You are on page 1of 9

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხელმძღვანელი: ნატალია თვალჭრელიძე

სტუდენტი:თინათინ დადუნაშვილი

ფინალური დავალება N1

თბილისი, 2022
აბსტრაქტი

არსებული ღონისძიება წარმოადგენს თეატრალურ კონკურსს, რომელიც პანდემიის


გამო ტარდება ვირტუალურად, ონლაინ სივრცეში. ღონისძიება მორგებულია 25
ქვეყნის 35 სპექტაკლზე, შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ნაშრომში განხილულია
ღონისძიების ჩატარების დეტალური გეგმა, კერძოდ: მიზანი, სამიზნე აუდიტორია,
კომუნიკაციის გეგმა, მედიასთან ეფექტური ურთიერთობა, რისკები და
შემაფერხებელი გარემოებები და სხვა.

საძიებო სიტყვები

თეტრალური კონკურსი, ღონისძიება, დაჯილდოების ცერემონია, პანდემია,


ონლაინ პლათფორმა, Webex, სპექტაკლი, საუკეთესო.

შესავალი

სოციალური დისტანცირების პირობებში, როდესაც ვერ ხერხდება ყოველდღიური


საქმიანობისა და იმ დღის წესრიგის გაგრძელება, რასაც საყვარელ ადამიანებთან
შეხვედრა, ემოციები და შთაბეჭდილებების გაზიარება იწვევს, საციცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ხდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მთელი რიგი სიკეთეები
რომელიმე რელევანტური პლატფორმის საშუალებით გამოვლინდეს და
დარეგულირდეს.ცხადია, პანდემიის გამო ადგილები დაცარიელდა, გაჩერდა
უამრავი ბიზნეს აქტივობა, შესაბამისად აღარ ტარდება შეკრებები და
ღონისძიებები.ამიტომ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება ონლაინ
ერთადერთი გამოსავალია.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული გერმანული ქორეოგრაფის, პინა ბაუშის


დადგმების საარქივო ჩანაწერები წარმოადგინა ,,ვუპერტალის ცეკვის თეატრმა’’
თავის ოფიციალურ ვებგვერდზე,ერთგულ მაყურებლებს კი, უახლესი რამდენიმე
დღე მისი ცნობილი Palermo, Palermo-ს ნახვის სიამოვნება ჰქონდათ.ქართულ თეატრს
თუ გავიხსენებთ, სამეფო უბნის თეატრი(გარდა იმისა,რომ სარეპერტუარო
სპექტაკლების განთავსება დაიწყო Youtube-ის Channel- ზე, მუშაობს ახალ
ვირტუალურ პროექტზე, როგორც ვხედავთ პანდემიის პირობებში შესაძლებელი
გახდა ალტერნატიული გზის პოვნა, ვინაიდან შიშებთან გამკლავებისა და
გადარჩენის ხერხი, გემოვნებიანი მაყურებლებისათვის, თეატრთან ასოცირდება.
(Hammock magazine)
ასევეა ჩვენი ღონისძიებაც, რომელიც ონლაინ ფორმატში ტარდება. 25 ქვეყნის 35
სპექტაკლში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და რა თქმა უნდა
დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: ,,საუკეთესო სპექტაკლი’’, ,,საუკეთესო
მუსიკალური გაფორმება’’, ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცი’’ და ,,საუკეთესო მსახიობი
ქალი’’.

ღონისძიების კონცეფცია

რას ვაკეთებთ?

თეატრალური კონკურსის ონლაინ დაჯილდოების ცერემონია.

რატომ ვაკეთებთ?

პირველ რიგში, იმისთვის რომ ინფორმაცია მიეწოდოს უშუალოდ მაყურებლებს


დაჯილდოების პროცესებთან დაკავშირებით; მსახიობებისა და სპექტაკლების
გაცნობა/ პოპულარიზაცია; სახელოვნებო სფეროს პოპულარიზაცია/გნვითარება,
ფინანსური სარგებელი.

ვინ აკეთებს?

სარეკლამო კომპანია ,,მოზაიკა ‘’


სად ვაკეთებთ?

ვირტუალურ სივრცის საშუალებით. Webex პლათფორმა.პირდაპირი ტრანსლაცია


იქნება შესაძლებელი ტელევიზიით და გარდა ტრადიციული მედიისა, სხვადასხვა
სოციალურ არხში ჩაეშვება, მაგ: (FB, IG).

