You are on page 1of 4

 

                                                მომსახურების ხელშეკრულება

ქ. თბილისი                                 სექტემბერი, 2022  წელი

ერთის მხრივ, ააიპ "კანტის აკადემია" (ს/კ: 416353751, მის.: მ. ალექსიძის #10, თბილისი),
წარმოდგენილი დირექტორის მარეხი გვარამაძის სახით (შემდგომში „შემსრულებელი“)
და მეორეს მხრივ, აინშტაინის სკოლის სასწავლო პროგრამების  სტუდენტის (___ერეკლე
ზაალიშვილის__)პ/ნ____01650008339____(შემდგომში „პროგრამის სტუდენტი“) მშობელი,
მოქალაქე __ნათია სამიტაშვილი___პ/ნ___01019011457__ (შემდგომში „დამკვეთი”)
ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:

1.ხელშეკრულების საგანი:

1.1. „შემსრულებელი” იღებს ვალდებულებას, 2022 წლის 2 ოქტომბრიდან გაუწიოს


ორგანიზება აინშტაინის სკოლის 10-თვიან პროგრამას, კანტის აკადემიის სინერგიების
ფარგლებში.
1.2. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას სრულად და ჯეროვნად დაფაროს მომსახურების
საფასური 2280 ლარის ოდენობით (შემდგომში „მომსახურების საფასური“) უნაღდო
ანგარიშსწორებით. 
1.3 პროგრამის საფასური გადახდილ უნდა იქნას 3 (სამ)  ნაწილად: პროგრამის
საფასურის პირველი ნაწილის ანუ 912 ლარის დაფარვა უნდა მოხდეს სწავლის
დაწყებამდე, გასაუბრების შედეგების „დამკვეთისთვის“ გაგზავნიდან 7 დღის ვადაში,
მაგრამ არაუგვიანეს მ/წლის 30 სექტემბრისა, მეორე ნაწილის (684 ლარი) დაფარვა
უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვრისა, ხოლო მესამე ნაწილის (684 ლარი)
დაფარვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 აპრილისა “შემსრულებლის“ ქვემოთ
მითითებულ საბანკო ანგარიშზე: 
ააიპ „კანტის აკადემია“ ( ს/კ 416353751)
მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE25TB7558736020100004
1.4. თუ „დამკვეთი“ სწავლის საფასურის პირველ ნაწილს არ გადაიხდის ხელშეკრულების
1.3. პუნქტის შესაბამისად, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია „პროგრამის სტუდენტი“ არ
დაუშვას სალექციო შეხვედრებზე სწავლის პირველი ნაწილის საფასურის გადახდამდე. 
1.5. „დამკვეთის“ მიერ მომსახურების მეორე ნაწილის გადახდის ვალდებულება
წარმოიქმნება „პროგრამის სტუდენტის“ მიერ ორი სალექციო შეხვედრის დასწრების
შემდეგ. 
1.6. იმ შემთხვევაში, თუ უნაღდო ანგარიშსწორება არ ხდება „დამკვეთის“ ანგარიშიდან,
„დამკვეთი“ ვალდებულია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს
„შემსრულებელს“ მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან მისამართზე. 

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 

2.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის ან ხელშეკრულების ტექსტის


ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დადასტურების  მომენტიდან მითითებული
ინსტრუქციის შესაბამისად და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ
ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. „შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს სასწავლო
პროგრამების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები;

3.2. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას დროულად დაფაროს 1.2 პუნქტით დადგენილი


სწავლის საფასური, 1.3 პუნქტით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად; 
3.3. „დამკვეთი“ ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებს მზაობას სრულად გაიაროს
1.1 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო პროგრამა და სრულად უზრუნველყოს მის მიერ
წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულება;
3.4 „დამკვეთის“ მიერ  სწავლის საფასურის მეორე და მესამე ნაწილის ხელშეკრულების
1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე (2023 წლის 25 იანვარი და 2023 წლის 25
აპრილი) გადაუხდელობის შემთხვევაში, „დამკვეთი“ ვალდებულია გადახდის 1-დან 5
დღემდე  დაგვიანების  შემთხვევაში ერთჯერადი პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს
„შემსრულებელს“ დამატებით 50 ლარი, ხოლო თუ აღნიშნული 5 დღის გასვლის
შემდეგაც არ განახორციელებს სწავლების საფასურის მეორე ნაწილის გადახდას,
„შემსრულებელი“ უფლებამოსილია „პროგრამის სტუდენტი“ არ დაუშვას ლექციებზე და
„პროგრამის სტუდენტს“ არ გადაეცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი
სერთიფიკატი. 
3.5. მხარეები თანხმებიან, რომ „შემსრულებლის“ მიერ ელექტრონული ფოსტით
მიწოდებული ხელშეკრულების პირობების „დამკვეთის“ მიერ ელექტრონული ფოსტით
დადასტურება უთანაბრდება მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას. წინამდებარე
ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხარეთა მიერ
წერილობითი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელდეს. 

4. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

4.1. „დამკვეთი“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება


თუ „შემსრულებელი“ სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს,
რაც გამოიხატება სალექციო შეხვედრების თარიღისა და დროის მუდმივ ცვლილებაში,
ლექტორების ან „შემსრულებლის“ თანამშრომლების მიერ არაეთიკური და
დისკრიმინაციული განცხადებების გაკეთებაში „პროგრამის სტუდენტის“ მიმართ ან/და
ზოგადად ლექციის მსვლელობისას, „შემსრულებლის“ სხვა ისეთ ქმედებაში, რაც
შეუძლებელს ხდის „პროგრამის სტუდენტის“ მონაწილეობას სალექციო შეხვედრებში;
4.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტში არსებული წინაპირობის არსებობისას, „დამკვეთმა“
„შემსრულებელს“ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება (წერილობითი ან ელექტრონული
ფორმით) და განუსაზღვროს „შემსრულებელს“ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების ან/და დარღვეული ვალდებულების გამოსწორების
გონივრული დამატებითი ვადა. თუ დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც
„შემსრულებელი“ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, „დამკვეთი“
უფლებამოსილია ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ
შემთხვევაში, „დამკვეთი“ გადაიხდის სწავლის საფასურს  ხელშეკრულების შეწყვეტამდე
ჩატარებული ლექციების პროპორციულად. 
4.3.  „შემსრულებელი“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე
ხელშეკრულება, თუ „დამკვეთი“ არ ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ გადახდის
ვალდებულებას ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული მისთვის მიცემული 5
დღიანი დამატებითი ვადის გასვლის მიუხედავად ან თუ „პროგრამის სტუდენტი“ უხეშად
არღვევს „კანტის აკადემიაში“ სწავლის წესებს, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ
ნაწილს წარმოადგენს ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რაც შეუძლებელს ხდის
„პროგრამის სტუდენტის“ შემდგომ მონაწილეობას სალექციო შეხვედრებში. 
4.4. ხელშეკრულებით ნაკისრი გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში, „შემსრულებელმა“ „დამკვეთს“ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება
(წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) და განუსაზღვროს „დამკვეთს“
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა 5 დღის ოდენობით. თუ
დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც „დამკვეთი“ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ
ვალდებულებას, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე
შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში „პროგრამის სტუდენტი“ აღარ დაიშვება
ლექციებზე და ვერ მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს. „დამკვეთის“ მიერ ხელშეკრულების
შეწყვეტამდე გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარე და წარმოადგენს უკვე
მიღებული მომსახურების საფასურს. 
4.5. ხელშეკრულების 4.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული „პროგრამის სტუდენტის“ მიერ
„კანტის აკადემიის“ სწავლის წესების უხეში დარღვევის ან მის მიერ ისეთი ქმედების
განხორციელების შემთხვევაში, რაც შეუძლებელს ხდის „პროგრამის სტუდენტის“
შემდგომ მონაწილეობას სალექციო შეხვედრებში, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია
ერთჯერადი გაფრთხილება მისცეს „პროგრამის სტუდენტს“. თუ გაფრთხილების
მიუხედავად, განმეორდა ან არ შეწყდა 4.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება
„შემსრულებელი“ უფლებამოსილია  შეწყვიტოს ხელშეკრულება და აღარ დაუშვას
„პროგრამის სტუდენტი“ სალექციო შეხვედრებზე, რის შემდეგაც „პროგრამის სტუდენტი“
ვერ მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს. „დამკვეთის“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე
გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარე და წარმოადგენს უკვე მიღებული
მომსახურების საფასურს. ერთჯერადი გაფრთხილება საჭირო არ არის, თუ დარღვევის
ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია „პროგრამის სტუდენტის“ მონაწილეობა
სალექციო შეხვედრებში.   

5. დავის გადაჭრის წესი:

5.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაჭრილ უნდა იქნეს


მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ წამოჭრილი დავის გადაწყვეტა ვერ
მოხერხდა მოლაპარაკებით, მხარეთა შორის არსებულ დავას განიხილავს თბილისის
საქალაქო სასამართლო. „შემსრულებლის“ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს
დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
268-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად. 
1
6. მხარეთა ხელმოწერები

„დამკვეთი“  „შემსრულებელი“

ააიპ "კანტის აკადემია ( ს/კ 416353751)


მიმღები ბანკი: სს"თიბისი ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE25TB7558736020100004

დირექტორი

მარეხი გვარამაძე

You might also like