You are on page 1of 6

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამა

-
„ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში - „KIU“, “უნივერსიტეტი”) პროგრამა -
„ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“ (შემდგომში - „ფონდი“) საქართველოს
მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს, რომლებიც გამოხატავენ KIU-ში სწავლის ან/და ცხოვრების
დაფინანსების სურვილს, სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს. სწავლისა და ცხოვრების
დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსება.

ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის


ვადით (საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით). დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი
სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის
შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს:
• მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0);
• არანაკლებ 51 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.

დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა უნივერსიტეტს უნდა მიმართოს ერთიანი ეროვნული


გამოცდების ჩაბარების წელს. დაფინანსების მოპოვება ასევე შეუძლია სტუდენტს, რომელმაც
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წელს ვერ მოიპოვა დაფინანსება სტუდენტის სტატუსის
შეჩერების გამო.

დაფინანსების მოსაპოვებლად უნივერსიტეტისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს


უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის/რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

დაფინანსება შესაძლებელია მოპოვებულ იქნას შემდეგი კატეგორიის ხარჯებისთვის:

1) KIU-ში სწავლის საფასურის დაფარვისთვის


თანხა: 1125 ლარი სემესტრში
2) KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასურის დაფარვისთვის
თანხა: 250 ლარი, სტუდენტი განთავსდება ორადგილიან სტუდიოში (დეტალური
ინფორმაცია იხ. ცხრილი 1);
3) სტიპენდია
თანხა: 200-400 ლარი თვეში (დეტალები იხ. შესაბამის კატეგორიაში);
თანხა ჩაირიცხება ყოველთვიურად KIU ბარათზე.
4) KIU ბარათი (კვების დაფინანსება)
თანხა: 100 ლარი თვეში
KIU ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც კამპუსზე, ისე კამპუსის გარეთ.

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით
სტუდენტი KIU ბარათს მიიღებს სს ქართუ ბანკის ფილიალებიდან, KIU-ს წერილის
საფუძველზე პირველივე სასწავლო წელს. KIU ბარათზე ხდება სტიპენდიისა და კვების
თანხების ჩარიცხვა ყოველთვიურად, სასწავლო წელს 10 თვის განმავლობაში.

KIU-ში სწავლის და ცხოვრების საფასური

საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის KIU-ში სწავლის გადასახადია წელიწადში


2250 ლარი, ხოლო, სტუდენტური საცხოვრებელის ღირებულება შეადგენს თვეში 250-500 ლარს
(დეტალური ინფორმაცია იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: KIU სტუდენტური საცხოვრებელის პირობები

კატეგორია აღწერა ფასი


ერთადგილიანი • 24 კვ. მეტრი ოთახი 500 ლარი თვეში
სტუდენტური • ავტონომიური გათბობა/გაგრილების სიტემა
სტუდიო • აბაზანა (ავტონომიური ცხელი წყალი)
• აივანი
• სრულად აღჭურვილი სამზარეულო კუთხე
• ავეჯი (საწოლი, ტუმბო, საწერი მაგიდა, 2 სკამი,
სასადილოს მაგიდა, თაროები, ტანსაცმლის
კარადა)
• უწყვეტი ინტერნეტი
• დაცვა

ორადგილიანი • 24 კვ. მეტრი ოთახი 250 ლარი თვეში


სტუდენტური • ავტონომიური გათბობა/გაგრილების სიტემა
სტუდიო • აბაზანა (ავტონომიური ცხელი წყალი)
• აივანი
• სრულად აღჭურვილი სამზარეულო კუთხე
• ავეჯი (საწოლი, ტუმბო, საწერი მაგიდა, 2 სკამი,
სასადილოს მაგიდა, თაროები, ტანსაცმლის
კარადა)
• უწყვეტი ინტერნეტი
• დაცვა

ფონდის დაფინანსების სახეებია:


1. KIU სოციალური გრანტები ...................................................................................................................... 3
2. KIU აკადემიური მიღწევების გრანტები................................................................................................. 3

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით
3. KIU სტიპენდიები ....................................................................................................................................... 4
4. KIU თანადაფინანსების გრანტები ........................................................................................................... 5

1. KIU სოციალური გრანტები

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის


საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე
გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
მიღებული ქულების გათვალისწინებით (აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით რანჟირებული
სიის მიხედვით). დაფინანსება შეიძლება მიიღონ:

• სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე


არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (დაფინანსების ოდენობა: სწავლა
100%, კამპუსი 100%, KIU ბარათი);
• სტუდენტებმა, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავთ მშობელი/მშობლები ან გარდაცვლილი
ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი
იყო დედის განცხადება (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%);
• სტუდენტებმა, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები (დაფინანსების
ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%);
• სტუდენტებმა, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი
75%);
• სტუდენტებმა, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები
(დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი 50%);
• სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო
საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან
სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო
ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი
100%);
• სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-
ზე (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 50%, კამპუსი 100%, KIU ბარათი).