სამიზნე აუდიტორია:

Webex პლატფორმის დახმარებით პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი


ტრანსლაცია, შესაბამისად, დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული თუ სხვა ასპექტები
შეზღუდული არ იქნება, თუმცა ცხადია, რომ სპექტაკლებით ძირითადად
დაინტერესებულია

აღწერა:

ცხადია, პანდემიამ დიდი გავლენა იქონია, სახელოვნებო, კულტურული თუ სხვა


სახის ღონისძიებებზე და არა მარო ღონისძიებებზე, საგრძნობლად შემცირდა
კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. ამიტომაც აუცილებელი გახდა
ალტერნატიული გზის პოვნა და ღონისძიებების ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენმა
გუნდმა, გადავწყვიტეთ, ვირტუალურად, Webex-ის პლატფორმის შესაბამისად
განვახორციელოთ თეატრალურ კონკურსში ნომინაციებში გამარჯვებულების
დაჯილდოების ცერემონია. პროექტის მთავარი მიზანია, თეატრის მიმართ ინტერესი
გაუღვიძოს ნებისმიერი სეგმენტის ადამიანს ; რომ პანდემიამ საბოლოდ ვერ შეძლო
კულტურაზე გამარჯვება და თუ კი სურვილი და დაინტერესება არსებობს
საზოგადოების მხრიდან, ალტერნატიული გზები ყოველთვის გამოიძებნება.

პროექტის მიზანები / დეტალური სქრინი:

მოცემული ღონისძიების მიზანია, რომ მიუხედავად პანდემიისა განსხვავებული


ფორმატის ფარგლებსში ჩატარდეს ღონისძიება, რომელიც აქამდე არ სარგებლობდა
პოპულარობით. 35 სპექტაკლის შედეგად, განიხილება დაჯილდოების ნომინაციები,
რის შედეგადაც გამოვლინდებიან ადამიანები სხვადასხვა ნომინაციაში და პროექტის
მთავარი მიზანიც ეს არის.

მთავარი ნომინაციებია:

 საუკეთესო სპექტაკლი
 საუკეთესო მხატვარი
 საუკეთესო მუსიკალური გამორმება
 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
 საუკეთესო მსახიობი ქალი

პროექტის აუდიტორია:

პანდემიის გამო, ცხადია, გათვალისწინებულ იქნება რიგი შეზღუდვები, შესაბამისად,


ღონისძიების ტრანსლაცია გადმოიცემა ონლაინ სხვადასხვა ონალინ პლატფორმების
დახმარებით. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, სხვადასხვა
ქვეყნებში. წარმოდგენილნი იქნებიან მოწვეული სტუმრები.

სეგმენტი:

 მონაწილე ქვეყნების თეატრალური დასები


 მონაწილე ქვეყნების სამსახიობო აკადემიების წარმომადგენლები
 მონაწილე ქვეყნის კულტურის სამინისტროში წინა პლანზე მომუშავე პირები
7. პროექტის განხორციელების სტრატეგია და ტაქტიკა (მედიასთან ურთიერთობისა
და დეტალური დღის წესრიგის ჩათვლით)

სტრატეგია

პროექტის განხორციელების უპირველესი სტრატეგიაა მთელი


მსოფლიოს მასშტაბით არსებული თეატრისა და სახელოვნებო ,კულტურის
ინსტიტუტების შენარჩუნება, მიუხედავად პანდემიისა, საზოგადოებისთვის
იმ მესიჯ ბოქსის მიწოდება, რომ პანდემიის დროსაც შესაძლებელია ,,თეატრი
სახლში მოიყვანო’’. მედია საშუალებები კი იქნებიან ტელეკომპანია ფორმულა,
მთავარი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.ამას გარდა, ონალინ
გამოცემებთა მჭიდრო კავშირის შედეგად ქვეყანაში მოქმედ პრეს სამსახურს
დაეგზავნება პრეს რელიზი. რაც ყველაში მნიშვნელოვანია მედიის საშალებით
მოხდება მაყურებლის დაინტერესება, შესაბამისად გაიზრდება საზოგადოების
დაინტერესება მოსალოდნელი ღონისძიების მიმართ.

ძირითადი დეტალები :

ლოკაცია: მარჯანიშვილის თეატრის სცენა, სადაც დამონტაჟდება კამერები და


შესაძლებელი იქნება ტრანსრილება.

ჩატარების თარიღი : 08.03.2021

დაწყების დრო: 19:00 სთ


დასრულების დროს 22:00სთ. ღონისძიება ჩატარდება 8 მარტს, გაზაფხულისა და
ბუნების გამოღვიძების თემატურად.

