You are on page 1of 6

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა N BTE-AB-19-

ქ. თბილისი ________ 2020 წელი

ერთი მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმოდგენილი მისი რექტორის, გიგა ზედანიას და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას სახით (შემდგომში,,უნივერსიტეტი”)
და მეორე მხრივ, _____________________________________________________________________(შემდგომში ,,სტუდენტი”)
თანხმდებიან შემდეგზე:

სტუდენტი სწავლას გააგრძელებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან , როგორც დამატებით
სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის
სწავლების საბაკალავრო საფეხურზე პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო
საქმე,ტურიზმი). (ძირითადი სპეციალობები).

I თავი. მხარეთა უფლება-მოვალეობები


მუხლი. 1 სტუდენტის უფლებები
სტუდენტს უფლება აქვს:
ა)მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ)უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ),,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონისა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს წარმომადგენელი და
არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა/სკოლის და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით
ორგანოებში;
დ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის,
საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს და/ან გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ზ)გაასაჩივროს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში მიღებული შუალედური ან/და დასკვნითი შეფასებები უნივერსიტეტის
მიერ დადგენილი წესით;
თ) ისარგებლოს აკადემიური შვებულებით/შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით;
ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;

მუხლი. 2 სტუდენტის ვალდებულებები


1. სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, სტუდენტთა ეთიკის კოდექსი (დანართი1), შინაგანაწესი და უნივერსიტეტში დადგენილი
რეგულაციები. ამ დოკუმენტებში შესული ნებისმიერი ცვლილება წარმოადგენს მათ განუყოფელ ნაწილს და სტუდენტი ვალდებულია
დაიცვას და ინფორმირებული იყოს ზემოთ აღნიშნული წესებისა და მათში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც ასევე
განთავსებული იქნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და სტუდენტთათვის ხელმისაწვდომ ადგილებზე.
ბ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის რეპუტაციას და პრესტიჟს, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია უნივერსიტეტის
შესახებ;
გ) სრულად და დროულად გადაიხადოს სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას დადგენილი
წესით შეუჩეროს სტუდენტს სტუდენტის სტატუსი ან/და არ გასცეს კურსდამთავრებულზე/სტუდენტზე უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შეასრულოს აკადემიური პროგრამით და მისი კომპონენტებით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის მიიღოს მონაწილეობა
პრაქტიკულ და სასემინარო მუშაობაში, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შუალედურ შეფასებებსა და გამოცდებში;
ე) გაუფრთხილდეს და რაციონალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საინფორმაციო, საბიბლიოთეკო
და სხვა საშუალებები;
ვ) უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში და/ან უნივერსიტეტის რესურსების გამოყენებით (მათ შორის გარედან
მიღებული დაფინანსების, კონტრაქტის ან სხვა ტიპის ნაჩუქრობის გამოყენების შედეგად) შექმნილი გამოგონების, სასარგებლო
მოდელის, ნოუ ჰაუს და საავტორო უფლებასთან დაკავშირებული ყველა უფლება ავტომატურად ენიჭება უნივერსიტეტს დადგენილი
წესითა და პროცედურის დაცვით.
ზ) სტუდენტს უნივერსიტეტის მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაეთვლება უნივერსიტეტის მიერ მისთვის გახსნილ
საუნივერსიტეტო ელექტრონულ ფოსტაზე, პროგრამა „არგუსზე“, ასევე სტუდენტის მიერ ხელშეკრულების გაფორმების დროს
ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულ საფოსტო მისამართზე, მიუხედავად გზავნილის მიღების არდადასტურებისა;
თ)შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ უნივერსიტეტს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ
მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს
განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
ი) სტუდენტი ვალდებულია მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს უნივერსიტეტს,
წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და
სხვა) ჩაითვლება მიღებულად.
კ) დროულად დააბრუნოს ან აანაზღაუროს მის სახელზე გამოყენებული საბიბლიოთეკო რესურსები: წიგნები, აუდიო/ვიზულური
მასალები და უნივერსიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სხვა ქონება. ასეთ შემთხვევებში უნივერსიტეტი იტოვებს
უფლებას დააწესოს დამატებითი ფინანსური და სხვა სახის სანქციები და არ გასცეს მასზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი.

