ყურს მიწვდენილ ხმიანობაში
დავიძარი.
საზეიმო პროცესიამ ჩაიარა, სტუმრები ფანჯრებს მოშორდნენ და
სახლში შემობრუნდნენ, მაგრამ არავინ წასულა, ყველა ბებიასთან
გამომშვიდობების სურვილმა შეაყოვნა, რომელიც, როგორც მათ
უთხრეს, მოსასვენებლად წამოწოლილიყო. დაახლოებით სამი სა-
ათისთვის კი, დარბაზში, სადაც სტუმრები იყვნენ შეკრებილი, მოხუცი
დედის თანხლებით მამაჩემი შევიდა, ოთახის შუაგულში გაჩერდა და
მომხდარი ამბით ცოტა არ იყოს აღელვებულმა საზეიმოდ გამოაცხა-
და: “ძვირფასო ჩვენო ნათესავობავ და სტუმრებო, შეგიძლიათ დიდი
სიხარული მომილოცოთ: ღმერთმა ქალიშვილი – ანა მაჩუქა”. მამა-
ჩემი მეტად გულმხიარული კაცი იყო, ოხუნჯი და ხუმარა, რასაც ჰქვია
“კომპანიის სული და გული”, ამიტომ მისი ეს განცხადება არავინ და-
იჯერა და ყველამ სადღესასწაულო ხუმრობად ჩათვალა. “წარმოუდ-
გენელია! გრიგორ ივანოვიჩი ხუმრობს! ან კი როგორ დავიჯეროთ,
ანა ნიკოლაევნა ხომ მთელი დილა აქ, ჩვენ გვერდით იყო?!” – ახმი-
ანდნენ მსგავსი წამოძახილებით აქეთ-იქიდან სტუმრები. მაშინ მათ
მოხუცმა ბებიამ მიმართა და მამას ნათქვამი დაადასტურა: “არა, გრი-
შა მართალს ამბობს: ერთი საათის წინ ამქვეყანას ჩემი შვილიშვილი
– ნიუტოჩკა მოევლინა!”
მერე კი დაიჯერეს სტუმრებმა, ყოველი მხრიდან მილოცვები გა-
ისმა და ოთახში შამპანურით სავსე ბოკლების ლანგრით ხელში
ახალგაზრდა მოახლე გამოჩნდა. ყველამ ახალშობილის, მისი მშობ-
ლებისა და ბებიის სადღეგრძელო დალია. ქალები მელოგინესთან
მისალოცად და “პატარის” საკოცნელად გაიქცნენ (იმხანად ექიმების-
გან ამის ამკრძალავი გაფრთხილებები ჯერ კიდევ არ არსებობდა),
ქალების გარეშე დარჩენილმა მამაკაცებმა კი დრო იხელთეს და
ახალშობილის დღეგრძელობას შამპანურის გადანახული მარაგიც
მიაყოლეს. აი, ასეთი საზეიმო განწყობით შეხვდა ყველა ჩემს ამქვეყ-
ნად დაბადებას და, როგორც ერთი, ყველა იმას ამბობდა, რომ ეს

9
ჩემი მომავალი ბედ-იღბლისთვის კარგის მომასწავებელი ნიშანი
იყო, რაც შემდგომში ახდა კიდეც: მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების
გზაზე მატერიალური გაჭირვებაც ბევრი გადავიტანე და ზნეობრივი
ტანჯვაც, ჩემი ცხოვრება უაღრესად ბედნიერად მიმაჩნია და მასში
არაფერს შევცვლიდი.
რამდენიმე სიტყვას ჩემს მშობლებზეც ვიტყვი. მამის მხრიდან ჩემი
წინაპრების წარმომავლობა სათავეს მალოროსიიდან იღებს, ჩემი პა-
პის პაპა გვარად სნიტკოს ატარებდა. პეტერბურგში კი, უკვე სნიტკი-
ნად წოდებული, პაპის მამა მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც პოლტა-
ვის გუბერნიაში მამული გაყიდა. მამაჩემი პეტერბურგის იეზუიტების
სკოლაში აღიზარდა, მაგრამ იეზუიტობა მაინც ვერ მოირგო, მთელი
სიცოცხლის განმავლობაში კეთილ და გულუბრყვილო ადამიანად
დარჩა, და ერთ-ერთ მაგისტრატში თუ დეპარტამენტში მსახურობდა.
დედაჩემი, წარმოშობით
შვედეთიდან, მილტოპეუსის საპატიო გვარს მიეკუთვნებოდა. მისი
ერთ-ერთი პაპის მამა ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი იყო, ბი-
ძები კი სწავლულები ჰყავდა. ამას გვარის დაბოლოება “ეუსიც” ამ-
ტკიცებს, რაც სწავლულების გვარებს რაღაც კეკლუცობით ნაწილა-
კების – “დესა” და “ფონის” მსგავსად ებმოდა ხოლმე. პაპის მამები
აბოში ცხოვრობდნენ და იქაური ცნობილი ტაძრის კედლებში არიან
დასაფლავებულნი, ერთხელ შვედეთში მიმავალმა, გზად აბოში შე-
ვიარე და ტაძარში წინაპრების საფლავების მოძებნა ვცადე, მაგრამ,
რამდენადაც არც ფინური ენა ვიცოდი და არც შვედური, დარაჯისგან
ვერაფერის გაგება ვერ მოვახერხე.
დედაჩემის მამა, ნიკოლაი მილტოპეუსი სანკტ-მიხელსკის გუბერ-
ნიაში მემამულე იყო და ოჯახთან ერთად საგვარეულო მამულში
ცხოვრობდა, ოჯახიდან შორს იმყოფებოდა მხოლოდ მისი ვაჟი –
რომან ნიკოლაევიჩი, რომელიც მოსკოვის მიწათმზომლობის ინსტი-
ტუტში სწავლობდა. სწავლის დასრულებისა და პეტერბურგში ადგი-

10
ლის მიღების შემდეგ რომან ნიკოლაევიჩმა მამის (იმ დროისთვის უკ-
ვე გარდაცვლილის) მამული გაყიდა და მთელი ოჯახი პეტერბურგში
გადმოიყვანა, მაგრამ ჩემი ბებია – ანა-მარია მილტოპეუსი დედაქა-
ლაქში ჩამოსვლიდან მალევე გარდაიცვალა და დედაჩემი ორ დას-
თან ერთად საცხოვრებლად ძმასთან დარჩა.
დედაჩემი, თვალწარმტაცი სილამაზის ქალი, საოცრად სწორი
ნაკვთებითა და სიმაღლით, ტანადობითა და მოხდენილობით გამო-
ირჩეოდა. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი ხმაც ჰქონდა,
განსაკუთრებულად ლამაზი და წკრიალა სოპრანო, რომელიც
თითქმის მოხუცებულობამდე შეუნარჩუნდა. დედა 1812 წელს დაიბა-
და და ცხრამეტი წლისა ერთ ოფიცერზე დაინიშნა, მაგრამ ახალგაზ-
რდებმა ჯვრის დაწერა ვერ მოასწრეს, რადგან დედას რჩეული ოფი-
ცერი უნგრეთის კამპანიაში მონაწილეობის დროს დაიღუპა. დედა
უკიდურესმა დარდმა მოიცვა და გადაწყვიტა, გათხოვებაზე აღარა-
სოდეს ეფიქრა. მაგრამ წლები გადიოდა და დანაკარგის ტკივილიც
ნელ-ნელა გაუნელდა, იმ რუსულ საზოგადოებაში კი, სადაც დედა
ტრიალებდა, მაჭანკლობის მოყვარული ქალები მაშინ მრავლად
ირეოდნენ (მაშინ ეს ტრადიციის შემადგენელი ნაწილი იყო) და აი,
ერთ-ერთ წვეულებაზე სპეციალურად დედასთვის ორი ახალგაზრდა
მოიწვიეს, რომლებიც საცოლეებს ეძებდნენ. ახალგაზრდა ყმაწვი-
ლებს დედა უაღრესად მოეწონათ, მაგრამ, როცა დედას ჰკითხეს მო-
ეწონა თუ არა მას რომელიმე მათგანი, დედამ უპასუხა: “არა, მე უფ-
რო ის ხანდაზმული კაცი მომეწონა, რომელიც მთელი საღამოს გან-
მავლობაში საინტერესო ამბებს ყვებოდა და იცინოდა”. ის მამას გუ-
ლისხმობდა.
იმ ძველ დროს ორმოცს გადაცილებული ადამიანი უკვე ხანდაზ-
მულად ითვლებოდა, მამა კი მაშინ 42 წლისა იყო (მამა 1799 წელს
დაიბადა). მან თავისი ახალგაზრდობა მხიარულად და სასიამოვნოდ
განვლო, მაგრამ მკაცრი დედის ზეგავლენით თავშეკავებულად
ცხოვრობდა, ამიტომაც ორმოცდაორი წლისა ჯერაც ჯანმრთელი,

11
მხნე და ჯანსაღად ლოყებღაჟღაჟა იყო და თუმცა კი თმა უკვე საკმა-
ოდ შეთხელებოდა, ულამაზესი ცისფერი თვალები და საღი კბილები
ჰქონდა.
დედის გარდაცვალებამდე მამას დაოჯახებაზე არც უფიქრია და
შესაბამისად, საზოგადოებაში სასიამოვნო თანამოსაუბრის როლში
უფრო ჩნდებოდა ხოლმე, ვიდრე საცოლის მაძიებლის. დედას ისიც
წარუდგინეს და მამას ესოდენ ლამაზი და ტანადი ქალიშვილი ძა-
ლიანაც მოეწონა, თუმცა, რამდენადაც დედა რუსულად არ ლაპარა-
კობდა კარგად, მამა კი ფრანგულად, მათ შორის საუბარი ხანმოკლე
აღმოჩნდა, მაგრამ მოგვიანებით მამას მასზე დედას ნათქვამი გადას-
ცეს, ის ლამაზი ქალიშვილის ყურადღებით დაინტერესდა და იმ სახ-
ლში დაიწყო ხშირად სტუმრობა, სადაც დედას ნახვა შეეძლო. ყვე-
ლაფერი კი იმით დასრულდა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და
დაქორწინება გადაწყვიტეს.
მაგრამ ისინი სერიოზული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ:
დედა ლუთერანული სარწმუნოების მიმდევარი იყო, მამას მარ-
თლმადიდებული ოჯახი კი თვლიდა, რომ ცოლი ქმრის ერთმორწმუ-
ნე უნდა ყოფილიყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამამ გადაწყვიტა,
ოჯახის წინააღმდეგ წასულიყო და თუნდაც მის ზოგიერთ წევრთან
დაშორების ფასად, მაგრამ დედა ცოლად მაინც მოეყვანა. დედამ
ამის შესახებ შეიტყო და მეგობრულ ოჯახში განხეთქილების შეტანის
შიშით შეცბუნებული დიდხანს წუხდა, ვერ გადაეწყვიტა მართლმადი-
დებლური სარწმუნოება მიეღო თუ საყვარელ ადამიანზე ეთქვა უარი.
მის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ერთმა გარემოებამ იქონია: ერ-
თხელაც, გვიან ღამით, როცა მეორე დღეს მამასთვის საბოლოო პა-
სუხი უნდა გაეცა, ჯვარცმის წინაშე მუხლმოყრილი, დიდხანს ლოცუ-
ლობდა და უფალს სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას შესთხოვდა. უცებ თავი
ასწია და ჯვარცმის თავზე კაშკაშა სინათლე დაინახა, რომელმაც წა-
მით მთელი ოთახი გაანათა და გაქრა. ეს მოვლენა კიდევ ორჯერ

12
განმეორდა და დედამ უცნაური სინათლე მის გულისდამამძიმებელ
იმწუთიერ კითხვაზე მამას სასიკეთოდ გაცემულ ზეგარდმო პასუხად
მიიღო. უცნაურ სინათლეს იმავე ღამეს ნანახი სიზმარიც დაემატა, და-
ესიზმრა, თითქოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში შევიდა და გარ-
დამოხსნასთან ლოცვა დაიწყო. დედამ ეს სიზმარიც ზეგარდმო მითი-
თებად მიიღო... ადვილი წარმოსადგენია მისი გაოცება, როდესაც
ორი კვირის შემდეგ სიმეონის (მოხოვოიზე) ეკლესიაში მირონცხების-
თვის მისულს, გარდა იმისა, რომ გარდამოხსნასთან დააყენეს, მთე-
ლი გარემოც ზუსტად ისეთივე დახვდა, როგორიც სიზმრიდან ახსოვ-
და. ამან გული და სინდისი დაუმშვიდა. დედამ მართლმადიდებლობა
მიიღო და ეკლესიის ყველა წეს-ჩვეულების გულმოდგინედ შესრუ-
ლება დაიწყო – მარხულობდა და ზიარებას იღებდა, თუმცა სლავურ
ენაზე ლოცვა უჭირდა და შვედურ ლოცვანს იყენებდა. მას არასოდეს
უნანია, რომ რელიგია შეიცვალა და ხშირად იმეორებდა: “სხვა შემ-
თხვევაში ქმრისა და შვილებისგან ვიქნებოდი შორს, ეს კი ჩემთვის
მძიმე გადასატანი იქნებოდაო”.
ჩემმა მშობლებმა ერთად დაახლოებით ოცდახუთი წელი იცხოვ-
რეს და, რამდენადაც ერთმანეთს ხასიათებითაც არაჩვეულებრივად
შეეწყვნენ, მეგობრული ოჯახი შექმნეს. ოჯახის თავი დედა იყო, რო-
მელიც ძლიერი ბუნებითა და ნებისყოფით გამოირჩეოდა; მამა ნება-
ყოფლობით
ემორჩილებოდა დედას და მხოლოდ ერთადერთი – აპრაქსინისა
და სხვა ბაზრებში სხვადასხვა იშვიათი და უცნაური ნივთის, გამორ-
ჩეულად კი ძვირფასი ფაიფურის (ანტიკვარები მაშინ მრავლად იყო)
მოძიებისა და შეძენის თაოსნობა ჰქონდა თავისთვის მოტოვებული,
რაშიც ის კარგად ერკვეოდა.
ოჯახური ცხოვრების პირველი წლები ჩემმა მშობლებმა ბებიას-
თან და მამის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთ ჭერქვეშ გაატარეს.
მაგრამ, როდესაც დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ბებია გარდაიც-

13
ვალა და ოჯახი დაიშალა, დედამ მამა დაიყოლია ნიკოლაის სამხედ-
რო-სახმელეთო ჰოსპიტალთან მდებარე სახლი და სახლთან ერთად
მიწის უზარმაზარი ნაკვეთი (დაახლოებით ორი დესეტინა) ეყიდათ,
რომელსაც ახლანდელი იაროსლავსკაიასა და კოსტრომსკაიას ქუ-
ჩების ფართი ეჭირა და შტიგლინცის ფაბრიკამდე, მალაია ბალოტ-
ნაიას ქუჩაზე გადიოდა.
ჩემი პირველი ცნობიერი მოგონება 1849 წლის აპრილს უკავშირ-
დება, მაშასადამე დროს, როცა ორი წლისა და რვა თვის ვიყავი. ჩვე-
ნი სახლის ეზოში ძველი ფარდული იდგა, დედამ მისი დანგრევა და
ახლის აშენება გადაწყვიტა. ამ საქმისთვის მოყვანილმა მუშებმა რაც
საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთეს და დასანგრევად ფარდულის
გვერდულად გადაწვენაღა რჩებოდათ. დედა ფარდულის დანგრე-
ვისთვის უსაფრთხო მანძილიდან საცქერლად შუშაბანდში გავიდა,
უკან კი ცნობისმოყვარეობას აყოლილი ჩემი ძიძა გაჰყვა, რომელსაც
ხელში მე ვეჭირე. საუბედუროდ,
ფორნის მეეტლეები, რომლებიც ეზოს სიღრმეში ცხოვრობდნენ,
შეყოვნდნენ; მუშებმა მეეტლეებს შეჰყვირეს, რომ იქაურობას საჩქა-
როდ გასცლოდნენ და ფორნების რიგიც გრძელ მწკრივად გაიწელა.
ბოლოს, როგორც იქნა, ეზოდან ყველა გავიდა, მაგრამ ის-ის იყო
ფარდულის გადასანგრევად არტელმა მთელი ძალა მოიკრიბა, რომ
კიდევ ერთ ფორანზე შემომჯდარი ჩამორჩენილი მეეტლე გამოჩნდა.
ყველა მიხვდა, რომ თუ მეეტლე ცხენს არ გააჭენებდა და იქაურობას
სწრაფად არ გაეცლებოდა, წაქცეული ფარდული მასაც ქვეშ მოიყო-
ლებდა და მის ცხენსაც. შენობის გვერდზე გადახრის საშინელი ჭრი-
ალის ხმა და იქ მყოფთა თავზარდაცემული ყვირილი გაისმა, მთელი
ეზო ჰაერში სქელ სვეტად ავარდნილ მტვერში გაეხვა და პირველი
რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერავინ გაარჩია გადარჩა მეეტლე
თუ ქვეშ მოიყოლა ფარდულმა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად
დასრულდა, მაგრამ დედისა და ჩემი ძიძის შეშინებულმა ყვირილმა
ჩემზეც იმდენად ძლიერად იმოქმედა, რომ მეც ავყვირდი. წლების

14
შემდეგ, როცა მამას ამ შემთხვევის შესახებ ვკითხე, მამამ სამეურნეო
წიგნში გადაამოწმა და დამიდასტურა, რომ ეზოში ახალი ფარდული
1849 წლის გაზაფხულზე აეშენებინათ.
ჩემი მეორე ცნობიერი მოგონება სამი წლის ასაკში ჩემს ავადმყო-
ფობას უკავშირდება. არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ ექიმმა დედას ჩემ-
თვის მკერდზე რამდენიმე წურბელის დასმა ურჩია. ცხადად მახსოვს
იმ ზიზღის გრძნობა, რომელიც ჩემს მკერდზე დაკლაკნილი ამ ჭიაყე-
ლების დანახვაზე დამეუფლა და მახსოვს, რომ ერთი სული მქონდა,
ისინი მკერდიდან მომეშორებინა, ასევე
ცხადად მახსოვს, რომ დედამ ზიარების მისაღებად და “ყოველთა
მწუხარეთა სიხარულის” ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან სა-
ლოცავად (შპალერნაიაზე) წამიყვანა, სადაც იმის დანახვაზე, რო-
გორ ლოცულობდნენ და ტიროდნენ დედა და ძიძა, მეც პირჯვრის გა-
დაწერა დავიწყე და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით გადმომ-
ცვივდა. პარაკლისის გადახდის მეორე დღეს კრიზისი მოჰყვა, მაგ-
რამ კრიზისმა გაიარა, ავადმყოფობამ უკან დაიხია და სწრაფი გამო-
ჯანმრთელება დავიწყე. საერთოდ ჩვენს ოჯახში ბავშვები იშვიათად
ვავადმყოფობდით. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, რომ ვცივდებო-
დით, მაგრამ ჩვენი ავადმყოფობა ძირითადად სურდოთი და ხველე-
ბით შემოიფარგლებოდა ხოლმე, რაც შინაური საშუალებებით იკურ-
ნებოდა და ყოველგვარი გართულებების გარეშე სრულდებოდა.
ჩემი ბავშვობა ყოველთვის უდიდესი სიხარულით მახსენდება: მა-
მას და დედას ყველა ძალიან ვუყვარდით და უმიზეზოდ არასოდეს
გვსჯიდნენ. ჩვენი ოჯახის ცხოვრება წყნარი, აუჩქარებელი და მშვიდი
იყო, ყოველგვარი ჩხუბების, დრამებისა და კატასტროფების გარეშე.
ბავშვებს მაძღრისად გვაჭმევდნენ და ყოველდღე სასეირნოდ დავ-
ყავდით, ზაფხულობით დილიდან საღამომდე ჩვენს ბაღში ვთამაშობ-
დით, ზამთრობით კი იქვე მოწყობილი ყინულის ბორცვიდან ვსრი-
ალებდით. სათამაშოებით დიდად არ გვანებივრებდნენ, ამიტომ რაც
გვქონდა ვაფასებდით და ვუფრთხილდებოდით. საბავშვო წიგნები კი

15
საერთოდაც არ გვქონდა: ჩვენს “განვითარებას” არავინ ცდილობდა.
მაგრამ ხანდახან ზღაპრებს გვიყვებოდნენ და ამას უმეტესად მამა
აკეთებდა;
სამსახურიდან დაბრუნებისა და სადილის შემდეგ დივანზე წამოწ-
ვებოდა ხოლმე, ბავშვებს თავისთან გვიხმობდა და თხრობას იწყებ-
და. სინამდვილეში მუდმივად ერთ ზღაპარს გვიყვებოდა – ივანუშკა
დურაჩოკზე, მაგრამ უთვალავი ვარიაციით, მე და ჩემს ძმას კი მუდამ
გვიკვირდა, რომ ივანუშკას, რომელიც გზად გადაყრილ ათასგვარ
განსაცდელს ასე მოხერხებულად აღწევდა თავს, რატომღაც “დურა-
ჩოკს” ეძახდნენ... განსაკუთრებულად სადღესასწაულო დღეები ხში-
რად ნამდვილად არ გვქონდა, მაგრამ შობაზე აუცილებლად ნაძვის
ხეს ვდგამდით, რომელიც ყოველ საღამოს ინთებოდა, ვაწყობდით
შინაურული გადაცმის საღამოებს; ყველიერზე ბალაგანებზე მივყავ-
დით1 და ვეიკებით2 გვასეირნებდნენ. წელიწადში ორჯერ კი, შობის
წინა დღეებსა და კალანდობაზე, თეატრში, უმეტესად საოპერო ან სა-
ბალეტო დადგმაზე მივდიოდით... ჩვენ ამ გამორჩეულ და სასიხარუ-
ლო დღეებს უაღრესად ვაფასებდით და ნანახი სპექტაკლის შთაბეჭ-
დილებებით გულანთებულები რამდენიმე თვის განმავლობაში
ვცხოვრობდით.

II. განათლება
ორიოდ სიტყვას ჩემს განათლებაზეც ვიტყვი. ცხრიდან თორმეტ
წლამდე წმ. ანას სასწავლებელში ვირიცხებოდი (კიროჩნის ქუჩაზე),
სადაც ყველა საგანი (გარდა საღმრთო სჯულისა) გერმანულად ის-
წავლებოდა. გერმანული ენის ცოდნა მოგვიანებით, ქმართან ერთად

1
თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისთვის განკუთვნილი
დროებითი ნაგებობა.
2
XIX ს-ში პეტერბურგელები “ვეიკებს” საზეიმოდ მორთულ მარხი-
ლებსა და მემარხილე ფინელებს უწოდებდნენ, რომლებიც ყველიე-
რის დროს პეტერბურგში კარელიის ყელიდან და ინგერმანლანდიი-
დან ჩადიოდნენ).
16
რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრებისას გამომადგა.
1858 წელს დედაქალაქში (მარიინსკის) პირველი ქალთა გიმნაზია
გაიხსნა და შემოდგომაზე მე გიმნაზიის მეორე კლასში ჩავირიცხე.
სწავლა არ მიჭირდა და მესამე და მეოთხე კლასებში რომ გადავ-
დიოდი კარგი სწავლისთვის ჯილდოდ წიგნები მივიღე, კურსის დამ-
თავრების შემდეგ კი, 1864 წელს – დიდი ვერცხლის მედალი. ერთი
წლით ადრე, მანამდე, სანამ კურსს დავამთავრებდი, სწავლის გაგ-
რძელების მსურველთათვის ნ.ა. ვიშნეგრადსკის თაოსნობით პედა-
გოგიური კურსები გაიხსნა, სადაც მე 1864 წლის შემოდგომაზე ჩავი-
რიცხე და განათლება განვაგრძე.
იმ დროს საზოგადოებაში უმეტესწილად ყველა საბუნებისმეტყვე-
ლო მეცნიერებებით იყო გატაცებული და მეც ტენდენციას ავყევი: ფი-
ზიკა, ქიმია და ზოოლოგია ლამის “გამოცხადებად” მეჩვენებოდა და
სწავლა კურსებზე ფიზიკა-მათემატიკური განხრით დავიწყე. თუმცა
მალე დავრწმუნდი, რომ არჩევანი ჩემს მიდრეკილებებს არ შეესაბა-
მებოდა და მეცადინეობას მხოლოდ სამწუხარო შედეგი ჰქონდა: მა-
გალითად, მარილების კრისტალიზაციაზე ცდების ჩატარებისას იმის
მაგივრად, რომ კოლბებისა და რეტორტებისთვის მედევნებინა
თვალი, მთელი ყურადღება რომანების კითხვაზე მქონდა გადატანი-
ლი, რაც თავისთავად ცხადია, ქიმიაში ჩემს ცოდნას არაფრით ეხმა-
რებოდა; ზოოლოგიის მიმართ კი მეტ ინტერესს ვიჩენდი და სანამ სა-
განს ლექციის სახით ვისმენდი ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგ-
რამ პრაქტიკულ გაკვეთილებზე რომ გადავედით და პედაგოგმა ჩემ
თვალწინ მკვდარი კატის პრეპარირება დაიწყო, ეს სანახაობა იმდე-
ნად შემზარავად და ზიზღისმომგვრელად მეჩვენა, რომ ჩემდა სამარ-
ცხვინოდ, გული წამივიდა. იმ წელიწადს გავლილი საგნებიდან ყვე-
ლაზე კარგად რუსულ ლიტერატურაში პროფესორ ვ.ვ. ნიკოლსკის
ძალიან საინტერესო და ნიჭიერებით აღსავსე ლექციები დამამახსოვ-
რდა, რომლებსაც ორივე განყოფილების სტუდენტები ვესწრებო-
დით.

17
1865 წლის ზაფხულში ჩემთვის დიდად თავზარდამცემი გარემოე-
ბა გამოვლინდა. გაირკვა, რომ მამის ავადმყოფობა მკურნალობას
არ ექვემდებარებოდა და მას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენო-
და. რამდენადაც ჩემს ძვირფას სნეულთან მთელი დღეებით განშო-
რება არ მინდოდა, გადავწყვიტე კურსები დროებით მიმეტოვებინა.
მამას უძილობა აწუხებდა, მე კი საათობით დიკენსის რომანებს ვუ-
კითხავდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, როცა ჩემი მონოტონური
კითხვისას მამას ცოტა ხნით ჩაეძინებოდა ხოლმე.
1866 წლის დასაწყისში შევიტყვე, რომ ვაჟთა მე-6 გიმნაზიის შე-
ნობაში სტენოგრაფიის კურსები
იხსნებოდა, რომელსაც პ.მ. ოლხინი წარუძღვებოდა. შევიტყვე
იმის შესახებაც, რომ ლექციები სავარაუდოდ საღამოობით დაინიშნე-
ბოდა (იმ დროს, როდესაც ჩემი ძვირფასი მამა უკვე ისვენებდა ხოლ-
მე) და სტენოგრაფიის კურსებზე ჩაბარება გადავწყვიტე. ეს მამას და-
ჟინებული თხოვნაც იყო, რომელიც ძალიან დარდობდა, რომ მისი
ავადმყოფობის გამო პედაგოგიური კურსები მივატოვე. თავიდან
არაფერი გამომდიოდა და მეხუთე თუ მეექვსე ლექციის შემდეგ, შე-
იძლება ითქვას, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სტენოგრაფია ჩემ-
თვის სამუდამოდ იმ აბდაუბდად დარჩებოდა, რომელსაც თავს და
ბოლოს ვერასოდეს გავუგებდი, მაგრამ როდესაც იმედგაცრუებულმა
ჩემი მარცხის შესახებ მამას ვუამბე, ის აღშფოთდა: მისაყვედურა და
მითხრა, რომ არასაკმარის მოთმინებასა და მონდომებას ვავლენდი,
რომ დარწმუნებული იყო, ჩემგან აუცილებლად კარგი სტენოგრა-
ფისტი დადგებოდა და სიტყვა ჩამომართვა, სწავლას გავაგრძელებ-
დი. ჩემმა კეთილმა მამამ თითქოს წინასწარ იცოდა, რომ სტენოგრა-
ფიის წყალობით ბედნიერებას ვიპოვიდი.
1866 წლის ოცდარვა აპრილს მამა გარდაიცვალა და მისი გარ-
დაცვალება ჩემთვის ცხოვრებაში გადატანილ უბედურებათაგან პირ-
ველ დარტყმად იქცა. დარდს დაუცხრომლად ვამჟღავნებდი: ბევრს

18
ვტიროდი, მთელ დღეს მამის საფლავზე ვატარებდი და მძიმე დანა-
კარგს ვერაფრით ვეგუებოდი. დედა ჩემ გამო ძალიან განიცდიდა და
მემუდარებოდა რაიმე საქმით დავკავებულიყავი, მაგრამ, სამწუხა-
როდ, იმ დროისთვის სტენოგრაფიის კურსებზე ლექციები უკვე
დასრულებული იყო, თუმცა ჩვენმა მასწავლებელმა, კეთილმა პ.მ.
ოლხინმა მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახს თავსდატეხილი უბედურებისა
და შესაბამისად, ჩემ მიერ ლექციების გაცდენის მიზეზის და მათი რა-
ოდენობის შესახებ შეიტყო, შემომთავაზა გაცდენილი დრო მასთან
სტენოგრაფიული მიმოწერით ამენაზღაურებინა. კვირაში ორჯერ
მისთვის გარკვეული წიგნიდან სტენოგრაფიულად ამოწერილი ორი
ან სამი გვერდი უნდა გამეგზავნა, ოლხინი კი ტექსტში დაშვებულ შეც-
დომებს მისწორებდა და სტენოგრამებს უკან მიბრუნებდა. პ.მ. ოლ-
ხინთან მიმოწერის წყალობით, რაც ზაფხულის სამ თვეს გაგრძელ-
და, სტენოგრაფიაში ფრიად გავიწაფე, თუმცა ოლხინთან მიმოწერის
გარდა ხელი იმანაც შემიწყო, რომ არდადაგებზე ჩამოსული ჩემი ძმა
წიგნიდან ტექსტს თითქმის ყოველდღიურად და მთელი ერთი საათის
განმავლობაში, ხანდახან კი მეტხანსაც, მკარნახობდა ხოლმე, ასე,
რომ ნელ-ნელა არა მარტო სტენოგრაფიულად წერის სისწორე, არა-
მედ სწრაფად წერაც საკმაოდ კარგად ავითვისე. ამან განაპირობა,
რომ როდესაც 1866 წელს კურსები კვლავ გაიხსნა, ოლხინის ერთა-
დერთი მოსწავლე, რომლისთვისაც მას ლიტერატურული სამუშაოს
შეთავაზება და რეკომენდაციის გაწევა თამამად შეეძლო სწორედ მე
აღმოვჩნდი.

19
ნაწილი მეორე
დოსტოევსკის გაცნობა. გათხოვება
I
1866 წლის სამ ოქტომბერს, როგორც ყოველთვის, საღამოს შვი-
დი საათისთვის ვაჟთა მე-6 გიმნაზიაში მივედი, სადაც სტენოგრაფიის
ლექტორი პ.მ. ოლხინი ლექციას კითხულობდა. ლექცია ჯერ არ დაწ-
ყებულიყო, დაგვიანებულებს ელოდნენ. მე ჩემს ჩვეულ ადგილას
დავჯექი და ის იყო მერხზე რვეულების ამოწყობა დავიწყე, რომ ოლ-
ხინი მომიახლოვდა, ჩემ გვერდით სკამზე ჩამოჯდა და მითხრა:
– ანა გრიგორევნა, თანახმა ხართ სტენოგრაფისტად იმუშაოთ?
მე კარგი სტენოგრაფისტის მოძებნა მთხოვეს და ვიფიქრე, რომ ამ
სამუშაოს შესრულებას თქვენ დათანხმდებოდით.
– სიამოვნებით, – ვუპასუხე მე. – მუშაობის შესაძლებლობაზე დი-
დი ხანია ვოცნებობ. მხოლოდ იმაში მეპარება ეჭვი, რომ საპასუხის-
მგებლო საქმეში ჩაბმისთვის მაქვს თუ არა სტენოგრაფიის საკმარისი
ცოდნა.
20
ოლხინმა მაშინვე დამამშვიდა. მისი აზრით, შემოთავაზებული სა-
მუშაო სტენოგრაფიული წერის იმ სისწრაფესაც არ მოითხოვდა, რა-
საც მე ვფლობდი.
– ვის სჭირდება სტენოგრაფისტი? – დავინტერესდი მე.
– მწერალ დოსტოევსკის. ის ახალ რომანს წერს და უნდა, წერის
პროცესში სტენოგრაფისტი დაიხმაროს. დოსტოევსკი ფიქრობს, რომ
რომანი დიდი ფორმატის, დაახლოებით შვიდი ნაბეჭდი ფურცელი3
გამოვა და მთელი სამუშაოს შესრულებაში ორმოცდაათი რუბლის
გადახდას გთავაზობთ.
შემოთავაზებულ სამუშაოზე დაუფიქრებლად დავთანხმდი. დოს-
ტოევსკის შემოქმედებას ბავშვობიდან ვიცნობდი: ის მამის საყვარე-
ლი მწერალი იყო, გარდა ამისა, მისი ნაწარმოებებით თავადაც აღ-
ტაცებული ვიყავი და “მკვდარი სახლის ჩანაწერებზეც” ბევრი მიტი-
რია. მხოლოდ იმის გაფიქრებამ, რომ ნიჭიერ მწერალს არა მარტო
გავეცნობოდი, არამედ მუშაობაშიც დავეხმარებოდი უზომოდ ამა-
ღელვა და გამახარა.
მერე ოლხინმა მომცრო, ოთხად დაკეცილი ქაღალდი გადმომცა,
რომელზეც ეწერა: “სტოლარნის შესახვევი, მ. მეშანსკის კუთხე,
ალონკინის სახლი, ბინა # 13, იკითხეთ დოსტოევსკი” და დაამატა:
– გთხოვთ, დოსტოევსკისთან ხვალ, თორმეტის ნახევარზე მიხვი-
დეთ, მისივე სიტყვებით: “დათქმულ დროზე არც ადრე, არც გვიან”.
ბოლოს კი დოსტოევსკის შესახებ თავისი აზრიც გამოთქვა, რაზეც
შემდგომში, თხრობისას შევჩერდები.
ჩემთან საუბრის დასრულებისთანავე ოლხინმა საათს დახედა და
კათედრაზე ავიდა, მაგრამ მე იმდენად აღელვებული და გახარებუ-
ლი ვიყავი, რომ სიმართლე ითქვას, იმ დღეს მისი ლექციიდან სიტ-
ყვაც არ გამიგია. ჩემი სანუკვარი ოცნება ასრულდა: მუშაობას ვიწყებ-
დი! თუკი ოლხინმა, ესოდენ მკაცრმა და მომთხოვნმა პედაგოგმა,

3
იგულისხმება თითოეული რვეული, რომლებისგანაც შემდეგ წიგ-
ნის ბლოკი იკერება (რედ.).
21
ჩათვალა, რომ სტენოგრაფიას საკმარისად კარგად ვართმევდი თავს
და საკმარისად სწრაფად ვწერდი, მაშასადამე, ეს ასეც იყო, თორემ
სხვა შემთხვევაში სამუშაოს არ შემომთავაზებდა. ამან უაღრესად გა-
მახარა და საკუთარ თვალში ამამაღლა. ისეთი შეგრძნება მქონდა,
რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა, ამიერიდან შევ-
ძლებდი თავი ჩემივე შრომით მერჩინა და დამოუკიდებელი გავმხდა-
რიყავი, დამოუკიდებლობის იდეა კი, ისევე, როგორც სამოციანი
წლების ნებისმიერი გოგონასთვის, ჩემთვისაც ყველა სხვა იდეასა თუ
ოცნებაზე მაღლა იდგა. მაგრამ შემოთავაზებულ საქმიანობაზე მნიშ-
ვნელოვნად ის მეჩვენებოდა, რომ დოსტოევსკისთან მუშაობისა და
მწერალის პირადად გაცნობის საშუალება მომეცემოდა.
შინ დაბრუნებულმა დედას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
ასეთმა გამართლებამ ისიც უაღრესად გაახარა, მე კი სიხარულისა და
აღელვებისგან თითქმის მთელი ღამე არ მეძინა და
დოსტოევსკის წარმოსახვას ვცდილობდი. მწერალი მამაჩემის
თანამედროვედ მიმაჩნდა და მაშასადამე, უკვე საკმაოდ ხანშიშესუ-
ლი უნდა ყოფილიყო. ჩემს წარმოდგენაში მწერალს ხან მსუქან და
მელოტ, ხანაც მაღალ და ხმელ-ხმელ, მაგრამ ოლხინის დახასიათე-
ბისამებრ აუცილებლად მკაცრად კოპებშეკრულ მოხუცად ვხატავდი.
ყველაფერზე მეტად ის მაფორიაქებდა, რომ არ ვიცოდი მასთან რო-
გორ მელაპარაკა. დოსტოევსიკი, ჩემი წარმოდგენით, იმდენად ჭკვი-
ანი და განათლებული იყო, რომ ყოველ სიტყვაზე, რომელიც მის-
თვის შეიძლებოდა მეთქვა, წინასწარ ვთრთოდი. გარდა ამისა, ისიც
მაშფოთებდა, რომ მისი გმირების სახელები და მამის სახელები კარ-
გად არ მახსოვდა, არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თემაზე ის
აუცილებლად დამელაპარაკებოდა. ჩემს წრეში დიდ ლიტერატო-
რებს ადრე არასდროს შევხვედროდი და ამიტომ ისინი რაღაც განსა-
კუთრებულ ადამიანებად მიმაჩნდა, რომლებთანაც უბრალო დალა-
პარაკებაც კი მხოლოდ განსაკუთრებული ფორმით შეიძლებოდა.

22
ყოველთვის, როცა ის დრო მახსენდება, ვხვდები, რაოდენ ბავშვური
იყო ჩემი შიში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცი წლის ვიყავი.

II
ოთხ ოქტომბერს, ჩემს მომავალ ქმართან პირველი შეხვედრის
ღირსშესანიშნავ დღეს, სიხარულით აღელვებულმა და იმ აზრით
ფრთაშესხმულმა გავიღვიძე, რომ სულ რამდენიმე საათიც და ჩემი
სანუკვარი ოცნება ახდებოდა, რომ სკოლის მოწაფისა და კურსანტი
გოგონას ცხოვრებას დავემშვიდობებოდი და ჩემს მიერ არჩეულ სარ-
ბიელზე დამოუკიდებელ ქალად შევაბიჯებდი.
შინიდან ადრიანად გავედი, რომ დათქმულ დროს დოსტოევსკის-
თან მისვლამდე გზად ფუნდუკში შემევლო და დამატებით ფანქრები
მომემარაგებინა, გარდა ამისა, პატარა პორტფელის ყიდვაც მინდო-
და, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემს ყმაწვილქალურ გარეგნობას საქმი-
ან იერს შესძენდა. საყიდლების შეძენა თერთმეტი საათისთვის და-
ვამთავრე და დოსტოევსკისთან დანიშნულ დროს – “არც ადრე და
არც გვიან” (ეს იყო ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩვეული გამოთქმა, რო-
მელსაც, რამდენადაც ადამიანის ლოდინში დროის დაკარგვა არ უნ-
დოდა, ზუსტი დროის დათქმა უყვარდა და ბოლოს ყოველთვის ამ
ფრაზას ამატებდა) რომ არ მივსულიყავი, ბოლშოი მეშანსკით სტო-
ლიარნის შესახვევისკენ ნელი ნაბიჯით წავედი, თან მუდმივად მაჯის
საათს დავყურებდი. თორმეტის ოცდახუთ წუთზე ალონკინის სახლს
მივუახლოვდი და კართან მდგარ მეეზოვეს ბინა # 13-სკენ გზის მის-
წავლება ვთხოვე. მან მარჯვნივ, კარს მიღმა ზევით მიმავალი კიბის-
კენ მიმითითა.
საკაოდ დიდი სახლი ვაჭრებისა და ხელოსნების საცხოვრებელ
უამრავ პატარ-პატარა ბინად იყო დაყოფილი და ამ სახლმა მაშინვე
“დანაშაული და სასჯელიდან” ის სახლი მომაგონა, რომელშიც რო-
მანის გმირი რასკოლნიკოვი ცხოვრობდა.

23
ბინა # 13 მეორე სართულზე მდებარეობდა. ზარის დარეკვისთა-
ნავე კარი ხანდაზმულმა მსახურმა ქალმა გამიღო, რომელსაც მხრებ-
ზე მწვანე კუბოკრული თავშალი ჰქონდა მოფარებული. ამ თავშალ-
მაც “დანაშაული და სასჯელი” გამახსენა, რომელიც სულ ცოტა ხნით
ადრე მქონდა წაკითხული და, შესაბამისად, მარმელადოვების ოჯახ-
ში ესოდენ მნიშვნელოვანი დრადედამის თავშლის აღწერილობაც
კარგად მახსოვდა, ამიტომ უნებურად გავიფიქრე, რომ ეს მწვანე კუ-
ბოკრული თავშალიც იმ თავშლის პროტოტიპი იყო. მსახურის კით-
ხვაზე, ვის ნახვას ვინებებდი, ვუპასუხე, რომ ოლხინისგან ვიყავი და
მისი ბატონი ჩემს ვიზიტს ელოდებოდა.
ბინაში შესულმა თავსაბურავის მოხსნა ვერ მოვასწარი, რომ კარი
გაიღო და განათებული ოთახის ფონზე წინკარში შავგვრემანი და
თმააჩეჩილი, ფეხსაცმელში, მაგრამ მკერდგაღეღილი ახალგაზრდა
მამაკაცი გამოვიდა, უცხო ადამიანის დანახვაზე შეჰყვირა და წამის
უსწრაფესად გვერდითა კარში გაუჩინარდა.
ოთახი, რომელშიც მსახურმა ქალმა შემიპატიჟა საკმაოდ სადად
მოწყობილი სასადილო ოთახი
აღმოჩნდა: კედლებთან მომცრო და ხალიჩებგადაფარებული
ორი მოზრდილი სკივრი იდგა, ფანჯარასთან თეთრი ნაქსოვი გადა-
საფარებლით მორთული კომოდი, მეორე კედელთან დივანი, დივ-
ნის თავზე კი კედლის საათი ეკიდა. მის შემხედვარეს კმაყოფილების
გრძნობა დამეუფლა, რადგან საათის ისრები იმ წუთს ზუსტად თორ-
მეტის ნახევარს უჩვენებდა.
მოსამსახურე ქალმა დაჯდომა შემომთავაზა და მითხრა, რომ ბა-
ტონი მალე მოვიდოდა. მართლაც, ორიოდ წუთში ოთახში ფიოდორ
მიხაილოვიჩი შემოვიდა და კაბინეტში მიმიწვია, თავად კი წავიდა,
როგორც მერე გაირკვა იმისთვის, რომ ჩვენთვის ჩაის მოტანის გან-
კარგულება გაეცა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის კაბინეტი ორფანჯრიან, დიდ ოთახს
წარმოადგენდა, თუმცა იმ მზიან დღეს ძალიან ნათელი, სხვა დროს

24
მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა: ბნელი იყო და მდუმარე და ეს სიბ-
ნელე და სიჩუმე გულისდამამძიმებლად მოქმედებდა.
კაბინეტის სიღრმეში რბილი დივანი იდგა, რომელზეც ყავისფერი,
საკმაოდ გახუნებული და კარგა ხნის ნახმარი ქსოვილი იყო გადაფა-
რებული; დივნის წინ კი – მაგიდა, ზედ დაფენილი წითელი მაუდის
პატარა სუფრით; მაგიდაზე ლამფა და ორი-სამი ალბომი ეწყო; გარ-
შემო ყველგან კი – რბილი სკამები და სავარძლები. დივნის თავზე
კაკლის ხის ჩარჩოში ჩასმული შავ კაბასა და
ასეთსავე ჩაჩში უაღრესად გამხდარი ქალის პორტრეტი ეკიდა.
რამდენადაც დოსტოევსკის ოჯახური მდგომარეობა არ ვიცოდი, გა-
ვიფიქრე, რომ მისი ცოლი იქნებოდა.
ფანჯრებს შორის კედელი შავ ჩარჩოში ჩასმულ დიდ სარკეს ეჭი-
რა, მაგრამ რადგან ფანჯრებს შორის კედელი სარკეზე ბევრად გა-
ნიერი იყო, სარკე, როგორც ჩანს, უფრო მოსახერხებელი რომ ყო-
ფილიყო მარჯვენა ფანჯრისკენ მიეწიათ, რაც ძალიან ულამაზოდ გა-
მოიყურებოდა. თავად ფანჯრებს ორი დიდი, საოცრად ლამაზი ფორ-
მის ჩინური ლარნაკი ამშვენებდა. კედლის გასწვრივ მწვანე ტარსი-
კონის დიდი დივანი მიედგათ, მის წინ კი, ზედ დადგმული წყლით სავ-
სე გრაფინით, პატარა მაგიდა. მოპირდაპირე მხარეს, ოთახის გარ-
დიგარდმო, კედლიდან გამოწეული საწერი მაგიდა იდგა, რომელ-
თანაც შემდგომ კარნახის დროს ყოველთვის მე ვიჯექი ხოლმე.
მთლიანობაში ოთახის მოწყობილობა ისეთივე ჩვეულებრივი და
უფერული იყო, როგორიც სხვათა ხელმოკლე ოჯახებში მენახა.
მე ვიჯექი და სიჩუმეს ვაყურადებდი, მეჩვენებოდა, რომ სადაცაა
ბავშვების ხმებს ან სათამაშო დოლის ბრახუნს გავიგონებდი, ანდა კა-
რი გაიღებოდა და კაბინეტში ის ხმელ-ხმელი ქალბატონი შემოვიდო-
და, რომლის პორტრეტსაც წუთის წინ ვათვალიერებდი.
მაგრამ ჩემი მოლოდინის მიუხედავად, კარი გაიღო და კაბინეტში
ფიოდორ მიხაილოვიჩი შემოვიდა, მან დაგვიანებისთვის ბოდიში მო-
მიხადა, მითხრა, რომ შეაყოვნეს და მკითხა:

25
– დიდი ხანია სტენოგრაფიულ საქმიანობას ეწევით?
– სულ ნახევარი წელიწადია.
– მითხარით, ბევრი მოწაფე ჰყავს თქვენს პედაგოგს?
– თავიდან კურსებზე ასორმოცდაათზე მეტი ჩაეწერა, მაგრამ ახ-
ლა დაახლოებით ოცდახუთნი დავრჩით.
– რატომ ასე ცოტა?
– ბევრი ფიქრობდა, რომ სტენოგრაფიის შესწავლა მარტივი იქ-
ნებოდა, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ, რომ რამდენიმედღიანი სწავ-
ლით ვერაფერს გახდებოდნენ, მეცადინეობა მიატოვეს.
– ყოველი ახალი საქმისადმი ასეთი მიდგომა ჩვენში ჩვეული ამ-
ბავია, – თქვა ფიოდორ მიხაილოვიჩმა, – სწავლას გატაცებით იწყე-
ბენ, მაგრამ გულს მალევე იცრუებენ და მიდიან. ხვდებიან, რომ მუშა-
ობაა საჭირო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჩვენს დროში მუშაობა
არავის ეპიტნავება!
თავიდან დოსტოევსკი საკმაოდ ხანდაზმულ ადამიანად მომეჩვე-
ნა. თუმცა საკმარისი იყო ხმა ამოეღო და ლაპარაკი დაეწყო, რომ
თითქოს თვალსა და ხელს შუა ახალგაზრდავდებოდა, მაშინ კი გავი-
ფიქრე, რომ ოცდათხუთმეტ-ოცდაჩვიდმეტ წელზე მეტისა არ იქნებო-
და. ის საშუალო სიმაღლისა იყო, მაგრამ წელში გამართული დგომის
მანერა უფრო მაღალს აჩენდა. ღია წაბლისფერი, ოდნავ მწითური
შეფერილობის, უხვად პომადაწასმული თმა კი გულდასმით გვერდზე
გადაევარცხნა. მაგრამ უმთავრესი, რამაც გამაოცა, მისი თვალები
იყო; ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: ერთი თვალი თაფლის-
ფერი, მეორეში კი იმდენად გაფართოებული გუგა ჰქონდა, რომ ფე-
რადი გარსი არ მოუჩანდა (ეპილეფსიის შეტევის დროს წაქცეულმა
ფიოდორ მიხაილოვიჩმა მარცხენა თვალი რაღაც ნივთზე ჩამოკ-
ვრით დაიზიანა, თვალს ის პროფ. იურგესთან მკურნალობდა, რო-
მელმაც ატროპინის წვეთები გამოუწერა, რაც თვალის გუგის გაფარ-
თოებას იწვევდა). თვალების ეს სხვადასხვაობა მზერას როგორღაც
იდუმალ გამომეტყველებას სძენდა. თუმცა ამასთან, ალბათ იმიტომ,

26
რომ ადრე მისი პორტრეტები მენახა, დოსტოევსკის არაჯანსაღად
ფერმკრთალი სახე უაღრესად ნაცნობად მომეჩვენა. ტანზე მაუდის
ლურჯი ჟაკეტი ეცვა, საკმაოდ ძველი და ნახმარი, მაგრამ მის ქვეშ
გაქათქათებული პერანგის საყელო და მანჟეტები მოუჩანდა.
დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ კაბინეტში მოსამსახურე ქალი
შემოვიდა და მაგარი, თითქმის შავი ფერის ჩაი მოგვიტანა. ლანგარ-
ზე ჩაისთან ერთად ორი ფუნთუშაც იდო. მსახური რომ გავიდა
ფინჯანი ავიღე და ჩაის სმა დავიწყე, ჩაი ნამდვილად არ მინდო-
და, თანაც ოთახში საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ ცერემონიული რომ
არ გამოვჩენილიყავი, გადავწყვიტე მაინც დამელია. მე კედელთან,
პატარა მაგიდის წინ ვიჯექი, დოსტოევსკი კი ხან თავის საწერ მაგი-
დასთან ჯდებოდა, ხანაც ოთახში აქეთ-იქით დადიოდა და ეწეოდა,
მაგრამ პაპიროსს ხშირ-ხშირად აქრობდა და ახალს უკიდებდა. მო-
წევა მეც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.
– უარს თავაზიანობის გამო ხომ არ მეუბნებით? – მკითხა მან.
მე ვუპასუხე, რომ არათუ თავად ვეწეოდი, ქალის ხელში პაპირო-
სის დანახვაც კი არ მსიამოვნებდა.
საუბარი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიმდინარეობდა და ამას ისიც ემატებო-
და, რომ დოსტოევსკი დროდადრო თემიდან თემაზე ხტებოდა. მას
საკმაოდ არაჯანსაღი, თითქოს ახლახანს ნაავადმყოფარი იერი
ჰქონდა და ლამის საუბრის დასაწყისშივე გამომიცხადა, რომ ეპი-
ლეფსიით იტანჯებოდა, მერე კი ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღის
წინათ შეტევა გადაეტანა. ასეთმა გულახდილობამ ფრიად გამაოცა.
მომავალ სამუშაოზე კი როგორღაც გაურკვევლად ლაპარაკობდა.
– ვნახოთ, როგორ შევძლებთ, ვცადოთ, დრო გვიჩვენებს შესაძ-
ლებელი იქნება თუ არა.
უკვე მეჩვენებოდა, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა არ შედგებო-
და. ისიც კი ვიფიქრე, რომ დოსტოევსკის საერთოდ ამ მეთოდით მუ-
შაობის ხელსაყრელობასა და შესაძლებლობაში ეპარებოდა ეჭვი და

27
მზად იყო, ჩემს სამსახურზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილების მიღებაში
რომ დავხმარებოდი, ვუთხარი:
– კარგი, ვცადოთ, მაგრამ თუკი ჩემთან ერთად მუშაობა თქვენ-
თვის მოუხერხებელი იქნება, გთხოვთ, პირდაპირ მითხარით და
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამის გამო არ დაგემდურებით.
დოსტოევსკიმ საცდელად “Русский вестник”-იდან სტატიის ნაწყვე-
ტის კარნახი მოინდომა და სტენოგრამის ჩვეულებრივ ნაწერად გა-
დათეთრება მთხოვა, მაგრამ კითხვა ძალიან სწრაფად დაიწყო, ამი-
ტომ გავაჩერე და ვუთხარი, რომ ლაპარაკის ბუნებრივ სიჩქარეზე
სწრაფად არ ეკარნახა.
შემდეგ სტენოგრაფიულად ჩაწერილი ტექსტის ჩვეულებრივ ნაწე-
რად გადათეთრება დავიწყე და საქმეს საკმაოდ სწრაფადაც გავარ-
თვი თავი. მაგრამ სანამ ვმუშაობდი დოსტოევსკი მუდმივად მაჩქა-
რებდა და შეძრწუნებული აღნიშნავდა, რომ გადაწერის პროცესი მე-
ტისმეტად დიდ დროს მართმევდა.
– მაგრამ ნაკარნახევს ხომ შინ გადავწერ ხოლმე და არა აქ, – და-
ვამშვიდე მე. – რა მნიშვნელობა აქვს საქმე რა დროს წამართმევს?
უკვე გადათეთრებული ტექსტის შემოწმებისას დოსტოევსკიმ აღ-
მოაჩინა, რომ ერთგან წერტილი მქონდა გამოტოვებული, მეორეგან
კი მაგარი ნიშანი მეწერა გაურკვევლად და ჩემ მიერ დაშვებული შეც-
დომების არსებობა საკმაოდ მკვახედაც აღნიშნა. როგორც ჩანს, გა-
ღიზიანებული იყო და აზრს ვერ იკრებდა. ხან ჩემს სახელს მეკითხე-
ბოდა მერამდენეჯერ და ჩანდა, პასუხი მოსმენისთანავე ავიწყდებო-
და, ხანაც დგებოდა და ოთახში სიარულს იწყებდა, თანაც იმდენ ხანს,
რომ გეგონებოდა ოთახში ჩემს არსებობასაც ვეღარ ამჩნევდა. მე კი
მისთვის რომ ხელი არ შემეშალა გაუნძრევლად ვიჯექი და ხმას არ
ვიღებდი.
ბოლოს გამომიცხადა, რომ კარნახი ახლა არაფრით არ შეეძლო
და მთხოვა, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, იმავე დღეს, საღამოს

28
რვა საათისთვის მივსულიყავი. მითხრა, რომ რომანის კარნახს საღა-
მოს დაიწყებდა. ჩემთვის დღის განმავლობაში მეორედ მისვლა საკ-
მაოდ მოუხერხებელი იყო, მაგრამ სამუშაო რომ არ გადაგვედო,
დავთანხმდი.
დამშვიდობებისას დოსტოევსკიმ მითხრა:
– გაგიმხელთ და გამეხარდა, როდესაც ოლხინმა სტენოგრაფის-
ტად ქალიშვილი შემომთავაზა და არა ყმაწვილი, და იცით რატომ?
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვეჭვობ ახლგაზრდა მამაკაცი სმას დაიწყებდა,
თქვენ კი... იმედი მაქვს, რომ თქვენ მაინც არ მიეძალებით სმას?
მისი ნათქვამი იმდენად სასაცილოდ მომეჩვენა, რომ გაღიმების-
გან თავი ძლივს შევიკავე.
– ვინ, ვინ და მე სმას ნამდვილად არ მივეძალები, შეგიძლიათ ამა-
ში სრულიად დარწმუნებული იყოთ, – ვუპასუხე სერიოზული სახით.

III
დოსტოევსკის ბინიდან უაღრესად დამწუხრებული წამოვედი. მან
ჩემზე, როგორც ადამიანმა, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და ეს ძა-
ლიან არ მომეწონა. უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ მუშაობაში ერთმა-
ნეთს შევეწყობოდით და მაშასადამე, ჩემს ოცნებას, რომ დამოუკი-
დებელი გავხდებოდი, მარცხი ემუქრებოდა. მაგრამ, გარდა სხვა ყვე-
ლაფრისა, ეს აზრი ჩემთვის ორმაგად მტკივნეულად კიდევ იმის გა-
მოც მეჩვენებოდა, რომ ამით ჩემს კეთილ დედასაც დავამწუხრებდი,
რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ჩემი ახალი საქმიანობის დაწყება ასე ძა-
ლიან უხაროდა.
ქუჩაში გასულმა საათს დავხედე და აღმოჩნდა, რომ ორი საათი
ხდებოდა. შინ დაბრუნება არ ღირდა, სახლიდან მეტისმეტად შორს
ვიყავი: მაშინ სმოლნისთან, კოსტრომსკაიას ქუჩაზე, დედაჩემის, ანა
ნიკოლაევნა სნიტკინას სახლში ვცხოვრობდი. ამიტომ გადავწყვიტე,

29
ფონარნის შესახვევში მცხოვრებ ჩემს ნათესავებთან წავსულიყავი და
მათთანვე მესადილა, საღამოს კი მწერალთან დავბრუნებულიყავი.
ნათესავები ჩემი ახალი ნაცნობით ფრიად დაინტერესდნენ და
დოსტოევსკის შესახებ უამრავი კითხვა დამისვეს. საუბარში რამდენი-
მე საათმა სწრაფად გაირბინა და ჩემი უკან დაბრუნების დრო დადგა,
ასე რომ, რვა საათისთვის უკვე ალონკინის სახლს ვუახლოვდებოდი.
მოსამსახურე ქალს,
რომელმაც კარი გამიღო, ბატონის მამის სახელი ვკითხე. მისი ნა-
წარმოებების ქვეშ ხელმოწერიდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ დოს-
ტოევსკის ფიოდორი ერქვა, მაგრამ მამის სახელი კი არ ვიცოდი. ფე-
დოსიამ (ასე ერქვა მოახლეს) ისევ სასადილოში დაცდა მთხოვა და
ბატონისთვის ჩემი მისვლის შესახებ მოსახსენებლად ოთახიდან გა-
ვიდა, უკან დაბრუნებულმა კი კაბინეტში შემიპატიჟა. მე ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს მივესალმე და იმავე პატარა მაგიდასთან ჩამოვჯექი, სა-
დაც დილას ვიჯექი. მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს არ მოეწონა,
საწერ მაგიდასთან გადაჯდომა შემომთავაზა და მითხრა, რომ ჩემ-
თვის წერა იქ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. სიმართლე ითქვას,
წინადადება, რომ იმ მაგიდასთან დავმჯდარიყავი, რომელზეც სულ
ცოტა ხნის წინ დიდებული რომანი – “დანაშაული და სასჯელი” და-
იწერა, ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო იყო.
მე საწერ მაგიდასთან გადავჯექი, ფიოდორ მიხაილოვიჩმა კი პა-
ტარა მაგიდასთან ჩემი ადგილი დაიკავა და ისევ სახელი და გვარი
მკითხა, პასუხი რომ გავეცი, დაინტერესდა, ცოტა ხნის წინათ გარდაც-
ვლილი ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერლის – სნიტკინის ნათესავი
ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე, რომ მწერალი მხოლოდ და მხოლოდ
ჩემი მოგვარე იყო. მერე კი იმის გამოკითხვა დაიწყო, ვისგან შედგე-
ბოდა ჩემი ოჯახი, სად ვსწავლობდი, რატომ გადავწყვიტე სტენოგრა-
ფიის შესწავლა და ა.შ.
ყველა კითხვაზე უბრალოდ, სერიოზულად და, როგორც მოგვია-
ნებით თავად ფიოდორ მიხაილოვიჩი ირწმუნებოდა, ცოტა არ იყოს

30
პირქუშადაც კი ვპასუხობდი. ამის მიზეზი ჯერ კიდევ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის გაცნობამდე დიდი ხნით ადრე ჩემთვის გუნებაში მიღებული
გადაწყვეტილება იყო, რომ თუკი სტენოგრაფისტად მუშაობა კერძო
სახლებში მომიწევდა, დამქირავებლის მხრიდან ზედმეტად თავისუ-
ფალი საქციელისა თუ სიტყვის თავიდან ასარიდებლად, ჩემთვის ნაკ-
ლებადნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობა თავიდანვე ყოველგვარი
ფამილიარობის გარეშე, მკაცრად განსაზღვრული საქმიანი ფორმით
დამეწყო. ამან გამოიწვია, რომ იმ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩთან
საუბრისას მგონი ერთხელაც არ გამიღიმია, მას კი სწორედ ჩემი სე-
რიოზულობა მოეწონა. მოგვიანებით გამომიტყდა, რომ თავის დაჭე-
რის ჩემს მანერას მაშინ სასიამოვნოდ განუცვიფრებია. თურმე უკვე
შეჩვეული ყოფილა, რომ საზოგადოებაში უმეტესწილად ნიჰილისტ
ქალიშვილებს ხვდებოდა, რომელთა საქციელიც მის აღშფოთებას
იწვევდა, ამიტომ სწორედ ის, რომ ჩემს ქცევებში იმ ხანად მომრავ-
ლებული ახალგაზრდა ქალიშვილების ტიპისგან სრულიად განსხავა-
ვებული სახე დაინახა, მისთვის განსაკუთრებით გასახარელი ყოფი-
ლა.
ამასობაში კი სასადილო ოთახში ფედოსიამ ჩაი მოამზადა და
ორი ფინჯანი ჩაი, ორი ფუნთუშა და ლიმონი მოგვიტანა. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა პაპიროსის მოწევა ისევ შემომთავაზა და მსხლით გა-
მიმასპინძლდა.
ჩაის სმისას ჩვენმა საუბარმა კიდევ უფრო წრფელი და გულითა-
დი სახე მიიღო. რაც დრო გადიოდა, მით მეტად მეჩვენებოდა, რომ
ამ ადამიანს უკვე დიდი ხანია ვიცნობდი და გული სიმშვიდითა და სა-
სიამოვნო სიმსუბუქის გრძნობით მევსებოდა.
მერე საუბარი რატომღაც პეტრაშეველებისა და სიკვდილით დას-
ჯის თემას შეეხო და ფიოდორ მიხაილოვიჩი მოგონებებმა გაიტაცა.
– მახსოვს, – თქვა მან, – როგორ ვიდექი სემიონოვის მოედანზე
სიკვდილმისჯილ მეგობრებს შორის, ვუყურებდი ჩვენს დასახვრეტად
მათ მზადებას და ვაცნობიერებდი, რომ ხუთი წუთის სიცოცხლეღა

31
მრჩებოდა. მაგრამ ეს ხუთი წუთი წლებად მეჩვენებოდა, ათწლეულე-
ბად, ასე მეგონა, კიდევ დიდხანს ვიცოცხლებდი! ჩვენ უკვე სიკვდილ-
მისჯილთათვის განკუთვნილი პერანგები გვეცვა, სამ-სამად დაგვყვეს
და მე მესამე მწკრივში მერვე ვიყავი. პირველი სამი ბოძებზე მიაბეს.
სულ რაღაც ორ-სამ წუთში ორივე მწკრივი დახვრეტილი იქნებოდა
და ჩვენი ჯერი დადგებოდა. ღმერთო, როგორ მწყუროდა მაშინ სი-
ცოცხლე, როგორ მინდოდა მეცოცხლა! რა ძვირფასი იყო ჩემთვის
მაშინ ყოველი წუთი, მეჩვენებოდა, რომ კიდევ უამრავი სიკეთისა და
უამრავი კარგი საქმის გაკეთება შემეძლო! მახსოვს, როგორ დამიდ-
გა თვალწინ ცხოვრების განვლილი წლები და სხვა ყველაფერთან
ერთად ის შეცდომებიც, ის მძიმე განცდებიცა და ტკივილიც, რაც გა-
დავიტანე! ღმერთო, როგორ მომინდა ეს ყველაფერი თავიდან გან-
მეცადა და
დიდხანს, კიდევ დიდხანს მეცოცხლა... უცებ სიკვდილით დასჯის
შეწყვეტის სიგნალი გაისმა და მაშინვე მეც გავმხნევდი. ბოძებზე მიბ-
მულ ჩემს მეგობრებს ხელები გაუხსნეს და უკან მოიყვანეს, მერე კი
ახალი განაჩენი წაგვიკითხეს და მე ოთხი წლით კატორღა მომისაჯეს.
მერწმუნეთ, ასეთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არ მქონია!
ალექსეის რაველინის4 ჩემს კაზემატში5 დავდიოდი და შეუჩერებლად
ვმღეროდი, ისე მიხაროდა ბოძებული სიცოცხლე, რომ ხმამაღლა
ვმღეროდი! მერე, გადასახლების წინ, ჩემს ძმას ჩემთან დამშვიდობე-
ბის უფლებაც მისცეს და შობის წინა დღეს კატორღას გამამგზავრეს.
დღემდე მაქვს შენახული წერილი, რომელიც ცხონებულ ძმას განაჩე-
ნის წაკითხვის დღეს მივწერე და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძმის-
შვილმა დამიბრუნა.

4
პეტერბურგში პეტრე I-ის დროს საპყრობილედ გადაკეთებული
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, სადაც პოლიტიკურ პატიმრებს ამ-
წყვდევდნენ.
5
რევოლუციამდე რუსეთში ერთი ადამიანის დასამწყვდევად გან-
კუთვნილი საკანი ციხესიმაგრეში.
32
ფიოდორ მიხაილოვიჩის მონათხრობმა ჩემზე შემზარავი შთაბეჭ-
დილება მოახდინა: ერთიანად დამბურძგლა და ამაცახცახა. მაგრამ
უაღრესად გამაოცა იმანაც, რომ ჯერ ისევ თითქმის გოგონას, რო-
მელსაც იმ დღეს ცხოვრებაში პირველად ხედავდა, ასე გულახდი-
ლად მელაპარაკებოდა. ერთი შეხედვით თავის თავში ჩაკეტილი და
პირქუში ადამიანი განვლილი ცხოვრების შესახებ იმდენად დაწვრი-
ლებით, წრფელად და გულითადად მიამბობდა, რომ გაოცებას ვერ
ვმალავდი. ამ მიმნდობლობისა და გულახდილობის მიზეზი ჩემთვის
მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ და მაშინ გახდა ცნობილი, რო-
დესაც დოსტოევსკი უფრო ახლოს გავიცანი და მის ოჯახურ მდგომა-
რეობაში გავერკვიე: იმ დროს ფიოდორ მიხაილოვიჩი მისდამი
მტრულად განწყობილი
ადამიანებით გარშემორტყმული და სრულიად მარტოსული იყო
და თავისი აზრების იმათთვის გაზიარების მოთხოვნილება არ ასვე-
ნებდა, ვისგანაც სიკეთესა და ყურადღებას გრძნობდა. ჩვენი გაცნო-
ბის იმ პირველ დღეს ეს გულახდილობა ძალიან მესიამოვნა და არაჩ-
ვეულებრივი შთაბეჭდილება დამიტოვა.
ჩვენი საუბარი ერთი თემიდან მეორეზე გადადიოდა, მუშაობა კი
ჯერ დაწყებულიც არ გვქონდა. ეს უკვე, ცოტა არ იყოს, მაშფოთებდა:
უკვე გვიანდებოდა, მე კი სახლში დასაბრუნებლად შორი გზა უნდა
გამევლო. დედას დავპირდი, რომ დოსტოევსკისგან პირდაპირ შინ
წავიდოდი და ახლა ვდარდობდი, რომ დედა ჩემი დაგვიანების გამო
ინერვიულებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ჩემი მისვლის მიზეზის
შეხსენება მეუხერხულებოდა, ამიტომ ძალიან გამეხარდა, როდესაც
ამ თემას თავად დაუბრუნდა და მუშაობის დაწყება შემომთავაზა. მე
მისი ნაკარნახევის ჩასაწერად გავემზადე, ფიოდორ მიხაილოვიჩმა
კი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო,
კარიდან ღუმელამდე მიდიოდა და ყოველ ჯერზე, ღუმელთან მისუ-
ლი, ზედ აუცილებლად ორ-ორჯერ აკაკუნებდა, ამასთან თითქმის შე-

33
უჩერებლად ეწეოდა, ნახევრად მოწეულ პაპიროსს ხშირ-ხშირად სა-
წერი მაგიდის კედესთან მდგარ საფერფლეში აქრობდა და ახალ
ღერს უკიდებდა.
ერთხანს, კარნახის შემდეგ, ფიოდორ მიხაილოვიჩმა დაწერილის
გადაკითხვა მთხოვა და თითქმის კითხვის დაწყებისთანავე შემაჩერა:
– როგორ თქვით? “რულეტენბურგიდან დაბრუნდა”? განა მე რუ-
ლეტენბურგი გიკარნახეთ?
– დიახ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, სწორედ ეს სიტყვა მიკარნახეთ.
– შეუძლებელია!
– მომიტევეთ, მაგრამ არ არის თქვენს რომანში ასეთი ქალაქი?
– როგორ არა, არის. მოქმედება აზარტული თამაშებით გან-
თქმულ ქალაქში ხდება, რომელსაც რულეტენბურგი დავარქვი.
– რაკი ასეა და ქალაქი ამ სახელით რომანში მოიხსენიება, მაშა-
სადამე ნამდვილად მიკარნახეთ, თორემ სხვა შემთხვევაში ამ სიტ-
ყვას მე საიდან მოვიტანდი?
–მართალი ბრძანდებით, – დამეთანხმა ფიოდორ მიხაილოვიჩი,
– როგორც ჩანს, მე ამერია რაღაც.
მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ წარმოქმნილი გაუგებრობა
გაირკვა. ალბათ ფიოდორ მიხაილოვიჩი კარნახისას ფიქრმა გაიტა-
ცა, ან გადაიღალა და შეცდომაც ამის გამო დაუშვა.
თუმცაღა, როგორც ჩანს, ეს თავადაც იგრძნო, რადგან მითხრა,
რომ მუშაობის გაგრძელება არაფრით აღარ შეეძლო და მთხოვა გა-
დათეთრებული ჩანაწერი მეორე დღის თორმეტი საათისთვის მიმე-
ტანა. მე კი დავპირდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი.
საათმა თერთმეტჯერ ჩამოკრა და წასასვლელად გავემზადე. მას
შემდეგ, რაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა შეიტყო, რომ პესკებზე ვცხოვ-
რობდი, გამომიტყდა, რომ ქალაქის იმ ნაწილში არასდროს ყოფი-
ლიყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წავსულიყავი, მერე კი
მითხრა, რომ თუ შორ გზაზე ვიყავი წასასვლელი, გამცილებლად მო-
სამსახურეს გამომაყოლებდა. მე, რა თქმა უნდა, მისი წინადადება

34
ვიუარე, ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა კარამდე მიმაცილა და ფე-
დოსიას უბრძანა ჩემთვის კიბე გაენათებინა.
შინ დაბრუნებულმა დედას დოსტოევსკის მიერ ჩემდამი გამოვ-
ლენილი გულახდილობისა და კეთილგანწყობის შესახებ აღფრთო-
ვანებულმა ვუამბე, თუმცა რომ არ დამემწუხრებინა, ის მძიმე, ჩემს
ცხოვრებაში პირველად განცდილი შთაბეჭდილება კი დავუმალე,
რაც ამ ფრიად საინტერესოდ გატარებული დღის შემდეგ დამრჩა. ეს
შთაბეჭდილება კი ჩემთვის მართლაც ძალიან მძიმე და გულისმომ-
კვლელი იყო: ამდენად ჭკვიან და კეთილ, მაგრამ იმავდროულად
უბედურ, თითქოს ყველასგან მიტოვებულ ადამიანს ცხოვრებაში პირ-
ველად შევხვდი და გული ღრმა თანაგრძნობითა და სიბრალულის
გრძნობით ამევსო...
ძალიან დაღლილი ვიყავი და დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ნა-
კარნახევის გადაწერა და ფიოდორ მიხაილოვიჩთან დათქმულ
დროს მისვლა რომ მომესწრო დედას ვთხოვე, დილას ადრიანად გა-
ვეღვიძებინე.

IV
მეორე დღეს ადრე ავდექი და დაუყოვნებლივ მუშაობა დავიწყე.
წინა დღის ნაკარნახევი შედარებით მცირე იყო, მაგრამ, რამდენადაც
მინდოდა, რაც შეიძლება ლამაზად და გარკვევით გადამეწერა, მუ-
შაობამ მოსალოდნელზე მეტი დრო წამართვა და, მიუხედავად იმისა,
რომ ძალიან ვჩქარობდი, ფიოდორ მიხაილოვიჩთან მისვლა მთელი
ნახევარი საათით დავაგვიანე.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან აღელვებული დამხვდა.
– უკვე ვიფიქრე, რომ ჩემთან მუშაობა მძიმედ გეჩვენათ და აღარ
მოხვიდოდით, – მითხრა მან მისალმების შემდეგ. – არადა, მე ხომ
თქვენი მისამართიც არ ჩამიწერია და შემეშინდა, რომ გუშინდელ ნა-
მუშევარს დავკარგავდი.

35
– ძალიან მრცხვენია, რომ ასე დავიგვიანე, – მოვუბოდიშე მე. –
მაგრამ გარწმუნებთ, სამუშაოზე უარის თქმის შემთხვევაში აუცილებ-
ლად შეგატყობინებდით და გუშინ ჩაწერილ ორიგინალსაც მოგიტან-
დით.
– ასე იმიტომ ვნერვიულობ, რომ ამ რომანის დაწერა პირველ ნო-
ემბრამდე უნდა მოვასწრო, –
ამიხსნა ფიოდორ მიხაილოვიჩმა. – არადა, ახალი რომანის სი-
უჟეტური მიმართულებაც კი არ მაქვს ჯერ მოფიქრებული. მხოლოდ
ის ვიცი, რომ რომანი სტელოვსკის გამოცემის შვიდ ფურცელზე ნაკ-
ლები არ უნდა იყოს.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ვთხოვე დაწვრილებით მოეყოლა და მა-
ნაც იმ აღმაშფოთებელი ხაფანგის შესახებ მიამბო, რომელშიც გაბ-
მულიყო.
ფიოდორ მიხაილოვიჩის უფროსი ძმის – მიხეილის გარდაცვალე-
ბის შემდეგ ძმის კუთვნილი ჟურნალის – “ვრემიას” ყველა ვალი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ეკისრებინა. ვალები თამასუქის სახისა იყო და
კრედიტორები თურმე ფულის დაბრუნების მოთხოვნით ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს მოსვენებას არ აძლევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მი-
სი ქონების აღწერითა და თავად ფიოდორ მიხაილოვიჩის სავალო
განყოფილებაში ჩასმით იმუქრებოდნენ. იმხანად ეს სირთულეს ნამ-
დვილად არ წარმოადგენდა.
გადაუდებელი ვალი დაახლოებით სამი ათასს შეადგენდა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ფულის შოვნის გზებს ეძებდა, მაგრამ არაფერი
გამოუვიდა. როდესაც კრედიტორებთან მოლაპარაკების ყველა
მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და სასოწარკვეთილი ფოდორ
მიხაილოვიჩი უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მასთან მო-
ულოდნელად გამომცემელი ფ.ტ. სტელოვსკი

36
გამოცხადდა და ფიოდორ მიხაილოვიჩს მის თხზულებათა სრუ-
ლი კრებულის სამ ტომად გამოცემის უფლებაში სამი ათასი შესთავა-
ზა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ამავე თანხის ანგარიშში ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი ვალდებული იყო ახალი რომანიც დაეწერა.
ვალების გამო კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი, ოღონდ კი თავისუფლების აღკვეთის საშიშ-
როებისთვის აერიდებინა თავი, იძულებული გახდა, კონტრაქტის ყვე-
ლა პირობას დათანხმებოდა.
პირობა 1865 წლის ზაფხულში დაიდო და სტელოვსკიმ ნოტარი-
უსთან პირობითი თანხა შეიტანა. ამ ფულით მეორე დღესვე კრედი-
ტორების ვალები დაიფარა და ამდენად, ფიოდორ მიხაილოვიჩს
ხელზე არაფერი ერგო. მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის გახდა,
რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი ეს ფული ისევ სტელოვსკის
დაუბრუნდა. გაირკვა, რომ მას ფიოდორ მიხაილოვიჩის თამასუქები
ჩალის ფასად ჰქონდა შესყიდული და ვალის დაბრუნებას ორი ცრუ-
მაგიერი პირის საშუალებით ითხოვდა. სტელოვსკის ეშმაკი ადამია-
ნისა და ჩვენი ლიტერატორებისა და მუსიკოსების (პისემსკის, კრეს-
ტოვსკის, გლინკას) გაქნილი ექსპლუატატორის სახელი ჰქონდა გა-
ვარდნილი, რასაც, როგორც წესი, იმით ახერხებდა, რომ ხელოვან
ადამიანებს უსაფრდებოდა და ყველაზე მძიმე წუთს თავის ხაფანგში
აბამდა. იმის გათვალისწინებით, რომ დოსტოევსკის რომანები უზარ-
მაზარი პოპულარობით სარგებლობდა,
სამტომეულის გამოცემის უფლებისთვის სამი ათასი მეტისმეტად
მცირე და უმნიშვნელო თანხა იყო. მაგრამ ხელშეკრულების ყველაზე
მძიმე პირობას მაინც ახალი რომანის 1866 წლის 1 ნოემბრისთვის
დაწერის ვალდებულება წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში, თუ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი დათქმული დროისთვის ვალდებულების შეს-
რულებას ვერ შეძლებდა, დიდი პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა,
ხოლო იმავე წლის 1 დეკემბრამდე ვალდებულების შეუსრულებლო-
ბის შემთხვევაში საკუთარ თხზულებებზე უფლებას უკვე სამუდამოდ

37
დაკარგავდა და ისინი სტელოვსკის საკუთრებაში გადავიდოდა. თა-
ვისთავად ცხადია, მტაცებელიც სწორედ ამას ელოდა და იმედოვნებ-
და.
1866 წელს ფიოდორ მიხაილოვიჩი მთელი არსებით “დანაშაული
და სასჯელის” დამუშავებაზე იყო გადართული და უნდოდა, რომანი
რაც შეიძლება მხატვრულად დაესრულებინა. განა კი შეეძლო ისე-
დაც ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანს დამატებით კიდევ ახალ ნა-
წარმოებზე მუშაობა და ამდენი გვერდის დაწერა?
შემოდგომაზე მოსკოვიდან დაბრუნებული ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი სტელოვსკისთან დადებული პირობების სულ რაღაც თვენახევარ-
სა თუ ორ თვეში შესრულების შეუძლებლობამ სასოწარკვეთილ
მდგომარეობაში ჩააგდო. ფიოდორ მიხაილოვიჩის განსაცდელიდან
დასახსნელად მისმა მეგობრებმა – ა.ნ. მაიკოვმა, ა.პ. მილიუკოვმა,
ი.გ. დოლგომოსტიევმა და
სხვებმა დახმარება და რომანის სიუჟეტური ხაზის შემუშავება შეს-
თავაზეს, გადაწყვიტეს, რომ ყოველი მათგანი რომანის ერთი ნაწი-
ლის დაწერას ითავებდა და ასე, სამი ან ოთხი ადამიანის ერთობლი-
ვი მუშაობით შეკვეთის დროულად დასრულებას შეძლებდნენ, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს კი მხოლოდ რომანის რედაქცია და მსგავსი მუ-
შაობისას გარდაუვალი ცდომილებების გასწორებაღა დარჩებოდა,
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ წინადადებაზე უარი თქვა: სხვათა
მიერ შექმნილი ნაწარმოების ავტორად თავისი სახელის მიწერას
პირგასამტეხლოს გადახდა, ანდა კიდევ უარეს შემთხვევაში, საკუ-
თარ ნაწარმოებებზე უფლებების დაკარგვა ამჯობინა. მაშინ მეგობ-
რებმა ფიოდორ მიხაილოვიჩს სამუშაოს დასაჩქარებლად დამხმა-
რედ სტენოგრაფისტის დაქირავება შესთავაზეს. ა.პ. მილიუკოვს გა-
ახსენდა, რომ სტენოგრაფიის პედაგოგს პ.მ. ოლხინს იცნობდა, მას-
თან გაეშურა და ოლხინს ფიოდორ მიხაილოვიჩთან მისვლა სთხოვა.
საბოლოოდ კი ფიოდორ მიხაილოვიჩმაც, რომელსაც მიუხედავად
იმისა, რომ ასეთი ფორმით მუშაობის წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა,

38
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ნაწარმოების ჩაბარების ვადა
ახლოვდებოდა, გადაწყვიტა, მეგობრების რჩევა მიეღო და დასახმა-
რებლად სტენოგრაფისტისთვის მიემართა.
იმ დროს ადამიანებს, შეიძლება ითქვას, ძალიან ცუდად ვიცნობ-
დი, მაგრამ სტელოვსკის საქციელმა უაღრესად აღმაშფოთა.
ფედოსიამ ჩაი შემოგვიტანა და ფიოდორ მიხაილოვიჩმა კარნახი
დაიწყო. მაგრამ ეტყობოდა, რომ მუშაობაში ჩართვა უჭირდა: ხში-
რად ჩერდებოდა, ფიქრობდა და ნაკარნახევის გადაკითხვას მთხოვ-
და, ერთი საათის შემდეგ კი გამომიტყდა, რომ ძალიან დაიღალა და
დასვენება სჭირდებოდა.
ისევე როგორც წინა დღეს ჩვენ შორის საუბარი გაიბა. ფიოდორ
მიხაილოვიჩი აღელვებული ჩანდა და ერთი თემიდან მეორეზე გადა-
დიოდა. სახელი ისევ მკითხა და მივხვდი, რომ იმავწუთს დაავიწყდა,
მერე კი ორჯერ პაპიროსიც შემომთავაზა, თუმცა უკვე რამდენჯერმე
მქონდა ნათქვამი, რომ არ ვეწეოდი.
მე ჩვენს მწერლებზე ვკითხე და ისიც მაშინვე გამოცოცხლდა. ჩემ-
მა კითხვებმა, როგორც ჩანს, მტანჯველ ფიქრებს მოსწყვიტა და მშვი-
დად და ხალისიანადაც კი ლაპარაკობდა. მაშინდელი საუბრიდან
ზოგიერთი რამ კარგად დამამახსოვრდა.
ნეკრასოვს ფიოდორ მიხაილივიჩი თავისი სიყმაწვილის მეგობ-
რად თვლიდა და მის პოეტურ ნიჭს უაღრესად აფასებდა. მაიკოვი
არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი პოეტი, არამედ იმის გამოც უყვარ-
და, რომ უჭკვიანეს და არაჩვეულებრივად კეთილშობილ ადამიანად
მიაჩნდა. ტურგენევს კი პირველხარისხოვან ტალანტად მოიხსენიებ-
და. მხოლოდ იმას ნანობდა, რომ უცხოეთში ხანგრძლივი ცხოვრების
გამო მას რუსეთისა და რუსი ადამიანის უკვე ნაკლებად ესმოდა.
ხანმოკლე შესვენების შემდეგ მუშაობას შევუდექით. მაგრამ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ისევ გაღიზიანება და აღელვება შეეტყო: ეტყო-
ბოდა, სამუშაოს გულს ვერ უდებდა. მე ეს მაშინ იმით ავხსენი, რომ

39
მისთვის შეუჩვეველი სტილით, ნაკლებად ნაცნობი ადამიანისთვის
ნაწარმოების კარნახი უჭირდა.
დაახლოებით ოთხი საათისთვის წასასვლელად გავემზადე, მაგ-
რამ დავპირდი, რომ მეორე დღეს, თორმეტი საათისთვის მივიდოდი
და გადათეთრებულ ხელნაწერს მივუტანდი. დამშვიდობებისას კი
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ძლივს შესამჩნევად დახაზული სქელი სა-
ფოსტო ქაღალდის დასტა გადმომცა, რომელზეც ის ჩვეულებრივ
წერდა ხოლმე და მიმითითა წერისას ზუსტად რა ზომის მინდვრები
უნდა დამეტოვებინა.

V
ასე დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი მუშაობა. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩთან თორმეტი საათისთვის მივდიოდი და ოთხამდე ვრჩებოდი. იმ
დროის განმავლობაში სამჯერ-ოთხჯერ ნახევარ-ნახევარი საათით ან
ცოტა მეტი ხანგრძლივობით ვმუშაობდით, შუალედებში კი ჩაის
ვსვამდით და ვსაუბრობდით. სიხარულით ვამჩნევდი, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი მისთვის ახალი მეთოდით მუშაობას თანდათან ეჩვეო-
და და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მშვიდდებოდა. ეს გან-
საკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც ჩემ მიერ დაწერილ
გვერდთა რაოდენობის სტელოვსკის გამოცემის ერთ გვერდთან თა-
ნაფარდობა გამოვთვალე და ზუსტად შევძელი განმესაზღვრა ამ
დროის განმავლობაში უკვე რამდენი გვერდი გვქონდა მოსწრებული.
გვერდების სულ უფრო და უფრო მომატებული რაოდენობა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს უაღრესად ამხნევებდა და ახარებდა. ხშირ-ხში-
რად მეკითხებოდა: “გუშინ რამდენი გვერდი დავწერეთ? მთლიანად
რამდენი გვაქვს? როგორ ფიქრობთ, მოვასწრებთ?”
ჩვენი მეგობრული საუბრებისას ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველ-
დღიურად ჩემ თვალწინ თავისი ცხოვრების რომელიმე სევდიან
გვერდს შლიდა. იმ მძიმე გარემოებების შესახებ ნაამბობის მოსმენი-

40
სას, რომელთა მარწუხებისგანაც ის, როგორც ჩანს, არასდროს გა-
თავისუფლებულა და ალბათ, ვერც განთავისუფლდებოდა, გული
უნებურად მისდამი სიბრალულით მევსებოდა.
თავიდან უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის
ოჯახის წევრთაგან ბინაში ვერავის ვხედავდი. მაშინ წარმოდგენაც არ
მქონდა, ვისგან შედგებოდა მისი ოჯახი და სად იმყოფებოდა. იმ
დროისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს
შევხვედროდი, თუ არ ვცდები, ჩემი მეოთხე მისვლისას. სამუშაოს
დასრულების შემდეგ მისი სახლის კარიბჭიდან გასული ვიღაც ახალ-
გაზრდამ გამაჩერა, კარგად რომ დავაკვირდი მასში ის ახალგაზრდა
ამოვიცანი, რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩთან ჩემი პირველი ვი-
ზიტისას წინკარში მოვკარი თვალი. ახალგაზრდა ახლოდან უფრო
შეუხედავი მომეჩვენა, ვიდრე შორიდან. მას სიყვითლედაცემული მუ-
ქი კანი და შავი გუგები, ჩაყვითლებული თვალის თეთრი გარსი და
თამბაქოსგან ასევე ჩაყვითლებული კბილები ჰქონდა.
– ვერ მიცანით?– მოურიდებლად მკითხა ახალგაზრდამ. – მე
თქვენ მამასთან გნახეთ. არ მინდოდა მუშაობის დროს კაბინეტში შე-
მოვსულიყავი, მაგრამ მაინტერესებს სტენოგრაფია რა არის, მით
უმეტეს, რომ სტენოგრაფიის შესასწავლად ამ დღეებში კურსებზე მის-
ვლას მეც ვაპირებ. ხომ შეიძლება? – მკითხა მან და ისე, რომ პასუხს
არ დალოდებია, უცერემონიოდ ხელიდან პორტფელი გამომართვა,
გახსნა და იქვე, ქუჩაში იმ დღეს ჩაწერილი სტენოგრამის ფურცვლა
დაიწყო. ასეთი უცერემონიობისგან იმდენად დავიბენი, რომ საწინა-
აღმდეგოდ ვეღარაფერი ვუთხარი.
– დიდად უცნაური რამ ყოფილა, – თქვა მან ბოლოს აგდებულად
და პორტფელი დამიბრუნა.
“ნუთუ ისეთ სათნო და კეთილ ადამიანს, როგორიც ფიოდორ მი-
ხაილოვიჩია ასეთი გაუზრდელი შვილი ჰყავს”, – გავიფიქრე მე მაშინ.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო
გულითადად და კეთილად მეპყრობოდა. ხშირად “ჩემო მტრედოს”

41
(მისი საყვარელი ალერსიანი მიმართვა), ან “კეთილ ანა გრიგორევ-
ნას” მიწოდებდა, ანდა “საყვარელოთი” მომმართავდა და მეც ამ სიტ-
ყვებს ჩემდამი, როგორც ახალგაზრდა ქალისადმი, ლამის გოგონა-
სადმი გამოვლენილ მის შემწყნარებლობად ვიღებდი. ძალიან მსი-
ამოვნებდა, რომ შრომას ვუმსუბუქებდი და ყოველთვის, როდესაც
ვეუბნებოდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა და რომანის დათქმული
დროისთვის დასრულებას შევძლებდით, მის გამხნევებას ვახერხებ-
დი. გულში ვამაყობდი, რომ საყვარელ მწერალს არა მარტო მუშაო-
ბაში ვეხმარებოდი, არამედ მის განწყობაზეც ამდენად კარგად ვმოქ-
მედებდი და ეს საკუთარ თვალში მამაღლებდა.
მე “ცნობილი მწერლისადმი” შიში გამიქრა და მასთან, როგორც
ბიძასთან ან ძველ მეგობართან, თავისუფლად და გულახდილად
ვლაპარაკობდი. ფიოდორ მიხაილოვიჩს მისი ცხოვრების სხვადას-
ხვა პერიოდზე ვეკითხებოდი და ისიც ცნობისმოყვარეობას სიამოვნე-
ბით მიკმაყოფილებდა. მიამბო პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გატა-
რებული თავისი რვათვიანი პატიმრობის შესახებ, მითხრა, რომ გვერ-
დზე კამერებში მყოფ პატიმრებთან კედელზე კაკუნით
ურთიერთობდა. დაწვრილებით ყვებოდა კატორღაში გატარე-
ბულ წლებზე და ნამდვილ დამნაშავეებზე, რომლებიც მასთან ერთად
იხდიდნენ სასჯელს. იხსენებდა უცხოეთს, თავის მოგზაურობებს, შეხ-
ვედრებსა და მოსკოველ ნათესავებს, რომლებიც ძალიან უყვარდა.
ერთხელაც მითხრა, რომ დაქორწინებული ყოფილა და ცოლი სამი
წლის წინ გარდაცვლოდა, მერე კი მისი პორტრეტიც მაჩვენა. ფოტო-
სურათზე გამოსახული ქალი მე ძალიან არ მომეწონა: განსვენებული
დოსტოევსკაია, ფიოდორ მიხაილოვიჩის თქმით, მძიმე ავადმყოფო-
ბის დროს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გადაეღოთ, ამი-
ტომ პორტრეტზე მას საშინელი, სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის
გამომეტყველება ჰქონდა. იმავე დღეს შევიტყვე, რომ უცერემონიო
ახალგაზრდა, რომელმაც ჩემი ანტიპათია დაიმსახურა, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის არა შვილი, არამედ გერი ყოფილა, მისი მეუღლის ვაჟი,

42
რომელიც ალექსანდრ ივანოვიჩ ისაევთან პირველი ქორწინებიდან
ჰყოლია. ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემთან საუბრებში ხშირად წუხდა
თავისი ვალების, უსახსრობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეო-
ბის გამოც, რისი მოწმეც შემდგომში მეც გავხდი.
თავის ცხოვრების შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩის ყველა ნაამ-
ბობი იმდენად სევდიანი იყო, რომ ერთხელაც ვერ მოვითმინე და
ვუთხარი:
– ფიოდორ მიხაილოვიჩ, მხოლოდ უბედურების წუთებს რატომ
იხსენებთ? არ ჯობია იმ დროის შესახებ მომიყვეთ, როცა ბედნიერი
იყავით?
– ბედნიერი? მაგრამ ბედნიერება ჯერ არ მღირსებია, ყოველ შემ-
თხვევაში, ისეთი ბედნიერება, რომელზეც მუდმივად ვოცნებობდი. მე
მას ჯერ ისევ ველი. რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს, ბარონ
ვრანგელს მივწერე, რომ თავს დატეხილი ბედის უკუღმართობის მი-
უხედავად, ჯერაც ახალი, ბედნიერი ცხოვრების დაწყებას ვნატრობ-
მეთქი.
ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან მძიმე იყო! უცნაურად მეჩვენებოდა,
რომ თითქმის უკვე ხანდაზმულ წლებში ამ უნიჭიერეს და კეთილშო-
ბილ ადამიანს სასურველი ბედნიერება ჯერაც ვერ ეპოვა და მხო-
ლოდ ოცნებობდა მასზე.
ერთხელაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა ანა ვასილევნა კორვინ-კრუ-
კოვსკაიასთვის ხელის თხოვნის ამბავიც დაწვრილებით მიამბო, მო-
მიყვა იმ სიხარულის შესახებ, რომელიც ესოდენ ჭკვიანი, კეთილი და
ნიჭიერი ქალიშვილისგან თანხმობის მიღებამ მიანიჭა, შემდგომ კი იმ
დარდის შესახებაც, რომელიც განიცადა, როცა ანა ვასილევნასთვის
სიტყვის უკან დაბრუნება მოუწია, რადგან მიხვდა, რომ ურთიერთსა-
წინააღმდეგო მრწამსი მათ ერთობლივ ბედნიერებას შეუძლებელს
ხდიდა.

43
ერთხელ კი, როგორღაც განსაკუთრებულად აღელვებულმა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა გამანდო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტი-
ლების მიჯნაზე იდგა და გამოსავლად სამი გზა ესახებოდა: ან
აღმოსავლეთში უნდა წასულიყო, კონსტანტინოპოლსა და იერუ-
სალიმში და შესაძლოა სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, ან დასავლეთ-
ში “რულეტკისკენ” და მისთვის ესოდენ საინტერესო თამაშში თავით-
ფეხამდე ჩაფლულიყო, ანდა მეორედ დაქორწინებულიყო და ბედ-
ნიერება ოჯახურ ცხოვრებაში ეძებნა. ამ საკითხის გადაწყვეტა, რო-
მელსაც მისი ამდენად უიღბლოდ აწყობილი ცხოვრება ძირფესვია-
ნად უნდა შეეცვალა, ფიოდორ მიხაილოვიჩს ძალიან აღელვებდა
და, რამდენადაც ჩემგან მეგობრულ დამოკიდებულებას გრძნობდა,
რჩევა მკითხა.
სიმართლე ითქვას, მისმა ესოდენ მიმნდობმა კითხვამ საგონე-
ბელში ჩამაგდო. ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ დასახული სამი გზი-
დან პირველი ორი – აღმოსავლეთში გამგზავრებისა და თამაშში თა-
ვით გადაშვების პერსპექტივები ცოტა არ იყოს გაურკვევლად და
წარმოუდგენლადაც კი მეჩვენებოდა; ამასთან ჩემს ნაცნობებსა და
ნათესავებს შორის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მაგალითებიც
მრავლად მქონდა, ამიტომ ვურჩიე, მეორედ დაქორწინებულიყო და
ბედნიერება ოჯახურ ცხოვრებაში ეპოვა.
– მაშასადამე, თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლის მოყვანა ისევ შემიძ-
ლია? – მკითხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა. – ფიქრობთ, რომ ჩემთან
ქორწინებას ვინმე დათანხმდება? მაშ, როგორი ცოლი შევარჩიო:
ჭკვიანი თუ კეთილი?
– რა თქმა უნდა, ჭკვიანი.
– არა, არა, თუ არჩევაზე მიდგება საქმე, ჯობია კეთილს ავირჩევ,
ისეთს, რომელიც ჩემს შებრალებას შეძლებს და ვეყვარები.
თავის სავარაუდო ქორწინებასთან დაკავშირებით საუბრისას ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი იმითაც დაინტერესდა, რატომ არ ვთხოვდებო-

44
დი. მე ვუპასუხე, რომ ორნი მთხოულობდნენ, ორივე არაჩვეულებრი-
ვი ადამიანი და რომ ორივეს მიმართ პატივისცემით ვიყავი განმსჭვა-
ლული, მაგრამ არ მიყვარდა, არადა მინდოდა, რომ სიყვარულით
გავთხოვილიყავი.
– აუცილებლად, აუცილებლად სიყვარულით! – მგზნებარედ და-
მეთანხმა ფიოდორ მიხაილოვიჩი, – ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად
მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემა არ კმარა!

VI
ერთხელაც, ოქტომბრის შუა რიცხვებში, მუშაობის დროს კარი გა-
იღო და კაბინეტში ა.ნ. მაიკოვი შემოვიდა. მისი პორტრეტები ადრე
მენახა, ამიტომ მაშინვე ვიცანი.
– ძველებური ხელგაშლილობაც ამას ჰქვია, – გაეხუმრა ის ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს შემოსვლისთანავე, – შემოსასვლელი კარი
ღიაა, მოახლე არ ჩანს, მხოლოდ მოინდომე და შეგიძლია მთელი
ბინა გაიტანო!
ფიოდორ მიხაილოვიჩს მაიკოვის მოსვლა, როგორც ჩანს, გა-
უხარდა და მაშინვე ერთმანეთს გაგვაცნო, ამასთან, მაიკოვის წინაშე
წარდგენისას მე “თავისი გულმოდგინე თანამშრომელი” მიწოდა, რაც
ძალიან მესიამოვნა. ჩემი გვარის გაგონებისთანავე აპოლონ ნიკო-
ლაევიჩი დაინტერესდა ახლად გარდაცვლილი მწერლის, სნიტკინის
ნათესავი ხომ არ ვიყავი (მწერლებთან შეხვედრისას იმ პერიოდში ამ
კითხვას თითქმის ყველა მათგანი მისვამდა), მერე კი ნაჩქარევად
წასვლა მოინდომა, აჩქარება იმით ახსნა, რომ არ უნდოდა ჩვენთვის
მუშაობაში ხელი შეეშალა. მე ფიოდორ მიხაილოვიჩს ხანმოკლე შეს-
ვენება შევთავაზე, ისიც დამთანხმდა და მაიკოვთან ერთად გვერდით
ოთახში გავიდა. ისინი დაახლოებით ოცი წუთი საუბრობდნენ, მე კი
ამასობაში სტენოგრამას ვათეთრებდი.

45
საუბარი რომ დაასრულეს მაიკოვი კაბინეტში ჩემთან დასამშვი-
დობებლად შემობრუნდა, მაგრამ წასვლამდე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს სთხოვა, ჩემთვის რაიმე ეკარნახა. იმხანად სტენოგრაფია სიახ-
ლე იყო და ყველა ინტერესით ეკიდებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა
მეგობარს თხოვნა შეუსრულა და რომანის ნახევარი გვერდი მიკარ-
ნახა, მე კი ჩანაწერი წავუკითხე. მაიკოვი სტენოგრამის წესით ჩაწე-
რილ ტექსტს ყურადღებით ათვალიერებდა და ერთსა და იმავეს
იმეორებდა:
– არა, ამისა მე მაინც ვერაფერი გავიგე!
აპოლონ ნიკოლაევიჩი ძალიან მომეწონა. როგორც პოეტი, მე ის
ადრეც მიყვარდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის ქებამ კი, რომელიც მას
კეთილ და არაჩვეულებრივ ადამიანად მოიხსენიებდა, მაიკოვზე შექ-
მნილი კარგი შთაბეჭდილება და ჩემი მისდამი დამოკიდებულება კი-
დევ უფრო გაამყარა.
რაც დრო გადიოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი სამუშაოში მით მე-
ტად ერთვებოდა. ის უკვე არა ზეპირად და იქვე, ჩემი თანდასწრებით
შეთხზულს, არამედ ხელნაწერიდან, წინა ღამით ნამუშევარს მკარნა-
ხობდა. ხანდახან იმდენად დიდი მონაკვეთის დაწერას ასწრებდა,
რომ ნაკარნახევის გადასაწერად შუაღამემდე და ხან მეტხანსაც კი
მიწევდა ხოლმე ჯდომა.
სამაგიეროდ დიდი იყო სიხარულიც, როდესაც მეორე დღეს ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ახლად შექმნილი გვერდების რაოდენობას სა-
ზეიმოდ ვუცხადებდი! ოჰ, როგორ მსიამოვნებდა ჩემი რწმუნების პა-
სუხად, რომ მუშაობა წარმატებით მიდიოდა და, დარწმუნებული ვი-
ყავი, დათქმულ ვადამდე რომანის დასრულებას შევძლებდით, მისი
გახარებული ღიმილის დანახვა.
იმ დროისთვის რომანის გმირების ცხოვრება ორივეს უკვე გათა-
ვისებული გვქონდა და ჩემთვისაც და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვი-
საც ისინი საყვარელ და საძულველ გმირებად იყვნენ დაყოფილი. ჩე-

46
მი განსაკუთრებული სიმპათიით ქონების წამგები ბებია და ასევე მის-
ტერ ასტლეი სარგებლობდნენ, ხოლო ანტიპათიას პოლინასა და
რომანის მთავარი გმირისადმი განვიცდიდი, რომელსაც სულმოკ-
ლეობასა და თამაშით ესოდენ ძლიერ გატაცებას ვერ ვპატიობდი.
ფიოდორ მიხაილოვიჩს კი “მოთმაშის” მხარე ეჭირა და მეუბნებოდა,
რომ მისი გრძნობებისა და შთაბეჭდილებების დიდი ნაწილი საკუთარ
თავზე ჰქონდა გამოცდილი. ამბობდა: შეიძლება ადამიანს ძლიერი
ნება ჰქონდეს და ამას მთელი თავისი ცხოვრებით ამტკიცებდეს, მაგ-
რამ იმავდროულად საკუთარ თავში “რულეტკაზე” თამაშით გატაცე-
ბას ვერ ერეოდესო.
ხანდახან თავადაც მიკვირდა, რომ რომანთან დაკავშირებით ჩემს
მოსაზრებებს დოსტოევსკის თანდასწრებით ასე გაბედულად გამოვ-
თქვამდი, უფრო მეტად კი ის შემწყნარებლობა მაოცებდა, რომლი-
თაც ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს თითქმის ბავშვურ შენიშვნებსა თუ
მსჯელობას ისმენდა.
ჩვენი ერთობლივი მუშაობის ამ სამი კვირის განმავლობაში ყველა
ჩემი უწინდელი ინტერესი მეორეხარისხოვანი გახდა. სტენოგრაფიის
ლექციებს, ოლხინთან შეთანხმებით, აღარ ვესწრებოდი, მეგობრებსა
და ახლობლებს იშვიათად ვნახულობდი და მთელი ყურადღება სა-
მუშაოსა და იმ უაღრესად საინტერესო საუბრებზე მქონდა გადატანი-
ლი, რომლებიც კარნახიდან კარნახამდე, შესვენებისას ჩვენ შორის
იმართებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩს უნებურად იმ ახალგაზრდებს
ვადარებდი, რომელთაც საზოგადოებაში ვხვდებოდი და ჩემი საყვა-
რელი მწერლის მუდამ ახალი და ორიგინალური შეხედულებებისა
და მოსაზრებების ფონზე მათი საუბრები უაღრესად არაფრის მომცე-
მად და უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა.
მისგან წამოსული, ჩემთვის ახალი იდეებით აღსავსე და შთაბეჭ-
დილებებით ფრთაშესხმული, სახლში მოვიწყენდი ხოლმე და მეორე
დღის მოლოდინით ვცხოვრობდი. ხოლო როდესაც ვაცნობიერებდი,
რომ სამუშაო დასასრულს უახლოვდებოდა და ჩვენი ურთიერთობა

47
უნდა შეწყვეტილიყო, გული სევდით მევსებოდა. ამიტომ იყო ჩემთვის
ესოდენ გასაოცარი და გასახარელი, როდესაც ერთხელ ფიოდორ
მიხაილოვიჩმა იმავე თემაზე ჩამოაგდო ლაპარაკი, რაც მოსვენებას
მიკარგავდა.
– იცით, ანა გრიგორევნა, რაზე ვფიქრობ? მე და თქვენ ისე შევ-
ხმატკბილდით, ისე მეგობრულად ვხვდებით ერთმანეთს ყოველდღე
და ისე მივეჩვიეთ ამ ჩვენს გაცხოველებულ საუბრებს, რომ...
ნუთუ, ახლა, რომანის დასრულებით ეს ყველაფერი დამთავრდე-
ბა? ღმერთმანი, გული მწყდება! ძალიან დამაკლდებით. მაშ, სად
გნახოთ ხოლმე?
– მაგრამ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, – ვუპასუხე შეცბუნებულმა. – აკი
ნათქვამია, მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ კაცი კაცს ყოველთვისო.
– მაგრამ მაინც, სად?
– არ ვიცი, სადმე, საზოგადოებაში, თეატრში, კონცერტზე...
– თქვენ ხომ იცით, რომ ხშირად არც საზოგადოებაში ვჩნდები და
არც თეატრებში დავდივარ. ანდა ის რა შეხვედრაა, როცა ხანდახან
სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებ ადამიანი. იქნებ ჯობდეს თქვენს ოჯახ-
ში მიმიწვიოთ?
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემი სახელი მხოლოდ თვის ბოლოს-
თვის დაიმახსოვრა, იქამდე კი მუდმივად ავიწყდებოდა და შეხსენე-
ბას მთხოვდა.
– სიამოვნებით, თავისთავად ცხადია, მობრძანდით, გთხოვთ, ჩვენ
ძალიან გაგვიხარდება. მხოლოდ იმას ვშიშობ, რომ მე და დედაჩემი
უინტერესო თანამოსაუბრეებად მოგეჩვენებით.
– როდის შემიძლია გესტუმროთ?
– ნუ დარდობთ, ამაზე მოგვიანებით, სამუშაოს რომ დავამთავ-
რებთ მერე შევთანხმდეთ, – ვუთხარი მე. – ჯერ კი მთავარი თქვენი
რომანის დამთავრებაა.

48
1 ნოემბერი და რომანის სტელოვსკისთვის ჩაბარების თარიღი ახ-
ლოვდებოდა და ფიოდორ მიხაილოვიჩს ნელ-ნელა იმის შიში დაე-
უფლა, რომ სტელოვსკი პირგასამტეხლოს აღების მიზნით ეშმაკობას
ჩაიფიქრებდა და რაიმე მიზეზით ხელნაწერის ჩაბარებას თავიდან აი-
რიდებდა. ამასთან დაკავშირებით ფიოდორ მიხაილოვიჩი როგორც
შემეძლო დავამშვიდე და დავპირდი, რომ სავარაუდო ხაფანგიდან
თავის დაღწევის გზებს ნაცნობ ადვოკატთან გავიკითხავდი, ამიტომ
იმავე საღამოს დედას ადვოკატთან წასვლა ვთხოვე. ადვოკატის
რჩევით, ფიოდორ მიხაილოვიჩს ხელნაწერი ნოტარიუსისთვის ან ქა-
ლაქის იმ ნაწილის ბოქაულისთვის უნდა ჩაებარებინა, სადაც სტე-
ლოვსკი ცხოვრობდა და ჩაბარების ეს აქტი აუცილებლად ოფიცია-
ლური პირის ხელწერილის საფუძველზე დაეფიქსირებინა. იმავე
კითხვით ფიოდორ მიხაილოვიჩმა მომრიგებელ მოსამართლეს –
ფრეიმანსაც (ფიოდორ მიხაილოვიჩის სკოლის მეგობრის ძმა) მი-
მართა და ფრეიმანმაც იგივე ურჩია.

VII
ოცდაცხრა ოქტომბერს ფიოდორ მიხაილოვიჩმა რომანის ბოლო
მონაკვეთი მიკარნახა და ამით ჩვენი ერთობლივი მუშაობა დასრულ-
და. ოთხიდან ოცდაცხრა ოქტომბრამდე, ანუ ოცდაექვსი დღის გან-
მავლობაში, ფიოდორ მიხაილოვიჩმა დიდი ფორმატის შვიდი ფურ-
ცლისა და ორი სვეტის მოცულობის რომანი დაწერა, რაც ჩვეულებ-
რივი ფორმატის ათ ფურცელს უდრიდა. რომანის დროულად დას-
რულება თავად ფიოდორ მიხაილოვიჩსაც უაღრესად უხაროდა და
მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც სტელოვსკის ხელნაწერს მშვიდობია-
ნად ჩააბარებდა, მეგობრებს (მაიკოვს, მილიუკოვსა და სხვებს) რეს-
ტორანში სადილად მიიწვევდა, ბოლოს კი გამომიცხადა, რომ წიგნის
დამთავრების აღსანიშნავ ამ სადილზე მეც წინასწარ მეპატიჟებოდა.
– ოდესმე რესტორანში ყოფილხართ? – მკითხა მან მერე.
– არა, არასდროს.

49
– იმედი მაქვს, ჩემს გამართულ სადილზე აუცილებლად მოხ-
ვალთ?! ძალიან მინდა ჩემი სათნო თანამშრომლის სადღეგრძელო
დავლიო! თქვენი დახმარების გარეშე რომანის დროულად დასრუ-
ლებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. აბა, რას იტყვით, მოხვალთ?
ფიოდორ მიხაილოვიჩს ვუპასუხე, რომ დედას დავეკითხებოდი,
ჩემთვის, გულში კი გადავწყვიტე, არ მივსულიყავი. დარწმუნებული
ვიყავი, რომ ჩემი მორიდებულობის გამო ყველას მოსაწყენი ადამია-
ნის შთაბეჭდილებას დავუტოვებდი და საერთო მხიარულებაში ხელს
შევუშლიდი.
მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, როდესაც დანიშნულ დროს წინა
დღის გადათეთრებული ნაკარნახევი სტენოგრამა მივიტანე, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი როგორღაც განსაკუთრებით თბილად შემხვდა,
ოთახში რომ შევედი ოდნავ გაწითლდა კიდეც. ჩვეულებისამებრ, გა-
დაწერილი ფურცლები გადავითვალეთ და გაგვიხარდა, რომ რა-
ოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა მითხრა, რომ რომანს გადაიკითხავდა, აქა-იქ შესწორებებს
შეიტანდა და მეორე დღეს, დილასვე ხელნაწერს სტელოვსკის წა-
უღებდა. ამის შემდეგ შეთანხმებული თანხა, ორმოცდაათი რუბლი
გადმომცა, ხელი მაგრად ჩამომართვა და თანამშრომლობისთვის
მხურვალე მადლობა გადამიხადა.
ვიცოდი, რომ იმ დღეს, 30 ოქტომბერს ფიოდორ მიხაილოვიჩის
დაბადების დღე იყო და გადავწყვიტე, ჩემი ყოველდღიური შავი მა-
უდის კაბის ნაცვლად აბრეშუმის იისფერი კაბა ჩამეცვა. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი, რომელიც აქამდე ყოველთვის შავებში ჩაცმულს მხედავ-
და, ჩემი ყურადღებით ფრიად ნასიამოვნები ჩანდა და მითხრა, რომ
იისფერი ძალიან მიხდებოდა, თანაც ასეთ გრძელ კაბაში კიდევ უფ-
რო მაღალი და მოხდენილი ვჩანდი. მისი საქებარი სიტყვების
მოსმენა ძალიან გამიხარდა, მაგრამ ჩემი კმაყოფილება ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან დაბადების დღის მოსალოცად მისი ძმის
ქვრივის – ემილია ფიოდოროვნას მოსვლამ დაარღვია. ფიოდორ

50
მიხაილოვიჩმა ერთმანეთს გაგვაცნო და რძალს აუხსნა, რომ რომა-
ნის დროულად დამთავრება და შესაბამისად, მოსალოდნელი გან-
საცდელისგან თავის დაღწევაც ჩემი დახმარების წყალობით შეძლო,
მაგრამ, მიუხედავად ფიოდორ მიხაილოვიჩის სიტყვებისა, ემილია
ფიოდოროვნამ ჩემთან თავი ხაზგასმულად მშრალად და ქედმაღ-
ლურად დაიჭირა, რითიც ძალიან გამაოცა და მაწყენინა. ფიოდორ
მიხაილოვიჩს ჩემდამი რძლის ასეთი არათავაზიანი მოპყრობა არ
მოეწონა და ჩემს მიმართ კიდევ უფრო კეთილგანწყობილი და გულ-
თბილი გახდა. მერე კი, მას შემდეგ, რაც მე ახლახანს გამოცემული
რომელიღაც წიგნის გადათვალიერება შემომთავაზა, ემილია ფი-
ოდოროვნა გვერდზე გაიყვანა და მისთვის რაღაც ქაღალდების ჩვე-
ნება დაიწყო.
კაბინეტში აპოლონ ნიკოლაევიჩ მაიკოვი შემოვიდა და თავი და-
მიკრა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ მიცნო, მერე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს მიმართა და ჰკითხა, რომანის საქმე როგორ მიდიოდა, მაგრამ
რძალთან საუბრით დაკავებულმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა კითხვა,
როგორც ჩანს, ვერ გაიგო და მაიკოვს პასუხი არ გასცა, ამიტომ გავ-
ბედე და ფიოდორ მიხაილოვიჩის მაგივრად მე ვუპასუხე, რომ რომა-
ნი დასრულებული იყო და გადათეთრებული ბოლო თავი ფიოდორ
მიხაილოვიჩს სწორედ ახლახანს მოვუტანე. მაიკოვი სწრაფი ნაბი-
ჯით მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და ბოდიში მომიხადა, რომ
თავიდანვე ვერ მიცნო, რაც თავისი ცუდი მხედველობითა და აგრეთ-
ვე იმით ახსნა, რომ პირველი შეხვედრისას შავ კაბაში უფრო დაბალი
მოვეჩვენე.
მან რომანის შესახებ გამომკითხა, მერე კი ამასთან დაკავშირებით
ჩემი აზრითაც დაინტერესდა. მეც, უკვე ესოდენ ძვირფასად ქცეული
ახალი ნაწარმოებით ჩემი აღფრთოვანება არ დავმალე და ვუთხარი,
რომ მასში რამდენიმე საოცრად ცოცხალ და საინტერესო გმირს გა-
მოვარჩევდი (ბებიას, მისტერ ასტლეის და შეყვარებულ გენერალს).
ჩვენ დაახლოებით ოცი წუთი ვლაპარაკობდით და მთელი საუბრის

51
განმავლობაში ამ სათნო და კეთილი ადამიანის გვერდით თავს უაღ-
რესად თავისუფლად და ბუნებრივად ვგრძნობდი. ემილია ფიოდო-
როვნა ჩემს მიმართ მაიკოვის ყურადღებით გაოცებული და ცოტა არ
იყოს შეცბუნებულიც კი ჩანდა, მაგრამ ჩემდამი მშრალი ტონი მაინც
არ შეუცვლია, როგორც ჩანს, “ვიღაც” სტენოგრაფისტის მიმართ კე-
თილად და ყურადღებით მოპყრობას უკადრისობდა.
მაიკოვი მალევე წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მეც მის მაგალითს
მივბაძე და, რამდენადაც ემილია ფიოდოროვნას ქედმაღლური და-
მოკიდებულების ატანა ნამდვილად აღარ მინდოდა, წასვლა დავაპი-
რე. ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველმხრივ ცდილობდა, რძლის არა-
დელიკატურობა შეერბილებინა და დავეყოლიებინე, რომ დავრჩენი-
ლიყავი, მაგრამ მე არ დავთანხმდი. მან წინკარამდე მიმაცილა და
გამახსენა, რომ ჩემს სახლში მიპატიჟება აღვუთქვი. მეც, ცხადია, მიწ-
ვევა კიდევ ერთხელ დავუდასტურე და ვუთხარი, რომ სიამოვნებით
ვუმასპინძლებდი.
– მაშინ მითხარით, როდის შემიძლია გესტუმროთ? ხვალ?
– ხვალ შინ არ ვიქნები: გიმნაზიელ მეგობართან ვარ მიწვეული.
– ზეგ?
– ზეგ სტენოგრაფიის ლექცია მაქვს.
– მაშ, ორ ნოემბერს?
– ოთხშაბათს, ორ ნოემბერს თეატრში მივდივარ.
– ღმერთო ჩემო! გამოდის, რომ ყველა დღე დაკავებული გაქვთ?
იცით, ანა გრიგორევნა, მეჩვენება, რომ ამას განზრახ ამბობთ. უბრა-
ლოდ არ გინდათ, რომ მოვიდე. ასეა? მართალი მითხარით!
– არა, რა თქმა უნდა, არა! თქვენი სტუმრობა ძალიან გეგვიხარ-
დება. სამ ნოემბერს მოდით, ხუთშაბათს, საღამოს, ასე შვიდი საათის-
თვის.
– ხუთშაბათს? ოჰ, რა დიდი დროა! იქამდე უთქვენოთ ძალიან მო-
ვიწყენ!
მე, რა თქმა უნდა, მისი სიტყვები უბრალო ხუმრობად მივიღე.

52
VIII
ასე დასრულდა ჩემთვის ნეტარი დრო და დაიწყო მოსაწყენი
დღეები. იმ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დილას ისეთი სიხარუ-
ლით მეჩქარებოდა ხოლმე მუშაობის დაწყება, ისე მივეჩვიე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან გულითად შეხვედრებსა და გაცხოველებულ
საუბრებს, რომ ეს ყველაფერი მოთხოვნილებად მექცა. ჩემი ჩვეული,
ადრინდელი საქმიანობები უინტერესოდ და უსარგებლოდ მეჩვენე-
ბოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის შეპირებული ჩვენთან სტუმრობაც
არათუ მახარებდა, არამედ პირიქით, გულსაც კი მიმძიმებდა. კარგად
მესმოდა, რომ ვერც მე და ვერც ჩემი კეთილი დედა ასეთი ჭკვიანი
და ნიჭიერი ადამიანისთვის საინტერესო თანამოსაუბრეები ვერ ვიქ-
ნებოდით. თუკი ჩემსა და ფიოდორ მიხაილოვიჩს შორის ადრე გაც-
ხოველებული საუბრები იმართებოდა, ეს (მაშინ ასე მეგონა) მხო-
ლოდ იმიტომ, რომ თემა ჩვენთვის, ორივესთვის საინტერესო სა-
კითხს ეხებოდა. ახლა კი ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენთან სტუმრის
რანგში უნდა მოსულიყო, რომელიც რაღაცით უნდა დაგვეინტერესე-
ბინა და “შეგვექცია”. იმ აზრით გულდამძიმებულმა, რომ ჩვენს გარეუ-
ბანში დამღლელი მგზავრობისა და მოსაწყენად გატარებული საღა-
მოს შემდეგ შექმნილი შთაბეჭდილება ისეთ უაღრესად მგრძნობიარე
ადამიანს, როგორიც ფიოდორ მიხაილოვიჩი იყო ჩვენი წინანდელი
შეხვედრების მოგონებას განუქარვებდა და ესოდენ მოსაწყენი ნაც-
ნობობის თავსმოხვევას ანანებინებდა, მომავალი სასაუბრო თემების
შერჩევა დავიწყე. ამდენად, ერთი მხრივ, კვლავ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩთან შეხვედრაზე
ვოცნებობდი, მაგრამ, მეორე მხრივ, მინდოდა კიდეც, რომ მას
დაპირება დავიწყებოდა და არ მოსულიყო. ჩემივე სიცოცხლისმოყ-
ვარული და ხალისიანი ბუნებიდან გამომდინარე ამ ნაღვლიანი, უფ-
რო სწორად, მღელვარებით აღსავსე განწყობის განქარვებასა და

53
თავის შექცევას ვცდილობდი: მეორე დღეს, დაპირებისამებრ, გიმნა-
ზიელ მეგობარ გოგონას ვესტუმრე, შემდეგ, საღამოს კი სტენოგრა-
ფიის ლექციაზე წავედი. ოლხინი გულითადად შემხვდა და სამუშაოს
წარმატებით დასრულება მომილოცა. ამის შესახებ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს მიეწერა და მადლობა გადაეხადა სტენოგრაფისტის რეკო-
მენდაციისთვის, რომლის დახმარებითაც რომანის დროულად დას-
რულება შეძლო. წერილში ფიოდორ მიხაილოვიჩს დაემატებინა,
რომ მუშაობის ეს ახალი მეთოდი მისთვის მოსახერხებელი აღმოჩ-
ნდა და იმედოვნებდა, რომ მას მომავალშიც მიმართავდა.
ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ფიოდორ მიხაილოვიჩის მასპინძლო-
ბისთვის მზადება დილიდან დავიწყე და მისი საყვარელი ჯიშის მსხა-
ლი და სხვადასხვა ტკბილეული ვიყიდე, რომლითაც ხანდახან თავა-
დაც მიმასპინძლდებოდა ხოლმე. მთელი დღე აღელვებული ვიყავი,
საღამოს შვიდი საათისთვის კი ჩემმა მღელვარებამ უკიდურეს
ზღვარს მიაღწია. მაგრამ აი, საათმა ჯერ რვის ნახევარი ჩამოკრა, მე-
რე კი რვაც და რადგანაც ფიოდორ მიხაილოვიჩი ჯერაც არ ჩანდა,
ვიფიქრე, რომ მოსვლა გადაიფიქრა, ანდა სულაც დანაპირები და-
ავიწყდა. თუმცა ცხრის ნახევარზე, როგორც იქნა, დიდი ხნის ნალო-
დინარი ზარი მაინც გაისმა, მე ფიოდორ მიხაილოვიჩს შევეგებე და
ვკითხე:
– მაინც როგორ მიპოვეთ, ფიოდორ მიხაილოვიჩ?
– ასე არა? – ალერსიანად შემომიბრუნა მან კითხვა. – ამას ისე
მეუბნებით, თითქოს არ გინდოდათ, რომ მეპოვეთ. არადა, მე ხომ
თქვენ შვიდი საათიდან გეძებთ, მთელი შემოგარენი შემოვიარე და
ხალხი გამოვკითხე. ყველამ იცოდა, რომ აქ სადღაც კოსტრომსკაიას
ქუჩა იყო, მაგრამ როგორ მომეგნო, ვერ მეუბნებოდნენ. მადლობა
ღმერთს, ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც კოფოზე შე-
მოგვიჯდა და მეეტლეს გზა აჩვენა.

54
ფიოდორ მიხაილოვიჩს ოთახში შემოსული დედა წარვუდგინე. ის
მას ხელზე გალანტურად ეამბორა და უთხრა, რომ სამუშაოში დახმა-
რებას მე მიმადლოდა. დედამ ფინჯნებში ჩაის დასხმა დაიწყო, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა კი ამასობაში მიამბო, რომ სტელოვსკისთვის
ხელნაწერის ჩაბარებაზე თურმე დიდი მღელვარება გადაეტანა. რო-
გორც ვვარაუდობდით, გაქნილ გამომცემელს ეშმაკობა მაინც უცდია:
სტელოვსკი პროვინციაში გამგზავრებულა, მსახურს კი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩისთვის მოუხსენებია, რომ არ იცოდა ბატონი როდის დაბ-
რუნდებოდა. მაშინ ფიოდორ მიხაილოვიჩი სტელოვსკის გამომცემ-
ლობაში წასულა და ხელნაწერის გამგესთვის ჩაბარება უცდია, მაგ-
რამ გამგეს იმ მიზეზით, რომ სტელოვსკისგან ამის შესახებ განკარგუ-
ლება არ ჰქონდა მიღებული, ხელნაწერის დატოვებაზე გადაჭრით
უარი განუცხადებია. ნოტარიუსთან მისვლა ფიოდორ მიხაილოვიჩს
დაუგვიანებია, ხოლო კვარტლის
სამმართველოში დღისით უფროსობისგან არავინ დახვედრია და
მისთვის საღამოს შევლა უთხოვიათ. ფიოდორ მიხაილოვიჩს მთელი
დღე მღელვარებაში გაუტარებია და ხელნაწერის კვარტლის სამმარ-
თველოში ჩაბარება და მეთვალყურის ხელწერილის მიღება მხო-
ლოდ საღამოს ათი საათისთვის მოუხერხებია.
ჩვენ ჩაის სმა და ისევე ხალისიანად და ძალდაუტანებლად დავიწ-
ყეთ საუბარი, როგორც ადრე ვლაპარაკობდით ხოლმე. საუბარში იმ-
დენი ახალი და საინტერესო გამოვლინდა, რომ ჩემ მიერ სასაუბროდ
მოფიქრებული თემების გამოყენება არც დამჭირვებია. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა “ცნობილი” მწერლის სტუმრობით თავიდან რამდენადმე
უხერხულად შეცბუნებული დედაც კი სრულიად მოხიბლა. მას შეეძ-
ლო მომხიბვლელიც ყოფილიყო და შემდგომშიც არაერთხელ მინა-
ხავს, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის ამ თვისებას უკვე წინასწარ ცუ-
დად განწყობილი ადამიანებიც კი მის მიმართ კეთილად განუწყვია.

55
როდესაც ლაპარაკი მის ნაწარმოებებზე ჩამოვარდა ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა მითხრა, რომ ერთი კვირით დასვენების შემდეგ “დანა-
შაული და სასჯელის” ბოლო ნაწილზე მუშაობის დაწყებას აპირებდა.
– მინდა დახმარება გთხოვოთ, ჩემო კეთილო, ანა გრიგორევნა.
მე ისე გამიადვილდა თქვენთან
ერთად მუშაობა, რომ ამიერიდანაც ასე გაგრძელებას ვისურვებ-
დი. იმედი მაქვს, უარს არ მეტყვით და თანამშრომლობას ისევ გამი-
წევთ.
– სიამოვნებით დაგეხმარებოდით, – ვუპასუხე მე. – მაგრამ არ ვი-
ცი, ამას ოლხინი როგორ შეხედავს. შესაძლოა ამ ახალ სამუშაოში
დამხმარედ მას თქვენთვის თავისი სხვა მოსწავლის შემოთავაზება
უნდოდეს.
– მაგრამ მე მუშაობის თქვენს მანერას შევეჩვიე და სწორედ თქვე-
ნი მანერით ვარ უაღრესად კმაყოფილი. ოლხინის მხრიდან სხვა სტე-
ნოგრაფისტისთვის რეკომენდაციის გაწევა, რომელსაც შესაძლოა
ვერც კი შევეწყო, უცნაურიც კი იქნებოდა. თუმცა იქნებ თქვენ თვითონ
აღარ გსურთ ჩემთან მუშაობა? ამ შემთხვევაში, თავისთავად ცხადია,
ვერ დაგაძალებთ...
ფიოდორ მიხაილოვიჩი გულნატკენი ჩანდა. მე საჩქაროდ მის
დამშვიდებას შევეცადე და ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, ოლხინს ამ
ახალ სამუშაოზე ჩემი დაკავების საწინააღმდეგო არაფერი ექნებო-
და, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლიდი მისთვის მეკითხა.
დაახლოებით თერთმეტი საათისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩი წა-
სასვლელად გაემზადა და დამშვიდობებისას სიტყვა ჩამომართვა,
რომ პირველსავე ლექციაზე ოლხინს ამ თემაზე
დაველაპარაკებოდი, პასუხს კი დაუყოვნებლად მას მივწერდი.
ჩვენ ერთმანეთს ყოველმხრივ კეთილგანწყობითა და მეგობრულად
დავემშვიდობეთ და ამჯერადაც ესოდენ ცოცხალი და ძალდაუტანე-
ბელი ჩვენი საუბრით აღფრთოვანებული სასადილო ოთახში დავ-

56
ბრუნდი. მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩის წასვლიდან ათი წუთის შემ-
დეგ ოთახში მოახლე შემოვიდა და გვაცნობა, რომ მეეტლესთვის,
რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩს ელოდებოდა, სიბნელეში ვიღა-
ცას მარხილიდან ბალიში მოუპარავს და ისე გაგულისებულა, რომ
მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარებულა, რაც ფიოდორ მიხაილოვიჩი
დანაკარგისთვის გასამრჯელოს მიცემას დაჰპირებია.
იმ დროს ჯერაც იმდენად ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი,
რომ ამ შემთხვევამ უაღრესად შემაშფოთა: წარმოვიდგინე, რომ ეს
ამბავი ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩვენდამი დამოკიდებულებაზე იმოქ-
მედებდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი ისეთ მიყრუებულ ადგილას სტუმ-
რობას, სადაც, მისი მეეტლის მსგავსად შეიძლებოდა ვინმეს ისიც გა-
ექურდა, აღარასოდეს მოინდომებდა და ცრემლებამდე გულდაწყვე-
ტას ვგრძნობდი, რომ ასე საოცრად გატარებული საღამოსგან დარ-
ჩენილი შთაბეჭდილება საწყენი შემთხვევითობის გამო უნდა გაფუჭე-
ბულიყო.

IX
ფიოდორ მიხაილოვიჩის სტუმრობის მეორე დღეს მთელი დღით
ჩემს დასთან – მარია გრიგორევნა სვატკოვსკაიასთან გავემგზავრე
და მასა და მის მეუღლეს – პაველ გრიგორევიჩს დოსტოევსკისთან
ჩემი მუშაობის შესახებ ვუამბე. მანამდე, სანამ დღის განმავლობაში
ფიოდორ მიხაილოვიჩთან ვმუშაოდი, საღამოობით კი ნაკარნახევის
გადაწერით ვიყავი დაკავებული ჩემს დას – მაშას იშვიათად ვნახუ-
ლობდი და მოსაყოლიც ბევრი დაგვიგროვდა. მაშა ყურადღებით
მისმენდა, მუდმივად მაწყვეტინებდა და ყველაფერს დაწვრილებით
ეძიებოდა, ბოლოს კი, დამშვიდობებისას მითხრა:
– დოსტოევსკის პერსონით შენი ასეთი გატაცება მართებულად არ
მიმაჩნია, ნეტოჩკა. შენს ოცნებებს ხომ ასრულება არ უწერია და რაკი
ის ასეთი სნეული და ოჯახის წინაშე ვალდებულებებითა და ვალებით

57
ამდენად დამძიმებული ადამიანია, მადლობა ღმერთს, რომ არ უწე-
რია!
მე გულმხურვალედ შევეპასუხე და გამოვუცხადე, რომ დოსტოევ-
სკის პერსონით არც “გატაცებული” ვიყავი და არც არაფერზე “ვოცნე-
ბობდი”, უბრალოდ მიხაროდა, რომ ჭკვიან და ნიჭიერ ადამიანთან
საუბრების საშუალება მქონდა და სამუშაოსა და მისი ჩემდამი ყურად-
ღების გამო ვემადლიერებოდი.
მაგრამ ჩემი დის სიტყვებმა შემაცბუნა და შინ დაბრუნებული თავა-
დაც დავფიქრდი: ნუთუ მაშა მართალია და ფიოდორ მიხაილოვიჩით
მართლაც “გატაცებული” ვარ? ნუთუ ეს იმ სიყვარულის დასაწყისია,
რომელიც აქამდე არ განმიცდია? ჩემი მხრიდან ამაზე ოცნება ხომ
სრული უგუნურობა იქნებოდა?! განა ეს შესაძლებელია? მაგრამ რო-
გორ მოვიქცე, თუკი ეს მართლაც სიყვარულის დასაწყისია? იქნებ უმ-
ჯობესია, რაიმე საპატიო საბაბით შემოთავაზებულ სამუშაოზე უარი
ვთქვა, ფიოდორ მიხაილოვიჩთან მეტჯერ აღარასოდეს მივიდე და
მასზე აღარ ვიფიქრო, ნელ-ნელა მის დავიწყებას შევეცადო და რა-
იმე საქმიანობაზე გულის გადაყოლებით ჩემთვის ესოდენ გასაფ-
რთხილებელი და ძვირფასი უწინდელი სულიერი სიმშვიდე დავიბ-
რუნო. მაგრამ ხომ შეიძლება მაშა ცდებოდეს და ჩემს გულს არავი-
თარი საფრთხე არ ემუქრებოდეს. ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა
მოვიკლო სტენოგრაფისტის სამუშაოც, რომელზეც ასე ვოცნებობდი
და ამ სამუშაოს თანმდევი საინტერესო საუბრებიც.
გარდა ამისა, რაკი ფიოდორ მიხაილოვიჩი სტენოგრაფისტის
დახმარებით მუშაობას მიეჩვია, ამ დახმარების გარეშე არც მისი მი-
ტოვება მინდოდა, მით უმეტეს, რომ ოლხინის მოწაფეებს შორის არა-
ვინ მეგულებოდა ისეთი, ვინც წერის სიჩქარითა და ნაკარნახევის
დაბრუნებაში გამოჩენილი აკურატულობით ჩემს შეცვლას შეძლებდა
(გარდა ორისა, რომელთაც უკვე ჰქონდათ მუდმივი სამუშაო).
ეს აზრები გონებაში ერთმანეთის მონაცვლეობით მომდიოდა და
საშინლად მაფორიაქებდა.

58
დადგა კვირა, 6 ნოემბერი. იმ დღეს დღეობის მისალოცად ჩემს
ნათლიასთან ვაპირებდი გამგზავრებას, რომელთანაც ახლო ურთი-
ერთობა არ მქონდა და მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ვსტუმ-
რობდი. თავის დღეობაზეც მას სავარაუდოდ ბევრი სტუმარი ეყოლე-
ბოდა და იმედი მქონდა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში
მოუშორებლად გულს შემოწოლილი მძიმე განწყობის გაქარვებას
შევძლებდი. ნათლიაჩემი შორს ცხოვრობდა, ალარჩინის ხიდთან და
ამიტომ შედარებით ადრე უნდა წავსულიყავი და ადრიანადვე გავემ-
ზადე, მაგრამ სანამ მეეტლის მოსაყვანად გაგზავნილი მსახური მობ-
რუნდებოდა, ფორტეპიანოს მივუჯექი და მუსიკის გამო ზარის ხმა ვერ
გავიგონე. ჩემი ყურადღება მამაკაცის ნაბიჯის ხმამ მიიპყრო, თავი ავ-
წიე და, ჩემდა გასაკვირად და გასახარად, გაუბედავი და დარცხვენი-
ლი გამომეტყველებით ოთახისკენ მომავალი ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი დავინახე. მე მაშინვე წამოვდექი და სტუმარს მივეგებე.
– იცით, ანა გრიგორევნა, რა მოხდა? – მითხრა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა და ხელი მაგრად ჩამომართვა. – ამ ორი დღის განმავლო-
ბაში ძალიან მოვიწყინე, დღეს დილას კი იმაზე ვფიქრობდი, მოვსუ-
ლიყავი თქვენთან თუ არა? ჩემი მოსვლა უხერხული ხომ არ იქნებო-
და? ასე სწრაფად განმეორებით სტუმრობა თქვენ და დედათქვენს
უცნაურად ხომ არ მოგეჩვენებოდათ: ხუთშაბათს ვიყავი და კვირას
ისევ მოვდივარ! ბოლოს გადავწყვიტე, რომ არავითარ შემთხვევაში
არ მოვსულიყავი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აქ ვარ!
– რას ამბობთ, ფიოდორ მიხაილოვიჩ! მე და დედას თქვენი ჩვენ-
თან სტუმრობა ყოველთვის გაგვიხარდება!
მიუხედავად ჩემი რწმუნებისა, რომ მოსარიდებელი არაფერი
ჰქონდა, საუბარი ჩვენს შორის არაფრით არ ეწყობოდა. მე ჩემს
მღელვარებას ვერაფრით ვერეოდი და მხოლოდ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის კითხვებზე ვპასუხობდი, თავად კი არაფერს ვეკითხებოდი.
თუმცა ჩემი უხერხულობის სხვა მიზეზიც არსებობდა. იმ დიდი დარბა-

59
ზის გათბობა, სადაც მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ვისხედით დილი-
დან ვერ მოესწროთ და ოთახში ძალიან ციოდა. ეს ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმაც შენიშნა.
– მაინც როგორ ცივა თქვენთან; და თავადაც რა ცივი ხართ დღეს!
– მითხრა მან, მერე კი ისიც შენიშნა, რომ ღია ნაცრისფერი აბრეშუ-
მის კაბა მეცვა და მკითხა, სად მივდიოდი.
როდესაც შეიტყო, რომ მალე ნათლიასთან გამგზავრებას ვაპი-
რებდი, შეცბუნდა, მითხრა, რომ ჩემი შეყოვნება არ უნდოდა და, რამ-
დენადაც ერთი გზა გვქონდა, თავისი მარხილით წაყვანა შემომთავა-
ზა. მეც დავთანხმდი და ერთად გავემგზავრეთ. რომელიღაც მკვეთრ
მოსახვევში ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემთვის წელზე ხელის შეშვე-
ლება მოინდომა, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც სამოციანი წლების
ახალგაზრდა ქალების უმეტესობისთვის, ხელზე კოცნისა თუ
ქალბატონისთვის წელზე ხელის შეშველების მსგავსი ყურადღე-
ბის ნებისმიერი ფორმა მიუღებელი იყო და ამიტომ ვუთხარი:
– გთხოვთ, ნუ წუხდებით, ფიოდორ მიხაილოვიჩ, არ გადავვარ-
დები! – რაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა, როგორც ჩანს, იწყინა, რადგან
მიპასუხა:
– ნეტა იცოდეთ, როგორ მინდა, რომ ახლა მარხილიდან გადა-
ვარდეთ!
მე გამეცინა და ამით ჩვენს შორის ისევ მშვიდობა დამყარდა: ჩემი
სევდიანი განწყობა ერთბაშად გაქრა და მთელი დარჩენილი გზა ერ-
თმანეთთან ხალისიან საუბარში გავატარეთ. დამშვიდობებისას ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა ხელი მაგრად ჩამომართვა და პირობა დამა-
დებინა, რომ “დანაშაული და სასჯელის” ბოლო ნაწილზე მუშაობას-
თან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ერთი დღის შემდეგ მასთან
მივიდოდი.

60
1866 წლის რვა ნოემბერი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ღირსშესა-
ნიშნავი დღეა: ამ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი სიყვარულში გამო-
მიტყდა და ხელი მთხოვა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგ-
რამ იმ დღის ყველა წვრილმანი მაინც ისე ცხადად არის ჩემს მახსოვ-
რობაში ასახული, თითქოს ეს ყველაფერი ერთი თვის წინ მომხდა-
რიყოს.
ნათელი, ყინვიანი დღე იყო. ფიოდორ მიხაილოვიჩთან ფეხით წა-
ვედი და ამიტომ ნახევარი საათით დავაგვიანე. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი, როგორც ჩანს, დიდი ხანია მელოდა და ჩემი ხმის გაგონების-
თანავე წინკარში გამოვიდა.
– როგორც იქნა მოხვედით! – მითხრა გახარებულმა და თავსაბუ-
რავის კვანძის გახსნასა და პალტოს გახდაში დამეხმარა. კაბინეტში
ერთად შევედით. ფანჯრებიდან შემომავალი შუქით ამჯერად იქაუ-
რობა ერთიანად განათებული დამხვდა. გარდა ამისა, გაკვირვებულ-
მა შევნიშნე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი რატომღაც ძალიან აფო-
რიაქებული იყო. მგზნებარედ თვალებანთებულს თითქმის აღფრთო-
ვანებული გამომეტყველება ჰქონდა და ეს ძალიან აახალგაზრდავებ-
და.
– როგორ მიხარია, რომ მოხვედით, – დაიწყო მან. – ისე მეშინო-
და, რომ დანაპირები დაგავიწყდებოდათ.
– რატომ უნდა დამვიწყებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩ? თუკი პი-
რობას ვდებ, მას ყოველთვის ვასრულებ.
– მაპატიეთ, მართალია, მიცემული სიტყვის გატეხა თქვენ არ გა-
ხასიათებთ. ოჰ, როგორ მიხარია, რომ ისევ გხედავთ!
– თქვენი ნახვა მეც ძალიან მიხარია, ფიოდორ მიხაილოვიჩ, მით
უმეტეს კი ის, რომ ასეთი მხიარული ხართ. რამე კარგი შეგემთხვათ?
– დიახ, შემემთხვა! დღეს ღამე არაჩვეულებრივი სიზმარი ვნახე!
– სულ ეს არის?! – გამიკვირდა მე და გამეცინა.
– არა, არა, ნუ გეცინებათ, გთხოვთ. სიზმრებს მე დიდი მნიშვნე-
ლობას ვანიჭებ. ჩემი სიზმრები ყოველთვის წინასწარმეტყველურია.

61
როდესაც სიზმარში ჩემს ცხონებულ ძმას, მიშას, ანდა, განსაკუთრე-
ბით კი მაშინ, როცა მამას ვხედავ, ყოველთვის ვიცი, რომ უბედურე-
ბას უნდა ველოდო.
– მაშ, მომიყევით თქვენი სიზმარი!
– ამ პოლისანდრის დიდ ყუთს ხომ ხედავთ? ეს ჩემი ციმბირელი
მეგობრის – ჩოკან ვალიხანოვის საჩუქარია და ის ჩემთვის ძალიან
ძვირფასია. შიგ ჩემს ხელნაწერებს, წერილებსა და ძვირფასად მო-
საგონარ ნივთებს ვინახავ. მოკლედ, სიზმარში ვხედავ, რომ ამ ყუთის
წინ ვზივარ და ქაღალდებს ვარჩევ. უცებ ამ ქაღალდებს შორის პატა-
რა, ბზინვარე ვარსკვლავივით რაღაც ნათდება. მე ისევ ქაღალდების
გადარჩევას ვაგრძელებ, ის ვარსკვლავი კი ხან ჩნდება, ხან ისევ სად-
ღაც იმალება. მე მისმა ნათებამ დამაინტერესა: ქაღალდების ნელა
გადაწყობა დავიწყე და მათ შორის ერთი ბეწო, მაგრამ საოცრად ნა-
თელი და ბზინვარე ბრილიანტი აღმოვაჩინე.
– მერე რა მოხდა?
– საქმეც ის არის, რომ არ მახსოვს! ამის მერე სიზმარი სხვა სიზ-
მარში გადავიდა და არ ვიცი იმ ბრილიანტს რა დაემართა. მაგრამ ეს
ნამდვილად კარგი სიზმარი იყო!
– მაგრამ, როგორც ვიცი, სიზმრებს უკუღმა ხნიან, – შევნიშნე მე
და ნათქვამი მაშინვე ვინანე. ფიოდორ მიხაილოვიჩს თითქოს ღრუ-
ბელი გადაეფარაო, თვალებში ნათება ჩაუქრა და სახე მოეღუშა.
– მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს ცხოვრებაში სასიხარულო არა-
ფერი მოხდება? რომ ეს მხოლოდ ფუჭი იმედია? – ნაღვლიანი ხმით
აღმოხდა მას.
– ფიოდორ მიხაილოვიჩ, სიზმრების ახსნისა მე არაფერი გამეგება
და, სიმართლე გითხრათ, არც მჯერა მათი, – ვუპასუხე მე და გული
დამწყდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს ამაღლებული განწყობა გაუქ-
რა, ამიტომ შევეცადე ისევ გამეხალისებინა და მის დასმულ კითხვაზე,
მე როგორ სიზმრებს ვხედავდი, მათი კომიკური აღწერით ვუპასუხე:
– ყველაზე ხშირად სიზმარში ჩემი გიმნაზიის ყოფილ უფროსს ვხედავ

62
ხოლმე, საფეთქლებზე ძველმოდური კულულებით დამშვენებულ ბა-
ნოვან ქალბატონს, რომელიც სიზმარში მუდმივად რაღაცის გამო
მტუქსავს. ასევე მწითურ კატას, რომელიც ერთხელ ჩვენი ბაღის ღო-
ბიდან პირდაპირ მე დამახტა და საშინლად შემაშინა.
– ოჰ, რა ბავშვი ხართ, ნამდვილი ბავშვი! – იმეორებდა ფიოდორ
მიხაილოვიჩი სიცილით და ალერსიანად შემომყურებდა. – და სიზ-
მრებიც როგორი გაქვთ! კარგი, მაშინ ახლა ის მითხარით, დღეობაზე
როგორი დრო გაატარეთ? – მკითხა მან მერე.
– ძალიან კარგი. სადილის შემდეგ უფროსები კარტის სათამაშოდ
დასხდნენ, ჩვენ კი, ახალგაზრდობა, სახლის პატრონის კაბინეტში შე-
ვიკრიბეთ და მთელი საღამოს განმავლობაში ვლაპარაკობდით. იქ
ორი სასიამოვნო და მხიარული სტუდენტი იყო.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ისევ მოიღუშა. იმ დღეს განწყობა ისეთი
სისწრაფით ეცვლებოდა, რომ გამიკვირდა კიდეც. ეპილეფსიის ნიშ-
ნების არცოდნის გამო ისიც კი ვიფიქრე, რომ განწყობის ეს სწრაფი
ცვალებადობა ეპილეფსიის შეტევის მომასწავებელი იყო და საში-
ნელმა შიშმა ამიტანა...
ჩვენს ურთიერთობაში თითქმის თავიდანვე ისე დამკვიდრდა,
რომ ყოველთვის, როცა სამუშაოდ მივდიოდი, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი მიამბობდა ხოლმე იმ დროის განმავლობაში, რაც ერთმანეთი
არ გვენახა, რას აკეთებდა და სად დადიოდა. ამიტომ მისი ცუდი გან-
წყობის გასაქარვებლად ამჯერადაც ვკითხე, ამ ბოლო დღეებში რით
იყო დაკავებული.
– ახალი რომანის სიუჟეტზე ვფიქრობდი, – მიპასუხა მან.
– მართლა? საინტერესო რომანია?
– ჩემთვის ძალიან საინტერესოა; ის არის მხოლოდ, რომ რომანის
დასასრული ვერ მომიფიქრებია. აქ ახალგაზრდა ქალის ფსიქოლო-
გიაა გასათვალისწინებელი. მოსკოვში რომ ვიყო, ჩემს ძმიშვილს სო-
ნეჩკას ვკითხავდი, მაგრამ რადგან იქ არ ვარ, თქვენ გკითხავთ.
მე ამაყად გავემზადე ნიჭიერი მწერლის “დასახმარებლად”.

63
– ვინ არის თქვენი რომანის გმირი?
– მხატვარი, უკვე ხანდაზმული ადამიანი, მოკლედ, ერთი სიტ-
ყვით, დაახლოებით ჩემი ასაკის.
– მომიყევით, გთხოვთ, მომიყევით, – ვთხოვე ახალი რომანის სი-
უჟეტით დაინტერესებულმა.
და ფიოდორ მიხაილოვიჩიც ჩემი თხოვნის პასუხად ბრწყინვალე
იმპროვიზაციად დაიღვარა. ისეთი აღმაფრენით თხრობა, როგორიც
იმ დღეს, მისგან არასდროს, არც იქამდე და არც მერე არ მომისმე-
ნია. რაც უფრო მეტს მიყვებოდა, მით უფრო ცხადად მეჩვენებოდა,
რომ ფოდორ მიხაილოვიჩი თავის საკუთარ ცხოვრებას აღწერდა და
მხოლოდ სახეებსა და გარემოებებს ცვლიდა. მის ნაამბობში იყო ყვე-
ლაფერი ის, რაც მართალია გაკვრით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მაგრამ
ჩემთვის ადრეც უთქვამს. თუმცა ამჯერად ამ დაწვრილებითმა და
თანმიმდევრობითმა თხრობამ გარდაცვლილ ცოლთან და ახლობ-
ლებთან მის ურთიერთობებში ჩემთვის კიდევ უფრო ბევრი რამ გახა-
და ნათელი.
ახალ რომანშიც მძიმე ბავშვობის თემა იშლებოდა, საყვარელი მა-
მის ადრე დაკარგვა, რაღაც საბედისწერო გარემოებები (მძიმე ავად-
მყოფობა), რომელთაც მხატვარი სრულფასოვან ცხოვრებასა და
საყვარელ ხელოვნებას ათი წლით მოსწყვიტეს. იყო სიცოცხლისკენ
შემობრუნებაც (მხატვრის გამოჯანმრთელება), შეხვედრა ქალ-
თან, რომელიც მას შეუყვარდება: ამ სიყვარულის გამო ტანჯვაც, ცო-
ლისა და ახლობელი ადამიანების (საყვარელი დის) სიკვდილიცა და
სიღარიბეც და ვალებიც...
გმირის სულიერი მდგომარეობა, მისი მარტოსულობა, ახლობე-
ლი ადამიანების მიმართ გულის გატეხა, ახალი ცხოვრების დაწყების
წყურვილი, სიყვარულის მოთხოვნილება და ბედნიერების პოვნის
დაუოკებელი სურვილი იმდენად ცოცხლად და თვალნათლად იყო
დახატული, რომ, როგორც ჩანს, არა უბრალოდ მხატვრული ფანტა-
ზიის ნაყოფს, არამედ თვით ავტორის განცდილ სიმწარეს აღწერდა.

64
თავისი გმირის დახასიათებაზე ფიოდორ მიხაილოვიჩს მუქი ფე-
რები არ დანანებოდა. მისი სიტყვებით, გმირი დროზე ადრე დაბერე-
ბული ადამიანი იყო, განუკურნებელი სენით დასახიჩრებული (ხელის
დამბლა), მოღუშული და ეჭვნეული, თუმცა კი მგრძნობიარე და მო-
სიყვარულე გულის პატრონი, მაგრამ ადამიანი, რომელსაც თავისი
გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო; მხატვარი, რომელსაც შესაძ-
ლოა არც ნიჭიერება აკლდა, მაგრამ წარუმეტებელი და ბედუკუღ-
მართი, რომელსაც თავისი იდეების საოცნებო ფორმით განხორციე-
ლება ჯერაც ვერ მოესწრო.
რამდენადაც რომანის გმირის სახეში თავად ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს ვხედავდი, თავი ვერ შევიკავე, რომ არ შემეწყვეტინებინა და არ
მეკითხა:
– მაგრამ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, თქვენი გმირი ასე რატომ და-
ჩაგრეთ?
– ვხედავ, ის დიდად არ მოგეწონათ.
– პირიქით, ძალიანაც მომეწონა. მას კეთილი გული აქვს. დაფიქ-
რდით, რამდენი უბედურება იწვნია და რა უდრტვინველად გადაიტა-
ნა ყველაფერი! სხვა ნებისმიერი, ვინც ცხოვრებაში ამდენ უკუღმარ-
თობას შეეჯახებოდა, ხომ აუცილებლად გაბოროტდებოდა და გულ-
ქვა გახდებოდა, თქვენს გმირს კი ჯერ ისევ უყვარს ადამიანები და ყო-
ველმხრივ ეხმარება მათ. არა, მის ღირსებებს თქვენ ნამდვილად გა-
უმართლებლად აკნინებთ.
– დიახ, გეთანხმებით, მას მართლაც კეთილი და მოსიყვარულე
გული აქვს და ნეტა იცოდეთ, როგორ მიხარია, რომ თქვენ მას გა-
უგეთ!
– და აი, – განაგრძო ფიოდორ მიხაილოვიჩმა თხრობა, – თავისი
ცხოვრების ამ გადამწყვეტ პერიოდში მხატვარი დაახლოებით თქვენი
ასაკის, ან ერთი-ორი წლით თქვენზე უფროს

65
ახალგაზრდა ქალს ხვდება. მოდი, მას ანა დავარქვათ, რომ
თხრობისას უბრალოდ ნაწარმოების გმირად მის მოხსენიებას მოვე-
რიდოთ. ეს კარგი სახელია...
ფიოდორ მიხაილოვიჩის ამ სიტყვებმა იმის რწმენა განმიმტკიცა,
რომ რომანის გმირ ახალგაზრდა ქალში ის ანა ვასილევნა კორვინ-
კრუკოვსკაიას გულისხმობდა. ამ ამბის ჩემთან რაიმე კავშირს იმდე-
ნად ვერ ვუშვებდი, რომ იმ წუთს სრულიად დამავიწყდა, თავადაც
რომ ანა მერქვა. ახალი რომანის თემა, ჩემი აზრით, არცთუ დიდი
ხნის წინათ უცხოეთიდან ანა ვასილევნასგან მიღებული წერილის
შთაბეჭდილებით უნდა ყოფილიყო შთაგონებული, რომელზეც რამ-
დენიმე დღის წინ ფიოდორ მიხაილოვიჩი მიამბობდა.
რომანის გმირი ახალგაზრდა ქალის პორტრეტს ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი პირიქით, ნათელ ფერებში აღწერდა. ავტორის თქმით, ანა
მშვიდი, გონიერი, კეთილი და ხალისიანი იყო და ადამიანებთან ურ-
თიერთობებში უდიდესი ტაქტითა და თავდაჭერით გამოირჩეოდა.
რამდენადაც იმ დროს ქალურ სილამაზეს ჯერ კიდევ დიდ მნიშვნე-
ლობას ვანიჭებდი, ვერ მოვითმინე და ვკითხე:
– და გარეგნულად? ლამაზია ანა?
– თავისთავად ცხადია, კალმით ნახატი არ არის, მაგრამ სანდო-
მიანი და მომხიბვლელია. ყოველ შემთხვევაში, მე მისი სახე მომწონს
და მიყვარს.
მომეჩვენა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ სიტყვებით ანა ვასი-
ლევნას პორტრეტი დახატა და გული მომეწურა, მთელი ჩემი არსება
კორვინ-კრუკოვსკაიასადმი უკეთურმა გრძნობამ მოიცვა და შევნიშ-
ნე:
– მაგრამ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, მგონი თქვენს “ანას” მეტისმე-
ტად აიდეალებთ. განა ის ასეთია?
– სწორედაც რომ ასეთია! მერწმუნეთ, მე ის კარგად შევისწავლე!
მხატვარი, – განაგრძო ისევ ფიოდორ მიხაილოვიჩმა. – ანას სამხატ-
ვრო წრეებში ხედავდა ხოლმე და რაც დრო გადიოდა, მით მეტად

66
მოსწონდა და მით მეტად რწმუნდებოდა, რომ მასთან ბედნიერების
პოვნას შეძლებდა. მაგრამ ეს ოცნება თითქმის შეუძლებლად წარმო-
ედგინა. და მართლაც, ანკი რა შეეძლო მოხუც, სნეულსა და ვალე-
ბით დამძიმებულ ადამიანს ამ ჯანმრთელი, ახალგაზრდა და სიცოც-
ხლით სავსე გოგონასთვის მიეცა? განა მხატვრის სიყვარული იმ გო-
გონასგან საშინელი მსხვერპლი არ იქნებოდა და არ ინანებდა მერე
მწარედ, რომ ბედი ასეთ ადამიანს დაუკავშირა? ანდა სულაც, განა კი
შესაძლებელია, რომ ამდენად განსხვავებული ხასიათისა და ასაკის
ახალგაზრდა ქალს ჩემი მხატვარი შეუყვარდეს? განა ეს ფსიქოლო-
გიური უმართებულობა არ იქნებოდა? აი, სწორედ ამის შესახებ მინ-
და თქვენი აზრის მოსმენა, ანა გრიგორევნა.
– რატომ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? თუკი, როგორც ამ-
ბობთ, თქვენი ანა ქარაფშუტა არ არის და კეთილი და თანამგრძნობი
გული აქვს, ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ თქვენი მხატვარი შეუყ-
ვარდეს? მერე რა, თუ ის სნეული და ღარიბია? განა მარტო გარეგ-
ნობისა და სიმდიდრის გამო უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? ანდა
მისი მხრიდან მსხვერპლს რაში ხედავთ? თუკი მას თქვენი მხატვარი
უყვარს, თავადაც ხომ ბედნიერი იქნება და არც სანანებელი გაუხდება
არასდროს არაფერი!
მე გზნებით ვლაპარაკობდი, ფიოდორ მიხაილოვიჩი კი აღელვე-
ბული მისმენდა.
– თქვენ სერიოზულად გჯერათ, რომ ის ჩემი მხატვრის გულწრფე-
ლად შეყვარებას შეძლებს? შეძლებს, რომ მთელი სიცოცხლის გან-
მავლობაში უყვარდეს? – მკითხა მან და თითქოს ყოყმანობსო, წუ-
თით გაჩუმდა, მერე კი აკანკალებული ხმით განაგრძო. – ერთი წუ-
თით თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილას, წარმოიდგინეთ,
რომ ის მხატვარი მე ვარ, რომ მე სიყვარულში გამოგიტყდით და ცო-
ლად გამოყოლა გთხოვეთ. მითხარით, ასე რომ იყოს, რას მიპასუ-
ხებდით?

67
ფიოდორ მიხაილოვიჩის სახე ისეთ შეცბუნებას, ისეთ ღრმა ტან-
ჯვას გამოხატავდა, როგორც იქნა მივხვდი, რომ ეს უბრალო ლიტე-
რატურული საუბარი არ იყო და თუ მიკიბულ-მოკიბულ პაუსუხს
გავცემდი, ამით მის თავმოყვარეობასა და სიამაყეს საშინლად შე-
ურაცხვყოფდი. მე მის აღელვებულ, ჩემთვის ესოდენ ძვირფას სახეს
შევხედე და ვუთხარი:
– მე გიპასუხებდით, რომ მიყვარხართ და მთელი სიცოცხლის გან-
მავლობაში მეყვარებით!
არ გავიმეორებ იმ ალერსიან და სიყვარულით სავსე სიტყვებს,
რომლებსაც ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემთვის დაუვიწყარ იმ წუთებში
მეუბნებოდა: ისინი ჩემთვის წმინდაა...
მე განცვიფრებული ვიყავი, ჩემივე დიდი ბედნიერებით თითქმის
გონებადაბინდული და დიდხანს არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი
ჩემს თავს ხდებოდა. მახსოვს, რომ როცა თითქმის ერთი საათის შემ-
დეგ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩვენი ერთობლივი მომავლის გეგმებზე
დაიწყო ლაპარაკი და ჩემი აზრით დაინტერესდა, ვუპასუხე:
– გგონიათ, ახლა ამაზე მსჯელობა შემიძლია? მე ხომ უზომოდ
ბედნიერი ვარ, ფიოდორ მიხაილოვიჩ!
რადგან არ ვიცოდით, როგორ აეწყობოდა გარემოებები და რო-
დის შედგებოდა ჩვენი ქორწილი, გადავწყვიტეთ, დედაჩემის გარდა
ჯერ-ჯერობით არავისთვის არაფერი გვეთქვა. ფიოდორ
მიხაილოვიჩი დამპირდა, რომ მეორე დღეს გვესტუმრებოდა,
მთელ საღამოს ჩვენთან გაატარებდა და ხვალინდელ შეხვედრას
მოუთმენლად დაელოდებოდა.
მან წინკარამდე მიმაცილა და თავსაბურავის შეკვრაში მზრუნვე-
ლად დამეხმარა. მერე კი, სანამ ბინიდან გავიდოდი, მითხრა:
– ანა გრიგორევნა, ახლა ხომ უკვე ვიცი, რა დაემართა იმ ბრილი-
ანტს.
– ნუთუ სიზმარი გაიხსენეთ?

68
– არა, სიზმარი არ გამიხსენებია. მაგრამ ვიცი, რომ ის ბრილიან-
ტი, როგორც იქნა, ვიპოვე და ვაპირებ, მთელი სიცოცხლის განმავ-
ლობაში შევინარჩუნო.
– ცდებით, ფიოდორ მიხაილოვიჩ! – გამეცინა მე, – თქვენ ბრილი-
ანტი კი არა უბრალო ქვა იპოვეთ.
– არა, დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად არ ვცდები, – მითხრა
მან, უკვე სერიოზული სახით, დამშვიდობებისას.

XI
ფიოდორ მიხაილოვიჩისგან რომ ვბრუნდებოდი გული აღფრთო-
ვანებით მქონდა სავსე. მახსოვს, მთელი გზა, თითქოს ვერ ვხვდებო-
დი, სად ვიყავი და გამვლელებს ვერ ვამჩნევდი, თავს ვერ ვიკავებდი
და საკმაოდ ხმამაღლა წამომცდებოდა ხოლმე:
– ღმერთო, რა ბედნიერებაა! ნუთუ ეს მართალია? ნუთუ ეს სიზმა-
რი არ არის? ნუთუ ის ჩემი ქმარი იქნება?!
მერე ქუჩისა და ადამიანების ხმაურმა მეტ-ნაკლებად გამომაფხიზ-
ლა და გამახსენდა, რომ სადილად ნათესავებთან, ჩემი ბიძაშვილის
– მიხეილ ნიკოლაევიჩ სნიტკინის დღეობის აღსანიშნავ წვეულებაზე
ვიყავი მიპატიჟებული. ამიტომ სადღესასწაულო ღვეზელის საყიდ-
ლად საფუნთუშეში შევიარე (მაშინ საკონდიტროები ბევრი არ იყო).
აღტაცებულს გარშემო ყველა სანდომიან და კეთილ ადამიანად მეჩ-
ვენებოდა და ყველასთვის რამე სასიამოვნოს თქმა მინდოდა. ბო-
ლოს თავი მაინც ვერ შევიკავე და ღვეზელების გამყიდველ გერმა-
ნელ ქალიშვილთან ლაპარაკში აღვნიშნე:
– რა საოცარი სახის ფერი გაქვთ და რა ლამაზი ვარცხნილობა!
ნათესავებთან უამრავი სტუმარი დამხვდა, მაგრამ დედა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ დამპირდა, სადილად თვითონაც მოვიდოდა, ჯერაც
არ ჩანდა. ამან ძალიან დამამწუხრა: მინდოდა, სასიხარულო ამბავი
მისთვის რაც შეიძლება ჩქარა მეთქვა.

69
სადილზე მხიარულება სუფევდა, თუმცა მე ძალიან უცნაურად ვიქ-
ცეოდი: ხან ყველაფერზე ვიცინოდი, ხან ჩავფიქრდებოდი ხოლმე და
არ მესმოდა, რას მეუბნებოდნენ, ხან კი უდროო დროს და შეუსაბა-
მოდ ვპასუხობდი, ბოლოს ერთ ბატონს ფიოდორ მიხაილოვიჩის სა-
ხელითაც კი მივმართე. ჩემს დაბნეულობაზე ხუმრობა დაიწყეს და
იძულებული გავხდი, დაბნეულობა აუტანელი თავის ტკივილით გამე-
მართლებინა.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩემი კეთილი დედა მოვიდა. მაშინვე წინ-
კარში გავედი და მასთან მივირბინე, მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩუ-
ლე:
– მომილოცეთ, მე დანიშნული ვარ!
სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რადგან დედას შესახვედ-
რად წინკარში მასპინძლებიც გამოვიდნენ. მახსოვს, მთელი საღამო
დედა, რამდენადაც ვერ ხვდებოდა, წვეულებაზე დამსწრე თაყვანის-
მცემელთაგან ვინ იყო ჩემი რჩეული, გამომცდელი და ცნობისმოყვა-
რე თვალით
მიყურებდა. დედასთვის იმის თქმა, რომ დოსტოევსკის მივყვებო-
დი ცოლად მხოლოდ სახლისკენ მიმავალ გზაზე მოვახერხე. არ ვიცი,
გაეხარდა თუ არა ეს ამბავი, ალბათ არა. როგორც გამოცდილი ადა-
მიანი, შეუძლებელი იყო წინასწარ არ მიმხვდარიყო, რომ ჩემი მომა-
ვალი ქმრის საშინელი სნეულებისა და უსახსრობის გამო ეს ქორწი-
ნება ბევრ ტანჯვასა და სიმწარეს მიქადდა. მაგრამ დედას ჩემი გადაწ-
ყვეტილების გადათქმევინება არ უცდია (რასაც შემდგომ სხვები აკე-
თებდნენ), და ამის გამო მისი მადლიერი ვარ. ანკი ვის შეეძლო და-
ვერწმუნებინე, იმ ნაბიჯზე მეთქვა უარი, რომელმაც შემდგომ, მიუხე-
დავად ჩვენი ოჯახური ცხოვრების მძიმე მხარეებისა (ჩემი ქმრის
ავადმყოფობა და ვალები), ორივეს მართლაც ნამდვილი და ჭეშმა-
რიტი ბედნიერება მოგვიტანა.
მომდევნო დღე, ცხრა ნოემბერი ჩემთვის მტანჯველად გაიწელა.
ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და მუდმივად წინა საღამოს ჩვენ

70
შორის შემდგარი საუბრიდან ყველა წვრილმანის გახსენებას ვცდი-
ლობდი, მერე დავჯექი და ყველაფერი ჩემს სტენოგრაფიულ წიგნაკ-
ში ჩავიწერე.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა კარზე ზარი შვიდის ნახევარზე დარეკა
და იმის გამო, რომ დანიშნულ დროზე ნახევარი საათით ადრე მოვი-
და, სახლში შემოსვლისთანავე ლაპარაკი ბოდიშის მოხდით დაიწყო.
– ისე მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე მენახეთ, ვერ ვითმენ-
დი!
– Nous sommes logees a la meme enseigne6, – ვუპასუხე მე სიცი-
ლით, – მთელი დღე გული ვერაფერს დავუდე, მუდმივად თქვენზე
ვფიქრობდი, ნეტა იცოდეთ, როგორ მიხარია, რომ მოხვედით!
ფიოდორ მიხაილოვიჩმა მაშინვე შენიშნა, რომ ღია ფერის კაბა
მეცვა.
– აქეთ რომ მოვდიოდი, მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, გაიხდი-
დით სამგლოვიარო ტანისამოსს, თუ ისევ შავ კაბაში დამხვდებო-
დით?.. და აი, თქვენ ვარდისფერი გაცვიათ!
– გული სიხარულით მაქვს სავსე, სხვაგვარად როგორ იქნებო-
და?! თავისთავად ცხადია, სანამ ქორწილის შესახებ ყველას არ ვამ-
ცნობთ, გარეთ, სხვების დასანახად, შავი მეცმევა, მაგრამ სახლში,
თქვენთვის, ფერად კაბას ჩავიცვამ ხოლმე.
– ვარდისფერი ძალიან გიხდებათ, – მითხრა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა. – მაგრამ ეს კაბა კიდევ უფრო გაახალგაზრდავებთ და ჯერაც
პატარა გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებთ.
ჩემი ახალგაზრდული იერი ფიოდორ მიხაილოვიჩს, როგორც
ჩანს, უხერხულობის გრძნობას უჩენდა. მე ამ უხერხულების გაფან-
ტვას შევეცადე და სიცილით ვუთხარი, რომ ძალიან მალე მეც
დავბერდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, მაგრამ გარკვე-
ულ მიზეზთა გამო ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მიცემული პირობის

6
ფრ. ჩვენ ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვართ.
71
შესრულება, შეიძლება ითქვას, მაინც შევძელი, უფრო სწორად, ცხა-
დია, არ დავბერებულვარ, მაგრამ ვცდილობდი, ჩემს ჩაცმულობასა
თუ საუბრებში იმდენად დარბაისლური ვყოფილიყავი, რომ ჩემსა და
ჩემს ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა შეუმჩნეველი გამხდარიყო
და მალე ასეც მოხდა.
ოთახში დედა შემოვიდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი მის ხელს ეამ-
ბორა და უთხრა:
– თქვენთვის, რა თქმა უნდა, უკვე ცნობილია, რომ თქვენი ქალიშ-
ვილის ხელი ვითხოვე, რომ ანა გრიგორევნამ თანხმობით მიპასუხა
და მე ამით უდიდესი ბედნიერება მომანიჭა. მაგრამ მინდა, მისი არ-
ჩევანი თქვენც მოიწონოთ. ანა გრიგორევნას იმდენი კარგი აქვს
თქვენზე ნათქვამი, რომ თქვენდამი პატივისცემით უკვე განმსჭვალუ-
ლი ვარ!.. სიტყვას გაძლევთ, შესაძლებელი თუ შეუძლებელი, ყვე-
ლაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ის ბედნიერი იყოს, თქვენთვის კი
ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე ნათესავად ვიქცე.
სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა სიტყვა შეასრულა, ჩვენი ქორწინების თოთხმეტი წლის
განმავლობაში ის დედაჩემის მიმართ ყოველთვის მოკრძალებული
იყო, გულწრფელად უყვარდა და პატივს სცემდა მას.
თავისი მოკლე სიტყვა ფიოდორ მიხაილოვიჩმა საზეიმოდ, მაგ-
რამ ცოტა არეულმა წარმოთქვა, რაც შემდგომ თავადაც აღნიშნა.
დედას გული აუჩუყდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს გადაეხვია, სთხოვა,
რომ ვყვარებოდი და გამფრთხილებოდა და ბოლოს, გრძნობამორე-
ული, ატირდა კიდეც.
მე ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ამ ალბათ საკმაოდ მძიმე სცენის
შესაწყვეტად ნაჩქარევად დედას მივმართე:
– დედა, ძვირფასო, გთხოვთ საჩქაროდ ჩაი დაგვალევინოთ, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი საშინლად გაყინულა!
ჩაი მოგვართვეს. ჩვენ ფინჯნებით ხელში ძველებურ, რბილ სა-
ვარძლებში ჩავსხედით და გაცხოველებული საუბარი გავაბით.

72
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კარზე ზარი დაირეკა და მო-
ახლე გოგონამ ჩვენი ხშირი სტუმარი, ორი ახალგაზრდა ვაჟის მოს-
ვლა მოგვახსენა. ამჯერად მათმა დაუპატიჟებელმა სტუმრობამ გული
ძალიან დამწყვიტა და დედას ვთხოვე:
– დედა, თუ არ შეწუხდებით, სტუმრებს უთხარით, რომ ბოდიშს
ვიხდი, მაგრამ თავი მტკივა.
– არა, ანა გრიგორევნა, გთხოვთ, უარით ნუ გაისტუმრებთ, – გა-
მაწყვეტინა სიტყვა ფიოდორ მიხაილოვიჩმა და ხმადაბლა დაამატა:
– ძალიან მინდა, ახალგაზრდების წრეშიც გნახოთ, აქამდე ხომ მხო-
ლოდ ჩვენი, მოხუცების გარემოცვაში გხედავდით ხოლმე.
მე გამეღიმა და მოახლე გოგონას სტუმრების ოთახში შემოპატი-
ჟება ვთხოვე. ახალგაზრდები ფიოდორ მიხაილოვიჩს წარვუდგინე
და ვიგრძენი, რომ ცნობილი რომანისტის ასეთი მოულოდნელი გაც-
ნობით სტუმრები, ცოტა არ იყოს, შეცბნენ. იმ საზეიმო ვითარების მი-
ზეზის ასახსნელად, როგორშიც მათ დავხვდით, ვაჟებს ვუთხარი,
რომ ისინი ახალ რომანზე ჩვენი ერთობლივი მუშაობის აღსანიშნავ
საღამოზე მოხვდნენ. მერე კი ძალიან მომინდა რაიმე საერთო თემა-
ზე წამომეწყო საუბარი და მასში ფიოდორ მიხაილოვიჩიც ჩამერთო.
ამიტომ მას შემდეგ, რაც შემოსწრებულ ახალგაზრდათაგან ერთ-ერ-
თმა მკითხა, გამიარა თუ არა გუშინდელმა თავის ტკივილმა, კითხვით
ვისარგებლე და გამოვუცხადე:
– ეს თქვენი ბრალია, რომ გუშინ თავი მტკიოდა: ყველანი ძალიან
ბევრს ეწეოდით. განა ვცდები, ფიოდორ მიხაილოვიჩ, ბევრის მოწევა
ხომ არ შეიძლება, ასე არ არის?
– ამ საკითხში მე ცუდი მსაჯული ვარ: აკი თავადაც ბევრს ვეწევი.
– მაგრამ ეს ხომ მავნებელია ჯანმრთელობისთვის?
– რა თქმა უნდა, მავნებელია, მაგრამ ეს ჩვევაა, რომლისგანაც
გათავისუფლება ძალიან ძნელია.
ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ წარმოთქმული ეს რამდენიმე
ფრაზა ერთადერთი იყო, რაც მან სტუმრების თანდასწრებით თქვა.

73
მომდევნო საუბარში მისი ჩართვა ვერაფრით მოვახერხე. ის ეწეოდა
და მე და სტუმრებს დაკვირვებული და ცნობისმოყვარე თვალით გვი-
ყურებდა. ახალგაზრდები თავს უხერხულად გრძნობდნენ: ცხადად
ჩანდა, რომ დოსტოევსკის სახელი მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახ-
დენდა. მათ მითხრეს, რომ წინა დღეს, ნათესავებისგან ჩემი წამოს-
ვლის შემდეგ, გადაუწყვეტიათ ყველა ერთად სეროვის “ივდითის” სა-
ნახავად წავსულიყავით და დავალებული ჰქონდათ გაეგოთ, როდის
მეცლებოდა, რომ ლოჟა დაეკავებინათ.
მე, რა თქმა უნდა, ძალიან თავაზიანად, მაგრამ მიწვევაზე გადაჭ-
რით უარი ვუთხარი და ავუხსენი, რომ, რამდენადაც რომანზე მუშაო-
ბის გამო თანაკურსელებს ჩამოვრჩი, უახლოესი დღეებიდან სტენოგ-
რაფიის მეცადინეობებისთვის მეტი დროის დათმობას ვაპირებდი და,
შესაბამისად, ოპერაშიც ვერაფრით წავიდოდი.
– თხუთმეტი ნოემბრის კონცერტზე რას იტყვით? იქ ხომ მაინც წა-
მოხვალთ? თქვენ ხომ დაგვპირდით! – აღმოხდათ ჩემს გულდაწყვე-
ტილ სტუმრებს.
– ვერა, იმავე მიზეზით ვერც კონცერტზე წამოვალ.
– მაგრამ თქვენ ხომ შარშან ამ კონცერტმა ძალიან გაგახალი-
სათ?!
– რა მნიშვნელობა აქვს შარშან რამ გამახალისა?! მას შემდეგ ბევ-
რი რამ შეიცვალა, – სენტენციურად აღვნიშნე მე.
ჩემმა სტუმრებმა იგრძნეს, რომ ზედმეტნი იყვნენ და წასასვლე-
ლად წამოდგნენ. მე კი მათთვის დარჩენაც არ მითხოვია.
– აბა, კმაყოფილი ხართ ჩემით? – ახალგაზრდების წასვლის შემ-
დეგ ვკითხე ფიოდორ მიხაილოვიჩს.
– თქვენ ნამდვილი მგალობელი ჩიტივით ჭიკჭიკებდით. სამწუხა-
რო მხოლოდ ის არის, რომ იმ ყველაფერზე, რაც აქამდე გიტაცებ-
დათ, ასე კატეგორიულად თქვით უარი, რითიც თქვენს თაყვანისმცემ-
ლებსაც გული დასწყვიტეთ.

74
–ღმერთმა უშველოთ! განა კი მაინტერესებს ახლა ისინი! მე მხო-
ლოდ ერთი ადამიანი მჭირდება: ჩემი ძვირფასი, ჩემი საყვარელი,
ჩემი საუკეთესო ფიოდორ მიხაილოვიჩი!
– მაშ, საყვარელი ვარ, არა, და თქვენთვის ძვირფასი? – მკითხა
ფიოდორ მიხაილოვიჩმა და ორივე ისევ ჩვეულ, შემდგომ მთელი სა-
ღამოს განმავლობაში გაგრძელებულ გულითად საუბარზე გადავერ-
თეთ.
ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ და ბედისადმი რამხელა მადლიე-
რების გრძნობით ვიხსენებ დღემდე იმ დროს!