ხანგრძლივობა - 3 (სამი საათი )

ტრანსლაციის პლატფორმები - Zoom, Facebook live, Webex Meetings, სხვადასხვა


საზოგადოებრივი მაუწყებლობები

ენა - (საერთაშორისო) ინგლისური

ჟიური : მოწვეული იქნება კრის ნოთი ( ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი) ,


პედრო ალმადოვარი (ესპანელი კინო რეჟისორი) , ლევან წულაძე, რობერტ სტურუა.

წამყვანები: ია სუხიტაშვილი, დუტა სხირტლაძე.

ტაქტიკა:

დეტალური დღის წესრიგი

ღონისძიების განმავლობაში 5 სახეობის ნომინაცია წარდგება. საერთო ჯამში 25


ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 35 სპექტაკლით.სპექტაკლებთან დაკავშირებით,
ბუნებრივის, გადაღებულია კადრები, რომლებსაც ღონისძიების მსველოლობისას
თიზერით სახით შევთავაზებთ მაყურებელს.

 დაჯილდოვება დაიწყება 19:00 საათზე;


 ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით გაიხსნება და
წარმოდგენილი იქნება ცნობილი ნაწარმოებები;
 მისალმება დაახლოებით 10 წუთი;
 ღონისძიება იქნება ინგლისურ ენაზე;
 მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო დირექტორი ლევან
წულაძის მისალმება;
 ისევ წამყვანები დაბრუნდებიან და დაიწყებენ კონკურსში
გამარკვებულების დაჯილდოვების ცერემონიას;
 ყველა ნომინაციის გამოცხადებისას ჟიურის წევრი გადასცემს
პალმის რტოს;
 ისევ გაჟღერდება სხვადასხვა კომპოზიციები, კლასიკური
ნაწარმოებები;
 20:50-22:00 საბოლოო შეჯამება და დამშვიდობება;
 ფოიერვერკი სხვადასხვა დროშის ფერების მიხედვით, 25 ქვეყნის
დროშის ფერები გამოისახება ცაზე,პირველი იქნება მასპინძელი საქართველო;
 21:00-22:00 ალა ფურშეტი და კლასიკური მუსიკა ქართული
ფილმებიდან , სუხიშვილები;

შემაფერხებელი ფაქტორები, ფორს მაჟორი და გეგმა B (ასეთის არსებობის


შემთხვევაში)

რაც შეეხება შემაფერხებელ გარემოებებს, აღსანიშნავის რომ ადგილი ჰქონდეს ფორს-


მაჟორს.კონკრეტულად, შეიძლება თუნდაც ერთ-ერთი ჟიურის წევრი/ წამყვანი ვერ
დაესწროს კონკურსს, იქედან გამომდინარე, რომ დაინფიცირებული იყოს ან სულაც
სხვა, ნებისმიერი მიზეზის გამო ვერ შეძლონ.ასევე, გამოვლინდეს ტექნიკური
ხარვეზები და ჩავარდეს პროექტი, ვინაიდან მეტწილად ღონისძიება აგებულია
არსებულის ირგვლივ.დასწრება.ადგილი შესაძლოს ჰქონდეს დაგვიანებას, რიგი
მიზეზების გამო, აღნიშნულის გამოსასწორებლად კი სპეციალურად მოწვეული,
ცნობილი წამყვანი მაყურებლის წინაშე წარსდგება (სპეც. სფიჩით) ,ასეთის არსებობის
შემთხვევაში.ცხადია, პანდემიური სიტუაცია რჩება ყველაზე დიდ შემაფერხებელ
ფაქტორად. თუმცა ასეთი ფაქტები გამოვლინდა წინასწარ იქნება გაწერილი
რეზერვის გეგმა, ნებისმიერი პირის/საგნის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

დასკვნა
მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა ღონისძიება კრეატიული და
დასამახსოვრებელი იქნება. ცხადია, თეატრი ისეთი სანახაობაა, უნდა იგრძნო
და ცოცხლად განიცადო, თუმცა მის სრულიად მივიწყებას სჯობს
ალტერნატიული გზით ამგვარად ვუპასუხოთ.უდავოა, რომ აღნიშნული
ღონისძიება, პირიქით, წამახალისებელი და მოტივაციის მიმცემი იქნება
სფეროში მოღვაწე პირებისთვის.ფაქტია, რომ საზოგადოებისთვისაც
ნოვაციურია დაჯილდოების ამგვარი ცერემონია.საერთო ჯამში კი,
საინტერესო სანახაობას ჩაეყრება საფუძველი, რაც გემოვნებიანმა მაყურებელმა
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოს.
ბიბლიოგრაფია:

https://helloblog.ge/story/Tavadze-Data-rekomendacia

https://at.ge/2020/05/04/mozaika-42/

You might also like