2. პროგრამა არგუსის გამოყენების ვალდებულება


ა) სტუდენტები სასწავლო პროცესის დაწყებამდე და მის განმავლობაში სასწავლო კურსებზე რეგისტრირდებიან დამოუკიდებლად,
უნივერსიტეტის ჩარევის გარეშე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით (
http://argus.iliauni.edu.ge ).
ბ) სტუდენტი ვალდებულია, დეტალურად გაეცნოს „არგუსის „ ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მოხმარების წესს და
თანმიმდევრულად აირჩიოს სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული კურსები პროგრამა „არგუსის“ გააქტიურების პერიოდში;
გ) სტუდენტი პასუხისმგებელია მის მიერ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსში“ გაკეთებულ არჩევანთან
დაკავშირებით.

მუხლი. 3 უნივერსიტეტის უფლებები


უნივერსიტეტის უფლებები:
ა) უნივერსიტეტი უფლებამოსილია, მოითხოვოს სტუდენტისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;
გ) უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტის მხრიდან
დამატებითი თანხმობის გარეშე კანონმდებლობის დაცვით მიიღოს და გასცეს სტუდენტის შესახებ უნივერსიტეტში დაცული პირადი
ინფორმაცია.
დ) უნივერსიტეტს უფლება აქვს არ გასცეს კურსდამთავრებულზე/სტუდენტზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი თუ მას უნივერსიტეტის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება.
მუხლი. 4 უნივერსიტეტის ვალდებულებები
უნივერსიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება;
ბ) მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) დაიცვას სტუდენტის პირადი საიდუმლოების კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

II თავი. სწავლის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი


მუხლი. 5 სწავლის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
1. სწავლების ერთი წლის საფასური განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით, სტუდენტი დამატებითი სასწავლო
წლისთვის იხდის სწავლის საფასურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი წესის მიხედვით;
2. სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისთვის ირჩევს ამ პუნქტით გათვალისწინებული 4 ვარიანტიდან ერთ-ერთს და ეთანხმება
ხელმოწერით:

ა) სწავლის საფასურის 2 თანაბარ ნაწილად გადახდა: 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის
საფასურს - 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით.
ყოველი მომდევნო სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის 15 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე
გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს - 31 იანვრის ჩათვლით;
„ვეთანხმები“ ______________________________ (სტუდენტის სახელი და გვარი ხელმოწერით);

ბ) სწავლის საფასურის 4 თანაბარ ნაწილად გადახდა: 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის
საფასურს იხდის ორ თანაბარ ნაწილად: 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით, 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ყოველი მომდევნო სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის ორ თანაბარ ნაწილად: 15 სექტემბრის
ჩათვლით, 30 ნოემბერის ჩათვლით; ხოლო გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის ორ თანაბარ ნაწილად: 31 იანვრის
ჩათვლით, 31 მარტის ჩათვლით;
„ვეთანხმები“ ______________________________ (სტუდენტის სახელი და გვარი ხელმოწერით);

გ) სწავლის საფასურის 6 თანაბარ ნაწილად გადახდა: 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის
საფასურს იხდის სამ თანაბარ ნაწილად: 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით, 2020 წლის 31
მაისის ჩათვლით.
ყოველი მომდევნო სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის სამ თანაბარ ნაწილად: 15 სექტემბრის
ჩათვლით, 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 დეკემბრის ჩათვლით; ხოლო გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის სამ თანაბარ
ნაწილად: 31 იანვრის ჩათვლით, 31 მარტის ჩათვლით, 31 მაისის ჩათვლით;

„ვეთანხმები“ ______________________________ (სტუდენტის სახელი და გვარი ხელმოწერით);

დ) სწავლის საფასურის 10 თანაბარ ნაწილად გადახდა: 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის
საფასურს იხდის ხუთ თანაბარ ნაწილად: 2020 წლის 2020 წლის 21 მარტის ჩათვლით, 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით,
2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით, 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ყოველი მომდევნო სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის ხუთ თანაბარ ნაწილად: 15 სექტემბრის
ჩათვლით, 30 სექტემბერის ჩათვლით, 31 ოქტომბერის ჩათვლით, 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 დეკემბრის ჩათვლით; ხოლო
გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს იხდის ხუთ თანაბარ ნაწილად: 31 იანვრის ჩათვლით, 28 თებერვლის ჩათვლით, 31
მარტის ჩათვლით, 30 აპრილის ჩათვლით, 31 მაისის ჩათვლით;

