You are on page 1of 2

წერილი მერებს

მოგესალმებით და გიდასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას. სამეგრელოს სამაუწყებლო


ტელევიზიას აქვს სურვილი განახორციელოს ახალი სატელევიზიო პროექტი ,,ერთი დღე
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ცხოვრებიდან“ (სათაური პირობითია). წარმოგიდგენთ
პროექტის ნიმუშს და ხარჯთაღრიცხვას. მოწონების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიფინანსოთ
აღნიშნული პროექტი.

დანართი 2 გვ.

პატივისცემით,

სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის დირექტორი:


დარეჯან კვარაცხელია

სატელევიზიო პროექტი

1.ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

სამაუწყებლო ტელევიზია „სამეგრელო“

მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველა #85. მობ. 599 11 45 45


kolkhetitv@gmail.com

სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზია გახლავთ ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი, რომელიც


მაუწყებლობას ავრცელებს მიწისზედა სატელევიზიო ქსელის-მულტუპლექს ოპერატორის სტერეო+ და
სილქნეტის საშუალებით. კომპანიას გავლილი აქვს ავტორიზაცია და მინიჭებული აქვს საერთო
ტელემაუწყებლობის უფლება.

2. ინფორმაცია პროექტის შესახებ:

პროექტის პირობითი სახელწოდებაა: ,,ერთი დღე საბავშო ბაგა-ბაღის ცხოვრებიდან“.

3. პროექტის აღწერა:

სამეგრელოს სამაუწყებლო ტელევიზიის შემოქმედებითი ჯგუფი გადაიღებს და საეთეროდ


მოამზადებს გადაცემას საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ. ტელე-მაყურებლები გაეცნობიან ქალაქ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ასღსაზრდელთა ცხოვრებას, სხვადასხვა სააღმზრდელო
პროგრამების განხორციელების პროცესების მიმდინარეობას. კერძოდ: სასწავლო პროგრამების,
ინკლუზიური სწავლების (ინკლუზია წარმოადგენს რწმენას,რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე
ბავშვები განათლებას უნდა იღებდნენ თანატოლებთან ერთად, განურჩევლად იმისა, აკმაყოფილებენ
თუ არა ტრადიციულ სტანდარტებს) პროცესებსა და სხვადასხვა აქტივობებს. (აღსაზრდელები
საუბრობენ დღის თემისა და სხვადასხვა საკითხების ირგვლივ რაც ბავშვებისგანაც მოდის). ბაღებში
მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფებს. ასევე


მაყურებელი გაეცნობა ბავშვების შემოქმედებას. ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურას, კვების ბლოკს და
სხვ.

4. პროექტის ამოცანა:

მომზადდეს და ეთერში გავიდეს დღეში ერთხელ (ან ორჯერ) ერთი ან ორი სხვადასხვა საბავშვო
ბაგა-ბაღზე მომზადებული დოკუმენტული ფილმი ან გადაცემა ოცდაათწუთიანი ქრონომეტრაჟით,
შერჩეული ქუდითა და საბავშვო მუსიკით (საეთერო დრო შემდგომში განისაზღვრება).

5 . პროექტის განხორციელების ეტაპი:


გადაღება დაიწყება 20... წლის ... მომზადდება ორი ან სამი საპილოტე გადაცემა და მოეწყობა
პრეზენტაცია, მოწონების შემთხვევაში გავა ეთერში.

6. პროექტის მოსალოდნელი შედეგი:

საბავშვო ბაგა-ბაღების პოპულარიზაცია, ტელევიზიის ვებ.გვერდზე გამოცხადდება კონკურსი სამი


საუკეთესო ბაგა-ბაღის გამოსავლენად. კონკურსის შედეგები შეჯამდება და გამოცხადება ყოველი
წლის 15 იანვარს. გამარჯვებული ბაღები დაჯიდოვდებიან სხვადსახვა სამახსოვრო საჩუქრებით.

7. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი:

ლარი, თითოეულ საბავშვო ბაგა-ბაღზე მომზადდება 30 წუთიანი გადაცემა. ერთი გადაცემის


ღირებულება …..

8. პროექტის დეტალური ბიუჯეტი (ხარჯთაღრიცხვა)


- შემოქმედებითი ჯგუფი:

სამეგრელოს სამაუყებლო ტელევიზიის დირექტორი: დარეჯან კვარაცხელია

You might also like