XII
ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ ნიშნობა ნათესავებისა
და ახლობლებისგან ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შეგვენახა, ყველა-
ფერი ერთ კვირაში და თანაც სრულიად მოულოდნელი მოვლენების
გამო გაცხადდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენთან გამოსამგზავრებლად მეეტლეს
საათობრივად იყვანდა, შვიდიდან ათ საათამდე. ჯერ ჩვენკენ და მე-
რე უკან მიმავალ გრძელ გზაზე კი, როგორც უბრალო ხალხის მოყ-
ვარული, ჩვეულებრივ, თავის მეეტლეს ელაპარაკებოდა ხოლმე. ფი-
ოდორ მიხაილოვჩს თავისი ბედნიერების ვინმესთან გაზიარება სწყუ-
როდა და მეეტლეს მომავალი ქორწინების შესახებ უყვებოდა. ერ-
თხელაც, ჩვენგან შინ დაბრუნებულს, ჯიბეში ხურდა არ აღმოაჩნდა
და მეეტლეს უთხრა, რომ ფულს მსახურს გამოატანდა. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა მეეტლესთან ფედოსია გაგზავნა, მაგრამ სადარბაზო-
დან გასულ ქალს ქუჩაში სამი მეეტლე დახვდა და რადგანაც ვერ მიხ-
ვდა, ფული რომლისთვის უნდა გადაეხადა, სამივეს ჰკითხა, – “მოხუ-
ცი ბატონი” ახლა ვინ მოიყვანაო?
– რომელი, სასიძო? მე მოვიყვანე, – უპასუხა ერთ-ერთმა.
– რა სასიძო? არა, ჩვენი ბატონი სასიძო არ არის.

75
– როგორ თუ არა?! თვითონ მითხრა, სასიძო ვარო. თანაც მისი
საცოლეც ვნახე. ბატონის გასაცილებლად გამოვიდა, მხიარული ქა-
ლიშვილი, სულ იცინოდა!
– მითხარი ერთი, ბატონი საიდან მოიყვანე?
– საიდან და სმოლნიდან.
ფედოსიამ ჩემი მისამართი იცოდა, მიხვდა ბატონის საცოლე ვინც
იყო და ახალი ამბის სათქმელად მაშინვე პაველ ალექსანდროვიჩ-
თან გაიქცა.
მთელი ეს სცენა მეორე დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩმა მიამბო
(თავად კი იქამადე ყველაფერი დაწვრილებით ფედოსიასგან გა-
იგო), თანაც ისე მხატვრულად, რომ მისი ნაამბობი მახსოვრობაში სა-
მუდამოდ ჩამებეჭდა.
როდესაც ჩვენი დანიშვნის ამბავზე მისი გერის რეაქციით დავინ-
ტერესდი, ფიოდორ მიხაილოვიჩი მოიღუშა და შეეტყო, რომ კით-
ხვისთვის თავის არიდება უნდოდა, მაგრამ ვთხოვე ეამბა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩიც დამთანხმდა, გაიცინა და მითხრა, რომ იმ დი-
ლით მის კაბინეტში გამოსასვლელ კოსტიუმში გამოწყობილი “პაშა”
შესულიყო, ცხვირზე კი ლურჯი სათვალე
ჰქონოდა წამოსკუპული, რომელსაც მხოლოდ ღირსშესანიშნავ
შემთხვევებში იკეთებდა ხოლმე და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის გა-
მოეცხადებინა, რომ მისი მომავალი ქორწინების შესახებ შეეტყო, ამ
გადაწყვეტილებით თავზარდაცემული, გაოცებასა და აღშფოთებას
ვერ მალავდა და ამასთან თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რომ
ასეთი მნიშვნელივანი ნაბიჯის გადადგმამდე მან “შვილისგან”, რო-
მელსაც ეს ნაბიჯი პირდაპირ ეხებოდა, რჩევისა თუ თანხმობის აღე-
ბაც არ იფიქრა. მერე “მამისთვის” მისი “მოხუცებულობა” შეუხსენებია,
უთქვამს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად მას არც ასაკი უწყობდა
ხელს, არც ძალა მოჰყვებოდა და სხვა ყველაფერთან ერთად ოჯახის
წინაშე სხვა მოვალეობებიც ეკისრებოდა.

76
ფიოდორ მიხაილოვიჩის თქმით, პაველ ალექსანდროვიჩი “მედი-
დურად, მაღალფარდოვნად და დამრიგებლური კილოთი” ლაპარა-
კობდა, რამაც ისე აღაშფოთა, რომ წონასწორობა დაკარგა, გერს
დაუყვირა და კაბინეტიდან გააგდო.
როდესაც ორი დღის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩთან მივედი
(მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ შეტევა ჰქონდა), მისი გერი ჩემთან
მოსასალმებლად ოთახიდან არც გამოსულა. ის სასადილოში რაღაც
ნივთს ხმაურით აქეთ-იქით დააგრიხინებდა და ჩემთვის იმის გასაგო-
ნად, რომ სახლში იყო, მოსამსახურეს ბრაზიანი ხმით კიცხავდა. ჩემი
შემდეგი მისვლისას (ერთი კვირის შემდეგ) პაველ ალექსანდროვიჩი,
როგორც ჩანს, მამინაცვლის ბრძანებას დამორჩილებული, კაბინეტ-
ში
შემოვიდა, მშრალად და ოფიციალურად მომილოცა და ნაწყენი
და დამწუხრებული სახით ათიოდე წუთი ხმისამოუღებლად იჯდა.
მაგრამ იმ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩსაც და მეც ხალისიანი და
არაჩვეულებრივი განწყობა გვქონდა და ორივე იმდენად ბედნიერები
ვიყავით, რომ პაველ ალექსანდროვიჩის მკაცრი და ცივი ტონისთვის
ყურადღებაც არ მიგვიქცევია. ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ მისი
მოღუშული გამომეტყველება ჩვენზე არ მოქმედებდა და ერთადერ-
თი, რასაც ამით მიაღწევდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის გულისწყრომა
იქნებოდა, ბრაზი წყალობით შეცვალა და ჩემს მიმართ თავაზიანი
გახდა, თუმცა, როგორც კი საშუალებას პოულობდა, შემთხვევას არ
უშვებდა ხელიდან, რომ რაიმე გესლიანი სიტყვით ჩემთვის კბილი არ
გაეკრა.

XIII
ჩვენი ნიშნობის ბედნიერმა დრომ ორივესთვის საოცრად სწრა-
ფად გაირბინა. გარეგნულად დღეები ერთფეროვნად მიდიოდა: სტე-
ნოგრაფიაში გაძლიერებული მეცადინეობის მიზეზით სტუმრად არა-
ვისთან მივდიოდი და ჩემთანაც არავის ვიწვევდი, არც კონცერტებზე

77
ვჩნდებოდი და არც თეატრში. გამონაკლისი ერთი საღამო იყო, რო-
მელიც გრაფ ალექსეი ტოლსტოის დრამის – “ივანე მრისხანეს სიკ-
ვდილის” წარმოდგენაზე გავატარე.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს დრამა ძალიან მოსწონდა და წარმოდ-
გენის ჩემთან ერთად ნახვა მოინდომა. მან ლოჟა აიღო და ჩემ გარ-
და შვილების თანხლებით ემილია ფიოდოროვნა და პაველ ალექ-
სანდროვიჩიც მოიწვია. ფიოდორ მიხაილოვიჩთან ერთად დრამის
ნახვა და მისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება ჩემთვის მართლაც
რომ უაღრესად სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ჩემდამი მტრულად
განწყობილი ადამიანების იქ ყოფნა გულს მეტისმეტად მიმძიმებდა.
ემილია ფიოდოროვნა ისე დაუფარავად გამოხატავდა თავის არაკე-
თილმოსურნეობას, რომ ბოლოს სრულიად დავნაღვლიანდი, რაც
ფიოდორ მიხაილოვიჩმაც შენიშნა და მიზეზით დაინტერესდა, მე კი
ცუდ გუნებაზე ყოფნა თავის ტკივილს დავაბრალე.
თუმცა ეს უსიამოვნო საღამო ბედნიერებისა და სიხარულის გან-
ცდას ვერაფრით გადაფარავდა.
ჩემს სულში მარადიული ზეიმი სუფევდა. ადრე ყოველთვის ვპო-
ულობდი ჩემთვის საქმეს, ახლა კი საერთოდ აღარაფერს ვაკეთებ-
დი. მთელი დღის განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩზე ვფიქრობ-
დი, მასთან წინა დღის საუბრებს ვიხსენებდი და მის შემდეგ მოსვლას
მოუთმენლად ველოდი. ფიოდორ მიხაილოვიჩი, როგორც წესი,
შვიდზე, ხანდახან შვიდის ნახევარზე მოდიოდა ხოლმე და ამ დრო-
ისთვის მაგიდაზე ყოველთვის დუღდა სამოვარი. დადგა ზამთარი და
მეშინოდა, რომ ჩვენკენ მომავალ შორ გზაზე ფიოდორ მიხაილოვიჩი
არ გაციებულიყო, ამიტომ როგორც კი ოთახში შემოვიდოდა ხოლმე,
ცხელ ჩაის ვუსხამდი.
ჩვენთან ყოველდღიურად სტუმრობა მისი მხრიდან დიდ მსხვერ-
პლად მიმაჩნდა და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ხანდახან ზო-
გიერთი საღამოს გამოტოვებაზე მის დაყოლიებას ვცდილობდი. პა-
სუხად ფიოდორ მიხაილოვიჩი მარწმუნებდა, რომ ჩვენთან მოსვლა

78
მისთვის სიამოვნება იყო, რომ ჩემს გვერდით თითქოს ცოცხლდებო-
და და მშვიდდებოდა და თუნდაც ერთი დღით ამ სიამოვნებაზე უარს
მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყოდა, თუ ყოველდღე მისი ნახვა მე არ
მენდომებოდა. თუმცა ამასაც ხუმრობით ამბობდა, რადგან თავადაც
ხედავდა, მისი დანახვა ყოველთვის როგორ მიხაროდა.
ჩაის დალევის შემდეგ ჩვენს ძველებურ სავარძლებში ვსხდებო-
დით ხოლმე, ჩვენ შორის დადგმული პატარა მაგიდა კი სხვადასხვაგ-
ვარი პირის ჩასატკბარუნებლით ივსებოდა. ფიოდორ
მიხაილოვიჩი ყოველ საღამოს Ballet-ში (მისი საყვარელი საკონ-
დიტრო) შეძენილი კანფეტებით ხელდამშვენებული მოდიოდა, მე კი
მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვცდილობდი
ამ ფუფუნებაზე ხელი ამეღებინებინა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი
თვლიდა, რომ სასიძოს მიერ საცოლისთვის საჩუქრების მირთმევა
ძველი და მშვენიერი ტრადიცია იყო და მისი დარღვევა არაფრით
შეიძლებოდა.
მე კი ყოველთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის საყვარელი მსხალი,
ქიშმიში, ფინიკი, გარგრის ჩირი და პასტილა მქონდა მომზადებული,
ყველაფერი ცოტ-ცოტა, მაგრამ გემრიელი და ყოველდღიურად
ახალ-ახალი. მაღაზიებში სპეციალურად თავად დავდიოდი, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის გასანებივრებლად რაიმე განსაკუთრებული
მეპოვა. მას უკვირდა და მარწმუნებდა, რომ ასეთი გემრიელი სასუს-
ნავის გამოძებნა მხოლოდ ჩემნაირ გურმანს შეეძლო. მე ვუმტკიცებ-
დი, რომ ჩემზე გურმანი თავად იყო; ამიტომ საბოლოო შეთანხმებას
– პირის გემოს მოყვარულობაში რომელი ჩვენგანი უფრო სცოდავ-
და, ვერა და ვერ ვაღწევდით.
ათი საათი რომ სრულდებოდა ფიოდორ მიხაილოვიჩის აჩქარე-
ბას ვიწყებდი ხოლმე. ადგილი, სადაც დედაჩემის სახლი მდებარეობ-
და, ძალიან უკაცრიელი იყო და მეშინოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს

79
რამე უბედურება არ მოსწეოდა. პირველივე საღამოებიდან გამცი-
ლებლად ჩვენი მეეზოვის გაყოლას ვთავაზობდი, მაგრამ ფიოდორ
მიხაილოვიჩს ამის გაგონებაც არ უნდოდა და
მარწმუნებდა, რომ არაფრის ეშინოდა, თუმცა თავს თუ ვინმე და-
ესხმებოდა, მომხდურს თავადაც გაუსწორდებოდა. სიმართლე ით-
ქვას, მისი სიტყვები ნაკლებად მამშვიდებდა, ამიტომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის უფრო ხალხმრავალი, სოლონოვის ქუჩის კუთხემდე უჩუმ-
რად მისაცილებლად მეეზოვეს მაინც ვაგზავნიდი და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს რომ ვერ შეენიშნა, მარხილისგან თხუთმეტი-ოცი ნაბიჯის
მოშორებით თავის დაჭერას ვავალებდი.
თუმცა ხანდახან ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემთან მოსვლას ვერ
ახერხებდა, ეს მაშინ ხდებოდა, როცა ლიტერატურულ საღამოზე
კითხულობდა ან წვეულებაზე იყო. ასეთ დღეებში წინა საღამოს
ვთანხმდებოდით, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩთან მე მივიდოდი და
პირველი საათისთვის მისული მასთან ხუთ საათამდე ვრჩებოდი. გუ-
ლის აჩუყებით მახსენდება, როგორ მეხვეწებოდა ხოლმე “კიდევ
თხუთმეტი ან ათი წუთით” დავრჩენილიყავი და შესაბრალისად მეუბ-
ნებოდა:
– დაფიქრდი, ანა, მერე ხომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში
ვერ გნახავ!
მომხდარა, რომ ის იმავე საღამოს, წვეულებიდან გამოპარული,
ანდა ლიტერატურულ საღამოზე კითხვის დამთავრებისთანავე ჩვენ-
თან ათის ნახევარზე მოსულა და საზეიმოდ გამოუცხადებია:
– სკოლის მოწაფესავით გამოვიქეცი! მაგრამ სამაგიეროდ ნახე-
ვარი საათი მაინც ვიქნები შენთან!
მე, რა თქმა უნდა, იმავე დღეს მისი მეორედ ნახვა ძალიან მიხა-
როდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენთან ყოველთვის უდარდელი, გახა-
რებული და ხალისიანი მოდიოდა ხოლმე. ამიტომ ხშირად მიკვირდა,

80
რომ ის ყველას პირქუშ და კუშტ ადამიანად მიაჩნდა. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩზე ეს შეხედულება წამიკითხავს კიდეც და ნაცნობებისგანაც
მომისმენია. ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა მახსენდება:
ერთხელაც, როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩი სტენოგრაფიის ჩემს
პედაგოგზე, პ.მ. ოლხინზე მეკითხებოდა, თქვა:
– ოლხინი საოცრად პირქუში ადამიანია!
მე გამეცინა.
– ვერც კი წარმოიდგენ, შენთან შეხვედრის მერე შენზე რა თქვა
პაველ მატვეევიჩმა! “მწერალ დოსტოევსკისთან სამუშაოს გთავა-
ზობთ, მაგრაც ვშიშობ, ერთმანეთს ვერ შეეწყობით, მე ის მეტისმეტად
პირქუშ და კუშტ ადამიანად მომეჩვენა!” შენ კი ახლა ზუსტად იმავეს
იმეორებ მასზე! სინამდვილეში არც ერთი ხართ პირქუში და კუშტი და
არც მეორე. მხოლოდ ის არის, რომ ხალხს ასეთად ეჩვენებით.
– შენ რა უპასუხე მაშინ ოლხინს? – დაინტერესდა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი.
– რა საჭიროა დოსტოევსკისთან შეწყობა? მე მხოლოდ იმას შე-
ვეცდები, სამუშაო შევუსრულო რაც შეიძლება უკეთ, ხოლო თავად
დოსტოევსკის იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ მისი მეშინია კიდეც-
მეთქი, ვუთხარი.
– მაგრამ აი, მიუხედავად ოლხინის შიშისა და წინასწარმეტყველე-
ბისა, მე და შენ ერთმანეთს შევეწყვეთ და თანაც მთელი სიცოცხლე,
ასე არ არის, ძვირფასო, ანა გრიგორევნა? – მკითხა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა და ალერსიანად შემომხედა.
ყოველთვის, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენთან მხიარულ გუ-
ნებაზე მოდიოდა, მეც მხიარული ვიყავი, ანცი და მოტიკტიკე. ხმა ზა-
რივით მიწკრიალებდა და ნებისმიერ წვრილმანზე ვკისკისებდი, ასეთ
დროს ფიოდორ მიხაილოვიჩი ხელებს შლიდა და კომიკური, გათა-
მაშებული თავზარდაცემით წამოიძახებდა ხოლმე:
– ნეტავ კი მითხრას ვინმემ ასეთ ბავშვს რა მოვუხერხო?! ან ის
მკაცრი და თავშეკავებული, თითქმის პირქუში ანა გრიგორევნა რა

81
იქნა, რომელიც ჩემთან მუშაობდა? არა, ჩემი ანა გრიგორევნა ნამ-
დვილად ვიღაცამ შემიცვალა და მის მაგივრად ბავშვი შემომაპარა!
ამ სიტყვებისთანავე მე ბეჭებში ვსწორდებოდი და მასთან ჭკუის-
დამრიგებლური კოლოთი ვიწყებდი ლაპარაკს, ბოლოს კი ყველა-
ფერი ისევ სიცილით მთავრდებოდა.
თუმცა ხანდახან, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალად “ახალგაზ-
რდობაში გადავარდნილი ბერიკაცის” ნიღაბს მოირგებდა ხოლმე,
სიცილის განწყობა მიქრებოდა და უკმაყოფილო გრძნობა მეუფლე-
ბოდა. შეეძლო რამდენიმე საათის განმავლობაში “ბიძიას სიზმრი-
დან” თავისი გმირი თავადისეული აზრები ეფრქვია და მისივე სიტყვე-
ბით ელაპარაკა და თუმცა კი მისი გამოთქმული ეს აზრები უაღრესად
ორიგინალური და მოულოდნელი იყო, ხოლო ლაპარაკის მანერა
მხიარული და ნიჭიერებით აღსავსე, მე გაახალგაზრდავებული, მაგ-
რამ უვარგისი ბებრუხანას ეს როლი ყოველთვის მეჩოთირებოდა და
საუბარი სხვა თემაზე გადამქონდა.
რაზე აღარ ვილაპარაკეთ იმ ბედნიერი სამი თვის განმავლობაში!
მე ფიოდორ მიხაილოვიჩს მის ბავშვობაზე, სიჭაბუკეზე, საინჟინრო
სასწავლებელში გატარებულ წლებზე, პოლიტიკურ საქმიანობაზე და
ციმბირში გადასახლებასა თუ დაბრუნებაზე დაწვრილებით მოყოლას
ვთხოვდი და უამრავ კითხვას ვუსვამდი...
– მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე, – ვეუბნებოდი მე, – შენს წარ-
სულს ვხედავდე ცხადად და მთლიანად შენი სული მესმოდეს!
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავის ბედნიერ, უდარდელ ბავშვობას სი-
ამოვნებით იხსენებდა, დედაზე კი გულმხურვალედ ლაპარაკობდა.
თავისი უფროსი და-ძმა – მიშა და ვარენკა გამორჩეულად
უყვარდა, უმცროს ძმებსა და დებთან კი ასეთივე ძლიერ კავშირს
არ გრძნობდა. მე ფიოდორ მიხაილოვიჩის სიყმაწვილისდროინდე-
ლი გატაცებებითაც ვინტერესდებოდი და უცნაურად მეჩვენებოდა,
რომ მისი მოგონებებით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდობაში მას არა-

82
ვის მიმართ სერიოზული და მხურვალე სიყვარული არ განუცდია. ჩე-
მი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მეტისმეტად ადრეული ასაკიდან
მთელი ყურადღება გონებრივ მუშაობაზე ჰქონდა გადატანილი. ერ-
თიანად შემოქმედებით წვაში გადაეშვა და ამან გამოიწვია, რომ პი-
რადმა ცხოვრებამ მისთვის უკანა პლანზე გადაინაცვლა, მერე კი
მთელი არსებით იმ პოლიტიკურ ისტორიაშიც გაეხვა, რის გამოც ასე
სასტიკად დაისაჯა.
რამდენჯერმე ვცადე ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მის გარდაც-
ვლილ ცოლზეც მეკითხა, მაგრამ მას მარია დმიტრევნას გახსენება
არ სიამოვნებდა. ნიშანდობლივია, რომ შემდგომი, მთელი ჩვენი
ცოლ-ქმრული ცხოვრების განმავლობაში, ფიოდორ მიხაილოვიჩს
მასზე არასდროს ულაპარაკია, გარდა ჟენევაში მომხდარი ერთი შემ-
თხვევისა, რომელსაც თავის დროს შევეხები.
შეუდარებლად სიტყვაუხვი იყო ის თავისი საცოლის ა.ვ. კორვინ-
კრუკოვსკაიაზე საუბრისას. ჩემს კითხვაზე, რატომ ჩაიშალა მათი
ქორწილი, ფიოდორ მიხაილოვიჩმა მიპასუხა:
– ანა ვასილევნა ერთ-ერთი საუკეთესო ქალია მათგან, ვინც
ცხოვრებაში შემხვედრია. ის
უაღრესად ჭკვიანი, განვითარებული, ლიტერატურულად განათ-
ლებულია და საოცარი, კეთილი გული აქვს. ეს ახალგაზრდა ქალი
მაღალზნეობრივი თვისებებით არის დაჯილდოვებული, მაგრამ მისი
მსოფლმხედველობა და პრინციპები ჩემსას დიამეტრალურად ეწინა-
აღმდეგება და მათი დათმობა, რამდენადაც მეტისმეტად სწორხაზო-
ვანია, არაფრით შეუძლია. ამიტომ თითქმის წარმოუდგენელია, რომ
ჩვენი ქორწინება ბედნიერი ყოფილიყო. მე მას მიცემული სიტყვა
უკან დავუბრუნე და მთელი გულით ვუსურვებ, ისეთ ადამიანს შეხ-
ვდეს, ვინც მის იდეებს გაიზიარებს და ვის გვერდითაც ბედნიერი იქ-
ნება!

83
ფიოდორ მიხაილოვიჩს მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავ-
ლობაში ანა ვასილევნას მიმართ კეთილი და გულითადი დამოკიდე-
ბულება ჰქონდა და ერთგულ მეგობრად მიიჩნევდა. გარდა ამისა,
როდესაც ჩვენი ქორწინებიდან დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ ანა
ვასილევნა მეც გავიცანი, ჩვენც დავმეგობრდით და ერთმანეთი გულ-
წრფელად შევიყვარეთ. ანა ვასილევნას გამორჩეულ გონიერებაზე,
კეთილ გულსა და მაღალზნეობრივ თვისებებზე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის ნათქვამი სიტყვები სრულიად მართებული აღმოჩნდა; მაგრამ
არანაკლებ მართებული იყო მისი მოსაზრებაც, რომ ისინი ერთად
ბედნიერებას ვერ ეწეოდნენ. ანა ვასილევნას ხასიათში ის დამთმობი
ბუნება აკლდა, რაც მიმაჩნია, რომ ყოველ კეთილგანწყობილ ქორ-
წინებაშია აუცილებელი, მით უმეტეს, ისეთ სნეულ და გულფიცხ ადა-
მიანთან ქორწინებაში, როგორიც თავისი სნეულების გამო ფიოდორ
მიხაილოვიჩი იყო. ამასთან ანა ვასილევნა იმ
პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლის მიმართაც მე-
ტისმეტად დიდ ინტერესს ამჟღავნებდა, რომ ოჯახისთვის სათანადო
ყურადღება დაეთმო. თუმცა გარკვეული წლების შემდეგ ანა ვასი-
ლევნა შეიცვალა და მე ის არაჩვეულებრივ მეუღლედ და მოსიყვა-
რულე დედადაც მახსოვს.
ა.ვ. კორვინ-კრუკოვსკაიას (ცნობილი სოფია ვასილევნა კოვა-
ლევსკაიას დის) ბედი სავალალოდ აეწყო. ფიოდორ მიხაილოვიჩ-
თან დაშორებიდან მალევე ის უცხოეთში გაემგზავრა და იქ ფრანგს,
ბატონ ჟაკლარს შეხვდა, ადამიანს, რომელიც მის პოლიტიკურ
მრწამსს იზიარებდა. ანა ვასილევნას ის შეუყვარდა და ცოლად გაჰ-
ყვა. პარიზის კომუნის დროს ჟაკლარი, როგორც თავგამოდებული
კომუნარი, სიკვდილმისჯილთა რიცხვში და სადღაც გერმანიის საზ-
ღვართან ციხესიმაგრეში დატუსაღებული აღმოჩნდა. მაგრამ ანა ვა-
სილევნას მამამ ოცი ათას ფრანკად საჭირო ხალხი მოისყიდა და ჟაკ-
ლარს გერმანიიდან გაქცევის საშუალება მისცეს. შემდეგ ჟაკლარ-

84
კორვინი (მან უცხოელების წესისამებრ ცოლის გვარი თავისას მიუ-
ერთა) ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადმოვიდა, სადაც ქალთა
გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ჟაკლარს
ცოლთან უაღრესად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ სამ-
შობლო ენატრებოდა და ეს ანა ვასილევნას მოსვენებას არ აძლევდა.
მალე მათი მატერიალური მდგომარეობაც გაუარესდა: ჟაკლარმა
ანა ვასილევნას მზითევში აღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი
საქმეში ჩადო, მაგრამ ისე წარუმატებლად, რომ რამდენიმე წლის
შემდეგ
მხოლოდ ვასილევის კუნძულზე მდებარე დიდ თანხად დაგირავე-
ბული სახლიღა დარჩათ. გაკოტრებამ ისე იმოქმედა ანა ვასილევნა-
ზე, რომ ისედაც ჯანმრთელობაშერყეულმა, ხშირი ავადმყოფობა და-
იწყო. ჟაკლარმა, რომელმაც იმ დროისთვის სამშობლოში დაბრუნე-
ბის ნებართვა მიიღო, ის პარიზში წაიყვანა, მაგრამ საქმეების გამო
მათ პეტერბურგში ჩამოსვლა ხშირად უხდებოდათ. ისე მოხდა, რომ
ანა ვასილევნას სიკვდილისწინა ავადმყოფობის დროს მე, კ.პ. პობე-
დანოსცევას დახმარებით, მისთვის სამსახურის გაწევა მოვახერხე,
კერძოდ კი შევძელი, მისი ქმრისთვის, რომელსაც პოლიტიკურად
არასაიმედოობის გამო დედაქალაქის ორი დღის ვადაში დატოვება
ჰქონდა ნაბრძანები, საქმეების მოსაგვარებლად და ავადმყოფი ცო-
ლისა და მცირეწლოვანი ვაჟის უცხოეთში წასაყვანად, პეტერბურგში
რამდენიმე კვირით დარჩენის ნებართვა მომეპოვებინა. ანა ვასილევ-
ნა კი პარიზში 1887 წელს გარდაიცვალა.

XIV
საღამოობით ჩვენი საუბრისას, ერთ-ერთ დღეს ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა მკითხა:
– მითხარი, ანია, გახსოვს ის დღე, როდესაც პირველად იგრძენი,
რომ შეგიყვარდი?

85
– იცი, ჩემო ძვირფასო, – ვუპასუხე მე, – შენი გვარი მე ბავშვობი-
დან ვიცი: შენზე, თუ, უფრო სწორად, ერთ-ერთ შენს გმირზე თხუთ-
მეტი წლიდან შეყვარებული ვიყავი.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემი სიტყვები ხუმრობად მიიღო და გა-
იცინა.
– სერიოზულად, სერიოზულად გეუბნები! – განვაგრძე მე. – მამა-
ჩემი კითხვის დიდი მოყვარული იყო და როცა ლაპარაკი თანამედ-
როვე ლიტერატურას ეხებოდა, ყოველთვის ამბობდა ხოლმე: “სად-
ღა არიან დღეს მწერლები? ჩემს დროს პუშკინი იყო, გოგოლი, ჟუ-
კოვსკი! ახალგაზრდებიდან დოსტოევსკი, “საწყალი ადამიანების” ავ-
ტორი. აი, ნამდვილი ტალანტი! სამწუხაროდ, პოლიტიკურ ამბებში
გაება, თავი ციმბირში ამოყო და უკვალოდ დაიკარგა!” სამაგიეროდ
როგორ გაიხარა, როცა გაიგო, ძმები დოსტოევსკები ახალი ჟურნა-
ლის – “ვრემიას” გამოცემას აპირებენო. “დაბრუნებულა დოსტოევ-
სკი, – გვეუბნებოდა სიხარულით, – მადლობა ღმერთს, არ დაიღუპა
ნიჭიერი ადამიანი!”
მახსოვს, 1861 წლის ზაფხული პეტერგოფში გავატარეთ. ყოველ
ჯერზე, როცა დედაქალაქში საყიდლებზე მიდიოდა, მე და ჩემი და
ვთხოვდით ჩერქესოვის ბიბლიოთეკაში შეევლო და “ვრემიას” ახალი
ნომერი წამოეღო. მაგრამ ჩვენს ოჯახში პატრიარქალური წყობა იყო
და ამიტომ დედას მოტანილი ჟურნალი თავიდან მამას ხელში ხვდე-
ბოდა. ის კი, საწყალი, უკვე მაშინ საკმაოდ ჯანმრთელობაშერყეული,
სადილის შემდეგ, წიგნით ანდა გაზეთით ხელში ხშირად სავარძელში
იძინებდა. მე ვეპარებოდი და წიგნს ხელიდან ფრთხილად ვაცლიდი,
მერე ბაღში გავრბოდი და შენი რომანის კითხვაში ხელი რომ არავის
შეეშალა, რომელიმე ბუჩქის ქვეშ მოკალათებული, ვკითხულობდი.
თუმცა არც ეს ეშმაკობა ჭრიდა! ჩემი და – მაშა მოდიოდა და იმ უფ-
ლებით, რომ როგორც ჩემზე უფროსს, რომანი ჩემზე ადრე უნდა წა-
ეკითხა, მიუხედავად ჩემი ხვეწნა-მუდარისა “დამცირებულების” უკვე

86
დაწყებული თავის ბოლომდე წაკითხვის უფლება მაინც მოეცა, წიგნს
მართმევდა.
ჩემი მეტისმეტად მეოცნებე ბუნების გამო, – განვაგრძე მე, – რო-
მანის გმირები ყოველთვის ცოცხალ ადამიანებად წარმომედგინა.
თავადი ვალკოვსკი მძულდა, ალიოშა უნებისყოფობის გამო მეჯავ-
რებოდა, მოხუც იხმენევს კი ვუთანაგრძნობდი, მთელი გულით მებ-
რალებოდა საცოდავი ნელი და... ნატაშა არ მიყვარდა... ხედავ, შენი
გმირების გვარებიც კი მახსოვს!
– მე კი საერთოდ დამავიწყდა, რომანის შინაარსიც კი ბუნდოვნად
მახსენდება, – აღნიშნა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
– ნუთუ მართლა დაგავიწყდა?! – ვკითხე გაოცებულმა. – რა სამ-
წუხაროა! მე ხომ ივან პეტროვიჩზე ვიყავი შეყვარებული, ვისი პირი-
თაც მიდის თხრობა. არაფრით მესმოდა, როგორ შეეძლო ნატაშას
ასეთი სათნო ადამიანისთვის არაფრის მაქნისი ალიოშა ემჯობინები-
ნა. “იმით, რომ მან ივან პეტროვიჩის სიყვარული უარყო, თავს დატე-
ხილი უბედურებები სრულად დაიმსახურა”, – ვფიქრობდი კითხვისას.
უცნაურია, რატომღაც ჩემთვის ამდენად მიმზიდველ ივან პეტროვიჩს
რომანის ავტორთან ვაიგივებდი. მეჩვენებოდა, რომ ამ რომანით თა-
ვისი უიღბლო სიყვარულის ისტორიას თავად დოსტოევსკი ყვებო-
და... თუ მართლა დაგავიწყდა, ვფიქრობ ეს საუცხოო რომანი აუცი-
ლებლად უნდა გადაიკითხო!
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემი ნაამბობით დაინტერესდა და თავი-
სუფალ დროს “დამცირებულების” გადაკითხვას დამპირდა.
– სხვათა შორის, – განვაგრძე მე, – გახსოვს ერთხელ, ჩვენი ნაც-
ნობობის დასაწყისში რომ მკითხე: გყვარებია ოდესმე ვინმე თუ
არაო? მე გიპასუხე: “რეალური ადამიანი არასდროს, მაგრამ თხუთ-
მეტი წლიდან ერთი რომანის გმირი მიყვარდა-მეთქი”. შენ მკითხე:
“რომელი რომანისო?” და მე მაშინვე საუბარი სხვა თემაზე გადავიტა-
ნე: უხერხულად მომეჩვენა, რომ შენი რომანის გმირი დამესახელე-

87
ბინა. ვიფიქრე, რომ შენ ამას უბრალოდ ლიტერატურის სფეროში მუ-
შაობის მსურველი ახალგაზრდა ქალის კეკლუცურ მლიქვნელობად
ჩათვლიდი, მე კი მინდოდა, სრულიად დამოუკიდებელი ვყოფილი-
ყავი.
რომ იცოდე “მკვდარი სახლის ჩანაწერებზეც” რამდენი ცრემლი
დავღვარე! ჩემი გული თანაგრძნობითა და სიბრალულით იყო სავსე
დოსტოევსკის მიმართ, რომელმაც კატორღის საშინელი ცხოვრება
გამოიარა. შენთან სამუშაოდ მე ამ გრძნობითა და დამოკიდებულე-
ბით მოვედი. ძალიან მინდოდა დაგხმარებოდი, თუნდაც რამით მაინც
იმ ადამიანის ცხოვრება შემემსუბუქებინა, რომლის ნაწარმოებებსაც
აღფრთოვანებაში მოვყავდი. ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ
შენთან სამუშაოდ მე ამირჩია და არა ვინმე სხვა.
მე შევნიშნე, რომ “მკვდარი სახლის ჩანაწერების” გახსენებამ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს განწყობა გაუფუჭა და დაანაღვლიანა, ამიტომ
საუბრის თემა შევცვალე და ხუმრობით აღვნიშნე:
– იცი, შენი ცოლობა თვით ბედისწერამ განმისაზღვრა: მე ხომ
თექვსმეტი წლიდან ყველა ნეტოჩკა ნეზვანოვას მეძახდა. ანა, მაშა-
სადამე – ნეტოჩკა, მაგრამ ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ რომელ
ნეტოჩკას გულისხმობდნენ, იმის გამო, რომ ნათესავებთან ხშირად
დაუპატიჟებლად მივდიოდი ხოლმე, გვარად ნეზვანოვა შემარქვეს,
თანაც ამით დოსტოევსკის რომანებით ჩემს გატაცებასაც გაუსვეს ხა-
ზი. მოდი, შენც ნეტოჩკა დამიძახე, – ვთხოვე ფიოდორ მიხაილოვიჩს.
– არა! – მიპასუხა მან. – ჩემმა ნეტოჩკამ ცხოვრებაში ბევრი უბე-
დურება გადაიტანა, შენ კი მინდა, რომ ბედნიერი იყო. სჯობს ისევ
ანიას დაგიძახებ, ისე, როგორც მე შევიყვარე შენი სახელის წარმოთ-
ქმა!
მეორე საღამოს ფიოდორ მიხაილოვიჩს მეც ის კითხვა დავუსვი,
რომელზე პასუხიც დიდი ხანია მაინტერესებდა და მერიდებოდა: რო-
დის იგრძნო, რომ შევუყვარდი და როდის გადაწყვიტა ჩემთვის ხელი
ეთხოვა?

88
ფიოდორ მიხაილოვიჩმა გახსენება დაიწყო და, ჩემდა გულის და-
საწყვეტად, გამომიტყდა, რომ ნაცნობობის პირველ კვირას იმდენად
არ მოუქცევია ყურადღება, რომ ნორმალურად სახეზეც კი არ შემოუ-
ხედავს.
– არ შემოგიხედავს? ეს რას ნიშნავს? – გამიკვირდა მე.
– როცა ადამიანს პირველად გაცნობენ და შენ მასთან რამდენიმე
უფერული ფრაზით გაისაუბრებ, განა გამახსოვრდება მისი სახე? ხომ
არა? ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის მავიწყდება. ასე მოხდა მა-
შინაც: მე შენ გელაპარაკებოდი და შენს სახეს ვხედავდი, მაგრამ შენ
მიდიოდი ხოლმე და მე ის მაშინვე მავიწყდებოდა, ვინმეს რომ ეკით-
ხა, იმასაც კი ვერ ვიტყოდი ქერა იყავი თუ მუქთმიანი. მხოლოდ ოქ-
ტომბრის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ლამაზი ნაცრისფერი
თვალები და კეთილი ღიმილი გქონდა. მაშინ უკვე შენი სახე მთლი-
ანად აღვიქვი და მომეწონა, მერე კი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო
მეტად მომწონდა და ახლა შენს სახეზე ლამაზი ჩემთვის ამქვეყნად
არაფერია! შენ ჩემთვის ულამაზესი ხარ! და ყველასთვისაც! – გუ-
ლუბრყვილოდ დაამატა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
– პირველი მოსვლისას, – განაგრძო მან გახსენება, – შენმა ტაქტმა
განმაცვიფრა, იმან, თუ როგორ გეჭირა თავი, შენმა სერიოზულმა,
თითქმის მკაცრმა მომართვამ. ვიფიქრე: სერიოზული და საქმიანი
ახალგაზრდა ქალის რა მიმზიდველი ტიპია-მეთქი! და გამიხარდა,
რომ ეს ტიპი ჩვენს საზოგადიებაში აღმოცენდა. ერთხელ უნებურად
უგერგილო სიტყვა წამომცდა და ისე შემომხედე, შეურაცხყოფა რომ
არ მომეყენებინა სიტყვების აწონ-დაწონვა დავიწყე. მერე ჩემი ინ-
ტერსებით შენმა წრფელმა დაინტერესებამ გამაოცა და მომხიბლა,
და იმ თანაგრძნობამ, რომელიც ჩემ წინაშე მდგარი განსაცდელის მი-
მართ გამოიჩნე. “აი, ხომ ჩანს, რომ თითქოს ჩემს ახლობლებსა და
მეგობრებს ვუყვარვარ, ვფიქრობდი მე, სწუხან, რომ შესაძლოა ჩემი
ლიტერატურული უფლებები დავკარგო და სტელოვსკიზე ბრაზობენ,

89
აღშფოთებას გამოხატავენ და მსაყვედურობენ, რომ ასეთ კონ-
ტრაქტს მოვაწერე ხელი (გეგონება არჩევანი მქონდა და შემეძლო
არ მომეწერა!), რჩევებს მაძლევენ და მამშვიდებენ, მაგრამ ვგრძნობ,
რომ მათი აღშფოთება მხოლოდ ფუჭი სიტყვებია და ის, რომ იმ უფ-
ლებათა დაკარგვით ერთადერთ მონაგარს ვკარგავ, არც ერთ მათ-
განს გულთან ახლოსაც არ მიაქვს... ეს უცხო ადამიანი კი, სულ ახლა-
ხანს გაცნობილი ახალგაზრდა ქალი, მყისვე შევიდა ჩემს მდგომა-
რეობაში და ყოველგვარი ვიშვიშის, აღშფოთებისა და წივილ-კივი-
ლის გარეშე ჩემს დახმარებას ცდილობს, თანაც არა სიტყვით, არა-
მედ საქმით!” როცა რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი მუშაობა აეწყო,
ჩემს, უკვე თითქმის სრულიად იმედგადაწურულ გულში, იმედი ჩაისა-
ხა: “თუ ასე გავაგრძელე მუშაობა, იქნებ კიდეც მოვასწრო-მეთქი, ვი-
ფიქრე!..” შენმა გულდაჯერებულობამ და რწმენამ, რომ დათქმულ
ვადამდე
რომანის დასრულებას უცილობლად მოვასწრებდი (გახსოვს, რო-
გორ ვითვლიდით ერთად შენს გადაწერილ ფურცლებს), იმედი გა-
მიმყარა და მუშაობის გაგრძელების ძალა შემმატა. შენთან საუბრების
დროს საკუთარ თავს ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე: “რა კეთილი გუ-
ლი აქვს ამ ქალიშვილს! მას ხომ არა მარტო სიტყვით, არამედ მარ-
თლაც ვებრალები და ამ განსაცდელიდან ჩემს დახსნას ცდილობს”.
უბრალოდ, იმდენად მარტოსული ვიყავი, რომ ჩემდამი გულწრფე-
ლი თანაგრძნობით განმსჭვალული ადამიანის პოვნა ჩემთვის დიდი
სიხარული იყო.
– ვფიქრობ, ჩემი სიყვარული შენდამი აქედან დაიწყო, – განაგ-
რძო ფიოდორ მიხაილოვიჩმა. –ამის მერე კი შენი მომხიბვლელი სა-
ხეც მომეწონა. საკუთარ თავს შენზე ფიქრის დროს ხშირად ვიჭერდი,
მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ გავაცნობიერე, რომ უშე-
ნოდ ცხოვრება აღარ შემეძლო, რაც “მოთამაშე” დავასრულეთ და
მივხვდი, რომ ყოველდღე ვეღარ გნახავდი... შენთვის ხელის თხოვ-
ნაც სწორედ მაშინ გადავწყვიტე.

90
– მაგრამ იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ხელი გეთხოვა ისე, რო-
გორც სხვები აკეთებენ, ის საოცარი რომანი რატომ მოიგონე? – და-
ვინტერესდი მე.
– იცი, ჩემო ძვირფასო, ანია, – გულაჩუყებული ხმით მიპასუხა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა. – როცა ვიგრძენი ჩემთვის რამხელა მნიშვნე-
ლობა გქონდა, სასო წარმეკვეთა და შენი ხელის თხოვნა
სრულ შეშლილობად მომეჩვენა! აბა, დაფიქრდი, ჩვენ ხომ ერ-
თმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით! მარტო ასაკით სხვაობა რად
ღირს! მე თითქმის მოხუცი ვარ, შენ კი ლამის ჯერ ისევ ბავშვი. მე გა-
ნუკურნებელი სენით დაავადებული, პირქუში და გულფიცხი ვარ, შენ
კი – ჯანსაღი, მხნე და სიცოცხლის მოყვარული. მე თითქმის გავლიე
ცხოვრება და ბევრი სიმწარე ვნახე. შენ კი ყოველთვის ბედნიერად
ცხოვრობდი და კიდევ მთელი სიცოცხლე წინ გაქვს. და ბოლოს, ყვე-
ლაფერთან ერთად ღარიბიც ვარ და ვალებით დამძიმებულიც. ასეთ
არათანაბარ მდგომარეობებში აბა, რას უნდა ელოდეს ადამიანი?..
ან უბედურებაა ჩვენი ხვედრი და რამდენიმეწლიანი ტანჯვის შემდეგ
დაშორება გველის, ანდა მთელი დარჩენილი სიცოცხლით შევეთვი-
სებით ერთმანეთს და ბედნიერები ვიქნებით.
ჩემთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის თავის ასეთი დამდაბლება მძი-
მე მოსასმენი იყო და მგზნებარედ შევეპასუხე:
– ჩემო ძვირფასო, შენ გააზვიადე! შენი ნავარაუდები უთანასწო-
რობა ჩვენ შორის უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩვენ ერთმანეთი ძლი-
ერად გვეყვარება, მეგობრებიც გავხდებით და უსასრულოდ ბედნიე-
რებიც ვიქნებით. მე სხვა რამ მაშინებს: ის, რომ არ მესმის, ასეთი ნი-
ჭიერი, გონიერი და განათლებული ცხოვრების თანამგზავრად უგუ-
ნურ ქალიშვილს როგორ და რატომ ირჩევ, თანაც შენთან შედარე-
ბით ნაკლებად განათლებულს, მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის
დიდი
ვერცხლის მედალი მაქვს აღებული (იმ მედლით მაშინ ძალიან ვა-
მაყობდი), მაგრამ არც ისე განვითარებულს, რომ ფეხი აგიწყოს. მე

91
იმის მეშინია, რომ ამ ყველაფერს ჩემში მალევე ამოიცნობ და იმის
გამო დამემდურები და გაწყრები, რომ შენი აზრები არ მესმის. ერთა-
დერთი აი, ეს უთანასწორობაა ის, რაც ჩემთვის ყველა უბედურებაზე
უარესი იქნება!
ფიოდორ მიხაილოვიჩმა საჩქაროდ დამამშვიდა და უამრავი სა-
სიამოვნო და საქებარი სიტყვა მითხრა. მერე კი ისევ ხელის თხოვნის
ჩემთვის საინტერესო საუბარს დავუბრუნდით.
– დიდხანს ვჭოჭმანობდი და ვერ გადამეწყვიტა ეს როგორ გამე-
კეთებინა, – მითხრა მან. – ხანდაზმული და ულამაზო მამაკაცი, რო-
მელიც ახალგაზრდა ქალს სთხოვს ხელს და პასუხად უარს იღებს,
სასაცილოდ გამოიყურება, მე კი არ მინდოდა შენს თვალში სასაცი-
ლოდ გამოვჩენილიყავი. ხომ შეიძლებოდა ჩემგან ხელის თხოვნაზე
გეპასუხა, რომ სხვა გიყვარს. მაშინ შენი უარი ჩვენ შორის კედლად
აღიმართებოდა და უწინდელ მეგობრულ ურთიერთობებსაც შეუძ-
ლებელს გახდიდა. მე შენი სახით იმ მეგობარს დავკარგავდი, რომე-
ლიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად განეწყო ჩემს მი-
მართ გულითადად. ვიმეორებ, იმდენად მარტოსული ვარ, რომ შენი
მეგობრობის დაკარგვა ჩემთვის მეტისმეტად მძიმე იქნებოდა. ამიტო-
მაც, გადავწყვიტე, შენი ჩემდამი დამოკიდებულება რომანის სიუჟე-
ტად მოთხრობილი ამბის საშუალებით გამეგო. ასე უარს მეტ-ნაკლე-
ბად უფრო უმტკივნეულოდ გადავიტანდი: ლაპარაკი ხომ რომანის
გმირებზე იქნებოდა და არა ჩვენზე.
ამის მერე ფიოდორ მიხაილოვიჩს ის მოვუყევი, მისი ლიტერატუ-
რული ხელის თხოვნისას რა განვიცადე: ჩემი გაურკვევლობა, ანა ვა-
სილევნაზე ეჭვიანობა, შური და სხვა.
– მაშ, გამოდის, რომ ცოლობაზე დათანხმება უეცარი თავდას-
ხმით გაიძულე?! – გაუკვირდა ფიოდორ მიხაილოვიჩს, – თუმცა, რო-
გორც ვხედავ, იმდღევანდელი ჩემი რომანი, რაც კი რამ დამიწერია,
ყველაზე უკეთესი ყოფილა: მას წარმატება ყველა სხვაზე სწრაფად
ხვდა წილად და სასურველ შედეგსაც მიაღწია!

92
XV
ახალი, სასიხარულო შთაბეჭდილებების ბურანში მე და ფიოდორ
მიხაილოვიჩს როგორღაც გადაგვავიწყდა, რომ “დანაშაული და სას-
ჯელის” ბოლო ნაწილზე გვქონდა სამუშაო, არადა, რომანის მთელი
მესამე ნაწილი იყო დასაწერი. ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს ამბავი მხო-
ლოდ ნოემბრის ბოლოს გაახსენდა, როცა “Русский вестник”-ის რე-
დაქციამ რომანის გაგრძელება მოითხოვა. ჩვენდა საბედნიეროდ, იმ
წლებში ჟურნალები თავის დროს საერთოდაც იშვიათად ქვეყნდებო-
და, “Русский вестник”-ს კი სულაც მუდმივი დაგვიანებებით ჰქონდა
სახელი განთქმული: ნოემბრის ნომერი დეკემბრის ბოლოს გამოდი-
ოდა, დეკემბრისა – თებერვლის დასაწყისში და ა. შ. ამიტომ დრო
საკმარისი გვქონდა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემთან მორიგი ვიზი-
ტისას რედაქციიდან მიღებული წერილი მოიტანა და რჩევა მკითხა.
მე შევთავაზე სტუმრების მიღებაზე დროებით უარი ეთქვა და ორიდან
ხუთ საათამდე ემუშავა, მერე კი, საღამოს, ჩემთან მოსულს, ტექსტი
ხელნაწერიდან ეკარნახა.
ასეც მოვიქეცით: ერთსაათიანი ლაპარაკით გულისჯერების შემ-
დეგ მე მაგიდასთან ვჯდებოდი, ფიოდორ მიხაილოვიჩი კი ჩემ გვერ-
დით მოიკალათებდა ხოლმე და შიგადაშიგ საუბრებით, ხუმრობები-
თა და სიცილით გაჯერებული კარნახი იწყებოდა. სამუშაო სწრაფად
მიიწევდა წინ და “დანაშაულის” ბოლო ნაწილი, რომელიც დაახლოე-
ბით შვიდი ფურცლისგან შედგებოდა, ოთხ
კვირაში დაიწერა. ფიოდორ მიხაილოვიჩი მარწმუნებდა, რომ
საქმე ასე იოლად ადრე არასდროს გამოსდიოდა და ამ წარმატებას
ჩემს თანამშრომლობას მიაწერდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის უკვე ჩვეულებად ქცეული მხნე და ხალი-
სიანი განწყობა მის ჯანმრთელობაზეც სასიკეთიდ აისახა. ჩვენს ქორ-
წილამდე იმ სამი თვის განმავლობაში ეპილეფსიის სამ-ოთხ შეტევა-

93
ზე მეტი არ ჰქონია. ეს მე უაღრესად მახარებდა და იმის იმედს მაძ-
ლევდა, რომ უფრო დაწყნარებული და ბედნიერი ცხოვრება მის
ავადმყოფობას უკან მეტადაც დაახევინებდა. ასეც მოხდა: ადრინდე-
ლი, თითქმის ყოველკვირეული შეტევები ყოველწლიურად სულ უფ-
რო და უფრო სუსტი და იშვიათი ხდებოდა. ავადმყოფობისგან სრუ-
ლად განკურნება კი, სამწუხაროდ, წარმოუდგენელი იყო, მით უმე-
ტეს, რომ თავად ფიოდორ მიხილოვიჩსაც, რამდენადაც სნეულებას
განუკურნებლად თვლიდა, არასდროს უმკურნალია. თუმცა ჩვენ შე-
ტევების თუნდაც შესუსტება და გაიშვიათებაც კი დიდ ღვთის წყალო-
ბად მიგვაჩნდა. ეს ფიოდორ მიხაილოვიჩს იმ მართლაც რომ საში-
ნელ, პირქუშ განწყობას არიდებდა, რომელიც ყოველი შეტევის გარ-
დაუვალ შედეგად ხანდახან მთელი კვირის განმავლობაში უგრძელ-
დებოდა ხოლმე; მე კი – ცრემლებსა და ტანჯვას, რასაც ამ საშინელი
სნეულების შეტევების ხილვისას განვიცდიდი.
ყოველთვის ხალისიანი და მშვიდობიანი საღამოებიდან ერთ-ერ-
თმა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ფრიად მშფოთვარედ ჩაი-
არა.
ეს ნოემბრის ბოლოს მოხდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვეულები-
სამებრ შვიდ საათზე მოვიდა, მაგრამ ამჯერად მეტისმეტად გათოში-
ლი. ჭიქა ცხელი ჩაის მერე მკითხა, კონიაკი ხომ არ მოგვეძებნებო-
და? ვუპასუხე, რომ კონიაკი არა, მაგრამ კარგი ხერესი კი გვქონდა
და დაუყოვნებლივ მივუტანე. ფიოდორ მიხაილოვიჩმა ერთბაშად სა-
მი-ოთხი სირჩა გადაჰკრა, ხერესს კიდევ ერთი ჭიქა ცხელი ჩაი მი-
აყოლა და მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნო, რომ როგორც იქნა, გათ-
ბა. მისი ასეთი შეციება ძალიან გამიკვირდა და ვერ მივხვდი რითი
ამეხსნა, მაგრამ ჩემს კითხვას პასუხი მალევე გაეცა: რაღაცისთვის
წინკარში გასულმა, საკიდზე ფიოდორ მიხაილოვიჩის ქურქის ნაც-
ვლად მისი საშემოდგომო ბამბის პალტო შევნიშნე. მაშინვე სასტუმ-
რო ოთახში დავბრუნდი და ვკითხე:
– დღეს ქურქი არ გაცვია?

94
– ა-არა, – შეიშმუშნა ფიოდორ მიხაილოვიჩი. – საშემოდგომო
პალტო ჩავიცვი.
– რა გაუფრთხილებლობაა! კი მაგრამ, რატომ?
– მითხრეს, რომ დღეს ეთბილებოდა.
– ახლა კი მესმის, ასე რატომ გაიყინე. ახლავე სემიონს გავაგზავ-
ნი, რომ შენი საშემოდგომო პალტო წაიღოს და ქურქი მოგიტანოს.
– არა, საჭირო არ არის! გთხოვ, არ გინდა! – საჩქაროდ იუარა
ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
– როგორ თუ არ მინდა, ძვირფასო? უკანა გზაზე ხომ გაცივდები:
ღამით უფრო ეციება.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ხმას არ იღებდა, მაგრამ მე არ ვეშვებოდი
და ბოლოს გამოტყდა:
– საქმე ის არის, რომ ქურქი სახლში არ მაქვს...
– რას ნიშნავს არ გაქვს? მოგპარეს?
– არა, არ მოუპარავთ, უბრალოდ დაგირავება მომიწია.
მე გავოცდი. ჩემი დაჟინებული კითხვების პასუხად ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი, როგორც ეტყობოდა, უხალისოდ გამომიტყდა, რომ იმ
დღეს, დილას ემილია ფიოდოროვნა მისულა და ხელის გამართვა
უთხოვია: რაღაც სასწრაფოდ გადასახდელი ვალის დასაფარად ორ-
მოცდაათი რუბლი სჭირდებოდა. თურმე ამ ხნის განმავლობაში
ფულს მისი გერიც სთხოვდა და იმავე თხოვნით
წერილი მის უმცროს ძმას – ნიკოლაი მიხაილოვიჩსაც გამოუგზავ-
ნია. ფიოდორ მიხაილოვიჩს კი ფული არ აღმოჩენია და ემილია ფი-
ოდოროვნასთან და პაშასთან ერთად გადაუწყვეტავს, რომ უახლოეს
დამგირავებელთან თავისი ქურქი დაეგირავებინა, თანაც ამასობაში
თურმე ყველა გულმოდგინედ არწმუნებდა, რომ კიდევ რამდენიმე
დღის განმავლობაში თბილი ამინდი შენარჩუნდებოდა და “Русский
вестник”-იდან ჰონორარის მიღებამდე საშემოდგომო პალტოშიც არ
შესცივდებოდა.

95
ფიოდორ მიხაილოვიჩის ნათესაობის უსულგულობამ უკიდურე-
სად აღმაშფოთა. ვუთხარი, რომ ახლობლების დახმარების მის სურ-
ვილში გაუგებარს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მათ გამო საკუთარი
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლებო-
და.
ლაპარაკი მშვიდად დავიწყე, მაგრამ ყოველ სიტყვაზე გული სულ
უფრო და უფრო მოზღვავებული ბრაზითა და სიმწრით მევსებოდა;
საკუთარ თავზე ყოველგვარი კონტროლი დავკარგე და შეშლილი-
ვით ვლაპარაკობდი, გამონათქვამებს აღარ ვარჩევდი, ვეუბნებოდი,
რომ მას ჩემ წინაშე, მისი საცოლის წინაშეც ჰქონდა ვალდებულებები,
რომ მის სიკვდილს ვერ გადავიტანდი, ვტიროდი და ისტერიკაში ჩა-
ვარდნილივით ვქვითინებდი. ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან და-
ნაღვლიანდა, მეხვეოდა, ხელებს მიკოცნიდა და მთხოვდა, დავმშვი-
დებულიყავი. ჩემი ქვითინი დედამ გაიგონა და დაშაქრული წყალი
მომიტანა. ამან ცოტა დამამშვიდა. მე ჩემი
საქციელის შემრცხვა და ფიოდორ მიხაილოვიჩს ბოდიში მოვუხა-
დე. ის კი მდგომარეობის ახსნას შეეცადა და მითხრა, რომ გასული
რამდენიმე ზამთრის განმავლობაში ქურქის დაგირავება და საშე-
მოდგომო პალტოში სიარული ხუთ-ექვსჯერ მაინც დასჭირვებია.
– ამ დაგირავებებს ისე შევეჩვიე, რომ ამჯერადაც არავითარი ყუ-
რადღება არ მიმიქცევია. რომ მცოდნოდა, ასე ტრაგიკულად აღიქ-
ვამდი, დამგირავებელთან ქურქის წაღების უფლებას პაშას არავი-
თარ შემთხვევაში არ მივცემდი, – მარწმუნებდა შემცბარი.
მე მისი მონანიებით ვისარგებლე და ფიოდორ მიხაილოვჩს სიტ-
ყვა ჩამოვართვი, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდებოდა,
მერე კი ქურქის გამოსასყიდად ოთხმოცი რუბლის მიცემა შევთავაზე,
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემი წინადადება გადაჭრით უარყო.
მაშინ, რაკი ფულის გამორთმევაზე უარს მეუბნებოდა, მოსკოვიდან
ჰონორარის ჩამოსვლამდე შინ დარჩენა ვთხოვე. “შინა პატიმრობა-
ზე” ფიოდორ მიხაილოვიჩი დათანხმდა, მაგრამ სიტყვა ჩამომართვა,

96
რომ ყოველდღე პირველი საათისთვის მივიდოდი და სადილამდე
მასთან დავრჩებოდი.
დამშვიდობებისას ფიოდორ მიხაილოვიჩს “სცენის” მოწყობის გა-
მო პატიება ისევ ვთხოვე.
– ცუდსაც თავისი დადებითი მხარე აქვს! – მიპასუხა ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა. – სამაგიეროდ
დავრწმუნდი, რომ მთელი გულით გიყვარვარ: შენთვის რომ
ძვირფასი არ ვიყო, ასე ნამდვილად ვერ იტირებდი!
ფიოდორ მიხაილოვიჩს ყელზე ჩემი ნაქსოვი თეთრი თავშალი შე-
მოვახვიე და ბეჭებზე ჩვენი პლედის მოხურვა ვაიძულე. მერე კი მთე-
ლი დარჩენილი საღამო ხან იმ აზრით ვიტანჯებოდი, რომ ჩემი მოწ-
ყობილი “სცენა” ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემზე შთაბეჭდილებას და-
აკარგვინებდა და გადამიყვარებდა, ხანაც იმაზე ვნერვიულობდი,
რომ გზაში გაცივდებოდა და ლოგინად ჩავარდებოდა. იმ ღამეს
თითქმის არ მეძინა და დილით ადრიანად ფიოდორ მიხაილოვიჩთან
გავემგზავრე, ასე რომ, უკვე ათ საათზე კარზე ზარს ვრეკავდი. კარი
მოსამსახურემ გამიღო და დამამშვიდა, რომ ბატონი უკვე ამდგარიყო
და ღამეც არაფერი აწუხებდა.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქორწილამდე იმ სამი თვის განმავ-
ლობაში ეს ერთადერთი მშფოთვარე საღამო იყო.
ფიოდორ მიხაილოვიჩის “შინა პატიმრობა” ერთ კვირას გაგ-
რძელდა. ის ერთი კვირა მის სანახავად და “დანაშაულზე” სამუშაოდ
მასთან ყოველდღე მივდიოდი. ჩემი ერთ-ერთი ასეთი მისვლისას
ფიოდორ მიხაილოვიჩმა უაღრესად გამაკვირვა: შუა მუშაობაში ვიყა-
ვით, რომ არღნის ხმა გაისმა, რომელზეც ვიღაც “რიგოლეტოდან”
ცნობილ არიას “La donna est mobile”-ს
ასრულებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა კარნახი შეწყვიტა, არღანს
ყური მიუგდო და მოულოდნელად იტალიური სიტყვების მაგივრად
არიის ტექსტად ჩემი სახელისა და მამის სახელის გამოყენებით ამ-

97
ღერდა: “ანა გრიგორევნა!” მღეროდა ის სასიამოვნო, თუმცა კი ოდ-
ნავ დახშული ტენორით. არია დასრულდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი
ფანჯარასთან მივიდა, მეარღნეს ხურდა ფული გადაუგდო და ისიც
მაშინვე წავიდა. ჩემი გაკვირვების პასუხად ფიოდორ მიხაილოვიჩმა
ამიხსნა, რომ მეარღნე ყოველდღე მოდიოდა და, როგორც ჩანს იმი-
ტომ, რომ იქამდე შეენიშნა, რომელი პიესის შესრულების შემდეგ უგ-
დებდნენ ამ ფანჯრიდან ფულს, მისი ფანჯრების ქვეშ “რიგოლეტო-
დან” მხოლოდ ამ არიას უკრავდა.
– მე კი ოთახში დავაბიჯებ და შენს ძვირფას სახელს ამ მოტივს
ვაყოლებ! – მითხრა მან.
მე გამეცინა და ვითომ იმის გამო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ასე
ფუქსავატურად იყენებდა ჩემს სახელს, წყენა გავითამაშე; მერე კი
ვუთხარი, რომ ცვალებადი ხასიათი არ მაქვს და რაკი შემიყვარდა,
ეს ნიშნავდა, რომ სამუდამოდ მეყვარებოდა.
– ვნახოთ, ვნახოთ! – გაიცინა ფიოდორ მიხაილოვიჩმაც.
მეარღნის ეს არია და ფიოდორ მიხაილოვიჩის სიმღერა შემდეგ
ორ დღესაც განმეორდა, მის
სიმღერას ყურადღებით ვუსმენდი და ისე სწორად ჰყვებოდა მო-
ტივს, რომ მიკვირდა კიდეც. როგორც ჩანს, კარგი მუსიკალური სმენა
ჰქონდა.
ამ დროის განმავლობაში ჩვენს ყოველდღიურ საუბრებში მრა-
ვალფეროვნების მიუხედავად ლაპარაკი ბიწიერ ანდა უწმაწურ თე-
მებს არასდროს შეხებია. შეუძლებელია ადამიანი ჩემს ქალიშვილურ
მორიდებულობასა და მორცხვობას იმაზე თავშეკავებულად და დე-
ლიკატურად მისდგომოდა, ვიდრე ამას ჩემი საქმრო აკეთებდა. მისი
ჩემდამი დამოკიდებულება უკვე ჩვენი დაქორწინების შემდეგ მისივე
დაწერილი წერილის სიტყვებით შეიძლება (1867 წლის 17 მაისით
დათარიღებული წერილი) აღიწეროს.

98
“ღმერთმა შენი თავი იმისთვის მაჩუქა, რომ შენს სულსა და გულში
არსებული მთელი სიმდიდრის არც ერთი კეთილი ჩანასახი არ და-
კარგულიყო, არამედ პირიქით, მდიდრულად და საუცხოოდ მოწიფუ-
ლიყო და აყვავილებულიყო; იმისთვის მაჩუქა, რომ მის წინაშე განვი-
თარებული, მართალ გზას დამდგარი, ყოველი სიმდაბლისა და სუ-
ლის მკვლელისგან დაცული შენი სულის წარდგენით ცოდვანი ჩემნი
უზარმაზარი გამომესყიდა”.
საერთოდაც, ფიოდორ მიხაილოვიჩს ყოველგვარი გამრყვნელი
შთაბეჭდილებებისგან ჩემი დაცვა მიზნად ჰქონდა დასახული. მახ-
სოვს, ერთხელ ფიოდორ მიხაილოვიჩთან მისულმა მის
მაგიდაზე დადებული რომელიღაც ფრანგული რომანის ფურ-
ცვლა დავიწყე, ის კი მომიახლოვდა და წიგნი ხელიდან ფრთხილად
გამომაცალა.
– მე ხომ ფრანგული ვიცი, – ვუთხარი გაკვირვებულმა. – თუ შეიძ-
ლება წამაკითხე.
– ოღონდ ეს არა! წარმოსახვის დანაგვიანება არაფერში გჭირდე-
ბა! – მიპასუხა მან.
ქორწილის მერეც კი, ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც თვი-
თონ უნდოდა ჩემი ლიტერატურული განვითარებისთვის ეხელმძღვა-
ნელა, წასაკითხ წიგნებს თავად მირჩევდა და ფრივოლური რომანე-
ბის კითხვის უფლებას არ მაძლევდა. ეს კონტროლი ხანდახან მწყინ-
და და პროტესტით გულანთებული ვეუბნებოდი:
– მაშინ შენ რატომ კითხულობ? შენ რისთვის ინაგვიანებ წარმო-
სახვას?
– მე გამოწრთობილი ვარ, – მპასუხობდა ის, ზოგიერთი წიგნი ჩემი
სამუშაოსთვის, მასალად მჭირდება. მწერალმა ყველაფერი უნდა
იცოდეს და ბევრი რამ გამოსცადოს. მაგრამ მერწმუნე, ცინიკური სცე-
ნების კითხვა არათუ სიამოვნებას არ მანიჭებს, პირიქით, ჩემში ზიზ-
ღის გრძნობასაც კი იწვევს.

99
და მისი ეს ნათქვამი არა უბრალოდ სიტყვები, არამედ სრული სი-
მართლე იყო.
ასეთივე ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ფიოდორ მიხაილოვიჩს
იმ დროს ბევრისთვის საყვარელი ოპერეტების მიმართაც: არც თავად
დადიოდა ბუფში და არც მე მიშვებდა.
– თუ საშუალება გაქვს, – მეუბნებოდა ის, – თეატრში წადი, ისე
უნდა აირჩიო პიესა, რომ მან სულელური და არაფრისმომცემი
წვრილმანებით კი არ დაგინაგვიანოს სული, არამედ რაიმე ამაღლე-
ბული და კეთილშობილებით სავსე გრძნობებით განგმსჭვალოს!
ფიოდორ მიხაილოვიჩთან ერთად გატარებული თოთხმეტწლია-
ნი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ
ის ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე უმანკო ადამიანი იყო. ამის ფონზე
კი ადვილი წარმოსადგენია, როგორ მატკინა გული იმის წაკითხვამ,
რომ ჩემთვის ესოდენ საყვარელი მწერალი – ი.ს. ტურგენევი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ცინიკოსად თვლიდა და თავს უფლება მისცა
მისთვის “რუსი მარკიზ დე სადი” ეწოდებინა.

XVI
ჩემი და ფიოდორ მიხალოვიჩის ყველაზე სასიამოვნო სალაპარა-
კო თემა, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ცოლ-ქმრული ცხოვრება
იყო.
ის აზრი, რომ ყოველთვის ჩემი ქმრის გვერდით ვიქნებოდი, მის
საქმიანობაში მონაწილეობას მივიღებდი, საშუალება მომეცემოდა,
მისი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა და თავის მომაბეზრებელი და გა-
მაღიზიანებელი ადამიანებისგან დამეცვა, იმდენად მიმზიდველად
მეჩვენებოდა, რომ ამ ყველაფრის გარკვეული დროით გადადების
შესაძლებლობასაც კი ლამის ტირილამდე მივყავდი. ჩვენი ქორწილი
ძირითადად “Русский вестник”-თან საქმის მოგვარება-არმომოგვარე-
ბაზე იყო დამოკიდებული. ფიოდორ მიხაილოვიჩი საშობაოდ მოს-

100
კოვში გამგზავრებას და კატკოვისთვის თავისი შემდეგი რომანის შე-
თავაზებას აპირებდა. რამდენადაც 1866 წელს დაბეჭდილმა რომან-
მა – “დანაშაული და სასჯელი” ლიტერატურულ წრეებში დიდი ინტე-
რესი გამოწვია და ჟურნალს უამრავი ახალი ხელმომწერი შესძინა,
ფიოდორ მიხაილოვიჩს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ “Русский вестник”-
ის რედაქცია მასთან თანამშრომლობას მოინდომებდა. საჭოჭმანო
მხოლოდ ის იყო, მოეძებნებოდა თუ არა ჟურნალს ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩისთვის ავანსად გადასახდელი რამდენიმე ათასი, რის გარე-
შეც ოჯახის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. “Русский вестник”-ში წა-
რუმატებლობის შემთხვევაში ფიოდორ
მიხაილოვიჩი ფიქრობდა, რომ “დანაშაული და სასჯელის” დას-
რულებისთანავე ახალი რომანის წერა დაეწყო და ჯერაც დაუსრუ-
ლებელი, თუმცა კი დიდი ნაწილი სხვა რომელიმე ჟურნალისთვის
შეეთავაზებინა. თუ ფიოდორ მიხაილოვიჩი მოსკოვში წარმატებას
ვერ მიაღწევდა ჩვენი ქორწილი ხანგრძლივი დროით გადაიდებოდა,
– შესაძლოა ერთი წლითაც კი. მე ამაზე ფიქრი გულს ნაღველით მიმ-
ძიმებდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავის საზრუნავს მუდმივად მიზიარებდა.
არ უნდოდა, რომ გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება, რომელიც წინ გვე-
ლოდა, ჩემთვის მძიმე მოულოდნელობა ყოფილიყო. მე ამ გულახ-
დილობისთვის მისი უაღრესად მადლობელი ვიყავი და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის მხრებს განსაკუთრებით მტანჯველ ტვირთად დაწოლი-
ლი ვალების შესამცირებლად სხვადასხვა ხერხის მოფიქრებას ვცდი-
ლობდი. მაგრამ მალე მივხვდი, რომ იმ მდგომარეობაში, როგორშიც
ის იმყოფებოდა, ვალების გასტუმრებაზე ოცნებაც კი არ ღირდა. მი-
უხედავად იმისა, რომ შეძლებულ ოჯახში გაზრდის გამო პრაქტიკულ
ცხოვრებას თითქმის არ ვიცნობდი, ქორწილამდე იმ სამი თვის გან-
მავლობაში ერთი, ჩემთვის ფრიად შემაშფოთებელი გარემოება შევ-
ნიშნე: ყოველთვის, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩს ფული უჩნდებო-

101
და, როგორც წესი, მოულოდნელი, მაგრამ გადაუდებლად მოსაგვა-
რებელი საჭიროებები მის ნათესაობასაც – ძმას, რძალს, გერსა და
ძმისშვილებსაც უჩნდებოდათ, ამდენად, “დანაშაული და სასჯელის-
თვის” მოსკოვიდან მიღებული სამასი-ოთხასი რუბლიდან ფიოდორ
მიხაილოვიჩს მეორე დღეს უკვე ოცდაათი-ორმოცი
რუბლიღა რჩებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ სათამა-
სუქო ვალებიდან ვერც ერთის გადახდას ვერ ახერხებდა და მხო-
ლოდ პროცენტს იხდიდა. მერე კი ისევ იმაზე დარდს იწყებდა პრო-
ცენტების გადასახდელი, ცხოვრებისა და მრავალრიცხოვანი ნათე-
საობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი ფული საიდან
ეშოვა. ეს მდგომარეობა უკვე სერიოზულად მაშფოთებდა. თავს იმით
ვიმშვიდებდი, რომ ქორწილის შემდეგ ოჯახის საქმეს მე მოვკიდებდი
ხელს და ყოველი მათგანისთვის წლიური თანხის გამოყოფით ნათე-
საობისთვის ფულის მიცემას დავარეგულირებდი. ემილია ფიოდო-
როვნას უკვე საკმაოდ მოწიფული ვაჟები ჰყავდა, რომელთაც შეეძ-
ლოთ დედას დახმარებოდნენ. ძმა – ნიკოლაი მიხაილოვიჩი ნიჭიერი
არქიტექტორი იყო და სურვილის შემთხვევაში, შეეძლო ემუშავა.
გერს კი მის ასაკში (21 წელი), კარგი იქნებოდა, ხელი რაიმე სერიო-
ზული საქმისთვის მოეკიდებინა და მხოლოდ სნეული და ვალებით
დამძიმებული მამობილის იმედზე არ ყოფილიყო.
ამ უსაქმურ ადამიანებზე გულისწყრომით ვფიქრობდი, რადგან
ვხედავდი, რომ ფულზე მუდმივი ზრუნვა ფიოდორ მიხაილოვიჩს გან-
წყობას უფუჭებდა და მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა. მუდ-
მივი მღელვარებისგან ნერვები ეშლებოდა და ეპილეფსიის შეტევები
უხშირდებოდა. ასე გრძელდებოდა ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვ-
რებაში ჩემს გამოჩენამდე და თუმცა კი ჩემმა გამოჩენამ ეს დროებით
შეცვალა და ეპილეფსიის შეტევები იმდენად ხშირად აღარ ემართე-
ბოდა, მაგრამ მე იმაზე ვოცნებობდი, რომ მომავალშიც ასე გაგრძე-
ლებულიყო, ფიოდორ

102
მიხაილოვიჩს ჯანმრთელობა საბოლოოდ გამოკეთებოდა და
მხნე და ხალისიანი განწყობა შენარჩუნებოდა.
თანაც ვალების გამო ფიოდორ მიხაილოვიჩი იძულებული ხდე-
ბოდა, თავად შეეთავაზებინა ჟურნალებისთვის თავისი ნამუშევარი,
რაც, თავისთავად ცხადია, იმის მიზეზი ხდებოდა, რომ ტურგენევისა
და გონჩაროვის მსგავს უზრუნველყოფილ მწერლებზე გაცილებით
ნაკლებს იღებდა. მაშინ, როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩს “დანაშაუ-
ლი და სასჯელისთვის” ნაბეჭდ ფურცელში ასორმოცდაათი რუბლი
გადაუხადეს, ტურგენევი იმავე “Русский вестник”-ში ფურცელში ხუ-
თას რუბლს იღებდა.
ყველაზე გულსატკენი ის იყო, რომ დაუსრულებელ ვალებში ჩაფ-
ლული ფიოდორ მიხაილოვიჩი იძულებული ხდებოდა, სამუშაოს
დასრულება მუდმივად ეჩქარა. მას არც დრო ჰქონდა და არც საშუა-
ლება, რომ თავისი ნაწარმოებები დაეხვეწა და ეს უაღრესად აწუხებ-
და. კრიტიკოსები ფიოდორ მიხაილოვიჩს რომანების უხეირო ფორ-
მას, ერთ რომანში გაერთიანებულ რამდენიმე სიუჟეტს, ერთმანეთზე
დახვავებული მოვლენებისა და ამის გამო ბევრი მიმართულების და-
უსრულებლობას საყვედურობდნენ, მაგრამ, ცხადია, მკაცრმა კრიტი-
კოსებმა ის არ იცოდნენ, რა პირობებში უხდებოდა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს მუშაობა. მომხდარა, რომ რომანის პირველი სამი თავი უკვე
დაბეჭდილი ყოფილა, მეოთხე იკრიფებოდა, მეხუთე ფოსტით ახალი
გაგზავნილი იყო,
მეექვსე იწერებოდა, დანარჩენი კი ფიოდორ მიხაილოვიჩს ჯერ
მოფიქრებულიც არ ჰქონდა. რამდენჯერ მინახავს უკვე დაბეჭდილი
რომანის კითხვისას მისი გულწრფელი სასოწარკვეთა, როცა უცებ
გაუცნობიერებია, რომ წერისას “ერთ-ერთი უმთავრესი იდეა გამორ-
ჩა” და შეცდომას უკვე ვეღარაფრით გამოასწორებდა.
ჩემი საქმროს მძიმე მატერიალური მდგომარეობით დამწუხრებუ-
ლი თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ უახლოეს მომავალში, ერთ წელი-
წადში, მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდებოდი და მამაჩემის

103
მიერ ანდერძით დატოვებულ სახლს მივიღებდი, საშუალება მომეცე-
მოდა ეს მდგომარეობა ძირფესვიანად შემეცვალა და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს დავხმარებოდი.
ჩემს მშობლებს ორმოციანი წლების ბოლოდან იაროსლავსკაი-
ასა და კოსტრომსკაიას ქუჩებზე მდებარე მიწის ორი დიდი ნაკვეთი
(დაახლოებით ორი დესეტინა) ეკუთვნოდათ. ერთ-ერთ ნაკვეთზე ხის
სამი ფლიგელი და ქვის სახლი იდგა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ-
დით, მეორეზე კი – ხის ორი სახლი: ერთი ჩემი დის მზითევი იყო,
მეორე კი მე მეკუთვნოდა. მისი გაყიდვით ათი ათასზე მეტის აღება
შეიძლებოდა, რომლითაც ფიოდორ მიხაილოვიჩის ვალების ნა-
წილს მაინც დავფარავდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, სრულწლო-
ვანებამდე სახლის გაყიდვის უფლება არ მქონდა. დედა ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის დაყოლიებას ცდილობდა, რომ ჩემი მეურვეუბა ეთავა,
მაგრამ ამ წინადადებაზე ფიოდორ მიხაილოვიჩი გადაჭრით ამბობ-
და უარს.
– ეს სახლი ანას ეკუთვნის, – პასუხობდა ის. – ამიტომ ოცდაერთი
წლისა რომ გახდება, დაე, ანამვე მიიღოს. არ მინდა მისი ფულის საქ-
მეში ჩავერიო.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩემი საქმრო იყო, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ფულადი დახმარების ყველა ჩემს შეთავაზებაზე უარს აცხა-
დებდა. მე კი მის გადარწმუნებას ვცდილობდი და ვეუბნებოდი, თუ
ერთმანეთი გვიყვარს, ყველაფერი საერთო უნდა გვქონდეს-მეთქი.
– რა თქმა უნდა, ასეც იქნება, – მპასუხობდა ის, – მაგრამ იქამდე
ერთ რუბლსაც არ გამოგართმევ.
ვფიქრობ, ფიოდორ მიხაილოვიჩს თავადაც კარგად ესმოდა, რა-
ოდენ საზღვარს გადასული იყო ხანდახან მისი ნათესაობის მოთხოვ-
ნილებები და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის უარის თქმის ძალა
თავად არ ჰქონდა, ამ თხოვნების ჩემი ფულით დაკმაყოფილება არ
სურდა. არ უნდოდა არც იმ ორი ათასის ხელის ხლება, რომელიც ჩე-

104
მი ოჯახიდან მზითევად მერგებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩვენი მომა-
ვალი ოჯახის ჩემთვის სასურველ საჭიროებებზე დამეხარჯა. გულაჩუ-
ყებულს მახსენდება, როგორ ათვალიერებდა და აწყობდა ის ჩემ მი-
ერ ახლად ნაყიდ ვერცხლის დანა-ჩანგალს ფუტლარებში და არჩე-
ვანს ყოველთვის როგორ მიწონებდა. მან იცოდა, რომ მისი ქება
გულს გამითბობდა და ჩემივე სიხარულს შემოხაროდა.
განსაკუთრებით ჩემი ახალი კაბების თვალიერება უყვარდა და
როგორც კი მკერავისგან მოჰქონდათ, მაიძულებდა, ჩამეცვა და
ახალ კაბაში ვჩვენებოდი. რამდენიმე (მაგ., შინდისფერი) ისე მოეწო-
ნა, რომ მთხოვა არ გამომეცვალა და იმ საღამოს ის კაბა მცმოდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი შლაპების მორგებასაც მაიძულებდა და
მეუბნებოდა, რომ ძალიან მიხდებოდა. ის ყოველთვის ცდილობდა
რაიმე კეთილი და ჩემთვის სასიამოვნო ეთქვა და ამით გავეხარები-
ნე. ოჰ, რამხელა ჭეშმარიტ სიკეთესა და რაოდენ ღრმა სინაზეს იტევ-
და მისი მოსიყვარულე გული!

XVII
შობამდე დრომ სწრაფად გაირბინა. ფიოდორ მიხაილოვიჩი უკა-
ნასკნელი წლების განმავლობაში ამ დღესასწაულს თითქმის ყოველ-
თვის თავისი მოსიყვარულე დის – ვ.მ. ივანოვას ოჯახში ატარებდა და
გადაწყვიტა, ამჯერადაც მოსკოვს გამგზავრებულიყო. მოსკოვში ჩას-
ვლის მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, კატკოვისთვის ახალი რო-
მანის შეთავაზება და ქორწილისთვის საჭირო ავანსის მიღება იყო.
გამგზავრების წინა რამდენიმე დღე დანაღვლიანებული და მოწ-
ყენილი დადიოდა: ფიოდორ მიხაილოვიჩს მთელი გულით ვუყვარ-
დი და ჩემთან განშორება უმძიმდა. მასთან ერთად მეც დამწუხრებუ-
ლი ვიყავი, რატომღაც მეჩვენებოდა, რომ მეტჯერ ვეღარასოდეს ვნა-
ხავდი, მაგრამ თავს ვიმხნევებდი და ფიოდორ მიხაილოვიჩი რომ კი-
დევ უარესად არ დამემწუხრებინა ჩემს დარდს ვმალავდი. განსაკუთ-

105
რებით ნაღვლიანი განწყობით სადგურზე, მის გასაცილებლად მი-
სულს დამხვდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ალერსიანი მზერით მიყუ-
რებდა, ხელს ხელზე ნაზად მიჭერდა და ერთსა და იმავეს იმეორებ-
და:
– მოსკოვში დიდი იმედებით მივდივარ, ჩვენ კი ისევ შევხვდებით,
ჩემო ძვირფასო ანეჩკა, ისევ შევხვდებით!..
ფიოდორ მიხაილოვიჩის მძიმე განწყობა მის ძმისშვილებთან ერ-
თად მამობილის გასაცილებლად სადგურზე მოსული პაველ ალექ-
სანდროვიჩის უაზრო გამოხდომამ კიდევ უფრო დაამძიმა. იმის სანა-
ხავად, როგორ მოეწყო ფიოდორ მიხაილოვიჩი, ყველანი ერთად ვა-
გონში ავედით, სადაც პაველ ალექსანდროვიჩმა, როგორც ჩანს, “მა-
მაზე” ზრუნვის ხაზგასასმელად, ფიოდორ მიხაილოვიჩს მოულოდნე-
ლად ხმამაღლა უთხრა:
– მამა, ზედა საწოლზე დაწოლა არც იფიქროთ! იქ რომ ბნედა და-
გემართოთ და ჩამოვარდეთ, თქვენს ძვლებსაც ვეღარ აკრიფავენ!
ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ სიტ-
ყვებმა ფიოდორ მიხაილოვიჩზეც, ჩვენზეც და იმ ხალხზეც, ვინც იმ
წუთს ჩვენ ახლომახლო ტრიალებდა. ერთ-ერთმა მგზავრმა, ეტყობა
მეტისმეტად ნერვიულმა ქალბატონმა, წუთის შემდეგ ვაგონში გამო-
ჩენილ მებარგულს სთხოვა, მისი ნივთები ქალთა განყოფილებაში
გადაეზიდა, მიზეზად კი გამოაცხადა: “აქ, როგორც ჩანს, პაპიროსს
მოწევენო” (ვაგონი არამწეველთათვის იყო).
ამ ამბავმა ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც თავის საშინელ
ავადმყოფობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უყვარდა, უაღრესად გა-
ანერვიულა. თუმცა ჩვენც, გამცილებლებიც არანაკლებ შემცბარი და
გაოგნებულები ვიყავით და აღარ ვიცოდით, რა გვეთქვა, იმდენად,
რომ გაგვიხარდა
კიდეც, მეორე ზარი რომ დაირეკა და ვაგონიდან გამოსვლა მოგ-
ვიწია. პაველ ალექსანდროვიჩის გამოხდომით აღშფოთებულმა თა-
ვი ვერ შევიკავე და ვუთხარი:

106
– ასე რატომ გააბრაზეთ საბრალო ფიოდორ მიხაილოვიჩი?
– რა მნიშვნელობა აქვს გავაბრაზე თუ არა, – მიპასუხა პაველ
ალექსანდროვიჩმა, – მე ხომ მის ჯანმრთელობაზე ვიზრუნე, რისთვი-
საც ის მადლობელი უნდა იყოს!
პაველ ალექსანდროვიჩის მამობილზე “ზრუნვა” ყოველთვის
მსგავსი ფორმით გამოიხატებოდა ხოლმე, რაც ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს, რა თქმა უნდა, ძალიან აღიზიანებდა.
მოსკოვიდან ფიოდორ მიხაილოვიჩმა ორი თბილი წერილი გა-
მომიგზავნა, რამაც უაღრესად გამახარა. ვიჯექი ხოლმე, წერილებს
ალბათ უკვე მეათედ ვკითხულოდი და მის ჩამოსვლას მოუთმენლად
ველოდი.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა მოსკოვში თორმეტი დღე დაჰყო და
“Русский вестник”-ის რედაქციასთან მოლაპარაკება წარმატებით და-
ასრულა. კატკოვმა ფიოდორ მიხაილოვიჩს დაგეგმილი ქორწინება
მიულოცა და ბედნიერება უსურვა. ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ
ავანსის
სახით ნათხოვნ იმ ორი ათასს კი, დაჰპირდა, რომ იანვრის გან-
მავლობაში ორ-სამ ნაწილად გამოუგზავნიდა. ამან საშუალება მოგ-
ვცა ქორწილი დიდ მარხვამდე გადაგვეხადა.
მოსკოვიდან გამოგზავნილი შვიდასი რუბლი თითქოს წამში ნათე-
საობასა და კრედიტორებს დაურიგდათ. ფიოდორ მიხაილოვიჩი ყო-
ველ საღამოს ჩიოდა, რომ ფული თითებს შორის “ქვიშასავით უქრე-
ბოდა”. ამან იმდენად ამაფორიაქა, რომ როგორც კი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა მეორე შვიდასი რუბლი მიიღო, ვთხოვე ქორწილის ხარ-
ჯისთვის თანხის ნაწილი მაინც გადაედო.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ფანქარი მოიმარჯვა და ეკლესიის,
ჯვრისწერისა და შემდგომი წვეულების ხარჯები გამოთვალა (მან სას-
ტიკი უარი განაცხადა, რომ ეს ხარჯები დედას ეთავა). დაახლოებით
ოთხასი-ხუთასი რუბლი გამოვიდა. მაგრამ მისი ნათესაობის ხელში,

107
რომელთაც ყოველდღიურად ახალ-ახალი მოთხოვნები უჩნდებო-
დათ, ამ ფულის შენახვა რთული საქმე იქნებოდა.
– ანია, მოდი, ეს ფული შენ შემინახე, – მითხრა ნათესაობისთვის
ფულზე უარის სათქმელი კარგი მიზეზის მოფიქრებით გახარებულმა
ფიოდორ მიხაილოვიჩმა, მეორე დღესვე ხუთასი რუბლი მომიტანა
და ფულის გადმოცემისას საზეიმოდ და მხიარულად გამომიცხადა:
– ანია, აბა შენ იცი, მაგრად დაიჭირე და ხელი არ გაუშვა, ამ ფულ-
ზე ჩვენი ბედია დამოკიდებული!
ქორწილის დღის დანიშვნას ძალიან ვჩქარობდით, მაგრამ დრო
მაინც თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგვეწელა. უპირველეს ყოვლი-
სა, საჭირო იყო ახალი ბინა მოგვეძებნა, რადგან ძველი ბინის ოთხი
ოთახი აღარ გვყოფნიდა. ძველი ბინა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ემი-
ლია ფიოდოროვნასა და მის ოჯახს დაუთმო და ბინის ქირად ყოველ-
თვიური ორმოცდაათი რუბლის გადახდაც თავად ითავა. ამ ბინის
უპირატესობა ის იყო, რომ ბინის მეპატრონე – მდიდარი ვაჭარი
ალონკინი ფიოდორ მიხაილოვიჩს “დიად მუყაითად” მოიხსენიებდა
და დიდ პატივს სცემდა: “მე ცისკრის ლოცვაზე მივდივარ, მის კაბი-
ნეტში კი შუქი ანთია, – მაშასადამე, შრომობს”, – ამბობდა ხოლმე ის
და ამის გამო ბინის ქირის დროულად გადახდას არასდროს ითხოვ-
და, იცოდა, რომ ფული გაუჩნდებოდა თუ არა, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი თავად მიუტანდა ქირას. დარბაისელ მოხუცთან საუბარი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩსაც უყვარდა (ჩემი აზრით, მისი გარეგნობა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა “ძმებ კარამაზოვებში” გრუშენკას მფარველ
ვაჭარ სამსონოვის პორტრეტად გამოიყენა).
ჩვენთვის ბინა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ვოზნესენსკის პროსპექ-
ტზე, ზედ ამაღლების ეკლესიის პირდაპირ, ტელის სახლში (ამჟამად
# 27) იპოვა. სახლს შესასვლელი ეზოდან ჰქონდა, ბინის ფანჯრები
კი ვოზნესენსკის შესახვევზე გადადიოდა. მეორე სართულზე მდება-

108
რე ბინაში ხუთი ოთახი იყო: სასტუმრო, კაბინეტი, სასადილო, საძი-
ნებლები და პაველ ალექსანდროვიჩის ოთახი. თუმცა ბინის დაქირა-
ვების შემდეგაც, ჯერ იმის ლოდინი მოგვიწია, რომ იქაურობა
მოეწესრიგებინათ, მერე ფიოდორ მიხაილოვიჩის ნივთების, ჩემი
მოწყობილობის გადატანის და ა.შ. ბოლოს, როდესაც ყველაფერი
გამზადდა, ქორწილი ყველიერის წინ, 15 თებერვალს, ოთხშაბათ
დღეს დავნიშნეთ და მეგობრებსა და ახლობლებს მოსაწვევები გა-
ვუგზავნეთ.

XVIII
ქორწილის წინა დღეს, დღისით ფიოდორ მიხაილოვიჩთან მოსა-
ნახულებლად გავიარე და თან შევატყობინე, რომ ზანდუკებით, ყუთე-
ბითა და მუყაოს კოლოფებით გამოგზავნილი ჩემი ნივთების თავ-თა-
ვის ადგილას დასაწყობად და ჯვრისწერის შემდგომი წვეულების-
თვის აუცილებელი ჭურჭლის ამოსაწყობად შვიდ საათზე ჩემი და –
მარია გრიგორევნა სვატკოვსკაია მივიდოდა. როგორც მერე მაშამ
მითხრა, ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად გულითადად დახვედ-
რია და ზანდუკების გახსნასა და ნივთების ამოლაგებაში დახმარებია,
ბოლოს კი გამასპინძლებია კიდეც და საბოლოოდ მოუხიბლავს, ამის
შემდეგ მაშას ისღა დარჩენოდა, ჩემს მოსაზრებას დასთანხმებოდა
და ეღიარებინა, რომ ჩემი მომავალი ქმარი მართლაც საოცრად სათ-
ნო და გულისხმიერი ადამიანი იყო.
მე კი გადავწყვიტე, ის საღამო დედასთან ერთად გამეტარებინა.
საწყალი დედა მთელი გულით მებრალებოდა: მან ცხოვრება ოჯახის
გარემოცვაში გაატარა; ახლა კი მამის გარდაცვალებისა და ძმის მოს-
კოვში გამგზავრების შემდეგ სახლიდან მეც მივდიოდი. მას ყველა ძა-
ლიან ვუყვარდით, ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული და კე-
თილგანწყობილი ურთიერთობა გვქონდა და ვხვდებოდი, რომ მარ-
ტო დარჩენა მისთვის უაღრესად მძიმე იქნებოდა.

109
მე და დედა მთელი საღამოს განმავლობაში ჩვენს ბედნიერ ცხოვ-
რებას ვიხსენებდით. მერე დედას ვთხოვე, რომ ყველასგან მოშორე-
ბით, სწორედ იმ ჩვენი მარტოდ ყოფნის წუთს დაველოცე ახალი
ცხოვრების გზაზე, რადგან ჩემი მეგობრების მაგალითზე შემჩნეული
მქონდა, რომ საქოწილო ორომტრიალის ფონზე, ეკლესიაში გამ-
გზავრების წინ მოწმეთა თანდასწრებით პატარძლის დალოცვა უმე-
ტესწილად არა გულითადი, არამედ უფრო ოფიციალური გამოდი-
ოდა. დედამაც დამლოცვა და ორივენი დიდხანს ვტიროდით. სამა-
გიეროდ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ ეკლესიაში ცრემლების-
გან დასიებული სახითა და ჩაწითლებული თვალებით არ მივსული-
ყავი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან არ მინდოდა, მეორე დღეს, განშო-
რებისას არაფრისდიდებით არ გვეტირა.
თხუთმეტ თებერვალს, გამთენიისას ავდექი და ცისკრის წირვაზე
სმოლნის მონასტერში გავეშურე, წირვის დასრულების შემდეგ, კურ-
თხევის სათხოვნელად, ჩემს მოძღვართან, დეკანოზ ფილიპე სპერან-
სკისთან შევედი. მამა ფილიპემ, რომელიც ბავშვობიდან მიცნობდა,
დამლოცა და ბედნიერება მისურვა. მისგან კი ბოლშეოხტინსკის სა-
საფლაოზე, მამის საფლავზე სალოცავად წავედი.
დღე სწრაფად გაილია და ხუთი საათისთვის უკვე თმადავარცხნი-
ლი და მუარის გრძელშლეიფიან თეთრ საქორწილო კაბაში გამოწ-
ყობილი ვიყავი. ვარცხნილობაცა და კაბაც ძალიან მიხდებოდა და ეს,
რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა.
ქორწილი შვიდ საათზე იყო დანიშნული, ექვსი საათისთვის კი ჩემ
წასაყვანად ფიოდორ მიხაილოვიჩის ძმისშვილი – უმცროსი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი უნდა მოსულიყო, რომელიც ჩემმა საქმრომ თა-
ვის მეჯვარედ აირჩია.
ექვსი საათისთვის ჩემი ნათესავები მოვიდნენ, ყველაფერი მზად
იყო, მაგრამ მეჯვარე არ ჩანდა, არ მოჰყავდათ ასევე პ.მ. ოლხინის
პატარა ვაჟი, რომელსაც ჩემ წინ ხატი უნდა წაეღო. მე უკვე ძალიან
ვნერვიულობდი; წარმომედგინა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ავად

110
გახდა და ვნანობდი, რომ დღისით მისი ჯანმრთელობის ამბის გასა-
გებად მსახური არ გავგზავნე.
ბოლოს, როგორც იქნა, შვიდ საათზე ოთახში სწრაფი ნაბიჯით უმ-
ცროსი ფიოდორ მიხაილოვიჩი შემოვიდა და მეც ამაჩქარა:
– ანა გრიგორევნა, მზად ხართ? წავიდეთ! ღვთის გულისათვის,
ჩქარა გავემგზავროთ! ბიძია უკვე ეკლესიაშია და საშინლად ნერვი-
ულობს, ეშინია, რომ არ მიხვალთ! თქვენამდე საათზე მეტხანს მოვ-
დიოდით და უკანა გზაზეც ნაკლები დრო არ დაგვეკარგება. წარმო-
იდგინეთ, როგორ დაიტანჯება ამ ორი საათის განმავლობაში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი!
– მაგრამ ჯერ ბიჭუნა რომ არ მოუყვანიათ? – ვიკითხე მე.
– ბავშვის გარეშე გავემგზავროთ, ოღონდ კი რაც შეიძლება ჩქა-
რა, ფიოდორ მიხაილოვიჩი დავამშვიდოთ.
მე დამლოცეს, მე და დედა ერთმანეთს გადავეხვიეთ და მხრებზე
ქურქი მომასხეს. სახლიდან გასვლის ბოლო წუთს კი რუსულ, ლამაზ
წითელ კოსტიუმში გამოწყობილი საყვარელი პატარა ბიჭუნა – კოს-
ტიაც მოიყვანეს.
ყველანი სახლიდან გავედით. კიბეზე უამრავი ადამიანი იდგა.
ჩემს გასაცილებლად ჩვენი სახლების ყველა მდგმური გარეთ გამო-
სულიყო. ერთნი მკოცნიდნენ, მეორენი ხელს მართმევდნენ და ყვე-
ლა ბედნიერებას მისურვებდა, ზევიდან კი “მდიდრულად ცხოვრების”
განმაპირობებელ ნიშნად ვიღაც თავზე სვიას მაპნევდა. ასეთმა გული-
თადმა გაცილებამ გული ამიჩვილა. ჩვენ ეტლში ჩავსხედით და სწრა-
ფად წავედით. მე და ჩემმა დამ მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ
შევნიშნეთ, რომ პატარა კოსტია უქურქოდ და უქუდოდ წამოსულიყო
და ძალიან შევშინდით, რომ ბავშვი გაცივდებოდა, ამიტომ კოსტიას
მაშინვე ჩემი განიერი ტოლამა შემოვაფარე და მასაც სულ მალე
ტკბილად ჩაეძინა.

111
ეტლი იზმაილოვსკის ტაძართან გაჩერდა. მეჯვარემ ჩაძინებული
კოსტია თავიდან ფეხებამდე თავის თბილ შინელში გაახვია და ეკლე-
სიისკენ მიმავალ გრძელ კიბეზე ხელში აყვანილი
წაიყვანა. მე კი კარეტიდან ლაქიას დახმარებით გადავედი, ხატი
ფატის ქვეშ შევმალე და ტაძარში შევედი. ჩემი დანახვისთანავე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელზე ხელი
მაგრად მომკიდა და მითხრა:
– როგორც იქნა! ახლა კი ჩემგან უკვე ვეღარსად წახვალ!
მინდოდა მეპასუხა, რომ არსად წასვლას არც ვაპირებდი, მაგრამ
მისი გაფითრებული სახის შემხედვარე, შევშინდი. ისე, რომ სიტყვაც
არ მათქმევინა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ანალოღიისკენ სწრაფად
წამიყვანა და ჯრისწერაც დაიწყო.
ეკლესია განათებული იყო, მღეროდა მომღერალთა საუცხოო
გუნდი, ჩვენ უკან უამრავი მოხდენილად ჩაცმული სტუმარი იდგა, მაგ-
რამ ეს ყველაფერი მერე, მოგვიანებით, სხვათა ნაამბობიდან გავიგე;
ჯვრისწერის პირველი ნახევარი თითქოს ბურანში ვიყავი ჩაკარგული,
მექანიკურად ვიწერდი პირჯვარს და მღვდლის კითხვებს ძლივს გა-
საგონად ვპასუხობდი. გონება მხოლოდ ზიარების შემდეგ დამეწმინ-
და და მხურვალედ დავიწყე ლოცვა. ზიარება და სამადლობელი პა-
რაკლისი რომ დასრულდა ჯვრისწერის დამსწრე სტუმრებმა მოგვი-
ლოცეს. მერე კი ჩემმა ქმარმა რაღაც წიგნში ხელის მოსაწერად წა-
მიყვანა.
იმ დროისთვის “ხატის მტვირთველ ბიჭუნას” ჩააცვეს და ყველანი
ჩვენს ახალ ბინაში გავემგზავრეთ. კოსტიას ამჯერად გზაში არ დაუძი-
ნია და პატარა არამზადა მერე ყველას უყვებოდა, რომ “ბიძია და დე-
იდა მთელი გზა ერთმანეთს კოცნიდნენ”.
ჩვენი მისვლისთვის სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. დედამ და
ჩემმა ჯვრისწერის მამობილმა საზეიმოდ დაგვლოცეს და ყველამ
შამპანურის ბოკლებით ხელში მოგვილოცა. ისინი, ვინც ჯვრისწერას

112
დაესწრო და იქამდე არ მიცნობდა, გაკვირვებული დარჩა, როცა გა-
ფითრებული და სერიოზული ქალიშვილის ნაცვლად, როგორიც ეკ-
ლესიაში მნახეს, მათ წინაშე ლოყებღაჟღაჟა, ხალისიანი და ბედნიე-
რებით გაბრწყინებული “ახალგაზრდა” წარსდგა. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩიც ერთიანად ბრწყინავდა, ჩემთან თავისი მეგობრები მოჰყავ-
და, მაცნობდა და ყველას ეუბნებოდა:
– შეხედეთ, რა საოცრება მაჩუქა ღმერთმა! ეს ქალიშვილი არაჩ-
ვეულებრივი ადამიანია, მას ოქროს გული აქვს! – იმეორებდა ის და
სხვა საქებარ სიტყვებსაც ამატებდა, რომელთა მოსმენისგანაც თავს
ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. მერე ქალები გამაცნო და უაღრე-
სად კმაყოფილი იყო, რომ მოვახერხე და ყოველ მათგანს რაღაც სა-
სიამოვნო და ისეთი ვუთხარი, რაც, როგორც ჩანს, მათ მოეწონათ.
ჩემი მხრივ მეც მიმყავდა ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს მეგობრებ-
თან და ნათესავებთან და
მიხაროდა, რომ მათ სახეებზე მოხიბლულობასა და იმ კარგი შთა-
ბეჭდილების ანარეკლს ვხედავდი, რომელსაც ჩემი ქმარი მათზე ტო-
ვებდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ხელგაშლილი მასპინძლობა უყვარდა და
ამდენად, შამპანური, კანფეტები და ხილი მაგიდაზე უხვად ეწყო.
სტუმრები მხოლოდ თორმეტი საათისთვის დაიშალნენ, ჩვენ კი
დიდხანს ვისხედით და ამ არაჩვეულებრივი დღის ყოველ წვრილ-
მანს ვიხსენებდით.

113
ნაწილი მესამე
ოჯახური ცხოვრების დასაწყისი
I. 1867 წელი
ქორწილიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ რომელიღაც ახლო-
ბელმა შეგვატყობინა, რომ ჟურნალში “Сын отечества”-ში (1867 წ.
თებერვალი, # 34) ფიოდორ მიხაილოვიჩზე სტატია დაბეჭდილიყო
სათაურით “რომანისტის ქორწინება”. ჩვენ გაზეთის დასახელებული
ნომერი მოვიძიეთ და შემდეგი სტატია წავიკითხეთ:
“გაზეთი “Nord”-ის პეტერბურგელი კორესპონდენტი წერს: “ჩვენს
ლიტერატურულ წრეებში ბევრს ლაპარაკობენ ქორწინებაზე, რომე-
ლიც საკმაოდ უცნაურად შედგა. ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ,
ცოტაოდენ დაბნეულ რომანისტს, ადამიანს, რომელიც თავისი თხზუ-
ლებების ჩაბარებაზე გამომცელობებთან შეთანხმებული პირობების
შესრულებაში დიდი აკურატულობით არ გამოირჩევა, ნოემბრის ბო-
ლოს გაახსენდა, რომ 1 დეკემბრისთვის, ყველაზე ცოტა, ორასგვერ-

114
დიანი რომანი უნდა დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელო-
ვანი პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევდა. რა უნდა მოემოქმედა?
მართალია, სიუჟეტიცა და მთავარი სცენებიც უკვე მოფიქრებული
ჰქონდა, მაგრამ დაწერილი ერთი სტრიქონიც არ არსებობდა, საბე-
დისწერო ვადამდე კი სულ ერთი კვირა რჩებოდა. ერთ-ერთი მეგობ-
რის რჩევით, ჩვენმა ავტორმა მუშაობის შესამსუბუქებლად სტენოგ-
რაფისტი მოიწვია და თავის კაბინეტში ბოლთის ცემითა და გრძელი
თმის დაუსრულებელი სწორებით, თითქოს იმის იმედად, რომ მის
სიგრძეს
ახალ იდეებს გამოადენდა, სტენოგრაფისტისთვის რომანის კარ-
ნახი დაიწყო. დამავიწყდა მეთქვა, რომ ავტორის მიერ მოწვეული
სტენოგრაფისტი, თუმცა კი არა ნიჰილისტი, მაგრამ თავით-ფეხამდე
თანამედროვე იდეებით განმსჭვალული ქალიშვილი იყო, რომელ-
საც თავისი შრომით საზოგადოებაში დამოუკიდებელი მდგომარეო-
ბის მიღწევა სურდა. ახალი იდეების ძებნის ტანჯვაში თავდაკარგულ-
მა ბატონმა ხ-მ (ამ ასოთი აღვნიშნოთ რომანისტის გვარი) მისი თა-
ნამშრომლის ახალგაზრდობა და ჩინებული გარეგნობა, როგორც
ჩანს, ვერც კი შენიშნა. მუშაობის პირველ დღეებში ყველაფერი სა-
უკეთესოდ მიდიოდა, მაგრამ რომანის დასასრულის მოახლოებას-
თან ერთად სირთულეებიც წარმოიქმნა. რომანის გმირი, ქვრივი, უკ-
ვე კარგა ხანია აღარც ჭაბუკი და არც პირმშვენიერი, ახალგაზრდა
ლამაზ ქალზე იყო შეყვარებული. ავტორს უნდოდა რომანი რაიმე ბუ-
ნებრივი კვანძის გახსნით დაესრულებინა, თვითმკვლელობებისა და
უხამსი სცენების გარეშე, მაგრამ ხელმოსაკიდი თავში არაფერი მოს-
დიოდა, რისგანაც მისი გრძელი თმა უკვე შესამჩნევად ზარალდებო-
და, არადა, რომანის დასასრულებლად მხოლოდ ორი დღეღა რჩე-
ბოდა. რომანისტმა უკვე იმ აზრთან შეგუება დაიწყო, რომ პირგასამ-
ტეხლოს გადახდა მოუწევდა, როცა უცებ მისმა თანამშრომელმა,
რომელიც იქამდე სტენოგრაფისტის მოვალეობებს ხმისამოუღებ-
ლად ასრულებდა, გადაწყვიტა რომანისტისთვის ერჩია სიუჟეტში

115
კვანძის გახსნად გმირი ქალის მიერ გაზიარებული სიყვარული გა-
მოეყენებინა.
– მაგრამ ეს ხომ სრულიად არაბუნებრივია! – წამოიძახა ავტორმა,
– წარმოიდგინეთ, რომ
მამაკაცი, მაგალითად ჩემნაირი ბებერი მარტოხელაა, ქალი კი
თავისი სილამაზისა და ახალგაზრდობის გაფურჩქვნის მწვერვალ-
ზე... მაგალითად, ისეთი, როგორიც თქვენ ხარ.
ამაზე სტენოგრაფისტმა ქალიშვილმა უპასუხა, ქალის გულის და-
საპყრობად მამაკაცის არა გარეგნობა, არამედ გონება, ნიჭიერება და
ა.შ. სხვა ღირსებებია საჭიროო, რის მერეც მისი შეთავაზებული კვან-
ძის გახსნა მიღებულ იქნა და რომანი დათქმულ ვადაში დასრულდა.
მუშაობის ბოლო დღეს კი ბატონმა ხ-მ ძლივსშესამჩნევად აღელვე-
ბული ხმით მშვენიერ სტენოგრაფისტთან მადლიერების გამოსახა-
ტად მისვლის ნებართვა ითხოვა და სტენოგრაფისტიც დათანხმდა.
– მაშ, შეიძლება, რომ ხვალ მოვიდე? – ჰკითხა ხ-მ.
– არა, უკეთესი იქნება, ზეგ მოხვიდეთ, – უპასუხა ქალიშვილმა.
რომანისტი დანიშნულ დღეს გამოცხადდა და მეორე ფინჯანი ყავის
შემდეგ სიყვარულში გამოტყდომაც გაბედა, რაზეც ქალიშვილის
მხრიდან კეთილგანწყობილი პასუხი მიიღო. – მაშ, გუშინ რატომ არ
ისურვეთ ჩემი მიღება? – გაუკვირდა ხ-ს, – ასე ხომ ერთი დღით ადრე
გამაბედნიერებდით!
– იმიტომ, რომ გუშინ სტუმრად მეგობარს ველოდი, – უთხრა ღაწ-
ვებაწითლებულმა სტენოგრაფისტმა, – რომელიც ჩემზე ლამაზია და
მეშინოდა, მის დანახვაზე განზრახვა არ
შეგეცვალათ. – ამ გულუბრყვილო აღიარებამ, რომელიც იმის და-
მადასტურებელი იყო, რომ ქალიშვილს მართლაც უყვარდა, რომა-
ნისტი აღაფრთოვანა.
თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს რომანი რუსეთში სამოქალაქო ქორ-
წინებად წოდებული კვანძის გახსნით დასრულდა. პირიქით, წყვილმა

116
რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ სამრევლო ეკლესიაში დაიწერა
ჯვარი”.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა სტატიაზე გულიანად ვიცინეთ, მე-
რე კი მას აზრად მოუვიდა, რომ თხრობის უხამსი კილოდან გამომ-
დინარე, ამ ამბავში აუცილებლად ა.პ. მილიუკოვის ხელი იქნებოდა
გარეული, ადამიანის, რომლისთვისაც ჩემი ქმრის ჩვევები კარგად
იყო ცნობილი (კარნახის დროს ფიოდორ მიხაილოვიჩს მართლაც
ოთახში აქეთ-იქით სიარული უყვარდა და თუკი აზრის დალაგება
უჭირდა, ყოველთვის თავის გრძელ თმას იწვალებდა).

II
დიდ მარხვამდე დრო მხიარულ ალიაქოთში გავიდა: ჩვენ “სა-
ქორწილო ვიზიტებით” ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის ნათესავებ-
თან და მეგობრებთან დავდიოდით. ყველა სადილებზე და საღამო-
ებზე გვიწვევდა და ყველგან “ახალგაზრდების” სადღეგრძელებლად
შამპანური იხსნებოდა. იმ დროს ასეთი წესი იყო და იმ ათ დღეში მგო-
ნი იმდენი შამპანური დავლიე, რამდენიც მერე მთელი სიცოცხლის
განმავლობაში არ დამილევია. თუმცა შამპანურის სმამ საბოლოოდ
სამწუხარო შედეგი გამოიღო და ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში პირველი
მძიმე განსაცდელი მომივლინა. კერძოდ: ფიოდორ მიხაილოვიჩს
ერთი დღის განმავლობაში ეპილეფსიის ორი შეტევა ჰქონდა, მაგრამ
ყველაზე უცნაური ის იყო, ეს შეტევები არა ღამით და ძილში, რო-
გორც თითქმის ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, არამედ დღისით და
ფხიზლად ყოფნისას დაემართა. აი, როგორ მოხდა ეს.
ყველიერის ბოლო დღეს სადილად ნათესავებთან ვიყავით მიწვე-
ულნი, მერე კი, საღამოს გასატარებლად ჩემს დასთან გავემგზავრეთ.
მხიარულად ვივახშმეთ (შამპანურის სმით, ისევე, როგორც იქამდე,
სადილად). სტუმრები წავიდნენ და ჩვენ დავრჩით. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა ჩემი დისთვის რაღაც საინტერესო ამბის მოყოლა დაიწყო,

117
მაგრამ უცებ, შუა ლაპარაკში, სიტყვა გაუწყდა, ერთიანად გაფით-
რდა, დივნიდან ოდნავ წამოიწია და ჩემკენ გადმოიხარა. მის
შეცვლილ სახეს გაოცებულმა შევხედე, ფიოდორ მიხაილოვიჩმა
კი მოულოდნელად საშინელი, არაადამიანური ხმით დაიღრიალა,
უფრო სწორად ყელიდან ღრიალი აღმოხდა. იმავ წამს თავისი ქმრის
გვერდით მჯდარმა ჩემმა დამაც ხმამაღლა დაიკივლა, სავარძლიდან
წამოხტა და ისტერიკული ქვითინით ოთახიდან გაიქცა. ჩემი სიძე
ცოლს უკან გაეკიდა.
შეტევის დასაწყისში ეპილეფსიით დაავადებულისთვის დამახა-
სიათებელი ეს “არაადამიანური” ღრიალი შემდგომშიც მრავალჯერ
მომისმენია და ის მე ყოველთვის თავზარს მცემდა. იმ დღეს კი, მი-
უხედავად იმისა, რომ ასეთ რამეს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი,
ჩემდა გასაკვირად, რატომღაც სრულებით არ შემშინებია. ფიოდორ
მიხაილოვიჩს მხრებზე ხელები შემოვხვიე და დივანზე ძალით დავ-
სვი, მაგრამ წამის მერე შეძრწუნებულმა შევნიშნე, რომ ჩემი ქმრის
მოდუნებული სხეული დივნიდან ცურდებოდა, მე კი მის შესაკავებ-
ლად ძალა არ მყოფნიდა. სასწრაფოდ იქვე დავარდნილი დამწვარი
ლამპით სკამი გვერდზე გავწიე და ფიოდორ მიხაილოვიჩს იატაკზე
ჩამოცურების საშუალება მივეცი, მერე მეც იატაკზე დავჯექი და თავი
ჩემს მუხლებზე დავადებინე. დამხმარე არავინ მყავდა: მაშა ისტერი-
კაში იყო, თუმცა ისევე, როგორც ჩემი სიძე და მოახლეებიც, ცხადია,
უპირველესად მათ დასამშვიდებლად ფაციფუცობდნენ. გარკვეული
დროის შემდეგ კრუნჩხვები, როგორც იქნა, ნელ-ნელა შეწყდა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი გონს მოვიდა, მაგრამ თავიდან ვერ აცნობიე-
რებდა სად იყო და ამასთან, ვერც ლაპარაკს ახერხებდა: რაღაცის
თქმას ცდილობდა, მაგრამ სასურველის მაგივრად რაღაც სხვა
სიტყვას ამბობდა და მისი გაგება სრულიად შეუძლებელი იყო. ნა-
ხევარ საათზე მეტი იქნებოდა გასული, როცა, ბოლოს და ბოლოს,
ფიოდორ მიხაილოვიჩის იატაკიდან წამოყენება და დივანზე დაწვენა

118
შევძელით. გადავწყვიტეთ, რომ სახლში წასვლამდე მისთვის დამ-
შვიდების საშუალება მიგვეცა. მაგრამ, ჩემდა სავალალოდ, პირველი
შეტევიდან ერთი საათის შემდეგ შეტევა განმეორდა და ამჯერად ისე-
თი ძალით, რომ ფიოდორ მიხაილოვჩი უკვე გონსმოსულიც კი ორ
საათზე მეტხანს ტკივილისგან ხმამაღლა ყვიროდა. ეს რაღაც საშინე-
ლება იყო! ფიოდორ მიხაილოვიჩს ორჯერადი შეტევები შემდგომშიც
განმეორებია, მაგრამ ძალიან იშვიათად. იმჯერზე კი ორმაგი შეტევა
ექიმებმა მეტისმეტი აგზნებით ახსნეს, რაც “ახალგაზრდების” პატივსა-
ცემად მოწყობილ სადილებსა და საღამოებზე ჩვენი საქორწილო ვი-
ზიტების დროს ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ დალეული შამპანუ-
რით იყო გამოწვეული. ღვინო მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა და
ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩიც არასოდეს სვამდა.
ზედიზედ ორმა შეტევამ ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად და-
ასუსტა და თან ახალი შეტევისაც გვეშინოდა, ამიტომ დილამდე ჩემს
დასთან დარჩენა მოგვიწია. მთელ იმ საშინელებას, რაც ფიოდორ
მიხაილოვიჩს წლების განმავლობაში სტანჯავდა, მაშინ პირველად
შევეჯახე და ის ღამე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი
იყო! მისი საათობით გაგრძელებული, შეუწყვეტელი ყვირილის, კვნე-
სისა და სრულიად გაუგებარი, არეული მეტყველების მოსმენით შეძ-
რწუნებული და ტანჯვით მოქცეული, ერთიანად შეცვლილი სახისა და
შეშლილივით გაყინული
მზერის შემხედვარე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი
ძვირფასი, ჩემი საყვარელი მეუღლე ჭკუიდან იშლებოდა და ეს აზრი
თავზარს მცემდა!
მაგრამ ღვთის მადლით რამდენიმე საათის ძილის შემდეგ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი იმდენად გამომჯობინდა, რომ სახლში გამგზავ-
რება შევძელით, მძიმე და დათრგუნვილი განწყობა კი, რომელიც მას
შეტევის შემდეგ ყოველთვის ეუფლებოდა ხოლმე, კიდევ კვირაზე
მეტხანს გაგრძელდა. “თავს ისე ვგრძნობ თითქოს ამქვეყნად ყველა-

119
ზე ძვირფასი ადამიანი დამეკარგოს, თითქოს ვიღაც დამესაფლავე-
ბინოს”, – ამბობდა ხოლმე ფიოდორ მიხაილოვიჩი შეტევის შემდგო-
მი ამ მდგომარეობის აღსაწერად... ჩემთვის კი მისი ის ორჯერადი შე-
ტევა ბოლომდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებად დარჩა.
წუხილით აღსავსე იმავე კვირის განმავლობაში დაიწყო ის უსია-
მოვნებებიც, რომელთაც ისე მოწამლეს ჩვენი ოჯახური ცხოვრების
პირველი კვირები, რომ “თაფლობის თვე” დღემდე ტკივილით მახ-
სენდება.
უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ჩემი ახალი ცხოვრების წესს აღ-
ვწერ: ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელიც ღამ-ღამობით მუშაობას
იყო მიჩვეული, ადრე ვერ იძინებდა, ღამით კითხულობდა და მერე
გვიან დგებოდა. მე კი ცხრა საათისთვის უკვე მზად ვიყავი და მზარე-
ულ ქალთან ერთად საყიდლებისთვის სენნაიაზე მივდიოდი.
უნდა ვაღიარო, რომ გათხოვებამდე დიასახლისობისა არაფერი
გამეგებოდა. გიმნაზიის შვიდი წელი, მერე უმაღლესი, ბოლოს კი
სტენოგრაფიის კურსები – განა კი მქონდა დრო დიასახლისობაც მეს-
წავლა? მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩის ცოლის როლში, ვიცოდი
მისი მატერიალური მდგომარეობა და საკუთარ თავსაც და მასაც სიტ-
ყვა მივეცი, რომ ამ საქმეს თავს გავართმევდი, სიცილით ვარწმუნებ-
დი, რომ ღვეზელებს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, თვითონ გა-
მოვუცხობდი და დავიყოლიე იმ დროისთვის “ძვირიანი”, თორმეტ-
რუბლიანი ანაზღაურებით მზარეული დაექირავებინა, რომ მისგან კუ-
ლინარიული ოსტატობა მესწავლა.
თერთმეტი საათისთვის, შინ დაბრუნებულს, თითქმის ყოველდღე
ჩვენთან კატია დოსტოევსკაია, ფიოდორ მიხაილოვიჩის ძმისწული
მხვდებოდა. კატია თხუთმეტიოდე წლის, გრძელი და ქერა, ზურგის-
კენ გადაყრილი ნაწნავებით, შავ და ლამაზთვალება მშვენიერი გო-
გონა იყო. მისმა დედამ, ემილია ფიოდოროვნამ რამდენჯერმე მით-
ხრა, რომ გოგონას ძალიან შევყვარებოდი და მთხოვა ჩემი ზეგავლე-
ნის ქვეშ მომექცია. მე კი ემილია ფიოდოროვნასგან ჩემთვის ესოდენ

120
საქებარი სიტყვების პასუხად მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ გო-
გონა მომეპატიჟებინა და ჩვენთან რაც შეიძლება ხშირად შემოვლის
ნება დამერთო. ამიტომ კატია, რადგანაც მუდმივი რაიმე საქმიანობი-
თა თუ მეცადინეობით არ იყო დაკავებული და სახლში მოწყენილი
იჯდა, დილის გასეირნების შემდეგ პირდაპირ ჩვენ გვსტუმრობდა: გა-
სეირნების შემდეგ მოსვლა მისთვის მოსახერხებელ დროს იმითაც
წარმოადგენდა, რომ ემილია ფიოდოროვნას ოჯახი ჩვენგან ხუთი
წუთის სავალზე ცხოვრობდა. თორმეტი საათისთვის პაველ ალექ-
სანდროვიჩთან მიშა დოსტოევსკი, ფიოდორ მიხაილოვიჩის კიდევ
ერთი ძმისწული, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი მოდიოდა, რომელიც მა-
შინ ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა და კონსერვატორიიდან სახ-
ლისკენ მიმავალს, გზად ჩვენთან შემოვლა უყვარდა. ცხადია, ჩვენ-
თან სასაუზმოდ ისიც რჩებოდა. მათ გარდა ჩინებული პიანისტი, უმ-
ცროსი ფიოდორ მიხაილოვიჩიც ხშირად გვსტუმრობდა. ორი საათი-
დან კი მოსვლას ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობრები და ახლობლე-
ბი იწყებდნენ, რომელთაც იცოდნენ, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს
სასწრაფო სამუშაო არ ჰქონდა და შესაძლებლად თვლიდნენ, მეგო-
ბარი უფრო ხშირად მოენახულებინათ. სადილად არცYთუ იშვიათად
ემილია ფიოდოროვნაც მოდიოდა, მოდიოდა ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის ძმა – ნიკოლაი მიხაილოვიჩი, ჩამოდიოდა და – ალექსანდრა მი-
ხაილოვნა გოლენოვსკაია და მისი კეთილი ქმარი – ნიკოლაი ივანო-
ვიჩი. სადილის შემდეგ კი ყველა, ვინც ჩვენთან იყო, როგორც წესი,
საღამოსაც ჩვენთან ერთად ატარებდა და ათ-თერთმეტ საათამდე
რჩებოდა. ასეთი დადგენილი წესით მიედინებოდა ჩვენთან ყოველი
დღე და ჩვენს სახლში ახლობელი თუ შორებელი არასოდეს
ილეოდა.
თავადაც პატრიარქალურ და სტუმართმოყვარე ოჯახში გაზრდი-
ლი, სტუმრიანობას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ მხოლოდ კვირაობით
და სადღესასწაულო დღეებში, სტუმართმოყვარეობის ეს “უწყვეტი”,

121
ყოველდღიურად და დილიდან საღამომდე “შექცევისა” და “მასპინ-
ძლობის”
ვალდებულება კი უკვე მეტისმეტად მძიმე ტვირთად დამაწვა, მით
უმეტეს, რომ დოსტოევსკების ოჯახის უმცროსი წარმომადგენლები
და ფიოდორ მიხაილოვიჩის გერი არც წლოვანებით იყვნენ ჩემთან
ახლოს და არც მაშინდელი ჩემი ინტერესების მოზიარეობით. იმ
დროს უაღრესად საინტერესოდ ისინი კი არა, ჩემზე ბევრად უფროსი,
ფიოდორ მიხაილოვიჩის ლიტერატორი მეგობრები და ნაცნობები მი-
მაჩნდა: მაიკოვი, ავერკიევი, სტრახოვი, მილიუკოვი, დოლგომოს-
ტიევი და სხვანი. ლიტერატურული სამყარო ჩემთვის იქამდე უცნობ
სფეროს წარმოადგენდა და მათი ყველაფერი მიზიდავდა, მათთან
საუბარი მწყუროდა, ხანდახან ალბათ კითხვების დასმაც, მაგრამ უმ-
თავრესად მოსმენა, მათი რაც შეიძლება ხშირად მომსმენა მინდო-
და... სამწუხაროდ, ამ სიამოვნების საშუალება იშვიათად მეძლეოდა:
ჩვენი ახალგაზრდების მოწყენილი სახეების შემხედვარე ფიოდორ
მიხაილოვიჩი გადმომიჩურჩულებდა ხოლმე: “ანიჩკა, ძვირფასო, ნა-
ხე, როგორ მოიწყინეს, იქნებ წაიყვანო და რამით შეაქციო”. იძულე-
ბული ვხდებოდი, მათ გასაყვანად რაიმე საბაბი მომეფიქრებინა და
ახალგაზრდების “შექცევას” გულდამძიმებული ვიწყებდი.
ყველაფერთან ერთად ისიც მაღიზიანებდა, რომ მასპინძლობის
მუდმივი საჭიროება აღარც საყვარელი საქმიანობისთვის მიტოვებდა
დროს. ეს ჩემთვის დიდი დანაკლისი იყო; სინანულით ვაცნობიერებ-
დი, რომ მთელი თვის განმავლობაში გარდა იმისა, რომ ერთი წიგნიც
არ წამეკითხა, სისტემატურად ვეღარც სტენოგრაფირებას ვახერხებ-
დი, იმ საქმეს ვერ ვაკეთებდი, რომლის შესწავლაც ძირფესვიანად
მინდოდა.
მაგრამ ყველაზე საწყენი მაინც ის იყო, რომ განუწყვეტელი სტუმ-
რიანობის გამო ჩემს ძვირფას ქმართან მარტო დარჩენასაც ვეღარ
ვახერხებდი. თუ დღის განმავლობაში რამდენიმე წუთს როგორღაც
გამოვნახავდი და ფიოდორ მიხაილოვიჩთან კაბინეტში შევიდოდი,

122
მაშინვე ან ვიღაც მოდიოდა, ან როგორც დიასახლისს, სამეურნეო
საქმეზე მეძახდნენ. მეც და ფიოდორ მიხაილოვიჩიც იძულებული
ვხდებოდით საღამოობით ჩვენთვის ესოდენ ფასეული საუბრები დაგ-
ვევიწყებინა, რადგან უაზროდ გატარებული დღით, უამრავი ვიზიტი-
თა და დაუსრულებელი საუბრებით საღამოსკენ ორივე უკვე იმდენად
ვიქანცებოდით, რომ დაღლილობა დასაძინებლად მექაჩებოდა, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს კი წიგნისკენ, რომელიც დასვენების საშუალე-
ბას მისცემდა.

III. შინაური მტრები


თუმცა რაღაც დროის შემდეგ ჩვენი ცხოვრების ასეთ წესს შესაძ-
ლოა შევგუებოდი კიდეც, მასპინძლობის მუდმივი ვალდებულება
მეტ-ნაკლებად დამერეგულირებინა და დრო საყვარელი საქმიანო-
ბისთვისაც გამომენახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ნათესავების მხრიდან დამატებული უსიამოვ-
ნებები აგვირგვინებდა... მისი რძალი, ემილია ფიოდოროვნა, კეთი-
ლი, მაგრამ ჭკუამოკლე ქალი იყო. ის ფაქტი, რომ ქმრის სიკვდილის
შემდეგ მის ოჯახზე ზრუნვა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ითავა, მან ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის მოვალეობად ჩათვალა და უაღრესად გაოცე-
ბული დარჩა, როცა გაიგო, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა. ჩემთან
საუბრისას მის მტრულ ტონს სწორედ ეს მიზეზი განაპირობებდა. მაგ-
რამ ჩვენს დაქორწინებას ემილია ფიოდოროვნა როგორღაც შეეგუა
და მისი ჩემდამი დამოკიდებულება შედარებით თავაზიანი გახდა,
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი შვილებისადმი ჩემი ყურადღე-
ბიანი მოპყრობა დაინახა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ემი-
ლია ფიოდოროვნას თავი კარგ დიასახლისად მიაჩნდა, თითქმის ყო-
ველდღიური მისი სტუმრობისას ოჯახის საქმეებზე დაუსრულებელ
რჩევებს მაძლევდა. შესაძლოა ამას უბრალოდ, კეთილი გულითა და
დახმარების სურვილით აკეთებდა, მაგრამ, რამდენადაც რჩევა-და-

123
რიგებების ეს სურვილი ყოველთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის თან-
დასწრებით უჩნდებოდა, თავისთავად ცხადია, დიდად არ მსიამოვ-
ნებდა, როცა ქმრის თვალში და თანაც ასეთი დაჟინებით ჩემს ცუდ
დიასახლისობასა და
უყაირათობას ესმებოდა ხაზი. ყველაზე უფრო არასასიამოვნო კი
ის იყო, რომ მას ყველაფერში მისაბაძ მაგალითად ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის პირველი ცოლი მოჰყავდა, მით უმეტეს, რომ მისი მხრიდან
ეს საკმაოდ უტაქტოდაც ჟღერდა.
მაგრამ ემილია ფიოდოროვნას მუდმივ რჩევა-დარიგებებსა და
ჩემთვის უბრალოდ უსიამოვნო, მფარველ ტონთან შედარებით, პა-
ველ ალექსანდროვიჩის ჩემდამი დამოკიდებულებაში გამოვლენი-
ლი თავხედობა და სიუხეშე სრულიად აუტანლად მეჩვენებოდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის გერს რომ ჩვენთან ერთად უნდა ეცხოვ-
რა, რა თქმა უნდა, გათხოვებამდეც ვიცოდი. ამის მიზეზი, უპირველეს
ყოვლისა, ის იყო, რომ ცალკე საცხოვრებლისთვის სახსრები არ გვე-
ყოფოდა, მაგრამ, გარდა ამისა, პაველ ალექსანდროვიჩის ჩვენთან
ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება თავად ფიოდორ მიხაილოვიჩსაც იმ
არგუმენტით უნდოდა, რომ გერის ხასიათის ჩამოყალიბებამდე მისი
მეთვალყურეობის საშუალება ჰქონოდა. ჩემი ჯერაც ყმაწვილქალუ-
რი გამოუცდელობის გამო ახლად შექმნილ ოჯახში ჩემთვის სრული-
ად უცხო ადამიანის არსებობა თავიდან მიუღებელ ფაქტორად სუ-
ლაც არ მომეჩვენა. თან იმასაც ვფიქრობდი, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს გერი უყვარდა და რადგან მის გვერდით ყოფნას იყო შეჩვე-
ული, პაველ ალექსანდროვიჩთან განშორება მისთვისაც მძიმე იქნე-
ბოდა, შესაბამისად, არც მისი ცალკე დაბინავება დავიჟინე. პირიქით,
ჩავთვალე, რომ ჩემი თანატოლის (პაველ
ალექსანდროვიჩი ჩემზე რამდენიმე თვით უმცროსი იყო) ჩვენთან
ერთად დასახლება ოჯახს მხოლოდ გაახალისებდა და ის ფიოდორ

124
მიხაილოვიჩის ჩვევებში (ბევრი მათგანი იმ დროს ჩემთვის ჯერაც უც-
ნობი იყო) გამარკვევდა, რაც ჩემი ქმრისთვის ჩვეული ცხოვრების წე-
სის დაცვაში დამეხმარებოდა.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პაველ ალექსანდროვიჩ ისაევი უგუ-
ნური ანდა ბოროტი ადამიანი იყო. მისი მთავარი უარყოფითი მხარე
ის იყო, რომ შექმნილი მდგომარეობის სრულად აღქმას ვერ ახერ-
ხებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის ყველა ნათესავისა თუ მეგობრისგან
ბავშვობიდან კეთილ და თავაზიან მოპყრობას შეჩვეული, ამას თავის
დამსახურებად მიიჩნევდა და ვერ ხვდებოდა, რომ ეს კეთილგანწყო-
ბილი დამოკიდებულება არა იმდენად მის გამო, არამედ ფიოდორ
მიხაილოვიჩისადმი პატივისცემით ვლინდებოდა. მისდამი კეთილად
განწყობილი ადამიანებისგან სიყვარულის რეალურად დამსახურე-
ბის მაგივრად კი სრულიად დაუფიქრებლად იქცეოდა. ყველას იმდე-
ნად უბოდიშოდ, აგდებულად და აღმატებულად ეპყრობოდა, რომ
ადამიანებს ამით მხოლოდ გულს სტკენდა და აღიზიანებდა (მაგალი-
თად, პაველ ალექსანდროვიჩის საქციელებიდან ერთ-ერთ შემთხვე-
ვას მოვიყვან: უცხოეთიდან რომ დავბრუნდით, პაველ ალექსანდრო-
ვიჩმა ვოლჟკო-კამსკის ბანკში მუშაობა მოინდომა და დახმარება ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს სთხოვა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავის მხრივ
თხოვნით ევგ. ივ. ლამანსკის მიმართა და პაველ ალექსანდროოვიჩ-
მა ადგილი ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი
მოსკოვში მიიღო. ბანკში ის ყველას მოუყვა, რომ დოსტოევსკის
“შვილი” იყო, დოსტოევსკი ლამანსკისთან მეგობრობდა და საერთო-
დაც, გავლენიანი მეგობრები ჰყავდა. ერთხელაც ლამანსკის, რომე-
ლიც გზად მოსკოვის გავლით სადღაც მიემგზავრებოდა, ვოლჟკო-
კამსკის ბანკში მოუწია მისვლა. ე.ი. ლამანსკი, როგორც სახელმწი-
ფო ბანკის მმართველი, დიდ ფინანსურ ძალას წარმოადგენდა და
ბანკში მას საზეიმოდ შეხვდნენ. პაველ ალექსანდროვიჩმა ლამან-
სკის ჩასვლის ამბავი გაიგო და პირდაპირ იმ დარბაზისკენ გაემართა,

125
სადაც დირექტორები ისხდნენ, ლამანსკის მიუახლოვდა, ხელი გა-
უწოდა და უთხრა: “ევგენი ივანოვიჩ, მოგესალმებით, როგორ ბრძან-
დებით? როგორც ჩანს, ვერ მიცანით, არა? მე დოსტოევსკის შვილი
ვარ. ერთმანეთს მამასთან შევხვედრივართ”. – “მაპატიეთ, მართლაც
ვერ გიცანით, ძალიან შეცვლილხართ”, – უპასუხა ლამანსკიმ. “აჰა,
გინდათ თქვათ, ვბერდები, არა? – გაიცინა პაველ ალექსანდროვიჩ-
მა, – თუმცა თქვენც გვარიანად მოტეხილხართ, ბიძიკო!” – და ამ სიტ-
ყვებით ლამანსკის შინაურულად მხარზე ხელი მიუტყაპუნა. ლამანსკი
გაშრა, მაგრამ როგორც ზრდილობიანმა ადამიანმა, არაფერი შეიმ-
ჩნია და ფიოდორ მიხაილოვიჩი მოიკითხა. “რა უჭირს, არის რა, თა-
ვისთვის, ბებრულად!” – უპასუხა პაველ ალექსანდროვიჩმა. ლამან-
სკიმ ამას უკვე ვეღარ გაუძლო და პაველ ალექსანდროვიჩს ზურგი
აქცია. ადვილი წარმოსადგენია, რა ზემოქმედება იქონია ამ უცერე-
მონიო საქციელმა პაველ ალექსანდროვიჩის უფროსობაზე. მაგრამ
პაველ ალექსანდროვიჩისგან განსაკუთრებით ბევრი უსიამოვნება
(ცხადია, ფიოდორ ალექსანდროვიჩის პატივისცემის გამო) ღრმად-
პატივცემულმა აპოლონ ნიკოლაევიჩ მაიკოვმა გადაიტანა, რომე-
ლიც
სამწუხაროდ უშედეგოდ, მაგრამ პაველ ალექსანდროვიჩის აზრე-
ბისა თუ საქციელის სწორი კალაპოტისკენ მიმართვას ცდილობდა.
ზუსტად ასევე აგდებულად და აღმატებულად ეპყრობოდა ის თა-
ვის მამობილსაც, თუმცა ამასთან ფიოდორ მიხაილოვიჩს მუდმივად
“მამად”, საკუთარ თავს კი დოსტოევსკის “შვილად” მოიხსენიებდა.
მაგრამ დოსტოევსკის შვილი ის ვერაფრით იქნებოდა, რადგან 1845
წელს ასტრახანში იყო დაბადებული, ფიოდორ მიხაილოვიჩს კი 1849
წლამდე პეტერბურგიდან ფეხიც არსად გაუდგამს.
თორმეტი წლიდან ფიოდორ მიხაილოვიჩის სახლში გაზრდილი
და მისი სიკეთის შემხედვარე პაველ ალექსანდროვიჩი ღრმად იყო
დარწმუნებული, რომ “მამას” მხოლოდ მისთვის უნდა ეცხოვრა, ემუ-

126
შავა და ფულიც მისთვისვე ეშოვნა; ამასთან, თავად ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს არა მარტო არ ეხმარებოდა და ცხოვრებას არ უიოლებდა,
არამედ პირიქით, თავისი დაუფიქრებელი და ფუქსავატური ქცევით
ხშირად ძალიან აღიზიანებდა და როგორც ახლობლები აღნიშნავ-
დნენ, შეტევამდეც კი მიჰყავდა. პაველ ალექსანდროვიჩი ფიოდორ
მიხაილოვიჩს “გამოცოცხლებულ ბებრად” თვლიდა და ბედნიერების
პოვნის მის სურვილს უბრალო “ახირებად” მიიჩნევდა, რასაც ხშირად
ნათესავებსაც დაუფარავად ეუბნებოდა. მე კი, პაველ ალექსანდრო-
ვიჩის აზრით, უზურპატორი ვიყავი, ქალი, რომელიც მათ ოჯახში
ძალდატანებით შევიდა, სადაც,
ლიტერატურული საქმიანობით დაკავებული ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის მოუცლელობის გამო, იქამდე თვითონ იყო ერთპიროვნული
ბატონი. ასეთი შეხედულების გამო მისი ჩემდამი მტრული დამოკიდე-
ბულებაც გასაგები ხდებოდა. ჩვენი ქორწინებისთვის ხელის შეშლის
საშუალება რომ არ მიეცა, პაველ ალექსანდროვიჩმა გადაწყვიტა, ეს
ქორწინება ჩემთვის აუტანელ ტვირთად ექცია. თავისუფლად შესაძ-
ლებელია, რომ მუდმივი უსიამოვნებებით, ჩხუბითა და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩთან ჩემზე ცილისწამებებით ჩვენს წაჩხუბებასა და ერთმა-
ნეთთან დაშორებას აპირებდა... პაველ ალექსანდროვიჩის მხრიდან
მოყენებულ უსიამოვნებებს ცალ-ცალკე და სათითაოდ წვრილმანი
უფრო ეთქმოდა, მაგრამ მათ ბოლო არ უჩანდა; თანაც, რამდენადაც
ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის მიზანი ჩემი გაბრაზება და შეურაცხყო-
ფა იყო, ცხადია, ვეღარ ვახერხებდი ყურადღება არ მიმექცია და არ
გავღიზიანებულიყავი. მაგალითად, ერთ-ერთი იმაში გამოიხატებო-
და, რომ პაველ ალექსანდროვიჩმა წესად შემოიღო ყოველ დილას
მოახლის სადღაც გაგზავნა: ხან პაპიროსის საყიდლად, ხან ახლო-
ბელთან წერილის მისატანად და თანაც განკარგულებით, რომ პა-
სუხს დალოდებოდა, ხანაც მკერავთან რამის წასაღებად და ა.შ. და-
უსრულებლად, ამასთან, რატომღაც ყოველთვის ჩვენი ბინიდან ძა-

127
ლიან შორს აგზავნიდა, ასე რომ, საწყალი ფედოსია თუმცა კი საკმა-
ოდ სწრაფი იყო, უკან დაბრუნებას აგვიანებდა და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის გაღვიძებამდე მისი კაბინეტის დალაგებას ვეღარ ასწრებ-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩი კი, სისუფთავისა და წესრიგის დიდი მოყ-
ვარული, ბრაზობდა, რომ კაბინეტი დაულაგებელი ხვდებოდა. ამი-
ტომ ხანდახან მეტი გზა არ მქონდა, ჯაგრისს ვიღებდი და ჩემი
ქმრის კაბინეტის დალაგებას ვიწყებდი. მაგრამ, როდესაც ერ-
თხელ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ საქმიანობაზე დამიჭირა, მკაცრად
მისაყვედურა, მითხრა, რომ ეს ფედოსიას საქმე იყო და არა ჩემი. ხო-
ლო იმ შემთხვევაში, თუ ფედოსია პაველ ალექსანდროვიჩის დავა-
ლებით შორს წასვლაზე უარს იმ მიზეზით ამბობდა, რომ “ქალბატონი
გაუჯავრდებოდა”, პაველ ალექსანდროვიჩი, ისე, რომ მეორე ოთახ-
ში ჩემ ყოფნასაც არ ერიდებოდა, ეუბნებოდა:
– ფედოსია! ვინ არის აქ ოჯახის უფროსი, მე თუ ანა გრიგორევნა?
მშვენივრად იცი, ვინც არის! ასე რომ, წადი, სადაც გაგზავნიან!
(ეს ფედოსია კანცელარიის მუშაკი მწერლის ქვრივი და ძალიან
დაშინებული ქალი იყო, მის ქმარს თავი სმით თეთრ ცხელებამდე მი-
ეყვანა და ამით მომკვდარიყო, მაგრამ იქამდე საწყალ ქალს თურმე
უმოწყალოდ სცემდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ კი ფედოსია, სამი
შვილით, საშინელ გაჭირვებაში აღმოჩნდა, მაგრამ ნაცნობებიდან ვი-
ღაცას მის შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის უამბია და ფიოდორ
მიხაილოვიჩსაც ფედოსია მოახლედ აუყვანია, მისი შვილები კი შე-
უფარებია: უფროსი ბიჭი თერთმეტი წლისა იყო, გოგონა – შვიდის,
უმცროსი ბიჭი კი, ხუთის. ფედოსია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფიოდორ
მიხაილოვიჩის საცოლე ვიყავი, თვალცრემლიანი მეუბნებოდა, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩისნაირი კეთილი ადამიანი ამქვეყნად არ მეგუ-
ლებაო. მისი სიტყვებით, ღამე, სამუშაოში თავჩარგულ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს შემოესმებოდა თუ არა, რომ რომელიმე

128
ბავშვი ახველებდა ან ტიროდა, მიდიოდა, ,,ბავშვს საბანს აფარებ-
და და ამშვიდებდა, ფედოსიას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღვიძებ-
და, თუ თვითონ ვერაფერს გააწყობდა. ფედოსიას შვილებზე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ამ ზრუნვას ჩვენი დაქორწინების მერე მეც ბევ-
რჯერ შევსწრებივარ. ამასთან, რადგანაც ფედოსიას ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის შეტევები რამდენჯერმე ენახა, ამ შეტევებისაც და თავად
ფიოდორ მიხაილოვიჩისაც ძალიან ეშინოდა. თუმცა მას სხვა ყველა-
სიც ეშინოდა: პაველ ალექსანდროვიჩისაც, რომელიც გამუდმებით
უყვიროდა და ვგონებ ჩემიც, ვისიც მის გარდა საერთოდ არავის ში-
ნებია. ყოველთვის, როცა ფედოსია ქუჩაში გადიოდა, მწვანე დრადე-
დამის თავშალს იფარებდა, სწორედ იმას, რომელიც “დანაშაულსა
და სასჯელში” მარმელადოვების ოჯახის საერთო თავშლად არის
მოხსენიებული).
ასეთი პატარ-პატარა ხრიკები პაველ ალექსანდროვიჩს არ
ელეოდა: ხან სწორედ ფიოდორ მიხაილოვიჩის სასადილო ოთახში
გამოსვლის წინ ნაღებს დალევდა და ფედოსიას ამჯერად უკვე არც
თუ ახალი ნაღების საყიდლად საჩქაროდ დუქანში გაქცევა, ფიოდორ
მიხაილოვიჩს კი ყავის ლოდინი უწევდა, ხან ზუსტად სადილის წინ
შურთხს შეჭამდა და ფედოსიას სამის მაგივრად, რა თქმა უნდა, უკვე
არასაკმარისის, ორის მორთმევა უხდებოდა, ხან მთელ სახლში ასა-
ნთს გააქრობდა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ წინა დღეს რამდენიმე
კოლოფი ასანთი იყო. ყველა ეს ნაკლოვანება ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს საშინლად აღიზიანებდა და ფედოსიას უყვიროდა, ამ უსიამოვ-
ნებების გამომწვევი პაველ ალექსანდროვიჩი კი მხრებს იჩეჩდა და
ამბობდა: “რას
ვიზამთ, მამა, როცა მე ვუძღვებოდი ოჯახს სახლში წესრიგი იყო!”
საბოლოოდ ისე გამოსდიოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი, უფრო სწო-
რად კი, ჩემი ცუდი დიასახლისობის ბრალი იყო.
პაველ ალექსანდროვიჩს თავისი ტაქტიკა ჰქონდა: ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის თანდასწრებით ჩემ მიმართ უჩვეულო თავაზიანობას

129
იჩენდა: თეფშების გაწყობაში მეხმარებოდა, გაიქცეოდა და მოახლეს
ეძახდა, იატაკზე თუ შემთხვევით ხელსახოცი დამივარდებოდა, დაიხ-
რებოდა და მომაწოდებდა და ა.შ. ფიოდორ მიხაილოვიჩმა ორჯერ
აღნიშნა კიდეც, რომ სახლში ქალის ყოფნა, კერძოდ კი კონკრეტუ-
ლად ჩემი არსებობა (კატია და ემილია ფიოდოროვნასთან პაველ
ალექსანდროვიჩს თავი ისევე მოურიდებლად ეჭირა, როგორც ყვე-
ლა სხვასთან) პაველ ალექსანდროვიჩზე სასიკეთოდ მოქმედებდა
და მისი მანერები ნელ-ნელა იხვეწებოდა.
მაგრამ საკმარისი იყო ფიოდორ მიხაილოვიჩი ოთახიდან გასუ-
ლიყო და პაველ ალექსანდროვიჩის ჩემდამი მოპყრობაც იცვლებო-
და. ხან გარეშე ადამიანების თანდასწრებით ჩემს დიასახლისობას-
თან დაკავშირებით სათაკილო შენიშვნებს მაძლევდა და აცხადებდა,
რომ ადრე სხვაგვარად ცხოვრობდნენ. ხან ამბობდა, რომ ფულს სა-
ჭიროზე მეტს ვხარჯავდი და თანაც ამ ფულზე ისე ლაპარაკობდა,
თითქოს ის “საერთო” იყო. ხანაც თავი ოჯახური დესპოტიზმის
მსხვერპლად მოჰქონდა: “ობლის” მძიმე ხვედრზე იწყებდა ლაპა-
რაკს, რომელიც აქამდე ბედნიერად ცხოვრობდა და ოჯახში უმთავ-
რესი ადგილი ეჭირა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა,
რადგან სახლში უცხო ადამიანი (ეს მე, ფიოდორ მიხაილოვიჩის
ცოლი!) შეეჭრა, რომელსაც მთელი ოჯახის თავისი გავლენის ქვეშ
მოქცევა და პირველობა ჰქონდა განზრახული. რომ ის, უცხო ადამი-
ანი, “შვილს” ავიწროვებდა, უსიამოვნებებს უქმნიდა და ცხოვრებას
უმწარებდა. რომ “შვილს” მშვიდად სადილის საშუალებაც წართმეუ-
ლი ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ დიასახლისის დაეჭვებული და გამ-
კიცხავი მზერა პირში ჩადებულ ყოველ ლუკმას უთვლიდა. ძველ,
ბედნიერ წლებს იხსენებდა და იმედი ჰქონდა, რომ ის ძველი ცხოვ-
რება ოდესმე დაუბრუნდებოდა, რომ “მამაზე” თავის გავლენას ის
ახალ დიასახლისს არ დაუთმობდა და ა.შ. დოსტოევსკის გვარის
ახალგაზრდა წარმომადგენლები ჩემს გამოქომაგებას ვერ ბედავ-
დნენ, უფროსებს კი ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ...

130
ამითვე სრულდებოდა, მათ მიერ ჩემი დაცვა პაველ ალექსანდროვი-
ჩის დაცინვით შემოიფარგლებოდა და არაფერი იცვლებოდა.
“მამაზე” გავლენა ჩემთვის რომ არ დაეთმო, პაველ ალექსან-
დროვიჩმა თითქმის ყოველ დილას ფიოდორ მიხაილოვიჩის კაბი-
ნეტში შესვლა დაიწყო, თან იმ დროს ამთხვევდა, როცა ის თავისი
გაზეთის წასაკითხად ჯდებოდა. ხანდახან შესვლისთანავე კაბინეტი-
დან ფიოდორ მიხაილოვიჩის მოუთმენელი დაყვირება ისმოდა და
პაველ ალექსანდროვიჩი კაბინეტიდან შემცბარი გამორბოდა, ასე
სწრაფად უკან გამოსვლის მიზეზად კი – “მამა” დაკავებულია და ხე-
ლის შეშლა არ მინდაო”, ამბობდა. ხან კი პაველ ალექსანდროვიჩი
კაბინეტში დიდხანს რჩებოდა, იქიდან მოზეიმე სახით გამოდიოდა და
მკაცრი ბრძანებებით მაშინვე აცახცახებულ ფედოსიას აცხრებოდა
თავს. ასეთი საუბრების შემდეგ კი ფიოდორ მიხაილოვიჩი ყო-
ველთვის მე მომმართავდა ხოლმე თხოვნით: “ანეჩკა, გეყოფა პაშას-
თან ჩხუბი, ნუ აწყენინებ, გთხოვ, კეთილი ყმაწვილია!” როცა ვეკით-
ხებოდი მაინც რით ვაწყენინე “პაშას” და რის გამო ჩიოდა გერი, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მპასუხობდა, რომ ასეთ წვრილმანებზე “ლაპა-
რაკიც კი არ ღირდა”, მაგრამ მაინც მთხოვდა “პაშას” მიმართ ლმო-
ბიერება გამომეჩინა.
ხანდახან უკვირდათ, რომ პაველ ალექსანდროვიჩის ყოველდღი-
ურ თავხედობას, სიუხეშეს, ჩემდამი უცერემონიო დამოკიდებულება-
სა და ფიოდორ მიხაილოვიჩთან ჩემს ცილისწამებებს ასე ხმისამოუ-
ღებლად ვიტანდი, არ ესმოდათ, რატომ ვითმენდი, ვდუმდი და პა-
ველ ალექსანდროვიჩს ადგილს არ ვუჩენდი? ასეა, მართლაც ვდუმ-
დი და ადგილს ვერ ვუჩენდი! მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
თუმცა კი უკვე ოცი წლის, მაგრამ ცხოვრებისეულ საკითხებში ჯერაც
ბავშვი ვიყავი და არც თუ ხანგრძლივი ჩემი ცხოვრება კარგ და მო-
წესრიგებულ ოჯახში მქონდა გატარებული, სადაც არც მსგავს სირ-
თულეებს შევჯახებივარ და არც ოჯახის წევრებს შორის პირველო-
ბისთვის ბრძოლას. ამიტომ პაველ ალექსანდროვიჩის ჩემ მიმართ

131
არაკორექტული ქცევა მაოცებდა, მწყინდა და გულს მტკენდა, მაგრამ
პირველ ხანებში ამის თავიდან არიდებას ვერ ვახერხებდი. თანაც,
ყველაფერთან ერთად, ფიოდორ მიხაილოვიჩის გერს კიდევ ერთი
ჩვევაც ჰქონდა: რაიმე საშინელებას მეტყოდა თუ არა, ისე, რომ პასუ-
ხის გაცემის საშუალებასაც არ მაძლევდა, ზურგს მაქცევდა და ოთა-
ხიდან გადიოდა, ოთახში მისი დაბრუნების დროისთვის კი მე
დამშვიდებას ვასწრებდი და ჩხუბის ახლიდან დაწყება აღარ მინ-
დოდა, ბუნებით ისედაც მშვიდობისმოყვარე ადამიანს ჩხუბი ყოველ-
თვის მიმძიმდა. თუმცა, მეორე მხრივ, ან კი რა შემეძლო: მასზე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან ჩივილი? მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩთან
ჩემზე პაველ ალექსანდროვიჩი ხომ ისედაც გამუდმებით ჩიოდა!.. რა
გამოვიდოდა, როგორი იქნებოდა ჩემი საყვარელი ქმრის ცხოვრება,
მეც რომ იგივე გამეკეთებინა და ქმართან მისი გერის საქციელზე ლა-
პარაკი მეც დამეწყო? პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მი-
ჭირდა, მე მისი სიმშვიდის დაცვა მინდოდა. ამასთან ისიც მესმოდა,
რომ პაველ ალექსანდროვიჩი სინამდვილეში ადრინდელი, თავისუ-
ფალი ცხოვრების შეცვლის გამო ჯავრობდა, მაგრამ ვფიქრობდი,
რომ ადრე თუ გვიან ჩემთვის უსიამოვნებების მოყენება მობეზრდე-
ბოდა და მისი დამოკიდებულების მთელ არადელიკატურობასაც გა-
აცნობიერებდა, ხოლო თუ თვითონ ვერ გააცნობიერებდა, ბოლოს
და ბოლოს, ფიოდორ მიხაილოვიჩის ნათესავები მაინც შეაგნებინებ-
დნენ.
ასეთ ხელისშემშლელ პირობებში გადიოდა ჩვენი ოჯახური ცხოვ-
რების პირველი კვირები: პაველ ალექსანდროვიჩის სიუხეშე და თავ-
ხედობა, ემილია ფიოდოროვნას რჩევა-დარიგებები, ჩემთვის არასა-
ინტერესო ადამიანების დაუსრულებელი სტუმრობა, რაც ჩემ ქმარ-
თან ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა და ჩვენი საქმეების გამო მუდ-
მივი შფოთვა. ყველაფერთან ერთად მეჩვენებოდა, რომ ჩვენი ცხოვ-
რების გარემოებათა გამო ჩემგან ფიოდორ მიხაილოვიჩსაც თავი

132
განკერძოებულად ეჭირა, ეს ყველაფერი საშინლად მთრგუნავდა,
მტანჯავდა და თავს მუდმივად
ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამდი – რით დამთავრდებოდა ეს
ყველაფერი? ჩემი მაშინდელი ხასიათი რომ მახსენდება, ვაცნობი-
ერებ, რომ თავისუფლად შეიძლებოდა კატასტროფით დასრულებუ-
ლიყო. ფიოდორ მიხაილოვიჩი მართლაც უსაზღვროდ მიყვარდა,
მაგრამ ეს ფიზიკური სიყვარული არ იყო, ეს არ იყო ვნება, ისეთი,
როგორიც ერთი ასაკის ადამიანებს შორის ჩნდება. ჩემი სიყვარული
უფრო გონებიდან, იდეურობიდან მოდიოდა. ეს უფრო გაღმერთება
იყო, ესოდენ ნიჭიერი და მაღალი სულიერების მქონე ადამიანის თაყ-
ვანისცემა. ეს იყო სულისშემძვრელი სიბრალული ადამიანისა, რო-
მელსაც ამდენი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი, რომელსაც ცხოვრება-
ში სიხარული და ბედნიერება არ განეცადა და რომელიც სწორედ იმ
ახლობლებს ჰყავდათ მიტოვებული, ვინც ვალდებულნი იყვნენ სიყ-
ვარულითა და მასზე ზრუნვით გადაეხადათ იმ ყველაფრისთვის, რა-
საც ის მათთვის მთელი ცხოვრება აკეთებდა. იმ ოცნებამ, რომ მისი
ცხოვრების თანამგზავრი გავმხდარიყავი, მისი შრომა გამეზიარებინა,
მისი ცხოვრება შემემსუბუქებინა და ბედნიერება მეგრძნობინებინა
ერთიანად მომიცვა და ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს ღმერთად იქცა,
ჩემს კუმირად და მეც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მზად ვიყავი მთე-
ლი ცხოვრება მის წინაშე მუხლებზე ვმდგარიყავი. მაგრამ ეს ყველა-
ფერი ამაღლებული გრძნობები და ოცნებები იყო, რომელიც შეიძ-
ლებოდა ჩვენ გარშემო შექმნილ მკაცრ რეალობას დაემსხვრია.
ჩვენ გარშემო შექმნილი ამ მკაცრი რეალობის გამო ჩემთვის
ნელ-ნელა გაურკვევლობისა და ეჭვების დრო დგებოდა. ხან მეჩვე-
ნებოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს უკვე აღარ ვუყვარდი,
მიხვდა, რომ ცარიელი და სულელი ვიყავი და ერთმანეთს არ შე-
ვეფერებოდით, რომ ალბათ ჩემს ცოლად მოყვანას ნანობდა, მაგრამ
არ იცოდა შეცდომა როგორ გამოესწორებინა. და ამ შემთხვევაში,
თუკი დავრწმუნდებოდი, რომ აღარ ვუყვარდი, მიუხედავად იმისა,

133
რომ მისდამი ჩემი გრძნობა ისევ ისეთივე წრფელი და მხურვალე
იყო, ფიოდორ მიხაილოვიჩის გვერდით დარჩენას სიამაყის გამო ვე-
ღარ შევძლებდი. ისიც კი წარმომედგინა, რომ მსხვერპლი უნდა გა-
მეღო და რაკი ჩვენი ერთად ცხოვრება, როგორც ჩანს უმძიმდა, მის-
გან მე უნდა წავსულიყავი.
ხან გულდამწუხრებული ვაცნობიერებდი, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩზე ვბრაზობდი, ვწყრებოდი, რომ ის, “დიადი გულთამხილვე-
ლი” ჩემს მძიმე მდგომარეობას ვერ ხედავდა და არა თუ ამ მდგომა-
რეობის შემსუბუქებას არ ცდილობდა, თავის მოსაწყენ ნათესაობას
თავს მახვევდა და ჩემდამი ესოდენ მტრულად განწყობილ პაველ
ალექსანდროვიჩს იცავდა.
ხან იმაზე ვნაღვლობდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ის საოცარი, მომ-
ხიბვლელობით აღსავსე საღამოები აღარ არსებობდა, რომლებსაც
ქორწილამდე ერთად ვატარებდით ხოლმე, რომ ის ბედნიერი ცხოვ-
რება, რომელზეც ორივე ვოცნებობდით, ვერ შევიქმენით და, რო-
გორც ჩანს, ვერც შევიქმნიდით.
ხანდახან ჩემი წინანდელი სახლი და იქაური სიმშვიდე მენატრე-
ბოდა, ადგილი, სადაც არ ვიცოდი
დარდი რა იყო და არაფერზე ვღიზიანდებოდი. ერთი სიტყვით,
უამრავი სრულიად ბავშვური წუხილი და გულწრფელი დარდი მი-
კარგავდა მოსვენებას და ჯერაც უმწიფარ გონებას ბევრი ამოუხსნე-
ლი ეჭვი მიღრღნიდა. ჯერ ცხოვრებაზე სწორი თვალსაზრისი და ჩა-
მოყალიბებული ხასიათი არ მქონდა და ეს ჩემს ახლად შექმნილ ოჯა-
ხს უბედურებას უქადდა. თავისუფლად შეიძლებოდა ამდენი უსია-
მოვნებისთვის ვეღარ გამეძლო და გავცხარებულიყავი, მერე კი უსა-
ფუძვლო საყვედურებითა და ეჭვებით ფიოდორ მიხაილოვიჩიც გა-
მებრაზებინა და მისი ჯავრიც გამომეწვია. შეიძლებოდა სერიოზული
ჩხუბი მოგვსვლოდა, რომლის შემდეგაც ჩემი სიამაყის პატრონი, თა-
ვისთავად ცხადია, ფიოდორ მიხაილოვიჩთან დარჩენას ვეღარ შევ-

134
ძლებდი. მკითხველს შევახსენებ, რომ სამოციანი წლების თაობას მი-
ვეკუთნებოდი და დამოუკიდებლობას, ისევე, როგორც ჩემი თაობის
ყველა ქალი, ყველაფერზე მაღლა ვაყენებდი. შესარიგებლად ნაბი-
ჯის თავად გადადგმას კი, მიუხედავად ფიოდორ მიხაილოვიჩისადმი
ჩემი სიყვარულისა, ალბათ ვერ გავბედავდი. მაშინ მე ჯერ ისევ ბავ-
შვურად პატივმოყვარე ვიყავი და ჩემი მონანიების შემდგომ პაველ
ალექსანდროვიჩის დაცინვებს ვერაფრით ავიტანდი. შეიძლებოდა
შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადმოდგმა არც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს მოენდომებინა: საეჭვოა მას მაშინ ისე ვყვარებოდი, რო-
გორც შემდგომში ვუყვარდი. მისი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა,
საკუთარი ღირსების გრძნობა და ნაწილობრივ პაველ ალექსანდრო-
ვიჩის ცილისწამებები საკმარისი გახდებოდა, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს თავიდან შერიგებაზე არც ეფიქრა. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ
შორის გაუგებრობა მოიმატებდა, მოგვიანებით კი ეს უკვე
შეუძლებელიც გახდებოდა. ახლა, როცა ჩვენი ცხოვრების იმ პე-
რიოდს ვიხსენებ, თავზარდაცემული ვაცნობიერებ, რამხელა უბედუ-
რება შეიძლებოდა მომხდარიყო: რამდენადაც იმ დროს განქორწი-
ნება უზარმაზარი ფული ჯდებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი ვერ გამ-
შორდებოდა და შესაბამისად, ვერც იმ ბედნიერი ცხოვრების აწყობა-
სა და ოჯახისა და შვილების ყოლას შეძლებდა, რაზეც ის მთელი
ცხოვრება ოცნებობდა. თუმცა ჩემი ცხოვრებაც არანაკლებ უბედუ-
რად წარიმართებოდა, ბედნიერებაზე იმედს მე ხომ სწორედ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან ქორწინებაზე ვამყარებდი, ამიტომ ჩემთვის
მეტისმეტად მტკივნეული იქნებოდა, თუკი ეს ოქროს ოცნება არ ახ-
დებოდა!

IV. ხსნა
მაგრამ იმ უზარმაზარი ბედნიერების დანგრევა, რომელიც მე და
ფიოდორ მიხაილოვიჩმა შემდგომი თოთხმეტი წლის განმავლობაში
განვიცადეთ, როგორც ჩანს, არ გვეწერა. ის დღე კარგად მახსოვს,

135
დიდი მარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი, როცა ჩვენს ცხოვრებაში
მოულოდნელად სასიკეთო გარდატეხა მოხდა. დილა ჩვეული უსია-
მოვნებებით დაიწყო: ჩემს მეოჯახეობაში პაველ ალექსანდროვიჩის
მიერ ვერაგულად მოწყობილი ხარვეზი გამოვლინდა (მთელს სახ-
ლში ყველა ფანქარი თუ ასანთის კოლოფი გაქრა), რის გამოც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი გაბრაზდა და საწყალ ფედოსიას ყვირილი და-
უწყო. მოვიდნენ ჩემთვის ესოდენ მომაბეზრებელი სტუმრები და მე
ისევ მათი “გამასპინძლება” და “შექცევა” მომიხდა; პაველ ალექსან-
დროვიჩი ჩემი მისამართით ჩვეულებისამებრ თავხედობდა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი კი განსაკუთრებულად შეფიქრიანებული და
დაღვრემილი ჩანდა და თითქმის არ მელაპარაკებოდა, რაც, რა
თქმა უნდა, კიდევ უფრო მამწუხრებდა.
იმ დღეს, საღამოს მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი მაიკოვთან ვიყა-
ვით მიწვეული, რაც ცხადია, ჩვენს სტუმრებსაც ვუთხარით და ისინიც
სადილის დასრულებისთანავე წავიდნენ. მაგრამ საღამოს, გარდა
იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში გადატანილი უსიამოვნებე-
ბისა და ნერვიულობისგან თავის ძლიერი ტკივილი დამეწყო, იმდე-
ნად დაძაბულიც ვიყავი, შემეშინდა,
ლაპარაკი ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას რომ შეხებოდა, თავს ვერ შე-
ვიკავებდი და ავტირდებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, სახლში დავრჩე-
ნილიყავი. ფიოდორ მიხაილოვიჩი შეეცადა მაიკოვთან წასვლაზე მა-
ინც დავეყოლიებინე, მაგრამ უარი ვუთხარი და მომეჩვენა, რომ ამით
გავანაწყენე. როგორც კი ფიოდორ მიხაილოვიჩი გაემგზავრა, ახალი
საყვედურებით თავს პაველ ალექსანდროვიჩი წამომადგა, მომახა-
ლა, რომ “მამამისს” ჭირვეულობით ვაღიზიანებდი, ჩემი თავის ტკივი-
ლის არ სჯეროდა და ფიქრობდა, რომ წასვლაზე უარის თქმით მხო-
ლოდ ფიოდორ მიხაილოვიჩის გაბრაზება მინდოდა. გამომიცხადა,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემზე ქორწინებით “კოლოსალური სი-
სულელე” ჩაიდინა, რადგან “ცუდი დიასახლისი” ვიყავი და “საერთო

136
ფულს” ვფლანგავდი, ბოლოს დაამატა, რომ მისი დაკვირვებით ჩვე-
ნი დაქორწინების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს შეტევები უფრო
გაუხშირდა, და ესეც, თავისთავად ცხადია, ჩემი ბრალი იყო. ამ თავ-
ხედური განცხადებების შემდეგ კი, ისე, რომ ხმის ამოღების საშუალე-
ბაც არ მომცა, სახლიდან გაქრა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის გერის გამაოგნებელმა თავხედობამ
ჭურჭლის ამავსებელი ბოლო წვეთის როლი ითამაშა. ასეთი უტიფა-
რი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის და არასდროს მოუყენებია, იმან,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის ავადმყოფობის გაუარესებაც მე დამ-
ბრალდა, უკიდურესად გამანაწყენა და გული საბოლოოდ მომიკლა.
თავი უფრო მეტად ამტკივდა, ლოგინში ჩავწექი და მწარედ ავტირდი.
ალბათ საათნახევარი იქნებოდა გასული, როდესაც
სახლში ფიოდორ მიხაილოვიჩი დაბრუნდა. როგორც მერე გაირ-
კვა, მაიკოვთან ყოფნისას მოვნატრებივარ და უკან დაბრუნება გადა-
უწყვეტავს. სახლში სინათლე რომ არ დახვდა, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა ჩემი ამბავი ფედოსიასთან მოიკითხა...
– საძინებელშია და ტირის! – იდუმალი ხმით უპასუხა ფედოსიამ.
ფიოდორ მიხაილოვიჩი შეშფოთდა და მკითხა, რა მჭირდა. თავი-
დან დამალვას ვაპირებდი, მაგრამ ისე მთხოვდა გამემხილა, იმდე-
ნად დაყვავებითა და გულითადად მელაპარაკებოდა, რომ ვეღარ
დავმალე და ქვითინით ის ყველაფერი ვუთხარი, რაც გულს მიმძი-
მებდა, ვუყვებოდი, რა მძიმე იყო ჩემთვის მის სახლში ცხოვრება და
როგორ მტკენდნენ აქ გულს, ჩემი ეჭვებიც გავუმხილე, რომ ვხედავ-
დი – აღარ ვუყვარდი და ადრინდელივით აღარ მეთათბირებოდა,
რომ ეს მტანჯავდა, გულს მტკენდა და ა.შ... ჩემს ცხოვრებაში სულ
თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა ასე გულამოსკვნით მი-
ტირია და თანაც რაც მეტად მამშვიდებდა ფიოდორ მიხაილოვიჩი,
მით უფრო გულამომჯდარი ვტიროდი, იმ ყველაფერზე კი, რაც გა-
უგებრად მეჩვენებოდა, მაეჭვებდა და გულს მიკლავდა, დაუფარავად

137
და უკვე შეუჩერებლად ველაპარაკებოდი. ჩემი საბრალო ქმარი მის-
მენდა და გაოცებული შემომყურებდა. აღმოჩნდა, რომ პაველ ალექ-
სანდროვიჩის ჩემდამი გამოხატული უაღრესი თავაზიანობის შემხედ-
ვარეს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ გერი მის ზურგს უკან შეურაც-
ხმყოფელად მექცეოდა. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა დამიყვავა და მისაყვედურა, რომ აქამდე გულახ-
დილი არ ვიყავი, მისი გერის საქციელი არ შევჩივლე და თავიდანვე
საქმე ისე არ დავაყენე, რომ პაველ ალექსანდროვიჩს ჩემთან თავხე-
დობა ვერ გაებედა. მარწმუნებდა, რომ მთელი გულით ვუყვარდი და
გაოცებულს ვერაფრით გაეგო საწინააღმდეგო აზრი რამ გამიჩინა.
დასასრულს კი თავის მხრივ გამომიტყდა, რომ ჩვენი ბოლოდროინ-
დელი შფოთიანი ცხოვრება თავადაც ძალიან უმძიმდა. მითხრა, რომ
ახალგაზრდა ნათესაობა მასთან სტუმრად ადრეც მოდიოდა, მაგრამ
იშვიათად, რადგან ბიძასთან სტუმრობა, როგორც ჩანს, მოსაწყენად
ეჩვენებოდათ, ახლანდელ ხშირ ვიზიტებს კი მათ მიმართ ჩემი კე-
თილგანწყობითა და იმით ხსნიდა, რომ ჩემს კომპანიაში ისინი დროს
სასიამოვნოდ ატარებდნენ. თანაც თურმე ფიქრობდა, რომ ახალგაზ-
რდათა წრე, მათი მხიარულება და ხალისიანი კამათები მე თვითონაც
მსიამოვნებდა. მითხრა, რომ ჩვენი ადრინდელი გულითადი საუბრე-
ბი თავადაც ენატრებოდა და ნანობდა, რომ სტუმრების დაუსრულე-
ბელი მისვლა-მოსვლის გამო ამას ვეღარ ვახერხებდით. მერე დაამა-
ტა, რომ უკანასკნელ დღეებში ფიქრად მოსკოვში წასვლა აკვიატე-
ბოდა, მაგრამ ახლა, ჩემთან ლაპარაკის შემდეგ ამ აზრის განხორ-
ციელება საბოლოოდ გადაეწყვიტა. “ამჯერად, თავისთავად ცხადია,
ერთად გავემგზავრებით, ანეჩკა, – ამიხსნა მან, – მინდა ჩემი მოსკო-
ველი ნათესავები გაგაცნო. ვეროჩკაც (და) და სონიაც (დისწული),
ისინი ჩემი ნაამბობით გიცნობენ, მაგრამ ძალიან მინდა, ერთმანეთი
ახლა პირადადაც გაიცნოთ და გულითადი მეგობრობა დაამყაროთ.
გარდა ამისა, კატკოვთან მისვლას და ავანსად დამატებით თანხის

138
გარკვეული ნაწილის თხოვნაც მაქვს დაგეგმილი, იმ ფულით კი შენ-
თან
ერთად საზღვარგარეთ წასვლას ვფიქრობ. არ გახსოვს, ეს ხომ
ჩვენი ოცნება იყო?! ასე რომ, ვინ იცის, იქნებ განხორციელდეს კი-
დეც?.. თან კატკოვთან ჩემს ახალ რომანზე დალაპარაკებასაც ვაპი-
რებ. ასეთი საკითხების მიმოწერით მოგვარება რთულია, აი, პირადი
შეხვედრა კი სულ სხვაა. მაგრამ კატკოვთან მოლაპარაკებამ ფუჭა-
დაც რომ ჩაიაროს და საზღვარგარეთ წასვლა არ მოგვიხერხდეს,
მოსკოვიდან დაბრუნებულები ჩვენი ცხოვრების ახლებურად მოწყო-
ბას მაინც უფრო ადვილად შევძლებთ, ისე მოწყობას, რომ ჩვენთვის
ორივესთვის არასასურველი შფოთიანობა თავიდან ავირიდოთ!..
აბა, რას იტყვი, წავიდეთ მოსკოვში?! თანახმა ხარ, ანეჩკა?”
რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი, ამას კითხვაც არ სჭირდებოდა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ისე ალერსიანად, კეთილად და თბილად მე-
ლაპარაკებოდა, როგორც ქორწინებამდე და ჩემი ეჭვი, რომ აღარ
ვუყვარდი ბურუსივით გაიფანტა. ქორწილის შემდეგ ლამის პირველი
შემთხვევა იყო, რომ ისევ მარტო ვიყავით და მთელი საღამო მეგობ-
რულ და გულითად საუბარში გავატარეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ,
გამგზავრება აღარ გადაგვედო და მოსკოვში მეორე დღესვე წავსუ-
ლიყავით.
მეორე დღეს ცნობა, რომ მოსკოვში მივემგზავრებოდით ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ნათესავებისა და განსაკუთრებით პაველ
ალექსანდროვიჩისთვის უსიამოვნო მოულოდნელობად იქცა, მაგ-
რამ, რადგან იცოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი ავანსის ნაწილს ელოდებოდა
და ფულის ასაღებად მიდიოდა, წინააღმდეგ არავინ წასულა. პა-
ველ ალექსანდროვიჩმა დამშვიდობებისას გესლი ისევ არ დაიშურა
და გამომიცხადა, რომ: “ჩემს მიშვებულ საქმეს მიხედავდა და ყველა-
ფერს მოაწესრიგებდა”. მაგრამ ამჯერად მისი ნათქვამი არც მწყენია
და არც შევპასუხებივარ: მეტისმეტად მიხაროდა, რომ თუნდაც ცოტა

139
ხნით მაინც მისი თავდასხმებისგან განრიდების საშუალება მეძლე-
ოდა.

V. ჩვენი თაფლობის თვე – მოსკოვში გამგზავრება


დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ხუთშაბათ დღეს, დილას ადრე
მოსკოვში ჩავედით და ფიოდორ მიხაილოვიჩის საყვარელ სასტუმ-
რო “დიუსოში” გავჩერდით. მგზავრობით დაღლილებმა გადავწყვი-
ტეთ, საქმეები მეორე დღისთვის გადაგვედო, იმ დღეს კი ივანოვები
მოგვენახულებინა. ეს ვიზიტი მაშფოთებდა: თავისი ნათესავებიდან
ფიოდორ მიხაილოვიჩს ყველაზე მეტად და – ვერა მიხაილოვნა ივა-
ნოვა და მისი ოჯახი უყვარდა. ჯერ ისევ პეტერბურგში ყოფნისას მე-
უბნებოდა, რომ თუ ივანოვებს მოვეწონებოდი და ერთმანეთთან ვი-
მეგობრებდით ეს მისთვის დიდი ბედნიერება იქნებოდა. ივანოვებთან
დამეგობრება მე თვითონაც ძალიან მინდოდა, მაგრამ რატომღაც მე-
შინოდა, რომ პირველი შეხვედრისას მათზე კარგ შთაბეჭდილებას
ვერ დავტოვებდი. იმ დღეს სტუმრად წასასვლელად განსაკუთრებუ-
ლი მონდომებით გამოვეწყე, იასამნისფერი მოხდენილი კაბა ჩავიცვი
და ასეთივე კოხტა შლაპა დავიხურე. ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი
მორთულობა მოეწონა და მითხრა, რომ კარგად გამოვიყურებოდი.
შექება, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იყო, მაგრამ მე მაინც მესია-
მოვნა და მხნეობა შემმატა.
ივანოვები მეჟევოი ინსტიტუტში ცხოვრობდნენ და მათთან მოსახ-
ვედრად მთელი ქალაქი, ჯერ მიასნიცკის, შემდეგ კი პოკროვსკის ქუ-
ჩები უნდა გაგვევლო. გზად ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან
გავლისას (რომელიც პოკროვსკის ქუჩაზე მდებარეობს), ფიოდორ
მიხაილოვიჩმა
მითხრა, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც იქ მოვხვდებოდით, მარ-
ხილიდან გადავიდოდით და მისი მთელი დიდებულების სრულად
აღსაქმელად ეკლესიას გარკვეული მანძილიდან შევხედავდით. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ამ ეკლესიის არქიტექტურა განსაკუთრებით

140
მოსწონდა და ყოველთვის, როცა მოსკოვში ხვდებოდა, მის დასათ-
ვალიერებლად აუცილებლად მიდიოდა. ერთი-ორი დღის შემდეგ
მის გვერდით ჩავლისას ეკლესია მართლაც გარედანაც დავათვა-
ლიერეთ და შიგნითაც შევედით.
რაც მეტად ვუახლოვდებოდით ივანოვების სახლს, გული მით უფ-
რო გამალებითა და მღელვარებით მიცემდა. “მათზე ცუდი შთაბეჭდი-
ლება რომ დავტოვო? – ვფიქრობდი აფორიაქებული. – ეს ხომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ატკენს გულს!”
მსახურმა, რომელმაც კარი გაგვიღო, გვითხრა, რომ ალექსანდრ
პავლოვიჩი (დის ქმარი) და სოფია ალექსანდროვნა სახლში არ იყ-
ვნენ და ჩვენი ვიზიტის შესახებ დაუყოვნებლივ ვერა მიხაილოვნას
მოახსენებდნენ.
ჩვენ წითელი ხის ავეჯით გაწყობილ უზარმაზარ დარბაზში შევე-
დით. ფიოდორ მიხაილოვიჩმა მაგიდიდან “Московские ведомости”
აიღო, მე კი იქვე დადებულ ალბომში ფოტოსურათების თვალიერება
დავიწყე. ვერა მიხაილოვნა დიდხანს არ ჩანდა. ეტყობა, ჯერაც უცხო,
ახალ
ნათესავთან ხალათში გამოსვლა არ მოინდომა და ჩაცმა დაიწყო,
რამაც დიდი დრო წაართვა. დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასუ-
ლი, როცა უცებ დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში შურდუ-
ლივით ათიოდე წლის ბიჭმა გაირბინა.
– ვიტია, ვიტია! – დაუძახა ფიოდორ მიხაილოვიჩმა, მაგრამ ბიჭუ-
ნა არ გაჩერებულა, გვერდით ოთახში შევარდა და იქიდან ხმამაღლა
დაიძახა:
– ახალგაზრდა, გამოპრანჭული და უსათვალო!
ბავშვს მაშინვე დაუტატანეს და ისიც გაჩუმდა. ოჯახის წევრთა ხა-
სიათიდან გამომდინარე, ფიოდორ მიხაილოვიჩი მიხვდა, რაც ხდე-
ბოდა.
– ვერ მოითმინეს! – თქვა მან სიცილით, – ვიტია გამოაგზავნეს,
რომ შენთვის შეეხედა.