„ვეთანხმები“ ______________________________ (სტუდენტის სახელი და გვარი ხელმოწერით)


3. სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას არ მიეცემა სემესტრის სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ საგნებზე რეგისტრაციის უფლება;
4. სტუდენტის მიერ ელექტრონულ სისტემა „არგუსში“ საგნებზე დაურეგისტრირებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს სტუდენტის
სტატუსის შეჩერება გაფრთხილების გარეშე;
5. სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას სტუდენტს დააკისროს
ფინანსური ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
6. სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის, სწავლის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი ვადით გადაუხდელობის შემთხვევაში მას
შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი; სტატუსის აღდგენა ხდება სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის და დარიცხული ფინანსური
ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე ფაკულტეტის/სკოლის რესურსის გათვალისწინებით
იმავე ან შემდგომი სასწავლო სემესტრიდან;
7. დადგენილი წესით სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას,
ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე დამატებით დააწესოს ფინანსური ან სხვა სახის საჯარიმო სანქციები, რაც ასევე შეიძლება
ეხებოდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას;
8. იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს ბაკალავრის ხარისხი, საჭიროა 240 კრედიტის დაგროვება აკადემიური პროგრამის
მოთხოვნების შესაბამისად.
9. სტუდენტის დარჩენილი კრედიტების მინიმალური რაოდენობა: ____________კრედიტი.
სტუდენტი მიიღებს დარჩენილ კრედიტებს _____________ სასწავლო წლის ______________ სემესტრის ჩათვლით.
10. უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის საფასურის ფარგლებში სემესტრში 30
კრედიტის დაგროვება. დამატებითი კრედიტის საფასურს სტუდენტი იხდის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
11. სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს პირადი განცხადების საფუძველზე, აკადემიური ჩამორჩენილობის, ეთიკის კოდექსით
და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
12. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სტატუსი უწყდება სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში მისი პირადი განცხადების
საფუძველზე, მას უკან უბრუნდება შეწყვეტილი სემესტრის/სემესტრების სწავლის საფასურის 90%. სხვა შემთხვევაში სტატუსის
შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სწავლის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა;
13. სტუდენტს სტატუსის შეჩერების შემთხვევაში გადახდილი სწავლის საფასური უკან არ უბრუნდება, იგი ენახება სწავლის
გაგრძელებისათვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
14. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სტატუსი უწყდება პირადი განცხადების, აკადემიური ჩამორჩენილობის, დისციპლინური
გადაცდომის ან სტუდენტისათვის შეუფერებელი სხვა ქმედების გამო, უნივერსიტეტში მისი სტატუსი აღდგენას აღარ
ექვემდებარება.
III თავი. მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაჭრის წესი
მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ იგი
დაუძლეველი ძალის მოქმედებით არ იყო გამოწვეული.
მუხლი 7. დავის გადაჭრის წესი
მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ურთიერთმოლაპარაკებით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ
მიმართონ სასამართლოს.
IV თავი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაშია მასზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მისი ხელმოწერიდან და ძალაშია
....................... სასწავლო წლამდე.
მუხლი 9. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და ცვლილებებისა და დამატების შეტანის პირობები
9.1.ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
სხვა შემთხვევებში.
9.2. ხელშეკრულებაში ცვლილებისა ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით, რომელიც ფორმდება
ცვლილების/დამატების სახით წერილობით და წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10. ხელშეკრულების იურიდიული ძალა
ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტი
იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის№ 3/5 _____________________________________
საიდენტიფიკაციო კოდი _ 204861970 (სახელი და გვარი)
მიმღების დასახელება_ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი __________________________________
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი_708997289 პირ. მოწმ. №
მიმღების ბანკი_სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი_TRESGE22 __________________________________
მისამართი(იურიდიული/ფაქტიური), ტელეფონი

__________________________________

გავეცანი და ვეთანხმები თანდართულ სტუდენტის


ეთიკის კოდექსს

რექტორი
გიგა ზედანია _____________________________ ________________________
სტუდენტის ხელმოწერა

