You are on page 1of 2

საქართველოს რეალური

ბიომრავალფეროვნება

ბატონო/ქალბატონო,

გაცნობებთ, რომ თბილისის ზოოპარკი იწყებს ახალ პროექტს „საქართველოს რეალური


ბიომრავალფეროვნება“

პროექტი მოიცავს ინტერაქტიული შეხვედრების (ლექციების) კურსს საქართველოს


ბიომრავალფეროვნების შესახებ.

მეცნიერები ილიას უნივერსიტეტის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, თბილისის


ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და თბილისის ზოოლოგიური პარკიდან, გაუზიარებენ
თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს - მოსწავლეებსა და სტუდენტებს
(ასაკი -12 წლიდან ზევით), ასევე დაინტერესებულ მასწავლებლებს.

დამსწრე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას:

 საქართველოში ველური ბუნების წარმომადგენლების გავრცელების,


მდგომარეობის და საფრთხეების შესახებ.
 ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილების
შედეგების შესარბილებლად.
 ადამიანის როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.
შეხვედრების ციკლის შემდეგ ახალგაზრდები შეძლებენ იმსჯელონ ქვეყნის
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის
მოქალაქეებისათვის, მათი ჯანმრთელობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და
მთლიანად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

შეხვედრები გაიმართება 2024 წლის 3 თებერვლიდან ყოველ შაბათ დღეს, დილის 11:00
საათზე თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში.

შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულში (დანართი 1).

ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ

დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს ამა წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე.


შესაძლებელია რეგისტრაცია როგორც მთლიან პროგრამაზე, ასევე ერთ, ან რამდენიმე
შეხვედრაზე.

ახალგაზრდებს, რომლებიც დაესწრებიან ყველა შეხვედრას, გადაეცემათ ღონისძიებაში


მონაწილეობის სერთიფიკატები.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/bUnksTgbYu8KWeQ2A

ღონისძიების მონაწილეთათვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი

You might also like