141
ბოლოს, როგორც იქნა, კარი ისევ გაიღო, ოთახში ვერა მიხაი-
ლოვნა შემოვიდა და უაღრესად თბილად მომესალმა. გადამეხვია,
მაკოცა და მთხოვა, მისი ძმა მყვარებოდა და გავფრთხილებოდი. ვე-
რა მიხაილოვნას კვალდაკვალ მისი მეუღლე და უფროსი ქალიშვი-
ლი – სონეჩკაც მოჰყვნენ. ალექსანდრ პავლოვიჩმა მე და ფიოდორ
მიხაილოვიჩს გამოხატულად
ოფიციალურად მოგვილოცა და ბედნიერება გვისურვა. სონეჩკამ
კი ხელი ჩამომართვა და ნაზად გამიღიმა, მაგრამ სიტყვაძუნწი იყო
და მაკვირდებოდა.
ალექსანდრ პავლოვიჩმა გვერდით ოთახის კარი შეაღო და წარ-
მოთქვა:
– ბავშვებო, მოდით, ბიძას მიესალმეთ და ახალი ბიცოლა გაიცა-
ნით.
დარბაზში ერთმანეთის მიყოლებით უმცროსი თაობის ივანოვები
შემოვიდნენ. სონეჩკას ჩათვლით ისინი შვიდნი იყვნენ: სონეჩკა (20
წლის), მაშენკა (19), საშა (17), იულენკა (15), ვიტია და დანარჩენი
ბავშვები. ფიოდორ მიხაილოვიჩს ყველა სიხარულით მიესალმა, მაგ-
რამ ჩემთან თავი ცივად დაიჭირეს: მესალმებოდნენ და რევერანსით
თავს მიხრიდნენ, მერე კი სხდებოდნენ და თვალმოუშორებლად მა-
ჩერდებოდნენ. მაშინვე ვიგრძენი, რომ ივანოვების ახალგაზრდა
წარმომადგენლები ჩემდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი და არც
შევმცდარვარ: როგორც მერე გაირკვა, ჩემ წინააღმდეგ მთელი სა-
იდუმლო შეთქმულება მოეწყოთ. ამისი მიზეზი კი აი, რა იყო: ივანო-
ვების უმცროს წარმომადგენლებს ძალიან უყვარდათ თავიანთი მა-
მიდა – ელენა პავლოვნა, რომლის ქმარიც უკვე მრავალი წლის გან-
მავლობაში ავადმყოფობდა და გამოჯანრთელების იმედი აღარ არ-
სებობდა. ამიტომ, რადგანაც მათთვის ფიოდორ მიხაილოვიჩიც საყ-
ვარელი ბიძა იყო, ოჯახში ყველას გადაეწყვიტა, რომ ქმრის სიკვდი-
ლის შემდეგ

142
ელენა პავლოვნა ფიოდორ მიხაილოვიჩს გაჰყვებოდა ცოლად
და საყვარელი ბიძაც საცხოვრებლად მოსკოვში, მათ გვერდით გა-
დავიდოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ივანოვე-
ბისთვის მე, თავისთავად ცხადია, მტერი ვიყავი, ვინც მათი სანუკვარი
ოცნება დაამსხვრია. არ მოსწონებიათ აგრეთვე ქება, რომელიც მოს-
კოვში საშობაოდ ჩასულ ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი მისამართით
არ დაუშურია. ფიოდორ მიხაილოვიჩისგანვე გაუგიათ, რომ სტენოგ-
რაფიით ვიყავი დაკავებული და ახალგაზრდობას ჩაუთვლია, რომ
უკვე სოლიდური ასაკის, ნიჰილისტი, მოკლეთმიანი და სათვალიანი
ქალი უნდა ვყოფილიყავი. მოსკოვში ჩვენი ჩასვლის შესახებ რომ შე-
უტყვიათ, ჩემი სასაცილოდ აგდება, საკადრისი ადგილის მიჩენა და
ამით ჩემდამი დამოკიდებულების ხაზგასმა გადაუწყვეტიათ, მაგრამ
ხანდაზმული და სწავლული “ნიჰილისტის” მაგივრად ახალგაზრდა,
თითქმის გოგონა, ლამის მათ წინაშე ათრთოლებული ქალის დანახ-
ვაზე შემცბარან და სწორედ ამიტომ იყო, რომ გაოცებულნი შემომ-
ცქეროდნენ. ასეთმა ყურადღების ცენტრში ყოფნამ მეც ძალიან შე-
მაცბუნა და მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ და სადად საუბარს
ვიყავი შეჩვეული, ლიტერატურულად და მაღალფარდოვნად დავიწ-
ყე ლაპარაკი, ვცდილობდი ლამაზი ფრაზები გამომეყენებინა და ვიგ-
რძენი, რომ ჩემი საუბარი არაბუნებრივად ჟღერდა. ახალგაზრდა ნა-
თესავებთან საუბრის გაბმის ყოველ მცდელობაზე, პასუხად მხოლოდ
“დიახ” და “არას” ვიღებდი და ცხადი გახდა, რომ ისინი ჩემთან ლაპა-
რაკს არ აპირებდნენ.
ხუთ საათზე სასადილოდ დავსხედით. შამპანური გაიხსნა და ჩვენი
სადღეგრძელო შეისვა. სადილი ხმაურიანი და მხიარული იყო, მაგ-
რამ მიუხედავად იმისა, რომ თავი მეც მხიარულად მეჭირა, ვხუმრობ-
დი და ვიცინოდი, სინამდვილეში სიხარულს ნამდვილად ვერ
ვგრძნობდი. სადილის შემდეგ ჩემი საქმე კიდევ უფრო ცუდად წავი-
და. ივანოვებთან სტუმრად მეგობრები მოვიდნენ, რამდენიმე ვაჟი და

143
გოგონა. მათი უმეტესობა ფიოდორ მიხაილოვიჩს დიდ პატივს სცემ-
და და მოსკოვის ახლოს, ლიუბლინოში, ივანოვების აგარაკზე გატა-
რებული გასული ზაფხულის შემდეგ, სადაც ივანოვებთან სტუმრად ეს
მეგობრებიც ჩადიოდნენ, კარგადაც იცნობდა. ყველას ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის ცოლის ნახვა აინტერესებდა. ახალგაზრდებმა
petitsjeux-ის7 საკმაოდ თავსატეხი, დაკვირვებისა და მახვილგონიე-
რების გამოსაჩენი თამაში წამოიწყეს, რომლითაც განსაკუთრებით
ვერა მიხაილოვნას უმცროსი ქალიშვილის მეგობარი – მარია სერგე-
ევნა ივანჩინა-პისარევა გამოირჩეოდა. ის ოცდაორიოდე წლის,
ულამაზო, მაგრამ მხიარული, მკვირცხლი და საზრიანი გოგონა იყო,
რომელიც ადამიანის სასაცილოდ ასაგდებად ყოველთვის პოულობ-
და მოსწრებულ სიტყვას (ივანოვების ოჯახი ფიოდორ მიხაილოვიჩმა
“ზახლებინების” ოჯახის სახელით რომან – “მარად ქმარში” აღწერა,
სადაც მ.ს. ივანჩინა “მარია ნიკიტიშნას” მკვირცხლი მეგობრის სახით
უაღრესად რელიეფურად დახატა).
ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა და ამით ქმრის თვალში სასა-
ცილო მდგომარეობაში ჩაგდება ახალგაზრდობის მიერ მას ჰქონდა
დავალებული. ფანტების გათამაშება დაიწყეს. ყოველ
მოთამაშეს ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევის შესაბამისი თაიგუ-
ლი უნდა შეედგინა (ცხადია, სიტყვიერად): მოხუცისთვის – ოთხმოცი
წლის იუბილეზე, ქალიშვილისთვის – პირველ მეჯლისზე წასაღები
და ა.შ. მე მინდვრის ყვავილებისგან თაიგულის შექმნა მერგო, მაგრამ
რადგანაც სოფელში არასდროს მიცხოვრია და მხოლოდ ბაღის ყვა-
ვილების სახელები ვიცოდი, სულ რამდენიმე – ყაყაჩო, ღიღილო, ბა-
ბუაწვერა და კიდევ რაღაც დავასახელე, ასე რომ, ჩემი თაიგული ყვე-
ლამ ერთხმად და დამსახურებულად დაიწუნა. მათ დიდსულოვნად
შემომთავზეს სხვა თაიგულის შექმნა, მაგრამ მივხვდი, რომ მოსაწონი
არც ის გამომივიდოდა და წინადადებაზე უარი ვთქვი.

7
ფრანგ. “პატარა თამაშები”.
144
– არა, არა, სჯობს ამ საქმეში არ გავერიო! – ვუპასუხე სიცილით.
– ისედაც ცხადია, რომ ცუდი გემოვნება მაქვს.
– ამაში ეჭვიც არ გვეპარება, – მიპასუხა მარია სერგეევნამ, –
თქვენ ეს სულ ახლახანს თვალნათლივ დაამტკიცეთ!
და ამ სიტყვებით ჩემ გვერდით მჯდომ ფიოდორ მიხაილოვიჩს გა-
დახედა, რომელიც თამაშს თვალს ადევნებდა, თანაც ფრაზა იმდე-
ნად გესლიანად, მაგრამ იმავდროულად ისე ენამოსწრებულად წარ-
მოთქვა, რომ ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩათვლით ყველა
ახარხარდა. საერთო სიცილმა არაკეთილგანწყობის ყინული გა-
ტეხა და საღამო იმაზე უკეთ დამთავრდა, ვიდრე დაიწყო.
სახლისკენ მიმავალ გზაზე ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემი შთაბეჭ-
დილებებით დაინტერესდა. ვუთხარი, რომ ვერა მიხაილოვნა და სო-
ნეჩკა ძალიან მომეწონნენ, ოჯახის დანარჩენ წევრებზე კი აზრი ჯერ
არ შემქმნია. ჩემი დაღონებული გამომეტყველების შემხედვარე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს შევებრალე.
– საბრალო ანეჩკა! – თქვა მან. – დაგჩაგრეს არა? შენი ბრალია,
დარტყმები უნდა მოგეგერიებინა და ნახავდი ენებს როგორ დაიმოკ-
ლებდნენ! უფრო გაბედული უნდა იყო, მეგობარო! ხოლო რაც შეეხე-
ბა ჩემს დას და სონეჩკას, მათაც ძალიან მოეწონე და თანაც მთელი
დღის განმავლობაში იმდენად მომხიბლავი იყავი, რომ თავადაც
თვალს ვერ გწყვეტდი!
ფიოდორ მიხაილოვიჩის ამ სიტყვებმა უაღრესად მანუგეშა, მაგ-
რამ იმ ღამით დაძინება მაინც დიდხანს ვერ შევძელი, ხან ცხოვრების
არცოდნაში ვიდანაშაულებდი თავს, ხან კი იმაზე ვიწყებდი ფიქრს,
რატომ მომექცნენ ახალგაზრდა ივანოვების ესოდენ სასიამოვნო მე-
გობრები ასე მტრულად. საყვარელი ბიძისა და მამიდის შეუღლების
მათ იმედზე მაშინ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი.
ივანოვებისგან ყოველდღე, მთელი დღის მათთან გატარებაზე
გვქონდა მიწვევა, მაგრამ მეორე დღეს, პარასკევს გადავწყვიტეთ, ვე-

145
რა მიხაილოვნას ოჯახს მხოლოდ საღამოს ვწვეოდით. დღისით ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი კატკოვთან გაემგზავრა, მაგრამ კატკოვი სახ-
ლში არ დახვდა. ჩვენ სასტუმროში ვისადილეთ და საღამოს ივანო-
ვებთან წავედით. პარასკევი მათ ოჯახში სტუმრების მიღების დღე იყო
და სახლი სტუმრებით დაგვხვდა სავსე. საზოგადოება გაიყო: უფრო-
სები სასტუმრო ოთახსა და კაბინეტში კარტის სათამაშოდ დასხდნენ;
ახალგაზრდობა კი, მათ შორის მეც, დარბაზში დავრჩით და “სტუ-
კოლკის”8 თამაში დავიწყეთ. ჩემ გვერდით ახალგაზრდა ვაჟი, საშა
ივანოვის ამხანაგი დაჯდა, რომელიც სხვებივით ჩემდამი ცუდ დამო-
კიდებულებას არ ამჟღავნებდა და ამით გახარებულმა მეც სწორედ
მასთან გავაბი საუბარი, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდაც მახვილგო-
ნიერი და მხიარული თანამოსაუბრე აღმოჩნდა.
თამაშის დროს სასაცილო რამ მოხდა. სამოციან წლებში ვერ-
ცხლის ხურდა ფული იშვიათად თუ მოგხვდებოდა ხელში, მიმოქცე-
ვაში ძირითადად სპილენძის მონეტები იყო, შესაბამისად, როდესაც
ივანოვებმა ათი-თორმეტი რუბლის დასახურდავებლად მსახური გაგ-
ზავნეს, მან მთელი თანხა მძიმე შაურიანებით მოიტანა. მოთამაშეთა
შორის ორმოციოდე წლის, მხრებსა და კორსაჟზე უამრავი პატარ-პა-
ტარა ბაფთით მორთულ ბარჟის ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობი-
ლი და თმაშიც ასეთივე ბაფთებჩამაგრებული შინაბერა იჯდა, რო-
მელმაც რამდენიმე ფსონის შემდეგ წუწუნი დაიწყო, რომ მუდმივად
აგებდა. თუმცა, რამდენადაც ამას სხვებიც ჩიოდნენ, დიდხანს ვერ
ვხვდებოდით, თუკი ყველა აგებდა, ვინღა იგებდა... თერთმეტ სა-
ათზე ვახშმად დაგვიძახეს. ყველანი წამოვდექით და უცებ იატაკზე
დაყრილი მონეტების ჟღრიალი და ვარდისფერკაბიანი შინაბერას
წამოყვირება გავიგონეთ: როგორც ჩანს, მისმა ჯიბემ სიმძიმეს ვერ
გაუძლო და გაიხა. იატაკზე სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული

8
ერთ-ერთი აზარტული თამაში (რედ.).
146
მონეტების აკრეფაში მისახმაებლად, რა თქმა უნდა, ყველამ გავიწი-
ეთ, მაგრამ ქალიშვილი სასწრაფოდ ჩაიცუცქა, მოგებულ ფულს გა-
ნიერი კაბა გადააფარა და აყვირდა:
– არა, არა, ხელი არ ახლოთ! მე თვითონ ავკრეფ!
ვარდისფერკაბიანს ისეთი სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა,
იმდენად აბსურდული იყო მისი შიში, რომ მოგებულ შაურიანებს წა-
ვართმევდით, ყველამ, და მგონი მეც სხვებზე ხმამაღლა, დავიწყეთ
ხარხარი.
ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელიც საღამოს განმავლობაში კაბი-
ნეტში პრეფერანსს თამაშობდა, ჩემს სანახავად დარბაზში ხშირად
გამოდიოდა და მომეჩვენა, რომ სულ უფრო და უფრო სერიოზული
ხდებოდა და იღუშებოდა. ეს ცვლილება დაღლილობას მივაწერე.
ვახშმისას იმავე ახალგაზრდის გვერდით ვიჯექი, რომელსაც თამაშის
დროს ვესაუბრებოდი, ფიოდორ მიხაილოვიჩი კი ჩემ პირდაპირ იჯ-
და, თვალს არ მაშორებდა და ჩვენი საუბრისთვის ყურის
მიგდებას ცდილობდა. მე ხალისით ვსაუბრობდი და საუბარში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ჩასართავად, რამდენჯერმე მასთან დალაპა-
რაკებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ვახშამი რომ დასრულდა სასტუმროში წავედით. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი მთელი გზა ჯიუტად დუმდა და კითხვებზე პასუხს არ მცემდა,
სასტუმროს ნომერში ფეხის შედგმისთანავე კი ბოლთის ცემა დაიწყო,
ეტყობოდა, უაღრესად გაღიზიანებული იყო. ამან შემაშფოთა და მი-
ვუახლოვდი, რომ მივალერსებოდი და მისი ცუდი განწყობა გამექარ-
ვებინა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ხელი უხეშად გამაწევინა და
ისეთი გაბოროტებული და მრისხანე მზერით შემომხედა, რომ გული
გადამიტრიალდა.
– გაბრაზებული ხარ ჩემზე, ფედია? – ვკითხე დამფრთხალმა. –
მაგრამ, რატომ? რის გამო მიბრაზდები?

147
კითხვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი
მძვინვარებით აენთო და უამრავი საწყენი და გულსატკენი რამ მით-
ხრა. მისი სიტყვებით, უსულგულო პრანჭია ვიყავი და მთელი საღამო
მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქმრისთვის ტკივილი მიმეყენებინა იმ
ახალგაზრდასთან ვკეკლუცობდი. მე თავის მართლება დავიწყე, მაგ-
რამ ამით მხოლოდ ცეცხლს ნავთი დავასხი. ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა წონასწორობა საბოლოოდ დაკარგა, ისიც კი დაავიწყდა, რომ
სასტუმროში ვიყავით და მთელი ხმით აყვირდა. ბრალდებების
უსაფუძვლობამ და მისმა უსამართლობამ სულის სიღრმემდე შემძრა.
მისმა ყვირილმა და სახეზე აღბეჭდილმა საშინელმა გამომეტყველე-
ბამ შემაშინა და უკვე მეჩვენებოდა, რომ სადაცაა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ან ეპილეფსიის შეტევა დაემართებოდა, ან მომკლავდა. ამ-
ხელა დაძაბულობას ვეღარ გავუძელი და ცრემლები წამსკდა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მყის გამოერკვა და ჩემი დამშვიდება და დაყვა-
ვება დაიწყო, პატიებას მთხოვდა, ხელებს მიკოცნიდა, თვითონაც ტი-
როდა და წუთის წინანდელი თავშეუკავებელი სცენისთვის თავს იდა-
ნაშაულებდა.
– მთელი საღამო იმით ვიტანჯებოდი, რომ იმ ახალგაზრდა ყმაწ-
ვილთან საუბრით ესოდენ გახალისებულს გხედავდი, – შემომჩივლა
მან, – მეჩვენებოდა, რომ უკვე გიყვარდა კიდეც, მის მიმართ შეშლი-
ლივით ვეჭვიანობდი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ რაიმე კადნიე-
რი არ მეთქვა, მაგრამ ახლა ვხედავ, უსამართლოდ მოგექეცი!
ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავისი საქციელი წრფელად მოინანია,
მთხოვა, წყენა დამევიწყებინა და სიტყვა მომცა, რომ აღარასოდეს
იეჭვიანებდა. მის სახეზე ნამდვილი ტანჯვა იყო ასახული და ჩემი საბ-
რალო ქმარი გულწრფელად შემეცოდა. თითქმის მთელი ღამე მის
გვერდით ვიჯექი, ვამშვიდებდი და ვუყვავებდი. ჩვენი საუბარი ცის-
კრის ლოცვის ზარების რეკვასთან ერთად დასრულდა და დასაძინებ-
ლად დავწექით, მაგრამ კიდევ დიდხანს ვერაფრით დავიძინეთ.

148
მეორე დღეს, დღის პირველ საათზე გამეღვიძა. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი უკვე ამდგარიყო და რომ არ გავეღვიძებინე ორი საათის გან-
მავლობაში გაუნძრევლად მჯდარიყო. მან კომიკური მანერით იმაზე
დაიწყო ჩივილი, რომ კინაღამ შიმშილით მოვკალი, რადგან ჩემი
გაღვიძების შიშით მსახურისთვის ყავის სათხოვნელად ზარის დარეკ-
ვაც კი ვერ გაებედა... ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ დილას ჩემ მიმართ
უაღრესად ალერსიანი იყო.
ღამეული სცენის საშინელი განცდა ჩემ სულში სამუდამოდ ჩაილე-
ქა და ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე ჩამაფიქრა. იმ დღეს პირვე-
ლად გავაცნობიერე, რომ ეჭვიანობა ჩემს ქმარს უდიდეს ტანჯვას აყე-
ნებდა და თავს მაშინვე პირობა მივეცი, ეს ყოველთვის მხსომებოდა,
გავფრთხილებოდი და მისი გული ამ ტკივილისგან ყოველმხრივ და-
მეცვა.

VI. ჩემი ძმის მონახულება


მოსკოვში ჩვენი ყოფნის შემდგომი დღეებიდან განსაკუთრებით
კარგად ჩემი ძმის – პეტროვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის
სტუდენტის, ივან გრიგორევიჩის მოსანახულებლად პეტროვსკო-რა-
ზუმოვსკოეში გამგზავრება დამამახსოვრდა. ის მაშინ ჩვიდმეტი წლი-
სა, საოცრად პირმშვენიერი, ჯანსაღად ლოყებღაჟღაჟა და ქერაკუ-
ლულებიანი ყმაწვილი იყო, გოგონასავით მოკრძალებული, უაღრე-
სად კეთილი და მხიარული. აკადემიაში ყველაზე ახალგაზრდა სტუ-
დენტად ითვლებოდა და ყველას უყვარდა.
მე მას მოსკოვში ჩასვლისთანავე მივწერე და ნებისმიერ დღეს,
დილიდან, თერთმეტი საათისთვის ჩვენთან მოსვლა, ხოლო თუ არ
დავხვდებოდით, სასტუმროს სამკითხველოში დაცდა ვთხოვე. ივან
გრიგორევიჩმა წერილი პარასკევს მიიღო, მეორე დღესვე ჩამოვიდა
და თერთმეტ საათზე უკვე ჩვენს სასტუმროში იყო, მაგრამ ჩვენი სარ-
თულის მსახურისგან გაუგია, რომ ჯერ არ ავმდგარიყავით და სნეული
მეგობრის მოსანახულებლად წასულა, თუმცა მეგობართან დიდხანს

149
შემორჩენილა და როცა დაბრუნებულა, სასტუმროში აღარ დავხვედ-
რივართ, იმის იმედად, რომ მალე დავბრუნდებოდით, სასტუმროში
შებინდებამდე დაგვლოდებია და წასვლისას წერილი დაუტოვებია
შეტყობინებით, რომ ორშაბათს ჩამოვიდოდა. მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს კი კატკოვთან მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულე-
ბის შემთხვევაში სახლში კვირას
გამგზავრება გვქონდა გადაწყვეტილი და მაშასადამე, მოსკოვი-
დან ისე მომიწევდა წასვლა, ძმის ნახვას ვერ შევძლებდი. ამიტომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ნებართვა ვთხოვე, ძმას თავად ვწვეოდი. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ჩემთან ერთად გამომგზავრება არ შეეძლო,
რადგან კატკოვმა დღის პირველ ნახევარში სთხოვა მისვლა და პატ-
როვსკის აკადემიამდე ჩემს მისაყვანად მეეტლე დაიქირავა, რომლის
ნომერიც ჩაიწერა. მე მარხილში პირველი საათისთვის ჩავჯექი და
მას შემდეგ, რაც ქმარს ოთხი საათისთვის დაბრუნებასა და თან ჩემი
ძმის ჩამოყვანას დავპირდი, პეტროვსკის აკადემიისკენ გავემგზავრე.
განწყობა არაჩვეულებრივი მქონდა: მთელი დილა ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი უაღრესად კეთილად და ალერსიანად მეპყრობოდა;
როგორც ჩანს, ჩვენს ცოტა ხნის წინანდელ ჩხუბს მის გულში მძიმე
განცდა არ დაეტოვებინა. ამინდი საუცხოო იყო, გზა – ჩინებული და
მე საყვარელი ძმის სანახავად სიხარულით მივიჩქაროდი.
კვირა დღე იყო და აკადემიაში მხოლოდ ის სტუდენტები დარჩე-
ნილიყვნენ, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. მე უზარმაზარ
მისაღებში შევედი და პირველსავე შემხვედრ სტუდენტთან სტუდენტი
სნიტკინი მოვიკითხე. ყველა სტუდენტმა, რომელიც აკადემიაში
ცხოვრობდა, იცოდა, რომ სნიტკინის და ცოტა ხნის წინ გათხოვდა,
რადგან ჩემი ქორწილის დღეს ივან გრიგორევიჩი, რომელიც იქამდე
ღრეობებში მონაწილეობას არასდროს იღებდა, ცხოვრებაში პირვე-
ლად
დამთვრალა და მთელი საღამო ხმამაღლა უტირია, მეგობრებს
კი, რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თურმე ეუბნებოდა:

150
– მორჩა! და აღარ მყავს. ის ჩემთვის მოკვდა!
სტუდენტმა მაშინვე მის ოთახამდე ჩემი მიცილება ითავა. ვანია
აღფრთოვანებული შემხვდა, მომეხვია და ატირდა კიდეც. ჩვენ დავ-
სხედით და საუბარი დავიწყეთ, მაგრამ ხუთი წუთიც არ იყო გასული,
რომ მსახურმა სამოვარი, ლანგარზე კოხტად დაწყობილი ჩაიდანი,
ორი ფინჯანი და ფრანგული ფუნთუშები შემოგვიტანა. თითქმის მის
ფეხდაფეხ მეორე მსახურმა კიდევ ერთი სამოვარი, ყავადანი, ნაღები
და ორცხობილები მოგვართვა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი
ძმის მეგობრებს გამოეგზავნათ, უფიქრიათ, ვანიას დას გზაში შესცივ-
დებოდაო და სათითაოდ ყველა იმას გვინაწილებდა, რაც ჰქონდა.
ნელ-ნელა ვანიას მეგობრებმა (რომელთაგანაც ზოგიერთი ჩემი
ქმრის ნიჭის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა) მათი კუმირის – დოსტო-
ევსკის ცოლის სანახავად ჩემი ძმის ოთახში დაიწყეს შემოსვლა და
საბოლოოდ ოთახში ათამდე ყმაწვილი შეგროვდა: ზოგი სკამზე იჯ-
და, ზოგი საწოლზე, ზოგი კი ფანჯრის რაფაზე. მე მათ ჩაით ვუმასპინ-
ძლდებოდი, რომელიც მართლაც უხვად გვქონდა, რადგან მსახურ-
მა, რომელმაც პირველად მოიტანა სამოვარი, ჩათვალა, რომ პირ-
ველი სამოვარი
საკმარისად ცხელი არ იყო და კიდევ ერთი, ოთახში უკვე მესამე
და მდუღარე სამოვარიც შემოიტანა. ჩვენს მაგიდაზე სამოვრების
ასეთმა სიმრავლემ ყველა გაახალისა და ჩემი თანდასწრებით თავი-
დან მორიდებულად მდუმარე სტუდენტებს საუბარში ჩაბმისა და ხუმ-
რობების საშუალება მისცა.
საუბარი ლიტერატურას შეეხო და სტუდენტები ორ ბანაკად გაიყ-
ვნენ: ფიოდორ მიხაილოვჩის თაყვანისმცემლებად და მის მოწინააღ-
მდეგეებად. მის მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთმა გაცხოველებით
დაიწყო მტკიცება, რომ “დანაშაული და სასჯელის” გმირად სტუდენტი
რასკოლნიკოვის არჩევით დოსტოევსკიმ ახალგაზრდა თაობას ცი-
ლი დასწამა. მე, რა თქმა უნდა, ქმარს გამოვესარჩლე, ფიოდორ მი-

151
ხაილოვიჩის ნიჭის თაყვანისმცემლებმა მხარი ამიბეს და ოთახში ჭეშ-
მარიტად ახალგაზრდული, ისეთი კამათი გაიმართა, როცა ერთმანე-
თის მოსმენაზე მეტად ყველა თავისი აზრის გატანას ცდილობს. მხურ-
ვალე დებატებში დრო გამეპარა და ძმასთან ყოფნისთვის დათქმული
ერთი საათის მაგივრად მის ოთახში ორ საათზე მეტხანს დავყავი.
უკან დასაბრუნებლად ავჩქარდი და ორივე ბანაკიდან ჩემი თანამო-
საუბრეები გასაცილებლად გამომყვნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მეეტ-
ლე, რომელმაც ჩამიყვანა და რომლისთვისაც ფული წინდაუხედა-
ვად უკვე გადახდილი მქონდა, გაქრა. სტუდენდები მის მოსაძებნად
წავიდ-წამოვიდნენ და დაბრუნდნენ ცნობით, რომ მეეტლე ერთი სა-
ათის განმავლობაში დამლოდებია და რომ არ გამოვჩენილვარ რო-
მელიღაც პროფესორი ქალაქში წაუყვანია.
რა უნდა მექნა? ერთ-ერთმა სტუდენტმა ბუტირკებამდე ჩვენი მიყ-
ვანა ითავა, მისი თქმით, იქ მეეტლის პოვნა ყოველთვის შეიძლებო-
და და ჩვენც ყველანი ერთად იქით წავედით. ახლო გზა, როგორც
ყოველთვის ხდება ხოლმე, უგრძესი აღმოჩნდა, სიარული ნამქერე-
ბის გავლით მოგვიწია და შიგადაშიგ ხან ერთი, ხან მეორე თოვლში
ვეფლობოდით. ყველა იცინოდა, მე კი იმ აზრისგან, რომ ამდენი
ხნით დაგვიანების გამო ჩემი საბრალო ქმარი ინერვიულებდა გული
მეწურებოდა.
ლამის მთელი საათი იყო გასული, როცა ბუტირკებამდე მივაღწი-
ეთ და მერე მეეტლეც დიდხანს ვეძებეთ. საბოლოოდ კი მარხილი,
რომლითაც მე და ჩემი ძმა უკან გამოვემგზავრეთ “დიუსოსთან” მხო-
ლოდ შვიდის ნახევარზე გაჩერდა. უკვე თითქმის ბნელოდა. წინკარ-
ში შევირბინე და შვეიცარს ვკითხე, სასტუმროში იყო თუ არა ბატონი?
– ბატონი უკვე სამი საათია გზაჯვარედინზე დგას და ბევრჯერაც
შემობრუნდა იმის გასაგებად, დაბრუნდით თუ არა, – მიპასუხა მან.
მე ისევ გარეთ გავედი და გზაჯვარედინისკენ გავიხედე, ფიოდორ
მიხაილოვიჩი მართლაც შენობის კუთხეში იდგა და გვერდით ჩავ-
ლილ მარხილებს თვალს აყოლებდა. მაშინვე მისკენ გავიქეცი და მის

152
გაფითრებულ სახეზე შორიდანვე ისეთი მღელვარება შევნიშნე, რომ
შევშინდი კიდეც.
– ფედია, ძვირფასო, დავბრუნდი, წამოდი, შინ შევიდეთ, – ვუთხა-
რი მიახლოებისთანავე.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემი ხმის გაგონებამ ისე გაახარა და ისე-
თი მღელვარებით მტაცა ხელზე ხელი, თითქოს იმედი გადაწურვო-
და, რომ ოდესმე კიდევ მნახავდა. მერე მასთან ერთად სასტუმროს
შესასვლელთან მივედი და ჩემი ძმა წარვუდგინე. სიმართლე ითქვას,
ძალიან მეშინოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემი დაგვიანების
გამო მძვინვარებას და ბრაზს უდანაშაულო ვანიაზე გადაიტანდა და
ამით ჩემი ოცნება, რომ ვანიას შეიყვარებდა, დაიმსხვრეოდა, მაგრამ,
საბედნიეროდ, ასე არ მოხდა: ფიოდორ მიხაილოვიჩი მის მიმართ
უაღრესად გულითადად განეწყო.
სადილმა ძალიან მხიარულად ჩაიარა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა
ყველაფერი წვრილად გამომკითხა და მეც ჩვენი თავგადასავალი იუ-
მორით აღსავსე მანერით ვუამბე. რადგანაც უკვე გვიანი იყო, ჩემი
ძმა, აკადემიაში სადილის დასრულებისთანავე გაემგზავრა. მე და
ფიოდორ მიხაილოვიჩმა კი ქორწილამდე ჩვენი საოცარი საღამოე-
ბის მსგავსი არაჩვეულებრივი საღამო ერთად გავატარეთ. ბოლოს,
ბავშვივით გაცელქებულმა, ვკითხე:
– გულახდილად მითხარი, ალბათ იფიქრე, რომ ვიღაცასთან გა-
გექეცი, არა?
– არავითარ შემთხვევაში! ეს რამ გაფიქრებინა?! – მიპასუხა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა, მაგრამ დამნაშავის მზერით შემომხედა და
მივხვდი, რომ ჩემი ვარაუდი არც თუ უსაფუძვლო იყო.

VII. მოსკოვური შთაბეჭდილებები


არანაკლები სიამოვნებით მახსენდება მოსკოვში გატარებული
დანარჩენი დღეებიც. ყოველ დილას მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი
ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მივდიოდით

153
და კრემლის ტაძრები, სასახლე, საჭურველთსაცავი და ბოიარ რომა-
ნოვების სახლი დავათვალიერეთ. ერთ მზიან დილას ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა, ლაზეროვსკოეს სასაფლაოზე, დედის – მარია ფიოდო-
როვნა დოსტოევსკაიას საფლავზე წამიყვანა, რომლის ხსოვნისად-
მიც მას განსაკუთრებულად სათუთი და გულითადი დამოკიდებულე-
ბა ჰქონდა. სასაფლაოზე მისულებს ძალიან გაგვიხარდა, რომ ეკლე-
სიაში მოძღვარს მივუსწარით და საფლავზე პანაშვიდის გადახდა შევ-
ძელით. ვიყავით აგრეთვე “ვორობიოვის მთებზე”... მოსკოვში დაბა-
დებული ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩინებული მეგზური იყო და რუსეთის
პირველი სატახტო ქალაქის თავისებურებებზე უამრავ საინტერესო
ამბავს მიყვებოდა.
ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, დაღ-
ლილები და მოშიებულები, როგორც წესი, სასაუზმოდ ტესტოვის
ტრაქტირში მივდიოდით. ჩემს ქმარს რუსული სამზარეულო უყვარ-
და, ამიტომ საგანგებოდ ჩემთვის, პეტერბურგელი მაცხოვრებლის-
თვის მოსკოვური სოლიანკისა და თავჩენილი9 და ქვებზე გამომცხვა-
რი ღვეზელების მსგავს ადგილობრივ კერძებს უკვეთავდა და ჩემს
ახალგაზრდულად კარგ მადას მოჩვენებითი თავზარდაცემით
შეჰხაროდა. მერე სასტუმროში ვბრუნდებოდით, ვისვენებდით და
სადილად ივანოვებთან მივდიოდით. ივანოვებთან ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის ეჭვიანობის თავიდან ასარიდებლად ქმარს წუთითაც არ
ვშორდებოდი და მისი დახმარებით ვერა მიხაილოვნას, სონეჩკასა
და ოჯახის დანარჩენ ახლაგაზრდობას ძალიან დავუახლოვდი. ვე-
რაგ მარია სერგეევნასაც კი დავუმეგობრდი. ბოლოს ყველა დაწვრი-
ლებით მიყვებოდა, როგორ და რატომ მომიძულეს თავიდანვე და რა
ხერხებით აპირებდნენ თავიანთთვის არასასურველი ახალი ბიცო-
ლის გაბრაზებასა და თავიდან მოშორებას. უკან, სასტუმროში თერ-
თმეტი საათისთვის ვბრუნდებოდით ხოლმე და დასაძინებლად

9
(რუს) “растегай” – ფუნთუშა, რომელსაც ზემოდან ნახვრეტი აქვს
დატოვებული (რედ.).
154
ორამდე არ ვწვებოდით, ვისხედით და სასიამოვნოდ გატარებული
დღის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. პეტერ-
ბურგში ცხოვრების ბოლო კვირებიდან ფიოდორ მიხაილოვიჩის მი-
მართ ჩემში დაწყებული ერთგვარი განკერძოება მოსკოვში თვალსა
და ხელს შუა გამიქრა და ისევ ისეთი ხალისიანი და გულისხმიერი
გავხდი, როგორიც ქორწინებამდე. ფიოდორ მიხაილოვიჩი მეუბნე-
ბოდა, რომ პეტერბურგში ყოფნისას კინაღამ დაკარგული თავისი
“უწინდელი ანია” მოსკოვში ისევ იპოვა და იქ გატარებული დრო ჩვე-
ნი “თაფლობის თვე” იყო... მხოლოდ მოსკოვში გავაცნობიერე სრუ-
ლად, რა ბედნიერად შეიძლებოდა აწყობილიყო ჩვენი ცოლ-ქმრუ-
ლი ცხოვრება, რომ არა ჩვენ შორის ჩამდგარი ჩემდამი მტრულად
განწყობილი ზოგიერთი მისი ნათესავი... მოსკოვში ჩვენს მოგზაურო-
ბაზე მოგონება გონებაში სამუდამოდ აღმებეჭდა და შემდგომშიც, ყო-
ველთვის, როცა იქ ჩავდიოდი, თავს ბევრად უფრო ბედნიერად,
მშვიდად და ლაღად ვგრძნობდი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.
“Русский вестник”-ის რედაქცია დათანხმდა ფიოდორ მიხაილოვი-
ჩისთვის ათასი რუბლის ოდენობით ახალი ავანსი გაეცა, ეს საქმე პა-
რასკევს გადაწყდა, მეორე დღეს კი, შაბათს, მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი პეტერბურგში გამოვემგზავრეთ... მახსოვს, გამომგზავრებამ-
დე ჩვენი მატარებელი კლინის სადგურში რატომღაც მთელი საათის
განმავლობაში იდგა. დაახლოებით საღამოს შვიდი საათი იქნებოდა,
მოსაცდელ, საერთო დარბაზში ბზობის დღესასწაულის მოსამზადე-
ბელი მწუხრის ლოცვა იკითხებოდა და ხელში ყველას ანთებული
სანთელი ეჭირა. ჩვენ მლოცველებს შევუერთდით და ჩემი ძვირფასი
ქმრის გვერდით მდგარმა მხურვალედ დავიწყე ლოცვა... ის წუთი
არასოდეს დამავიწყდება... ვლოცულობდი და გულწრფელად, მთე-
ლი გულით უფალს ჩემთვის მომადლებული ბედნიერებისთვის ვუხ-
დიდი მადლობას!

VIII. საზღვარგარეთ გამგზავრება

155
პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ ჩემთვის ესოდენ მომაბეზრებე-
ლი ცხოვრება გაგრძელდა. საუზმისთვის პირველი სტუმრები გამოჩ-
ნდნენ, ცოტა მოგვიანებით კი დანარჩენი ნათესაობაც მოგროვდა,
რომლებმაც პაველ ალექსანდროვიჩის ნათქვამიდან იცოდნენ, რომ
კვირას სახლში ვიქნებოდით. ისევ სტუმრების “შექცევა” და “გამასპინ-
ძლება” მხვდა წილად, თუმცა ამჯერად ამ მოვალეობებს ხალისით
ვასრულებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ეს ყველაფერი მალე
დასრულდებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი სადღაც გაემგზავრა, მე კი
უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე, საზღვარგა-
რეთ სავარაუდო წასვლაზე ჯერ-ჯერობით არავისთვის არაფერი
მეთქვა. ამ თემაზე საუბარი მხოლოდ სადილად ჩამოვარდა, რომ-
ლის დროსაც მაგიდასთან, დედაჩემის ჩათვლით, უკვე ყველა ნათე-
სავი შეიკრიბა. ლაპარაკი იყო ჩინებულ, უკვე მთელი კვირის განმავ-
ლობაში გაგრძელებულ თითქმის საგაზაფხულო ამინდზე და ემილია
ფიოდოროვნამ შემოგვთავაზა, მზიანი დღეებით გვესარგებლა და
ზაფხულისთვის კარგი აგარაკის ძებნა ახლავე დაგვეწყო, მერე კი
დაამატა, რომ პავლოვსკთან ახლოს, ტიარლევში დიდი ბაღით გარ-
შემორტყმული მშვენიერი აგარაკი ეგულებოდა, იმხელა, რომ იქ
არათუ ჩვენ, დოსტოევსკების მთელი ოჯახიც თავისუფლად და-
ეტეოდა.
– ანა გრიგორევნა ახალგაზრდებთან დროს უფრო ხალისიანად
გაატარებს, მე კი, რაც არის,
არის, თავს გადავდებ და ჩვენი საყვარელი დიასახლისისთვის არ-
ცთუ სასიამოვნო სახლის საქმეებს მივხედავ.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემს ცუდ დიასახლისობაზე ემილია ფი-
ოდოროვნას გადაკრული სიტყვა არ ესიამოვნა ან, შესაძლოა ისიც,
რომ ახალგაზრდებთან უფრო კარგ დროს გავატარებდი და კოპები
შეკრა.
– ჩვენ აგარაკი არაფერში გვჭირდება, – გამოაცხადა მან. – მე და
ანა საზღვარგარეთ მივდივართ.

156
ეს სიტყვები ყველამ ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ როდესაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი გამგზავრების გეგმაზე ალაპარაკდა, დაიჯერეს
და თვალნათლად უკმაყოფილო გამომეტყველებით როგორღაც
ერთბაშად დადუმდნენ. სტუმრების გამოცოცხლებას შევეცადე და
ივანოვებსა და ჩვენს მოსკოვურ თავგადასავლებზე დავიწყე თხრობა,
მაგრამ საუბარში არავინ ამყვა.
სადილის შემდეგ ყავა მოგვართვეს და ნათესაობის უხმო პროტეს-
ტით გაღიზიანებული ფიოდორ მიხაილოვიჩი თავის კაბინეტში გავი-
და. ცოტა ხნის შემდეგ ემილია ფიოდოროვნა უკან გაჰყვა, დანარჩენი
სტუმრები სასტუმრო ოთახში გავიდნენ და სასადილოში მხოლოდ მე
და პაველ ალექსანდროვიჩი დავრჩით.
– მშვენივრად ვხვდები, რომ ეს ყველაფერი თქვენი ფოკუსებია,
ანა გრიგორევნა! – მარტო მომიხელთა თუ არა დაიწყო მან მძვინვა-
რედ.
– რა ფოკუსები?
– არ გესმით, არა? რა და საზღვარგარეთ გამგზავრების ეს სულე-
ლური იდეა! მაგრამ გათვლაში მოტყუვდით. თქვენი მოსკოვში წას-
ვლა მხოლოდ იმიტომ დავუშვი, რომ მამა ფულის ასაღებად მიდი-
ოდა, აი, საზღვარგარეთ წასვლა კი უკვე პირადად თქვენი ახირებაა,
ანა გრიგორევნა და ამას მე არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდები!
მისმა სიტყვებმა აღმაშფოთა, მაგრამ ჩხუბი არ მინდოდა და ამი-
ტომ ხუმრობით ვუპასუხე:
– იქნებ მაინც შეგვიბრალოთ, პაველ ალექსანდროვიჩ?
– ამის იმედი ნუ გექნებათ! ეს ახირება ხომ ფული დაჯდება, ფული,
რომელიც მარტო თქვენი არ არის, მთელს ოჯახს ეკუთვნის! ეს ფული
საერთოა...
ამას ამბობდა ადამიანი, რომელიც რაც კი რამ გააჩნდა, ყველაფ-
რისთვის თავისი კეთილი

157
მამობილის მადლიერი უნდა ყოფილიყო და ის, ვინც თავის ასაკში
კაპიკის გამომუშავებასაც კი ვერ ახერხებდა! თავხედობისთვის რომ
არ გამომელანძღა საჩქაროდ სასადილოდან გავედი.
ნახევარი საათის შემდეგ კაბინეტიდან ცხადად გაღიზიანებული
ემილია ფიოდოროვნა გამოვიდა. ქალიშვილს სახლში წასასვლე-
ლად გამზადება უბრძანა და ჩემთან საკმაოდ მშრალი გამომშვიდო-
ბების შემდეგ წავიდა. კაბინეტში მისი ადგილი ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის ძმამ – ნიკოლაი მიხაილოვიჩმა დაიკავა, რომელსაც ერთმანეთის
მიყოლებით დანარჩენი ნათესავებიც მიჰყვნენ. ბოლოს კი ფიოდორ
მიხაილოვიჩთან პაველ ალექსანდროვიჩი შევიდა, რომელმაც მამო-
ბილთან ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჩვეულებისამებრ იმდენად გულ-
ფიცხად და დამრიგებლური ტონით დაიწყო, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა ვერ მოითმინა და გერი კაბინეტიდან გამოაგდო, მამობი-
ლისგან გამოსვლისთანავე პაველ ალექსანდროვიჩი სახლიდან სად-
ღაც გაქრა.
როცა ყველა დაიშალა, ქმართან კაბინეტში შევედი. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი გაღიზიანებული და გამძვინვარებული დამხვდა. მითხრა,
რომ ნათესავები საზღვარგარეთ ჩვენი წასვლის წინააღმდეგი იყვნენ
და თუკი მაინც წავიდოდით რამდენიმე თვის სამყოფი ფულის წინას-
წარ დატოვებას ითხოვდნენ.
– ამას რამდენი სჭირდება? – ვკითხე მე.
– ემილია ფიოდოროვნა შვილებთან დალაპარაკებას და ხვალ
პასუხის გაცემას დამპირდა, – მითხრა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
მისმა სიტყვებმა უაღრესად შემაშფოთა. “Русский вестник”-ისგან
მიღებული ფულიდან ფიოდორ მიხაილოვიჩი ემილია ფიოდოროვ-
ნასთვის ორასი რუბლის მიცემას ფიქრობდა, პაშასთვის – ასის; ნიკო-
ლაი მიხაილოვიჩისთვისაც – ასის და კიდევ ასი რუბლი წასვლამდე
ყოველდღიურ საჭიროებებში დაგვეხარჯებოდა, ასე რომ, საზღვარ-
გარეთ გასამგზავრებლად ხუთასი რუბლიღა დაგვრჩებოდა, მაგრამ

158
დავგეგმეთ, რომ მას შემდეგ, რაც ფიოდორ მიხაილოვიჩი საზღვარ-
გარეთ ერთი თვე დაისვენებდა, სავარაუდოდ, სამ-ოთხ ფურცელზე
არანაკლები მოცულობის, “ბელინსკის შესახებ” სტატიაზე დაიწყებდა
მუშაობას და ეს მეტ-ნაკლებად მცირე დროში სამასი-ოთხასი რუბ-
ლის აღების საშუალებას მისცემდა, რასაც ზაფხულის თვეებში ნათე-
საობის საჭიროებებს მოახმარდა. ჩვენ კი უკან, პეტერბურგში აგვის-
ტოს დასაწყისში დავბრუნდებოდით.
ჩემი ცუდი წინათგრძნობა გამართლდა. მეორე დღეს, დილით მო-
სულმა ემილია ფიოდოროვნამ გამოაცხადა, რომ ჩვენი არყოფნის
პერიოდში მისი ოჯახის საჭიროებებისთვის – ხუთასი, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის გერის შესანახად კი ორასი რუბლი იყო საჭირო. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა სცადა სამას რუბლზე დაეყოლიებინა (ორასი
მისი ოჯახისთვის, ასი კი გერისთვის), ხოლო დარჩენილი თანხა ორი
თვის შემდეგ მიეწოდებინა, მაგრამ ემილია ფიოდოროვნა არ დათან-
ხმდა, ფიოდორ
მიხაილოვიჩს კი, იმის გამო, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ მისი
ოჯახის ინტერესებზე ზრუნვას უკვე მეტისმეტად შეჩვეოდა, რძლის-
თვის უარის თქმის ძალა არ ეყო.
იმავე დღეს, მოგვიანებით ფიოდორ მიხაილოვიჩს ახალი უსია-
მოვნებებიც ელოდა: მასთან მოულოდნელად ახალგაზრდა კაცი,
ქალბატონ რეისმანის ვაჟი გამოცხადდა, რომლის დედასაც, ქალბა-
ტონ რეისმანს ფიოდორ მიხაილოვიჩის სახელზე გამოწერილი დაახ-
ლოებით ორიათასი რუბლის ოდენობით რამდენიმე სააღმსრულებო
ფურცელი ჰქონდა, მაგრამ, რამდენადაც ქმარი დიდ პროცენტებს უხ-
დიდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს აღარც აწუხებდა. იმ საღამოს კი მისმა
ვაჟმა განაცხადა, რომ დედა ფიოდორ მიხაილოვიჩისგან ხუთასრუბ-
ლიანი ერთი სააღმსრულებლო ფურცლის გადახდას ითხოვდა, უა-
რის შემთხვევაში კი ჩვენი ქონების აღწერის მოთხოვნით სასამარ-
თლოს ბოქაულისთვის მიმართვას აპირებდა.

159
ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ მოულოდნელმა მოთხოვნამ უაღრე-
სად გააოცა და თავზარი დასცა, მაგრამ რეისმანის დაჟნებული მოთ-
ხოვნის პასუხად, იძულებული გახდა, მეორე დღეს სამასი რუბლის გა-
დახდას დაჰპირებოდა.
იმ დღის განმავლობაში ნათესაობისგან რამდენიმე წერილიც მო-
ვიდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს რეისმა-
ნისთვის გადასახდელი სამასი რუბლის გარდა, დამატებით
კიდევ ათას ასი რუბლი ნათესავებისთვისაც უნდა მიეცა და ეს მა-
შინ, როდესაც ჩვენ სულ ათასი გვქონდა!
გულახდილად რომ ვთქვა, ყოველთვის ესოდენ დამყოლი კრე-
დიტორის მოულოდნელი მოთხოვნა, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ მეჩვე-
ნა, მაგრამ ჩემი ეჭვების შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩს არაფერი
ვუთხარი.
– ბედი არ გვწყალობს, ჩემო ძვირფასო ანეჩკა! თავადაც ხომ ხე-
დავ: საზღვარგარეთ, გაზაფხულზე რომ წავიდეთ, ორი ათასი გვჭირ-
დება, ჩვენ კი ერთიც არ გვრჩება, მაგრამ თუ რუსეთში დავრჩებით,
ამ ფულით ორი თვე მშვიდად ვიცხოვრებთ და ალბათ იმ აგარაკის
დაქირავებასაც შევძლებთ, რომელზეც ემილია ფიოდოროვნა ლაპა-
რაკობდა. იქ საქმეს მოვკიდებ ხელს და შემოდგომისთვის, იმედი
მაქვს, უცხოეთში ორი თვით გასამგზავრებლად ფული ისევ გაგვიჩ-
ნდება. რომ იცოდე, ჩემო ძვირფასო, როგორ ვნანობ, რომ ახლა წას-
ვლა არ შეგვიძლია! როგორ ვოცნებობდი ამაზე მატარებელში და რა
მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა ჩვენთვის ორივესთვის ეს გამგზავრე-
ბა!
ფიოდორ მიხაილოვიჩის მძიმე განწყობის შემხედვარე საკუთარი
გულდაწყვეტის დამალვას შევეცადე და გავამხნევე:
– დაწყნარდი, ძვირფასო. არა უშავს, შემოდგომამდე მოვიცა-
დოთ! იქნებ მერე უფრო გაგვიმართლოს!
მერე თავის ტკივილი მოვიმიზეზე და რომ არ ავტირებულიყავი და
ქმარი კიდევ უფრო არ დამედარდიანებინა კაბინეტიდან ნაჩქარევად

160
გავედი. ჩემი სული ერთიანად ტკივილმა მოიცვა. ყველა ის მტანჯვე-
ლი აზრი და ეჭვი, რისგანაც მოსკოვში ყოფნის დროს, როგორც იქნა,
გავთავისუფლდი, უკან ორმაგი ძალით დამიბრუნდა და იმის გაცნო-
ბიერებამ, რომ ოცნება, რომელიც ორივეს ასე გვაფრთიანებდა, შე-
იძლებოდა არ ამხდარიყო, სასო წარმიკვეთა.
“მხოლოდ ქმართან ჩემს მუდმივ სულიერ კავშირს შეუძლია ის
მტკიცე და მეგობრული ოჯახი შექმნას, რომელზეც მე და ფიოდორ
მიხაილოვიჩი ვოცნებობდით, – ვფიქრობდი გულდამძიმებული, – იმ
სულიერ კავშირს, რომელსაც ჩვენი ქორწილის წინ იმ ნეტარი რამ-
დენიმე კვირის განმავლობაში ასე ვაფასებდი და რომელმაც ჩვენი
მოსკოვური ცხოვრება ასე გაალამაზა, ჩვენი სიყვარულის გადასარ-
ჩენად თუნდაც ორი-სამი თვით განმარტოება და უკვე გადატანილი
მღელვარებისა და უსიამოვნებების მერე ჩემი დამშვიდებაა აუცილე-
ბელი. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ოჯახი ისე შეიკ-
ვრება, რომ ამქვეყნად ვეღარავინ და ვერასოდეს ერთმანეთს ვერ
დაგვაშორებს. მაგრამ გასამგზავრებლად ჩვენთვის ესოდენ აუცილე-
ბელი ფული საიდან ვიშოვო? – ვუსვამდი თავს კითხვას და უცებ, ჩემ-
თვისვე მოულოდნელად, გონება პასუხით გამინათდა: ჩემი მზითევი
რომ დავაგირავო? ამით ხომ საკუთარ ბედნიერებას გადავარჩენ?!”
ამ აზრმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელება გარკვე-
ულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ნელ-ნელა ერთიანად მო-
მიცვა. უპირველეს ყოვლისა, ასეთ მსხვერპლზე წასვლა თვითონაც
მიჭირდა. როგორც უკვე ვთქვი, თუმცა კი უკვე ოცი წლისა ვიყავი,
მაგრამ ბევრ რამეს ჯერაც ბავშვურად შევხაროდი, ყმაწვილქალობა-
ში კი ნივთებს – სამკაულებსა და კაბებს, ისევე, როგორც ავეჯს, დიდი
მნიშვნელობა აქვს. ძალიან მომწონდა ჩემი როიალი, საუცხოო პატა-
რა მაგიდები და თაროები, ჩემი ლამაზი, ახლად შეძენილი ნივთები
და, თავისთავად ცხადია, ამ ყველაფრის მოკლება და შესაძლოა სა-
მუდამოდაც დაკარგვა ძალიან მენანებოდა.

161
ამასთან დედის გულისტკენისაც მეშინოდა. ახალი გათხოვილი,
ჯერაც მისი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და მის განაწყენებას ვუფრთხო-
დი, რადგან ჩემი მზითევის ნაწილი მისი ფულით იყო შეძენილი. “მე-
რე რა მეშველება, თუ დედა ჩემს ქმარს ნათესავების მიმართ მეტის-
მეტად მიკერძოებულ დამოკიდებულებაში დასდებს ბრალს და ჩემ-
დამი მის სიყვარულში ეჭვს შეიტანს? ამით ხომ ის საშინლად დაიტან-
ჯება! შვილების ბედნიერებას ხომ ყველა მშობელი საკუთარზე მაღ-
ლა აყენებს!”
ამ ორჭოფულ აზრებში მთელი ღამე თეთრად გავათენე. ხუთ სა-
ათზე ცისკრის ლოცვის ზარების რეკვა დაიწყეს და გადავწყვიტე, სა-
ლოცავად ჩვენი სახლის პირდაპირ მდებარე ამაღლების ეკლესიაში
წავსულიყავი.
როგორც ყოველთვის, ღვთისმსახურებამ ჩემზე გულისამაჩუყებ-
ლად იმოქმედა: ხატის წინ გულმხურვალედ ვლოცულობდი, ვტირო-
დი და ეკლესიიდან საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში უკვე სა-
ბოლოოდ დარწმუნებული გამოვედი. ამიტომ ისე, რომ სახლში არ
შემივლია, დედასთან გავეშურე. ასე ადრიანად ჩემმა მისვლამ საბ-
რალო დედა შეაშინა, მით უმეტეს, რომ ტირილისგან თვალები მქონ-
და დასიებული. ახლობელთა შორის ჩემი ოჯახური უთანხმოებების
შესახებ მხოლოდ მან იცოდა და ხშირად მტუქსავდა, რომ პაველ
ალექსანდროვიჩისგან სათანადო პატივისცემით მოპყრობას ვერ
ვაღწევდი და ჩემს გარემომცველ ვითარებას ვერ ვცვლიდი. ყველა-
ფერთან ერთად იმის გამოც ბრაზობდა, რომ მაშინ, როდესაც ადრე
წინააღმდეგობების არასდროს მეშინოდა და საქმეში სულიერი კმა-
ყოფილების პოვნას ყოველთვის ვახერხებდი, ახლა მთელი დღე
არაფერს ვაკეთებდი და მხოლოდ ჩემთვის უინტერესო სტუმრების
შექცევითა და გამასპინძლებით ვიყავი დაკავებული. დედა შვედი იყო
და ცხოვრებას დასავლური, უფრო კულტურული თვალით უყურებ-
და, ამიტომ ეშინოდა, რომ აღზრდით შეთვისებულ კარგ ჩვევებს ჩემ-

162
ში ეს ახალი, გამოხატულად რუსული, უწესრიგოდ-სტუმართმოყვა-
რული წესები და ჩვევები გადასძლევდა. რა თქმა უნდა, იმასაც ხვდე-
ბოდა, რომ ჩემი გარემომცველი უწესრიგობის აღსაკვეთად და ოჯა-
ხური ცხოვრების სათანადო ჩარჩოებში მოსაქცევად არც ძალა მეყო-
ფოდა და არც ცხოვრებისეული გამოცდილება, ამიტომ საზღვარგა-
რეთ ჩვენს გამგზავრებაზე დიდ იმედს ამყარებდა. გარდა ამისა, შე-
მოდგომაზე, ჩვენი დაბრუნების შემდეგ, ფიოდორ მიხაილოვიჩის-
თვის საცხოვრებლად მის სახლში გადასვლის
შეთავაზებასაც აპირებდა, სადაც კარგ პირობებში და უფასოდ
ვიცხოვრებდით, თანაც სიშორის გამო ფიოდორ მიხაილოვიჩის ნა-
თესავების ყოველდღიური სტუმრობისგანაც დაცული ვიქნებოდით.
არც პაველ ალექსანდროვიჩი მოინდომებდა “მიყრუებულში” გადას-
ვლას, ასე უწოდებდა ხოლმე ზიზღით ის იმ ადგილს, სადაც დედა
ცხოვრობდა და, თავისთავად ცხადია, ემილია ფიოდოროვნასთან
დარჩენას ამჯობინებდა. შესაბამისად, პაველ ალექსანდროვიჩისგან
ამგვარ განრიდებას აღარც ოჯახური კონფლიქტის სახე მიეცემოდა
და მისგან განცალკევებით ცხოვრებას მისივე სურვილით შევძლებ-
დით.
იმან, რომ ჩვენი საზღვარგარეთ წასვლის გეგმა იფუშებოდა და
ზაფხულის გატარება, დოსტოევსკებთან ერთად, საერთო აგარაკზე
მომიწევდა დედა უაღრესად შეაშფოთა. მან ჩემი დამოუკიდებელი
ხასიათისა და სიჯიუტის ამბავი კარგად იცოდა. ეშინოდა, რომ თავს
ვეღარ შევიკავებდი და ოჯახი დამენგრეოდა.
ნივთების დაგირავების ჩემი გეგმა, ჩემდა გასახარად, დედამ მა-
შინვე მოიწონა, კითხვაზე კი, ხომ არ ენანებოდა ჩემთვის მოცემული
მზითევი, მიპასუხა:
– რა თქმა უნდა, მენანება, მაგრამ რას ვიზამთ, როცა შენს ბედ-
ნიერებას საფრთხე ემუქრება?! შენ და ფიოდორ მიხაილოვიჩი იმდე-
ნად განსხვავებულები ხართ, რომ სათანადოდ ერთმანეთთან

163
შეხმატკბილებას ახლავე თუ ვერ მოახერხებთ, დარწმუნებული
ვარ, მერე ამას უკვე ვეღარასოდეს შეძლებთ. აუცილებელია, რაც შე-
იძლება ჩქარა გაემგზავროთ, დღესასწაულებამდე, მანამდე, სანამ
ახალი სირთულეები არ გამოჩენილა.
– მაგრამ დღესასწაულებამდე მოვასწრებთ კი ნივთების დაგირა-
ვებას და ფულის აღებას? – ვკითხე მე.
საბედნიეროდ, დედა იმ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს იცნობ-
და, რომელიც ავეჯის დაგირავებით იყო დაკავებული და დამპირდა,
რომ დაუყოვნებლივ წავიდოდა და ხვალისთვის ჩვენთან შემფასებ-
ლის გამოგზავნას სთხოვდა. ჩვენი ბინა პირველ მაისამდე იყო დაქი-
რავებული და შეიძლებოდა, რომ ავეჯი საწყობში თომას შვიდეულის
მერე გადაეტანათ. დედამ ჩვენი გამგზავრების შემდეგ დაგირავებულ
ავეჯში აღებული ფულის ფიოდორ მიხაილოვიჩის ნათესავებისთვის
გადაცემა თავად ითავა, რა თქმა უნდა, იმდენის, რამდენსაც თითოე-
ულ მათგანს ფიოდორ მიხაილოვიჩი დაუწესებდა. ოქროსა და ვერ-
ცხლის ნივთების, მომგებიანი ბილეთებისა და ქურქების დაგირავება
კი ჩვენს გამგზავრებამდე უნდა მოგვესწრო.
სახლში გახარებული გავეშურე და მისვლა მანამდე მოვასწარი,
სანამ ფიოდორ მიხაილოვიჩი გაიღვიძებდა. მთელი დილის განმავ-
ლობაში ჩემი გაქრობით ფრიად დაინტერესებული პაველ
ალექსანდროვიჩი ჩემი ხმის გაგონებისთანავე სასადილოში შემო-
ვიდა, სადაც ქმრისთვის ყავას ვადუღებდი და ჩვეულებისამებრ გეს-
ლის ნთხევა დაიწყო.
– ძალიან მსიამოვნებს იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ასეთი თავგამო-
დებული მლოცველი ხართ, ანა გრიგორევნა, – მითხრა მან. – რო-
გორც ფედოსიასგან გავიგე, თურმე არა მარტო მწუხრის, არამედ
ცისკრის ლოცვაზეც დგახართ.
– დიახ, ეკლესიაში ვიყავი, – ვუპასუხე მშვიდად.

164
– მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად ჩაფიქრებული მეჩვე-
ნებით. გამანდეთ უცხოეთის რომელ კურორტებს დაჰფარფატებს
თქვენი მგზნებარე წარმოსახვა.
– აკი იცით, რომ საზღვარგარეთ არ მივდივართ.
– აბა, მე რას გეუბნებოდით? ახლა უკვე საკუთარი გამოცდილე-
ბითაც იცით არა, რომ ჩემსას ყოველთვის გავიტან და უცხოეთში
თქვენს გამგზავრებას არ დავუშვებ?!
– დიახ, დიახ, ვიცი! რაღა სალაპარაკოა?! – ჩხუბი რომ არ დამეწ-
ყო დავეთანხმე ისევ მშვიდად, თუმცა პაველ ალექსანდროვიჩის მო-
რიგმა თავხედობამ უკვე სულის სიღრმემდე აღმაშფოთა.
უპირველეს ყოვლისა, ჩემ წინაშე მოფიქრებულ გეგმაზე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის დაყოლიების ამოცანა იდგა. სახლში მასთან
დალაპარაკება არ შემეძლო: ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ვინმეს
ხელი შეეშალა, თანაც შინიდან ფეხს არც პაველ ალექსანდროვიჩი
იცვლიდა და დილაობით ჩვენი მუდმივი სტუმრების – ახალგაზრდა
დოსტოევსკების მოსვლას ელოდა. საბედნიეროდ, ჩემს ქმარს რა-
ღაც საქმე გამოუჩნდა და წასასვლელად გაემზადა. მე უახლოეს აფ-
თიაქამდე გასაცილებლად გავყევი და სახლიდან რომ გავედით ჯერ
ამაღლების ეკლესიის სამლოცველოში შესვლა შევთავაზე. ღვთის-
მშობლის ხატის წინ ერთად ვილოცეთ, მერე კი ფეხით ვოზნესენსკის
გამზირსა და მოიკის სანაპიროს გავუყევით. მე უაღრესად აღელვებუ-
ლი ვიყავი და საუბრის დაწყება მიჭირდა. ამაში თავად ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი დამეხმარა, ჩემი გამოცოცხლება შენიშნა და მითხრა:
– როგორ მიხარია, ანია, რომ უცხოეთში გამგზავრების ჩვენთვის
საოცნებო გეგმის ჩაშლამ არ დაგადარდიანა!
– მაგრამ თუ იმ გეგმას დათანხმდები, რომელსაც ახლა შემოგთა-
ვაზებ, ოცნების ასრულებას ჯერ კიდევ შევძლებთ, – ვუპასუხე მე და
ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი. როგორც მოსალოდნელი იყო, ფიოდორ

165
მიხაილოვიჩმა გეგმა მაშინვე უარყო, არ უნდოდა, გამგზავრების ფა-
სად მზითევზე მეთქვა უარი. ჩვენ კამათი დავიწყეთ და ისე აღმოვ-
ჩნდით ქალაქის ჩემთვის უცნობ და უკაცრიელ
ქუჩაზე, რომ ვერც კი შევნიშნეთ (ისევ იმავე მოიკის სანაპიროზე).
ოჯახური ცხოვრების დაწყებიდან უკვე მეორედ ქმარს გამოვუტყდი,
რომ ასეთი ყოფა მეტისმეტად მიმძიმდა და შევევედრე ორი-სამი თვე
მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების საშუალება მოეცა. ვარწმუნებდი,
რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა არა მარტო მეგობრული ოჯა-
ხის შექმნაში გვიშლიდა ხელს, რაზეც ორივე ასე ვოცნებობდით, არა-
მედ ერთმანეთთან სამუდამოდ დაშორების საშიშროებასაც გვიქმნი-
და. ვევედრებოდი, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ბედნიერება გადაერჩინა
და დამთანხმებოდა, მერე კი, უკიდურესად აღელვებულმა, ვეღარც
თავი შევიკავე და ავტირდი, თანაც ისე გულამომჯდარი ვტიროდი,
რომ საბრალო ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელმაც აღარ იცოდა,
როგორ დავემშვიდებინე, საბოლოოდ დავაბნიე. როგორც ჩანს, ეს
იყო მიზეზი იმისა, რომ საჩქაროდ ყველაფერზე დამთანხმდა. მე იმ-
დენად გამიხარდა, რომ გამვლელებს (რომლებიც იმ ქუჩაზე ბევრნი
არ იყვნენ) ყურადღება აღარ მივაქციე და ქმარს ვაკოცე. მერე იქვე,
დროის დაუკარგავად, ფიოდორ მიხაილოვიჩს გენერალ-გუბერნა-
ტორის კანცელარიაში წასვლა და იმის გარკვევა შევთავაზე, როდის
შეძლებდა უცხოეთში გასამგზავრებელი პასპორტის მიღებას. უცხოე-
თის პასპორტის მისაღებად ჩემს ქმარს მუდამ სირთულეების გადა-
ლახვა უხდებოდა. როგორც ყოფილი პოლიტიკური დამნაშავე, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებო-
და და საზღვარგარეთ წასასვლელად მას ჩვეულებრივად გასავლე-
ლი ფორმალობების გარდა სამხედრო გენერალ-გუბერნატორის ნე-
ბართვაც სჭირდებოდა. კანცელარიაში ფიოდორ მიხაილოვიჩის ნაც-
ნობმა და მისი ნიჭის დიდმა

166
თაყვანისმცემელმა ჩინოვნიკმა მას თხოვნის დაუყოვნებლივ და-
წერა ურჩია და დაგვპირდა, რომ ამის შესახებ მეორე დღესვე უფრო-
სობას მოახსენებდა, პასპორტს კი პარასკევისთვის გაგვიმზადებდა.
არასდროს დამავიწყდება ბედნიერების ის შეგრძნება, რომელსაც იმ
დღეს განვიცდიდი! სახლში დაბრუნებული პაველ ალექსანდროვიჩის
უაზრო ჩაციებებსაც კი არ გაუღიზიანებივარ, ვიცოდი, რომ ეს ყველა-
ფერი მალე დასრულდებოდა... ჩვენი გამგზავრების შესახებ იმ დღეს
დედაჩემის გარდა არავისთვის გვითქვამს. დედა კი ჩვენთან საღამოს
მოვიდა და ოქროსა და ვერცხლის ნივთები და მომგებიანი ბილეთები
დასაგირავებლად წაიღო. მეორე დღეს ჩვენთან კომპანიიდან გამოგ-
ზავნილი შემფასებელი გამოცხადდა და ავეჯის დაგირავებით მისა-
ღები თანხის ოდენობა გაგვისაზღვრა. საღამოს კი, როცა სადილად
მაგიდასთან ფიოდორ მიხაილოვიჩის თითქმის მთელი ნათესაობა
შეიკრიბა, მან ყველას გამოუცხადა, რომ ორ დღეში საზღვარგარეთ
მივდიოდით.
– მაგრამ, მამა, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ... – დაიწყო მაშინვე
სახტად დარჩენილმა პაველ ალექსანდროვიჩმა.
– არაფრის აღნიშვნა ამას არ სჭირდება! – ხმას აუწია ფიოდორ
მიხაილოვიჩმა. – ყველა იმდენს მიიღებს, რამდენიც მოითხოვა და
არც ერთი კაპიკით მეტს!
– მაგრამ ეს შეუძლებელია! დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი ზაფხუ-
ლის პალტო მოდიდან გადავიდა და ახალი მჭირდება, თანაც სხვა
ხარჯიც ბევრია... – უკან არ იხევდა პაველ ალექსანდროვიჩი.
– დანიშნული თანხის გარდა ვერაფერს მიიღებ. საზღვარგარეთ
ანა გრიგორევნას სახსრებით მივდივართ, რომელთა განკარგვის
უფლებასაც მე თავს ვერ მივცემ.
პაველ ალექსანდროვიჩმა რაღაც მოთხოვნების წამოყენება ორ-
ჯერ თუ სამჯერ კიდევ სცადა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა მისი
მოსმენაც არ ისურვა.

167
სადილის შემდეგ ჩემი ქმრის ნათესავები მის კაბინეტთან გამ-
წკრივდნენ და ფიოდორ მიხაილოვიჩმა ყველა მათგანს დანიშნული
თანხის ნაწილი ფულად, ნაწილი კი ხელწერილებად დაურიგა, რომ-
ლის მიხედვითაც, ჩვენი ნივთების დაგირავებით აღებული ფულიდან
დედაჩემს პირველ მაისს მათთვის დანიშნული თანხა უნდა გადაეცა.
მოგვიანებით ფიოდორ მიხაილოვიჩი იმაზეც დავიყოლიე, რომ
პაველ ალექსანდროვიჩის მხრიდან წინააღმდეგობის თავიდან ასა-
ცილებლად მისთვის პალტოს ფული მიეცა, თუმცა პაველ ალექსან-
დროვიჩის გული ვერც ამან მოალბო და დამშვიდობებისას გამომიც-
ხადა, რომ ჩემი ვერაგული საქციელი (უცხოეთში გამგზავრება) არ
შემრჩებოდა, შემოდგომაზე “შემეჯიბრებოდა და გამარჯვება ვის მხა-
რეზე დარჩებოდა, ჯერ კიდევ ვნახავდით”.
თუმცა მე იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი მიმართულებით
ყოველი მხრიდან გამოსროლილ შხამიან ისრებს ყურადღებასაც არ
ვაქცევდი.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემოდნები სწრაფად ჩავალაგეთ.
ვფიქრობდით, რომ დიდი ხნით არ მივდიოდით და, შესაბამისად, თან
მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღება გვჭირდებოდა. ჩვენი ავე-
ჯის დაგირავება და დანარჩენი ქონების შენახვა კი დედაჩემს მივან-
დეთ. მის დახმარებაზე პაველ ალექსანდროვიჩმა გამოიდო თავი,
თუმცა, ცხადია, ხელს უფრო უშლიდა, ვიდრე ეხმარებოდა. ამასთან,
პაველ ალექსანდროვიჩმა კაბინეტისა და ფიოდორ მიხაილოვიჩის
ბიბლიოთეკის ნაწილის თავისთან გადატანაც მოინდომა, მიზეზად კი
გამოაცხადა, რომ წიგნების კითხვით განათლების გაღრმავებას აპი-
რებდა.
უცხოეთში სამი თვით მივემგზავრებოდით, მაგრამ ოთხ წელიწად-
ზე მეტხანს დავრჩით. ამ დროის განმავლობაში კი ჩვენს ცხოვრებაში
ბევრი სასიხაულო რამ მოხდა და მე სამუდამოდ ღმერთის მადლიე-
რი ვარ, რომ საზღვარგარეთ წასვლის ჩემს გადაწყვეტილებაში გან-
მამტკიცა და წინააღმდეგობების დაძლევის ძალა მომცა. იქ ჩემთვის

168
და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ახალი და ბედნიერი ცხოვრება და-
იწყო და ჩემი ქმრის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაგრძელე-
ბულმა ჩვენმა ურთიერთსიყვარულმა და მეგობრობამ ფრთები საბო-
ლოოდ შეისხა.

169
ნაწილი მეოთხე
საზღვარგარეთ ცხოვრება
I. ჩვენი პირველი ცოლ-ქმრული ჩხუბი (ამოწერილია სტენოგრა-
ფიული რვეულიდან)
“დღეს (18 აპრილი) წვიმს, წვრილად, მაგრამ როგორც ჩანს, მთე-
ლი დღე იწვიმებს. ბერლინელებს ფანჯრები გაღებული აქვთ. ჩვენი
ოთახის ფანჯრებქვეშ ცაცხვი აყვავდა. წვიმა ისევ გრძელდება, მაგ-
რამ გადავწყვიტეთ ქალაქის დასათვალიერებლად გავსულიყავით.
Unter den Linden-ზე გავედით, დავათვალიერეთ სასახლე, არქიტექ-
ტურის აკადემია, არსენალი და საოპერო თეატრი, მერე კი უნივერ-
სიტეტი და ლუდვიგის ეკლესია. ძვირფასმა ფედიამ აღნიშნა, რომ
ზამთრის შესაფერისად მეცვა (ბეწვის თეთრი ქუდი) და ჩემი ხელ-
თათმანებიც ულამაზოდ მოეჩვენა. მე კი მეწყინა და ვუპასუხე: თუ
ფიქრობ, რომ ულამაზოდ მაცვია, სჯობს ერთად არ ვიაროთ-მეთქი.
მერე სწრაფად შევტრიალდი და საწინააღმდეგო მხარეს წავედი. ფე-

170
დიამ რამდენჯერმე დამიძახა, უკან გამოდევნება დააპირა, მაგრამ გა-
დაიფიქრა და ისევ იმ მიმართულებით წავიდა, საითაც იქამდე მივდი-
ოდით. მე უაღრესად გულნატკენი ვიყავი, ფიოდორ მიხაილოვიჩის
შენიშვნა ძალიან არადელიკატურად მეჩვენა. რამდენიმე ქუჩა თით-
ქმის სირბილით გავიარე და Brandenburger Thor-თან აღმოვჩნდი.
ჯერ ისევ წვიმდა და გერმანელები, ამ წვიმაში სახლიდან უქოლგოდ
გამოსულსა და ქუჩაში ლამის სირბილით მიმავალს, გაოცებულები
შემომცქეროდნენ. მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი და მივხვდი, რომ
ფედიას ამ შენიშვნით ჩემი
წყენინება სულაც არ უნდოდა და ტყუილად გავცხარდი. ამ ჩხუბმა
ძალიან შემაშფოთა და, ღმერთმა უწყის, რა საშინელებები წარმოვი-
სახე. მერე ვიფიქრე, რომ ფედია სახლში დაბრუნდებოდა და გადავ-
წყვიტე, მეც უკან გავქცეულიყავი, იმედი მქონდა, რომ როგორმე შე-
ვურიგდებოდი. მაგრამ გავწბილდი, სასტუმროში მისულმა გავიგე,
რომ ფედია თუმცა კი დაბრუნებულიყო, მაგრამ ოთახში სულ რამდე-
ნიმე წუთს გაჩერებულიყო და ისევ წასულიყო. ღმერთო, როგორ ვი-
ნერვიულე! წარმოვიდგინე, რომ გადამიყვარა და საბოლოოდ დარ-
წმუნდა, რომ ცუდი და ახირებული ვიყავი, თავი უბედურად ჩათვალა
და შპრეეში გადახტა. მერე წარმოვიდგინე, რომ განსაქორწინებ-
ლად, ჩემთვის ცალკე მოწმობის მოსაცემად და უკან, რუსეთში გასაგ-
ზავნად ჩვენს საელჩოში წავიდა. ეს აზრი კიდევ უფრო იმან განმიმ-
ტკიცა, რომ მივხვდი, ნომერში ყოფნისას ჩემოდანი გაეხსნა (ჩემოდა-
ნი არც იმავე ადგილას იდო, სადაც დილას და ქამრებიც შეხსნილი
ჰქონდა). ჩავთვალე, რომ საელჩოში წასასვლელად ფედიამ ჩემოდ-
ნიდან ჩვენი საბუთები ამოიღო. ამ ავბედითმა აზრებმა იმდენად მატ-
კინა გული და დამტანჯა, რომ მწარედ ტირილი და ახირებისა და უკე-
თური გულის გამო საკუთარი თავის დადანაშაულება დავიწყე. მერე
თავს პირობა მივეცი, რომ თუკი ფიოდორ მიხაილოვიჩი მიმატოვებ-
და, რუსეთში არაფრისდიდებით არ დავბრუნებულიყავი, უცხოეთში
რომელიმე სოფელში დავმალულიყავი და სიცოცხლის ბოლომდე

171
ჩემს დანაკარგზე მეგლოვა. ასეთ ფიქრში ორი საათი გავიდა. მე ლა-
მის ყოველ წუთს იმის შესამოწმებლად ფედია მოდიოდა თუ არა ფან-
ჯარასთან მივრბოდი. და აი, როდესაც ჩემმა სასოწარკვეთამ უკიდუ-
რეს ზღვარს მიაღწია,
ფანჯარაში მორიგი გახედვისას პალტოს ჯიბეებში ხელებჩაყოფი-
ლი და სრულიად მშვიდი გამომეტყველებით სასტუმროსკენ მომავა-
ლი ფედია დავინახე. ძალიან გამეხარდა და როდესაც ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი ოთახში შემოვიდა, გავიქეცი და ქვითინით კისერზე შემო-
ვეხვიე. ჩემი ნამტირალევი თვალების დანახვამ ფედია შეაშინა და
გაკვირვებული, ტირილის მიზეზით დაინტერესდა. მეც გამოვუტყდი,
შემეშინდა, რომ შპრეეში გადახტებოდი-მეთქი და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა ამაზე ბევრი იცინა, მითხრა: “თავმოყვარეობა არ უნდა
ჰქონდეს ადამიანს, რომ შპრეეს მსგავს პატარა და უბადრუკ მდინა-
რეში თავი დაიხრჩოსო”. იცინა აგრეთვე ჩემს შიშზე, რომ განსაქორ-
წინებლად საელჩოში წავიდოდა და: “შენ კიდევ არ იცი, როგორ მიყ-
ვარს ჩემი ძვირფასი ცოლიო”, – მითხრა. სასტუმროში დაბრუნება და
ჩემოდნის გახსნა კი თურმე იმისთვის დასჭირვებია, რომ პალტოს შე-
საკვეთად ფული აეღო. ამგვარად, გაირკვა, რომ სანერვიულო არა-
ფერი მქონია და შევრიგდით, რამაც ისე გამახარა, რომ ჩემს ბედნიე-
რებას საზღვარი არ ჰქონდა”.

II
ბერლინში გატარებული ორი დღის შემდეგ დრეზდენში გავემ-
გზავრეთ. ჩემს ქმარს რთული სამუშაო ელოდა და გადავწყვიტეთ,
დრეზდენში ერთი თვე მაინც დავრჩენილიყავით. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ეს ქალაქი უმეტესწილად დრეზდენის ცნობილი გალერეისა
და მის შემოგარენში გაშენებული ულამაზესი ბაღების გამო უყვარდა
და ყოველ ჯერზე მოგზაურობის დროს დრეზდენს აუცილებლად
სტუმრობდა ხოლმე. ქალაქში ბევრი მუზეუმი და საუნჯე იყო და ჩემი
ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ფიოდორ მიხაილოვიჩი

172
თვლიდა, რომ მთელი ამ საუცხოო საგანძურით დაინტერესებულს,
რუსეთის მონატრება არ მომეძალებოდა, რისიც თავიდან ძალიან
ეშინოდა.
ჩვენ Neumarkt-ზე, იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში –
“Stadt Berlin”-ში გავჩერდით, გამოვიცვალეთ და დაუყოვნებლივ სუ-
რათების გალერეაში წავედით. ქალაქის დანარჩენი ღირსშესანიშ-
ნაობებიდან ეს ადგილი პირველი იყო, სადაც ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს ჩემი მიყვანა უნდოდა. მან მითხრა, რომ ცვინგერისკენ მიმავალი
უახლოესი გზა კარგად იცოდა, მაგრამ ვიწრო ქუჩებში მოხვედრის-
თანავე გზა აგვებნა, სწორედ ამ გზის აბნევას მოჰყვა ის სასაცილო
შემთხვევა, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემთვის გამოგზავ-
ნილ ერთ-ერთ წერილში გერმანელთა საფუძვლიანობისა და აზროვ-
ნების ერთგვარი მოუქნელობის მაგალითად მოჰყავს. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა დახმარების სათხოვნად კითხვით გამვლელს, გა-
რეგნული ნიშნებით ინტელიგენტ ბატონს მიმართა:
– ბატონო, ხომ ვერ გვეტყვით, სად მდებარეობს სურათების გა-
ლერეა?
– სურათების გალერეა?
– დიახ, სურათების გალერეა.
– სურათების სამეფო გალერეა?
– დიახ, სურათების სამეფო გალერეა.
– სამწუხაროდ, არ ვიცი.
ჩვენ გავოცდით და ვერაფრით გავიგეთ, რისთვის გვისვამდა ის
ბატონი ამდენ კითხვას, თუ არ იცოდა გალერეა სად მდებარეობდა.
ამ წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, გალერეა თავადაც
მალე ვიპოვეთ და თუმცა კი
დახურვამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა, მაინც შევედით.
ჩემმა ქმარმა რამდენიმე დარბაზი გამატარა და პირდაპირ სიქსტის
მადონასთან მიმიყვანა – ნახატთან, რომელიც ადამიანური გენიის

173
უმაღლეს გამოვლინებად მიაჩნდა. შემდგომი წლების განმავლობა-
შიც მრავალჯერ მინახავს, რომ ჩემი ქმარი ამ საოცარი სილამაზის
ტილოსთან გრძნობამორეული და გულაჩვილებული საათობით იდ-
გა ხოლმე. დავამატებ, რომ პირველი ნახვისას სიქსტის მადონამ ჩემ-
ზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: ისეთი გრძნობა გამიჩნდა,
რომ ღვთისმშობელი ყრმით ხელში მისკენ მიმავალი მნახველისკენ
ჰაერში ლივლივით მიისწრაფოდა. შემდგომში ასეთივე საოცარი აღ-
ქმა პირველ ოქტომბერს, ღამისთევის წირვის დროს მქონდა, როცა
კიევში, წმ. ვლადიმირის, სანთლებით ერთიანად განათებულ, ტაძარ-
ში შევედი და ვასნეცოვის გენიალური ნამუშევარი დავინახე. ისევე
შემძრა და გული ამიჩუყა ღვთაებრივ სახეზე მოწყალე და მშვიდი ღი-
მილით თითქოს ჩემს მოსაგებებლად ჰაერში მოლივლივე ღვთის-
მშობლის გამოსახულებამაც.
იმავე დღეს Johannlsstrasse-ზე ახლად დაქვრივებული ფრანგი
დიასახლისისგან სასტუმრო, კაბინეტისა და საძინებელისგან შემდგა-
რი სამოთახიანი ბინა ვიქირავეთ. მეორე დღეს კი ჩემი პეტერბურგუ-
ლი ქუდის შესაცვლელად და ახალი შლაპის საყიდლად წავედით და
ქმარმა ათი შლაპა მაინც მომაზომებინა, სანამ, ბოლოს იმაზე არ გა-
აკეთა არჩევანი, რომელიც, მისი სიტყვებით, “საოცრად მიხდებოდა”.
ის შლაპა ახლაც მახსოვს: ვარდებითა და იმდროინდელ,
“suivezmoi”-ს მოდაზე მხრებისკენ დაშვებული შავი ხავერდის გრძე-
ლი ლენტებით გაფორმებული თეთრი, იტალიური ჩალის ქუდი.
ამის შემდეგ ორი-სამი დღის განმავლობაში მე და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი ჩემთვის საზაფხულო ზედა ტანსაცმლის შესაძენად დავ-
დიოდით და ჩემი ქმარი თვალში მოხვედრილ ყოველ ნივთზე ქსოვი-
ლის ხარისხიანობას, სახესა თუ ფასონს ისეთი დაკვირვებით ამოწ-
მებდა, გაოცებული შევცქეროდი და ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ
არ ბეზრდებოდა. ყველაფერი, რასაც ის ჩემთვის არჩევდა, იმდენად
ხარისხიანი, უბრალო და დახვეწილი იყო, რომ მის გემოვნებას შემ-
დგომშიც თვალდახუჭული ვენდობოდი.

174
როდესაც ეს საქმე მოვითავეთ და საბოლოოდ მოვეწყეთ, ჩემ-
თვის უშფოთველი ბედნიერების ხანა დაიწყო: ფულის უქონლობა არ
გვაწუხებდა (ამ სირთულეს მხოლოდ შემოდგომისთვის ველოდით),
ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვრებაში არავინ ერეოდა და სა-
შუალება მქონდა, მის გვერდით ყოფნით სრულად დავმტკბარიყავი.
მოგონებები იმ საოცარ დროზე, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ
ათეული წლები გავიდა, ჩემს სულში დღემდე ცოცხალია.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ყველაფერში წესრიგი უყვარდა, მათ შო-
რის დროის განაწილებშიც, ამიტომ სულ მალე ცხოვრების ისეთი გან-
რიგი ჩამოგვიყალიბდა, რომელიც ჩვენთვის, ორივესთვის მისაღე-
ბად დროის განკარგვის საშუალებას გვაძლევდა. რამდენადაც ჩემი
ქმარი ღამ-ღამობით მუშაობდა, მხოლოდ თერთმეტი საათისთვის
იღვიძებდა ხოლმე. მე მასთან ერთად ვსაუზმობდი და საუზმის შემდეგ
ჩემი ახალგაზრდული ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად
დაუყოვნებლად რომელიმე კოლექციის დასათვალიერებლად
მივეშურებოდი. მახსოვს, რომ მრავალრიცხოვანი კოლექციებიდან –
მინერალოგიური, გეოლოგიური, ბოტანიკური და სხვა, არც ერთი არ
გამომიტოვებია:. ყველა მათგანი იმ დროის განმავლობაში კეთილ-
სინდისიერად და ბოლომდე დავათვალიერე. მაგრამ დღის ორი სა-
ათისთვის აუცილებლად სურათების გალერეაში შევდიოდი (რომე-
ლიც იმავე ცვინგერში იყო განთავსებული, რომელშიც მეცნიერული
კოლექციები), რადგან ვიცოდი, რომ გალერეაში ამ დროს ჩემი ქმა-
რი მოვიდოდა და მისი საყვარელი ნახატების დასათვალიერებლად
წავიდოდით, რომლებიც, თავისთავად ცხადია, სულ რამდენიმე დღე-
ში ჩემს საყვარელ ნახატებადაც იქცა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ფერწერაში ყველაზე მეტად რაფაელს
აფასებდა, მისი ნამუშევრებიდან კი საუკეთესოდ სიქსტის მადონას მი-
იჩნევდა. დიდ პატივს სცემდა ასევე ტიციანის ნიჭს, განსაკუთრებით
მის სახელგანთქმულ ნამუშევარს: “Der Zinsgroschen”, “კეისრის დი-

175
ნარს” და მაცხოვრის ამ გენიალურ გამოსახულებასთან თვალის მო-
უშორებლად დიდხანს იდგა ხოლმე. დანარჩენი მხატვრული ნამუშევ-
რები, რომელთა ცქერაც ფიოდორ მიხაილოვიჩს უდიდეს სიამოვნე-
ბას ანიჭებდა და რომელთა სანახავადაც ყოველ ჩასვლაზე სხვა სა-
უნჯის გვერდის ავლით ის აუცილებლად მიდიოდა, იყო: მურილიოს
“მარია ყრმით”, კორაჯოს “წმინდა ღამე”, ანიბალე კარაჩის “ქრისტე”,
ბატონის “მონანიე მარიამ მაგდალელი”, რეისდალის “ნადირობა”,
კლოდ ლორენის “პეიზაჟი (დილა და საღამო)” (ამ ლანდშაფტებს ჩე-
მი ქმარი “ოქროს ხანას” უწოდებდა
და მათზე თავის “Дневник писателя”-ში ლაპარაკობს), რემბრანტ
ვან რეინის “რემბრანტი და მისი ცოლი”, ანტონის ვან დეიკის “მეფე
კარლ I ინგლისელი”. აკვარელით ანდა პასტელით შესრულებული
ნამუშევრებიდან კი ძალიან მოსწონდა ჟან ლიოტარის “მეშოკოლა-
დე”.
სურათების გალერეა სამ საათზე იკეტებოდა და ჩვენ სასადილოდ
უახლოეს რესტორანში, ეგრეთ წოდებულ, “იტალიურ სოფელში”
მივდიოდით, რომელიც მდინარის თავზე გადაკიდებულ, გადახუ-
რულ გალერეას წარმოადგენდა. რესტორნის უზარმაზარი ფანჯრე-
ბიდან ხედი ელბის ორივე მხარეს იშლებოდა და კარგ ამინდში აქ სა-
დილობითა და იმ ყველაფრის თვალის დევნებით, რაც მდინარეზე
ხდებოდა, ადამიანი დიდ სიამოვნებას იღებდა. აქაური კერძები შე-
დარებით იაფი, მაგრამ გემრიელი იყო და ფიოდორ მიხაილოვიჩი
ყოველდღე “ცისფერ გველთევზას” ულუფას უკვეთავდა, რომელიც
ძალიან უყვარდა და იცოდა, რომ ამ რესტორანში ახლად დაჭერილს
ამზადებდნენ, ზედ, ნახევარ ბოთლში მაშინ ათ გროშად ღირებულ,
თეთრ რეინვეინს აყოლებდა, სადილის შემდეგ კი რესტორანში მი-
ღებული უცხოური გაზეთების დიდი არჩევანიდან ფრანგულ გაზე-
თებს ირჩევდა და კითხულობდა.
სახლში დაბრუნებისა და დასვენების შემდეგ, ექვსი საათისთვის
Grossen Garten-ში სასეირნოდ მივდიოდით. ფიოდორ მიხაილოვიჩს

176
ეს უზარმაზარი პარკი უმეტესწილად ინგლისურ სტილში მოწყობილი
მდელოებისა და საუცხოო გამწვანების გამო უყვარდა. სახლიდან
პარკამდე და უკან
ექვს-შვიდ ვერსტზე ნაკლები არ იქნებოდა, მაგრამ ფეხით სიარუ-
ლის მოყვარული ჩემი ქმარი ამ გასეირნებებს დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა და სეირნობაზე უარს წვიმიან ამინდშიც არ ამბობდა, თან
მიმეორებდა, ეს ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებსო.
სეირნობისას იმხანად პარკში არსებულ რესტორანში – “Zum
grossen Wirtschaft”-შიც შევივლიდით ხოლმე, სადაც საღამოობით
ხან სამხედრო სასულე, ხანაც ინსტრუმენტული მუსიკა სრულდებო-
და. თუმცა საკონცერტო პროგრამაში ხანდახან სერიოზული ნაწარ-
მოებებიც შედიოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი მუსიკის მცოდნე არ იყო,
მაგრამ ბეთჰოვენის “ფიდელიო”, მენდელსონ-ბართოლდის “საქორ-
წინო მარში”, როსინის “Air du Stabat Mater” და მოცარტის ნაწარმოე-
ბები ძალიან უყვარდა და მათი მოსმენისას დიდ სიამოვნებას იღებდა.
რიჰარდ ვაგნერის შემოქმედება კი ჩემს ქმარს სრულებით არ მოს-
წონდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ასეთი გასეირნებების დროს, როგორც
წესი, ლიტერატურაზე ფიქრისგან ისვენებდა, ხალისიანად ხუმრობდა
და იცინოდა ხოლმე. მახსოვს, იმ საკონცერტო პროგრამაში ფ. ფონ
ზუპეს ოპერის – “პოეტი და გლეხი” თემაზე ვარიაციები და პოპურიც
შედიოდა, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩს ერთი შემთხვევის გამო
უყვარდა: ისე მოხდა, რომ Grossen Garten-ში ერთ-ერთი გასეირნე-
ბისას მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი შეხედულებათა სხვადასხვაობის
გამო წავკინკლავდით და ჩემი პოზიცია უნებლიედ მეტისმეტად მკვა-
ხე სიტყვებით გამოვთქვი. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა კამათი შეწყვიტა და რესტორნამდე დარჩენილი
გზა ხმისამოუღებლად გავიარეთ. ჩემი თავშეუკავებლობა, რა თქმა
უნდა, მაშინვე ვინანე და გული დამწყდა, რომ ქმარს გუნება გავუფუ-

177
ჭე, ამიტომ მდგომარეობა რომ გამომესწორებინა, როდესაც ორკეს-
ტრმა ფ. ფონ ზუპეს ოპერიდან პოპურის შესრულება დაიწყო, ვუთხა-
რი, ეს ოპერა “ჩვენზეა დაწერილი-მეთქი”, რომ ის პოეტი იყო, მე კი
გლეხი და ხმადაბალი ღიღინით გლეხის პარტიას ავყევი. ჩემმა წა-
მოწყებამ ფიოდორ მიხაილოვიჩს განწყობა გამოუკეთა და თავის
მხრივ პოეტის არიას აჰყვა. ამდენად, გამოვიდა, რომ ზუპემ შეგვარი-
გა. იმ დღიდან მოყოლებული კი დუეტის შესრულებისას გმირების
ღიღინით აყოლა ჩვეულებად გვექცა: ჩემი ქმარი პოეტის პარტიას
მღეროდა, მე კი გლეხისას, მაგრამ ეს, ცხადია, ყველასთვის შეუმჩნე-
ველი რჩებოდა, რადგან ყოველთვის ერთსა და იმავე განმარტოებით
მდგარ მაგიდასთან – “ჩვენი მუხის” ქვეშ ვსხდებოდით. რესტორანში
მუდამ მხიარული სიცილი ისმოდა და ფიოდორ მიხაილოვიჩი მარ-
წმუნებდა, რომ ჩემ გვერდით თავს იმდენივე წლით გაახალგაზრდა-
ვებულად გრძნობდა, რამდენი წლის სხვაობაც ჩვენ შორის იყო, თუმ-
ცა ამ საღამოების სიხალისეს ხშირად კომიკური შემთხვევებიც უწყობ-
და ხოლმე ხელს: ერთხელ “ჩვენი მუხიდან” ფიოდორ მიხაილოვიჩის
ლუდით სავსე დიდ კათხაში პატარა ტოტი და ტოტთან ერთად უზარ-
მაზარი შავი ხოჭოც ჩავარდა. ჩემი ქმარი უაღრესად ზიზღიანი იყო და
იმ კათხიდან დალევა აღარ მოინდომა, რომელშიც ხოჭო ცურავდა,
ამიტომ კელნერი იხმო და ჯერაც ლუდით სავსე კათხის წაღება და
ახლის მოტანა უბრძნა, მაგრამ კელნერის წასვლისთანავე ინანა,
რომ ახალი კათხა მანამდე არ მოატანინა, სანამ ხოჭოჩავარდნილს
გაატანდა, რადგან დაფიქრდა
და ჩათვალა, რომ ოფიციანტი ტოტსა და ხოჭოს კათხიდან უბრა-
ლოდ ამოიღებდა და უკან იმავე კათხას მოუტანდა. ამიტომ კელნერი
რომ დაბრუნდა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჰკითხა: “კი მაგრამ, ის
კათხა რატომ გადაღვარეთ?” - კელნერმა გაიკვირვა და უპასუხა: “გა-
დავღვარე?! არა, რას ბრძანებთ, კი არ გადავღვარე, დავლიე!” – თა-

178
ნაც ეს იმდენად კმაყოფილი სახით წარმოთქვა, რომ ეჭვიც აღარ შეგ-
ვპარვია, დამატებით კათხა ლუდზე ის უარს არაფრისდიდებით არ
იტყოდა.
ამ ყოველდღიურ სეირნობებში იმდენი მხიარულება, გულახდი-
ლობა და მიამიტობა იყო, რომ ორივეს დანიშნულობისდროინდელ
ჩვენს საოცარ საღამოებს გვახსენებდა და, გარკვეულწილად, მათ მა-
გივრობასაც გვიწევდა.
სახლში ათის ნახევარზე ვბრუნდებოდით, ჩაის ვსვამდით და ჩვენ-
ჩვენი საქმის კეთებას ვიწყებდით: ფიოდორ მიხაილოვიჩი გერცენის
ნაწარმოებების კითხვას, მე კი დღიურის სტენოგრაფიულად წერას,
რაც ჩემი ავადმყოფობების დროს, მცირე ჩავარდნებით, ოჯახური
ცხოვრების პირველი წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში
ჩემი ყოველდღიური საქმიანობის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენ-
და.
დღიურის წერა რამდენიმე მიზეზმა გადამაწყვეტინა: უპირველეს
ყოვლისა, ამდენი ახალი შთაბეჭდილებების გამო მეშინოდა, რომ
ყოველი წვრილმანის დამახსოვრებას ვერ შევძლებდი;
გარდა ამისა, ყოველდღიური პრაქტიკა საიმედო საშუალებად
მეჩვენებოდა, რომ სტენოგრაფიული წერის ხერხი არათუ დამვიწყე-
ბოდა, არამედ განმევითარებინა კიდეც. უმთავრესი მიზეზი კი ჩემი
ქმარი იყო, რომელსაც იმდენად საინტერესო და ამოუცნობ ადამია-
ნად აღვიქვამდი, რომ მისი გაგებისა და ამოცნობისთვის ჩემი მოსაზ-
რებებისა და შენიშვნების ჩაწერას ერთ-ერთ აუცილებელ პირობად
ვთვლიდი. ამ ყველაფერთან ერთად, უცხოეთში, სადაც თავს ახ-
ლობლებისგან საკმაოდ შორს ვგრძნობდი და ჩემს დაკვირვებებსა
და შთაბეჭდილებებზე, ხანდახან კი ეჭვებზეც ვერავის ველაპარაკე-
ბოდი, დღიური ჩემთვის იმ მეგობრის როლს ასრულებდა, რომელ-
საც ჩემს აზრებს, იმედებსა და შიშს ვუზიარებდი.
ჩემი დღიური ფიოდორ მიხაილოვიჩის დიდი ინტერესის საგანს
წარმოადგენდა და ხშირად მეუბნებოდა:

179
– ნეტავ კი გამაგებინა, რას წერ მაგ შენი კაუჭა ნიშნებით: ალბათ
მლანძღავ, არა?
– გააჩნია როდის: კიდეც გაქებ და კიდეც გლანძღავ, – ვპასუხობ-
დი მე, – იმას ვწერ, რასაც იმსახურებ. თუმცა, მითხარი ერთი, აბა,
როგორ არ გაგლანძღო? ეყოფა კი ვინმეს ძალა არ გაგლანძღოს? –
ჩემი დატუქსვისას მისივე გამოყენებული ხუმრობის კილოთივე ვუბ-
რუნებდი ხოლმე კითხვას.
ჩვენი იდეური უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, ეგრეთ წოდებუ-
ლი, “ქალთა საკითხი” იყო. მე, როგორც სამოციანი წლების წარმო-
მადგენელი, ქალთა უფლებებისა და დამოუკიდებლობის მტკიცე
მომხრე ვიყავი და მათ მიმართ ქმრის, ჩემი აზრით, უსამართლო და-
მოკიდებულების გამო ვბრაზობდი. ასეთ დამოკიდებულებას ლამის
პირად შეურაცხყოფად ვიღებდი და ფიოდორ მიხაილოვიჩს ამას ხში-
რად პირდაპირაც ვეუბნებოდი. მახსოვს, ერთხელ ჩემი გნაწყენებით
შეცბუნებულმა ქმარმა მკითხა:
– ანეჩკა, რა დაგემართა? რამით ხომ არ გაწყენინე?
– ჰო, მაწყენინე: ნიჰილისტებზე წეღანდელი ლაპარაკით, შენ ისი-
ნი მკაცრად გაკიცხე.
– მერე შენ ხომ ნიჰილისტი არ ხარ, ასე რამ გატკინა გული?
– მართალია, ნიჰილისტი არა, მაგრამ ქალი ვარ და მწყინს, როცა
ქალებს ლანძღავენ.
– მაგრამ განა შენ ქალი ხარ? – მკითხა ღიმილით ქმარმა.
– როგორ? აბა ვინ ვარ? – კიდევ უფრო ვიწყინე მე.
– ჩემი მშვენიერი, საოცარი ანეჩკა, რომლის მსგავსიც ამქვეყნად
არავინ მეგულება. აი, ვინ ხარ!
მაგრამ ახალგაზრდული სიფიცხით გულანთებული, მზად ვიყავი
მისი გადაჭარბებული ქებაც კი უარმეყო და მაინც გული მომსვლოდა,
ის ხომ ქალად არ მაღიარებდა, მე კი სწორედ ქალად ვთვლიდი
თავს!..

180
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ მაშინდელი ნიჰილისტები ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს მართლაც არ მოსწონდა და მათ მიერ ყოველ-
გვარი ქალურობის უარყოფა, ულაზათობა და ხელოვნური სიუხეშე
ძალიან აღიზიანებდა, ჩემში კი სწორედ საწინააღდეგო თვისებებს
აფასებდა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს
ქალების მიმართ სრულიად სხვა დამოკიდებულება გაუჩნდა, ეს სა-
მოცდაათიან წლებში მოხდა, როცა ისინი მართლაც გონიერ, განათ-
ლებულ და სერიოზულად განწყობილ ქალებად ჩამოყალიბდნენ. მა-
შინ ჩემმა ქმარმა “Дневник писателя”-ში დაწერა, რომ რუსი ქალისგან
ბევრს მოელოდა.

1867 წელი. ჩვენი საკამათო თემები


ფოდორ მიხაილოვიჩის შეხედულებებიდან ყველზე მეტად მაბრა-
ზებდა, რომ ქალების თემაზე კამათის დროს ის აქცენტს ჩემი თაობის
ქალებში ყოველგვარი გამძლეობისა და დასახული მიზნისკენ შეუპო-
ვარი და ხანგრძლივი სწრაფვის არარსებობაზე აკეთებდა. ერთხელ
ასეთი რამ მითხრა:
– ძალიან უბრალო რამეც რომ ავიღოთ – კარგი, რა შეიძლება
მაგალითად დავასახელო?.. აი, თუნდაც საფოსტო მარკების შეგრო-
ვება (სწორედ იმ წუთს მარკების მთელი კოლექციით ვიტრინადამ-
შვენებული მაღაზიის გვერდით მივსეირნობდით). თუ ამას მამაკაცი
მოჰკიდებს სისტემატურად ხელს, ის მართლაც შეაგროვებს და შეინა-
ხავს, ამასთან, შეგროვებას დიდი დროც რომ არ დაუთმოს, ანდა სუ-
ლაც გული აუცრუვდეს, დაწყებულ საქმეს მაინც არ მიატოვებს და კო-
ლექციას დიდხანს, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდეც კი, ახალგაზ-
რდობისდროინდელი გატაცების მოგონებად მაინც გაუფრთხილდე-
ბა. ქალი კი სხვანაირად მოიქცევა! თავიდან შეგროვების სურვილი
აიტანს, ძვირფას ალბომს იყიდის, ახალ-ახალი მარკების თხოვნით
ყველა მეგობარსა და ახლობელს თავს მოაბეზრებს და მათ ყიდვაზეც

181
უამრავ ფულს დახარჯავს, მერე კი გული აუცრუვდება, ძვირფასი ალ-
ბომი ხან ერთ ეტაჟერზე ეგდება, ხან მეორეზე და ბოლოს, როგორც
უსარგებლო ნივთი, ნაგავში აღმოჩნდება. ის ყველანაირ უმნიშვნე-
ლოსა თუ
მნიშვნელოვან საქმეში ასე იქცევა, ყოველთვის უნებისყოფობას
იჩენს: თავიდან მგზნებარე სწრაფვას ავლენს, მერე კი დასახული მიზ-
ნის მისაღწევად ხანგრძლივი და შეუპოვარი ძალისხმევის გამოვლე-
ნას ვერასდროს ახერხებს.
ამ კამათმა რატომღაც გამაგულიანა, ქმარს გამოვუცხადე, რომ
ცდებოდა და ამას დავუმტკიცებდი, ჩემს მაგალითზე ვაჩვენებდი, რომ
ქალს წლების განმავლობაში დასახული მიზნისკენ სწრაფვა შეუძ-
ლია. “მაგრამ რადგანაც ჯერჯერობით ასეთი მიზანი არ მაქვს, ხელს
შენივე დასახელებულ უმნიშვნელო საქმეს მოვკიდებ და დღეიდან
მარკების შეგროვებას დავიწყებ-მეთქი”, ვუთხარი.
ვთქვი და შევასრულე. ფიოდორ მიხაილოვიჩი საკანცელარიო
ნივთების პირველსავე მაღაზიაში შევიყვანე და მარკების ჩასაკრავად
იაფფასიანი ალბომი ვიყიდე (“ჩემივე ფულით”). სახლში დაბრუნე-
ბისთანავე მარკები რუსეთიდან მიღებულ სამ-ოთხ წერილს ავაძრე
და კოლექციას სათავე ალბომში მათი ჩაწებებით დავუდე. კოლექ-
ციაში შესული შემდეგი რამდენიმე მარკა ჩვენმა დიასახლისმა მომცა,
რომელმაც ჩემი განზრახვის შესახებ რომ გაიგო, თავისი ძველი წე-
რილები მოძებნა და ტურნ-ტაქსისა (TurnTaxis) და საქსონიის სამე-
ფოს რამდენიმე ძველებური მარკა მაჩუქა. ასე დავიწყე საფოსტო
მარკების შეგროვება, რასაც უკვე ორმოცდაცხრა წელია მივდევ. ჩემი
და ფიოდორ მიხაილოვიჩის თოთხმეტწლიანი ოჯახური ცხოვრების
განმავლობაში მარკების გაზრდილი რაოდენობით დროდადრო
ქმართან ვიწონებდი ხოლმე თავს, მას კი ჩემს სისუსტეზე
ეცინებოდა.... კოლექციის შექმნაზე, რა თქმა უნდა, არავითარი
ძალისხმევა არ დამიხარჯავს, მხოლოდ ვაგროვებდი და ახლა ...
(ხელნაწერში გამოტოვებულია რაოდენობა) მაქვს, რომელთაგანაც

182
ზოგიერთი ნამდვილი იშვიათობაა. ამასთან, პატიოსან სიტყვას ვიძ-
ლევი, რომ არც ერთი არ მიყიდია, მარკებს შესაგროვებლად ან წე-
რილებიდან ვაძრობდი, ანდა ვინმე მჩუქნიდა. ჩემი ეს სისუსტე ყვე-
ლამ იცის და მაგალითად, ჩემი ქალიშვილი დღემდე წერილებს სხვა-
დასხვა ფასეულობის მარკებდაკრული კონვერტებით მიგზავნის...
დრეზდენში გატარებული იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში
მოხდა შემთხვევა, რომელმაც ფიოდორ მიხაილოვიჩის ხასიათში
ჩემთვის უსიამოვნო თვისება გამახსენა. საქმე ის არის, რომ სტენოგ-
რაფიის პროფესორმა პ.მ. ოლხინმა როცა გაიგო, რომ ერთხანს
დრეზდენში ცხოვრებას ვაპირებდით, სტენოგრაფიაში გებელსბერ-
გის სისტემის (იმ სისტემის, რომელითაც მე ვსწავლობდი) მიმდევარ-
თა ვიცე-თავმჯდომარის – პროფესორ ცეიბიგისთვის გადასაცემი წე-
რილი გამომატანა. ამასთან, ოლხინმა დამარწმუნა, რომ ცეიბიგი
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და შეიძლებოდა გალერეებისა თუ
ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში დაგვხმარე-
ბოდა. თუმცა ქალაქში ჩასულმა, ცეიბიგთან მისვლა დიდხანს ვერ მო-
ვახერხე, მაგრამ ბოლოს ესოდენ ხანგრძლივი დაყოვნებაც მეუხერ-
ხულა და, როგორც იქნა, წასვლა გადავწყვიტე. ცეიბიგი შინ არ დამ-
ხვდა და წერილი მსახურს დავუტოვე. პროფესორი საპასუხო ვიზი-
ტით მეორე დღესვე გვესტუმრა, ორივეს გაგვეცნო და მათი ჯგუფის
მომავალ სხდომაზე დასწრება შემოგვთავაზა.
ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მოგვიანებით ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა გადაწყვიტა, სხდომაზე ცეიბიგთან ერთად მარტო გავეშვი, მარწმუ-
ნებდა, რომ ასეთ სპეციფიკურ ღონისძიებაზე დასწრება მისთვის მო-
საწყენი იქნებოდა.
ასეც მოვიქეცით. სტენოგრაფისტთა ჯგუფი სხდომას
Wiiclruferstrasse-ზე სასტუმრო... (ხელნაწერში გამოტოვებულია სა-
ხელწოდება) მართავდა. სხდომა უკვე დაწყებული იყო და მოხსენე-
ბას ვიღაც მოხუცი მამაკაცი კითხულობდა. ცეიბიგი თავის გვერდით
დაჯდომას მთავაზობდა, მაგრამ მე მოშორებით დავჯექი და მოხუცის

183
საშინლად მოსაწყენ მოხსენებას ნახევარი საათის განმავლობაში
ვუსმინე. შესვენებისას პროფესორმა თავმჯდომარესთან მიმიყვანა
და დამსწრეთ განუცხადა, რომ მათი სპეციალიზაციის მიმდევარი პი-
რისგან გამოტანებული წერილით რუსეთიდან ვიყავი ჩასული. თავ-
მჯდომარე მომესალმა, მაგრამ მე ისე დავიბენი, რომ ხმის ამოღება
ვერ მოვახერხე და მხოლოდ თავის დაკვრით ვუპასუხე. მოხსენებით
მეტად აღარავინ გამოსულა. ჯგუფის წევრები გრძელ მაგიდასთან ის-
ხდნენ, ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ. მერე ერთმანეთის მიყო-
ლებით ჩემთან მოსვლა და წარდგენა დაიწყეს და მე ისე გავმამაცდი,
რომ თითქოს სახლში ვყოფილიყავი, ყველასთან თავისუფლად სა-
უბარი გავაბი. გერმანულად ვლაპარაკობდი და შეცდომებს ვუშვებ-
დი, მაგრამ არ ვდრკებოდი, ხალისიანად ვსაუბრობდი და ძალიან მა-
ლე ჯგუფის ყველა ახალგაზრდა თუ მოხუცი წევრი, მოგვიანებით ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის საყვედურად ნათქვამი სიტყვები რომ გავიმე-
ორო: “ჩემს თაყვანისმცემელთა სიაში
ჩავიწერე”. ყველა ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და კენკრეულითა
და ღვეზელებით მიმასპინძლდებოდა. როდესაც საღამოს ცხრა სა-
ათზე ცეიბიგმა სახლში გაცილება შემომთავაზა გერმანულად მოკლე
სიტყვის წარმოთქმაც კი მოვახერხე, რომელშიც მასპინძლებს გულ-
თბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადე და მსურველები პე-
ტერბურგში მივიწვიე, თან ხაზი გავუსვი, რომ გებელსბერგერის სის-
ტემის მიმდევარი რუსები ასეთივე გულითად მასპინძლობას გაუწევ-
დნენ. ერთი სიტყვით, ჩემი ტრიუმფით აღფრთოვანებული ვიყავი.
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემი ტრიუმფი სხვაგვარად აღიქ-
ვა. როდესაც მიღების წვრილმანები ვუამბე, ქმარს სახე შეეცვალა და
მერეც, მთელი საღამოს განმავლობაში მოქუფრული დაიარებოდა;
ხოლო როდესაც ორი-სამი დღის შემდეგ, სეირნობისას შემთხვევით
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემოგვხვდა და გოჭივით ვარდისფერკანი-
ანმა და მსუქანმა ახალგაზრდა კაცმა თავი მდაბლად დამიკრა, ქმარ-

184
მა ისეთი “სცენა” მომიწყო, რომ მას შემდეგ შემოგარენში იმ საზოგა-
დოებრივ სეირნობებზე, სადაც ცეიბიგი მე და ფიოდორ მიხაილოვიჩს
გვეპატიჟებოდა, წასვლის ყოველგვარი სურვილი დავკარგე. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ხასიათში კვლავ გამოვლენილმა, ჩემთვის ამ
უაღრესად მძიმე და საწყენმა თვისებამ მსგავსი გართულებების თა-
ვიდან ასაცილებლად მაიძულა, უფრო ფრთხილი გავმხდარიყავი.
დრეზდენში ყოფნის დროს მოხდა ამბავი, რომელმაც ორივე შეგ-
ვაშფოთა. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა ვიღაცისგან ქალაქში მოარული ჭორი გაიგო, რომ
პარიზში მსოფლიო გამოფენაზე ჩვენი იმპერატორისთვის ესროლათ
(ბერეზოვსკის თავდასხმა) და ბოროტმოქმედს მიზნისთვის მიეღწია.
ამ გარემოებამ ჩემი ქმარი უკიდურესად ააღელვა. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი გლეხების გათავისუფლებისა და სხვა რეფორმების გატარე-
ბისთვის იმპერატორ ალექსანდრე II-ის გულმხურვალე მომხრე იყო
და, მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით შთამომავლობითი აზნაუ-
რობის აღდგენის გამო, თავის მფარველადაც კი თვლიდა, ფიოდორ
მიხაილოვიჩი ამას უაღრესად აფასებდა, გარდა ამისა, ბრძანება,
რომელმაც ჩემს ქმარს პეტერბურგში დაბრუნება და ლიტერატურუ-
ლი საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცა, სწორედ იმპერატო-
რის გაცემული იყო.
ამბის გაგონებისთანავე გადავწყვიტეთ, დაუყოვნებლივ რუსეთის
საკონსულოში წავსულიყავით. ფიოდორ მიხაილოვიჩს, პირდაპირი
მნიშვნელობით, მკვდრის ფერი ედო: ის იმდენად ღელავდა და ისე
ჩქარობდა, რომ საკონსულომდე ლამის სირბილით მივედით, უკვე
იმისიც კი მეშინოდა, რომ შეტევა დაემართებოდა (რაც იმავე ღამეს
მოხდა კიდეც). საბედნიეროდ, ჭორები გაზვიადებული აღმოჩნდა: სა-
კონსულოში დაგვამშვიდეს და გვითხრეს, რომ ბოროტმოქმედს მიზ-
ნისთვის ვერ მიეღწია. რა თქმა უნდა, უაღრესად გავიხარეთ, მაგრამ

185
ამასთან, საზარელი თავდასხმის გამო აღშფოთების გამოსახატად სა-
კონსულოში მისულ პირთა სიაში ჩვენი გვარების ჩაწერის ნებართვაც
ვითხოვეთ. მიუხედავად საკონსულოში მიღებული შვებისმომგვრელი
ცნობისა, მთელი ის დღე ჩემი ქმარი მაინც ძალიან დამწუხრებუ-
ლი და დანაღვლიანებული იყო: ახალი თავდასხმა, რომელიც კარა-
კოზოვის თავდასხმას ასე სწრაფად მოჰყვა, ფიოდორ მიხაილოვიჩს
იმაზე მიუთითებდა, რომ მისთვის პატივსაცემი იმპერატორის წინააღ-
მდეგ შეთქმულებას ფესვები უკვე ღრმად გაედგა და ალექსანდრე II-
ს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
დრეზდენში ჩვენი ჩასვლიდან დაახლოებით სამი კვირა იყო გასუ-
ლი, როცა ერთხელაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა საუბარი “რულეტკა-
ზე” ჩამოაგდო (“მოთამაშეზე” ჩვენს ერთობლივ მუშაობას ვიხსენებ-
დით ხოლმე) და თქვა, დრეზდენში მარტო რომ ჩამოვსულიყავი სა-
თამაშოდ აუცილებლად გავემგზავრებოდიო. ეს სიტყვები მან შემ-
დგომში კიდევ ორჯერ გაიმეორა. მისთვის ხელის შეშლა არ მინდო-
და და დავინტერესდი, ახლა რატომ არ მიემგზავრებოდა. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა მითხრა, რომ ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდა, ხო-
ლო ერთად გამგზავრება კი ძვირი დაჯდებოდა. მე ჰამბურგში რამ-
დენიმე დღით მარტო გამგზავრებაზე მის დაყოლიებას შევეცადე და
დავარწმუნე, რომ მის ჩამოსვლამდე ცუდი არაფერი დამემართებო-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩი შეთავაზებაზე თავიდან უარს ამბობდა,
მაგრამ, რამდენადაც “ბედის ცდა” ძალიან უნდოდა, დამთანხმდა და
ჰამბურგში გაემგზავრა, ჩემზე ზრუნვა კი ჩვენს დიასახლისს მიანდო.
მე თავს ყოველმხრივ ვიმხნევებდი, მაგრამ მატარებელი რომ დაიძ-
რა საშინელი მარტოობა ვიგრძენი და გულმოკლული მწარედ ავ-
ტირდი. ორი-სამი დღე გავიდა და ჰამბურგიდან ფიოდორ
მიხაილივიჩის გამოგზავნილი წერილების მიღება დავიწყე, რომ-
ლებშიც ქმარი თავისი წარუმატებელი თამაშის შესახებ მატყობინებ-
და და ფულის გაგზავნას მთხოვდა; მე თხოვნა შევუსრულე, მაგრამ
მალე მომწერა, რომ ის გაგზავნილი ფულიც წაეგო და გარკვეული

186
თანხა კიდევ სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მოთხოვნილი თანხაც გა-
ვუგზავნე. მაგრამ მე არა ფული, არამედ ფიოდორ მიხაილოვიჩის
ჯანმრთელობა მაშფოთებდა!.. რამდენადაც “მოთამაშის” ეს მღელ-
ვარებანი ჩემთვის სრულიად უცხო განცდა იყო, ჩემი ქმრის ჯანმრთე-
ლობაზე ამ განცდათა გავლენა გავაზვიადე. მისი წერილებიდან გა-
მომდინარე მომეჩვენა, რომ ჰამბურგში ის მეტისმეტად შფოთავდა
და ნერვიულობდა, ამიტომ ეპილეფსიის მორიგი შეტევისა შემეშინდა
და სასოწარკვეთილმა თავის დადანაშაულება დავიწყე. მწარედ ვნა-
ნობდი, რომ მარტო გავუშვი და იმის გამო, რომ ჩემი ქმრისთვის ესო-
დენ მძიმე წუთებში, როცა მას დამშვიდება და დაყვავება სჭირდებო-
და, მის გვერდით ყოფნა და დახმარება არ შემეძლო, თავს ეგოისტად
და ლამის ბოროტმოქმედადაც კი აღვიქვამდი.
რვა დღის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩი დრეზდენში დაბრუნდა
იმით ბედნიერი, რომ მე არათუ არ მისაყვედურია და წაგებული ფუ-
ლი არ დამნანებია, არამედ პირიქით, ვამშვიდებდი და ვთხოვდი სა-
სოწარკვეთას არ მისცემოდა.
ჰამბურგში წარუმატებელმა გამგზავრებამ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის განწყობაზე იმოქმედა და
თამაშზე ხშირად საუბრობდა, ნანობდა, რომ ფული გაფლანგა და
წაგებაში მხოლოდ თავს იდანაშაულებდა. მარწმუნებდა, რომ მოგე-
ბის შანსი ბევრჯერ ჰქონდა, მაგრამ მოთმინება არ ჰყოფნიდა, სულ-
სწრაფობდა, ფსონებს ცვლიდა, სხვადასხვა მეთოდით თამაშს ცდი-
ლობდა და შედეგად აგებდა. ეს ყოველივე კი იმის გამო ხდებოდა,
რომ ჩქარობდა და ჰამბურგში უჩემოდ ჩასული ჩემზე ღელავდა. თუმ-
ცა არც წინა მცდელობებზე უმართლებდა, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო,
რომ სათამაშოდ ყოველთვის სულ ორი-სამი დღით და ისიც ჯიბეში
მცირე თანხით ჩასვლას თუ ახერხებდა, რაც არასასიკეთოდ შემობ-
რუნებულ თამაშში მაგიდასთან დარჩენის შანსს თითქმის არ ტოვებ-
და. მაგრამ ორი-სამი კვირითა და საკმარისი ფულის მარაგით რომ
შესძლებოდა გამგზავრება, ალბათ აუცილებლად გაუმართლებდა:

187
რაკი საჩქარო არაფერი ექნებოდა, თამაშის იმ მშვიდ მეთოდს მი-
მართავდა, რომლის დროსაც, თუ დიდი თანხის არა, იმდენის მოგე-
ბის შესაძლებლობა კი ნამდვილად მიეცემოდა, რომ წაგებული ფუ-
ლი ამოეღო. ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ყველაფერზე ისე დამაჯე-
რებლად ლაპარაკობდა და იმდენი მაგალითი და თავისი შეხედულე-
ბის დამადასტურებელი არგუმენტი მოჰყავდა, რომ მეც დამარწმუნა
და როდესაც შვეიცარიაში გამგზავრებამდე (სადაც დრეზდენის შემ-
დეგ ვაპირებდით გამგზავრებას) გზად ერთი-ორი კვირით ბადენ-ბა-
დენში გავლის საკითხი წამოიჭრა, იმის იმედად, რომ ჩემი გვერდზე
ყოფნა მისთვის თამაშისას ერთგვარი შემაჩერებელი ფაქტორი იქნე-
ბოდა, ქმარს სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ხომ სულერთი იყო,
სად ვიცხოვრებდი, მთავარია, მის გვერდით ვყოფილიყავი.
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტეთ, რომ ფულის მი-
ღებისთანავე ბადენ-ბადენში გავმგზავრებულიყავით, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი დამშვიდდა და იმ სტატიის გადაკეთებასა და დასრულე-
ბაზე გააგრძელა მუშაობა, რომელიც არაფრით გამოსდიოდა. სტატი-
აში, რომელშიც ბელინსკის შესახებ უნდა დაეწერა, ჩემს ქმარს ცნო-
ბილ კრიტიკოსზე ყველაფრის გადმოცემა უნდოდა, რაც გულში ედო.
ბელინსკი ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი
იყო და მის ნიჭს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ იცნობდა, უაღ-
რესად აფასებდა, რაზეც “Дневник писателя”-ს 1877 წლის ნომერში
წერს კიდეც.
მაგრამ ბელინსკის, როგორც კრიტიკოსის, დაფასებასა და იმ
გულწრფელ მადლიერებასთან ერთად, რასაც ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ბელინსკის მიმართ განიცდიდა, ჩემი ქმარი კრიტიკოსს იმ დამ-
ცინავ და ლამის შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ვერ პატიობ-
და, რომელსაც ბელინსკი მისი რელიგიური შეხედულებებისა და
რწმენის მიმართ ამჟღავნებდა.
შესაძლოა ის გაორებული დამოკიდებულება, რომელიც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ბელინსკის მიმართ ჰქონდა, იმ “მეგობართა”

188
ჭორებისა და ზურგს უკან ჩურჩულის შედეგი იყო, რომლებმაც ჯერ
აღიარეს დოსტოევსკის ნიჭი და მის ნაწარმოებებს პროპაგანდას
უწევდნენ, მერე კი, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, “საბრალო
ადამიანების” მორცხვი ავტორი აითვალწუნეს, მოსვენებას არ აძლევ-
დნენ, მასზე ზღაპრებს ავრცელებდნენ, ეპიგრამებს წერდნენ და მის
გაღიზიანებას ყველანაირად ცდილობდნენ.
როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩს “ბელინსკიზე” სტატიის დაწერა
შესთავაზეს, ამ საინტერესო თემას ხელი სიამოვნებით და იმ იმედით
მოჰკიდა, რომ ბელინსკისადმი მიძღვნილ, არა გაკვრით და სასხვა-
თაშორისოდ, არამედ სერიოზულ სტატიაში თავიდან ესოდენ ძვირ-
ფას, შემდგომში კი მის მიმართ ასე მტრულად განწყობილ კრიტიკოს-
ზე სრულიად გულწრფელ და გაანალიზებულ აზრს გამოთქვამდა.
აშკარა იყო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის გონებაში ეს საკითხი
ჯერაც ბოლომდე არ მომწიფებულიყო, ის ბევრს ფიქობდა და ბევრი
რამ ეეჭვებოდა, საბოლოოდ ბელინსკიზე სტატია ხუთჯერ მაინც გა-
დააკეთა და შედეგით მაინც უკმაყოფილო დარჩა. 1867 წლის 15 სექ-
ტემბერს ა.ნ. მაიკოვთან გაგზავნილ წერილში ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი წერდა: “საქმე ის არის, რომ, როგორც იქნა, ეს წყეული სტატია –
“ბელინსკისთან ჩემი ნაცნობობა” დავასრულე. გადადებისა და და-
ყოვნების საშუალება აღარ მქონდა. არადა, წერა ზაფხულში დავიწ-
ყე, მაგრამ ისე გამაწამა და აზრის ჩამოყალიბება ისე გამიჭირდა, რომ
სამუშაო ამ დრომდე გამეწელა და ბოლოს, კბილების ღრჭიალით
მომიხდა დაწერა. სისულელე ჩავიდინე, რომ სტატიას ხელი მოვკი-
დე, რადგან დავიწყე თუ არა, მივხვდი, ცენზურულად წერის საშუალე-
ბა არ მქონდა (რადგან მე ყველაფრის დაწერა მინდოდა). საბოლო-
ოდ კი გამოვიდა, რომ სტატიის ორ ფურცელზე იმაზე მეტი ძალისხმე-
ვა დავხარჯე, ვიდრე რომანის ათ ფურცელზე დავხარჯავდი! რადგან
ეს წყეული სტატია ხუთჯერ მაინც დავწერე და მერეც, უკვე დაწერი-
ლიც, ბევრჯერ შევასწორე და გადავაკეთე.

189
ბოლოს, როგორღაც სტატიის სახე მიიღო, მაგრამ ისეთი უვარგი-
სია, გული არ მიმდის. რომ იცოდე, რამდენი მნიშვნელოვანი ფაქტის
ამოგდება მომიხდა! შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ასეთი
მდარე და უფერული გამომივიდა. ნამდვილი საზიზღრობაა!”
ამ სტატიას სავალალო ბედი აღმოაჩნდა. კრებულში შესატანად
მისი დაწერა ფიოდორ მიხაილოვიჩს მწერალმა კ.ი. ბაბიკოვმა
სთხოვა და ავანსის სახით ორასი რუბლი გადაუხადა. სტატია შემოდ-
გომისთვის უნდა ყოფილიყო მზად და ჩემს ქმარს ის მოსკოვში, სას-
ტუმრო “რომში” უნდა გაეგზავნა. მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა
იფიქრა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბაბიკოვს შეიძლებოდა მისამარ-
თი შეეცვალა და ა.ნ. მაიკოვს ბაბიკოვისთვის გადასაცემად ხელნაწე-
რის მოსკოველი წიგნებით მოვაჭრე – ი.გ. სოლოვიოვისთვის გადაგ-
ზავნა სთხოვა. ა.ნ. მაიკოვმა ფიოდორ მიხაილოვიჩის თხოვნა შეას-
რულა, რის შესახებაც ჩემს ქმარს შეატყობინა კიდეც. რამდენადაც
უცხოეთში ვცხოვრობდით, იმის შესახებ დაიბეჭდა თუ არა სტატია,
არაფერი ვიცოდით. 1872 წელს კი ფიოდორ მიხაილოვიჩმა რომე-
ლიღაც წიგნებით მოვაჭრისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის ჩემს
ქმარს კ.ი ბაბიკოვის მიერ შეკვეთილი სტატიის მიტანას სთხოვდა და
თან ატყობინებდა, რომ კრებული არ დაბეჭდილიყო, კ.ი. ბაბიკოვი კი
გარდაცვლილიყო. ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ სტატიის დაკარგვამ,
რომელიც რამდენიმე წლით ადრე ასეთ ჯაფად დაუჯდა, უაღრესად
დაამწუხრა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ მოსწონდა, სტატია
მას ძვირად უღირდა. სტატიის კვალის მიგნებას შევეცადეთ და მოს-
კოველ წიგნებით მოვაჭრეს
დახმარებაც კი ვთხოვეთ, მაგრამ ჩვენმა მცდელობამ შედეგი არ
გამოიღო: სტატია უკვალოდ გაქრა. პირადად მე ამას ძალიან ვნანობ,
რადგან მაშინდელი ჩემი შთაბეჭდილებებითა და სტენოგრაფიულ
რვეულში ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, სტატია უაღრესად საინტე-
რესო იყო.

190
III
დრეზდენიდან გასამგზავრებლად ივნისის ბოლოს, “Русский
вестник”-ისგან ფულის მიღებისთანავე გავემზადეთ. დრეზდენს, სა-
დაც ასე კარგად და ბედნიერად ვცხოვრობდით, გულწრფელი სინა-
ნულით ვტოვებდი და ვგრძნობდი, რომ ახალ ადგილას ჩვენს ყოფა-
ში ბევრი რამ შეიცვლებოდა. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა: ბა-
დენ-ბადენში გატარებულ ხუთი კვირის გახსენებისას, დარწმუნებით
შემიძლია ვთქვა, რომ ის ხუთი კვირა ცხადში გადატანილი ნამდვილი
კოშმარი იყო, რომელმაც ჩემი ქმარი მთლიანად დაიქვემდებარა და
თავისი მძიმე მარწუხებიდან გათავისუფლების საშუალებას არ აძ-
ლევდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გარკვეუ-
ლი მეთოდის გამოყენებით რულეტკაზე მოგება და წარმატების მიღ-
წევა შეიძლებოდა, სრულიად მართებული აღმოჩნდა, მაგრამ იმ შემ-
თხვევაში, თუ ამ მეთოდით რომელიმე მშვიდი და გულცივი ინგლი-
სელი ან გერმანელი ისარგებლებდა და არა ისეთი ნერვიული, უკი-
დურეს ზღვრამდე თავის მიმყვანი და გატაცებით მოთამაშე, როგო-
რიც ჩემი ქმარი იყო. თუმცა გულცივობისა და გამძლეობის გარდა
მოთამაშეს მნიშვნელოვანი თანხაც უნდა ჰქონოდა, რომ თამაშის
დროს წარუმატებლობებისთვის გაეძლო. ამ საკითხში კი ფიოდორ
მიხაილოვიჩი ფეხზე მყარად ვერ იდგა: ფული შედარებით ცოტა
გვქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ფიოდორ მიხიალოვიჩი წა-
აგებდა, დამატებით თანხას
ვეღარსად ვიშოვიდით. და აი, კვირაც არ იყო გასული, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა რაც გაგვაჩნდა წააგო და თამაშის გასაგრძე-
ლებლად ფულის საშოვნელად გზების ძებნა და ამასთან დაკავშირე-
ბით ჩვენი ნერვიულობა დაიწყო. იძულებულები გავხდით, ნივთები
დაგვეგირავებინა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ვერც ამ ფულის
შენარჩუნება მოახერხა, მუდმივად ერთსა და იმავე ხაფანგში ებმებო-

191
და, თავს ვერ იკავებდა და სულ ცოტა ხნის წინათ ნივთების დაგირა-
ვებით აღებულ ფულსაც მთლიანად აგებდა. ხანდახან ისეც ხდებოდა,
რომ ბოლო ტალერიღა რჩებოდა, როცა მოულოდნელად უმარ-
თლებდა და სახლში რამდენიმე ათეული ფრიდრიხსდორი მოჰქონ-
და. მახსოვს, ერთხელ გატენილი საფულე მოიტანა, დავთვალე და
აღმოჩნდა, რომ ორასთორმეტი ფრიდრიხსდორი (თითო ოც ტა-
ლერს უდრიდა), მაშასადამე, დაახლოებით ოთხიათას სამასი ტალე-
რი მოეგო. მაგრამ ეს ფული ხელში დიდხანს არ გვიჩერდებოდა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ისევ ვერ ითმენდა: სახლში ახლად შემოსული
და ჯერაც აღელვებული, ოც მონეტას იღებდა და ისევ უკან მიდიოდა,
წაგებული, შემდეგი ოცის წასაღებად ბრუნდებოდა და იმასაც აგებდა.
ასე, სამი-ოთხი საათის განმავლობაში ფულის წასაღებად რამდენ-
ჯერმე მობრუნებული კი ბოლოს მთელ თანხას აგებდა. მერე ისევ
ნივთების დაგირავების დრო დგებოდა, მაგრამ, რამდენადაც ძვირ-
ფასეულობა ბევრი არ გვქონდა, ეს წყაროც მალე ამოგვეწურა. ამა-
სობაში კი ჩვენი ვალები იზრდებოდა და თავს უსიამოვნებებით გვახ-
სენებდა. ჩვენი დიასახლისი, ანჩხლი დედაკაცი, რომლისაც ბინის ქი-
რა გვმართებდა, არ გვერიდებოდა, თავხედურად გვეპყრობოდა და
იმ პირობებს გვაკლებდა, რომლებზეც მოლაპარაკებული
ვიყავით. დედაჩემს წერილებს ვუგზავნიდით და ფულის გამოგზავ-
ნას მოუთმენლად ველოდით, გამოგზავნილი ფული კი იმავე ან მე-
ორე დღესვე ისევ “რულეტკას” ეწირებოდა, თანაც ისე, რომ მხო-
ლოდ აუცილებელი ვალების გასტუმრებას ვასწრებდით (ბინის, სადი-
ლებისა და სხვა), ჩვენ კი ისევ უფულოდ ვისხედით და უკვე მოგება-
ზეც აღარ ვოცნებობდით, ოღონდ კი, ბოლოს და ბოლოს, ამ ჯოჯო-
ხეთს გავცლოდით, აუცილებელი თანხის შოვნისა და ვალების გას-
ტუმრების გზებზე ვფიქრობდით.
საკუთარ თავზე იმას ვიტყვი, რომ “ბედის” ამ “დარტყმებს”, რო-
მელთაც ორივე ნებაყოფლობით ვიტანდით, საკმაოდ მშვიდად აღ-
ვიქვამდი. თავდაპირველი წარუმატებლობების გამო მღელვარების

192
შემდეგ დავრწმუნდი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი მოგებას მაინც
ვერ მოახერხებდა, უფრო სწორად, შეიძლებოდა მოეგო კიდეც და
შეიძლებოდა ეს დიდი თანხაც ყოფილიყო, მაგრამ იმ თანხას იმავე
ან, უკეთეს შემთხვევაში, მეორე დღესვე წააგებდა და არავითარი ჩე-
მი ხვეწნა-მუდარა, დარწმუნებისა თუ დაყოლიების მცდელობა მასზე
არ იმოქმედებდა.
თავიდან უცნაურად მეჩვენებოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს,
ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი და ამდენი ტან-
ჯვა ჰქონდა გადატანილი (დაპატიმრება, ეშაფოტი, გადასახლება,
ცოლისა და საყვარელი ძმის სიკვდილი), ნებისყოფა არ ჰყოფნიდა,
რომ თავი
შეეკავებინა და ჯიბეში თუნდაც უკანასკნელი ტალერის შესანარ-
ჩუნებლად წაგების გარკვეულ მომენტში გაჩერებულიყო. მე ეს რა-
ღაც დამამცირებლად, მისი ამაღლებული ბუნებისთვის შეუფერებელ
უღირსობადაც კი მიმაჩნდა და ჩემი ძვირფასი ქმრის ხასიათში ამ სი-
სუსტის აღიარება გულს ძალიან მტკენდა. მაგრამ მალე მივხვდი, რომ
ეს უბრალო “სუსტი ნებისყოფა” კი არა, რაღაც სტიქიური და ყოვლის-
მომცველი ჟინი იყო, რომლის წინაშეც ფიოდორ მიხაილოვიჩისნაი-
რი ძლიერი ბუნების ადამიანიც უძლური ხდებოდა. ამას უბრალოდ
უნდა შევგუებოდი და თამაშით მისი გატაცება ჩვეულებრივ, განუკურ-
ნებელ სენად ჩამეთვალა, რასთან ბრძოლის ერათადერთ საშუალე-
ბადაც გაქცევა მიმაჩნდა, მაგრამ ბადენ-ბადენიდან გაქცევას ჩვენ
მხოლოდ მას შემდეგ შევძლებდით, როდესაც რუსეთიდან ვალების
გასასტუმრებლად საკმარის თანხას მივიღებდით.
გულახდილად ვიტყვი, რომ წაგება ქმრისთვის არასდროს მისაყ-
ვედურია (ჩემს ამ თავისებურებას ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან
აფასებდა) და უკანასკნელ ფულს მაშინაც კი ხმისამოუღებლად ვაძ-
ლევდი, როცა ვიცოდი, რომ დიასახლისისა და კრედიტორებისგან
მოსალოდნელ უსიამოვნებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გირაო-

193
დან არც ჩემი ნივთები იყო გამოსყიდული და ალბათ, დამეკარგებო-
და (აზარტული თამაშებით განთქმულ ქალაქებში გირაოს ვადა არა
თვეებით, არამედ კვირებით ან დღეებით ითვლებოდა: ვადის გადა-
ცილების შემთხვევაში, ხელწერილის თანახმად, ნივთი იკარგებოდა).
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩის ტანჯვის ცქერა უაღრესად გულს
მტკენდა: თამაშიდან გაფითრებული და ქანცგაწყვეტილი ბრუნდებო-
და (მე თან არასდროს მივყავდი, თვლიდა, რომ ახალგაზრდა და წე-
სიერი ქალის ადგილი რულეტკის სათამაშო ოთახში არ იყო), ფეხზე
ძლივს იდგა და ფულს მთხოვდა (ფულს მთლიანად მე მაბარებდა
ხოლმე), მიდიოდა და ნახევარ საათში უკან ისევ ფულის წასაღებად,
კიდევ უფრო ნირწამხდარი ბრუნდებოდა, მერე ისევ მიდიოდა და ეს
მანამდე გრძელდებოდა, სანამ უკანასკნელ ტალერსაც არ წააგებდა.
როდესაც რულეტკის სათამაშოდ ფული აღარ გვქონდა და ვერც
ვშოულობდით, ფიოდორ მიხაილოვიჩი იმდენად მძიმე განცდებში
ვარდებოდა, რომ ქვითინს იწყებდა, ჩემ წინაშე მუხლებზე ეცემოდა,
მევედრებოდა მეპატიებინა, რომ თავისი ქცევით მტანჯავდა და უკი-
დურეს სასოწარკვეთამდე მიდიოდა. ასეთი სასოწარკვეთილის და-
სამშვიდებლად, ჩვენი მდგომარეობის არცთუ უიმედოდ წარმოსაჩე-
ნად, რამე გამოსავლის მოსაძებნად და მისი ფიქრის სხვა ინტერესე-
ბისკენ წასამართად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა. როცა ამას ვა-
ხერხებდი, უაღრესად კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი და გაზეთების
გადასათვალიერებლად სამკითხველოში ან სასეირნოდ მიმყავდა,
რაც ჩემს ქმარზე მართლაც ყოველთვის სასიკეთოდ მოქმედებდა...
გამოგზავნილი ფულის მიღებიდან მიღებამდე შუალედებში ასეთი სე-
ირნობებით ბადენის მრავალი ათეული ვერსტი გავიარეთ. ამ შუალე-
დებში ფიოდორ მიხაილოვიჩს განწყობა ეცვლებოდა და საათობით
სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდით. საყვარელ
სასეირნო ადგილად Neues Schlop-ი (ახალი ციხესიმაგრე)
გვქონდა ამოჩემებული, იქიდან კი არაჩვეულებრივი, ტყეში გაჭრილი

194
ბილიკით გეზს ძველი ციხესიმაგრისკენ ვიღებდით, სადაც რძეს ან ყა-
ვას ვსვამდით. მერე უფრო მოშორებით მდებარე ერენბრეიტშტეინის
ციხესიმაგრემდეც მივდიოდით (ბადენიდან რვაასი ვერსტი) და იქ
ვსადილობდით, უკან კი მზის ჩასვლისას ვბრუნდებოდით. ჩვენი ეს
სეირნობები იმდენად სასიამოვნო, საუბრები კი საინტერესო იყო,
რომ (მიუხედავად უფულობისა და დიასახლისთან უსიამოვნებებისა)
ვოცნებოდი, პეტერბურგიდან ფულის მიღება რაც შეიძლება დაგვია-
ნებულიყო. მაგრამ ფული ჩამოდიოდა და ჩვენი ბედნიერი ცხოვრება
ისევ საშინელ სიზმრად იქცეოდა ხოლმე.
ბადენში ნაცნობები არ გვყვავდა. თუმცა ერთხელ პარკში მწერალ
ი.ა. გონჩაროვს შევხვდით, რომელიც ქმარმა გამაცნო. შესახედაო-
ბით მან პეტერბურგელი ჩინოვნიკი მომაგონა და მისი საუბარიც ძა-
ლიან უფერულად მეჩვენა, იმდენად, რომ გარკვეულწილად, იმედ-
გაცრუებულიც კი დავრჩი, არ მჯეროდა, რომ ჩემ წინაშე ჩემთვის ესო-
დენ საყვარელი რომანის – “ობლომოვის” ავტორი იდგა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ი.ს. ტურგენევსაც ესტუმრა, რომელიც იმ
დროს ბადენ-ბადენში ცხოვრობდა, მისგან ფრიად გაღიზიანებული
დაბრუნდა და ტურგენევთან თავისი საუბრის შესახებ დაწვრილებით
მიამბო.

IV. 1867 წელი. ჟენევა


ბადენ-ბადენიდან გამგზავრებით უცხოეთში ცხოვრების ჩვენი
მშფოთვარე პერიოდი დასრულდა. როგორც ყოველთვის, ჩვენმა კე-
თილმა მფარველმა – “Русский вестник”-ის რედაქციამ გადაგვარჩი-
ნა. მაგრამ იმ დროის განმავლობაში, სანამ უსახსროდ ვიყავით, იმ-
დენი ვალი და დაგირავებული ნივთი დაგვიგვროვდა, რომ რედაქ-
ციიდან მიღებული თითქმის მთელი ფული მათ დაფარვაზე წავიდა.
ყველაზე მეტად გული ქმრის საქორწილო საჩუქარზე – ბრილიანტე-

195
ბიან და ლალებიან გულსაბნევსა და საყურეებზე დამწყდა, რომელ-
თა გამოსყიდვაც ვერ მოვასწარით და, თავისთავად ცხადია, სამუდა-
მოდ დავკარგეთ.
თავიდან ვოცნებობდით, რომ ბადენიდან პარიზში ან იტალიაში
წავსულიყავით, მაგრამ ვალების გასტუმრების შემდეგ დარჩენილი
თანხა რომ დავითვალეთ, გადავწყვიტეთ, დროებით, სანამ მდგომა-
რეობა გამოსწორდებოდა და სამხრეთით გამგზავრების საშუალება
მოგვეცემოდა. ჟენევაში გავჩერებულიყავით. ჟენავაში ჩასვლამდე,
გზად ერთი დღით ბაზელში, იქაურ მუზეუმში გამოფენილი ნახატის
სანახავად გავიარეთ, რომლის შესახებაც ფიოდორ მიხაილოვიჩს ვი-
ღაცისგან შეეტყო. ნახატზე, რომელიც ჰანს ჰოლბეინს ეკუთვნის,
არაადამიანური ტანჯვისა და ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ გარდაც-
ვლილი ქრისტეა გამოსახული, შეშუპებული სახე სისხლიანი იარებით
აქვს დაფარული და საშინელი შესახედავია. ტილომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩზე იმდენად
მძიმედ იმოქმედა, რომ მის წინაშე განგმირულივით გაჩერდა
(შთაბეჭდილება, რომელიც ამ ნახატმა ფიოდორ მიხაილოვიჩზე და-
ტოვა “იდიოტში” აისახა). მე, მით უმეტეს, ჩემს მდგომარეობაში მისი
ცქერის ძალა არ მეყო და დარბაზიდან სხვა ნამუშევრების დასათვა-
ლიერებლად გავედი, თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ დაბრუნებულს
კი ფიოდორ მიხაილოვიჩი იმავე ადგილას და ისეთივე მდგომარეო-
ბაში დამხვდა, როგორშიც დავტოვე, ნახატის წინ გაშეშებულივით იდ-
გა და სახე მღელვარებითა და იმ, თითქოს შეშინებული, გამომეტყვე-
ლებით მოქცეოდა, რომელიც ეპილეფსიის შეტევის პირველ წუთებში
ახასიათებდა ხოლმე. ქმარს ხელი ფრთხილად მოვკიდე, მეორე
დარბაზში გავიყვანე და წუთი წუთზე შეტევის მოლოდინში სკამზე
დავსვი. საბედნიეროდ, ჩემი შიში არ გამართლდა: ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ნელ-ნელა დამშვიდდა, მაგრამ მუზეუმიდან წასვლისას და-

196
იჟინა, რომ აუცილებლად მეორედაც მოვიდოდა და ნახატს, რომელ-
მაც მასზე ასეთი დიდი შთაბეჭდილება დატოვა, კიდევ ერთხელ ნა-
ხავდა.
ჟენევაში ჩასვლისთანავე იაფფასიანი კერძო სასტუმროს მოსა-
ძებნად გავეშურეთ, ქალაქის ყველა მთავარი ქუჩა შემოვიარეთ და
უამრავი Chambresgarnies-ი10 ვნახეთ, მაგრამ უშედეგოდ: ზოგი ჩვენ-
თვის ძვირად გვეჩვენა, ზოგი კი მეტისმეტად ხალხმრავლად, რაც მო-
უხერხებელი იქნებოდა. ბინა, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებსა და
მოთხოვნებს შეესაბამებოდა, მხოლოდ საღამოსთვის ვიპოვეთ. ის
rue Guillaume Tell -სა rue Bertellier-ის კუთხეში, მეორე სართულზე
მდებარეობდა და საკმაოდ დიდი იყო, მისი შუა ფანჯრიდან კი ხი-
დი რონაზე და ჟან-ჟაკ რუსოს კუნძული მოჩანდა. მოგვეწონნენ ბინის
დიასახლისებიც, ორი ძალიან მოხუცი შინაბერა mlles Raymondin.
ორივე ისე თბილად შეგვხვდა და ისე მომესიყვარულნენ, რომ უყოყ-
მანოდ მათთან დარჩენა გადავწყვიტეთ.
ჟენევაში ცხოვრება ხელმოკლედ დავიწყეთ: მას შემდეგ, რაც დი-
ასახლისებს ერთი თვის ქირა გადავუხადეთ, ქალაქში ჩასვლიდან უკ-
ვე მეოთხე დღეს ჯიბეში მხოლოდ თვრამეტი ფრანკი გვედო და უახ-
ლოეს დღეებში ორმოცდაათი რუბლის მიღებას ველოდით. მაგრამ
მცირე თანხით თავის გატანასა და მისი ამოწურვის შემდეგ ნივთების
დაგირავების ხარჯზე ცხოვრებას უკვე შეჩვეულები ვიყავით, ასე რომ,
ასეთი ყოფა, განსაკუთებით ცოტა ხნის წინ გადატანილი მღელვარე-
ბების ფონზე, თავიდან საკმაოდ სასიამოვნოდაც კი მოგვეჩვენა.
ისევე, როგორც დრეზდენში, ჟენევაშიც დღის წესრიგი ჩამოგვიყა-
ლიბდა: ფიოდორ მიხაილოვიჩი ღამ-ღამობით მუშაობდა და თერ-
თმეტი საათისთვის იღვიძებდა; მე მასთან ერთად ვსაუზმობდი და,
ექიმის დანიშნულებისამებრ, სასეირნოდ მივდიოდი, ფიოდორ მიხაი-

10
(ფრ.) ავეჯით გაწყობილი ოთახები.
197
ლოვიჩი კი მუშაობას განაგრძობდა. სამ საათზე სასადილოდ რესტო-
რანში მივდიოდით, რის მერეც მე დასასვენებლად სახლში ვბრუნდე-
ბოდი, ფიოდორ მიხაილოვიჩი კი სახლამდე მაცილებდა და rue du
MontBlanc-ზე კაფეში შედიოდა, სადაც რუსულ გაზეთებს იღებდნენ
და ორ საათს “Голос”-ის, “Московские” და
“Петербургские ведомости”-ის კითხვას ანდომებდა, თუმცა კითხუ-
ლობდა ასევე უცხოურ გაზეთებსაც. შვიდი საათისთვის კი აუცილებ-
ლად ისევ სასეირნოდ მივდიოდით. საღამოს სეირნობა ხანგრძლივი
უნდა ყოფილიყო, ამიტომ, ადვილად რომ არ დავღლილიყავი,
მდიდრული მაღაზიების განათებულ ვიტრინებთან ხშირად ვჩერდე-
ბოდით და ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ ძვირფასეულობის შერჩევას
იწყებდა, რომელთაც, გამდიდრების შემთხვევაში, მაჩუქებდა. სამარ-
თლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი მარ-
თლაც საოცრად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა და ძვირფა-
სეულობა, რომელსაც ის ჩემთვის არჩევდა, ყოველთვის ძალიან მომ-
წონდა.
საღამო ან ახალი ნაწარმოების კარნახში, ან ფრანგული წიგნების
კითხვაში გადიოდა. ჩემი ქმარი თვალს ადევნებდა, რომ სისტემატუ-
რად ერთი რომელიმე ავტორის ნაწარმოებები მეკითხა, მთლიანად
შემესწავლა და სანამ ერთ ავტორს ვკითხულობდი, სხვათა ნაწარ-
მოებებზე ყურადღება არ გადამეტანა. ამასთან ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი განსაკუთრებით ბალზაკისა და ჟორჟ სანდის ნიჭს აფასებდა და
მეც ნელ-ნელა ყველა მათი რომანი წავიკითხე. ახლად წაკითხულ
ნაწარმოებებთან დაკავშირებით საუბრებისა და ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის მიერ მათი ღირსებების განმარტების დრო კი სეირნობისას დგე-
ბოდა და არაერთხელ გამკვირვებია, რომ ჩემს ქმარს, რომელსაც შე-
იძლებოდა სულ ცოტა ხნის წინათ მომხდარი ამბავი დავიწყებოდა, ამ
ორი საყვარელი ავტორთის რომანების ფაბულა თუ გმირების სახე-
ლები ზედმიწევნით ახსოვდა.

198
ფიოდორ მიხაილოვიჩს განსაკუთრებით ეპოპეის – “საბრალო ნა-
თესავების” პირველი ნაწილი “მამა გორიო” მოსწონდა. თავად კი
1867/68 წლების ზამთარში ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანს – “საბ-
რალონს” კითხულობდა.
ჟენევაში ნაცნობები თითქმის არ გვყვავდა. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის
უჭირდა, ძველთაგან კი ჟენევაში მხოლოდ ერთს, ნ.პ. ოგარიოვს
ხვდებოდა, ცნობილ პოეტსა და გერცენის მეგობარს, რომელიც დი-
დი ხნის წინათ გაეცნო. ოგარიოვი ჩვენთან ხშირად მოდიოდა და წიგ-
ნები და გაზეთები მოჰქონდა, ხანდახან კი ხელსაც გვიმართავდა და
ათ ფრანკს გვასესხებდა ხოლმე, რასაც შესაძლებლობის გამოჩენის-
თანავე ვუბრუნებდით. ფიოდორ მიხაილოვიჩს ამ გულითადი პოეტის
ბევრი ლექსი მოსწონდა, მასთან საუბარი უყვარდა და მისი სტუმრო-
ბა ორივეს ძალიან გვიხაროდა. მაშინ უკვე ღრმად მოხუცებული ოგა-
რიოვი მეც დამიმეგობრდა და უაღრესად ალერსიანად მეპყრობოდა,
ისე როგორც პატარა გოგონას, რაც მაშინ ძალიან მიკვირდა, თუმცა
იმხანად სწორედაც რომ პატარა გოგონა ვიყავი. ჩვენდა სამწუხა-
როდ, სამი თვის შემდეგ ამ კეთილსა და კარგ ადამიანს უბედურება
შეემთხვა და მისი ჩვენთან ვიზიტები შეწყდა: ქალაქგარეთ, თავისი
აგარაკისკენ მიმავალი, ბნედის შეტევის დროს გზისპირა თხრილში
ჩავარდა და ფეხი მოიტეხა, მაგრამ, რამდენადაც ეს შებინდებისას
მოხდა და გზა უკაცრიელი იყო, საბრალო ოგარიოვს ვერავინ უშვე-
ლა, თხრილში დილამდე ეგდო და გაცივდა. მეგობრებმა პოეტი სამ-
კურნალოდ იტალიაში
წაიყვანეს, ჩვენ კი მისი გამგზავრებით ჟენევაში ერთადერთი მე-
გობარი დავკარგეთ, რომელთანაც შეხვედრა და საუბრები გვიხარო-
და.
1867 წლის სექტემბერში ჟენევაში მსოფლიო კონგრესი გაიმარ-
თა, რომელზეც ჯუზეპე გარიბალდი ჩამოვიდა. მისი სტუმრობა ყვე-
ლასთვის დიდი მოვლენა იყო და ქალაქმა ბრწყინვალე დახვედრა

199
მოუწყო. rue du MontBlanc-ზე, სადაც რკინიგზის სადგურიდან უნდა
გამოევლო, მე და ჩემი ქმარიც მივედით. მწვანეში ჩაფლულ სახლებ-
ზე დროშები ეკიდა, გზის გასწვრივ კი ხალხი გამოფენილიყო. თავის
ორიგინალურ კოსტიუმში გამოწყობილი გარიბალდი ეტლში ფეხზე
იდგა და პუბლიკის აღფრთოვანებულ შეძახილებს ქუდის ქნევით პა-
სუხობდა. ჩვენ მისი დანახვა საკმაოდ ახლო მანძილიდან შევძელით
და ფიოდორ მიხაილოვიჩს იტალიელი სახალხო გმირის სიმპათიუ-
რი სახე და კეთილი ღიმილი უაღრესად მოეწონა.
მსოფლიო კონგრესით დაინტერესებულები, მის მეორე სხდომაზე
წავედით და ორი საათის განმავლობაში ორატორთა გამოსვლებს
ვუსმენდით, მოსმენილიდან ფიოდორ მიხაილოვიჩმა მძიმე დასკვნა
გამოიტანა და ამის შესახებ ივანოვა-ხმიროვას შემდეგი წერილი მის-
წერა: “იმით დაიწყეს, რომ თქვეს: მსოფლიოში მშვიდობის დასამყა-
რებლად ქრისტიანული სარწმუნოება და ყველა დიდი სახელმწიფო
უნდა მოისპოს, პატარა კი გაიყოსო; კაპიტალი აღარ უნდა არსებობ-
დესო, ქონება საერთო უნდა იყოსო და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი ყო-
ველგვარი
დამამტკიცებელი არგუმენტების გარეშე, რაც ჯერ კიდევ ოცი
წლის წინათ დაისწავლეს ზეპირად და იმავეს იმეორებენ. უმთავრესი
კი ის არის, რომ ამის განხორციელებას ცეცხლითა და მახვილით
ფიქრობენ! მათი აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება მშვი-
დობა, თუ ყველაფერი მოისპობა და განადგურდება”.
სამწუხაროდ, ძალიან მალე ვინანეთ, რომ ჟენევაში გაჩერება გა-
დავწყვიტეთ. შემოდგომაზე ხშირი ქარიშხლების გამო ამინდი დღეში
ორჯერ, ხანდახან კი სამჯერაც იცვლებოდა და ფიოდორ მიხაილო-
ვიჩზე ეს ცუდად მოქმედებდა, რასაც შედეგად ეპილეფსიის შეტევების
მნიშვნელოვანი გახშირებაც მოჰყვა. ეს გარემოება უაღრესად მაშ-
ფოთებდა, თუმცა ისევე, როგორც ჩემს ქმარს, რომელსაც სამუშაო
უგვიანდებოდა და ხშირი შეტევების გამო მუშაობას ვერ ახერხებდა.

200
1867 წლის გაზაფხულზე ფიოდორ მიხაილოვიჩი “Русский
вестник”-ის 1868 წელს გამოსაცემი პირველი ნომრებისთვის განკუთ-
ვნილი “იდიოტის” გეგმის შედგენითა და წერით იყო დაკავებული.
რომანის იდეა “ძველი და საყვარელი თემის – დადებითი გმირის, ყო-
ველმხრივ კარგი ადამიანის გამოსახვაში” მდგომარეობდა, რაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს “ამოუწურავად” ეჩვენებოდა და ეს ყველაფერი
მის გაღიზიანებას იწვევდა. საუბედუროდ, გამაღიზიანებელ ფაქტორ-
თა რიცხვს, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, ჩემ გამო მღელვარებაც
ემატებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი ნერვიულობდა, რომ მასთან ერ-
თად სრულ განმარტოებაში ამ
“უკაცრიელ კუნძულზე” ცხოვრება მომბეზრდებოდა და მოვიწყენ-
დი, თანაც იმდენად, რომ ამის შესახებ ა.ნ. მაიკოვსაც კი მისწერა.
ვცდილობდი გადამერწმუნებინა, ვეუბნებოდი, რომ ბედნიერი ვიყავი
და გარდა მისი სიყვარულისა და მასთან ერთად ყოფნისა არაფერი
მჭირდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ ვარწმუ-
ნებდი და სულ რამდენიმე დღეში ის ისევ იმაზე იწყებდა დარდს, რომ
ფული არ ჰქონდა და პარიზში გამგზავრებასა და თეატრისა და ლუვ-
რის ჩვენებით ჩემს გართობას ვერ ახერხებდა. ოჰ, ჯერ კიდევ რა ცუ-
დად მიცნობდა მაშინ ქმარი!
ერთი სიტყვით, ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან დანაღვლიანდა
და გამოსავლის ძებნამ მისთვის, Saxon les Bains-ში გამგზავრება და
რულეტზე “ბედის ცდა” გადამაწყვეტინა (ჟენევიდან Saxon les Bains-
ამდე ხუთი საათის გზა იყო; იმხანად იქ არსებული “რულეტი” კი დიდი
ხანია დახურულია). ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი აზრი მოეწონა და
1867 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რამდენიმე დღით Saxon-ში გაემ-
გზავრა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა თამაშმა მოგება ვერ
მოგვიტანა, მაგრამ, სამაგიეროდ სხვა სასიკეთო შედეგი გამოიღო:
ადგილის შეცვლამ, მოგზაურობამ და ახლიდან განცდილმა მძაფრმა
ემოციებმა მისი განწყობა ძირფესვიანად შეცვალა. ჟენევაში დაბრუ-
ნებულმა, შეწყვეტილი სამუშაო გატაცებით გააგრძელა და “Русский
201
вестник”-ის იანვარში გამოსაცემი ნომრისთვის ოცდასამ დღეში და-
ახლოებით ექვსი ბეჭდური ფურცელი (93 გვ.) დაწერა.
“იდიოტის” ამ ნაწილით ფიოდორ მიხაილოვიჩი უკმაყოფილო
იყო და ამბობდა, რომ რომანის დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტყვამ
მოიტანა და ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი საკუთარ თავს ყოველთვის მე-
ტისმეტად მკაცრად სჯიდა და საკუთარი ნაწარმოებებიდან ცოტა რამ
თუ მოსწონდა. იდეებით, რომლებიც მის ნაწარმოებებს ედებოდა სა-
ფუძვლად, ყოველთვის აღფრთოვანებული იყო, უყვარდა ისინი და
გონებაში დიდხანს ამუშავებდა, მაგრამ ნაწარმოებებში მათი ხორ-
ცშესხმით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის უკმაყოფი-
ლო რჩებოდა.
მახსოვს, 1867 წლის ზამთარში ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ დროს
გახმაურებული უმეცკების პროცესით იმდენად იყო დაინტერესებუ-
ლი, რომ აპირებდა პროცესის მთავარი მოქმედი პირი – ოლგა უმეც-
კაია თავისი ახალი რომანის გმირადაც კი ექცია (თავდაპირველი
გეგმის მიხედვით, რაზეც მის უბის წიგნაკში შეტანილი ამ ქალის გვა-
რიც მეტყველებს) და ნანობდა, რომ პეტერბურგში არ ვიყავით და
პროცესზე გამოხმაურების საშუალება არ ჰქონდა.
აგრეთვე დამამახსოვრდა, რომ 1867 წლის ზამთარში ფიოდორ
მიხაილოვიჩი ცოტა ხნით ადრე შემოღებულ ნაფიც მსაჯულთა სასა-
მართლოს მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა. მათი სამართლიანი და
გონივრული განაჩენები ხანდახან მის აღფრთოვანებასა და გულის
აჩუყებასაც კი იწვევდა და გაზეთებში ამოკითხული რომელიმე გა-
მორჩეული საქმის გარემოებებს აუცილებლად მიამბობდა ხოლმე.
დრო მიდიოდა და ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენის –
პირველი შვილის დაბადების მომლოდინეთ, საზრუნავი გვემატებო-
და. ორივეს ფიქრი და ოცნება უმთავრესად ამ ამბისაკენ იყო მიმარ-
თული და ორივეს ჩვენი ჯერაც მუცლადმყოფი ჩვილი მთელი გულით
გვიყვარდა. გადავწყვიტეთ, რომ თუ გოგო იქნებოდა ფიოდორ მი-

202
ხაილოვიჩის საყვარელი დისწულის – სოფია ალექსანდროვნა ივა-
ნოვასა და “სონეჩკა მარმელადოვას” პატივსაცემად, რომლის ბედუ-
კუღმართობასაც ასე განვიცდიდი, სოფია დაგვერქმია (ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის სურვილზე ანად მოგვენათლა, უარი ვთქვი), ხოლო თუ
ბიჭი გაჩნდებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის საყვარელი ძმის – მიხა-
ილ მიხაილოვიჩის პატივსაცემად – მიხაილი.
მადლიერების უდიდესი გრძნობით ვიხსენებ იმას, თუ როგორი
სიფრთხილით მეპყრობოდა ფიოდორ მიხაილოვიჩი მაშინ, როგორ
მივლიდა, ზრუნავდა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩემთვის საზიანო
სწრაფ მოძრაობებს მარიდებდა, რომელთაც გამოუცდელობით სა-
თანადო ყურადღებას არ ვაქცევდი. ყველაზე მოსიყვარულე დედაც
კი ვერ იზრუნებდა ისე, როგორც ამას ჩემი ძვირფასი ქმარი აკეთებ-
და.
ჟენევაში ჩასვლისა და პირველი თანხის მიღებისთანავე ფიოდორ
მიხაილოვიჩმა თავისი გაიტანა, ქალაქში საუკეთესო მეანთან მიმიყ-
ვანა და სთხოვა ჩვენთვის ყველაზე კარგი მეანი ქალი ერჩია, რომე-
ლიც ყურადღებას მომაქცევდა, ყოველ კვირას მომინახულებდა და
ჩემს მდგომარეობას
თვალყურს მიადევნებდა. მშობიარობამდე ერთი თვით ადრე კი
გამოირკვა ფაქტი, რომელმაც გული ამიჩუყა და ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის წვრილმანებამდე გათვლილი ზრუნვის მთელი სიღრმე დამა-
ნახვა. ერთ-ერთი ვიზიტისას mme Barraud-მ (მეანმა ქალმა) მკითხა,
მის ქუჩაზე ჩვენი ნაცნობებიდან ვინ ცხოვრობდა, რადგან იმ ადგილას
თურმე ჩემს ქმარს ხშირად ხედავდა. მე გამიკვირდა და ჩავთვალე,
რომ რაღაც შეეშალა, მაგრამ ამის შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩს
მაინც ვკითხე: ის თავიდან უარზე იდგა, მაგრამ ბოლოს გამომიტყდა:
mme Barraud-ი ერთ-ერთ იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელიც rue
Basses-იდან ფერდობად მთისკენ მაღლდებოდა. ყველა ეს ქუჩა ერ-
თმანეთს ჰგავდა და იმდენად ციცაბო იყო, რომ ზევით ეტლი ვერ

203
ადიოდა. ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩს, რამდენადაც ვარაუდობ-
და, რომ ამ ქალის დახმარება შესაძლოა ღამით და უცაბედად დამ-
ჭირვებოდა და ამასთან არც თავისი მხედველობითი მახსოვრობის
იმედი ჰქონდა, სეირნობის ადგილად ეს ქუჩა აერჩია და ყოველდღი-
ურად, სამკითხველოს შემდეგ mme Barraud-ის სახლთან ადიოდა,
ხუთი-ექვსი სახლით სცდებოდა და უკან ბრუნდებოდა. გაირკვა, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ ქუჩაზე თურმე უკვე სამი თვეა რაც სეირ-
ნობდა, არადა, მიუხედავად იმისა, რომ ასთმა ახალი დაწყებული
ჰქონდა, ასეთ ციცაბო აღმართზე ასვლა მისთვის საკმაოდ რთული
იყო. ქმარს ვთხოვდი ასეთი სეირნობით თავი არ გადაეტვირთა, მაგ-
რამ თავისას არ იშლიდა, მაინც იმ ქუჩაზე სეირნობდა და მერე უსაზ-
ღვროდ უხაროდა, რომ საჭიროების დროს mme Barraud-ის ქუჩის
ცოდნა გამოადგა, გამთენიისას, ჯერ ისევ ბინდბუნდში, სახლი ადვი-
ლად იპოვა და ჩემთვის მეანის მოყვანა დროულად შეძლო.
ჩემ გასახარებლად ფიოდორ მიხაილოვიჩმა გადაწყვიტა, დედა-
ჩემისთვის ჩამოსვლა და სამი თვით მაინც ჩვენთან დარჩენა ეთხოვა.
დედა, რომელსაც ძალიან ვენატრებოდი და ჩემზე ღელავდა, სი-
ამოვნებით დათანხმდა, მაგრამ მის საკუთრებაში არსებული სახლე-
ბის საქმეთა მოსაწესრიგებლად, რაც თავის მხრივ რაღაც სირთულე-
ებთან იყო დაკავშირებული, ჩამოსვლას გარკვეული დროის შემდეგ
დაგვპირდა.
1867 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მშობიარობის მოახლოე-
ბის გამო, ჩვენ rue du MontBlanc-ზე, ანგლიკანური ეკლესიის გვერ-
დით, სხვა ბინაში გადავედით. ამჯერად ოროთახიანი ბინა ვიქირა-
ვეთ, რომელთაგანაც ერთი, ძალიან დიდი ოთახის ოთხივე ფანჯრი-
დან ეკლესია მოჩანდა. ახალი ბინა პირველს ჯობდა, მაგრამ წინა ბი-
ნის დიასახლისების, კეთილი შინაბერების ყურადღება ძალიან დაგ-
ვაკლდა. ახალი ბინის მეპატრონეები სახლში თითქმის არასოდეს იყ-
ვნენ, იყო მხოლოდ შვეიცარიის გერმანულ ნაწილში გაზრდილი მო-

204
ახლე, რომელსაც ფრანგული ცუდად ესმოდა და ვერაფერში მეხმა-
რებოდა. ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ბავშვის და ჩემ მოსავლე-
ლად gardemalade-ს11 დაქირავება გადაწყვიტა.
რომანზე ერთობლივ და განუწყვეტელ მუშაობასა და სხვა საზრუ-
ნავებში ზამთარი სწრაფად გაილია და ჩვენთვის ესოდენ სასურველი
და ამაღელვებელი ამბის – ჩვენი პირმშოს დაბადების დრო, 1868
წლის თებერვალი დადგა.
წლის დასაწყისში ჟენევაში მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ თე-
ბერვლის შუა რიცხვებიდან ამინდი მკვეთრად შეიცვალა და ყოველ-
დღიური ქარიშხლები დაიწყო. ამინდის მკვეთრმა ცვლილებამ, რო-
გორც ყოველთვის, ფიოდორ მიხაილოვიჩზე გამაღიზიანებლად
იმოქმედა და დროის მოკლე მონაკვეთში ეპილეფსიის ორი შეტევა
დაემართა. მეორემ, ძალიან ძლიერმა, რომელიც ოცი თებერვლის
ღამეს ჰქონდა, იმდენად დააუძლურა, რომ დილით, გაღვიძების შემ-
დეგაც ფეხზე ძლივს იდგა. მთელი დღის განმავლობაში თავს შეუძ-
ლოდ გრძნობდა, ამიტომ, მისი მდგომარეობის შემხედვარემ, დავი-
ყოლიე, დასაძინებლად ადრე დაწოლილიყო და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩიც დასაძინებლად შვიდ საათზე დაწვა. მისი დაწოლიდან სა-
ათიც არ იყო გასული, რომ ტკივილი ვიგრძენი, თავიდან სუსტი, მაგ-
რამ, რამდენადაც ტკივილს დამახასიათებელი სახე ჰქონდა – და ყო-
ველ საათს ძლიერდებოდა, მივხვდი, რომ მშობიარობა მეწყებოდა.
ამ ტკივილებს დაახლოებით სამი საათი ვიტანდი, მაგრამ მერე შევ-
შინდი, რომ მშობიარობისას ვერავინ დამეხმარებოდა და თუმცა კი
ჩემი სნეული ქმრის ამ მდგომარეობაში შეწუხება ძალიან არ მინდო-
და, გადავწყვიტე, გამეღვიძებინა. მის მხარს ფრთხილად შევეხე თუ
არა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ბალიშიდან თავი წამოსწია და მკითხა:
– რა გჭირს, ანეჩკა?
– როგორც ჩანს, დაიწყო, ძალიან მტკივა! – ვუპასუხე მე.

11
მომვლელი (ფრ.).
205
– ოჰ, როგორ მებრალები, ძვირფასო! – გულწრფელი სიბრალუ-
ლით მითხრა ქმარმა, მაგრამ მაშინვე თავი ბალიშზე დაუვარდა და
ისევ დაეძინა. მისმა გულწრფელმა სინაზემ და იმავდროულად
სრულმა უმწეობამ გული ამიჩვილა და მივხვდი, რომ ასეთ მდგომა-
რეობაში ფიოდორ მიხაილოვიჩი sagefemme-ს მოსაყვანად ვერ წა-
ვიდოდა. მის ნერვულ აშლილობას მხოლოდ ხანგრძლივი ძილი უშ-
ველიდა, სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ახალი შეტევა დამართოდა.
სახლის მეპატრონეები, როგორც ყოველთვის, შინ არ იყვნენ (ყოველ
ღამეს გათენებამდე რაღაც კრებაზე ატარებდნენ ხოლმე), მოახლის
დაძახებას კი აზრი არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ტკივილები ოდნავ მი-
მიყუჩდა და გადავწყვიტე, მანამდე მომეთმინა, სანამ შევძლებდი.
ღმერთო, რა საშინელი ღამე გადავიტანე: ეკლესიის გარშემო შემო-
ჯარული ხეები საშინლად ხმაურობდა, ქარი და წვიმა ფანჯრებს აზან-
ზარებდა, ქუჩა კი უკუნ სიბნელეში იყო ჩაძირული. არ დავმალავ,
გულს სრული მარტოსულობისა და უსუსურობის გრძნობა მიმძიმებ-
და, ვწუხდი, რომ ჩემი ცხოვრების ესოდენ მძიმე წუთებში გვერდით
ახლობელი არავინ მყავდა და ერთადერთი ჩემი მფარველი, ჩემი
ქმარი ასეთ უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლოცვა დავიწყე,
გულმხურვალედ ვლოცულობდი და ამან გამამხნევა.
დილის შვიდი საათისთვის ტკივილები უკვე იმდენად გაძლიერდა,
ფიოდორ მიხაილოვიჩის გაღვიძება გადავწყვიტე. ქმარმა თვალები
შედარებით მომჯობინებულმა გაახილა, მაგრამ როცა გაიგო, რომ
მთელი ღამე ვიტანჯე, მისაყვედურა, ადრე რატომ არ გამაღვიძეო,
მეყსეულად ჩაიცვა
და mme Barraud-თან გაიქცა. mme Barraud-ის სახლთან მისულმა
მოახლეს ზარი ძლივს გააგონა, მაგრამ ბოლოს, როცა კარი გაუღეს,
მოახლემ ფიოდორ მიხაილოვიჩს უთხრა, რომ ქალბატონი სახლში
ცოტა ხნის წინ დაბრუნებულიყო და მის გაღვიძებაზე უარი თქვა. მა-
შინ ფიოდორ მიხაილოვიჩი დაემუქრა, რომ ზარის რეკვას განაგ-
რძობდა ან შუშებს ჩაამტვრევდა... ქალბატონი გააღვიძეს და ერთი

206
საათში ქმარმა ის ჩემთან მოიყვანა. აღმოჩნდა, რომ გამოუცდელო-
ბით ბევრი შეცდომა დამიშვია, რის გამოც მისგან საყვედური მივიღე.
მერე კი მითხრა, რომ ჩემი გაუფრთხილებლობა მოლოგინებას გა-
ახანგრძლივებდა, მშობიარობა შვიდ-რვა საათზე ადრე არ დაიწყე-
ბოდა და იმ დროისთვის დაბრუნებას დამპირდა. ამიტომ ფიოდორ
მიხაილოვიჩმა მომვლელი მომიყვანა და, შეშინებულებმა და გულგა-
ტეხილებმა, ლოდინი დავიწყეთ. mme Barraud-ი დანიშნულ დროს
არ გამოჩნდა და ქმარი ისევ მის მოსაყვანად გაიქცა. აღმოჩნდა, რომ
ქალი სადღაც რკინიგზის სადგურის ახლოს, მეგობრებთან სადილად
წასულიყო. ფიოდორ მიხაილოვიჩმა mme Barraud-ს მისთვის მიცე-
მულ მისამართზე მიაკითხა და წამოსვლა და ჩემი მდგომარეობის შე-
მოწმება დაჟინებით მოსთხოვა. მეანის აზრით, მშობიარობა ჭიანურ-
დებოდა და გვიან საღამომდე არაფერი შეიცვლებოდა, ამიტომ მხო-
ლოდ რამდენიმე რჩევა მომცა და მეგობრებთან ერთად ისევ სასა-
დილოდ წავიდა; მე კვლავ ტკივილისგან, ფიოდორ მიხაილოვიჩი კი
ჩემი ცქერით იტანჯებოდა. ცხრა საათამდე ითმინა, მაგრამ ბოლოს
ვეღარ გაუძლო და ისევ mme Barraud-ის მეგობრების სახლისკენ გა-
ეშურა, სადაც ის ამჯერად უკვე ლოტოს თამაშში ჩართული დახვდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ქალს გამოუცხადა, რომ მეტისმეტად ძლი-
ერი
ტკივილებით ვიტანჯებოდი და თუ არ წამოვიდოდა და ჩემ ლო-
გინთან ფეხის მოუცვლელად არ იჯდებოდა, ექიმს სხვა, უფრო ყუ-
რადღებიანი მეანის რჩევას სთხოვდა. მუქარამ გაჭრა, მაგრამ mme
Barraud-ი, როგორც ჩანს, უკმაყოფილო იყო, რომ საინტერესო თა-
მაშს მოსწყვიტეს და უკმაყოფილებას ჩემს გასაგონადაც გამოთქვამ-
და, ბუზღუნებდა და ბუზღუნს ერთსა და იმავე ფრაზას – “Oh, ces
russes, ces russes!”-ს12 ამატებდა.