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ქეთევან ლაკირბაია ________________________
დანართი
დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N11 სხდომასა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის N5 სხდომაზე, ამავე საბჭოებით
ძალადაკარგულად გამოცხადდა აკადემიური საბჭოს 2012 წლის 26 დეკემბრის N69სხდომასა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N12 სხდომაზე დამტკიცებული
,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ეთიკის კოდექსი“ შევიდა ცვლილებები და დამატებები წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 30 მაისის N2 სხდომის
გადაწყვეტილებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტის ეთიკის კოდექსი
პრეამბულა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდეგში უნივერსიტეტი) წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის
ერთიანი სივრცე.
სტუდენტის ეთიკის კოდექსის დანიშნულებაა, დაადგინოს სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სწავლისა და კვლევისათვის საუკეთესო გარემოს
შესანარჩუნებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. საუნივერსიტეტო გარემოში, რომელიც ეფუძნება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, აუცილებელია მაღალი
აკადემიური სტანდარტების დაცვა და თითოეული ინდივიდის უფლებების, ღირსებისა და უსაფრთხოების პატივისცემა. სტუდენტის ეთიკის კოდექსი წარმოადგენს სტუდენტის
სახელმძღვანელოს საუნივერსიტეტო გარემოში ქცევისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სხვა წევრების უფლებების,
უნივერსიტეტის ქონებისა და საერთო რესურსები დაცულობას, ასევე, აკადემიური საქმიანობისათვის საუკეთესო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას.

მუხლი 1. სამართლებრივი საფუძვლები


ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება და სხვა ნორმატიული
დოკუმენეტები.

მუხლი 2. სტუდენტთა ეთიკის წესები


ეს კოდექსი ადგენს ქცევის ზოგად და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებულ ეთიკის ნორმებს.

მუხლი 3. ეთიკის კოდექსის მოქმედების სფერო


3.1 ეს კოდექსი ვრცელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე, მსმენელებზე და აწესრიგებს მათი ქცევის წესებს უნივერსიტეტში სწავლის მთელი
პერიოდისათვის;
3.2 ამ კოდექსის მიზნებისათვის სტუდენტად მიიჩნევა:
ა) პირი, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის, პროფესიული განათლების, მაგისტრატურის, ან/და
დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად;
ბ) მსმენელისა და თავისუფალი მსმენელის სტატუსის მქონე პირი;