2. KIU აკადემიური მიღწევების გრანტები

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის


საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე
გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით
მიღებული ქულების გათვალისწინებით (აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით რანჟირებული
სიის მიხედვით). დაფინანსება შეიძლება მიიღონ:

• ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო და სავალდებულო-არჩევით საგნებში


(ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა; მათემატიკა, ფიზიკა ან ისტორია;)
აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის მიხედვით ყველა აბიტურიენტს შორის
საუკეთესო 1-300 სტუდენტმა (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, KIU სტიპენდია);
• სტუდენტმა საშუალო განათლების ოქროს მედლით (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%,
KIU სტიპენდია);
• სტუდენტმა საშუალო განათლების ვერცხლის მედლით (დაფინანსების ოდენობა: სწავლა
100%);
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის კონკურსი უფროსკლასელთათვის
KIU π-DAY MATH CONTEST-ს გამარჯვებულები (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%,
კამპუსი 50%, KIU სტიპენდია);
• ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა
კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალისტები (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%,
კამპუსი 100%);
• მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ (www.mvector.ge) გამარჯვებულებმა და
ფინალისტებმა (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 100%);
• მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში ეროვნული სასწავლო
ოლიმპიადის გამარჯვებულმა (I, II და III ადგილი) (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%,
კამპუსი 50%);
• მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სასწავლო
ოლიმპიადის მონაწილემ (დაფინანსების ოდენობა: სწავლა 100%, კამპუსი 50%, KIU
სტიპენდია).

3. სტიპენდიები

საუნივერსიტეტო სტიპენდია

საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საუკეთესო 1-300 სტუდენტი სავალდებულო და


სავალდებულო-არჩევით საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა;
მათემატიკა, ფიზიკა ან ისტორია) აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის
მიხედვით;
2. სტუდენტები საშუალო განათლების ოქროს მედლით;
3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის კონკურსი
უფროსკლასელთათვის KIU π-DAY MATH CONTEST-ს გამარჯვებულები;
4. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო
სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეები.

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით
საუნივერსიტეტო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 200 ლარს თვეში და გაიცემა ყოველ სასწავლო
წელს 10 თვის განმავლობაში.

რექტორის სტიპენდია

რექტორის სტიპენდიას მოიპოვებს:

1. მათემატიკის, პროგრამირების ან საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სასწავლო


ოლიმპიადის გამარჯვებულები (I ადგილი/ოქროს მედალი);
2. ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი კოეფიციენტებით რანჟირების
დოკუმენტის (აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით რანჟირებული სიის) მიხედვით;
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდაში საუკეთესო შედეგის მქონე
სტუდენტი;
4. სხვა გამორჩეული შედეგების და საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტი.

რექტორის სტიპენდიის გასაგრძელებლად ყოველ მომდევნო სასწავლო წელს აუცილებელია მაღალი


აკადემიური მოსწრება (შემაჯამებელი წლიური GPA 3.6 და წლიურად მინიმუმ 57 ECTS კრედიტის
დაგროვება).

რექტორის სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 400 ლარს თვეში და გაიცემა ყოველ სასწავლო წელს 10
თვის განმავლობაში.

4. KIU თანადაფინანსების გრანტები

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების თანადაფინანსებას სხვადასხვა სახელმწიფო და


კერძო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმების/ხელშეკრულებების საფუძველზე.
თანადაფინანსება გაიცემა სახელმწიფო/კერძო დაწესებულებების მიერ გაცემული დაფინანსების
ხანგრძლივობის ვადით, არაუმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. დაფინანსება შეიძლება მიიღონ:
• სტუდენტებმა, რომლებიც არიან სამხედრო მოსამსახურეები და რომლებიც სარგებლობენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით (დაფინანსების ოდენობა: KIU -
სწავლა 50%, კამპუსი 50%, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სწავლა 50%).
• სტუდენტებმა, რომლებიც არიან სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (მეუღლე,
შვილი) და რომლებიც სარგებლობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
თანადაფინანსებით (დაფინანსების ოდენობა: KIU - სწავლა 50%, საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო - სწავლა 50%).

ფონდიდან დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის


საფუძველზე. სტუდენტები, რომლებიც განეკუთვნებიან ფონდით გათვალისწინებულ ორ ან მეტ
ჯგუფს, დაფინანსებას მიიღებენ იმ ჯგუფიდან, საიდანაც მოიპოვებენ დაფინანსების მეტ ოდენობას.

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით
ფონდიდან მოპოვებული სწავლის საფასურის ოდენობა სტუდენტის მიერ მოპოვებულ სახელმწიფო
სასწავლო გრანტთან/დაფინანსებასთან ერთად, ჯამურად არ შეიძლება აღემატებოდეს სწავლის
საფასურს.

ფონდის ფარგლებში გაწერილი დაფინანსების ოდენობები არ მოიცავს კანონმდებლობით


გათვალისწინებულ გადასახადებს.

დამკიცებულია "სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების


ფონდის“, დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, განაცხადის ფორმისა და დაფინანსების გაცემის
რეგულაციების დამტკიცების შესახებ" სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის /
რექტორის 2022 წლის 23 მარტის N69 ბრძანებით

You might also like