12
(ფრ.) ოჰ, ეს რუსები, ოჰ, ეს რუსები!
207
მეანი რომ ენუგეშებინა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ათასგვარი სა-
სუსნავი, ტკბილეულობა და ღვინოები იყიდა და ქალს ჩინებული ვახ-
შამი მოუწყო. მე კმაყოფილი ვიყავი, რომ mme Barraud-ის მოსაყვა-
ნად აქეთ-იქით სიარულმა, მაღაზიებში სირბილმა და მისმა გამასპინ-
ძლებამ ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემ გამო ნერვიულობას ცოტა ხნით
მაინც აარიდა და ყურადღება სხვა საზრუნავზე გადაატანინა, რადგან
მშობიარობისთვის დამახასიათებელი ტკივილებისგან ტანჯვის გარ-
და, ცოტა ხნისწინანდელი შეტევებისგან ძალაგამოცლილი ფიოდორ
მიხაილოვიჩის ჩემ გამო მღელვარებაც უაღრესად მაშფოთებდა.
დროდადრო ვხედავდი, რომ ქვითინებდა და სახეზე ისეთი ტანჯვა,
ისეთი სასოწარკვეთა ეწერა, თავადაც შევშინდი, უკვე იმასაც კი
ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი. ჩემი მაშინდელი აზრებისა და გრძნო-
ბების გახსენებაზე ვიტყვი, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში არა იმ-
დენად საკუთარი თავი, რამდენადაც საბრალო ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი მეცოდებოდა, რომლისთვისაც ეს ალბათ კატასტროფის ტოლ-
ფასი იქნებოდა. იმედი, რომელსაც ის ჩემზე და ჩვენს მომავალ
შვილზე ამყარებდა, იმდენად დიდი იყო, რომ ცხადად
ვაცნობიერებდი, ამ იმედის მოულოდნელ მსხვრევას, და თანაც
ფიოდორ მიხაილოვიჩის ხასიათის ადამიანზე, თავისუფლად შეიძ-
ლებოდა დამღუპველად ემოქმედა. როგორც ჩანს, ქმარზე ნერვიუ-
ლობა მშობიარობის პროცესსაც აჭიანურებდა, ეს mme Barraud-მაც
აღნიშნა და ფიოდორ მიხაილოვიჩს უთხრა, რომ მისი სასოწარკვე-
თილი გამომეტყველება ჩემზე ცუდად მოქმედებდა, ბოლოს კი ჩემს
ოთახში შემოსვლა სულაც აუკრძალა. ფიოდორ მიხაილოვიჩი და-
ნებდა, მაგრამ მე კიდევ უფრო ავღელდი და იმ შუალედებში, როცა
ტკივილი მეტ-ნაკლებად იკლებდა, მეანს ან gardemalade-ს გასვლა-
სა და ჩემი ქმრის მონახულებას ვთხოვდი. ისინიც ხან იმას მატყობი-
ნებდნენ, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი მუხლებზე იდგა და ლოცუ-
ლობდა და ხანაც იმას, რომ სახეზე ხელებაფარებული და ჩაფიქრე-
ბული იჯდა. ჩემი ტანჯვა საათობრივად მატულობდა; დროდადრო

208
გონებას ვკარგავდი და გონსმოსული ჩემთვის უცნობი gardemalade-
ს მოჩერებული შავი თვალების შემხედვარეს, ვერ ვხვდებოდი, სად
ვიყავი და გარშემო რა ხდებოდა, შიში მიტანდა. ბოლოს, 22 თებერ-
ვლის (ჩვენი სტილით) დაახლოებით ღამის ხუთი საათისთვის ჩემი
ტანჯვა დასრულდა და ამ ქვეყანას ჩვენი სონია მოევლინა. ფიოდორ
მიხაილოვიჩი მერე მიყვებოდა, რომ თურმე გამუდმებით ლოცულობ-
და და უცებ ჩემი კვნესის ფონზე ბავშვის რაღაც უცნაური ყვირილი
გაეგონა, ჯერ ყურისთვის არ დაეჯერებინა, მაგრამ როცა ბავშვის ტი-
რილი განმეორებულა, მიმხვდარა, რომ ჩვენი შვილი დაიბადა და,
მუხლდაჩოქილი, წამომხტარა, ოთახის დაკეტილ კართან მოვარ-
დნილა, ხელი ძლიერად უკრავს და, ლოგინთან მუხლებზე დაცე-
მულს, ჩემთვის ხელები დაუკოცნია. იმით, რომ ეს ტანჯვა ბოლოს და
ბოლოს დასრულდა
მეც უდიდეს ბედნიერებას განვიცდიდი. სიხარულით ორივე იმდე-
ნად გაოგნებული და დაბნეული ვიყავით, რომ პირველი ხუთი-ათი
წუთის განმავლობაში ისიც კი არ ვიცოდით, ბიჭი გვეყოლა თუ გოგო;
ამის შესახებ მხოლოდ მეანისა და მომვლელის ერთმანეთში ლაპა-
რაკიდან შევიტყვეთ: “Un garcon, n’estce pas?”13 – იკითხა ერთ-ერ-
თმა, მეორემ კი უპასუხა: “Fillette, une adorable fillette!”.14 თუმცა ჩვენ-
თვის, ბედნიერი მშობლებისთვის, რომელთა ოცნებაც ახდა და ამქვე-
ყანას მათი პირმშო მოევლინა, ბიჭიცა და გოგოც ერთნაირად გასა-
ხარელი იყო!
ამასობაში mme Barraud-მ ბავშვი მოაწესრიგა, ქალიშვილის და-
ბადება მოგვილოცა და დიდი თეთრი პაკეტივით გახვეული ჩვენი შვი-
ლი მოგვაწოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა სონიას პირჯვარი ფრთხი-
ლად გადასწერა, პაწაწინა სახეზე აკოცა და მითხრა: “ანია, ნახე, რა
ლამაზი გვყვავს!” შვილს პირჯვარი მეც გადავწერე და ვაკოცე, მერე

13
(ფრ.) ბიჭია, არა?
14
(ფრ.) გოგონაა, არაჩვეულებრივი გოგონა!
209
კი აღფრთოვანებულ და გულაჩუყებულ, ისეთი სიხარულით გაბრწყი-
ნებულ სახეზე, როგორიც ადრე არასდროს მენახა, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს შევხედე და გავუღიმე.
სიხარულისგან ფიოდორ მიხაილოვიჩი mme Barraud-ეს გადაეხ-
ვია, მომვლელს კი ხელი მაგრად ჩამოართვა. მეანმა გამოგვიცხადა,
რომ თავისი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ასეთი აღელ-
ვებული და მშფოთვარე ახალშობილის მამა, როგორიც მთელი ამ
დროის განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩი იყო, არასოდეს ენახა
და ისევ დაამატა: “Oh, ces russes, ces russes!”, მერე
მომვლელი რაღაცისთვის აფთიაქში გაგზავნა, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი კი საწოლთან დამისვა და დაავალა, რომ ჩემთვის დაძინე-
ბის საშუალება არ მოეცა (რომანში – “ეშმაკნი”, შატოვის ცოლის მშო-
ბიარობის სცენაში ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩვენი პირველი შვილის
დაბადებისას განცდილი თავისი გრძნობებიდან ბევრი რამ აღწერა).
Mme Barraud-მ ფიოდორ მიხაილოვიჩს უთხრა, რომ შვეიცარიუ-
ლი კანონებით, დაბადებული ბავშვის მამა ვალდებული იყო შვილის
დაბადება პოლიციაში პირადად განეცხადებინა და კანონიერი მოწ-
მობა აეღო. თან გააფრთხილა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნ-
და გაეკეთებინა, თორემ ჯარიმა და, უარეს შემთხვევაში, დაპატიმრე-
ბაც კი ელოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი პოლიციაში მეორე დღესვე
წავიდა და დაახლოებით ოთხი საათით გაქრა, რამაც, რა თქმა უნდა,
ძალიან შემაშინა; ისედაც არაჯანსაღ მდგომარეობაში მყოფმა, ათასი
საშინელება წარმოვიდგინე. მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი, რო-
გორც იქნა, დაბრუნდა და თავსგადამხდარი სახალისო კაზუსი მიამ-
ბო. როგორც აღმოჩნდა, პოლიციაში მისულს გაეგო, რომ ახალშო-
ბილის მამას ორი ისეთი მოწმეც უნდა მიეყვანა, რომლებიც ახალშო-
ბილის დაბადების ფაქტთან ერთად, მშობლების ვინაობასაც დაადას-
ტურებდნენ. ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩინოვნიკისთვის იმის ახსნა და-
უწყია, რომ უცხოელი იყო და ჟენევაში არავის იცნობდა, მაგრამ ჩი-

210
ნოვნიკს მოსმენაც აღარ უსურვებია და ყურადღება შემდეგ მთხოვ-
ნელზე გადაუტანა. დაბნეული ფიოდორ მიხაილოვიჩი პოლიციიდან
გამოსულა და რჩევის საკითხავად კართან მდგარი სერჟანტისთვის
მიუმართავს,
რომელიც თავად დაჰპირებია დახმარებას და უთქვამს, რომ მოწ-
მედ დაუდგებოდა, მაგრამ ამას მხოლოდ საათნახევრის შემდეგ შეძ-
ლებდა, როდესაც ცვლას მეორე სერჟანტი გადაიბარებდა. ფიოდორ
მიხაილოვიჩს კეთილი სერჟანტისთვის მეორე მოწმის შესახებაც
უკითხავს და სერჟანტსაც მოწმედ მაშინვე “tin camarade a moi”15 შე-
უთავაზებია. საქმე გამოდიოდა, მაგრამ ლოდინი იყო საჭირო და
იმით დამწუხრებული ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომ სახლში ამდენ
ხანს აგვიანებდა, სერჟანტის რჩევით, ბულვარში სკამზე ჩამომჯდარა
და ლოდინი დაუწყია. დანიშნულ დროს სერჟანტს ცვლა სხვისთვის
გადაუბარებია და მეორე მოწმის მოსაყვანად გაქცეულა, უკან კიდევ
ერთ სერჟანტთან ერთად დაბრუნებულა და სამივეს – ჩემს ქმარსა
და ორივე სერჟანტს, განცხადებების მიმღებ ჩინოვნიკთან მიუშურე-
ბია. სანამ ახალშობილის მამისა და მოწმეების ჩვენებებს იწერდნენ,
მერე განცხადებას წიგნებში ატარებდნენ და მოწმობას აფორმებ-
დნენ, საკმაოდ დიდი დრო გასულა. საქმე რომ დასრულებულა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს თავისი კეთილისმყოფელი სერჟანტისთვის და-
კარგული დროის საფასურად ფული შეუთავაზებია და უკითხავს,
რამდენი უნდა მიეცა, მას კი უპასუხია: “Mais rien, monsieur, rien!”16.
მაშინ ჩემს ქმარს გადაუწყვეტავს, ორივე სერჟანტი კაფეში მიეპატი-
ჟებინა და ახალშობილის სადღეგრძელებლად ღვინის დალევა შე-
ეთავაზებინა. ამ წინადადებას სერჟანტები სიამოვნებით დათანხმებუ-
ლან და ფიოდორ მიხაილოვიჩს ისინი უახლოეს რესტორანში წაუყ-
ვანია, სადაც, განცალკევებულ ოთახში, ადგილობრივი წითელი ღვი-
ნის სამი ბოთლი შეუკვეთავს. ღვინოს მოქეიფენი მოუშინაურებია და

15
(ფრ.) თავისი მეგობარი.
16
(ფრ.) არაფერი ბატონო, არაფერი!
211
სერჟანტებს ჩემი ქმრისთვის სამსახურში თავსგადამხდარი სხვადას-
ხვა შემთხვევების შესახებ
უამბიათ. ფიოდორ მიხაილოვიჩი თურმე ეკლებზე იჯდა, გრძნობ-
და, რომ ამდენი ხნით მისი დაგვიანების გამო ვნერვიულობდი, მაგ-
რამ თანამოსაუბრეთა მიტოვება ეუხერხულებოდა, მით უმეტეს, რომ
პირველ სამ ბოთლს კიდევ ორი ბოთლი მიმატებია და გამხიარულე-
ბული სერჟანტები ქეიფს ჩემი და petite Sophie-ის სადღეგრძელოე-
ბით აგრძელებდნენ.
სონიას ნათლიობა ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავის მეგობარს, პო-
ეტ ა.ნ. მაიკოვსა და დედაჩემს – ანა ნიკოლაევნა სნიტკინას სთხოვა.
დედა ჩემი მშობიარობისთვის აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ ავად
გახდა და ექიმმა ესოდენ ხანგრძლივი მგზავრობა გაზაფხულამდე
აუკრძალა. დედა ჟენევაში მაისის დასაწყისში ჩამოვიდა, ამიტომ სო-
ნიას ნათლობაც დედას ჩამოსვლის შემდეგ მოხერხდა.
თუმცა კი საკმაოდ მალე გამოვჯანმრთელდი და შვილისთვის ძუ-
ძუს ჭმევა სიხარულით დავიწყე, მაგრამ რთულმა და ხანგრძლივმა,
ოცდაცამეტსაათიანმა მშობიარობამ ძალიან დამასუსტა და მალევე
დავრწმუნდი, რომ რძის დამატების გარეშე, მით უმეტეს, რომ ბავშვი
დიდი ტანისა დაიბადა და ბევრ ჭამას ითხოვდა, ვერაფერს გავხდე-
ბოდი. სონიასთვის ძიძის აყვანა შეუძლებელი იყო – შვეიცარიაში ძუ-
ძუთა ბავშვებს დამატებით ძირითადად ბოთლითა და საკვები ფხვნი-
ლების დანამატებით, ძროხის რძეს აჭმევენ. ზოგიერთი დედა თავის
ახალშობილს ძუძუთი კვებისთვის გლეხის ქალებთან მთებში, სამოც
ვერსტზე აგზავნიდა, მაგრამ სონაისთან განშორება ჩვენთვის
წარმოუდგენელი იყო და თან ამას არც ექიმები გვიჩევდნენ, რად-
გან გლეხ ქალებს ვერავინ აკონტროლებდა, ერთდროულად რამდე-
ნიმე ჩვილს იყვანდნენ და ბევრი უკვდებოდათ.
იმ პერიოდში ჩვენი ყოფა სონიაზე მორგებული წესით შეიცვალა
და ისეთი ცხოვრება დაგვეწყო, რომლის შესახებაც სამუდამოდ სა-
ამური მოგონებები დამრჩა. ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად

212
მზრუნველი მამა გამოდგა: ბავშვის ბანაობას ის აუცილებლად ესწრე-
ბოდა და მეხმარებოდა, მერე თვითონ ახვევდა და გასახვევ საბანს
ინგლისური ქინძისთავებით ამაგრებდა, ხელში ეჭირა და არწევდა,
მისი ხმის გაგონებისთანავე ყველაფერს თავს ანებებდა და სონიას-
თან მირბოდა. პირველი კითხვა, რომელსაც გაღვიძებისას ან შინ
დაბრუნებისას სვამდა, აუცილებლად სონიას ეხებოდა: “ბავშვი რო-
გორ არის? კარგად ეძინა? როგორ ჭამა?” ფიოდორ მიხაილოვიჩი
მის საწოლთან საათების განმავლობაში იჯდა, ხან უმღეროდა, ხან
ელაპარაკებოდა და სონია რომ მესამე თვეში გადავიდა, დარწმუნე-
ბით ამბობდა, ბავშვი მცნობსო. აი, რა მისწერა მან 1868 წლის 18 მა-
ისს ა.ნ. მაიკოვს: “ეს პატარა სამი თვის არსება, ასეთი უმწეო და ერთი
ციდა, ჩემთვის უკვე ადამიანური სახისა და ხასიათის განსახიერებად
იქცა. ის უკვე მცნობდა, ვუყვარდი და ჩემს დანახვაზე იღიმებოდა.
როდესაც სასაცილო ხმით სიმღერებს ვუმღერდი, სიამოვნებდა და
მისმენდა. როცა ვკოცნიდი, არ ტიროდა და არ იჭმუხნებოდა, ხოლო
მტირალს რომ ვუახლოვდებოდი, ტირილს წყვეტდა”.
მაგრამ ჩვენი ბედნიერებით ტკბობა დიდხანს არ გვეწერა. მაისის
პირველ რიცხვებში არაჩვეულებრივი, მზიანი დღეები იდგა და, ექი-
მის რჩევით, სონია ყოველდღე Jardin des Anglais-ში გაგვყვავდა, სა-
დაც ორი-სამი საათი თავის ეტლში ეძინა ხოლმე. ასეთი სეირნობის
ერთ დღესაც ამინდი უცაბედად შეიცვალა, ჩრდილოეთის ქარი (bise)
ამოვარდა და, როგორც ჩანს, ბავშვი გაცივდა, რადგან იმ ღამეს სიც-
ხემ აუწია და ხველა დაიწყო. ჩვენ მაშინვე ბავშვთა საუკეთესო ექიმს
მივმართეთ, რომელიც ყოველდღე მოდიოდა და გვარწმუნებდა,
რომ სონია მალე გამოკეთდებოდა. მის სიკვდილამდე სამი საათით
ადრეც კი ის თქვა, ბავშვი უკეთ არისო. ექიმის თავდაჯერებულობის
მიუხედავად ფიოდორ მიხაილოვიჩი გულს ვერაფერს უდებდა და
სონიას აკვანს თითქმის არ სცილდებოდა. ორივე საშინლად ვნერ-
ვიულობდით და ჩვენი ცუდი წინათგრძნობა გამართლდა კიდეც: 12

213
მაისს (ჩვენი სტილით) ჩვენი ძვირფასი სონია გარდაიცვალა... იმ სა-
სოწარკვეთამ, რიმელმაც ჩვენი საყვარელი შვილის მკვდრად დანახ-
ვისას ორივე მოგვიცვა, ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი
სიკვდილით თავზარდაცემულსა და განადგურებულს, კიდევ უფრო
მეტად ჩემი უბედური ქმრის გამო მეშინოდა: ფიოდორ მიხაილოვიჩის
სასოწარკვეთა ბობოქარი იყო, ის ქალივით ქვითინებდა, სონიას
ნელ-ნელა გაციებული სხეულის წინაშე მუხლებზე იდგა და გაფითრე-
ბულ სახესა და ხელებს უკოცნიდა. ასეთი გულისგამგმირავი სასო-
წარკვეთა მე არასოდეს მინახავს. ორივეს გვეჩვენებოდა, რომ ამ უბე-
დურებას ვერ გადავიტანდით. ორი დღის განმავლობაში ერთად, ისე,
რომ ერთმანეთს წუთითაც არ ვშორდებოდით, ჩვენი პატარის და-
საფლავების ნებართვის მისაღებად და მის
დასაკრძალად აუცილებელი ნივთების შესაკვეთად სხვადასხვა
დაწესებულებაში დავდიოდით, თეთრი ატლასის კაბა ერთად ჩავაც-
ვით, ერთად ჩავაწვინეთ ატლასგამოკრულ პატარა კუბოში და გულა-
მოსკვნითაც ერთადვე ვტიროდით. სონიას ავადმყოფობის ერთი კვი-
რის განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩი ისე გახდა, რომ საბრა-
ლო სანახავი იყო. მესამე დღეს ჩვენი ძვირფასი შვილი წესის ასაგე-
ბად რუსულ ეკლესიაში გადავასვენეთ, იქიდან კი Plain Palais-ის სა-
საფლაოზე, სადაც ჩვილთათვის გამოყოფილ ადგილას დავკრძა-
ლეთ კიდეც. რამდენიმე დღეში მის საფლავზე კვიპაროსები დავ-
რგეთ, შუაში კი თეთრი მარმარილოს ჯვარი ჩავდგით. მე და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი გოგონას საფლავზე ყოველდღე მივდი-
ოდით, ყვავილები მიგვქონდა და ვტიროდით. იმდენად გულწრფე-
ლად და მთელი არსებით მოვასწარით ჩვენი პატარის შეყვარება და
იმდენი ოცნება და იმედი გვაკავშირებდა მის არსებობასთან, რომ
განშორება მეტისმეტად გვიჭირდა...

214
ჟენევაში დარჩენა, სადაც ყველაფერი სონიას გვახსენებდა, შეუძ-
ლებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი დიდი ხნის წინანდელი
განზრახვა გაგვეხორციელებინა და Vevey-ში გავმგზავრებულიყა-
ვით. ძალიან ვნანობდით, რომ უსახსრობის გამო ჩემი ქმრისთვის სა-
ძულველ ქვეყნად ქცეული შვეიცარიიდან გამგზავრებასაც ვერ ვა-
ხერხებდით: სონეჩკას სიკვდილს ის შვეიცარიის ცუდ და ცვალებად
კლიმატს, იქაური ექიმების თვითდაჯერებულობასა და ძიძის უგერგი-
ლობას აბრალებდა. თავად შვეიცარიელები ფიოდორ მიხაილოვიჩს
დიდად არც არასდროს მოსწონდა, მაგრამ ჩვენი უბედურების წუთებ-
ში მრავალი მათგანის უსულგულობამ და გულქვაობამ შვეიცარიე-
ლების მიმართ მისი ცუდი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამყარა
და გააძლიერა. მათი უსულგულობის მაგალითად ვიტყვი, რომ ჩვენ-
მა მეზობლებმა, რომელთაც სონეჩკას გარდაცვალების შესახებ
იცოდნენ, მსახური გამოგვიგზავნეს და შემოგვითვალეს, რომ მეტის-
მეტად ხმამაღლა არ მეტირა, რადგან ეს მათ განწყობაზე ცუდად მოქ-
მედებდა.
არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე, როდესაც მას შემ-
დეგ, რაც ჩვენი ნივთები გემზე გავზავნეთ, სონეჩკას საფლავზე გვირ-
გვინის დასადებად და შვილთან გამოსამშვიდობებლად სასაფლაო-
ზე უკანასკნელად წავედით. ერთი საათი საფლავზე ძეგლის კვარ-
ცხლბეკთან ვისხედით, ვტიროდით და სონიას ვიხსენებდით, მერე კი,
დაობლებულები, მოვდიოდით და გზადაგზა ჩვენი შვილის უკანასკნე-
ლი თავშესაფრისკენ ვიხედებოდით.
ჟენევიდან სატვირთო გემით მივემგზავრებოდით, ამიტომ გემზე
მგზავრები ცოტანი ვიყავით. ჩვენი განწყობის შესაფერისად თბილი,
მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იყო და იმ დღეს პირველად, როგორც
ჩანს, სონეჩკას საფლავთან გამოთხოვების გამო უკვე უკიდურესად
გულდამძიმებული და სასოწარკვეთილი ფიოდორ მიხაილოვიჩის-
გან სიცოცხლის თანმდევ ბედის უკუღმართობაზე ჩივილი გავიგე (ის

215
იშვიათად წუწუნებდა). იმ დღეს ჩემმა ქმარმა საყვარელი დედის სიკ-
ვდილის შემდეგ მარტოობაში გატარებული სიყმაწვილე გაიხსენა,
ლიტერატურულ სარბიელზე მეგობართა დაცინვა, მათი, ვინც თავი-
დან მისი ნიჭი აღიარა, მერე კი სასტიკად აწყენინა. გაიხსენა კატორ-
ღა და იქ გატარებული ოთხი წლის განმავლობაში გადატანილი ტან-
ჯვა. მარია დმიტრევნასთან ქორწინებაში ოჯახური ბედნიერების პოვ-
ნის ოცნებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ახდა: შვილები მარია
დმიტრევნასთან არ ჰყავდა, ცოლის “უცნაური, ეჭვიანი და ავადმყო-
ფური ფანტაზიებით აღსავსე ბუნება” კი იმის მიზეზად იქცა, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მასთან ძალიან უბედური იყო. ახლა კი, როცა
“უდიდესი და ერთადერთი ადამიანური ბედნიერება – შვილის ყოლა”
ეღირსა, ავმა ბედმა ისევ არ დაინდო და მისთვის ესოდენ საყვარელი
არსებაც წაართვა! არც იქამდე და არც მერე არასდროს არ უამბია
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემთვის ასე სრულად და ტრაგიკული
წვრილმანებით ის სიმწარე და წყენა, რომელიც სიცოცხლის განმავ-
ლობაში თავისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისგან ეწ-
ვნია.
მე მის დამშვიდებას ვცდილობდი, ვევედრებოდი, ჩვენთვის მოვ-
ლენილი გამოცდა მორჩილად
მიეღო, მაგრამ მისი გული მწუხარებით იყო სავსე და, როგორც
ჩანს, სჭირდებოდა, რომ ეს მწუხარება თანმდევ ბედის უკუღმართო-
ბაზე ჩივილით მაინც შეემსუბუქებინა. ჩემს საბრალო ქმარს მთელი
გულით ვუთანაგრძნობდი და ესოდენ უბედურად აწყობილ მის ბედს
მასთან ერთად დავტიროდი. ჩვენმა საერთო სატკივარმა და ამ გუ-
ლითადმა ლაპარაკმა, რომელმაც მისი სულის სიღმეებში ჩამახედა,
ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა.
ისეთი მწარე და ნაღვლიანი ზაფხული, როგორიც მე და ჩემმა
ქმარმა ვევში 1868 წელს გავატარეთ თოთხმეტწლიანი ოჯახური
ცხოვრების განმავლობაში აღარასოდეს გვქონია. ჩვენთვის თითქოს

216
ცხოვრება გაჩერდა; ორივეს ფიქრები და საუბრები გამუდმებით სო-
ნიას მოგონებასა და იმ დროს დასტრიალებდა, როცა ჩვენი პატარა
გოგონა თავისი არსებობით სიცოცხლეს გვილამაზებდა. გზად შეხ-
ვედრილი ყოველი ბავშვი ჩვენს დანაკარგს გვახსენებდა და ტკივი-
ლით გული რომ არ დაგვფლეთოდა, სასეირნოდ სადმე მთაში, ისეთ
ადგილას მივდიოდით, სადაც გულისმომკვლელი შეხვედრებისგან
დაცული ვიქნებოდით. ჩვენს უბედურებას მეც მწარედ განვიცდიდი
და სონიას დიდხანს დავტიროდი, მაგრამ სულის სიღრმეში იმ იმე-
დით ვცოცხლობდი, რომ ღმერთი გადმოგვხედავდა და შვილს ისევ
გვაჩუქებდა, რისთვისაც გულმხურვალედ ვლოცულობდი... ამავე
იმედით ჩემს ნუგეშისცემას დედაჩემიც ცდილობდა, რომელიც შვი-
ლიშვილის დაკარგვას არანაკლებ გლოვობდა. ლოცვისა და ამ იმე-
დის წყალობით ჩემი დარდი ნელ-ნელა შემსუბუქდა, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის სულიერი მდგომარეობა კი არა და არ
იცვლებოდა და ეს უკვე ძალიან მაშინებდა. აი, რა წავიკითხე მა-
იკოვისადმი (22 ივნისს) გაგზავნილ მის წერილში, რომლის ბოლო-
საც მაიკოვის ცოლის მოსაკითხი რამდენიმე სიტყვის მიწერა მომიწია:
“..რაც დრო გადის, მით უფრო მწარე ხდება მოგონება და მით ცხა-
დად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ სონიას სახე. არის წუთები, რო-
მელთა ატანაც უბრალოდ შეუძლებელია. ის ხომ მცნობდა უკვე!.. მი-
სი სიკვდილის დღეს, როდესაც გაზეთების წასაკითხად მივდიოდი და
წარმოდგენაც არ მქონდა ორი საათის შემდეგ რა მოხდებოდა, ისე
მიყურებდა და თავისი ლამაზი თვალებით ისე მაცილებდა, ისე შე-
მომხედა ოთახიდან გასვლის წინ, რომ ის მზერა დღემდე და სულ
უფრო და უფრო ცხადად მიდგას თვალწინ. არა, სონეჩკა მე არას-
დროს დამავიწყდება და მის გამო ტანჯვა არასდროს გამინელდება!
რომც მოხდეს და მეორე შვილი შეგვეძინოს, ვერ ვხვდები, როგორ
უნდა შევიყვარო ის, სად ვიპოვო სიყვარული, რომ სხვა ბავშვის შეყ-
ვარება შევძლო? მე სონია მჭირდება. ვერც კი ვიჯერებ, რომ ჩვენი
გოგონა აღარ არის და ვეღარასოდეს ვნახავ”.

217
ამავე სიტყვებით პასუხობდა ფიოდორ მიხაილოვიჩი დედასაც,
როდესაც დედა მის ნუგეშისცემას ცდილობდა. მე მისი დათრგუნული
მდგომარეობა უკვე ძალიან მაშფოთებდა და დამწუხრებულს გონე-
ბაში მუდმივად ერთი და იგივე გულისმომკვლელი აზრი მიტრიალებ-
და: თუ ღმერთი გადმოგვხედავს და შვილს ისევ გვაჩუქებს, ნუთუ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მას ისევე ვერ შეიყვარებს, როგორც სონია უყ-
ვარდა? ისევე ვერ გაიხარებს, როგორიც სონიას დაბადებას
შეჰხაროდა? ...იმ პერიოდში ჩვენს ოჯახში ისეთი ნაღველი და
სევდა იყო გამეფებული, თითქოს ვიღაცას ჩვენს მომავალზე შავი
ფარდა ჩამოეფარებინოს.
ფიოდორ მიხაილოვიჩი რომანზე მუშაობას აგრძელებდა, მაგრამ
ვერც სამუშაოს უდებდა გულს. ჩვენს მძიმე მდგომარეობას ის გარე-
მოებაც დაემატა, რომ ბოლო დროს ჩვენთვის გამოგზავნილი წერი-
ლები იკარგებოდა, რაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ჩვენს
ურთიერთობას ართულებდა, თანაც მაშინ, როცა ეს ურთიერთობები
ჩვენი ერთადერთი ნუგეში იყო. განსაკუთრებით ა.ნ. მაიკოვის მუდამ
საჭირბოროტო და ცოცხალი ინტერესით აღსავსე დაკარგულმა წე-
რილებმა დაგვწყვიტა გული. წერილების დაკარგვის საკითხთან და-
კავშირებული ეჭვი კიდევ უფრო მეტად ანონიმურმა წერილმა გაგ-
ვიმყარა, რომლითაც გვატყობინებდნენ, რომ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი საეჭვო პერსონად ითვლებოდა და შესაბამის უწყებას მისი წერი-
ლების გახსნა და სამშობლოში დაბრუნებისას საზღვარზე გულდას-
მით გაჩხრეკა ჰქონდა ნაბრძანები. თითქოს განგებ, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ხელში აკრძალული წიგნი: “Les secrets du Palais des Tzars”
(ნიკოლაი პავლოვიჩის მეფობის დროიდან) მოხვდა. გმირებს შორის
დოსტოევსკი და მისი ცოლი არიან გამოყვანილი, თანაც რომანში
სხვა ათას სისულელესთან ერთად დოსტოევსკის სიკვდილი და მისი
ცოლის მონასტერში წასვლაა აღწერილი. ნაწარმოებმა ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი უაღრესად აღაშფოთა და ცილისწამებაზე პასუხის გაცე-
მაც კი მოინდომა (არსებობს წერილის პირველადი, შავი ვერსია),

218
მაგრამ მერე გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ სულელური ნაჯღაბ-
ნისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირდა.

VI
შემოდგომაზე ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო, რადაც უნდა
დაგვჯდომოდა, ჩვენი მძიმე მდგომარეობა შეგვეცვალა, ამიტომ სექ-
ტემბრის დასაწყისში იტალიაში გადასვლა და პირველ ხანს მილანში
დასახლება გადავწყვიტეთ. უახლოესი უღელტეხილი Simplon-ის
მთებზე გადადიოდა, რომლის ნაწილიც მე და ჩემმა ქმარმა ფეხით
გავიარეთ, მთისკენ მიმართულ აღმართზე უზარმაზარ დილიჟანსს
გვერდით მივყვებოდით და ხანდახან წინაც ვუსწრებდით, ბილიკებით
ავდიოდით და გზად მთის ყვავილებს ვწყვეტდით. იტალიის მხარეს,
დაღმართზე კი უკვე კაბრიოლეტით დავეშვით. იმ დაშვებისას ერთი
სასაცილო შემთხვევა დამამახსოვრდა: დაბა Domo d’Ossola-ში მე
ხილის საყიდლად და ზაფხულის განმავლობაში შესწავლილ იტა-
ლიური ენის ცოდნაში თავის გამოსაცდელად ერთ-ერთი მაღაზიის-
კენ წავედი, მაგრამ დავინახე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი რომელი-
ღაც სხვა მაღაზიაში შევიდა და გამყიდველთან ლაპარაკში დასახმა-
რებლად, უკან, ისევ მისკენ გამოვწიე. აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საჩუ-
ქებლად ფიოდორ მიხაილოვიჩი გამყიდველს ვიტრინაში შემჩნეული
ძეწკვის ფასს ეკითხებოდა. ვაჭარმა, რომელმაც “წარჩინებულ უც-
ხოელებად” ჩაგვთვალა, ძეწკვს ცეცხლის ფასი დაადო და სამი ათასი
ფრანკი დააფასა, თან გვარწმუნებდა, რომ ძეწკვი ლამის ვესპასია-
ნესდროინდელი იყო. მოთხოვნილისა და ჩვენს განკარგულებაში
არსებული თანხის შეუფარდებლობამ ფიოდორ მიხაილოვიჩს ღიმი-
ლი მოჰგვარა და ეს ჩვენი სონეჩკას გარდაცვალებიდან, შეიძლება
ითქვას, მისი პირველი გაღიმება იყო.
გარემოს შეცვლამ, მოგზაურობისას გზად განცდილმა შთაბეჭდი-
ლებებმა და ახალმა სახეებმა (ლომბარდიელი გლეხები, ფიოდორ

219
მიხაილოვიჩის აზრით, რუს გლეხებს გარეგნობით ძალიან ჩამოჰგავ-
დნენ) ფიოდორ მიხაილოვიჩის განწყობაზე სასიკეთოდ იმოქმედა და
მილანში ყოფნის პირველ დღეებში შესამჩნევად გამოცოცხლდა: წა-
მიყვანა და მილანის ცნობილი ტაძარი – Il Duomo დამათვალიერები-
ნა, რომელიც ყოველთვის მის გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევ-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩი მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ტაძრის
წინ მოედანი დიდი რაოდენობის სახლებით იყო დაპატარავებული
(ახლა მოედანი შედარებით გაფართოებულია) და ამბობდა, Il
Duomo-ს არქიტექტურა ასე თავის დიდებულებას კარგავსო. ერთ-
ერთ მზიან დღეს მე და ჩემი ქმარი ტაძრის სახურავზეც ავედით, რომ
მისი შემოგარენისთვის თვალი შეგვევლო და ქანდაკებები უკეთ შეგ-
ვეთვალიერებინა. მილანში ჩვენ Corso-ს მახლობლად, ერთ-ერთ
ისეთ ვიწრო ქუჩაზე დავსახლდით, სადაც მეზობლებს ერთმანეთთან
ფანჯრებიდან ლაპარაკი შეეძლოთ.
მე ქმრის გამოცოცხლება მახარებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს
დიდხანს არ გაგრძელდა, მალე ფიოდორ მიხაილოვიჩი ისევ დანაღ-
ვლიანდა. ერთადერთი, რაც მეტ-ნაკლებად გულს უკეთებდა, ა.ნ. მა-
იკოვთან და ნ.ნ. სტრახოვთან მიმოწერა იყო. ამ უკანასკნელმა შეგ-
ვატყობინა, რომ რუსეთში ვ.ვ. კაშპირევს ახალი ჟურნალის “Заря”-ს
გამოცემა დაეწყო. ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ამბავმა დიდად დააინ-
ტერესა, მით უფრო იმის გამო, რომ ჟურნალის რედაქციას სათავეში
“Время”-სა და
“Эпоха”-ს ყოფილი თანამშრომელი ნ.ნ. სტრახოვი უნდა ჩასდგო-
მოდა და როგორც ჩემი ქმარი წერდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ: “ჩვენი
მიმართულება და საერთო საქმე არ მომკვდარა. “Время”-მ და
“Эпоха”-მ ნაყოფი მაინც გამოიღო და ახალმა საქმემ სარბიელი იქი-
დან დაიწყო, სადაც ჩვენ გავჩერდით. ეს ძალიან მახარებს”. ფიოდორ
მიხაილოვიჩი ახალ ჟურნალს გულშემატკივრობდა და მისი თანამ-
შრომლებითა თუ დაბეჭდილი ახალი სტატიებით ერთნაირად ინტე-
რესდებოდა (განსაკუთრებით ნ.ი. დანილევსკის მიერ დაწერილი
220
ფუნდამენტური ნაშრომით – “რუსეთი და ევროპა” დაინტერესდა. თა-
ვად დანილევსკის კი ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დრო-
იდან ფურიეს მიმდევრად იცნობდა).
სტრახოვი მონდომებული იყო ფიოდორ მიხაილოვიჩი “Заря”-ს
თანამშრომლობას დათანხმებოდა და ფიოდორ მიხაილოვიჩიც სი-
ამოვნებით თანხმდებოდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც
“იდიოტს” დაასრულებდა, რომლის წერაც ძალიან უჭირდა და, მისი
აზრით, არ გამოსდიოდა. ამბობდა, რომ ადრე არასდროს არც ერთი
რომანის ფაბულა არ ჰქონია “იდიოტის” ფაბულაზე მდიდარი, მაგრამ
იმის მეათედის გადმოცემასაც ვერ ახერხებდა, რის გადმოცემასაც
აპირებდა.
1868 წელს მილანში წვიმიანი და ცივი შემოდგომა იდგა, ამიტომ
ხანგრძლივ სეირნობებს (რაც ჩემს ქმარს ასე ძალიან უყვარდა) ვერ
ვახერხებდით. იქაურ სამკითხველოებში რუსულ გაზეთებს
არ იღებდნენ და სამშობლოდან საგაზეთო ცნობების გარეშე დარ-
ჩენილი ფიოდორ მიხაილოვიჩი მოწყენილი იყო. ამის გამო ორი თვე
მილანში ცხოვრების შემდეგ ფლორენციაში გადასვლა და ზამთრის
იქ გატარება გადავწყვიტეთ. ფიოდორ მიხაილოვიჩი ადრეც ყოფი-
ლიყო ფლორენციაში და ქალაქზე, უმთავრესად კი იქაურ მხატვრულ
საუნჯეზე, კარგი მოგონებები შემორჩენოდა.
ასე რომ, 1868 წლის ნოემბერში იტალიის მაშინდელ დედაქა-
ლაქში გავემგზავრეთ და Palazzo Pitti-ს მახლობლად დავსახლდით.
ადგილის შეცვლამ ჩემს ქმარზე ამჯერადაც სასიკეთოდ იმოქმედა და
ეკლესიების, მუზეუმებისა და სასახლეების დასათვალიერებლად სი-
არული დავიწყეთ. მახსოვს, რა აღფრთოვანებაში მოჰყავდა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი Cathedrale-ს, Santa Maria del fiore-ს ეკლესია-
სა და მომცრო კაპელას – del Battistero-ს, რომელშიც ძირითადად
ჩვილებს ნათლავდნენ. უზომოდ მოხიბლა გამოჩენილი Ghiberti-ს ნა-
მუშევარმა Battistero-ს ბრინჯაოს კარმა (განსაკუთრებით delta del

221
Paradiso-მ), იმდენად, რომ კაპელის გვერდით გავლისას აუცილებ-
ლად ჩერდებოდა და კარს აღფრთოვანებული შეჰყურებდა, მეუბნე-
ბოდა, რომ თუკი ოდესმე გამდიდრდებოდა, ამ კარის ნატურალური
სიდიდის ფოტოსურათს აუცილებლად იყიდდა და თავის კაბინეტში
ჩამოკიდებდა, რომ მისი წარმოუდგენელი სილამაზით ტკბობის სა-
შუალება ყოველდღე ჰქონოდა.
მე და ჩემი ქმარი ხშირად შევდიოდით Palazzo Pitti-შიც და რა-
ფაელის “Madonna della Sedia”-ს
აღფრთოვანებით შევყურებდით. თუმცა არანაკლებ აღფრთოვა-
ნებაში მოჰყავდა ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ მხატვრის მეორე ნამუ-
შევარს – “S. Giovan Battista nel deserto”-საც (იოანე ნათლისმცემე-
ლი უდაბნოში), რომელიც Uffizi-ს გალერეაში იყო გამოფენილი. ჩე-
მი ქმარი ამ ნახატთანაც ყოველთვის ჩერდებოდა და დიდხანს შეჰყუ-
რებდა. სურათების გალერეის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩი იმავე
შენობაში გამოფენილი ცნობილი ბერძენი მოქანდაკის კლეომენის
Venere de Medici-ს სანახავად მიდიოდა, რომელსაც ის შედევრს
უწოდებდა.
ფლორენციაში, ჩვენდა გასახარად, საუკეთესო ბიბლიოთეკა და
სამკითხველოც მოიძებნა, სადაც ორ რუსულ გაზეთს იღებდნენ. გა-
ზეთების წასაკითხად ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველდღე, სადილის
შემდეგ მიდიოდა ხოლმე, მთელი ზამთრის განმავლობაში სახლში
წასაკითხ წიგნებად კი ფრანგულ ენაზე, რომელსაც შესანიშნავად
ფლობდა, ბიბლიოთეკიდან ვოლტერისა და დიდროს ნაწარმოებები
ჰქონდა წამოღებული.
ახალმა, 1869 წელმა ბედნიერება მოგვიტანა: ახალი წლის დად-
გომასთან ერთად მალევე დავრწმუნდით, რომ ღმერთმა ჩვენი ქორ-
წინება დალოცა და შვილი ისევ გვეყოლებოდა. ორივემ უსაზღვროდ
გავიხარეთ და ჩემმა ძვირფასმა ქმარმა ჩემზე ზრუნვა ისეთივე ყუ-
რადღებით დაიწყო, როგორც პირველი ფეხმძიმობისას. მისი ზრუნვა

222
იქამდეც კი მივიდა, რომ ნ.ნ სტრახოვის მიერ გამოგზავნილი, გრაფ
ლ. ტოლსტოის ახლად გამოცემული “ომი და მმშვიდობის” წაკითხვის
შემდეგ რომანის ის ნაწილი დამიმალა, სადაც მშობიარობისას ან-
დრეი ბოლკონსკის ცოლის სიკვდილია აღწერილი. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი შეშინდა, რომ სიკვდილის სცენა ჩემზე მძიმე შთაბეჭდილე-
ბას დატოვებდა. დაკარგული ტომი დიდხანს ვეძებე და ქმარს ვუსაყ-
ვედურე კიდეც, რომ საინტერესო წიგნი დაკარგა, ის კი თავს იმარ-
თლებდა და მარწმუნებდა, რომ წიგნი არ დაკარგულა და ვიპოვი-
დით, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მომცა.
შვილის დაბადების მოლოდინში ფიოდორ მიხაილოვიჩი ნ.ნ. სტრა-
ხოვს სწერდა: “ველი მღელვარედ, შიშით, იმედითა და მოკრძალე-
ბით”... ორივეს გვინდოდა, გოგონა გაგვჩენოდა და რადგანაც ჯერაც
მუცლადმყოფი ჩვენი შვილი უკვე მთელი გულით გვიყვარდა, ამ სიყ-
ვარულის ნიშნად დავარქვით სახელი, რომელიც არც ჩემ და არც
ქმრის ოჯახში არავის ერქვა – ლიუბოვ.
ექიმმა ბევრი სეირნობა მირჩია და მეც ფიოდორ მიხაილოვიჩთან
ერთად ყოველდღე Giardino Boboli-ში (პიტის სასახლეს გარშემორ-
ტყმული ბაღი) ვსეირნობდი. ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ იანვარი
იდგა, ვარდები ყვაოდა და ჩვენც ვარდებს შორის ვსეირნობდით, მზე-
ზე ვთბებოდით და მომავალ ბედნიერებაზე ვოცნებობდით.
ისევე, როგორც ადრე, 1869 წელსაც ფინანსურად სავალალო
მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ძალიან გაგვიჭირდა. “იდიოტის-
თვის” ფიოდორ მიხილოვიჩს ფურცელში ათასხუთასი რუბლი უნდა
აეღო, რაც მთლიანად დაახლოებით შვიდი ათასს შეადგენდა, მაგ-
რამ ამ ფულიდან სამი
ათასი საზღვარგარეთ გამომგზავრებამდე ჩვენი ქორწილის მო-
საწყობად უკვე აღებული გვქონდა, დარჩენილი ოთხი ათასიდან კი
პეტერბურგში დაგირავებული ნივთების პროცენტებს ვიხდიდით და
ამასთან, არც თუ იშვიათად, ჩემი ქმრის გერსა და გარდაცვლილი

223
ძმის ოჯახს ვეხმარებოდით, ასე რომ, ხელში შედარებით მცირე თან-
ხა გვრჩებოდა, მაგრამ ამ უსახსრობას არა მარტო უდრტვინველად,
ხანდახან უდარდელადაც კი ვიტანდით. ფიოდორ მიხაილოვიჩი
თავს მისტერ მიკობერს უწოდებდა, მე კი მისის მიკობერს.17
ჩვენ სიამტკბილობით ვცხოვრობდით და რომ არა გარემოება,
რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩს ძალიან აწუხებდა, ახალი ბედნიე-
რების იმედით ფრთაშესხმულებს დასაჩივლელიც არაფერი გვექნე-
ბოდა, საქმე ის იყო, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი რუსეთს გადაეჩვია და ეს გარემოება მუშაობას
ურთულებდა. 1869 წლის 8 მარტს ს.ა. ხმიროვასადმი მიწერილ წე-
რილში, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ხმიროვას ახალი რომანის – “ათე-
იზმის” დაწერის თავისი განზრახვის შესახებ შემდეგი სიტყვები მისწე-
რა: “აქ რომანის დაწერას ვერაფრით შევძლებ; ამისთვის აუცილებ-
ლად რუსეთში უნდა ვიყო, ვხედავდე, მესმოდეს და რუსულ ცხოვრე-
ბაში უშუალოდ ვმონაწილეობდე... აქ კი, სადაც წერისთვის აუცილე-
ბელი მასალა არ მაქვს, ანუ რუსულ სინამდვილეს (იმას, რაც იდეებს
მიჩენს) ვერ შევიგრძნობ და გარს რუსი ადამიანები არ მახვევია, ვში-
შობ, არა მარტო ამ რომანს, საერთოდ წერის უნარსაც კი დავკარ-
გავ”. თუმცა ჩვენ არა მარტო რუსების, არამედ საერთოდ ადამიანების
ნაკლებობას განვიცდიდით, ფლორენციაში ისეთი ნაცნობი არავინ
გვყავდა, რომელთანაც დალაპარაკებას და ამა თუ იმ საკითხზე მსჯე-
ლობას, გახუმრებას ან
შთაბეჭდილებების გაზიარებას შევძლებდით. გარშემო ყველა უც-
ხო, ზოგჯერ კი მტრულად განწყობილიც კი იყო და ადამიანთაგან ეს
სრული განკერძოება ხანდახან ძალიან გვიმძიმდა. მახსოვს, მაშინ
ვფიქრობდი, ასეთი განმარტოება და განკერძოება ადამიანებს ან ერ-
თმანეთს შეაჯავრებს, ან მთელი სიცოცხლით დააკავშირებს-მეთქი.

17
ჩარლზ დიკენსის რომანის “დავიდ კოპერფილდის” პერსონაჟე-
ბი (რედ.).
224
ჩვენდა საბედნიეროდ, ორი შესაძლებლობიდან ჩვენ მეორე დაგვე-
მართა: ამ უნებურმა განცალკევებამ კიდევ უფრო გულითადად დაგ-
ვაახლოვა და ერთმანეთი კიდევ უფრო დაგვაფასებინა.
იტალიაში გატარებული ცხრა თვის განმავლობაში იტალიური ენა
იმდენად შევისწავლე, რომ მსახურებთან და მაღაზიებში ლაპარაკს
ვახერხებდი, გაზეთებსაც კი ვკითხულობდი და ყველაფერი მესმოდა.
თავისი საქმით დაკავებულ ფიოდორ მიხაილოვიჩს კი ენის სწავლის
დრო, ცხადია, არ ჰქონდა და მე მისი მთარგმნელის როლს ვასრუ-
ლებდი. მაგრამ მოახლოებული ოჯახური მდგომარეობის გამო რო-
მელიმე ისეთ ქვეყანაში უნდა გადავსულიყავით, სადაც ფრანგულად
ან გერმანულად ილაპარაკებდნენ და ექიმთან, მეანთან თუ მაღაზი-
ებში ფიოდორ მიხაილოვიჩსაც შეეძლებოდა ლაპარაკი. დიდხანს
ვბჭობდით, სად წავსულიყავით, რადგან ისეთი ქვეყნის შერჩევა გვინ-
დოდა, სადაც ქმარს ინტელექტუალურ საზოგადოებასთან ურთიერ-
თობის საშუალებაც ექნებოდა, ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩს შევ-
თავაზე რუსეთის მონათესავე და ახლო ქვეყანა აგვერჩია და ზამთა-
რი პრაღაში გაგვეტარებინა. იქ ჩემი ქმარი გამოჩენილი პოლიტიკუ-
რი მოღვაწეების გაცნობასა და მათი საშუალებით იქაურ ლიტერატუ-
რულ და
მხატვრულ წრეებზე გასვლას შეძლებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩს
ჩემი აზრი მოეწონა, მით უმეტეს, რომ 1867 წელს სლავების ყრილო-
ბაზე დაუსწრებლობას თვითონაც ხშირად ნანობდა; ის რუსეთში დაწ-
ყებულ სლავებთან დაახლოების პროცესს გულშემატკივრობდა და
მათი ახლოს გაცნობოს სურვილი ჰქონდა. ამგვარად, საბოლოოდ,
პრაღაში გამგზავრება და ზამთრის იქ გატარება გადავწყვიტეთ, მაგ-
რამ ჩემს მდგომარეობაში ხანგრძლივი მოგზაურობა სირთულეს
წარმოადგენდა და მოვილაპარაკეთ, რომ პრაღაში ჩასვლამდე,
გზად რამდენიმე ქალაქში შევისვენებდით. პირველი ქალაქი ვენეცია
იყო, მაგრამ მატარებლიდან მატარებლამდე გზად ჯერ ბოლონიაში

225
გავჩერდით და მაშინვე იქაურ მუზეუმში რაფაელის “წმინდა ცეცი-
ლია”-ს სანახავად გავეშურეთ. ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს მხატვრუ-
ლი ნაწარმოები ძალიან მოსწონდა, მაგრამ ადრე მხოლოდ ასლები
ენახა და უაღრესად გაიხარა, რომ ორიგინალის ნახვის საშუალებაც
მიეცა... იმდენად, რომ მატარებელზე მისასწრებად ნახატს ძლივს
მოვწყვიტე.
ვენეციაში რამდენიმე დღე დავყავით, ფიოდორ მიხაილოვიჩი წმ.
მარკოზის ბაზილიკის (Chiesa San Marco) არქიტექტურამ აღაფ-
რთოვანა და საათების განმავლობაში მოზაიკით მოპირკეთებულ მის
კედლებს შეჰყურებდა. უზომოდ მოხიბლა Palazzo Ducale-ს გასაო-
ცარმა არქიტექტურამაც, რომელიც ერთად დავათვალიერეთ, და XV
საუკუნის საუკეთესო მხატვრების მიერ მოხატულმა დოჟების სასახ-
ლის გამაოგნებლად ლამაზმა ჭერებმაც. San Marco-ს მოედანი კი
დღისითაც და ღამითაც ჩვენზე იმდენად მომაჯადოებლად მოქმედებ-
და, რომ შეიძლება ითქვას, ვენეციაში ყოფნის ოთხი დღის განმავ-
ლობაში მოედნიდან ფეხი არ გამოგვიდგამს.

VII
ვენეციიდან ტრიესტში გემით მგზავრობა ჩემთვის უაღრესად მძიმე
გამოდგა; ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან ღელავდა და წუთითაც არ
მშორდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად
დამთავრდა. კიდევ ორი დღე ვენაში გავჩერდით და საბოლოოდ
პრაღაში ათდღიანი მოგზაურობის შემდეგ ჩავედით. სამწუხაროდ,
პრაღაში იმედგაცრუება გველოდა: აღმოჩნდა, რომ იმხანად ქალაქ-
ში კერძო სასტუმროს ტიპის, ავეჯით გაწყობილი ოთახები მხოლოდ
მარტოხელა ადამიანებისთვის არსებობდა, ოჯახებისთვის კი, ანუ შე-
დარებით მშვიდი და მოსახერხებელი, არაფერი ქირავდებოდა. პრა-
ღაში დასარჩენად ცალკე ბინა უნდა გვექირავებინა, ნახევარი წლის
საფასური წინასწარ გადაგვეხადა და ავეჯითა და ყველა საჭირო ნივ-

226
თით იქაურობა თავად მოგვეწყო. ამხელა ხარჯის გაწევა არ შეგვეძ-
ლო. სამდღიანი ძებნის შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებულები
გავხდით ქალაქი, რომელიც ძალიან მოგვწონდა, დაგვეტოვებინა და
გეზი ისევ გერმანიისკენ აგვეღო. ასე დაინგრა ჩემი ქმრის სლავების
სამყაროსთან დაახლოების იმედებიც. ისღა დაგვრჩენოდა დრეზ-
დენში, ანუ ისევ იქ გავმგზავრებულიყავით, სადაც ცხოვრების პირო-
ბებს უკვე კარგად ვიცნობდით. ასე მოხდა, რომ აგვისტოს დასაწყისში
დრეზდენში ჩავედით და ქალაქის ინგლისურ ნაწილში,
Victoriastrafie-ს, # 5-ში კერძო სასტუმროს სამი ოთახი დავიქირავეთ
(ჩემი მშობიარობისთვის დედა ისევ ჩამოვიდა), სადაც 1869 წლის 14
სექტემბერს ჩვენს ოჯახს ბედნიერება ეწვია და მეორე შვილი – ლი-
უბოვი
გაგვიჩნდა. უსაზღვროდ ბედნიერმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ა.ნ.
მაიკოვისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც მეგობარს შვილის ნათ-
ლიობას სთხოვდა, მისწერა: “სამი დღის წინ ჩვენი გოგონა – ლიუბო-
ვი დაიბადა. ყველაფერი კარგად დასრულდა და ბავშვი ზომით დი-
დი, ჯანმრთელი და ნამდვილი მზეთუნახავია”... ცხადია, მხოლოდ
უზომოდ მოყვარული და აღფრთოვანებული მამის თვალებს შეეძ-
ლო დაენახა ვარდისფერ ახლად დაბადებულ ჩვილში “ნამდვილი
მზეთუნახავი”.
შვილის დაბადებამ ოჯახში ყველას ისევ ბედნიერებით გაგვინათა
გული. ფიოდორ მიხაილოვიჩი ბავშვს უაღრესად სათუთად ეპყრო-
ბოდა, თავს დასტიალებდა, თვითონ აბანავებდა, ხელში ეჭირა, არ-
წევდა და თავს იმდენად ბედნიერად გრძნობდა, რომ ნ.ნ. სტრახოვს
მისწერა: “ოჰ, პატივცემულო ნიკოლაი ნიკოლაევიჩ, ნეტავ თქვენც
დაქორწინებული იყოთ და შვილი გყავდეთ. გეფიცებით, ეს ცხოვრე-
ბისეული ბედნიერების 3/4-ია, დანარჩენი სასიხარულო კი მხოლოდ
ერთ მეოთხედს თუ მოიცავს”.

227
ამჯერადაც ერთი ნათლია ა.ნ. მაიკოვი იყო, მეორედ ჩემმა ქმარმა
თავისი საყვარელი და – ვ.მ. ივანოვა ამოირჩია, მონაცვლედ კი დე-
დაჩემი. თუმცა ნათლობა იმის გამო, რომ ჯერ მე ვავადმყოფობდი,
მერე კი დრეზდენის ეკლესიის მღვდელი იყო პეტერბურგში საქმეებ-
ზე წასული მხოლოდ დეკემბერში მოხერხდა.
დრეზდენში მშვენიერი სამკითხველოც ვიპოვეთ, სადაც უცხოურ
გაზეთებთან ერთად ბევრ რუსულ გაზეთსაც იღებდნენ და მუდმივად
იქ მცხოვრებ რუსთაგან ნაცნობებიც გამოგვეძებნა, რომლებიც წირ-
ვის შემდეგ მამაოს უაღრესად სტუმართმოყვარე ოჯახს სტუმრობ-
დნენ ხოლმე. ამასთან ახალ ნაცნობებს შორის რამდენიმე ჭკვიანი და
ინტელიგენტი ისეთი ადამიანიც გამოერია, რომელთანაც ჩემი ქმარი
სიამოვნებით საუბრობდა და ეს დრეზდენული ცხოვრების კარგი მხა-
რე იყო.
“მარადი ქმრის” დასრულების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩმა
რომანი ჟურნალ “Заря”-ს გაუგზავნა, სადაც ის 1870 წლის პირველ
ორ ნომერში დაიბეჭდა. ამ რომანს ავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს
და 1866 წლის ზაფხულში, მოსკოვის მახლობლად, ლიუბლინოში ჩა-
სული და თავისი დის – ვ.მ. ივანოვას აგარაკის გვერდით მცხოვრები
ჩემი ქმრის ყოფის გამოძახილია. ზახლებინინების ოჯახის წევრთა სა-
ხეებში ფიოდორ მიხაილოვიჩმა ივანოვების ოჯახი გამოსახა: ერთია-
ნად სადოქტორო პრაქტიკაში თავით გადაშვებული მამა, დიასახლი-
სობით მუდამ დაღლილი დედა და მხიარული ახალგაზრდობა – ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის დისწულები და მათი მეგობრები. მარია ნიკი-
ტიშნას მეგობრის სახედ ოჯახის მეგობარი – მ.ს. ივანჩინა-პისარევაა
გამოსახული, ალექსანდრ ლობოვის პროტოტიპად კი, ცხადია, ძლი-
ერ იდეალიზებული სახით, ფიოდორ მიხაილოვიჩის გერი – პ.ა.
ისაევი. ველჩანინოვში კი თავად ფიოდორ მიხაილოვიჩისეული ზო-
გიერთი შტრიხია გამოყენებული, მაგალითად, აგარაკზე ჩასული
ველჩანინოვის წამოწყებული სხვადასხვა სახის თამაშის აღწერისას.
სწორედ ასეთ მხიარულ და

228
საზრიან ადამიანად აღწერს ახალგაზრდებს შორის მოხვედრილ
ფიოდორ მიხაილოვიჩს იმ ზაფხულის საღამოებისა და წარმოდგენე-
ბის ერთ-ერთი მონაწილე – ნ.ნ. ფონ-ფოხტი.
1869/70 წლების ზამთარში ფიოდორ მიხაილოვიჩმა მუშაობა და-
იწყო ახალი რომანის ქარგის შედგენაზე, რომლის სათაურიც “დიადი
ცოდვილის ცხოვრება” უნდა ყოფილიყო და, მისი ჩანაფიქრით, ხუთი
დიდი (თითო თხუთმეტ ფურცლამდე) მოთხრობისგან უნდა შემდგა-
რიყო, თანაც ყოველ მოთხრობას დამოუკიდებელი ნაწარმოების სა-
ხე უნდა ჰქონოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ჟურნალში და-
ბეჭდვა ან ცალკე წიგნად გამოცემა შესძლებოდა. ამასთან, ხუთივე
მოთხრობაში ფიოდორ მიხაილოვიჩი წინა პლანზე მთელი ცხოვრე-
ბის განმავლობაში მისი თანმდევი, მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი
და მტანჯველი – ღმერთის არსებობის საკითხის წამოწევას აპირებდა.
პირველში მოქმედება წინა საუკუნის ორმოციან წლებში უნდა განვი-
თარებულიყო და, შესაბამისად, რამდენადაც იმდროინდელი ყოფის
აღსაწერად საჭირო მასალაშიც და სახეებშიც ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი ძალიან კარგად ერკვეოდა, მოთხრობის დაწერა უცხოეთშიც თა-
ვისუფლად შეეძლო. სწორედ ამ მოთხრობის დაბეჭდვა უნდოდა
ჩემს ქმარს “Заря”-ში. მეორე მოთხრობის დასაწერად კი, რომელშიც
მოქმედება მონასტერში უნდა განვითარებულიყო, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს აუცილებლად სჭირდებოდა რუსეთში დაბრუნება. მასში
ქმარს მთავარ გმირად, თავისთავად ცხადია, შეცვლილი სახელით
წმინდა ტიხონ ზადონელის გამოყვანა უნდოდა და ამ რომანზე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი დიდ იმედს ამყარებდა,
იმდენად დიდს, რომ თავისი ლიტერატურული საქმიანობის და-
სასრულადაც კი აღიქვამდა. საბოლოოდ, იმის გათვალისწინებით,
რომ ჩაფიქრებული რომანის ბევრი გმირი შემდგომ “ძმებ კარამაზო-
ვებში” შევიდა, შეიძლება ითქვას, მისი ეს წინათგრძნობა ახდა კიდეც.
მაგრამ მაშინ მან ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, რადგან
სხვა თემამ გაიტაცა, რის შესახებაც ნ.ნ. სტრახოვს მისწერა: “იმაზე,

229
რასაც ახლა “Русский вестник”-ისთვის ვამზადებ, დიდ იმედს ვამყა-
რებ, მაგრამ არა მხატვრულობის, არამედ ტენდენციურობის მხრივ:
თუნდაც ამით დაიკარგოს მხატვრულობა, მინდა მასში რამდენიმე
მოსაზრება გამოვთქვა, რომლებიც გონებასა და გულში დამიგროვ-
და; პამფლეტიც რომ გამოვიდეს, სათქმელს მაინც ვიტყვი”.
ეს იყო რომანი “ეშმაკნი”, რომელიც 1871 წელს დაიბეჭდა. ახალი
თემის იდეა ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი ძმის ჩამოსვლამ გაუჩინა.
საქმე ის იყო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა, რომელიც უცხოურ გა-
ზეთებს მუდმივად კითხულობდა (მათში ბევრი ისეთი რამ იბეჭდებო-
და, რასაც რუსულ გაზეთებში ვერ წაიკითხავდი), პეტროვსკის სასოფ-
ლო-სამეურნეო აკადემიაში ძალიან მალე პოლიტიკური მღელვარე-
ბის დაწყება განჭვრიტა და იმით შეშინებულმა, რომ ჩემი ძმა ახალ-
გაზრდული დაუფიქრებლობისა თუ უნებისყოფობის გამო არეულო-
ბაში მონაწილებას მიიღებდა, დედაჩემი დაარწმუნა, შვილი ჩვენთან,
დრეზდენში გამოეხმო. მისი ჩამოსვლით ფიოდორ მიხაილოვიჩი იმე-
დოვნებდა, რომ სამშობლოს მონატრებით უკვე დანაღვლიანებულს
– მეც მანუგეშებდა და დედასაც, რომელიც უკვე ორი წელია უცხოეთ-
ში იმყოფებოდა (ხან ჩემს
დისწულებთან, ხანაც ჩვენთან) და, ცხადია, შვილი ძალიან ენატ-
რებოდა. ჩემი ძმა უცხოეთში გამომგზავრებაზე ყოველთვის ოცნე-
ბობდა, ამიტომ არდადეგებით ისარგებლა და დრეზდენში ჩამოვიდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ის ყოველთვის მოსწონდა და მისი საქმიანო-
ბით, ნაცნობებით, საერთოდ სტუდენტთა ყოფითა და განწყობით ინ-
ტერესდებოდა, ივან გრიგორევიჩი კი ყველაფერს დაწვრილებით და
გატაცებით უყვებოდა. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გაუჩ-
ნდა ფიოდორ მიხაილოვბიჩს აზრი ერთ-ერთ მოთხრობაში იმდრო-
ინდელი პოლიტიკური მოძრაობის თემა გაეშალა და ერთ-ერთ მთა-
ვარ გმირად (შატოვის გვარით), შემდგომ ნიჩაევის მიერ მოკლული
სტუდენტი ივანოვი გამოესახა. სტუდენტ ივანოვს ჩემი ძმა ჭკვიან და

230
ძლიერი ხასიათის მქონე, საკუთარი ძველი შეხედულებების ძირფეს-
ვიანად შემცვლელ პიროვნებად ახასიათებდა, ამიტომ გაზეთებიდან
ამოკითხული ცნობა, რომ მოკლეს ადამიანი, რომლის მიმართაც
გულწრფელ სიმპათიას გრძნობდა, მისთვის ნამდვილ თავზარდამცე-
მი იყო!.. ის მღვიმე, რომელშიც ივანოვი მოკლეს და პეტროვსკის აკა-
დემიის პარკი, ფიოდორ მიხაილოვიჩმა სწორედ ჩემი ძმის მონათ-
ხრობზე დაყრდნობით აღწერა.
დავამატებ, რომ დრეზდენში ჩემი ძმის ჩამოსვლა მისი ცხოვრების
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენადაც იქცა: ქალიშვილი,
რომელიც მან რუსული საზოგადოების წარმომადგენელთა შორის
გაიცნო, ერთი წლის შემდეგ მისი ცოლი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი რომანის მასალა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს რეალობიდან ჰქონდა აღებული, წერა მაინც ძალიან გა-
უჭირდა. როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, თავისი ნამუშევრით ის
ფრიად უკმაყოფილო იყო, ბევრჯერ გადააკეთა და დაახლოებით
თხუთმეტი ფურცლი სულაც გაანადგურა. როგორც ჩანს, ტენდენციუ-
რი რომანი მისი შემოქმედების სულისკვეთებასა და ხასიათს ვერ ესა-
დაგებოდა.
მალე, მას შემდეგ, რაც ჩვენი ლიუბოჩკა წამოიზარდა და ჩემს
მუდმივ ყურადღებას აღარ საჭიროებდა, საშუალება მომეცა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან ერთად მესეირნა, სამხატვრო გალერეებში
მევლო და ბრულის ტერასაზე გამართულ იაფფასიან კონცერტებს
დავსწრებოდი. ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს ჩემი ქმრის მუდ-
მივად მოჩქარე და მიზნით გულანთებული ბუნებისთვის დამახასია-
თებელი რამ შეგვემთხვა. აი, რა მოხდა: 1870 წლის ზამთარში რო-
მელიღაც გარდაცვლილი ჰერცოგინიას ავეჯსა და ნივთებზე აუქციო-
ნი მოეწყო. იყიდებოდა ბრილიანტები, კაბები, თეთრეული, ბეწვეუ-
ლი და ა.შ. შესაბამისად, მისი სასახლის დარბაზებიც ხალხით იყო გა-
დავსებული. აუქციონის ერთ-ერთ ბოლო დღეს მისი სახლის გვერ-

231
დით ჩავლისას ფიოდორ მიხაილოვიჩს აუქციონზე შესვლა შევთავა-
ზე, უბრალოდ მაინტერესებდა გერმანელებთან ასეთი საჯარო ვაჭ-
რობა როგორ ტარდებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩიც დამთანხმდა
და დარბაზში ავედით. ნივთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულიყო და
დარბაზში უმეტესად ფუფუნების საგნებიღა ეწყო, ისეთი ნივთები,
რომელთა მსურველიც ეკონომიურ გერმანელებს შორის ცოტა თუ
მოიძებნებოდა. ამიტომ იმ დღეს ისინი არა შემფასებლის მიერ და-
წესებულ, არამედ შეთავაზებულ ფასად იყიდებოდა. უცებ ფიოდორ
მიხაილოვიჩმა ბუფეტის თაროებზე ბოჰემიური შუშის, მოოქროვილი
მორთულობებით, მუქი შინდისფერი, საოცრად ლამაზი და დახვეწი-
ლი სტილის surtout de table18 შენიშნა. სერვიზი მთლიანად თვრამე-
ტი ნაჭრისგან შედგებოდა: ერთნაირი მოხატულობის ორი დიდი ვაზა,
ორი საშუალო, ექვსი შედარებით მომცრო, ოთხი სამურაბე და ოთ-
ხიც თეფში. ფიოდორ მიხაილოვიჩმა, რომელსაც ლამაზი ნივთები
ძალიან უყვარდა, სერვიზი ყურადღებით შეათვალიერა, “რა კარგი
იქნებოდა ეს ვაზები შეგვეძინაო”, – თქვა და მერე კითხვით მომიბ-
რუნდა: “გინდა, ანეჩკა, ვიყიდოთ?” მე გამეცინა, რადგან მიუხედავად
იმისა, რომ იმ წუთას ფული გვქონდა, ამხელა სერვიზის საყიდლად
მაინც არ გვეყოფოდა. ჩვენ გვერდით ბროლის სერვიზს ერთი ფრან-
გი ქალიც აღფრთოვანებით შესცქეროდა და მასთან ერთად მოსულ
მეორე ქალს ეუბნებოდა: ამდენი ნაჭრისგან რომ არ შედგებოდეს აუ-
ცილებლად ვიყიდდიო. ეს ნათქვამი ფიოდორ მიხაილოვიჩმაც გა-
იგონა და ფრანგ ქალს მიმართა: “მადამ, მოდი, სანახევროდ ვიყი-
დოთ”. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ სერვიზი გასაყიდად გამოი-
ტანეს და თვრამეტი ტალერი, ნაჭერზე ერთ ტალერად დააფასეს.

18
სამაგიდო მორთულობის ნაკრები, გრძელი ლანგარი, რომე-
ლიც ძველად მაგიდის სიგრძეზე ზედ შანდლების, ლარნაკების, დე-
სერტისთვის განკუთვნილი ჭურჭლისა და სხვა მსგავსი ნივთების და-
საწყობად იდგმებოდა.
232
ესოდენ დიდ სერვიზში ამდენად დაბალი ფასი ეკონომიურ გერმანე-
ლებსაც კი მისაღებად მოეჩვენათ და სერვიზის ყიდვის მსურველები
მათ შორისაც გამოჩდნენ, ყოველი მათგანი ფასს funf Groschen-ით19
ზრდიდა და მხოლოდ ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო აზარტში
შესული ფიოდორ მიხაილოვიჩი ამატებდა თითო-თითო ტალერს.
ვხედავდი, რომ ფასი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და იმის ში-
შით,
რომ ფრანგი ქალბატონი ასეთ მაღალ ფასზე უარს იტყოდა და
მთელი სერვიზის ყიდვა ჩვენ მოგვიწევდა, ქმარს უკვე თავზარდაცე-
მული შევყურებდი. აუქციონისტმა ფასი ორმოცდაერთ ტალერამდე
აიყვანა და მყიდველები რომ არ შემოფანტვოდა ვაჭრობა შეწყვიტა.
სერვიზი ჩვენ დაგვრჩა. ფრანგმა ქალბატონმა დათქმულ წინადადე-
ბაზე უარი არ თქვა და შენაძენი პატიოსნად გავიყავით. მაგრამ ამდე-
ნი ვაზა სახლში რომ მიგვეტანა გავიყავით, ფიოდორ მიხაილოვიჩი
დარბაზში, შენაძენთან დარჩა, მე კი ორ მტვირთავთან ერთად სახ-
ლისკენ გავეშურე, ამასთან, პირველ წამოღებაზე მტვირთავებს ხელ-
ში მხოლოდ თითო-თითო ვაზა ეჭირათ და, შესაბამისად, სერვიზის
სრულად მოსატანად კიდევ ორი გზის გაკეთება დასჭირდათ. თუმცა
ამ შემთხვევის დამაგვირგვინებლად მაინც ფიოდორ მიხაილოვიჩის
კაბინეტში ვაზების კოლექციის დანახვაზე დედის გაოცება და მისი
დასმული პირველივე კითხვა იქცა: “კი მაგრამ, ამ ყველაფრის რუ-
სეთში წაღებას როგორღა აპირებთ? ჩვენ ხომ სკივრები არ გვაქვს,
ჩემოდნებში კი სერვიზი გაგიტყდებათ!” ეს კითხვა აქამდე არც ერთ
ჩვენგანს არ გასჩენია, მაგრამ რომც გაგვჩენოდა აზარტით გულანთე-
ბული ჩემი ქმარი შენაძენზე უარს მაინც არ იტყოდა. საბედნიეროდ,
ყველაფერი კარგად დასრულდა: ნაცნობთაგან დრეზდენიდან რუ-
სეთში ბევრი მიდი-მოდიოდა და პეტერბურგში წასაღებად და ჩემი
დისთვის გადასაცემად ნაცნობებს თითო-თითო ვაზას ვატანდი. ასე

19
(გერ.) ხუთი გროში.
233
რომ, ბროლის სერვიზის პეტერბურგში ჩამოტანა საბოლოოდ მაინც
მოხერხდა და ის დღემდე ჩვენი ოჯახური ძვირფასეულობაა.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი, როგორც უკვე ვთქვი, რუს
მღვდელს – ნ.ფ. როზანოვს ვსტუმრობდით ხოლმე. ჩემს ქმარს ის
დიდად არ მოსწონდა, რადგან ხასიათის სიმკვირცხლისა და მსჯე-
ლობებში ერთგვარი ფუქსავატობის გამო ფიოდორ მიხაილოვიჩის
წარმოდგენით შექმნილ ეკლესიის ღირსეული მსახურის სახეს არ შე-
ესაბამებოდა, მაგრამ მღვდლის ცოლი უაღრესად კეთილი და სტუ-
მართმოყვარე ქალი იყო, მათი მცირეწლოვანი შვილები კი იმდენად
საყვარლები, რომ ყველაფერს ალამაზებდნენ. იმ წლებში დრეზდენ-
ში მცხოვრებ რუს ქალბატონთა შორის რამდენიმე ჩემი ქმრის გულ-
მხურვალე თაყვანისმცემელიც აღმოჩნდა, რომელთაც ფიოდორ მი-
ხაილოვიჩისთვის ყვავილები და წიგნები მოჰქონდათ და, რაც მთავა-
რია, ჩვენს ლიუბოჩკას სათამაშოებით ანებივრებდნენ, რითიც, რა
თქმა უნდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის გულის მოგებას ცდილობდნენ.
1870 წლის ოქტომბრის ბოლოს დრეზდენელი რუსები მღვდელ-
თან შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რუსეთის წარმომადგენლებისადმი
19 დეკემბრით დათარიღებულ დეპეშასთან დაკავშირებით მაშინდე-
ლი კანცლერის სახელზე მიმართვა დაეწერათ. მიმართვის ტექსტის
შედგენა კი შეკრებილებმა ჩემს ქმარს სთხოვეს. მიუხედავად იმისა,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი მაშინ უაღრესად დაკავებულიო იყო,
მათ თხოვნას დათანხმდა და მიმართვა დაწერა, აი ისიც:
“ჩვენ, დროებით უცხოეთში, დრეზდენში მცხოვრებმა რუსებმა,
თქვენი უმაღლესი ნების შესახებ,
რომელიც პარიზის ტრაქტატის ხელმომწერ სახელმწიფოებში
მცხოვრები რუსი წარმომადგენლებისადმი 19 დეკემბერით დათარი-
ღებილი თქვენი მიმართვის დეპეშაშია ასახული, აღფრთოვანებითა
და მადლიერებით შევიტყვეთ და ბედნიერი ვართ, რომ ძმურად და
ერთსულოვნად შეკრებილებს საშუალება გვეძლევა თქვენს ბრწყინ-

234
ვალებას აქედან სიხარულით აღსავსე იმ გრძნობათა შესახებ ვაცნო-
ბოთ, რომლებიც თქვენი დეპეშის კითხვისას ყოველმა ჩვენგანმა გა-
ნიცადა. ჭეშმარიტებითა და უდიდესი ღირსებით აღსავსე ამ სიტყვებს
ყოველი ჩვენგანი რუსად წოდებულის სიამაყით კითხულობდა და
მასში თითქოს ჩვენი დიადი და სახელოვანი რუსეთის ხმა ესმოდა.
შევთხოვთ ღმერთს, რომ ბედნიერება მომადლოს და კიდევ მრავალ
წელს განსაცდელისგან დაიცვას ჩვენი საყვარელი სამშობლო. შევ-
თხოვთ, რომ მის საკეთილდღეოდ კიდევ მრავალ წელს შეეწიოს
ჩვენს სათაყვანებელ ხელმწიფე-განმათავისუფლებელს, მის სასიკე-
თოდ კი ისეთ სახელოვან და მამაც მსახურთ, როგორიც თქვენ
ბრძანდებით”.
ეს მიმართვა უამრავი ხელმოწერით (ასამდე) შეივსო და კან-
ცლერს გაეგზავნა.
უცხოეთში ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში რუსე-
თი, რა თქმა უნდა, მენატრებოდა, მაგრამ ახალი შთაბეჭდილებები,
კარგიც და ცუდიც, დარდს მიქარვებდა. მეოთხე წელს კი მონატრების
გრძნობამ უკვე ერთიანად მომიცვა... მიუხედავად იმისა, რომ ჩემ-
თვის ყველაზე
საყვარელი ადამიანები: ქმარი, შვილი, დედა და ძმა გვერდით
მყავდა, მთავარი მაკლდა, ჩემი სამშობლო, რუსეთი მენატრებოდა.
ეს გრძნობა ნელ-ნელა ავადმყოფობად მექცა, ნოსტალგიად და ჩვე-
ნი მომავალი უკვე ძალიან უიმედოდ მესახებოდა. მეჩვენებოდა, რომ
რუსეთში ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით და დაბრუნების ხელშემ-
შლელი გარემოებები არასოდეს გამოგველეოდა: ის, რომ ხან ფული
არ გვქონდა, ხან გვქონდა, მაგრამ გამგზავრება ჩემი ფეხმძიმობისა
თუ ბავშვის გაციების საშიშროების გამო არ შეიძლებოდა და ა.შ. უც-
ხოეთი უკვე ციხედ მეჩვენებოდა, რომელშიც საკუთარი ნებით მოვ-
ხვდი და რომლიდანაც ვერასოდეს გავაღწევდი. ოჯახის წევრები
დაყვავებას და ჩემს დაიმედებას ცდილობდნენ, მარწმუნებდნენ, რომ
მდგომარეობა შეიცვლებოდა და სამშობლოში დავბრუნდებოდით,

235
მაგრამ სანუგეშო სიტყვები ჩემზე აღარ მოქმედებდა: ამ დაპირებები-
სა აღარ მჯეროდა და უკვე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ
სამუდამოდ უცხო მიწაზე დარჩენა მეწერა. რა თქმა უნდა, ცხადად
ვაცნობიერებდი, რომ ამ დარდით ჩემს ძვირფას ქმარსაც ვტანჯავდი,
რომელსაც სამშობლოდან შორს ცხოვრება თავადაც აუტანლად უმ-
ძიმდა: ვცდილობდი, მისი თანდასწრებით თავი შემეკავებინა, არ მე-
ტირა და არ დამეჩივლა, მაგრამ ხანდახან გამკრთალი მწუხარე გა-
მომეტყველება მაინც გამცემდა ხოლმე... უკვე აღარაფერს ჰქონდა
მნიშვნელობა, ოღონდ კი ჩემთვის ესოდენ ძვირფას და საამაყო სამ-
შობლოში დავბრუნებულიყავი და მზად ვიყავი ყველანაირი გასაჭირი
გადამეტანა, სიღარიბისა და უპოვრობისთვისაც კი გამეძლო. მაშინ-
დელი ჩემი მდგომარეობის გახსენებისას ვიტყვი, რომ იმ ტანჯვის გა-
მოცდას, რომელიც ხანდახან უკვე სრულიად აუტანელ ზღვარს აღ-
წევდა ხოლმე, ალბათ უბოროტეს მტერსაც კი არ ვუსურვებდი.
1870 წლის ბოლოს გაირკვა გარემოება, რომელიც საკმაოდ დი-
დი თანხის მიღების საშუალებას გვაძლევდა. საქმე ის იყო, რომ სტე-
ლოვსკის, რომელმაც 1865 წელს ფიოდორ მიხაილოვიჩის თხზულე-
ბათა სრულ კრებულად გამოცემის უფლება იყიდა, ცოტა ხნით ადრე
ცალკე გამოცემად რომანი – “დანაშაული და სასჯელი” დაებეჭდა.
მოლაპარაკების თანახმად, მას ცალკე გამოცემის საფასურად ჩემი
ქმრისთვის დამატებით ათას რუბლზე მეტი უნდა გადაეხადა, მაგრამ
რომანი დაიბეჭდა და სტელოვსკი, როგორც ჩანდა, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩისთვის ფულის გადახდას არ აპირებდა, ეს მას შემდეგ გაირ-
კვა, რაც მასთან პაველ ალექსანდროვიჩი მივიდა და გამოუცხადა,
რომ მინდობილობა თანხის მიღებაზე მას ჰქონდა, სტელოვსკიმ კი
ფიოდორ მიხაილოვიჩის გერს ფული არ მისცა. ჩემმა ქმარმა, რამ-
დენადაც გერის გამოცდილების იმედი არ ჰქონდა, ა.ნ. მაიკოვს
სთხოვა ფულის მიღების საქმე ეთავა, თუმცა, ცხადია, არა პირადად,
არამედ ნაფიცი რწმუნებულის დახმარებით.

236
უცხოეთში ჩვენი ოთხწლიანი ცხოვრების განმავლობაში პატივცე-
მული ა.ნ. მაიკოვის უსაზღვრო სიკეთეს უდიდესი მადლიერების
გრძნობით ვიხსენებ და ვიტყვი, რომ აპოლონ ნიკოლაევიჩი ამჯერა-
დაც ძალიან დაგვეხმარა, გარდა იმისა, რომ საქმე რწმუნებულს ჩა-
აბარა, სტელოვსკისთან მოლაპარაკებების წარმოებას თავადაც ცდი-
ლობდა. მაგრამ ეს გამომცემელი ნამდვილი თაღლითი იყო და იმის
შიშით, რომ სტელოვსკი მის მოტყუებასაც შეეცდებოდა, გადაწყვიტა,
პეტერბურგში თავად ფიოდორ მიხაილოვიჩი გაეხმო, მაგრამ რად-
განაც ჩვენი ფინანსური
გაჭირვების შესახებაც კარგად მოეხსენებოდა, უკიდურესი ზომა
მოიფიქრა, კერძოდ კი, დეპეშა გამოგვიგზავნა, რომელშიც ფიოდორ
მიხაილოვიჩს ურჩევდა ასი რუბლი სესხად ლიტერატურული ფონ-
დისთვის ეთხოვა და ამ ფულით მარტო, ოჯახის გარეშე, პეტერბურ-
გში ჩასულიყო. საუბედუროდ, დეპეშა 1 აპრილს მოვიდა (იმ დღეს,
როდესაც რუსეთში ერთმანეთისთვის ტყუილის თქმაა მიღებული) და
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა პეტერბურგში ეს გაწვევა ვიღაცის ხუმ-
რობად ან რომელიმე კრედიტორის მზაკვრულ ჩანაფიქრად ჩავთვა-
ლეთ, ვიფიქრეთ, რომ ამის უკან შეიძლებოდა სტელოვსკიც კი მდგა-
რიყო, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი
პეტერბურგში ჩაეყვანა და სავალო განყოფილებაში ჩასმის მუქარით
“დანაშაული და სასჯელისთვის” გადასახდელი ფული ჩალის ფასად
ნაყიდი ჩვენივე თამასუქებით გაესტუმრებინა. აპოლონ ნიკოლაევი-
ჩის ზრუნვა ჩვენთვის გამოგზავნილი დეპეშით არ ამოწურულა, მან
ლიტერატურულ ფონდს თავისი სახელითაც მიმართა და მწერალ
დოსტოევსკისთვის სესხად ასი რუბლის გაგზავნა სთხოვა, მაგრამ
ფონდმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა (შემდგომში ვაპირებ ყუ-
რადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ჩემი ქმარი ლიტერატურუ-
ლი ფონდის მიმართ ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ამ-
ჟღავნებდა და მზად იყო საქველმოქმედო საღამოებზე წამკითხვე-

237
ლად გამოსულიყო, ლიტერატურული ფონდი კი ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს მუდმივად მტრულად ეპყრობოდა), რის შესახებაც ა.ნ. მაიკოვმა
ფიოდორ მიხაილოვიჩს 1871 წლის 21 აპრილს გამოგზავნილ წე-
რილში აცნობა.
ამ წერილის მიღებამ ფიოდორ მიხაილოვიჩს გუნება ძალიან გა-
უფუჭა და აპოლონ ნიკოლაევიჩს პასუხად მისწერა: “ხედავთ, რა
ქედმაღლურად მოეკიდა ფონდი ფულის სესხების თაობაზე ჩემს (უფ-
რო სწორად ჩემთან დაკავშირებით თქვენს) თხოვნას, რამხელა გა-
რანტიების მიცემა გახდა საჭირო და რაოდენ ამპარტავნული ტონით
გვიპასუხეს. ნიჰილისტს რომ ეთხოვა ფული, ასე იმასაც კი არ უპასუ-
ხებდნენ”.
დრო გადიოდა და 1871 წლის აპრილში ჩვენი უცხოეთში გამგზავ-
რებიდან ოთხი წელი შესრულდა, რუსეთში დაბრუნების იმედი კი ხან
ჩნდებოდა და ხანაც ისევ ქრებოდა. ბოლოს მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა მყარად გადავწყვიტეთ, რომ რადაც უნდა დაგვჯდომოდა
უახლოეს დროში პეტერბურგში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ჩვენი
გადაწყვეტილების შესრულება მაინც ბეწვზე ეკიდა: აგვისტოს დასაწ-
ყისში მეორე შვილს ველოდებოდით და თუკი გამგზავრებას ჩემ მშო-
ბიარობამდე, ყველაზე გვიან, ერთი თვით ადრე მაინც ვერ შევძლებ-
დით, რამდენადაც გვიან შემოდგომით ახალშობილის ამხელა გზაზე
წაყვანა წარმოუდგენელი იქნებოდა, უცხოეთში დარჩენა კიდევ მთე-
ლი წლით, გაზაფხულამდე მოგვიწევდა. მაგრამ უცხო მიწაზე ცხოვ-
რება ორივეს უკვე იმდენად გვიმძიმდა, იმის წარმოდგენაც კი თავ-
ზარს გვცემდა, რომ რუსეთში კიდევ ერთი წელი ვერ ჩავიდოდით.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ხშირად ამბობდა, რომ თუნდაც კიდევ ცოტა
ხანს სამშობლოში ჩაუსვლელობა უბრალოდ დაღუპავდა, რომ ვე-
ღარ წერდა და მასალა აღარ ჰყოფნიდა, გრძნობდა, რომ ნელ-ნელა
ყველაფერი ავიწყდებოდა და რუსეთისა და
რუსების აღარ ესმოდა. საქმე ის იყო, რომ ჩვენი ნაცნობი დრეზ-
დენელი რუსები, მისი აზრით, არა რუსები, არამედ ნებაყოფლობითი

238
ემიგრანტები იყვნენ, რომლებმაც სამშობლო სამუდამოდ იმის გამო
მიატოვეს, რომ უბრალოდ არ უყვარდათ. ფიოდორ მიხაილოვიჩი
მართალს ამბობდა: დრეზდენში ჩვენი ნაცნობი რუსები ძირითადად
ბატონყმობის გადაგდებითა და ცხოვრების ახალი პირობებით უკმა-
ყოფილო თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ,
რომლებმაც სამშობლო იმისთვის მიატოვეს, რომ დასავლეთ ევრო-
პის ცივილიზაციით დამტკბარიყვნენ, ადამიანები, რომელნიც ახალმა
წესებმა და მათი კეთილდღეობის შემცირებამ გააბოროტა და ამ პი-
რობებში უცხო მიწაზე გადასახლებით ცხოვრების გაადვილებას იმე-
დოვნებდნენ.
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავისი ნიჭის უპირობო “დაღუპვაზე” ისე
ხშირად ლაპარაკობდა და უკვე საკმაოდ გაზრდილი და საყვარელი
ოჯახის რჩენის საკითხით ისე იტანჯებოდა, რომ მხოლოდ მისი მოს-
მენაც კი სასოწარკვეთილებაში მაგდებდა. ამიტომ მის დასამშვიდებ-
ლად, განწყობის გამოსაკეთებლად და მუშაობის ხელშემშლელი
შავბნელი აზრების გასაფანტად იმ საშუალებას მივმართე, რომელ-
საც ჩემი ქმარი მძიმე მდგომარეობიდან ყოველთვის გამოჰყავდა და
ახალისებდა. ერთხელაც იმით ვისარგებლე, რომ გარკვეული თანხა
(სამას ტალერამდე) გვქონდა და ლაპარაკი რულეტზე ჩამოვუგდე,
ვუთხარი, რომ ურიგო არ იქნებოდა, მოგების იმედად, რადგან ხან-
დახან აკი იგებდა კიდეც, ბედი კიდევ ერთხელ ეცადა... ცხადია, მო-
გების იმედი გულში წამითაც არ გამივლია და ასი ტალერიც, რომ-
ლის გაფანტვაც მოგვიწევდა, ძალიან
მენანებოდა, მაგრამ გამოცდილებით ვიცოდი, რომ ახალი ემო-
ციების განცდა, რისკი და თამაშის მოთხოვნილების დაკმაყოფილება
ფიოდორ მიხაილოვიჩს მოგების ამაოებაში დაარწმუნებდა, დაამშვი-
დებდა და, უკან დაბრუნებული და სამუშაოს ახალი ძალით შეჭიდე-
ბული, წაგებულ ფულს ორ-სამ კვირაში დაიბრუნებდა. სათამაშოდ
გამგზავრების ჩემი იდეა ფიოდორ მიხიალოვიჩისთვის იმდენად სა-

239
ამო იყო, რომ მასზე უარის თქმა არც უცდია, თან ასოცი ტალერი წა-
იღო, შემითანხმდა, რომ წაგების შემთხვევაში უკან წამოსასვლელ
ფულს გავუგზავნიდი და ვისბადენში გაემგზავრა, სადაც ერთი კვირა
დაჰყო. როგორც ვვარაუდობდი, თამაშმა სავალალო შედეგი გამოი-
ღო და მგზავრობის თანხასთან ერთად ფიოდორ მიხაილოვიჩმა იმ
დროს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა – ასოთხმოცი ტა-
ლერი დახარჯა, მაგრამ ტანჯვამ, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩმა
იმის გამო განიცადა, რომ ოჯახს, მე და ჩვენს შვილს ფული წაგლიჯა,
მასზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა, ცხოვრებაში აღარასოდეს
ეთამაშა. აი, რა მომწერა ქმარმა 1871 წლის 28 აპრილს: “ჩემს ცხოვ-
რებაში უდიდესი მნიშვნელობის ამბავი მოხდა, გაქრა ფანტაზია, რო-
მელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში მტანჯავდა (უფრო სწო-
რად, ძმის სიკვდილიდან მოყოლებული, როცა მოულოდნელად ამ-
დენი ვალი დამაწვა); მე მუდმივად მოგებაზე ვოცნებობდი; ვოცნებობ-
დი მთელი სერიოზულობითა და გულმხურვალედ. მაგრამ ახლა
მორჩა, ყველაფერი დამთავრდა! მე უკანასკნელად ვითამაშე. დამი-
ჯერე, ანია, ამდენი წლის განმავლობაში თამაშით შეპყრობილი,
დღეიდან თავისუფალი ვარ; ამიერიდან მე მხოლოდ საქმეზე ვიფიქ-
რებ და როგორც ადრე იყო ხოლმე ღამეებს თამაშზე ოცნებაში არ
გავათენებ”.
თავისთავად ცხადია, უზარმაზარი ბედნიერება, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს თამაშზე გული აუცრუვდა, თავიდან არც დავიჯერე. ჩემი
ქმარი ხომ თამაშზე ხელის აღებას იქამდეც ბევრჯერ დამპირებია და
თავს მაინც ვერ მორევია. მაგრამ, საბედნიეროდ, მისი ნათქვამი გა-
მართლდა და იმ ჯერზე ვისბადენში გამგზავრება და რულეტზე თამა-
ში მის ცხოვრებაში მართლაც უკანასკნელი აღმოჩნდა. შემდგომში
უცხოეთში ყოფნის დროს (1874, 1875, 1976, 1879 წწ.) ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს სათამაშოდ გამგზავრება არც ერთხელ აზრადაც არ მოს-
ვლია. აღსანიშნავია, რომ მალე გერმანიაში სათამაშო დაწესებულე-
ბები აიკრძალა კიდეც, თუმცა არსებობდა სპაში, საქსონსა და მონტე-

240
კარლოში, თამაში რომ მოენდომებინა, მანძილი ხელს ნამდვილად
ვერ შეუშლიდა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩს აღარასოდეს უთამა-
შია. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რულეტზე მოგების მისი ეს
“ფანტაზია” რაღაც საცდური თუ ავადმყოფობა იყო, რომლისგანაც
ჩემი ქმარი მოულოდნელად და სამუდამოდ განიკურნა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ვისბადენიდან გამოცოცხლებული და გა-
ხალისებული დაბრუნდა და, რამდენადაც ვარაუდობდა, რომ მალე
რუსეთში გამგზავრება, ახალ ადგილას მოწყობა და მეორე შვილის
გაჩენა დროებით მუშაობის საშუალებას არ მისცემდა, დამშვიდებულ-
მა მაშინვე “ეშმაკნის” წერა განაგრძო. იმ დროს ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის ფიქრი მთლიანად ჩვენი ცხოვრების ახალი ხანისკენ იყო მი-
მართული, რომლის განჭვრეტასა და მოწყობასაც ის ცდილობდა. ამ
მიზნით ის ერთხელ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებსაც კი შეხვდა,
რომლებიც, მისი აზრით, გასული ოთხი
წლის განმავლობაში ისევე შეიძლებოდა შეცვლილიყვნენ, რო-
გორ ცვლილებებსაც ის საკუთარ თავში, მოსაზრებებსა და შეხედუ-
ლებებში ხედავდა.
1871 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში “Русский вестник”-ის რე-
დაქციიდან რომანისთვის ჰონორარი მივიღეთ და ისე, რომ ერთი
დღეც აღარ დაგვიკარგავს, დრეზდენში ჩვენი საქმეების დასრულება
(უფრო სწორად, დაგირავებული ნივთების გამოსყიდვა და ვალების
დაფარვა) და ბარგის ჩალაგება დავიწყეთ. რუსეთში გამომგზავრე-
ბამდე ორი დღით ადრე ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავის კაბინეტში
მიხმო, რამდენიმე სქელი, დიდი ფორმატის ფურცლებზე შესრულე-
ბილი ხელნაწერების დასტა გადმომცა და დაწვა მთხოვა. ამ საკით-
ხზე უკვე მოლაპარაკებულიც ვიყავით, თუმცა მათი დაწვა მაინც ისე
დამენანა, რომ შევევედრე, შეგვენახა და თან წაგვეღო. მაგრამ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა უარი მითხრა, შემახსენა, რომ რუსეთის საზ-
ღვარზე აუცილებლად გაჩხრეკდნენ და ქაღალდებს მაინც ჩამოარ-
თმევდნენ, მერე კი ისინი ისევე დაიკარგებოდა, როგორც ყველა ის

241
ხელნაწერი, რომელიც 1849 წელს, დაპატიმრებისას ჩამოართვეს.
გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ სანამ ხელნაწე-
რების შემოწმებით იქნებოდნენ დაკავებული, ვერჟბოლოვში შეგვა-
ყოვნებდნენ, რაც მოახლოებული მშობიარობის გათვალისწინებით
ჩემთვის საკმაოდ საშიში იქნებოდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემთვის ესოდენ ძვირფასი მოსაგონარის დაწვა ძალიან მენანებოდა,
იძულებული გავხდი, ფიოდორ მიხაილოვიჩის არგუმენტებს დავთან-
ხმებოდი. ჩვენ ბუხარი ავანთეთ და ქაღალდები
დავწვით. ასე განადგურდა რომანების – “იდიოტისა” და “მარადი
ქმრის” ხელნაწერები. მაგრამ ყველაზე მეტად გული მაინც “ეშმაკნის”,
ამ ტენდენციური რომანის, ორიგინალურ ვერსიაზე დამწყდა. ერთა-
დერთი რაც მოვახერხე, იყო ის, რომ დასახელებული რომანების
ქარგისა და მასალის შემცველი წიგნაკები გადავარჩინე და დედას გა-
დავეცი, რომელიც რუსეთში ჩამოსვლას გვიან შემოდგომით ვარაუ-
დობდა და შეეძლო წიგნაკები თან წამოეღო, მაგრამ ხელნაწერებით
სავსე მთელი ჩემოდნის წამოღებას ვერც დედა ითავებდა: ასეთ დიდ
რაოდენობას შეიძლებოდა ეჭვი გამოეწვია და ხელნაწერებს მასაც
ისევე ჩამოართმევდნენ, როგორც ჩვენ.
5 ივლისის საღამოს ჩვენ დრეზდენიდან ბერლინში გავემგზავრეთ
და ბერლინში რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში ჩავსხედით.
იმ დროს წლისა და ათი თვის ჩვენი ცელქი ლიუბოჩკას მოუსვენ-
რობის გამო გზაში ბევრი საზრუნავი გვქონდა. რუსეთისკენ ძიძის გა-
რეშე მივემგზავრებოდით და, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე,
ბავშვს მთელი გზა (სამოცდარვა საათი) ფიოდორ მიხაილოვიჩი უვ-
ლიდა: ბაქანზე სასეირნოდ ჩაჰყავდა, რძე და საჭმელი მოჰქონდა და
თამაშით ართობდა, ერთი სიტყვით, ნამდვილ მარჯვე ძიძასავით იქ-
ცეოდა და ამით ხანგრძლივი მგზავრობა ძალიან შემიმსუბუქა.
როგორც ვვარაუდობდით, ისევე ახდა: საზღვარზე ყველა ჩვენი
ჩემოდანი და ტომარა ამოქექეს

242
და ქაღალდებისა და წიგნების შეკვრა გვერდზე გადადეს. სარევი-
ზიო დარბაზში მგზავრთაგან უკვე აღარავინ ჩანდა, ჩვენ და ჩამორ-
თმეული წიგნებისა და ხელნაწერის თხელი დასტის შემოწმებით და-
კავებული მაგიდასთან შეკრებილი რამდენიმე ჩინოვნიკი კი ჯერაც იქ
ვიყავით. მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი უკვე ვღელავდით, რომ პე-
ტერბურგისკენ მიმავალ მატარებელზე დავაგვიანებდით, მაგრამ ისე
მოხდა, რომ უსიამოვნებებისგან ლიუბოჩკამ გვიხსნა – საბრალოს
მოშივდა და ისე ხმამაღლა დაიწყო ჭყლოპინი: “დედა ფუნთუშა მო-
მეციო”, რომ ჩინოვნიკებს მისი მოსმენა მობეზრდათ და მშვიდობით
გამოგვიშვეს, თანაც ყოველგვარი შენიშვნების გარეშე წიგნებიცა და
ხელნაწერიც დაგვიბრუნეს.
ვაგონში კიდევ ერთი დღე-ღამის გატარება მოგვიწია, მაგრამ იმის
გამო, რომ უკვე რუსულ მიწაზე ვიყავით და გარშემო მყოფი ადამია-
ნები რუსები იყვნენ, მგზავრობის სირთულეებსაც ვეღარ ვამჩნევდით.
უზომოდ ბედნიერები და გახალისებულები, სანუკვარი ოცნების ახდე-
ნას უკვე ვეღარც კი ვიჯერებდით და ერთმანეთს დროდადრო ერთი
და იგივე კითხვით მივმართავდით: ნუთუ ეს სიზმარი არ არის და, რო-
გორც იქნა, რუსეთში ვართ?

VIII. 1871 წელი. ჩვენი ცხოვრების უცხოური პერიოდის დასასრუ-


ლი
ჩვენი ცხოვრების უცხოურ პერიოდზე თხრობის დასასრულს ვიტ-
ყვი, რომ იმ დროს ბედისადმი უდიდესი მადლიერების გრძნობით
ვიხსენებ. მართალია, ნებაყოფლობით გადასახლებაში გატარებული
ოთხი წლის განმავლობაში მრავალი მძიმე განსაცდელი გადავიტა-
ნეთ: ჩვენი უფროსი გოგონას სიკვდილი, ფიოდორ მიხაილოვიჩის
ავადმყოფობა, მუდმივი ფინანსური გაჭირვება თუ სამუშაოს უგარან-
ტიობა, ფიოდორ მიხაილოვიჩის თამაშისადმი ავბედითი ლტოლვა
და სამშობლოში დაბრუნების შეუძლებლობა, მაგრამ ამ განსაცდე-

243
ლებმა სასიკეთო სამსახური გაგვიწია: ყველაფერმა ამან ჩვენ დაგვა-
ახლოვა, ერთმანეთის უკეთ გაგება და გაფრთხილება გვასწავლა და
ის მტკიცე კავშირი შეკრა, რამაც ოჯახურ ცხოვრებაში ორივეს ბედ-
ნიერება მოგვიტანა.
პირადად მე ის წლები ნათელ და ლამაზ ნახატად მაგონდება. ჩვენ
ბევრ საოცარ ქალაქში ვიცხოვრეთ და ბევრი მხარე მოვიარეთ
(დრეზდენი, ბადენ-ბადენი, ჟენევა, მილანი, ფლორენცია, ვენეცია,
პრაღა), ჩემ თვალწინ იქამდე უცნობი მთელი სამყარო გადაიშალა,
ტაძრების, მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერებით კი ახალ-
გაზრდული ცნობისწადილი
დამიკმაყოფილდა, მით უმეტეს, რომ მათი ხილვის სიამოვნებას
ჩემთან ერთად საყვარელი ადამიანი იზიარებდა, რომელთანაც ხე-
ლოვნებისა თუ ცხოვრების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი
საუბარი ჩემთვის ყოველთვის რაღაც ახლის მასწავლებელი იყო.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენ მიერ მონახულებულ ქალაქებს, გა-
ლერეებსა თუ მუზეუმებს ჩემთან ერთად პირველად არ სტუმრობდა,
მაგრამ, უდიდესი მხატვრული გემოვნებით დაჯილდოვებული, დრეზ-
დენისა თუ ფლორენციის სურათების გალერეებს მაინც ჭეშმარიტი
სიამოვნებით ათვალიერებდა, შეეძლო გაუნძრევლად მდგარიყო და
წმ. მარკოზის ტაძრისა და დოჟების სასახლისთვის საათობით ეცქი-
რა.
ისიც მართალია, რომ უცხოეთში, გარდა შემთხვევითი და წუთიე-
რი შეხვედრებისა, ურთიერთობა არავისთან გვქონია, მაგრამ ძმის
სიკვდილის შემდეგ თავსდატეხილ წარუმატებლობებსა და უბედურე-
ბებთან ბრძოლით გადაღლილ და ლიტერატურული სამყაროს წარ-
მომადგენლებისგან მეტისმეტად გულნატკენ ფიოდორ მიხაილოვიჩს
ასეთი სრული განკერძოება ახარებდა კიდეც. გარდა ამისა, ფიოდორ
მიხაილოვიჩს მიაჩნდა, რომ მოაზროვნე ადამიანისთვის დროდად-
რო განმარტოება და ყოველდღიური და მუდამ მღელვარებით აღ-
სავსე მოვლენებისგან მოშორებით ყოფნა, სადაც საკუთარ აზრებსა

244
და ოცნებებში ჩაძირვას შეძლებდა, უაღრესად სასარგებლოც კი იყო.
შემდგომ, დედაქალაქის ორომტრიალში დაბრუნებულ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს უცხოეთში
სრული მოცალეობა არაერთხელ ნატვრით გახსენებია, გაუხსენე-
ბია, რა კარგად გრძნობდა თავს, როცა საშუალება ჰქონდა თავის
თხზულებათა ქარგაზე მშვიდად ეფიქრა, შერჩეული წიგნი აუჩქარებ-
ლად წაეკითხა და, ახლად წაკითხულით გრძნობამორეული, ერთია-
ნად აღფრთოვანებას მისცემოდა.
თუმცა გარდა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებისა უცხოეთმა
ბრწყინვალე და უდიდესი სიხარულიც ბევრი გვაჩუქა: შვილების და-
ბადებამ და ოჯახური ცხოვრების დაწყებამ, სწორედ ისეთის, რო-
გორზეც ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველთვის ოცნებობდა, ჩვენი
ცხოვრება სავსე და ნათელი გახადა... ამის გამო ბედის უსაზღვრო
მადლიერი ვარ და დღემდე ვამბობ ხოლმე: “კურთხეულ იყოს ის გა-
საოცარი წლები, რომლებიც თავისი სულიერებით ამ არაჩვეულებ-
რივი ადამიანის გვერდით თითქმის სრულ მარტოობაში, უცხოეთში
გავატარე!”
საზღვარგარეთ თითქმის ოთხწლიანი ყოფნის მიმოხილვის და-
სასრულს ჩვენი ხანგრძლივი გამარტოებული ცხოვრების კიდევ ერთ
მნიშვნელობასაც შევეხები. მიუხედავად ბევრი საზრუნავისა და დაუს-
რულებელი უსახსრობისა, ხანდახან კი მტანჯველი მოწყენილობისა,
ხანგრძლივმა განმარტოებულმა ცხოვრებამ ჩემი ქმრის სულსა და
გონებაში ყოველთვის არსებულ ქრისტიანულ აზრებსა და გრძნობებ-
ზეც ნაყოფიერი ზეგავლენა იქონია. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ
ყველა ჩვენი მეგობარი და ნაცნობი შეხვედრისას მეუბნებოდა, რომ
ფიოდორ
მიხაილოვიჩს ვეღარ ცნობდა, ყველას ეჩვენებოდა, რომ ის ბევ-
რად უფრო რბილი, კეთილი და ადამიანებისადმი ლმობიერი გახდა.
აქამდე მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტე და სულწასულობა მარ-

245
თლაც სადღაც გაქრა. მოვიყვან ნაწყვეტს ნ.ნ. სტრახოვის მოგონებე-
ბიდან: “დარწმუნებული ვარ, რომ უცხოეთში გატარებული ეს თით-
ქმის ოთხწლიანი პერიოდი ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვრებაში სა-
უკეთესო წლები იყო, დრო, რომელმაც ის ღრმა აზრებითა და
გრძნობებით აღავსო. ფიოდორ მიხაილოვიჩი გამალებით მუშაობდა
და ხშირად უჭირდა, მაგრამ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების სიმშვი-
დითა და სიხარულით იყო გარემოცული და თითქმის სრულ მარ-
ტოობაში ცხოვრობდა, ანუ იმ ყველაფრისგან შორს, რაც მის მოსაზ-
რებათა განვითარებასა და ღრმა სულიერ მუშაობას შეუშლიდა
ხელს. შვილების დაბადება, მათზე ზრუნვა, ერთი მეუღლის მიერ მე-
ორის თანაგრძნობა და თვით პირველი შვილის სიკვდილიც კი მის-
თვის სუფთა და ამაღლებულ გრძნობებად იქცა. ეჭვგარეშეა, რომ
სწორედ უცხოეთში, ამ გარემოებებსა და ამ ხანგრძლივ და მშვიდ
ფიქრში ფიოდორ მიხაილოვიჩის ცნობიერებაში იმ ქრისტიანული სუ-
ლისკვეთების განშლა მოხდა, რომელიც მის გულში ყოველთვის
ცოცხლობდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის უცხოეთიდან დაბრუნების
შემდეგ კი ეს არსებითი ცვლილება ყველა მისი ახლობლისთვის
თვალნათელი გახდა. მას ნებისმიერი საუბარი აუცილებლად რელი-
გიურ თემაზე გადაჰყავდა. მეტიც: ადამიანებთან ურთიერთობებში შე-
იცვალა, ბევრად უფრო რბილი და მშვიდი გახდა. მის სახესაც კი
თითქოს ამ განწყობის კვალი დააჩნდა და ტუჩებზე სათუთი ღიმილი
გამოესახა... ნათელია, რომ ქრისტიანული გრძნობები მასში ყოველ-
თვის ცოცხლობდა,
გრძნობები, რომლებიც მის ნაწარმოებებში შემდგომ კიდევ უფრო
მეტი სიხშირითა და სიცხადით გამოიკვეთა. ასეთი დაბრუნდა ის უც-
ხოეთიდან”.
მომდევნო წლებში ჩვენს საზღვარგარეთ ცხოვრებას თავად ფი-
ოდორ მიხაილოვიჩიც მადლიერების გრძნობით იხსენებდა.

246
ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცვლილება ჩემშიც შენიშნეს:
მორცხვი და გაუბედავი ქალიშვილის ნაცვლად უცხოეთიდან ძლი-
ერი და გაბედული ქალი დავბრუნდი, რომელსაც ყოველდღიურ
უსიამოვნებებთან, უფრო სწორად, პეტერბურგში ჩვენი დაბრუნების
დროისთვის ოცდახუთ ათასამდე გაზრდილ ვალთან ჭიდილი აღარ
აშინებდა. მე ისეთივე ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე ვიყავი,
როგორიც ადრე, მაგრამ ხასიათის ეს მხარე მხოლოდ ოჯახის წევ-
რებსა და ახლობლებთან ვლინდებოდა.
უცხოებთან, მით უმეტეს მამაკაცებთან, თავი მეტისმეტად მკაცრად
მეჭირა და ურთიერთობისას მხოლოდ ცივ თავაზიანობას ვიჩენდი,
უმეტესად ვდუმდი და ყურადღებით ვისმენდი, ჩემი მოსაზრებების გა-
მოთქმისგან კი თავს ვიკავებდი. მეგობრები მეუბნებოდნენ, ისე გა-
მოიყურები, თითქოს იმ ოთხი წლის განმავლობაში დაბერდიო და
მსაყვედურობდნენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე არ ვზრუნავდი, მო-
დაზე არ ვიცვამდი და ვარცხნილობას არ ვიყენებდი. მე მათ
მოსაზრებას ვეთანხმებოდი, მაგრამ ამასთან შეცვლას მაინც არ
ვაპირებდი. მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ჩემი გონიერებისა და
ხასიათის გამო ვუყვარდი და როგორც თავად ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი ამბობდა, ამ დროისთვის ჩვენ უკვე “სულებით ვიყავით ერთმანეთს
შეზრდილნი”. ჩემს ძველმოდურ გარეგნობასა და მამაკაცთა წრისგან
გარეგნულ განრიდებას კი თავისი სასიკეთო მხარე ჰქონდა, ეს საშუა-
ლებას მაძლევდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის ხასიათში თავიდან
არსებული ცუდი შტრიხი – სრულიად უსაფუძვლო ეჭვიანობა ამერი-
დებინა.

247
ნაწილი მეხუთე
ისევ რუსეთში
I. სამშობლოში დაბრუნება
1971 წლის 8 ივლისს, თბილ და მზიან დღეს, უცხოეთში გატარე-
ბული ოთხი წლის შემდეგ პეტერბურგში დავბრუნდით.
ვარშავის სადგურიდან იზმაილოვის პროსპექტით წამოსულებმა
ეტლით ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის ჯვრისწერის ადგილს – წმ.
სამების ტაძარს ჩავუარეთ და ორივემ პირჯვარი გადავისახეთ, წამის
შემდეგ კი დავინახეთ, რომ ლიუბოჩკასაც ჩვენთვის მოებაძა და ისიც
პირჯვარს იწერდა.
– განა ბედნიერად არ ვიცხოვრეთ ეს ოთხი წელი, ანეჩკა? – თქვა
ფიოდორ მიხაილოვიჩმა, – მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გვი-
ჭირდა კიდეც. ნეტავ პეტერბურგული ცხოვრება რას მოგვიტანს?..
სამწუხაროდ, ჩვენი მომავალი ჯერ ისევ ბურუსშია ჩაძირული... ვფიქ-
რობ, სანამ ფეხზე დავდგებით წინ ჯერ კიდევ ბევრი სირთულე და
მღელვარება გველის, მაგრამ ღვთის შეწევნის იმედი მაქვს!
248
– წინასწარ დარდი რას გვარგებს?! – შევეცადე მის დამშვიდებას,
– იმედი ვიქონიოთ, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს! მთავარი ახლა ის
არის, რომ ამდენი ხნის ოცნება აგვიხდა და ისევ სამშობლოში ვართ!
ჩვენ “ბოლშაია კანიუშნაიას” ქუჩაზე, სასტუმროში გავჩერდით,
მაგრამ იქ მხოლოდ ორი დღე დავყავით. სასტუმროში დიდხანს დარ-
ჩენა მოუხერხებელი იყო, დღე-დღეზე ოჯახში მატებას ველოდით და
არც სახსრები გვიწყობდა საამისოდ ხელს. ამიტომ “ეკატერინოგრა-
ფის” პროსპექტის #3-ში, მესამე სართულზე ორი ოთახი ვიქირავეთ.
ეს ადგილი იმ მიზნით ავირჩიეთ, რომ ივლისისა და აგვისტოს ცხელ
დღეებში ჩვენს პატარა გოგონას იქვე მდებარე იუსუპოვის პარკში გა-
ეტარებინა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის ნათესავები ჩამოსვლის პირველსავე
დღეებში გვესტუმრნენ და ყველას გულითადად შევხვდი. ამ ოთხი
წლის განმავლობაში ემილია ფიოდოროვნა დოსტოევსკაიას მდგო-
მარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო: მისი უფროსი ვაჟი, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი, ჩინებული მუსიკოსი დამდგარიყო და როიალ-
ზე სარფიანი გაკვეთილების წყალობით ოჯახს ეხმარებოდა. მეორე
ვაჟი, მიხაილ მიხაილოვიჩი ბანკში მსახურობდა. ქალიშვილი კი, ეკა-
ტერინა მიხაილოვნა სტენოგრაფიას სწავლობდა. ასე რომ, ოჯახი
საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა. გარდა ამისა, გასული ოთხი
წლის განმავლობაში ემილია ფიოდოროვნა შეგუებოდა, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს საკუთარი ოჯახიც ჰყავდა და მის დახმარებას
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ შეძლებდა.
მხოლოდ პაველ ალექსანდროვიჩი არ შეცვლილიყო და მიაჩნდა,
რომ “მამას”, როგორადაც ის
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჯიუტად მოიხსენიებდა, არა მარტო თა-
ვად გერი, არამედ მისი ოჯახიც უნდა ერჩინა. მიუხედავად ამისა, პა-
ველ ალექსანდროვიჩსაც გულთბილად შევხვდი, უმთავრესად იმის
გამო, რომ მისი ცოლი – ნადეჟდა მიხაილოვნა ძალიან მომეწონა,

249
რომელზეც პაველ ალექსანდროვიჩი იმ წლის აპრილში დაქორწინე-
ბულიყო. ახალგაზრდა, ტანდაბალი ქალიშვილი თავმდაბალი და
საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ვერაფ-
რით ვხვდებოდი, პაველ ალექსანდროვიჩის მსგავს აუტანელ ადამი-
ანს ცოლად როგორ გაჰყვა. ნადეჟდა მიხაილოვნა გულწრფელად
მებრალებოდა და წინასწარ ვგრძნობდი, რომ მძიმე ცხოვრება ელო-
და.
პეტერბურგში ჩამოსვლიდან მერვე დღეს, 16 ივლისს, გამთენი-
ისას, ჩვენი უფროსი ვაჟი – ფიოდორი დაიბადა. თავი შეუძლოდ წი-
ნადღით ვიგრძენი. ფიოდორ მიხაილოვიჩი მთელი დღე მშობიარო-
ბის კეთილად დასრულებაზე ლოცულობდა და მერე მითხრა, რომ
გადაწყვეტილი ჰქონდა, თუკი ვაჟი, და ამასთან, შუაღამემდე თუნდაც
ათი წუთით ადრე მაინც დაიბადებოდა, შვილისთვის მოციქულთას-
წორი მთავრის, წმინდა ვლადიმირის სახელი ეწოდებინა, რომლის
ხსენების დღესასწაულიც სწორედ იმ დღეს, 15 ივლისს იყო. მაგრამ
ჩვენი ბიჭუნა 16 ივლისს დაიბადა და სახელადაც, როგორც ადრე
გვქონდა დათქმული, თავისი მამის პატივსაცემად – ფიოდორი ეწო-
და. ვაჟის დაბადებამ და ოჯახში ესოდენ დიდი მოვლენის კეთილად
დასრულებამ ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად გააბედნიერა.
როგორც კი ცოტა გამოვმჯობინდი ფედია მოვნათლეთ. მისი ნათ-
ლია (ისევე, როგორც ჩვენი გოგონების) ფიოდორ მიხაილოვიჩის მე-
გობარი, ცნობილი პოეტი – აპოლონ ნიკოლაევიჩ მაიკოვი გახდა, მე-
ორე ნათლიად კი ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩვენი შვილი – ლიუბოჩკა
აირჩია, რომელიც მაშინ ორი წლისაც არ იყო.
აგვისტოს ბოლოს ქმარი მოსკოვში გაემგზავრა და “Русский
вестник”-ის რედაქციისგან 1871 წელს დაბეჭდილი “ეშმაკნისთვის”
ჰონორარი მიიღო. თანხა დიდი არ აღმოჩნდა, მაგრამ შესაძლებელი
გახდა დაქირავებული ორი ოთახიდან გადავსულიყავით და გამოსა-
ზამთრებლად ბინა გვექირავებინა. ჩვენი უმთავრესი სირთულე ის

250
იყო, რომ ბინის მოსაწყობად ნივთები არ გვქონდა. ამიტომ აზრი გა-
მიჩნდა, აპრაქსინის ბაზარში წავსულიყავი და იქაური ავეჯით მოვაჭ-
რეებისთვის მეკითხა, დაგვთანხმდებოდნენ თუ არა ავეჯი ნაწილ-ნა-
წილ, თვეში ოცდახუთი რუბლის გადახდითა და იმ პირობით მოეყი-
დათ, რომ თანხის სრულად გასტუმრებამდე ავეჯი გამყიდველის სა-
კუთრებად ჩათვლილიყო. ამ პირობაზე ერთი ვაჭარი დამთანხმდა
და ოთხასი რუბლის ავეჯი მომყიდა. მაგრამ როგორი! ავეჯი, ცხადია
ახალი, მაგრამ უცნაური, სტილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მთლი-
ანად მურყნისა და ფიჭვისა იყო და თანაც იმდენად ცუდად აწყობი-
ლი, რომ სამ წელიწადში დაიშალა და ახლის ყიდვა მოგვიწია. მაგ-
რამ მაშინ ამ ყველაფრისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, შენაძენმა
მაინც ძალიან გამახარა, ეს საშუალებას გვაძლევდა, საკუთარი ბინა
დაგვექირავებინა. კერძო სასტუმროს ტიპის გაწყობილ ოთახებში
დარჩენა
ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელი იყო: გარდა სხვა მოუხერხებლო-
ბებისა პატარა ბავშვების გვერდით ოთახში ყოფნა და მათი ტირილი
თუ ხმაური ძილსა და მუშაობაში ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ხელს უშ-
ლიდა.
ავეჯის ყიდვაზე შეთანხმებისთანავე ბინის ძებნა დავიწყე. ამ საქმე-
ში ჩემი დახმარება პაველ ალექსანდროვიჩმა მოინდომა და იმავე სა-
ღამოს გამომიცხადა, რომ საკმაოდ იაფად – თვეში ას რუბლად რვა-
ოთახიანი მშვენიერი ბინა ეპოვა.
– მაგრამ ამხელა ბინა რად გვინდა? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– სულაც არ არის დიდი: თქვენ ნაწილად სასტუმრო ოთახი, კაბი-
ნეტი, საძინებელი და საბავშვო ოთახი გამოიყოფა; ჩვენად – სასტუმ-
რო, კაბინეტი და საძინებელი, სასადილო კი საერთო გვექნება.
– ნუთუ იმედი გაქვთ, რომ ჩვენთან ერთად იცხოვრებთ? – გავიკ-
ვირვე მისი მორიგი თავხედობა.
– რა თქმა უნდა! ამ საკითხზე ჩემი ცოლიც კი გავაფრთხილე და
ვუთხარი, მამა რომ ჩამოვა ერთად ვიცხოვრებთ-მეთქი.

251
იძულებული გავხდი, პაველ ალექსანდროვიჩს სერიოზულად
დავლაპარაკებოდი და განმემარტა, რომ გარემოებები შეიცვალა და
მასთან ერთად ცხოვრებას მე არაფრის დიდებით არ დავთანხმდე-
ბოდი. პაველ ალექსანდროვიჩმა ჩვეულებისამებრ კადნიერი პასუხი
გამცა და დამემუქრა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩთან იჩივლებდა,
მაგრამ მე მის მუქარას ყურადღებაც არ მივაქციე. ოთხწლიან დამოუ-
კიდებელ ცხოვრებას ჩემთვის ფუჭად არ ჩაუვლია. პაველ ალექსან-
დროვიჩმა მუქარა შეასრულა და ფიოდორ მიხაილოვიჩს მიმართა,
მაგრამ გაწბილდა – ოჯახის მართვა ჩემს ცოლს გადავეცი, როგორც
გადაწყვეტს, ისე იქნებაო, – უპასუხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა
თავისი გეგმების ჩაშლას პაველ ალექსანდროვიჩი კიდევ დიდ-
ხანს ვერ მპატიობდა.
ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ბინა ტექნოლოგიური ინსტიტუტის
გვერდით, სერპუხოვის ქუჩაზე, არხანგელსკაიას სახლში ვიპოვე და
ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ზედმეტი საზრუნავი რომ ამერიდებინა
ჩემს სახელზე დავიქირავე. ბინა ოთხი ოთახისგან შედგებოდა: კაბი-
ნეტისგან, სადაც ფიოდორ მიხაილოვიჩს ეძინა და მუშაობდა, სასტუმ-
რო ოთახისგან, სასადილოსა და დიდი საბავშვო ოთახისგან, სადაც
ბავშვებთან ერთად მეც მეძინა.
ჩემი ცუდი ავეჯის შემხედვარე თავს იმითღა ვინუგეშებდი, რომ სა-
ოჯახო ნივთებისა და თბილი
ტანსაცმლის შეძენა მაინც არ მოგვიწევდა, რადგან ეს ნივთები
რამდენიმე ადამიანისთვის გვქონდა მიბარებული, მაგრამ, სამწუხა-
როდ, ამ საკითხშიც იმედგაცრუება მელოდა.
სასადილო, სპილენძისა და სამზარეულოს ჭურჭელი ერთი ჩვენი
ახლობლის, მოხუცი შინაბერას სახლში ინახებოდა, მაგრამ ის ქალი
ჩვენს არყოფნაში გარდაცვლილიყო და დარჩენილი ნივთები მის
დას, იმის განურჩევლად დისა იყო ისინი თუ სხვას ეკუთვნოდა, პრო-
ვინციაში წაეღო. ჩვენი ქურქები, რომელთა გირაოს გადახდაც მეორე
ქალბატონს ებარა, მიუხედავად იმისა, რომ გირაოს გადასახდელ

252
თანხას იმ ქალბატონს აკურატულად ვუგზავნიდით, ვადაგადაცილე-
ბული და დაკარგული დაგვხვდა. მინისა და ფაიფურის ჭურჭელი,
რომელიც ჩემს დას, მარია გრიგორევნას ჰქონდა მიბარებული, მო-
ახლეს დაემტვრია, ჩემს დას მისთვის ჭურჭლის გარეცხვა დაევალე-
ბინა, მას კი რაღაცისთვის ფეხი წამოუკრავს და ფაიფურით სავსე
ლანგარი იატაკზე დავარდნია. ამ ბოლო დანაკარგმა განსაკუთრე-
ბით დამამწუხრა: მამაჩემი ფაიფურის მცოდნე და დიდი მოყვარული
იყო და ანტიკვარებთან სიარული და ლამაზი ნივთების ყიდვა უყვარ-
და. მისი სიკვდილის შემდეგ რამდენიმე ნიკოლოზისდროინდელი
VieuxSaxe, Sevres-ის საუცხოო ფინჯანი და ძველებური წვრილად
დაწახნაგებული ჭურჭელი დამრჩა. მწყემსისქალებიან იმ საუცხოო
ფინჯნებისა და შუშის ჭიქის გატეხვას, რომელზეც ბუზი იმდენად ცოც-
ხლად იყო დახატული, რომ ყველა, ვინც იმ ჭიქიდან სვამდა, ბუზის
დაჭერას ცდილობდა, დღემდე ვნანობ. ნამდვილად ძალიან ბევრს
მივცემდი, რომ ბავშვობისდროინდელი და ტკბილად მოსაგონარი ის
ნივთები დამებრუნებინა!
იგივე სამწუხარო ბედი ეწია ფიოდორ მიხაილოვიჩის ნივთებსაც.
მას არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც უცხოეთში
ყოფნისას ხშირად ნატრობდა კიდეც. მასში შემავალი ბევრი წიგნი მე-
გობარი მწერლების ხელმოწერილი საჩუქარი იყო; ჰქონდა ისტო-
რიული და სტაროვერობის შესახებ წიგნები, რაც ფიოდორ მიხაილო-
ვიჩისთვის უაღრესად საინტერესო თემას წარმოადგენდა. ჩვენს გამ-
გზავრებამდე პაველ ალექსანდროვიჩმა, იმ მიზეზით, რომ წიგნები
განათლებისთვის სჭირდებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი დაიყოლია,
ბიბლიოთეკა მასთან შეენახა და დაჰპირდა, რომ წიგნებს უკლებლივ
და უვნებლად დაუბრუნებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფულის უქონ-
ლობის გამო მთელი ბიბლიოთეკა ბუკინისტებისთვის მიეყიდა. ბიბ-
ლიოთეკის დაკარგვა რომ ვუსაყვედურე, პასუხად მორიგი თავხედო-
ბა მივიღე, გამომიცხადა, რომ რადგან ფულს დროულად არ ვუგზავ-
ნიდით, დამნაშავეებიც თვითონვე ვიყავით.

253
ძვირფასი ბიბლიოთეკის დაკარგვამ ფიოდორ მიხაილოვიჩი ძა-
ლიან დაამწუხრა. მით უმეტეს, რომ მისთვის ესოდენ საჭირო წიგნე-
ბის შესაძენად მას იმხანად ფული არ ჰქონდა. გარდა ამისა, მის ბიბ-
ლიოთეკაში რამდენიმე იშვიათი, ისეთი წიგნიც შედიოდა, რომელ-
თაც ვეღარსად იყიდდა.
სასიამოვნო სიურპრიზად კი ჩემს ნათესავებთან შენახული ქა-
ღალდებით სავსე დიდი დაწნული კალათი მექცა. კალათიდან ქა-
ღალდების ამოწყობისას “დანაშაული და სასჯელისა” და პატარა
მოთხრობის შესახებ ჩანაწერების შემცველი ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის რამდენიმე წიგნაკი ვიპოვე,
აგრეთვე ფიოდორ მიხაილოვიჩს გარდაცვლილი ძმისგან – მიხა-
ილ მიხაილოვიჩისგან დარჩენილი ჟურნალების – “Время”-სა და
“Эпоха”-ს საქმისწარმოების წიგნები და უამრავი სხვადასხვაგვარი კო-
რესპონდენცია. შემდგომში, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვრე-
ბის ამსახველი ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცება თუ უარყოფა გვიხდე-
ბოდა, ეს ქაღალდები და დოკუმენტები ძალიან გვშველიდა.

II
1871 წლის სექტემბერში რომელიღაც გაზეთმა საზოგადოებას
მწერალ დოსტოევსკის უცხოეთიდან დაბრუნების შესახებ აუწყა და
ამით დათვური სამსახური გაგვიწია. ჩვენი კრედიტორები, რომლე-
ბიც აქამდე არ ჩანდნენ, კარზე ვალის გადახდის მოთხოვნით მოგ-
ვადგნენ. პირველი და ყველაზე განრისხებული – გინტერშტეინი გა-
მოცხადდა. მისი ვალი არა თავად ფიოდორ მიხაილოვიჩს, არამედ
მის გარდაცვლილ ძმას და არა ჟურნალის, არამედ თამბაქოს ფაბ-
რიკის საქმეებთან დაკავშირებით დარჩენოდა.
მიხაილ მიხაილოვიჩი, ძალიან ფხიანი ადამიანი, ჟურნალის გარ-
და თამბაქოს ფაბრიკის მფლობელიც იყო. თამბაქოს უკეთ გასასა-
ღებლადაც მან ასეთი რამ მოიფიქრა: სიგარების ყუთებში საჩუქრის

254
სახით მაკრატლებს, სამართებლებს, ჯიბის დანებსა და მსგავს ნივ-
თებს აწყობდა, რაც თავისთავად ცხადია, მყიდველს იზიდავდა. ზე-
მოთ ჩამოთვლილ ლითონის ნივთებს მიხაილ მიხაილოვიჩი ბითუ-
მად მოვაჭრე გ. გინტერშტეინთან ყიდულობდა. ის საქონელს კრედი-
ტით აძლევდა და ამაში მნიშვნელოვან პროცენტს იღებდა. როდესაც
ჟურნალ “Время”-ზე ხელმომწერთა რიცხვი გაიზარდა, მიხაილ მიხაი-
ლოვიჩმა თანდათან თავისი ყველაზე მომთხოვნი კრედიტორის –
გინტერშტეინის ვალის გასტუმრება დაიწყო. სიკვდილამდე რამდენი-
მე დღით ადრე კი ცოლსა და ფიოდორ მიხაილოვიჩს სიხარულით
აცნობა, რომ “იმ წურბელა გინტერშტეინს, როგორც იქნა, გაუსწორ-
და”.
მაგრამ, როცა ძმის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა ვალი ფი-
ოდორ მიხაილოვიჩზე გადმოეწერა, მასთან ქ-ნი გინტერშტეინი მივი-
და და გამოუცხადა, რომ მიხაილ მიხაილოვიჩს ორიათას რუბლამდე
კიდევ ემართა. ფიოდორ მიხაილოვიჩს, ცხადია, გინტერშტეინის
კრედიტის დახურვის შესახებ ძმის სიტყვები გაახსენდა და ქალს უთ-
ხრა, რომ ვალი გადახდილი იყო, მაგრამ მან განუცხადა, რომ ეს თან-
ხა მას მიხაილ მიხაილოვიჩისთვის ქმრისგან დამოუკიდებლად და
ყოველგვარი საბუთის გარეშე მიეცა და ფიოდორ მიხაილოვიჩს ვა-
ლის გადახდა ან თამასუქის მიცემა სთხოვა, ქვითინებდა, მუხლებზე
იდგა და იფიცებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქმარი მოკლავ-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩმა, რომელსაც ადამიანთა პატიოსნებისა
ყოველთვის სჯეროდა, ქალს დაუჯერა და ათას-ათას რუბლზე ორი
თამასუქი გამოუწერა. პირველი თამასუქით გადასახდელი თანხა
1867 წლამდე უკვე გასტუმრებული იყო, მაგრამ გინტერშტეინი ახლა
მეორე თამასუქით გასაცემ, ხუთი წლის განმავლობაში დამატებული
პროცენტებით ათასორას რუბლამდე გაზრდილი თანხის დაბრუნებას
ითხოვდა. მან ფიოდორ მიხაილოვიჩს მუქარით სავსე წერილი გამო-
უგზავნა და ფიოდორ მიხაილოვიჩი იძულებული გახდა, მასთან წასუ-

255
ლიყო და ვალის ახალ წლამდე, ანუ იმ დრომდე გადავადება ეთხო-
ვა, როცა რომანისთვის ჰონორარის მიღებას ელოდა, მაგრამ უკან
სასოწარკვეთილი და გაწბილებული დაბრუნდა: გინტერშტეინს გა-
მოეცხადებინა, რომ მეტს აღარ მოიცდიდა და ჩვენი ქონების აღწე-
რას მოითხოვდა, ხოლო თუკი აღწერილი ქონება ვალს არ დაფა-
რავდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს სავალო განყოფილებაში ჩასვამდა
(ასე ეწოდებოდა განყოფილებას, რომელიც იზმაილოვსკის პოლკის
პირველი ასეულის განლაგების
ადგილას, ტარასოვის სახლში მდებარეოდა და სადაც ვალების-
თვის დაპატიმრებულ პირებს ათავსებდნენ).
– მაგრამ სავალეში გამომწყვდეული, ოჯახიდან შორს და უცხო
ადამიანების გარემოცვაში როგორ ვიმუშაო? – უთხრა მას ფიოდორ
მიხაილოვიჩმა. – თუ მუშაობის საშუალებას მომისპობთ, ვალი რო-
გორღა გაგისტუმროთ?
– თქვენ ხომ ცნობილი ლიტერატორი ხართ, მაშასადამე, ლიტე-
რატურული ფონდი გიშველით და სავალეში ჩასმისთანავე გამოგის-
ყიდით, – უპასუხა გინტერშტეინმა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ლიტერატურული ფონდის მაშინდელი
მოღვაწეები არ მოსწონდა და ეჭვი გამოთქვა, რომ ისინი დახმარებას
შესთავაზებდნენ, მაგრამ რომც შეეთავაზებინათ (როგორც გინტერ-
შტეინს გამოუცხადა), მათგან დახმარების მიღებას ერჩივნა სავალე
განყოფილებაში მჯდარიყო.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ საკითხზე დიდხანს ვიმსჯე-
ლეთთ და გადავწყვიტეთ, გინტერშტეინისთვის ასეთი პირობა შეგვე-
თავაზებინა: ასი რუბლი გადაგვეხადა და ახალ წლამდე, სანამ დარ-
ჩენილი სრული თანხის გასტუმრებას შევძლებდით, ყოველთვიურად
კიდევ

256
ორმოცდაათ-ორმოცდაათი რუბლი მიგვეცა. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი გინტერშტეინთან ამ წინადადებით მეორედ წავიდა და უკან სა-
შინლად აღშფოთებული დაბრუნდა. მისი სიტყვებით, ხანგრძლივი
მოლაპარაკების შემდეგ გინტერშტეინს უთქვამს:
– თქვენ ნიჭიერი რუსი ლიტერატორი ხართ, მე კი ერთი პატარა,
გერმანელი ვაჭარი, მაგრამ იმას კი დაგანახვებთ, რომ ცნობილი რუ-
სი ლიტერატორის სავალო ციხეში ჩასმა მეც შემიძლია და, დარწმუ-
ნებული იყავით, ამას გავაკეთებო.
ეს ამბავი გამარჯვებით დამთავრებული საფრანგეთ-პრუსიული
ამბის შემდეგ ხდებოდა, როცა გერმანელები ძალიან გაამაყდნენ და
გაამპარტავნდნენ.
ფიოდორ მიხაილოვიჩის მიმართ ასეთი მოპყრობით აღვშფოთ-
დი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ნაძირალას ხელში ვიყავით და ვერა-
ფერს გავხდებოდით. თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ გინტერშტეინი
ცარიელ მუქარს არ დასჯერდებოდა და ისე, რომ ჩემი განზრახვის
შესახებ ქმრისთვის სიტყვაც არ მითქვამს (რომელიც ამის გაკეთებას
ალბათ ამიკრძალავდა კიდეც), გადავწყვიტე, გინტერშტეინთან თვი-
თონ წავსულიყავი და საქმის მოგვარება მეცადა.
ის ქედმაღლურად შემხვდა და გამომიცხადა:
– ან ახლავე გადამიხადეთ, ან ერთ კვირაში თქვენს ქონებას აღ-
წერენ და გასაყიდად გამოიტანენ, თქვენი ქმარი კი ტარასოვის სახ-
ლში (ასე უწოდებდნენ ხალხში სავალო განყოფილებას) აღმოჩნდე-
ბა.
– ჩვენი ბინა ფიოდორ მიხაილოვიჩის კი არა ჩემს სახელზეა და-
ქირავებული, ავეჯი კი, ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულებით, ვა-
ლად გვაქვს აღებული და დასაფარი თანხის ამოწურვამდე ავეჯით
მოვაჭრეს ეკუთვნის, ამიტომ მისი აღწერა არ შეიძლება, – ცივად ვუ-
პასუხე გინტერშტეინს და დამამტკიცებელ საბუთებად საბინაო წიგნა-
კი და ავეჯით მოვაჭრესთან დადებული მოლაპარაკების ასლი ვაჩვე-
ნე.

257
– ხოლო, რაც შეეხება თქვენს მუქარას, – განვაგრძე მერე, – გაფ-
რთხილებთ, თუკი ეს მოხდება, ქმარს დავიყოლიებ ამ ვალისთვის
მოსახდელი ვადის ამოწურვამდე სავალოში დარჩეს და იქიდან ფე-
ხიც არ მოიცვალოს (სავალოში მოვალის ჩაჯდომა ვალს ფარავდა.
1200 რუბლზე მოვალეს ცხრიდან თოთხმეტ თვემდე ჩაჯდომა უწევ-
და), მე ამ დროის განმავლობაში სადმე ახლომახლო დავსახლდები
და ბავშვებთან ერთად მოვინახულებ ხოლმე, მუშაობაშიც დავეხმა-
რები და დროც მალე გავა, აი, თქვენ კი, გარდა იმისა, რომ იძულე-
ბული იქნებით “საკვებისა” (კრედიტორი ვალდებული იყო სავალოში
ჩასმული მისი მოვალის რჩენის თანხა გადაეხადა) იხადოთ, გროშსაც
ვერ მიიღებთ. სიტყვას გაძლევთ, თქვენი ამ სიჯიუტის გამო აუცილებ-
ლად დაისჯებით!
გინტერშტეინმა ჩივილი დაიწყო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი
უმადურად ექცეოდა და ვალს, რომელიც მან ამდენ ხანს გულმოწყა-
ლედ აცადა, არ უხდიდა.
– არა, ეს თქვენ უნდა იყოთ ფიოდორ მიხაილოვიჩის მადლიერი,
– ვუპასუხე აღშფოთებულმა. – სწორედაც მადლიერი იმის გამო, რომ
მან თქვენს ცოლს, შესაძლოა უკვე დიდი ხნის წინ გადახდილ ვალზე,
ვექსილი მისცა. გაითვალისწინეთ, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ეს
დიდსულოვნებისა და სიბრალულის გამო გააკეთა. თქვენი ცოლი ტი-
როდა და ამბობდა, რომ მოკლავდით. მაგრამ თუ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის სავალოში ჩასმას გაბედავთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ
ამ ამბავს აღვწერ, “Сын отечества”-ში გამოვაქვეყნებ და დაე, ყველამ
გაიგოს, სინამდვილეში ვინ არიან “პატიოსანი” გერმანელები!
იმდენად ვიყავი აღშფოთებული, რომ უკვე სიტყვებს აღარ ვაკონ-
ტროლებდი და ამ ბრაზმა გაჭრა. გერმანელი შეშინდა და მკითხა,
რას ვთავაზობდი.
– იმავეს, რაც გუშინ ჩემმა ქმარმა შემოგთავაზათ.
– კარგი, რაკი ასეა, ჯერ ასი რუბლი მომეცით!

258
რამდენადაც ვშიშობდი, რომ გინტერშტეინი გადაწყვეტილებას
შეცვლიდა და ისევ მუქარით მოგვადგებოდა, გერმანელს ჩვენი შე-
თანხმების აღმწერი დაწვრილებითი ხელწერილი მოვთხოვე და შინ
გამარჯვებული და იმით გახარებული დავბრუნდი, რომ ჩემი ძვირფა-
სი ქმრისთვის ცოტა ხნით მშვიდად ცხოვრება უზრუნველვყავი.

III
მანამდე, სანამ კრედიტორებთან, კიდევ ათი წლის განმავლობა-
ში, ფიოდორ მიხაილოვიჩის თითქმის სიცოცხლის ბოლომდე გაგ-
რძელებულ ბრძოლაზე ვისაუბრებ, ჩვენი ორივეს გამტანჯავი ამ ვა-
ლების წარმომავლობა მინდა განვმარტო.
პირადად ფიოდორ მიხაილოვიჩის წილი ამ ვალების მხოლოდ
მცირე ნაწილს, ორ-სამ ათასს შეადგენდა, დანარჩენი უმთავრესად
მიხაილ მიხაილოვიჩს ეკუთვნოდა და მის მიერ თამბაქოს ფაბრიკისა
და ჟურნალ – “Время”-ს მართვის დროიდან მოგვყვებოდა. მიხაილ
მიხაილოვიჩის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ (მან სულ სა-
მი დღე იავადმყოფა), მისი ოჯახი, უზრუნველ და ხელგაშლილ ცხოვ-
რებას მიჩვეული ცოლი და ოთხი შვილი, უსახსროდ დარჩა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა, რომელიც იმხანად უკვე დაქვრივებული იყო
და შვილები არ ჰყავდა, ძმის ვალების გასტუმრება და მისი ოჯახის
უზრუნველყოფა ითავა და რომ არა გაუფრთხილებელი და არაპრაქ-
ტიკული ხასიათი, ეს კეთილშობილური განზრახვა შესაძლოა უკვე
კარგა ხნის შესრულებულიც ჰქონოდა. სამწუხაროდ, ჩემს ქმარს ადა-
მიანთა პატიოსნებისა და კეთილშობილების მეტისმეტად სჯეროდა.
მოგვიანებით, როცა მოწმეთა ნაამბობიდან და ძველი წერილებიდან
შევიტყვე, როგორ ჰქონდა ფიოდორ მიხაილოვიჩს თამასუქები გაცე-
მული და უამრავი ასე გაცემული თამასუქის უკან სინამდვილეში რა
იმალებოდა, მისი ბავშვური
არაპრაქტიკულობით უბრალოდ გავოგნდი. ყველა, ვისაც არ
რცხვენოდა და ეზარებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს ატყუებდა და

259
თამასუქს ართმევდა. სანამ ძმა ცოცხალი ჰყავდა, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ჟურნალის ფინანსური მხარე არ ეხებოდა და შესაბამისად,
არც საქმის ვითარებისა გაეგებოდა რამე. მაგრამ მიხაილ მიხაილო-
ვიჩის სიკვდილის შემდეგ, როცა ჩემმა ქმარმა ჟურნალ “Эпоха”-ს გა-
მოცემა ითავა, იძულებული გახდა, ჟურნალ “Время”-ს გამოცემის-
თვის აღებული ვალებიც – სტამბისა, ქაღალდისა, ყდისა და ა.შ. თა-
ვის თავზე აეღო. მაგრამ ამით არ ამოწურულა, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩისთვის ცნობილი “Время”-ს თანამშრომლების გარდა მასთან მის-
ვლა, უმეტესწილად, სრულიად უცხო ადამიანებმა დაიწყეს, რომლე-
ბიც არწმუნებდნენ, რომ მიხაილ მიხაილოვიჩს მათი ვალი დარჩა.
თითქმის არც ერთ მათგანს ამის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდ-
გენა არ შეეძლო, თუმცა საბუთის წარმოდგენას არც ადამიანთა პა-
ტიოსნებაში დარწმუნებული ფიოდორ მიხაილოვიჩი ითხოვდა და
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ვალის მომთხოვნს ჩვეულებრივ
ასე პასუხობდა:
– ახლა ფული არ მაქვს, მაგრამ თუ გნებავთ, შემიძლია თამასუქი
გამოგიწეროთ. ამასთან, მადლობელი დაგრჩებით, თუ თამასუქით
ფულის მიღებას მალე არ მომთხოვთ, მე კი პირობას გაძლევთ, რომ
როგორც კი შევძლებ, გადაგიხდით.
ადამიანები თამასუქს ართმევდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ დაიც-
დიდნენ, მაგრამ, ცხადია, პირობას
არ ასრულებდნენ და ფულის დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვ-
დნენ. მაგალითისთვის მოვიყვან შემთხვევას, რომლის სარწმუნოო-
ბაც საბუთებზე დაყრდნობით შევამოწმე.
ერთი უნიჭო მწერალი, ვინმე ნ. რომლის ნაწარმოებებიც “Время”-
ში იბეჭდებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩთან მივიდა და ჯერ ისევ მიხა-
ილ მიხაილოვიჩის სიცოცხლეში დაბეჭდილი მოთხრობისთვის ორა-
სორმოცდაათი რუბლის გადახდა სთხოვა. როგორც ყოველთვის,
ჩემს ქმარს ფული არ აღმოაჩნდა და მწერალს თამასუქის გამოწერა
შესთავაზა. ნ-მა გულმხურვალე მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა,
260
რომ მანამდე დაიცდიდა, სანამ გამომცემლობის საქმე გამოსწორდე-
ბოდა, თამასუქი კი უვადო ითხოვა, რომ ვადის ამოწურვის შემთხვე-
ვაში მისი ხელმეორედ გამოწერისა თუ გაპროტესტების საჭიროება
არ შეჰქმნოდა. რაოდენ დიდი იყო ფიოდორ მიხაილოვიჩის გაოგნე-
ბა, როცა ორი კვირის შემდეგ მისგან ამ თამასუქით ფულის მიღება
მოითხოვეს და ქონების აღწერით დაემუქრნენ. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი პასუხის მოსათხოვნად ნ-თან გაეშურა. ნ-ი შეცბა და თავის მარ-
თლება დაიწყო, ფიოდორ მიხაილოვიჩს არწმუნებდა, რომ დიასახ-
ლისი ბინიდან გაგდებას უპირებდა და თამასუქი ქალს უკიდურეს ზო-
მამდე მისულმა გადასცა, მაგრამ სიტყვა ჩამოართვა, რომ ფულის მი-
ღებას მალე არ მოითხოვდა. დაჰპირდა, რომ დიასახლისს კიდევ ერ-
თხელ დაელაპარაკებოდა და განზრახვაზე ხელს ააღებინებდა, და-
იყოლიებდა, რომ მოეცადა და ა.შ. თავისთავად ცხადია, ნ-ის დიასახ-
ლისთან მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვიდა და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი იძულებული გახდა ვალის გადასახდელად ფული კიდევ უფ-
რო მეტი პროცენტით ესესხა.
ამ ამბიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ კი რაღაც სხვა საქმის
გამო დოკუმენტების გადარჩევისას “Время”-ს წიგნაკი ვიპოვე, ფურ-
ცლებს შორის კი, ჩემდა გასაკვირად და აღსაშფოთებლად, მწერალ
ნ-ის ხელწერილიც, რომლის მიხედვითაც იმავე მოთხრობისთვის,
რომელზეც ლაპარაკი მიდიოდა, მას მიხაილ მიხაილოვიჩისგან ჰო-
ნორარი უკვე მიღებული ჰქონდა! მე ხელწერილი მაშინვე ქმარს ვაჩ-
ვენე, პასუხად კი მივიღე:
– ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ნ-ს ჩემი მოტყუება შეეძლო! ოჰ,
სადამდე მიჰყავს უკიდურეს მდგომარეობას ადამიანი!
ჩემი აზრით, ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ ნაკისრი ვალების
უდიდესი ნაწილი სწორედ ასეთი ხასიათისა იყო. ვალი მთლიანად
დაახლოებით ოცი ათასს შეადგენდა, უცხოეთიდან ჩვენი დაბრუნების
დროს კი, დარიცხულ პროცენტებიანად, დაახლოებით ოცდახუთი
ათასს. ამ ვალებს ჩვენ ცამეტი წლის განმავლობაში ვიხდიდით და

261
მხოლოდ ქმრის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დავფარეთ,
მხოლოდ მას შემდეგ შევძელით შვებით ამოგვესუნთქა და შეხსენე-
ბებით, ახსნა-განმარტებებითა და ჩვენი ქონების დაყადაღების მუქა-
რით გატანჯულებს არ გვეცხოვრა.
ამ ფიქტიური ვალების გასასტუმრებლად ფიოდორ მიხაილოვიჩი
შეუსვენებლად მუშაობდა და მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, საკუ-
თარი თავისა და ოჯახისთვის არა სიუხვესა და კომფორტზე,
არამედ არსებობისთვის აუცილებელ პირობებზეც კი უარის თქმა
უხდებოდა. რა ბედნიერები, კმაყოფილები და დამშვიდებულები ვიქ-
ნებოდით ჩვენი ოჯახური ცხოვრების იმ თოთხმეტი წლის განმავლო-
ბაში, რომ არა ეს მუდმივად შავი ღრუბელივით ჩვენს თავზე გამოკი-
დებული ვალების გადახდის საზრუნავი.
ანდა, თუნდაც მხატვრულობის მხრივ, როგორ მოიგებდა და გამ-
დიდრდებოდა ჩემი ქმრის ნაწარმოებები, ეს ვალები რომ არ ჰქონო-
და აკიდებული და წერა მშვიდად შეძლებოდა, საშუალება რომ ჰქო-
ნოდა რომანის დასაბეჭდად გაგზავნამდე ნაწერისთვის გადაეხედა
და შეესწორებინა. ლიტერატურულ წრეებში დოსტოევსკის ნაწარ-
მოებების სხვა მწერლების ნაწარმოებებთან შედარებისას სხვების
რომანების დახვეწილობისა და ტურგენევის სულაც იუველირის ნამუ-
შევარივით უზადოობის ფონზე, დოსტოევსკის რომანებს მეტისმეტი
სირთულის, ჩახლართულობისა და ფაქტების დახვავებულობისთვის
კიცხავენ. ამასთან, რა თქმა უნდა, იშვიათად თუ მოსდის ვინმეს თავში
იმ სხვა მწერალთა ცხოვრებისა და მუშაობის და ჩემი ქმრის ცხოვრე-
ბისა და მუშაობის პირობები გაიხსენოს და ერთმანეთს შეადაროს.
თითქმის ყველა მათგანი (ტოლსტოი, ტურგენევი, გონჩაროვი) ჯან-
მრთელი და შეძლებული ადამიანი იყო და თავიანთი ნაწარმოებების
მშვიდად მოფიქრებისა და დახვეწის სრული თავისუფლება ჰქონ-
დათ. ფიოდორ მიხაილოვიჩს კი, რომელიც ორი მძიმე დაავადებით
იტანჯებოდა, დიდი ოჯახი ჰყავდა, ვალები ახრჩობდა და ხვალინ-
დელ დღესა და ელემენტარულ საარსებო ფულზე უხდებოდა

262
ფიქრი. ჰქონდა კი ასეთ მდგომარეობაში იმის დრო და საშუალე-
ბა, რომ თავისი ნაწარმოებები დაეხვეწა? მისი ცხოვრების უკანასკნე-
ლი თოთხმეტი წლის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა, რომ რო-
მანის ორი-სამი ნაწილი უკვე ჟურნალში იყო დაბეჭდილი, მეოთხე
სტამბაში იკრიფებოდა, მეხუთე “Русский вестник”-ის რედაქციისკენ
ფოსტით მიდიოდა, დანარჩენი კი ფიოდორ მიხაილოვიჩს მხოლოდ
მოფიქრებული ჰქონდა. ხშირად ყოფილა, რომ ჩემს ქმარს თავისი
რომანიდან უკვე დაბეჭდილი თავი წაუკითხავს და, იმით თავზარდა-
ცემული, რომ სიჩქარეში, უნებურად დაშვებული შეცდომით ჩანაფიქ-
რი გაუფუჭდა, სასოწარკვეთაში ჩავარდნილა.
– დაბრუნება რომ შემეძლოს, – ამბობდა ხოლმე სასოწარკვეთი-
ლი, – შესწორება რომ მომესწრო!.. ახლა კი ვხვდები, რატომ მიჭირ-
და ასე წერა. ამ შეცდომით ხომ შეიძლება რომანის მთელი “იდეა”
მოვკალი!..
და ეს ჭეშმარიტი წუხილი იყო, წუხილი მხატვრისა, რომელმაც სა-
კუთარი შეცდომა დაინახა და გამოსწორების საშუალება არ აქვს. დი-
ახ, სამწუხაროდ, ამის საშუალება მას მართლაც არ ჰქონდა: მუდმი-
ვად ფულის საჭიროებას განვიცდიდით, საარსებოდ, ვალების გასას-
ტუმრებლად... და ამის გამო, მიუხედავად ავადმყოფობისა, ხანდახან
შეტევის მეორე დღესვე მუშაობა უხდებოდა, აჩქარება, ხელნაწერზე
თვალის გადავლებას ძლივს ასწრებდა, ოღონდ კი დროულად
გადაეგზავნა რედაქციაში და ფული რაც შეიძლება სწრაფად მი-
ეღო. არც ერთხელ ცხოვრებაში (პირველი მოთხრობის – “საწყალი
ადამიანების” გარდა) არ მოუხერხდა ფიოდორ მიხაილოვიჩს რომა-
ნი აუჩქარებლად და ქარგასა და ყოველ დეტალზე დაფიქრებით და-
ეწერა. ეს უდიდესი ბედნიერება ბედმა ჩემს ქმარს არ უბოძა, ბედნიე-
რება, რომელიც მის სანუკვარ და, სამწუხაროდ, აუხდენელ ოცნებად
დარჩა!

263
ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ ნაკისრი ეს ვალები მას ჰონორა-
რების ოდენობის მხრივაც აზარალებდა: იმ დროს, როცა უზრუნველ-
ყოფილი მწერლები (ტურგენევი, ტოლსტოი, გონჩაროვი) იცოდნენ,
რომ ჟურნალები მათ რომანებს ერთმანეთს ხელიდან გამოგლეჯ-
დნენ, ნაბეჭდ ფურცელში ხუთას რუბლს ითხოვდნენ, ხელმოკლე
დოსტოევსკი კი იძულებული იყო ჟურნალებისთვის ნაწარმოები თა-
ვად შეეთავაზებინა და, რადგანაც შემთავაზებელი ყოველთვის წამ-
გებიან მდგომარეობაშია, ჰონორარსაც მნიშვნელოვნად ნაკლებს
იღებდა. რომანებისთვის – “დანაშაული და სასჯელი”, “იდიოტი” და
“ეშმაკნი” ნაბეჭდ ფურცელში ჩემმა ქმარმა ასორმოცდაათი რუბლი
აიღო; “მოზარდში” – ორასორმოცდაათი და მხოლოდ თავის უკანას-
კნელ რომანში – “ძმებ კარამაზოვებში” – სამასი რუბლი.
ამ სხვისმა ვალებმა ჩემი პირადი ცხოვრებაც ისე დაამძიმა, რომ
ყოველთვის, როცა ვიხსენებ, სიმწრის გრძნობა მეუფლება, ვალებმა
ადამიანისა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და თანაც
ფიქტიურმა, უნამუსო ადამიანების მიერ ჩემი ქმრისგან მოტყუებით
მიღებულ თამასუქებზე. ჩემი მაშინდელი ცხოვრება მუდმივად იმაზე
დაუსრულებელი ფიქრით იყო გამწარებული, რომელიღაც რიცხვის-
თვის, რაღაც თანხა სად მეშოვა; ესა თუ ის ნივთი სად და რამდენად
დამეგირავებინა; როგორ მომეხერხებინა, რომ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს კრედიტორის მოსვლის ანდა რომელიღაც ნივთის დაგირავების
შესახებ არ შეეტყო. ამას შეეწირა ჩემი ახალგაზრდობა, ჯანმრთელო-
ბა და ნერვები.
ყველაზე უფრო საწყენი ის იყო, რომ ამ უბედურების ნახევარი მა-
ინც აგვცდებოდა ჩემი ქმრის მეგობრებს შორის კეთილი ადამიანები
რომ გამოჩენილიყვნენ, რომლებიც ფიოდორ მიხაილოვიჩის ჟურნა-
ლის გამოცემას უხელმძღვანელებდნენ. ყოველთვის გაუგებარ ულ-
მობლობად მიმაჩნდა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი მეგობრებად თვლიდა, იცოდნენ მისი ბავშვური არაპრაქ-

264
ტიკულობა, მეტისმეტი მიმნდობლობა, ჯანმრთელობის მდგომარეო-
ბა და ძმის სიკვდილის შემდეგ დარჩენილ ვალებში გარკვევა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს მიანდეს. ნუთუ არ შეეძლოთ ფულის მომთხოვ-
ნთა პრეტენზიების განხილვაში დახმარებოდნენ და ყოველი მათგა-
ნისთვის ვალის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი მოეთხოვათ?
დარწმუნებული ვარ, რომ პრეტენზიის წამყენებელთა უმეტესობა არც
კი გამოჩნდებოდა, თუ ცნობილი გახდებოდა, რომ მათ მოთხოვნას
მარტო ფიოდორ მიხაილოვიჩი არ განიხილავდა. სამწუხაროდ, ჩემი
ქმრის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის არ აღმოჩნდა არც
ერთი
კეთილი ადამიანი, რომელსაც მისთვის დრო არ დაენანებოდა და
ამ დახმარებით ნამდვილ სამსახურს გაუწევდა. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ყველას ებრალებოდა და ყველა თანაუგრძნობდა, მაგრამ ეს
თანაგრძნობაცა და სიბრალულიც მხოლოდ ცარიელი “სიტყვები,
სიტყვები და სიტყვები” იყო.
ალბათ იტყვიან, ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობრებიც პოეტები
და რომანისტები იყვნენ და პრაქტიკული ცხოვრებისა არაფერი გა-
ეგებოდათო, მაგრამ ამაზე პასუხად დავამატებ: ყველა მათგანი თა-
ვისი პირადი საქმეების მოგვარებას მშვენივრად ახერხებდა. ალბათ
შემეკამათებიან კიდეც და დაამატებენ, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს
დამოუკიდებლობა უნდოდა და სხვის მითითებებს არ დაემორჩილე-
ბოდაო, მაგრამ ეს მოსაზრებაც არასწორი იქნება. მან მე ყველა თა-
ვისი საქმე სიამოვნებით გადმომცა, მისმენდა და ჩემს რჩევებს ითვა-
ლისწინებდა, თუმცა თავიდან საქმეში გამოცდილ ქალად სულაც არ
მთვლიდა. მის მეგობრებს რომ დახმარება შეეთავაზებინათ, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მათ მიმართაც იმავე ნდობით განიმსჭვალებო-
და, რა ნდობითაც ჩემ მიმართ განიმსჭვალა. ამიტომაა, რომ ყოველ-
თვის, როცა მის ასეთ მეგობრებზე ვფიქრობ ფიოდორ მიხაილოვიჩის
მაგივრად მწყინს და ერთიანად სიმწარის გრძნობა მეუფლება.

265
IV
რუსეთში დაბრუნების პირველ ხანებში ვალების ნაწილის გასტუმ-
რებას ჩემს მზითევად დათქმული სახლის გაყიდვით ვფიქრობდი.
ამიტომ ჩემი ძმის ქორწილზე დრეზდენში გამგზავრებულ დედისა და
დის არყოფნაში ჩვენი სახლების გამგებლად დადგენილი ჩემი დის
რომიდან დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი. ჩემი და, დაპირებისა-
მებრ, გაზაფხულზე ჩამოსვლას და მმართველობის ანგარიშების გად-
მოცემას აპირებდა, მაგრამ გაზაფხულზე ტიფით დაავადდა და 1872
წლის 1 მაისს რომში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გავი-
გეთ, რომ ჩვენი სახლების მართვაზე მინდობილობა უკვე დიდი ხანია
ქმრისთვის გადაეცა, მას კი, თავის მხრივ, რამდენადაც ცოლთან ერ-
თად პეტერბურგიდან ხშირად უხდებოდა ხოლმე გამგზავრება, რო-
მელიღაც თავისი ნაცნობისთვის. ეს ბატონი სამი-ოთხი წლის განმავ-
ლობაში ჩვენი სახლებიდან შემოსავლით სარგებლობდა, მაგრამ სა-
ხაზინო ბეგარის გადახდას, როგორც ჩანს, საჭიროდ არ თვლიდა და
გადასახადი დაგროვდა, ბოლოს კი სახლებზე აუქციონიც დაინიშნა.
ამ გადასახადების გადახდისა და სახლების გამოსყიდვის ფული ჩვენ
არ გვქონდა, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ ისინი კარგ ფასად გაიყი-
დებოდა და დედა ფულს მიიღებდა, რომლიდანაც დაპირებული სახ-
ლის ნაცვლად ნაწილს მე მომცემდა. სამწუხაროდ, ჩემი იმედები არ
გამართლდა. ბატონმა, რომელსაც ჩვენი სახლების მართვა ჰქონდა
გადაცემული, ცრუმაგიერ პირებთან ერთად ფიქტიური მოლაპარაკე-
ბა გააფორმა, რომლის მიხედვითაც მას სახლები იჯარით ათი წლით
ჰქონდა გაცემული, ფული კი
წინასწარ აღებული. ამ გარიგების ამბავი აუქციონზე გაირკვა და,
თავისთავად ცხადია, სახლების ყიდვის სურვილი აღარავინ გამოთ-
ქვა. არამზადამ სახაზინო გადასახადი გადაიხადა და სახლები თავად
შეისყიდა, ანუ რამდენიმე ათასად ხელში სამი სახლი, ორი დიდი
ფლიგელი და მიწის უზარმაზარი ნაკვეთი ჩაიგდო. ისე გამოვიდა,
რომ დედას, ჩემს ძმასა და მე აღარაფერი დაგვრჩა. რა თქმა უნდა,

266
შეგვეძლო გვეჩივლა და პროცესი წამოგვეწყო, მაგრამ არც პროცე-
სისთვის გვქონდა საკმარისი სახსრები. თანაც სასამართლო საქმის
წამოწყება ჩემი სიძის პასუხისგებაში მიცემას გულისხმობდა. ეს ამბავი
მასთან მთელ ოჯახს წაგვაჩხუბებდა და ჩვენ ყველასთვის საყვარელი
ჩემი ობოლი დისწულების ნახვის საშუალება წაგვერთმეოდა. ის სახ-
ლი ჩვენი სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი
გზა იყო და იმედი, რომლის დამსხვრევაც ძალიან გამიჭრდა!
თავიდან კრედიტორები ვალის გასტუმრების თაობაზე სალაპარა-
კოდ ფიოდორ მიხაილოვიჩთან მოდიოდნენ, მაგრამ ამ მოლაპარა-
კებათა შედეგი ყოველთვის უაღრესად მძიმე იყო: კრედიტორები
ჩემს ქმარს უხეშად ეპყრობოდნენ და ქონების აღწერითა და სავალო
განყოფილებით ემუქრებიდნენ. ამ შეხვედრების შემდეგ ფიოდორ
მიხაილოვიჩი სასოწარკვეთაში ვარდებოდა, რამდენიმე საათის გან-
მავლობაში ოთახში ბოლთას სცემდა, საფეთქლებზე თმას იჩეჩდა (ეს
მისი ჩვეული ჟესტი იყო, როცა ძალიან ნერვიულობდა) და ერთსა და
იმავეს იმეორებდა:
– ახლა რა გავაკეთო? ახლა რა გვეშველება?!
მეორე დღეს კი ეპილეფსიის შეტევა ემართებოდა.
ჩემი საბრალო ქმარი იმდენად მეცოდებოდა, რომ, მისთვის უთ-
ქმელად, გადავწყვიტე ეს მოლაპარაკებები საკუთარ თავზე ამეღო.
ადამიანთა რა გასაოცარმა ნაირსახეობამ ჩაიარა იმ პერიოდში ჩემ
თვალწინ! ესენი უმთავრესად თამასუქების გადამყიდველები იყვნენ
– ჩინოვნიკების ცოლები, სასტუმროს ტიპის ოთახების დიასახლისები,
გადამდგარი ოფიცრები, უმდაბლესი კატეგორიის შუამავლები. ყვე-
ლა მათგანს თამასუქები გროშებად ჰქონდა ნაყიდი, ფულის მიღებას
კი, რა თქმა უნდა, სრულად ითხოვდნენ; ქონების აღწერითა და სავა-
ლოში ჩასმით მემუქრებოდნენ, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, ასეთებს რო-
გორ დავლაპარაკებოდი. მათაც იმავეს ვეუბნებოდი, რაც გინტერ-
შტეინს ვუთხარი. რადგან ხედავდნენ, რომ მუქარა არ ჭრიდა, კრე-

267
დიტორები ჩემს პირობებს თანხმდებოდნენ და ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის მიერ გაცემული თამასუქის ახალ პირობას ვუთქვამდით. მაგ-
რამ ის, თუ რად მიჯდებოდა და რაზე მივდიოდი ხოლმე დათქმულ
დროს დანაპირების შესასრულებლად, მხოლოდ მე ვიცი! ნათესაო-
ბისგან ვსესხულობდი, ნივთებს ვაგირავებდი და საკუთარ თავსა და
ოჯახს თითქმის ყველაფერს ვაკლებდი!
ფულს არარეგულარულად ვიღებდით და ეს მთლიანად ფი-
ოდორ მიხიალოვიჩის რომელიმე მორიგი ნაწარმოების წარმატება-
წარუმატებლობაზე იყო დამოკიდებული. იძულებული ვხდებოდი დი-
ასახლისისა და მაღაზიების ვალები დამედო, ამიტომ, როცა ფულს
ვიღებდით, ოთხასი-ხუთასი რუბლიდან, რომელსაც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ყოველთვის მე მაძლევდა, მეორე დღეს ხელში ხანდახან
ოცდახუთი-ოცდაათი რუბლიღა მრჩებოდა.
კრედიტორების მოსვლას ფიოდორ მიხაილოვიჩი ხანდახან მაინც
იგებდა და მომსვლელის ვინაობითა და საქმის რაობით ინტერესდე-
ბოდა, მაგრამ ხედავდა, რომ რაღაცას ვუმალავდი და გულჩათხრო-
ბილობაში მადანაშაულებდა. ჩემი ქმრის ეს ჩივილი მის რამდენიმე
წერილშიც აისახა. მაგრამ ამ საკითხში ფიოდორ მიხაილოვიჩთან გუ-
ლახდილობა არაფრით არ შეიძლებოდა. იმისთვის, რომ მის შრომას
ნაყოფი გამოეღო, ჩემს ქმარს სიმშვიდე სჭირდებოდა. უსიამოვნებები
კი, როგორც წესი, ეპილეფსიის შეტევებით სრულდებოდა, რაც ისევ
და ისევ, მუშაობაში უშლიდა ხელს. იძულებული ვხდებოდი, თუნდაც
ამის გამო გულჩათხრობილობა დაეწამებინა, ყველაფერი, რაც მის
განერვიულებასა და დამწუხრებას გამოიწვევდა, ქმრისგან გულმოდ-
გინედ დამემალა... რა მძიმე იყო ეს და რა ცხოვრების გავლა მომიხ-
და თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში!
ამ ყველაფერს თავ-თავიანთი თხოვნით ფიოდორ მიხაილოვიჩის
ნათესავებიც ემატებოდნენ, რაც
ისევე მწარედ მაგონდება, როგორც სხვა დანარჩენი. მიუხედავად
იმისა, რომ თავადაც უსახსროდ ვიყავით ფიოდორ მიხაილოვიჩი

268
თავს უფლებას ვერ აძლევდა ძმისთვის – ნიკოლაი მიხაილოვიჩის-
თვის, გერისთვის და, გამონაკლის შემთხვევებში, დანარჩენი ნათესა-
ვებისთვისაც დახმარებაზე უარი ეთქვა. გარდა გამოყოფილი თანხი-
სა (თვეში ორმოცდაათი რუბლი) “ძმა კოლია” ყოველ მოსვლაზე
ხუთ-ხუთ რუბლს იღებდა. ის სასიამოვნო და საბრალო ადამიანი იყო
და სიკეთისა და დელიკატურობისთვის მიყვარდა კიდეც, მაგრამ მა-
ინც ვბრაზობდი, როცა ჩვენთან ვიზიტებს სხვადასხვა საბაბით მოუხ-
შირებდა ხოლმე: ბავშვების დაბადების დღეებისა თუ დღეობების მო-
სალოცად, ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ამბის შესატყობად და ა.შ.
მაგრამ ეს ბრაზი სიძუნწისა კი არა, იმ მტანჯველი ფიქრის გამო იყო,
რომ სახლში მხოლოდ ოცი რუბლი გვქონდა და მეორე დღეს მორი-
გი კრედიტორისთვის მისაცემი ფული საიდანღაც უნდა მეშოვნა, ეს
კი იმას ნიშნავდა, რომ ისევ ნივთები უნდა დამეგირავებინა.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პაველ ალექსანდროვიჩი მაღიზია-
ნებდა. ის კი არ გვთხოვდა, მოითხოვდა და თანაც დარწმუნებული
იყო, რომ ამის უფლება ჰქონდა.
ყოველი მსხვილი ჰონორარის აღებისას ფიოდორ მიხაილოვიჩი
გერს აუცილებლად მნიშვნელოვან თანხას აძლევდა, მაგრამ პაველ
ალექსანდროვიჩს გაუთვალისწინებელი საჭიროებები არ ელეოდა
და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მატერიალური მდგომარეობა მშვე-
ნივრად იცოდა, მამობილთან ფულის გამოსართმევად მოდიოდა.
– აბა, მამა როგორ არის? ხომ კარგად? – მეკითხებოდა სახლში
შემოსვლისთანავე. – უნდა დაველაპარაკო, სასწრაფოდ ორმოცი
რუბლი მჭირდება.
– ხომ იცით, რომ კატკოვს ჯერ არაფერი გამოუგზავნია, ფული არ
გვაქვს, – ვპასუხობდი მე. – დღეს ოცდახუთ რუბლად გულსაბნევი და-
ვაგირავე, აი, ქვითარი, შეხედეთ!
– რას ვიზამთ! კიდევ რამეს დააგირავებთ.
– ყველაფერი ისედაც დაგირავებული მაქვს.

269
– ფული რაღაც ხარჯისთვის აუცილებლად მჭირდება! – არ მეპუე-
ბოდა პაველ ალექსანდროვიჩი.
–ის რაღაც მერე შეიძინეთ, როცა ფულს მივიღებთ.
– არა, ვერ გადავდებ.
– პაველ ალექსანდროვიჩ, არ გესმით? ფული არ მაქვს!
–ეგ თქვენი სადარდებელია! სადმე იშოვეთ.
მე პაველ ალექსნდროვიჩის დაყოლიებას ვიწყებდი, რომ მამობი-
ლისთვის არა ორმოცი, რომელიც უბრალოდ არ მქონდა, არამედ
თხუთმეტი რუბლი ეთხოვა, რომ ხვალინდელი დღისთვის ჩვენ ხუთი
რუბლი მაინც დაგვრჩენოდა. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ პაველ
ალექსანდროვიჩი მთანხმდებოდა, თან თავი ისე ეჭირა თითქოს ამით
დიდ სამსახურს მიწევდა. მე ქმარს გერისთვის მისაცემ თხუთმეტ
რუბლს ვაძლევდი და სიმწრით ვფიქრობდი, რომ იმ თხუთმეტი რუბ-
ლით სამ დღეს ვიცხოვრებდით, ახლა კი ისევ წასვლა და რომელიმე
ნივთის დაგირავება მომიწევდა. ამ უცერემონიო ადამიანის მიერ მო-
ყენებულ უსიამოვნებებსა და სიმწარეს ალბათ ვერასდროს დავივიწ-
ყებ!
ალბათ გასაკვირია, რომ ფულის ასეთ უცერემონიო მოთხოვნაზე
ხმას არ ვიღებდი, მაგრამ პაველ ალექსანდროვიჩთან ჩემი წაჩხუბება
იმას ნიშნავდა, რომ ის საჩივლელად მაშინვე ფიოდორ მიხაილოვიჩ-
თან წავიდოდა, ყველაფერს უკუღმა წარმოუდგენდა, თავს დაჩაგრუ-
ლად მოაჩვენებდა და ჩხუბი ატყდებოდა, ეს კი ფიოდორ მიხაილო-
ვიჩზე უაღრესად ცუდად იმოქმედებდა. ამიტომ მისი სიმშვიდე რომ
დამეცვა და ოჯახში მშვიდობიანი განწყობა შემენარჩუნებინა, მერჩივ-
ნა მე მომეთმინა და საკუთარი თავისთვის ყველაფერზე უარი მეთქვა.