გ) პირი, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტის რომელიმე ცენტრში (ამ მუხლის "ა" და "ბ" პუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა), სადაც სწავლის დასრულების შემდეგ
გათვალისწინებულია შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა;
დ) პირი, რომელიც უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტზე და/ან ცენტრში გადის ტრენინგს.
მუხლი 4. სტუდენტის ეთიკის კოდექსის პრინციპები
4.1 უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი თანაბრად სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი აქტებით
მისთვის მინიჭებული უფლებებით;
4.2 სტუდენტი ვალდებულია გაიზიაროს უნივერსიტეტის წესდებით და სტუდენტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დებულებები, ღირებულებები, პრინციპებიდა იცავს მათ;
4.3 სტუდენტი აღიარებს უნივერსიტეტის უფლებას, ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, განიხილოს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და ამასთან, იღებს
ვალდებულებას, შეასრულოს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;
4.4 სტუდენტი დამოუკიდებელი, თავისუფალი პიროვნებაა. მას აქვს უნარი, თავად შეაფასოს საკუთარი ქცევა და განსაზღვროს მისი შედეგები;
4.5 სტუდენტის მიმართ დისციპლინური ზომები გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილ ზოგად და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული ეთიკური წესების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 5. სტუდენტის ვალდებულებები
5.1. სტუდენტი ვალდებულია კეთილგონიერებითა და სიფრთხილით მოეკიდოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ღირსებას, მის პირად ქონებრივ და/ან არაქონებრივ უფლებებს;
5.2. აკრძალულია, სტუდენტის მიერ სხვა პირის დისკრიმინაცია და/ან არატოლერანტული დამოკიდებულება - რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,
ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის საფუძველზე;
5.3. სტუდენტი პატივს სცემს უნივერსიტეტის სახელს, სიმბოლიკას და საქმიან რეპუტაციას;
5.4. სტუდენტი ვალდებულია განუხრელად დაიცვას წინამდებარე ეთიკის კოდექსით განსაზღვრული წესები და დაემორჩილოს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებას.
მუხლი 6. ეთიკის ზოგადი წესები
6.1 სტუდენტისთვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
ა) აკადემიური პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (ლექციაზე დაგვიანება, ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა, დერეფანში აურზაური, ელექტროენერგიის გათიშვა და სხვა);
,,ბ) ლექციის/ სემინარის/საჯარო შეხვედრის/ სხდომის ჩაშლა ან სასწავლო ლექცია სემინარებზე უცხო პირის შეყვანა თანხმობის გარეშე;(ცვლილება 30.05.2016.)
გ) თამბაქოს მოხმარება საამისოდ ნებადართული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
დ) ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, გავრცელება ან/და გამოყენება, გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული შემთხვევებისა;
ე) აზარტული თამაშები;
ვ) ინვენტარით სარგებლობის წესის დარღვევა (მერხებზე და სხვა ინვენტარზე წარწერების გაკეთება; კომპიუტერების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სასწავლო ავეჯისა და ინვენტარის დაზიანება
და/ან არამართლზომიერი გამოყენება, ნარგავების დაზიანება და სხვა);
ზ) უნივერსიტეტის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის დაზიანება და იერსახის დამახინჯება და სხვა;
თ) უნივერსიტეტის კუთვნილი ან დროებით სარგებლობაში მყოფი მოძრავი ქონების დაზიანება და/ან არამართლზომიერი გამოყენება და სხვა;
ი) ბილწსიტყვაობა, უხამსობა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა;
კ) სტუდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება უნივერსიტეტის სახელის, პრესტიჟის, სიმბოლიკისა და საქმიანი რეპუტაციის მიმართ. უნივერსიტეტის პრესტიჟის და საქმიანი
რეპუტაციის შელახვად განიხილება აგრეთვე, ცრუ და გადაუმოწმებელი ინფომაციის გავრცელება უნივერსიტეტის საქმიანობის ან უნივერსიტეტში დასაქმებული პირების შესახებ.
ლ) ნარკოტიკული და/ან ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება და სხვა (გარდა ექიმის მიერ დანიშნულისა);
მ) ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენება, შემოტანა და/ან გავრცელება და სხვა;
ნ) ისეთი ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა და/ან გავრცელება, რომლებიც ხანძრის და/ან აფეთქების რეალურ საფრთხეს ქმნის და სხვა;
ო) ძალადობა, მუქარა, ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა სტუდენტ(ებ)ის, აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებისათვის და/ან მოწვეული
მესამე პირებისათვის და სხვა;
პ) სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაცია, ძალადობისკენ მოწოდება და/ან ცილისწამება უნივერსიტეტის სხვა სტუდენტ(ებ)ის, აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის
წარმომადგენლებისათვის და/ან მოწვეული მესამე პირებისთვის.
ჟ) სხვა სტუდენტის საკუთრების განზრახ ხელყოფა, დაზიანება, განადგურება, საკუთრების უფლების რაიმე სახით შეზღუდვა, ნივთის მოტყუებით გამორთმევა ან გამოძალვა, ამ ქმედებათა მცდელობა,
მათ შორის, ჩადენილი მოტყუებით ან მუქარით.
რ) წინასწარი შეთანხმებისა და გაფრთხილების გარეშე, ფარული ვიდეო/ფოტო/აუდიო ჩანაწერის განხორციელება/გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ეს შეთანხმებულია უნივერსიტეტის
ადმინისტრაციასთან.
ს) უნივერსიტეტის აკადემიურ/პედაგოგიურ/ადმინისტრაციულ/დამხმარე საქმიანობაში ჩართული ნებისმიერი პირის ლეგიტიმური მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.(ცვლილება 30.05.2016)
ტ) საუნივერსიტეტო სივრცის, მოძრავი ან უძრავი ქონების არამართლზომიერი და უნებართვო გამოყენება ნებისმიერი მიზნით.(ცვლილება 30.05.2016)
უ) საუნივერსიტეტო ან სტუდენტთა მიერ ორგანიზებული ღონისძიების სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფის მიერ ორგანიზებისას ამ პროცესის უპასუხისმგებლოდ წარმართვა.(ცვლილება 30.05.2016)
ფ) სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში მოქმედი წესებისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა/უგულვებელყოფა.(ცვლილება 30.05.2016)
მუხლი 7. აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული ეთიკის წესები
7.1 სტუდენტისთვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
ა) აკადემიური სიყალბე სხვა პირის ნამუშევრის, როგორც საკუთარის წარმოჩენა, ან ნებისმიერი სახის წინასწარ მომზადებული დამხმარე მასალის, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების
გამოყენება/გადაწერა, რომელიც არ არის ნებადართული (მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი და/ან ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა და სხვა);
ბ) პლაგიატი (სრულად ან ნაწილობრივ სხვისი ნამუშევრის გადაწერა ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე ან საბაკალავრო/სადისერტაციო/სამაგისტრო თეზისის ყიდვა);
გ) სხვა სტუდენტისათვის აკადემიური სიყალბის ჩადენაში ხელის შეწყობა;
დ) კვლევითი სამუშაოების და/ან საუნივერსიტეტო მონაცემების, შედეგებისა და ინფორმაციების გაყალბება;
ე) ინდივიდუალური დავალების ჯგუფურად მომზადება ან ერთი პირის მიერ მომზადებული დავალების ჯგუფურ ნამუშევრად წარმოჩენა
ვ) გამოცდის მიმდინარეობის დროს ნებისმიერი, მათ შორის ტექნიკური საშუალების გამოყენება გადაწერის მიზნით.
ზ) სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება, ან სხვა პირის შეგზავნა გამოცდის ჩასაბარებლად;
თ) აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით საგამოცდო მასალების, რომლებიც კონფიდენციალურია, ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება და ასევე ჩაბარებული წერილობითი ნამუშევრის
უნებართვოდ შეცვლა ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება;
ი) შეფასების მიღების მიზნით ლექტორზე, გამომცდელზე, უნივერსიტეტის თანამშრომელზე ზეწოლა;
კ) უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ის გაყალბება;