V
მიუხედავად კრედიტორების ჩვენთვის ესოდენ უსიამოვნო ვიზი-
ტებისა და მუდმივი უსახსრობისა 1871/72 წლის ზამთარი მაინც სი-

270
ამოვნებით მახსენდება. ის, რომ სამშობლოში, რუსებითა და ყველა-
ფერი რუსულით ვიყავით გარშემორტყმული, ჩემთვის უდიდესი ბედ-
ნიერება იყო. რუსეთში დაბრუნება და მეგობრების ნახვის შესაძლებ-
ლობა ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ახარებდა, ყველაზე მეტად კი ის
უხაროდა, რომ ასე მონატრებული რუსული ცხოვრების თვალის დევ-
ნება ისევ შეეძლო. ფიოდორ მიხილოვიჩმა ბევრ ძველ მეგობართან
განაახლა ნაცნობობა, ხოლო თავის ნათესავთან, პროფესორ მ.ი.
ვლადისლავლევთან მეცნიერული სამყაროს წარმომადგენლებს გა-
ეცნო; ერთ-ერთ მათგანთან, ვ.ვ. გრიგორიევთან (აღმოსავლეთ-
მცოდნესთან) საუბარი ფიოდორ მიხაილოვიჩს განსაკუთრებით დიდ
სიამოვნებას ანიჭებდა. ვლ.პ. პუშერსკისთან, “Гражданин”-ის გამომ-
ცემელთან ფიოდორ მიხაილოვიჩი ტ.ი. ფილიპოვსა და ოთხშაბათო-
ბით მასთან სადილად შეკრებილ მთელ ჯგუფს გაეცნო, რომელთა-
განაც ერთ-ერთს, კ.პ. პობედონოსცევს შემდგომში იმდენად დაუახ-
ლოვდა, რომ მათმა მეგობრობამ ფიოდორ მიხაილოვიჩის სიცოც-
ხლის ბოლომდე გასტანა.
მახსოვს, იმ ზამთარს პეტერბურგში ყირიმში მუდმივად მცხოვრები
ნ.ი. დანილევსკი იყო ჩამოსული და ფიოდორ მიხაილოვიჩმა, რომე-
ლიც მას ჯერ ისევ სიყმაწვილის დროიდან ფურიეს
გულმხურვალე მიმდევრად იცნობდა, მის წიგნს კი – “რუსეთი და
ევროპა” დიდად აფასებდა, მასთან ძველი ნაცნობობის განახლება
მოინდომა და რამდენიმე უაღრესად ჭკვიან და ნიჭიერ ადამიანთან
ერთად (დამამახსოვრდა მაიკოვი, ლამანსკი და სტრახოვი) დანი-
ლევსკი ჩვენთან სადილად მოიწვია. ეს შეხვედრა ყველასთვის იმდე-
ნად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საუბარი გვიან ღამემდე გაუგ-
რძელდათ.
იმავე ზამთარს პ.მ. ტრეტიაკოვმა, მოსკოვის ცნობილი გალერეის
მფლობელმა, ფიოდორ მიხაილოვიჩს გალერეისთვის მისი პორ-
ტრეტის დახატვის ნებართვა სთხოვა. ამ მიზნით მოსკოვიდან ცნობი-
ლი მხატვარი – ვ.გ. პეროვი ჩამოვიდა. სანამ მუშაობას დაიწყებდა

271
პეროვი ჩვენთან ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მოდიოდა;
ფიოდორ მიხაილოვიჩის სხვადასხვა განწყობას აკვირდებოდა, მას-
თან საუბრობდა, კამათში იწვევდა და ამ დაკვირვებების საფუძველზე
ჩემი ქმრის ყველაზე დამახასიათებელი გამომეტყველების დაჭერა
შეძლო, სწორედ ის, რომელი გამომეტყველებაც აღებეჭდებოდა
ხოლმე სახეზე, როცა თავის ნაწარმოებებზე ფიქრებში იძირებოდა.
შეიძლება ითქვას, პეროვმა ფიოდორ მიხაილოვიჩის პორტრეტზე
“დოსტოევსკის შემოქმედებითი წუთი” ასახა. ჩემი ქმრის სახეზე ეს გა-
მომეტყველება მეც ბევრჯერ შემინიშნავს, ძირითადად მაშინ, როცა
მის კაბინეტში შესული ვამჩნევდი, რომ ის თითქოს “საკუთარ თავში
ჩაძირული” მხვდებოდა, ასეთ წუთებში კაბინეტიდან ისე გამოვდი-
ოდი, რომ სიტყვასაც არ ვძრავდი, მერე კი ირკვეოდა, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი იმდენად ღრმად იყო ჩაფიქრებული, ჩემი კაბინეტში
შესვლაც კი არ შეუნიშნავს და არ სჯეროდა, რომ შესული ვიყავი.
პეროვი უაღრესად ჭკვიანი და სათნო ადამიანი აღმოჩნდა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს მასთან საუბარი უყვარდა. მათ სეანსებს კი მეც
აუცილებლად ვესწრებოდი და ამდენად, პეროვის მიმართ ძალიან
კეთილი და სასიამოვნო მოგონებები დამრჩა.
ზამთარმა სწრაფად გაირბინა. დადგა 1872 წლის გაზაფხული,
რომელმაც კიდევ ბევრი უბედურება და გასაჭირი მოგვიტანა.

VI. 1872 წელი. ზაფხული


(უმთავრესად იმის გამო, რომ 1972 წლის ზაფხულში ფიოდორ
მიხაილოვიჩის ჩემთვის გამოგზავნილი წერილები მკითხველისთვის
გასაგები იყოს, იმ ზაფხულს თავს გადამხდარი ჩვენი უბედურებების
დაწვრილებით მოყოლა მიწევს).
ამბობენ – “უბედურება მარტო არ მოდისო” – ყველა ჩვენგანის
ცხოვრებაში ყოფილა დრო, როცა მოულოდნელი უბედურებებისა
და განსაცდელის მთელი წყება შემთხვევია. იგივე დაგვემართა

272
ჩვენც. ეს უბედურებები 1872 წლის ბოლოს დაიწყო, როცა ჩვენი გო-
გონა ლილია (მაშინ ის ორი წლისა და ექვსი თვის იყო), ოთახში, ჩვენ
თვალწინ, სირბილისას დაეცა. მან ხმამაღლა დაიყვირა და ყველა
მისკენ გავცვივდით, ფეხზე წამოვაყენეთ და დამშვიდებას შევეცა-
დეთ, მაგრამ ლილია შეუჩერებლად ტიროდა და მარჯვენა ხელზე შე-
ხების უფლებას არ გვაძლევდა. ამან გვაფიქრებინა, რომ დანარტყამ
ხელზე სერიოზული დაჟეჟილობა ჰქონდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი,
ძიძა და მოახლე ექიმის მოსაძებნად გაიქცნენ. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა აფთიაქში ჩვენთან ყველაზე ახლოს მცხოვრები ქირურგის მი-
სამართი გაიგო და ნახევარ საათში მოიყვანა კიდეც. თითქმის იმავ-
დროულად ობუხოვის საავადმყოფოდან ექიმი ძიძამაც მოიყვანა.
ლილიას დარტყმული ხელის გასინჯვის შემდეგ ქირურგმა დაასკვნა,
რომ ლილიას ხელი ნაღრძობი ჰქონდა, ძვალი მაშინვე თავის ადგი-
ლას ჩაუსვა და ბანდით სქლად გადაუხვია. მეორე ექიმმა
ქირურგის მოსაზრება დაადასტურა და გვითხრა, რომ რაკი ძვალი
უკვე ჩასმული იყო, მალე შეხორცდებოდა. ორი კომპეტენტური ექი-
მის ერთნაირმა აზრმა ჩვენც დაგვამშვიდა. ქირურგს ვთხოვეთ, რომ
ჩვენი შვილი მოენახულებინა ხოლმე და ისიც ორი კვირის განმავ-
ლობაში, ყოველ დილას მოდიოდა, ბანდს ხსნიდა და გვეუბნებოდა,
რომ შეხორცების პროცესი კარგად მიდიოდა. თუმცა ერთ-ერთ ჯერ-
ზე ბანდის მოხსნისას მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა მას ხელის გუ-
ლიდან სამი გოჯით ზემოთ მუქ წითელ ამობურცულზე მივუთითეთ,
მაგრამ ქირურგმა გვითხრა, რომ ბავშვს ხელი მთლიანადაც შეშუპე-
ბული ჰქონდა და ეს ნაღრძობის დროს ჩვეულებრივი სისხლჩაქცევა
იყო, რომელიც ნელ-ნელა გაიწოვებოდა. რამდენადაც უახლოეს
დღეებში გამგზავრებას ვაპირებდით, მან გვირჩია, გზაში უსაფ-
რთხოებისთვის ბავშვის ხელიდან ბანდი მანამდე არ მოგვეხსნა, სა-
ნამ ადგილამდე არ ჩავიდოდით. ამიტომ უბედური შემთხვევის შე-
დეგთან დაკავშირებით უკვე სრულიად დამშვიდებულები 1872 წლის
15 მაისს სტარაია რუსაში გავემგზავრეთ.

273
ზაფხულში დასასვენებელ ადგილად ამ კურორტზე არჩევანი
პროფესორ მ.ი. ვლადისლევლევის, ფიოდორ მიხაილოვიჩის საყვა-
რელი ძმისწულის – მარია მიხაილოვნას ქმრის რჩევით შევაჩერეთ.
ცოლიცა და ქმარიც გვარწმუნებდნენ, რომ რუსაში ცხოვრება მშვი-
დად და იაფად შეიძლებოდა და მათი შვილები გასულ ზაფხულს მა-
რილიანი წყლის აბაზანების წყალობით გაჯანსაღებულიყვნენ. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე მეტის-
მეტადაც კი ზრუნავდა, მოისურვა ჩვენი შვილებიც რუსაში წაგვეყვანა
და ამ აბაზანების მიღების საშუალება მიგვეცა.
სტარაია რუსაში პირველი მგზავრობა, როგორც ჩვენი ოჯახური
ცხოვრების ერთ-ერთ საამო მოგონება, მეხსიერებაში ნათლად ჩამე-
ბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ 1871/72 წლების ზამთარმა ჩვენთვის
მშვიდობიანად და საინტერესოდ ჩაიარა, უკვე დიდი მარხვის დასაწ-
ყისიდან ადრეულ გაზაფხულზევე პეტერბურგიდან გამგზავრებაზე
დავიწყეთ ოცნება, სადმე შორს, მიყრუებულ ადგილას, სადაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მუშაობას შეძლებდა და ყველასგან განცალკე-
ვებით, ისევე ვიცხოვრებდით, როგორც ადრე, უცხოეთში ყოფნისას.
ჩვენი გამგზავრების დღეს თბილი და საუცხოო დილა იდგა. დაახ-
ლოებით ოთხი საათის შემდეგ უკვე სადგურ სოსნინკაში ვიყავით, სა-
იდანაც მდინარე ვოლხოვით გემი ნოვგოროდისკენ მიდიოდა. სად-
გურზე შევიტყვეთ, რომ გემი ღამის პირველ საათზე გავიდოდა და
მთელი დღე უნდა დაგვეცადა. ამიტომ ფუნდუკში გავჩერდით, მაგ-
რამ რადგან ჩახუთულ ოთახში ცხელოდა, ბავშვებთან და მოხუც ძი-
ძასთან ერთად სოფელში გასეირნება მოვინდომეთ. სეირნობისას კი
სასაცილო რამ დაგვემართა: ერთი ქუჩაც არ გაგვევლო ბოლომდე,
რომ გზად დედაკაცი შემოგვხვდა, დედაკაცს ბავშვი მოჰყავდა, რო-
მელსაც მთელი სახე წითელი ლაქებითა და პატარ-პატარა წყლულე-
ბით ჰქონდა დაფარული. სეირნობა გავაგრძელეთ და სახეზე ასეთი-
ვე გამონაყარით კიდევ სამი-ოთხი ბავშვი შევნიშნეთ. ამან ძალიან
შეგვაშფოთა, ვიფიქრეთ, რომ სოფელში ბავშვები ყვავილით იყვნენ

274
დასნეულებულნი და შეგვეშინდა, ავადმყოფობა ჩვენს შვილებსაც არ
გადასდებოდათ. ფიოდორ მიხაილოვიჩმა სასწრაფოდ უკან დაბრუ-
ნება გვიბრძანა
და ფუნდუკში შესვლისთანავე დიასახლისს ჰკითხა, სოფელში მო-
სახლეობა ყვავილით ხომ არ ავადმყოფობდა და რატომ ჰქონდათ
ბავშვებს სახეზე გამონაყარი. დიასახლისმა იწყინა კიდეც და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს გამოუცხადა, რომ მათ სოფელში არავინ ავად-
მყოფობდა და ბავშვებს უბრალოდ კოღოები კბენდნენ. ყვავილთან
დაკავშირებით მალე დავმშვიდდით, რადგან საათიც არ იყო გასული,
რომ კოღოებმა ჩვენი შვილებიც დაკბინეს.
შუაღამისას გემზე ავედით და ბავშვები დასაძინებლად დავაწვი-
ნეთ, ჩვენ კი ღამის სამ საათამდე გემბანზე ვისხედით და მდინარის
ხედითა და ნაპირებზე ახლად აყვავებული ხეების ცქერით ვტკბებო-
დით. გამთენიისას აცივდა და მე კაიუტაში დავბრუნდი, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი კი ისევ სუფთა ჰაერზე დარჩა: თეთრი ღამეები ძალიან
უყვარდა!
დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის ვიგრძენი, რომ ვიღაც
ხელზე მეხებოდა. ეს ფიოდორ მიხაილოვიჩი იყო, რომელმაც თვა-
ლები გავახილე თუ არა, მითხრა:
– ანია, გაიღვიძე და გემბანზე ამოდი, ნახე რა საოცრებაა!
გემბანზე ასულს მართლაც ისეთი სურათი დამხვდა, რომ ამის სა-
ნახავად ძილზე უარის თქმა ნამდვილად ღირდა. მას შემდეგ, მთელი
სიცოცხლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა ნოვგოროდს ვიხსე-
ნებ, თვალწინ მუდამ ეს სურათი მიდგას.
გაზაფხულის საოცარი დილა იყო, მზე მდინარის მოპირდაპირე
ნაპირს დანათოდა, რომლის თავზეც კრემლის დაკბილული თეთრი
კედლები აღმართულიყო, სოფიას ტაძრის მოოქროვილი გუმბათები
მზეზე ლაპლაპებდა, ცივ ჰაერს კი ცისკრის ლოცვაზე მიმხმობი ზარე-
ბის ხმამაღალი რეკვა კვეთდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც

275
ბუნება ძალიან უყვარდა და ესმოდა მისი, ამ სანახაობას გულაჩუყე-
ბული შეჰყურებდა და მეც მისი განწყობა გადმომედო. გემბანზე გვერ-
დიგვერდ ვისხედით და თითქოს ამ მშვენიერების გაქრობისა გვეში-
ნოდა, ორივე დიდხანს ვდუმდით. თუმცა ეს სიხარულით აღსავსე გან-
წყობა მერეც, მთელი დღე გაგვყვა – ნეტარებისა და სიმშვიდის ესო-
დენ ყოვლისმომცველი გრძნობა უკვე დიდი ხანი იყო აღარც ერთს
არ განგვეცადა!
ბავშვებმა რომ გაიღვიძეს, სტარო რუსაში მიმავალ სხვა გემზე გა-
დავსხედით. ამ გემით ცოტანი ვმგზავრობდით და გარდა იმისა, რომ
კარგად მოვეწყეთ, თავად მგზავრობაც საუცხოო იყო: ილმენის ტბის
ზედაპირი სარკესავით ლაპლაპებდა, უღრუბლო ცის ანარეკლი ზედ
ნაზ-ცისფრად ლივლივებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ
შვეიცარიის რომელიღაც ტბაზე ვიყავით. მგზავრობის ბოლო ორი სა-
ათი გემი ძალიან დაკლაკნილი, მდინარე პოლისტით მიცურავდა და
სტარო რუსა, თავისი შორს მოლიცლიცე ეკლესიის გუმბათებით,
თითქოს ხან გვიახლოვდებოდა, ხან გვშორდებოდა.
ბოლოს, დღის სამ საათზე, გემი ნავსადგომს მიადგა. ჩვენი ნივთე-
ბი ავიღეთ, ლინეიკებში
ჩავსხედით და ჩვენთვის დაქირავებული (ვლადისლავლევის ნა-
თესავის დახმარებით) მღვდელ რუმიანცევის აგარაკის მოსაძებნად
გავეშურეთ. ძებნა დიდხანს არ დაგვჭირვებია: მდინარე პერერიტიცის
სანაპიროდან პიატნიცკაიას ქუჩაზე შევუხვიეთ თუ არა, მეეტლემ მით-
ხრა: “აი, მამაოც, კართან დგას, როგორც ჩანს, თქვენ გელოდებათ”.
მართლაც, მღვდელს სცოდნია, რომ დაახლოებით 15 მაისს ჩავიდო-
დით და თავის ოჯახთან ერთად კართან გველოდებოდა. მღვდლის
მთელი ოჯახი ძალიან თბილად მოგვესალმა და ჩვენც მაშინვე მივ-
ხვდით, რომ კარგ ხალხთან მოვხვდით. მღვდელი ჯერ პირველი ეტ-
ლით მისულ ფიოდორ მიხაილოვიჩს მიესალმა, მერე კი მეორე ეტ-
ლთან მოვიდა, რომელშიც, ფედიასთან ერთად, მე ვიჯექი. და აი,

276
ჩემმა საკმაოდ ცელქმა ბიჭუნამ, რომელიც თავს ხელში არავის ააყ-
ვანინებდა, მამაოსკენ სიხარულით გაიწია, ფართოფარფლებიანი
შლაპა თავიდან მოხადა და მიწაზე დააგდო. ყველას გაგვეცინა და
მამა იოან რუმიანცევთან და მის დარბაისელ ცოლთან – ეკატერინა
პეტროვნასთან ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობრობაც სწო-
რედ ამ წუთიდან დაიწყო, მეგობრობა, რომელიც ათეული წლები, ამ
ღირსეული ადამიანების სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
მგზავრობით ყველანი დაღლილები ვიყავით და ჩვენი სტარორუ-
საული ცხოვრების პირველი დღე ასეთი ხალისიანი განწყობით და-
ვასრულეთ.
მაგრამ, ღმერთო! რა უსუსურია ადამიანი ხვალინდელი დღის წი-
ნაშე! ჩასვლის მეორე დღეს,
საუზმის შემდეგ, ბავშვების ბაღში გაშვება მოვინდომე და, რამდე-
ნადაც ლიუბოჩკას ხელზე ბანდი უკვე ძალიან გასვრილიყო, გადავ-
წყვიტე, ქირურგის დარიგებისამებრ, სახვევი მომეხსნა, ბავშვს ხელი
გავუხსენი და თავზარდაცემულმა დავინახე, რომ თუმცა კი ამ რამდე-
ნიმე დღეში ხელის მთლიანი შეშუპება საკმაოდ ჩამცხრალიყო, ხე-
ლის გულის ზევით ის ამობურცული, რომელზეც მე და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა პეტერბურგელ ქირურგს ყურადღების გამახვილება
ვთხოვეთ, კიდევ უფრო ამობურცულიყო, თანაც ადრინდელისგან
განსხვავებით უკვე არა რბილი, არამედ მკვრივი იყო, მაგრამ ამას-
თან ერთად მკლავის ზედა მხარეს თითის სიღრმე ჩაღრმავებაც გა-
ჩენილიყო, რაც მკლავის მეორე მხარეს ამობურცულთან ერთად ხე-
ლის სიმრუდეს უკვე სრულიად თვალნათელს ხდიდა. თავზარდაცე-
მულმა მაშინვე ფიოდორ მიხაილოვიჩს ვუხმე და ისიც ძალიან შეშ-
ფოთდა, ორივემ ჩავთვალეთ, რომ ჩვენმა გოგონამ ხელი მგზავრო-
ბისას დაიზიანა. დაუყოვნებლივ მამა იოანს დავუძახეთ და ვთხოვეთ,
ადგილობრივი ექიმი ერჩია. ექიმი ახლოს ცხოვრობდა და მალევე
მოვიდა. ბავშვს ხელი ფრთხილად გაუსინჯა და გამოგვიცხადა, რომ

277
გოგონას ხელი არა ნაღრძობი, არამედ მოტეხილი ჰქონდა და რამ-
დენადაც ძვალი არასწორად ჩაუსვეს და თაბაშირი არ დაადეს, არას-
წორადვე შეხორცდებოდა. კითხვაზე, რა მოჰყვებოდა შემდგომ ასეთ
არასწორ შეხორცებას, ექიმმა გვიპასუხა, რომ სიმრუდე კიდევ უფრო
შესამჩნევი გახდებოდა და ბავშვს ხელი დაუმახინჯდებოდა; გარდა
ამისა, შესაძლოა მარცხენასთან შედარებით მარჯვენა ხელის ზრდაც
შეჩერებულიყო, ერთი სიტყვით, გოგონა ხელგამხმარი დარჩებოდა.
ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა მოსასმენი იქნებოდა ჩემ-
თვის და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის, რომ ჩვენი გოგონა, რომე-
ლიც ასე ძალიან გვიყვარდა, ხეიბრად გაიზრდებოდა! თავიდან ექი-
მის ნათქვამი არ დავიჯერეთ და ვიკითხეთ, ქირურგი თუ ჰყავდათ ქა-
ლაქში, ექიმმა გვიპასუხა, რომ რუსაში აბაზანებისთვის გამოგზავნილ
ჯარისკაცებს ექიმი-ქირურგიც ჩამოჰყოლოდათ, მაგრამ მას პირა-
დად არ იცნობდა და ვერც მის კარგ ექიმობაზე დადებდა თავს. გა-
დავწყვიტეთ, ქირურგი მოგვეწვია, ექიმს კი მის მოსვლამდე ჩვენთან
დარჩენა და მოცდა ვთხოვეთ. მამა იოანი ქირურგის მოსაყვანად გა-
ემართა და რომელიღაც სასტუმროს საბილიარდოდან წამოყვანილ
კარგად შეზარხოშებულ ქირურგთან ერთად უკან ნახევარ საათში
დაბრუნდა. ჯარისკაცებთან მუშაობას შეჩვეულმა სამხედრო ექიმმა
პატარა პაციენტთან სიფრთხილის აუცილებლობაზე არც იფიქრა და
ბავშვის ხელის გასინჯვისას ახლად შეხორცებულ ძვალს ისე დააწვა,
რომ ლიუბოჩკამ საშინლად დაიყვირა და ატირდა.
ჩვენდა საუბედუროდ, სამხედრო ექიმმაც კოლეგის აზრი დაადას-
ტურა – თქვა, რომ ბავშვს ხელი ნაღრძობი კი არა მოტეხილი ჰქონდა
და რამდენადაც უბედური შემთხვევიდან უკვე სამი კვირა იყო გასუ-
ლი, ძვალს არასწორად შეხორცება მოესწრო. ექიმებს ვკითხეთ, გა-
მოსავალს რას გვათავზობდნენ და ორივემ გვიპასუხა, რომ ბავშვის
ხელის გადასარჩენად შეხორცებული ძვალი ახლიდან უნდა გატეხი-

278
ლიყო, გასწორებულიყო და თაბაშირის უმოძრაო სახვევი დადებო-
და, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეხორცდებოდა ძვალი სწორად.
ამასთან გაგვაფრთხილეს, რომ
ოპერაცია ძვლის საბოლოოდ შეხორცებამდე, ანუ დაუყოვნებ-
ლივ და რაც შეიძლება ჩქარა უნდა ჩატარებულიყო. კითხვაზე, ძალი-
ან მტკივნეული იქნებოდა თუ არა ოპერაცია, ორივემ დასტურით გვი-
პასუხა, ქირურგმა კი ისიც დაამატა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აი-
ღებდა და ეჭვი ეპარებოდა, გარეგნულად ასეთ სუსტ და ფერ-
მკრთალ გოგონას ესოდენ რთული და მტკივნეული ოპერაცია გა-
დაეტანა.
– ნუთუ არ შეიძლება ოპერაციის დროს ქლოროფორმით დააძი-
ნოთ? – ჰკითხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა, მაგრამ ექიმებმა უპასუხეს,
რომ პატარა ბავშვების ქლოროფორმირება საშიში იყო, რადგან ასე
დაბანგვის შემდეგ ბავშვს შეიძლებოდა ვერ გაეღვიძა.
ამ ამბის გამო ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის თავზარდაცემას
რომ ვიხსენებ, დღემდე გული ტკივილით მეწურება. გადაწყვეტილე-
ბის მიღება ორივეს გვიჭირდა და ექიმებს ვთხოვეთ, მოსაფიქრებ-
ლად ერთი დღე მოეცათ. ჩვენი მდგომარეობა მართლაც რომ ტრა-
გიკული იყო: მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბავშვის ხეიბრობის-
თვის გაწირვა და ხელის გასწორების მცდელობაზე უარის თქმა, თა-
ვისთავად ცხადია, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ, მეორე
მხრივ, ალბათ, გამოუცდელი და თანაც დალევის მოყვარული ქი-
რურგისთვის ასეთი ოპერაციის მინდობა განა შეიძლებოდა (ჩვენმა
ნდობამ ხომ სულ ცოტა ხნის წინ ასე მწარედ გვაზღვევინა!)?! ამას
ისიც ემატებოდა, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულებაში თავად
ქირურგიც ეჭვობდა
(გვითხრა: “თავს ნამდვილად ვერ დავდებ, რომ ძვალი სწორად
შეხორცდება, ამიტომ შესაძლოა ოპერაციის განმეორებით ჩატარება
გახდეს საჭიროო”), იმაშიც კი ეჭვი ეპარებოდა, რომ ბავშვი ასეთ

279
მტკივნეულ ოპერაციას გადაიტანდა. ყოველივე ამან სასო წარგვიკ-
ვეთა. სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც მე და ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა გადაწყვეტილების მიღების იმ სავალალო დღეს გადავიტანეთ, უბ-
რალოდ შეუძლებელია! დარდისა და ნერვიულობისგან თავგზააბ-
ნეული ფიოდორ მიხაილოვიჩი სახლის წინ, ტერასაზე სწრაფად და-
აბიჯებდა და როგორც უკიდურესი მღელვარების დროს სჩვეოდა, სა-
ფეთქლებზე თმას იჩეჩდა, მე უკვე წუთი წუთზე ველოდი, რომ შეტევა
დაემართებოდა და მისი და ჩვენი გოგონას შემხედვარე გულმოკლუ-
ლი ვტიროდი, ჩემთან ერთად კი ტიროდა ჩვენი საბრალო გოგონაც,
რომელიც წუთითაც არ მშორდებოდა... ერთი სიტყვით, საშინელება
ხდებოდა!
ამ მტანჯველი მდგომარეობიდან ჩვენს მეგობრად ქცეულმა
მღვდელმა, მამა იოან რუმიანცევმა გამოგვიყვანა:
– თავი გაანებეთ აქაურ ექიმებს, – გვითხრა ჩვენი დარდის შემ-
ხედვარემ, – მათ არაფერი იციან და არაფერი ესმით, მხოლოდ იმას
იზამენ, რომ ბავშვს გატანჯავენ. სჯობს ლიუბოჩკასთან ერთად პეტერ-
ბურგში გაემგზავროთ და თუკი ოპერაციის აუცილებლობას ისინიც
დაგიდასტურებენ, ბავშვი გამოცდილი ქირურგის ხელში მაინც იქნე-
ბა.
მამა იოანე იმდენად დამაჯერებლად დაგველაპარაკა და ამ მო-
საზრების მართებულობაში დასარწმუნებლად იმდენი არგუმენტი
მოგვიყვანა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა. მაგრამ,
მიუხედავად ამისა, პეტერბურგში გამგზავრების საწინააღმდეგო ფაქ-
ტორებიც არსებობდა: ჩვენ ხომ ზაფხულის განმარტოებასა და სიმ-
შვიდეში გატარებას და ზამთრისთვის ჯანმრთელობის მომჯობინებას
ვაპირებდით, ასეთი კარგი აგარაკი ვიპოვეთ და აქ ჩამოსასვლელად
ესოდენ გრძელი გზა გამოვიარეთ, ახლა კი იძულებულები ვიყავით,
მთელი ოჯახით ჩახუთულ პეტერბურგში. დავბრუნებულიყავით, სა-
დაც ბინაც კი არ გვქონდა (გამომგზავრების წინ ბინა დიასახლისს ჩა-
ვაბარეთ). მამა იოანეს აგარაკის ქირად ასორმოცდაათი რუბლი უკვე

280
გადახდილი გვქონდა, ამიტომ აგარაკის ძებნა დედაქალაქის შემო-
გარენში მოგვიწევდა და ეს ყველაფერი მაშინდელი ჩვენი მკაცრი
ეკონომიისა და უსახსრობის ფონზე. გარდა ამისა, გული გწყდებოდა,
რომ ამ აგარაკისა და ჩვენდამი ასე კეთილად განწყობილი ადამია-
ნების დატოვებაც გვიხდებოდა.
მამა იოანემ სხვაგვარი გეგმა შემოგვთავაზა, კერძოდ კი გვითხრა,
რომ უმჯობესი იქნებოდა პეტერბურგში მხოლოდ მე, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი და ლიუბოჩკა გავმგზავრებულიყავით, ფედია, ძიძა და მზა-
რეული რუსაში დაგვეტოვებინა და ოპერაციის შემდეგ ისევ რუსაში
დავბრუნებულიყავით. მამა იოანე და მისი ცოლი – ეკატერინა პეტ-
როვნა კი ჩვენი არყოფნის დროს ბავშვსაც მიხედავდნენ და ძიძასაც.
ორივე – მამაოცა და მისი ცოლიც ისე გულწრფელად გვითანაგ-
რძნობდნენ და ფედიას მიხედვას ისეთი გულით გვთავაზობდნენ,
რომ შეგვეძლო მშვიდად ვყოფილიყავით, ჩვენს ბიჭუნას ისინი თვა-
ლის ჩინივით გაუფრთხილდებოდნენ.
თუმცა არსებობდა კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც მოსვენე-
ბას არ მაძლევდა, კერძოდ კი: ჩვენი ბიჭუნა მაშინ მხოლოდ ათი თვი-
სა იყო და ძუძუს ვაჭმევდი. მეც და ბავშვიც თავს ჯანმრთელად
ვგრძნობდით, შესაბამისად, ვაპირებდი, რომ ბავშვის ძუძუთი კვება
კბილების ამოჭრამდე გამეგრძელებინა. ახლა კი იძულებული ვხდე-
ბოდი, ჩემი ბიჭუნა, რომელიც სხვას არაფერს ეკარებოდა, ერთბაშად
ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა. შევშინდი, რომ კვების ასე ერთბა-
შად შეცვლა ფედიაზე ცუდად იმოქმედებდა და ბავშვი ავად გახდე-
ბოდა, ამასთან, ძუძუთი კვების ასეთი მკვეთრი შეწყვეტა არც ჩემს
ჯანმრთელობაზე იმოქმედებდა კარგად. ყოველივე ეს ორივეს საშინ-
ლად გვთრგუნავდა, მაგრამ ჩვენი საყვარელი გოგონას გამო შიშმა
და სიბრალულმა, ყველაფერი გადასძალა და გადავწყვიტეთ, მეორე
დღესვე პეტერბურგში გავმგზავრებულიყავით.
ოჰ, რა ნაღვლიანი იყო ჩვენი გამგზავრება! მთელი დილა ჩემს
საყვარელ ბიჭუნას არ მოვშორებივარ; ფიოდორ მიხაილოვიჩი კი

281
ბავშვების ოთახში ხშირად შემოდიოდა და ისეთი შთაბეჭდილება
რჩებოდა, რომ ფედენკას ცქერით ვერ ძღებოდა. ბოლოს როცა გამ-
გზავრების დრო დადგა, შვილს უკანასკნელად ვაჭამე და გულში მაგ-
რად ჩავიხუტე; მეჩვენებოდა, რომ ჩემს საყვარელ ბიჭუნას ვეღარა-
სოდეს ვნახავდი. მერე ყველანი ჩამოვსხედით, ხატის წინ ვილოცეთ,
ჩვენი მხიარული და მომღიმარი შვილი დავლოცეთ და გულდამძიმე-
ბულნი ნავსადგომისკენ გავეშურეთ.
მინდა რუმიანცევების ოჯახი უდიდესი მადლიერების გრძნობით
გავიხსენო. მათი ზრუნვის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მერე მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მოშიებული ბიჭუნა თურმე მუდმივად
მეძებდა, თითგაშვერილი, ძიძას კარზე მიუთითებდა და “იქა-იქას” ძა-
ხილით მოხუცს ოთახიდან ოთახში დაატარებდა; ვერსად რომ ვერ
მპოულობდა ტირილს იწყებდა, რძიან ბოთლს არ იკარებდა და მთე-
ლი ღამე არ იძინებდა. მაგრამ მერე ბოთლს შეეჩვია და მის ჯანმრთე-
ლობაზე ამას ცუდად არ უმოქმედია. ყველაზე საწყენი კი ჩემთვის ის
იყო, რომ როდესაც ჩემს პატარა ფედიაზე ესოდენ მონატრებული,
სამი კვირის შემდეგ რუსაში ჩავედი, ფედინკამ უბრალოდ ვერ მიცნო,
თავისი დედიკო დაავიწყდა და ხელში აყვანის საშუალება არ მომცა.
პეტერბურგისკენ ჩვენი მგზავრობა იმდენად ნაღვლიანი იყო, რომ
აღარც ილმენისა და ვოლხოვის ჩვენ თვალწინ გადაშლილი პეიზა-
ჟები იტაცებდა ჩვენს მზერას. მთელი ყურადღება და ფიქრი ჩვენი პა-
ტარა გოგონასკენ გვქონდა მიმართული. ღამე მტკივან ხელზე რომ
არ დაწოლილიყო და მდგომარეობა უნებურად არ გაეუარესებინა მე
და ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველ ორ საათში ერთხელ ერთმანეთს
ვცვლიდით, ვყარაულობდით და ამ უსასრულო გზის დასასრულს მო-
უთმენლად ველოდით.
როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი ბინა პეტერბურგში არ გვქონ-
და, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოლთან და დედასთან ერთად ქალაქის
შემოგარენში, აგარაკზე დასასვენებლად მყოფი ჩემი

282
ძმის ი.გ. სნიტკინის იმჟამად ცარიელ ბინაში გავჩერებულიყავით.
პეტერბურგში ჩვენი ჩასვლის დღე ცხელი და ჩახუთული იყო. ჩემი
ძმის ბინის კარი მოახლემ გაგვიღო.
– ჩვენ კი მოხუცი ქალბატონი გვყავს ავად, – გვითხრა მან კარის
გაღებისთანავე.
– ღმერთო ჩემო, რა სჭირს? სად არის, აგარაკზე?
– არა, აქ გახლავთ.
მაშინვე დედის ოთახისკენ გავიქეცი. გაფითრებულ და ლოყებ-
ჩაცვენილ დედას ფეხი ჰქონდა გადახვეული და დივანზე იჯდა. გა-
მოვკითხე, რა სჭირდა და გავიგე, რომ უბედური შემთხვევა კოკორე-
ვის საწყობებში ჩვენი ავეჯის გადაზიდვის დღეს დამართოდა. დედა
არ გაფრთხილებულა, მტვირთავს კი, როგორც ჩანს ნასვამს, მძიმე
სკივრი გავარდნია ხელიდან და დედას ფეხზე დასცემია. დედას მარ-
ცხენა ფეხის ცერა თითი ჰქონდა დალეწილი. მოწვეულ ექიმს გამო-
ეცხადებინა, რომ თითიდან ანთება დაწყებულიყო და გამოჯანმრთე-
ლებას ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა. ჩვენმა მოულოდნელმა ჩას-
ვლამ და თანაც ასეთი სამწუხარო მიზეზით, დედა, რომელსაც ლი-
უბოჩკა გამორჩეულად უყვარდა, ძალიან დაადარდიანა, ატირდა, გა-
ნერვიულდა და სიცხემ აუწია. ცოტა ხანში მის სანახავად მოსულმა
ექიმმა გვითხრა, რომ დედას ანთება კიდევ
უფრო და იმდენად გართულებოდა, რომ შესაძლოა თითი მოსაჭ-
რელი გამხდარიყო. ადვილი წარმოსადგენია, სხვა ყველაფერთან
ერთად, ამ ახალი უბედურების შესახებ ცნობა რა მდგომარეობაში ჩა-
მაგდებდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი პეტერბურგში ჩასვლისთანავე მაქსიმი-
ლიანოვის საავადმყოფოს მთავარ ექიმთან – ივან მარტინოვიჩ ბარ-
ჩთან გაემართა. ეს ადამიანი იმ დროის პეტერბურგში ერთ-ერთი სა-
უკეთესო ქირურგი და ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობარი იყო, მაგ-
რამ უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს ის ჯე-
რაც არ ენახა. ლიუბოჩკა რომ წაიქცა და ხელი იტკინა გვინდოდა

283
ბარჩისთვის მიგვემართა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა იცოდა,
რომ ბარჩი ვიზიტის ფულს არ გამოგვართმევდა, უსახსრობის გამო
მადლიერების გამოხატვას ვერც რაიმე საჩუქრით შევძლებდით და
განზრახვაზე ხელი ავიღეთ, მით უმეტეს, რომ ის ქირურგიც მცოდნე
ადამიანად მოგვეჩვენა, რომელიც ლიუბოჩკას ხელს მკურნალობდა
და თანაც იმდენად უმნიშვნელო ნაღრძობად დაგვიხატა მდგომარე-
ობა, რომ ისეთი ცნობილი ქირურგის შეწუხება, როგორიც ბარჩი იყო,
გვეუხერხულა კიდეც. ფიოდორ მიხაილოვიჩი მწარედ ნანობდა და
(როგორც თავად წერდა) ეს “ჩვენი დაუდევრობა” ვერც საკუთარი
თავისთვის ეპატიებინა და ვერც ჩემთვის. ი.მ. ბარჩი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს უაღრესად მეგობრულად შეხვდა, უსაყვედურა, რომ თავი-
დანვე მას არ მივმართეთ და საღამოს ჩვენთან მოსვლას დაჰპირდა.
ბარჩი მართლაც დანიშნულ დროს მოვიდა, ლიუბოჩკა თავისი სა-
ათითა და ბრელოკით დააინტერესა და ხელი
ფრთხილად გაუხსნა, მერე კი ბავშვისთვის ზედმეტი ტკივილის მი-
უყენებლად და ხელზე შეუხებლად გამოგვიცხადა, რომ სტარო რუ-
სელმა ექიმებმა სწორად განსაზღვრეს და ძვალი არასწორად იყო
შეხორცებული. ბოლოს დაამატა, რომ თუმცა ლიუბოჩკას ეს მარცხე-
ნასთან შედარებით მარჯვენის დამოკლებას სავარაუდოდ არ უქად-
და, მაგრამ ერთი მხრიდან ჩაღრმავება, მეორედან კი ამობურცვა მა-
ინც ცხადად შესამჩნევი იქნებოდა. მდგომარეობის გამოსასწორებ-
ლად კი ძვალი ახლიდან უნდა გატეხილიყო და თაბაშირში ჩასმით
სწორად შეხორცებულიყო. მერე ფიოდორ მიხაილოვიჩმა ბარჩს ჩვე-
ნი შიშიც შესჩივლა, რომ გაუსაძლისი მტკივნეულობის გამო ლიუბოჩ-
კა ოპერაციას ვერ გადაიტანდა.
– ბავშვი ვერაფერს იგრძნობს, ოპერაცია ქლოროფორმირებით
ჩატარდება, – უპასუხა ბარჩმა.
– მაგრამ სტარორუსელმა ექიმებმა გვითხრეს, პატარა ბავშვების
ქლოროფორმით დაბანგვა არ შეიძლება, დაბანგვის შემდეგ ბავშვმა
შეიძლება ვეღარც გაიღვიძოსო.

284
–რაკი ასეა, სტარორუსელი ექიმები ისე მოიქცნენ, როგორც უნ-
დათ, – გაეღიმა ქირურგს, – ჩვენ კი ქლოროფორმს ძუძუთა ბავშვებ-
ზეც კი ვიყენებთ და საშიში ამაში არაფერია.
უბედური შემთხვევის დეტალების გამოკითხვისას ბარჩმა დაკვირ-
ვებით შემომხედა და ჩემი ავადმყოფური მდგომარეობა შენიშნა.
– თავად კი ჯანმრთელად ხართ? – მომმართა მან, – სახე გიხურთ,
აკი სიცხე გაქვთ!
იძულებული გავხდი გამოვტყდომოდი, რომ მთელი ღამე მაღალი
სიცხე მქონდა, მთელი დღე საშინელი თავის ტკივილი და თავბრუს-
ხვევა მტანჯავდა და მიზეზიც ამეხსნა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან შეშფოთდა და საყვედურებით
ამავსო, რომ არაფერი ვუთხარი.
– აი, რას გეტყვით, ქალბატონო, – მითხრა ბარჩმა, – თქვენს გო-
გონას მოვარჩენთ, მაგრამ იცოდეთ, ოპერაციას მანამდე არ გავაკე-
თებ, სანამ თავად არ გამოჯანმრთელდებით. ეს სახუმარო საქმე არ
არის, ამიტომ მსახური აფთიაქში გაგზავნეთ, ის წამალი მოატანინეთ,
რასაც გამოგიწეთ და შეეცადეთ კარგად გამოიძინოთ.
მას შემდეგ, რაც ბარჩმა გაიგო, რომ სხვის ბინაში ვიყავით და თა-
ნაც სახლში კიდევ ერთი ავადმყოფი გვყავდა, შემოგვთავაზა სამი
კვირით მაქსიმილიანოვის საავადმყოფოში გადავსულიყავით, სადაც
ცალკე ოთახს გამოგვიყოფდნენ. სამ კვირაზე ადრე ძვალი არ შე-
ხორცდებოდა, ოპერაციის სასიკეთო შედეგზე კი ის მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში დებდა თავს, თუ მკურნალობისთვის საჭირო დროის გან-
მავლობაში პეტერბურგში დარჩენას შევძლებდით. თავისთავად ცხა-
დია, რომ მას, როგორც ბრწყინვალე ქირურგს, სტარო რუსელი ექი-
მის
ზედამხედველობისა თუ თაბაშირის მოხსნისას დაშვებული შეც-
დომების გამო ოპერაციის შედეგის ეჭვქვეშ დაყენება არ უნდოდა.

285
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა გადავწყვიტეთ, მეორე დღესვე სა-
ავადმყოფოში გადავსულიყავით, ბარჩი კი დაგვპირდა, რომ თუ შე-
საძლებლობა ექნებოდა ოპერაციასაც იმავე დღეს ჩაატარებდა.
და აი, დადგა ჩვენთვის მძიმე და ეჭვებით აღსავსე დღე. საავად-
მყოფოში თორმეტი საათისთვის მივედით, ჩვენი გოგონას ნათლია –
აპოლონ ნიკოლაევიჩ მაიკოვიც მალევე მოვიდა. ბარჩმა წინა დღეს
გვთხოვა, რომ ოპერაციაზე დასასწრებად რომელიმე ახლობელი ან
მეგობარი მოგვეწვია და ფიოდორ მიხაილოვიჩმა ოპერაციაზე დას-
წრება მაიკოვს სთხოვა.
გადაწყდა, რომ ლიუბოჩკას ქლოროფორმით საუზმის შემდეგ,
ჩვეულებისამებრ, დაძინებულს დაბანგავდნენ, მაგრამ ბავშვი ქალაქ-
ში მგზავრობითა და უცხო გარემოს ზეგავლენით იმდენად იყო აგზნე-
ბული, რომ არაფრით იძინებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ქლოროფორ-
მი მღვიძარისთვის მიეცათ. ბარჩი ოთახში თავის ასისტენტთან – ექიმ
გლამთან ერთად შემოვიდა, მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ მე და
ფიოდორ მიხაილოვიჩი ოპერაციაზე დასწრებას ვგეგმავდით, გან-
ზრახვაზე სასტიკი უარი გამოგვიცხადა.
– მომიტევეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთს გული წაგივათ, მე-
ორეს შეტევა დაგემართებათ და მე იმის მაგივრად, რომ ოპერაცია
ჩავატარო თქვენი მოსულიერება მომიწევს! არა, გამორიცხულია,
ოთახიდან ორივე უნდა გახვიდეთ, მე კი გპირდებით, რომ თუ საჭი-
როდ ჩავთვლი, აუცილებლად დაგიძახებთ.
ჩვენს პატარა გოგონას რამდენჯერმე პირჯვარი გადავსახეთ და
ვაკოცეთ, მერე, რადგანაც ქლოროფორმით გაბრუებული უკვე იძი-
ნებდა, ბარჩმა ბავშვი ჩემი კალთიდან ფრთხილად აიყვანა და სა-
წოლზე დააწვინა. მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ოთახიდან გულდამ-
წვარნი გამოვედით, უკვე იმის იმედიც აღარ გვქონდა, რომ ჩვენს გო-
გონას ცოცხალს ისევ ვნახავდით. მსახურმა ორივე სხვა ოთახში შეგ-

286
ვაცილა და მარტო დაგვტოვა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ერთიანად გა-
დაფითრებული იჯდა და ხელები უკანკალებდა, მე კი ნერვიულობის-
გან ფეხზე ძლივს ვიდექი.
– ანია, ვილოცოთ, ღმერთს დახმარება შევთხოვოთ, ღმერთი
გვიშველის! – ჩაწყვეტილი ხმით მითხრა ქმარმა, ორივენი მუხლებზე
დავდექით და ისე გულმხურვალედ დავიწყეთ ლოცვა, როგორც ალ-
ბათ არასდროს გვილოცია! მაგრამ აი, სწრაფი ნაბიჯის ხმა შემოგვეს-
მა და ოთახში მაიკოვი შემოვიდა.
– წამოდით, ბარჩი გეძახით, – გვითხრა მან.
მეც და ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ერთი და იგივე აზრი გაგვიჩნდა,
ჩავთვალეთ, რომ ლილიამ ქლოროფორმირება ვერ გადაიტანა და
ბარჩი მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში ბავშვის გვერდით ყოფნის-
თვის გვიხმობდა. ასეთი თავზარდაცემა აქამდე არასდროს განმიც-
დია: თვალწინ ჩვენი გოგონას სიკვდილის სურათი დამიდგა. ქმარმა
ხელი მომკიდა, აკანკალებული თითები მომიჭირა და იმ ოთახისკენ
მიმავალ დერეფანში, სადაც ჩვენი გოგონა გვეგულებოდა ლამის
სირბილით, ხელიხელჩაკიდებულნი გავიქეცით. ოთახში შესულებს
პირველად თვალში უსერთუკოდ, თეთრ პერანგზე მკლავებაკაპიწე-
ბული, აღელვებული ბარჩი მოგვხვდა. მან გაგვიღიმა და თავით სა-
წოლზე გვანიშნა, რომელზეც ჩვენს გოგონას მშვიდად ეძინა. იქამდე
ჩაღრმავებებითა და ამობურცულებით დამახინჯებული ჩვენი შემაშ-
ფოთებელი გატეხილი ხელი ლიუბოჩკას უკვე გასწორებული ჰქონდა
და, გვერდზე გამოწეული, პატარა ბალიშზე ედო.
– აი, შეხედეთ, – გვითხრა ბარჩმა, – ხედავთ? აკი არ გჯეროდათ,
რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ხელი იდეალურად გასწორდა,
ახლა კი გვერდზე გაიწიეთ და ოპერაციის დასრულების საშუალება
მომეცით.
და აი, ბარჩმა ჩვენ თვალწინვე ლილიას ხელზე ბანდი შემოახვია,
ნახვევი თაბაშირში ჩასვა და თანაც ეს ყველაფერი ისე სწრაფად (7
წუთში) გააკეთა, რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარით. ექიმი გლამი

287
კი ამასობაში გამუდმებით ბავშვის პულსს ისმენდა. მერე ბარჩი ლი-
ლიას
გაღვიძებისთვის მოემზადა და მითხრა, რომ სახელით რამდენ-
ჯერმე ხმამაღლა დამეძახებინა. ჩვენი პატარა გოგონა დიდხანს ვერ
იღვიძებდა, მაგრამ როცა გონს მოვიდა თავისი კისერზე ჩამოკიდებუ-
ლი ხელის შემხედვარემ გამოაცხადა, შაქრის (თაბაშირის ფერის გა-
მო) “ქელი” მაქვსო.
ღმერთო, რა ბედნიერები ვიყავით მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი,
როცა ყველაფერი დასრულდა. ექიმები ოთახიდან გავიდნენ და
ჩვენს პატარა გოგონასთან მარტო დავრჩით. მიჭირს იმ სიხარულისა
და სიმშვიდის აღწერა, რომელმაც ორივე მოგვიცვა, ისეთი შეგრძნე-
ბა გვქონდა, რომ ყველა უბედურება და საწუხარი უკან დარჩა და
აღარასოდეს განმეორდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი იმედები
არ გამართლდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი პეტერბურგში კიდევ ერთი დღე დარჩა.
რამდენადაც ოპერაციის წარმატება თუ წარუმატებლობა (ანუ, სწო-
რად შეხორცდა თუ არა ამჯერად ძვალი) მხოლოდ სამი კვირის შემ-
დეგ გაირკვეოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა გადაწყვიტა, არ დაგ-
ვლოდებოდა და რუსაში, ამ დროის განმავლობაში უკვე ძალიან მო-
ნატრებულ თავის ფედიასთან დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო.
ფედია მეც საშინლად მენატრებოდა: ყოველ ჯერზე, როცა გამახსენ-
დებოდა ხოლმე, რა უმოწყალოდ მივატოვე ჩემი პატარა ბიჭუნა, გუ-
ლი ტკივილით მეწურებოდა და მუდმივად მეჩვენებოდა, რომ რამე
ცუდი დაემართებოდა. ამიტომ გამიხარდა კიდეც, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩი რუსაში ბრუნდებოდა. ის მოსიყვარულე
და მზრუნველი მამა იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ფე-
დენკა მის გვერდით უსაფრთხოდ იქნებოდა.
მე ლილიასთან ერთად პეტრბურგში დავრჩი, მაგრამ წარმოდგე-
ნაც არ მქონდა, წინ კიდევ რამდენი ტანჯვა მელოდა. უპირველეს

288
ყოვლისა, გამიჩნდა საშინელი შიში, რომ ჩემი გოგონა ოთახში სირ-
ბილისას წაიქცეოდა და თაბაშირში ჩასმულ ხელს დაიზიანებდა ან
რამეს მიარტყამდა. ნებისმიერი მოუხერხებელი მოძრაობისგან თაბა-
შირი გაიბზარებოდა, სახვევი გვერდზე გადაცურდებოდა და ძვალი
ისევ არასწორად შეხორცდებოდა. ამიტომ ბავშვს თვალს წამითაც
არ ვაშორებდი, მაგრამ რადგან ჩემი გოგონა საკმაოდ ცელქი იყო,
ამ მუდმივი შიშისა და დაძაბული თვალის დევნებისგან ნერვებმა მიმ-
ტყუნა. მით უმეტეს, რომ ღამითაც ცუდად მეძინა, ყოველ წუთს მეღ-
ვიძებოდა და ლილიას ვამოწმებდი, რომ მტკივან ხელზე არ დაწო-
ლილიყო. ბავშვს კი, რომელიც ოჯახში ცხოვრებას იყო მიჩვეული,
გარშემო მუდმივად მამას, ძმას, ძიძას და ა.შ. უამრავ ადამიანს ხედავ-
და, ახლა ჩემთან ერთად სრულიად მარტო ცხოვრება უხდებოდა და
შესაბამისად, გუნება ხშირად უფუჭდებოდა, ჭირვეულობდა და ტირო-
და. ამასთან ქალაქში ცხელოდა და ჰაერი არ იძვროდა, საავადმყო-
ფოს შენობაში კი წამლების სუნი იდგა. ქუჩაში, ჰაერზე გასვლის გა-
რეშე, გაძლება შეუძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ სნეული
დედაც უნდა მომენახულებინა ხოლმე. მაგრამ ქუჩაში ბავშვისთვის
დავარდნისა და ხელის ტკენის ალბათობა მატულობდა, ხელში აყვა-
ნილს ვერ ვატარებდი, დიდხანს სიარული თვითონ არ შეეძლო, ხო-
ლო ეტლით
მგზავრობა კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნიდა: ეტლში ასვლისა
თუ იქიდან ჩამოსვლისას თავისუფლად შეიძლებოდა ხელი დაზიანე-
ბოდა.
გარდა ლილიას გამო მუდმივი შფოთისა, ჩემი ქმრის მდგომა-
რეობაც არ მასვენებდა და მეშინოდა, რომ ეპილეფსიის შეტევა და-
ემართებოდა. მის წერილებში ვკითხულობდი, რომ ვენატრებოდით
და ჩვენზე ნერვიულობდა, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. გარდა
ამისა, ჩემი საყვარელი ბიჭუნას მონატრებით ვიტანჯებოდი. დედაზეც
ვნერვიულობდი, მისი ფეხის მდგომარეობა არათუ უმჯობესდებოდა,

289
არამედ უარესდებოდა კიდეც. ამ ყველაფრის გამო ნერვები უკიდუ-
რესად მოშლილი მქონდა და დღეში რამდენჯერმე ტირილსა და ქვი-
თინს ვიწყებდი.
მაგრამ უბედურებანი ჯერაც თან გვდევდა. ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ძმა, ივან გრიგო-
რევიჩი (ის უახლოეს დღეებში ცოლის მშობიარობას ელოდა და ამი-
ტომ ჩემი და დედის მოსანახულებლად აგარაკიდან თუმცა კი ყო-
ველდღე, მაგრამ სულ ცოტა დროით ახერხებდა ხოლმე წამოსვლას)
იმდენად დამწუხრებული და დარდით განადგურებული მოვიდა, რომ
მისი მდგომარეობა მაშინვე თვალში მომხვდა. ვცადე გამომეკითხა,
მაგრამ მიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მითხრა, რომ ცოლი
ჯანმრთელად ჰყავდა და იმ დღეს დედაც თავს უკეთესად გრძნობ-
და... მაშ, ასეთი დამწუხრებული
გამომეტყველება რატომ აქვს და რატომ მეჩვენება, რომ ხანდახან
თვალები ცრემლით ევსება-მეთქი? – გავიფიქრე გულში. ჩემი ძმა მა-
ლე წავიდა, მე კი დავეჭვდი, რომ რაღაც უბედურება ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ანდა ჩემს ბიჭუნას სჭირდა და ივან გრიგორევჩი ვერ მიმ-
ხელდა. ჩემმა მღელვარებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, მთელი ღა-
მე თეთრად გავათენე და ათასი საშინელება წარმოვიდგინე, დილას
ადრიანად კი ძმას ტელეგრამა გავუგზავნე და ჩემთან შემოვლა
ვთხოვე. ივან გრიგორევიჩი უწინდელივით დამწუხრებული და გულ-
მოკლული მოვიდა. მე მას ჩემი მღელვარების მიზეზი ვუთხარი, გამო-
ვუტყდი, რომ ვეღარ გავჩერდებოდი, რადგან რუსაში ჩემების თავს
რაღაც უბედურებას ვეჭვობდი და თუნდაც ამით ლილიას ხელის
მდგომარეობა გამეუარესებინა, სასწრაფოდ რუსაში გამგზავრებას
ვაპირებდი. ივან გრიგორევიჩი შეეცადა დავერწმუნებინე, რომ რუსა-
დან ცუდი არაფერი შეუტყვია და მისი მწუხარების მიზეზი სხვა იყო.
ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურების შემდეგ ჩემ-
თვის უფრო მეტად გულის ტკენა არ უნდოდა და მიფრთხილდებოდა,

290
შეშინდა, რომ წასვლას ვერ გადამათქმევინებდა, როგორც იქნა გა-
ბედა და ჩვენს ოჯახში დატრიალებული მორიგი უბედურების – ჩვენი
ერთადერთი დის, მარია გრიგორევნა სვატკოვსკაიას გარდაცვალე-
ბის ამბავი შემატყობინა (ნ.გ. სვატკოვსკაია ქმართან და ორ უფროს
შვილთან ერთად 1871 წლის ნოემბერში საზღვარგარეთ გაემგზავრა
და ორი უმცროსი შვილი პეტერბურგში დატოვა. 1872 წლის თებერ-
ვალში ისინი რომში დასახლდნენ, სადაც სეირნობისას ჩვენი და მა-
ლარიითა, თუ სხვა ექიმთა მოსაზრებით, ტიფით დაავადდა, ორი თვე
იავადმყოფა და 1 მაისს გარდაიცვალა). მისმა ქმარმა ჩვენი დის გარ-
დაცვალების ამბავი
რატომღაც არ შეგვატყობინა, მხოლოდ მათ უმცროს შვილებთან
დარჩენილ თავის დას მისწერა, რომ მალე პეტერბურგში ბრუნდებო-
და. მაშა მეც და ჩემს ძმასაც ძალიან გვიყვარდა და მისი უდროო გარ-
დაცვალების ამბავმა ორივეს თავზარი დაგვცა. ჩვენი და ხომ საოც-
რად ლამაზი, ჯანმრთელი და სოცოცხლის მოყვარული ქალი გარ-
დაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სულ რაღაც ოცდაათი წლისა შეს-
რულდა. გარდა დაზე გულწრფელი დარდისა, მე და ჩემს ძმას მისი
ოთხი შვილის ბედიც გვაშფოთებდა, რომელთაც ის საოცრად თბილ
და მოსიყვარულე დედობას უწევდა... ჩვენს სასოწარკევთას საზღვა-
რი არ ჰქონდა, ორივე ვტიროდით და ჩვენი შემხედვარე ტიროდა ჩე-
მი საბრალო გოგონაც. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე
საშინლი დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება!
თავზარდაცემის პირველმა წუთებმა რომ გაიარა, იმით დავინტე-
რესდი ამ აუნაზღაურებელი დანაკარგის შესახებ თვითონ საიდან გა-
ეგო. აღმოჩნდა, რომ დედას თხოვნით ჩვენი უმცროსი დისწულების
მოსანახულებლად მისულა, სადაც იმ დილას უცხოეთიდან დაბრუნე-
ბული ჩვენი სიძე დახვედრია. ივან გრიგორევიჩმა იცოდა, რომ მაშას
სიკვდილის შესახებ ცნობა ჩემთვის უმძიმესი დარტყმა იქნებოდა და
ეშინოდა, რომ ლოგინად ჩამაგდებდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემი
გოგონა დედის მზრუნველობის გარეშე დარჩებოდა, ამიტომ თქმას

291
ვერ ბედავდა. მერე დაამატა, რომ ჩემთვის გაზიარებამ და მოთათბი-
რების საშუალებამ ტვირთი შეუმსუბუქა. მაგრამ ახლა მართლაც მძი-
მე ამოცანის წინაშე უკვე ორივე ვიდექით – მაშას სიკვდილის ამბავი
როგორმე
დედისთვისაც უნდა შეგვეტყობინებინა. მაშა მისი უფროსი და საყ-
ვარელი შვილი იყო და ორივეს გვეშინოდა, რომ დედა მის სიკ-
ვდილს ვერ გადაიტანდა, გულის შეტევა დაემართებოდა ანდა უბრა-
ლოდ გაგიჟდებოდა.
მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, დედისთვის ჯერ არაფერი გვეთ-
ქვა. ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა დედა ჩემთან ერთად რუსაში
წამოსვლაზე დამეყოლიებინა და მას შემდეგ, რაც როგორმე ნელ-
ნელა შევამზადებდი, ეს საშინელი ამბავი მისთვის იქ მეთქვა. ამას-
თან, რუსაში შემეძლო ფიოდორ მიხაილოვიჩის დახმარების იმედიც
მქონოდა, რომლის დედასთან ურთიერთობაც მასზე ყოველთვის
კარგი გავლენითა და მეგობრულობით გამოირჩეოდა. მაგრამ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი გეგმის წინააღმდეგ წავიდა. ჩემი ქმარი
მიიჩნევდა, რომ სიძის ჩარევა მის დარდს კიდევ უფრო დაამძიმებდა
და გვარწმუნებდა, რომ დედისთვის ეს ამბავი ახლავე გვეთქვა, ასეთ
შემთხვევაში მას თავისი დარდის დაობლებულ შვილიშვილებთან გა-
ზიარების საშუალება ექნებოდა.
ჩვენი ამოცანა იმ გარემოებამაც გაართულა, რომ მას შემდეგ, რაც
დედის მკურნალმა ექიმმა ოჯახში ახალი უბედურების შესახებ შეიტ-
ყო, მანაც გაჩუმება და ამ ამბის დამალვა გვთხოვა. ის გვარწმუნებდა,
რომ აღელვება და ტირილი ანთებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა,
პროცესი გართულდებოდა და ცერა თითის მოჭრა გარდაუვალი აუ-
ცილებლობა გახდებოდა. რა
გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო? – ეს კითხვა, რომელსაც ვერც
მე და ვერც ჩემი ძმა პასუხს ვერ ვცემდით, ორივეს თავზარს გვცემდა.
თანაც ივან გრიგორევიჩს თავისი საზრუნავი და სანერვიულოც ბევრი
ჰქონდა: მის ცოლს დღე-დღეზე უნდა ემშობიარა და რამდენადაც ეს

292
მისი პირველი მშობიარობა იყო, ივან გრიგორევიჩიცა და მისი ცო-
ლიც ძალიან ნერვიულობდნენ. მე კი ჩემი სადარდებელი მქონდა,
ვწუხდი ჩემს ქმარზე, ჩვენს ბიჭუნაზე, ლილიას ოპერაციის წარმატება-
წარუმატებლობაზე, დედის ავადმყოფობაზე და ამ მორიგ, თავსადა-
ტეხილ უბედურებაზე!.. სწორედ ასეთ დროს ხედავ ადამიანი, რომ
მოწყალე ღმერთი განსაცდელთან ერთად მისი გაძლების ძალასაც
გვაძლევს!
საბოლოოდ მე და ივან გრიგორევიჩმა გადავწყვიტეთ, რომ დის
სიკვდილი ჩვენი ძვირფასი დედისთვის ჯერჯერობით დაგვემალა!
მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, რად დაგვიჯდა ამ გადაწყვეტილე-
ბის შესრულება! დედა მაშაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ცოცხალ-
ზე, წერილებს სწერდა და მისი ჩამოსვლისთვის საჩუქრებს უმზადებ-
და. ჩვენ კი იძულებულები ვიყავით მაშაზე მისი საუბრები მოგვესმინა
და ყოველი სიტყვა აგვეწონა, რომ არაფერი წამოგვცდენოდა, თანაც
მაშინ, როცა საკმარისი იყო დედას მაშა ეხსენებინა და ორივეს თვა-
ლები ცრემლით გვევსებოდა. დედა ხშირად მამჩნევდა, რომ ვტირო-
დი, მაგრამ მე ხან იმას ვიმიზეზებდი, რომ ოპერაციის შედეგზე ვდარ-
დობდი, ხანაც იმას, რომ რუსაში ჩემიანები მენატრებოდა.
დრო გადიოდა და დედისთვის საიდუმლოს გამხელას ვერა და
ვერ ვახერხებდით, მაგრამ ერთხელაც, მოულოდნელად დედამ, რო-
მელიც ავადმყოფი შვილის მხრიდან ამდენი ხნის დუმილის გამო
დარდობდა, მისი უმცროსი შვილების მონახულება გადაწყვიტა. მე და
ჩემი ძმა მის გადარწმუნებას ვცდილობდით, ვეუბნებოდით, რომ და-
შავებულ ფეხს მგზავრობით კიდევ უფრო დაიზიანებდა, მაგრამ არა-
ფერი გამოგვივიდა. სწორედ იმ დროს მოვიდა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის წერილებიც, რომლებმაც ჩვენი მიღებული გადაწყვეტილების
სისწორეში ეჭვი შემატანინა, ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, დედას
დავთანხმდით და გამგზავრების დღეც დავთქვით. მე საავადმყოფოს
მოწყალების დას შევუთანხმდი, რომ ორი-სამი საათით ლილიას მი-

293
ხედავდა და სათამაშოებით გაართობდა, მაგრამ მაინც ძალიან მეში-
ნოდა, რომ ჩემს გოგონას ის სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდა
და თუკი ერთი წუთით მაინც ბავშვის მარტო დატოვება მოუხდებოდა,
ლილიას მაშინვე რაღაც საშინელება დაემართებოდა. ივან გრიგო-
რევიჩმაც ცოლი შიშით დატოვა და ჩვენს ძვირფას დედასთან ერთად
ორივენი გარდაცვლილი დის ოჯახში გავემგზავრეთ. ღმერთო, რა
გადავიტანეთ მე და ჩემმა ძმამ იმ დღეს! დედას ფეხი რომ არ სტეკ-
ნოდა ეტლი ძალიან ნელა მიდიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ
ამ ეტლს ეშაფოტზე მივყავდით. მეჩვენებოდა, რომ ყოველი წუთი,
ბორბლის ყოველი დატრიალება ახალ უბედურებას, შესაძლოა დე-
დის სიკვდილსაც კი გვაახლოებდა. ღმერთო, რა საშინელება იყო!
ახლაც კი, მრავალი წლის შემდეგაც, ის დღე წარმოუდგენელ კოშმა-
რად მესახება!
ეტლი დის სახლთან გაჩერდა და შვეიცარმა და მეეზოვემ ხელში
აყვანილი დედა მეორე სართულისკენ წაიყვანეს. დედას კიბეზე ჩემი
დის უფროსი შვილები – ლიალია და იულია გამოეგებნენ, მაგრამ
მათთან ერთად შვილი რომ ვერ დაინახა, საბრალო დედას თავზარი
დაეცა და უცებ (როგორც მერე ამბობდა) დარწმუნებით იგრძნო, რომ
მაშა აღარ იყო.
– მაშა გარდაიცვალა! ჩემი საყვარელი მაშა მოკვდა! – დაიყვირა
მან ისტერიკულად და აქვითინდა. მასთან ერთად ბავშვებიც ატირ-
დნენ, ვტიროდით მე და ივან გრიგორევიჩიც, ოთახიდან უაღრესად
დამწუხრებული პაველ გრიგორევიჩიც (დის ქმარი) გამოვიდა და სიმ-
წრისა და სასოწარკვეთის სულისშემძვრელი სცენა გაიმართა, რომ-
ლის გადმოცემასაც ვერანაირი სიტყვებით ვერ შევძლებ. ალბათ ორი
საათი მაინც გავიდა, სანამ გონს მოსვლა შევძელით. დრო იყო დე-
დას სახლში წაყვანზე გვეფიქრა, რადგან სვატკოვსკებთან მისი და-
ტოვება არც მე და არც ჩემს ძმას არ გვინდოდა: ოჯახში, სადაც ხან-
გრძლივი მგზავრობის შემდეგ დაბრუნებულებს ჯერ დასვენება და
მოწყობაც ვერ მოესწროთ, ავადმყოფ დედას ვერავინ მიხედავდა.

294
თუმცა თავის დარდთან მარტო დასარჩენად დედასაც სახლში წას-
ვლა ერჩივნა. ივან გრიგორევიჩი, რაც შეიძლება სწრაფად, ცოლთან
უნდა დაბრუნებულიყო, მე კი ლილიასთან საავადმყოფოში, მაგრამ
ამასთან ტირილის შეწყვეტას ჯერაც ვერც ერთი ვერ ვახერხებდით.
ბოლოს დედა, როგორც იქნა, სახლში წასვლაზე დავიყოლიეთ, დავ-
პირდით, რომ უახლოეს დღეებში ობლებთან ისევ მოვიყვანდით და
ისევე ნელა, როგორც მოვდიოდით, სახლში წავიყვანეთ.
დედისგან დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გავიქეცი, სადაც, სა-
ბედნიეროდ, ცუდი არაფერი მომხდარიყო: ლილიასა და მოწყალე-
ბის დას ერთად ტკბილად ეძინათ. ჩემს გოგონას სწრაფად ჩავაცვი
და ასეთ მძიმე წუთებში დედა მარტო რომ არ დამეტოვებინა, მასთან
მთელი დღით ბავშვთან ერთად დავბრუნდი. იმ დღეს მაშა ორივემ
ერთად გამოვიტირეთ და გარკვეული შვებაც კი ვიგრძენი, რომ ჩემი
და ჩემი ძმის მხრებზე სიმძიმედ დაწოლილი საიდუმლოს შენახვა
აღარ მჭირდებოდა.
ლილიასთან ერთად რუსაში დაბრუნების შემდეგ ჩვენს ოჯახში
ერთხანს სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ეს სიმშვიდეც დიდხანს არ
გაგრძელებულა: ძლიერი გაციების შემდეგ (ის ზაფხული წვიმიანი და
ცივი იყო) გადაბმულად რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსი
სიცხის გამო ყელში ჩირქგროვა გამიჩნდა. ჩემმა მკურნალმა სამხედ-
რო მთავარმა ექიმმა – ნ.ა. შენკმა, რომელიც დასასვენებლად იყო
ჩამოსული, ერთ დღესაც ფიოდორ მიხაილოვიჩს უთხრა, რომ უკვე
იმდენად ვიყავი დასუსტებული, გული დატვირთვას ვეღარ უძლებდა
და თუკი ჩირქგროვა ოცდაოთხი საათის განმავლობაში არ გასკდე-
ბოდა, ჩემს გადარჩენას ვერ შეძლებდა. ამის გამგონე ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი სრულ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მე რომ არ ავე-
ფორიაქებინე ჩემი თანდასწრებით ტირილისგან თავი შეიკავა და მა-
მა იოანესთან წავიდა, მაგიდასთან დაჯდა, სახეზე ხელები აიფარა და
მწარედ აქვითინდა. მასთან მღვდლის ცოლი მივიდა და ჰკითხა,

295
ექიმმა რა გითხრათო. “კვდება, ანა გრიგორევნა, კვდება! – ტირი-
ლისგან
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიგმინა თურმე ფიოდორ მიხაილოვიჩმა. –
როგორღა ვიცოცხლო? განა კი შემიძლია მის გარეშე სიცოცხლე?!
ის ხომ ჩემთვის ყველაფერია!”
კეთილმა ეკატერინა პეტროვნამ ჩემს ქმარს მხარზე ხელი მოხვია
და მის დამშვიდებას შეეცადა:
– ნუ ტირით, ფიოდორ მიხაილოვიჩ, იმედს ნუ დაკარგავთ, ღმერ-
თი მოწყალეა და თქვენ და თქვენს შვილებს ობლად არ დაგტოვებთ!
კეთილი ქალის გულითადმა დაყვავებამ და თანაგრძნობამ ჩემს
ქმარზე სასიკეთოდ იმოქმედა და იქამდე სასოწარკვეთილს, მხნეობა
შემატა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველთვის მადლიერებით იხსენებ-
და ეკატერინა პეტროვნას იმ სიკეთესა და თანაგრძნობას და ამის გა-
მო უდიდეს პატივს სცემდა.
ადვილი წარმოსადგენია, ავადმყოფობის დროს ჩემი სასოწარ-
კვეთაც: ცხადად ვხედავდი, რომ ჩემი მდგომარეობა რთულდებოდა,
უკვე რამდენიმე დღე იყო მას შემდეგ გასული, რაც ხმას ვერ ვიღებდი
და ჩემს სურვილებს ფურცელზე ვწერდი. ექიმის მიერ დღეში ორჯერ
ფურცელზე ჩაწერილ ტემპერატურის სიდიდეს ვხედავდი (ფიოდორ
მიხაილოვიჩი ამ ფურცელს მიმალავდა, ძიძა კი, რომელიც ვერა-
ფერს ხვდებოდა, ჩემი თხოვნით მაჩვენებდა ხოლმე) და ცხადად
ვაცნობიერებდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. სიკვდილი კი ძალი-
ან არ მინდოდა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების, ჩემი ქმრისა და შვი-
ლების დატოვება მიმძიმდა, რადგან უჩემოდ მათი მომავალიც სრუ-
ლიად გაუხარებელი და უიმედო მესახებოდა. რის მიცემას შეძლებდა
უსახსროდ დარჩენილი მათი მამა ჩემი დაობლებული შვილების-
თვის? დედა უკვე მოხუცებული და სნეული იყო, და კი აღარ მყავდა.
ერთადერთ იმედს, რომ შვილებს არ მიმიტოვებდა, ჩემს ძმაზეღა ვამ-
ყარებდი... საშინლად მეცოდებოდა ჩემი საბრალო ქმარიც: შეიყვა-
რებდა კი მას კიდევ ვინმე, ვინ იზრუნებდა მასზე, ვინ გაიზიარებდა მის

296
შრომასა და დარდს? ხელის დაქნევით ჩემთან ხან ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ვუხმობდი, ხანაც ჩემს შვილებს, სათითაოდ ყველას ვკოცნი-
დი, ვლოცავდი და ფიოდორ მიხილოვიჩს ფურცელზე ვუწერდი ჩემი
სიკვდილის შემთხვევაში როგორ მოქცეულიყო. კრიზისამდე ბოლო
ორი დღის განმავლობაში კი ერთიანად უცნაურმა, ჩლუნგმა გულ-
გრილობამ მომიცვა: უკვე აღარც ფიოდორ მიხაილოვიჩი მებრალე-
ბოდა და აღარც ბავშვები, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უკვე
მათ გვერდით კი არა, სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი.
ჩვენდა სასიხარულოდ, იმ ღამეს კრიზისმა ყველაფერი სასიკე-
თოდ შემოაბრუნა: ყელში ჩირქგროვა გამისკდა და გამოკეთება და-
ვიწყე... ორ კვირაში ყელში ჩირქგროვა ისევ გამიჩნდა, მაგრამ ამჯე-
რად უკვე სუსტი ფორმით და ამით დამთავრდა 1872 წელს თავსგა-
დამხდარი ჩვენი უბედურებები.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიმწრის გადატანა მომიხდა: უდიდესი და
საშინელი დანაკარგების: ქმრისა და ვაჟის – ალიოშას სიკვდილის,
მაგრამ უბედურებათა ასე ერთმანეთს მიყოლილი წყება, საბედნი-
ეროდ, აღარ განმეორებულა.

297
ნაწილი მეექვსე
1872-1873 წწ.
I. 1872 წელი
1872 წლის შემოდგომამ იმ ჩვენთვის უბედურებებით აღსავსე მძი-
მე ზაფხულის მერე, გარკვეულწილად, სული მოგვათქმევინა და სტა-
რო რუსადან დაბრუნებულები იზმაილოვსკის პოლკის მე-2 ასეულში,
გენერალ მევესისის სახლში დავბინავდით. ჩვენი ბინა ეზოს სიღრმე-
ში, სახლის მეორე სართულზე მდებარეობდა და ხუთი მომცრო, მაგ-
რამ მოსახერხებლად განლაგებული ოთახისგან შედგებოდა, სასტუმ-
რო ოთახს კი სამი ფანჯარა ჰქონდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის კაბი-
ნეტი ბავშვების ოთახებს მოშორებული და საშუალო ზომისა იყო, ასე
რომ, თავიანთი ხმაურითა და სირბილით ბავშვები მამას მუშაობის
დროს ხელს არ უშლიდნენ.

298
ჩემი ქმარი, თუმცაკი მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა,
მაგრამ ნამუშევრით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ რომანის იქამ-
დე დასახული გეგმა შეცვალა და მესამე ნაწილი მთლიანად გადაა-
კეთა.
ოქტომბერში ფიოდორ მიხაილოვიჩი მოსკოვში გაემგზავრა და
რედაქციას მოელაპარაკა, რომ რომანის მესამე ნაწილი “Русский
вестник”-ის ბოლო ორ ნომერში დაბეჭდილიყო. უნდა ითქვას, რომ
რომანი “ეშმაკნი” მკითხველთა შორის დიდი წარმატებით სარგებ-
ლობდა, მაგრამ ამასთან, ლიტერატორთა სამყაროში ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს ბევრი მტერიც გაუჩინა. ზამთრის ბოლოს
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ფურიეს ყოფილ მიმდევართან ნ.პ. სე-
მიონოვთან და დაახლოებით ოცი წლის უნახავ – ნ.ო. დანილევსკის-
თან შეხვედრა მოახერხა. გარდა იმისა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი
აღფრთოვანებული იყო დანილევსკის წიგნით “რუსეთი და ევროპა”,
მასთან საუბარი კიდევ ერთხელაც უნდოდა. ამიტომ, რამდენადაც
დანილევსკი პეტერბურგიდან მალე მიემგზავრებოდა, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა ის ჩვენთან სადილად მეორე დღისთვის მოიწვია. ეს მის-
მა მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმაც გაიგეს და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს თავი იმავე სადილზე დააპატიჟებინეს. ადვილი წარმოსად-
გენია ჩემი თავზარდაცემა, როცა ქმარმა სადილად მოწვეული სტუმ-
რები ჩამომითვალა და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ოცი კაცი მა-
ინც გვესტუმრებოდა. მაგრამ თავი ყველაფერს კარგად გავართვი:
მიუხედავად ჩემი მცირე მეურნეობისა, საუკეთესო სუფრა გავაწყე და
სადილმაც ცოცხლად ჩაიარა, იმდენად, რომ საინტერესო საუბარში
ჩართული სტუმრები მხოლოდ შუაღამის შემდეგ დაიშალნენ.

II. 1872 წლის მოგონებებიდან


გაჭირვებულ მატრიალურ მდგომარეობაზე ფიქრმა და გამოსავ-
ლის ძებნამ იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ ჩვენი შემოსავალი საკუთარი
შრომით უნდა გამეზარდა და სტენოგრაფიას მივბრუნებოდი, რაშიც
299
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა მქონდა.
ამიტომ ახლობლებსა და მეგობრებს რომელიმე დაწესებულებაში
სტენოგრაფისტის ადგილის პოვნაში დახმარება ვთხოვე. ასეთი სამუ-
შაო სტენოგრაფიის ჩემმა მასწავლებელმა პ.მ. ოლხინმა შემომთავა-
ზა. სტენოგრაფისტად მეტყევეთა ყრილობაზე უნდა მემუშავა, რო-
მელზე დასასწრებადაც მეტყევეობის შესახებ ჟურნალის რედაქტო-
რის – ნ. შაფრანოვის მიწვევით სამიდან ცამეტ აგვისტომდე მოსკოვში
უნდა გავმგზავრებულიყავი. მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ზაფხულის მოვ-
ლენების შემდეგ იმდენად გულდამძიმებული ვიყავი, რომ მოსკოვში
წასვლაზე უარის თქმა მომიწია.
1872 წლის ზამთარში კი ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა ცოლთან
ერთად პეტერბურგში გადმოსულმა ჩემმა ძმამ შემატყობინა, რომ მა-
ლე დასავლეთ მხარის ერთ-ერთ ქალაქში, არ მახსოვს რა საკითხზე,
ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, რომლისთვისაც სტენოგრაფისტს
ეძებდნენ. მე მაშინვე ყრილობის თავმჯდომარეს მივწერე, ადამიანს,
ვისაც სტენოგრაფისტის შერჩევა ეხებოდა და ეს, თავისთავად ცხა-
დია, ფიოდორ მიხაილოვიჩის თანხმობით გავაკეთე, რომელიც თუმ-
ცა ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვით
და გარდა
ამისა, მუშაობაში მისი დახმარებით ოჯახისთვის საკმარისზე მეტ-
საც ვაკეთებდი, მაგრამ ხედავდა, რომ საკუთარი შრომით ოჯახში
ფულის შემოტანაც მთელი გულით მინდოდა და უარს ვერ მეუბნებო-
და. მერე გამომიტყდა კიდეც, იმედი მქონდა, ყრილობის თავმჯდო-
მარე უარს გეტყოდაო, მაგრამ მისი გულისწადილი არ გამართლდა,
ყრილობის თავმჯდომარე ჩემს კანდიდატურას დათანხმდა და პირო-
ბებიც შემატყობინა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირობები დიდად მომხიბ-
ლავი იყო: ჩემთვის გადახდილი თანხის დიდი ნაწილი მგზავრობასა
და სასტუმროში ცხოვრებაზე დაიხარჯებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში
არა იმდენად თავად ფულს, რამდენადაც მუშაობის დაწყებას ჰქონდა
მნიშვნელობა. თუ ჩემს საქმეს კარგად შევასრულებდი, ყრილობის

300
თავმჯდომარის რეკომენდაცია უკვე სხვა, ჩემთვის უფრო ხელსაყრე-
ლი სამუშაოს პოვნაში დამეხმარებოდა.
ჩემი გამგზავრების წინააღმდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს ხელმო-
საკიდი მიზეზი არაფერი ჰქონდა, რადგან ჩემი არყოფნის პერიოდში
დედა ჩვენთან გადმოსვლასა და ბავშვებისა და ოჯახის მიხედვას აპი-
რებდა. ამასთან ჩემთვის სამუშაო ფიოდორ მიხაილოვიჩსაც არ
ჰქონდა: იმ დროს ის “ეშმაკნის” გეგმის გადაკეთებით იყო დაკავებუ-
ლი, მაგრამ ცხადად ვხედავდი, რომ ეს შემოთავაზება ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს ძალიან არ მოსწონდა და ათასგვარ მიზეზს ეძებდა, რომ
სახლში დავეტოვებინე. ჩემი, ახალგაზრდა ქალის, პოლონეთის ქა-
ლაქში, სადაც არც ერთი ნაცნობი არ მყავდა, გამგზავრებას ეჭვქვეშ
აყენებდა და ა.შ. მსგავსი ეჭვებითა თუ კითხვებით
მომმართავდა ხოლმე. ამ არგუმენტით ფიოდორ მიხაილოვიჩის
აღელვების შესახებ ჩემმა ძმამ როცა შეიტყო, გაახსენდა, რომ იმ
ყრილობაზე დასავლეთ მხარის კარგი მცოდნე მისი ერთი ნაცნობიც
მიემგზავრებოდა, ამიტომ მე და ჩემი ქმარი ამ ახლობლის გასაცნო-
ბად და მისგან ყველა საჭირო ცნობის მისაღებად ჩაიზე მიგვიწვია.
დათქმულ საღამოს მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს ძმასთან
წავედით. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც ეპილეფსიის შეტევა
დიდი ხანია არ განმეორებოდა, მშვენიერ განწყობაზე იყო. ჩვენ ვის-
ხედით და სანამ ჩემი ძმის ახლობლის მოსვლას ველოდით ივან გრი-
გორევიჩთან და მის ცოლთან სასიამოვნოდ ვსაუბრობდით. იმ ახ-
ლობელს მე თვითონ არ ვიცნობდი, თუმცა ჩემი ძმისგან მსმენოდა,
რომ კეთილი, მაგრამ არცთუ დიდად გონიერი კავკასიელი ყმაწვილი
იყო, რომელისთვისაც სიფიცხისა და წინდაუხედაობისთვის მეგობ-
რებს “ველური აზიატი” შეურქმევიათ. ყმაწვილს ეს მეტსახელი ძალი-
ან არ მოსწონდა და “ევროპელობის” დამადასტურებლად ხელოვნე-
ბის ყველა დარგში თითო არააზიატი კერპი ჰყავდა შექმნილი. მუსი-
კაში ღმერთად შოპენს აღიარებდა, ფერწერაში – რეპინს, ლიტერა-
ტურაში კი – დოსტოევსკის. ჩემი ძმა სტუმარს წინკარში შეხვდა და

301
როცა საბრალო ყმაწვილმა მისგან გაიგო, რომ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის გაცნობისა და მეტიც, მისთვის სამსახურის გაწევის საშუალება
ეძლეოდა, აღფრთოვანდა, მაგრამ მაშინვე შეშინდა კიდეც. სასტუმ-
რო ოთახში რომ შემოვიდა და თავისი ღვთაება დაინახა, იმდენად
დაირცხვინა, რომ თავის კერპსა და სახლის
დიასახლისს თავი ძლივს დაუკრა და ხმისამოუღებლად გაშეშდა.
ყმაწვილი ოცდასამიოდე წლის იქნებოდა, მაღალი, ხვეული თმით,
დიდი თვალებითა და წითელი ტუჩებით.
მეგობრის დაბნეულობის შემხედვარე ჩემმა ძმამ სტუმარი მე წარ-
მიდგინა. “აზიატი” ხელზე სწრაფად მეამბორა, მერე ჩამომართვა და
ენააბნეულმა წარმოთქვა:
– როგორ მიხარია, რომ ყრილობაზე თქვენც მოდიხართ და სა-
შუალება მეძლევა რამეში გამოგადგეთ!
მისმა აღფრთოვანებამ ღიმილი მომგვარა, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი კი ძალიან გააღიზიანა. ჩემი ქმარი, რომელიც თუმცა იშვიათად,
მაგრამ ქალბატონების ხელზე კოცნით მისდამი პატივისცემას თავა-
დაც გამოხატავდა ხოლმე და თანაც ამას არავითარ მნიშვნელობას
არ ანიჭებდა, სხვა მამაკაცის მიერ ჩემდამი გამოხატულ იმავე პატი-
ვისცემას ყოველთვის მეტისმეტად მძაფრად აღიქვამდა. ივან გრიგო-
რევიჩმა შენიშნა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს განწყობა შეეცვალა
(მისი განწყობის ცვლილება მუდამ მკვეთრად და თვალნათლად
ხდებოდა) და ლაპარაკი საქმეზე ჩამოაგდო. ჯერაც დარცხვენილი
“აზიატი” ფიოდორ მიხაილოვიჩს თვალს ვერ უსწორებდა და კით-
ხვებზე პასუხის გაცემისას უმეტესწილად მე მიყურებდა. ამასთან თა-
ვაზიან, მაგრამ უაზრო პასუხებს გვცემდა, რომელთაგანაც რამდენიმე
დამამახსოვრდა კიდეც:
– რთული გზაა ალექსანდრიამდე? – ვკითხე მე. – რამდენი გადაჯ-
დომაა საჭირო?
– ამაზე არ შეწუხდეთ, ანა გრიგორევნა, მე არ მიგატოვებთ; თუ
გენდომებათ ვაგონშიც თქვენთან ერთად ვიქნები.

302
– არის ალექსანდრიაში ნორმალური სასტუმრო, სადაც ახალგაზ-
რდა ქალის გაჩერება შეიძლება? – ჰკითხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
ყმაწვილმა ჩემს ქმარს აღფრთოვანებით შეხედა და გულმხურვა-
ლედ წამოიძახა:
– ახლობელთან დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ, თუ ანა გრიგო-
რევნა ისურვებს, შემიძლია იმავე სასტუმროში გავჩერდე, სადაც ის.
– ანია, გესმის? ახალგაზრდა თანახმაა შენს სასტუმროში გაჩერ-
დეს! ეს ხომ ა-რა-ჩვე-უ-ლებრივია!!! – დაიყვირა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა და მუშტი მთელი ძალით მაგიდას დაარტყა. მაგიდაზე მის წინ
დადგმული ჩაის ფინჯანი და ლამბაქი იატაკზე გადმოვარდა და გატ-
ყდა. დიასახლისი დარტყმისგან აყანყალებულ ნავთის ლამპას ეცა,
ფიოდორ მიხაილოვიჩი კი წამოხტა, წინკარში გავარდა, პალტოს ხე-
ლი დაავლო და კარი გაიჯახუნა.
მე სწრაფად ჩავიცვი და ქმარს უკან გავყევი: ქუჩაში გასულმა და-
ვინახე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი სახლის საწინააღმდეგო
მხარეს მირბოდა, მე უკან გავედევნე და ხუთიოდე წუთში დავეწიე,
ფიოდორ მიხაილოვიჩი სწრაფი სიარულისგან უკვე ქოშინებდა, მაგ-
რამ მიუხედავად ჩემი ხვეწნა-მუდარისა, არ ჩერდებოდა. მე წინ გა-
ვასწარი, მის მხრებზე უბრალოდ მოხურული პალტოს კიდეებს ორი-
ვე ხელი ჩავავლე და წამოვიძახე:
– გაგიჟდი, ფედია?! სად მირბიხარ? ასე ხომ სახლთან ვერ მიხ-
ვალ! გაჩერდი, პალტო ჩაიცვი, ასე ხომ არ შეიძლება, გაცივდები!
ჩემმა აღელვებულმა გამომეტყველებამ ფიოდორ მიხაილოვიჩზე
როგორც იქნა იმოქმედა. ის გაჩერდა და პალტოს სახელოებში ხე-
ლები გაუყარა. მე ღილები შევუკარი, ხელკავი გამოვდე და უკანა მი-
მართულებით, სახლისკენ წავიყვანე. ფიოდორ მიხაილოვიჩი შეცბუ-
ნებული დუმდა.
– გამოვიდა, რომ ისევ იეჭვიანე, არა? – ვკითხე აღშფოთებულმა,
– ფიქრობ, რომ ამ რამდენიმე წუთში მე და “ველურ აზიატს” ერთმა-
ნეთი შეგვიყვარდა და შენგან გაქცევა გადავწყვიტე, ასეა? როგორ არ

303
გრცხვენია? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამ ეჭვიანობით გულს მტკენ? ხუ-
თი წელია ცოლ-ქმარი ვართ, იცი, რომ უზომოდ მიყვარხარ, იცი რამ-
ხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ჩვენს ოჯახსა და ბედნიერებას და
მიუხედავად ამისა, პირველ შემხვედრზე ეჭვიანობ და არა მარტო მე,
საკუთარ თავსაც სასაცილო მდგომარეობაში იგდებ!
ქმარმა რამდენჯერმე ბოდიში მომიხდა და თავის მართლება და-
იწყო, მერე კი დამპირდა, რომ აღარასოდეს იეჭვიანებდა. მაგრამ მე
მასზე დიდხანს გაბრაზება მაინც არ შემეძლო: ვიცოდი, რომ ეჭვიანო-
ბის დროს თავს უბრალოდ ვერ აკონტროლებდა. უკვე დაწყნარე-
ბულს, ისევ აღფრთოვანებული ყმაწვილი, ფიოდორ მიხაილოვიჩის
მოულოდნელი გაბრაზება და გაქცევა გამახსენდა და გამეცინა. ჩემი
განწყობის ცვლილებამ ფიოდორ მიხაილოვიჩიც გაახალისა და სა-
კუთარ თავზე მასაც გაეცინა, მერე იმით დაინტერესდა ჩემს ძმასთან
უნებურად რა გატეხა და აღფრთოვანებული თაყვანისმცემელიც ხომ
არ შემოემტვრა შემთხვევით ხელში.
არაჩვეულებრივი საღამო იყო და ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ,
მაგრამ გზაც გრძელი გვქონდა და სახლამდე მისვლას საათზე მეტ-
ხანს მოვუნდით. სახლში კი ჩემი ძმა დაგვხვდა. ჩვენს ნაჩქარევ წას-
ვლას ივან გრიგორევიჩი შეუშფოთებია და უკან გამოგვყოლია, მაგ-
რამ სახლში რომ არ დავხვედრივართ კიდევ უფრო მეტად შეშინებუ-
ლა. საშინელი წინათგრძნობით გულდამძიმებულს, ერთი საათი
ჩვენს ლოდინში გაუტარებია და უაღრესად გაუკვირდა, როცა ნახა,
რომ მშვენიერ გუნებაზე ვიყავით. ივან გრიგორევიჩი ჩაიზე ჩვენთან
დავიტოვეთ, მომხდარი გავიხსენეთ და ბევრიც ვიცინეთ. მერე კი მე
და ფიოდორ მიხაილოვიჩი იმით დავინტერესდით, თუ რით ახსნა მან
კავკასიელთან ჩვენი ესოდენ ნაუცბათევი წასვლა და ივან გრიგორე-
ვიჩმა გვიპასუხა:
– თქვენი წასვლის მიზეზი რომ მკითხა, ვუთხარი: ჯანდაბამდის
გზაც გქონია, თუ თვითონ ვერ ხვდები-მეთქი.

304
ამ ამბის შემდეგ მივხვდი, რომ გამგზავრებაზე უარი უნდა მეთქვა.
თავისთავად ცხადია, შემეძლო ფიოდორ მიხაილოვიჩი დამეყოლიე-
ბინა და ისიც, რა თქმა უნდა, გამიშვებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი
გამგზავრების შემდეგ ძალიან ინერვიულებდა, ვერ გაძლებდა და
ალექსანდრიაში ჩამომაკითხავდა. უსიამოვნო მდგომარეობა შეიქ-
მნებოდა და ამ ყველაფრიდან საბოლოოდ მხოლოდ ის გამოვიდო-
და, რომ ფულს, რომელიც ისედაც ცოტა გვქონდა, მგზავრობაზე ტყუ-
ილად დავხარჯავდი.
ასე დამთავრდა სტენოგრაფიით ფულის შოვნის ჩემი მცდელობა.

III. 1872 წელი. ფედიუშას საშობაო სნეულება


1872 წლის შობას ჩვენს ოჯახში ასეთი კურიოზული შემთხვევა
მოხდა.
როგორც ძალიან მზრუნველი მამა, ფიოდორ მიხაილოვიჩი მუდ-
მივად თავისი შვილების გართობასა და გახალისებაზე ფიქრობდა. ეს
ზრუნვა განსაკუთრებით ნაძვის ხის მორთვას ეხებოდა: მთხოვდა,
რომ აუცილებლად დიდი და ხშირწიწვიანი ნაძვი მეყიდა და მერე
თვითონ რთავდა (სათამაშოები წლიდან წელზე გადადიოდა), ბო-
ლოს ტაბურეტზე ადიოდა და ზედა სანთლებსა და “ვარსკვლავს”
ამაგრებდა.
1872 წლის შობა განსაკუთრებული იყო: იმ შობას ჩვენმა ვაჟმა
ფედიამ ნაძვის ხე პირველად აღიქვა “გააზრებულად”. ნაძვის ხე ად-
რიანად ავანთეთ და ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავისი ორი ბარტყი
სასტუმრო ოთახში საზეიმოდ შემოიყვანა. ბავშვები, რა თქმა უნდა,
ნაძვის ხის ბზინვარებით, მორთულობებითა და სათამაშოებით აღ-
ფრთოვანდნენ. მერე მამამ საჩუქრები დაურიგა: ლიუბოჩკას ლამაზი
თოჯინა და თოჯინის ჩაის სერვიზი, ფედიას კი დიდი საყვირი, რო-
მელშიც მაშინვე ჩაჰბერა, და დოლი ერგო. მაგრამ ყველაზე დიდი
შთაბეჭდილება ორივეზე საუცხოო ფაფრებითა და კუდებით მუყაოს-

305
გან გაკეთებულმა ორმა ქურანმა მოახდინა, რომლებიც ლაფნის გა-
ნიერ, ორი ბავშვის ჩასაჯდომ ციგაში იყვნენ შებმულები. ბავშვებმა სა-
თამაშოები
მიყარეს და ციგაში ჩასხდნენ, ფედიამ ხელები სადავეს ჩაავლო
და ქნევა და ცხენების გარეკვა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ლიუბოჩ-
კას ციგა მობეზრდა და სხვა სათამაშოებზე გადაერთო, ფედია კი ცი-
გიდან არა და არ ამოდიოდა, აღფრთოვანებისგან ლოყებაღაჟღაჟე-
ბული, ცხენებს მიერეკებოდა და სადავეს ურტყამდა. როგორც ჩანს,
სტარო რუსაში ჩვენი აგარაკის წინ ჩავლილ გლეხებს ბაძავდა. ბო-
ლოს რაღაც ეშმაკობებით მოვახერხეთ ბიჭუნა ციგიდან ამოგვეყვანა
და დასაძინებლად დაგვეწვინა.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი დიდხანს ვისხედით და ჩვენი პატა-
რა ზეიმის სახალისო წვრილმანებს ვიხსენებდით, რომლებითაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მგონი ბავშვებზე მეტადაც კი ხარობდა. მე და-
საძინებლად თორმეტისთვის გავემზადე, ქმარმა კი იმ დღეს ვოლ-
ფთან ნაყიდი და მისთვის ძალიან საინტერესო წიგნი დამანახვა და
მითხრა, რომ კითხვას აპირებდა. მაგრამ ვინ დააცადა?! დაახლოე-
ბით ღამის პირველი საათისთვის ბავშვების ოთახიდან ხმამაღალი
ტირილი შემოესმა, მაშინვე იქით გაიქცა და ტირილისგან სახეაწით-
ლებული ჩვენი ბიჭუნა დაინახა, ფედია მოხუცი პროხოროვნას ხელი-
დან გასხლეტას ცდილობდა და გაუგებარ სიტყვებს ამბობდა (მაშინ
წლინახევრისაც არ იყო და ჯერაც გაურკვევლად ლაპარაკობდა).
ფედიას ტირილზე მეც გამეღვიძა და მაშინვე ბავშვების ოთახისკენ
გავიქეცი. ბიჭუნას ტირილს ლილიაც რომ არ გაეღვიძებინა, რომელ-
საც იმავე ოთახში ეძინა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ბავშვის თავის კა-
ბინეტში წაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ კაბინეტამდე მისვლა არ დაგ-
ვცალდა, სასტუმრო ოთახში, სანთლების
შუქზე, ციგის დანახვისთანავე ფედია გაჩუმდა და ციგისკენ ისეთი
ძალით გაიწია, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს კინაღამ ხელიდან გა-

306
უვარდა და იძულებული გახდა ბავშვი ციგაში ჩაესვა. ჯერაც თვალ-
ცრემლიანმა ფედიამ გაიცინა, სადავეს ორივე ხელი ჩაავლო და ისევ
მისი ქნევა და თითქოს ცხენებს მიერეკებაო, ტუჩების წკლაპუნი და-
იწყო. ბავშვი რომ საბოლოოდ დაწყნარდა ფიოდორ მიხაილოვიჩმა
მისი საძინებელში წაყვანა მოინდომა, მაგრამ ფედია ისევ ატირდა და
მანამდე ტიროდა, სანამ ისევ ციგაში არ ჩავსვით. ბავშვის უცნაური
სნეულებით შეშინებულნი და, მიუხედავად გვიანი ღამისა, უკვე ექიმის
დასაძახებლად გამზადებულნი, მაშინ კი მივხვდით ჩვენს ბიჭუნას რა
სჭირდა: როგორც ჩანს, ფედიაზე ნაძვის ხემ, სათამაშოებმა და ციგა-
ში ჯდომით განცდილმა სიამოვნებამ მეტისმეტად ძლიერად იმოქმე-
და, ძილში ჩაჰყვა და გაღვიძებულმა ახალი სათამაშო მოითხოვა,
მაგრამ სურვილი რომ არ აუსრულეს, ტირილი დაიწყო და საწადელ-
საც სწორედ ამით მიაღწია. რა უნდა გვექნა: ბავშვმა, ამ სიტყვის პირ-
დაპირი მნიშვნელობით, “გაინავარდა” და არაფრისდიდებით დასა-
ძინებლად დაწოლა არ უნდოდა, ამიტომ სამივეს ერთად რომ არ
გვეფხიზლა, გადავწყვიტეთ, მე და ძიძა დავწოლილიყავით, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი კი ბავშვთან დარჩენილიყო და როცა ფედიას
ძილი მოერეოდა ლოგინში გადაეწვინა. ასეც მოვიქეცით. მეორე
დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩმა სიცილით შემომჩივლა: – “ფედაიამ
მთელი ღამე გამაწამა! ორი-სამი საათის განმავლობაში თვალს არ
ვაშორებდი, მეშინოდა, ციგიდან არ გადმოვარდნილიყო და რამე არ
ეტკინა... ძიძამ ორჯერ გამოაკითხა და ფედიას “ნანებით” გატყუება
სცადა, მაგრამ ის მაშინვე ხელების ქნევას იწყებდა და სატირლად
ემზადებოდა. ასე ვისხედით ერთად ღამის ხუთ საათამდე, მერე,
როგორც ჩანს, დაიღალა და გვერდზე გადაიხარა, მე ხელი შევაშვე-
ლე, აღმოჩნდა, რომ უკვე ღრმად ჩასძინებოდა და ლოგინში გადა-
ვაწვინე. ასე რომ, ახალი წიგნის დაწყებაც ვერ მოვასწარი!” – გაიცი-
ნა, როგორც ჩანს, იმით კმაყოფილმა, რომ ფედენკას ღამინდელი
ტირილი, რომელმაც თავიდან ასე შეგვაშინა, ცუდს არაფერს გვიქად-
და.

307
IV. 1873 წელი. “ეშმაკნის” გამოცემა. რედაქტორობა. ნაცნობობა
“ეშმაკნის” დასრულების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს ვერ გა-
დაეწყვიტა, ხელი რა საქმისთვის მოეკიდა. რომანმა იმდენად გატან-
ჯა, რომ მაშინვე ახალ რომანზე მუშაობას ვერაფრით დაიწყებდა, ჯერ
ისევ უცხოეთში გაჩენილი იდეის – “Дневник писателя”-ს გამოქვეყნე-
ბა კი სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჟურნალის გამოცემა და
ოჯახის შენახვა (ვალების გადახდაზე რომ არაფერი ვთქვათ) საკმა-
ოდ დიდ სახსრებს მოითხოვდა, ჩვენ კი, რამდენადაც ჟურნალი
ფორმითაც და შინაარსითაც რუსულ ლიტერატურაში აქამდე ჯერ არ-
ნახული სახით უნდა გამოსულიყო, ისიც არ ვიცოდით, შეიძლებოდა
თუ არა მისი წარმატების იმედი გვქონოდა. “დღიურის” წარუმატებ-
ლობის შემთხევაში კი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებო-
დით.
ამ ყველაფრის გამო ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან ყოყმანობ-
და და თავად ვლ.პ. მაშერსკის წინადადება რომ არა, არც კი ვიცი,
რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. თავადმა ფიოდორ მიხაილოვიჩს
ჟურნალ “Гражданин”-ის რედაქტორობა შესთავზა. ჟურნალი სულ
ერთი წლის გამოშვებული იყო და გრ.კ. გრადოვსკის რედაქციით გა-
მოდიოდა. ახალი ჟურნალის რედაქციაში ერთნაირი აზროვნებისა
და მრწამსის მქონე ადამიანები იყვნენ გაერთიანებულები,
რომელთაგანაც ზოგიერთის – კ.პ. პობედონოსცევის, ა.ნ. მაიკო-
ვის, ტ.ი.ფილიპოვის, ნ.ნ. სტრახოვის, ა.უ. პორეცკისა და ე. ა. ბელო-
ვის მიმართ ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესი სიმპათიით იყო გან-
წყობილი და მათ გვერდით მუშაობის შესაძლებლობა მიმზიდველად
მიაჩნდა. ფიოდორ მიხაილოვიჩს მკითხველთან იმ იმედებისა და ეჭ-
ვების გაზიარების შესაძლებლობაც არანაკლებ ხიბლავდა, რომე-
ლიც მის გონებაში მწიფდებოდა.
წინადადება მატერიალური კუთხითაც არცთუ ურიგოდ გამოიყუ-
რებოდა: რედაქტორის მოვალეობების შესრულებისთვის ფიოდორ
308
მიხაილოვიჩს სამი ათასს უხდიდნენ, ამას “Дневник писателя”-ს სტა-
ტიებისთვის, შემდგომში კი “პოლიტიკური” სტატიებისთვის ჰონორა-
რებიც ემატებოდა და მთლიანად წელიწადში დაახლოებით ხუთი
ათასს ვიღებდით. გარკვეული ოდენობით თანხის ყოველთვიურ მი-
ღებას კარგი მხარეც ჰქონდა: ეს ფიოდორ მიხაილოვიჩს საშუალებას
აძლევდა არსებობისთვის საჭირო თანხაზე ზრუნვის გამო, რაც მის
ჯანმრთელობასა და განწყობაზე მეტისმეტად მძიმედ მოქმედებდა,
ნაკისრ საქმეს არ მოწყვეტოდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩი
“Гражданин”-ის რედაქტორობაზე მისთვის სასიამოვნო ადამიანების
თხოვნას თანხმდებოდა, მათთვის არც ის დაუმალავს, რომ ამ მოვა-
ლეობებს დროებით, მხატვრული ლიტერატურისგან დასვენებისა და
მიმდინარე რეალობის ახლოს გაცნობის მიზნით იღებდა და როდე-
საც შემოქმედებითი მუშაობის მოთხოვნილება გაუჩნდებოდა, თავის-
თვის ესოდენ არადამახასიათებელ საქმიანობაზე უარის თქმა მო-
უწევდა.
1873 წლის დასაწყისი ჩვენ მიერ გამოცემული რომანის “ეშმაკნის”
გამოქვეყნებამ დამამახსოვრა. ამ გამოცემით ჩემი და ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის ერთობლივ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ოც-
დათვრამეტ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებულ ჩემს საგამომცემ-
ლო საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი.
ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი
გზა და იმედი (ალბათ უმთავრესიც) “იდიოტის”, შემდგომ კი “ეშმაკ-
ნის” ცალკე წიგნად გამოცემაზე უფლების გაყიდვა იყო. მაგრამ სანამ
უცხოეთში ვცხოვრობდით ასეთი გარიგების დადება სირთულეს წარ-
მოადგენდა; თუმცა ეს საქმე არც მას შემდეგ გაიოლდა, რაც რუსეთში
ჩამოვედით და გამომცემლებთან პირადად გასაუბრების საშუალება
მოგვეცა. ყველა, ვისაც მივმართავდით, ძალიან დაბალ ფასს გვთა-
ვაზობდა, მაგალითად, “მარადი ქმრის” ცალკე წიგნად გამოცემის

309
უფლებაზე (2000 ეგზემპლარის ტირაჟით) წიგნით მოვაჭრე ა.ფ. ბა-
ზუნოვმა ასორმოცდაათი რუბლი გადაგვიხადა, ხოლო “ეშმაკნის” გა-
მოცემის უფლებაზე სულ ხუთას რუბლს გვთავაზობდნენ, თანაც ორი
წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადახდით.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჯერ ისევ ყმაწვილობაში ოცნებობდა,
რომ თავისი ნაწარმოებები თავად გამოეცა, ამის შესახებ ძმასაც
სწერდა და უცხოეთში ყოფნისას მეც მეუბნებოდა. ამ აზრმა მეც ძა-
ლიან დამაინტერესა და ზრუნვა დავიწყე, რომ წიგნების გამოცემისა
და გავრცელების შესახებ
ყველაფერი გამეგო. ქმრისთვის სავიზიტო ბარათების შეკვეთისას
სტამბის მფლობელს გამოველაპარაკე და ვკითხე, წიგნები რა პირო-
ბებით იბეჭდებოდა. მან ამიხსნა, რომ წიგნების უმეტესობა ნაღდი ფუ-
ლის გადახდით გამოიცემოდა, მაგრამ თუკი ავტორს ლიტერატურაში
სახელი უკვე ჰქონდა მოხვეჭილი და მისი წიგნები ადვილად იყიდე-
ბოდა, ნებისმიერი სტამბა ნახევარწლიან კრედიტს სიამოვნებით და
იმ პირობით გასცემდა, რომ ნახევარი წლის შემდეგ, ფულის გადაუხ-
დელობის შემთხვევაში, ასანაზღაურებელ თანხაზე გარკვეული პრო-
ცენტით სარგებელს მიიღებდა. ასეთივე საკრედიტო პირობით წიგნის
დასაბეჭდად ქაღალდის მიღებაც შეიძლებოდა. მანვე სავარაუდო გა-
მოცემის დაახლოებითი ღირებულებაც მითხრა, ანუ ქაღალდის,
სტამბისა და აკინძვის ღირებულება. მისი გათვლით, “ეშმაკნის” 3500
ეგზემპლარის ოდენობით დაბეჭდვა დაახლოებით ოთხიათასი რუბ-
ლი დაჯდებოდა. თავად წიგნის ფასთან დაკავშირებით კი სტამბის
მფლობელი მირჩევდა, რომ ატლასისებრ ქაღალდზე მსხვილი და
დახვეწილი შრიფტით დაბეჭდილ სამ ტომში სამ რუბლსა და ორმოც-
დაათ კაპიკზე ნაკლები არ დამედო. ყველა ეგზემპლარის გაყიდვით
ამოგებული საერთო თანხის – 12250 რუბლის ოცდაათი პროცენტი
წიგნით მოვაჭრეების სასარგებლოდ უნდა დათმობილიყო, მაგრამ

310
ამასთან ერთად სხვა ხარჯების გათვალისწინებითაც, რომანის კარ-
გად გაყიდვის შემთხვევაში ჩვენ მაინც მნიშვნელოვანი თანხა გვრჩე-
ბოდა.
იმ დროს მწერალთაგან თავის თხზულებებს არავინ გამოსცემდა
და თუკი ასეთი გაბედულები
მაინც ჩნდებოდნენ, თავიანთი გაბედულებისთვის აუცილებლად
წაგებით ზღავდნენ ხოლმე. მაშინ წიგნის რამდენიმე ფირმა არსებობ-
და: ბაზუნოვის, ვოლფის, ისაკოვისა და ა.შ. რომლებიც ამა თუ იმ
თხზულების გამოცემაზე უფლებას ყიდულობდნენ, წიგნს ბეჭდავდნენ
და მთელ რუსეთში ავრცელებდნენ. სამეცნიერო საზოგადოებებისა
ან კერძო პირების მიერ გამოქვეყნებულ წიგნებს კი წიგნით მოვაჭ-
რეები საწყობებში ან საკომისო გასამრჯელოდ ორმოცდაათი პრო-
ცენტის ფასდაკლებით იმ საბაბით იღებდნენ, რომ წიგნების შენახვა
და პუბლიკაცია (რაც მათი მხრიდან, სხვათა შორის, საკმაოდ იშვია-
თი ქმედება იყო) ძვირი უჯდებოდათ. შედეგად საწყობში შესანახად,
ანდა საკომისიო გასამრჯელოდ მიცემული წიგნების ნაწილი გამომ-
ცემელს უკან და ხანდახან დაზიანებულიც კი უბრუნდებოდა.
“ეშმაკნის” გამოცემით დაინტერესებული წიგნის მაღაზიებში ფას-
დაკლებების სისტემაში გარკვევას ვცდილობდი, მაგრამ მუდამ გაურ-
კვეველ პასუხებს ვიღებდი: რომ ფასდაკლება თავად წიგნზე იყო და-
მოკიდებული და ფასს ხან ორმოცი-ორმოცდაათი და ხანაც მეტი
პროცენტით აკლებდნენ. ერთხელაც ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის
სამრუბლიანი წიგნის ყიდვისას შესამოწმებლად წიგნის ორ რუბლად
მოყიდვა ვითხოვე, მიზეზად კი ის დავასახელე, რომ რამდენადაც
ისინი ორმოცდაათ პროცენტს იღებდნენ, წიგნი მათ რუბლნახევარი
უჯდებოდათ. ნოქარი ჩემმა წინადადებამ აღაშფოთა და გამომიცხა-
და, რომ ისინი ოცი ან ოცდახუთი, ბევრ წიგნზე კი სულაც ოცდაათი
პროცენტის ფასდაკლებას იღებდნენ და თანაც მხოლოდ იმ შემთხვე-
ვაში, თუ წიგნებს დიდი

311
ოდენობით ყიდულობდნენ. ამ და მსგავსი სხვა გამოკითხვებიდან
ჩემთვის გასაგები გახდა, ეგზემპლარების რა რაოდენობაზე რამდენი
პროცენტი შეიძლებოდა დაგვეკლო წიგნით მოვაჭრეებისთვის.
როდესაც ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს ვუთხარით, რომ
რომანის გამოცემა თავად გვინდოდა, პასუხად უამრავი საწინააღ-
მდეგო მოსაზრება, გაფრთხილება და რჩევა მივიღეთ, ჩვენთვის უც-
ნობ წამოწყებაზე, რომელშიც გამოუცდელობის გამო აუცილებლად
მარცხს განვიცდიდით, ყველა ხელის აღებას გვირჩევდა და შიშობდა,
რომ ეს საქმე ძველ ვალებს კიდევ რამდენიმე ათასით გაგვიზრდიდა.
მაგრამ მათმა რჩევამ აზრი ვერ შეგვაცვლევინა და ჩვენი ჩანაფიქრის
განხორციელება საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ.
ქაღალდი ა.ი. ვარგუნინის, ქაღალდის მწარმოებელი ფაბრიკები-
დან დღემდე საუკეთესო ფირმისა ავიღეთ, დასაბეჭდად კი წიგნი უკ-
ვე მაშინ ძმებ პანტელეევების მფლობელობაში გადასულ ზამისლოვ-
სკის სტამბაში მივეცით. 1872 წლის ბოლო და შემდეგი წლის დასაწ-
ყისი წიგნის გამოცემისთვის მზადებაში წაგვივიდა: მე პირველ და მე-
ორე კორექტურას ვკითხულობდი, საავტოროს კი – ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი.
იანვრის ოცი რიცხვისთვის წიგნი აიკინძა და ეგზემპლარების ნა-
წილი შინ მოგვიტანეს. ფიოდორ
მიხაილოვიჩი წიგნის ყდითა და ფორმატით ძალიან კმაყოფილი
დარჩა, მე კი იმდენად მოვიხიბლე, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმა-
ლავდი. გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ წიგნით მოვაჭრეს (რომელთა-
ნაც თვითონ ყიდულობდა წიგნებს) საჩვენებლად წაუღო, იმედი
ჰქონდა, რომ ის ეგზემპლარების გარკვეული რაოდენობის ყიდვას
მოინდომებდა... წიგნით მოვაჭრემ რომანი შეათვალიერა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს უთხრა:
– კარგი, საკომისიო გასამრჯელოდ ორასი ეგზემპლარი გამოგ-
ზავნეთ.

312
– რა ფასდაკლებით? – ჰკითხა ქმარმა.
– არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტით.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა მოვაჭრეს არაფერი უპასუხა, შინ დაღო-
ნებული დაბრუნდა და თავისი წარუმატებლობის შესახებ მიამბო. ამ
ამბავმა მეც შემაშფოთა, გარდა ორმოცდაათი პროცენტის ფასდაკ-
ლებისა, ვერც საკომისიო გასამრჯელოდ ორასი ეგზემპლარის აღე-
ბის მისმა სურვილმა მომხიბლა: ვიცოდი, რომ თუნდაც გაეყიდა, ფუ-
ლი ჩვენამდე დიდხანს ვერ მოაღწევდა.
ჩვენს ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი დღე – 1873 წლის 22 იანვა-
რი დადგა და “Голос”-ში “ეშმაკნის” გამოქვეყნების უწყებით ჩვენ მი-
ერვე შეკვეთილი განცხადება დაიბეჭდა. ათი საათისთვის პასაჟთან
არსებული მ.ვ. პოპოვის წიგნის მაღაზიიდან გამოგზავნილი კაცი მო-
ვიდა, წინკარში გავედი, რომ გამეგო, რა უნდოდა.
– თქვენი განცხადება გამოვიდა და დამავალეს, რომ მაღაზიაში
ათი ეგზემპლარი წავიღო.
მე წიგნები გამოვუტანე და აღელვებულმა ვუთხარი:
– ათი ეგზამპლარის ფასი ოცდათხუთმეტი რუბლია, ფასდაკლება
– ოცი პროცენტი, მაშასადამე, ოცდარვა რუბლის გადახდა გმარ-
თებთ.
– ასე ცოტა? არ შეიძლება ოცდაათი პროცენტის ფასდაკლებით
გამატანოთ? – მკითხა კაცმა.
– არ შეიძლება.
– ოცდახუთ პროცენტად მაინც?
– მერწმუნეთ, არ შეიძლება, – ვუპასუხე აღელვებულმა და იმით
შეშინებულმა, რომ უარს მეტყოდა
და პირველ მყიდველს ხელიდან გავუშვებდი.
– რაკი არ შეიძლება, ინებეთ, – თქვა კაცმა და ფული გამომიწო-
და.

313
მე ისე გამიხარდა, რომ მეეტლესთვის გზის ფულად ოცდაათი კა-
პიკიც კი მივეცი. ცოტა ხნის შემდეგ კარზე ზარი სხვა მაღაზიიდან გა-
მოგზავნილმა ბიჭმა დარეკა და მანაც შემოვაჭრების შემდეგ ოცი
პროცენტის ფასდაკლებით ათი ეგზემპლარი იყიდა. შემდეგი მომ-
სვლელის, გლაზუნოვის წიგნის მაღაზიიდან გამოგზავნილი კაცის, წი-
ნადადება ოცდახუთპროცენტიანი ფასდაკლების შემთხვევაში ოცდა-
ხუთი ეგზემპლარის წაღება იყო, რომელსაც, იმის გათვალისწინებით,
რომ ეგზემპლარების მეტი რაოდენობა მიჰქონდა, დავუკელი კიდეც.
დილის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, ყველა
მევაჭრებოდა და ათ-ათ ეგზემპლარს იღებდა, მაგრამ ოც პროცენტზე
მეტი ფასდაკლებით წიგნს არავის ვუთმობდი. დაახლოებით თორმე-
ტი საათისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის ნაცნობი წიგნებით მოვაჭ-
რის გამოგზავნილი გამოპრანჭული ნოქარი გამოცხადდა და მითხრა,
რომ დავალებული ჰქონდა საკომისიო გასამრჯელოდ ორასი ეგზემ-
პლარი წაეღო, მაგრამ მთელი დილის წარმატებით გამხნევებულმა
ეგზემპლარების საკომისიო გასამრჯელოდ გაცემაზე უარი განვუცხა-
დე და ვუთხარი, რომ წიგნებს მხოლოდ ნაღდ ფულზე ვყიდდი.
– როგორ?! ფიოდორ მიხაილოვიჩი საკომისიო გასამრჯელოდ
ორასი ეგზემპლარის გამოგზავნას დაგვპირდა და მეც სწორედ ამის
გამო მოვედი.
ნოქარს ვუპასუხე, წიგნი ფიოდორ მიხაილოვიჩმა გამოსცა, მაგ-
რამ მისი გაყიდვის საქმე მე მებარა და ამა და ამ წიგნით მოვაჭრეებმა
წიგნები ჩემგან ნაღდ ფულზე უკვე შეიძინეს-მეთქი.
– არ შეიძლება თავად ფიოდორ მიხაილოვიჩი ვნახო? – მკითხა,
როგორც ჩანს, ჩემი ქმრის დაყოლიების იმედად ნოქარმა.
– ფიოდორ მიხაილოვიჩმა მთელი ღამე იმუშავა და ორამდე ვე-
რაფრით გავაღვიძებ.
ნოქარმა ორასი ეგზემპლარის გატანება და ფულის თავად ფი-
ოდორ მიხაილოვიჩისთვის გადახდა შემომთავაზა, მაგრამ ამ წინა-
დადებასაც მტკიცედ დავუხვდი, ნოქარს ავუხსენი, რა რაოდენობის

314
ეგზემპლარს რა ფასდაკლებით ვყიდდი და დავამატე, რომ სტამბი-
დან მიღებული ხუთასი ეგზემპლარის დღესვე გაყიდვას ვიმედოვნებ-
დი. ის შეიშმუშნა და პირში ჩალაგამოვლებული წავიდა, ერთ საათში
კი მათი მაღაზიიდან გამოგზავნილი სხვა, უფრო უბრალოდ ჩაცმული
კაცი მოვიდა და ნაღდ ფულზე ოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით
ორმოცდაათი ეგზემპლარი იყიდა.
ასეთი წარმატებით ფრთაშესხმულს, ერთი სული მქონდა ეს სიხა-
რული ფიოდორ მიხაილოვიჩისთვისაც გამეზიარებინა, მაგრამ იძუ-
ლებული ვიყავი მის გაღვიძებას დავლოდებოდი.
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ჩემს ქმარს უცნაური თვისება
ახასიათებდა: დილით გაღვიძებული, ხანდახან საკმაოდ დიდხანსაც
მისი მტანჯველი ღამეული ზმანებებითა და კოშმარებით შეპყრობი-
ლივით უაღრესად სიტყვაძუნწი დაიარებოდა ხოლმე და არ უყვარ-
და, როცა ასეთ დროს ვინმე ელაპარაკებოდა. ამის გამო მე უკვე ჩვე-
ვად მქონდა გამომუშავებული, რომ დილაობით რაც უნდა მნიშვნე-
ლოვანი საქმე მქონოდა, არაფრით შემეწუხებინა, ვიცდიდი, სანამ სა-
სადილოში ორ ფინჯან ქაფქაფა ყავას დალევდა და თავის კაბინეტში
დაბრუნდებოდა, მერე კი შემეძლო მასთან შევსულიყავი და ცუდზეც
და კარგზეც, ნებისმიერ საჭირბოროტო საქმეზე, დავლაპარაკებოდი.
ამ დროისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩი უკვე მშვენიერ გუნებაზე დგე-
ბოდა: რასაც ვეუბნებოდი ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფ-
რის დაწვრილებით მოყოლას მთხოვდა, მერე ბავშვებს თავისთან იხ-
მობდა და მათთან თამაშსა და ხუმრობას იწყებდა. ამჯერადაც ასე
მოხდა, კაბინეტში როცა შევედი, ფიოდორ მიხაილოვიჩი ბავშვებს
ელაპარაკებოდა, მაგრამ მე ისინი თავიანთ ოთახში გავისტუმრე, სა-
წერ მაგიდასთან ჩემს ჩვეულ ადგილას დავჯექი და ორიოდ წუთი ხმა
არ ამომიღია. ფიოდორ მიხაილოვიჩმა ღიმილით შემომხედა და
მკითხა:
– აბა, ანეჩკა, როგორ მიდის წიგნის გაყიდვის საქმე?
– მშვენივრად, – ვუპასუხე მშვიდად.

315
– ალბათ, ერთი წიგნი გაყიდე, არა?
– ერთი კი არა, ასორმოცდაათი.
– ნუთუ?! მაშ, გილოცავ! – ჩათვალა, რომ ვხუმრობდი, ურწმუნოდ
გაიცინა მან.
– სიმართლეს გეუბნები, – ვუთხარი დაცინვით ნაწყენმა და ჯიბი-
დან ჯერ ის ფურცელი ამოვიღე, რომელზეც გაყიდული ეგზემპლარე-
ბის რაოდენობა მეწერა, მერე კი დაახლოებით სამასი რუბლის ოდე-
ნობით კრედიტების დასტაც. – რატომ არ გჯერა? – ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ჯერ კიდევ წინა დღეს სახლში
ფული ცოტა გვქონდა და ამხელა თანხის დანახვამ ჩემს ნათქვამში
როგორც იქნა დაარწმუნა. დღის ოთხი საათიდან წიგნის ყიდვის სხვა
მსურველებიც გამოჩდნენ: მორიგი პარტიის წასაღებად მოსული დი-
ლანდელი მყიდველებიცა და ახლებიც. ცხადი გახდა, რომ წიგნზე
მკითხველთა მოთხოვნა მართლაც დიდი იყო და მე ეს ჩვენს ცხოვ-
რებაში ესოდენ იშვიათი გამარჯვებით ზეიმის საშუალებას მაძლევდა.
თავისთავად ცხადია, შემოსავალიც მიხაროდა, მაგრამ შემოსავალზე
მეტად ძვირფასი ქმრის ნაწარმოებთა გამოცემის შესაძლებლობა და
ჩემთვის ესოდენ საინტერესო საქმის პოვნა მახარებდა. ამასთან კმა-
ყოფილი ვიყავი, რომ მრჩეველთა გაფრთხილების მიუხედავად, საქ-
მე ასეთი წარმატებით განვახორციელე.
ეს ამბავი ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ძალიან ახარებდა, განსაკუთ-
რებით ესიამოვნა, როცა ერთ-ერთი ნოქრის სიტყვები გადავეცი, რო-
მელმაც მითხრა: “პუბლიკა ამ რომანით დიდი ხანია დაინტერესებუ-
ლიაო”. რამდენადაც ფიოდორ მიხაილოვიჩის შემოქმედება სწორედ
მკითხველისთვის იყო საყვარელი და ფასეული, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩიც ყოველთვის ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ მკითხველ-
თა კეთილგანწყობას ანიჭებდა, იმდროინდელი კრიტიკოსების აზრი
კი (გარდა ბელინსკის, დობროლიუბოვის და ბურენინისა), რომელ-
თაც ჩემი ქმრის ნიჭის კვლევაში წვლილი თითქმის არ მიუძღოდათ,

316
ნაკლებად აინტერესებდა: ისინი ფიოდორ მიხაილოვიჩის ნაწარმოე-
ბებს ან უბრალოდ უყურადღებოდ ტოვებდნენ, ან ნეგატიურ შეფასე-
ბას აძლევდნენ. ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალებიდან ოც-
დათხუთმეტი წლის გასვლის შემდეგაც ვერ ვმალავ გაკვირვებას,
როცა მისი რომანების მიმართ იმდროინდელ, ესოდენ ზედაპირულ,
ზერელე და ფუქსავატურ, მაგრამ სამაგიეროდ აშკარად მტრულად
განწყობილ კრიტიკულ გამოხმაურებებს ვკითხულობ...
ჩემმა გამარჯვებამ კი მწვერვალს მაშინ მიაღწია, როცა ჩვენთან
წიგნებით მოვაჭრე კოჟანჩიკოვი მოვიდა და ოთხი თვის ვადაზე გა-
წერილი თამასუქების საფასურად ერთდროულად სამასი ეგზემპლა-
რის ყიდვა მოინდომა, ფასდაკლებას იმავეს, ანუ ოცდაათ პროცენტს
ითხოვდა. კოჟანჩიკოვის წინადადება იმითაც იყო მაცდუნებელი,
რომ წიგნები მას პროვინციაში გასაყიდად მიჰქონდა და, შესაბამი-
სად, ქალაქში ჩვენს გაყიდვებს ხელს არ შეუშლიდა. როდესაც ფი-
ოდორ
მიხაილოვიჩი ამ საკითხზე ჩემთან რჩევის საკითხავად მოვიდა,
ერთადერთ შემაშფოთებელ ფაქტორად ნაღდი ფულის მაგივრად
თამასუქების გამოწერის მისი სურვილი მეჩვენა, ვაჭრების მიერ გაცე-
მული თამასუქების შესახებ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი გამეგებოდა
და ქმარს შევთავაზე, სანამ ჩვენთან ახლოს მდებარე სტამბის მფლო-
ბელთან გავიქცეოდი და უკან დავბრუნდებოდი მყიდველი, საუბრით
შეეყოვნებინა. ჩემდა საბედნიეროდ, სტამბაში ერთ-ერთი პანტელეე-
ვი დამხვდა და მირჩია, ასეთი სოლიდური პარტიის გაყიდვა ხელი-
დან არ გაგვეშვა; მითხრა, რომ კოჟანჩიკოვის გაცემული თამასუქები
ფულის მიღების იმდენად სრულ გარანტიას იძლეოდა, რომ სტამბაში
ჩვენი ვალის დასაფარად ნაღდი ფულის მაგივრად კოჟანჩიკოვის
თამასუქების აღებაზე თავადაც თანახმა იქნებოდა. სახლში ამ ამბით
ჩემი დაბრუნების შემდეგ, კოჟანჩიკოვმა (როგორც ჭეშმარიტმა კო-
მერსანტმა, რომელსაც სათამასუქო ბლანკები მუდამ თან ჰქონდა)
შვიდას ოცდათხუთმეტ რუბლზე სამი თამასუქი მაშინვე გამოწერა და

317
ფიოდორ მიხაილოვიჩმაც, სტამბიდან საჭირო რაოდენობის წიგნების
მიღებაზე ნებართვის ბარათი მისცა.
ერთი სიტყვით, ჩვენი საგამომცემლო საქმე ბრწყინვალედ დაიწ-
ყო და წიგნის სამი ათასი ეგზემპლარი წლის ბოლომდე გაიყიდა,
დარჩენილი ხუთასი ეგზემპლარის გაყიდვა კი მომდევნო ორი-სამი
წლის განმავლობაში გაიწელა. შედეგად, წიგნით მოვაჭრეებისთვის
ფასდაკლებებისა და დანარჩენი ხარჯის გამოკლებით ოთხი ათასი
რუბლი დაგვრჩა, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენი ვალის ყველაზე სა-
ჭირბოროტო ნაწილი გაგვესტუმრებინა.
ვერ ვიტყვი, რომ დანაკარგი თავიდან საერთოდ არ გვქონდა:
ორმა-სამმა თაღლითმა ჩემი გამოუცდელობით მაინც ისარგებლა;
მაგრამ ამ დანაკარგებმა სიფრთხილე და მეტისმეტად მიმზიდველი,
ისეთი წინადადებებისგან თავის დაცვა გვასწავლა, რომლებიც შემ-
დგომ აუცილებლად წამგებიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
რომანის სათაური – “ეშმაკნი” იმის საფუძველი გახდა, რომ მოახ-
ლესთან, რომელიც წიგნებს გასცემდა, საყიდლად მოსულები რო-
მანს ხან რა სათაურით მოიხსენიებდნენ, ხან რით: ხან “ბოროტ ძა-
ლას” უწოდებდნენ, ხანაც ამბობდნენ: “ეშმების” წასაღებად მოვედი-
თო”, მესამენი: “თუ შეიძლება ათი “დემონი” მოგვეცითო” და ა.შ. ამ
ყოველივეს გამგონე ჩვენი მოხუცი ძიძა ძალიან შფოთავდა და მუდ-
მივად შემომჩიოდა, რომ ბინაში “ავი სულების” (“ეშმაკნი”) გაჩენის
დღიდან მისი აღსაზრდელი (ჩემი ბიჭუნა) დღისით შფოთავდა და
ღამ-ღამობით ცუდად ეძინა,.
“Гражданин”-ის რედაქტორობის პირველ ხანებში ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი თავისი მოვალეობების სიახლემ და ადამიანთა ტიპების იმ
მრავალფეროვნებამ დააინტერესა, რომლებსაც რედაქციაში ხვდე-
ბოდა. თავიდან ქმრის საქმიანობის შეცვლა მეც მახარებდა, რადგან
მიმაჩნდა, რომ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორობა სირთუ-
ლეს არ წარმოადგენდა და ფიოდორ მიხაილოვიჩს რომანზე თით-
ქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ დასვენების საშუალება მიეცემოდა.

318
მაგრამ ნელ-ნელა ორივენი მივხვდით, რომ ვცდებოდით და მისი ხა-
სიათისთვის ესოდენ
შეუფერებელ სამუშაოზე თანხმობა შეცდომა იყო. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი თავის მოვალეობებს უაღრესად კეთილსინდისიერად
უდგებოდა და ჟურნალში გამოგზავნილ ყველა სტატიას არა მარტო
კითხულობდა, არამედ ზოგიერთ ცუდად დაწერილს, მაგალითად
ისეთს, როგორსაც თავად გამომცემელი აგზავნიდა ხოლმე (1873 წ.
29 ივლისით დათარიღებული ჩემდამი გამოგზავნილი წერილი), ას-
წორებდა და ამაზე უამრავი დრო ეხარჯებოდა. ასე, ერთი ცხადად
ნიჭიერი ავტორის დაწერილ გაუმართავ ლექსზე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის მიერ გადაკეთებული ორ-სამი სამუშაო ვერსიაც კი შემომრჩა,
საიდანაც შემდგომ შესანიშნავი და დახვეწილი ლექსი გამოვიდა.
მაგრამ კითხვისა და სხვათა სტატიების გასწორების გარდა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ავტორებთან მიმოწერასაც მართავდა, რომელ-
თაგანაც ბევრი თავის ყველა ფრაზას გააფთრებით იცავდა და მათი
შეკვეცისა თუ შეცვლის შემთხვევაში ფიოდორ მიხაილოვიჩს მკვახე,
ხანდახან კი კადნიერ წერილებსაც კი სწერდა. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ვალში არ რჩებოდა და უკმაყოფილო ავტორის კადნიერ წე-
რილს თავადაც არანაკლები კადნიერებით პასუხობდა, რასაც მეორე
დღესვე ნანობდა. წერილების გაგზავნა, ჩვეულებრივ, ჩემს მოვა-
ლეობაში შედიოდა, მაგრამ, რამდენადაც მშვენივრად ვიცოდი, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩის გაღიზიანებიდან, სავარაუდოდ, მეორე
დღესვე კვალიც აღარ დარჩებოდა და თავის სიცხარეს მწარედ ინა-
ნებდა, ჭკუას ვხმარობდი, გასაგზავნად ჩემთვის გადმოცემულ წერი-
ლებს იმ დღესვე არ ვაგზავნიდი, მეორე დღეს კი, როცა
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავისი სიცხარისა და უკმეხობის გამო სი-
ნანულის გამოთქმას იწყებდა, აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ის წერი-
ლი “შემთხვევით” ჯერაც არ გამიგზავნია. საბოლოოდ გამოდიოდა,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი უკმაყოფილო ავტორს უკვე დამშვიდე-
ბული პასუხობდა... ჩემს არქივში დღემდე ათზე მეტი ასეთი “ცხარე”

319
წერილი ინახება, რომელთა გაგზავნასაც შეიძლებოდა ჩემი ქმარი იმ
ადამიანებთან წაეჩხუბებინა, რომლებთან ჩხუბიც მას სინამდვილეში
სულაც არ უნდოდა, მაგრამ წყენისა თუ გაღიზიანების გამო თავს ვერ
იკავებდა და თავის აზრს ისე გამოთქვამდა, რომ ადრესატთა თავ-
მოყვარეობას არ უფრთხილდებოდა. ასე იყო თუ ისე, ამ წერილების
“შემთხვევით” გაუგზავნელობის გამო ფიოდორ მიხაილოვიჩი ყო-
ველთვის ჩემი მადლობელი იყო.
თუმცა ფიოდორ მიხაილოვიჩს მიმოწერასთან ერთად პირადად
მოლაპარაკებებიც უხდებოდა. რედაქციაში არსებობდა მდივანიც –
ვიქტორ თეოფილოვიჩ პუციკოვიჩი, მაგრამ ავტორთა უმეტესობა რე-
დაქტორთან საუბარს ითხოვდა და ამის გამო ხშირად უსიამოვნებე-
ბიც ხდებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელიც თავის სიტყვასა თუ
ქცევაში მუდამ გულწრფელი იყო, აზრს ყოველთვის პირდაპირ გა-
მოთქვამდა, რამაც ჟურნალისტებს შორის უამრავი მტერი გაუჩინა.
მაგრამ ამ სახის უსიამოვნებებთან ერთად თავისი რედაქტორობის
დროს ფიოდორ მიხაილოვიჩმა ბევრი სხვა უსიამოვნებაც გადაიტანა,
რადგან “Гражданин”-ის იდეური
მიმართულებისა თუ ჟურნალის მფლობელის, თავად მეშერსკის
მოწინააღმდეგეებს თავიანთი არაკეთილგანწყობილი, ხანდახან კი
ცალსახად მტრული დამოკიდებულება ჟურნალის რედაქტორზე გა-
დაჰქონდათ. ფიოდორ მიხაილოვიჩს ლიტერატორთა წრეებში უამ-
რავი მტერი სწორედ როგორც ჟურნალის რედაქტორს გაუჩნდა. რაც
უნდა უცნაურად ჟღერდეს, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ფიოდორ
მიხაილოვიჩის სიკვდილამდე და მისი სიკვდილის შემდეგაც
“Гражданин”-ის რედაქტორობა მას ბევრმა ვერ აპატია, რისი გამოძა-
ხილიც პრესაში დღემდე შეინიშნება.
თავისი ახალი საქმიანობის პირველ ხანებში ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა შეცდომა დაუშვა – კერძოდ, “Гражданин”-ში (თავად მეშერსკის
სტატიაში “ყირგიზელი დეპუტატები სანკტ-პეტერბურგში”) დეპუტატე-
ბისადმი იმპერატორის მიმართვა დაბეჭდა.
320
მაგრამ მაშინდელი ცენზურის მიხედვით საიმპერატორო სახლის
წევრთა და, მით უფრო, თავად იმპერატორის სიტყვათა დაბეჭდვა
მხოლოდ საიმპერატორო კარის მინისტრის ნებართვით შეიძლებო-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩმა კანონში ამ პუნქტის შესახებ არაფერი
იცოდა და მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე სასა-
მართლოს გადაეცა. სასამართლო სხდომა სანკტ-პეტერბურგის სა-
ოლქო სასამართლოში 1873 წლის 11 ივნისს შედგა (სასამართლოს
წევრები იყვნენ გრაფი ე.მ. ბორხი, ვ.ნ. კრესტიანოვი და კ.ა. ბილბა-
სოვი, პროკურორი კი გ.
ზაგერი, ფიოდორ მიხაილოვიჩი სასამართლო სჯა-პაექრობაზე
თავისი ფეხით მივიდა, რა თქმა უნდა, დანაშაული აღიარა და სასა-
მართლომ ჯარიმა – ოცდახუთი რუბლი და ორი დღე-ღამით ჰაუპ-
ტვახტაში ჩაჯდომა მიუსაჯა. მაგრამ ჩემს ქმარს უფრო ის გარემოება
აწუხებდა, რომ არ იცოდა ჰაუპტვახტაში როდის უნდა ჩამჯდარიყო,
ეს კი ჩვენთან, რუსაში თავისუფლად ჩამოსვლის საშუალებას არ აძ-
ლევდა. თავისი დაპატიმრების ამბების გამო ფიოდორ მიხაილოვიჩს
სანკტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდო-
მარის – ანატოლი ფიოდოროვიჩ კონის გაცნობა მოუწია, რომელიც
ყოველმხრივ დაეხმარა და ისე მოაწყო, რომ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის ორი დღით დაპატიმრება მისთვის მოსახერხებელ დროს აღსრუ-
ლებულიყო. მას შემდეგ ა.ფ. კონისა და ჩემს ქმარს შორის ნამდვილი
გულითადი მეგობრობა დაიწყო, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩის
გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
“Гражданин”-ის რედაქციასთან რომ ახლოს გვეცხოვრა ბინის შეც-
ვლა და ლიგოვკაზე, გუსევის შესახვევის კუთხეში, სლივჩანსკის სახ-
ლში გადასვლა მოგვიწია. ბინის არჩევანი ძალიან ცუდი გამოდგა:
ოთახები პატარა და მოუხერხებლად იყო განლაგებული, მაგრამ,
რადგან ზამთარის შუა პარიოდში გადავედით, ბევრ რამეზე თვალის
დახუჭვა მოგვიწია. ამ მოუხერხებლობათაგან ერთ-ერთი ჩვენი სახ-

321
ლის პატრონის, ფრიად თავისებური და ახირებული მოხუცის შფო-
თიანი ხასიათი იყო, რაც მეც და ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ბევრ
გულსატკენს გვიჩენდა. სწორედ ამ გულისტკენაზე ლაპარაკობდა
ფიოდორ მიხაილოვიჩი 19 აგვისტოს ჩემთვის გამოგზავნილ წერილ-
ში.
1873 წლის გაზაფხულზე, ექიმების რჩევით, ჩვენს შვილებზე გა-
სულ წელსაც სასიკეთო შედეგის მქონე მზის აბაზანებით მკურნალო-
ბის გასამეორებლად, ბავშვებთან ერთად სტარო რუსაში გავემგზავ-
რე. თუმცა ამჯერად არა მამა რუმიანცევთან, რომლის სახლიც უკვე
გაქირავებული დაგვხვდა, არამედ მოხუცი პოლკოვნიკის, ჯერაც
არაკჩეევის დროიდან სამხედრო დასახლებებში მომსახურე – ალექ-
სანდრ კარლოვიჩ გრიბეს სახლში გავჩერდით.
ოჯახთან განშორება ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის უაღრესად
მძიმე აღმოჩნდა და ზაფხულის განმავლობაში რუსაში ოთხჯერ ჩა-
მოგვაკითხა. მთელი ზაფხულით რუსაში დარჩენას კი ვერ ახერხებ-
და, რადგან თავადი მეშერსკის პეტერბურგში არყოფნის გამო იძუ-
ლებული იყო ჟურნალის ფინანსური მხარეც თვითონ ეტვირთა და
ზაფხულის ცხელი თვეების დედაქალაქში გატარება და პეტერბურგუ-
ლი სიცხის ატანა მოუხდა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება იმდენად ცუდად მოქმე-
დებდა ფიოდორ მიხაილოვიჩის ნერვებსა და საერთოდ ჯანმრთე-
ლობაზე, რომ უკვე 1873 წლის შემოდგომზე იგრძნო, რედაქტორუ-
ლი საქმიანობის სიმძიმე და თავის საყვარელ, შემოქმედებით სამუ-
შაოზე დაიწყო ოცნება.
1873 წელს ფიოდორ მიხაილოვიჩი სულიერი განათლების მოყ-
ვარულთა საზოგადოებისა და
სანკტ-პეტერბურგის სლავური საქველმოქმედო საზოგადოების
წევრი გახდა და ამ ორივე საზოგადოების სხდომებს ესწრებოდა. ჩვე-
ნი ნაცნობობა გაფართოვდა და ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობრებ-
მა და ახლობლებმა ჩვენთან ხშირი სტუმრობა დაიწყეს. გარდა ნ.ნ.

322
სტრახოვისა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ კვი-
რას ჩვენთან სადილობდა, და ა.ნ. მაიკოვისა, რომელიც ხშირად მო-
დიოდა, იმ ზამთარს ჩვენს სახლში სტუმრობა მაშინ ჯერ კიდევ სულ
ახალგაზრდა, ვლადიმირ სერგეევიჩ სოლოვიოვმაც დაიწყო.
ფიოდორ მიხაილოვიჩისა და სოლოვიოვის ნაცნობობა სოლო-
ვიოვის მისდამი მიწერილი წერილით დაიწყო, რომლის შემდეგაც
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ის ჩვენთანაც მოიწვია. ახალგაზრდა არაჩ-
ვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებდა და, შესაბამისად, რაც უფრო
ხშირად ხედავდა და საუბრობდა მასთან ფიოდორ მიხაილოვიჩი, მის
მიმართ მეტად გულითადი დამოკიდებულებაც უჩნდებოდა და ღრმა
განათლებულობისა და გონიერების გამო მეტადაც აფასებდა. ერ-
თხელაც ჩემმა ქმარმა სოლოვიოვს მისდამი თავისი სიმპათიის მიზე-
ზი უთხრა.
– თქვენ მე ერთ ადამიანს მაგონებთ, ვინმე შიდლოვსკის, რომე-
ლიც სიყმაწვილეში ჩემზე უდიდეს გავლენას ახდენდა. თქვენ მას სა-
ხითაც და ხასიათითაც ისე ჰგავხართ, ხანდახან მეჩვენება, რომ
თქვენში მისი სულია გადმოსახლებული.
– ეს შიდლოვსკი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა? – ჰკითხა სოლო-
ვიოვმა.
– არა, სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ.
– მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ მის სიკვდილამდე ოცი წლის განმავ-
ლობაში უსულოდ დავიარებოდი? – გაიკვირვა ვლადიმირ სერგეე-
ვიჩმა და ხმამაღლა გაიცინა. საერთოდ ძალიან მხიარული ბუნება
ჰქონდა და გადამდებად იცინოდა, მაგრამ ხანდახან იმდენად დაიბ-
ნეოდა ხოლმე, რომ ამ დაბნეულობის გამო კურიოზულ მდგომარეო-
ბაში ხვდებოდა: მაგალითად, რადგან ფიოდორ მიხაილოვიჩი ორ-
მოცდაათს იყო გადაცილებული, ჩათვალა, რომ მე, მისი ცოლიც და-
ახლოებით იმავე ასაკის უნდა ვყოფილიყავი და ერთხელაც, როცა
პისემსკის – “ორმოციანი წლების ადამიანებზე” ვსაუბრობდით, სო-
ლოვიოვმა ჩვენი მისამართით გამოაცხადა:

323
– მართალია თქვენ, როგორც ორმოციანი წლების ადამიანებმა,
შეიძლება ჩათვალოთ, რომ... და ა.შ.
ფიოდორ მიხაილოვიჩს მის სიტყვებზე გაეცინა და მე გამომაჯავ-
რა:
– გესმის, ანია? ვლადიმირ სერგეევიჩმა შენც ორმოციანი წლების
თაობას მიგათვალა!
– და არც შემცდარა, – ვუპასუხე მე, – რამდენადაც ათას რვაას
ორმოცდაექვს წელს ვარ დაბადებული, გამოდის, რომ მართლაც
ორმოციან წლებს მივეკუთვნები.
სოლოვიოვს თავისი შეცდომა იმდენად გაუკვირდა, რომ რო-
გორც ჩანს, მხოლოდ იმ დღეს შემომხედა დაკვირვებით და ჩემსა და
ფიოდორ მიხაილოვიჩს შორის ასაკობრივი სხვაობა გაიაზრა. ფი-
ოდორ მიხაილოვიოჩი ვლ. სოლოვიოვის სახეზე ამბობდა, რომ ის
ანიბალ კარაჩისეულ მის ერთ-ერთ საყვარელ სურათს “ახალგაზრდა
ქრისტეს თავს” აგონებდა.
ამავე, 1873 წელს ფიოდორ მიხაილოვიჩმა პარტიზან – დენის და-
ვიდოვის ქალიშვილი – იულია დენისოვნა ზასეცკაიაც გაიცნო, რო-
მელმაც ცოტა ხნით ადრე იმ დროს პეტერბურგში პირველი ღამის გა-
სათევი სახლი დააარსა და “Гражданин”-ის მდივნის დახმარებით ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს უსახლკაროთათვის მოწყობილი თავშესაფარი
დაათვალიერებინა. ი.დ. ზასეცკაია რედსტოკისტი იყო და ფიოდორ
მიხაილოვიჩი მისი მიწვევით რამდენჯერმე ლორდ რედსტოკისა და
ამ სწავლების სხვა გამოჩენილ მქადაგებელთა სულიერების თაობაზე
საუბრებსაც დაესწრო.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ი.დ. ზასეცკაიას გონიერებასა და დიდ სი-
კეთეს უაღრესად აფასებდა, ამიტომ ხშირად სტუმრობდა და მასთან
მიმოწერაც ჰქონდა. სტუმრად ჩვენთან ზასეცკაიაც მოდიოდა. მას,
როგორც ესოდენ კეთილ და სათნო ქალს, რომელმაც შემდგომ, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემდამი
დიდი თანაგრძნობა გამოიჩინა, მეც ძალიან დავუახლოვდი.

324
1873 წელს მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ხშირად ვსტუმრობდით
კაშპირევებს: ვასილ ვლადიმიროვიჩი, ოჯახის უფროსი, “Заря”-ს გა-
მომცემელი იყო, მისი ცოლი კი – სოფია სერგეევნა საბავშვო ჟურნა-
ლის – “Семейные вечера”-ს (სქოლიო - “ოჯახური საღამოები”) გა-
მომცემელი და რედაქტორი. ცოლ-ქმრის მიმართ ორივე სიმპათიით
განვეწყვეთ და ფიოდორ მიხაილოვიჩს მათთან სტუმრობა ძალიან
უყვარდა. მათ სახლში 1873 წელს ლიტერატორების დიდ წრეში სა-
ინტერესო საღამო მოეწყო, რომელზეც ცნობილმა მწერალმა ა.ფ.
პისემსკიმ თავისი ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანიდან – “მეშჩანები”
ნაწყვეტები წაიკითხა. გარეგნულად პისემსკი სასიამოვნო შთაბეჭდი-
ლებას ნამდვილად არ ტოვებდა: მე ის მსუქან და მოუქნელ ადამია-
ნად მომეჩვენა, მაგრამ თავისი რომანის გმირთა ტიპების წინ წამოწე-
ვას კი დახვეწილად ახერხებდა და საუცხოოდ კითხულობდა.
1873 წელს ფიოდორ მიხაილოვიჩმა დიდი ხნის წინანდელი ახ-
ლობლობა შტაკენშნეიდერების ოჯახთან, კერძოდ კი ცნობილი არ-
ქიტექტორის ქალიშვილთან – ელენა ანდრეევნასთანაც აღადგინა.
ელენა ანდრეევნა უაღრესად ჭკვიანი და ლიტერატურაში გათვით-
ცნობიერებული ქალი იყო და კვირაობით თავისთან ლიტერატორებ-
სა და მხატვრებს მასპინძლობდა. ფიოდორ მიხაილოვიჩისა და ჩემ-
დამი კი განსაკუთრებით დიდ კეთილგანწყობას იჩენდა, რამაც, რა
თქმა უნდა, ძალიან დაგვაახლოვა... თუმცა იმ წლებში, რადგანაც
ბავშვები ჯერაც პატარები იყვნენ და მათი ძიძასთან მარტო დატოვება
არ მინდოდა, მე საზოგადოებაში შედარებით იშვიათად გავდიოდი
ხოლმე.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ჩემს იძულებით შინაყუდობას ყოველ-
თვის ძალიან განიცდიდა და 1873 წლის ზამთარში დამარწმუნა, შემ-
თხვევით მესარგებლა და იტალიურ ოპერაზე ამეღო აბონემენტი, სა-
დაც ისეთი ვარსკვლავები მღეროდნენ, როგორიც იყვნენ: პატი, ვილ-
პინი, კალცოლარი, Scalchi, ედვერარდი და სხვანი. ჩემი ადგილი
ქანდარაზე, ზუსტად უზარმაზარი ჭაღის პირდაპირ იყო და სცენის
325
მარჯვენა ნახევრისა და წინა პლანზე გამოსულ მსახიობთა ფეხების
გარდა, შეიძლება ითქვას, ვერც ვერაფერს ვხედავდი, ამიტომ გვერ-
დზე მჯდომ ქალბატონს დროდადრო მსგავსი კითხვებით მივმართავ-
დი ხოლმე: “ქალბატონო, ხომ ვერ ხედავთ ყვითელ ბოტფორტებსა
და ვარდისფერ ფეხსაცმელში ვინ არის?” მაგრამ არტისტების გასაო-
ცარი ხმებით ტკბობაში ცუდი ადგილი ხელს მაინც არ მიშლიდა და
ნამდვილ სიამოვნებას ვიღებდი (განსაკუთრებით დამამახსოვრდა
ოპერა – “Dinorah”-ი, რომელშიც პატი ნამდვილი ბულბულივით გა-
ლობდა), მით უმეტეს, რომ ასეთ დღეებში არც ბავშვებზე ვღელავდი,
რადგან ფიოდორ მიხაილოვიჩი შინ რჩებოდა და ყოველ არათუ ტი-
რილზე, გაფაჩუნებაზეც კი მათთან მიიჩქაროდა, რომ გაეგო ბავშვებს
ხომ არაფერი უჭირდათ.

326
ნაწილი მეშვიდე
1874-1875 წწ.
I. 1874 წელი. დაპატიმრება. ნეკრასოვი
1974 წლის პირველი რამდენიმე თვე ჩვენთვის არასასიკეთოდ
წარიმართა. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელიც იძულებული იყო
“Гражданин”-ის საქმეებზე რედაქციაში ყოველი წვრილმანის მოსაგ-
ვარებლად მისულიყო, ხოლო ნომრის გამოშვების წინ საათობით მე-
ტისმეტად დათბუნებულ საკორექტოროში მჯდარიყო, ხშირად ცივ-
დებოდა: მცირე ხველება გაუძლიერდა, ქოშინში გადაეზარდა და
პროფესორმა კოშლაკოვმა, რომელსაც მან მიმართა, ექიმი სიმონო-
ვის კლინიკაში (მდებარეობდა გაგარინის ქუჩაზე) შეკუმშული ჰაერით
მკურნალობის ჩატარება ურჩია, რაც იმას გულისხმობდა, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი კვირაში სამჯერ ორ-ორი საათი ხუფის ქვეშ უნ-
და მჯდარიყო. შეკუმშული ჰაერით მკურნალობამ ქმარს ძალიან არ-
გო, მაგრამ, რამდენადაც დღის წესრიგის დარღვევა უხდებოდა, უამ-

327
რავ დროს ართმევდა: იძულებული ხდებოდა ადრე ამდგარიყო, და-
ნიშნული საათისთვის კლინიკაში ყოფილიყო, მასთან ერთად ხუფის
ქვეშ მსხდარ დაგვიანებულ პაციენტებს დალოდებოდა და ა.შ. ეს ყვე-
ლაფერი კი ჩემი ქმრის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებდა.
იმ დროს ფიოდორ მიხაილოვიჩს კიდევ ერთი გარემოება ამძი-
მებდა, სარედაქციო სამუშაოს სიდიდისა და ავადმყოფობის გამო თა-
ვისი ორდღე-ღამიანი, “Гражданин”-ში დაბეჭდილი სტატიის გამო
მისჯილი პატიმრობის მოხდა ჯერაც ვერ მოეხერხებინა. ბოლოს ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა,
როგორც იქნა, დრო გამონახა, ა.ფ. კონის მოელაპარაკა და პა-
ტიმრობის მოხდა მარტის მეორე ნახევარში დაინიშნა. 21 მარტს, დი-
ლას ჩვენთან მოსულ სასამართლოს ბოქაულთან ერთად, რომელ-
საც ფიოდორ მიხაილოვიჩი უკვე ელოდა, საოლქო სასამართლოში
გაემართა. იმის გასაგებად, თუ რომელ დაწესებულებაში მოიხდიდა
ჩემი ქმარი სასჯელს მე ერთი-ორ საათში განყოფილებაში უნდა მივ-
სულიყავი. აღმოჩნდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი სენნაიაზე მდე-
ბარე ჰაუპტვახტაში ჩაუსვამთ. მაშინ ყველაფერი უბრალოდ კეთდე-
ბოდა და ქმართან დაუყოვნებლივ შემიშვეს. ფიოდორ მიხაილოვიჩი
მშვენიერ გუნებაზე დამხვდა: მეკითხებოდა, ბავშვებს ხომ არ ენატრე-
ბოდათ, მთხოვა რამე ნუგბარით გამეხარებინა და მეთქვა, რომ მათ-
თვის სათამაშოების ჩამოსატანად მოსკოვში იყო წასული. საღამოს,
მას შემდეგ, რაც ბავშვები დავაწვინე, ვერ მოვითმინე და ისევ ქმარ-
თან გავეშურე, მაგრამ უკვე გვიანი იყო და აღარ შემიშვეს, მხოლოდ
ყარაულის ხელით ქმრისთვის ახლად გამომცხვარი ფუნთუშებისა და
წერილის გადაცემა მოვახერხე, მაგრამ ისე დამწყდა გული, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩთან დალაპარაკება და ბავშვებთან დაკავშირე-
ბით მისი დამშვიდება ვერ მოვასწარი, რომ ჰაუპტვახტის ფანჯრებ-
ქვეშ დავდექი და ერთ-ერთ ფანჯარაში მაგიდასთან მჯდარი და წიგ-
ნის კითხვით გართული დავინახე. ასე ვიდექი დაახლოებით ხუთი წუ-
თი მაინც, მაგრამ რადგან მივხვდი, რომ წიგნის კითხვას თავისთავად

328
არ მოწყდებოდა, ჩუმად დავაკაკუნე და მაშინვე ფეხზე წამომდგარმა
ფიოდორ მიხაილოვიჩმაც ფანჯარაში გამოიხედა, ჩემმა დანახვამ გა-
ახარა, მხიარულად გამიღიმა და თავი დამიქნია. თუმცა ამ დროს გუ-
შაგიც მომიახლოვდა და, იძულებული გავხდი, იქაურობას
გავცლოდი. მე ა.ნ. მაიკოვთან წავედი, რომელიც იქვე, სადოვაი-
აზე ცხოვრობდა და ვთხოვე მეორე დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი
მოენახულებინა. მაიკოვმა, როგორც ყოველთვის, დიდი გულითა-
დობა გამოიჩინა და მეორე დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი არა მარტო
თვითონ მოინახულა, არამედ მისი პატიმრობის შესახებ ს. სოლოვი-
ოვსაც შეატყობინა და ფიოდორ მიხილოვიჩთან მისვლა მასაც სთხო-
ვა. მეორე დღეს ქმართან ისევ ორჯერ მივედი (საღამოს ისევ ფან-
ჯრის ქვეშ, მაგრამ ამჯერად ის მელოდებოდა), მესამე დღეს კი, თორ-
მეტი საათისთვის “მოსკოვიდან ჩამოსულ” მამას ბავშვებთან ერთად
სიხარულით შევხვდი. ფიოდორ მიხაილოვიჩმა გზად მაღაზიაში გაი-
არა და ბავშვებს სათამაშოები უყიდა. პატიმრობიდან სახლში ხალი-
სიანი დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ დრო მშვენივრად გაატარა.
საკანში მის მეზობელს, ვიღაც ხელოსანს, დღისით თურმე რამდენიმე
საათი ეძინა და საშუალება ჰქონდა ვიქტორ ჰიუგოს მისთვის ესოდენ
საყვარელი რომანი – “Les Miserables”-ი20 გადაეკითხა.
– ძალიანაც კარგი, რომ ჩამსვეს, – მხიარულად მეუბნებოდა ის, –
დაპატიმრება რომ არა, განა ვიპოვიდი დროს, რომ ამ დიადი ნაწარ-
მოებისგან მიღებული საოცარი შთაბეჭდილება განმეახლებინა?!
1874 წლის დასაწყისში ფიოდორ მიხაილოვიჩმა საბოლოოდ გა-
დაწყვიტა, “Гражданин”-ის რედაქტორობა მიეტოვებინა (მისი სახე-
ლით ხელმოწერილი ბოლო ნომერი 15 აპრილს გამოვიდა).
ფიოდორ მიხაილოვიჩს ისევ გაუჩნდა შემოქმედებითი მუშაობის
სურვილი. მის გონებაში ახალი სახეები და იდეები დაიბადა და ახალ

20
“საბრალონი”.
329
ნაწარმოებში მათი გაცოცხლების მოთხოვნიელბით აენთო. თავის-
თავად ცხადია, იმ შემთხვევაში თუ “Русский вестник”-ს შემდეგ წელს
გამოსაცემი მასალა უკვე შეძენილი ჰქონდა, ახალი რომანის დასა-
ბეჭდად ჟურნალის პოვნაც მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენ-
და, მით უმეტეს, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს რედაქციებისთვის თა-
ვისი ნაწარმოებების შეთავაზება ისედაც და ყოველთვის უჭირდა. მაგ-
რამ ერთმა ვიზიტმა ეს ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხი თავისთა-
ვად და სასიკეთოდ გადაჭრა.
აპრილში, ერთ დილას, თორმეტი საათისთვის მოახლემ სტუმრად
მოსული ბატონის სავიზიტო ბარათი მომიტანა, რომელზეც: “ნიკო-
ლაი ალექსეევიჩ ნეკრასოვი” ეწერა. რადგან ვიცოდი, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი უკვე ფეხზე იყო და მალე გამოვიდოდა, მოახლეს გან-
კარგულება მივეცი ბატონი სასტუმრო ოთახში შეეცილებინა, სავიზი-
ტო ბარათი კი ქმარს შევუტანე. ხუთიოდე წუთის შემდეგ სასტუმრო
ოთახში ფიოდორ მიხაილოვიჩი შევიდა, სტუმარს დაგვიანებისთვის
ბოდიში მოუხადა და კაბინეტში შეიპატიჟა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის სიყმაწვილისდროინდელი მეგობრისა
და შემდგომ მისი ლიტერატურული მტრის – ნეკრასოვის ვიზიტმა
უაღრესად დამაინტერესა. მახსოვდა, რომ “Современник”-ში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს, ჯერ ისევ სამოციან წლებში, “Время”-სა და
“Эпоха”-ს
დროს ლანძღავდნენ, თუმცა მიხაილოვსკის, სკაბიჩევსკის, ელი-
სეევისა და სხვათა მხრიდან ბოროტად განწყობილი გამოხდომები
ჟურნალში ბოლო დროსაც არაერთხელ გამოჩენილა. აგრეთვე ვი-
ცოდი, რომ უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი ნეკრასოვს არსად შეხვედროდა და, შესაბამისად, ცხადი იყო, მისი
ვიზიტი რაღაც კონკრეტულ მიზანს ისახავდა. მე ცნობისმოყვარეობამ
შემიპყრო და თანაც ისე, რომ ვერ მოვითმინე და ფიოდორ მიხაი-
ლოვჩის კაბინეტიდან სასადილოში გამომავალ კართან დავდექი.

330
ჩემდა სასიხარულოდ გავიგონე, რომ ნეკრასოვი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს თანამშრომლობას სთხოვდა, უნდოდა ჟურნალის –
“Отечественные записки”-ს შემდეგი წლის გეგმაში ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის ახალი რომანი შეეტანა და ჰონორარად ფურცელში ორა-
სორმოცდაათ რუბლს სთავაზობდა, ეს მაშინ, როდესაც ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი იქამადე მხოლოდ ასორმოცდაათ რუბლს იღებდა ხოლ-
მე.
როგორც ჩანს, ჩვენი ბინის სიუბრალოვის შემხედვარე ნეკრასოვ-
მა იფიქრა, რომ ასეთ გაზრდილ ჰონორარს ფიოდორ მიხაილოვიჩი
სიხარულით დასთანხმდებოდა და პასუხსაც დაუყოვნებლივ გასცემ-
და, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა, მას შემდეგ, რაც წინადადების-
თვის მადლობა გადაუხადა, უთხრა:
– ნიკოლაი ალექსეევიჩ, ახლა მე თქვენ დადებით პასუხს ორი მი-
ზეზის გამო ვერ გაგცემთ: უპირველეს ყოვლისა, “Русский вестник”-ში
წერილი უნდა გავგზავნო და კატკოვს ვკითხო, ჩემი
რომანი ხომ არ სჭირდებათ. თუ აღმოჩნდება, რომ შემდეგი წლის
მასალა მათ უკვე შევსებული აქვთ, თავისუფალი ვიქნები და შემეძ-
ლება რომანი თქვენ გადმოგცეთ. სწორად გამიგეთ, მე “Русский
вестник”-თან დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს, კატკოვი
ჩემს სათხოვარს ყოველთვის დიდი გულისყურით ეკიდება და ჩემი
მხრიდან არადელიკატური საქციელი იქნება რომანი პირველად მათ
არ შევთავაზო. ეს ყველაფერი ორ-სამ კვირაში გაირკვევა. მაგრამ
ამასთან, მინდა გაგაფრთხილოთ, ნიკოლაი ალექსეევიჩ, რომ ჩემს
ნაწარმოებში ორი-სამი ათასის ოდენობით ავანსს ყოველთვის ვიღებ.
ამ პირობას ნეკრასოვი მაშინვე დათანხმდა.
– მეორე მიზეზი კი, – განაგრძო ფიოდორ მიხაილოვიჩმა, – ჩემს
ცოლთან მოლაპარაკების აუცილებლობაა, მაგრამ ის ახლა სახლშია
და ამ საკითხს ახლავე გადავჭრით.

331
ფიოდორ მიხაილოვიჩი კაბინეტიდან გამოვიდა და სასადილოში
რომ შემომაკითხა ჩვენ შორის კურიოზული დიალოგი გაიმართა, და-
ვინახე თუ არა, ნაჩქარევად ვუთხარი:
– საკითხავი რა არის? დათანხმდი, ფედია, ახლავე დათანხმდი.
– რას დავთანხმდე? – მკითხა გაკვირვებულმა.
– ოჰ, ღმერთო! რა თქმა უნდა, ნეკრასოვის წინადადებას.
– კი, მაგრამ, შენ საიდან იცი, რომ რაღაც შემომთავაზა?
– საიდან და აქ ვიდექი კართან და მთელი ლაპარაკი მოვისმინე.
– მაშ, ჩუმად ყურს გვიგდებდი, არა? არ გრცხვენია? განა ეს ღირ-
სეული საქციელია? – ამოიოხრა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
– სასირცხვილო რა არის?! შენ ხომ ჩემგან საიდუმლოდ მაინც
არაფერს ინახავ და ისედაც მომიყვებოდი. დიდი ამბავი, თუ მოგაყუ-
რადეთ, ჩვენს საქმეებს ვისმენდი, სხვისას ხომ არა?!
ჩემი ლოგიკის პასუხად ფიოდორ მიხაილოვიჩს ისღა დარჩენოდა
დანებების ნიშნად ხელები გაეშალა, კაბინეტში დაბრუნებულმა კი
ნეკრასოვს უთხრა:
– ჩემს ცოლს დაველაპარაკე და რომანის “Отечественные
записки”-ში დაბეჭდვას სიამოვნებით დათანხმდა.
ნეკრასოვმა, როგორც ჩანს, იწყინა კიდეც, რომ ასეთ წინადადე-
ბასა და საქმეში ჩემი თანხმობა
გახდა საჭირო და თქვა:
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი მეუღლის ლე-
ჩაქის ყურზე იქნებოდით გამობმული.
– რა არის გასაკვირი? – შეეპასუხა ფიოდორ მიხაილოვიჩი. – ჩვენ
უაღრესად მეგობრული ოჯახი გვაქვს, ჩემი საქმეები მას თავად გადა-
ვეცი და მის გონიერებასა და ფხიანობას ვენდობი. მაშ, განა ჩვენთვის
ესოდენ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რჩევა არ უნდა
ვკითხო?
– დიახ, რა თქმა უნდა, მესმის, მესმის... – უპასუხა ნეკრასოვმა და
ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა. კიდევ ოციოდე წუთი იჯდა, მერე
332
ფიოდორ მიხაილოვიჩს მეგობრულად დაემშვიდობა და სთხოვა
“Русский вестник”-თან საკითხის გარკვევისთანავე პასუხი მისთვისაც
ეცნობებინა.
თუმცა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ საკითხის დაუყოვნებლივ გა-
დასაჭრელად “Русский вестник”-თან მიმოწერას მოსკოვში წასვლა
ამჯობინა და აპრილის ბოლოს გაემგზავრა კიდეც. კატკოვმა ნეკრა-
სოვის წინადადება მოისმინა და ფიოდორ მიხაილოვიჩს იმავე თან-
ხის გადახდას დაჰპირდა, მაგრამ როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა
ავანსის სახით ორი ათასი სთხოვა, უთხრა, რომ ცოტა ხნით ადრე ერ-
თი ნაწარმოების (რომანი – “ანა კარენინა”) შესყიდვაზე მნიშვნელო-
ვანი ხარჯი
გაეწიათ და რედაქცია თავისუფალი სახსრების მხრივ შეჭირვე-
ბულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ გარემოების გამო საკითხი სა-
ბოლოოდ ნეკრასოვის სასარგებლოდ გადაწყდა.

II. 1874 წელი. უცხოეთში გამგზავრება


მაისში ჩვენთან ერთად გატარებული ერთი თვის შემდეგ, 4 ივნისს
ფიოდორ მიხაილოვიჩი პეტერბურგში დაბრუნდა, რომ შემდგომ
პროფ. დ. ი. კოშლაკოვის რჩევით სამკურნალოდ ემსში გამგზავრე-
ბულიყო. პეტერბურგში თავადმა ვ.პ. მეშერსკიმ და ვიღაც მისმა ნა-
თესავმა ფიოდორ მიხაილოვიჩის გადარწმუნება დაიწყეს და უთ-
ხრეს, რომ არა ემსში, არამედ სოდენში წასულიყო, თუმცა მათ გარდა
ჩემს ქმარს მისმა ძველმა ექიმმა ო.ბ. ფონ ბრეტცელმაც იგივე ურჩია.
ამ დაჟინებულმა რჩევებმა ფიოდორ მიხაილოვიჩს თავგზა იმდენად
აუბნია, რომ გადაწყვიტა ბერლინში რჩევა სამედიცინო სფეროში
იქაური სახელგანთქმული ექიმისთვის – პროფ. ფრორიხისთვის
ეკითხა. ასეც მოიქცა, პროფესორთან ბერლინში ჩასვლისთანავე მი-
ვიდა. ფრორიხმა ფიოდორ მიხაილოვიჩის გასინჯვაზე სულ ორი წუ-
თი დახარჯა, მკერდზე სტეტოსკოპი უბრალოდ შეახო, ემსელი ექიმის

333
– გუტენტაგის მისამართი გაუწოდა და ურჩია მისთვის მიემართა. რუ-
სი ექიმების ყურადღებით გასინჯვას შეჩვეული ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი გერმანელი სახელოვანი ექიმის დაუდევრობით ფრიად უკმაყოფი-
ლო დარჩა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ბერლინში 9 ივნისს ჩავიდა და, რადგანაც
იმ დღეს ყველა საბანკო სახლი დაკეტილი იყო, სამეფო მუზეუმში კა-
ულბახის დასათვალიერებლად გაემართა, რომლის ნამუშევრებზეც
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ და ბევრსაც წერდნენ. მხატ-
ვრის ტილოები
ფიოდორ მიხაილოვიჩს არ მოეწონა: მათში მან “ცარიელი ცივი
ალეგორია” დაინახა. მაგრამ მუზეუმში განთავსებულმა სხვა ნახატებ-
მა, განსაკუთრებით ძველი ოსტატების ნამუშევრებმა, მასზე წარუშ-
ლელი შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან ინანა, რომ ეს მხატვრუ-
ლი საგანძური ბერლინში ყოფნისას ერთად არ დავათვალიერეთ.
ბერლინში ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩვენი აგარაკის დიასახლისის
თხოვნით მისთვისაც ისეთივე შავი ქაშმირის მოსასხამის საყიდლად
მოუხდა მაღაზიებში გავლა, როგორიც მან ადრე დრეზდენში მიყიდა.
თხოვნას თავი კარგად გაართვა და შედარებით იაფად ჩვენი დიასახ-
ლისისთვის ჩინებული მოსასხამი შეიძინა. სიტყვამ მოიტანა და ვიტ-
ყვი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ასეთ საკითხებში კარგად ერკვეო-
და და მის მიერ შეძენილი ნივთები ყოველთვის უნაკლო იყო.
ბერლინიდან ემსისკენ მიმავალ გზაზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა
ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულმა იმგზავრა. ის მწერდა: “პეი-
ზაჟსა და თუნდაც ყველაზე თვალწარმტაც სამყაროში, რაც კი რამ
მაცდუნებლის, ნაზისა და ფანტასტიკურის წარმოდგენა შეიძლება, აქ
ყველაფერია; ბორცვები, მთები, ციხესიმაგრეები და ქალაქები, მაგა-
ლითად ისეთი, როგორიც მარბურგი და ლიმბურგია, მთებსა და ვე-
ლებთან საუცხოოდ შეხამებული თავისი კოშკებით... მსგავსი სილა-
მაზის პეიზაჟი მე არსად არც ერთხელ არ მინახავს. ასე მივდიოდით
ემსამდე მზით

334
გაბრწყინებულ დილას”. იმავე აღფრთოვანებით აღწერდა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი თავად ემსის სილამაზესაც, რომელიც შემდგომ
მასზე (ჩვენი მონატრებისა და მარტოობის გამო) უკვე რადიკალურად
სხვაგვარად, მძიმედ მოქმედებდა.
ემსში ჩასვლის პირველ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი სასტუმრო-
ში გაჩერდა და ექიმ ი.ბ. ფომ ბრეტცელისგან წერილით ექიმ ორტთან
გაემართა. ორტმა ფიოდორ მიხაილოვიჩი ყურადღებით გასინჯა და
დაასკვა, რომ მას დროებითი კატარი ჰქონდა, მაგრამ გააფრთხილა,
ავადმყოფობას უგულისყუროდ არ მისდგომოდა, რადგან რაც დრო
გავიდოდა, სუნთქვა მეტად გაუჭირდებოდა. მან ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს მინერალური წყლის სმა გამოუწერა და ოთხკვირიანი მკურნა-
ლობის შემდეგ სრულ გამოჯანმრთელებას დაჰპირდა.
იმავე დღეს, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა Haus Blucher-ის # 7-ში მეორე სართულზე კვირაში თორმედ ტა-
ლერად თავისთვის ორი ოთახი დაიქირავა. გარდა ამისა, დამატებით
დღეში ერთნახევარ ტალერად დიასახლისი დილას ყავის, სადილის,
ჩაისა და მსუბუქი ვახშმის მომზადებასაც დათანხმდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ემსში თავისი ცხოვრების შესახებ მწერდა:
“მხოლოდ პუშკინს ვკითხულობ და აღფრთოვანების მორევში ვიძი-
რები; ყოველდღიურად რაღაც ახალს ვპოულობ”. ამავე
წერილში ქმარი მატყობინებს: “გუშინ საღამოს სეირნობისას იმპე-
რატორ ვილჰელმს პირველად შევხვდი: მაღალი და მედიდური მო-
ხუცია. აქ მის დანახვაზე ყველა (ქალებიც კი) ფეხზე დგება, შლაპას
იხდის და თავს უკრავს; თავად კი თავის დაკვრით არავის პასუხობს,
მხოლოდ ხანდახან, მისალმების ნიშნად, ხელს სწევს ხოლმე. ჩვენი
ხელმწიფე კი პირიქით, ყველას ესალმება და ამიტომ გერმანელებს
ძალიან უყვართ. როგორც მითხრეს, გერმანელებიცა და რუსებიც
(განსაკუთრებით ჩვენი მაღალი საზოგადოების ქალბატონები) ერ-
თმანეთს ასწრებდნენ ისე ცდილობდნენ ხელმწიფეს სადმე გზად გა-
დაჰყროდნენ და მის წინაშე რევერანსში ჩამჯდარიყვნენ”.