ლ) სხვა სტუდენტისათვის ხელის შეშლა სწავლასა და კვლევის პროცესში საჭირო რესურსების დამალვით, მოპარვით ან განადგურებით.აგრეთვე სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, განადგურება,
შეცვლა;
მ) საუნივერსიტეტო მონაცემების გაყალბება.
მუხლი 8. დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის გათვალისწინებული სანქციები:
ა) ზეპირი გაფრთხილება;
ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
გ) უნივერსიტეტისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება;
დ) წერილობითი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით;
ე) სასტიკი საყვედური პირად საქმეში შეტანით;
ვ) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, გაირიცხვა უნივერსიტეტიდან.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ეთიკის ზოგადი წესების დარღვევისათვის
9.1 ამ კოდექსის 6.1. პუნქტის “ა”, ,,ე“ და “ი” ქვეპუნქტებში აღნიშნული ქმედებების შემჩნევისას, მათი აღკვეთის მიზნით, უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს
უფლება აქვს სტუდენტს მისცეს შენიშვნა და ზეპირი გაფრთხილება, შეადგინოს ოქმი ქმედების შესახებ, განუმარტოს თუ რა ღონისძიებები გატარდება მის მიმართ იგივე ქმედების განმეორებისას.
9.2 იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დისციპლინურმა კომისიამ შესაძლოა მიიღოს სტუდენტისთვის წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილება პირად საქმეში შეტანით. სამჯერ
იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში სტუდენტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
9.3 ამ კოდექსის 6.1 ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების ჩადენისას უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია იღებს წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილებას ან სტუდენტს უწყვეტს
სტუდენტის სტატუსს;
9.4 6.1 ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ქმედებების ჩადენისას უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პოლიციას, სტუდენტს აძლევს შენიშვნას
და ზეპირ გაფრთხილებას, აგრეთვე ვალდებულია შეადგინოს ოქმი ქმედების შესახებ და სტუდენტს განუმარტოს თუ რა ღონისძიებები გატარდება მის მიმართ იგივე ქმედების განმეორებისას.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სტუდენტი დისციპლინური კომისიისაგან იღებს წერილობით გაფრთხილებას პირად საქმეში შეტანით. სამჯერ იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში
სტუდენტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
9.5 ამ კოდექსის 6.1 ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია განსაზღვრავს და სტუდენტს აკისრებს მიყენებული ზიანის
ანაზღაურებას ან უნივერსიტეტისთვის სასარგებლო შრომას;
9.6 ამ კოდექსის 6.1 ,,ზ“ და ,,თ“_ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას, სტუდენტს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია აკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან
უნივერსიტეტისათვის სასარგებლო შრომას;
9.7 ამ კოდექსის 6.1 ,,კ“ ქვეპუნქტში მითითებული ქმედების განხორციელებისას, დისციპლინურ კომისიას გამოაქვს სტუდენტის მიმართ ზეპირი გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება ან ღებულობს
წერილობითი გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილებას.
9.8 ამ კოდექსის 6.1 ,,ლ“-,,ო“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს ატყობინებს პოლიციას;
ბ) უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია სტუდენტს უწყვეტს სტუდენტის სტატუსს.
9.9 ამ კოდექსის 6.1 ,,პ“ და ,,ჟ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას დისციპლინური კომისია იღებს სტუდენტის წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილებას.
იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, დისციპლინური კომისია იღებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ატყობინებს პოლიციას;
9.10. ამ კოდექსის 6.1 ,,რ“ და ,,ს“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას დისციპლინური კომისია იღებს სტუდენტისათვის ზეპირი ან წერილობითი გაფრთხილების შესახებ
გადაწყვეტილებას.(ცვლილება 30.05.2016)