335
ემსში ჩასვლიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩს უკვე ოჯახი ენატრებოდა, ის ხომ აქამდე დიდი ხნით
არასოდეს დაგვშორებოდა, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში მას ჩა-
მოსვლის საშუალებაც ჰქონდა და ეს ორივეს შვებას გვგვრიდა. ჩვენი
მონატრება ფიოდორ მიხაილოვიჩს იმანაც გაუძლიერა, რომ ჩემი წე-
რილები დროულად არ იგზავნებოდა და, შესაბამისად, მის ხელშიც
იმაზე გვიან ხვდებოდა, ვიდრე ელოდა. მე ვიცოდი, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი ღელავდა და წერილები ფოსტაში თავად მიმქონდა,
ფოსტაში მისული კი ყოველ ჯერზე პოჩტმაისტერს წერილის დაუყოვ-
ნებლივ გაგზავნას ვთხოვდი, ხანდახან, მისთვის საჩვენებლად, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის სტარო რუსას პოჩტამტის სიზანტეზე გულმო-
სული, წერილებიც მიმქონდა და ვევედრებოდი, ჩვენი მიმოწერა არ
შეეყოვნებინა, მაგრამ
დროს მხოლოდ ფუჭად ვკარგავდი: წერილს რუსაში ორი-სამი
დღე მაინც ტოვებდნენ, ჩვენ კი ამ შეყოვნებების მიზეზი მხოლოდ
1875 წლის გაზაფხულზე შევიტყვეთ.
Haus Blucher-ში სამი კვირის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ,
სადაც დიასახლისი ფიოდორ მიხაილოვიჩს ანგარიშში ატყუებდა და
ამასთან ზედა სართულზე გადასახლებას უპირებდა, ის საცხოვრებ-
ლად Hotel Ville d’Alger #45-ში გადავიდა, სადაც, რამდენადაც ოთა-
ხები წინანდელ ბინასთან შედარებით მაღლა იყო და ბინას აივანი
ჰქონდა, რომლის კარის გაღებაც გვიან საღამომდე შეიძლებოდა,
მშვენივრად მოეწყო კიდეც.
ემსში ფიოდორ მიხაილოვიჩს რამდენიმე მისთვის სასიამოვნო
რუსი ახლობელი ჰყავდა. იქ ის კუბლიცკის, ა.ა. შტაკენშნეიდერს, ბ-ნ
X-სა და კატკოვთან გაცნობილ თავადის ასულ შალიკოვას ხვდებო-
და. ეს სათნო და კეთილი მოხუცი ქალი თავისი მხიარული და ცოც-
ხალი ბუნებით ფიოდორ მიხაილოვიჩს მარტოობის გადატანაში უაღ-
რესად ეხმარებოდა, რისთვისაც მისი მადლობელი ვიყავი. მაგრამ,

336
მიუხედავად ამისა, ფიოდორ მიხაილოვიჩს ნაღვლიანი განწყობა მა-
ინც ემატებოდა და ამას ერთ-ერთ მიზეზად ისიც აპირობებდა, რომ
ხანგრძლივ სეირნობებს (დღეში ორჯერ) შეჩვეული, ამ სიამოვნებას
იქ მოწყვეტილი იყო. ხალხით სავსე პატარა პარკში სეირნობას აზრი
არ ჰქონდა, მთაში ასვლისთვის კი ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს.
ამასთან ჩვენზე და მომავალ ზამთარს ჩვენს ყოფაზე ფიქრიც არ ას-
ვენებდა. საკმაოდ დიდი ავანსი,
რომელიც ნეკრასოვისგან მივიღეთ, უკვე დახარჯული გვქონდა:
ნაწილი, გადაუდებელი ვალების გასტუმრებაზე, ნაწილიც – ფიოდორ
მიხაილოვიჩის უცხოეთში გამგზავრებაზე. ფულის განმეორებით
თხოვნა კი, მაშინ, როდესაც რომანის არც ერთი ნაწილი არ ჰქონდა
ჯერ ჩაბარებული, წარმოუდგენლად მიაჩნდა. ერთად აღებული ყვე-
ლა ეს გარემოება მასზე ცუდად მოქმედებდა, ნერვიული სისტემა სა-
ბოლოოდ შეერყა (გამორიცხული არ არის, ამის მიზეზი მინერალური
წყლებიც ყოფილიყო) და საზოგადოებაში “ღვარძლიან” რუსად გა-
ითქვა სახელი, რომელიც ყველას ჭკუას არიგებდა. მაგრამ ჩემი წე-
რილები და მათში ბავშვებზე, მათ ცელქობასა და ნალაპარაკევზე მო-
ნათხრობი ამბები ფიოდორ მიხაილოვიჩს ამშვიდებდა. “ის ყველაფე-
რი, რასაც ბავშვებზე მიამბობ, ძვირფასო ანია (მწერდა 21/9 ივლისს)
ისე მაცოცხლებს, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი და მათი ცელქო-
ბა ჩემი თვალით მენახა”. იმავე წერილში ფიოდორ მიხაილოვიჩი
ჩვენი შვილების ცხოვრებაში დაშვებულ ხარვეზზე მწერს: “მათ მეგობ-
რები არ ჰყავთ, ამხანაგები, ანუ, მათივე ასაკის ბავშვები, ვისთანაც
ითამაშებდნენ”. მართლაც ასე იყო, ჩვენს ახლობლებში ცოტა ვინმეს
თუ ჰყავდა ჩვენი ბავშვებისხელა შვილები, შესაბამისად, თანატო-
ლებთან თამაშს ისინი მხოლოდ ზაფხულობით, მამა იოან რუმიანცე-
ვის ოჯახში თუ ახერხებდნენ.
გაზაფხულზე, როდესაც უცხოეთში მის გამგზავრებას ვგეგმავდით,
ვივარაუდეთ, რომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი რომელიმე სხვა ქალაქშიც

337
გაჩერდებოდა და თუ ფული ეყოფოდა, პარიზშიც გაივლიდა. აქე-
დან გამომდინარე, აზრი მომივიდა, ქმრისთვის ორმოცდაათი რუბ-
ლი გამეგზავნა და პარიზში ყოფნისას ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო,
გამოსასვლელი კაბის შესაკერად შავი აბრეშუმის ქსოვილის ყიდვა
მეთხოვა. ფულის გაგზავნითა და თხოვნით, რომლის მიზეზიც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა ვერ გაიგო, უფრო ზუსტად კი, არასწორად გა-
იგო, ქმარი იმდენად გავაკვირვე, რომ შეტევით ისედაც გუნებაწამ-
ხდარმა მისაყვედურა კიდეც. მიუხედავად ამისა, სურვილი მაინც შე-
მისრულა, უკანა გზაზე ბერლინში ჩასულმა მაღაზიები მოიარა და სა-
უცხოო აბრეშუმის ქსოვილი მიყიდა, რომელიც საზღვარზე თავის
ბარგთან ერთად წარადგინა, მაგრამ მის განცხადებას ყურადღება
არავინ მიაქცია, მესაზღვრეები იმის იმედად, რომ რაიმე აკრძალულს
უპოვიდნენ გულდასმით მხოლოდ თან წამოღებულ წიგნებსა და ჩა-
ნაწერებს უმოწმებდნენ.
პარიზში გამგზავრებაზე ფიოდორ მიხაილოვიჩს ფული არ ეყო,
მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენი უფროსი გოგონას – სონიას საფლავის
მონახულებაზე, რომლის ხსოვნასაც მუდამ გულში ინახავდა, თავს უა-
რი ვერ უთხრა. ის ჟენევაში გაემგზავრა, “Plain Palais” – ბავშვების
სასაფლაოზე ორჯერ მივიდა და სონიას საფლავიდან ექვსი წლის
განმავლობაში უკვე გაზრდილი კვიპაროსის რამდენიმე ტოტი ჩამო-
მიტანა.
რუსეთში ჩამოსული ფიოდორ მიხაილოვიჩი ორი-სამი დღე პე-
ტერბურგში შეყოვნდა და რუსაში დაახლოებით ათ აგვისტოს დაბ-
რუნდა.

III. 1874-1875 წწ. ზაფხული და ზამთარი სტარო რუსაში


1874 წლის ზაფხულში ემსიდან გამოგზავნილ წერილებში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა მისთვის გულისდამამძიმებელ მოსაზრებაზე,
რომ უახლოეს მომავალში მძიმე დროის გადატანა გველოდა, ყუ-
რადღება რამდენჯერმე გაამახვილა. მდგომარეობა მართლაც ისეთი

338
იყო, რომ ჩვენთვისაც კი, ვისაც მატერიალური თვალსაზრისით იო-
ლად იქამდეც არასდროს გვეცხოვრა, შემაშფოთებელ სახეს იღებ-
და.
უკვე აღვნიშნე, რომ აპრილში ფიოდორ მიხაილოვიჩთან მოსულ-
მა ნ.ა. ნეკრასოვმა მას 1875 წელს თავისი მომავალი რომანის
“Отечественные записки”-ში დაბეჭდვა სთხოვა. ჩემს ქმარს, როგორც
ნეკრასოვის ნიჭის დიდ დამფასებელს, მასთან მეგობრული ურთიერ-
თობის აღდგენაც ძალიან ახარებდა და ნეკრასოვის მიერ მისთვის
“Русский вестник”-ში დადგენილ ჰონორარზე ასი რუბლით მეტის შე-
თავაზებაც, მაგრამ ამ საკითხში, ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მძიმე
ასპექტიც არსებობდა: “Отечественные записки” საწინააღმდეგო ბანა-
კის ჟურნალი იყო, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინათ, ფიოდორ
მიხაილოვიჩის მიერ “Время”-სა და “Заря”-ს რედაქტორობისას ამ
ჟურნალებთან გააფთრებით იბრძოდა. ჟურნალის რედაქციაში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის რამდენიმე ლიტერატურული მტერი შედიოდა:
მიხაილოვსკი, სკაბიჩევსკი, ალისეევი და ნაწილობრივ პლეშეევიც,
რომლებსაც შეიძლებოდა ფიოდორ მიხაილოვიჩისგან რომანში მა-
თი
მიმართულების შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოეთხოვათ.
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი ნაშრომში თავისი ძირეული მრწამ-
სის გატარებაზე უარს ვერასდროს იტყოდა. შესაბამისად, არსებობდა
საშიშროება, რომ ჟურნალი უარს იტყოდა მისი მოსაზრებების დაბეჭ-
დვაზე და პირველივე მეტ-ნაკლებად სერიოზული უთანხმოება ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს იძულებულს გახდიდა, მიუხედავად იმისა, რომ
ეს ჩვენზე ძალიან მძიმედ იმოქმედებდა, რომანი უკან გამოეთხოვა.
1874 წლის 20 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ის მწერს: “თუ
რომანში მათი მიმართულების საწინააღმდეგო აზრს აღმოაჩენენ,
ნეკრასოვი ჩემს შეზღუდვას შეეცდება... მაგრამ მომავალ წელს მათ-
ხოვრობაც რომ მოგვიწიოს მიმართულებაში სიტყვასაც არ შევცვლი”.

339
ჟურნალთან შელაპარაკების შემთხვევაში ჩვენი მომავლის სა-
კითხი ორივეს უაღრესად გვაშფოთებდა, მით უმეტეს, რომ სხვა ყვე-
ლაფერთან ერთად, ავანსად აღებული ფულის დაუყოვნებლივ დაბ-
რუნებაც მოგვიწევდა, რომლის ნაწილიც უკვე დახარჯული გვქონდა
და, შესაბამისად, მთელი თანხის ერთად და სწრაფად გადახდა დიდი
სირთულის წინაშე დაგვაყენებდა. გარდა ამისა, რამდენადაც
“Русский вестник”-ი ერთადერთი ჟურნალი იყო, რომელშიც ფი-
ოდორ მიხილოვიჩის შეხედულებები შეუფერხებლად იბეჭდებოდა
და სხვა ასეთივე ჟურნალის პოვნაც სირთულეს წარმოადგენდა, იმა-
ზეც უნდა გვეფიქრა, საერთოდ რა სახსრებით ვიცხოვრებდით, მანამ
ფიოდორ მიხაილოვიჩი რომანის სადმე დაბეჭდვას მოახერხებდა?
სავარაუდო საფრთხის გათვალისწინებით, გამოსავალზე ფიქრი-
სას იმ აზრამდე მივედი, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა,
ოჯახის შენახვის ხარჯი უნდა შემემცირებინა. გასულ წლებში რაც უნ-
და მოკრძალებულად გვეცხოვრა, გარდა ვალებსა და პროცენტებზე
წასული ფულისა, წელიწადში სამი ათასი მაინც გვეხარჯებოდა: ჩვენი
ერთი ბინა (მეტად მოკრძალებული) შვიდასი-რვაასი რუბლი ჯდებო-
და, მეორე კი, ეზოებიანი, სულაც ათასი. ამიტომ აზრად მომივიდა,
გამოსაზამთრებლად რუსაში დავრჩენილიყავით, მით უმეტეს, რომ
ჩვენს შვილებზე აქაური მზისა და წყლის საუცხოო ზემოქმედების გა-
მო მე და ფიოდორ მიხაილოვიჩს მომავალი წლის გაზაფხულზე ისევ
რუსაში ჩამოსვლა გვქონდა გადაწყვეტილი. შესაბამისად, დედაქა-
ლაქში სულ რაღაც რვა-ცხრა თვით უნდა გადავსულიყავით, რომლი-
დანაც თვენახევარი-ორი თვე ბინის ძიებასა და მოწყობაზე, გაზაფ-
ხულზე კი უკან გამოსამგზავრებლად მზადებაზე წავიდოდა. ეს დრო
მუშაობისთვისაც დაკარგული იქნებოდა, თანაც მაშინ, როცა ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ახალი რომანის დამთავრებას უაღრესად ჩქა-
რობდა, მისი დამთავრებისთანავე კი სანუკვარი ოცნების ასრულებას
– თავისი დამოუკიდებელი ბეჭდვითი ორგანოს – “Дневник писателя”-
ს გამოცემას აპირებდა.
340
არანაკლებ დადებით მხარეს რუსაში ბინის სიიაფე წარმოადგენ-
და, სურსათი პეტერბურგთან შედარებით სამჯერ იაფი იყო და მცირ-
დებოდა სხვა ხარჯებიც, რომელთაც დედაქალაქში თავს ვერაფრით
დავაღწევდით.
გარდა მატერიალური მხარისა, პირადად ჩემთვის, ზამთრშიც იმა-
ვე მშვიდ და ოჯახურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობაც მაცდუ-
ნებლად გამოიყურებოდა, როგორითაც ზაფხულობით ვცხოვრობ-
დით და რომელსაც ზამთარში თბილად ვიხსენებდით ხოლმე. ზამ-
თარში, პეტერბურგში ყოფნისას ფიოდორ მიხაილოვიჩი ოჯახს ნაკ-
ლებად ეკუთვნოდა: ვალდებული იყო საზოგადოებაში გასულიყო,
1872 წლიდან სლავური საქველმოქმედო საზოგადოების წევრობის
გამო მის სხდომებს დასწრებოდა და ჩვენთანაც უამრავი სტუმარი მი-
ეღო. ეს ყველაფერი ფიოდორ მიხაილოვიჩს დიდ დროს ართმევდა
და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს ბედ-
ნიერებას ანიჭებდა, ჩემთან და ბავშვებთან იმდენ ხანს ყოფნის საშუა-
ლებასაც კი უკარგავდა, რამდენიც თვითონ უნდოდა. სტარო რუსაში
დარჩენით ერთბაშად ბევრ იმ ფაქტორს დავაღწევდით თავს, რაც
ჩვენს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ხელს უშლიდა.
რუსაში დარჩენის იდეაზე ხელჩაჭიდებულმა ბინის ძებნა დავიწყე,
ზამთარში, გრიბეს აგარაკზე დარჩენა რამდენიმე მიზეზით იყო შეუძ-
ლებელი. მაგრამ რუსაში ბინის პოვნა სირთულეს ნამდვილად არ
წარმოადგენდა: აგარაკები, რომლებიც სეზონზე სამას-ოთხას რუბ-
ლად ქირავდებოდა, ზამთარში ცარიელდებოდა და თვეში თხუთმეტ-
ოც რუბლად აქირავებდნენ. მაგრამ ბინის დაქირავებას ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის გარეშე მაინც ვერ გავბედავდი: გერმანიიდან პეტერბურ-
გში ჩამოსულს შეიძლებოდა შესაფერისი ბინა ეპოვა და მაშინ რუსაში
გამოზამთრებაზე ლაპარაკიც აღარ იქნებოდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი რუსაში ივლისის ბოლოს დაბრუნდა;
ჩვენთან ჩამოსვლამდე პეტერბურგში ის ორი-სამი დღე გაჩერდა,

341
მაგრამ ბინის საკითხი ვერ გადაწყვიტა, თუმცა ისე მოვენატრეთ და
ჩვენთან ისე ეჩქარებოდა, რომ ბინა არც უძებნია.
მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ლაპარაკი პე-
ტერბურგში ბინის პოვნაზე და რუსადან გამგზავრებაზე ჩამოვარდა,
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი იდეა შევთავაზე:
– იქნებ ზამთარშიც რუსაში დავრჩენილიყავით?
წინადადებაზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა კეტეგორიული უარით მი-
პასუხა, მიზეზად კი მოულოდნელი, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასია-
მოვნო არგუმენტი დაასახელა. მითხრა, რომ რუსაში მოვიწყენდი და
ისეთივე განმარტოებულ ცხოვრებას, როგორიც ზაფხულობით
გვქონდა, ზამთარში ვეღარ გავუძლებდი.
– შენ გასული ზამთრებიც სახლში გაატარე, – მეუბნებოდა ის, –
ვერსად გადიოდი და სიამოვნებას ვერაფრით იღებდი; ამ ზამთარს,
ღმერთმა ქნას, კარგად ვიმუშავებ და ფულიც მეტი გვექნება: კაბებს
შეიკერავ და საზოგადოებაში გახვალ. მე ეს მტკიცედ გადავწყვიტე.
არა, რუსაში შენ უბრალოდ ჩაიფერფლები!
მე შევეცადე ფიოდორ მიხაილოვიჩი დამერწმუნებინა, რომ ზამ-
თარში მას მძიმე სამუშაო ელოდა, “მოზარდი” უნდა გაეგრძელებინა
და დაესრულებინა, შესაბამისად, ასეთ დროს კაბებზე და გართობებ-
ზე ლაპარაკიც კი არ ღირდა.
– თანაც არც მინდა! მე ის მშვიდი, ოჯახური ცხოვრება უფრო მომ-
წონს, როგორიც აქ გვაქვს და რომელიც ყოველ წუთს რაღაც მო-
ულოდნელობით არ ირღვევა.
ვუთხარი, რომ მხოლოდ იმის მეშინოდა თავისი მეგობრებისგან
შორს თვითონ არ მოეწყინა, მაგრამ ზამთრის განმავლობაში ორ-სამ-
ჯერ პეტერბურგში ჩასვლითა და მისთვის ძვირფასი მეგობრებისა და
ახლობლების მონახულებით ამ უსიამოვნებას ადვილად მოევლებო-
და. მარტო ფიოდორ მიხაილოვიჩის პეტერბურგში რამდენჯერმე
გამგზავრება ძვირი არ დაჯდებოდა და შთაბეჭდილებების განახლე-

342
ბისა და თავისი ლიტერატურული და მხატვრული ინტერესების დაკ-
მაყოფილების საშუალებას მისცემდა. მე ქმარს ჩვენი რუსაში გამო-
ზამთრების ყველა დადებითი მხარე, მატერიალურიცა და სხვაგვა-
რიც, წარმოვუჩინე და ჩემ მიერ დახატულმა სურათმა, რომელიც სა-
შუალებას აძლევდა თავის შემოქმედებას სრულად მისცემოდა, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩიც მოხიბლა. მას მხოლოდ ის აეჭვებდა, რუსაში
საკმარისად დიდ და თბილ ბინას თუ ვიპოვიდით; ამის პასუხად გასე-
ირნება და ახლახანს გათავისუფლებული და ზამთარშიც საკმარისად
თბილი ადმირალ ლეონტიევის აგარაკის სანახავად შევლა შევთავა-
ზე, რომლის
დათვალიერებამაც საკითხი საბოლოოდ გადაჭრა: ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს ილინსკის ქუჩაზე მდებარე ლეონტიევის ორსართული-
ანი, დიდი სახლი (ასეთივეა დღემდე), რომლის ორივე სართულიც
ცალ-ცალკე ქირავდებოდა და სეზონზე რვაასი რუბლი ღირდა, ძა-
ლიან მოეწონა და ჩვენთვის პირველი სართული აირჩია. პირველ
სართულზე, მოახლისა და დამხმარე ოთახების გარდა, ექვსი დიდი
ოთახი იყო, ფიოდორ მიხაილოვიჩი ყველაზე მეტად იმით აღფრთო-
ვანდა, რომ მისი ოთახები (საძინებელი და კაბინეტი) ჩვენს ნაწილში
მდებარე დიდი, ოთხფანჯრიანი ოთახისგან მოშორებით მდებარეობ-
და, რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ბავშვების სირბილი და ჟი-
ვილ-ხივილი ფიოდორ მიხაილოვიჩის კაბინეტამდე ვერ მიაღწევდა
და მუშაობასა და მშვიდად ძილში ხელს არ შეუშლიდა; თანაც არც
ბავშვები იქნებოდნენ მჭიდრო ოთახში გამომწყვდეული (რაზეც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავდა ხოლ-
მე) და შეძლებდნენ, რამდენიც გაუხარდებოდათ, ეყვირათ და ეხმა-
ურათ.
მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ქალბატონს, რომელსაც სახლის
მმართველობა ებარა, იმავე დღეს შევუთანხმდით, ბინა მომავალი
წლის 15 მაისის ჩათვლით თვეში თხუთმეტ რუბლად დავიქირავეთ

343
და ფიოდორ მიხაილოვიჩის მუშაობის დაწყება რომ არ გაგვეჭიანუ-
რებინა, ზამთრის სახლში დაუყოვნებლივ გადასვლა და მოწყობა გა-
დავწყვიტეთ.
სტარო რუსაში გატარებული 1874/75 წლის ზამთარი ჩემთვის სა-
მუდამოდ ერთ-ერთ საუკეთესო
მოგონებად დარჩა. ბავშვებს მთელი ზამთრის განმავლობაში იმ-
დენად არ უავადმყოფიათ, რომ ექიმი ერთხელ მაინც მოგვეყვანა,
რაც დედაქალაქში ცხოვრებისას არასდროს მომხდარა. თავს ფი-
ოდორ მიხაილოვიჩიც კარგად გრძნობდა: ემსში მკურნალობა ძალი-
ან მოუხდა: ხველება შეუმცირდა და სუნთქვა საგრძნობლად ღრმა
გაუხდა. მშვიდმა, ზომიერმა ცხოვრებამ და პეტერბურგში ესოდენ
ხშირი უსიამოვნო მოულოდნელობებისგან თავის შორს დაჭერამ მის
ნერვიულ სისტემაზეც სასიკეთოდ იმოქმედა და ეპილეფსიის შეტევე-
ბი არა მარტო შეუმცირდა, არამედ შეუსუსტდა კიდეც. შედაგად კი
ფიოდორ მიხაილოვიჩი იშვიათად ღიზიანდებოდა, არ ბრაზობდა და
თითქმის ყოველთვის კეთილად მომღიმარი, ხალისით მოსაუბრე და
მხიარული იყო. სნეულება, რომელმაც ის ექვსი წლის შემდეგ შეიწი-
რა, ჯერაც ახალი დაწყებული ჰქონდა, ქოშინი არ აწუხებდა და ამი-
ტომ შეეძლო ბავშვებთან ერთად ერბინა და ეთამაშა. მეც, ჩემს შვი-
ლებსაც და ჩვენს სტარორუსელ მეგობრებსაც კარგად გვახსოვს სა-
ღამოობით ბავშვებთან თამაშისას ხანდახან როგორ აგვიყოლიებდა
ხოლმე ცეკვაში მუსიკალური ყუთის (ის შვილებს თავად ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა უყიდა, ახლა კი იმ ყუთით მისი შვილიშვილები ერთო-
ბიან) მელოდიებზე მე და ბავშვებს ფიოდორ მიხაილოვიჩი კად-
რილს, ვალსსა და მაზურკას გვეცეკვებოდა. მას განსაკუთრებით მა-
ზურკა უყვარდა და უნდა აღვნიშნო, რომ აღფრთოვანებითა და ყო-
ჩაღად, “ნამდვილი პოლონელივით” ცეკვავდა. ერთხელ ამ შეხედუ-
ლების შესახებ ვუთხარი კიდეც და ვიგრძენი, რომ ქება ძალიან ესია-
მოვნა.

344
სტარო რუსაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საათებად იყო
დაგეგმილი და ეს გეგმა მკაცრად სრულდებოდა. ღამ-ღამობით მუ-
შაობის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩი თერთმეტი საათისთვის დგე-
ბოდა და, ყავის დასალევად გამოსული, ბავშვებს ეძახდა, ბავშვები
მასთან მაშინვე სიხარულით მირბოდნენ და დილანდელ ამბებს, სე-
ირნობისას ნანახს და გაგონილს უყვებოდნენ. მათი შემხედვარე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ხარობდა და ბავშვებთან თვითონაც მხირულად
ლაპარაკობდა. უნდა აღვნიშნო, რომ არც იქამდე და არც შემდგომ
არავინ მინახავს ისეთი, ვინც ბავშვების მსოფლმხედველობის განსაზ-
ღვრასა და თავისი საუბრით მათ ისე დაინტერესებას შეძლებდა, რო-
გორც ამას ფიოდორ მიხაილოვიჩი ახერხებდა. შეიძლება ითქვას,
რომ ასეთ დროს ის თავადაც ბავშვი ხდებოდა ხოლმე.
ნაშუადღევს კი ფიოდორ მიხაილოვიჩი ღამით ნამუშევრის საკარ-
ნახოდ თავის კაბინეტში მიხმობდა. მასთან მუშაობა ჩემთვის ყოველ-
თვის დიდი სიამოვნება იყო და თან ძალიან ვამაყობდი, რომ ვეხმა-
რებოდი და მკითხველთაგან პირველს მისი ნაწარმოებების თავად
ავტორისგან მოსმენის საშუალება მქონდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი, ჩვეულებრივ, რომანს ხელნაწერიდან
პირდაპირ მკარნახობდა, მაგრამ თუკი ნამუშევრით უკმაყოფილო
იყო, ან რამეში ეჭვი ეპარებოდა, კარნახის დაწყებამდე მთელ თავს
ერთბაშად მიკითხავდა, რაც ჩემზე ბევრად უფრო წარუშლელ შთა-
ბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ჩვეულებრივი კარნახის სმენისას
მრჩებოდა ხოლმე.

IV. ჩვენი მუშაობა


სიტყვამ მოიტანა და მინდა მოკლედ ჩვენს მუშაობასა და ხელნა-
წერიდან კარნახის პროცესსაც შევეხო.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველთვის ღამე მუშაობდა, იმ დროს,
როცა სახლში სრული სიჩუმე ისადგურებდა და ფიქრში ხელი არ ეშ-

345
ლებოდა, მერე კი დღისით, მკარნახობდა. ფიოდორ მიხაილოვიჩ-
თან ერთად მუშაობაში გატარებული ის საათები სამუდამოდ დარჩა
ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად. ესოდენ საყვარელი მწერლის-
გან ახალი ნაწარმოებებისა და რომანების გმირთა მისეულივე ინტო-
ნაციით წარმოთქმული სიტყვების მოსმენა ჩემი ბედნიერი ხვედრი
იყო. კარნახის დასრულების შემდეგ კი ქმარი ყოველთვის ერთი და
იგივე კითხვით მომმართავდა:
– აბა, ანეჩკა, რას იტვი?
– ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივია! – ვპასუხობდი მე. მაგრამ ჩემი
ეს “არაჩვეულებრივია” ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ნიშნავდა, რომ
ახლახანს ნაკარნახევი სცენა, სავარაუდოდ, ისეთი ვერ გამოუვიდა,
როგორიც უნდოდა და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება ვერ და-
ტოვა. იმას თუ რა შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ესა თუ ის სცენა
ფიოდორ მიხაილოვიჩი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა. როგორღაც ისე ხდებოდა, რომ რომანის სცენები, რო-
მელბიც ჩემზე გულისამაჩუყებლად ან მძიმედ მოქმედებდა, მკით-
ხველთა უმეტესობაზეც იმავე შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაშიც ფი-
ოდორ მიხიალოვიჩი მკითხველებთან საუბრისას და კრიტიკაში წა-
კითხული მსჯელობისას ხშირად რწმუნდებოდა ხოლმე.
მე ვცდილობდი გულახდილი ვყოფილიყავი და ყოველთვის, რო-
ცა აღფრთოვანებას ვერ ვგრძნობდი, არც საქებარ სიტყვებს ვეუბნე-
ბოდი. ჩემს ამ გულახდილობას ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან აფა-
სებდა. გულახდილი ვიყავი ასევე ემოციების გამოხატვისასაც. მახ-
სოვს, როგორ ვიცინე ქ-ნი ხოხლაკოვასა და “იდიოტში” გენერლის
ლაპარაკის მანერაზე, “ძმები კარამაზოვებიდან” პროკურორის სიტ-
ყვაზე კი ქმარს როგორ ვეხუმრებოდი:
– ოჰ, რა სამწუხაროა, რომ პროკურორი არ გახდი! ასეთი სიტ-
ყვით ხომ ამქვეყნად ყველაზე უდანაშაულო ადამიანსაც ციმბირში
ამოაყოფინებდი თავს!

346
– მაშასადამე, შენი აზრით, პროკურორის სიტყვა კარგი გამოვი-
და? – მკითხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა.
– ბრწყინვალე! – დავუდასტურე მე. – ჰოდა, ამიტომაც ვნანობ, იუ-
რისპრუდენცია რომ არ აირჩიე!
წარმოიდგინე, ახლა უკვე გენერალი იქნებოდი, მე კი გენერლის
ცოლი და არა გადამდგარი პოდპორუჩიკისა!
როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა ფეტიუკოვის სიტყვა მიკარნა-
ხა და ჩვეული კითხვით მომმართა, მახსოვს ვუპასუხე:
– ახლა კი გეტყვი, ჩემო ძვირფასო, რომ ცხოვრების პროფესიად
ადვოკატობა უნდა აგერჩია! ასეთი სიტყვით ხომ ყველაზე გამოუსწო-
რებელ დამნაშავესაც კი პირველ თოვლზე უბიწოდ წარმოაჩენდი!
მართლა, მართლა, როგორც ჩანს, ეს შენი ფარული ნიჭია! ფეტიუ-
კოვის სახე კი მართლაც ბრწყინვალე გამოგივიდა!
ხანდახან კი ვტიროდი ხოლმე. მახსოვს, როცა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ილუშენკას დასაფლავების შემდეგ ბიჭებთან ერთად ალიო-
შას დაბრუნების სცენას მკარნახობდა, გული ისე ამიჩუყდა, რომ ერ-
თი ხელით ვწერდი, მეორით კი ცრემლებს ვიმშრალებდი. ფიოდორ
მიხაილოვიჩმა ჩემი მდგომარეობა შენიშნა, მომიახლოვდა და ისე,
რომ სიტყვაც არ უთქვამს, თავზე მაკოცა.
თუმცა ფიოდორ მიხაილოვიჩი საერთოდაც მაიდიალებდა და თა-
ვის ნაწარმოებების ბევრად
უფრო ღრმად ჩაწვდომის უნარს მაწერდა, ვიდრე, ჩემი აზრით,
სინამდვილეში მქონდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი რომანების
თვით ფილოსოფიური მხარეც კი მესმოდა. მახსოვს, “ძმები კარამა-
ზოვებიდან” ერთ-ერთი თავის კარნახის მერე ჩვეულ კითხვაზე ასე ვუ-
პასუხე:
– იცი, სიმართლე გითხრა, ამ თავში ბევრი ვერაფერი გავიგე (ლა-
პარაკია “დიდ ინკვიზიტორზე”). მგონი ამის გასაგებად ფილოსოფი-
ური, აზროვნების ჩემს დონეზე მაღალი დონეა საჭირო.

347
– კარგი, – მითხრა ქმარმა, – ახლა უფრო გასაგებად აგიხსნი. –
და იმ თავში ჩადებული აზრი ჩემთვის გასაგები, უფრო მარტივი სიტ-
ყვებით ამიხსნა. – აბა, ახლა გაიგე? – მკითხა ბოლოს.
– ვერა, ვერც ახლა გავიგე. გამეორება რომ მთხოვო, ნამდვილად
ვერ გავიმეორებდი.
– არა, გაიგე და ამას შენივე დასმული კითხვებიდან ვასკვნი. ხო-
ლო ის, რომ ვერ გაიმეორებდი, მხოლოდ იმის ბრალია, რომ აზრთა
ასეთი დინებისას აუცილებელ ფორმას არ ფლობ.
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ხანდახან სამწუხარო სირთუ-
ლეებით აღსავსე ჩვენი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში რაც მეტი
დრო გადიოდა, ჩემი ქმრის ნაწარმოებების საზღვრები ჩემთვის მით
უფრო ფართოვდებოდა და მათი სიღრმის დანახვას უფრო მეტად
ვახერხებდი.
სტარო რუსაში ჩვენი ცხოვრებიდან კიდევ ერთი მომენტი დამა-
მახსოვრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩმა რომა-
ნის ახლად დამთავრებული ის თავი წამიკითხა, რომელშიც ქალიშ-
ვილი იხრჩობს თავს (“მოზარდი”, ნაწილი პირველი, თავი მეცხრე) (ამ
თავმა ნეკრასოვზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შესახე-
ბაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა 1875 წლის 9 თებერვალს გამოგზავ-
ნილ წერილში მაცნობა) და კითხვის დასრულების შემდეგ რომ შე-
მომხედა წამოიძახა:
– ანია, რა გჭირს ძვირფასო? გაფითრებულხარ! დაიღალე, ცუ-
დად ხომ არ ხარ?
– არა, კარგად ვარ, მაგრამ ძალიან შემაშინე! – ვუპასუხე მე.
– ნუთუ თავი ასეთ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს?! მაპატიე, ანეჩ-
კა, მაპატიე, ძალიან ვწუხვარ, რომ შეგაშინე!

V. 1874 წელი
ვუბრუნდები ისევ 1874 წელს. კარნახისა და ჩემთან ერთად საუზ-
მის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩი (იმ ზამთარს) “ბერი პარფენის

348
მოგზაურობის” კითხვას იწყებდა ან წერილებს წერდა, ოთხის ნახე-
ვარზე კი, ნებისმიერ ამინდში, რუსას წყნარ და ცარიელ ქუჩებში სასე-
ირნოდ მიდიოდა. სეირნობისას თითქმის ყოველთვის პლოტნიკოვე-
ბის დუქანში შეივლიდა ხოლმე (ეს დუქანი “ძმებ კარამაზოვებშია” აღ-
წერილი, მაღაზია, რომელშიც მიტია კარამაზოვი მოკროეში წასაღე-
ბად მოსაკითხს ყიდულობდა) და პეტერბურგიდან ახლად ჩამოტა-
ნილ ცოტ-ცოტა სასუსნავსა და ტკბილეულს ყიდულობდა. მაღაზიაში
მას იცნობდნენ და მიუხედავდ იმისა, რომ ყველაფერს ნახევარ-ნახე-
ვარ გირვანქას იღებდა, რაც რამ ახალი ჰქონდათ აჩვენებდნენ და
სთავაზობდნენ.
ხუთ საათზე, ბავშვებთან ერთად, ორივენი სასადილოდ ვსხდებო-
დით და ამ დროს ფიოდორ მიხაილოვიჩი მუდამ კარგ გუნებაზე იყო.
უპირველეს ყოვლისა, ერთი სირჩა არაყი მოხუცი პროხოროვნას-
თვის, ჩვენი ბიჭუნას ძიძასთვის ისხმებოდა (ფიოდორ მიხაილოვიჩი
იმ სიყვარულის გამო, რომელსაც ქალი ჩვენი ბიჭუნას მიმართ ავ-
ლენდა, პროხოროვნას ძალიან აფასებდა, მასზე წერილებშიც მწერ-
და და “ძმებ კარამაზოვებში” იმ დედაბრის სახითაც ჰყავს გამოყვანი-
ლი, რომელიც ბერთუხუცესს დაკარგული ცოცხალი შვილის სულის
მოსახსენიებელთა სიაში ჩაწერას
სთხოვს. ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამის გაკეთება ჩვენს პროხო-
როვნასაც გადააფიქრებინა, დაარწმუნა, რომ შვილისგან წერილს
მალე მიიღებდა და ასეც მოხდა. “აჰა, გადიავ შენი არაყი!” – მოიხ-
მობდა ხოლმე პროხოროვნას ფიოდორ მიხაილოვიჩი. ისიც სვამდა
და მარილიან პურს აყოლებდა. სადილისას ყოველთვის მხიარულე-
ბა სუფევდა, ბავშვები შეუჩერებლად ტიკტიკებდნენ და ამ დროს რა-
იმე სერიოზულზე, ბავშვებისთვის გაუგებარ თემებზე არც ჩვენ ვლაპა-
რაკობდით. სადილისა და ფინჯანი ყავის შემდეგ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ნახევარ საათს ან ცოტა მეტხანს ბავშვებთან რჩებოდა ხოლმე
და ან ზღაპრებს უყვებოდა, ან კრილოვის იგავ-არაკებს უკითხავდა.

349
საღამოს შვიდ საათზე მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი სასეირნოდ
მივდიოდით და უკანა გზაზე აუცილებლად საფოსტო განყოფილება-
ში შევდიოდით, სადაც ამ დროისთვის პეტერბურგიდან გამოგზავნი-
ლი წერილები უკვე დახარისხებული ჰქონდათ (იმ ხანად რკინიგზა
მხოლოდ ნოვგოროდამდე იყო გაჭრილი; იქიდან ფოსტა ცხენებით
80 ვერსტზე (ტბით – 40) მოჰქონდათ, ასე რომ, ფოსტაში ჩვენ თვი-
თონ თუ არ მივდიოდით, ფოსტალიონებისგან გაზეთებს მხოლოდ
წინა დღისას ვიღებდით).
კორესპონდენცია ფიოდორ მიხაილოვიჩს საკმაოდ დიდი ჰქონდა
და ამიტომ ფოსტიდან გამოსულები, ახლად მიღებული წერილებისა
და გაზეთების წასაკითხად შინისკენ მოვიჩქაროდით.
ცხრა საათზე ჩვენს შვილებს დასაძინებლად აწვენდნენ და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი “ძილის წინ მათ დასალოცად” და მათთან ერ-
თად “მამაო ჩვენოს”, “ღვთისმშობლის ლოცვისა” და თავისი საყვა-
რელი ლოცვის – “დედოფალო, ჩვენო ყოვლადსახიერო, შეუძვრე-
ლო სასოო ჩვენო და მეოხეო უბრძოლველოს!” წასაკითხად შემოდი-
ოდა.
შინაურები, პროვინციულ ყაიდაზე, დასაძინებლად ადრე წვებოდ-
ნენ და ათი საათისთვის სახლში სიჩუმე ისადგურებდა. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი გაზეთების წასაკითხად თავის კაბინეტში შედიოდა, მე კი
მთელი დღის ორომტრიალითა და ბავშვების ჟივილ-ხივილით დაღ-
ლილი ჩემს ოთახში მოვიკალათებდი ხოლმე და პასიანსების ჩემი
მდიდარი არსენალიდან რომელიმეს გაშლას ვიწყებდი.
გულაჩუყებულს მახსენდება, გაზეთებში ამოკითხული ახალი ამ-
ბის სათქმელად თუ უბრალოდ ჩემთან სალაპარაკოდ როგორ შემო-
დიოდა ხოლმე ფიოდორ მიხაილოვიჩი საღამოს განმავლობაში რამ-
დენჯერმე და ყოველ ჯერზე პასიანსის დასრულებაში ჩემს დახმარე-
ბას იწყებდა. მეუბნებოდა, პასიანსები იმიტომ არ გამოგდის, რომ
კარგ შანსებს ვერ ამჩნევო და, ჩემდა გასაკვირად, საჭირო და იქამდე

350
მართლაც შეუმჩნეველ კარტს ყოველთვის პოულობდა. ყველა ის პა-
სიანსი, რომელიც ვიცოდი, თავსატეხი იყო და ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის გარეშე გახსნას მართლაც იშვიათად ვახერხებდი (რადგან სიტყვა
კარტზე ჩამოვარდა ვიტყვი, რომ იმ
საზოგადოებაში (უმეტესწილად ლიტერატურულში), სადაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ტრიალებდა, კარტს თითქმის არავინ თამაშობ-
და. მთელი ჩვენი თოთხმეტწლიანი ოჯახური ცხოვრების განმავლო-
ბაში ფიოდორ მიხაილოვიჩმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა პრეფე-
რანსი ჩემს ნათესავებთან და, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე კარტი
ხელში უკვე ცხრამეტი წელი არ აეღო, იმდენად კარგად ითამაშა,
რომ პარტნიორს, თავისდა გასაკვირად, რამდენიმე რუბლიც კი მო-
უგო). საათი რომ თერთმეტს ჩამოჰკრავდა ფიოდორ მიხაილოვიჩი
ისევ შემოდიოდა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ძილის დრო იყო. მე მხო-
ლოდ კიდევ ერთი ხელის გაშლის ნებართვას ვთხოვდი და ისიც, რა
თქმა უნდა, მთანხმდებოდა, შემოდიოდა და იმ “კიდევ ერთ ხელს”
ერთად ვშლიდით. მერე მეც ვწვებოდი და უკვე ერთიანად ჩაძინებულ
სახლში მხოლოდ ფიოდორ მიხაილოვიჩი იჯდა ხოლმე თავის სამუ-
შაო მაგიდასთან და ღამის სამ-ოთხ საათამდე მუშაობდა.
რუსაში გატარებული ზამთრის პირველმა ნახევარმა (სექტემბრი-
დან მარტის ჩათვლით) საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა, შემიძლია
ვთქვა, რომ ასეთი უდრტვინველი სიმშვიდე მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს სხვა დროს არასოდეს განგვიცდია. ამას მხოლოდ ის ნაკლი
ჰქონდა, რომ ცხოვრება ერთფეროვანი იყო: ერთი დღე მეორეს ისე
ჰგავდა, რომ ჩემს მოგონებებში ყველა ერთმანეთს შეერწყა და იმ პე-
რიოდიდან რაიმე შემთხვევის გახსენება მიჭირს. თუმცა ზამთრის და-
საწყისში მომხდარი და ჩვენი სიმშვიდის რამდენიმე დღით დამრღვე-
ვი ერთი ტრაგიკომიკური ეპიზოდი კი მახსოვს. აი, რა მოხდა: გავიგე,
რომ რიგებში მოვაჭრეებს ნიჟნი-ნოვგოროდის
ბაზრობიდან უფროსებისა და ბავშვებისთვის უსაპირო ტყაპუჭების
პარტია მიეღოთ და ამის შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩს ვუთხარი.

351
ის ძალიან დაინტერესდა, გაახსენდა, რომ ბავშვობაში ტყაპუჭი თვი-
თონაც ჰქონდა და ჩვენი ფედიასთვის ყიდვა მოინდომა. დუქნების
რიგში ერთად წავედით და მედუქნეებმა ათამდე, ერთიმეორეზე უკე-
თესი ჯუბაჩა გვაჩვენეს. ჩვენ რამდენიმე ავირჩიეთ და ბავშვისთვის
მოსაზომებლად სახლში გამოგზავნა ვთხოვეთ. გამოგზავნილი ჯუბა-
ჩებიდან ფიოდორ მიხაილოვიჩს ყველაზე მეტად მკერდსა და კალ-
თებზე ნაქარგიანი ღია ყვითელი ტყაპუჭი მოეწონა, რომელიც ჩვენს
ბიჭუნასაც კარგად მოერგო. წელზე წითელი სარტყლით, მეეტლის
მაღალ ქუდსა და ტყაპუჭში გამოწყობილი ჩვენი ბუთხუზა და ლოყებ-
ღაჟღაჟა ბიჭი ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. მერე გო-
გონასთვისაც ლამაზი პალტო მოვატანინეთ და ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი სასეირნოდ გამზადებულ შვილებს ყოველდღე სიამაყით შეათ-
ვალიერებდა ხოლმე და მათი მოხდენილი ჩაცმულობით ტკბებოდა.
მაგრამ ჩვენს სიამაყესა და ტკბობას მალე ბოლო მოეღო: ერთ
დღესაც შევნიშნე, რომ ღია ყვითელი ტყაპუჭის წინა კალთას უზარმა-
ზარი ქონის ლაქები აჩნდა, თანაც ქონი ტყავზე რამდენიმე ფენად იყო
მიცხებული. ყველას გაგვიკვირდა, რადგან სეირნობისას ფედია ტყა-
პუჭს ქონით ვერსად გაისვრიდა, მაგრამ ყველაფერი მალე გაირკვა:
ჩვენს მოხუც მზარეულთან სამზარეულოში დილაობით მისი ნახევ-
რად ბრმა ქმარი იჯდა ხოლმე, რომელსაც საუზმისას ხელები გასვრია
და ახლომახლო რომ ხელსახოცი ვერ უპოვია, ქონიანი თითები სამ-
ზარეულოში
გასაშრობად მიკიდებულ ტყაპუჭზე შეუწმენდია. ტყაპუჭიდან ქონის
ამოყვანა სხვადასხვა საშუალებით ვცადეთ, მაგრამ ყოველი მცდე-
ლობის შემდეგ ლაქები კიდევ უფრო შესამჩნევი ხდებოდა და ლამა-
ზი ტყაპუჭი საბოლოოდ სულაც გადასაგდები გახდა. ასეთი კარგი
ნივთის გაფუჭებამ, რომელსაც ვეღარც კი შევცვლიდით, საშინლად
გამაბრაზა, ქმრის უყურადღებოდ დატოვებისთვის მზარეულზე მომ-
დიოდა გული და ისე ვბრაზობდი, რომ ცხელ გულზე, თავის მოუხერ-
ხებელ ქმართან ერთად კინაღამ გავაგდე კიდეც, მაგრამ მოხუცებს

352
ფიოდორ მიხაილოვიჩი გამოექომაგა და სისულელე არ ჩამადენინა.
ამ პატარა გულის მოსვლამ კი, რა თქმა უნდა, მელევე გადამიარა.
რამდენადაც ჩვენი ორივე გამოცემა “ეშმაკნიც” და “იდიოტიც”
კარგად იყიდებოდა, რუსაში დარჩენილებმა გადავწყვიტეთ, “მკვდა-
რი სახლის ჩანაწერებიც” გამოგვეცა. “მკვდარი სახლის ჩანაწერები”
უკვე დიდი ხანია არც ერთ მაღაზიაში აღარ იდო და მისი გამოცემის
ამბით წიგნით მოვაჭრეები ხშირად ინტერესდებოდნენ. კორექტურის-
თვის წიგნი რუსაში გამოგვიგზავნეს, მაგრამ გამოცემის დღეს ეგზემ-
პლარების გარკვეული რაოდენობის გასაყიდად (რაც მოვახერხე კი-
დეც), საკომისიო გასამრჯელოს გასაცემად, სტამბასთან ანგარიშის
გასასწორებლად და ა.შ. აუცილებელი იყო დედაქალაქში ჩავსული-
ყავი. გარდა ამისა, ახლობლებისა და მეგობრების მონახულება და
საშობაოდ ტკბილეულისა და სათამაშოების ყიდვაც მინდოდა, მით
უმეტეს, რომ შობის დღესასწაულის მოწყობას ლიუბოჩკასა და ფე-
დინკასთან ერთად ჩვენი ოჯახის ესოდენ
მოკეთე, მამა რუმიანცევის ბავშვებისთვისაც ვაპირებდით. რუსა-
დან 17 დეკემბერს გავემგზავრე, უკან კი 23-ში დავბრუნდი, თუმცა
უკან მიმავალმა, ილმენის გაყინულ ტბაზე გადმოსვლისას დიდი შიში
ვჭამე: ერთად გამოსულ რამდენიმე სამცხენას მოულოდნელად ამო-
ვარდნილ ქარბუქში გზა აებნა და საშიშროება შეიქმნა, რომ მთელი
ღამე და, თანაც საშინელ ქარში, გაყინულ ტბაზე დარჩენა მოგვიწევ-
და, მაგრამ, საბედნიეროდ, მეეტლეებმა ჭკუა იხმარეს, ცხენები თავის
ნებაზე მიუშვეს და გონიერმა ცხოველებმაც ცოტა ხნის ძებნის შემდეგ
გაკვალულ გზაზე გაგვიყვანეს.

VI. 1874 წელი. ზამთარი


სტარო რუსაში იმ დროს ზამთარ-ზაფხულ და თანაც საკმაოდ ხში-
რად ხანძარი ჩნდებოდა და ხანდახან მთელ ქუჩას ედებოდა. უმეტე-
სად ეს ღამ-ღამობით ხდებოდა (სადმე საცხობში ან აბანოში) და სულ

353
ცოტა ხნით ადრე ორენბურგის ერთიანად გადაწვით შეშინებული ფი-
ოდორ მიხაილოვიჩიც, საკმარისი იყო ხანძრის დაწყების საუწყებ-
ლად ტაძრის, ხოლო რთულ შემთხევაში, ახლომახლო მდებარე ყვე-
ლა ეკლესიის ზარების რეკვა გაეგონა, რომ ძალიან ღელავდა. გან-
საკუთრებით ის აშფოთებდა, რომ ჩვეულებრივ დროს ხანდახან მე-
ტისმეტადაც მხნე და უშიშარი, მოულოდნელი საშიშროებების წინაშე
საშინლად “ვიბნეოდი” და უგუნურად ვიქცეოდი. ამიტომ რუსაში ყოფ-
ნისას ერთხელ და სამუდამოდ დათქმული გვქონდა, რომ ნაბათის
ცემის გაგონებისთანავე ერთმანეთი უნდა გაგვეღვიძებინა. ჩვეულებ-
რივ, განგაშის ხმას გაიგონებდა თუ არა ფიოდორ მიხაილოვიჩი
ფრთხილად შემანჯღრევდა ხოლმე და მეუბნებოდა: “გაიღვიძე, ანაი-
ა, ნუ გეშინია, უბრალოდ სადღაც ხანძარია. გთხოვ, არ შეშინდე, მე
კი წავალ და ვნახავ სად იწვის!”
მე მაშინვე ვდგებოდი, მძინარე ბავშვებს წინდებს ვაცვამდი და, სა-
ჭიროების შემთხვევაში, გარეთ გაყვანისას რომ არ გამციებოდნენ,
მათთვის თბილ ტანსაცმელს ვამზადებდი. მერე კარადიდან დიდ ზეწ-
რებს ვიღებდი, ერთ-ერთში ფიოდორ მიხაილოვიჩის ტანსაცმელს,
წიგნაკებსა და
ხელნაწერებს ვკრავდი (მგონი უფრო გულდასმით, ვიდრე სხვა
ნივთებს), დანარჩენში კი ყველაფერს, რაც კარადასა და კომოდში
ეწყო – ჩემს კაბებსა და ბავშვების ნივთებს. ამ ყოველივეს რომ მოვ-
რჩებოდი, მხოლოდ მერეღა ვმშვიდდებოდი, უკვე ვიცოდი, რომ ცეც-
ხლის გაჩენის შემთხვევაში ჩვენი უპირველესი საჭიროების ნივთების
გადარჩენას შევძლებდით. თავიდან ყველა ბოხჩა წინკარში გამქონ-
და და კართან ახლოს ვაწყობდი, მაგრამ იმ ჯერიდან მოყოლებული,
როცა დაზვერვის შემდეგ შინ დაბრუნებულმა ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა სიბნელეში ბოხჩას ფეხი წამოკრა და კინაღამ დაეცა, ოთახში ვტო-
ვებდი. ფიოდორ მიხაილოვიჩს ამ ჩემი საფუძვლიანი მზადების გამო
მასხრად არაერთხელ ავუგდივარ და დაუცინია: “ხანძარი ცხრა მთას

354
იქით გაჩნდა, შენ კი უკვე ყველაფერს გარეთ ეზიდებიო,” – მეუბნებო-
და. მაგრამ რადგან ხედავდა, რომ ამაზე უარს ვერაფრით მათქმევი-
ნებდა და თადარიგის დაჭერა მამშვიდებდა, თავი დამანება და უფ-
ლება მომცა, ყოველ ნაბათზე “ჩავლაგებულიყავი”, ამასთან მკაცრად
მოითხოვდა, რომ ყოველი მოჩვენებითი საფრთხის გადავლის შემ-
დეგ მისი ნივთები დაუყოვნებლივ თავ-თავის ადგილას დამებრუნე-
ბინა.
მახსოვს, როცა 1875 წლის გაზაფხულზე ლეონტიევის სახლიდან
საზაფხულოდ ისევ გრიბეს აგარაკზე გადავდიოდით, ლეონტიევის
სახლის ყარაულმა დამშვიდობებისას მითხრა:
– ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ აქედან თქვენი ბატო-
ნი მიდის.
– რატომ? – ვკითხე გაკვირვებულმა, რადგან ვიცოდი, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მასთან დიდად არ ლაპარაკობდა ხოლმე.
– როგორ თუ რატომ, ქალბატონო: საკმარისი იყო სადმე ცეცხლი
გაჩენილიყო და ტაძრის ზარების რეკვა გაეგონა, იმავ წუთს ჩემ კარ-
თან ჩნდებოდა და მიკაკუნებდა, ადექიო მეძახდა! ჩემზე ბოქაული ამ-
ბობს: მთელ ქალაქში გენერალ ლეონტიევის ყარაულზე ყოჩაღი
არავინაა, ზარებს დარეკავენ თუ არა, კარზე მადგებაო. მაგრამ აგერ,
ბატონი გადავა და ვინღა გამაგებინებს ასე ჩქარა ხანძრის ამბავს?
აბა, განა გული არ უნდა დამწყდეს?!
სახლში მისულმა ფიოდორ მიხაილოვიჩს ყარაულის ქება გადავე-
ცი, მას კი გაეცინა და მითხრა:
– აი, ხედავ? ისეთი ღირსებებიც მქონია, რომელთა შესახებ თვი-
თონაც არაფერი ვიცოდი.
ჩვენი ცხოვრება ჩვეული წესით მიედინებოდა და რომანზე მუშაო-
ბაც წარმატებით გრძელდებოდა. ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნე-
ლოვანი იყო, რადგან პეტერბურგში ერთ-ერთ ჯერზე ჩასულმა ფი-
ოდორ მიხაილოვოიჩმა პროფესორი დ.ი. კოშლაკოვი მოინახულა,

355
რომელმაც გასულ წელს მინერალური წყლებით მკურნალობის სა-
სიკეთო შედეგის განმტკიცება და გაზაფხულზე კვლავ ემსში გამგზავ-
რება ურჩია.
1875 წლის აპრილში უცხოეთის პასპორტის მიღებაზე ზრუნვა
მოგვიწია. პეტერბურგში ეს ადვილად მოგვარდებოდა, მაგრამ რად-
გან რუსაში ვცხოვრობდით, ფიოდორ მიხაილოვიჩს პასპორტი ნოვ-
გოროდის გუბერნატორისგან უნდა მიეღო. იმის გასაგებად, თუ რა სა-
ხით უნდა გაეგზავნა ქმარს თხოვნა ნოვგოროდში, რა თანხა და ა.შ.
სტარო რუსას სამაზრო პოლიციის უფროსთან წავედი. იმ დროს პო-
ლიციის უფროსი, როგორც ამბობდნენ, საკმაოდ ფუქსავატი და მე-
ზობელ მემამულეებთან მისვლა-მოსვლის მოყვარული კაცი, პოლ-
კოვნიკი გოტსკი იყო. ჩემი სავიზიტო ბარათის მიღებისთანავე პოლ-
კოვნიკმა კაბინეტში მიხმო, დასაჯდომად სავარძელი შემომთავაზა
და ჩემი მისვლის მიზეზით დაინტერესდა. მერე თავისი მაგიდის უჯრა
მიქექ-მოქექა და ლურჯყდიანი საკმაოდ დიდი რვეული მომაწოდა.
გაკვირვებულმა რვეული გადავშალე და თვალებს არ დავუჯერე.
ხელში “სტარო რუსაში დროებით მცხოვრები და საიდუმლო თვალ-
თვალის ქვეშ მყოფი, გადამდგარი პოდპორუჩიკის – ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩ დოსტოევსკის საქმე” მეჭირა. რვეულის რამდენიმე გვერდი
გადავათვალიერე და, ჯერაც გაკვირვებულს, მწარედ გამეცინა.
– როგორ? მაშ, თქვენი ზედამხედველობის ქვეშ ვართ? გინდათ
თქვათ, რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცით? წარმოუდგენელია! ამას
კი ნამდვილად არ ველოდი!
– დიახ, ყველაფერი ვიცი, რაც თქვენს ოჯახში ხდება, – მიპასუხა
მედიდურად პოლიციის უფროსმა. – და მინდა გითხრათ, რომ თქვენი
ქმრის ქცევით ფრიად კმაყოფილი ვარ.
– შემიძლია ქმარს თქვენი ქება გადავცე? – ვკითხე მე დამცინა-
ვად.
– დიახ, გთხოვთ გადაეცით, რომ მისი ყოფაქცევა ჩინებულია და,
იმედი მაქვს, საზრუნავს არც მომავალში გამიჩენს.

356
შინ დაბრუნებულმა პოლიციის უფროსის ნათქვამი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს გადავეცი, თან მეცინებოდა, რომ ისეთი ადამიანის
თვალთვალი, როგორიც ჩემი ქმარი იყო, მოსულელო პოლიციელს
ჰქონდა დავალებული. მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემმა მიტა-
ნილმა ამბავმა გული ატკინა:
– მათ თვალს რამდენი მართლაც ბოროტმოქმედი გამორჩა, –
თქვა სინანულით. – ეჭვით კი მე მიყურებენ, იმ ადამიანს უთვალთვა-
ლებენ, რომლის გულიცა და ზრახვებიც ხელმწიფისა და სამშობლოს
ერთგულებას ემსახურება და ეს ძალიან საწყენია!
ყბედობის მოყვარული პოლიციის უფროსის წყალობით გასულ
წელს ჩვენი გამაგულისებელი მოვლენის მიზეზიც გამოირკვა, კერ-
ძოდ კი ის, თუ რატომ არ იგზავნებოდა არასდროს სტარო რუსადან
ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მიწერილი ჩემი წერილები იმავე დღეს
და გაგზავნას ორი ან სამი დღით რატომ აყოვნებდნენ, როცა მე ისინი
ფოსტაში თვითონ მიმქონდა. იგივე ხდებოდა
ემსიდან რუსაში გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებითაც,
არადა, ჩემგან წერილების დაგვიანება ფიოდორ მიხაილოვიჩს არა
უბრალოდ აშფოთებდა, არამედ ეპილეფსიის შეტევებამდეც კი მიჰ-
ყავდა, რაც 1874 წლის 28/16 ივლისით დათარიღებულ, ჩემდამი მო-
წერილ წერილშიც ჩანს. პოლიციის უფროსისგან ამ ამბის გაგებამ
ცხადყო, რომ ჩვენი წერილები მოწმდებოდა, შემდგომ კი მათი გაგ-
ზავნა თავად პოლიციის უფროსზე იყო დამოკიდებული, რომელიც
ხშირად ორი-სამი დღით მაზრაში მიემგზავრებოდა ხოლმე.
ამა თუ იმ ზედამხედველთა მიერ ჩემი და ფიოდორ მიხაილოვიჩის
მიმოწერის (შესაძლოა მთელი მისი კორესპონდენციისაც) ეს შემოწ-
მება შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა და ორივეს ბევრ სანერვიუ-
ლოს გვიჩენდა, მაგრამ ამ უსიამოვნებისგან თავის დაღწევას ვერაფ-
რით ვახერხებდით. თავად ფიოდორ მიხაილოვიჩი მასზე დაწესებუ-
ლი პოლიციის თვალთვალის საკითხს არ სწევდა, ამასთან, ზოგიერ-
თი კომპეტენტური პირიც არწმუნებდა, რომ რაკი ჟურნალის –

357
“Дневник писателя”-ს რედაქტორობასა და გამოცემას არ უკრძალავ-
დნენ, საიდუმლო თვალთვალიც მოხსნილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ
1880 წლამდე თვალთვალი მაინც გაგრძელდა, მანამდე, სანამ პუშ-
კინის დღეების აღსანიშნავ ზეიმზე ფიოდორ მიხაილოვიჩი რომელი-
ღაც მაღალი წოდების პირს არ დაელაპარაკა და საიდუმლო თვალ-
თვალი საბოლოოდ სწორედ მისი განკარგულებით არ მოიხსნა.

VII. 1875 წელი. პეტერბურგში და ემსში გამგზავრება


თებერვლის დასაწყისში ფიოდორ მიხაილოვიჩს პეტერბურგში
გამგზავრება და იქ ორი კვირის გატარება მოუწია. გამგზავრების მთა-
ვარი მიზანი ნეკრასოვის მონახულება და რომანის ბეჭდვის შემდგომ
ვადებზე შეთანხმება იყო. გარდა ამისა, ფიოდორ მიხაილოვიჩს პრო-
ფესორ კოშლაკოვისთვისაც უნდა ეკითხა რჩევა, რადგან აპირებდა
გასული წლის მკურნალობის სასიკეთო შედეგი გაემყარებინდა და
ემსში იმ წელსაც გამგზავრებულიყო.
დედაქალაქში ჩასვლის მეორე დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი საწ-
ყენ გაუგებრობაში გაეხვა, რაც გარკვეული დროის განმავლობაში მი-
სი აფორიაქების მიზეზად იქცა: ის უბნის ბოქაულთან გამოიძახეს. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა დათქმული დროისთვის (ცხრა საათისთვის)
მისასვლელად გაღვიძება ვერ შეძლო და ბოქაულთან დღისით გა-
ემართა, მაგრამ უფროსობიდან განყოფილებაში აღარავინ დახვდა
და საღამოს მეორედ მოუწია მისვლა. აღმოჩნდა, რომ მისი დროები-
თი პასპორტის თაობაზე იძახებდნენ და ნამდვილი მოწმობის წარ-
დგენა მოსთხოვეს, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩს არ ჰქონდა.
მან ბოქაულის თანაშემწეს აუხსნა, რომ 1859 წლიდან მოყოლებული,
დროებითი მოწმობით ცხოვრობდა, უცხოეთის პასპორტსაც ამ მოწ-
მობის საფუძველზე იღებდა და სხვა მოწმობა მისთვის არასდროს
არავის მოუთხოვია. თვალსაჩინოებისთვის 1875 წლის 7 თებერ-
ვლით დათარიღებული მისი წერილი მომყავს.

358
“ბოქაულის თანაშემწემ კამათი დამიწყო: არ მოგცემთ პასპორტს,
მორჩა და გათავდა; ჩვენ კანონის დაცვა გვევალებაო. – აბა, როგორ
მოვიქცე-მეთქი? – ნამდვილი მოწმობა წარმოადგინეთო. – მერე ეს
ნამდვილი მოწმობა საიდან მოვიტანო-თქო? – საიდანაც გინდათ იქი-
დან მოიტანეთო... და ა.შ. სრულიად სულელური დიალოგი გაიმარ-
თა! მაგრამ საქმე ის არის, რომ სისულელე თავად ამ ხალხშია; ეს
ყველაფერი ხომ მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ “მწერლის” წინაშე
მოიწონონ თავი, ჰოდა, ბოლოს მეც ვუთხარი: პეტერბურგში 20 000
უპასპორტოა, თქვენ კი ყველასთვის ცნობილ ადამიანს მაწანწალა-
სავით ეპყრობით-მეთქი. – ეს ვიცით, როგორ არ ვიცით?! ვიცით, რომ
მთელს რუსეთში ცნობილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ კანონი,
კანონიაო. - მერე კი დაამატა, – თუმცა ნუ ღელავთ, ხვალ ან ზეგ
თქვენი პასპორტის მაგივრად მოწმობას მოგცემთ, სანერვიულო არა-
ფერია, თქვენთვის განა რა მნიშვნელობა აქვსო? – ამაზე კი უკვე სა-
ბოლოოდ აღვშფოთდი და მივახალე: – ჯანდაბა, მაშ რაღას მეკამა-
თებოდით, თავიდანვე ასე გეთქვათ-მეთქი!”. საქმე იმით დამთავრდა,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის პასპორტი მის გამგზავრებამდე და-
იტოვეს, ახლით შეცვლის მაგივრად, ისევ ძველი დაუბრუნეს და ტყუ-
ილად ანერვიულეს.
ექვსი და ცხრა თებერვლით დათარიღებულ წერილებში კი კმა-
ყოფილებით გულანთებულმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ნეკრასოვ-
თან შეხვედრისა და “მოზარდის” პირველ ნაწილის დასასრულთან
დაკავშირებით ნეკრასოვის აღფრთოვანების შესახებ მომწერა. “მთე-
ლი ღამე
ვიჯექი, ვკითხულობდი და ისე ჩამითრია, რომ ჩემი ასაკისა და
ჯანმრთელობის გათვალისწინებით, სხვა დროს თავს ამის უფლებას
ვერაფრით მივცემდი... თანაც რამდენი სიახლე გაქვთ ჩაქსოვილიო”
(ყველაზე მეტად მას ბოლო, ლიზას სცენა მოეწონა). “ამდენ სიახლეს
ჩვენს ასაკში ვეღარავისთან ნახავ, ვერც ერთ მწერალთან. ლევ
ტოლსტოიც კი ბოლო რომანში მხოლოდ იმას იმეორებს, რაც მასთან

359
ადრეც წამიკითხავს, თანაც გაითვალისწინეთ, უწინდელი უკეთესი
იყოო”. თვითმკვლელობის სცენაზე კი მითხრა: “სრულყოფილების
მწვერვალიაო”. და წარმოიდგინე, მასაც პირველი ორი თავი მოეწო-
ნა. “ყველაზე სუსტი მერვე თავი გაქვთო, მითხრა, – ბევრი ზედაპირუ-
ლი მოვლენებიაო”, – და მართლაც! როდესაც კორექტურისთვის
ვკითხულობდი, მეც ყველაზე მეტად ის მერვე თავი არ მომეწონა და
ბევრი რამ ამოვაკელი”.
რუსაში დაბრუნების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ნეკრასოვ-
თან საუბარი კიდევ უფრო დაწვრილებით მიამბო, მე კი მისი შემხედ-
ვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიყმაწვილის მეგობართან
გულითადი ურთიერთობის აღდგენა მთელი არსებით უხაროდა.
თუმცა პეტერბურგში ჩასვლისას ლიტერატურული წრის ზოგიერთ
სხვა წარმომადგენელთან შეხვედრამ ფიოდორ მიხაილოვიჩს ნაკ-
ლებად სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა. საერთოდ დედაქალაქში
გატარებულმა ორმა კვირამ მისთვის მუდმივ მოუსვენრობაში გაიარა
და დაღალა, ამიტომ რუსაში დაბრუნებული უსაზღვროდ ბედნიერი
იყო, რომ თავის ოჯახამდე ჩამოაღწია და ყველანი ჯანმრთელად
დავხვდით.
მაისის ბოლოს ფიოდორ მიხაილოვიჩი ჯერ რამდენიმე დღით პე-
ტერბურგში, შემდეგ კი უცხოეთში გაემგზავრა. ამჯერად ემსში უხალი-
სოდ მიემგზავრებოდა და დიდ ჯაფად დამიჯდა დამეყოლიებინა,
რომ მკურნალობის კურსი არ ჩაეგდო. მისი უხალისობის მიზეზი ის
იყო, რომ არცთუ ჯანმრთელს მტოვებდა (ფეხმძიმეს) და ოჯახთან
განშორების გამო დარდის გარდა, ჩემი მდგომარეობაც აღელვებდა.
მოხდა კიდეც ერთი შემთხვევა (ფიოდორ მიხაილოვიჩის მკურნა-
ლობის უკვე ბოლო პერიოდში), რომელიც დიდ უბედურებას მიქად-
და: 23 ივნისს პეტერბურგიდან წერილი მივიღე, რომლითაც მატყო-
ბინებდნენ, რომ “Петербургские ведомости”-ს ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის ავადმყოფობის შესახებ ცნობა დაებეჭდა. მე წერილს არ დავუჯე-
რე და მინერალური წყლების სამკითხველოში გავიქეცი, წინა დღის

360
გაზეთები მოვძებნე და მითითებული გაზეთის 159-ე ნომრის ქრონი-
კაში შემდეგი ცნობა წავიკითხე:
“როგორც გავიგეთ, ცნობილი მწერალი ფ.მ. დოსტოევსკი მძიმედ
გამხდარა ავად”.
ადვილი წარმოსადგენია, ეს ამბავი რა მდგომარეობაში ჩამაგდებ-
და. ვიფიქრე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს ეპილეფსიის ორმაგი შე-
ტევა დაემართა და ამან, როგორც ყოველთვის, მასზე მძიმედ იმოქ-
მედა, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლებოდა ერთი შეტევაც, ან-
და სულაც რაიმე
სხვა საშინელებაც გამხდარიყო. თავზარდაცემული, ტელეგრამის
გასაგზავნად მაშინვე ფოსტაში გავემართე, უკან დაბრუნებულმა კი
პასუხის მოლოდინში გასამგზავრებლად დავიწყე მზადება, გადაწყვე-
ტილი მქონდა, დაუყოვნებლივ ქმართან წავსულიყავი, ბავშვების
მეთვალყურეობა კი რუმიანცევებისთვის მიმენდო. ჩვენი აგარაკის
დიასახლისი ცდილობდა დავეყოლიებინე დავრჩენილიყავი, მაგრამ
წარმოდგენაც კი, რომ ჩემი ძვირფასი ქმარი მძიმედ ავადმყოფობდა
და შეიძლება კვდებოდა კიდეც, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, თავ-
ზარს მცემდა. საბედნიეროდ, ექვსი საათისთვის დამამშვიდებელი პა-
სუხი მივიღე. ამ ამბის გახსენებისა და წარმოდგენისას, რა შეიძლებო-
და მომხდარიყო ქმარსა და შვილებზე დარდით გულდამძიმებული
ჩემს “მდგომარეობაში” ამხელა გზას რომ დავდგომოდი, ახლაც შიში
მიპყრობს. ნამდვილად ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ პასუხმა დრო-
ზე მომისწრო!
უსაფუძვლო ცნობის გამომქვეყნებელი კი, რომლის გამოც მე და
ჩემს ქმარს რამდენიმე მტანჯველი საათის გადატანა მოგვიხდა, საბო-
ლოოდ მაინც უცნობი დარჩა.
მაგრამ ჩემზე და ბავშვებზე ნერვიულობის გარდა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის მღელვარებას ის ფაქტორიც აპირობებდა, რომ წერა უჭირ-
და და “მოზარდის” გაგრძელების დათქმულ დროს ჩაბარებას ვერ

361
ახერხებდა. 13 ივნისით დათარიღებულ წერილში მომწერა: “ყველა-
ფერზე მეტად ის მტანჯავს, რომ ვერ ვმუშაობ: აქამდე ვზივარ, ვწვა-
ლობ, ყოველ სიტყვაში ეჭვი მეპარება და
მუშაობის დაწყებას ვერაფრით ვახერხებ. არა, მხატვრული ნაწარ-
მოებები ასე არ უნდა იწერებოდეს, არა ძალისძალად, დროში შეზ-
ღუდულად და საკუთარ ნებაზე გადაბიჯებით. იმედი მაქვს, ცოტაც და
ნამდვილ სამუშაოს ჩავუჯდები, მაგრამ არ ვიცი, რა გამომივა. ისე ვარ
გულდამძიმებული, რომ მეშინია “იდეას” გავაფუჭებ”.
ყველაფერთან ერთად ფიოდორ მიხაილოვიჩს პეტერბურგში გა-
დასასვლელად ბინის პოვნის საკითხიც აშფოთებდა. მიუხედავად
იმისა, რომ რუსაში გატარებულმა წინა ზამთარმა ჩვენს ოჯახზე სასი-
კეთოდ იმოქმედა, მეორე ზამთარსაც რუსაში დარჩენა გაგვიჭირდე-
ბოდა, მით უმეტეს, რომ შემდეგი (1876) წლის დასაწყისში დიდი ხნის
ჩანაფიქრის ასრულებას და ჟურნალ – “Дневник писателя”-ს გამოცე-
მას გეგმავდა. ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის სირთულეს ბინის ძებნის
დრო წარმოადგენდა, ვერ გადაეწყვიტა, ბინა პეტერბურგში გზად გა-
მოვლისას მოეძებნა თუ მთელი ოჯახით რუსადან გამგზავრებისა და
სასტუმროში გაჩერების შემდეგ. საკითხის გადაწყვეტის ორივე გზას
თავ-თავისი უარყოფითი მხარეები ჰქონდა, ამიტომ შევთავაზე უც-
ხოეთიდან ჩამოსულს, პეტერბურგში დავხვედროდი და ბინის მოძებ-
ნაში დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი მაშინდელი მდგომარეობის გამო
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ამ შეთავაზებაზე გადაჭრით უარი მითხრა.
ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული ფიოდორ
მიხაილოვიჩი ორი-სამი დღე პეტერბურგში შეყოვნდებოდა და ბინის
პოვნას შეეცდებოდა, მაგრამ თუ არ გაუმართლებდა, რუსაში ჩამოვი-
დოდა.

1875 წელი. წრუწუნა


რუსაში ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო,
ამაზე მეტყველებს ჩემი გამასხარავების ეს შემთხვევაც:

362
ერთხელაც, 1875 წლის გაზაფხულზე, ფიოდორ მიხაილოვიჩი
დილით თავისი საძინებლიდან კოპებშეკრული გამოვიდა. მე მისი გა-
მომეტყველების დანახვისთანავე ავფორიაქდი და ვკითხე, თავს რო-
გორ გრძნობდა.
– კარგად ვარ, – მიპასუხა მან, – მაგრამ ცუდი ამბავი მოხდა: ლო-
გინში წრუწუნა შემომიძვრა. გამეღვიძა და ვიგრძენი, რომ ფეხზე რა-
ღაცამ გადამირბინა, საბანი გადავიხადე და წრუწუნა დავინახე. ფუჰ,
რა საზიზღრობა იყო! – ზიზღით სახე დაემანჭა ქმარს და დაამატა: შე-
იძლება ისევ ლოგინში იყოს, მერე მოვძებნი.
– ჰო, აუცილებლად, – ვუპასუხე მეც.
ფიოდორ მიხაილოვიჩი სასადილოში ყავის დასალევად გავიდა,
მე კი მოახლესა და მზარეულს დავუძახე და სამივემ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის ლოგინში წრუწუნას ძებნა დავიწყეთ: ჯერ საბანი
ავწიეთ, მერე ზეწარი და ბალიშები, თეთრეული მთლიანად გა-
მოვცვალეთ და რადგან ვერაფერი ვიპოვეთ, ძებნა კედლებიდან მა-
გიდებისა და ეტაჟერების გამოწევით გავაგრძელეთ.
ჩვენი ფაციფუცის გაგონებაზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჯერ დამი-
ძახა, მერე კი პასუხი რომ არ გავეცი, ბავშვი გამომიგზავნა. მე შევუთ-
ვალე, რომ დალაგებას მოვრჩებოდი და მივიდოდი, მაგრამ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა სასადილოში ჩემი შესვლა ამჯერად უკვე კა-
ტეგორიულად მოითხოვა, ამიტომ საქმეს თავი მივანებე და მისი სა-
ძინებლიდან გამოვედი.
– აბა რა ქენით, იპოვეთ წრუწუნა? – მკითხა კვლავაც ზიზღით სა-
ხედამანჭულმა ქმარმა.
– სადღა ვიპოვიდით, ალბათ გაიქცა, მაგრამ უცნაური ის არის,
რომ საძინებელში ხვრელიც კი ვერსად აღმოვაჩინეთ, როგორც ჩანს,
წინკარიდან შემოძვრა.
– დღეს პირველი აპრილია, ანეჩკა, პირველი აპრილი! – მიპასუხა
მან და სახე ალერსიანი და მხიარული ღიმილით გაუნათდა. გახსენე-

363
ბოდა, რომ პირველ აპრილს ერთმანეთისთვის ტყუილის თქმაა მი-
ღებული და გახუმრება მონდომებია, მე კი, რამდენადაც საერთოდ
არ მახსოვდა რა რიცხვი იყო, დავიჯერე და წრუწუნას ძებნა დავიწყე.
რა თქმა უნდა, ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და მთელი დღის განმავ-
ლობაში ერთმანეთს ვატყუებდით, რაშიც, როგორც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ჩვენს შვილებს უწოდებდა ხოლმე, “ბალღებმაც” მონდომე-
ბით აგვიბეს მხარი.

VIII. 1875 წელი. ლიოშას დაბადება. პეტერბურგში დაბრუნება


ფიოდორ მიხაილოვიჩი ემსიდან პეტერბურგში 6 ივლისს დაბრუნ-
და და ქალაქში ორი-სამი დღე დარჩა, მაგრამ, რამდენადაც ასეთ
მოკლე პერიოდში მოსახერხებელი ბინის პოვნა რთული ამოცანა
იყო, მხოლოდ რამდენიმე ბინის დათვალიერება მოასწრო, უჩვენოდ
ვეღარ გაძლო, ძებნა შეწყვიტა და რუსაში გამოემგზავრა. ფიოდორ
მიხაილოვიჩის რუსაში ჩამოსვლის შემდეგ დავფიქრდით და გადავ-
წყვიტეთ, ოჯახში მოსალოდნელ შემატებამდე პეტერბურგში არ გავ-
მგზავრებულიყავით, მით უმეტეს, რომ აგარაკის პატრონები, რომ-
ლებმაც ჩვენი შვილები ძალიან შეიყვარეს, გვთხოვდნენ ზაფხულის
ბოლომდე ბავშვები ქალაქში არ წაგვეყვანა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი დარჩენას სიამოვნებით დათანხმდა, ეს
საშუალებას აძლევდა ჩემ მშობიარობამდე და მშობიარობის მერეც
რომანზე მუშაობა მშვიდად გაეგრძელებინა და უარი არც ჩემს დახ-
მარებაზე ეთქვა. სამუშაო კი მართლაც ბევრი ელოდა, რომ პეტერ-
ბურგში ჩასვლისთანავე ნეკრასოვს შეხვედროდა და “მოზარდის” ჰო-
ნორარზე, ანუ პეტერბურგში ცხოვრების დასაწყებად ჩვენთვის აუცი-
ლებელ თანხაზე დალაპარაკების უფლება ჰქონოდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი თავს
უკეთ გრძნობდა, ხანგრძლივად სუფთა ჰაერზე ცხოვრებით გაჯანსა-
ღებული ჩვენი შვილები უკვე დიდები იყვნენ და ფიოდორ

364
მიხაილოვიჩის დაბრუნებით გახარებული მეც აღარ ვშფოთავდი,
იმდენად, რომ მშობიარობის წინა პერიოდში ჩემთვის უკვე ჩვევად
ქცეული სიკვდილის შიშიც კი თითქმის აღარ მტანჯავდა. ერთმა თვემ
ასეთ უდრტვინველ ყოფაში განვლო, 10 აგვისტოს კი ღმერთმა ვაჟი
გვაჩუქა, რომელსაც ალექსეი დავარქვით (თუმცა კი ჩვენს ნათესავებ-
სა და წინაპრებს შორის ალექსი არავის ერქვა), ახალშობილისთვის
ამ სახელის დარქმევა ღირსი ალექსი ღვთისკაცისადმი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის უდიდესმა პატივისცემამ განაპირობა... ჩვენი ალიოშას
დაბადებით (თანაც თითქმის უმტკივნეულოდ) ორივე უაღრესად ბედ-
ნიერი ვიყავით. თანაც ამ თითქმის უმტკივნეულო მომშობიარების
შემდეგ ძალაც მალე აღვიდგინე და მუშაობაში ქმრის დახმარებაც
შევძელი.
მთელი თვის განმავლობაში საუცხოო ამინდი იდგა, სექტემბერში
კი გასაოცრად თბილი და წყნარი, ეგრეთ წოდებული, “დედაბრის
ყვავილობა” დაიწყო. მაგრამ 15 რიცხვისთვის ამინდის მოსალოდ-
ნელ ცვლილებას რომ არ შევეფერხებინეთ, გასამგზავრებლად გა-
ვემზადეთ. წინ რთული გზა გვედო, მდინარე პოლისტის წყალმარ-
ჩხობის გამო გემები ქალაქამდე ვერ მოდიოდნენ და რუსადან თვრა-
მეტ ვერსტში, სოფელ უსტრიკისთან, ილმენის ტბაზე ჩერდებოდნენ.
ამიტომ ერთ თბილ დილასაც სახლიდან გრძელ მწკრივად ჩაწყობი-
ლი ჩარდახიანი ეტლებით უსტრიკისკენ გავეშურეთ: პირველში ჩვენს
უფროს შვილებთან ერთად ფიოდორ მიხაილოვიჩი იჯდა, მეორეში
მე და ახალშობილით ხელში მისი ძიძა, მესამეში კი
სკივრების, ტომრებისა და ბოხჩების გორაზე მზარეული იყო წა-
მოსკუპული. ეჟვნების წკრიალსა და ჟღარუნში მთელი გზა მხიარუ-
ლად და კარგად ვიმგზავრეთ, თუმცა ფიოდორ მიხაილოვიჩი ცხე-
ნებს დროდადრო მაინც აჩერებდა ხოლმე, იგებდა მე და აილოშა
როგორ ვიყავით და თან თავს იწონებდა, რომ ბავშვებთან ჩინებუ-
ლად ერთობოდა.

365
დაახლოებით ორსაათნახევრის შემდეგ უსტრიკს მივაღწიეთ, მაგ-
რამ უსტრიკში გაუთვალისწინებელმა გარემოებამ შეგვაფერხა: აღ-
მოჩნდა, რომ გემი წინა დღით მოსულიყო და იმდენი მგზავრები აეყ-
ვანა, რომ კაპიტანს, სავარაუდოდ, უკვე მგზავრთა მცირე რაოდენო-
ბისთვის კიდევ ერთი დღით გაჩერება გადაუფიქრებია და ორ დღეში,
ანუ ჩვენი უსტრიკში ჩასვლის მეორე დღეს, დაბრუნება აღუთქვამს.
რადგან სხვა გზა არ გვქონდა, გადავწყვიტეთ ერთი დღით სოფელში
დავრჩენილიყავით. ორი-სამი სახლიდან დიასახლისები გამოგვეგებ-
ნენ და ღამის გათენება შემოგვთავაზეს. ჩვენ სამიდან ყველაზე დიდი
სახლი ავირჩიეთ და მთელი ოჯახით შიგ შევედით, მაგრამ მანამდე
დიასახლისს ღამის გათენების საფასური ვკითხე, მან კი კეთილად მი-
პასუხა: “მშვიდად იყავით ქალბატონო, არც ჩვენ ავიღებთ ზედმეტს
და, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გვაწყენინებთო”.
ოთახი საშუალო ზომისა აღმოჩნდა, რომლის შუაგულშიც ერთი
განიერი საწოლი იდგა, მასზე სიგანეზე სამივე ბავშვის დაწვენა შეიძ-
ლებოდა; მე შეერთებულ ტაბურეტებზე დაწოლა
გადავწყვიტე, ფიოდორ მიხაილოვიჩმა კი – ძველებურ დივანზე,
რომელმაც თავისი ფორმით ბავშვობა გაახსენა, ძიძა და მზარეული
კი დიასახლისმა სათივეზე მოათავსა.
შორ გზაზე მემამულურად, ჩვენი სურსათ-სანოვაგით ვიყავით წა-
მოსულნი და მზარეულმაც მაშინვე სადილის მზადება დაიწყო, ჩვენ
კი სასეირნოდ წავედით, მთაზე, რომლიდანაც ტბის საუცხოო ხედი
იშლებოდა, პლედები გავშალეთ და მგზავრობის შემდეგ დავისვე-
ნეთ, ახლაშობილიც კი თან გვყავდა და პატარას სუფთა ჰაერზე ეძი-
ნა. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა: ფიოდორ მიხაილოვიჩი მშვენიერ
განწყობაზე იყო, ბავშვებს ეხუმრებოდა, მათთან ერთად თვითონაც
ცელქობდა და დარბოდა კიდეც. მე კი იმით ვიყავი კმაყოფილი, რომ
გრძელი გზის ნაწილი მაინც კეთილად და შეუფერხებლად უკან
გვქონდა მოტოვებული. სახლში დაბრუნებულებმა ვისადილეთ და,
რადგან მალე ბნელდებოდა, დასაძინებლადაც ადრე დავწექით.

366
დილის რვა საათისთვის გვითხრეს, რომ შორიდან კვამლი მოჩან-
და და ეს იმას ნიშნავდა, რომ საათი-საათნახევრის შემდეგ გემი უს-
ტრიკს მოადგებოდა. ჩვენ ნივთები ჩავალაგეთ, ბავშვებს სამგზავ-
როდ ჩავაცვით და მე დიასახლისისთვის ანგარიშის გასასწორებლად
წავედი, მაგრამ ქალი ვერსად ვიპოვე, მის მაგივრად ფულის მისაღე-
ბად, გასივებული სახით თუ ვიმსჯელებთ, არაყს მიძალებული მისი
ვაჟი გამოცხადდა და თოთხმეტი რუბლისა და კაპიკების ოდენობით
ბატიფეხურად ნაწერი ანგარიში წარმომიდგინა, აქედან ორი რუბლი
ქათმისა იყო, ორი – რძისა
და ცხრაც ღამის გათევისა. მე ძალიან გავბრაზდი და ანგარიშის
სამართლიანობაში შევედავე, მაგრამ დიასახლისის შვილმა კაპიკი
არ დამითმო და დამემუქრა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ჩე-
მოდნებს არ გაგვატანდა. მეტი რა გზა მქონდა და, რა თქმა უნდა, გა-
დავუხადე, მაგრამ ვერ მოვითმინე და “მძარცველი” კი ვუწოდე.
ამასობაში გემი სოფელს მოუახლოვდა და ნაპირიდან ნახევარ
ვერსტში გაჩერდა, ასე რომ, გემამდე მისაღწევად ნავები გვჭირდე-
ბოდა, მაგრამ ნაპირთან ჩასულებმა დავინახეთ, რომ ნავებიც წყალ-
ზე ნაპირიდან ათიოდ ნაბიჯის მოშორებით ტივტივებდა, უბრალო
ხალხი იქამდე მისასვლელად ფეხზე იხდიდა და წყალში შედიოდა,
ჩვენ კი ნავებამდე ზორბა დედაკაცებმა ზურგზე შესმული მიგვიყვანეს.
პირველად მათ ფიოდორ მიხაილოვიჩი გადაიყვანეს, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის შემდეგ ნავებამდე მიყვანილ და შიშით აჭყივლებულ
ბავშვებს დედაკაცები მას გადასცემდნენ. ვიდრე მათ ჩვენი შვილები
გადაჰყავდათ ორივე საშინლედ ვღელავდით, ბავშვები რომ ნავში
აღმოჩდნენ, ჩემი ჯერი დადგა, ჩემ შემდეგ კი – ახალშობილი ალიო-
შასი. ნავში ჩამჯდარი ახლა პატარა ბავშვების გემის ტრაპზე აყვანის
სირთულემ შემაშფოთა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარ-
გად ჩაიარა: კაპიტანმა ჩვენს დასახვედრად მეზღვაური გამოგზავნა,
რომელმაც ბავშვები გემზე უსაფრთხოდ აიყვანა. გემზე ასვლიდან

367
ცოტა ხანში კი, ცალკე ნავით, დიასახლისის შვილის გამოგზავნილი
ჩვენი ნივთებიც მოიტანეს.
საუცხოო დღე ადგა, ილმენის ტბა ფირუზისფრად ლივლივებდა
და შვეიცარიაში ნანახ ტბებს გვაგონებდა. წყლის ზედაპირი იმდენად
უმოძრაო იყო, რომ გემი თითქმის არ ირწეოდა და ნოვგოროდამდე
მთელი გზა, ოთხი საათი გემბანზე გავატარეთ.
დაახლოებით სამი საათისთვის ნოვგოროდს მივადექით. ნაპირზე
გადმოვედით და მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ბავშვებთან ერთად
პირდაპირ რკინიგზის სადგურისკენ გავეშურეთ, ჩვენი ბარგის წამო-
ღება კი, სხვა მგზავრების ბარგთან ერთად, მეფორნეებმა ითავეს.
ბარგი ერთ საათში მოიტანეს და მსახურს რომ რამე არ გამორჩენო-
და, შესამოწმებლად მე თვითონ წავედი: ჩვენი ბარგი ტყავის ორი დი-
დი, შავი და ყვითელი ჩემოდნისა და რამდენიმე საკვოიაჟისგან შედ-
გებოდა. აღმოჩნდა, რომ მეფორნეებს ყველაფერი მოეტანათ და მეც
დავმშვიდდი.
დღე საკმაოდ მალე გავიდა და შვიდი საათისთვის ჩემთან მო-
სულმა დარაჯმა მირჩია თადარიგი დამეჭირა, ბილეთები წინდაწინ
ამეღო და ბარგი მანამდე ჩამებარებინა, სანამ ხალხი მოგროვდებო-
და. მე დავუჯერე, ბილეთები ვიყიდე და უკან დაბრუნებულმა დარაჯს
ბაგაჟში ჩასაბარებელ ორ დიდ ჩემოდანსა და ორ საკვოიაჟზე მივუ-
თითე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, დარაჯმა ხელი შავი ჩემოდნისკენ
გაიშვირა და მითხრა: “ქალბატონო, ეს თქვენი ჩემოდანი არ არის, ეს
ჩემოდანი ცოტა ხნის წინათ შესანახად სხვა მგზავრმა დამიტოვა”.
– როგორ თუ ჩვენი არ არის? შეუძლებელია! – შევძახე გაკვირვე-
ბულმა და შესამოწმებლად ჩემოდანთან მივქანდი. საუბედუროდ,
დარაჯი მართალი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდანი ზუს-
ტად იმავე ფორმისა და ზომის (როგორც ჩანს, ისიც ათ რუბლად ქარ-
ვასლაში ნაყიდი) იყო, როგორიც ჩვენი, ის ცხადად სხვას ეკუთვნოდა
და ზედა მხარეს გაცვეთილობისგან ძნელად გასარჩევი ინიციალებიც
კი აჩნდა.

368
– ღმერთო! მაგრამ მაშინ ჩვენი ჩემოდანი სადღაა? მოძებნეთ, მო-
ძებნეთ! – შევევედრე დარაჯს და თავადაც აქეთ-იქით მიმოვიხედე,
მაგრამ მან მიპასუხა, რომ ჩაბარებულ ბარგში სხვა შავი ჩემოდანი არ
ჰქონდა. მე თავზარი დამეცა: დაკარგულ ჩემოდანში მხოლოდ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ნივთები ეწყო, მისი ტანსაცმელი და თეთრე-
ული, მაგრამ, რაც მთავარია, “მოზარდის” ხელნაწერები, რომელიც
ფიოდორ მიხაილოვიჩს მეორე დღეს “Отечественные записки”-ში
ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ჰონორარის მისაღებად უნდა მი-
ეტანა. ჩემოდნის დაკარგვა იმას ნიშნავდა, რომ უკანასკნელი ორი
თვის ნამუშევართან ერთად ფიოდორ მიხაილოვიჩის წიგნაკებიც გაქ-
რა, ურომლისოდაც ხელნაწერის აღდგენაც შეუძლებელი იქნებოდა
და ფიოდორ მიხაილოვიჩს რომანის გეგმის დაწერა თავიდან მო-
უწევდა. დანაკარგის მასშტაბურობამ ერთიანად შემძრა და დარდით
თავზარდაცემული საერთო დარბაზში ფიოდორ მიხაილოვიჩთან
შევვარდი. ჩემი სახის დანახვაზე ქმარი შეშინდა და იფიქრა, რომ რა-
ღაც უბედურება ძიძასთან დატოვებულ ალიოშას სჭირდა, მაგრამ მე
როგორღაც ძალა მოვიკრიბე და დანაკარგის შესახებ ვუამბე.
ფიოდორ მიხაილოვიჩსაც თავზარი დაეცა, ერთიანად გაფითრდა
და ჩუმად ჩაილაპარაკა:
– ეს მართლაც დიდი უბედურებაა. ახლა რა გვეშველება?
– იცი რა?.. – გამახსენდა უცებ, – მგონი, ეს უსტრიკელი ჩვენი დი-
ასახლისის შვილის მოწყობილი იქნება, როგორც ჩანს, მძარცველი
რომ ვუწოდე, ჩემს ჯიბრზე, იმან არ გამოატანა მსახურებს ჩემოდანი.
– მგონი მართალი ხარ, – დამეთანხმა ფიოდორ მიხაილოვიჩი. –
მაგრამ ამ ამბავს ასე ხომ მაინც ვერ დავტოვებთ, პოვნა უნდა ვცა-
დოთ. უსტრიკში თუ არა, სადმე ხომ მაინც იქნება, ხომ ვერ გაქრებო-
და? მოდი ასე მოვიქცეთ: შენ ბავშვები წაიყვანე და გაემგზავრე (ბავ-
შვებთან ერთად აქ, სასტუმროში დარჩენა წარმოუდგენელია, ფული
არ გვეყოფა), მე კი დავრჩები, ხვალ ლერხესთან (ნოვგოროდის გუ-
ბერნატორი, რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩი იცნობდა) წავალ,

369
ვთხოვ, პოლიციელი გამომაყოლოს და იმ პოლიციელთან ერთად
გემით უსტრიკში გავემგზავრები. თუ ჩემოდანი მართლაც დიასახლი-
სის შვილმა დაიტოვა, ჩხრეკის შეეშინდება და აუცილებლად დააბ-
რუნებს. ოღონდ გთხოვ, ღვთის გულისათვის, დამშვიდდი! შეხედე რა
დღეში ხარ! თავს გაუფრთხილდი, რომ ბავშვს მიხედო! წადი, სახეზე
წყალი შეისხი და მაშინვე უკან დაბრუნდი!
ქმარს სასოწარკვეთილი გავეცალე, ვნერვიულობდი და თავს ვი-
დანაშაულებდი, რომ მთელი ჩვენი საბადებლიდან ყველაზე ძვირ-
ფასს ვერ გავუფრთხილდი და ამ უყურადღებობის გამო ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს ორი თვის შრომა წყალში ჩავუყარე! “მაგრამ აკი შევა-
მოწმე და, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის შავი ჩემოდანი ჩვენი იყო!
– ვიმეორებდი გულში. – ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი დამთხვევა
მოხდებოდა და ვიღაცას ზუსტად ჩვენნაირი ჩემოდანი აღმოაჩნდებო-
და?!”
ამ მწარე ფიქრებში ჩაძირული, ბარგის ჩასაბარებელ განყოფი-
ლებაში დგარს დავეყრდენი და მწარედ ავტირდი, მაგრამ უცებ გო-
ნებაში რაღაც აზრმა გამიელვა: იქნებ ჩემოდანი შემთხვევით ნავსად-
გომში დარჩა? თუ ასეა, ნავსადგომის ყარაული ჩემოდანს აუცილებ-
ლად შეინახავდა. იქნებ ჯერ იქ გამეგო? მაშინვე დარაჯს მივმართე
და ვთხოვე ნავსადგომში წასულიყო, ჩემოდნის ამბავი გაეგო და თუ
აღმოჩნდებოდა, რომ დანაკარგი იქ იყო, წამოეღო, ხოლო თუ არ
გამოატანდნენ, ეთქვა, რომ კარგად შეენახათ და პატრონი ხვალვე
ჩამოაკითხავდა. მაგრამ დარაჯმა მიპასუხა, რომ მორიგედ იდგა და
სადგურიდან წასვლის უფლება არ ჰქონდა. მეც, ბევრი აღარ მიფიქ-
რია, და ნავსადგომში წასვლა თავად გადავწყვიტე. სადგურიდან გა-
ვედი და იქვე გაჩერებულ ორ მეეტლეს გავძახე: “ნავსადგომში და
უკან ვინ წამიყვანს? რუბლნახევარს ვიხდი!” ერთმა მითხრა, რომ
მგზავრს ელოდებოდა, მეორე, ცხრამეტიოდე წლის ყმაწვილი, კი
დამთანხმდა და კოფოზე შეხტა. მეც მაშინვე ეტლში ჩავჯექი და წავე-
დით. უკვე დაახლოებით რვა საათი იყო და საკმაოდ

370
ბნელოდა. სანამ ქალაქის გავლით, ფარნებით განათებულ და
ხალხმრავალ ქუჩებში მივდიოდით, არ შემშინებია, მაგრამ ვოლხო-
ვის ხიდის გადავლისა და მარჯვნივ შეხვევის მერე გრძელი ბეღლე-
ბის გასწვრივ მიმავალ გზას რომ დავადექით შიშისგან გულმა ბაგაბუ-
გი დამიწყო: მუდმივად მეჩვენებოდა და ცხადადაც ვხედავდი, რომ
ბეღლების ჩაბნელებულ კუთხეებში ადამიანები იმალებოდნენ, რო-
მელთაგანაც ვიღაც ორი ჩამოკონკილი გამოგვეკიდა კიდეც, მაგრამ
ჩემმა მეეტლემ ცხენს მათრახი გადაუჭირა და ისიც ისე გაჭენდა, რომ
მაწანწალები ჩამოგვრჩნენ. დაახლოებით ოციოდე წუთში ნავსად-
გომს მივაღწიეთ. მე ეტლიდან ჩავხტი, ბოგირი გადავიარე და ნავ-
სადგომის კანტორასთან მივირბინე. კანტორაში ისე ბნელოდა, და-
რაჯს, როგორც ჩანს, ეძინა, ამიტომ ხან ერთ, ხან მეორე კედელზე
მთელი ძალით ბრახუნი, მერე კი ფანჯარაზე კაკუნიცა და ყვირილიც
დავიწყე: “ყარაულო, გააღე, ჩქარა გააღე!”, ჩემდა სამწუხაროდ, პა-
სუხს არავინ მცემდა, მაგრამ დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, რო-
ცა უკვე იმედგადაწურული ეტლთან დაბრუნებას ვაპირებდი, ბებრუ-
ლი ხველა და ხმა შემომესმა: “ვინ არის? რა გინდათ?” – “გააღე, პა-
პავ, ჩქარა გააღე!” – დავუყვირე მე. – აქ რომ დიდი შავი ჩემოდანი
დარჩა იმის წასაღებად მოვედი”. – “ჰო, დარჩა”, – მიპასუხა ბებრულ-
მა ხმამ. – “ჰოდა, მიდი, პაპავ, ჩქარა მოიტანე!” – “აქეთ გამოდიო”, –
გამომძახა მოხუცმა გვერდითა კედლიდან, ხის ტიხარი გამოაღო
(რომლიდანაც კანტორაში ბარგს აბარებენ) და ფიცარნაგზე, ჩემდა
გასახარად, სწორედ ჩვენი შავი ჩემოდანი გამოსწია!
– პაპავ, ჩემოდანი ეტლამდე მიიტანე და არყის ფულს მოგცემ, –
ვთხოვე ყარაულს, მაგრამ მოხუცმა, როგორც ჩანს, ან ჩემი თხოვნა
ვერ გაიგო, ან საღამოს სინესტისა შეეშინდა, ასე იყო თუ ისე, ტიხარი
მოხურა და კანტორის სიბნელეში გაუჩინარდა. შევეცადე ჩემოდანი
თვითონ ამეწია, მაგრამ მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა, ოთხი ფუთი
მაინც იქნებოდა, ამიტომ შველის სათხოვნელად მეეტლესთან გავი-
ქეცი, მაგრამ მან კოფოდან ჩამოსვლაზე უარი მითხრა: “ხომ ხედავთ,

371
რა საშიში ადგილია, რომ ჩამოვიდე, ცხენს მომპარავენ!” სხვა გზა არ
მქონდა, ისევ უკან გავიქეცი, ორივე ხელი ჩემოდნის სახელურს ჩა-
ვავლე და მიწაზე გავაჩოჩე, ფიცარნაგი, ჩემდა საუბედუროდ, საკმა-
ოდ გრძელი იყო, ამიტომ ყოველ ნაბიჯზე ვჩერდებოდი და სულს
ვითქვამდი, მაგრამ ჩემოდანი ეტლამდე მაინც მივათრიე. მეეტლემ
დამინახა თუ არა, კოფოდან ჩამოხტა და ჩემოდანი კოფოსა და სა-
ვარძელს შორის ჩადგა, მე კი “რაკლების”21 თავდასხმისგან დასაცა-
ვად ჩემოდანზე დავჯექი. მეეტლემ ცხენს მათრახი გადაუჭირა და ეტ-
ლი გზაზე გამომხტარ და ზურგს უკან მოყვირალ ადამიანებს სწრა-
ფად გაარიდა. თხუთმეტიოდე წუთში სავაჭრო მოედანზე გავედით,
სადაც საფრთხე აღარ გვემუქრებოდა. ჩემი მეეტლე გამხნევდა და
გამომიტყდა, რომ შიში თავადაც კარგად ეჭამა: “წასვლაც კი მინდო-
და, მაგრამ თქვენი დატოვება შემეშინდა. სანამ გადასული იყავით
ორი “რაკლი” მომადგა, მკითხეს, ვინ გყავს მოყვანილიო და ვუთხა-
რი, ზორბა კაცი-თქო, მერე გაიგონეს დარაჯს რომ ელაპარაკებო-
დით და გამეცალნენ”.
მეეტლეს ვთხოვე, ცხენი გაეჭენებინა, რადგან ჩემოდნის პოვნისა
და საფრთხის უკან მოტოვების
მერეღა მივხვდი, რომ დიდი დრო გასულიყო და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ძებნას დამიწყებდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი დაგვიანებით შეშ-
ფოთებული ქმარი ქალთა მოსასვენებელ ოთახში მართლაც შესუ-
ლიყო და ალიოშასთან და ძიძასთან ერთად რომ ვერ უნახივარ ჩემი
ძებნა დაუწყია, ამბავი დარაჯებისთვისაც უკითხავს და ვიღაცას უთ-
ქვამს, ქალბატონმა მეეტლე დაიქირავაო. ფიოდორ მიხაილოვიჩი

21
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სახელწოდება “რაკლი” ირაკ-
ლისგან მოდის. ძველ დროში ხარკოვში უბრალო ხალხის მიერ “ბურ-
სად” წოდებული სასულიერო სემინარია არსებობდა, რომელიც წმინ-
და ირაკლის სახელს ატარებდა, რაკლებს კი უწოდებდნენ ნახევრად
მშიერ და დარდიმანდ სემინარიელებს, რომლებიც მეცადინეობის
დასასრულს ზარის დარეკვისთანავე სემინარიასთან ახლოს მდებარე
ბაზარს შესეულები სურსათს იტაცებდნენ.
372
საბოლოოდ დაბნეულა და რადგან ვერ მიხვედრილა, ასეთ დროს
სად შეიძლებოდა წავსულიყავი, სასოწარკვეთილი ჩემს შესახვედ-
რად სადგურის შენობიდან გამოსულა და ლოდინი დაუწყია. ამიტომ
ქმარი შორიდანვე დავინახე და გავძახე:
– ფიოდორ მიხაილოვიჩ, მე ვარ და ჩემოდანიც ვიპოვე!
კიდევ კარგი, სადგურის პარმაღი დიდად განათებული არ იყო,
თორემ ეტლში სავარძლის მაგივრად ჩემოდანზე წამოსკუპული,
ვფიქრობ, არცთუ სახარბიელო სანახავი ვიქნებოდი.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი თავგადასავალი რომ ვუამბე, ქმარ-
მა შეშლილი მიწოდა.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო! – შესძახა მან. – ანია, ეს რა საფრთხე-
ში ჩაგიგდია თავი! ხომ შეიძლებოდა ის ქურდბაცაცები, უკან რომ
მოგდევდნენ, მხოლოდ იმიტომ დასხმოდნენ ეტლს, რომ ეტლში ქა-
ლი იჯექი, დაფიქრდი, ხომ შეიძლებოდა გაექურდეთ, დაესახიჩრები-
ნეთ და სულაც
მოეკალით! მერე ან მე ან ჩვენს შვილებს რა გვეშველებოდა? ნამ-
დვილად გეუბნები, ჩვენი ანგელოზი შვილებისთვის ღმერთმა დაგიც-
ვა! ოჰ, ანია, ანია! ეგ შენი წინდაუხედავი ბუნება კარგს არაფერს მო-
გიტანს!
ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ წინდაუხედაობასა და ნაჩქარეობას,
გადაწყვეტილების წამის უსწრაფესად მიღებისა და შედეგებზე და-
უფიქრებლად მოქმედების უნარს ჩემს მანკიერ მხარედ მიიჩნევდა და
ამას სადღაც, რომელიღაც წერილში ხაზგასმით აღნიშნავს კიდეც.
ასე იყო თუ ისე, ფიოდორ მიხაილოვიჩი ნელ-ნელა დამშვიდდა
და იმავე საღამოს მატარებლით პეტერბურგში გავემგზავრეთ.
ეს შემთხვევა იმ სირთულეებისა და უსიამოვნებების აღსაწერ მა-
გალითად მომყავს, რომლებიც იმ ძველ დროს ერთი ადგილიდან მე-
ორემდე, თუნდაც პეტერბურგიდან არცთუ შორს, სტარო რუსაში გამ-
გზავრებისას შეიძლებოდა ადამიანს შემთხვეოდა.

373
374
ნაწილი მერვე
1876-1877 წწ.
I. 1876 წელი. ჩემი ხუმრობა
1876 წლის 18 მაისს მოხდა შემთხვევა, რომლის გახსენებაც
დღემდე თავზარს მცემს...
იმ წლის “Отечественные записки”-ში ს. სმირნოვას ახალი რომანი
– “ხასიათის ძალა” იბეჭდებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი სოფია ივა-
ნოვნა სმირნოვასთან მეგობრობდა და მის ლიტერატურულ ნიჭსაც
დიდად აფასებდა, ამიტომ ცხადია, სმირნოვას ბოლო ნაწარმოები-
თაც დაინტერესდა და მთხოვა “Отечественные записки”-ს გამოქვეყ-
ნების თანადროულად ბიბლიოთეკიდან ჟურნალის მორიგი ნომერი
გამომეტანა ხოლმე. მე ყოველთვის იმ რამდენიმე დღეს ვარჩევდი,
როცა ფიოდორ მიხაილოვიჩი “Дневник писателя”-ზე მუშაობისგან
ისვენებდა და რომანის წასაკითხად ჟურნალის ახალ-ახალი ნომრე-
ბი მომქონდა. მაგრამ, რამდენადაც ახალ ნომრებს ბიბლიოთეკა ჩვე-
ულებრივ მხოლოდ ორი-სამი დღით იძლეოდა, ჯარიმის თავიდან
375
ასაცილებლად ფიოდორ მიხაილოვიჩს ყოველთვის ვაჩქარებდი და
ნომრის დროულად წაკითხვას ვთხოვდი. იგივე მოხდა აპრილის ნო-
მერთან დაკავშირებითაც. ფიოდორ მიხაილოვიჩმა რომანის ნაწყვე-
ტი წაიკითხა და კიდეც მითხრა, რომ ჩვენს კეთილ სოფია ივანოვნას
(რომელსაც მეც ფრიად ვაფასებდი) ერთ-ერთი გმირი მამაკაცის სახე
ჩინებულად გამოსვლოდა. იმავე საღამოს ფიოდორ მიხაილოვიჩი
რომელიღაც სხდომაზე წავიდა, მე კი ბავშვების დაწვენის შემდეგ “ხა-
სიათის ძალის” კითხვა დავიწყე. რომანის ეს ნაწილი ვიღაც არამზა-
დას რომანის გმირისადმი გაგზავნილ ანონიმურ წერილს შეიცავდა,
აი, ისიც:
“მოწყალეო ხელმწიფევ,
უკეთილშობილესო პიოტრ ივანოვიჩ!
თქვენთვის სრულიად უცხო პიროვნება ამ სტრიქონების მოწერას
თქვენდამი თანაგრძნობით გულანთებული ვბედავ. თქვენი კეთილ-
შობილების შესახებ ბევრი რამ მსმენია და აღშფოთებული ვარ, რომ
პიროვნება, რომელიც ახლობლად მიგაჩნიათ ასე უღირსად გატყუ-
ებთ. თქვენ მიერ ათას ვერსტზე გაშვებული, ის, როგორც სიხარულით
ფრთაგაშლილი მტრედი, ცად არის აჭრილი და შინ დაბრუნება აღარ
სურს. შინიდან გაშვებით ის თქვენ დასაღუპად იმ ადამიანის კლანჭებ-
ში ჩააგდეთ, რომლის შემხედვარეც სიხარულით თრთის; იმ კაცმა ის
თავისი მლიქვნელობითა და გარეგნობით მოხიბლა, გული მოსტაცა
და არცა რა დარჩა მის თვალთა ცქერის გარდა უფრორე სასურვე-
ლი. შვილნიც კი თქვენნი მცირენი მოსძულებია, თუკი არ ესმის
ალერსიანი სიტყვა მისგან. ხოლო თუ გინდათ იმ ავკაცის ვინაობა შე-
იტყოთ, იცოდეთ, რომ მის სახელს არ გეტყვით, თვითონ დააკვირ-
დით, ვინ გსტუმრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად და მუქთმიანს უფ-
რთხოდეთ. ოდეს შენიშნავთ მუქთმიანს, რომელიც თქვენს პარმაღს
შემოსჩვევია, დააკვირდით. დიდი ხანია იმ მუქთმიანმა გზა გადაგიჭ-
რათ და მხოლოდ თქვენღა დარჩით ამის უცოდინარი.

376
მე კი ამ საიდუმლოს გამხელას თქვენთვის მხოლოდ თქვენი კე-
თილშობილებისადმი პატივისცემა
მაგულიანებს და მეტი არც რა. ხოლო ჩემი სიტყვებისა თუ არ გჯე-
რათ, მაშ თქვენი ცოლის მედალიონი შეამოწმეთ და ნახეთ, ვის სუ-
რათს ატარებს ის გულთან. მარად თქვენთვის უცნობი, მაგრამ კეთი-
ლისმსურველი”.
მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს მეტად გულმხიარული გან-
წყობა მქონდა: ფიოდორ მიხაილოვიჩს ეპილეფსიის შეტევები უკვე
კარგა ხანი იყო არ დამართოდა, ბავშვები არ ავადმყოფობდნენ, ვა-
ლები ნელ-ნელა გვიმცირდებოდა და “Дневник писателя”-ც სულ უფ-
რო და უფრო მეტი წარმატებით სარგებლობდა. ეს ყველაფერი კი
ჩემთვის ესოდენ დამახასიათებელ ხალისიან განწყობას უწყობდა
ხელს და აი, სწორედ ამ განწყობის ზეგავლენით ანონიმური წერი-
ლის წაკითხვის შემდეგ წერილის გადაწერისა (ერთი-ორი სტრიქო-
ნისა და ადრესატის სახელის ამოღებით) და მისი ფიოდორ მიხაილო-
ვიჩისთვის გაგზავნის გიჟმაჟურმა აზრმა ამიტანა. ჩავთვალე, რომ
რამდენადაც სმირნოვას რომანის ეს მონაკვეთი თავადაც წინა დღით
ჰქონდა წაკითხული, ხუმრობას ადვილად მიმიხვდებოდა და წერილ-
ზე ერთად ვიცინებდით. თუმცა თავში წამით იმ აზრმაც გამიელვა,
რომ წერილს სერიოზულად აღიქვამდა, ამ შემთხვევაში კი ის მაინ-
ტერესებდა, როგორ მოიქცეოდა: ანონიმურ წერილს მაჩვენებდა თუ
ნაგავში მოისვრიდა? როგორც მჩვევოდა, რაკი ჩავიფიქრე, შევასრუ-
ლე კიდეც. თავიდან წერილის წერა ჩემი ჩვეულებრივი ხელწერით
დავიწყე, მაგრამ გამახსენდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს გა-
დათეთრებულ “დღიურს” ყოველდღე კითხულობდა და ხელს აუცი-
ლებლად იცნობდა,
შესაბამისად, ხუმრობა რომ გამომსვლოდა, ხელწერა უნდა შე-
მეცვალა და წერისას ჩემი სტილისგან განსხვავებული, უფრო მომ-
რგვალებული ასოების გამოყვანა დავიწყე. ეს არც ისე იოლი აღმოჩ-
ნდა, როგორიც მეგონა და სანამ მთელი წერილის ერთგვაროვნად

377
დასრულება შევძელი რამდენიმე ფურცელიც კი გავაფუჭე. მეორე
დღეს, დილით წერილი საფოსტო ყუთში ჩავაგდე და სხვა კორესპონ-
დენციასთან ერთად მივიღე.
იმ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩი სადღაც შეყოვნდა და შინ ზუს-
ტად ხუთ საათზე დაბრუნდა, ამიტომ, რადგან არ უნდოდა ბავშვები
სადილად ელოდინებინა, გამოიცვალა და ისე, რომ წერილები არ
გადაურჩევია სასადილოში შემოვიდა. სადილმა, როგორც ყოველ-
თვის, ხალისიანად ჩაიარა. ფიოდორ მიხაილოვიჩი კარგ გუნებაზე
იყო, ბავშვებს ელაპარაკებოდა, მათ კითხვებს პასუხობდა და იცინო-
და. სადილის შემდეგ კი ჩაის ფინჯნით ხელში ჩვეულებისამებრ თავის
კაბინეტში გავიდა, მე ბავშვები მათ ოთახში შევიყვანე და ანონიმურ
წერილზე ქმრის რეაქციის გასაგებად კაბინეტში მხოლოდ ათიოდ წუ-
თის შემდეგ შევყევი.
ოთახში შესული ჩემს ჩვეულ ადგილას, საწერ მაგიდასთან დავჯე-
ქი და სპეციალურად რაღაც ისეთზე დავიწყე ლაპარაკი, რაზეც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ჯიუტად დუმდა და მძიმე, თითქოს ფუთიანი ნაბიჯებით ოთახში
ბოლთას სცემდა. მივხვდი, რომ გულნატკენი იყო და უცებ ძალიან
შემეცოდა, ამიტომ სიჩუმის დასარღვევად ვკითხე:
– ასეთი კოპებშეკრული რატომ ხარ, ფედია?
ფიოდორ მიხაილოვიჩმა განრისხებული მზერით შემომხედა,
ოთახში ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიარა და პირდაპირ ჩემ წინ გაჩერ-
და.
– მედალიონს ატარებ? – მკითხა როგორღაც ჩავარდნილი ხმით.
– ჰო, ვატარებ.
– მანახე!
– რად გინდა, აკი ბევრჯერ გინახავს.
– მედალიონი მანახე! – დამიყვირა მან მთელი ხმით. მივხვდი,
რომ მეტისმეტი მომივიდა და კიდევ უფრო რომ არ გამეღიზიანებინა

378
საყელოს შეხსნა დავიწყე, მაგრამ მედალიონის ამოღება ვერ მოვას-
წარი, ფიოდორ მიხაილოვიჩმა ვეღარ მოითმინა, ჩემკენ სწრაფად
დაიხარა და ძეწკვი გამეტებით ჩამომგლიჯა. ძეწკვი, რომელიც ჟენე-
ვაში ყოფნისას თვითონ მიყიდა, საკმაოდ წვრილი იყო, ამიტომ ად-
ვილად ჩამომწყდა და მედალიონი ფიოდორ მიხაილოვიჩს შერჩა
ხელში. მან
საწერ მაგიდას სწრაფად შემოუარა, დაიხარა და მედალიონის
გახსნას შეეცადა, მაგრამ რადგან არ იცოდა თითი სად უნდა დაეჭი-
რა, დიდხანს ეწვალა, თან ხელები ისე უკანკალებდა, რომ მედალიო-
ნი კინაღამ ხელიდანაც კი გაუვარდა. ქმარი საშინლად შემებრალა,
საკუთარ თავზე კი გული მომივიდა, რომ ჩემ გამო ასე ნერვიულობ-
და, ამიტომ დახმარება შევთავაზე, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა
უარის ნიშნად თავი გააქნია. ბოლოს, როგორც იქნა, გასახსნელი
იპოვა, მედალიონი გახსნა და ერთ ნახევარში ლიუბოჩკას, მეორეში
კი თავისი პორტრეტი დაინახა. გაოგნებისგან გაშეშდა, იდგა და ხმი-
სამოუღებლად პორტრეტებს შესცქეროდა.
– აბა?.. რა იპოვე? – ვკითხე მე. – ფედია, ჩემო სულელო, მითხა-
რი ერთი, არ გრცხვენია იმ ანონიმურ წერილს რომ დაუჯერე?
ფიოდორ მიხაილოვიჩი მაშინვე ჩემკენ მობრუნდა.
– ანონიმური წერილის შესახებ საიდან იცი?
– როგორ თუ საიდან? მე თვითონ გამოგიგზავნე!
– შენ გამომიგზავნე? რას ამბობ?! არა, წარმოუდგენელია!
– კარგი, ახლავე დაგიმტკიცებ!
წამოვდექი და, მეორე მაგიდასთან მისულმა, რომელზეც
“Отечественные записки”-ს აპრილის ნომერი იდო, ქაღალდები გავ-
წი-გამოვწიე, ის რამდენიმე ფურცელი ვიპოვე, რომელზეც წინა საღა-
მოს ხელწერის შეცვლაზე ვვარჯიშობდი და ფიოდორ მიხაილოვიჩს
ვაჩვენე.
– წერილის ტექსტი შენ თვითონ მოიგონე? – მკითხა მან და გაოგ-
ნებისგან ხელები გაშალა.

379
– არა, რა თქმა უნდა! სოფია ივანოვნას რომანიდან ამოვიწერე.
შენ თვითონაც გუშინ არ წაიკითხე? მეგონა მიხვდებოდი.
– როგორ უნდა მიმხვდარიყავი, ყველა ანონიმური წერილი ხომ
ასეთი ფორმით იწერება!.. არა, არ მესმის! ჩემთვის წერილის გამოგ-
ზავნა რამ გაფიქრებინა?!
– უბრალოდ გახუმრება მინდოდა, – ავუხსენი მე.
– განა ეს სახუმარო თემაა? ამ ნახევარ საათში ერთი სიცოცხლე
გავათავე!
– რა ვიცოდი, რომ ასეთი ოტელო იყავი და გაგიჟდებოდი. თან
არც კი დაფიქრდებოდი.
– ასეთ მდგომარეობაში არავინ ფიქრობს! აი, სწორედ ეგ მეტყვე-
ლებს იმაზე, რომ ჭეშმარიტი სიყვარული და ჭეშმარიტი ეჭვი არას-
დროს განგიცდია.
– ჭეშმარიტი სიყვარული როგორ არ განმიცდია, მთელი არსებით
მიყვარხარ, მაგრამ რაც შეეხება “ჭეშმარიტ ეჭვს”, მართალი ხარ, არ
განმიცდია, თუმცა ამაში ბრალი თავად მიგიძღვის: შენ ხომ არ მღა-
ლატობ! – ვუთხარი მე და მისი განწყობის გამოსაკეთებლად გავიცი-
ნე, – მიღალატე და ვიეჭვიანებ! თუმცა, ვგონებ, ამ შემთხვევაშიც შენ-
ზე მოსიყვარულე აღმოვჩნდები: იმ ქალს ალბათ თვალებს ამოვკაწ-
რავდი, მაგრამ შენ ხელს მაინც ვერ გახლებდი!
– შენ კი გეცინება, ანეჩკა, – დამნაშავის ხმით დაიწყო ფიოდორ
მიხაილოვიჩმა, – მაგრამ დაფიქრდი, რა უბედურება შეიძლებოდა
მომხდარიყო! ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა: ღმერთმა გვიშვე-
ლა და ჩვენი შვილები საშინელებას გადაარჩინა! დაფიქრდი, კიდეც
რომ ვერ მენახა იმ ვიღაცის პორტრეტი, ეჭვის მარცვალი ხომ მაინც
ჩამრჩებოდა გულში და მთელი სიცოცხლე გამტანჯავდა. გემუდარე-
ბი, ასე აღარასოდეს იხუმრო, ხომ იცი, როცა გააფთრებული ვარ
თავს ვერ ვაკონტროლებ!
ამ ლაპარაკისას კისერზე ოდნავი წვა ვიგრძენი, ხელსახოცი მო-
ვისვი და ზედ შერჩენილი სისხლის კვალი დავინახე: როგორც ჩანს,

380
მთელი ძალით ჩამოწყვეტილმა ძეწკმა კისერი გამიჩხაპნა. ხელსა-
ხოცზე სისხლის დანახვაზე ფიდორ მიხაილოვიჩი სასოწარკვეთილე-
ბამ მოიცვა.
– ღმერთო, ეს რა გავაკეთე! ანეჩკა, ძვირფასო, მაპატიე! გატკინე
არა?! გტკივა?.. მითხარი, ძალიან გტკივა?
მე მის დამშვიდებას შევეცადე, ვუთხარი, რომ არ მტკიოდა და კი-
სერზე უბრალო ნაკაწრი მქონდა, რომელიც ხვალ აღარც კი მემახ-
სოვრებოდა, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი სერიოზულად შეშ-
ფოთდა, შეშფოთებაზე მეტად კი საკუთარი უკონტროლო აფეთქები-
სა შერცხვა. მთელმა საღამომ მის ბოდიშებსა და სინანულში, მაგრამ,
იმავდროულად, გულითად და ერთმანეთის მიმართ სინაზით აღსავ-
სე საუბარში გაიარა. მე გულწრფელად ვნანობდი, რომ ქმარს ამხე-
ლა ტკივილი მივაყენე და თავს პირობა მივეცი, მასთან ასე აღარასო-
დეს მეხუმრა, უკვე გამოცდილებით ვიცოდი, რომ ეჭვიანობის დროს
ჩემი ძვირფასი ქმარი შეიძლებოდა გააფთრების უკიდურეს ზღვრამ-
დე მისულიყო და თითქმის შეურაცხადი გამხდარიყო.
იმ მედალიონსაც და (1876 წლის 18 მაისით დათარიღებულ) ანო-
ნიმური წერილსაც დღემდე ვინახავ.

II. 1976 წელი. ძროხის ძებნა


1876 წლის ზაფხულში სტარო რუსაში ოჯახთან ერთად სანკტ-პე-
ტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაი პეტროვიჩ ვაგნე-
რი ისვენებდა. ის ჩვენთან ი.პ. პოლონსკისგან წერილით მოვიდა და
ფიოდორ მიხაილოვიჩზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოახდი-
ნა, გარდა ამისა, ფიოდორ მიხაილოვიჩი თავისი ახალი ნაცნობის
სპირიტიზმით ფანატიკურმა გატაცებამაც დააინტერესა და იმ ზაფ-
ხულს მათ შორის გულითადი მეგობრობა დაიწყო.
ერთხელ პარკში შეხვედრისას ვაგნერმა მითხრა:
– ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაოცა გუშინ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა!

381
– გაგაოცათ? რით? – დავინტერესდი მეც.
– საღამოს სეირნობისას თქვენთან შემოვლა მინდოდა, მაგრამ
თქვენი ქმარი გზაჯვარედინზე შემხვდა და ვკითხე: “სასეირნოდ მიდი-
ხართ, ფიოდორ მიხაილოვიჩ?”
– არა, სასეირნოდ არა, საქმეზე.
– შეიძლება მეც თან წამოგყვეთ?
– წამოდით თუ გინდათ, – თუმცა კი აშკარად უწადილოდ, მაგრამ
ნება დამრთო მან.
შევნიშნე, რომ რაღაც აწუხებდა, როგორც ჩანს, საუბრის განწყო-
ბაზე არ იყო... პირველ გზაჯვარედინამდე რომ მივედით, გზად დედა-
კაცი შემოგვხვდა და ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჰკითხა:
– დედავ, წაბლისფერი ძროხა ხომ არ დაგინახავს?
– არა, ბატონო, არ დამინახავს, – უპასუხა ქალმა.
წაბლისფერ ძროხაზე კითხვა უცნაურად მომეჩვენა და ხალხურ
გადმოცემას მივაწერე, რომლის მიხედვითაც, მინდვრიდან დაბრუნე-
ბული პირველი ძროხის შეხედვით ხვალინდელი ამინდის გამოცნობა
შეიძლება, მაგრამ როდესაც კიდევ ერთი კვარტალი გავიარეთ და
ფიოდორ მიხაილოვიჩმა გზად შემხვედრ ბიჭუნასაც იმავე კითხვით
მიმართა, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
– კი მაგრამ, ფიოდორ მიხაილოვიჩ, წაბლისფერ ძროხას რატომ
კითხულობთ?
– როგორ თუ რატომ? ვეძებ და იმიტომ.
– ეძებთ? – გამიკვირდა მე.
– დიახ, რა არის გასაკვირი, ჩვენს ძროხას ვეძებ. მინდვრიდან არ
დაბრუნებულა და სხვებთან ერთად მეც ძროხის მოსაძებნად წამოვე-
დი.
მხოლოდ მერეღა გავაცნობიერე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი
მთელი გზა მართლაც ქუჩის ორივე მხარეს თხრილებს აკვირდებოდა
და თითქოს ვერ მამჩნევდა, ცხადად სხვა რამეზე ფიქრობდა.
– მერე ასე რამ გაგაკვირვათ? – ვკითხე ვაგნერს.

382
– როგორ თუ რამ?! – მიპასუხა მან. – იმან, რომ სიტყვის უბადლო
ოსტატი, რომლის გონებაცა და ფანტაზიაც მუდმივად უმაღლესი წეს-
რიგის იდეებით არის დაკავებული, ქუჩაში დაეხეტებოდა და წაბლის-
ფერ ძროხას ეძებდა.
– როგორც ჩანს, თქვენ ჯერაც არ იცით, პატივცემულო ნიკოლაი
პავლოვიჩ, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი არა მარტო ნიჭიერი მწერალი, არამედ მოსიყვარუ-
ლე და მზრუნველი მეოჯახეცაა, რომლისთვისაც ყველაფერს, რაც
მის ოჯახში ხდება, დიდი მნიშვნელობა აქვს, – ვუპასუხე მე. – და ეს
ეხება ძროხასაც, რომელიც გუშინ რომ არ დაბრუნებულიყო, ჩვენი
შვილები, განსაკუთრებით კი უმცროსი, რძის გარეშე დარჩებოდნენ,
ან, რომელიმე სხვა, შესაძლოა დაავადებული ძროხის რძის დალევა
მოუწევდათ. ამიტომ იყო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი დაკარგულ
ძროხას ეძებდა.
უნდა ითქვას, რომ საკუთარი ძროხა ჩვენ არ გვყავდა, მაგრამ
ზაფხულობით რუსაში ჩამოსულებს ახლომახლო მცხოვრები გლეხე-
ბი იმის იმედად, რომ ზამთარში გაძვალტყავებული ძროხის მაგივ-
რად შემოდგომაზე კარგად ნასუქ პირუტყვს მიიღებდნენ, ჩვენთვის
ზაფხულის განმავლობაში ძროხის მოქირავებას ერთმანეთს ასწრებ-
დნენ. დაქირავებული ძროხისთვის გლეხს ზაფხულის განმავლობაში
ათ-თხუთმეტ რუბლს ვუხდიდით, მაგრამ ძროხის დაცემის შემთხვევა-
ში, ვალდებული ვიყავით, გლეხისთვის ოთხმოცდაათი რუბლი მიგ-
ვეცა. ყოველ ზაფხულს ორ-სამჯერ მაინც ხდებოდა, რომ ძროხა მინ-
დვრიდან არ ბრუნდებოდა და ასეთ დროს, გარდა ახალშობილისა
და ძიძისა, მთელი ოჯახი სხვადასხვა მიმართულებით ძროხის საძებ-
ნელად მივდიოდით. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც ჩვენს
ოჯახში მომხდარი კარგი თუ ცუდი ყოველთვის ისედაც გულთან მიჰ-
ქონდა, თავისთავად ცხადია, ამ ძებნაშიც იღებდა მონაწილეობას,

383
ხანდახან დაკარგულ ძროხას პოულობდა კიდეც და ბოსელშიც აბრუ-
ნებდა. ჩემთვის ფიოდორ მიხაილოვიჩის ოჯახზე ეს გულითადი ზრუნ-
ვა ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო.

III. 1876 წელი. ზამთარი. ნაცნობობა


იმ ზამთარს მაღალ საზოგადოებაში ფიოდორ მიხიალოვიჩის ნაც-
ნობთა წრე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას ყველგან თბილად იღებ-
დნენ და არა მარტო მის გონებასა და ნიჭიერებას, მის კეთილ და ყო-
ველი ადამიანურის თანამგრძნობ გულსაც აფასებდნენ.
მე კი გადავწყვიტე საზოგადოებაში არც იმ ზამთარს გავსულიყავი:
მთელი დღის განმავლობაში “Дневник писателя”-ზე მუშაობით, ოჯა-
ხის საქმეებითა და ბავშვების მოვლით იმდენად ვიღლებოდი, რომ
საღამოობით დასვენება და რომელიმე საინტერესო წიგნის წაკით-
ხვაღა მინდოდა, ასეთი განწყობით საზოგადოებაში გასული კი ალ-
ბათ ყველაზე მოსაწყენი ადამიანის შთაბეჭდილებას თუ დავტოვებ-
დი. თუმცა ამას წუთითაც არ ვნანობდი და აი, რატომ: უცხოეთიდან
დაბრუნების შემდეგ და ფიოდორ მიხაილოვიჩის სიცოცხლის ბო-
ლომდე ჩვენ ერთი ასეთი წესი დაგვიმკვიდრდა: საზოგადოებაში ჩე-
მი გაუსვლელობით მუდმივად დამწუხრებული ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი შინ დაბრუნების შემდეგ (მისი აზრით) ჩემი მოწყენილობის გასა-
ქარვებლად და ცნობისმოყვარეობის თუნდაც ნაწილობრივ მაინც
დასაკმაყოფილებლად ცდილობდა, სტუმრად ყოფნისას ნანახისა თუ
მოსმენილის და ამა თუ იმ პიროვნებასთან საუბრის ყველა დეტალი
ჩემთვის მოეთხრო. მინდა აღვნიშნო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის
მოთხრობილი ეს ამბები იმდენად საინტერესო და ექსპრესიული იყო,
რომ საზოგადოებაში ყოფნის მაგივრობას
თავისუფლად მიწევდა. ამიტომ სტუმრად წასული ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის შინ დაბრუნებას ყოველთვის დიდი მოუთმენლობით ვე-
ლოდი. ის სახლში, ჩვეულებრივ, პირველი-ორის ნახევარისთვის
ბრუნდებოდა და დაბრუნებულს ახლად მოდუღებული ცხელი ჩაი

384
ხვდებოდა; ფიოდორ მიხაილოვიჩი იცვლიდა, თავის ფართო ზაფხუ-
ლის პალტოს იცვამდა (რომელიც ხალათის მაგივრობას უწევდა),
ფინჯან ჩაის სვამდა და ჩემთვის იმ საღამოს ამბების მოყოლას იწყებ-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩმა იცოდა, რომ დეტალები მაინტერესებდა
და სხვადასხვა ადამიანთან შემდგარ თავის საუბრებს დაწვრილებით
მიამბობდა, თუმცა მე ხელჩასაჭიდს მაინც ვპოულობდი ხოლმე და
დამატებით კითხვებს ვუსვამდი: “მერე იმან რა გითხრა? ...და შენ რა
უპასუხე?”
სტუმრად ყოფნის შემდეგ შინ დაბრუნებული ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი სამუშაოდ არ ჯდებოდა და, რამდენადაც გვიან დაძინებას იყო
მიჩვეული, ასეთი ლაპარაკი ზოგჯერ ღამის ხუთ საათამდეც კი გვიგ-
რძელდებოდა ხოლმე, თუმცა ხანდახან მოსაყოლსა და სალაპარა-
კოს ამ დრომდეც ვერ ვამთავრებდით და მეორე დღეს თავი რომ არ
მტკენოდა, დასაძინებლად მიშვებდა, მაგრამ მპირდებოდა, რომ და-
ნარჩენს ხვალ მომიყვებოდა.
ხანდახან ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემთან იმით იწონებდა თავს,
რომ რომელიმე ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ კამათში მისი გა-
მარჯვებით დასრულებულ საუბარს მიყვებოდა, ხანდახან კი თავის
მარცხსა ან შეცდომაზე მიამბობდა, მეუბნებოდა, რომ ვიღაც ვერ
იცნო და ამან რაღაც გაუგებრობა გამოიწვია, მერე კი შეცდომის გა-
მოსწორების მიზნით რჩევას მეკითხებოდა. ხანდახან გულახდილად
შემომჩიოდა, მიყვებოდა, რაოდენ უსამართლო დამოკიდებულებას
გრძნობდა ზოგიერთთა მხრიდან და როგორ ცდილობდნენ ისინი
მისთვის შეურაცხყოფის მიყენებასა და თავმოყვარეობის შელახვას.
სიმართლე უნდა ითქვას და აღინიშნოს, რომ მისი პროფესიის ადა-
მიანები, ისინიც კი, ვინც არც თავად უჩიოდნენ უჭკუობასა თუ უნიჭო-
ბას ძალიან ხშირად წვრილ-წვრილი კბილის გაკვრითა თუ საწყენი
სიტყვით ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის იმის დანახვებას ცდილობ-
დნენ, რომ მისი ნიჭი მათ თვალში არაფერს ნიშნავდა. მაგალითად,
ზოგიერთი ამ მიზანს იმით აღწევდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს მის

385
ახალ ნაწარმოებზე ხაზგასმულად არ ელაპარაკებოდა, თავი ისე ეჭი-
რა თითქოს ცუდი შეფასებით წყენინება არ უნდოდა, თუმცა, ცხადია
იცოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი მისგან არა ქებასა და ქათი-
ნაურებს, არამედ იმის თაობაზე გულახდილ მოსაზრებას ელოდა,
შეძლო თუ არა მან რომანში ჩაფიქრებული იდეის გატარება? იყო
შემთხვევები, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩის “მეგობრისთვის” დას-
მულ კითხვას, წაიკითხა თუ არა მან რომანის ბოლო თავი (ჟურნალში
დაბეჭდვიდან ერთი თვის შემდეგ), “მეგობარი” პასუხობდა, რომ
“ჟურნალის ის ნომერი ახალგაზრდობამ მოსტაცა, ხელიდან ხელში
გადადიოდა და ყველა აქებდა”, ამასთან, იმ “მეგობარმა” მშვენივრად
იცოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს მისი აზრი აინტერესებდა და
არა გამოუცდელი ახალგაზრდობისა და გულს ატკენდა, თუკი სიტ-
ყვას გადაუკრავდა: “თქვენი
ნაწარმოებები იმდენად არ მაინტერესებს, რომ მთელი თვის გან-
მავლობაში თავშიც არ მომსვლია ჟურნალი ხელში ამეღო და გადა-
მეშალაო”.
მახსოვს შემთხვევა, როდესაც საზოგადოებაში ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩთან შეხვედრილმა ერთმა ლიტერატორმა “იდიოტის” გამოქ-
ვეყნებიდან ხუთი წლის შემდეგ მას გამოუცხადა, რომ როგორც იქნა,
რომანი წაიკითხა და კი მოეწონა, მაგრამ მასში უზუსტობაც აღმოაჩი-
ნა.
– რა უზუსტობას გულისხმობთ? – დაინტერესდა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი, რადგან ჩათვალა, რომ თანამოსაუბრე რომანში გატარე-
ბულ იდეაზე ან გმირების ხასიათზე ლაპარაკობდა.
– ამ ზაფხულს პავლოვსკში ვისვენებდი, – უპასუხა ლიტერატორ-
მა. – და ქალიშვილთან ერთად სეირნობისას იმ მდიდრულ აგარაკს
ვეძებდით, რომელშიც რომანის გმირი აგლეა ეპანჩინა ცხოვრობდა,
მაგრამ ვერსად ვიპოვეთ, პავლოვსკში ასეთი აგარაკი უბრალოდ არ
არსებობს.

386
თითქოს ფიოდორ მიხაილოვიჩი ვალდებული იყო რომანში არა
გამოგონილი, არამედ აუცილებლად ნამდვილად არსებული აგარა-
კი აღეწერა.
მეორე ლიტერატორმა (რამდენიმე წლის შემდეგ) კი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს გამოუცხადა, რომ
პროკურორის სიტყვა (რომანში “ძმები კარამაზოვები”) დიდი ყუ-
რადღებით და ორჯერ წაიკითხა, თანაც მეორედ ხმამაღლა და ხელ-
ში საათით.
– საათით? – გაუკვირდა ფიოდორ მიხაილოვიჩს.
– რომანში ამბობთ, რომ პროკურორის სიტყვა ... წუთს გრძელ-
დებოდაო და მომინდა შემემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ სიტყვას არა
..., არამედ სულ რაღაც ... წუთი დასჭირდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავიდან იფიქრა, რომ პროკურორის
სიტყვის ხელმეორედ გადაკითხვის მიზეზი, ისევე, როგორც ჩვენ გვე-
მართებოდა ხოლმე, როცა რაღაც ძალიან მოგვწონდა, ლიტერატო-
რის დაინტერესება იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიტერატორი
ისეთ უმნიშვნელო და არაფრისმთქმელ ფაქტორზე ლაპარაკობდა,
რომელზეც ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამახვილებდა ყუ-
რადღებას, თუ ფიოდორ მიხაილოვიჩის წყენინებას მოინდომებდა.
თანამედროვე ლიტერატორთა მხრიდან ფიოდორ მიხაილოვიჩის
მიმართ ასეთი დამოკიდებულების მაგალითები უხვად მახსოვს.
ყველა ეს მაგალითი, ცხადია, ფიოდორ მიხაილოვიჩის თავმოყ-
ვარეობის შელახვის მიზნით იმ ნიჭიერი ადამიანებისთვისვე უღირსი
წვრილ-წვრილი კბილის გაკვრის მეტი არაფერი იყო და
ყურადღების მიქცევაც არ ღირდა, მაგრამ ჩემს ავადმყოფობით
ნერვებმოშლილ ქმარზე მაინც მტკივნეულად მოქმედებდა. ამ უკე-
თურ ხალხზე ხშირად ვბრაზობდი და მათ შეურაცხმყოფელ გამოხ-
დომებს, დაე, მაპატიონ თუკი ვცდები, “პროფესიულ შურად” მივიჩ-
ნევდი, რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს
არასდროს არავის მიმართ არ ჰქონია, პირიქით, მიუხედავად ამა თუ

387
იმ ავტორისგან განსხვავებული შეხედულებებისა, მის ნაწარმოებზე
ლაპარაკისას თუ წერისას ნაწარმოების ღირსებებს ყოველთვის ხაზ-
გასმით აღნიშნავდა.
გარდა ამისა, მაღალ საზოგადოებაში სტუმრობის შემდეგ შინ დაბ-
რუნებული ფიოდორ მიხაილოვიჩი იქ ნანახი ქალბატონების ჩაცმუ-
ლობასაც აღმიწერდა ხოლმე, რაც ძალიან მაინტერესებდა, ხანდახან
კი სურვილს გამოთქვამდა, რომ რომელიღაც ქალბატონის ტანზე
მოწონებული კაბა აუცილებლად ჩემთვისაც შემეკერა.
– ანია, – მეუბნებოდა ის, – მართლაც საუცხოო კაბა ეცვა; ფასონი
ძალიან უბრალოა: წარმოიდგინე: მარჯვნივ აწეული და ანაოჭებული,
უკან ჩამოშვებული ქვედა ბოლო, მაგრამ არა იატაკზე დაფენილი...
აი, მარცხენა მხარეს კი დამავიწყდა როგორ იდგა, მგონი მარცხნივაც
აწეული იყო. ასეთი შეიკერე, აი, ნახავ, როგორ მოგიხდება.
მე პირობას ვაძლევდი, რომ შევიკერავდი, მაგრამ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის აღწერით ფასონის წარმოდგენას თითქმის ვერასდროს
ვახერხებდი.
ჩემი ქმარი ხანდახან ფერებშიც ცდებოდა ხოლმე და კარგად ვერ
ერკვეოდა. ზოგჯერ კი რომელიმე ფერს ისეთი სიტყვით აღნიშნავდა,
რომელსაც უკვე აღარავინ ხმარობდა, მაგალითად, ერთ-ერთი ასე-
თი იყო – სოსანისფერი; ფიოდორ მიხაილოვიჩი ცდილობდა დავერ-
წმუნებინე, რომ ჩემს კანის ფერს სოსანისფერი მოუხდებოდა და ამ
ფერის კაბის შეკერვას მთხოვდა. მეც, რამდენადაც მინდოდა მესია-
მოვნებინა, მაღაზიებში სოსანისფერი ქსოვილი მოვიკითხე, მაგრამ
ვაჭრები მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ და ვერაფერს მთავაზობდნენ,
მხოლოდ ერთი მოხუცი ქალისგან გავიგე მოგვიანებით, რომ სოსა-
ნისფერი იგივე იისფერი იყო და ადრე მოსკოვში კუბოებს შიგნიდან
ამ ფერის ხავერდს აკრავდნენ. შესაძლოა, სოსანისფერი კაბა მარ-
თლაც მომხდომოდა, მაგრამ რადგანაც დიდხანს ვერ გავარკვიე, რა
ფერს გულისხმობდა ფიოდორ მიხაილოვიჩი სოსანისფერი კაბაში,
ქმრის სურვილის შესრულება საბოლოოდ მაინც ვერ შევძელი.

388
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველ-
თვის უაღრესად კმაყოფილი იყო, როცა ლამაზ კაბასა და შლაპაში
მხედავდა. ის გულწრფელად ოცნებობდა, რომ მოხდენილად ჩაც-
მულს მევლო და ეს მას ჩემზე ბევრად მეტადაც კი გაახარებდა. მაგ-
რამ ჩვენი მატერიალური მდგომარეობა მუდამ მძიმე იყო და ჩაცმა-
დახურვაზე ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა. სამაგიეროდ რა
ბედნიერი და კმაყოფილი ჩამოდიოდა ხოლმე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი უცხოეთიდან, როცა ხანდახან, ჩემი სურვილის წინააღმდეგაც კი,
საჩუქრად რაიმე
ლამაზი ნივთის ჩამოტანას ახერხებდა. ემსში ყოველი გამგზავრე-
ბისას ფიოდორ მიხაილოვიჩი ფულს ეკონომიურად ხარჯავდა და
ჩემთვის საჩუქარი აუცილებლად ჩამოჰქონდა: ერთხელ სპილოს
ძვლის ულამაზესი (ხელით ნაკეთი) მარაო ჩამომიტანა; მეორედ ცის-
ფერი მინანქრით მოპირკეთებული საუცხოო ბინოკლი, მესამედ –
ქარვის სამეული (გულსაბნევი, საყურეები და სამაჯური). ამ ნივთებს
ის დიდხანს ეძებდა, არჩევდა, ათვალიერებდა და გულწრფელად
უხაროდა, როცა მისი ჩამოტანილი საჩუქარი მომწონდა. მეც, რადგან
ვიცოდი, რომ ქმარს ჩემთვის ჩუქება უყვარდა, მათი მიღებისას ყო-
ველთვის დიდ სიხარულს გამოვთქვამდი, მაშინაც კი, როცა ხანდახან
გული მწყდებოდა, რომ ნივთებს არა საჭიროების, არამედ მათი სი-
ლამაზის მიხედვით არჩევდა. მაგალითად, მახსოვს როგორ დამწყდა
გული, როცა ერთხელ ფიოდორ მიხაილოვიჩმა კატკოვისგან ფულის
მიღების შემდეგ მოსკოვის საუკეთესო მაღაზიაში თითო თორმეტ
რუბლად თორმეტი პერანგი მიყიდა. თავისთავად ცხადია, საჩუქარი
აღფრთოვანებით მივიღე, მაგრამ გულში ფული დამენანა, რადგან
თეთრეული ისედაც საკმარისზე მეტი მქონდა და მათში გადახდილი
თანხით ბევრი ისეთი რამის ყიდვა შეიძლებოდა, რაც მართლაც
მჭირდებოდა.
ძვირფასი პერანგების ყიდვას წინ უძღოდა ერთი სასაცილო შემ-
თხვევა, რომელზეც ბევრი ვიცინეთ. ერთხელაც, ღამის პირველი-

389
ორი საათისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს ოთახში შემოვიდა და
ხმამაღალი კითხვით გამაღვიძა: “ანია, ეს შენი პერანგებია?” – “რა
პერანგები? ჰო, ალბათ ჩემია”, – ვუპასუხე ჯერაც ნახევრად მძინარემ.
“ასეთი უხეში პერანგების ტარება როგორ
შეიძლება?!” – გული მოუვიდა მას. “რატომაც არა? მაგრამ იმასაც
ვერ ვხვდები, რას მეუბნები, საყვარელო, დამაძინე, გთხოვ!” ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ჩემს ოთახში იმ შემოსვლისა და გულმოსვლის
მიზეზი კი დილას გაირკვა. მოახლემ მიამბო, რომ “ბატონს” ის და მზა-
რეული ჯერ შეუშინებია, მერე კი ძალიან გაუოცებია. საღამოს მოახ-
ლეს თავისი ორი პერანგი გაურეცხავს და გარეთ, თოკზე გაუკიდებია.
მაგრამ ღამით ქარი ამოვარდნილა და გაყინული პერანგები ფანჯა-
რაზე არაკუნებულა. ფიოდორ მიხაილოვიჩს, რომელიც, ჩვეულებ-
რივ, თავის კაბინეტში მუშაობდა, კაკუნის გაგონებაზე შეშინებია, რომ
ხმაურს ბავშვები არ გაეღვიძებინა და სამზარეულოში გასულა, ტაბუ-
რეტზე შემდგარა, პერანგები თოკიდან ფრთხილად ჩამოუხსნია და
გულდასმით ქურის თავზე ჩამოუკიდებია. როგორც ჩანს, თეთრეუ-
ლის უხეში ქსოვილი სწორედ მაშინ შენიშნა ფიოდორ მიხაილოვიჩმა
(პერანგები, თავისთავად ცხადია, უხეში ნაცრისფერი ტილოსი იყო),
თავზარი დაეცა და ჩემს გასაღვიძებლად წამოვიდა. დილას ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ეს ყველაფერი ვუამბე და თავის შეცდომაზე მა-
ნაც ბევრი იცინა. ხოლო როცა ვკითხე, მე რატომ გამაღვიძა და არა
მოახლე, მიპასუხა: “შემეცოდა, აკი მთელი დღე ფეხზე არიან, ღამით
ხომ მაინც უნდა დაიძინონო”. ასე ეპყრობოდა ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი მსახურებს და თავისი საჭიროებისთვის ცდილობდა არასდროს
დაეტვირთა.
მაგრამ ყველაზე მეტად ფიოდორ მიხაილოვიჩი კმაყოფილი იყო,
როცა სიკვდილამდე ორი წლით ადრე ჩემთვის ბრილიანტის საყუ-
რეების ჩუქება მოახერხა. საყურეები დაახლოებით ორას
რუბლამდე ღირდა და ბრილიანტების ყიდვასთან დაკავშირებით
ფიოდორ მიხაილოვიჩი რჩევის საკითხავად ძვირფასი ქვების ნაცნობ

390
სპეციალისტთან – პ.ფ. პანტელეევთანაც კი მივიდა. მახსოვს, ეს სა-
ყურეები პირველად ლიტერატურულ საღამოზე გავიკეთე, რომელ-
ზეც ფიოდორ მიხაილოვიჩი კითხულობდა. იმ დროს, როცა ჯერაც
სხვა ლიტერატორები კითხულობდნენ, მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი
სარკეებიან კედელთან ვისხედით, მაგრამ უცებ შევნიშნე, რომ ქმარი
სადღაც გვერდით იყურებოდა და ვიღაცას უღიმოდა; მერე ჩემკენ
დაიხარა და აღფრთოვანებულმა ყურში ჩამჩურჩულა: “ბზინავს, ნეტა
იცოდე, როგორ ბზინავს!” აღმოჩნდა, რომ გაჩირაღდნებულ ოთახში
ჩემი ბრილიანტების ბზინვარება ადრინდელზე მეტად თვალშისაცემი
იყო და ფიოდორ მიხაილოვიჩიც ამით პატარა ბავშვივით ხარობდა.

IV. 1876 წელი. ტურგენევის ვალი


1876 წელს ჩვენი ცხოვრებიდან ერთი პატარა გაუგებრობა დამა-
მახსოვრდა, რომელმაც იქამდე ორი-სამი დღით ადრე ეპილეფსიის
შეტევით ისედაც დასუსტებული ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად
ააღელვა. ფიოდორ მიხაილოვიჩთან პარიზში მცხოვრები და შემ-
დგომ, პუშკინის წიგნებისა და დოკუმენტების კოლექციის შემდგენე-
ლი ახალგაზრდა კაცი – ალექსანდრ ფიოდოროვიჩ ოტო (ონეგინი)
გამოცხადდა და ფიოდორ მიხაილოვიჩს აცნობა, რომ მის მეგობარს
ივ.ს. ტურგენევს ჩვენთან მოსვლა და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის
თავისი ვალის გამორთმევა ეთხოვა. ჩემს ქმარს გაუკვრდა და სტუ-
მარს ჰკითხა: “განა ტურგენევს პ.ვ. ანენკოვისგან ის ორმოცდაათი ტა-
ლერი არ მიუღია, რომელიც მე ტურგენევისთვის გადასაცემად ანენ-
კოვს ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, რუსეთისკენ მომავალ გზაზე
მატარებელში შეხვედრისას გადავეციო?” ბატონმა ოტომ ტურგენევის
მიერ ანენკოვისგან ფულის მიღება დაადასტურა, მაგრამ ამასთან და-
ამატა, რომ ტურგენევის სიტყვებით, მას ვისბადენში ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის თხოვნით არა ორმოცდაათი, არამედ ასი ტალერი ჰქონდა
გაგზავნილი და, შესაბამისად, ფიოდორ მიხაილოვიჩს მისი კიდევ
ორმოცდაათი ტალერი ემართა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ამბავმა

391
უაღრესად ააღელვა, ჩათვალა, რომ რაღაც ეშლებოდა და კაბინეტ-
ში დაუყოვნებლივ მიხმო.
– ხომ არ გახსოვს, ანია, ტურგენევისა რამდენი მმართებდა? –
მკითხა მან სტუმრის წარდგენის შემდეგ.
– ორმოცდაათი ტალერი.
– ნამდვილად? კარგად გახსოვს? ხომ არაფერი გეშლება?
– მშვენივრად მახსოვს, რადგან ტურგენევმა თავის წერილში თა-
ვად მოგწერა, რამდენს გიგზავნიდა.
– აბა წერილი მაჩვენე? შენ გაქვს? – მომთხოვა ქმარმა მაშინვე.
წერილი, რა თქმა უნდა, ახლომახლო არ მქონდა და უნდა მომე-
ძებნა, მაგრამ ქმარს დავიპირდი, რომ აუცილებლად მოვძებნიდი და
ახალგაზრდა კაცს მის საჩვენებლად ჩვენთან ორი დღის შემდეგ შე-
მოვლა ვთხოვეთ.
ახალგაზრდა კაცის წასვლის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩმა
იფიქრა, რომ შეიძლებოდა მეც მეშლებოდა და ამან კიდევ უფრო მე-
ტად და იმდენად ააღელვა, რომ გადავწყვიტე, რადაც უნდა
დამჯდომოდა, წერილი დაუყოვნებლივ, იმ ღამესვე მეპოვა.
ქმრის ნერვიულობა მეც გადმომედო და შევშინდი, ვიფიქრე, რომ
მართლაც რაღაც მეშლებოდა და თანხის ოდენობა არასწორად მახ-
სოვდა. საუბედუროდ, ჩემი ქმრის კორესპონდენცია იმ წლებში მო-
წესრიგებული ჯერაც არ მქონდა და მანამდე, სანამ ტურგენევის წე-
რილი ვიპოვე, ალბათ სამას ან ოთხას წერილზე თვალის გადავლება
მაინც მომიხდა. მაგრამ ტურგენევის წერილის პოვნითა და წაკით-
ხვით დავრწმუნდით, რომ თანხის რაოდენობა სწორად გვახსოვდა
და ორივენი დავმშვიდდით.
ორი დღის შემდეგ მოსულ ბატონ ოტოს ტურგენევის წერილი რომ
ვაჩვენეთ, ახალგაზრდა კაცი გაოგნებული დარჩა და გვთხოვა, წერი-
ლი ტურგენევთან გასაგზავნად გვეთხოვებინა, ამასთან დაგვპირდა,
რომ მოგვიანებით აუცილებლად დაგვიბრუნებდა.

392
სამიოდე კვირის შემდეგ ბატონი ოტო ჩვენთან ისევ მოვიდა და
წერილი მოგვიტანა, თუმცა არა ის, რომელიც ჩვენ გადავეცით, არა-
მედ თავად ფიოდორ მიხაილოვიჩის წერილი, რომელშიც ჩემი ქმარი
ტურგენევს ორმოცდაათი ტალერით ხელის გამართვას სთხოვდა.
ასე, ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა ეს გაუგებრობა, მხოლოდ ა.ფ.
ოტო დაზარალდა, რომელმაც წლების შემდეგ ჩემთვის თავისი პერ-
სონის შეხსენებისას მომწერა:
“ფიოდორ მიხაილოვიჩთან ჩემი ხანმოკლე ნაცნობობა მისთვის
უსიმოვნო იმ გაუგებრობაზე იყო
აგებული, რომელშიც მე მხოლოდ უნებლიე როლს ვთამაშობდი.
მე ის ადამიანი ვარ, ვინც დიდი ხნის წინათ, იმ დროს, როცა თქვენ
ჯერ კიდევ “პესკებზე” ცხოვრობდით, ფიოდორ მიხაილოვიჩის ჯან-
მრთელობის გაუარესებით კიდევ უფრო დამძიმებულ თქვენთვის მა-
ტერიალურად მძიმე დროს ჩემი მეგობრის ივ.ს. ტურგენევის დავალე-
ბით ფიოდორ მიხაილოვიჩისგან ვალის მისაღებად მოვედი. მერწმუ-
ნეთ, მაშინ მე მართლაც მძიმე წუთები გადავიტანე, რადგან საქმის
ვითარება გულახდილად თავადაც განმიმარტეთ და მერე ივან სერ-
გეევიჩის უსამართლო მოთხოვნით აღელვებულმა და შეშფოთებულ-
მა ფიოდორ მიხაილოვიჩმა თქვენი სიმართლე დოკუმენტურადაც
დამისაბუთა. ჩემი მოუთმენელი ბუნებიდან გამომდინარე, მაშინ ივან
სერგეევიჩს საკმაოდ უკმეხი წერილი მივწერე და საქმე მისი მხრიდა-
ნაც გაირკვა: ივან სერგეევიჩმა თავისი შეცდომა აღიარა, მაგრამ,
როგორც ორთა ჩხუბში ჩარეულ მესამე პირს ემართება ხოლმე ყო-
ველთვის, ამით ჩვენი მეგობრობა დასრულდა”.

V. 1877 წელი. სალოპის დაკარგვა22

22
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში და რუსეთში გავრცე-
ლებული ქალის ზედა სამოსი გრძელი მკლავებით, ან მკლავების-
თვის ამოჭრილი ადგილებით (რედ.).
393
1877 წლის დასაწყისში დედაქალაქის მაშინდელი სამძებრო გან-
ყოფილების მანკიერებასთან მომიხდა შეხება: ვიღაცამ მელიის ახა-
ლი სალოპი მომპარა.
უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ზამთარს
ყოველწლიურად ნაცრისფერი კრაველის არცთუ გრძელ იმავე პალ-
ტოში ვატარებდი, რომელიც დრეზდენში მეცვა. ასე თხლად ჩაცმუ-
ლის შემხედვარე და შეძრწუნებული ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველ
ჯერზე ჩემი გაციების საშიშროებასა და გაციების შემდგომ გართულე-
ბებზე ჩივილს იწყებდა. ქმარი, რა თქმა უნდა, მართალი იყო და პალ-
ტო დეკემბერისა და იანვრის ყინვებს ნამდვილად ვერ გადამატანი-
ნებდა, ამიტომ ყინვაში ზემოდან სქელი პლედის შემოხვევა მიხდებო-
და ხოლმე, რაც თავისთავად ცხადია, ფრიად ულამაზოდ გამოიყუ-
რებოდა, მაგრამ იმ დროს ჩემს უმთავრეს საზრუნავს ვალების გას-
ტუმრება წარმოადგენდა და ყოველ შემოდგომაზე წამოჭრილი თბი-
ლი ქურქის ყიდვის საკითხი დიდხანს გადაუჭრელი რჩებოდა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, 1876 წლის მიწურულს საშუალება გამოჩნდა
დიდი ხნის სურვილი აგვესრულებინა და ამ უმნიშვნელო საკითხმა
ფიოდორ მიხაილოვიჩის მთელი ყურადღება მიიპყრო.
რადგან საკუთარ ჩაცმა-დახურვაზე ჩემი მუდმივი სიძუნწის ამბავი
იცოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა საქმეს თავად მოჰკიდა ხელი, ზეზე-
რინის მაღაზიაში წამიყვანა და უფროს ნოქარს სთხოვა, ჩემი ქურქის-
თვის მელიის, საყელოსთვის კი კვერნის ბეწვი “სინდისიერად” შეერ-
ჩია. ნოქარმა (ფიოდორ მიხაილოვიჩის თაყვანისმცემელმა) დახლზე
მელიის ბეწვის მთელი მთა დაგვიხვავა, სათითაოდ ყოველის ღირ-
სება და ნაკლი აგვიხსნა და ბოლოს დათქმული თანხის (ასი რუბლი)
შესაბამისად, უნაკლო ბეწვი შეგვირჩია, თითქმის იმავე ფასად ღირე-
ბული კვერნის საყელოც შესანიშნავად გამოიყურებოდა. გარდა ამი-
სა, ნოქარმა სასარჩულედ შავი აბრეშუმის ატლასიც შემოგვთავაზა,
რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა შუქზეც კი გახედა და ქსოვილის

394
ხარისხი და ფერი გულმოდგინედ შეამოწმა. როდესაც ლაპარაკი ფა-
სონის შერჩევაზე ჩამოვარდა (“როტონდები”23 მოდაში ახალი შემო-
სული იყო), ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემი მოდურად გამოწყობა მო-
ინდომა და ქურქის ახალ ფასონზე შეკერვა ითხოვა, მაგრამ ნოქარმა
სიცილით უთხრა, რომ როტონდები ცოლის თავიდან მოშორების მო-
სურნე მკერავმა მოიგონაო და ფიოდორ მიხაილოვიჩმაც მაშინვე გა-
დაიფიქრა:
– არა, არა, ცოლის თავიდან მოშორება ნამდვილად არ მინდა,
ამიტომ სჯობს, ისევ ძველებური, სახელოებიანი სალოპი შეუკერეთ!
რადგან ფიოდორ მიხაილოვიჩმა სალოპის შეკვეთა მოინდომა,
როტონდა აღარც მე დავიჟინე.
სალოპი ორი კვირის შემდეგ მომიტანეს, მე ჩავიცვი და ფიოდორ
მიხაილოვიჩმა კმაყოფილი სახით გამომიცხადა:
– აი, ახლა კი მართლა უცხოელი ვაჭრის ცოლს დაემსგავსე! და
რაკი ასეა, აღარც მე შემეშინდება, რომ გაცივდები.
ერთხელაც, ამდენი წლის ლოდინისა და მღელვარების შემდეგ,
როგორც იქნა, შეძენილი სალოპი მომპარეს! თანაც დღისით-მზისით
და სულ რაღაც ათ წუთში. საიდანღაც სახლში დილით დაბრუნებულ-
მა გავიგე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი უკვე ამდგარიყო და ვიკითხე,
ამიტომაც სალოპი, რომელიც ჩვეულებრივ ჩემს ოთახში გამქონდა
ხოლმე, წინკარში საკიდზე ჩამოვკიდე და ქმრის კაბინეტში შევედი,
ფიდორ მიხაილოვიჩს დაველაპარაკე და უკან სულ რამდენიმე წუთ-
ში დავბრუნდი, მაგრამ სალოპი საკიდზე აღარ დამხვდა. რა თქმა უნ-
და, ერთი ამბავი ატყდა; ორივე მოახლემ, რომლებიც ამ დროს სამ-
ზარეულოში იყვნენ, თქვეს, რომ არავინ დაუნახავთ. ამიტომ მაშინვე
სადარბაზოს კარი შევამოწმეთ და კარი ღია დაგვხვდა. როგორც
ჩანს, მოახლეს, რომელიც სალოპის გახდაში მომეშველა, კარის ჩა-
კეტვა დაავიწყდა და ქურდმაც ამ დაუდევრობით ისარგებლა.

23
ქალის უსახელო ზედა სამოსი.
395
სალოპის დაკარგვამ ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად დაამწუხ-
რა, მით უმეტეს, რომ წინ კიდევ
ზამთრის ორი თვე იყო. მე კი ისე გავმწარდი, რომ “ცოფებს ვყრი-
დი”, მოახლეებს ვეჩხუბებოდი და სალოპის წინკარში დატოვების გა-
მო საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მოახლემ უფროსი მეეზოვე გამოიძა-
ხა, მან კი სალოპის დაკარგვის შესახებ პოლიციას აცნობა. საღამოს
მსახურების დასაკითხად პოლიციის მოხელე მოვიდა და მირჩია, ძი-
ების გულდასმით ჩატარების თხოვნით სამძებრო განყოფილებაში
თავად მივსულიყავი.
ოფიცერსკაიას ქუჩაზე მეორე დილასვე გავეშურე, სადაც, ლიტე-
რატორის გვარის წყალობით, რომელიღაც მაღალი ჩინის პოლიცი-
ელმა დაუყოვნებლივ მიმიღო კიდეც (ქმრის სიცოცხლეში ჩემი გვარი
ოფიციალურ დაწესებულებებში გარკვეულ გავლენას ახდენდა: “ლი-
ტერატორია, შესაძლოა გაზეთებში დაბეჭდოს!”).
ჩინოვნიკმა ყურადღებით მომისმინა და მკითხა, ეჭვი ვისზე მქონ-
და.
მე განვაცხადე, რომ მსახურების პატიოსნებაში დარწმუნებული ვი-
ყავი, ორივე მოახლე სტარო რუსადან მყავდა წამოყვანილი, უკვე სა-
მი წელი იყო ჩემთან მსახურობდნენ და ცუდი მათთვის იქამდე არა-
ფერი შემენიშნა. თუმცა ასევე სხვაზეც არავიზე ვეჭვობდი.
– მითხარით, ვინ გსტუმრობთ ხშირად? – მკითხა ჩინოვნიკმა.
– ჩვენი ახლობლები, ასევე ხშირად მოდიან წიგნებისა და ჟურნა-
ლების წასაღებად მაღაზიიდან გამოგზავნილი შიკრიკები, მაგრამ
ისინი ყველანი სამზარეულოდან შემოდიან, თანაც გუშინ არავინ მო-
სულა.
– მათხოვრები არ მოდიან?
– დიახ, მოდიან, თანაც ხშირად. უნდა გითხრათ, რომ ჩემი ქმარი
უაღრესად კეთილი ადამიანია და დახმარებაზე უარს არავის ეუბნება,
ცხადია, ჩვენი სახსრების შესაბამისად. ისეც მომხდარა, რომ ჩემს

396
ქმარს ხურდა არ ჰქონია და სახლთან ახლოს რომ მათხოვარი და-
უნახავს, სახლში მოუყვანია და ფული ისე მიუცია. შემდგომ ის მათ-
ხოვრები უკვე თვითონ მოდიოდნენ და რაკი კარზე მიკრული სახე-
ლისა და გვარის წყალობით ჩემი ქმრის სახელიც იცოდნენ, პირდა-
პირ ფიოდორ მიხაილოვიჩს კითხულობდნენ. მათთან, რა თქმა უნ-
და, მე გავდიოდი, ისინი თავიანთ უბედურებებზე მიამბობდნენ და მეც
ოცდაათ-ორმოც კაპიკს ვაძლევდი ხოლმე. თუმცა მდიდრები არ
ვართ, მაგრამ ასეთი დახმარების აღმოჩენას მაინც ყოველთვის ვა-
ხერხებთ.
– ჰოდა, თქვენი სალოპიც მაგ მათხოვართაგან რომელიმეს მოპა-
რული იქნება, – მითხრა ჩინოვნიკმა.
– არა მგონია. ნება მომეცით ჩემს გაჭირვებულებს გამოვექომაგო,
– ვუპასუხე მე, – თუმცა კი მართლაც თავის მომაბეზრებლები არიან
და, როგორც წესი, დიდ დროს მართმევენ, მაგრამ ვერ დავიჯერებ,
რომ ქურდობა შეუძლიათ: საამისოდ მეტისმეტად უბედურად და და-
ჩაგრულად მეჩვენებიან.
– მოდი, მაშინ ვნახოთ, – თქვა ჩინოვნიკმა და დამხმარეს მიუბ-
რუნდა, – ალბომი მოიტანეთ.
დამხმარემ სქელი ალბომი მოიტანა და ჩემ წინ, მაგიდაზე დადო.
– იქნებ გენახათ, – შემომთავაზა ჩინოვნიკმა, – ამ ალბომში შესაძ-
ლოა ვინმე თქვენთვის ნაცნობი პირიც აღმოჩნდეს.
მე ალბომი გადავშალე, ყურადღებით თვალიერება დავიწყე და
მესამე გვერდზე ჩემთვის კარგად ნაცნობი სახე დავინახე.
– ღმერთო! – წამოვიყვირე გაკვირვებულმა. – ამ ადამიანს კარ-
გად ვიცნობ, ჩვენთან ბევრჯერ მოსულა. აი, ესეც... და ესეც!.. – ალ-
ბომის ყოველი ფურცლის გადაშლისას ნაცნობი სახის დანახვაზე ვი-
მეორებდი. ყველა ამ ჩემ “ნაცნობთა” პორტრეტს ქვეშ წარწერა: “წინ-
კარების ქურდი”

397
ამშვენებდა, ერთის, ჩემს მეხსიერებაში ასევე კარგად ჩაბეჭდილი
პიროვნების, პორტრეტს კი: “ცეცხლსასროლი იარაღით დაკავებული
ქურდი”.
მე თავზარდაცემული ვიჯექი და რამდენიმე წუთის განმავლობაში
ხმას ვერ ვიღებდი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს სახლში ასე ხშირად
მოდიოდნენ და რომლებსაც, ჩვეულებრივ, მარტოც კი ველაპარაკე-
ბოდი ხოლმე, ქურდები, ზოგიერთი კი მკვლელებიც აღმოჩნდნენ,
ისინი, ვისაც შეეძლოთ არა მარტო გავექურდეთ, არამედ მე ან ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი დავეხოცეთ კიდეც და ჩვენი ოჯახი საშინელ
განსაცდელში ჩაეგდოთ. ელდისგან ცივმა ოფლმა დამასხა, რადგან
გონებაში კიდევ ერთმა საშინელმა აზრმა გამიელვა: ეს ადამიანები
ხომ ჩვენთან მომავალშიც მოვლენ და ჩვენს ოჯახს საშიშროებისგან
ვერაფერი დაიცავს. ამიერიდან რომც აღარ დავეხმაროთ, ამით მხო-
ლოდ გავაბოროტებთ და თავს კიდევ უფრო მეტ საფრთხეში ჩავიგ-
დებთ-მეთქი.
– რა სამწუხაროა, რომ ჩემი ქმარი ვერ ხედავს მისთვისაც და ჩემ-
თვისაც კარგად ნაცნობ ამ სახეებს, – ვთქვი ბოლოს, – ალბათ არც
დაიჯერებს, რომ ეს ადამიანები ქურდები არიან.
– თუ გნებავთ, თქვენთვის ნაცნობ პირთა პორტრეტები ამოარჩი-
ეთ და წაიღეთ, ჩვენ ასლებიც გვაქვს. ისინი თქვენ კიდევ აი რაში გა-
მოგადგებათ: თუკი რომელიმე მათგანი თქვენთან ისევ მოვა,
უთხარით, რომ სამძებრი განყოფილებაში იყავით და იქ მათი
პორტრეტები მოგცეს; მერწმუნეთ, ერთმანეთს გადასცემენ და ერთი
წელი მაინც აღარავინ შეგაწუხებთ.
იშვიათად თუ გამხარებია რაიმე საჩუქარი ისე, როგორც დღემდე
ჩემს არქივში შენახული პორტრეტების ამ კოლექციამ გამახარა. თა-
ვაზიანი ჩინოვნიკი კი დამშვიდობებისას გამოცდილი აგენტის გამოგ-
ზავნას დამპირდა, რომელიც ახლა, როდესაც იცოდნენ ქურდი სად
უნდა ეძებნათ, დაკარგულ ნივთს, სავარაუდოდ, იპოვიდა კიდეც.

398
ქვეშ ასეთი წარწერებით დამშვენებული პორტრეტების დანახვაზე
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემზე არანაკლებ გაოცდა. ზოგიერთი მათ-
განი კარგადაც ახსოვდა, რადგან საღამოობით, სეირნობისას, მათ
ხშირად პრინც ოლდენბურგის საავადმყოფოს კართან ხედავდა, სა-
დაც ისინი გამვლელებს თითქოს საავადმყოფოში გარდაცვლილი
თავიანთი ძმისწულებისა ან შვილების დასასაფლავებლად ფულს
სთხოვდნენ. ამ თხოვნით, ცხადია, ფიოდორ მიხაილოვიჩსაც ხშირად
მიმართავდნენ ხოლმე და თუმცა კი მან მშვენივრად იცოდა, რომ
ძმისწულებისა თუ შვილების დასასაფლავებლად საჭირო ფული გა-
მოგონილი საბაბი იყო, დახმარებაზე უარს მაინც არასდროს ეუბნე-
ბოდა.
ჩინოვნიკის ნაჩუქარი პორტრეტების კოლექცია მართლაც გამო-
მადგა. აღსანიშნავია, რომ
ქურდობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში დახმარების თხოვ-
ნით კარს არავინ მოგვდგომია, მაგრამ მერე მათხოვართაგან ერთ-
ერთი, სხვებზე აბეზარი გამოჩნდა, რომლისთვისაც იმ ორი წლის გან-
მავლობაში, რაც ჩვენთან მოდიოდა, ასე წვრილ-წვრილად ფულის
მიცემით არა მარტო სნეული დედის, არამედ რამდენიმე დეიდის და-
საფლავებაშიც მქონდა უკვე ხელი გამართული. ამჯერადაც რომე-
ლიღაც ავადმყოფი დეიდისთვის წამლის ფული მთხოვა. მე მცვე-
ლად სამზარეულოდან ლუკერია (მაღალი და ზორბა ქალი) გამოვი-
ძახე და ოცდაათი კაპიკი მოვატანინე, რომელიც მან მაგიდაზე დადო,
მერე კი “წინკარების ქურდს” მკაცრი ხმით ვუთხარი:
– აი, აიღეთ ეს ოცდაათი კაპიკი და გთხოვთ, მეტჯერ აღარ მოხ-
ვიდეთ. ცოტა ხნის წინათ მე სალოპი მომპარეს: ამასთან დაკავშირე-
ბით სამძებროში ვიყავი და მათ “წინკარის ქურდების” პორტრეტები
გამომატანეს, ყველა, ვინც ამიერიდან ჩვენთან სამათხოვროდ მოვა,
მათ უნდა დავუსახელო. გასაკვირი ის არის, რომ იმ პორტრეტებს შო-
რის თქვენი პორტრეტიც იყო, გინდათ გაჩვენოთ?

399
– არა, შეწუხებად არ ღირს, – ამოიბუტბუტა “წინკარის ქურდმა”
და, წამის უსწრაფესად, ისე გაქრა, რომ მაგიდაზე დადებული ოცდაა-
თი კაპიკიც არ წაუღია.
როგორც ჩანს, სამძებროდან წამოღებული პორტრეტების ამბავი
სხვებსაც გააგებინა, რადგან იმ
დღიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში აღარავინ მო-
სულა. სახლში მათხოვრები აღარც ფიოდორ მიხაილოვიჩს მოჰყავ-
და, თუ ჯიბეში ხურდა არ აღმოაჩნდებოდა, სადარბაზოსთან დარჩე-
ნას სთხოვდა და მისთვის გადასაცემ ფულს მოახლეს ატანდა.
აგენტი, რომლის გამოგზავნასაც ჩინოვნიკი დამპირდა, მეორე
დღეს გამოცხადდა, მომხდარის დაწვრილებით მოყოლა მთხოვა და
იდუმალი სახით სრულიად უსარგებლო კითხვები დამისვა. მერე მე
ვკითხე: რამდენად ხშირია მოპარულის პოვნის შემთხვევები-მეთქი
და ასეთი პასუხი მივიღე:
– ეს, ქალბატონო, უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, სურს თუ
არა დაზარალებულს ნივთის დაბრუნება.
– ვფიქრობ, ყველას სურს.
– შესაძლოა, მაგრამ ერთნი მეტად ზრუნავენ ამაზე, მეორენი კი
არც იმდენად. აი, მაგალითად, თავად გ-ს სახლი რომ გაუქურდეს და
ხუთი ათასი რუბლის ძვირფასეულობა წაიღეს, მან პირდაპირ მით-
ხრა: მოძებნეთ და ათი პროცენტი თქვენიაო. ჰოდა, ნაქურდალიც მა-
ლევე მოიძებნა, რადგან ნებისმიერი აგენტისთვის მიმზიდველია, რო-
ცა მისი მუხლჩაუხრელი შრომა ფასდება.
აგენტმა მსგავსი კიდევ ერთი-ორი მაგალითი მომიყვანა. მე ქმარ-
თან კაბინეტში გავედი და ვუთხარი, რომ იძულებული ვიყავი, აგენტს
ათ პროცენტს მეც დავპირებოდი და სახარჯო ფულად ხუთი რუბლი
მიმეცა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა მხოლოდ თავი გადააქნია და ივა-
რაუდა, რომ სალოპის ძებნა ხეირს არ მოგვიტანდა. სასტუმრო ოთახ-

400
ში დაბრუნებულმა, აგენტს სალოპის ათი პროცენტი აღვუთქვი და ხუ-
თი რუბლი მივეცი, რის შემდეგაც ის დამპირდა, რომ ძიებას დაუყოვ-
ნებლივ შეუდგებოდა.
ორიოდ დღეში აგენტი ისევ მოვიდა და გამომიცხადა, რომ სალო-
პის ქურდის კვალს დაადგა, მაგრამ ინფორმაციის გათქმის შიშით
ქურდის სახელის თქმას ჯერ ვერ ბედავდა, მერე ისევ უსარგებლო
წვრილმანების გამოკითხვა დაიწყო და დრო უაზროდ დამაკარგვინა.
ვიფიქრე, რომ ქრთამს თუ მივცემდი მალე წავიდოდა და ისევ ხუთი
რუბლი მივეცი, მაგრამ ვუთხარი, რომ არ მეცალა და ვთხოვე, მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში მოსულიყო, როცა საქმესთან დაკავშირებით
რამე არსებითი ეცოდინებოდა.
ამ ამბიდან დაახლოებით კვირანახევარი იყო გასული, რომ სასა-
დილო ოთახში, სადაც მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ვისხედით, ლუ-
კერია შემოვარდა და შესძახა:
– გაიხარეთ, ქალბატონო, თქვენი ქურქი მოიძებნა! აგენტმა გვით-
ხრა, რამდენიმე წუთში მოვალ და ქალბატონს ყველაფერს მოვახსე-
ნებო.
რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. აგენტის სიტყვებით,
ქურდს ქურქი საგირავნო საზოგადოებაში დაეგირავებინა და თან გი-
რავნობის ქვითარიც ჰქონია, მაგრამ საზოგადოება ქურქს უფასოდ
დამიბრუნებდა, თუ დამამტკიცებელ საბუთს წარვადგენდი, რომ ქურ-
ქი ნამდვილად მე მეკუთვნოდა. დაამატა, რომ ქურქზე უფლება და-
უყოვნებლივ უნდა განმეცხადებინა და შემომთავაზა საგირავნო სა-
ზოგადოებაში გავყოლოდი და ჩემი ნივთი დამებრუნებინა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს აგენტის ეს წინადადება არ მოეწონა და
დააპირა ჩემ მაგივრად თვითონ წასულიყო, მაგრამ აგენტმა ეჭვი გა-
მოთქვა, რომ ჩემს ქმარს დაკარგული სალოპის ყველა ნიშანი ზედ-
მიწევნით ემახსოვრებოდა და შეცდომისგან თავის დასაზღვევად წა-
ყოლა მე მთხოვა. ცხადია, დაკარგული ქურქის დაბრუნება ძალიან

401
მინდოდა და ფიოდორ მიხაილოვიჩი დავიყოლიე, აგენტს მე წავყო-
ლოდი, თან ნაცნობებთან არასასურველი შეხვედრის თავიდან ასა-
რიდებლად სახეზე ვუალი ჩამოვიფარე... იმ მზიან დღეს სამძებრო
განყოფილების მიერ გამოგზავნილი აგენტის თანხლებით ეტლით
ასე მთელი ცენტრალური პეტერბურგი გავიარე და გულში ნევის
პროსპექტზე გამოფენილ დედაქალაქელ ქურდებზე მეცინებოდა,
რომლებიც, ალბათ, ჩემი და სამძებრო განყოფილების მათთვის კარ-
გად ნაცნობი აგენტის შემხედვარე თავს იმაზე ფიქრით იმტვრევდნენ,
ის ვუალით სახედაფარული ქურდი ვინ იყო, რომელიც აგენტს დაჭე-
რილი მიჰყავდა.
ეტლი მოიკაზე გაჩერდა, მე მეეტლისთვის გასამრჯელოს მიცემა
დავაპირე, მაგრამ აგენტმა გამაჩერა და მითხრა, რომ მას შემდეგ,
რაც სალოპს დამიბრუნებდნენ, ჩემს უკან წასაყვანად მეეტლე კიდევ
დასჭირდებოდა. მეც დავუჯერე და მეეტლეს ვთხოვე დაგვლოდებო-
და. გამგეობის შენობაში შესულები განცალკევებულ ოთახში შეგვა-
ცილეს და ათიოდე წუთის შემდეგ მელიის ბეწვის სალოპი მოიტანეს,
მაგრამ ქურქის დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის ჩემი არ იყო და აგე-
ნტს ეს მაშინვე ვუთხარი.
– ნუ ჩქარობთ, კარგად დააკვირდით, – მთხოვა მან. – იქნებ მაინც
თქვენია, სახელოებს შეხედეთ. ქალბატონები თავიანთ ქურქებს უფ-
რო სახელოებით ცნობენ ხოლმე.
მერე აგენტი წუთით გვერდზე გაიხმეს, მე კი თვალში სალოპის
კალთაზე მიკერებული საგირავნო საზოგადოების იარლიყი მომ-
ხვდა, იარლიყის ამოსაკითხად სალოპისკენ დავიხარე და გაკვირვე-
ბისა და აღშფოთებისგან ადგილს მივეყინე: სალოპი 1876 წლის ნო-
ემბერში იყო დაგირავებული, ანუ ჩემი სალოპის დაკარგვამდე ოთხი
თვით ადრე. ცხადი გახდა, რომ აგენტმა ეს მშვენივრად იცოდა, მაგ-
რამ როგორც ჩანს ვარაუდობდა, რომ სხვისი ნივთი ჩემსაში ამერე-
ოდა, ანდა იმედი ჰქონდა, რომ რაკი ჩემს სალოპს ვერ პოულობ-
დნენ, სხვისას ავიღებდი. აგენტი რომ დაბრუნდა, იარლიყი ვაჩვენე

402
და საზოგადოების დირექტორის თანდასწრებით ასეთი მტკნარი ტყუ-
ილის გამო ჩემი აღშფოთება გამოვთქვი. ის ძალიან შეცბა, სასწრა-
ფოდ ზურგი მაქცია და
ვიტრინებში რაღაცის თვალიერება დაიწყო... გამგეობის შენობი-
დან გამოსულმა, მეეტლეს ვუთხარი, რომ უკან მისი ეტლით აღარ წა-
ვიდოდი და ვკითხე, გრეჩესკის პროსპექტიდან მოყვანისა და დაც-
დისთვის რამდენი უნდა გადამეხადა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ჩემი
გულისწყრომა, როცა მეეტლემ მიპასუხა, რომ შვიდი რუბლი მმარ-
თებდა, რადგან გამგეობის შენობიდან ცოტა ხნით ჩემზე ადრე გამო-
სული “ბატონი” დილიდან ეტარებინა და წასვლამდე მას ეთქვა, რომ
გასამრჯელოს ქალბატონი გადაუხდიდა. რაღა დამრჩენოდა, იძუ-
ლებული გავხდი, მეეტლისთვის მოთხოვნილი თანხა გადამეხადა...
ასე გამართლდა ფიოდორ მიხაილოვიჩის წინასწარმეტყველება,
რომ სალოპის ძებნა ხეირს არ მოგვიტანდა და დაკარგული ნივთის
ღირებულებას აგენტზე დახარჯული ჩვიდმეტი რუბლიც მიემატა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის აზრით, აგენტზე თავაზიან ჩინოვნიკთან ჩი-
ვილს აზრი არ ჰქონდა: ჩინოვნიკი სხვა აგენტს გამოგზავნიდა და ყვე-
ლაფერი ახლიდან დაიწყებოდა. ჯობდა დანაკარგს შევგუებოდით და
საკუთარი თავისთვის პირობა მიგვეცა, რომ მსგავს შემთხვევებში ამ
პატივსაცემ ორგანიზაციას აღარასოდეს მივმართავდით.