9.101 ამ კოდექსის მე-5 მუხლით და 6.1 ,,ტ“-,,ფ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას დისციპლინური კომისია იღებს სტუდენტისათვის წერილობითი გაფრთხილების, სასტიკი
საყვედურის ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.(ცვლილება 30.05.2016)

9.11 სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში ნებიმიერ საფეხურზე სწავლის პერიოდში ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის დარღვევა სამჯერ, წარმოადგენს სტუდენტისთვის სტუდენტის
სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.(ცვლილება 30.05.2016)
მუხლი 10. პასუხისმგებლობა ეთიკის აკადემიურ პროცესთან დაკავშირებულიდარღვევისათვის
ამ კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია იღებს ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ
გადაწყვეტილებას, რომელსაც აკადემიური შეფასების განსაზღვრისათვის უგზავნის ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.
მუხლი 11. დისციპლინური კომისიის დისკრეციული უფლებამოსილება
სანქციების გამოყენებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების ჩადენისას, დისციპლინური კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ინდივიდუალურად, ჩადენილი
გადაცდომის სიმძიმის, შედეგების, პრეცედენტული ხასიათის, გადაცდომის მრავალჯერადი განმეორებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. კომისიას, შესაბამისი გარემოებების არსებობისას,
შეუძლია გამოიყენოს ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობებისგან განსხვავებული სხვა, შემამსუბუქებელი სანქცია.
მუხლი 12. დისციპლინური კომისია
12.1 სტუდენტის ქმედების შესაფასებლად და იმის გადასაწყვეტად, თუ რა სანქცია შეიძლება დაეკისროს ეთიკის კოდექსის დამრღვევ სტუდენტს, იქმნება დისციპლინური კომისია;
12.2 დისციპლინური კომისია იქმნება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
12.3 დისციპლინური კომისიის დაკომპლექტება:
12.3.1 დისციპლინურ კომისიაში შედიან:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ყველა ფაკულტეტის/სკოლის ხელმძღვანელი;
გ)იურიდიული სამსახურის უფროსი.
დ) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ე) უნივერსიტეტის რექტორის და/ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნას სხვა პირები.
12.3.2 კომისიის სხდომაში (წევრად) მონაწილეობის უფლება არ აქვს იმ პირს, რომელმაც აღძრა საქმე დისციპლინური ღონისძიებების გატარებისათვის;
12.4 ეთიკის კოდექსის დარღვევების განხილვა მიმდინარეობს კომისიის სხდომებზე. სხდომა ლეგიტიმურია, თუკი სხდომას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი მაინც;
12.5 გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.
12.6 დისციპლინური კომისიას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის უფროსი.
მუხლი 13. დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი
13.1.
ა) ეთიკის ზოგად და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრა შეუძლია უნივერსიტეტის
აკადემიურ/პედაგოგიურ/ადმინისატრციულ/დამხმარე საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ პირს, ან პირს, რომელსაც შეუძლია დაამოწმოს ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი.
ბ) ეთიკის ზოგად და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრა შეუძლია ასევე
სტუდენტს, რომელმაც უნდა მიმართოს დისციპლინურ კომისიას განცხადებით, რომელშიც აღინიშნება - ვინ დაარღვია ეთიკის კოდექსი, სად და როდის მოხდა დარღვევა, და აღწერილი იქნება
ინციდენტი.
13.2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს მხოლოდ უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია და აკრძალულია სტუდენტისათვის
სხვა პირის/ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის დადება, გარდა ამ კოდექსით დადგენილი სხვა წესისა;
13.3. დისციპლინური კომისიის სხდომის გამართვის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კომისიის სხდომის ჩატარების თარიღი, დამსწრეთა ვინაობა, ინფორმაცია კომისიის
ლეგიტიმურობის შესახებ, გადადების საფუძველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სხდომის ყველა დამსწრე წევრი;
13.4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) უნივერსიტეტისაგან მიიღოს შეტყობინება არგუსისდა/ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას, დაიცვას საკუთარი უფლებები;
გ) დისციპლინურ კომისიაზე სტუდენტმა წარმოადგინოს საკუთარი ახსნა-განმარტება და მიაწოდოს უნივერსიტეტის დისციპლინურ კომისიას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და
მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში. ამასთან, ეს უფლება შესაძლოა დროებით შეეზღუდოს წარმოების პროცესში
მიკერძოებისა და ზეგავლენისგან დაცვის მოტივით, თუმცა პროცესის დასრულების შემდგომ წარმოების მასალების გაცნობისა და მიღების შეზღუდვა დაუშვებელია;
ე) სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
13.5. უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სტუდენტს საკუთარი მოქმედების ზეპირი ან/და წერილობითი აღწერა და განმარტება;
ბ) იმსჯელოს სტუდენტის დისციპლინური გადაცდომის საკითხზე, მიუხედავად იმისა სტუდენტი ესწრება თუ არა სხდომას, 13.4 ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით;
გ) ამ კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისათვის სტუდენტს შეუფარდოს შესაბამისი პასუხისმგებლობის სახე და ზომა;
დ) დაუმძიმოს პასუხისმგებლობა სტუდენტს, მის მიერ დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ე) სტუდენტის მიერ ეთიკის კოდექსის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში დისციპლინურმა კომისიამ შესაძლოა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის
შეწყვეტის თაობაზე. ხოლოს ზედიზედ სამჯერ ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უწყვეტს სტუდენტის სტატუსს.
ვ) სტუდენტის მიერ განმეორებით ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მის მიერ სწავლის ნებისმიერ საფეხურზე (ნებისმიერი პროგრამის გავლისას) ჩადენილი
გადაცდომა.

მუხლი 14. დისციპლინური სანქციის აღსრულება


14.1. ამ კოდექსის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, დისციპლინური კომისია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შუამდგომლობით უგზავნის უნივერსიტეტის რექტორს გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით;
14.2. უნივერსიტეტის რექტორივალდებულია გაატაროს ყველა ღონისძიება, რომელიც დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვისაასავალდებულო;

მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი


15.1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კოდექსში, რომელიც არ უნდა იწვევდეს სტუდენტის უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვას, ასევე არ
უნდა იწვევდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლას;
15.2. აკრძალულია სტუდენტს დაედოს დისციპლინური სახდელი იმ ქმედებისათვის, რომელიც არ იწვევდა სტუდენტის პასუხისმგებლობას მისი ჩადენის დროს. აგრეთვე დაუშვებელია კოდექსისთვის
უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ ის ამძიმებს სტუდენტის მდგომარეობას;
15.3. უნივერსიტეტი ვალდებულია ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს თვალსაჩინო ადგილას ან/და განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
15.4. წინამდებარე ეთიკის კოდექსის რომელიმე დებულების (მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის) ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს კოდექსის სხვა მუხლების ბათილობას ან
ძალადაკარგულად ცნობას.

You might also like