VI. 1877 წელი. სახლის ყიდვა მიროპოლიეში გამგზავრება. ფილ-


დის წინასწარმეტყველება
1877 წლის დასაწყისში მიღებულმა ცნობამ მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ძალიან დაგვამწუხრა: გარდაიცვალა ა.კ. გრიბე, სტარო რუ-
საში იმ აგარაკის პატრონი, სადაც ბოლო ოთხი ზაფხულის განმავ-
ლობაში ვისვენებდით. გარდა ჩვენი ოჯახის მიმართ მუდამ კეთილი
და გულისხმიერი მოხუცის გარდაცვალების გამო გულწრფელი სინა-
ნულისა, მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი აგარაკის ამბავმაც ჩაგვაფიქ-
რა: ვინ გახდებოდა მისი მფლობელი და მოინდომებდა თუ არა ის

403
ზაფხულობით ჩვენი ოჯახის მდგმურად აყვანას. ეს საკითხი უაღრე-
სად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა: ხუთი წლის განმავლობაში სტარო
რუსა ძალიან შეგვიყვარდა და ნათელი იყო, რომ იქაური მინარალუ-
რი წყლები და სამკურნალო ტალახი ჩვენს შვილებზე კარგად მოქმე-
დებდა. გვინდოდა ამ სიკეთით კვლავაც გვესარგებლა, მაგრამ გარ-
და ქალაქისა, გვიყვარდა თავად გრებეს აგარაკიც და მისი ღირსებე-
ბის საპირწონე სხვა აგარაკის პოვნა შეუძლებლად გვეჩვენებოდა.
გრიბეს აგარაკი არა იმდენად ქალაქური სახლი, რამდენადაც მემა-
მულის კარ-მიდამო უფრო იყო თავისი დიდი ჩოგბურთის მოედნით,
ბოსტნით, ფარდულებით, სარდაფითა და ა.შ. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს განსაკუთრებით ბაღში არსებული რუსული აბანო უყვარდა,
რომლითაც აბაზანის მიღების გარეშე ხშირად სარგებლობდა.
გრიბეს აგარაკი ქალაქის განაპირას, მდინარე პერერიტიცის ნა-
პირზე მდებარეობდა და მდინარის მხრიდან კარ-მიდამოს ჯერ კიდევ
არაკჩეევის დროს დარგული უზარმაზარი თელები საზღვრავდა. ორი
მხრიდან (ბაღის გასწვრივ) ფართო ქუჩები მიუყვებოდა, ასე რომ, მე-
ზობლის ბაღს ნაკვეთის მხოლოდ ერთი მხარე ეკვროდა. გრიბეს აგა-
რაკის ამ განცალკევებას ხით ნაშენი ჩვენი ქალაქების (ორენბურგი)
გადაწვით შეშინებული ფიოდორ მიხაილოვიჩი განსაკუთრებით აფა-
სებდა. მოსწონდა ჩოგბურთის მოედანიც, სადაც, წვიმიან დღეებში,
მაშინ, როცა მთელი ქალაქი ტალახში ეფლობოდა, მისი ჯანმრთე-
ლობისთვის აუცილებელი სეირნობა შეეძლო. მაგრამ ორივეს განსა-
კუთრებით აგარაკის ძველებური და მძიმე, წითელი ხის ავეჯით გაწ-
ყობილი არცთუ დიდი, მაგრამ მოსახერხებლად განლაგებული, ჩვენ-
თვის მშვიდ და მყუდრო საცხოვრებლად ქცეული ოთახები გვიყვარ-
და. ამ ყველაფერს კი ის აგვირგვინებდა, რომ გრიბეს აგარაკზე ჩვენი
ალიოშა დაიბადა.
ამ ჩვენთვის საყვარელი ადგილის დაკარგვის შესაძლებლობა
ერთხანს ძალიან გვაწუხებდა, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად მო-

404
ეწყო: ბ-ნ გრიბეს მემკვიდრემ ქალაქიდან გადასვლა და სახლის (თა-
ვისი ავეჯითა და ათი საჟენი შეშით) ათას რუბლად გაყიდვა გადაწ-
ყვიტა, რაც რუსაში მცხოვრებთათვის ძვირი აღმოჩნდა. ეს თანხა იმ
დროს არც ჩვენ გვქონდა, მაგრამ აგარაკის ხელიდან გაშვება იმდე-
ნად არ მინდოდა, რომ ჩემს ძმას – ივან გრიგორევიჩს ვთხოვე, სახ-
ლი თავის სახელზე ეყიდა და მერე, როდესაც ფული გვექნებოდა,
ჩვენთვის მოეყიდა. ძმამ თხოვნა შემისრულა და სახლი იყიდა, მე კი
მისგან ქმრის გარდაცვალების შემდეგ გამოვისყიდე.
ამ შენაძენის წყალობით, ფიოდორ მიხაილოვიჩის სიტყვებით,
“ჩვენი ბუდე” გაგვიჩნდა, სადაც ადრეულ გაზაფხულზე სიხარულით
მივემგზავრებოდით და გვიან შემოდგომაზე უკან წამოსვლა არ გვინ-
დოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი სტარო რუსაში ჩვენს აგარაკს ფიზი-
კურად და სულიერად დასვენების ადგილად მიიჩნევდა და მახსოვს,
საინტერესო და საყვარელ წიგნებს სტარო რუსაში გამგზავრებისთვის
ინახავდა ხოლმე, რომ იქ წაეკითხა, სადაც მისთვის სასურველ გან-
მარტოებას უქმად მიმსვლელ-მომსვლელი დიდად არავინ არღვევ-
და.
1877 წელს ჩვენ “Дневник писателя”-ს გამოცემას განვაგრძობ-
დით, რომლის წარმატების ზრდასთან ერთად ყოველთვიური ჟურ-
ნალის გამოცემასთან დაკავშირებული სირთულეებიც მატულობდა:
ნომრების გაგზავნა, ხელმომწერთა სიების წარმოება, თავად ხელ-
მომწერებთან მიმოწერა და სხვა. ამ საქმეში მე დამხმარე (შიკრიკის
გარდა) არ მყავდა და საშინლად ვიღლებოდი, რამაც საბოლოოდ
ჩემი ჯანმრთელობა შეარყია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძა-
ლიან გავხდი და მუდმივად ხველა მაწუხებდა. ჩემს ჯანმრთელობაზე
მუდამ გაფაციცებულმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა დაჟინებით მთხოვა,
ზაფხულის განმავლობაში ყველაფრისგან დამესვენა, მაგრამ, რამ-
დენადაც სტარო რუსაში ოჯახსა და სახლ-კარზე ზრუნვა არანაკლებ
ენერგიას წამართმევდა, გადაწყვიტა, ჩემი ძმის წინადადება მიეღო

405
და იმ წელს ზაფხული მასთან სოფელში გაგვეტარებინა. მაისის და-
საწყისში მთელი ოჯახით კურსკის გუბერნიაში, ქ. მიროპოლიეს მახ-
ლობლად მდებარე ჩემი ძმის მამულში – “მალი პრიკოლში” გავემ-
გზავრეთ.
ჯარების ფრონტის ხაზისკენ გადასროლის გამო მოსკოვსა და
დიდ სარკინიგზო სადგურებში ხშირი და ხანგრძლივი, საათების გან-
მავლობაში ჩვენი მაშინდელი მოგზაურობა ცხადად დამამახსოვრდა.
ყოველი გაჩერებისას ფიოდორ მიხაილოვიჩი უამრავ ფუნთუშას,
თაფლაკვერს, პაპიროსსა და ასანთს ყიდულობდა და ვაგონში მოჰ-
ქონდა, მერე ჯარისკაცებს ურიგებდა და ზოგიერთთან დიდხანს საუბ-
რობდა კიდეც.
იმ ხანგრძლივი მგზავრობის გახსენებაზე, სიტყვამ მოიტანა და
იმასაც ვიტყვი, რაც ყოველთვის მიკვირდა, კერძოდ კი ის, რომ ყო-
ველდღიურ ცხოვრებაში ხანდახან ესოდენ ადვილად გაღიზიანებადი
ფიოდორ მიხაილოვიჩი მგზავრობისას უაღრესად უპრეტენზიო და
მომთმენი ხდებოდა: ყველაფერზე მთანხმდებოდა, არაფერს ითხოვ-
და და გულმოდგინედ ცდილობდა ჩემთვის და ძიძებისთვის მგზავ-
რობით დაღლილ და ხშირ-ხშირად გაჭირვეულებულ პატარა ბავ-
შვებზე ზრუნვა შეემსუბუქებინა. ბავშვების დამშვიდების მისი უნარი უბ-
რალოდ მაოცებდა: საკმარისი იყო სამიდან რომელიმეს ჭირვეულო-
ბა დაეწყო და ფიოდორ მიხაილოვიჩი მაშინვე ჩვენთან ჩნდებოდა (ის
იმავე ვაგონში, მაგრამ ჩვენგან განცალკევებით, კუთხეში იჯდა ხოლ-
მე), ბავშვს გამოგვართმევდა და წუთში ამშვიდებდა. ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ბავშვებთან ლაპარაკის, მათი სურვილების გაგებისა და
ნდობის მოპოვების რაღაც განსაკუთრებული უნარი ჰქონდა (და არა
მარტო თავის შვილებთან ურთიერთობისას), გაჭინჭყლებულ ბავშვს
ისე ელაპარაკებოდა, რომ იგი მაშინვე სიცილის იწყებდა და დამჯერი
ხდებოდა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი მისი პატარა
ბავშვებისადმი უდიდესი სიყვარული იყო, რომელიც ყოველთვის
კარნახობდა ჭირვეულობისას ბავშვთან როგორ მოქცეულიყო.

406
ივნისის ბოლოს ფიოდორ მიხაილოვიჩს “Дневник писателя”-ს
ერთ ნომრად გაერთიანებული მაისისა და ივნისის ნომრის სარედაქ-
ციოდ და გამოსაცემად სოფლიდან გამომგზავრება და ისევ პეტერ-
ბურგში ჩასვლა მოუწია. ქმარს, ორ უფროს შვილთან ერთად, კიევში
სალოცავად მიმავალი კორენოვოს სადგურამდე მეც გავყევი. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი შვილების აღზრდაში მათ მიერ ბავშვობა-
ში განცდილ ნათელ შთაბეჭდილებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა,
რადგან იცოდა, რომ კიევში ჩასვლასა და იქაურ სალოცავებში ლოც-
ვაზე დიდი ხანია ვოცნებობდი, შემომთავაზა მისი პეტერბურგში გამ-
გზავრებით მესარგებლა და ბავშვებთან ერთად კიევში წავსულიყავი,
რაც წარმატებით განვახორციელეთ კიდეც.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა “Дневник писателя”-ს მაის-ივნისის ნომ-
რის გამოცემასა და ჟურნალის ხელმომწერებთან გაგზავნას თავი
წარმატებით გაართვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი წერილების დაგ-
ვიანების გამო მღელვარება მაინც მოუხდა. განსაკუთრებით ის გარე-
მოება აღიზიანებდა, რომ მისთვის გაგზავნილ წერილებს (მასთანვე
შეთანხმებით) მე ჩვენი სახლის უფროსი მეეზოვის სახელზე ვაგზავნი-
დი. ეპილეფსიის მორიგი შეტევის გამო ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს
ჩვენი შეთანხმება თავიდან ამოუვარდა და დაავიწყდა, რომ წერილე-
ბის პირდაპირ მის სახელზე
გაგზავნის შემთხვევაში, მისივე განკარგულების თანახმად მირო-
პოლიეში გამგზავრებამდე მთავარ ფოსტაში დატოვებულ, ჩემს წერი-
ლებს ისევე, როგორც პეტერბურგში მის სახელზე მისულ სხვა მრა-
ვალრიცხოვან კორესპონდენციას, ფოსტა მიროპოლიეში გადმოგ-
ზავნიდა.
ბოლო წლებში ფიოდორ მიხაილოვიჩი ზაფხულობით მათი ოჯა-
ხის დასასვენებელ ადგილას, გარდაცვლილი დედის მამულში – და-
როვოში ჩასვლას ნატრობდა და წუხდა, რომ ვერ ახერხებდა. ამი-
ტომ, იმის გათვალისწინებით, რომ 1877 წლის ზაფხულში ფიოდორ

407
მიხაილოვიჩი თავს კარგად გრძნობდა, დავიყოლიე, გზად პეტერ-
ბურგიდან მიროპოლიემდე მოსკოვში გაჩერებულიყო და იქიდან და-
როვოში ჩასულიყო. ფიოდორ მიხაილოვიჩი ასეც მოიქცა და დასთან
– ვ.მ. ივანოვასთან (რომელსაც დედის მამული მემკვიდრეობით ერ-
გო) ორი დღე დაჰყო. მისი ნათესავები მერე მიამბობდნენ, რომ იმ
ჩასვლისას ფიოდორ მიხაილოვიჩს პარკსა და შემოგარენში თავის
ბავშვობისდროინდელ მოგონებებში ჩარჩენილი ადგილები მოუნახუ-
ლებია და ფეხით (მამულიდან ორიოდ ვერსტზე) ბავშვობაში მათ-
თვის საყვარელ კორომამდე “ჩერნაშნიამდეც” კი წასულა, რომლის
სახელიც მან შემდგომ “ძმებ კარამაზოვებში” მოხსენიებულ კორომს
უწოდა. თავისი თანატოლი გლეხების ქოხებშიც შესულა, რომელთა-
განაც ბევრი ახსოვდა. მოხუცები და მისი თანატოლები, ყველა ის,
ვინც ფიოდორ მიხაილოვიჩს ბავშვობიდან იცნობდა, თურმე სიხარუ-
ლით ხვდებოდნენ, ქოხებში იპატიჟებდნენ და ჩაით უმასპინძლდე-
ბოდნენ. დოროვოში გამგზავრებით გაცოცხლებული მოგონებები
ფიოდორ მიხაილოვიჩმა სოფელში
დაბრუნების შემდეგ გამიზიარა, შვილებს კი დაჰპირდა, რომ დე-
დის მამულში მათაც აუცილებლად წაიყვანდა და თავის საყვარელ
ადგილებს აჩვენებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის ამ სურვილის შესას-
რულებლად დაროვოში 1884 წელს ჩავედით და ბავშვებს მისი ნათე-
სავების მითითებული ყველა ის ადგილი დავათვალიერებინე, სადაც
ფიოდორ მიხაილოვიჩმა იმ ჩასვლისას უკანასკნელად ისეირნა.
1877 წლის ზაფხულმა ჩვენი ოჯახისთვის კარგად და მშვიდობია-
ნად ჩაიარა. მხოლოდ იმას ვნანობდით, რომ ჟურნალის ივლისისა
და აგვისტოს გაერთიანებული ნომრის გამოსაცემად სექტემბერშიც
სოფელში დარჩენას ვერ ვახერხებდით და აგვისტოს ბოლოს პეტერ-
ბურგში უნდა დავბრუნებულიყავით.
დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივი პატარ-პატარა
მღელვარებებით აღსავსე ცხოვრება და ფიოდორ მიხაილოვიჩთან
ყოველდღიურად ნაცნობ თუ უცნობ მომსვლელთა ვიზიტები დაიწყო.

408
იმ შემოდგომაზე ჩვენთან საკმაოდ ხშირად ჩემი ქმრის ნიჭის დიდი
თაყვანისმცემელი, მწერალი – ვსევოლოდ სერგ. სოლოვიოვი მო-
დიოდა ხოლმე. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს უამბო, რომ ფრიად საინტერესო ადამიანი, ქ-ნი ფილდი გაეცნო,
რომელსაც, გარდა იმისა, რომ მისი წარსულიც დაწვრილებით აღე-
წერა, რამდენიმე, ვიზიტიდან სულ მოკლე ხანში ამხდარი მოვლენაც
ეწინასწარმეტყველებინა. საღამო
ხანს, როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩის სეირნობის დრომ მო-
აწია, შინისკენ მიმავალი სოლოვიოვი და ფიოდორ მიხაილოვიჩი
სახლიდან ერთად გავიდნენ, მაგრამ გზად ფიოდორ მიხაილოვიჩმა,
როგორც ჩანს, გასეირნება გადაიფიქრა, სოლოვიოვს ქ-ნი ფილდის
მისამართი ჰკითხა და როდესაც გაიგო, რომ ქალბატონი ახლოს
ცხოვრობდა, მასთან შევლა შესთავაზა. სოლოვიოვი დათანხმდა და
ორივე მკითხავთან გაეშურა. ქ-ნ ფილდს, ცხადია, წარმოდგენაც არ
ჰქონდა, ვინ იყო მისი უცნობი სტუმარი, მაგრამ რაც მან ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს უწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა. ქალმა ჩემს
ქმარს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში უდიდესი სახელი ელოდა,
ისეთი, როგორსაც თავადაც ვერ წარმოიდგენდა და ეს წინასწარმეტ-
ყველება პუშკინის ზეიმზე გამართლდა! მაგრამ იყო აგრეთვე მეორე,
ცუდი წინასწარმეტყველებაც, რომლის მიხედვითაც, მალე ოჯახში
დიდი უბედურება დატრიალდებოდა და, ჩვენდა საუბედუროდ, ეს წი-
ნასწარმეტყველებაც ახდა – ჩვენი საყვარელი ალიოშა გარდაიცვა-
ლა! თუმცა ამ წინასწარმეტყველების შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა მხოლოდ ჩვენი საშინელი დანაკარგის შემდეგ მითხრა.
წლის ბოლოს ფიოდორ მიხაილოვიჩი მომავალ წელს “Дневник
писателя”-ს გამოცემა-არგამოცემის საკითხზე დაფიქრდა. ფინანსური
კუთხით, გამოცემის წარმატება ქმარს სრულად აკმაყოფილებდა და
მის მიმართ საზოგადოების გულწრფელ და გულითად, უცნობ პირთა
მრავალრიცხოვან ვიზიტებსა და მიმოწერაში ასახულ დამოკიდებუ-
ლებასაც უაღრესად აფასებდა,
409
მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებზე მუშაობის მოთხოვნილება
სძლევდა, ამიტომ გადაწყვიტა, “Дневник писателя”-ს გამოცემა ორი-
სამი წლით შეეწყვიტა და ახალი რომანის წერა დაეწყო.
მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ამოცანები იდგა ჩემი ქმრის წინაშე
და რა აღელვებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი უბის წიგ-
ნაკიდან და მასში 1877 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული ჩანა-
წერიდან შეიძლება:
Memento – სიცოცხლის ბოლომდე.
1. დასაწერია რუსული კანდიდი.
2. დასაწერია წიგნი იესო ქრისტეზე.
3. დასაწერია ჩემი მოგონებები.
4. დასაწერია პოემა “მეორმოცე დღე” (ბოლო რომანისა და
“დღიურის” სავარაუდო გამოცემის გარდა ეს ყველაფერი მინიმუმ 10
წლის საქმიანობას გულისხმობს, მე კი უკვე 56 წლის ვარ).

1877 წლისა
აპრილის შუა რიცხვებში ფიოდორ მიხაილოვიჩს რაღაც საქმეზე
სახელწიფო ბანკში მისვლა დასჭირდა. ვიფიქრე, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს ბანკში იმ განყოფილების მოძებნა გაუჭირდებოდა, რო-
მელშიც საქმე ჰქონდა და ქმარს თან გაყოლა შევთავაზე. ნევის
პროსპექტზე გავლისას გაზეთების გამყიდველებთან შეჯგუფული
ხალხი შევნიშნეთ და მეეტლე გავაჩერეთ, ეტლიდან ჩამოსულმა
ხალხის მასაში გზა გავიკვლიე და ახლახანს დაბეჭდილი განცხადება
ვიყიდე. ეს იყო “1877 წლის 12 აპრილს კიშინოვში გამოცემული რუ-
სეთის ჯარის თურქეთის საზღვარზე შესვლის უმაღლესი მანიფესტი”.
მანიფესტზე ხელმოწერას დიდი ხანია ველოდით, მაგრამ მისი გამო-
ცემა ახლა უკვე მომხდარ ფაქტად, ომის გამოცხადებას ნიშნავდა. მა-
ნიფესტის წაკითხვისთანავე ფიოდორ მიხაილოვიჩმა მეეტლეს გზის
შეცვლა და ყაზანის ტაძართან ჩვენი მიყვანა უბრძანა. ტაძარი ხალ-

410
ხით იყო სავსე, ყაზანის ღვთისმშობლის ხატთან კი შეუწყვეტელი პა-
რაკლისი იკითხებოდა. ტაძარში შესვლისთანავე ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი ხალხის მასას შეერია, რადგან ვიცოდი, რომ ქმარს განმარ-
ტოებით უყვარდა ლოცვა, უკან არ გავყევი, მხოლოდ ნახევარი სა-
ათის შემდეგ მოვძებნე და ტაძრის კუთხეში, იმდენად გულაჩუყებული
და ლოცვაში ღრმად ჩაძირული შევნიშნე, რომ მასთან მიახლოებუ-
ლი, დანახვიდან პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში ვერც კი
მიცნო. მომხდარმა და მისთვის ესოდენ საყვარელი სამშობლოსთვის
ამ მოვლენის მოსალოდნელმა შედეგებმა ფიოდორ მიხაილოვიჩი
იმდენად შეძრა, რომ ბანკში
წასვლაზე ლაპარაკიც აღარ ჩამოვარდნილა. ის მანიფესტი კი
ჩემმა ქმარმა თავის მნიშვნელოვან ქაღალდებთან ერთად გადადო
და დღემდე მის არქივში ინახება.

VII. 1877 წელი


1877 წლის ნოემბერში ფიოდორ მიხაილოვიჩი მეგობრის ავად-
მყოფობამ დაადარდიანა: ნ.ა. ნეკრასოვი კვდებოდა. ნეკრასოვთან
ფიოდორ მიხაილოვიჩს თავის სიყმაწვილესა და ლიტერატურული
კარიერის დასაწყისთან დაკავშირებული ბევრი მოგონება აკავშირებ-
და. მათგან, ვინც ფიოდორ მიხაილოვიჩის ნიჭი აღიარა და მაშინ-
დელ ინტელიგენტთა წრეში მის წარმატებას შეუწყო ხელი, ერთ-ერ-
თი პირველი სწორედ ნეკრასოვი იყო. მართალია, შემდგომ ისინი
ერთმანეთს პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობის გამო და-
შორდნენ და სამოციან წლებში “Время”-სა და “Современник”-ს შო-
რის ცხარე პოლემიკური ბრძოლაც გაჩაღდა, მაგრამ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი უთანხმოებებს გულში არ იტოვებდა და, როდესაც ნეკრა-
სოვმა “Отечественные записки”-ში მისი რომანის დაბეჭდვა შესთავა-
ზა, სიყმაწვილის მეგობრის წინადადებას სიხარულით დათანხმდა და
მასთან მეგობრული ურთიერთობაც აღადგინა, რაზეც ნეკრასოვმაც
გულითადი მეგობრობით უპასუხა.
411
ნეკრასოვის განუკურნებელი სნეულების შესახებ ამბის გაგების
შემდეგ, ფიოდორ მიხაილოვიჩმა მეგობარის მოსაკითხად მასთან
სიარულს მოუხშირა. თუმცა ხანდახან მოახლეს სთხოვდა, ავადმყო-
ფი არ შეეწუხებინათ, თუკი ეძინა, არ გაეღვიძებინათ და მხოლოდ
გულითადი სალამი გადაეცათ. ხანდახან კი ნეკრასოვი შედარებით
მხნედ ხვდებოდა და ასეთ დღეებში ის ფიოდორ
მიხაილოვიჩს თავის ახალ ლექსებს უკითხავდა ხოლმე, ერთ-ერთ
ასეთ ახლად დაწერილ ლექსზე, რომლის სათაურიც “უბედურნი”
იყო, ნეკრასოვმა ფიოდორ მიხაილოვიჩს: “ეს თქვენზე დავწერეო!”
უთხრა (გულისხმობდა “თხუნელას”), რამაც ფიოდორ მიხაილოვიჩს
გული ძალიან აუჩუყა... ნეკრასოვთან ამ უკანასკნელმა შეხვედრებმა
მასზე საერთოდაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამდენად, ნეკ-
რასოვის გარდაცვალების ამბავმა სულის სიღრმემდე შეძრა. იმ
დღეს მთელი ღამე გარდაცვლილი პოეტის ლექსებს მიკითხავდა და,
ზოგიერთით გულწრფელად აღფრთოვანებული, მათ რუსული პო-
ეზიის მარგალიტებად მიიჩნევდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის უკიდურე-
სი მღელვარების შემხედვარე, ეპილეფსიის შეტევის შიშით დილამდე
კაბინეტში ვეჯექი და ქმრის ნაამბობი სიყმაწვილისდროინდელი ის-
ტორიებიდან რამდენიმე ჩემთვის აქამდე უცნობი ფაქტი შევიტყვე.
გარდა იმისა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ნეკრასოვის პანაშვი-
დებზეც ყოველდღე დადიოდა, გარდაცლილის ცხედრის გამოტანასა
და დაკრძალვაზე დასწრებაც მოინდომა. 30 დეკემბერს, დილას ად-
რე ლიტეინაიაზე კრაევსკის სახლთან მივედით, სადაც ნეკრასოვი
ცხოვრობდა და ვნახეთ, რომ პოეტის უკანასკნელ გზაზე გასაცილებ-
ლად, ხელში გვირგვინებით, ახალგაზრდობას მოეყარა თავი. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი და მე ნეკრასოვის კუბოს იტალიანსკაიას ქუჩამ-
დე გავყევით, მაგრამ, რამდენადაც ყინვაში თავმოხდილი სიარული
უკვე სახიფათო იყო, დავიყოლიე სახლში წავსულიყავით და ორი სა-
ათის შემდეგ წესის აგებისთვის ნოვოდევიჩის მონასტერში მივსული-
ყავით. ასეც მოვიქეცით და შუადღისას უკვე მონასტერში ვიყავით.

412
ჩახუთულ ეკლესიაში ნახევარი საათით გაჩერების შემდეგ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა. ჩვენთან ერთად
ეკლესიიდან ორესტ ფიოდოროვიჩ მილერიც24 გამოვიდა და სამივე
ერთად იმ ადგილის სანახავად წავედით, სადაც ნეკრასოვი უნდა და-
ეკრძალათ. სასაფლაოს მდუმარებამ ფიოდორ მიხაილოვიჩზე და-
მამშვიდებლად იმოქმედა და მითხრა: “მე რომ მოვკვდები, ანია, აქ
დამასაფლავე, ან სადმე, სადაც გინდა, მაგრამ გახსოვდეს, არამც და
არამც ვოლკოვოს ლიტერატორთა სასაფლაოზე. არ მინდა იმათ
გვერდით ვიწვე, ვისგანაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისედაც
საკმარისზე მეტი ვიწვნიე!”
სიკვდილზე წამოწყებულმა მისმა ლაპარაკმა თავზარი დამცა და
შევეცადე დამერწმუნებინა, რომ რადგანაც ბოლო დროს ჯანმრთე-
ლობის მდგომარეობა საგრძნობლად გამოუკეთდა, სიკვდილზე ფიქ-
რი ნაადრევი იყო, მერე კი მისი სევდიანი განწყობა რომ გამექარვე-
ბინა მომავალში, ოდესმე მის დაკრძალვაზე ფანტაზიორობა დავიწყე
და თან შევევედრე, ამქვეყნად რაც შეიძლება დიდხანს ეცოცხლა.
– კარგი, რადგან ვოლკოვოზე არ გინდა, ალექსანდრე ნეველის
ლავრაში, შენთვის საყვარელი ჟუკოვსკის გვერდით დაგკრძალავ.
ოღონდ არ მოკვდე, კარგი? ნეველ მგალობლებს მოვიყვან, წირვას
კი მღვდელმთავარი აღასრულებს, თანაც ერთი კი არა, ორი! იცი, კი-
დევ რას ვიზამ? ისე გავაკეთებ, რომ უკან მარტო ახალგაზრდები კი
არა, მთელი პეტერბურგი, სამოცი-ოთხმოციათასი
კაცი გამოგყვეს და გვირგვინებიც სამჯერ მეტი მოგიტანონ!.. ხე-
დავ, რა ბრწყინვალე დაკრძალვის მოწყობას გპირდები? მაგრამ
მხოლოდ იმ პირობით, თუ კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოც-
ხლებ, თორემ იცოდე, შენს სიკვდილს ვერ გადავიტან და მეტისმეტად
უბედური ვიქნები!

24
ორესტ ფიოდოროვიჩ მილერი (1833-1889), რუსული ლიტერა-
ტურის ცნობილი ისტორიკოსი და ფ.მ. დოსტოევსკის პირველი ბიოგ-
რაფი.
413
ეს გაზვიადებული სურათი ფიოდორ მიხაილოვიჩის იმწუთიერი
მძიმე ფიქრების გასაფანტად სპეციალურად დავუხატე და საწადელს
მივაღწიე კიდეც. ფიოდორ მიხაილოვიჩმა გაიღიმა და მითხრა:
– კარგი, კარგი, შევეცდები დიდხანს ვიცოცხლო!
ო.ფ. მილერმა ჩემს მდიდარ ფანტაზიას გაუსვა ხაზი და ლაპარაკი
სხვა თემაზე გადავიდა.
ნეკრასოვის საფლავზე “Отечественные записки”-ს თანამშრომ-
ლების მიერ წარმოთქმული რამდენიმე სიტყვის შემდეგ საფლავის
გარშემო შემოკრებილმა ახალგაზრდობამ მოითხოვა, რომ სიტყვა
დოსტოევსკისაც წარმოეთქვა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა აღელვებუ-
ლი და მღელვარებისგან დროდადრო ჩამწყდარი ხმით მოკლე სიტ-
ყვა წარმოთქვა, რომელშიც გარდაცვლილი პოეტის ნიჭსა და იმ
უზარმაზარ დანაკარგს გაუსვა ხაზი, რაც რუსულმა ლიტერატურამ
ნეკრასოვის გარდაცვალებით განიცადა. ეს სიტყვა ნეკრასოვის საფ-
ლავზე
ნათქვამ სიტყვათა შორის, მრავალთა აზრით, ყველაზე გულითა-
დი იყო. მოგვიანებით ის, თუმცა კი ბევრად გავრცობილი ფორმით
“Дневник писателя”-ს 1877 წლის დეკემბრის ნომერშიც დაიბეჭდა და
შემდეგი თავებისგან შედგებოდა: I. ნეკრასოვის სიკვდილი. – იმის შე-
სახებ, თუ რა ითქვა მის საფლავზე. II. პუშკინი, ლერმონტოვი, ნეკრა-
სოვი. III. პოეტი და მოქალაქე. საერთო აზრი ნეკრასოვზე, როგორც
ადამიანზე. IV. ნეკრასოვის დამცველი მოწმე.
ბევრი ლიტერატორის აზრით, მაშინდელი კრიტიკოსების მიერ
დაწერილ სტატიათა შორის ეს სტატია ნეკრასოვის, როგორც პიროვ-
ნების, დამცველი საუკეთესო სიტყვა იყო.

414
ნაწილი მეცხრე
1878-1879 წწ.
I. 1878 წელი
1878 წლის დიდმარხვის დროს სულიერი განათლების მოყვა-
რულთა საზოგადოების დავალებით “სოლიანოი გოროდოკის” შენო-
ბაში ვლ. ს. სოლოვიოვი ფილოსოფიური ლექციების კურსს კითხუ-
ლობდა, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობდა და დარბაზი
ყოველთვის სავსე იყო. მსმენელებს შორის ბევრი ჩვენი საერთო ნაც-
ნობიც იყო და, რამდენადაც სახლში მნიშვნელოვანი საქმე არაფერი
მქონდა, ფიოდორ მიხაილოვიჩთან ერთად ლექციებზე მეც დავდი-
ოდი.
ერთ-ერთი ასეთი ლექციიდან დაბრუნებისას ფიოდორ მიხაილო-
ვიჩმა მკითხა:
– შენიშნე ნიკოლაი ნიკოლაევიჩს (სტრახოვს) თავი დღეს რა უც-
ნაურად ეჭირა? როგორც ადრე იქცეოდა ხოლმე, ლექციის დასაწ-

415
ყისში ახლოსაც არ გაგვეკარა, მერე კი, ანტრაქტის დროს რომ შევ-
ხვდით, მხოლოდ მოგვესალმა და მაშინვე ვიღაცასთან გააბა საუბა-
რი. ნაწყენი ხომ არ არის ჩვენზე, როგორ ფიქრობ?
– ჰო, მეც მომეჩვენა, რომ თავს გვარიდებდა, – ვუპასუხე მე. –
თუმცა დამშვიდობებისას რომ ვუთხარი: კვირას მოსვლა არ დაგავიწ-
ყდეთ-მეთქი, მიპასუხა: რა თქმა უნდა, კვირას თქვენი სტუმარი ვარო.
ფიოდორ მიხაილოვიჩის სიტყვების შემდეგ, ცოტა არ იყოს, მეც
შევშფოთდი და ვიფიქრე, რომ ჩვენი ყოველკვირეული სტუმარი რა-
იმე დაუფიქრებელი სიტყვით ვაწყენინე. სტრახოვთან ამ შეხვედრებ-
სა და საუბრებს ფიოდორ მიხაილოვიჩი უაღრესად აფასებდა და კვი-
რაობით, სადილის წინ, ხშირად მახსენებდა, რომ კარგი ღვინის მო-
მარაგება თუ სტრახოვის საყვარელი თევზის მომზადება არ დამვიწ-
ყებოდა.
კვირას ნიკოლაი ნიკოლაევიჩი ჩვეულებისამებრ სადილად გვეწ-
ვია და გადავწყვიტე, პირდაპირ მეკითხა, რამეზე ხომ არ გვიწყრებო-
და.
– ასე რატომ იფიქრეთ, ანა გრიგორევნა? – მკითხა მან.
– მეც და ფიოდორ მიხაილოვიჩსაც მოგვეჩვენა, რომ სოლოვიო-
ვის ბოლო ლექციაზე თავს გვარიდებდით.
– ოჰ, ამიტომ? მაგრამ, მერწმუნეთ, ეს განსაკუთრებული შემთხვე-
ვა იყო, – გაეცინა სტრახოვს. – მე არა მარტო თქვენ, ყველა ნაცნობს
ვარიდებდი თავს. ჩემთან ერთად ლექციაზე გრაფი ლევ ტოლსტოი
იმყოფებოდა, რომელმაც მთხოვა, არავისთვის წარმედგინა და მეც
იძულებული ვიყავი, თავი ყველასგან შორს დამეჭირა.
– როგორ?! თქვენთან ერთად ტოლსტოი იყო?! – დანანებით წა-
მოიძახა ფიოდორ მიხაილოვიჩმა. – რა სამწუხაროა, რომ ვერ დავი-
ნახე! თავისთავად ცხადია, რაკი ადამიანს არ უნდოდა, ძალით თავა-
დაც არ გავეცნობოდი, მაგრამ ჩუმად მაინც გეთქვათ, რომ ტოლსტო-
ისთან ერთად იყავით! შევხედავდი მაინც!

416
– შეხედვა რას მოგცემდათ? მისი სახე ხომ პორტრეტებიდან ისე-
დაც იცით, – გაეცინა ნიკოლაი ნიკოლაევიჩს.
– რას ამბობთ, განა პორტრეტი ადამიანის სულს ასახავს? პირდა-
პირ დანახვა კი სულ სხვა საქმეა. ხანდახან ერთი თვალის შევლებაც
საკმარისია, რომ ადამიანი სამუდამოდ გულში ჩაგვებეჭდოს. არა,
არასდროს გაპატიებთ, ნიკოლაი ნიკოლაევიჩ, რომ ტოლსტოი არ
დამანახვეთ!
ფიოდორ მიხაილოვიჩს შემდგომშიც არაერთხელ გამოუთქვამს
სინანული, რომ ტოლსტოი არასდროს ენახა.

II. 1878 წლის მოგონებებიდან


1878 წლის 16 მაისს მთელი ოჯახი საშინელმა ტრაგედიამ შეგ-
ვძრა: გარდაიცვალა ჩვენი უმცროსი შვილი ლიოშა. უბედურებას
არაფერი მოასწავებდა: ბავშვი არ ავადმყოფობდა და მხიარული
იყო. გარდაცვალების დღეს, დილას ის ჯერ ისევ სტარო რუსაში ჩვენს
გამგზავრებამდე სტუმრად მოსულ მოხუც პროხოროვნას თითქმის
ყველასთვის გაუგებარ თავის ენაზე ეტიტინებოდა და ხითხითებდა.
უცებ ბავშვს სახე სუსტი კრუნჩხვით აუთამაშდა; მაგრამ ძიძამ კრუნ-
ჩხვა კბილების ამოსვლისას ბავშვებში ხანდახან გამოვლენილ საყ-
მაწვილოდ ჩათვალა, მით უმეტეს, რომ ლიოშას სწორედ იმ დროს
უკანა კბილები ეჭრებოდა. მე კი ძალიან შევშინდი და მოახლე მაშინ-
ვე ჩვენი შვილების ექიმის – გრ. ა. ჩოშინის მოსაყვანად გავგზავნე.
ექიმი ახლოს ცხოვრობდა და მალევე მოვიდა, თუმცა ავადმყოფობა,
როგორც ჩანს, დიდად საყურადღებოდ არ ჩათვალა, რადგან რაღაც
გამოგვიწერა და დარწმუნებით მითხრა, რომ ალიოშას საყმაწვილო
მალე გაუვლიდა. მაგრამ ბავშვს კრუნჩხვები არ უმცირდებოდა და უკ-
ვე ისე შევშინდი, რომ ქმრის გაღვიძებასაც არ მოვერიდე. ლიოშას
მდგომარეობამ ფიოდორ მიხაილოვიჩიც ძალიან შეაშფოთა და გა-
დავწყვიტეთ, ნერვულ დაავადებათა სპეციალისტისთვის მიგვემარ-
თა, ამიტომ მე დაუყოვნებლივ პროფესორ უსპენსკისთან გავეშურე.

417
პროფესორს მიღება ჰქონდა და მისაღებში ოცამდე ავადმყოფი
ელოდა, მაგრამ წუთით მაინც მიმიღო და დამპირდა, რომ მიღების
დამთავრებისთანავე ჩვენთან წამოვიდოდა, მერე რაღაც დამამშვი-
დებელი საშუალება
გამოგვიწერა და თან ჟანგბადის ბალიში გამომატანა, რომელიც
ბავშვის სუნთქვის შესამსუბუქებლად დროგამოშვებით უნდა გამომე-
ყენებინა. შინ დაბრუნებულს ჩემი საბრალო ბიჭუნა როგორც დავტო-
ვე იმავე მდგომარეობაში დამხვდა: კვლავაც უგონოდ მყოფს, პატა-
რა სხეული დროდადრო კრუნჩხვით უთრთოდა. ამასთან, როგორც
ჩანს, არაფერი სტკიოდა და არ იტანჯებოდა, რადგან არ ტიროდა და
არც კი კვნესოდა. მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი პატარა ბიჭუ-
ნას ლოგინთან ფეხმოუცვლელად ვისხედით და ექიმის მოსვლას მო-
უთმენლად ველოდით. პროფესორი, როგორც იქნა, დაახლოებით
ორი საათისთვის მოვიდა და ბავშვი გასინჯა, მერე კი მე მომიბრუნდა
და “ნუ ტირით და ნუ ნერვიულობთ, ეს მალე გაივლისო!” მითხრა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ექიმს გასაცილებლად წინკარში გაჰყვა, უკან
კი ერთიანად გაფითრებული შემობრუნდა, დივანთან, რომელზეც
ლიოშა მისი გასინჯვის გასაადვილებლად ექიმის მოსვლის წინ გად-
მოვაწვინეთ, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მეც მის გვერდით
დავდექი მუხლებზე და ექიმის ნათქვამის გამოკითხვა დავაპირე (რო-
მელსაც, როგორც მერე გავიგე, ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის უთ-
ქვამს, ბავშვი აგონიაშიაო), მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩმა მანიშნა,
ხმა არ ამომეღო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი შევნიშნეთ,
რომ კრუნჩხვები მცირდებოდა და ექიმის სიტყვებით დამშვიდებულს
ეს ცვლილება გამიხარდა კიდეც, ჩავთვალე, რომ ლიოშენკა უბრა-
ლოდ იძინებდა და ძილი შესაძლოა გამოჯანმრთელების საწინდა-
რიც გამხდარიყო. მაგრამ ბავშვმა უცებ სუნთქვა შეწყვიდა და თავ-
ზარდაცემულმა გავაცნობიერე, რომ ჩვენი ბიჭუნა გარდაიცვალა. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა ალიოშას აკოცა,

418
პირჯვარი სამჯერ გადასწერა და გულამოსკვნილი აქვითინდა. ავ-
ქვითინდი მეც და ატირდნენ ჩვენი შვილებიც, რომლებსაც თავიანთი
უმცროსი ძმა ძალიან უყვარდათ.
შვილის სიკვდილმა ფიოდორ მიხაილოვიჩი სულის სიღრმემდე
შეძრა. თითქოს გრძნობდა, რომ ლიოშას მალე დაკარგავდა, ბავშვი
მას განსაკუთრებული, თითქმის ავადმყოფობამდე მისული სიყვარუ-
ლით უყვარდა. მის ტკივილს განსაკუთრებით ის ამძაფრებდა, რომ
ლიოშა ეპილეფსიისგან, მამისგან მემკვიდრეობით გადასული ავად-
მყოფობით გარდაიცვალა. გარეგნულად ფიოდორ მიხაილოვიჩს
თავი ეჭირა და ოჯახში დატრიალებულ საშინელ უბედურებას თით-
ქოს მედგრადაც კი იტანდა, მაგრამ ვგრძნობდი, სინამდვილეში რას
განიცდიდა, ძალიან მეშინოდა, რომ ამ უდიდესი ტკივილის გამოვ-
ლინებისგან თავშეკავება მის ისედაც შერყეულ ჯანმრთელობაზე ფა-
ტალურად აისახებოდა. ამიტომ, იმისთვის, რომ როგორმე დამემშვი-
დებინა და მისი ფიქრი ცოტა ხნით მაინც სხვა რამეზე გადამერთო,
გლოვის იმ დღეებში მხარში ამომდგარ ვლ. ს. სოლოვიოვს ვთხოვე,
ფიოდორ მიხაილოვიჩი ოპტინის სავანეში მასთან ერთად გამგზავრე-
ბაზე დაეყოლიებინა, სავანეში თავად სოლოვიოვი ზაფხულში აპი-
რებდა წასვლას და სავანის მონახულება ფიოდორ მიხაილოვიჩის
დიდი ხნის ოცნებაც იყო, მაგრამ ოცნების ასრულებას ვერა და ვერ
ახერხებდა. ვლადიმირ სერგეევიჩი დახმარებას დამპირდა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს სთხოვა, სავანეში გაჰყოლოდა, მერე მის თხოვ-
ნას ჩემი თხოვნაც შევაშველე და გადაწყდა, რომ როდესაც ფიოდორ
მიხაილოვიჩი ივნისის შუა რიცხვებში
მოსკოვში გაემგზავრებოდა (ის მოსკოვში ჩასვლას კატკოვისთვის
ახალი რომანის შესათავაზებლად აპირებდა), შემთხვევით ისარგებ-
ლებდა და ვლ. ს. სოლოვიოვთან ერთად ოპტინის სავანეშიც ჩავი-
დოდა. სოლოვიოვის თანხლება ჩემთვის მნიშვნელოვან როლს თა-
მაშობდა, რადგან ესოდენ შორ და, რაც მთავარია, დამღლელ გზაზე
ფიოდორ მიხაილოვიჩის მარტო გაშვებას ალბათ ვერც გავბედავდი,

419
სოლოვიოვი კი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს “არაამქვეყნიური”
და მეტისმეტად გაფანტული ადამიანი იყო, ეპილეფსიის შეტევის შემ-
თხვევაში ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ყურადღების მიქცევას ნამ-
დვილად შეძლებდა.
ჩვენი საყვარელი ბიჭუნას სიკვდილმა ჩემზეც არანაკლებ თავზარ-
დამცემად იმოქმედა, დარდმა იმდენად დამრია ხელი, ისე ვწუხდი და
ვტიროდი, რომ საკუთარ თავს აღარ ვგავდი. ჩემი ჩვეული სიცოც-
ხლისმოყვარულობა, ისევე როგორც ენერგია, სადღაც გაქრა და აპა-
თია დამეუფლა. ყველაფრისადმი გული გამიცივდა: მნიშვნელობა
აღარც სახლს და ოჯახს ჰქონდა და აღარც საქმეებს, ჩვენს შვილებ-
საც კი. მთელი არსებით უკანასკნელი სამი წლის მოგონებებში გადა-
ვეშვი. მაშინდელი ჩემი ეჭვების, აზრებისა და სიტყვების დიდი ნაწი-
ლი ფიოდორ მიხაილოვიჩმა “ძმებ კარამაზოვებში” ასახა, თავში სა-
თაურით – “მორწმუნე დედაკაცები”, სადაც შვილდაკარგული დედა
ბერთუხუცეს ზოსიმეს თავისი დარდის შესახებ უამბობს.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი მდგომარეობა უაღრესად აშფოთებ-
და: ცდილობდა
დავერწმუნებინე, რომ ღვთის ნებას უნდა დავმორჩილებოდი,
თუნდაც ბავშვების გამო, რომელთა მიმართაც, მისი აზრით, “გულ-
გრილობას ვამჟღავნებდი”. თავსდატეხილი უბედურება მორჩილად
მიმეღო. ბოლოს მისმა თხოვნა-მუდარამ გაჭრა, თავს მოვერიე და
გავაცნობიერე, რომ ამ ექსპრესიული დარდით ჩემს საბრალო ქმარს
კიდევ უფრო დიდ ტკივილს ვაყენებდი.
ალიოშას დაკრძალვის შემდეგ მთელი ოჯახით სტარო რუსაში გა-
ვემგზავრეთ, 20 ივნისს კი ფიოდორ მიხაილოვიჩი მოსკოვში ჩავიდა,
სადაც “Русский вестник”-ის რედაქციას მომავალი, 1879 წელის გეგ-
მაში მისი ახალი რომანის შეტანაზე მოელაპარაკა, საქმის დასრულე-
ბისთანავე კი ოპტინის სავანეში გაემგზავრა. ვლ.ს. სოლოვიოვთან
ერთად მისი მოგზაურობის, უფრო სწორად, “ხეტიალის” ისტორია

420
1878 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ჩემდამი წერილშია აღწერი-
ლი.
ოპტინის სავანეში გატარებული ორი დღის შემდეგ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი რუსაში შედარებით დაწყნარებული დაბრუნდა და თავი-
სი შთაბეჭდილებებისა და სავანის წეს-ჩვეულებების შესახებ მიამბო.
მაშინდელ ცნობილ ბერთუხუცესს ფიოდორ მიხაილოვიჩი სამჯერ
შეხვდა: ერთხელ სავანეში მისულ ხალხთან ერთად, ორჯერ კი გან-
მარტოებით და მისმა საუბარმა ფიოდორ მიხაილოვიჩზე ღრმა და
გულშიჩამწვდომი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მას ბერთუხუ-
ცესისთვის ჩვენს ოჯახში მომხდარ უბედურებასა და ჩემს მეტისმეტად
გამოვლენილ დარდზე უამბია, ბერთუხუცესი, უპირველეს ყოვლისა,
იმით დაინტერესებულა მორწმუნე ვიყავი თუ
არა, ფიოდორ მიხაილოვიჩის დადებითი პასუხის შემდეგ კი ჩემ-
თვის მისი ლოცვა-კურთხევისა და იმ სიტყვების გადმოცემა უთხოვია,
რომელსაც “ძმებ კარამაზოვებში” მამა ზოსიმე დამწუხრებულ დედას
ეუბნება... ფიოდორ მიხაილოვიჩის მონათხრობიდან ჩანდა, რომ
ყველასთვის პატივსაცემი ბერთუხუცესი მართლაც უდიდესი გულ-
თამხილველი და შორსმჭვრეტი იყო.
შემოდგომაზე, პეტერბურგში დაბრუნებულებმა, იმავე ბინაში გა-
ჩერება, სადაც ყველაფერი ჩვენს გარდაცვლილ ბიჭუნას გვახსენებ-
და, ვერ გავბედეთ და კუზნეჩნის შესახვევის # 5-ში გადავედით, სადაც
ორნახევარი წლის შემდეგ ჩემს ქმარს გარდაცვალება ეწერა.
ჩვენი ბინა ექვსი ოთახისგან, წიგნებისთვის უზარმაზარი საკუჭნა-
ოსგან, წინკარისა და სამზარეულოსგან შედგებოდა და სახლის მე-
ორე სართულზე მდებარეობდა. კუზნეჩნის შესახვევზე შვიდი ფანჯა-
რა გადიოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის კაბინეტი კი იქ იყო, სადაც ახ-
ლა მარმარილოს დაფაა მიკრული. სადარბაზო (ამჟამად ამოქოლი-
ლი) ჩვენი სასტუმრო ოთახის (კაბინეტის გვერდით) მდებარეობდა.
მეც და ფიოდორ მიხაილოვიჩიც ვცდილობდით ღვთის ნებას დავ-
მორჩილებოდით და ჩვენი საყვარელი ბიჭუნა არ გვეგლოვა, მაგრამ

421
თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდით და მთელმა შემოდგომამ და
ზამთრის დასაწყისმა ჩვენთვის მწარე მოგონებებში გაიარა. ამ დანა-
კარგმა
ფიოდორ მიხაილოვიჩზე განსაკუთრებით იმ კუთხით იმოქმედა,
რომ შვილების ისედაც მთელი არსებით მოყვარულმა, მათ მიმართ
კიდევ უფრო მეტი სიყვარულისა და ზრუნვის გამომჟღავნება დაიწ-
ყო.
გარეგნულად ჩვენი ცხოვრება ძველებურად მიდიოდა: ფიოდორ
მიხაილოვიჩი ახალი ნაწარმოების გეგმაზე თავაუღებლად მუშაობდა
(რომანის გეგმის შედგენა მის საქმიანობაში ყოველთვის უმთავრესი
და ყველაზე რთული ამოცანა იყო, ამის გამო ხდებოდა, რომ ზოგი-
ერთი რომანის, მაგალითად “ეშმაკნის” გეგმა რამდენჯერმეც კი გა-
დაკეთდა). ამჯერად საქმე იმდენად კარგად წაუვიდა, რომ 1878
წლის დეკემბერში “ძმები კარამაზოვების” არა მარტო გეგმა, არამედ
ათი საბეჭდი ფურცლის მასალაც კი მზად ჰქონდა, რომელიც 1879
წლის “Русский вестник”-ის იანვრის ნომერში დაიბეჭდა კიდეც.
1878 წლის 14 დეკემბერს ფიოდორ მიხაილოვიჩმა კეთილშო-
ბილთა თავყრილობის დარბაზში ჩატარებულ ლიტერატურულ-მუსი-
კალურ საღამოში მიიღო მონაწილეობა. მან “დამცირებულნიდან”
“ნელის მონათხრობი” წაიკითხა. ფიოდორ მიხაილოვიჩის გამოს-
ვლისას აუდიტორია კითხვის წარმოუდგენელმა მიამიტობამ და გულ-
წრფელობამ შეძრა, ისეთი შეგრძნება რჩებოდა, რომ ეს ავტორისეუ-
ლი ტექსტის კითხვა კი არა, თავის მწარე ცხოვრებაზე მართლაც მო-
ზარდი გოგონასეული ნაამბობი იყო. ასეთი უბრალო წაკითხვით
მსმენელზე წარუშლელი
შთაბეჭდილების მოხდენას რაღაც განსაკუთრებული ხელოვნება
სჭირდებოდა. კურსანტებმა ავტორისეული ეს კითხვა უაღრესად თბი-
ლად მიიღეს და ფიოდორ მიხაილოვიჩმაც მის მიმართ წრფელი აღ-
ფრთოვანებით გულანთებულ ახალგაზრდებს შორის ყოფნით დიდი

422
სიამოვნება მიიღო, რამაც იმაზე იმოქმედა, რომ მოსწავლე ახალგაზ-
რდობისთვის წასაკითხად მიწვევას ფიოდორ მიხაილოვიჩი შემ-
დგომშიც განსაკუთრებული სიხარულითა და სიამოვნებით თანხმდე-
ბოდა.

III. 1878 წელი. თაყვანისმცემლის სტუმრობა


ერთხელაც, 1878 წლის ადრეულ გაზაფხულზე, მთელი ოჯახი სა-
სადილო მაგიდასთან ვისხედით და ვსადილობდით. ხანგრძლივი სე-
ირნობიდან ახლად დაბრუნებული ფიოდორ მიხაილოვიჩი თავს
მხნედ გრძნობდა, კარგ განწყობაზე იყო და ბავშვებს, ჩვეულებისა-
მებრ, მხიარულად ესაუბრებოდა. უცებ კარზე ზარი დაირეკა, მოახლე
გასაღებად გაიქცა და ჩვენ წინკარიდან ქალის ხმა შემოგვესმა.
– ცოცხალია?
მოახლე, რომელმაც, როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგო, დუმდა.
– გეკითხებით, ცოცხალია ისევ ფიოდორ მიხაილოვიჩი?
– დიახ, ცოცხალია, – უპასუხა ჩვენმა გაოგნებულმა მოახლემ.
მინდოდა გავსულიყავი და გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ კართან
ჩემზე ახლოს მჯდომმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა დამასწრო, სწრა-
ფად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
მის დანახვაზე წინკარში ჩამომჯდარი ქალი ფეხზე წამოხტა, ხე-
ლები მისკენ გაიშვირა და წამოიძახა:
– ცოცხალი ხართ, ფიოდორ მიხაილოვიჩ?! რა ბედნიერებაა, ოჰ,
რა ბედნიერებაა, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ!
– კი მაგრამ... ქალბატონო რა ხდება? რა გჭირთ? – აღმოხდა უკვე
სრულიად გაოგნებულ ფიოდორ მიხაილოვიჩსაც. – დიახ, ცოცხალი
ვარ და ვაპირებ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო!
– ჩვენთან კი ხარკოვში ხმა გავარდა, რომ... – მღელვარედ წარ-
მოთქვა ქალმა. – ცოლმა მიგატოვათ და მისმა ღალატმა ლოგინად

423
ჩაგაგდოთ, თანაც თითქოს მომვლელიც არავინ გყოლოდეთ... ეს ამ-
ბავი გავიგე თუ არა, მაშინვე გამოვემგზავრე, რომ თქვენთვის მომევ-
ლო. სადგურიდან პირდაპირ აქ მოვედი!
ამის გამგონე მეც წინკარში გავედი და ბრაზით გულმოსულ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს შევხედე.
– გესმის, ანია? – მომმართა მან მაშინვე, – ვიღაც არამზადებმა
ჭორი გაავრცელეს, რომ ვითომ ვიღაცასთან ერთად გაიქეცი! წარ-
მოგიდგენია? არა, მითხარი, როგორ მოგწონს?!
– კარგი, დაწყნარდი, ძვირფასო, ნუ ღელავ, – ვუთხარი მე, – ეს
უბრალოდ რაღაც გაუგებრობაა. ჯობია ოთახში შედი, აქ არ გაცივდე.
– ფიოდორ მიხაილოვიჩს ხელი მოვკიდე და სასადილოში დაბრუნე-
ბა ვთხოვე. მან დამიჯერა და სასადილოში შევიდა, მაგრამ მისი აღ-
შფოთებული წამოძახილები იქიდან დიდხანს ისმოდა.
მე კი ამასობაში უცნობ ქალბატონს გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ
მასწავლებელი იყო, საკმაოდ კეთილი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ-
ცთუ გონიერი ქალი, რომელიც ეტყობა მოღალატე ცოლის მიტოვე-
ბულ ცნობილ მწერალზე ზრუნვისა და შესაძლოა, ბოლო წუთებში მის
გვერდით ყოფნის, შემდეგ კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმ
შესაძლებლობამ მოხიბლა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა მის მკლა-
ვებში დალია სული. საცოდავი, გულწრფელად აღელვებული ქალი
მართლაც ძალიან შემებრალა, ამიტომ ბოდიში მოვუხადე, სასადი-
ლოში შევედი და ფიოდორ მიხაილოვიჩს ვუთხარი, რომ უცნობის სა-
დილით გამასპინძლება მინდოდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა ხელების ქნევა დაიწყო და, ჯერაც გაბ-
რაზებულმა, ჩაისისინა: “რაც გინდა ის ქენი, დაუძახე, ოღონდ დამა-
ცადე, ჯერ მე გავიდე აქედან!”, სკამიდან წამოხტა და თავის კაბინეტში
შეიკეტა.
მე წინკარში დავბრუნდი და ქალს დასვენება და სადილად დაწვე-
ვა შევთავაზე, მაგრამ, როგორც

424
ჩანს, ფიოდორ მიხაილოვიჩის გაწყრომით გულდაწყვეტილმა,
უარი მითხრა და მხოლოდ ჩვენს ბინამდე მეეზოვის ამოტანილი
უზარმაზარი დაწნული კალათის წასაღებად მოახლის დახმარება ით-
ხოვა. მე სადილად დარჩენა აღარ დამიძალებია, მაგრამ ვკითხე, სად
გაჩერდებოდა და მისი სახელითა და გვარით დავინტერესდი.
კაბინეტში შესულს ფიოდორ მიხაილოვიჩი ისევ უაღრესად გულ-
მოსული დამხვდა.
– არა, წარმოიდგინე! – ბუზღუნებდა ის და ოთახში ბოლთას სცემ-
და, – წარმოიდგინე, რა სიმდაბლე მოიფიქრეს: შენ მიმატოვე! უნამუ-
სო ცილისმწამებლები! ვის შეიძლებოდა ეს მოეფიქრებინა?
მთელ ამ ამბავში ფიოდორ მიხაილოვიჩი ყველაზე მეტად იმან გა-
აბრაზა, რომ მე ვიღაცამ ცილი დამწამა. ამ შედარებით უმნიშვნელო
ინციდენტის გამო მისი მღელვარების შემხედვარემ შევთავაზე, ხარ-
კოვში თავისი ძველი მეგობრისთვის – პროფესორ ნ.ნ. ბეკეტოვის-
თვის მიეწერა და იქ ჩვენზე გავრცელებული ჭორების შესახებ ეკითხა.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა დამიჯერა, ბეკეტოვს იმავე საღამოს მისწე-
რა და ამან ცოტა დაამშვიდა. მეორე დღეს კი მთხოვა, ხარკოველი
მასწავლებელი მომენახულებინა, მაგრამ ქალი სასტუმროში აღარ
დამხვდა: დილითვე მატარებლით უკან გამგზავრებულიყო.

IV. 1879 წელი


1879 წლის პირველმა ორმა თვემ ჩვენთვის მშვიდად ჩაიარა: ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი რომანზე თავაუღებლად მუშაობდა და მუშაო-
ბაც კარგად მისდიოდა. მარტის დასაწყისში მას რამდენიმე ლიტერა-
ტურულ საღამოზე მოუხდა გამოსვლა. ასე, 9 მარტს ფიოდორ მიხია-
ილოვიჩი ლიტერატურული ფონდისთვის კეთილშობილთა თავყრი-
ლობის დარბაზში კითხულობდა. იმ საღამოზე ფიოდორ მიხაილოვი-

425
ჩის გარდა მონაწილენი ჩვენი საუკეთესო მწერლები იყვნენ: ტურგე-
ნევი, სალტიკოვი, პოტეხინი და სხვანი. ფიოდორ მიხაილოვიჩმა წა-
საკითხად “ძმები კარამაზოვებიდან” “საიდუმლოდ განდობილი”25.

აირჩია, ბრწყინვალედ წაიკითხა და მხურვალე ოვაციები დაიმსა-


ხურა. ლიტერატურული საღამოს წარმატება იმდენად დიდი იყო,
რომ შემსრულებელთა თითქმის იმავე შემადგენლობით (სალტკოვის
გამოკლებით) 16 მარტს საღამოს განმეორება გადაწყდა. 16 მარტს,
გამოსვლის შემდეგ, ფიოდორ მიხაილოვიჩს ქალთა უმაღლესი კურ-
სების მსმენელთა სახელით ყვავილები მიართვეს, რომლის რუსული
ორნამენტით მოქარგულ ლენტზეც ფიოდორ მიხაილოვიჩის მხარდა-
ჭერისა და თანაგრძნობის გამომხატველი წარწერა იყო დატანებუ-
ლი.
დაახლოებით მარტის თორმეტი რიცხვისთვის ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს სამწუხარო ამბავი შეემთხვა, რასაც შეიძლებოდა ცუდი შე-
დეგიც კი მოჰყოლოდა. მისი ყოველდღიური, სადილისწინა
სეირნობისას ნიკოლაევსკაიას ქუჩაზე უკნიდან ვიღაც მთვრალი
კაცი წამოეწია და კეფაში ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი ქვაფენილზე პირქვე დაეცა, დაცემისგან სახე გაიხეთქა
და სისხლი წასკდა. წამის უსწრაფესად გარშემო ხალხი შემოეხვია,
გამოჩნდა პოლიციელიც, მთვრალი მაშინვე განყოფილებაში წაიყვა-
ნეს და ფიოდორ მიხაილოვიჩსაც იქვე მისვლა სთხოვეს. განყოფი-
ლებაში ჩემმა ქმარმა პოლიციელთან განაცხადა, რომ თავდამ-
სხმელს პატიობდა და სთხოვა გაეშვათ. პოლიციელიც დაჰპირდა,
რომ გაუშვებდა, მაგრამ დაზარალებულის ცნობილი გვარის გამო
“თავდასხმის” შესახებ ცნობა მეორე დღესვე გაზეთებში დაიწერა და
პოლიციაში შედგენილი ოქმი განსახილველად მე-13 განყოფილების
მომრიგებელ მოსამართლეს – ბ-ნ ტროფიმოვს გადაეცა. სამიოდ

25
დიმიტრი კარამაზოვის საუბარი თავის უმცროს ძმასთან ალექსე-
ისთან (რედ.).
426
კვირის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩი სასამართლოში გამოიძახეს.
სასამართლო განხილვაზე მოპასუხემ – გლეხმა ფიოდორ ანდრეევმა
თქვა, რომ “გალეშილი იყო და “ბატონს” მხოლოდ ოდნავ შეეხო, მაგ-
რამ მიუხედავად ამისა, ის მაინც წაიქცა”. ფიოდორ მიხაილოვიჩმა სა-
სამართლოზეც იგივე გაიმეორა, თქვა, რომ მოპასუხეს პატიობდა და
სასამართლოს სთხოვდა, არ დაესაჯათ. მომრიგებელმა მოსამარ-
თლემ თუმცაკი გაითვალისწინა ფიოდორ მიხიალოვიჩის თხოვნა,
მაგრამ ქუჩაში “აყალმაყალისა” და არეულობის მოწყობისთვის გლეხ
ფიოდორ ანდრეევისთვის ჯარიმის – თექვსმეტი რუბლის გადახდა ან
პოლიციის განყოფილებაში ოთხდღიანი პატიმრობის მოხდა მაინც
დაუდგინა. ჩემი ქმარი მოპასუხეს სადარბაზოში დაელოდა და დაკის-
რებული ჯარიმის გადასახდელად თექვსმეტი რუბლი მისცა.
სააღდგომოდ (3 აპრილს) “სოლიანოი გორადოკში” ფრებელის
საზოგადოების მხარდამჭერი26 ლიტერატურული კითხვა გაიმართა;
ამ შეხვედრაზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა “ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხე-
ზე” წაიკითხა. იმის გამო, რომ ზეიმი საბავშვო იყო, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა თან ჩვენი შვილების წაყვანაც მოინდომა, რომ ბავშვებს
სცენიდან მისი კითხვა და ის სიყვარული დაენახათ, რომლითაც სა-
ზოგადოება მათ მამას ხვდებოდა. ფიოდორ მიხილოვიჩის გამოსვლა
პუბლიკამ ამჯერადაც აღფრთოვანებით მიიღო და პატარა მსმენელ-
თა ჯგუფმა ჩემს ქმარს ყვავილების თაიგული მიართვა. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი შვილებთან ერთად ზეიმის ბოლომდე დარჩა და აქამდე
არნახული სანახაობებით აღფრთოვანებული შვილების სიხარულით
თავადაც გაიხარა.

26
ფრიდრიხ ფრებელის (1782-1852) – გერმანელი პედაგოგისა
და სკოლამდელი აღზრდის თეორეტიკოსის, “საბავშვო ბაღის” ცნე-
ბის შემომღების მეთოდიკით მომუშავე სკოლამდელი აღზრდის მოღ-
ვაწეთა საზოგადოება რუსეთში.
427
აღდგომას ფიოდორ მიხაილოვიჩი ალექსანდროვის ქალთა გიმ-
ნაზიის შენობაში ბესტუჟევის კურსების მხარდასაჭერად კითხულობ-
და. ამჯერად მან “დანაშაული და სასჯელიდან” აირჩია ერთ-ერთი
სცენა და კითხვის მანერით მსმენელზე წარმოუდგენელი ეფექტი მო-
ახდინა. კურსანტებმა თავიანი აღფრთოვანება მხურვალე აპლოდის-
მენტებით გამოხატეს, ანტრაქტების დროს ფიოდორ მიხაილოვიჩს
გარს შემოეხვივნენ, საუბარი გაუბეს და თავიანთთვის საინტერესო
ამა თუ იმ საკითხზე აზრის გამოთქმა სთხოვეს, საღამოს დასასრულს
კი, როდესაც წასვლა დავაპირეთ, კურსანტების უზარმაზარმა მასამ,
ალბათ ორასმა ან მეტმა ქალიშვილმა, ფიოდორ მიხაილოვიჩი კიბე-
ზე ჩააცილა და თითქმის გასასვლელამდეც მიჰყვა, სადაც რამდენიმე
მათგანი
ჩემს ქმარს პალტოს ჩაცმაშიც დაეხმარა. მანამდე მეც ქმრის გვერ-
დით ვიდექი, მაგრამ მისკენ გამოქანებულმა გოგონებმა გვერდზე
გამწიეს და მთელი ამ ორომტრიალის დროს, სადღაც უკან დავრჩი,
თუმცა ამას არ შევუშფოთებივარ, ვიცოდი, რომ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ჩემ გარეშე არ წავიდოდა და ასეც მოხდა. პალტო რომ ჩაიცვა,
ფიოდორ მიხაილოვიჩმა უკან მოიხედა და რომ ვერ დამინახა შეწუ-
ხებული ხმით ყველას გასაგონად დაიძახა: “ჩემი ცოლი სადღაა, ჯერ
კიდევ ცოტა ხნის წინ გვერდით მედგა. მომაძებნინეთ, გთხოვთ, მო-
მაძებნინეთ”, – ფიოდორ მიხაილოვიჩი გარსშემოხვეულ თაყვანის-
ცმელ ქალიშვილებს მიმართავდა და იმათაც ერთხმად ჩემი სახელის
ძახილი დაიწყეს. თავისთავად ცხადია, ქმარს მაშინვე შევეხმიანე და
მივუახლოვდი.
დადგა გაზაფხული და ჩვენც, ჩვეულებისამებრ, სტარო რუსაში გა-
სამგზავრებლად მზადება დავიწყეთ, მით უმეტეს, რომ იმ წელს ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის ემსში გამგზავრება და მკურნალობის კურსის
გავლა პროფესორმა კოშლაკოვმა აუცილებლად მიიჩნია, ფიოდორ
მიხაილოვიჩს კი ემსში გამგზავრებამდე ჩვენთან ერთად აგარაკზე
ყოფნა და, თუ მოახერხებდა, მშვიდად მუშაობა უნდოდა.

428
ჩვენდა საუბედუროდ, იმ წელს ცივი და წვიმიანი გაზაფხული იყო
და ფიოდორ მიხაილოვიჩი აგარაკზე არათუ გამოკეთდა, გახდა კი-
დეც, რამაც ყველა დაგვამწუხრა.
სამაგიეროდ ზაფხული სასიამოვნოდ დაიწყო: რუსაში ჩვენთვის,
ორივესთვის საყვარელ ოჯახთან ერთად მთელი სეზონით ა.ვ. ჟაკ-
ლარ-კორვინი ჩამოვიდა, რამაც ფიოდორ მიხაილოვიჩს საშუალება
მისცა, სეირნობიდან სახლისკენ მომავალ უკანა გზაზე მისთვის ოდეს-
ღაც მნიშვნელოვან ადამიანთან და ჭკვიან და სასიამოვნო ქალთან
სასაუბროდ ყოველდღე შეევლო.
ივლისის მეორე ნახევარში (18 ივლისს) ფიოდორ მიხაილოვიჩი
საზღვარგარეთ გაემგზავრა, 24-ში კი ემსში ჩავიდა. ის უწინდელ ბი-
ნაში Ville d’Alger-ში გაჩერდა და ექიმ ორტთან გაემართა, რომელ-
მაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმრის მასთან ბოლო ვიზიტიდან სა-
მი წელი იყო გასული, ფიოდორ მიხაილოვიჩი იცნო და დაამშვიდა,
რომ “კრენხენი ამჯერადაც უშველიდა”. “მითხრა (მომწერა მან 25 ივ-
ლისს), რომ თურმე ფილტვის რაღაც ნაწილი თავისი ადგილიდან
დაძრულა და გადანაცვლებულა ისევე, როგორც გული, და ეს ყვე-
ლაფერი ემფიზემის გამო, თუმცა დასამშვიდებლად დაამატა, გული
სრულიად ჯანსაღი გაქვთ და ეს ადგილების გადანაცვლებაც დიდს
არაფერს ნიშნავს, საშიში არ არისო. თავისთავად ცხადია, ექიმია და
პაციენტის დამშვიდება მის მოვალეობაში შედის, მაგრამ თუკი ემფი-
ზემის ჯერ კიდევ საწყისმა სტადიამ ორგანიზმში ასეთი ცვლილებები
გამოიწვია, მერე რაღას იზამს? ვნახოთ, იმედი მაქვს, წყლები მიშვე-
ლის”.
უკანასკნელ წლებში ფიოდორ მიხაილოვიჩს უკეთესობას მეც ვამ-
ჩნევდი და თავს თვითონაც მხნედ და მოძლიერებულად გრძნობდა,
აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ავადმყოფობას
ასეთი საშინელი ცვლილებების გამოწვევა შეეძლო, ამიტომ ექიმ
ორტის ნათქვამმა უაღრესად ჩამაფიქრა და შემაშფოთა, მაგრამ,

429
რამდენადაც კრენხენის სმა ფიოდორ მიხაილოვიჩზე ყოველთვის სა-
სიკეთოდ მოქმედებდა, თავი დავიმშვიდე, რომ მკურნალობა ამჯერა-
დაც არგებდა.
რაც შეეხება ფიოდორ მიხაილოვიჩის განწყობას, იმედი მქონდა,
რომ ემსში მისთვის სასიამოვნო რომელიმე ნაცნობს შეხვდებოდა და
მასთან შეხვედრები ოჯახთან განშორების დარდს გაუქარვებდა, მაგ-
რამ სამწუხაროდ, იმედი არ გამიმართლდა: ემსში ყოფნის ხუთი კვი-
რის განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩს არც ერთი ნაცნობი არ
შეხვედრია და იმდროინდელ ყველა წერილში ქმარი თავის მარტო-
სულობას შემომჩიოდა. “ამ ყველაფერთან ერთად სამკითხველოში
მხოლოდ “Московские ведомости” აღმოაჩნდათ, თანაც ძალიან ძვე-
ლი! და საძაგელი “Голос”-ი, რომელსაც წყობიდან გამოვყავარ. ერ-
თადერთი რამ, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ბავშვების ცქერაა, მაგრამ
ხანდახან აქაც სისაძაგლეს ვხედავ: დღეს სხვა ბავშვებთან ერთად
სკოლისკენ მიმავალი ხუთიოდე წლის ბიჭუნა დავინახე, ქუჩაში თვა-
ლებზე ხელებაფარებული და მტირალი მიდიოდა. ვიკითხე – რა
სჭირს-მეთქი და გამვლელი გერმანელებისგან გავიგე, რომ ბავშვს
უკვე მთელი თვეა თვალების ანთება (საშინლად მტკივნეულია) აქვს,
მამამისს კი, თურმე ექიმთან არ მიჰყავს, რომ წამალზე რამდენიმე
პფენინგის დახარჯვა არ დასჭირდეს. ვერც კი გადმოგცემ ამან რო-
გორ ამრია, თუმცა საერთოდაც, ნერვები მღალატობს და მეტისმე-
ტად დაღვრემილი ვარ... არა, ანია, მოწყენილობა ხელწამოსაკრავი
რამ
არ არის. მოწყენილობისას მუშაობაც ტანჯვაა და დამიჯერე, კა-
ტორღა ჯობია, არა, ნამდვილად, კატორღაში თავს უკეთ ვგრძნობ-
დი!”
ფიოდორ მიხაილოვიჩის წერილები ერთმანეთზე უარესად სევ-
დიანი იყო. 13 აგვისტოს გამოგზავნილ წერილში მომწერა: “საბრა-
ლო ემილია ფიოდოროვნას ამბავმა გული ძალიან მატკინა. თუმცა
პირიც ასეთი უჩანდა, ამ ავადმყოფობით დიდხანს ვერ ცოცხლობენ.
430
მისი სიკვდილით ჩემთვის თითქოს რაღაც დამთავრდა, ის, რაც ამ-
ქვეყნად ჩემი ძმის ხსოვნისგან რჩებოდა, ერთი ფედიაღა დამრჩა,
ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელიც ჩემ ხელში გაიზარდა. ძმის და-
ნარჩენი შვილები როგორღაც ჩემგან განყენებულად გაიზარდნენ.
გთხოვ, მისწერე ჩემი სახელით ფედიას, მისწერე, რომ ვუთანაგ-
რძნობ, რადგან მე ისიც არ ვიცი, წერილი რა მისამართზე გავუგზავ-
ნო... რომ იცოდე, 5-ში (რიცხვიც კი ჩავიწერე) რა უცნაური სიზმარი
ვნახე: ძმა დამესიზმრა, ვხედავდი თითქოს იწვა და გადაჭრილი არ-
ტერიიდან სისხლი სდიოდა. თავზარდაცემულმა ჯერ ექიმის მოსაყვა-
ნად გაქცევა დავაპირე, მაგრამ მერე იმ აზრმა გამაჩერა, რომ ექიმის
მოყვანამდე სისხლისგან დაიცლებოდა. ძალიან უცნაური სიზმარია
და, რაც მთავარია, 5 აგვისტოს, მისი გარდაცვალების წინა დღეს.
არა, არა მგონია, რომ ემილია ფიოდოროვნას წინაშე რაიმე დიდი
დანაშაული მიმიძღვოდეს: როცა შემეძლო ვეხმარებოდი და ეს დახ-
მარებაც ნელ-ნელა და მხოლოდ მას შემდეგ შევწყვიტე, რაც შვილი-
სა და სიძის სახით ჩემზე ახლობელი სხვა დამხმარეები გამოუჩნდნენ.
იმ წელს კი, როცა მიშა გარდაიცვალა, დაუფიქრებლად და
დაუნანებლად არა მარტო რაც გამაჩნდა, სრულად 10 000 რუბლი
შევწირე, არამედ უიმედოდ ჩაძირულ გამომცემლობას შევალიე მთე-
ლი ძალა და საკუთარი, ლიტერატორის სახელიც ლაფში ამოვსვა-
რე... თანაც იმდენად თავაუღებლად და ვირივით ვმუშაობდი, რომ
იმქვეყნიდან ჩემი ცხონებული ძმაც კი ვერ მისაყვედურებდა”.
წერილის ბოლოს კი ამატებდა: “ხვალ ჩემი აქაური მდუმარების
ზუსტად ორი კვირა სრულდება, რადგან მდგომარეობა, რომელშიც
მე აქ ვიმყოფები, არა მხოლოდ განმარტოება, არამედ მდუმარებაა.
ლაპარაკს იმდენად გადავეჩვიე, რომ ხანდახან შეშლილივით საკუ-
თარ თავთან ვიწყებ ლაპარაკს”.
16 აგვისტოს ფიოდორ მიხაილოვიჩი მწერდა: “მარტოსულობის-
გან ეჭვიანობა დამჩემდა და მუდმივად ამქვეყნად არსებული ყველა
ცუდი და საუბედურო მელანდება. ამ ნაღველმა ისე ღრმად გაიდგა

431
ჩემ სულში ფესვები, რომ ვერც აგიწერ: ლაპარაკიც კი დამავიწყდა,
ხანდახან თუ შემთხვევით, არა გულში, არამედ ხმამაღლა წამომცდე-
ბა ხოლმე სიტყვა, საკუთარი თავისა მიკვირს, რადგან ჩემი ხმა უკვე
მეოთხე კვირაა აღარ მესმის”.
ჩემი ქმრის ამ მძიმე სულიერი მდგომარეობით მეც ძალიან ვიტან-
ჯებოდი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ვიცოდი, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს ამ ყველაფრის გარდა დაპირებული ფულის ჩემგან
მიუღებლობაც აღელვებდა. მე კი ამასობაში ფულის გაგზავნას
საშველს ვერა და ვერ ვაყენებდი, საქმე ის იყო, რომ “Русский
вестник”-ის რედაქციასთან მოლაპარაკებაში გაუგებრობა მოხდა:
რედაქციამ ფული არა სტარო რუსაში, არამედ პეტერბურგში, ახენბა-
ხისა და კოლის კანტორაში გადმოაგზავნა, მე კი ფიოდორ მიხაილო-
ვიჩისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ ბავშვებს ერთი დღითაც
არ დავტოვებდი, შესაბამისად, პეტერბურგში ვერ ჩავდიოდი, ამიტომ
მომიწია ჯერ კანტორისთვის მიმეწერა და თანხის უკან რედაქციაში
გაგზავნა მომეთხოვა, მერე კი რედაქციისთვის ნაღდი ფულისა და ამ-
ჯერად სტარო რუსაში გადმოგზავნა მეთხოვა. თავისთავად ცხადია,
სტარო რუსაში “Русский вестник”-ისგან თანხის მიღებისთანავე ფული
ქმარს გადავუგზავნე.

V. 1879 წელი. მამულის ყიდვის განზრახვა


წერის შესაძლებლობის შესუსტებისა თუ თავისი სიკვდილის შემ-
თხვევაში ოჯახის ბედზე ფიქრმა ფიოდორ მიხაილოვიჩი ვალების
გასტუმრების შემდეგ პატარა მამულის ყიდვის განზრახვამდე მიიყვა-
ნა, რაც, მისი აზრით, ოჯახს თუნდაც ნაწილობრივ მაინც მამულიდან
მიღებული შემოსავლის ხარჯზე ცხოვრების საშუალებას მისცემდა.
1879 წლის 13 აგვისტოს ემსიდან გამოგზავნილ წერილში ის მწერდა:
“საყვარელო, ხშირად ჩემს სიკვდილზე (აქ ამაზე სერიოზულად ვფიქ-
რობ) და იმაზე ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგ თქვენ, შენ და ბავშვებს
რას დაგიტოვებთ. ყველას ჰგონია, რომ ფული გვაქვს, მაგრამ ეს ხომ
432
ტყუილია. ახლა “კარამაზოვები” მაქვს დასამთავრებელი და კარგად
უნდა დავამთავრო, ოქრომჭედლის ნამუშევარივით დავხვეწო, არა-
და რთული რომანია, სარისკო და დიდ ძალას წამართმევს, მაგრამ
იმავდროულად საბედისწეროცაა: სახელი ამ რომანმა უნდა დამიმ-
კვიდროს, სხვა შემთხვევაში რაიმე იმედზე ლაპარაკიც კი არ ღირს.
“კარამაზოვებს” მომავალი წლის ბოლოს დავამთავრებ, “დღიურზე”
ხელმოწერას გამოვაცხადებ და ხელმოწერებიდან შემოსული ფუ-
ლით მამულს ვიყიდი, საცხოვრებელ და “დღიურის” გამოსაცემ
ფულს კი როგორმე წიგნების გაყიდვიდან ამოვიღებ. რაღაც ძალის-
ხმევაა საჭირო, თორემ სხვაგვარად არასდროს არაფერი იქნება.
მაგრამ საკმარისია, ამაზე ლაპარაკს და კამათს კიდევ მოვასწრებთ,
ვიცი, რომ სოფლები არ გიყვარს, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ: 1)
სოფელი ის კაპიტალია, რომელიც ბავშვების წამოზრდის დროის-
თვის შემოსავლის მოტანას დაიწყებს და 2)
ის, ვინც მიწას ფლობს, სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაშიც
იღებს მონაწილეობას. ეს ჩვენი შვილების მომავალი და იმის განმა-
პირობებელი ფაქტორია, რანი იქნებიან ისინი იმ მომავალში: ძლი-
ერი და დამოუკიდებელი მოქალაქეები (სხვებზე არანაკლები) თუ
უსაფუძვლონი და ფუქსავატნი”.
ერთ-ერთ შემდგომ წერილში მწერდა: “მე აქ მუდმივად მომავლის
მოწყობაზე და მამულის ყიდვაზე ვოცნებობ. გინდ დაიჯერე, გინდ
არა, ლამის გავგიჟდე, მუდმივად ამაზე ვფიქრობ. ბავშვებზე ვფიქ-
რობ, მათ მომავალზე”.
არსებითად ამ საკითხში ქმრის მოსაზრებას სრულად ვეთანხმებო-
დი, მაგრამ ვთვლიდი, რომ მამულის ყიდვით ბავშვების მომავლის
უზრუნველყოფა იმ მდგომარეობაში, როგორშიც მაშინ ვიმყოფებო-
დით, შეიძლებოდა აუხდენელ ოცნებად დარჩენილიყო. პირველი და
უმთავრესი სირთულე, თუკი, რა თქმა უნდა, მამულის ყიდვას შევ-
ძლებდით, მისი მიმხედავის არარსებობაში მდგომარეობდა. ფი-

433
ოდორ მიხაილოვიჩი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კი ერკვე-
ოდა, მაგრამ თან წერას და თან მამულის მეთვალყურეობას ვერაფ-
რით შეძლებდა, მე კი ამაში არაფერი გამეგებოდა და სანამ ჩემთვის
ამ სრულიად გაუგებარ საქმიანობას შევისწავლიდი და ალღოს ავუ-
ღებდი, ალბათ, რამდენიმე წელიც კი დამჭირდებოდა. ასეთ ვითარე-
ბაში იძულებულები გავხდებოდით მამული მმართველისთვის ჩაგვე-
ბარებინდა, მაგრამ ბევრი ნაცნობი
მემამულის გამოცდილებით ვიცოდი, რომ მამულის მმართველის-
თვის ჩაბარებას კარგი არაფერი მოჰქონდა.
მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ მანუგეშებელ აზრს ისეთი იმე-
დით შეჰყურებდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მინდოდა, ამიტომ
მხოლოდ ის ვთხოვე მანამდე მოეცადა, სანამ მისი დეიდის – ა.ფ. კუ-
მანინას მემკვიდრეობიდან ჩვენი წილის ამბავი გაირკვეოდა და ამ
იდეის ნელ-ნელა განხორციელება ჩვენთვის გამოყოფილ მიწაზე
შეგვეძლებოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩემს წინადადებას დათან-
ხმდა, მაგრამ გადაწყვიტა, თადარიგი დაეჭირა და “ძმები კარამაზო-
ვებისთვის” ასაღები ჰონორარი “Русский вестник”-ის რედაქციაში მა-
მულის მოწყობისთვის საჭირო ფულად დაეტოვებინა.
ა.ფ. კუმანინასგან მემკვიდრეობა – რიაზანიდან ას ვერსტში, დაბა
სპას-კლეპიკისთან მდებარე 6000 დესატინის ფართის მამული ჯერ
კიდევ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში გვერგო. მემკვიდრეობი-
დან დოსტოევსკების ოთხივე ძმას (რომლებსაც დების წილზე ფულის
გადახდა უხდებოდათ) მამულის ერთი მესამედი, დაახლოებით
ორიათასი დესატინა ერგებოდა; რაც იმას ნიშნავდა, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩს წილად ხუთასი დესატინა ხვდებოდა.
რამდენადაც მემკვიდრეობა ბევრზე იყოფოდა, მემკვიდრეებთან
მოლაპარაკება არა და არ
ხერხდებოდა, ისევე, როგორც მამულის მთლიანად გაყიდვა – ამ-
ხელა მამულის მყიდველის პოვნა ადვილი საქმე არ იყო, და ეს მაშინ,

434
როცა ჩვენცა და დანარჩენ მემკვიდრეებსაც, გარდა იმისა, რომ ბეგა-
რის გადახდაც გვიხდებოდა, მამულში გამგზავრებაზე, დოკუმენტებ-
ზე, სასამართლო ხარჯებზე და ა.შ. ჩვენი რწმუნებულიც ფულს
გვთხოვდა, ასე რომ, ეს მემკვიდრეობა მხოლოდ უსიამოვნებებსა და
ხარჯს გვმატებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მემკვიდრეები შეთანხმდნენ, რომ მიწა
დაეტოვებინათ, მაგრამ სამკვიდრო მამულში დიდი ფართის გამო მი-
წაც სხვადასხვაგვარი იყო, ამიტომ მე და ფიოდორ მიხაილოვიჩმა გა-
დავწყვიტეთ, ჩვენ წილად დადგენილზე ნაკლები, მაგრამ კარგი ხა-
რისხის ნაკვეთი აგვეღო. თუმცა აქაც სირთულეს წავაწყდით, ნაკვე-
თის ასარჩევად მამულში უნდა ჩავსულიყავით და იქაურობა დაგვეთ-
ვალიერებინა. ყოველ გაზაფხულს ნაკვეთების ასარჩევად და ჩვენ-
ჩვენი წილის გამოსაყოფად მემკვიდრეების მამულში გამგზავრებაზე
იწყებოდა ლაპარაკი, მაგრამ ხან ერთი მემკვიდრე ვერ ახერხებდა
საერთო შეკრებაზე ჩასვლას, ხან მეორე და საქმე შემდეგი წლისთვის
იდებოდა. ბოლოს, 1879 წლის ზაფხულში მემკვიდრეებმა გადაწყვი-
ტეს, მოსკოვში შეკრებილიყვნენ და საბოლოო შეთანხმებამდე მისუ-
ლიყვნენ, შეთანხმების შემთხევაში კი, თუ შესაძლებელი იქნებოდა,
რიაზანშიც გამგზავრებულიყვნენ და დარჩენილი საკითხები ადგილ-
ზე გადაეწყვიტათ.
ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ დროს ემსში მკურნალობდა და მხო-
ლოდ ერთი თვის შემდეგ ბრუნდებოდა, მაგრამ მე ასეთი საკითხის
ფიოდორ მიხაილოვიჩის არყოფნის გამო გაჭიანურება მენანებოდა,
ამასთან ისიც ვერ გადამეწყვიტა დაგეგმილი შეხვედრის შესახებ
ქმრისთვის საერთოდ მეცნობებინა თუ არა, ფიოდორ მიხაილოვიჩის
ხასიათიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ სტარო რუსადან ხანგრძლი-
ვად გამგზავრებისა და, შესაბამისად, ბავშვების ძიძებთან დატოვების
შესახებ ცნობით ავაფორიაქებდი და ამით მის განკურნებას შევუშლი-
დი ხელს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ამ ამბამდე ფიოდორ მიხაილო-
ვიჩისგან ბავშვების წმ. ნილ სტოლობენსკის მონასტერში (რუსადან

435
ასი ვერსტის დაშორებით) წაყვანეზე მქონდა ნებართვა აღებული და,
რამდენადაც მონასტერში ისედაც ერთი კვირით უნდა ჩავსულიყა-
ვით, გადავწყვიტე, ბავშვებთან ერთად იქამდე ორიოდე დღით ჯერ
მოსკოვში გამევლო. მაგრამ მოსკოვში ჩასვლისა და მემკვიდრეებ-
თან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ მემკვიდრეები მამულში მიემ-
გზავრებოდნენ და მეც ბევრი აღარ მიფიქრია, შემთხვევა ხელიდან
არ გავუშვი და ბავშვების თანხლებით მამულის დასათვალიერებ-
ლად და ისეთი ნაკვეთის მოსაზომად, როგორიც ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს მოეწონებოდა, მეც მათთან ერთად გავემგზავრე.
მამულში ჩვენი გამგზავრება ათ დღეს გაგრძელდა. საქმე საკმაოდ
კარგად დაგვირგვინდა და მოვახერხე ეგრეთ წოდებულ პეხორკაში
ქმრის წილად საშენი ხე-ტყის ორასი დესატინა და ველის ასი დესა-
ტინა მიწა ამერჩია. ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი არჩევანი მოეწონა,
მაგრამ ემსიდან
გამოგზავნილ წერილებში ჩემი “გულდახურულობის” გამო სასტი-
კად დამტუქსა. ფიოდორ მიხაილოვიჩისგან რამის დამალვა მე თვი-
თონაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ ხანდახან, მაშინ, როდესაც შესაძ-
ლებელი იყო ქმარი ზედმეტ ნერვიულობას ამერიდებინა და ამით
ოჯახისგან შორს ყოფნის დროს მისთვის კიდევ უფრო მძიმე და დამ-
თრგუნველი ეპილეფსიის შეტევისგან დამეცვა, ეს აუცილებელი ხდე-
ბოდა.
სექტემბრის დასაწყისში, რუსადან დაბრუნების შემდეგ ჩვეული
ცხოვრება დაიწყო: დღის ორი საათისთვის ჩვენთან ნაცნობი თუ უც-
ნობი ადამიანები იწყებდნენ მოსვლას და ფიოდორ მიხაილოვიჩთან
კაბინეტში რიგრიგობით შესულები ხანდახან მთელი საათის განმავ-
ლობაში ისხდნენ. ვიცოდი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩზე ხანგრძლი-
ვი საუბრები უაღრესად დამღლელად მოქმედებდა, რამდენიმე წუ-
თით გამოსვლის თხოვნით დროდადრო მოახლეს ვუგზავნიდი ხოლ-
მე, კაბინეტიდან გამოსულს კი ახლად მოდუღებულ ფინჯან ჩაის ვახ-
ვედრებდი. ის ნაჩქარევად სვამდა, ბავშვების ამბავს მეკითხებოდა და

436
უკან, სტუმართან ბრუნდებოდა. ხანდახან, როდესაც საუბარი მეტის-
მეტად იწელებოდა, ამა თუ იმ ორგანიზაციის მხარდასაჭერად ლიტე-
რატურულ საღამოზე წაკითხვის თხოვნით რომელიმე დეპუტაციის
ანდა მეგობრის მისაღებად, რომელიც უცნობ ადამიანთა რიგს ვერ
დაელოდებოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩის სასადილოში გამოხმობაც
კი მიხდებოდა.
იმ ზამთარს ფიოდორ მიხაილოვიჩისადმი საზოგადოების სიმპა-
თია (“ძმები კარამაზოვების” წყალობით) საგრძნობლად გაიზარდა
და მეჯლისებზე, ლიტერატურულ საღამოებსა და კონცერტებზე და-
სასწრები მისთვის გამოგზავნილი საპატიო მოსაწვევები და ბილეთე-
ბი ხშირ მოვლენად იქცა. ფიოდორ მიხაილოვიჩს თავაზიანი უარისა
და მადლიერების წერილების წერა უხდებოდა, ხანდახან კი, მომწვე-
ვი რომ არ გაენაწყენებინა, ამა თუ იმ ღონისძიებაზე თავის მაგივრად
წასვლას მე მთხოვდა. მეც მივდიოდი, მოსაწყენად გატარებული ორი
საათის შემდეგ დამფუძნებელ ქალბატონებს ვპოულობდი და ქმრის
სახელით მიწვევისთვის დიდ მადლობასა და მადლობასთან ერთად
ბოდიშს ვუხდიდი, მის მოუსვლელობას კი სასწრაფო სამუშაოს ვაბ-
რალებდი. ეს ყველაფერი ორივეს ცხოვრებას გვირთულებდა და სა-
სარგებლოსა თუ სასიამოვნოს არაფერს გვაძლევდა.
1879 წლის დეკემბერში ფიოდორ მიხაილოვიჩს ლიტერატურულ
საღამოებზე მონაწილეობის მიღება რამდენჯერმე მოუწია. ასე, 16
დეკემბერს ლარინის გიმნაზიის გაჭირვებულ მოწაფეთა შემწე საზო-
გადოების სასარგებლოდ წაიკითხა “ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე”.
ღონისძიება დღისით, პირველ საათზე ტარდებოდა და მონაწილეთა
შორის იყო მსახიობი და ცნობილი მთხრობელი ი.ფ. გორბუნოვი. და-
მამახსოვრდა, რომ ამ პიროვნების გამო სამკითხველოში საუცხოო
გამოცოცხლება შეინიშნებოდა. ლიტერატორები ამორჩეული ნაწყვე-
ტის წაკითხვისთანავე სამკითხველოში შედიოდნენ და მაყურებელ-
თან აღარ ბრუნდებოდნენ. ივან

437
ფიოდოროვიჩი კარგ გუნებაზე იყო, ბევრ უცნაურსა და სახალისო
ამბავს ყვებოდა და აფიშაზე ვიღაცის პორტრეტიც კი დახატა.
ლიტერატურული შეხვედრა 30 დეკემბერის დილითაც ჩატარდა,
სადაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა “ძმები კარამაზოვებიდან” ბრწყინვა-
ლედ წაიკითხა “დიდი ინკვიზიტორი”. მის გამოსვლას პუბლიკა ისეთი
აღფრთოვანებით შეხვდა, რომ დაუცხრომელი აპლოდისმენტების
გამო ავტორს სცენაზე დაბრუნება რამდენჯერმე მოუწია.

VI. ფიოდორ მიხაილოვიჩის გულმავიწყობა


ეპილეფსიის შეტევებმა ფიოდორ მიხაილოვიჩის მახსოვრობა ძა-
ლიან შეასუსტა, უმთავრესად სახელები და სახეები ავიწყდებოდა და
იმით, რომ ადამიანებს ვერ ცნობდა და დამატებითი კითხვების გარე-
შე თანამოსაუბრის ვინაობას ვერც სახელის თქმის მერე იხსენებდა,
საკმაოდ ბევრი მტერი გაიჩინა. ადამიანებს ფიოდორ მიხაილოვიჩის
ეს გულმავიწყობა სწყინდათ, ზოგს ავიწყდებოდა, ზოგმა კი არც იცო-
და, რომ ეს მისი ავადმყოფობის გამო ხდებოდა და საქციელს ქედ-
მაღლობად და შეურაცხყოფის მიყენების წინასწარგანზრახულ სურ-
ვილად უთვლიდნენ. მახსოვს შემთხვევა, როცა მაიკოვებთან მიმა-
ვალნი კიბეზე მწერალ ფ.ნ. ბერგს შევხვდით, რომელიც ოდესღაც
“Время”-ში მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინათ და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს მისი სახე დავიწყებოდა. ბერგი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს კიბეზე უაღრესად თბილად მიესალმა და რადგან მიხვდა,
რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ვერ იცნო, დაამატა:
– ფიოდორ მიხაილოვიჩ, ვერ მიცანით?
– მაპატიეთ, ვერ გაგიხსენეთ.
– ბერგი ვარ.
– ბერგი? – ჰკითხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა და მწერალს დაკ-
ვირვებით შეხედა (თავისთვის კი, როგორც მერე მითხრა, გაიფიქრა:
“ბერგი” ნამდვილი გერმანელი “ომი და მშვიდობიდან”, როსტოვების
სიძე).

438
– პოეტი ბერგი, – განუმარტა მან. – ნუთუ ვერ მცნობთ?
– პოეტი ბერგი? – გაიმეორა ფიოდორ მიხაილოვიჩმა. – მოხარუ-
ლი ვარ, ძალიან მოხარული ვარ!
მაგრამ რამდენადაც ბერგს თავისი ვინაობის შეხსენება ამდენი
დაკონკრეტებით დასჭირდა, მაინც დარწმუნებული იყო, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა განზრახ ვერ იცნო და ეს წყენა მან სამუდამოდ
გულში ჩაიდო. ამ გულმავიწყობამ ფიოდორ მიხაილოვიჩს განსაკუთ-
რებით ლიტერატორთა წრეში შესძინა მტრები.
ის, რომ ქმარი სახეებს ვერ ცნობდა, ხანდახან მეც უხერხულ
მდგომარეობაში მაგდებდა და მის მაგივრად ბოდიშის მოხდა მიხდე-
ბოდა. ამასთან დაკავშირებით ერთი კომიკური შემთხვევა მახსენდე-
ბა. ნათესავებისა და ახლობლების თავისთან შეკრების დიდი მოყვა-
რული, ჩემი ბიძაშვილის, მ.ნ. სნიტკინის ოჯახს მე და ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი წელიწადში სამ-ოთხჯერ სხვადასხვა ზეიმზე ვსტუმრობდით
და თითქმის ყოველ ჯერზე იქ ჩემს ნათლიას – ალექსანდრა
პავლოვნა ი-ს ვხვდებოდით, რომელთანაც მისი ქმრისა და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობის
გამო ჩემი გათხოვების შემდეგ აღარ მივდიოდი ხოლმე. ალექსან-
დრა პავლოვნას სწყინდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი თავაზიანი
მისალმების გარდა მის მიმართ ყურადღებას არ იჩენდა და არას-
დროს ესაუბრებოდა, ამის შესახებ ნათლიამ ნათესავებთან დაიჩივ-
ლა, მათ კი მე გადმომცეს. ამიტომ სნიტკინებთან მორიგი სტუმრობის
წინ ქმარს ვთხოვე, ალექსანდრა პავლოვნას გასაუბრებოდა და რაც
შეიძლება თავაზიანად მოპყრობოდა.
– კარგი, კარგი, – დამპირდა ფიოდორ მიხაილოვიჩი, – შენ მხო-
ლოდ მაჩვენე ქალბატონთაგან რომელი იქნება შენი ნათლია და
დარწმუნებული იყავი, მისთვის საინტერესო თემას გამოვნახავ. აი,
ნახავ, ჩემით კმაყოფილი დარჩები!

439
სტუმრად რომ მივედით, ფიოდორ მიხაილოვიჩს დივანზე მჯდომ
ქალბატონზე მივუთითე. მან ალექსანდრა პავლოვნას გახედა და გაკ-
ვირვებულმა შემომხედა, მერე გაკვირვებული მზერა ისევ ალექსან-
დრა პავლოვნაზე გადაიტანა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ თავა-
ზიანად მიესალმა და მთელი საღამოს განმავლობაში ახლოსაც არ
გაკარებია, ამიტომ შინ დაბრუნების შემდეგ ქმარს ასეთი უმნიშვნე-
ლო თხოვნის შეუსრულებლობა ვუსაყვედურე.
– ანია მითხარი, – დარცხვენილი სახით მიპასუხა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა. – თქვენ შორის ვინ რომლის ნათლიაა? ვერ ვხვდები, შენ
მონათლე ის, თუ მან შენ? წეღან ორივე შეგათვალიერეთ, მაგრამ
ერთმანეთისგან იმდენად უმნიშვნელოდ განსხვავდებით, ეჭვი შემე-
პარა... და რომ არაფერი შემშლოდა გადავწყვიტე, არ გავსაუბრებო-
დი.
საქმე ის არის, რომ ჩემსა და ალექსანდრა პავლოვნას შორის ასა-
კობრივი სხვაობა მართლაც არცთუ დიდი, სულ რაღაც 16 წელი იყო,
თუმცა ამ სხვაობას ჩვენ შორის უფრო ის ფაქტორი აქრობდა, რომ მე
ნაკლებად თვალშისაცემად და თითქმის ყოველთვის მუქი ფერის
ტანსაცმელს ვიცვამდი, მას კი პირიქით, გამოწყობა და ლამაზი თავ-
სამკაულების ტარება უყვარდა, რაც, თავისთავად ცხადია, თავის
ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულ იერს სძენდა... სწორედ
ეს გახდა ფიოდორ მიხაილოვიჩის დაბნევის მიზეზიც.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთი წლის შემდეგ,
ისევ შობის დღესასწაულის წინ, ვიცოდი, რომ სნიტკინებთან ნათლი-
აც აუცილებლად მოვიდოდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს იგივე თხოვნა
გავუმეორე, თან ჩემი და ალექსანდრა პავლოვნას ნათესაური კავში-
რისა თუ ასაკობრივი სხვაობის ყველა ნიუანსი დაწვრილებით ავუხ-
სენი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა ყუ-
რადღებით მომისმინა (როგორც ჩანს, თავის ფიქრებში ჩაძირულმა).
ის დამპირდა, ალექსანდრა პავლოვნას აუცილებლად დალაპარაკე-
ბოდა, მაგრამ წვეულებაზე,

440
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისევ წინა წლის ეჭვებმა შეიპყრო,
საკითხი “ვინ ვისი ნათლია იყო” ვერაფრით გადაჭრა და რადგან
სხვების თანდასწრებით კითხვა მოერიდა, დანაპირები არც ამჯერად
შემისრულა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ხანდახან თვით ყველაზე ახლობლების,
მისთვის კარგად ნაცნობი გვარებიც კი ავიწყდებოდა და ეს საშინლად
უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა: მახსოვს ერთხელ რომელიღაც
მინდობილობაზე ჩემი ხელმოწერის დასადასტურებლად პეტერბურ-
გში დრეზდენის საკონსულოში წავიდა (მე თვითონ წასვლა ავადმყო-
ფობის გამო არ შემეძლო), მაგრამ ცოტა ხანში ფანჯრიდან სწრაფი
ნაბიჯით უკან მომავალი დავინახე და გავეგებე. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი წინკარში აღელვებული და გაღიზიანებული შემოვიდა და მკით-
ხა:
– ანია, მითხარი, რა გვარი ხარ?
– დოსტოევსკაია, – ვუპასუხე ასეთი უცნაური კითხვით გაკვირვე-
ბულმა.
– დოსტოევსკაია ვიცი, მაგრამ ქალიშვილობის გვარი რა გაქვს?
საკონსულოში შენი ქალიშვილობის გვარი მკითხეს და ვერ ვუპასუხე,
დამავიწყდა და ახლა ამის გამო მეორედ მისვლა მიწევს. ჩინოვნი-
კებს ალბათ გაეცინათ კიდეც, რომ ცოლის გვარი არ მახსოვდა. ჯო-
ბია შენს ბარათზე დამიწერე, თორემ გზაში ისევ დამავიწყდება!
ასეთი შემთხვევები ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვრებაში ხშირად
ხდებოდა და სამწუხაროდ, უამრავ მტერს უჩენდა.

441
ნაწილი მეათე
უკანასკნელი წელი
I. წიგნებით ვაჭრობა
1880 წლის დასაწყისი ჩვენთვის ახალწამოწყებული საქმის –
(მხოლოდ სხვა ქალაქებში მცხოვრებთათვის) ფ.მ. დოსტოევსკის
წიგნებით მოვაჭრე ფირმის გახსნით აღინიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური თვალსაზრისით ჩვენი საქ-
მე ყოველწლიურად უკეთ და უკეთ მიდიოდა და 60-იანი წლებიდან
მოყოლებული ფიოდორ მიხაილოვიჩის ვალდებულებად ქცეული ვა-
ლების უმეტესი ნაწილი უკვე გასტუმრებული გვქონდა, ჩვენი ფინან-
სური მდგომარეობა მაინც არამყარი იყო: ცხოვრება სულ უფრო მე-
ტად ძვირდებოდა და რთულდებოდა, ჩვენ კი ვერა და ვერ ვახერხებ-
დით, რომ თანხის თუნდაც მცირე ნაწილი მაინც გადაგვედო და “შავი
დღისთვის” შეგვენახა. ეს ორივეს ძალიან გვაშფოთებდა, მით უმე-
ტეს, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს უწინდელთან შედარებით მუშაობა

442
უჭირდა და ამას თავადაც აცნობიერებდა. ყველაფერთან ერთად მი-
სი ავადმყოფობა – ემფიზემაც საშიშ სტადიაში გადადიოდა, რაც იმას
ნიშნავდა, რომ შესაძლოა აუცილებელი გამხდარიყო, ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს მუშაობაზე დროებით უარი ეთქვა. გარკვეული თანხის მა-
რაგი ან ფულის შემომტანი რაიმე დამატებითი საქმიანობაც სწორედ
ასეთი სამწუხარო შემთხვევისთვის გვჭირდებოდა, მაგრამ საქმიანო-
ბა, რომლისთვისაც ქალს შეიძლებოდა ხელი მოეკიდებინა არც ახ-
ლაა ბევრი, იმხანად კი მით უმეტეს, სულაც თითზე ჩამოსათვლელი
იყო.
მე დიდხანს ვფიქრობდი ისეთი რა საქმე წამომეწყო, რაც გარკვე-
ულწილად მაინც წაგვეშველებოდა და ხანგრძლივი ფიქრისა და
მცოდნე ადამიანების აზრის მოსმენის შემდეგ არჩევანი სხვა ქალა-
ქებში მცხოვრებთათვის წიგნებით ვაჭრობის საქმეზე შევაჩერე, თანაც
ფიოდორ მიხაილოვიჩის რამდენიმე გამოცემული რომანის შემდეგ
ამ სფეროს ავანჩავანი ნაწილობრივ მესმოდა კიდეც. ჩაფიქრებულ
საქმეს ორი უპირატესობა ჰქონდა: პირველი და ჩემთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სახლიდან ჩემს გასვლას არ მოითხოვ-
და და, შესაბამისად, ქმრის მდგომარეობის თვალყურის დევნებას,
ბავშვების აღზრდასა და ოჯახის საქმეებს არ მომწყვეტდა. მეორე უპი-
რატესობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ წიგნებით ვაჭრობის წამო-
საწყებად საწყისი კაპიტალი არ მჭირდებოდა: არც მაღაზია უნდა და-
მექირავებინა და არც საქონელი მომემარაგებინა, პირველ ხანებში
შეიძლებოდა მხოლოდ იმ წიგნების ყიდვას დავჯერებოდი, რომელ-
თა შესაძენადაც შემკვეთს ფული უკვე გამოგზავნილი ჰქონდა. საქმის
დასაწყებად მხოლოდ “ვაჭრობის უფლება” უნდა მეყიდა და ბიჭი და-
მექირავებინა, რომელიც წიგნების საყიდლად ივლიდა, ამანათებს
შეკრავდა და ფოსტაში წაიღებდა. ეს ხარჯი კი წელიწადში მთლი-
ანად 250-300 რუბლს შეადგენდა, ანუ, იმ თანხას, რომლის გარის-
კვაც ნამდვილად ღირდა. თავისთავად ცხადია, საქმის წარმატებით
დაწყებისთვის გაზეთებში განცხადების გამოქვეყნებაც იყო საჭირო,

443
მაგრამ გადავწყვიტე, თავიდან იმ ჰექტოგრაფირებულ განცხადებებს
დავჯერებოდი, რომლებიც “Дневник писателя”-ს ხელმომწერებთან
მქონდა გაგზავნილი, შემდეგ წელს კი “Семейные вечера”-ს გამომცე-
მელთან ერთობლივი ხარჯით
ხელმომწერებისთვის მრავალათასიან ეგზემპლარად ვრცელი
განცხადებაც გამეგზავნა. ეს განცხადება 1881 წლის დასაწყისში და-
იგზავნა, მაგრამ წიგნებით ვაჭრობაზე გავლენა უკვე აღარ იქონია.
თავისთავად ცხადია, წამოწყებული საქმე წარმატებით მხოლოდ
იმ შემთხვევაში წარიმართებოდა, თუ ფ.მ. დოსტოევსკის სახელთან
იქნებოდა დაკავშირებული. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, სახაზი-
ნო პალატაში აღებულმა “ვაჭრობის უფლებამ” ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი ვაჭრების რიცხვს მიაწერა, რასაც ჩემი ქმრის საგაზეთო მტრების
მხრიდან კბილის გაკვრა და ქილიკი მოჰყვა, მაგრამ, რამდენადაც
ფიოდორ მიხაილოვიჩმა საქმის არსში გარკვევის შემდეგ ჩემი იდეა
გაამართლა და საქმიანობის წარმატებისა თავადაც ირწმუნა, ამ ქი-
ლიკით მისი თავმოყვარეობის შელახვა ვერ შეძლეს.
ჩემი იმედი, რომ საქმე წარმატებით გაგრძელდებოდა უმთავრე-
სად “Дневник писателя”-ს რედაქციაში საქმის აკურატულ წარმოებას
შეჩვეულ 1976-1877 წლების ხელმომწერთა ნდობასა და იმ ვარაუდს
ეფუძნებოდა, რომ მათთვის საჭირო წიგნების გამოწერისას იმავე გა-
მომცემლის მიერ წამოწყებულ წიგნებით ვაჭრობას ნდობით მოეკი-
დებოდნენ და ეს იმედი გამიმართლდა კიდეც, ორი-სამი თვეც არ იყო
გასული, რომ “Дневник писателя”-ს ყოფილ ხელმომწერთაგან ჩამო-
ყალიბდა ადამიანთა წრე (დაახლოებით ოცდაათი პირი), რომლებიც
ჩვენი მეშვეობით
წიგნებს რეგულარულად და ყოველთვიურად იწერდნენ. მახსოვს
მაგალითად, პოლტავის ეპისკოპოსი, რომელიც ყოველთვიურად
(პირადი ბიბლიოთეკისთვის და სასაჩუქრედ) ბევრ ძვირფას გამოცე-
მას იწერდა, ასევე დამამახსოვრდა მინსკელი ინჟინერი, რომელიც

444
არა მხოლოდ თავისი სპეციალობის, არამედ სხვა თემატიკის წიგნე-
ბის გამოწერაზეც ყოველთვის მსხვილ თანხას ხარჯავდა.
მაგრამ წიგნების რეგულარულად გამომწერთა წრის გარდა ახ-
ლად შექმნილი მომსახურებით დაინტერესებულ პირთა, არც თუ მცი-
რე, ისეთი წრეც შეიქმნა, რომლებიც მათთვის საჭირო გამოცემებს
დროდადრო გვიკვეთავდნენ. თავისთავად ცხადია, ისეთი კლიენტე-
ბიც გვყვავდა, რომლებიც მხოლოდ ერთ გაზეთს იწერდნენ და ამას-
თან ჩვენს სასარგებლად ოცდახუთი კაპიკი ირიცხებოდა, მაგრამ
მათზე მეტად წამგებიან ნაწილს ის გამომწერები წარმოადგენდნენ,
რომლებიც რომელიმე, მაღაზიებიდან დიდი ხნის წინათ გამქრალი
წიგნის მოძებნას გვაიძულებდნენ. ხანგრძლივი და კეთილსინდისიე-
რი ძებნის შემდეგ ასეთი კლიენტებისთვის ფულის უკან გაგზავნა
გვიხდებოდა.
წიგნებით ვაჭრობა პირადად მე დიდ დროს არ მართმევდა, მხო-
ლოდ ჩანაწერების წიგნაკის წარმოება მიხდებოდა, სადაც შემკვეთ-
თა მოთხოვნებს და ანგარიშებს ვიწერდი. ჩემთან მოსვლამდე წიგნის
მაღაზიაში მუშაობით დახელოვნებული დამხმარე ბიჭი კი ახლობლის
რეკომენდაციით ავიყვანე და პეტრე, მიუხედავად იმისა, რომ
თხუთმეტი წლისა იყო, წიგნების ყიდვასა და მათ გაგზავნას თავს
მშვენივრად ართმევდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი ჩვენი საქმის მიმართ დიდ ინტერესს იჩენ-
და და ყოველი თვის ბოლოს მისთვის შემოსავლისა და გასავლის უწ-
ყისს ვამზადებდი. საშუალოდ შემოსავალი წლის დასაწყისსა და ბო-
ლოს (ჟურნალებისა და გაზეთების გამოწერიდან) 80-დან 90 რუბ-
ლამდე მერყეობდა, ზაფხულის თვეებში კი – 40-დან 50 რუბლამდე.
მთლიანად პირველი წლის ვაჭრობამ გასავლის გამოკლებით სუფთა
შემოსავლად 811 რუბლი დაგვიტოვა და ეს შედეგი მე და ფიოდორ
მიხაილოვიჩმა სამომავლოდ კარგის მომასწავებელ ნიშნად ჩავთვა-
ლეთ.

445
თავისთავად ცხადია, შეიძლებოდა საქმეს თავიდანვე ბევრად უფ-
რო დიდი გასაქანიც ჰქონოდა: სასწავლო დაწესებულებები და სა-
ერო საწყობები წიგნების კრედიტით მიწოდებას გვთხოვდნენ, მაგ-
რამ, რამდენადაც ესოდენ დიდი რაოდენობით წიგნების შესაძენად
მსხვილი თანხა იყო საჭირო, მიუხედავად მოსალოდნელი დიდი მო-
გებისა, ასეთ შეკვეთებზე უარის თქმა გვიხდებოდა.
სხვა ქალაქების მცხოვრებთათვის წიგნებით ვაჭრობა, რა თქმა უნ-
და, გონივრულად და აკურატულად მუშაობის შემთხევაში, მართლაც
მომგებიანი საქმე იყო და ჩემ თვალწინ ასეთი წვრილ-წვრილი მო-
ვაჭრეები სამი ათეული წლის განმავლობაში წიგნებით მოვაჭრე
მსხვილ
ფირმებად იქცნენ (ძმები ბაშმაკოვები, პანაფიდინი, კლიუკინი),
ამიტომ დარწმუნებული ვარ, საქმიანობა რომ გამეგრძელებინა, ახ-
ლა მეც “ახალ დროებაზე” არანაკლები მაღაზიის მფლობელი ვიქნე-
ბოდი, მაგრამ, რამდენადაც ჩემი ქმრის ნაწარმოებთა სრული კრებუ-
ლის გამოცემა ვითავე, რომელსაც მთელი ჩემი ძალა და დრო დას-
ჭირდა, წიგნებით ვაჭრობა ვეღარ გავაგრძელე.
როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალების შემდეგ ამ
საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოვაცხადე, ბევრმა საქმის მათ-
თვის გადაცემა მთხოვა; რამდენიმემ ჩემგან ფირმის გამოსყიდვის
სურვილიც კი გამოთქვა და საფასურად ათას ხუთასი რუბლი შემომ-
თავაზა, მაგრამ წიგნებით ვაჭრობას, რომელიც ფ.მ. დოსტოევსკის
სახელთან იქნებოდა დაკავშირებული, სხვას ვერ ვანდობდი და არ
დავთანხმდი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, ფირმისთვის ღირსეუ-
ლი სახელი შემენარჩუნებინა, ახალ მფლობელს კი, მყიდველი იქნე-
ბოდა ის თუ ფირმას საჩუქრად მიიღებდა, ამ საკითხისადმი შეიძლე-
ბოდა სულ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონოდა და საქმის არაკე-
თილსინდისიერად ანდა უნიათოდ გაძღოლის შემთხვევაში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის სახელი გაიკიცხებოდა.

446
ისე მოხდა, რომ 1881 წლის დასაწყისში ფ.მ. დოსტოევსკის წიგ-
ნებით მოვაჭრე ფირმამ არსებობა შეწყვიტა.
მიუხედავად ამისა, უმთავრესად იმ კეთილი ურთიერთობების გა-
მო, რომელიც მყიდველებსა და ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ჩემი ეს
ხანმოკლე საქმიანობა მაინც კარგად მახსენდება. ზოგიერთი პირი
გულუბრყვილოდ თვლიდა, რომ წიგნების გაყიდვით მართლაც თა-
ვად ფიოდორ მიხაილოვიჩი იყო დაკავებული და წერილებში პირა-
დად მას მიმართავდნენ. ერთნი უკან გაგზავნილ ანგარიშზე მიწერით
მათთვის “დიადი მწერლის” ჯანმრთელობის მდგომარეობის შეტყო-
ბინებას გვთხოვდნენ და ფიოდორ მიხაილოვიჩს საუკეთესო სურვი-
ლებით მოკითხვას უთვლიდნენ, მეორენი კი ფირმის სახელზე გამოგ-
ზავნილ წერილებში ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის “ძმები კარამაზო-
ვებით” ან რომელიმე მისი სხვა ნაწარმოებით აღფრთოვანების გადა-
ცემას... ასეთი გულუბრყვილო და აღფრთოვანების გამომხატავი ზო-
გიერთი წერილი ფიოდორ მიხაილოვიჩს გულს უჩუყებდა და ავტო-
რებისთვის პასუხის გაცემასა და დიდი მადლობისა და მოკითხვის მი-
წერას მავალებდა. ლიტერატურული წრიდან თავისი ნაცნობებისა თუ
კრიტიკოსების მხრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესოდენ
ხშირად მტრულ დამოკიდებულებას შეჩვეული ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი მისი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ნიჭის დამფასებელი,
ერთგული და პატივისმცემელი სრულიად უცხო ადამიანების ასეთ
ალალ და ხანდახან მეტისმეტად გულუბრყვილო აღფრთოვანებას
უაღრესად აფასებდა...

II. 1880 წლის დასაწყისი. ლიტერატურული საღამოები. ნაცნობე-


ბის მონახულება
1880 წელი, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის სასიკეთოდ დაიწყო: გა-
სულ წელს (1879 წ.) ემსში გამგზავრებამ ფიოდორ მიხაილოვიჩი,
როგორც ჩანს, საკმაოდ მოაძლიერა და ეპილეფსიის შეტევების სიხ-

447
შირე საგრძნობლად შეუმცირდა. არც ჩვენი შვილები ავადმყოფობ-
დნენ. “ძმები კარამაზოვები” დიდი წარმატებით სარგებლობდა და
რომანის ზოგიერთი ნაწილით თვით საკუთარი თავის მიმართ მუდამ
მეტისმეტად კრიტიკული ფიოდორ მიხაილოვიჩიც კი ძალიან კმაყო-
ფილი იყო. ჩვენს ახლად წამოწყებულ საქმიანობას (წიგნებით ვაჭ-
რობას) შემოსავალი მოჰქონდა, ჩვენ მიერ გამოცემული ფიოდორ
მიხაილოვიჩის რომანები მშვენივრად იყიდებოდა და საერთოდაც,
ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდიოდა. ეს გარემოებები ფიოდორ
მიხაილოვიჩზე სასიკეთოდ მოქმედებდა და, მხნედ შემართულს, ხა-
ლისიანი განწყობა ჰქონდა.
წლის დასაწყისში ფიოდორ მიხაილოვიჩი ფილოსოფიაში ვლ.ს.
სოლოვიოვის სადოქტორო დისერტაციის დაცვით უაღრესად იყო
დაინტერესებული და ამ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან უნდოდა...
უმთავრესად იმისთვის, რომ ქმრისთვის ყურადღება მიმექცია და გა-
ციებისგან დამეცვა მასთან ერთად მეც წავედი. სოლოვიოვმა სადოქ-
ტორო ბრწყინვალედ დაიცვა და პატივცემული
ოპონენტების კითხვებს პასუხები წარმატებით გასცა. სოლოვიო-
ვისთვის მისალოცად და ხელის ჩამოსართმევად ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი პუბლიკის დაშლას დაელოდა. სოლოვიოვმა იცოდა, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავს სუსტად გრძნობდა და ესოდენ მნიშვნე-
ლოვან დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩის უნივერსიტეტში დარჩენამ და
მეგობართა და მხარდაჭერთა შორის ყოფნამ ძალიან გაახარა.
1880 წელს მიუხედავად იმისა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩ “ძმებ
კარამაზოვებზე” თავაუღებლად მუშაობდა, სხვადასხვა საზოგადოე-
ბის მხარდასაჭერად ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობის მი-
ღებაც მრავალჯერ მოუწია. მისი შეუდარებელი და ოსტატური კითხვა
პუბლიკას ყოველთვის იზიდავდა და თუ თავს შეუძლოდ არ გრძნობ-
და, რაც უნდა დაკავებული ყოფილიყო, ასეთ ღონისძიებებში მონა-
წილეობის მიღებაზე უარს არასდროს ამბობდა.

448
წლის დასაწყისში დამამახსოვრდა მისი შემდეგი გამოსვლები: პ.ი.
ვეინბერგის თხოვნით ფიოდორ მიხაილოვიჩი 2 თებერვალს კოლო-
მენსკის ქალთა გიმნაზიაში კითხულობდა, 20 მარტს სანკტ-პეტერ-
ბურგის მიუსაფართა სახლიდან არასრულწლოვანთა გამოყოფის
მხარდასაჭერად საქალაქო დუმის დარბაზში კი წასაკითხად “ძმები
კარამაზოვებიდან” “მორწმუნე დედაკაცები” აირჩია (არ შემიძლია
ერთ კურიოზს არ შევეხო, რომელიც 1880 წლის 20 მარტს ლიტერა-
ტურულ საღამოზე დამემართა. საქალაქო დუმის დარბაზი, ძვირფას
სამოსში გამოწყობილი პუბლიკით,
უმეტესწილად მამაკაცებით იყო სავსე. მაგრამ ხალხს რომ თვალი
გადავავლე ერთმა გარემოებამ გამაოცა, კერძოდ კი იმან, რომ მამა-
კაცთა დიდი ნაწილის სახე მეცნო. ამის შესახებ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩსაც ვუთხარი და ჩემმა უცნაურმა შეგრძნებამ ისიც ძალიან გააკ-
ვირვა. ყველაფერი კი მას შემდეგ გაირკვა, როცა ანტრაქტზე მონა-
წილეებსა და მათ მეუღლეებს გვერდზე დარბაზში გასვლა გვთხოვეს.
დარბაზში შესულებს საღამოს განმკარგულებლის, ქალაქისთავის
ი.ი. გლაზუნოვისა და მისი მეუღლის მოწყობილ მიღებაზე მომღერ-
ლების, ლიტერატორებისა და მათი მეუღლეების გულთბილად გასა-
მასპინძლებლად გაშლილ დიდ მაგიდებზე შამპანურის ბოთლები და
ხილითა და კანფეტებით სავსე ვაზები დაგვხვდა. ქ-ნი გლაზუნოვა
სანკტ-პეტერბურგის მოწყალების სახლს პატრონობდა და, თავისთა-
ვად ცხადია, ამ ქალბატონის პატრონაჟის ქვეშ მყოფი დაწესებულე-
ბის დასახმარებლად მოწყობილ ლიტერატურულ საღამოზე მოწვე-
ვას ქალაქის ყველა ვაჭარი და ქარვასლის ნოქარი სიამოვნებით გა-
მოხმაურებოდა... საქმე ის იყო, რომ ბავშვებისთვის საზაფხულო ტან-
საცმლის შესაკერად ლამაზად მოხატული ქსოვილების ძებნაში რამ-
დენიმე დღის წინ მთელი ქარვასლა მქონდა შემოვლილი და ახლა
იქ ნანახ ნოქრებს ნაცნობ სახეებად აღვიქვამდი. ამ აღმოჩენამ გამა-
ხალისა და, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა, რომ ეს უცნაური მოვ-
ლენა ჩემთვის უცნობი რაღაც დაავადების სიმპტომი არ აღმოჩნდა).

449
ისე მოხდა, რომ მეორე დღეს (21 მარტს) ფიოდორ მიხაილოვიჩს
პედაგოგიური კურსების
მხარდასაჭერად კეთილშობილთა თავყრილობის დარბაზში გა-
მოსვლა მოუწია. ქმარმა წასაკითხად “დანაშაული და სასჯელიდან”
“რასკოლნიკოვის სიზმარი” აირჩია და დარბაზი ერთიანად დათ-
რგუნვილ მდგომარეობაში ჩავარდა, ჩემ გარშემო ყველა თავზარდა-
ცემული და გაფითრებული იჯდა, ზოგი ტიროდა კიდეც, თუმცა ცრემ-
ლებისგან თავს ვერც მე ვიკავებდი... 28 მარტს სანკტ-პეტერბურგის
უნივერსიტეტის სტუდენტთა დასახმარებლად კეთილშობილთა თავ-
ყრილობის დარბაზში გამართულ იმ წლის ბოლო, საგაზაფხულო სა-
ღამოზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა “რასკოლნიკოვის მარმელადოვ-
თან საუბარი” წაიკითხა.
1880 წლის შემოდგომაზე ლიტერატურული საღამოები განახ-
ლდა. ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარემ ვ.პ. გაევსკიმ, რო-
მელსაც პუშკინის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებულ ზეიმზე ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის სიტყვა მოესმინა, ფიოდორ მიხაილოვიჩი და-
იყოლა, ლიტერატურული ფონდის მხარდასაჭერად 19 ოქტომბერს
ლიცეუმის დაარსების დღისადმი მიძღვნილ საღამოში მიეღო მონა-
წილეობა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა წასაკითხად “ძუნწი რაინდიდან”
სცენა სარდაფში აირჩია, “ძუნწ რაინდს” კი ლექსი – “გაზაფხულის
თბილ ხანად” მიაყოლა, ხოლო როდესაც პუბლიკამ მქუხარე აპლო-
დისმენტებით კვლავ სცენაზე იხმო, “წინასწარმეტყველის” კითხვა და-
იწყო, რითიც დამსწრეთა წარმოუდგენელი ენთუზიაზმი და დაუც-
ხრომელი ტაში დაიმსახურა. ფიოდორ მიხაილოვიჩი მაყურებელს
თავს უკრავდა და სცენიდან გადიოდა, მაგრამ მას ისევ სცენაზე იხ-
მობდნენ და ეს დაახლოებით ათ წუთს მაინც გრძელდებოდა.
ამ საღამოს უზარმაზარი წარმატებით გულანთებულმა ვ.პ. გაევ-
სკიმ იმავე პროგრამითა და შემსრულებელთა შემადგენლობით სა-
ღამოს ერთი კვირის შემდეგ, 26 ოქტომბერს გამეორება მოინდომა.

450
19 ოქტომბერს ჩატარებული საღამოს წარმატებისა და მისი განმეო-
რების შესახებ ქალაქში მოარულმა ჭორებმა 26 ოქტომბერის საღა-
მოზე დასწრების იმდენი მსურველი მოიზიდა, რომ ხალხი რიგებს შო-
რის, გასასვლელებშიც კი მჭიდროდ შეჯგუფულ მასად იდგა. როდე-
საც ფიოდორ მიხაილოვიჩი სცენაზე გამოვიდა, პუბლიკა მას მქუხარე
და თანაც იმდენად ხანგრძლივი ტაშით მიესალმა, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩი კითხვის დაწყებას დიდხანს ვერ ახერხებდა; ყოველი
ლექსის დასრულებასაც მსმენელი ასეთივე მქუხარე ტაშით ხვდებო-
და და ფიოდორ მიხაილოვიჩს კათედრიდან ჩამოსვლის საშუალებას
არ აძლევდა. ხალხის განსაკუთრებული აღფრთოვანება ისევ “წინას-
წარმეტყველმა” გამოიწვია და დარბაზი რაღაც ენით აუწერელი აპ-
ლოდისმენტებით აფეთქდა.
21 ნოემბერს კეთილშობილთა თავყრილობის დარბაზში ისევ
ლიტერატურული ფონდის ხელშემწყობი საღამო მოეწყო. პირველ
განყოფილებაში ფიოდორ მიხაილოვიჩმა ნეკრასოვის “ოდეს წყვდი-
ადის ცდომილებიდან” წაიკითხა, მეორეში კი, ნაწყვეტები გოგოლის
“მკვდარი სულებიდან”.
30 ნოემბერს საქალაქო საკრედიტო საზოგადოების დარბაზში
სანკტ-პეტერბურგის
უნივერსიტეტის სტუდენტთა დასახმარებლად გაიმართა მორიგი
საღამო, სადაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა “ძმები კარამაზოვებიდან”
ილუშენკას დაკრძალვის თავი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ხმა-
დაბლა, მაგრამ იმდენად მხატვრულად და გულშიჩამწვდომად წა-
იკითხა, რომ ყოველი მხრიდან დამწუხრებულ და მოტირალ ადამია-
ნებს ვხედავდი, თანაც არა მარტო ქალებს. სტუდენტებმა ფიოდორ
მიხაილოვიჩს დაფნის გვირგვინი მიართვეს და თითქმის უკლებლივ,
მთელი შემადგენლობით შენობიდან გასასვლელ კარამდე მიაცი-
ლეს. იმ დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩმა საკუთარი თვალით დაინახა,
რაოდენ დიდ პატივს სცემდა და უყვარდა ახალგაზრდობას და ამის
გაცნობიერებამ ჩემს ქმარს უსაზღვრო სიხარული მიანიჭა.

451
ასეთ ლიტერატურულ საღამოებზე პუბლიკა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს უაღრესად თბილად იღებდა და ცენაზე მის გამოსვლას, რო-
გორც წესი, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელებული და და-
უცხრომელი მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდა. ამა თუ იმ ნა-
წარმოებიდან ნაწყვეტის წასაკითხად მაგიდასთან მჯდარი ფიოდორ
მიხაილოვიჩი დგებოდა, მაყურებელს თავს კიდევ ერთხელ უკრავდა
და წასაკითხად ემზადებოდა, მაგრამ, რამდენადაც ტაში არ ცხრებო-
და, კითხვის დაწყებას დიდხანს ვერ ახერხებდა, თუმცა არა მარტო
კითხვის დასაწყისსა და დასასრულს, ტაში რომელიმე განსაკუთრე-
ბულად მძიმე ან ამაღლებული სცენის წაკითხვისასაც დაიქუხებდა
ხოლმე და ფიოდორ მიხაილოვიჩს კითხვას აწყვეტინებდა. მისი გა-
მოსვლის დასასრულს ხომ სულაც ენით აუწერელი ამბავი ხდებოდა
და ფიოდორ მიხაილოვიჩს
მაყურებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სცენაზე სამ-ოთ-
ხჯერ უხდებოდა დაბრუნება. პუბლიკის ასეთი აღფრთოვანებული
დამოკიდებულება ფიოდორ მიხაილოვიჩს, თავისთავად ცხადია,
უაღრესად ახარებდა და მორალური კმაყოფილების გრძნობას უჩენ-
და. ამასთან, სცენაზე გამოსვლის წინ ფიოდორ მიხაილოვიჩი ყო-
ველთვის შიშობდა, რომ კითხვისას მის სუსტ ხმას მაყურებელი მხო-
ლოდ დარბაზის წინა რიგებში გაიგონებდა და ამის გამო ძალიან ნერ-
ვიულობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ნერვიული დაძაბულობა, რომე-
ლიც ფიოდორ მიხაილოვიჩს სცენაზე გასვლის წინ იპყრობდა, ისე
მოქმედებდა, რომ ჩვეულებრივ სუსტი ხმა წარმოუდგენლად მკაფიო
უხდებოდა და მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვა უზარმაზარი დარ-
ბაზის უშორეს ადგილებამდეც კი აღწევდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი მხატვრული კითხვის ნამდვილი ოსტატი
იყო (ნათქვამი მიკერძოებულ მტკიცებად რომ არავინ ჩამომართვან,
ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე ფიოდორ მიხაილოვიჩის გა-
მოსვლის შემდეგ შექმნილი შთაბეჭდილების აღმწერ ს.ა. ვენგერო-

452
ვის სიტყვებს დავიმოწმებ: “1879 წელს ლიტერატურული ფონდის მი-
ერ მოწყობილ ერთ-ერთ საღამოზე მისი (დოსტოევსკის) მოსმენის
ბედნიერება მხვდა წილად და, მინდა ვთქვა, რომ მკითხველის როლ-
ში დოსტოევსკის ვერავინ შეედრებოდა. “მკითხველი” დოსტოევსკის
მხოლოდ იმის გამო შეიძლება ვუწოდოთ, რომ არ არსებობს სხვა
განსაზღვრება ადამიანისა, რომელიც სცენაზე შავ სერთუკში გამოწ-
ყობილი გამოდის და თავის ნაწარმოებს კითხულობს. იმ საღამოს,
როდესაც დოსტოევსკის
კითხვას მოვუსმინე, ტურგენევი, სალტიკოვ-შედრინი, გრიგორო-
ვიჩი, პოლონსკი და ალექსეი პოტეხინიც კითხულობდნენ. სალტიკო-
ვისა და პოლონსკის გარდა, რომელთაგანაც პირველის კითხვა არ
მომეწონა, მეორის კი მეტისმეტად მაღალფარდოვნად და საზეიმოდ
მომეჩვენა, ყველა გამომსვლელი შექებას იმსახურებდა, მათ კარგად
წაიკითხეს, მაგრამ სწორედაც რომ მხოლოდ წაიკითხეს. დოსტოევ-
სკი კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წინასწარმეტყველებ-
და. იმ დღისთვის მას “ძმები კარამაზოვებიდან” ერთ-ერთ თავი –
“მშფოთვარე გულის აღსარება ლექსად” ჰქონდა შერჩეული და მიტია
კარამაზოვის მოყოლილ ამბავს, თუ როგორ მიადგა კატერინა ივა-
ნოვნა, რომ მამის გადასარჩენად მისთვის ფული გამოერთმია, დაბა-
ლი, მაგრამ მკაფიო და გულშიჩამწვდომი ხმითა და იმდენად წარმო-
უდგენელი, დამატყვევებელი მანერით კითხულობდა, რომ ამის აღ-
წერა უბრალოდ შეუძლებელია. დარბაზში ასეთი სამარისებული სი-
ჩუმე და ერთი ადამიანის სიტყვებითა და განწყობით მონუსხული ამ-
დენი ადამიანი იქამდე არასდროს მინახავს... როდესაც სხვა გამომ-
სვლელები კითხულობდნენ, მსმენელი საკუთარ “მეს” არ კარგავდა
და მოსმენილს, ასე თუ ისე, კარგად თუ ცუდად, მაგრამ თავისებურად
აღიქვამდა. საკუთარი თავის დავიწყება და მსმენელის სადღაც შორს,
მოსმენილ სიუჟეტში გადაყვანა სავინისა და ტურგენევის ერთობლივ-
მა არაჩვეულებრივმა გამოსვლამაც კი ვერ შეძლო. დოსტოევსკის
გამოსვლისას კი მსმენელმა, თუმცა ისევე, როგორც ამ კოშმარულად

453
გენიალური რომანების თავად ავტორმაც, სწორედ ეს საკუთარი “მე”
დაკარგა და დარბაზი, ერთიანად სადღაც უსასრულობისკენ მიმარ-
თული, უსაგნო და ჩემი წარმოსახვით ალბათ მხოლოდ პროტოპოპ
ავაკუმისთვის დამახასიათებელი, როგორიღაც მისტიკური ცეც-
ხლით მზერაანთებულ ამ დაუძლურებული და შეუხედავი მოხუცის
ჰიპნოზურ ძალაუფლებას დაექვემდებარა” (“სიტყვა”, 1915 წლის 25
აპრილი)... თავისი თუ სხვისი ნაწარმოებების მისეული კითხვისას ყო-
ველი ავტორის თავისებურება და ელფერი განსაკუთრებული მოცუ-
ლობითა და ოსტატობით ჟღერდა, ამასთან ფიოდორ მიხაილოვიჩი
უბრალოდ კითხულობდა და ორატორული ოსტატობის ხერხს არ მი-
მართავდა, მაგრამ ამ კითხვით (განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე
“დამცირებულნიდან” “ნელის” ან ალიოშა კარამაზოვის ილუშენკას
შესახებ მონათხრობზე მიდგებოდა ხოლმე) ფიოდორ მიხაილოვიჩი
მსმენელზე წარუშლელ ზეგავლენას ახდენდა და ხშირად ვხედავდი,
რომ დარბაზში ხალხი ტიროდა; თუმცა არა მარტო ისინი, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ტექსტი ლამის ზეპირად ვიცოდი, მეც ვტიროდი. ამას-
თან, ნაწარმოებებიდან არჩეული რომელიმე მონაკვეთის წაკითხვამ-
დე ფიოდორ მიხაილოვიჩი საჭიროდ თვლიდა, მათთვის, ვისაც წიგნი
ჯერაც არ წაეკითხა ან სიუჟეტი არ ახსოვდა, წასაკითხი თავისთვის
მოკლე წანამძღვარი დაერთო.
გარდა ლიტერატურული საღამოებისა 1879/80 წლების ზამთარში
ფიოდორ მიხაილოვიჩი ნაცნობებსა და ახლობლებსაც ხშირად სტუმ-
რობდა. შაბათობით ღრმად პატივცემულ ივან პეტროვიჩ კორნი-
ლოვთან მიდიოდა, სადაც სწავლულებსა და მაღალი თანამდებობის
პირებს ხვდებოდა. ელენა ანდრეევნა შტაკენშნეიდერის (ცნობილი
არქიტექტორის შვილთან) მოწყობილ საღამოებსაც ხშირად ესწრე-
ბოდა – მასთან სამშაბათობით ცნობილ ლიტერატორთაგან ბევრი
იკრიბებოდა, რომლებიც ხანდახან საკუთარი ნაწარმოებებიდან
ნაწყვეტებს კითხულობდნენ. თუმცა ამ ქალბატონთან საშინაო სპექ-

454
ტაკლებიც ეწყობოდა; მაგალითად, მახსოვს, რომ 1880 წლის ზამ-
თარში ქმართან ერთად ელენა ანდრეევნა შტაკენშნეიდერთან წარ-
მოდგენილ “დონ ჟუანს” დავესწარი, რომელშიც მონაწილეობას
იღებდნენ: ს.ვ. ავერკიევა (დონნა ანა), რომელმაც თავისი როლი
ბრწყინვალედ შეასრულა, პოეტი კ.კ. სლუჩევსკი და ნ.ნ. სტრახოვი.
სტრახოვს როლი ისე მოერგო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ტაშს
დიდი მონდომებით უკრავდა და საღამო უაღრესად ხალისიანად გა-
ატარა. შტაკენშნეიდერთან ფიოდორ მიხაილოვიჩმა იმ ზამთარს შემ-
დგომში ცნობილ მწერლად – ვ. მიკულიჩად ცნობილი ლიდია ივა-
ნოვნა ვესელიტსკაიაც გაიცნო. ფიოდორ მიხაილოვიჩის ალღოიანო-
ბისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითად აღვნიშნავ, რომ ახალგაზ-
რდა ქალთან ორი-სამი გასაუბრების შემდეგ, მიუხედავად ქალიშვი-
ლის ასაკისა და ფიოდორ მიხაილოვიჩის წინაშე მისი გასაგები მო-
რიდებისა, ფიოდორ მიხაილოვიჩმა მასში არა უბრალოდ ჩვეულებ-
რივი ახალგაზრდა, არამედ რაღაც მეტისა და უფრო ამაღლებულის
მაძიებელი, იდეალებისკენ მისწრაფებული და შესაძლოა, ლიტერა-
ტურული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის მონაცემები ამოიცნო.
ამაში ფიოდორ მიხაილოვიჩი არც შემცდარა და “მიმოჩკას” ავტორმა
თავისი ნაწარმოებებით რუსულ ლიტერატურაში მართლაც მნიშვნე-
ლოვანი როლი ითამაშა.
ელენა ანდრეევნა შტაკენშნეიდერი ფიოდორ მიხაილოვიჩს ძა-
ლიან უყვარდა და მისი უაღრესად
კეთილი გულისა და იმ თვინიერებისთვის სცემდა უდიდეს პატივს,
რომლითაც ის თავის ავადმყოფობას იტანდა, ამასთან მედმივი ავად-
მყოფობის გამო ის არათუ არასდროს ჩიოდა, პირიქით, უსაზღვრო
სიკეთითა და ხალისიანობით ყველას ამხნევებდა. შტაკენშნეიდერე-
ბის ოჯახში განსაკუთრებული სიმპათიით ასევე ელენა ანდრეევნას
ძმა, ძალიან გონიერი და ფიოდორ მიხაილოვიჩის ერთგული თაყვა-
ნისმცემელი – ადრიან ანდრეევიჩი სარგებლობდა. თავის ნაწარმოე-

455
ბებში გამოსაყენებელი სასამართლო განაწესისა თუ სასამართლოს-
თან დაკავშირებული სხვა საკითხების გასარკვევად ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი, როგორც ნიჭიერ იურისტს, რჩევისთვის ყოველთვის ადრი-
ან ანდრეევიჩს მიმართავდა და სწორედ მისი დახმარებით აღწერა
მიტია კარამაზოვის სასამართლო პროცესის ყველა წვრილმანი ისე,
რომ ყველაზე მცოდნე და შეცდომის პოვნის მიზნით განზრახ ჩასაფ-
რებული კრიტიკოსიც კი (ასეთები კი მრავლად იყვნენ) რაიმე ცდო-
მილებასა თუ უზუსტობას ვერსად იპოვიდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს კ.პ. პობედონოსცევის სტუმრობაც ძალი-
ან უყვარდა; მასთან, როგორც უაღრესად მახვილგონიერ და ამა თუ
იმ საკითხის არსში ღრმად ჩამწვდომ, თუმცა კი სკეპტიკური აზროვ-
ნების ადამიანთან საუბრები ჩემს ქმარს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებ-
და.
მაგრამ ყველაზე ხშირად 1879-1880 წლებში ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი გარდაცვლილი პოეტის გრაფ ალექსეი ტოლსტოის ქვრივს, სა-
ოცრად გონიერ, განათლებულ და ნაკითხ ქალს – სოფია
ანდრეევნა ტოლსტაიას სტუმრობდა. ამ ქალბატონთან საუბრები
ფიოდორ მიხაილოვიჩს ძალიან სიამოვნებდა და საერთოდ ქალე-
ბისთვის ესოდენ იშვიათი, ფილოსოფიური აზროვნების თუნდაც ყვე-
ლაზე გონებამახვილურ დეტალებშიც კი ღრმად წვდომის მისი უნარი
ყოველთვის აოცებდა. მაგრამ, გარდა ესოდენ გამორჩეული გონიე-
რებისა, გრაფინია ს.ა. ტოლსტაიას არც მგრძნობიარობა და გულის-
ხმიერება აკლდა, თვისებები, რომელთა გამომჟღავნებითაც მან ერ-
თხელ ფიოდორ მიხაილოვიჩი ისე გაახარა, რომ მის საქციელს
დღემდე უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიხსენებ.
დრეზდენის ნახატების გალერეაზე ლაპარაკისას ერთხელ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა გრაფინიასთან თქვა, რომ ფერწერაში სხვა
ყველაფერზე მეტად სიქსტის მადონა მოსწონდა. მერე კი დაამატა,
რომ უცხოეთიდან მადონას დიდი ფოტოსურათის ჩამოტანა დიდი ხა-

456
ნია უნდოდა, ყოველ ჩასვლაზე აპირებდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამ-
დე ვერ მოეხერხებინა, რუსეთში კი ასეთს ვერსად შოულობდა. ყო-
ველთვის, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩი ემსში მიემგზავრებოდა
თავს პირობას აძლევდა, რომ ამჯერად მაინც ამ ტილოს კარგ ასლს
აუცილებლად ჩამოიტანდა, მაგრამ ჩანაფიქრის შესრულება არა და
არ გამოსდიოდა. დედაქალაქის იმ მაღაზიებში, სადაც ესტამპების
ყიდვა შეიძლებოდა მადონას დიდ ასლს მეც ვეძებდი, მაგრამ ჩემი
მცდელობაც უშედეგოდ რჩებოდა... ფიოდორ მიხაილოვიჩისა და
სოფია ანდრეევნას ლაპარაკიდან სამიოდ კვირა იყო გასული, რომ
ერთ დილასაც, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩს ჯერ კიდევ ეძინა, ჩვენ-
თან
ვლ.ს. სოლოვიოვი მოვიდა და უზარმაზარი მუყაო მოიტანა, რო-
მელსაც, მადონას გარშემო გამოსახული პერსონაჟების გარეშე, ნა-
ტურალური სიდიდის სიქსტის მადონას ფოტოსურათი ამშვენებდა.
ვლადიმირ სერგეევიჩმა, რომელიც გრაფინია ტოლსტოიას მეგო-
ბარი იყო, მიამბო, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩთან საუბრის შემდეგ
გრაფინიას თავის დრეზდენელი ნაცნობისთვის მიუწერია და მისთვის
ფოტოსურათის გამოგზავნა უთხოვია, რაც მათ სიამოვნებით შეუსრუ-
ლებიათ კიდეც, ახლა კი გრაფინია კეთილი მეგობრობის ნიშნად ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს ამ ასლის საჩუქრად მიღებას სთხოვდა. ეს ამბა-
ვი 1879 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა, ამიტომ აზრი გამიჩ-
ნდა ფოტოსურათი დაუყოვნებლივ ჩარჩოში ჩამესვა და ასეთი სა-
სურველი საჩუქრით ფიოდორ მიხაილოვიჩი მის დაბადების დღეზე,
30 ოქტომბერს გამეხარებინა. ჩემი ჩანაფიქრი მაშინვე სოლოვიოვს
გავანდე და აზრი მანაც მომიწონა, მით უმეტეს, რომ ჩარჩოში ჩაუსმე-
ლად ფოტოსურათი შეიძლებოდა დაზიანებულიყო კიდეც. მერე
ვლადიმირ სერგეევიჩს გრაფინიასთვის ესოდენ დიდი სიკეთისათვის
უღრმესი მადლობის გადაცემა და ჩანაფიქრის განსახორციელებ-
ლად იმის თაობაზე გაფრთხილება ვთხოვე, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი მის საჩუქარს მხოლოდ თავის დაბადების დღეზე მიიღებდა.

457
ასეც მოხდა: 29 ოქტომბერს მკაზმავმა სახლში მუხის მუქ, ნაკვეთ ჩარ-
ჩოში ჩასმული ფოტოსურათი მოიტანა, ჩვენ კი დივანს თავზე (ფიო-
დორ მიხაილოვიჩის საწოლის თავზე), სადაც ამ შედევრის თავისებუ-
რებები ყველაზე უკეთ გამოიკვეთებოდა, ლურსმანი ჩავარჭეთ.
ჩვენი ოჯახური ზეიმის დილას, როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩი
სასადილოში ჩაის დასალევად გავიდა, სურათი კედელზე დაიკიდა;
სასადილოში მე და ბავშვებმა ფიოდორ მიხაილოვიჩს მივულოცეთ,
ერთხანს ხალისიანად ვისაუბრეთ და იუბილართან ერთად ყველანი
მის კაბინეტში შევედით... კედელზე ჩამოკიდული თავისი საყვარელი
მადონას დანახვისას ფიოდორ მიხაილოვიჩის სახეზე გამოხატულ გა-
ოცებასა და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა! “სად იპოვე,
ანია?” – მკითხა სიხარულით თვალებგაფართოებულმა და იმაში
დარწმუნებულმა, რომ ფოტოსურათი მე ვუყიდე, მე, რა თქმა უნდა,
ავუხსენი, რომ ეს გრაფინია ტოლსტოიას საჩუქარი იყო და გრაფინი-
ას ყურადღებითა და სიკეთით გულის სიღრმემდე შეძრული ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მადლობის გადასახდელად მასთან იმ დღესვე
წავიდა. მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლის განმავლობაში, კაბი-
ნეტში შესული, ბევრჯერ შევსწრებივარ, რომ ამ დიადი ნახატის წინ
ფიოდორ მიხაილოვიჩი იმდენად გულაჩუყებული და თითქოს ნახატ-
ში ჩაკარგული, ისეთი სახით იდგა, ვერც კი შეუნიშნავს, რომ შევედი
და მისი ლამის ლოცვისდარი განწყობა რომ არ დამერღვია ფეხაკ-
რეფით უკან გამოვსულვარ. ამიტომ გრაფინია ტოლსტოიას მიმართ,
რომელმაც ჩემს ქმარს საშუალება მისცა ამ ნახატის ცქერით ესოდენ
დიდი აღფრთოვანება და ღრმა გრძნობები განეცადა, ჩემი მადლიე-
რებაც უდიდესია!.. მუხის ჩარჩოში ჩასმული სიქსტის მადონა კი დღემ-
დე ჩვენს ოჯახურ რელიკვიას წარმოადგენს და ჩემს ვაჟთან ინახება.
ფიოდორ მიხაილოვიჩს გრაფინია ს.ა. ტოლსტოიასთან სტუმრო-
ბა იმის გამოც უყვარდა, რომ

458
გრაფინიას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა: გრაფინიას ნათესავი,
უაღრესად მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი – სოფია პეტროვნა ხიტ-
როვო და მისი სამი შვილი: ორი ბიჭუნა და უმშვენიერესი გოგონა. ეს
ბავშვები ჩვენი შვილების თანატოლები იყვნენ და ჩვენ ისინი ერთმა-
ნეთს გავაცანით, რაც ფიოდორ მიხაილოვიჩს ძალიან ახარებდა.
გრაფინია ს.ა. ტოლსტოიასთან ფიოდორ მიხაილოვიჩი მაღალი
წრის ბევრ ქალბატონს ხვდებოდა: გრაფინია ა.ა. ტოლსტოიას (გრაფ
ლ. ტოლსტოის ნათესავს), ე.ა. ნარიშკინას, გრაფინია ა.ე. კემეროვ-
სკაიას, ი.ფ. აბაზას, ე.ფ. ვანლიასკაიას, მომღერალ ლავროვსკაიას
და სხვებს. ყველა ეს ქალბატონი ფიოდორ მიხაილოვიჩს უაღრესად
მეგობრულად ეპყრობოდა, ზოგიერთი მათგანი კი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის ნიჭისა და შემოქმედების ერთგული თაყვანისმცემელიც
იყო. თავის მხრივ ფიოდორ მიხაილოვიჩიც, რომელსაც მამაკაცთა
წრეში ლიტერატურული თუ პოლიტიკური კამათები ხშირად აღიზია-
ნებდა, ქალბატონების მუდამ თავდაჭერილ და დელიკატურ საუბ-
რებს უაღრესად აფასებდა.
იმ პირთაგან, ვისთანაც ფიოდორ მიხაილოვიჩს საუბარი უყვარდა
და ვისაც სიცოცხლის უკანასკნელ წელს ჩემი ქმარი ხშირად სტუმ-
რობდა, დავასახელებ აგრეთვე ელიზავეტა ნიკოლაევნა გეიდენსაც,
გრაფინიას, რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩი მისი დაუღალავი
საქველმოქმედო საქმიანობისა და მუდამ ამაღლებული აზრებისთვის
აფასებდა. გრაფინიას
გარდა ფიოდორ მიხაილოვიჩს იულია დენისოვნა ზასეტსკაიას-
თან (პარტიზან დენის დავიდოვის ქალიშვილთან) მისვლაც უყვარდა,
ამასთან იულია დენისოვნას რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით
მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოველთვის მეგობრული, მაგრამ გულ-
მხურვალე კამათი იმართებოდა ხოლმე. კიდევ ერთი ქალბატონი,
ვისაც, თუმცა კი უფრო იშვიათად, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩი
სტუმრობდა ა.პ. ფილოსოფოვა იყო, რომელის ხასიათშიც ჩემს

459
ქმარს ენერგიულობა მოსწონდა და ამბობდა, ამ ქალბატონს “გონიე-
რი გული” აქვსო.
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს ქალბა-
ტონებს შორის მართლაც ბევრი გულითადი მეგობარი ჰყავდა, რომ-
ლებიც მას, როგორც წესი, თავიანთ საიდუმლოებებს უმხელდნენ და
მეგობრულ რჩევას ეკითხებოდნენ, რაზეც ფიოდორ მიხაილოვიჩიც
არასდროს ეუბნებოდა უარს. ის ამ ქალბატონების სატკივარსა თუ სა-
ფიქრალს მართლაც გულწრფელად იზიარებდა და გულახდილად
ყოველთვის იმას ურჩევდა, რასაც მართებულად თვლიდა და რაც
ხანდახან ქალბატონისთვის შეიძლებოდა უსიამოვნოც კი ყოფილი-
ყო, მაგრამ ფიოდორ მიხაილოვიჩზე ამის გამო ნაწყენი არავინ რჩე-
ბოდა, რადგან ყოველი მათგანი გრძნობდა, რომ ქალის სულსა და
სატკივარს იშვიათად თუ ჩასწვდებოდა ვინმე ისე, როგორც ამას ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ახერხებდა.

III. პუშკინის ზეიმზე მოსკოვში გამგზავრება


1880 წლის მარტში ლიტერატორთა წრეში ჭორი გავრცელდა,
რომ პუშკინის პატივსაცემად მოსკოვში აღსამართი ძეგლი მზად იყო,
იმ წელს გაიხსნებოდა, ძეგლის გახსნა კი განსაკუთრებული ზეიმით
აღინიშნებოდა. ამ მოსალოდნელი მოვლენით ჩვენი ინტელიგენციის
წარმომადგენლები დაინტერესდნენ და ბევრმა მათგანმა ზეიმზე წას-
ვლა გადაწყვიტა. მოსკოვში ძეგლის გახსნის კომიტეტი შეიქმნა, მოს-
კოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში არსებულმა რუსული სიტყვიე-
რების მოყვარულთა საზოგადოებამ კი დაადგინა, ძეგლის გახსნის
ზეიმისთვის საჯარო სხდომებიც დაერთო. საზოგადოების თავმჯდო-
მარემ ს. იურიევმა გამოჩენილ ლიტერატორებს ზეიმზე დასასწრები
მოსაწვევები გაუგზავნა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმაც მიიღო. მოწვევის თანდართულ წერილში ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს, სურვილის შემთხვევაში, პუშკინისადმი მიძღვნილ საზეიმო
სხდომაზე სიტყვის წარმოთქმასაც სთავაზობდნენ. თუმცა ცნობილი

460
გახდა, რომ საზეიმო სხდომებზე სიტყვის წარმოთქმას მაშინდელი
ორი პარტიის – “ზაპოდნიკებისა” და “სლავიანოფილების” წარმო-
მადგენლებიც აპირებდნენ და მათ სიტყვებთან დაკავშირებით დედა-
ქალაქში მოარული ჭორები ფიოდორ მიხაილოვიჩს უაღრესად აშ-
ფოთებდა, ამიტომ გამოაცხადა, რომ თუ ავადმყოფობა ხელს არ შე-
უშლიდა, მოსკოვში აუცილებლად გაემგზავრებოდა და პუშკინის პა-
ტივსაცემად წარმოთქმულ თავის სიტყვაში გულითა და გონებით ნა-
ტარებ, წლების განმავლობაში დაგროვილ გულისნადებს
იტყოდა. ამასთან, ფიოდორ მიხაილოვიჩმა სურვილი გამოთქვა,
რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი, რაც, ცხადია, ძალიან გამი-
ხარდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ არაჩვეულებრივ სანა-
ხაობას დავესწრებოდი, არამედ იმიტომაც, რომ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის გვერდით ვიქნებოდი (თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, რომ ეს
დღეები მისთვის გამორჩეული იქნებოდა).
ჩვენდა სამწუხაროდ, მოსკოვში ერთად გამგზავრებას ახდენა არ
ეწერა. მოგზაურობის ხარჯების დათვლამ ცხადი გახადა, რომ ასეთ
ხარჯს ვერ გავწვდებოდით. ალიოშას სიკვდილის შემდეგ ფიოდორ
მიხაილოვიჩი, რომელსაც ბავშვების საკითხი ყოველთვის ისედაც
გულთან ახლოს მიჰქონდა, მათ მიმართ კიდევ უფრო ფრთხილი გახ-
და და შესაბამისად, მხოლოდ ჩვენ ორის გამგზავრებასა და ბავშვე-
ბის ძიძასთან დატოვებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ისინი თან უნდა
წაგვეყვანა, მაგრამ, რამდენადაც მოსკოვში გამგზავრებასა და იქ
ყოფნას ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა, მათთან ერთად სასტუმ-
როში ცხოვრება და მატარებლით ორივე მიმართულებით მგზავრობა
სამას რუბლზე ნაკლები არ დაგვიჯდებოდა. თანაც ასეთ ზეიმზე მეც
რაიმე ღია ფერის კაბაში, თუ მდიდრულად არა, რიგიანად ჩაცმული
მაინც უნდა გამოვცხადებულიყავი, რაც მგზავრობის ღირებულებას
კიდევ უფრო გაზრდიდა. თითქოს ჯიბრზე “Русский вестник”-თან ჩვე-

461
ნი ანგარიშები არეულ-დარეული იყო და, შესაბამისად, არც რედაქ-
ციიდან შეგვეძლო ფულის აღება. ერთი სიტყვით, დიდი ხნის ფიქრი-
სა და ყოყმანის შემდეგ მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ
დასკვნამდე მივედით, რომ ჩემთვის საოცნებოდ ქცეულ მოსკოვში
გამგზავრებაზე უარი უნდა მეთქვა. დავამატებ, რომ მას შემდეგ, მთე-
ლი სიცოცხლის განმავლობაში ჩემთვის უდიდეს დანაკარგად მიმაჩ-
ნდა, რომ იმ წარმოუდგენელ ტრიუმფს ვერ დავესწარი, რომელიც
პუშკინის ზეიმზე ჩემს ქმარს ხვდა წილად.
პუშკინის ზეიმზე წარმოსათქმელი სიტყვის მშვიდად მოსაფიქრებ-
ლად და დასაწერად ფიოდორ მიხაილოვიჩმა სტარო რუსაში წას-
ვლა ჩვეულ დროზე ადრე მოინდომა და მაისის დასაწყისში მთელი
ოჯახით უკვე აგარაკზე ვიყავით.
1880 წლის აპრილში ფიოდორ მიხაილოვიჩს ახლობლებმა უთ-
ხრეს, რომ “Вестник Европы”-ში სათაურით “შესანიშნავი ათწლეული”
პ.ვ. ანენკოვის სტატია დაბეჭდილიყო, რომელშიც ავტორი მას მოიხ-
სენიებდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი სტატიით ძალიან დაინტერესდა
და მთხოვა ბიბლიოთეკიდან ჟურნალის აპრილის ნომერი გამომეტა-
ნა. ამ ნომრის შოვნა, ისიც ახლობლებისგან მხოლოდ რუსაში ჩვენი
გამგზავრების წინ მოვახერხე და ამიტომაც ჟურნალი თან წავიღეთ.
სტატიის წაკითხვამ ფოდორ მიხაილოვიჩი აღაშფოთა: ანენკოვი თა-
ვის მოგონებებში წერდა: დოსტოევსკი საკუთარ ლიტერატურულ ნი-
ჭიერებას იმდენად მაღალ შეფასებას აძლევდა, რომ თავისი პირვე-
ლი ნაწარმოების “საწყალი ადამიანების” განსაკუთრებულად აღნიშ-
ვნა, კერძოდ კი “არშიამოყოლებულ გვერდებზე” დაბეჭდვა
მოითხოვაო. ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ცილისწამებამ საშინლად
გააბრაზა, დაუყოვნებლივ სუვოროვს მისწერა და სთხოვა “Новое
время”-ში მისი სახელით განეცხადებინა, რომ “არშიის” შესახებ პ.ვ.
ანენკოვის მიერ “Вестник Европы”-ში მონათხრობის მსგავსი არაფე-
რი ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ანენკოვის სტა-

462
ტიით, გარდა ფიოდორ მიხაილოვიჩისა, მისი თანამედროვე ლიტე-
რატორებიც (მაგალითად, ა.ნ. მაიკოვი), რომლებსაც ის დრო მშვე-
ნივრად ახსოვდათ, ისევე იყვნენ აღშფოთებულნი, როგორც ჩემი
ქმარი, ამიტომ ა.ს. სუვოროვმა ფიოდორ მიხაილოვიჩის წერილისა
და თანამედროვეთა მოწმობების საფუძველზე “არშიასთან” დაკავში-
რებით ორი ფრიად მახვილგონივრული შენიშვნა დაწერა და “Новое
время”-ში გამოაქვეყნა.
ფიოდორ მიხაილოვიჩის უარყოფის პასუხად პ.ვ. ანენკოვმა გამო-
აცხადა, რომ შეცდომა მოხდა და ფიოდორ მიხაილოვიჩმა “არშია”
თავის სხვა ნაწარმოებთან – “პლისმილკოვის მოთხრობასთან” (ასე-
თი რამ ფიოდორ მიხაილოვიჩს არ დაუწერია) დაკავშირებით მოით-
ხოვა. ანენკოვის ცილისწამებამ ისე აღაშფოთა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი, რომ გადაწყვიტა, თუ პუშკინის ზეიმზე შეხვდებოდა, ცილისმწა-
მებლისთვის ზედაც არ შეეხედა, ხოლო თუკი ის მაინც მიესალმებო-
და, ხელს არ ჩამოართმევდა.
პუშკინის ძეგლის გახსნა 25 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ, რამ-
დენადაც ფიოდორ მიხაილოვიჩს
საზეიმო სხდომებზე დასასწრები ბილეთების აუჩქარებლად აღება
უნდოდა, გადაწყვიტა, მოსკოვში რამდენიმე დღით ადრე ჩასულიყო;
გარდა ამისა, როგორც სლავური საქველმოქმედო საზოგადოების
თავმჯდომარის მეგობარი, ის ზეიმზე ამ საზოგადოების წარმომადგე-
ნელიც იყო და ძეგლთან დასადებად გვირგვინებიც უნდა შეეკვეთა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი 22 მაისს გაემგზავრა და მე და ბავშვებმა
სადგურამდე გავაცილეთ. ის სიტყვები, რომლებიც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩმა სადგურზე დამშვიდობებისას მითხრა, დღემდე გულაჩუყე-
ბულს მახსენდება:
– ჩემო საბრალო ანეჩკა, როგორ გვინდოდა, მაგრამ შენი წამოს-
ვლა მაინც არ მოხერხდა! ნეტავ იცოდე, როგორ მწყინს და ვდარდობ
ამის გამო! როგორ ვნატრობდი, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავი!

463
ქმართან განშორებით დამწუხრებულმა და, რაც მთავარია, მისი
ჯანმრთელობისა და სულიერი მდგომარეობის გამო შეშფოთებულმა
ვუპასუხე:
– როგორც ჩანს, ერთად გამგზავრება არ გვეწერა, მაგრამ რაკი
ასე მოხდა, შენი იმედი მაქვს, გთხოვ, აუცილებლად და ყოველდღე
მომწერო, თანაც დაწვრილებით, დამპირდი, რომ
ყველაფერს, რაც შენს თავს ხდება, წერილებში მიამბობ. სხვანაი-
რად ძალიან ვინერვიულებ. მპირდები, რომ მომწერ?
– გპირდები, გპირდები, – მიპასუხა ფიოდორ მიხაილოვიჩმა, – აუ-
ცილებლად ყოველდღე მოგწერ. – და როგორც სიტყვის ადამიანმა,
დანაპირები შეასრულა კიდეც, იმდენად უნდოდა, არ მენერვიულა და
თავისი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა, ყოველდღე მწერდა და თა-
ნაც არა ერთხელ, არამედ ხანდახან ორჯერაც.
სადგურზე დამშვიდობებისას ორივეს გვეგონა, რომ ის სულ ერთი
კვირით მიემგზავრებოდა; ორი დღე მოსკოვში ჩასვლასა და უკან წა-
მოსვლაზე სჭირდებოდა, ხუთი კი თავად ზეიმისა და იმ ღონისძიებე-
ბისთვის იყო განსაზღვრული, რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩი უნ-
და დასწრებოდა. მან სიტყვა მომცა, რომ მოსკოვში ზედმეტად ერთ
დღესაც არ გაჩერდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი რუსაში არა ერთი კვირის, არამედ ოცდაორი დღის მერე
დაბრუნდა და ეს სამი კვირა ჩემთვის მტანჯველი მოლოდინისა და
ნერვიულობის დროდ იქცა.
უნდა აღვნიშნო, რომ 1879 წლის მიწურულს ემსიდან დაბრუნე-
ბულმა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩემს ბიძაშვილთან, ექიმ მ.ნ. სნიტ-
კინთან სტუმრობისას მას გასინჯვა და ემსში მკურნალობის შემდეგ
ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა სთხოვა. ჩემი ბიძაშვი-
ლი, თუმცა პედიატრი,
მაგრამ გულმკერდის დაავადებების კარგი მცოდნეც იყო და რო-
გორც ექიმს ფიოდორ მიხაილოვიჩი მას უყოყმანოდ ენდობოდა,
გარდა ამისა, როგორც კეთილი და უაღრესად გონიერი ადამიანი,

464
უყვარდა კიდეც. თავისთავად ცხადია, მან ფიოდორ მიხაილოვიჩი
დაამშვიდა (ნებისმიერი ექიმი ასე მოიქცეოდა) და დაარწმუნა, რომ
ზამთარი ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაივლიდა, უთხრა,
რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი
ჰქონდა, მაგრამ ექიმის რჩევები აუცილებლად უნდა გაეთვალისწი-
ნებინა და სიფრთხილის ზომები არ დაერღვია. მე კი, ჩემი დაჟინებუ-
ლი კითხვების პასუხად გამომიტყდა, რომ ავადმყოფობა უკვე მეტის-
მეტად შორს იყო წასული და ფიოდორ მიხაილოვიჩის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრებოდა. ამიხსნა, რომ ამ საფრთხეს ფილტვებში
წვრილი სისხლძარღვების გათხელება ქმნიდა და ეს გათხელება უკვე
იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სისხლძარღვი შეიძლებოდა ნე-
ბისმიერი ფიზიკური დაძაბულობისგან გახეთქილიყო, ამიტომ გვირ-
ჩია, ფიოდორ მიხაილოვიჩი ყოველგვარ მკვეთრ მოძრაობას მორი-
დებოდა, მძიმე არ აეწია და ნებისმიერი, სასიამოვნო თუ არასასია-
მოვნო მღელვარებისგან თავი შეეკავებინა.
თუმცა ამ ყოველივესთან ერთად ჩემს დამშვიდებასაც შეეცადა და
მითხრა, რომ არტერიის ასეთი გახეთქვა შეიძლებოდა სიკვდილის
მიზეზი არც გამხდარიყო, გახეთქილი არტერიიდან წამოსული და შე-
დედებული სისხლი ხანდახან, ეგრეთ წოდებულ, “საცობს” წარმოქ-
მნიდა, რაც სისხლისდენას აჩერებდა და ადამიანი სისხლისგან აღარ
იცლებოდა. ადვილი წარმოსადგენია,
როგორ შემაშინა ჩემი ბიძაშვილის გაფრთხილებამ და ქმრის ჯან-
მრთელობის მიმართ რა ყურადღებიანი გამხადა.
იმისთვის, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი იმ ოჯახებში სტუმრად
მარტო არ გამეშვა, სადაც ვინმე მისთვის არასასიამოვნო პიროვნებას
შეიძლებოდა შეხვედროდა ან რაიმე ამაღელვებელ საუბარში ჩარ-
თულიყო, ქმართან ჩივილი დავიწყე, რომ სახლში ჯდომით მოვიწყი-
ნე და საზოგადოებაში გასვლა მინდოდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი,
რომელსაც საზოგადოებაში გაუსვლელობის გამო ისედაც ყოველ-

465
თვის ვებრალებოდი, ჩემმა სურვილმა გაახარა და 1879 წლის ზამ-
თრისა და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში ქმარს ახლობ-
ლებთან შეკრებებზე თუ ლიტერატურულ საღამოებზე ხშირად თან
ვახლდი; ამ შეხვედრებზე სასიარულოდ ჩემთვის შავი აბრეშუმის
ელეგანტური კაბა შევუკვეთე და ორი ფერადი თავსამკაული შევიძი-
ნე, რომლებიც, ფიოდორ მიხაილოვიჩის აზრით, ძალიან მიხდებო-
და. მაგრამ სტუმრად და საღამოებზე ყოფნისას ქმრისთვის არასასია-
მოვნო ადამიანებისა თუ საუბრებისგან მის დასაცავად ხანდახან ეშმა-
კობა მიხდებოდა; ასე მაგალითად, დიასახლისს ვთხოვდი ფიოდორ
მიხაილოვიჩი მაგიდასთან რომელიმე ბატონისა თუ ქალბატონისგან
მოშორებით დაესვა, ან თუკი ვხედავდი, რომ მეტისმეტად ცხარობდა
და კამათს იწყებდა, რაიმე საპატიო საბაბით ჩემთან ვიხმობდი. ერთი
სიტყვით, მუდმივად ფხიზლად ვიყავი და შედეგად ამ საღამოებზე
ჩემთვის სასიამოვნო ბევრი არაფერი იყო.
და აი, სწორედ მაშინ, როცა ფიოდორ მიხაილოვიჩის ჯანმრთე-
ლობის გამო ასე ვღელავდი, მასთან განშორება არა ერთი კვირით,
როგორც იმედი მქონდა, არამედ ოცდაორი დღით მომიწია. ღმერ-
თო, რა გადავიტანე ამ დროის განმავლობაში! განსაკუთრებით იმის
გამო, რომ ქმრის წერილებიდან გამომდინარე, მოსკოვიდან დაბრუ-
ნება სულ უფრო და უფრო უგვიანდებოდა, ხოლო მისთვის საზიანო
მღელვარება კი მატულობდა. უკვე მეჩვენებოდა, რომ ეს მღელვარე-
ბა თუ ორმაგი შეტევით არა, ერთით მაინც დასრულდებოდა, მით უმე-
ტეს, რომ ბოლო შეტევიდან დიდი ხანი იყო გასული და წესით, მალე
უნდა დამართოდა. თავში შავბნელი აზრები მიტრიალებდა, წარმო-
მედგინა, რომ როდესაც ფიოდორ მიხაილოვიჩს შეტევა დაემართე-
ბოდა, ჯერაც გონებაამღვრეული, სასტუმროში უთავბოლოდ სია-
რულს და ჩემს ძებნას დაიწყებდა (ეპილეფსიის შეტევის შემდეგ გონ-
სმოსული, მაგრამ ჯერაც გონებაარეული, ყოველთვის ჩემთან მოდი-
ოდა, რადგან იმ წუთებში უცნაური მისტიკურ შიში იტანდა ხოლმე და
მხოლოდ ახლობელი ადამიანის დანახვა ამშვიდებდა), რის გამოც

466
შეშლილად ჩათვლიდნენ და მოსკოვში გიჟად შერაცხავდნენ; მეში-
ნოდა, რომ შეტევის შემდეგ მის სიმშვიდეს ვერავინ დაიცავდა, ვინმე
გააღიზიანებდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა. – ეს აზრები და-
უსრულებლად მტანჯავდა და ოღონდ კი ქმრის მდგომარეობისთვის
თვალის დევნება შემძლებოდა, რამდენჯერმე მოსკოვში გამგზავრე-
ბა და იქ ყველასგან მალულად, სადმე მის გვერდით დასახლებაც კი
დავაპირე, მაგრამ რადგან ვიცოდი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი
ბავშვების ძიძასთან დატოვების გამო ინერვიულებდა, გამგზავრებას
ვერ ვბედავდი. თუმცა შეტევის შემთხვევაში პირველსავე
მატარებლით მოსკოვში გამგზავრება მაინც რომ მომესწრო, ჩემს
მოსკოველ მეგობრებს ვთხოვე, ჩემთვის ამ ამბის გაგებისთანავე და-
უყოვნებლივ დეპეშით ეცნობებინათ. დღე დღეს მისდევდა და ძეგ-
ლის გახსნას საშველი არ ადგებოდა, სამაგიეროდ, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის წერილებიდან გამომდინარე, მისთვის არასასიამოვნო გა-
რემოებები მატულობდა, რასთან ერთადაც, თავისთვად ცხადია, მა-
ტულობდა ჩემი მღელვარებაც. ის დრო რომ მახსენდება დღემდე, ამ-
დენი წლის შემდეგაც, გული ტკივილით მეწურება.
იმავე პერიოდს ეკუთვნის ეპიზოდიც, რომლის შესახებ ალბათ
ლაპარაკიც არ ღირდა, რომ არა ფიოდორ მიხაილოვიჩის წერილი,
რომელიც მან პუშკინისადმი მიძღვნილი სხდომის შემდეგ სასტუმრო-
ში დაბრუნებისთანავე გამომიგზავნა, სწორედ იმ სხდომის შემდეგ,
რომელზეც მოსკოველმა პუბლიკამ მისი წარმოთქმული სიტყვა აღ-
ფრთოვანებით მიიღო. მხედველობაში მაქვს “კვიცის” ყიდვა.
ჩვენს უფროს ბიჭუნას – ფედიას ცხენები პატარაობიდანვე ძალიან
უყვარდა და ზაფხულობით, სტარო რუსაში ყოფნისას, მე და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მუდმივად იმას ვშიშობდით, ბავშვი ცხენებს არ
დაეშავებინა: ორი-სამი წლისა მოხუც ძიძას ხელიდან უსხლტებოდა
ხოლმე, ცხენებთან მირბოდა და ფეხზე ეხვეოდა. საბედნიეროდ, ყვე-
ლა ის ცხენი, რომელიც ჩვენ აგარაკთან ტრიალებდა, თვინიერი და
ირგვლივ ბავშვების სირბილს იყო შეჩვეული და ყველაფერი

467
კეთილად სრულდებოდა. როდესაც ფედია წამოიზარდა ცოცხა-
ლი ცხენის ჩუქება გვთხოვა და ფიოდორ მიხაილოვიჩიც დაჰპირდა,
რომ უყიდდა, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა. სამაგიეროდ 1880
წლის მაისში მე ვიყიდე კვიცი, რაც მოგვიანებით მწარედ ვინანე. ეს
ამბავი კი ასე მოხდა.
ერთხელ დილით ბავშვებთან ერთად რუსას ბაზარში წავედი. პე-
რერიტიცის სანაპიროს რომ მივუყვებოდით, გვერდით საზიდარმა
ჩაგვიქროლა, რომლის კოფოზეც შეზარხოშებული კაცი იჯდა. საზი-
დარს გვერდით საოცრად მოხდენილი კვიცი მისდევდა, რომელიც
ცხენს ხან უსწრებდა, ხანაც უკან რჩებოდა. ისეთი ლამაზი კვიცი იყო,
თვალს ვერ მოსწყვეტდი და ფედიამ მითხრა, რომ სწორედ ასეთ
კვიცზე ოცნებობდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, ბაზრის მოედანზე
მისულებმა, შევნიშნეთ, რომ ცხენისა და კვიცის გარშემო შემოკრები-
ლი გლეხები რაღაცაზე კამათობდნენ. საზიდარს ჩვენც მივუახლოვ-
დით და გავიგეთ, რომ შეზარხოშებული გლეხი კვიცს “სატყავედ”
ოთხ რუბლად ყიდდა. უკვე მყიდველებიც გამოჩენილიყვნენ, მაგრამ
შვილის თხოვნამ და იმ აზრმა, რომ სხვაგვარად საბრალოს სატყა-
ვედ მოკლავდნენ, ჩემზე იმოქმედა და გამყიდველს კვიცში ოთხის მა-
გივრად ექვსი რუბლი შევთავაზე. კვიცი ჩვენ დაგვრჩა, მაგრამ, რამ-
დენადაც სოფლის მეურნეობისა და ცხენების არაფერი გამეგებოდა,
სანამ შეზარხოშებული გამყიდველი დამატებით რამდენიმე სირჩას
გადაჰკრავდა და უკან მობრუნდებოდა, გარშემო შემოკრებილ გლე-
ხებს კვიცის მოვლის წესი გამოვკითხე. ერთნი მეუბნებოდნენ, რომ
დედის გარეშე საბრალო მაინც მოკვდებოდა, მეორენი კი რჩევებს
მაძლევდნენ, საკვებად რა მიმეცა და მარწმუნებდნენ, რომ
კარგი მოვლის შემთხვევაში ჩვენი კვიცისგან მშვენიერი ცხენი გა-
იზრდებოდა. თუმცა ყოყმანს უკვე აზრიც აღარ ჰქონდა და საზიდრის
კვალდაკვალ ადევნებულ კვიცთან ერთად ჩვენც სახლისკენ გავეშუ-
რეთ. კვიცის ყიდვის შესახებ ფიოდორ მიხაილოვიჩს შინ დაბრუნე-
ბისთანავე მივწერე და ისე დაემთხვა, რომ ჩემი წერილი ფიოდორ

468
მიხაილოვიჩმა სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც სხდომაზე წარ-
მოთქმულ მის ცნობილ სიტყვას დამსწრე საზოგადოება ასეთი ენთუ-
ზიაზმით შეხვდა! საზოგადოების აღფრთოვანებით გულანთებული
ფიოდორ მიხაილოვიჩი თავისი გულაჩუყებისა და სიხარულის გად-
მოფრქვევის იმხელა მოთხოვნილებას გრძნობდა, რომ საპასუხოდ
გამოგზავნილ წერილში ასეთი სიტყვები მომწერა: “ვკოცნი კვიცს!”
პირველმა დღეებმა კარგად ჩაიარა, კვიცი დღეში ხუთ ქოთან
რძეს სვამდა და ბავშვებს ლეკვივით უკან დასდევდა, მაგრამ მერე
მდგომარეობა გაუარესდა. ფიოდორ მიხაილოვიჩი ცხენებში კარგად
ერკვეოდა და კვიცს “უხალისობა” შეატყო თუ არა, ვეტერინარის მო-
საყვანად კაცი გაგზავნა. ვეტერინარმა რაღაც რჩევები მოგვცა და წა-
ვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი დაგვიანებული იყო,
რადგან სამი კვირის შემდეგ საბრალო არსება მაინც მოგვიკვდა. ბავ-
შვები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ, მე კი საკუთარი თავისთვის
მისი ყიდვა ვერ მეპატიებინა. მართალია, სხვა მყიდველი რომ გამოს-
ჩენოდა, საბრალოს მაინც სიკვდილი ელოდა, მაგრამ მაშინ ბავშვე-
ბის თვალწინ მისი სიკვდლის გამო მაინც არ დავიდანაშაულებდი
თავს.

IV. ფიოდორ მიხაილოვიჩის მოსკოვიდან დაბრუნება


როგორც იქნა, დადგა ის ბედნიერი დღეც, როდესაც ჩემი ტანჯვა
დასრულდა და 13 ივნისს ფიოდორ მიხაილოვიჩი სტარო რუსაში ისე-
თი კმაყოფილი და გამოცოცხლებული დაბრუნდა, როგორიც უკვე
დიდი ხანია აღარ მენახა. ჩვენდა სასიხარულოდ, მთელი იმ დროის
განმავლბაში, სანამ მოსკოვში იყო მას, გარდა იმისა, რომ არც ერ-
თხელ ეპილეფსიის შეტევა არ დამართოდა, როგორც ჩანს, ნერვიუ-
ლი აღგზნების გამო თავს თურმე უწინდელთან შედარებით ბევრად
უკეთ და მხნედაც კი გრძნობდა. მოსკოვში ყოფნისას თავს გადამ-
ხდარ მის მოყოლილ ამბებსა და ჩემს კითხვებს ბოლო არ უჩანდა,

469
თავად პუშკინის ზეიმის შესახებ კი იმდენი და ისეთი საინტერესო ამ-
ბები მიამბო, რომელთა მსგავსიც სხვათა გამოქვეყნებულსა თუ ნაამ-
ბობში არსად წამიკითხავს და მომისმენია! ჩემს ქმარს ამა თუ იმ მოვ-
ლენისა და ამ მოვლენაში ყოველი წვრილმანის შემჩნევისა და შემ-
დგომ, დიდი ხნის განმავლობაში, დამახსოვრების სრულიად განსხვა-
ვებული, თავისებური უნარი ჰქონდა. მისი ნაამბობიდან განსაკუთრე-
ბით ერთს აღვნიშნავ: ფიოდორ მიხაილოვიჩი მომიყვა, რომ როდე-
საც ის მეორე და უკანასკნელი სხდომიდან (რომელმაც პუშკინის ძეგ-
ლის გახსნასთან დაკავშირებული ზეიმი დახურა) საშინლად დაღლი-
ლი, მაგრამ იმავდროულად მოსკოველი პუბლიკის მიერ მასთან დამ-
შვიდობებისას გამოხატული აღფრთოვანებით უსაზღვროდ ბედნიე-
რი დაბრუნებულა, ჯერ ცოტა ხანს დასასვენებლად წამოწოლილა,
მერე კი, უკვე გვიან ღამით, ისევ პუშკინის ძეგლთან მისულა. თბილი
ღამე იდგა,
მაგრამ ქუჩები თითქმის ცარიელი ყოფილა... სტრასტნაიას მო-
ედანთან მისულს, დილის სხდომისას მისი სიტყვით გამოსვლის შემ-
დეგ ძეგლთან მიტანილი უზარმაზარი დაფნის გვირგვინი ძლივს აუ-
წევია, ძეგლის კვარცხლბეკზე დაუდია და თავისი “დიადი მასწავლებ-
ლისთვის” თავი მიწამდე დაუკრავს.
გულწრფელი სიხარული, რომ რუსეთმა გენიალური პუშკინის
მნიშვნელობა და სიდიადე, როგორც იქნა, შეიცნო და დააფასა და
“რუსეთის გულში”, მოსკოვში ძეგლი დაუდგა; ბედნიერებით აღსავსე
გაცნობიერება იმისა, რომ მას, სიყმაწვილის დროიდან დიადი სა-
ხალხო პოეტის აღფრთოვანებულ მკითხველს, საშუალება მიეცა ამ
აღფრთოვანებისა და მადლიერების ნიშნად მისთვის სიტყვა მიეძ-
ღვნა; და ბოლოს, პირადად მისი ნიჭის პატივსაცემად აღტაცებული
პუბლიკის ოვაციებით მიღებული დამათრობელი გრძნობა ფიოდორ
მიხაილოვიჩისთვის ერთ მთლიანობად შეკრულა და მისივე სიტყვები
რომ გავიმეორო, მისი “უდიდესი ბედნიერების წუთებად” ქცეულა. თა-
ვისი მაშინდელი გრძნობების აღწერისას კი ფიოდორ მიხაილოვიჩს

470
ისეთი შთაგონებული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს იმ დაუვიწ-
ყარ წუთებს ახლიდან შეიგრძნობდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩმა იმის შესახებაც მიამბო, რომ მეორე დი-
ლას მასთან იმხანად მოსკოვის საუკეთესო ფოტოგრაფი და მხატვა-
რი პანოვი მისულა და ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მისი პორტრე-
ტის გადაღების ნებართვა უთხოვია. რამდენადაც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი მოსკოვიდან
გამომგზავრებას ჩქარობდა და პანოვის თხოვნის შესრულებას
სხვა დროს ვერ შეძლებდა, გადაუწყვიტავს, ფოტოგრაფთან ერთად
მის სახელოსნოში დაუყოვნებლივ წასულიყო. მხატვრის გადაღებულ
ფოტოსურათში წინა დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩის მიერ განცდილი
მნიშვნელოვანი მოვლენები და მათგან შექმნილი ამაღლებული
გრძნობები აისახა და პანოვის ეს სურათი ფიოდორ მიხაილოვიჩის
ყველაზე კარგ პორტრეტად მიმაჩნია. ამ პორტრეტზე მე ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის ის გამომეტყველება ვიცანი, რომელსაც მის სახეზე უდი-
დესი სიხარულისა და ბედნიერების წუთებში ვხედავდი ხოლმე.
მაგრამ ათიოდ დღის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს განწყობა
მკვეთრად შეეცალა. ამის მიზეზი მის გამოსვლასთან დაკავშირებით
გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები გახდა, გაზეთების წასაკითხად
ის მინერალური წყლების სამკითხველოში ყოველდღე დადიოდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩზე საგაზეთო და საჟურნალო სტატიებში გა-
მოთქმული ბრალდებების, კრიტიკული წერილების, ცილისწამებები-
სა და ლანძღვის ნიაღვარი წამოვიდა. ლიტერატურული წრის იმ წარ-
მომადგენლებმა, რომლებმაც პუშკინისადმი მიძღვნილი მისი სიტყვა
ასეთი აღტაცებით მოისმინეს და იმდენად მოიწონეს, რომ ფიოდორ
მიხაილოვიჩი მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, შემდეგ კი
ერთმანეთს მის ხელის ჩამორთმევას არ აცლიდნენ, უცებ, თითქოს
მხოლოდ ახლაღა გამოერკვნენო, ფიოდორ მიხაილოვიჩის მათზე
ჰიპნოზურ ზემოქმედებას თავი ახლაღა დააღწიესო, მისი წარმოთ-
ქმული სიტყვის განქიქება და ავტორის დამცირება დაიწყეს.

471
ფიოდორ მიხაილოვიჩის პუშკინისადმი მიძღვნილ სიტყვაზე იმ-
დროინდელი რეცენზიების კითხვისას შეუძლებელია ადამიანი იმ
უცერემონიობისა და თავხედობისგან არ აღშფოთდე, რომელსაც ამ
წერილების ავტორები უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული მწერლის,
ლიტერატურაში ოცდაათი წლის განმავლობაში მომუშავე და მრავა-
ლი ათასი მკითხველისათვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნე-
ბის მიმართ იჩენენ.
უნდა ითქვას, რომ ამ უღირსმა თავდასხმებმა ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი უაღრესად გაანაწყენა და შეურაცხყო, იმდენად ატკინა გული,
რომ ასეთი თავზარდაცემის შემდეგ უკვე თავისუფლად მოსალოდ-
ნელი ეპილეფსიის ორმაგმა შეტევამაც არ დაახანა და მთელი ორი
კვირით ფიოდორ მიხაილოვიჩს გონება დაუბინდა. 1880 წლის 26 აგ-
ვისტოს ორ.ფ. მილერისადმი წერილში ფიოდორ მიხაილოვიჩი
წერს:
“ხედავთ, როგორ ამომიძულა ჩვენმა პრესამ მოსკოვში წარმოთ-
ქმული ჩემივე სიტყვის გამო: თითქოს ქურდობა ჩამედინოს, რომე-
ლიღაც ბანკში საბუთები გამეყალბებინოს ან მეთაღლითოს. ისეთი
თავს ლაფის დასხმა, როგორიც ჩემთვის არ დაიშურეს, იუხანცევსაც
(ერთ-ერთ საბანკო მაქინაციაში ბრალდებული) კი არ რგებია წი-
ლად.
ლიტერატურული წრისგან ფიოდორ მიხაილოვიჩს მართლაც
უამრავი აუგი სიტყვისა თუ ბოროტი ქილიკის გადატანა მოუხდა!
თუმცა ფიოდორ მიხაილოვიჩს ამის გამო თავი დამარცხებულად
არ ჩაუთვლია. თავისთავად ცხადია, მას ყველა თავდამსხმელისთვის
პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ საპასუხო წერილის
ადრესატად ის პირი აირჩია, ვისაც ლიტერატურულ კამათში თავის-
თვის ღირსეულ მოწინააღმდეგედ თვლიდა, კერძოდ კი ს.-პეტერ-
ბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ა.დ. გრადოვსკი და პასუხიც მის
სტატიას “ოცნებებსა და სინამდვილეს” გასცა (“Голос”, 1880 წლის #
174). ეს პასუხი ფიოდორ მიხაილოვიჩმა 1880 წლის “Дневник
472
писателя”-ს ერთადერთ ნომერში პუშკინის ხსოვნისადმი მიძღვნილ
თავის სიტყვასთან ერთად გამოაქვეყნა. მართალია, მისი სიტყვა თა-
ვიდან “Московские ведомости”-შიც იყო გამოქვეყნებული, მაგრამ
სიტყვის განმეორებით გამოქვეყნებას პუბლიკა დაჟინებით ითხოვ-
და... ამ ნომრის გამოსაცემად მე სამი დღით დედაქალაქში მომიწია
გამგზავრება. “დღიურს” მასში გამოქვეყნებული პუშკინისადმი მიძ-
ღვნილი სიტყვითა და გრადოვსკის წერილზე მკვახე პასუხით უზარ-
მაზარი წარმატება ხვდა წილად და პირველ ჯერზე დაბეჭდილი მისი
ექვსი ათასი ეგზემპლარი მანამდე გაიყიდა, სანამ მე პეტერბურგიდან
უკან, რუსაში გამომგზავრებას მოვასწრებდი, ამიტომ “დღიურის” იმა-
ვე ნომრის მეორედ, ამჯერად უკვე ბევრად დიდი ტირაჟის შეკვეთა
მომიხდა, რომელიც მთლიანად, ასევე ძალიან მალე, შემოდგომის
დასაწყისისთვის უკვე გაყიდული იყო.
ერთ წერილში ყველა თავისი გამკრიტიკებლისთვის გაცემულმა
პასუხმა ფიოდორ მიხაილოვიჩს გარკვეულწილად სიმშვიდე მოჰგვა-
რა და “ძმებ კარამაზოვებზე” მუშაობა გააგრძელა. საჭირო
იყო რომანის მთელი მეოთხე ნაწილი, დაახლოებით ოცი დაბეჭ-
დილი ფურცელი, დაეწერა და ეს ოქტომბრამდე უნდა მოესწრო,
რადგან რომანის ცალკე გამოცემად დაბეჭდვას ვგეგმავდით. ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა სტარო რუ-
საში სექტემბრის ბოლომდე დარჩენა გადავწყვიტეთ და, ჩვენდა სა-
სიხარულოდ, იმდენად თბილი და სასიამოვნო შემოდგომა დაგვემ-
თხვა, რომ ეს არც გვინანია.
პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩს რამ-
დენიმე ლიტერატურულ საღამოში მოუწია მონაწილეობის მიღება.
ლიტერატურული ფონდის მიერ 1880 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ
საღამოზე ფიოდორ მიხაილოვიჩმა “მკვდარი სულებიდან” ნაწყვეტი
წაიკითხა. ამ საღამოს 30 ნოემბერს ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის
სტუდენტთა ხელშემწყობი საღამო მოჰყვა, შემდეგი, 14 დეკემბერს

473
ჩატარებული ლიტერატურული საღამოც პეტერბურგის უნივერსიტე-
ტის სტუდენტთა ხელშემწყობი ორგანიზაციის მოწყობილი იყო, ბო-
ლოს კი, 22 დეკემბერს, წმ. ქსენიას თავშესაფრის დასახმარებლად
ლიტერატურული საღამო გრაფინია მენგდენის სახლში ჩატარდა. ამ
დღეს, ანტრაქტის დროს, იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას თხოვ-
ნით ფიოდორ მიხაილოვიჩი სახლის შიდა ოთახებში მიიწვიეს, სადაც
იმპერატრიცამ ფიოდორ მიხაილოვიჩს საქველმოქმედო ღონისძიე-
ბაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საკმაოდ დიდხანს
ესაუბრა.
ასეთ ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობის მიღება ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს უაღრესად იტაცებდა, ის ოვაციები კი, რომე-
ლიც მის კითხვას აუცილებლად თან სდევდა, ძალიან სიამოვნებდა
და გულს უთბობდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმავდროულად აღელვებ-
და და დიდ ძალასაც ართმევდა, რის ნაკლებობასაც ის უკვე ამ ყვე-
ლაფრის გარეშეც განიცდიდა.
უკანასკნელი რამდენიმე ზამთრის განმავლობაში ჩვენმა გულშე-
მატკივარმა ახალგაზრდობამ ფიოდორ მიხაილოვიჩი განსაკუთრე-
ბულად და გამორჩეულად შეიყვარა. მას მუდმივად სხვადასხვა უმაღ-
ლეს სასწავლებელში დაგეგმილ ამა თუ იმ კონცერტსა თუ წვეულე-
ბაზე დასასწრებ ბილეთებს უგზავნიდნენ, სადაც, როგორც წესი, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის გარშემო ყოველთვის სტუდენტთა დიდი წრე
იკრიბებოდა. ახალგაზრდობა ჯგუფებად დაჰყვებოდა უკან და კით-
ხვებს უსვამდა, რომლებზეც პასუხის გასაცემად ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს ხანდახან ლამის სიტყვით გამოსვლა უხდებოდა; ხანდახან ისინი
საყვარელ მწერალთან ამა თუ იმ საკითხზე კამათს იწყებდნენ და ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის არგუმენტებს ყურადღებით ისმენდნენ. მის
მოყვარულ და ნიჭის დამფასებელ ახალგაზრდობასთან ეს ცოცხალი
ურთიერთობა ფიოდორ მიხაილოვიჩს უაღრესად ახარებდა და
მსგავსი კონცერტებიდან თუ წვეულებებიდან დაბრუნების შემდეგ,
თუმცა კი ძალიან დაღლილი, მაგრამ სასიამოვნოდ აღელვებული და

474
ინტერესაღძრული მისთვის ესოდენ საინტერესო საუბრების ყველა
წვრილმანს მიყვებოდა (ასეთ საღამოებზე ყოველთვის სადმე იქვე,
მაგრამ მოშორებით ვიყავი ხოლმე).
1880 წლის დეკემბრის დასაწყისში ცალკე გამოცემად დაიბეჭდა
რომანი “ძმები კარამაზოვები”. რომანს გამოცემისთანავე წარმოუდ-
გენელი წარმატება ხვდა წილად და გამოცემული სამი ათასი ეგზემ-
პლარიდან სულ რამდენიმე დღეში ნახევარი გაიყიდა. ინტერესი,
რომელიც მისმა ახალმა რომანმა გამოიწვია ფიოდორ მიხაილოვი-
ჩისთვის, თავისთავად ცხადია, ძალიან ბევრს ნიშნავდა და ეს, შეიძ-
ლება ითქვას, ამდენი გაჭირვებითა და უბედურებით აღსავსე მის
ცხოვრებაში უკანასკნელი სიხარული იყო.

475
ნაწილი მეთერთმეტე
სიკვდილი. დაკრძალვა
ფიოდორ მიხაილოვიჩი ბუნებით უაღრესად შრომისმოყვარე ადა-
მიანი იყო. ვფიქრობ, მდიდარიც რომ ყოფილიყო და საარსებო წყა-
როზე ზრუნვაც რომ არ დასჭირვებოდა, უსაქმურად მაინც არ გაჩერ-
დებოდა და დაუღალავ ლიტერატურულ საქმიანობას თავს არც ამ
შემთხვევაში აარიდებდა.
1881 წლის დასაწყისში ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი მტან-
ჯველი ვალები, როგორც იქნა, ამოიწურა და თან “Русский вестник”-
ის რედაქციაშიც რომანისთვის ასაღები ჰონორარიც ხელუხლებლად
გვედო (დაახლოებით ხუთი ათასი რუბლი). თითქოს დაუყოვნებლივ
მუშაობის დაწყება საჭიროებას არ წარმოადგენდა, მაგრამ ფიოდორ
მიხაილოვიჩს დასვენება არ უნდოდა და გადაწყვიტა, “Дневник
писателя”-ს გამოცემა განეახლებინა. გადაწყვეტილების უმთავრეს
მიზეზად ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის უკანასკნელი არეული წლე-
ბის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკური მდგომარეობა იქცა, რაც
476
მის შეშფოთებას იწვევდა და საკუთარი აზრის გამოთქმისკენ უბიძგებ-
და, ეს, ანუ თავისი შეხედულებების მკითხველთათვის გაზიარება, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ
ამ მოსაზრებებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმა მას
მხოლოდ თავის ჟურნალში შეეძლო. ამასთან, “Дневник писателя”-ს
1880 წელს გამოცემული ერთადერთი ნომრის დიდი წარმატება იმე-
დს გვაძლევდა, რომ ახალი
გამოცემა მეტ მკითხველს მოიზიდავდა. “Дневник писателя”-ს გა-
მოცემაზე მუშაობას ფიოდორ მიხაილოვიჩი ორი წლის განმავლობა-
ში აპირებდა, მერე კი “ძმები კარამაზოვების” მეორე ნაწილის დაწე-
რას გეგმავდა, რომელშიც მოქმედება უკვე ოცი წლის შემდეგ, თით-
ქმის თანამედროვე ეპოქაში განვითარდებოდა და მკითხველის
თვალწინ ამ ოცი წლის განმავლობაში ნამოქმედარითა და განცდი-
ლით ცხოვრებაშეცვლილი პირველი ნაწილის თითქმის ყველა გმირი
წარმოჩინდებოდა. მომავალი რომანის ფიოდორ მიხაილოვიჩისეუ-
ლი სიუჟეტი, მისივე სიტყვებითა და ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ,
უაღრესად საინტერესო იქნებოდა და გულწრფელად მწყინს, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩს მისი დაწერა არ დასცალდა.
“Дневник писателя”-ზე გამოცხადებულმა ხელმოწერამ კარგი შე-
დეგი მოგვცა და იანვრის ოცი რიცხვისთვის უკვე ... ხელმომწერი
გვყვავდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩი კიდევ ერთი კარგი ჩვევით გამოირჩე-
ოდა: ხელმოწერით შემოსულ ფულს თავისად მანამდე არ თვლიდა,
სანამ ხელმომწერთა წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებული
არ ექნებოდა, ამიტომ სახელმწიფო ბანკში თავის სახელზე წიგნაკი
ჰქონდა გახსნილი, რომელზეც მე მიღებული ფული შემქონდა. მისი
გარდაცვალების შემდეგ ხელმომწერთათვის ფულის დაუყოვნებლივ
დაბრუნების შესაძლებლობა სწორედ ამ გარემოებამ მომცა.

477
იანვრის პირველ ნახევარში ფიოდორ მიხაილოვიჩი თავს ჩინებუ-
ლად გრძნობდა, ახლობლებს სტუმრობდა და მომავალი თვის და-
საწყისში გრაფინია ს.ა. ტოლსტოიასთან დაგეგმილ საშინაო სპექტაკ-
ლში თამაშსაც კი დათანხმდა. საქმე ეხებოდა გრაფ ა.კ. ტოლსტოის
ტრილოგიიდან ორი-სამი სცენის დადგმას, სადაც ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩს “ივანე მრისხანეს სიკვდილში” სქიმმონაზვნის როლი უნდა
ეთამაშა.
ეპილეფსიის შეტევა უკვე სამი თვე იყო არ განმეორებოდა და მისი
სიმხნევე ყველას იმედს გვაძლევდა, რომ ზამთარი კარგად ჩაივლი-
და. იანვრის შუა რიცხვებიდან ფიოდორ მიხაილოვიჩმა “დღიურის”
იანვრის ნომერზე დაიწყო მუშაობა, რომელშიც “საერობო კრებას-
თან” დაკავშირებით თავისი მოსაზრებებისა და სურვილების გამოთ-
ქმა უნდოდა. სტატიის თემა იმგვარი იყო, რომ შეიძლებოდა ცენზუ-
რას არ გაეშვა და ეს ფიოდორ მიხაილოვიჩს ძალიან აღელვებდა.
მისი მღელვარების შესახებ გრაფინია ს.ა. ტოლსტოიასგან საცენზუ-
რო კომიტეტის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ – ნიკოლაი სა-
ვიჩ აბაზმა შეიტყო და ფიოდორ მიხაილოვიჩს შემოუთვალა, არ
ენერვიულა, რადგან მისი სტატიის ცენზორი თავად იქნებოდა. 25 იან-
ვრისთვის სტატია მზად იყო და ასაკრეფად სტამბას გადაეცა, ასე
რომ, “დღიურის” თვის ბოლო დღეს გამოსაცემად მხოლოდ საბო-
ლოო კორექტურა, ცენზორისთვის ჩაბარება და ნომრის სტამბაში
მიბრუნებღა რჩებოდა.
25 იანვარი კვირას დაემთხვა და ბევრი სტუმარი გვყვავდა. მოვი-
და პროფესორი ორ.ფ. მილერი და ფიოდორ მიხაილოვიჩს სთხოვა,
29 იანვარს, პუშკინის გარდაცვალების დღეს, სტუდენტების მხარდა-
საჭერ ლიტერატურულ საღამოზე გამოსულიყო. ფიოდორ მიხაილო-
ვიჩს “საერობო კრების” თაობაზე თავისი სტატიის ბედი აღელვებდა
და შიშობდა, რომ ცენზორის მოთხოვნით სტატიის შეცვლა დასჭირ-
დებოდა, ამიტომ თავიდან საღამოში მონაწილეობის მიღებაზე ორ.ფ.

478
მილერს უარი უთხრა, მაგრამ მერე მაინც დათანხმდა. მთელი საღა-
მოს განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩი, როგორც მოგვიანებით
ჩვენმა სტუმრებმაც აღნიშნეს, სრულიად ჯანსაღად და ხალისიანად
გამოიყურებოდა და არაფერი მოასწავებდა იმას, რაც სულ რამდენი-
მე საათში მოხდა.
26 იანვრის დილას ფიოდორ მიხაილოვიჩი, ჩვეულებისამებრ,
დღის პირველ საათზე ადგა და მასთან კაბინეტში შესულს მითხრა,
რომ ღამით პატარა უსიამოვნება დამართოდა: იატაკზე დავარდნი-
ლი მისი კალმისტარი ეტაჟერის ქვეშ შეგორებულიყო (ამ კალმის-
ტარს ფიოდორ მიხაილოვიჩი ძალიან უფრთხილდებოდა, რადგან
წერის გარდა მის მეორე ბოლოს პაპიროსში თუთუნის ჩასატენად იყე-
ნებდა); კალმისტრის ასაღებად მას, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე
ეტაჟერის გამოწევა უცდია და საკმაოდ ძალის დატანება დასჭირვე-
ბია, რის გამოც ფილტვში არტერია გახეთქია და პირიდან სისხლი
წასკდომია; მაგრამ, რამდენადაც სისხლდენა მალე შეჩერებია, ჩემი
გაღვიძებაც კი გადაუფიქრებია. ამ ამბავმა საშინლად ამაფორიაქა,
ამიტომ ისე,
რომ ქმრისთვის არაფერი მითქვამს, ჩვენი შინამოსამსახურე ბიჭი
– პეტრე, ფიოდორ მიხაილოვიჩის მკურნალ ექიმთან ი.ბ. ფონ ბრეტ-
ცელთან გავგზავნე და დაუყოვნებლივ მოსვლა ვთხოვე. სამწუხა-
როდ, ბიჭს ექიმი ავადმყოფის მოსანახულებლად წასული დახვდა და
მოსვლას მხოლოდ ხუთი საათის მერე შეძლებდა.
ფიოდორ მიხაილოვიჩს მღელვარებისა არაფერი ეტყობოდა,
ბავშვებს ელაპარაკებოდა და ეხუმრებოდა, მერე კი “Новое время”-ს
კითხვა დაიწყო. დღის სამი საათისთვის ერთი ბატონი გვესტუმრა,
რომლის მიმართაც ფიოდორ მიხაილოვიჩი თუმც კარგად იყო გან-
წყობილი, მაგრამ ის ნაკლი ჰქონდა, რომ გაცხარებით კამათი უყვარ-
და. მათი საუბრის თემა “დღიურის” მომავალი ნომრისთვის განსაზ-
ღვრულ სტატიას შეეხო და სტუმარმა რაღაცის მტკიცება დაიწყო, ღა-

479
მეული სისხლდენის გამო, როგორც ჩანს, მაინც აფორიაქებულ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს მოთმინება არ ეყო, ბატონის არგუმენტებს არ
დაეთანხმა და მათ შორის ცხარე კამათი გაიმართა. კამათის შეწყვე-
ტის ჩემს მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა, თუმცა სტუმარს ისიც კი
ვუთხარი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი თავს ცოტა შეუძლოდ
გრძნობდა და ხმამაღალი და ხანგრძლივი ლაპარაკი ვნებდა. ბო-
ლოს, დაახლოებით ხუთი საათისთვის, სტუმარი როგორც იქნა წავი-
და და სადილობა დავაპირეთ, მაგრამ სასადილო ოთხისკენ წამო-
სასვლელად ფეხზე წამომდგარი ფიოდორ მიხაილოვიჩი უცებ შედგა
და ისევ თავის დივანზე ჩამოჯდა, სამიოდ წუთით გაჩუმდა და ნიკაპზე
მოულოდნელად გადმოღვრილი სისხლის წვრილი ნაკადით წვერი
წითლად შეეღება. მე
თავზარდაცემულმა დავიკივლე. ჩემს კივილზე ბავშვები და მოახ-
ლეები შემოცვივდნენ, მაგრამ თავად ფიოდორ მიხაილოვიჩი არ შე-
შინებულა, პირიქით, ჩემი და ატირებული ბავშვების დაწყნარება და-
იწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ სულაც წამოდგა, შვილები საწერ მა-
გიდასთან მიიყვანა და “ჭრიჭინას” მისთვის ახლად გამოგზავნილი
ნომერი დაათვალიერებინა, სადაც თევზსაჭერ ბადეში გახლართული
და წყალში ჩავარდნილი ორი მეთევზის კარიკატურა იყო დაბეჭდი-
ლი, ხალისიანი განსჯის ბოლოს კარიკატურის ქვეშ მიწერილი ლექ-
სიც კი წაუკითხა და თანაც იმდენად მხიარულად, რომ ბავშვები სა-
ბოლოოდ დაწყნარდნენ. ექიმი, რომლის მოსაყვანადაც ბიჭის მე-
ორედ გაგზავნა დამჭირდა, დაახლოებით ერთ საათში მოვიდა. გა-
სინჯვისას მან ფიოდორ მიხაილოვიჩს მოხრილი თითები მკერდზე
ძლიერად მიარტყა და სისხლდენა ისევ ატყდა, მაგრამ ამჯერად ისე-
თი ძლიერი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა გონება დაკარგა.
გონს მოსვლის შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩმა პირველად მე შე-
მომხედა და მითხრა:
– ანია, გთხოვ, სასწრაფოდ მღვდელი მოიწვიე, მინდა აღსარება
ვთქვა და ზიარება მივიღო!

480
ექიმმა გვითხრა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს სერიოზული საფ-
რთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ ქმარი რომ დამეწყნარებინა, თხოვ-
ნა შევუსრულე. ჩვენ ვლადიმირის ტაძართან ახლოს ვცხოვრობდით
და მოწვეული მღვდელი – მამა მეგორსკი ნახევარ საათში მოვიდა.
ფიოდორ
მიხაილოვიჩი მამაოს მშვიდად და გულითადად შეხვდა, შემდეგ
კი აღსარება ჩააბარა და ეზიარა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდხანს
გაგრძელდა. მღვდელი რომ წავიდა და მე ბავშვებთან ერთად ფი-
ოდორ მიხაილოვიჩისთვის ზიარების მისალოცად კაბინეტში შევედი,
მან შვილები დალოცა, სთხოვა, მშვიდობიანად ეცხოვრათ, ერთმანე-
თი ყვარებოდათ და მე გამფრთხილებოდნენ, მერე ბავშვები გაუშვა,
თოთხმეტწლიანი ბედნიერი ცხოვრებისთვის მადლობა გადამიხადა
და უნებლიედ მოყენებული ყველა წყენისთვის პატიება მთხოვა. მე
ცოცხალ-მკვდარი ვიდექი და ხმის ამოღების ძალა არ მყოფნიდა.
კაბინეტში ექიმი შემოვიდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი დივანზე და-
აწვინა, ლაპარაკი და ოდნავი მოძრაობაც კი აუკრძალა და კიდევ
ორი ექიმის მოსაყვანად ბიჭის გაგზავნა მთხოვა, ერთი მათგანი მისი
ნაცნობი – ა.ა. პფეიფერი იყო, მეორე კი პროფესორი დ.ი. კოშლა-
კოვი, რომელთანაც ფიოდორ მიხაილოვიჩი რჩევის საკითხავად ხან-
დახან თავადაც მიდიოდა ხოლმე. კოშლაკოვმა ექიმ ფონ ბრეტცე-
ლის ბარათიდან შეიტყო, რომ იგი ავადმყოფის მდგომარეობას მძი-
მედ თვლიდა და დაუყოვნებლივ მოვიდა. ამჯერად ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი მორიგი გასინჯვით აღარ შეუწუხებიათ, კოშლაკოვმა ჩათვა-
ლა, რომ ასეთი არცთუ ძლიერი სისხლდენა (სამჯერ და დაახლოე-
ბით ორ-ორი ჭიქა) “საცობის” წარმოქმნაზე მეტყველებდა და მდგო-
მარეობა გაუმჯობესებისკენ უნდა წასულიყო. ფიოდორ მიხაილოვიჩ-
მა, როგორც ეტყობოდა, მშვიდად დაიძინა, ექიმმა ფონ ბრეტცელმა,
ისევე როგორც მე, მთელი ღამე მის ლოგინთან გაატარა.
მეორე დღემ, 27-მა იანვარმა მშვიდად ჩაიარა: სისხლდენა აღარ
განმეორებულა, ფიოდორ მიხაილოვიჩი შედარებით დამშვიდებული

481
ჩანდა, გახალისდა, ბავშვებს დამაძახებინა და ჩურჩულით, მაგრამ
ელაპარაკა კიდეც. შუადღისთვის “დღიურთან” დაკავშირებით
აღელდა, სუვორინის სტამბიდან დამკაბადონებელი მოვიდა და ამბა-
ვი მოიტანა. სტატიაში შვიდი სტრიქონი ზედმეტი აღმოჩნდა და მასა-
ლის ორ ნაბეჭდ ფურცელზე დასატევად ამ შვიდი სტრიქონის ამოღე-
ბა იყო საჭირო. ფიოდორ მიხაილოვიჩი აფორიაქდა, მაგრამ შევთა-
ვაზე, რამდენიმე სტრიქონი წინა გვერდებიდან ამოგვეღო და ქმარი
დამთანხმდა. დამკაბადონებელი ნახევარი საათით შევაყოვნე და
ტექსტში შეტანილი ორი შესწორების შემდეგ, რომლებიც ფიოდორ
მიხაილოვიჩს წავუკითხე, საქმის გამოსწორება შევძელი. ამასთან
დამკაბადონებლისგან ისიც შევიტყვეთ, რომ სვეტად აწყობილი ნო-
მერი ნ.ს. აბაზისთვის უკვე გაეგზავნათ კიდეც და ნებართვაც მიეღოთ,
რამაც ფიოდორ მიხაილოვიჩი საგრძნობლად დაამშვიდა.
ამასობაში ფიოდორ მიხაილოვიჩის ავადმყოფობის ამბავი, რო-
გორც ჩანს, ქალაქს მოედო, რადგან ორი საათიდან გვიან საღამომ-
დე ზარი არ შეწყვეტილა, ფიოდორ მიხაილოვიჩი რომ ზარის მუდმივ
რეკვას არ შეეწუხებინა, ბოლოს ზანზალაკის მიბმა მომიწია: მისი
მდგომარეობის გასაგებად ნაცნობი თუ უცნობი მოდიოდა და თანაგ-
რძნობის გამომხატველი წერილი მოჰქონდა, მოდიოდა ტელეგრამე-
ბი. ფიოდორ მიხაილოვიჩთან მომსვლელების შეშვება აკრძალული
გვქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათქმელად ნაც-
ნობებთან ორი-სამი წუთით
გავდიოდი ხოლმე. ფიოდორ მიხაილოვიჩი ამ ყურადღებამ და
თანაგრძნობამ უაღრესად გაახარა, მომსვლელების ვინაობას ჩურჩუ-
ლით მეკითხებოდა და ერთ-ერთ კეთილ წერილზე საპასუხოდ რამ-
დენიმე სიტყვაც კი მიკარნახა.
მოვიდა პროფესორი კოშლაკოვი და აღნიშნა, რომ ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს უკეთესობას ატყობდა, ბოლოს დაგვამშვიდა, გვითხრა,
რომ ერთ კვირაში ფიოდორ მიხაილოვიჩი ლოგინიდან ადგომას
შეძლებდა, ორ კვირაში კი საბოლოოდ გამოჯანმრთელდებოდა და

482
ავადმყოფს რაც შეიძლება მეტი ძილი ურჩია, ამიტომ მთელი ოჯახი
დასაძინებლად საკმაოდ ადრე დაწვა. რადგან მთელი წინა ღამე სა-
ვარძელში მქონდა გატარებული და თითქმის არ მძინებია, ქმარს
რომ ადვილად გავეღვიძებინე, მოახლეს ჩემთვის ლოგინი ფიოდორ
მიხაილოვიჩის დივნის გვერდით, იატაკზე დაგებულ ლეიბზე გავაშ-
ლევინე და წინა ღამის უძილობითა და მშფოთვარე დღით გადაღ-
ლილს მეც მალე ჩამეძინა, თუმცა ხშირად მეღვიძებოდა, ვდგებოდი,
ჩემს ძვირფას ავადმყოფს ლამპის შუქზე ვამოწმებდი და ვრწმუნდე-
ბოდი, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩს მშვიდად ეძინა. დაახლოებით
დილის შვიდი საათისთვის გაღვიძებულმა კი დავინახე, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს უკვე ეღვიძა და მე მიყურებდა.
– აბა, როგორ ხარ, ძვირფასო? – ვკითხე მე და ფეხზე წამომდგა-
რი მისკენ დავიხარე.
– იცი, ანია, – მითხრა ფიოდორ მიხაილოვიჩმა ჩურჩულით. – უკვე
სამი საათია რაც არ მძინავს და ახლაღა გავაცნობიერე, რომ დღეს
მოვკვდები.
– ჩემო კარგო, ასე რატომ ფიქრობ? – შევშფოთდი ამის გაგონე-
ბისთანავე. – აკი უკეთ ხარ, სისხლისდენა შეწყდა, კაშლაკოვის ნათ-
ქვამი თავადაც ხომ გაიგონე, როგორც ჩანს, “საცობი” წარმოიქმნა...
გთხოვ, ამ ეჭვებით თავს ნუ იტანჯავ, შენ კიდევ დიდხანს იცხოვრებ,
აი, ნახავ!
– არა, ანია, ვიცი რასაც ვამბობ. მე დღეს მოვკვდები. სანთელი
აანთე ძვირფასო და სახარება მომაწოდე!
ეს სახარება ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის გზად კატორღისკენ,
ტობოლსკში ხანმოკლე შეჩერებისას დეკაბრისტების ცოლებს (პ.ე.
ანენკოვას, მის ქალიშვილს ოლგა ივანოვას, ნ.დ. მურავიოვ-აპოს-
ტოლსა და ნ.დ. ფონ-ვიზინს) ეჩუქებინათ. ქალებს საპყრობილის ზე-
დამხედველი დაეყოლიებინათ, რომ მათთვის ახლად ჩამოყვანილი
პოლიტიკური პატიმრების მონახულების უფლება მიეცათ და პატიმ-

483
რებთან ერთი საათი გაჩერებულან, მერე დაულოცავთ, ყოველი მათ-
განისთვის პირჯვარი გადაუწერიათ და საპყრობილეში ნებადართუ-
ლი ერთადერთი წიგნი – სახარება გადაუციათ. კატორღაზე გატარე-
ბული ოთხი წლის განმავლობაში ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს წმინდა
წიგნი მუდამ თან ჰქონდა, იქიდან დაბრუნებულს კი საწერ მაგიდაზე
ედო.
ყოველთვის, როცა რაიმე საჭოჭმანო საკითხზე ჩაფიქრებული
სწორ პასუხს ეძებდა, სახარებას ალალბედზე შლიდა და იმას კითხუ-
ლობდა, რაც პირველ გვერდზე (მკითხველისთვის მარცხნივ) ხვდე-
ბოდა. ამიტომ ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავისი ეჭვის შემოწმება ამ-
ჯერადაც სახარების დახმარებით მოისურვა. მან წიგნი ალალბედზე
თვითონ გადაშალა და მთხოვა წამეკითხა.
გადაიშალა მათეს სახარებაზე, თავი მესამე, გვ. 2: “იოანე კი არ
უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მო-
დიხარ ჩემთან? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა,
რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა
მიუშვა იგი”.
– გესმის? – “დე, ასე იყოს ახლა” – მაშასადამე მოვკვდები, – მით-
ხრა მან და სახარება დახურა.
მე ცრემლებისგან თავი ვერ შევიკავე. ფიოდორ მიხაილოვიჩმა
ჩემი დამშვიდება დაიწყო, თბილი და სიყვარულით აღსავსე სიტყვე-
ბით დამიყვავა და ჩემ გვერდით გატარებული ბედნიერი ცხოვრების-
თვის მადლობა გადამიხადა. ბავშვები ჩამაბარა, მითხრა, რომ ჩემი
სჯეროდა და იცოდა, სიყვარულსა და ზრუნვას არ მოვაკლებდი, მერე
კი ისეთი რამ წარმოთქვა, რის მსგავსსაც იშვიათად თუ ეტყვის რომე-
ლიმე ქმარი ცოლს თოთხმეტწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ:
– გახსოვდეს ანია, ყოველთვის მთელი გულით მიყვარდი და მე
შენთვის არასოდეს, ფიქრშიც კი არ მიღალატია!

484
მისმა სიტყვებმა გული ამიჩვილა, მაგრამ იმავდროულად საშინ-
ლად ვღელავდი, რომ ნერვიულობა ავნებდა, ვევედრებოდი სიკ-
ვდილზე არ ეფიქრა და, უსაფუძვლო ეჭვებით ჩვენთვის გული არ გა-
ეტეხა და ვთხოვდი, დაესვენა და დაეძინა. ფიოდორ მიხაილოვიჩმა
დამიჯერა, ლაპარაკი შეწყვიტა, მაგრამ მის სახეზე აღბეჭდილი სიმ-
შვიდე ცხადყოფდა, რომ სიკვდილზე ისევ ფიქრობდა და იმქვეყნად
წასვლა არ აშინებდა.
დაახლოებით დილის ათი საათისთვის ფიოდორ მიხაილოვიჩს
ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია მშვიდად ჩაეძინა. მე ვიჯექი და
განძრევისაც კი მეშინოდა, რომ მისი ძილი არ დამეფრთხო, მაგრამ
თერთმეტ საათზე მოულოდნელად თვითონ გაეღვიძა, ბალიშიდან
სწრაფად წამოიწია და ისევ სისხლდენა აუტყდა. თუმცაკი მთელი ძა-
ლით ვცდილობდი შიში არ შემემჩნია და მხნეობა არ დამეკარგა,
თავზარი დამეცა, ქმარს ვარწმუნებდი, რომ სისხლდენა ძლიერი არ
იყო და ალბათ, ისევე, როგორც გუშინწინ, “საცობი” წარმოიქმნებო-
და. ფიოდორ მიხაილოვიჩმა მხოლოდ უსიტყვოდ და ნაღვლიანად,
ისეთი სახით გააქნია თავი, თითქოს დარწმუნებით იცოდა, რომ მისი
წინათგრძნობა აუცილებლად ახდებოდა და იმ დღეს მოკვდებოდა.
შუადღისას სახლი ისევ ახლობლებით და ნაცნობი თუ უცნობი
ადამიანებით გაივსო, მოდიოდა წერილები და ტელეგრამები. მოვი-
და ფიოდორ მიხაილოვიჩის გერიც, რომელსაც წინა დღეს
მამობილის ავადმყოფობის ამბავი წერილით ვაცნობე. პაველ
ალექსანდროვიჩმა ავადმყოფთან შემოსვლა მოინდომა, მაგრამ
ექიმმა არ შემოუშვა, ამიტომ ის კართან დადგა და ღრიჭოდან ცქერა
დაიწყო. ფიოდორ მიხაილოვიჩმა გერი შენიშნა, მაშინვე აღელდა და
მითხრა: “ანა, არ შემოუშვა, ნერვებს ამიშლის!”
პაველ ალექსანდროვიჩი კარს მიღმაც მეტისმეტად შფოთავდა
და ყველა მომსვლელს, ნაცნობს თუ უცნობს, ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის მდგომარეობის გაგებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ “მამას” ან-
დერძი არ ჰქონდა შედგენილი და ქონების პირადად განკარგვა რომ

485
მოესწრო, ნოტარიუსის მოყვანა იყო საჭირო. ავადმყოფის მოსანახუ-
ლებლად მოსულმა პროფესორმა კოშლაკოვმა ფიოდორ მიხილო-
ვიჩის გერის განზრახვა რომ შეიტყო, პაველ ალექსანდროვიჩს ნოტა-
რიუსის მოყვანა აუკრძალა და უთხრა, რომ უპირველეს ყოვლისა,
ავადმყოფის გაფრთხილებაზე უნდა ეზრუნათ, მსგავსი საქმიანი სცე-
ნა კი, რომლის დროსაც ფიოდორ მიხაილოვიჩს თავისი ქონების გან-
კარგვაზე მოუწევდა ლაპარაკი, მას მხოლოდ სიკვდილზე ფიქრს გა-
ნუმტკიცებდა, თანაც მაშინ, როდესაც ნებისმიერი აღელვება ავად-
მყოფისთვის შესაძლოა დამღუპველი გამხდარიყო.
თუმცა ანდერძის საჭიროება არსებითად არც იდგა: თავის ნაწარ-
მოებებზე უფლება ქმარმა ჯერ კიდევ 1873 წელს მე გადმომცა. იმ ხუ-
თი ათასის გარდა, რომელიც “Русский вестник”-ის რედაქციაში იყო
დატოვებული და რომლის მემკვიდრენიც ჩვენ, მე და ჩვენი შვილები
ვიყავით, ფიოდორ მიხაილოვიჩს არც არაფერი ებადა.
მე მთელი დღის განმავლობაში ქმარს წუთითაც არ ვშორდებოდი;
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემი ხელი ეჭირა და ჩურჩულით მეუბნებო-
და: “საბრალოვ... ძვირფასო... ვერაფერს გიტოვებ... ჩემო საბრა-
ლოვ, ოჰ, როგორ გაგიჭირდება ცხოვრება!..”
მე მის დამშვიდებას ვცდილობდი და ვთხოვდი, გამოჯანმრთელე-
ბის იმედი არ დაეკარგა, მაგრამ ცხადად ვხედავდი, რომ ამის იმედი
არც ჰქონდა და მხოლოდ ის აზრი ტანჯავდა, რომ ოჯახს თითქმის
უსახსროდ ტოვებდა. “Русский вестник”-ის რედაქციაში შენახული ის
ოთხი-ხუთი ათასი ხომ არსებითად ჩვენი ერთადერთი რესურსი იყო.
რამდენჯერმე ჩურჩულით მითხრა: “ბავშვებს დაუძახეო” და მეც
ბავშვები მამასთან დაუყოვნებლივ მიმყავდა, ფიოდორ მიხაილოვიჩი
მათკენ საკოცნელად იწევდა, ისინიც მამას კოცნიდნენ და ექიმის გან-
კარგულებისამებრ მაშინვე ოთახიდან გადიოდნენ, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩი კი შვილებს ნაღვლიანი მზერით აცილებდა. სიკვდილამდე
ორიოდ საათით ადრე ფიოდორ მიხაილოვიჩმა შვილები ისევ იხმო
და მითხრა, რომ მისი სახარება ფედიასთვის გადამეცა.
486
მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოვიდა, მაგრამ
მე მათთან არც კი გავსულვარ. დღის მეორე ნახევარში მოსული აპო-
ლონ ნიკოლაევიჩ მაიკოვი კი ფიოდორ მიხაილოვიჩს რამდენიმე
წუთს პირადად დაელაპარაკა, ფიოდორ მიხაილოვიჩი მის მისალმე-
ბას ჩურჩულით პასუხობდა.
დაახლოებით შვიდი საათისთვის მომსვლელებმა სასადილოსა
და სასტუმრო ოთახში მოიყარეს თავი და კოშლაკოვის ლოდინი და-
იწყეს, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩის მოსანახულებლად, ჩვე-
ულებრივ, ამ დროს მოდიოდა ხოლმე. მოულოდნელად ფიოდორ
მიხაილოვიჩი შეკრთა, დივანზე წამოიწია და წვერზე ისევ სისხლის
ნაკადი ჩამოეღვარა. ჩვენ მაშინვე ყინულის პატარა ნამტვრევები მი-
ვაშველეთ, მაგრამ სისხლი არ წყდებოდა.
ჩვენ ჯერ ისევ სისხლდენის შეჩერებას ვცდილობდით, რომ მაიკო-
ვი ამჯერად ცოლთან ერთად ისევ მოვიდა და ანა ივანოვნამ გადაწ-
ყვიტა ექიმ ნ.პ. ჩერეპნინის მოსაყვანად გაქცეულიყო. ფიოდორ მი-
ხაილოვიჩმა გონება დაკარგა, მე და ბავშვები მის სასთუმალთან მუხ-
ლებზე ვიდექით, ჩუმად ვტიროდით და მთელი ძალით ვცდილობ-
დით, ტირილი ხმამაღალ ქვითინში არ გადაგვსლოდა. ექიმმა გაგ-
ვაფრთხილა არ გვეხმაურა, რადგან სიკვდილის წინ ადამიანის უკა-
ნასკნელი გრძნობის – სმენის ნებისმიერი ხმაურით დარღვევას აგო-
ნიისა და მომაკვდავის ტანჯვის გახანგრძლივება შეეძლო. ხელში
ქმრის ხელი მეჭირა და ვგრძნობდი, რომ პულსი სულ უფრო და უფ-
რო სუსტად უცემდა. რვა საათსა და ოცდათვრამეტ წუთზე (დამსწრე-
თაგან რომელიღაცამ (თუ არ ვცდები, მარკევიჩმა) გარდაცვალების
ზუსტი დრო ჩაინიშნა) ფიოდორ მიხაილოვიჩი გარდაიცვალა და
ექიმმა ნ.პ. ჩერეპნინმა მისი გულის უკანასკნელი დარტყმების მოსმე-
ნაღა შეძლო (ნ.პ. ჩერეპნინმა ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვა-
ლებიდან მრავალი წლის შემდეგ მითხრა, რომ იმ სტეტოსკოპს რე-
ლიკვიად ინახავდა).

487
ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალებასთან ერთად მე და ბავ-
შვებმა იქამდე გულში ჩახშული ჩვენი უდიდესი მწუხარების დამალვა
ვეღარ შევძელით და გულამომჯდარნი ავტირდით: ხმამაღლა ვქვი-
თინებდით, რაღაც სიტყვებს ვამბობდით და ჩვენს საყვარელსა და
ძვირფას ადამიანს ჯერაც თბილ სახესა და ხელებს ვუკოცნიდით; ეს
ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, ცხადად მე მაშინ მხოლოდ იმას
ვაცნობიერებდი, რომ იმ წუთს ჩემი პირადი, უკიდეგანო ბედნიერე-
ბით აღსავსე ცხოვრება სრულდებოდა და წინ მხოლოდ სამუდამო
სულიერი ობლობა მელოდა. ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისაც ქმარი
ასე უსაზღვროდ და თავდავიწყებით უყვარდა, ამ უიშვიათესი, მა-
ღალმორალური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნების სიყვა-
რულით, მეგობრობითა და პატივისცემით ასე ამაყობდა, მისი დაკარ-
გვა უბრალოდ აუნაზღაურებელი იყო. განშორების იმ ჭეშმარიტად
საშინელ წუთებში მეჩვენებოდა, რომ ქმრის დაკარგვას ვერაფრით
გადავიტანდი და სადაცაა გული გამისკდებოდა (ისეთი გამალებით
მიცემდა მკერდში) ან ჭკუიდან შევიშლებოდი.
თავისთავად ცხადია, საყვარელი და ახლობელი ადამიანის და-
კარგვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გადაუტანია და დანა-
კარგის ეს ყოვლისმომცველი ტკივილი ყველას განუცდია, მაგრამ
ადამიანები ამ ტკივილისა და დაუვიწყარი წუთების დროს უმეტესწი-
ლად ოჯახის, ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში იმყოფე-
ბიან და საშუალება აქვთ ეს ყოვლისმომცველი ტკივილი შეუფერხებ-
ლად და მოურიდებლად, ისე გამოხატონ, როგორც შეუძლიათ, ჩემ-
თვის კი ესეც დიდი
ფუფუნება იყო: ჩემი ძვირფასი ქმარი უამრავი ადამიანის თანდას-
წრებით გარდაიცვალა, მათგან ზოგიერთთან, თავისთავად ცხადია,
გულითადი მეგობრობა აკავშირებდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც
თავად ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალებისა და მისი დაობლე-
ბული ოჯახის უბედურების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება
ჰქონდათ. თითქოს განზრახ, ჩემს მწუხარებაზე ნავთის დასასხმელად

488
დამსწრეთა შორის ლიტერატორი ბოლესლავ მიხაილოვიჩ მარკევი-
ჩიც აღმოჩნდა, რომელიც ჩვენთან იქამდე არასდროს მოსულა, იმ
დღეს კი ფიოდორ მიხაილოვიჩის მდგომარეობის შესახებ ექიმის აზ-
რის გასაგებად გრაფინია ს.ა. ტოლსტოიას თხოვნით შემოევლო.
მარკევიჩის ბუნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს
პიროვნება თავს ვერ შეიკავებდა და ფიოდორ მიხაილოვიჩის სიცოც-
ხლის ბოლო წუთებს აუცილებლად აღწერდა, ამიტომ მწარედ ვნა-
ნობდი, რომ ჩემთვის ესოდენ საყვარელი ადამიანი ყველასგან მო-
შორებით და მხოლოდ იმ ადამიანების გარემოცვაში არ გარდაიცვა-
ლა, ვისთანაც მას სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებ-
და... შიში გამიმართლდა და მეორე დღეს გულდამძიმებულმა შევიტ-
ყვე, რომ ჩვენს ოჯახში დატრიალებული “მხატვრულად” აღწერილი
უბედურება მარკევიჩს “Московские ведомости”-ში გამოექვეყნებინა.
ორი-სამი დღის შემდეგ კი ჩემთვის სრულიად უცხო და გაუგებარი
ფაქტებით გაჯერებული თავად სტატიაც წავიკითხე, სხვა დანარჩენზე
რომ არაფერი ვთქვა, საერთოდ ჩემი ბუნებისა და, მით უმეტეს, მა-
შინდელი სულიერი მდგომარეობისთვის სრულიად არადამახასია-
თებელ იმ სიტყვებში, რომლებსაც, მისი მტკიცებით, მე წარმოვთქვამ-
დი საკუთარი თავიც კი ვერ ამოვიცანი.
მაგრამ მოწყალე ღმერთმა ნუგეშიც მომივლინა: ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის გარდაცვალების დღეს, იმავე საღამოს, დაახლოებით ათი
საათისთვის ჩემი ძვირფასი ძმა – ივან გრიგორევიჩ სნიტკინი ჩამოვი-
და. ის სოფლიდან საქმეებზე მოსკოვში გამგზავრებულიყო და უკან
დაბრუნებამდე, მოულოდნელად, ჩვენს მოსანახულებლად პეტერ-
ბურგში ჩამოსვლა მონდომებია. მართალია, რომელიღაც გაზეთი-
დან ფიოდორ მიხაილოვიჩის ავადმყოფობის შესახებაც შეუტყვია,
მაგრამ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, ჩაუთვლია, რომ
ფიოდორ მიხაილოვიჩის მდგომარეობა დროდადრო განმეორებუ-
ლი ეპილეფსიის ორმაგი შეტევით იქნებოდა დამძიმებული. სწორედ

489
ამიტომ, როდესაც მის მატარებელს დაუგვიანია, ჯერ სასტუმროში გა-
ჩერება, ჩვენთან კი საღამოს შემოვლა გადაუწყვიტავს. სადარბაზოს-
თან მოსულს ჩვენი განათებული ფანჯრებისა და ეზოში ორი-სამი სა-
ეჭვო, ხიფთანში ჩაცმული პირის დანახვა კი გაჰკვირვებია, თუმცა ყუ-
რადღება არც ამისთვის მიუქცევია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ჩემს
ძმას კიბეზე უკან გამოჰკიდებია და ჩურჩულით უთქვამს:
– ბატონო, მოწყალება მოიღეთ და სიტყვა შემაწიეთ, რომ შეკვე-
თა მე მომცენ, გთხოვთ.
– რა ხდება, რა შეკვეთა? – უკითხავს დაბნეულს უცნობისთვის.
– ამა და ამისგან მეკუბოეები ვართ, ჰოდა, კუბოს შესახებ გეუბნე-
ბით.
– კი მაგრამ, ვინ მოკვდა? – გახევებულა ივან გრიგორევიჩი.
– ვიღაც მწერალი, გვარი არ მახსოვს, მეეზოვემ გვითხრა.
ჩემს ძმას, როგორც თვითონ მითხრა მერე, გული გადატრიალე-
ბია და კიბეზე ამოურბენია, ღიად დატოვებული კარიდან წინკარში
შემოვარდნილა და იქ გაჩერებულ რამდენიმე ადამიანს გადასწყდო-
მია, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიუქცევია, ქურქი სწრაფად გა-
უხდია, მაშინვე კაბინეტისკენ გამოქცეულა და ფიოდორ მიხაილოვი-
ჩის დივანზე დასვენებულ ჯერ ისევ თბილ ცხედართან მუხლებზე
მდგარი დავუნახივარ.
მისი დანახვისთანავე ფეხზე წამოვხტი და ტირილით გადავეხვიე,
მერე კი ვკითხე: “ვინ გითხრა, ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვა-
ლება ვისგან გაიგე, ვანია?” როგორც ჩანს, დარდისა და ფიოდორ
მიხაილოვიჩის მოულოდნელი გარდაცვალებისგან (პროფესორი
კოშლაკოვი ხომ ჯერ კიდევ წინა დღეს მისი გამოჯანმრთელების
მყარ იმედს მაძლევდა) იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, ცხადად
აზროვნების უნარი მქონდა დაკარგული და სრულიად დამავიწყდა,
რომ ჩემი ძმა პეტერბურგში არ ცხოვრობდა, იმ დროს მოსკოვში საქ-
მეებზე უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, ფიოდორ მიხაილოვიჩის

490
გარდაცვალების ამბავი ვინმესგან რომც გაეგო, ასე სწრაფად ვერ ჩა-
მოვიდოდა.
ესოდენ მძიმე დროს ჩემი ძმის ჩამოსვლა ჭეშმარიტად ღვთის წყა-
ლობად მიმაჩნია: გარდა იმისა, რომ საყვარელი ძმისა და გულითა-
დი მეგობრის თანადგომა გარკვეულწილად მანუგეშებდა კიდეც,
გვერდში უკვე ახლობელი და ერთგული ის პირიც მედგა, ვისთვისაც
შემეძლო რჩევა მეკითხა და ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში
მოსაგვარებელი ყველა ის წვრილმანი, მაგრამ აუცილებელი და მრა-
ვალრიცხოვანი საქმეც დამევალებინა, რომელთა მოგვარებაც მარ-
ტო მყოფს ძალიან გამიჭირდებოდა. ჩემი ძმის წყალობით გლოვის
იმ დღეებში ფიოდორ მიხაილოვიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებუ-
ლი უამრავი უსიამოვნო და მძიმე საზრუნავი მე არ შემხებია.
28 იანვრის მთელი საღამო, ისევე, როგორც მომდევნო ოთხი
დღე (29 იანვრიდან 1 თებერვლამდე) ჩემს მოგონებაში ერთ უზარ-
მაზარ, სულისშემხუთველ კოშმარად არის ჩარჩენილი. ზოგიერთი
რამ, რაც იმ დღეებში ხდებოდა, მახსოვრობაში ცხადად და სამუდა-
მოდ ჩამებეჭდა, ზოგი მოვლენა გონებიდან სრულიად ამომეშალა,
ზოგი კი სხვათა მონათხრობიდან ვიცი. მაგალითად მახსოვს, რომ იმ
საღამოს ა.ს. სუვორინი, მისთვის დიდად პატივსაცემი და საყვარელი
ფიოდორ მიხაილოვიჩის სიკვდილით უაღრესად დამწუხრებული,
თორმეტი საათისთვის მოვიდა და თავისი ეს ღამეული ვიზიტი შემ-
დგომ “Новое время” -ში აღწერა.
ღამის პირველი საათისთვის ყველა აუცილებელი სამზადისი დას-
რულებული იყო, ჩვენი ძვირფასი
მიცვალებული უკვე საკუთარი კაბინეტის შუაგულში, დასაკრძა-
ლავ შემაღლებაზე ესვენა და მის სასთუმალთან დადგმულ ეტაჟერზე
ხატი და ანთებული ბაზმა იდგა. მიცვალებულის სახე ისეთ სიმშვიდეს
ასხივებდა, თითქოს გარდაცვლილი კი არა, უბრალოდ ჩაძინებული,
რაღაც ახლად შეცნობილ “დიად ჭეშმარიტებას” შეღიმოდა.

491
შუაღამისთვის ყველა წავიდა და, როგორც იქნა, მხოლოდ ახ-
ლობლების გარემოცვაში აღმოვჩნდი. მე მამის სიკვდილით დამწუხ-
რებული და მთელი საღამოს განმავლობაში მოტირალი შვილები
დასაძინებლად დავაწვინე და ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხედართან
ჩვენ სამნი (მე, დედა და ჩემი ძმა) დავრჩით. იმ უკანასკნელ ღამეს,
როცა ჩემი ძვირფასი ქმარი ჯერაც მთლიანად თავის ოჯახს ეკუთვნო-
და, უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიხსენებ, ღამეს, როდესაც სა-
შუალება მქონდა ჩემი მწუხარება მოწმეების გარეშე და თავის შეუზ-
ღუდავად გამომეხატა, ქმარი გამომეტირა, განსვენებულის სულის-
თვის გულმოდგინედ მელოცა და ძვირფასი მიცვალებულისთვის ყო-
ველდღიურ ცხოვრებაში გარდაუვალი იმ პატარა წყენებისთვის მეთ-
ხოვა პატიება, რომლებიც გაუცნობიერებლად ოდესმე მიმიყენებია.
მე და ჩემი ძმა განსვენებულის კუბოსთან დილის ოთხ საათამდე
დავრჩით, მერე კი ივან გრიგორევიჩმა დამიყოლია, მეორე დღის
გარდაუვალი მღელვარების წინ ძალის მოსაკრებად და ცოტა ხნით
დასასვენებლად, დასაძინებლად წავსულიყავი.
29 იანვარს, თერთმეტი საათისთვის მაშინდელი შინაგან საქმეთა
მინისტრის – გრაფ ლორის-მელიქოვისგან დარბაისლური გარეგნო-
ბის ადამიანი მოვიდა, გრაფის სახელით თანაგრძნობა გამომიცხადა
და მითხრა, რომ დავალებული ჰქონდა ფიოდორ მიხაილოვიჩის
დაკრძალვისთვის საჭირო თანხა გადმოეცა. არ ვიცი რა თანხაზე იყო
ლაპარაკი, მაგრამ ამ ფულის აღებაზე უარი განვაცხადე. თავისთა-
ვად ცხადია ვიცოდი, რომ სამინისტროებში დაობლებული ოჯახების
დახმარება და მისი გარდაცვლილი წევრის დასაკრძალად თანხის
გაღება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და საწყენად ამას არავინ მი-
იჩნევდა, მაგრამ მე მაინც ვიწყინე, ჩინოვნიკს გრაფ ლორის-მელი-
ქოვისთვის უღრმესი მადლობის გადაცემა ვთხოვე, ვუთხარი, რომ
ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა ფიოდორ მიხაილოვიჩის დასაკრძა-
ლად მისივე გამომუშავებული სახსრები გამომეყენებინა და ამდენად,

492
შემოთავაზებული დახმარების მიღება არ შემეძლო. დახმარებაზე უა-
რის შემდეგ ჩინოვნიკმა გრაფის სახელით ჩემი შვილების სახელმწი-
ფო დაფინანსებითა და იმ სასწავლებელში სწავლის საშუალება შე-
მომთავაზა, სადაც მოვინდომებდი. ჩინოვნიკს გრაფის ამ შემოთავა-
ზებისთვისაც გულწრფელი მადლობა გადავუხადე და თუმცა უარი
აღარ ვაკადრე, ჩემთვის გადავწყვიტე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის
შვილები სასწავლებელში არა სახელმწიფოს დაფინანსებით, არა-
მედ მათი მამის ნაშრომების გამოცემისა და დედის შრომის ხარჯზე
ისწავლიდნენ. ჩემდა სასიხარულოდ, საკუთარ თავზე აღებული ამ
ვალდებულების შესრულება შევძელი და ჩვენი შვილების განათლე-
ბაზე ის სახსრები დაიხარჯა, რომელიც მათი მამის თხზულებათა სრუ-
ლი კრებულის გამოცემით მივიღეთ. ღრმად ვარ დარწმუნებული,
რომ
დაკრძალვასა და შვილების განათლებაში დახმარებისგან უარის
თქმით, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემი ძვირფასი და მარად სახსოვარი
ქმარი მოიქცეოდა.
გაზეთებში ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალების შესახებ
ცნობის გამოჩენიდან სულ მალე, თერთმეტი საათიდან ფიოდორ მი-
ხაილოვიჩის ჩასასვენებელთან სალოცავად ნაცნობი თუ უცნობი იმ-
დენი ადამიანი მოვიდა, რომ მალე ბინის ხუთივე ოთახი ხალხით გა-
ივსო და პანაშვიდის დროისთვის მე და ჩემს შვილებს მიცვალებულ-
თან ახლოს დასადგომად მათ შორის ძლივსძლიობით მოგვიხდა
გაძრომა.
პანაშვიდის ჩასატარებლად ფიოდორ მიხაილოვიჩის მოძღვარი
მყავდა მოწვეული და პირველ დღეს ვლადიმირის ტაძრის მგალო-
ბელთა გუნდი გალობდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში მთავარ
პანაშვიდებზე, რომელთა შესახებაც განცხადებებში იბეჭდებოდა
(დღის პირველსა და საღამოს რვა საათზე), თავისი სურვილითა და
ქტიტორის თანხმობით, ე.ვ. ბოგდანოვიჩის ისააკის ტაძრიდან მოსუ-

493
ლი მგალობელთა სრული გუნდი მღეროდა. მაგრამ ჩემ მიერ დანიშ-
ნული პანაშვიდების გარდა ამა თუ იმ ეკლესიის მოძღვართან და მგა-
ლობელთა გუნდთან ერთად ყოველდღიურად სხვადასხვა ორგანი-
ზაციის ორი-სამი დეპუტაცია მოდიოდა და გარდაცვლილი მწერლის
ჩასასვენებელთან პანაშვიდის გადახდის ნებართვას მთხოვდა. დამა-
მახსოვრდა საზღვაო კორპუსის დეპუტაცია, რომლის დეკანოზმაც
საზღვაო გუნდის მომღერალთა საუცხოო გალობის ფონზე პანაშვიდი
უაღრესად გულშიჩამწვდომად გადაიხადა.
პანაშვიდებზე ჩემი ქმრის ცხედართან მლოცველ პირთა სათითა-
ოდ ჩამოთვლას არ დავიწყებ. ფიოდორ მიხაილოვიჩის პანაშვიდებს
ჩვენი ლიტერატურის ყველა გამოჩენილი წარმომადგენელი დაეს-
წრო, მისი ნიჭისა და შემოქმედების გულწრფელი დამფასებლი და
თაყვანისმცემელიცა და ისიც, ვინც რუსული ლიტერატურისთვის ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის როლს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხ-
ვდა და ლიტერატურის ამ ერთ-ერთი უკეთილშობილესი წარმომად-
გენლის მიმართ პატივისცემის გამოხატვა მოისურვა. საღამოს ერთ-
ერთ პანაშვიდზე თავის აღმზრდელთან ერთად მაშინ ჯერ ისევ ჭაბუ-
კი, თვით დიდი მთავარი – დმიტრი კონსტანტინოვიჩიც კი მოვიდა და
ფიოდორ მიხაილოვიჩისადმი გამოხატული ამ პატივისცემით დამ-
სწრენი სასიამოვნოდ გააოცა.
29 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, ბევრის ინტერესის სა-
განს ფიოდორ მიხაილოვიჩის დაკრძალვის ადგილი წარმოადგენ-
და. მე, რა თქმა უნდა, მახსოვდა, რომ ნეკრასოვის დაკრძალვის
დღეს ფიოდორ მიხაილოვიჩს ნოვოდევიჩის მონასტრის სასაფლაო
მოეწონა და გადავწყვიტე, ქმარი იქ დამეკრძალა. საფლავისთვის
ადგილის გამოყოფაზე შეთანხმება ჩემს სიძეს პ.გრ. სვატკოვსკის
ვთხოვე, თავად ადგილის შერჩევა კი ჩემს გოგონას ლიუბას დავავა-
ლე და უმთავრესად იმისთვის, რომ ბავშვისთვის ქალაქში გასვლისა

494
და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მიმეცა, სიძეს ნოვოდევიჩი-
ზე თან გავაყოლე (საწყალი ჩემი შვილები! დასაფლავებამდე სამი
დღის განმავლობაში ისინი ხალხით გადაჭედილ ოთახში ისხდნენ და
ყველა პანაშვიდს ესწრებოდნენ, ჩემი გოგონა კი ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის ნიჭის თაყვანისმცემლებს მამამისის მკერდზე დაწყობილი
გვირგვინებიდან სამახსოვროდ ყვავილებს ურიგებდა).
ჩემი სიძისა და შვილის ნოვოდევიჩის მონასტერში ყოფნისას
ალექსანდრე ნეველის ლავრის წარმომადგენლად “С.Петербургские
ведомости”-ს რედაქტორი ვ.ვ. კომაროვი მოვიდა და შემომთავაზა,
ჩემი ქმრის სამუდამო განსასვენებლად ლავრის ტერიტორიის ნების-
მიერი ადგილი ამერჩია. მან მითხრა: “გთხოვთ უსასყიდლოდ აირჩი-
ოთ ადგილი და ლავრა პატივად ჩათვლის, თუ მართლმადიდებლუ-
რი სარწმუნოების ისეთი თავგამოდებული ქომაგის ნეშტი, როგორიც
მწერალი დოსტოევსკია, სამუდამო განსასვენებელს მის კედლებში
პოვებს”. ალექსანდრე ნეველის ლავრის შემოთავაზება იმდენად სა-
პატიო იყო, რომ უარის თქმა მართლაც გულდასაწყვეტი იქნებოდა,
მაგრამ, იმავდროულად, ჯერ პ.გრ. სვატკოვსკი არ დაბრუნებულიყო,
რომელსაც ნოვოდევიჩის მონასტრის სასაფლაოზე ადგილი შეიძლე-
ბა უკვე ნაყიდი ჰქონოდა, ამიტომ ვერ გადამეწყვიტა არჩევანი რაზე
შემეჩერებინდა და ვ.ვ. კომაროვისთვის რა პასუხი გამეცა. ჩემდა სა-
სიხარულოდ, უკან დაბრუნებულმა სიძემ ამბავი მოიტანა, რომ ლი-
უბოჩკას მიერ შერჩეული ადგილის შესყიდვასთან დაკავშირებით დე-
დათა მონასტრის წინამძღვარს რაღაც დაბრკოლების არსებობა და-
უსახელებია და საფლავის ყიდვა მეორე დღისთვის გადადებულა. ეს
ძალიან გამიხარდა და რადგან ლავრა ადგილის არჩევას თავის ნე-
ბისმიერ სასაფლაოზე
გვთავაზობდა ვ.ვ. კომაროვს ნებართვა ვთხოვე, ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩის დასაკრძალად ადგილი ტიხვინის სასაფლაოზე, ფიოდორ
მიხაილოვიჩის საყვარელი ავტორების – კარამზინისა და ჟუკოვსკის
საფლავების ახლომახლო გამოეყოთ. საბედნიერო შემთხვევითობის
495
წყალობით თავისუფალი ადგილი სწორედ პოეტ ჟუკოვსკის ძეგლის
გვერდით აღმოჩნდა და ჩემი უძვირფასესი ქმრის სამუდამო განსას-
ვენებელ ადგილადაც სწორედ ეს ადგილი შეირჩა.
30 იანვარს, დღის პანაშვიდზე, გოფმეისტერი ნ.ს. აბაზა მოვიდა
და ფინანსთა მინისტრისგან წერილი გადმომცა, რომელშიც “იმ უდი-
დესი წვლილისთვის, რომელიც ფიოდორ მიხაილოვიჩმა რუსულ
ლიტერატურაში შეიტანა” მე და ჩემს შვილებს იმპერატორი ორიათა-
სი რუბლის ოდენობით ყოველწლიურ პენსიას გვინიშნავდა. წერი-
ლის წაკითხვისთანავე ნ.ა. აბაზას სასიხარულო ცნობისთვის მადლო-
ბა გადავუხადე და მაღალჩინოსანს გულითადად დავემშვიდობე, მე-
რე კი დაუყოვნებლივ კაბინეტისკენ, ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის
იმის სახარებლად გავემართე, რომ ამიერიდან ჩვენი შვილები უზ-
რუნველყოფილი იქნებოდნენ და მხოლოდ კაბინეტში შესულმა გა-
ვაცნობიერე, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ამქვეყნად აღარ იყო. მე
ჩემთვის უძვირფასეს მიცვალებულს შევხედე და მწარედ ავტირდი
(სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ასეთი, ჩემთვის სრულიად არაბუ-
ნებრივი გულმავიწყობა, ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაცვალები-
დან კიდევ ორი თვე მაინც მახასიათებდა: ხან სახლში მივიჩქაროდი,
რომ ქმარი სადილად არ მელოდინებინა, ხან მისთვის ტკბილეულს
ვყიდულობდი, ხანაც რაიმე საინტერესოს
გამგონეს ამ ამბის საჩქაროდ ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის მო-
ყოლა მინდებოდა და იმავ წამს, რეალობას დაბრუნებულს, გული აუ-
ტანელი ტკივილით მიმძიმდებოდა).
უნდა აღვნიშნო, რომ ის ორნახევარი დღე, სანამ ჩემი საყვარელი
ქმრის ცხედარი ჯერ ისევ სახლში ესვენა, საშინლად მაგონდება. ყვე-
ლაზე მტანჯველი ის იყო, რომ ჩვენი ბინა უცხოთაგან წუთითაც არ
იცლებოდა: ადამიანთა ერთი მჭიდრო ნაკადი სადარბაზო შესასვლე-
ლიდან მოედინებოდა, მეორე კი უკანა შემოსასვლელიდან, ხუთივე
ოთახს გადიოდა და კაბინეტში ჩერდებოდა, სადაც ხანდახან ჰაერი

496
იმდენად იხუთებოდა და ჟანგბადი იმდენად მცირდებოდა, რომ კა-
ტაფალკის გარშემო ბაზმა და დიდი სანთლები ქრებოდა. უცხო ადა-
მიანები ჩვენთან არა მარტო დღისით, ღამითაც რჩებოდნენ, ზოგი-
ერთს ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩასასვენებელთან ღამის გათენება
უნდოდა, ზოგი კი სურვილს გამოთქვამდა, ლოცვები ეკითხა და სა-
ათობით ფსალმუნებს კითხულობდა. მახსოვს, გამოსვენების წინა ღა-
მეს ფსალმუნებს ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხედართან მისი ნიჭის დი-
დი თაყვანისმცემელი ადიუტანტი გრაფ ნიკოლაი ფიოდოროვიჩ გე-
იდენი კითხულობდა.
ეს ყველაფერი ფიოდორ მიხაილოვიჩის ნიჭის თაყვანისმცემელ-
თა დიდ მწუხარებასა და გარდაცვლილის ხსოვნისადმი პატივისცემა-
ზე მეტყველებდა, რის გამოც ამ ადამიანების მიმართ გულწრფელ
მადლიერებას ვგრძნობდი და, თავისთავად ცხადია, გამოვხატავდი
კიდეც, მაგრამ
მადლიერებასთან ერთად გულს ერთგვარი “წყენაც” მიმძიმებდა,
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საზოგადოებამ ქმარი წამართვა... მის
გარშემო მუდმივად, თუმცა კი მისი მოყვარული, მაგრამ უცხო ადა-
მიანები ირეოდნენ და მე, მისთვის ყველაზე ახლობელი, ქმართან
მარტო დარჩენას ვერ ვახერხებდი, ჩემთვის ძვირფას სახესა და ხე-
ლებს ვერ ვუკოცნიდი და ისევე, როგორც გარდაცვალების პირველ
ღამეს, სახით მის მკერდს ვერ ვეკვროდი.
სახლში მუდმივად უცხოთა ყოფნამ და შიშმა, რომ მეორე დღესვე
რომელიმე ჟურნალსა თუ გაზეთში მოცლილი რეპორტიორები ჩემს
დარდს სულელური გამონათქვამებით აღწერდნენ, მაიძულა გრძნო-
ბები არ გამომევლინა. ერთადერთი თავშესაფარი, სადაც სასოწარ-
კვეთისა და მწუხარების თავისუფლად გამოხატვა შემეძლო, პატარა
ოთახი იყო, სადაც იმ დღეებში დედა რჩებოდა. მდგომარეობა რომ
გაუსაძლისი ხდებოდა ხოლმე, იმ ოთახში, დედასთან შევდიოდი,
კარს ვკეტავდი, ლოგინზე ვეცემოდი და ვცდილობდი, მომხდარი რა-
მენაირად გამეაზრებინა. მაგრამ მოსვენებას არც დაკეტილ კარს

497
მიღმა მაძლევდნენ: მიკაკუნებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რომელი-
ღაც დაწესებულებისგან დეპუტაცია იყო მოსული და პირადად ჩემ-
თვის თანაგრძნობის გამოთქმა სურდათ. მე გავდიოდი და ჩემი გარ-
დაცვლილი ქმრის რუსულ ლიტერატურაში შეტანილ წვლილსა და
მის მნიშვნელობაზე დეპუტაციის წარმომადგენლის მაღალფარდო-
ვანი გამონათქვამებით აღსავსე წინასწარ მომზადებული სიტყვის
მოსმენას ვიწყებდი, დასასრულს დეპუტაციის წარმომადგენელი იმ
მაღალ იდეალებზე ამახვილებდა
ყურადღებას, რომელთაც ფიოდორ მიხაილოვიჩი ქადაგებდა და
ამბობდა, რომ “რუსეთმა მისი სიკვდილით დიდი დანაკარგი განიცა-
და!”. მე ხმისამოუღებლად თავს ვუკრავდი, მადლობას ვუხდიდი,
ხელს ვართმევდი და ისევ დედის ოთახში ვბრუნდებოდი. ცოტა ხნის
შემდეგ კი კარზე ისევ მიკაკუნებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მორიგი
დეპუტაცია მელოდა, რომელსაც აუცილებლად ჩემი ნახვა და ჩემ-
თვის თანაგრძნობის გამოხატვა სურდა. მე ისევ გამოვდიოდი და რუ-
სულ ლიტერატურაში ჩემი ქმრის ღვაწლისა და “რუსეთის დიდი და-
ნაკარგის” შესახებ მორიგ სიტყვას ვისმენდი. სამი დღის განმავლობა-
ში ასეთი სიტყვა იმდენჯერ მოვისმინე, რომ, სასოწარკვეთილი, გულ-
ში ერთსა და იმავეს ვიმეორებდი:
“ღმერთო, როგორ მტანჯავენ! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე ახლა
“რუსეთის დანაკარგი” და “რუსეთი” ნაკლებად მაინტერესებს?! რა-
ტომ იმაზე არავინ ფიქრობს, მე როგორ დავობლდი? უპირველეს
ყოვლისა, ხომ მე ვარ ის, ვინც ამქვეყნად საუკეთესო ადამიანი, სიხა-
რული, სიამაყე და მთელი სიცოცხლის ბედნიერება, მზე და ღვთაება
დაკარგა! მე შემიცოდეთ, პირადად მე და თუნდაც ახლა, ამ დღეებში
მაინც ნუ მელაპარაკებით იმაზე, რომ ჩემი ქმარი თურმე რუსეთმა და-
კარგა!”
ამის ფონზე, როცა რომელიღაც დეპუტაციის ერთმა წარმომადგე-
ნელმა “რუსეთთან” ერთად მეც შემიცოდა, გული ისე ამიჩუყდა, რომ
ხელზე ვაკოცე.

498
ცხადად ვაცნობიერებ, რომ იმ დღეებში გონება საკმაოდ არეული
მქონდა, რასაც სხვათა შორის, იმანაც შეუწყო ხელი, რომ სრულიად
არაჰიგიენურ ცხოვრებას ვეწეოდი: ხუთი დღის განმავლობაში (26-
დან 31 იანვრამდე) ჩახუთული ოთახებიდან არ გავსულვარ და მხო-
ლოდ ფუნთუშებითა და ჩაით ვიკვებებოდი. ბავშვები კი ახლობლებს
მიჰყავდათ, ასეირნებდნენ და სადილადაც თავისთან ტოვებდნენ,
რადგან მთელი დღის განმავლობაში სახლის უკანა შემოსასვლელი-
დან ბინისკენ მომავალი ხალხის ნაკადი მზარეულს სადილის მომზა-
დების საშუალებას არ აძლევდა და ოჯახის წევრები მხოლოდ მშრა-
ლად წახემსებასღა ვახერხებდით.
ბოლო დღეს, 30 იანვარს ისტერიკული შეტევები დამეწყო, ერთ-
ერთი ასეთი ისტერიკის დროს მომხდარმა გაუგებრობამ კი კინაღამ
სიცოცხლეს გამომასალმა: რომელიღაც პანაშვიდის შემდეგ ვიგრძე-
ნი, რომ ნერვები აღარ მიძლებდა და ერთ-ერთ ქალბატონს ვალე-
რიანის წვეთების მოტანა ვთხოვე. სასტუმრო ოთახში ახლომახლო
მყოფებმა საჩქაროდ მოახლე იხმეს და აყვირდნენ: “ჩქარა, ვალერი-
ანი, ჩქარა, სად არის ვალერიანი?” ყველასთვის ცნობილია, რომ ასე-
თი სახელიც არსებობს და ნერვიულობისგან არეულ გონებაში სასა-
ცილო აზრმა გამიელვა: ქვრივი ტირის და მის დასამშვიდებლად ყვე-
ლა ვიღაც ვალერიანს ეძახის-მეთქი. ამ უაზრობისგან თავშეუკავებე-
ლი ხარხარი ამიტყდა და ახსნაც რომ ვეღარ მოვახერხე, რა მაცინებ-
და, ჩემ გარშემო მყოფთა მსგავსად, მეც “ვალერიანი, ვალერიანის”
ძახილი დავიწყე, მერე კი ისტერიკა დამემართა.
აღმოჩნდა, რომ სახლში ვალერიანის წვეთები აღარ გვქონოდა
და წამლის საყიდლად მოახლე მაშინვე აფთიაქში გაგზავნეს, მაგრამ
გულყრის შემთხვევაში მოსასულიერებელი საშუალებაც რომ მზად
ჰქონოდათ, უბრძანეს, ბარემ ნიშადურის სპირტიც წამოეყოლებინა.
ათიოდე წუთის შემდეგ, როცა მოახლემ ორივე წამალი მოიტანა, მე
ჯერაც ჩემ თანმხლებ ქალბატონთა ხელში ისტერიკაში ჩავარდნილი,

499
ვცახცახებდი, ამიტომ წამლის დასხმა ერთ-ერთმა მათგანმა, მზრუნ-
ველმა და კეთილმა, მტკიცე ხასიათის ქალმა – სოფია ვიქტოროვნა
ავერკიევამ ითავა, სირჩაში ოცდაათი წვეთი ჩაასხა და ჩემი წინააღ-
მდეგობის მიუხედავად, წამალი მომასმევინა, მაგრამ სითხემ პირში
მოხვედრისთანავე ენა ისე დამწვა, რომ ტუჩებზე მაშინვე ცხირსახოცი
მივიდე და წამალი ზედ გადმოვაფურთხე. აღმოჩნდა, რომ სოფია
ვიქტოროვნას სიჩქარისგან ბოთლები არეოდა და ვალერიანის მა-
გივრად ჩემთვის ოცდაათი თუ კიდევ უფრო მეტი ნიშადურის სპირტი
მოეცა. იმ ღამეს პირსა და ენაზე მთელი ლორწოვანი გარსი გამომეწ-
ვა და კიდევ ერთი კვირა არ შემხორცებია. მერე კი მითხრეს, რომ
სითხის ცხვირსახოცზე გადმოფურთხებას გადავურჩენივარ, ნიშადუ-
რის სპირტის გადაყლაპვის შემთხვევაში ჩემს კუჭსა და საყლაპავ
მილსაც იგივე დაემართებოდა, რაც ენას და ეს სიკვდილის თუ არა,
უკეთეს შემთხვევაში, სერიოზული ავადმყოფობის მიზეზი მაინც გახ-
დებოდა.
დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩის გარდაც-
ვალების მეორე დღეს ჩვენს სახლში მოსულ უამრავ პიროვნებას შო-
რის იყო ცნობილი მხატვარი ი.ნ. კრამსკოი, რომელმაც
სურვილი გამოთქვა, ჩემი გარდაცვლილი ქმრის ნატურალური სი-
დიდის პორტრეტი დაეხატა და სამუშაო არაჩვეულებრივად შეასრუ-
ლა. პორტრეტზე ფიოდორ მიხაილოვიჩი გარდაცვლილს კი არა, უბ-
რალოდ ჩაძინებულს ჰგავს და თითქმის მომღიმარი, ისეთი სხივმო-
ფენილი სახე აქვს თითქოს მხოლოდ მისთვის გახსნილი იმქვეყნიური
ცხოვრების საიდუმლო შეეცნოს.
ი.ნ. კრამსკოის გარდა სხვა მხატვრებიცა და ფოტოგრაფებიც მო-
ვიდნენ, რომლებიც ილუსტრირებული გამოცემებისთვის გარდაც-
ვლილის პორტრეტებს ხატავდნენ და ფოტოფირზე იღებდნენ. მიცვა-
ლებულის სახიდან თაბაშირის ნიღაბი აიღო აგრეთვე მაშინ ჯერ ისევ
ყველასთვის უცნობმა, ახლა კი სახელგანთქმულმა მოქანდაკემ

500
ლეოპოლდ ბერნშტამმა, რომლის მიხედვითაც შემდგომ ფიოდორ
მიხაილოვიჩის სახეს საუცხოოდ მიმსგავსებული ბიუსტი შექმნა.
შაბათს, 31 იანვარს ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხედარი სახლიდან
ალექსანდრე ნეველის ლავრაში გადავასვენეთ. დამკრძალავ
მსვლელობაზე არაფერს ვიტყვი, ეს პროცესია ჩემ გარეშეც ბევრმა
აღწერა, ამასთან მთელი მსვლელობა მე არც მინახავს, უფრო სწო-
რად, მხოლოდ ილუსტრაციებზე ვნახე, რადგან ქმრის ცხედარს უკან
მივყვებოდი და მხოლოდ უახლოეს გარემოცვას ვხედავდი. დამ-
სწრეთა თქმით, პროცესია დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა:
ლატანებზე დაწყობილი გვირგვინების გრძელი მწკრივი, ახალგაზ-
რდა მგალობელთა მრავალრიცხოვანი გუნდები, რომლებიც სამ-
გლოვიარო საგალობლებს ასრულებდნენ, მაღლა,
ადამიანთა თავსზემოთ აწეული ჩასასვენებელი და კორტეჟს უკან
მიყოლილი, ათეულობით ათასი ადამიანი... ეს ყველაფერი ძლიერ
და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნიდა. მაგრამ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის პატივსაცემად მოწყობილი ამ მწუხარებით აღსავსე მსვლელო-
ბის უმთავრესი ღირსება მაინც მისი სპონტანურობა და დაუგეგმაობა
იყო.
შემდგომში ასეთი დიდებული დაკრძალვები წესადაც კი შემოვი-
და და სახელოვან პიროვნებებს ხშირად უწყობდნენ კიდეც, მაგრამ
ფიოდორ მიხაილოვიჩამდე მსგავსი ბრწყინვალე პროცესია (გარდა
ნეკრასოვის დაკრძალვის შედარებით მოკრძალებული მსვლელო-
ბისა) არავის რგებია წილად, ამასთან, არც ხალხის შესაკრებად და
მსვლელობის მოსამზადებლად ეყოფოდა არავის დრო (ორი დღე).
ჩემთვის რომ ესიამოვნებინა, ჯერ კიდევ გამოსვენების წინა დღეს
ივან გრიგორევიჩმა მითხრა, რომ რომელიღაცა რვა დაწესებულება
ფიოდორ მიხაილოვიჩის გამოსვენებისთვის გვირგვინების მოტანას
აპირებდა, დილას კი კუბოსთან სამოცდათოთხმეტზე მეტი გვირგვინი
აღმოჩნდა. მერე გაირკვა, რომ დაწესებულებებსა და კორპორაციებს
საკუთარი ინიციატივით თავ-თავიანთი დეპუტაცია აურჩევიათ და

501
გვირგვინებიც შეუკვეთავს. ერთი სიტყვით, ფიოდორ მიხიალოვიჩ
დოსტოევსკის გარდაცვალების გამო წუხილმა და მისი ხსოვნისადმი
რაც შეიძლება დიდებულად პატივის მიგების სურვილმა სრულიად
სხვადასხვა მიმართულების ყველა პარტია გააერთიანა.
სამგლოვიარო პროცესია სახლიდან თერთმეტ საათზე გამოვიდა
და ალექსანდრე ნეველის ლავრას მხოლოდ ორი საათის შემდეგ მი-
აღწია. მე ქმრის ცხედარს უკან, შვილებთან ერთად მივყვებოდი და
გული ტკივილით მეკუმშებოდა: როგორ უნდა გამეზარდა შვილები
მამის გარეშე, იმ ადამიანის გარეშე, რომელსაც ისინი ასე ძალიან უყ-
ვარდა? მე ხომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა უკვე მისი ხსოვნის წი-
ნაშეც მეკისრებოდა, შევძლებდი კი ჩემი მოვალეობების ღირსეუ-
ლად შესრულებას? ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხედრის უკან მიმავა-
ლი, თავს პირობას ვაძლევდი, რომ ჩვენი შვილებისთვის ვიცოც-
ხლებდი და აღთქმას ვდებდი, რომ დარჩენილ ცხოვრებასა და მთელ
ძალ-ღონეს ჩემი მარად სახსოვარი ქმრის სახელის განდიდებასა და
მისი კეთილშობილური იდეების გავრცელებას მივუძღვნიდი. ახლა,
სიცოცხლის ბოლოს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი
ქმრის გამოსვენების იმ მძიმე წუთებში დადებული ყველა პირობა შეძ-
ლებისდაგვარად ბოლომდე შევასრულე.
იმავე საღამოს ალექსანდრე ნეველის ლავრის სულიწმიდის ეკ-
ლესიაში, სადაც ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩასასვენებელი იდგა, სუ-
ლის მოსახსენიებელი ღამისთევის ლოცვა ჩატარდა. მე ღამისთევის
ლოცვისთვის ბავშვებთან ერთად მივედი. ეკლესია მლოცველებით
იყო სავსე; განსაკუთრებით ახალგაზრდების – სხვადასხვა უმაღლესი
სასწავლებლების, სასულიერო აკადემიის სტუდენტებისა და კურსან-
ტი გოგონების სიმრავლე შეიმჩნეოდა. მათი დიდი ნაწილი ეკლესია-
ში დილამდე დარჩა და ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩასასვენებელთან
ერთმანეთის

502
მონაცვლეობით ფსალმუნების კითხვაში გაათია ღამე. მერე გად-
მომცეს, რომ თურმე, როცა ეკლესიის დასალაგებლად დარაჯები მი-
სულან, ეკლესიაში პაპიროსის ერთი ნამწვიც ვერსად უპოვიათ, ამ ამ-
ბავმა ბერები უაღრესად გააოცა, რადგან თურმე ხანგრძლივი მსახუ-
რების შემდეგ, ჩვეულებრივ, ჩუმად მოწეული პაპიროსის ნამწვებს
თითქმის ყოველთვის პოულობდნენ. იმ ღამეს კი, როგორც ჩანს, მიც-
ვალებულის ხსოვნის პატივსაცემად არავის მოუწევია.
1881 წლის პირველ თებერვალს ალექსანდრე ნეველის ლავრის
სულიწმიდის ეკლესიაში ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხედრისთვის წე-
სის აგების რიტუალი ჩატარდა. ეკლესია დიდებულად გამოიყურებო-
და: ტაძრის შუაგულში, შემაღლებაზე დადგმულ ჩასასვენებელს გარ-
შემო უამრავი გვირგვინი ჰქონდა შემოწყობილი, ვერცხლისფერ და
ოქროსფერწარწერიანი განიერი ლენტებით მორთული დანარჩენი
გვირგვინები კი გრძელ ლატანებზე, ტაძრის კედლების გასწვრივ იყო
აღმართული და ეს ტაძარს თავისებურ სილამაზეს სძენდა.
წესის აგების დღეს დედა და ჩემი ბიჭუნა ალექსანდრე ნეველის
ლავრაში ივან გრიგორევიჩმა წაიყვანა. მე და ლიუბოჩკა კი თავისი
ეტლით ჩემი ქმრის ნიჭის დიდ თაყვანისმცემელს – ი.დ. ზასეცკაიას
(პარტიზან დავიდოვის ქალიშვილს) უნდა წავეყვანეთ. სახლიდან ათ
საათზე გავედით. ლავრამდე ასიოდე საჟენის მოშორებით ზასეცკაი-
ას ეტლი მეორე ეტლს გაუსწორდა, რომელშიც რომელიღაც პოლ-
კოვნიკი იჯდა. პოლკოვნიკმა ზასეცკაიას თავი დაუკრა და ქალმაც
მას პასუხად
ხელი დაუქნია. მოედანზე რამდენიმეათასიანი ხალხის მასა იდგა
და ლავრის კარიბჭემდე ეტლით მისვლა შეუძლებელი იყო. იძულე-
ბული გავხდით, ეტლი მოედანზე გაგვეჩერებინა. მე და ჩემი გოგონა
ჩამოვედით და ლავრის კარიბჭისკენ გავეშურეთ, ზასეცკაია კი პოლ-
კოვნიკის მოსაცდელად ეტლში დარჩა და გვითხრა, რომ ტაძრამდე
ის მოაცილებდა. მე და ლიუბოჩკამ ხალხში გზა ძლივს გავიკვლიეთ,

503
მაგრამ კარიბჭესთან გაგვაჩერეს და ბილეთები მოგვთხოვეს. დამ-
წუხრებულსა და მოჩქარეს, თანაც რადგან მეგონა, რომ ჩვენ ბილეთს
არავინ მოგვთხოვდა, თავისთავად ცხადია, ბილეთების წამოღება
თავშიც არ მომსვლია, ამიტომ ყარაულს ვუთხარი, რომ ჩვენ გარდაც-
ვლილის ქვრივი და შვილი ვიყავით.
– აქ უკვე დოსტოევსკის ბევრმა ქვრივმა გაიარა, ზოგმა შვილებით
და ზოგმაც მათ გარეშე, – მივიღე პასუხად.
– მაგრამ, ხომ ხედავთ, რომ შავი მაცვია.
– მათაც შავი ეცვათ და ვუალი ეკეთათ. თქვენი სავიზიტო ბარათი
მაჩვენეთ.
რა თქმა უნდა, თან არც სავიზიტო ბარათი აღმომაჩნდა და ყარა-
ულს დაჟინებით მოვთხოვე განმკარგულებელთაგან რომელიმე ეხ-
მო, გრიგოროვიჩი, რიკაჩევი და ავერკიევი დავუსახელე,
მაგრამ პასუხი ისევ უკმეხი მივიღე: “სად ვნახავ მაგ ბატონებს? გა-
ნა ამდენ ხალხში ადამიანის პოვნა ადვილია?”
მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი: წესის აგებაზე ჩემი გამოუც-
ხადებლობით გამოწვეულ მითქმა-მოთქმაზე რომ აღარაფერი
ვთქვა, ქმართან გამომშვიდობება, მის ცხედართან ლოცვა და ტირი-
ლი თვითონაც გულის სიღრმემდე მინდოდა. მაგრამ გამოუვალ
მდგომარეობაში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ზასეცკაია უკვე ეკლესია-
ში იქნებოდა შესული და აღარ ვიცოდი, რა მექნა. საბედნიეროდ, ჩე-
მი მოლოდინი არ გამართლდა, მალე ზასეცკაია და მისი თანამგზავ-
რი გამოჩნდნენ: პოლკოვნიკმა დარაჯს ჩემი ვინაობა მბრძანებლუ-
რად დაუდასტურა და ისიც იძულებული გახდა გავეშვით, მე და ჩემი
გოგონა ტაძრისკენ გავიქეცით და გაგვიმართლა, მსახურება ახალი
დაწყებული იყო.
სულის მოსახსენიებელი ლიტურგია, არქიმანდრიტებისა და
მღვდელ-მონაზვნების თანამსახურებით, ვიბორგსკის ეპისკოპოსმა,
მღვდელმთავარმა, უწმინდესმა ნესტორმა ჩაატარა, წესის აგებაზე კი
სასულიერო აკადემიის რექტორი ი.ლ. იანიშევი და ლავრის ნაცვალი

504
არქიმანდრიტი სიმეონი გამოვიდნენ, ეს უკანასკნელი ფიოდორ მი-
ხაილოვიჩს პირადადაც იცნობდა.
ალექსანდრე ნეველის ლავრისა და ისააკის ტაძრის მგალობელ-
თა გუნდები გულისამაჩუყებლად გალობდნენ. წესის აგების წინ დე-
კანოზმა იანიშევმა ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩის, როგორც მწერლისა და ქრისტიანის, ყველა
ღირსება წარმოაჩინა.
წესის აგების შემდეგ ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩასასვენებელი ას-
წიეს და ეკლესიიდან გარეთ, მისი ნიჭის თაყვანისმცემლებთან გაიტა-
ნეს, რომელთა შორისაც სახეზე აღბეჭდილი დიდი მწუხარებითა და
მღელვარებით განსაკუთრებით ახალგაზრდა ფილოსოფოსი –
ვლ.ს. სოლოვიოვი გამოირჩეოდა.
ხალხის მასამ ტიხვინის სასაფლაო მთლიანად შეავსო, ადამიანე-
ბი ძეგლებზე ძვრებოდნენ, ხეებზე ისხდნენ და გისოსებს ეჭიდებოდ-
ნენ, პროცესია ნელა მიიწევდა წინ და სხვადასხვა დეპუტაციის დახ-
რილ გვირგვინებს შორის გზას საფლავისკენ მიიკვლევდა. დაკ-
რძალვამდე, ჯერაც ღია საფლავთან, დამსწრეთაგან მსურველებმა
სიტყვა წარმოთქვეს. პირველი გამომსვლელი, ყოფილი პეტრაშევე-
ლი ა.ი. პალმი იყო, რომლის შემდეგაც სიტყვა წარმოთქვეს: ორ.ფ.
მილერმა, პროფ. კ.ნ. ბესტუჟევ-რიუმინმა, ვლ. ს. სოლოვიოვმა, პ.ა.
გაიდებუროვმა და მრავალმა სხვამ. ფიოდორ მიხაილოვიჩის ჯერაც
ღია საფლავთან მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსებიც წარმოით-
ქვა, მერე კი პუბლიკამ მის ჩასასვენებელს თითქმის აკლდამის კი-
დემდე გვირგვინები დააწყო. დარჩენილი გვირგვინები დაიშალა და
ხალხმა ფოთლები და ყვავილები სამახსოვროდ
წაიღო. საფლავი მხოლოდ ოთხი საათისთვის დაიხურა. მე ბავ-
შვებთან ერთად ცრემლებისა და შიმშილისგან ძალაგამოცლილი ში-
ნისკენ გავემართე, ხალხი კი ჩემი წამოსვლის მერეც დარჩა და კიდევ
დიდხანს არ დაშლილა.

505
506
ნაწილი მეთორმეტე
ფიოდორ მიხაილოვიჩის
სიკვდილის შემდეგ
I. საუბარი ტოლსტოისთან
გრაფ ლ.ნ. ტოლსტოისთან შეხვედრისა და საუბრის ბედნიერება
ცხოვრებაში სულ ერთხელ მქონდა და რადგან ეს საუბარი ფიოდორ
მიხაილოვიჩს ეხებოდა, შესაძლებლად ჩავთვალე ჩემი მოგონებე-
ბისთვის დამერთო.
გრაფინია სოფია ანდრეევნა ტოლსტაია 1885 წელს, პეტერბურ-
გში მისი ერთ-ერთი ვიზიტისას გავიცანი, როდესაც ის, ჩემთვის აქამ-
დე უცნობი ქალბატონი, საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირე-
ბით ჩემგან რჩევის მისაღებად მოვიდა. გრაფინიამ მითხრა, რომ მისი
სახელგანთქმული ქმრის თხზულებებს მოსკოველი წიგნებით მოვაჭ-
რე – სალაევი გამოსცემდა და გამოცემის უფლებისთვის შედარებით
მოკრძალებულ თანხას (თუ არ ვცდები, ოცდახუთი ათასს) იხდიდა.

507
მაგრამ მას ნაცნობებისგან გაეგო, რომ ჩემი ქმრის ნაწარმოებების გა-
მოცემას მე წარმატებით ვუძღვებოდი და, რამდენადაც თავადაც
ქმრის – გრაფ ლევ ნიკოლაევიჩის ნაწარმოებთა გამოცემის სურვი-
ლი გასჩენოდა, ჩემთან იმის გასაგებად მოვიდა, რამდენად რთული
იყო საგამომცემლო საქმე და რა სირთულეების დაძლევა მოუხდე-
ბოდა. გრაფინიამ ჩემზე უაღრესად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და
მეც ჩემი საგამომცემლო საქმიანობის “საიდუმლოებებში” სიამოვნე-
ბით ჩავახედე, ხელმოწერილი წიგნებისა და დასაგზავნი განცხადებე-
ბის ნიმუშები გადავეცი, ზოგიერთი ჩემ მიერ დაშვებული შეცდომის
თაობაზე
გავაფრთხილე და ა.შ. შემდგომ, რამდენადაც გასათვალისწინე-
ბელი წვრილმანიც ბევრი იყო და ზოგიერთ საკითხში ბოლომდე გარ-
კვევაც პირველ ჯერზე ბოლომდე ვერ მოხერხდა, გრაფინიას დის –
ტ.ა. კუზმინას სახლში მასთან სტუმრობა მეც მომიხდა და გრაფინიაც
კიდევ ორ-სამჯერ მესტუმრა.
ჩემდა სასიხარულოდ, საგამომცემლო საქმესთან დაკავშირებით
მიცემული ჩემი რჩევები გრაფინიას გამოადგა: მან ჩინებული გამომ-
ცემლობა მოაწყო, საქმემ დიდი შემოსავალიც მოუტანა და იმ დრო-
იდან მოყოლებული, გრაფინია გრაფ ლევ ნიკოლაევიჩის ნაწარმოე-
ბებს დიდი წარმატებით გამოსცემდა.
ჩვენმა ხშირმა შეხვედრებმა და საუბრებმა ერთმანეთის კარგად
გაცნობისა და დამეგობრების საშუალება მოგვცა, მე კი დავრწმუნდი,
რომ გრაფინია თავისი გენიალური ქმრის ნამდვილი მფარველი ან-
გელოზი იყო. ის ყოველთვის მსტუმრობდა, როცა პეტერბურგში ჩა-
მოდიოდა და მეც, მოსკოვში ყოფნისას, მასთან აუცილებლად მივდი-
ოდი. ერთხელ ისეც მოხდა, რომ გრაფინიასა და მის ოჯახს “ფ.მ.
დოსტოევსკის მუზეუმის” ფანჯრებიდან იმპერატორ ალექსანდრე III-
ის ცხედრის მთავარანგელოზის ტაძარში გადასვენების ცერემონია-
ლი ვაყურებინე.

508
მოსკოვში ჩასვლასა და შესაბამისად, გრაფინიას სტუმრობასაც
უმეტესწილად ან გაზაფხულზე
(“მუზეუმის” საქმეების მოსაგვარებლად), ან შემოდგომით, ყირი-
მიდან მომავალ უკანა გზაზე ვახერხებდი და ამ ვიზიტებისას გრაფ
ლევ ნიკოლაევიჩს არასდროს შევხვედრივარ: ან ადრეულ გაზაფ-
ხულზევე “იასნაია პოლიანაში” გამგზავრებული მხვდებოდა, ან იქ შე-
მოდგომას ატარებდა. მაგრამ ერთხელ მოსკოვში ზამთარში მოვ-
ხვდი და საღამო ხანს გრაფინიასთან მისულმა გავიგე, რომ გრაფ
ლევ ნიკოლაევიჩი მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა თავს შეუძლოდ
გრძნობდა და არავის იღებდა. ერთხანს ჩემთან გასაუბრების შემდეგ
გრაფინიამ ბოდიში მომიხადა და ქმრის მოსანახულებლად გავიდა,
მე კი სასტუმრო ოთახში დავრჩი და მის ოჯახთან საუბარი გავაგრძე-
ლე. ათიოდე წუთის შემდეგ დაბრუნებულმა დიასახლისმა მითხრა,
რომ ჩემს ვიზიტს გრაფი უაღრესად დაუინტერესებია და მასთან შეს-
ვლა უთხოვია. თუმცა სოფია ანდრეევნამ გამაფრთხილა, რომ
გრაფს იმ დღეს ღვიძლის ავადმყოფობით გამოწვეული შეტევა გა-
დაეტანა და თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, ამიტომ მთხოვა, საუბა-
რი დიდხანს არ გამეგრძელებინა. მე გრაფინიასთან ერთად ერთი
სახლიდან მეორეში, მოსკოვური სახლებისთვის დამახასიათებელი
გასასვლელებით გადავედი და სანამ მივდიოდი ვინანე კიდეც, რომ
გრაფის სტუმრობას დავთანხმდი. გრაფ ლევ ნიკოლაევიჩის გაცნო-
ბა, რომლის შემოქმედებაც ჩემს აღფრთოვანებას იწვევდა, თავისთა-
ვად ცხადია, ძალიან მინდოდა, მაგრამ რატომღაც მაშინებდა კიდეც,
მეგონა, რომ მწერალზე არასასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას
დავტოვებდი და ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არ მქონდა.
ჩვენ ფართო, მაგრამ დაბალჭერიან ოთახში შევედით, სადაც დი-
ვანზე ფოტოსურათებიდან ყველასთვის კარგად ცნობილ ნაცრისფერ
ბლუზაში ჩაცმული გრაფი ლევ ნიკოლაივიჩი იჯდა. გულითადმა რეპ-
ლიკამ კი, რომლითაც გრაფი შემხვდა, სულ რამდენიმე წუთის წინან-
დელი ყველა შიში წამის უსწრაფესად გამიქარვა.

509
– რა საოცარი და კარგია, რომ ჩვენი მწერლების ცოლები თავი-
ანთ ქმრებს ასე ძალიან ჰგვანან!
– განა მე ფიოდორ მიხაილოვიჩს ვგავარ? – ვკითხე სასიამოვნოდ
გაკვირვებულმა.
– უაღრესად! მე პირადად დოსტოევსკის ცოლი სწორედ ასეთი
წარმომედგინეთ!
თავისთავად ცხადია, ჩემსა და ფიოდორ მიხაილოვიჩს შორის
არავითარი მსგავსება არ იყო, მაგრამ ტოლსტოი ისე ვერაფრით გა-
მახარებდა, როგორც იმ აბსოლუტური ტყუილითა და ჩემს მარად
სახსოვარ ქმართან მიმსგავსებით გამახარა. ამ სიტყვებმა გრაფი ჩემ-
თვის თვალის დახამხამებაში როგორღაც ძალიან ახლობელ ადამია-
ნად აქცია.
ლევ ნიკოლაევიჩმა თავისი დივნის გვერდით მდგარ სავარძელში
ჩაჯდომა მთხოვა, მკერდზე მიწყობილ ცხელი ნაცრითა თუ შვრიით
სავსე ბალიშებზე მიმითითა და თავის ავადმყოფობაზე დაიჩივლა, მე-
რე კი წუთით გაჩუმდა, ამიტომ საუბარი მე განვაგრძე:
– დიდი ხანია თქვენი ნახვა მინდოდა, ლევ ნიკოლაევიჩ, მინდოდა
იმ წერილისთვის, რომელიც ჩემი ქმრის გარდაცვალებასთან დაკავ-
შირებით სტრახოვს გაუგზავნეთ, გულითადი მადლობა გადამეხადა.
სტრახოვმა წერილი მე გადმომცა და მას ისე ვუფრთხილდები, რო-
გორც უდიდეს განძს.
– იმ წერილში მე მხოლოდ ის დავწერე, რასაც გულწრფელად
ვგრძნობდი, – მითხრა ლევ ნიკოლაევიჩმა. – ძალიან ვნანობ, რომ
თქვენს ქმარს არასდროს შევხვედრივარ.
– რომ იცოდეთ ის როგორ ნანობდა ამას! არადა, აკი ერთხელ
იყო კიდეც ამის საშუალება!.. იმ დღეს, როცა “სოლიანოი გოროდოკ-
ში” ვლადიმირ სოლოვიოვის ლექციას დაესწარით. მახსოვს, ფი-
ოდორ მიხაილოვიჩმა სტრახოვს უსაყვედურა კიდეც, რომ თქვენი იქ
ყოფნის შესახებ არაფერი უთხრა. ასე თქვა, – “თუ ვერ დაველაპარა-
კებოდი, შევხედავდი მაინცო”.

510
– მართლა? იმ ლექციაზე თქვენი ქმარიც იყო? საინტერესოა, ნი-
კოლაი ნიკოლაევიჩმა ამის შესახებ რატომ არაფერი მითხრა? ოჰ,
რა სამწუხაროა! დოსტოევსკი ჩემთვის მართლაც რომ ძვირფასი
ადამიანი იყო და ალბათ, ერთადერთი პიროვნება, ვისთვისაც შემეძ-
ლო უამრავი რამ მეკითხა და ის, ვინც ამ კითხვებზე პასუხის გაცემას
შეძლებდა!
ოთახში სოფია ანდრეევნა შემოვიდა და რადგან მისი გაფრთხი-
ლება მახსოვდა, წამოვდექი, მაგრამ გრაფმა გამაჩერა:
– არა, არა, გთხოვთ კიდევ ცოტა ხანს დარჩით. მითხარით, რო-
გორი ადამიანი იყო თქვენი ქმარი, როგორ პიროვნებად დარჩა ის
თქვენს სულსა და მოგონებებში?
ჩემს ქმარზე საუბარმა და ლევ ნიკოლაევიჩის გულითადმა ტონმა
გული ამიჩუყა.
– ჩემი ძვირფასი ქმარი მე, – ვუპასუხე აღფრთოვანებით, – ადა-
მიანის იდეალად მიმაჩნია! მასში უხვად თავმოყრილი ყველა ის ზნე-
ობრივი და სულიერი თვისება ერწყმოდა ერთმანეთს, რაც ადამიანს
ამშვენებს. ის ისეთი კეთილი, დიდსულოვანი, გულმოწყალე, სამარ-
თლიანი, უანგარო, დელიკატური და თანამგრძნობი იყო, როგორც
არავინ! თუნდაც მისი ალალმართლობა და შეუნიღბავი გულწრფე-
ლობა რად ღირს, რამაც ამდენი მტერი შესძინა! არსებობდა კი თუნ-
დაც ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ქმრისგან რჩევის, დაყვავებისა
და ამა თუ იმ ფორმით დახმარების გარეშე წასულა მისგან? მართა-
ლია, თუკი მასთან ადამიანი სნეულების, შეტევის შემდეგ სისუსტის,
ანდა სერიოზული მუშაობის დროს მოდიოდა, ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი მოსულს შეიძლება მკაცრადაც დახვედროდა, მაგრამ თუკი ხედავ-
და, რომ ადამიანს მისი დახმარება სჭირდებოდა, ის სიმკაცრეც წამის
უსწრაფესად სიკეთით ეცვლებოდა. და მერეც, რომ იცოდეთ, რა-
ოდენ დიდ

511
გულითადობასა და მზრუნველობას იჩენდა, რომ უწინდელი მკვა-
ხე სიტყვა თუ სიუხეშე გადაეფარა. თავადაც მოგეხსენებათ, ლევ ნი-
კოლაევიჩ, ადამიანის ხასიათი ისე ცხადად არსად იკვეთება, რო-
გორც ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის ოჯახში, ამიტომ აი, რას ვიტ-
ყვი: ფიოდორ მიხაილოვიჩის გვერდით გატარებული თოთხმეტი
წლის განმავლობაში ჩემთვის გასაკვირი და გულისამაჩუყებელი მისი
საქციელისა თუ გადაწყვეტილების მოწმე მრავალჯერ გავმხდარვარ,
ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებებს ხშირად პირა-
დად ჩვენთვის შეიძლებოდა არაპრაქტიკული და ხანდახან საზიანო
შედეგიც კი ჰქონოდა, მაგრამ უსამართლობა იქნება არ ვაღიარო,
რომ ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორედ იმ ადამიანის მიღე-
ბული იყო, რომელიც ყველაფერზე მაღლა კეთილშობილებასა და
სამართლიანობას აყენებს!
– მასზე მეც სწორედ ასეთი წარმოდგენა მქონდა, – გულში ჩამ-
წვდომი ხმით წარმოთქვა ჩაფიქრებულმა ლევ ნიკოლაევიჩმა. –
დოსტოევსკის ყოველთვის ჭეშმარიტად ქრისტიანული ბუნების მქონე
ადამიანად აღვიქვამდი...
სოფია ანდრეევნა ოთახში მეორედ შემოვიდა და მეც ავდექი, ჩემს
საყვარელს მწერალს ხელი ჩამოვართვი და მისგან იმდენად მოხიბ-
ლული გამოვედი, როგორადაც იშვიათად თუ მოვხიბლულვარ ცხოვ-
რებაში. ტოლსტოის ადამიანთა გულის მოგება ნამდვილად შეეძლო!
მერე კი მოსკოვის დაცარიელებული ქუჩებით სახლისკენ მიმა-
ვალმა და საკუთარი ღრმა და ძლიერი შთაბეჭდილებით მოცულმა
თავს სიტყვა მივეცი, გრაფ ლევ ნიკოლაევიჩი მეტად აღარასოდეს
მენახა და მიუხედავად იმისა, რომ კეთილმა სოფია ანდრეევნამ მას
შემდეგ კიდევ მრავალჯერ, “იასნაია პოლიანაშიც” კი მიმიწვია სტუმ-
რად, საკუთარი თავისთვის მიცემული ეს პირობა შევასრულე... ვში-
შობდი, რომ შემდეგი ვიზიტისას გრაფს სნეულს, გაღიზიანებულს, ან-
და უნებისყოფოს ვიხილავდი, მის პიროვნებაში პირველი შეხვედრი-

512
სას შექმნილი შთაბეჭდილებებისგან განსხვავებულ თვისებებს აღმო-
ვაჩენდი და იმ საღამოს შეგრძნებულ და ჩემთვის უკვე ესოდენ ძვირ-
ფას მოგონებად ქცეულ ხიბლს სამუდამოდ დავკარგავდი! რა საჭი-
როა ის სულიერი განძი მოისპო ადამიანმა, რომელსაც ბედი ცხოვ-
რების გზაზე ასე იშვიათად გვიგზანის?

II. პასუხი სტრახოვს


ახლაც, სიცოცხლის ბოლოს, იმ ადამიანის საძაგელი ცილისწამე-
ბისგან მიხდება ჩემი დაუვიწყარი ქმრის ხსოვნის დაცვა, რომელსაც
ფიოდორ მიხაილოვიჩიც, მეც და მთელი ჩვენი ოჯახიც ათეული
წლის განმავლობაში ჩვენს უახლოეს მეგობრად ვთვლიდით. მხედ-
ველობაში მაქვს 1883 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ნ.ნ.
სტრახოვის გრაფ ლ.ნ. ტოლსტოისადმი მიწერილი წერილი, რომე-
ლიც “современный мир”-ის 1913 წლის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭ-
და.
ამ წლის ნოემბერში პეტროგრადში შემხვედრი თითქმის ყველა
ჩემი ახლობლისა და მეგობრის დასმულმა კითხვამ გამაკვირვა: წა-
ვიკითხე თუ არა რომელიღაც გაზეთში, მაგრამ რომელში, არავის ახ-
სოვდა, სტრახოვის გრაფ ტოლსტოისადმი მიწერილი წერილი? ამ
გულმავიწყობას დიდ მნიშვნელობას არ ვაქცევდი და არც წერილით
დავინტერესებულვარ, რადგან ვფიქრობდი, რომ ნ.ნ. სტრახოვი ჩემი
ქმრის შესახებ, ადამიანზე, რომელიც მას გამოჩენილ მწერლად
აღიარებდა, აფასებდა, მის საქმიანობას იწონებდა და სამუშაოსთვის
თემებსა და იდეებს აწვდიდა, ტოლსტოის კარგის მეტს არაფერს მის-
წერდა. მოგვიანებით კი, როცა ჩემი მეგობრებისა და ახლობლების
უცნაური “გულმავიწყობის” მიზეზი გავიგე, მივხვდი, რომ ჩვენი ოჯახის
ყალბი მეგობრისგან განსხვავებით მათ უბრალოდ ჩემი გულის ტკენა
არ უნდოდათ. თავად კი ის ბედკრული წერილი მხოლოდ 1914 წლის

513
ზაფხულში, სააგენტოს მიერ “ფ.მ. დოსტოევსკის მოსკოვის მუზეუმის-
თვის” გადმოცემული საგაზეთო და საჟურნალო სტატიების გადარჩე-
ვისას ჩამივარდა ხელში.
წერილი უცვლელად მომყავს:
“ძვირფასო, ლევ ნიკოლაევიჩ, ამ მოკლე წერილში მინდა ჩემ-
თვის ამოუწურავ და უმდიდრეს თემას შევეხო, რომლის ბოლომდე
გავრცობასაც ალბათ მეტისმეტად დიდი დრო დასჭირდებოდა, მაგ-
რამ ჯანმრთელობისა და დროის უქონლობის გამო მხოლოდ რამდე-
ნიმე სიტყვით შემოვიფარგლები. ალბათ, უკვე მიიღებდით დოსტო-
ევსკის ბიოგრაფიას და ვითხოვ რა, თქვენს ყურადღებასა და შეწყნა-
რებას, მინდა გკითხოთ, მოგეწონათ? მაგრამ რაც მთავარია, მინდა
ამავე საკითხთან დაკავშირებით გულიც გადაგიშალოთ. დოსტოევ-
სკიზე ჩემი მოგონებების წერისას შინაგან კონფლიქტს განვიცდიდი,
მუდმივად გულს შემოწოლილ ზიზღს ვებრძოდი და ვცდილობდი,
ჩემში ეს ცუდი გრძნობა დამეთრგუნა. გთხოვთ ამ მდგომარეობისგან
განთავისუფლებაში დამეხმაროთ. პირადად მე დოსტოევსკის ვერც
კარგ და ვერც ბედნიერ ადამიანად ვერაფრით ჩავთვლი (რაც არსე-
ბითად ერთი და იგივეცაა). ის ავი, მოშურნე და გარყვნილი იყო და
მთელი სიცოცხლე ისეთ შფოთვაში გაატარა, რომ ამან კიდევ უფრო
უბადრუკი გახადა. მეტსაც ვიტყვი, რომ არა მისივე სიავე და გონიე-
რება ეს შფოთვა სასაცილო ადამიანადაც კი აქცევდა. თვითონ, ისე-
ვე, როგორც რუსო, თავს ადამიანთა შორის საუკეთესოდ და ყველა-
ზე ბედნიერად მიიჩნევდა. მაგრამ ბიოგრაფიის წერისას მისი ნამდვი-
ლი სახე და ეს თვისებები გონებაში მოსვენებას არ მაძლევდა. მაგა-
ლითად, შვეიცარიაში ყოფნისას დოსტოევსკი ჩემი თანდასწრებით
ისე სასტიკად მოეპყრო მსახურს, რომ ამ უკანასკნელმა იწყინა კიდეც
და
უთხრა: “მეც ხომ ადამიანი ვარ ბოლოს და ბოლოსო!” მახსოვს,
მაშინ სწორედ იმან შემძრა, რომ ეს სიტყვები თავის ნაწარმოებებში
ჰუმანურობის მქადაგებელ პირს ერგო წილად, თუმცა მსახურმაც ხმის

514
ამოღება მხოლოდ იმიტომ გაბედა, რომ თავისუფალ შვეიცარიაში
ადამიანის უფლებების ცნება ფართოდაა ცნობილი.
ის ასეთი სცენების მონაწილე მუდმივად ხდებოდა, რადგან ბრაზსა
და სიავეს ვერ იკავებდა და მეც მის გამოხდომებზე ბევრჯერ დამიხუ-
ჭავს თვალი, რომელთაც, ყველაფერთან ერთად, როგორღაც დე-
დაკაცურადაც სჩადიოდა, მოულოდნელად და ეშმაკურად; თუმცა
ორჯერ ისეც მოხდა, რომ ძალიან საწყენი სიტყვები ვუთხარი. მაგრამ
რაც უნდა საწყენი სიტყვები მეთქვა, ამით განა მას ვაჯობებდი?! ის
ხომ მეორე ადამიანის წყენინების საკითხში საერთოდაც სწონიდა
ჩვეულებრივ მოკვდავთ! ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ამით სიამოვ-
ნებას იღებდა და თავის სიბილწეს ბოლომდე არასდროს ინანიებდა.
მას ამ სიბილწის მოთხოვნილება ჰქონდა და ამით ამაყობდა კიდეც.
ვისკოვატოვმა მიამბო, რომ ერთხელ დოსტოევსკის თურმე აბანოში
გუვერნიორი ქალის მიყვანილ პატარა გოგონასთან ამბითაც კი უამა-
ყია. ამასთან, აღვნიშნავ, რომ მისი ცხოველური ავხორცობა არავი-
თარი გემოვნებით, ქალის სილამაზისა თუ სიტურფის არავითარი აღ-
ქმით არ გამოირჩეოდა და ეს მის რომანებშიც ჩანს. პირები, რომლე-
ბიც მას ყველაზე მეტად ჰგვანან, არიან: “იატაკქვეშეთის ჩანაწერების”
გმირი, “დანაშაულსა და სასჯელში” სვიდრიგაილოვი და “ეშმაკნიში”
სტავროგინი. სტავროგინის ერთი სცენის (გახრწნა და ა.შ.) დაბეჭდვა-
ზე კატკოვმა უარიც კი უთხრა, დოსტოევსკიმ კი ეს სცენა აქ საქვეყ-
ნოდ წაიკითხა.
ასეთი ბუნების თანადროულად მას ტკბილი სენტიმენტალობისა
და მაღალი და ჰუმანური ოცნებებისადმი ჰქონდა მიდრეკილება და
ეს ოცნებები იყო სწორედ მისი მიმართულება, მისი ლიტერატურული
მუსიკა და გზა. თუმცა შეიძლება ითქვას, მისი ყველა რომანი არსები-
თად თვითგამართლების მცდელობაა და ამტკიცებს, რომ ადამიანში
კეთილშობილებასთან ერთად შეიძლება ათასი სისაძაგლეც არსე-
ბობდეს.

515
ოჰ, როგორ მიმძიმს, რომ ამ მოგონებებს თავიდან ვერ ვიშორებ
და სიმშვიდეს ვერ ვპოულობ! განა ეს ბრაზია? შური? ანდა მისთვის
ავის სურვილი? არა, არც ერთი წუთით: მე მხოლოდ მწარედ მეტი-
რება, რომ დოსტოევსკის შესახებ ჩემი მოგონებები, რომლებიც შეიძ-
ლებოდა ნათელი ყოფილიყო, მხრებზე სიმძიმედ მაწევს და ასე მამ-
ძიმებს!
თქვენი სიტყვები მახსენდება, თქვენ თქვით: ადამიანებს, რომლე-
ბიც ზედმეტად კარგად გვიცნობენ, თავისთავად ცხადია, არ ვუყვარ-
ვართო. მაგრამ ხანდახან ხომ მეორენაირადაც ხდება. შესაძლებე-
ლია ახლო ნაცნობობისას ადამიანში ისეთი თვისებები დაინახო,
რომლებიც გაიძულებს იმ ადამიანს მერე ყველაფერი აპატიო. ჭეშმა-
რიტი სიკეთისკენ მიმართულმა ქმედებამ, ნამდვილი, გულითადი
სითბოს ნაპერწკალმა, ანდა სულაც წრფელი მონანიების ერთმა
წუთმაც კი შეიძლება ათასი სხვა ცუდი რამ გადაწონოს და მეც სწო-
რედ ამას ვნანობ! ნეტავ კი შემეძლოს დოსტოევსკისთან დაკავშირე-
ბით რამე მსგავსის გახსენება, სიხარულით ვაპატიებდი და მის
ხსოვნას შევხარებდი, მაგრამ არა, გონებაში მხოლოდ მისი საუკე-
თესო ადამიანად თავის წარმოჩინება და ყალბი ლიტერატურული ჰუ-
მანურობა მიტივტივდება – ღმერთო, რა სისაძაგლეა!
ის ჭეშმარიტად უბედური და ცუდი ადამიანი იყო, რომელსაც თავი
ბედნიერად და გმირად წარმოედგინა და ამქვეყნად ყველაფერზე მე-
ტად სწორედ ის საკუთარი თავი უყვარდა. ჩემშიც არის უნარი იმისა,
რომ ადამიანებს ზიზღის გრძნობა გავუჩინო და ამიტომაც სხვებში ამ
თვისების დანახვისას მათი გაგება და პატიება ვისწავლე. ამიტომ მე-
გონა, რომ დოსტოევსკისთან დაკავშირებითაც ვიპოვიდი გამოსა-
ვალს, მაგრამ ვერ ვპოულობ! ვერა, ვერაფრით ვპოულობ!
აი, პატარა კომენტარი ჩემ მიერ დაწერილი ბიოგრაფიის თაობა-
ზე; ცხადია, დოსტოევსკის შესახებ ამ ყველაფრისა და კიდევ სხვა
მრავალის დაწერა შემეძლო, შემეძლო ის მომეთხრო, რაც ჩემს მო-

516
გონებებში დაწერილზე ბევრად ცოცხლად და რეალურად არის ჩა-
ბეჭდილი, ის მომეთხრო, რაც მართებული იქნებოდა, მაგრამ სჯობს
მოკვდეს ეს სიმართლე და ისე, როგორც ყველგან და ყველაფერში,
ისევ ცხოვრების მხოლოდ ზედაპირული ბრწყინვალებით კოხტაობა
განვაგრძოთ!
...დამატებით კიდევ ორ თხზულებას (დუბლეტებს) გიგზავნით,
რომლებიც თავადაც ძალიან მიყვარს და როგორც თქვენთან ყოფ-
ნისას შევნიშნე, თქვენც გაინტერესებთ. Pressense – საუცხოო, პირ-
ველხარისხოვანი სწავლულობის მატარებელი წიგნია, Joly კი, ცხა-
დია მ. ავრელიუსის თარგმანი საუკეთესოა და პირადად მე ოსტატო-
ბით მაოცებს”.
მომყავს გრაფ ლ.ნ. ტოლსტოის პასუხი.
“პრესანსე” მეც წავიკითხე, მაგრამ მთელი მისი სწავლულობა შე-
ფერხებისგან იკარგება. ულამაზესი ცხენები არსებობენ: ბედაური –
ფასი 1000 რუბლი, მაგრამ აი, უცებ შეფერხდება და იმ საუცხოო ბე-
დაურის ფასიც იგივეა, რაც გამწევი ცხენისა – ორივე ერთი გროში
ღირს. რაც მეტს ვცხოვრობ ამქვეყნად, მით მეტად ვაფასებ ადამიანე-
ბს, რომლებსაც შეფერხება არა აქვთ. ამბობთ, რომ ტურგენევს შე-
რიგებიხართ. მე კი ის ფრიად შევიყვარე და საინტერესო ის არის,
რომ სწორედ მისი შეუფერხებლობის გამო, იმის გამო, რომ იქ მიგიყ-
ვანს, სადაც მიდიხარ, თორემ ბედაურით აკი შორს ვერ წახვალ, თუკი
უარესი არ მოხდა და სულაც თხრილში არ გადაგაგდო. “პრესანსეცა”
და დოსტოევსკიც შეფერხებაა. ერთის მთელი სწავლულობაცა და მე-
ორის გონებაცა და გულიც არაფრის გამო დაიკარგა. ამიტომ არის,
რომ ტურგენევი დოსტოევსკიზე მეტხანს იცოცხლებს, მაგრამ არა
მხატვრულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ შეფერხება არა აქვს”.
მომყავს ნ.ნ. სტრახოვის 1883 წლის 12 დეკემბრით დათარიღებუ-
ლი საპასუხო წერილი.

517
“რაკი ასეა, მაშ, ტურგენევზე მომწერეთ, ძვირფასო ლევ ნიკოლა-
ევიჩ. ოჰ, როგორ მწყურია რაიმე თქვენეული სიღრმისეული ანალი-
ზით ძირის-ძირამდე განშლილის წაკითხვა! თორემ ის ჯღაბნა, რითიც
ჩვენ ვართ დაკავებული, მხოლოდ ნებივრობაა ან კომედია, რომელ-
საც სხვათა დასანახად
ვთამაშობთ. ჩემს მოგონებებში მთელი ძალით შევეცადე საქმის
ლიტერატურულ მხარეს არ გავცდენოდი, მინდოდა ლიტერატურის
ისტორიიდან დამეწერა გვერდი, მაგრამ საკუთარ გულგრილობას
ვერ მოვერიე ბოლომდე. პირადად დოსტოევსკიზე წერისას მხო-
ლოდ მისი ღირსებების წინ წამოწევას ვცდილობდი, აი, თვისებები კი,
რომლებიც არ გააჩნდა, მისთვის მე არ მიმიწერია. მაგრამ ლიტერა-
ტურულ საქმეებზე ჩემმა მონათხრობმა, თქვენ როგორც ჩანს, დიდად
არ დაგაინტერესათ. და მაინც, ისიც არ ვიცი, ღირს კი ამის პირდაპირ
თქმა? მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის თქვენეულმა განსაზ-
ღვრებამ ჩემთვის ბევრ რამეს მოჰფინა შუქი, მაგრამ ვფიქრობ, მის-
თვის ეს განსაზღვრებაც რბილად ნათქვამია. როგორ შეიძლება ადა-
მიანში ძვრა მოხდეს, როცა მის სულში გარკვეულ ზღვარს მიღმა ვე-
რაფერი აღწევს? ვიმეორებ – ვერაფერი, ამ სიტყვის პირდაპირი
მნიშვნელობით; მის სულს მე სწორედ ასე ვხედავ. ოჰ, რა უბადრუკი
და საცოდავი არსებები ვართ! და ერთია მხოლოდ საშველი – ჩვენ-
სავე სულზე უნდა ვთქვათ უარი”.
ნ.ნ. სტრახოვის წერილმა სულის სიღრმემდე შემძრა და აღმაშ-
ფოთა. ადამიანი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ჩვენს
ოჯახში დადიოდა და ჩემი ქმრის გულითადი დამოკიდებულებით
სარგებლობდა, ასეთი მატყუარა აღმოჩნდა და თავს უფლება მისცა
ფიოდორ მიხაილოვიჩისთვის ჩირქი მოეცხო! მეწყინა პირადად მეც,
საწყენი იყო, რომ ასეთი მიმნდობი ვიყავი და ამ უღირს პიროვნებას-
თან დაკავშირებით მეც და ჩემი ქმარიც ასე საშინლად მოვტყუვდით.
ნ.ნ. სტრახოვის წერილში გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ თურმე “მო-
გონებების წერისას შინაგან კონფლიქტს განიცდიდა და მუდმივად

518
გულს შემოწოლილ ზიზღს ებრძოდა”. თუკი ნაკისრი შრომის მიმართ
ასეთ ზიზღს განიცდიდა და მისივე წერილით თუ ვიმსჯელებთ, ადამი-
ანს, რომლის შესახებაც მოგონებებს წერდა, პატივს არ სცემდა, რა-
ტომ ისე არ მოიქცა, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი მო-
იქცეოდა და ნაკისრ ვალდებულებაზე უარი არ თქვა? იმიტომ ხომ
არა, რომ ბიოგრაფის ძებნაში ჩემი, როგორც გამომცემლის, უხერ-
ხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უნდოდა? მაგრამ საქმე ის არის,
რომ ბიოგრაფიის დაწერა ორ.ფ. მილერმა ითავა და ამ საქმისთვის
სხვა ლიტერატორებიც მოიაზრებოდნენ (ავერკიევი და სლუჩევსკი),
რომელთაც ფიოდორ მიხაილოვიჩის ბიოგრაფია შემდგომი გამოცე-
მებისთვის დაწერეს.
სტრახოვი თავის წერილში წერს, რომ დოსტოევსკი ავი იყო და
ამის დამამტკიცებლად კელნერთან თავსგადამხდარი სულელური
შემთხვევა მოჰყავს, რომელსაც ფიოდორ მიხაილოვიჩი თურმე “სას-
ტიკად მოეპყრო”, მაგრამ ჩემი ქმარი ხომ ავადმყოფობის გამო ხან-
დახან უბრალოდ მოუთმენლობას ამჟღავნებდა და შესაძლოა დაუყ-
ვირა კიდეც მსახურს, რომელმაც შეკვეთილი სადილის მოტანა და-
უგვიანა (სხვა რა “სისასტიკე” შეიძლებოდა ფიოდორ მიხაილოვიჩს
კელნერის მიმართ გამოევლინა?), მაგრამ მისი მხრიდან ეს მხოლოდ
მოუთმენლობის გამოვლინების ნიშანია და არა სიავის. გარდა ამისა,
თავად კელნერის პასუხიც მეტისმეტად არადამაჯერებლად ჟღერს:
“მეც ხომ ადამიანი ვარ ბოლოს და ბოლოსო!”...
შვეიცარიაში უბრალო ხალხი იმდენად უხეშია, რომ წყენაზე პასუ-
ხად მსახური საცოდავი და დაჩაგრული ადამიანის სიტყვებით კი არ
შემოიფარგლებოდა, იმაში დარწმუნებული რომ ამის გამო არავინ
დასჯიდა, ფიოდორ მიხაილოვიჩს პასუხს სწორედაც რომ უკმეხად
გასცემდა.
ვერაფრით გამიგია, როგორ შეძლო სტრახოვმა ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩისთვის “ავი” ეწოდებინა და ეთქვა, რომ მას “ამქვეყნად ყვე-
ლაფერზე მეტად სწორედ საკუთარი თავი უყვარდა”? სტრახოვი ხომ

519
თვითონ იყო იმ საშინელი მდგომარეობის მოწმე, რომელშიც თავად
სტრახოვის მიერ უხეიროდ დაწერილი სტატიის (“საბედისწერო სა-
კითხის”) გამო აკრძალული “ვრემიას” დახურვით ორივე ძმა დოსტო-
ევსკი აღმოჩნდა. სტრახოვს რომ ასეთი ბუნდოვანი სტატია არ დაეწე-
რა ჟურნალი ხომ არ დაიხურებოდა და შემოსავლის მოტანასაც გა-
ნაგრძობდა, შესაბამისად, მ.მ. დოსტოევსკის გარდაცვალების შემ-
დეგ ჩემს ქმარს ჟურნალის ვალები არ დააწვებოდა მხრებზე და მთე-
ლი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ამ ვალდებულებების
გასტუმრებით არ გაიტანჯებოდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას,
რომ სტრახოვი ჩემი ქმრის ცხოვრების გზაზე ჩასაფრებული ნამდვი-
ლი ავი სული იყო, თუმცა განა მარტო ცხოვრების გზაზე, ის ახლაც,
მისი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა მოქმედებას. სტრახოვმა
მშვენივრად იცოდა, რომ ფიოდორ მიხაილოვიჩი დიდი ხნის განმავ-
ლობაში გარდაცვლილი ძმის მ.მ დოსტოევსკის ოჯახს ეხმარებოდა,
ეხმარებოდა აგრეთვე ავადმყოფ ძმას – ნიკოლაი მიხაილოვიჩს და
გერს – პ.ა. ისაევს. განა ავი გულის პატრონი და მხოლოდ საკუთარი
თავის მოყვარული ადამიანი ამდენ
რთულად შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებსა და ნათე-
სავების ბედზე ზრუნვას იკისრებდა? ფიოდორ მიხაილოვიჩის ცხოვ-
რების უმცირესი წვრილმანების მცოდნე ადამიანის მხრიდან იმის
თქმა, რომ დოსტოევსკი “ავი” იყო და “ამქვეყნად ყველაფერზე მე-
ტად მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა” უბრალოდ სრული არაკე-
თილსინდისიერებაა.
მე კი, ქმრის გვერდით გატარებული თოთხმეტი წლის შემდეგ,
თავს ვალდებულად ვთვლი დავამოწმო, რომ ფიოდორ მიხაილოვი-
ჩი უსასრულოდ კეთილი ადამიანი იყო და ამ სიკეთეს ის არა მარტო
ახლობლების, არამედ ყველა იმ პირის მიმართ ამჟღავნებდა, ვისი
წარუმატებლობისა თუ უბედურების შესახებაც ესმოდა. მას თხოვნა
არ სჭირდებოდა, თავისი სიკეთით ის თვითონ მიდიოდა გაჭირვე-

520
ბულთან და გავლენიანი მეგობრების (კ.პ. პობედონოსცევი, ტ.ი. ფი-
ლიპოვი, ი.ა. ვიშნეგრადსკი) დახმარებით მისთვის ხელის გამართვას
ცდილობდა. რამდენი მოხუცი შეაფარა მან დავრდომილთა თავშე-
საფარს, რამდენი ობოლი ბავშვი მოათავსა უპატრონო ბავშვთა სახ-
ლში და რამდენ ბედუკუღმართს დაეხმარა სამუშაოს დაწყებაში! ან
სხვათა ხელნაწერების კითხვა და შეცდომების გასწორება რამდენ-
ჯერ მოუხდა, გულახდილი აღიარებების მოსმენა თუ სრულიად ინტი-
მურ დეტალებში რჩევების მიცემა. თუ მოყვასისთვის თუნდაც უმცი-
რესი დახმარების გაწევა შეეძლო, ჩემს ქმარს ამისთვის არც დრო
ენანებოდა და არც ძალა. ადამიანებს ფულითაც ეხმარებოდა, ხოლო
თუ ფული არ ჰქონდა, თამასუქზე უწერდა ხელს და ისეც ხდებოდა,
რომ თავადვე იხდიდა. ფიოდორ მიხაილოვიჩის სიკეთე ხანდახან
ოჯახის ინტერესებსაც კი
ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო, ჩემი ქმრის ამ უკიდეგანო სიკე-
თის გამო დროდადრო ვბრაზობდი კიდეც, მაგრამ იმავდროულად
ვხედავდი, რამხელა სიხარული მოჰქონდა მისთვის სიკეთის კეთებას
და შეუძლებელი იყო არ აღვფრთოვანებულიყავი.
სტრახოვი წერს, რომ დოსტოევსკი “მოშურნე” იყო, მაგრამ ვისი
შურდა? რუსული ლიტერატურის ყველა მცოდნემ იცის, რომ ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი მთელი სიცოცხლის განმავლობაში პუშკინის
გენიის წინაშე იხრიდა ქედს და დიადი პოეტის სადიდებელ სტატიად
სწორედ მოსკოვში პუშკინის ძეგლის გახსნაზე წარმოთქმული მისი
სიტყვა იქცა.
თუკი გავიხსენებთ, რა დაწერა ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავის
“Дневник писателя”-ში ტოლსტოის შესახებ, მისი ლ. ტოლსტოის მი-
მართ შურიც ასევე ძნელი წარმოსადგენი გახდება. მაგალითისთვის
1877 წლის “დღიურს” დავასახელებ: იანვრის ნომერში “ბავშვობისა
და ყრმობის” გმირზე მსჯელობისას ფიოდორ მიხაილოვიჩი წერს: “ეს
არის ბავშვის სულის შესახებ გასაოცრად დაწერილი და უაღრესად

521
სერიოზული ფსიქოლოგიური ეტიუდი”. თებერვლის ნომერში ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ტოლსტოის “გასაოცარი სიდიადის ხელოვანს”
უწოდებს. ივლის-აგვისტოს “დღიურში” კი “ანა კარენინას” “განსაკუთ-
რებული მნიშვნელობის ფაქტად და ევროპაში რუსეთის წარმდგენ
ნაწარმოებად” მოიხსენიებს, “რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია
ევროპელებს მივუთითოთ”. შემდგომ (იქვე) განაგრძობს: “რომანის
გმირი ქალის სასიკვდილო
ავადმყოფობის გენიალურ სცენაში ეს პოეტის მიერ გენიალურად
არის აღწერილი”. სტატიის დასასრულს ფიოდორ მიხაილოვიჩი
წერს: “ისეთი ადამიანები, როგორიც ანა კარენინას ავტორია, ჩვენს
მასწავლებელთა, საზოგადოების მასწავლებელთა არსს ჰქმნიან,
ჩვენ კი მხოლოდ მათი მოსწავლეები ვართ”.
რაც შეეხება ცნობილ მწერალ გონჩაროვს, ფიოდორ მიხაილო-
ვიჩი რომანისტის არა მარტო “უდიდეს გონიერებას” აფასებდა, არა-
მედ მის ნიჭსაც დიდ პატივს სცემდა და თავის უსაყვარლეს მწერლად
აღიარებდა.
ტურგენევთან ჩემი ქმრის ურთიერთობა სიჭაბუკეში აღფრთოვა-
ნებით იყო აღსავსე. 1845 წლის 16 ნოემბრით დათარიღებულ წე-
რილში ფიოდორ მიხაილოვიჩი ძმას სწერს: “რომ იცოდე ეს რა ადა-
მიანია, ძმაო! ლამის შემიყვარდეს. პოეტი, ხალასი ნიჭი, არისტოკრა-
ტი, ლამაზი, მდიდარი, ჭკვიანი, განათლებული და თან 25 წლის,
დარჩა კი რამე, რაც ბუნებამ მისთვის არ გაიმეტა? და ბოლოს ხასი-
ათი, ამოუწურავად პირდაპირი, საოცარი და გამოწრთობილი”. შემ-
დგომ ფიოდორ მიხაილოვიჩი ტურგენევს შეხედულებათა სხვადას-
ხვაობის გამო დაშორდა, მაგრამ 1877 წლის 28 მარტით (9 აპრილი)
დათარიღებულ წერილში ტურგენევმა ფიოდორ მიხაილოვიჩს მის-
წერა: “მიუხედავად ჩვენ შორის შექმნილი გაურკვევლობისა, რის შე-
დეგადაც ჩვენი ურთიერთობა შეწყდა, გადავწყვიტე თქვენთვის მაინც
მომეწერა. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ

522
ეს გაურკვევლობები თქვენი უდიდესი ნიჭის შესახებ ჩემს აზრზე
არავითარ გავლენას არ იქონიებდა”. ფიოდორ მიხაილოვიჩმა კი
1880 წელს მოსკოვში პუშკინის ძეგლისადმი მიძღვნილ ზეიმზე პუშკი-
ნისეულ ტატიანაზე ლაპარაკისას ტურგენევის “ლიზა” ასე მოიხსენია:
“რუსი ქალის ესოდენ დადებითი და ლამაზი სახე, ალბათ, გარდა
ტურგენევის “აზნაურულ ბუდეში” ლიზას სახისა, ჩვენს მხატვრულ ლი-
ტერატურაში თითქმის აღარც განმეორებულა”.
თუნდაც ფიოდორ მიხაილოვიჩის პოეტ ნეკრასოვთან ურთიერ-
თობა რად ღირს, პოეტთან, რომელსაც სიყმაწვილის დროიდან თა-
ვისთვის ძვირფას ადამიანად თვლიდა და რომელსაც დიადი “ვლა-
სის” შემქმნელი დიადი პოეტი უწოდა?! ნეკრასოვის გარდაცვალები-
სადმი მიძღვნილ სტატიაში ფიოდორ მიხაილოვიჩმა დაწერა: “ის პო-
ეტთა რიცხვში (ანუ, მათი, ვინც რუსულ პოეზიაში “ახალი სიტყვა”
თქვა) პუშკინისა და ლერმონტოვის შემდეგ უნდა იდგესო”, ეს სტატია,
რუსული ლიტერატურის მცოდნეთა აღიარებით, ნეკრასოვის გარ-
დაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილ სტატიათაგან საუკეთე-
სოდ ჩაითვალა.
აი ასეთი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ქმარს ჩვენს გამოჩენილ
მწერლებთან და ასე აფასებდა ის მათ ნაწარმოებებს, ამდენად,
სტრახოვის მიერ დოსტოევსკის მოშურნედ მოხსენიება უაღრესად
დიდ უსამართლობად მიმაჩნია.
მაგრამ კიდევ უფრო დიდ უსამართლობად ის მეჩვენება, რომ
სტრახოვმა ჩემს ქმარს “ბილწი” უწოდა, თავს უფლება მისცა დაეწე-
რა, რომ “მას სიბილწის მოთხოვნილება ჰქონდა და ამით ამაყობდა
კიდეც”. ამის დამამტკიცებლად სტრახოვს “ეშმაკნიდან” მოჰყავს სცე-
ნა, რომლის “დაბეჭდვაზეც კატკოვმა უარიც კი უთხრა, დოსტოევსკიმ
კი ეს სცენა აქ საქვეყნოდ წაიკითხა”.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ნიკოლაი სტავროგინის მხატვრული სა-
ხის შესაქმნელად მისთვის რაიმე შემარცხვენელი დანაშაულით დამ-

523
ძიმება სჭირდებოდა. რომანის ამ თავის დაბეჭდვა კატკოვმა მარ-
თლაც არ მოინდომა და ფიოდორ მიხაილოვიჩს სთხოვა შეეცვალა,
მან კი, უარით გულდაწყვეტილმა, კატკოვის მოსაზრების გადასამოწ-
მებლად ეს თავი მეგობრებს – კ.პ. პობედონოსცევს, ა.ნ. მაიკოვს, ნ.ნ.
სტრახოვსა და სხვებს წაუკითხა, მაგრამ არა საამაყოდ, რაც სტრა-
ხოვს მოჰყავს მიზეზად, არამედ მათი კრიტიკული აზრის მოსასმენად.
როდესაც მეგობრებმა ფიოდორ მიხაილოვიჩს უთხრეს, რომ სცენა
მართლაც “მეტისმეტად რეალური” იყო, ფიოდორ მიხაილოვიჩმა
სტავროგინის დასახასიათებლად მისი აზრით ამ აუცილებელი სცენის
შემცვლელ, სხვა ვარიანტებზე დაიწყო ფიქრი. ასეთი ვარიანტი რამ-
დენიმე ჰქონდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო სცენა აბანოში (ნამ-
დვილი შემთხვევა, რომელიც ქმარს ვიღაცამ უამბო). ამ სცენაში კი
თავის ბოროტ როლს “გუვერნიორი ქალი” თამაშობდა. პირებმა, რო-
მელთაც ფიოდორ მიხაილოვიჩმა რჩევის საკითხავად ეს სცენა უამ-
ბეს (მათ შორის იყო სტრახოვიც), აზრი გამოთქვეს, რომ სცენაში “გუ-
ვერნიორი ქალის” ჩართვა მკითხველის მხრიდან დაახლოებით იმა-
ვე რეაქციას გამოიწვევდა,
როგორიც ოდესღაც “დანაშაული და სასჯელის” გამოქვეყნების
შემდეგ სტუდენტი რასკოლნიკოვის მკვლელად გამოყვანას მოჰყვა
და თუკი მაშინ დოსტოევსკის მსგავს დანაშაულებებში ჩვენი ახალ-
გაზრდა თაობისა და სტუდენტების დადანაშაულებაში დაედო ბრა-
ლი, ამჯერად ასეთ უსინდისო როლში “გუვერნიორი ქალის” გამოყ-
ვანით, ეგრეთ წოდებული, “ქალთა საკითხის” წინააღმდეგ წასვლა
დაბრალდებოდა.
რომანის სწორედ ეს ვარიანტი, სტავროგინის ეს ბილწი როლი მი-
აწერა დაუფიქრებლად გაბოროტებულმა სტრახოვმა თავად ფი-
ოდორ მიხაილოვიჩს, მაგრამ ამასთან დაავიწყდა, რომ ასეთი გაწა-
ფული გარყვნილება, სხვა თუ არაფერი, დიდ სახსრებს მოითხოვს და
მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი, ჩემი
ქმარი კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უსახსრობას განიცდიდა.

524
თუმცა სტრახოვის პროფესორ პ.ა. ვისკოვატოვზე მითითება ჩემთვის
კიდევ უფრო გასაოცარია, რადგან პროფესორი ჩვენთან არასდროს
ყოფილა და თავად ფიოდორ მიხაილოვიჩიც ვისკოვატოვს საკმაოდ
ზერელე და ფუქსავატ ადამიანად იცნობდა, რაზეც დრეზდენიდან ა.ნ.
მაიკოვისადმი მიწერილ წერილში “ერთ რუსთან” შეხვედრის ეპიზო-
დი მეტყველებს.
ჩემი მხრივ კი შემიძლია დავამოწმო, რომ მიუხედავად თავის ნა-
წარმოებებში გმირთა სულმდაბალი ქცევების ხანდახან მეტისმეტად
რეალური აღწერისა, ფიოდორ მიხაილოვიჩი
“გარყვნილებისგან” ყოველთვის ძალიან შორს იდგა. ვფიქრობ
ცხადია, რომ დიდი ხელოვანისთვის თავისი გმირების მიერ ჩადენი-
ლი დანაშაულებების წარმოსახვაც სრულიად საკმარისია და მათ აღ-
საწერად თავად ამ დანაშაულებების ჩადენა სულაც არ სჭირდება,
თორემ სხვა შემთხვევაში უნდა გვეღიარებინა, რომ რასკოლნიკოვის
მიერ ორი ქალის მკვლელობის ასე რეალურად დახატული სურათის-
თვის დოსტოევსკის ვიღაცის მოკვლა მოუხდა.
უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიხსენებ ფიოდორ მიხაილო-
ვიჩის ჩემდამი მოპყრობასაც, მის თვალყურს, რომ შემთხვევით რო-
მელიმე უზნეო რომანი არ წამეკითხა და აღშფოთებას, როდესაც მას-
თან დაუფიქრებლად ვიღაცისგან გაგონილი უწმაწური ანეკდოტი წა-
მომცდებოდა ხოლმე. ის უბრალო საუბრის დროსაც კი თავშეკავებუ-
ლი იყო და ცინიკურ გამონათქვამებს არც სხვას პატიობდა და არც
თვითონ იყენებდა... ამაში, დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმე-
ბა, ვისაც ფიოდორ მიხაილოვიჩთან პირადი ურთიერთობა ჰქონია.
სტრახოვის ცილისმწამებლური წერილის წაკითხვის შემდეგ გა-
დავწყვიტე პროტესტი გამომეთქვა. მაგრამ როგორ? რა ფორმით?
საპასუხო წერილის დასაწერად უკვე მეტისმეტად დიდი დრო იყო გა-
სული: სტრახოვის წერილი 1913 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა, მე კი
მის შესახებ თითქმის ერთი წლის შემდეგ შევიტყვე. ანდა მის ცილის-

525
წამებებზე გაზეთში დაბეჭდილი უარყოფა რას მომცემდა, მორიგი წე-
რილი, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ ამბებში ჩაიკარგებოდა და შე-
საძლოა ბევრსაც
არავის წაეკითხა... მე რჩევა მეგობრებსა და ახლობლებს ვკითხე,
რომელთაგანაც ზოგიერთი ფიოდორ მიხაილოვიჩსაც იცნობდა, მაგ-
რამ მათი აზრი ორად გაიყო. ერთნი მეუბნებოდნენ, რომ ასეთი უნა-
მუსო ცილისწამება ყურადღების ღირსადაც არ ღირდა და რუსულ და
მსოფლიო ლიტერატურაში ფიოდორ მიხაილოვიჩის ღვაწლს ცი-
ლისწამება ვერაფერს დააკლებდა. მეორენი კი მარწმუნებდნენ, რომ
პროტესტი აუცილებლად და თუნდაც იმის გამო უნდა გამომეთქვა,
რომ ჩემი, იმ ადამიანის გაჩუმება, რომელმაც მთელი სიცოცხლე
ქმრის საქმესა და მის ხსოვნას შესწირა, ზოგიერთს ცილისწამების და-
დასტურებად არ მიეღო.
თუმცა სტრახოვის წერილით აღშფოთებულნი იყვნენ ისეთებიც,
ვინც თვლიდნენ, რომ მარტო ჩემ მიერ დაწერილი უარმყოფელი წე-
რილი საკმარისი არ იქნებოდა და საჭირო იყო სტრახოვისთვის პასუ-
ხი ფიოდორ მიხაილოვიჩის მეგობრებსა და მისდამი პატივისცემით
განწყობილ პირებსაც გაეცათ. ზოგმა საპროტესტო წერილის შედგენა
და ამ წერილებზე ხელმოწერების შეგროვება ითავა, ზოგმა თავისი
აღშფოთების გამოხატვა პირადი პუბლიკაციით მოინდომა, ზოგმა კი
მირჩია, პროტესტის გამომხატველი წერილისთვის ფიოდორ მიხაი-
ლოვიჩზე მოგონებები დამერთო, რომელიც ცილისწამებისავე სა-
პირწონედ ჩემი ქმრის, როგორც უაღრესად კეთილი და გულისხმიე-
რი ადამიანის, სახეს წარმოაჩენდა და სხვადასხვა დროს ჟურნალებ-
ში დაიბეჭდებოდა...
ამ უბადრუკი, ჩემი ცხოვრების ბოლო წლების ესოდენ გამამწარე-
ბელი სტრახოვის წერილზე ახლობლებთან საუბრისას ყველას ერ-
თსა და იმავეს ვეკითხებოდი, – რა შეიძლებოდა, მათი აზრით, სტრა-
ხოვის მიერ ასეთი წერილის დაწერის მიზეზი გამხდარიყო? უმრავ-

526
ლესობა გამოთქვამდა აზრს, რომ ეს სტრახოვის მხრიდან ლიტერა-
ტურულ სამყაროში ესოდენ ჩვეულებრივი – “პროფესიული შურის”
გამოვლინება იყო; რომ შესაძლოა ფიოდორ მიხაილოვიჩმა თავისი
პირდაპირობით, ან იქნებ მკვახე სიტყვითაც სტრახოვს რაღაც აწყე-
ნინა (რასაც ეს უკანასკნელი თავადაც ამბობს) და სტრახოვს, თუნდაც
უკვე გარდაცვლილის წინააღმდეგ, უბრალო შურისძიება ამოძრავებ-
და. თავისი აზრის ბეჭდვურ სიტყვაში გამოთქმა მან ვერ გაბედა, იცო-
და, რომ ამით დოსტოევსკის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა
რისხვას დაიმსახურებდა, ადამიანებთან ჩხუბი კი მის ხასიათს მკვეთ-
რად ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთმა პირმა, რომელიც სტრახოვს
საკმაოდ ახლოს იცნობდა, გამოთქვა აზრი, რომ სტრახოვს თავისი
წერილით ტოლსტოის თვალში დოსტოევსკისთვის “ჩირქის მოცხე-
ბა”და მისი “დამცირება” უნდოდა, როდესაც მე ამ მოსაზრების მარ-
თებულობაში ეჭვი შევიტანე, თანამოსაუბრემ სტრახოვის შესახებ თა-
ვისი საკმაოდ გამორჩეული და სხვებისგან განსხვავებული აზრი გა-
მანდო.
“რას წარმოადგენს სინამდვილეში სტრახოვი? ეს არის ჩვენს
დროში გამქრალი კეთილშობილი წარმოშობის მქონე სამადლოდ
სარჩენი ადამიანის ტიპი, როგორსაც ძველად ბევრს შეხვდებოდით.
აბა დაფიქრდით,, ის ტოლსტოის, ფეტსა და დანილევსკის თვეობით
სტუმრობდა,
ზამთრობით, გარკვეულ დღეებში, სადილად ახლობლებთან და-
დიოდა და ჭორები ერთი ოჯახიდან მეორეში გადაჰქონდა. როგორც
მწერალი და ფილოსოფოსი – ის არავის აინტერესებდა, მაგრამ,
რამდენადაც მაგალითად, ტოლსტოის შესახებ, რომლის მეგობრა-
დაც ითვლებოდა, მასპინძლებისთვის რაიმე საინტერესო ამბის მო-
ყოლა შეეძლო, ყველგან სასურველი სტუმარი იყო. ტოლსტოისთან
ამ მეგობრობას სტრახოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და იქიდან
გამომდინარე, რომ საკუთარ პერსონაზეც დიდი წარმოდგენა ჰქონ-

527
და, ალბათ თავს ტოლსტოის საყრდენადაც კი მიიჩნევდა. წარმოიდ-
გინეთ, როგორ აღშფოთდებოდა სტრახოვი, როცა დოსტოევსკის
სიკვდილის შემდეგ ტოლსტოიმ ფიოდორ მიხაილოვიჩს თავისი “საყ-
რდენი” უწოდა და გულწრფელი სინანული გამოთქვა, რომ დოსტო-
ევსკის პირადად არ იცნობდა. შესაძლოა აგრეთვე, რომ დოსტოევ-
სკის ნიჭით აღფრთოვანებული ტოლსტოი თავის ამ აღფრთოვანებას
ხშირად გამოხატავდა და ეს სტრახოვს ეჩოთირებოდა კიდეც. სწო-
რედ ამიტომ, ტოლსტოის თვალში დოსტოევსკის კეთილი სახელის
დასამცრობად დასჭირდა მას დოსტოევსკის შესახებ ამ ცილისწამება-
თა მოგონება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ოდესღაც მი-
ყენებული წყენის სამაგიეროდ სტრახოვს შთამომავლობის წინაშე
დოსტოევსკის ხსოვნის შერყვნაც უნდოდა, რადგანაც ხედავდა,
ტოლსტოისადმი მკითხველთა სიყვარულს, თავისუფლად შეეძლო
ევარაუდა, რომ ტოლსტოის წერილები და კორესპონდენცია ოდესმე
დაიბეჭდებოდა და თავის ბოროტ მიზანს, თუნდაც წლების მერე, მაგ-
რამ აუცილებლად მიაღწევდა”.
რამდენადაც თანამოსაუბრის განსხვავებული მოსაზრება ბოლომ-
დე ვერ გავიზიარე, ჩემი ცხოვრების ამ მძიმე ეპიზოდზე საუბარს
სტრახოვის წერილშივე გამოყენებული სიტყვებით ვასრულებ: “ადა-
მიანში კეთილშობილებასთან ერთად შეიძლება ათასი სისაძაგლეც
არსებობდეს”.

ჩემი მოგონებებიდან
მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად ამოუცნობ გა-
რემოებად მეჩვენებოდა, რომ იმ სიყვარულისა და პატივისცემის გარ-
და, როგორ სიყვარულსაც ბევრი ქმარი გრძნობს ცოლის მიმართ,
ფიოდორ მიხაილოვიჩს ჩემდამი რაღაც სხვა დამოკიდებულებაც
ჰქონდა, თითქოს ვიღაც სრულიად გამორჩეული, ამქვეყნად მხო-
ლოდ მისთვის მოვლენილი ადამიანი ვყოფილიყავი, თითქმის მე-
თაყვანებოდა კიდეც. კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ ჩემდამი ეს

528
დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენი ქორწინების პირველ ხანებში,
არამედ სიცოცხლის ბოლომდე, ოჯახური ცხოვრების თოთხმეტი
წლის განმავლობაში არ შეცვლია. ამასთან, მე არც სილამაზით გა-
მოვირჩეოდი, არც რაიმე ნიჭით, არც განსაკუთრებული გონიერები-
თა და არც უმაღლესი განათლებით (გიმნაზიის საშუალო განათლება
მქონდა). მიუხედავად ამისა, როგორღაც მოხდა, რომ ასეთი ჭკვიანი
და უნიჭიერესი ადამიანის პატივისცემა და თითქმის თაყვანისცემაც კი
დავიმსახურე (ისინი, ვინც ფიოდორ მიხაილოვიჩის ჩემდამი წერი-
ლებს წაიკითხავენ, ამ სიტყვებს ტრაბახში არ ჩამომართმევენ).
ეს გამოცანა ჩემთვის, ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც
“Литературные изгнанники”-ს 1890 წლის 5 იანვრის ნომერში ნ.ნ.
სტრახოვის წერილზე დართული ვ.ვ. როზანოვის შენიშვნები წავი-
კითხე:
“ვერავინ, თვით “მეგობარიც” კი ჩვენს გამოსწორებას ვერ შეძ-
ლებს; მაგრამ დიადი ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში ჩვენგან გან-
სხვავებულ, სხვა წყობისა და სხვა შეხედულებების მქონე ადამიანს
ვხვდებით, რომელიც მუდამ იმად რჩება, რაც არის, კვერს არ გვიკ-
რავს, არ გბაძავს (არასდროს!) და ჩვენს მეობაში, ჩვენთვისვე გაუგე-
ბარ ჩვენს არეულ აზრებსა თუ სისუსტეებში თავისი არსებით არ იჭრე-
ბა (რადგან, თუკი საწინააღმდეგოდ იქცევა, ეს ყოველთვის თვალ-
თმაქცობაა!), მაგრამ იმავდროულად, ზურგს უკან მყარ კედლად
გვიდგას და ნებისმიერი ჩვენგანისთვის დამახასიათებელი ჩვენი “სი-
სულელეებისა” და “შეშლილობების” მომგერიებლის როლს თამა-
შობს. მეგობრობა – წინააღმდეგობრიობაშია და არა თანხმობაში.
ჭეშმარიტად, ღმერთმა სტრახოვის სახით ნამდვილი მასწავლებელი
გამომიგზავნა: მასთან მეგობრობა და ურთიერთობა ჩემთვის მუდამ
რაღაც მყარი კედლის როლს ასრულებდა, რომელზეც, და მე ამას
მთელი არსებით ვგრძნობდი, დაყრდნობა, უფრო სწორად მიყუდება

529
ყოველთვის შემეძლო, და ვიცოდი, რომ ის არათუ არასდროს გამო-
მეცლებოდა, არამედ მეტიც, მყარი საყრდენის შექმნასთან ერთად
მუდამ გამათბობდა კიდეც”.
მართლაც, მე და ფიოდორ მიხაილოვიჩი ადამიანთა ერთმანე-
თისგან სრულიად “განსხვავებულ, სხვა წყობისა და სხვა შეხედულე-
ბების მქონე” ტიპებს წარმოვადგენდით, მაგრამ ყოველთვის “იმად
ვრჩებოდით, რანიც ვიყავით”, ერთმანეთს “კვერს არ ვუკრავდით და
არ ვბაძავდით”. მე მის მეობაში არ ვიჭრებოდი, ის კი ჩემსაში და ამის
წყალობით თავს ორივე სულიერად თავისუფალ
ადამიანებად აღვიქვამდით. ფიოდორ მიხაილოვიჩი, რომელსაც
განმარტოებით და ესოდენ ხშირად ადამიანის სულის საკითხებზე
ფიქრი უყვარდა, როგორც ჩანს, თავის სულიერ სამყაროსა და ფიქ-
რში ჩემს ჩაურევლობას აფასებდა და ალბათ ამიტომ იყო, რომ ხში-
რად მეუბნებოდა: “შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვინც მე გამიგოო!”
(ანუ ის, რაც მისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი). მე მისთვის მუ-
დამ რაღაც “მყარი კედელის როლს ვასრულებდი, რომელზე დაყ-
რდნობაც, უფრო სწორად, მიყუდებაც შეეძლო (და ისიც ამას მთელი
არსებით გრძნობდა) და იცოდა, რომ მე არათუ არასდროს გამოვეც-
ლებოდი, არამედ მეტიც, მყარი საყრდენის შექმნასთან ერთად მუდამ
გავათბობდი კიდეც”.
ჩემი აზრით, ამით აიხსნება ის გასაოცარი ნდობა, რომელსაც ფი-
ოდორ მიხაილოვიჩი ჩემდამი და ჩემი ყველა ქმედებისადმი განიც-
დიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებებში განსაკუთრებული ნამ-
დვილად არაფერი იყო.
ერთმანეთის მიმართ სწორედ ამ დამოკიდებულებამ მოგვცა
ორივეს საშუალება ჩვენი ოჯახური ცხოვრების თოთხმეტივე წელი
ადამიანური ბედნიერების მწვერვალზე გვეცხოვრა.

***

530
1917 წლის ზაფხულს, სამხრეთში ყოფნისას, ანა გრიგორევნა მა-
ლარიის მძიმე ფორმით დაავადდა. პეტერბურგში დაბრუნების მცდე-
ლობა ჩაეშალა, რადგან აღმოჩნდა, რომ ავადმყოფობითა და ხელ-
მოკლედ ცხოვრებით მისი ჯანმრთელობა უკვე სერიოზულად შერ-
ყეულიყო. ტანჯვას ის დაუჯერებელი მხნეობით იტანდა. ანა გრიგო-
რევნას მოგონებისას ექიმი ზ.ს. კოვრიგინა წერდა: “იმ დროს, სიცოც-
ხლის იმ უკანასკნელ თვეებში ანა გრიგორევნა თავისი ღრმა და გან-
საკუთრებული სულიერებით გვაოცებდა და არა როგორც ანარეკლი,
არა როგორც დოსტოევსკის ცოლი, არამედ თავისთავად, თავისი პი-
როვნული თვისებებით ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდა: თავისი და-
უცხრომელი ენერგიით, მახვილი გონებითა და მეტიც: ყოველი გარე-
მომცველის მიმართ დაუღალავი ინტერესით. ყველაფერში, რასაც
ხელს ჰკიდებდა, დიდი გზნება და ცეცხლი შეჰქონდა. ხანდახან უბრა-
ლოდ იმის დაჯერებაც კი გვიჭირდა, რომ ამ ყველაფერს მოხუცი ქა-
ლი აკეთებდა... თავისი მთლიანობით უიშვიათესი ბუნების ადამიანი.
ადამიანი, რომელსაც სიყვარულიცა და სიძულვილიც ერთნაირად
და ბოლომდე შეეძლო...”.
ანა გრიგორევნა 1918 წლის 9 ივნისს იალტაში გარდაიცვალა და
იქვე, აუტკის სასაფლაოზე დაიკრძალა. მხოლოდ 1968 წელს, გარ-
დაცვალებიდან ორმოცდამეათე წლისთავზე მოხერხდა მისი უკანას-
კნელი ნების შესრულება და ანა გრიგორევნას ცხედარი ალექსან-
დრე ნეველის ლავრაში, ქმრის გვერდით გადმოასვენეს.

კუზიანი მონა
ყანაში მომუშავეთა ჯგუფს მოხუცი გამოეყო. ბარი ხეზე მიაყუდა და
ოფლი სახელოთი მოიწმინდა. ერთხანს ჩამავალ მზეს გაჰყურებდა.
მერე ზანტად შეაქცია ზურგი. მის თვალწინ ახლა გორაკი აღიმართა.
დილით რომ სამუშაოდ გამოვიდა, მზე ჯერ კიდევ ამ გორაკის უკან
იყო დამალული. მუშაობაში გართულმა ვერც კი შენიშნა მისი ამოს-
ვლა. მთელი დღე თავაუღებლივ ბარს სცემდა მიწას. მოხუცმა კვლავ

531
მზეს გაჰხედა: მის სხივებს ძალა დაჰკარგოდა და ძლივსღა სწვდებო-
და ყანას.
მოხუცს ახალგაზრდა მოჰყვა, იმას მეორე, შემდეგ მესამეც წამო-
ვიდა და ბოლოს ყველამ ხესთან მოიყარა თავი. ერთმანეთისაგან
ასაკით თუ განსხვავდებოდნენ, თორემ რამდენი ჰქონდათ საერთო:
დაღლილი და ტანჯული სახეები, გაძვალტყავებული სხეული, და-
ძონძილი ტანსაცმელი...
იქვე ახოვანი ვაჟკაცი იდგა. ხელში მოვერცხლილი ჯოხი ეკავა და
მონების შეგროვებას ელოდა. სახელად ზენონი ერქვა. ერთ დროს
ისიც მონა იყო, მაგრამ მლიქვნელობითა და გაიძვერობით ბატონის
გული მოიგო. ზედამხედველობა მოიპოვა და თავისსავე მოძმეებს
მტარვალად მოევლინა. ახლაც მედიდურად გადათვალა შეკრებილ-
ნი და როცა სათვალავში ერთი დააკლდა,
ყანას მოავლო თვალი. იქ კი ერთადერთი კაცი დარჩენილიყო,
რომელიც თავაუღებლივ განაგრძობდა მუშაობას.
– კაცი კი არა რკინაა, რამდენი ვაჟკაცი ინატრებდა მაგის ენერგი-
ას, – ჩაილაპარაკა მოხუცმა მონამ. ზენონს კი ზიზღნარევმა ღიმილმა
გადაურბინა სახეზე და:
– ეზოპე! – გასძახა მონას.
ეზოპემ თავი ასწია. შემდეგ ბარი დინჯად გაიდო მხარზე და ფარ-
თო ნაბიჯით წამოვიდა. მონები თანაგრძნობით გაჰყურებდნენ მომა-
ვალს, ზენონს კი ზიზღი ეხატებოდა.
მოაბიჯებდა ერთგული და შრომისმოყვარე მონა და ვინ იცის, რა-
ზე ფიქრობდა. თუმცა ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჭკუითა და გამ-
ჭრიახობით, მაგრამ გარეგნული იერი კი ვეღარ გამოიმეტა. უზარმა-
ზარი კუზი მთასავით ედგა დაბალ ტანზე. მობრეცილი ფეხები ჰქონ-
და, ვეება ხელები კი თითქმის მუხლებამდე სწვდებოდა. კისერი არ
ეტყობოდა და მნახველი იფიქრებდა, კიტრივით წაგრძელებული თა-
ვი პირდაპირ მხრებზე მიუბამთო. გრძელი ცხვირი და დიდი ყურები,

532
შავი და ხორკლიანი სახე საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგ-
რამ ამის შემდეგ თუ ვინმე მოისურვებდა და თვალებში ჩახედავდა,
იქ მხოლოდ გონიერებას და უსაზღვრო გულკეთილობას
ამოიკითხავდა. მრავალი ჭირის მნახველი იყო, მაგრამ ეზოპესა-
გან ჩივილი არავის გაუგონია. როგორღაც ერთ მეგობარს უთქვამს:
ღმერთებს რომ შენთვის ადამიანური იერი მოეცათ, უთუოდ სახელ-
განთქმული მოქალაქე გახდებოდიო. მაშინ ეზოპე ჩაფიქრებულა და
შემდეგ ასეთი არაკით გაუცია პასუხი:
საამურად გაისმოდა ბულბულის ტკბილი გალობა. დაღონებულმა
ფარშავანგმა ჰერას27 შესჩივლა: – განა რა ბრალი მიმიძღოდა ღმერ-
თების წინაშე, რომ ასეთი საშინელი ხმა მარგუნეს წილად?! – შენ
მართალი ხარ! – მიუგო ჰერამ, – მაგრამ ასე ინებეს ყოვლისშემძლე
ღმერთებმა, ყველა ფრინველი განსაკუთრებული ნიჭით შეამკეს: თუ
ბულბული თავისი ტკბილი ხმით აღგემატება, სამაგიეროდ, შენ უფრო
ლამაზი ფრთები გაქვს. არწივი ძალით გამოირჩევა, ხოლო ყვავს ცუ-
დი ამბის წინასწარმეტყველება შეუძლია. თუ გსურს თავს უბედურად
არ გრძნობდე, ღმერთებისაგან მონიჭებული წყალობა უნდა იკმარო!

27
ქორწინების ქალღმერთი. ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის,
მეუღლე, ჰერას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში,
განსაკუთრებით კი სპარტაში, კორინთოსა და არგოსში.
533

You might also like